#35586484 · 13 Mar 2013, 19:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გააჩნია რას გულისხმობ საერთაშორისო სიტყვებში...
ქართულ ენაში ამჟამად ხმარებულ უცხო სიტყვათა აბსოლიტურ უმრავლესობას (80 პროცენტს ალბათ) აქვს ქართული შესატყვისი...
დარჩენილი მცირედი (10 პროცენტი ალბათ) არის ტექნიკური ტერმინოლოგია და შეიძლება ხმარებული იქნას ორი მეცნიერის ერთმანეთთან საუბრისას.
კიდევ არის ისეთი "საერთაშორისო" სიტყვებიც, (დარჩენილი 10 პროცენტი) რომლებიც ქართულში დამკვიდრებულია და ძნელად თუ ვინმე აღიქვავს მათ "არაქართულად"... (მე უკვე ვიხმარე: აბსოლიტური, პროცენტი, ტექნიკური და ა. შ.)
სამწუხაროდ, ქუჩაში შეხვედრილი ორი მეზობელიც კი ვერ ილაპარაკებს უცხოური სიტყვების გარეშე... ავტობუსი, ტელეფონი, კომპიუტერი, ტელევიზორი, მაღაზია, ბაზარი...
მაგრამ, თუ ლაპარაკია ისეთ "საერთაშორისო" სიტყვაზე როგორიცაა მაგალითად "ადეკვატური", ასეთი სიტყვების ხმარება კომინიკაციას არ აადვილებს, ასეთი სიტყვების ხმარება მიუთითებს მხმარებლის ან სიბრიყვეზე, ან მეტიჩრობაზე ("ნახეთ, უცხოური ენები ვიცი!") ან ქართული ენის არასათანადოდ ცოდნა/ყვარებაზე.
საკვირველია უბრალოდ რომ ამ სიტყვას სწორედ ისინი ხმარობენ ვისაც ქართული ენის ცოდნა/ყვარება ევალება ყველაზე მეტად.
მაგალითად, ჩვენი ბრიყვი ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსებისგან ხშირად გაგვიგია რომ: "ადეკვატური პასუხი მიიღო" მაშინ როცა შეიძლება: ჯეროვანი პასუხი მიიღო ან, შესაბამისი პასუხი მიიღო ან, შესატყვისი პასუხი მიიღო...
|