Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > სახლის გაფორმება მითვისება


Posted by: AGONIA 2 Jun 2020, 22:46
გამარჯობათ. თქვენი რჩევა მჭირდება. საქმე შემდეგში მდგომარეობს. სოფელში დგას დიდი სახლი რომელიც თავიდან ბოლომდე არის გაყოფილი ორ ტოლ ნაწილად. ერთ მხარეს ცხოვრობს პაპაჩემი მეორე მხარეს მისი ძმა. ეს სახლი პაპაჩემის მამის აშენებულია მაგრამ იმის მერე პაპაჩემმა ბევრი რამ მიუმატა თავის ნაწილში ააშენა გაარემონტა და ასე შემდეგ. პაპაჩემი იქ დაბადებული გაზრდილია სტუდენტობის დროს წამოვიდა თბილისში მერე ჯარში იმსახურა ჯარიდან დაბრუნების შემდეგ დაოჯახდა რამდენიმე წელი ცხოვრობდა თბილისში ისე რომ სოფელთანაც კავშირი არ გაუწყვეტია ჩადიოდა და იქაურობას უბლიდა ამუშავებდა და ასე შემდეგ. მერე კი ისევ იქ გადასახლდა და დღემდე იქ ცხოვრობს. ეს სახლი აქამდე რათქმაუნდა გაუფორმებელი იყო უბრალოდ ყველამ იცოდა რომ მისი ნაწილი მას ეკუთვნოდა და ამაზე არც არავინ ფიქრობდა რომ გაეფორმებინა. ახლა სრულიად შემთხვევით გავიგეთ რომ ეს მთლიანი სახლი პაპაჩემის ნაწილიანად მის ძმიშვილს აქვს გაფორმებული და ყველაზე საინტერესო ის არის რომ ამაზე სიტყვაც კი არავის უთქვამს გაიფორმეს ჩუმად და ჩვენ ორი წლის მერე გავიგეთ შემთხვევით. სახლი გაფორმებულია საკომლო ამონაწერის საფუძველზე სადაც პაპაჩემი მოხსენებული საერთოდ არ არის.როგორ მოვიქცე არ ვიცი თქვენი რჩევა მჭირდება იქნებ დამეხმაროთ. მადლობა ყურადღებისთვის.

Posted by: spiridon_surajia 2 Jun 2020, 23:18
AGONIA

წესით კომლის წევრები ვინც იყო ყველას ეკუთვნის მანდ წილი, თუ რომელიმეს შეწყვეტილი არ ქონდა კომლის წევრის სტატუსი საკოლმეურნეო კომლის გაუქმების დროს.

საკომლო ჩანაწერში პაპაშენი საერთოდ არ არის ნახსენები? ან გადახაზული ხომ არ არის? ან გაყრა ან გამოყოფა ხომ არ წერია?

Posted by: AGONIA 3 Jun 2020, 09:25
QUOTE (spiridon_surajia @ 2 Jun 2020, 23:18 )
AGONIA

წესით კომლის წევრები ვინც იყო ყველას ეკუთვნის მანდ წილი, თუ რომელიმეს შეწყვეტილი არ ქონდა კომლის წევრის სტატუსი საკოლმეურნეო კომლის გაუქმების დროს.

საკომლო ჩანაწერში პაპაშენი საერთოდ არ არის ნახსენები? ან გადახაზული ხომ არ არის? ან გაყრა ან გამოყოფა ხომ არ წერია?

დღეს ვიყავი მისული იუსტიციაში არქივიდან მინდოდა გამომეთხოვა საკომლო ჩანაწერები პაპაჩემის სახელზე. ოპერატორმა მითხრა რომ კომლის უფროსად უნდა მოვიხსენიოთო რამე რომ ვიპოვნოთო უფროსი კოდევ არ ყოფილა პაპაჩემი და სავარაუდოდ ისევ მამამისის მონაცემებს გამოიტანს. ვერ ვხვდები როგორ შეიძლება რომ არ იყოს მოხსენებული. გაყრა თუ არი გაკეთებული ეგ როგორ უნდა გავიგო? იმ ჩანაწერში რაც პაპაჩემის ძმიშვილს აქვს თან დართული რის საფუძველზეც გაიფორმა მთლიანი სახლი იქ არ წერია საერთოდ პაპაჩემის სახელი და გვარი.

Posted by: spiridon_surajia 3 Jun 2020, 16:15
AGONIA
შეიძლება კომლიდან გავიდა და ქონების ნატურით გატანის ნაცვლად კომპესაცია მიიღო დანარჩენებისგან. ან საერთოდ საკოლმეურნეო კომლის სტატუსი ქონდა მაგ კომლს? ან არ ვიცი ასე ზეპირად. წესით საკომლო ჩანაწერში უნდა იყოს ყველაფერი.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)