#55826749 · 10 Feb 2020, 20:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
lomsona
QUOTE | მოგესალმებით, მაინტერესებს შემდეგი:
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ იქნა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევის აქტი, რომლის გასაჩივრების ვადა არის აქტის ჩაბარებიდან ერთი თვე. იმ შემთხვევაში თუ აქტი გასაჩივრდა აქტის მიმღების ზემდგომ ორგანოში ვადების სრული დაცვით და ზემდგომი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხარისათვის არ არის მისაღები, სასამართლოში გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება ზემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების მომენტიდა? |
კითხვა სავარაუდოდ არასწორადაა დასმული
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე თუ აქვს გამოპტანილი დადგენილება, მოქმედებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. ამ კოდექსში არსად არაა დაფიქსირებული სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა. ზემდგომ ორგანოში საჩივრდება 10 დღის ვადაში
რაც შეეხება ადმინისტრაციულ წარმოებას, ეგ არ არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მარამედ ამას ჰქვია ადმინისტრაციული სამართალწარმოება, და ამ შემთხვევაში გვაქვს გასაჩივრებების ერთთვიანი ვადები, მოკლედ კანონიტ ასეა ფორმულირებული:
3. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.
თუ დააკონკრეტებ საკითხს, უფრო ზუსტად გეტყვი პასუხს, ჩემი პასუხი კი ზოგადია და საჭიროებს დაზუსტებას, ისევე როგორც შენი კითხვა
This post has been edited by qar-tleti on 10 Feb 2020, 20:57
|