Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რადიოელექტრონიკა > ავტომატური ონკანი მინდა, ტემპერატურაზე დამოკიდებულ


Posted by: shuma89 19 Jan 2018, 04:10
ანუ მინდა ოთახში დაყენებულ რადიატორზე დავამონტაჟო, 25 მმ იანი დიამეტრის მილით შემოდის ოთახში, მინდა მივუთითო ტემპერატურა და დაახლოებით 1 გრადუსიანი სიზუსტით დაიცვას, ანუ შემომავალი წყლის შეზღუდულად მოწოდება უზრუნველყოს, ახლა კი მაქვს ჩვეულებრივჯ ონკანი, მაგრამ ავტომატური მინდა, შემიძლია შტეფცელთან დავაყენო ანუ კვება არ იქნება პრობლემა, მთავარია მეტისმეტად ძვირ ფასებთან არ იყოს საქმე.
სულ ალბათ 4 კომპლექტი დამჭირდება.


ასევე მინდა უკაბელო თერმომეტრები, აი სადმე ოთახებში კედლებზე რო მივაკრო რაიმე ელემენტზე მომუშავე, 4-6 ცალი, ამათმა გადასცენ ოთახების ტემპერატურები და მისი მიხედვით დამირეგულიროს ერთი უწყინარი წინაღობის ზომა, ან თუნდაც რელე ორი ცალი და ეგაა.


ასეთი აპარატურა თუ ვინმემ იცით იქნებ მოდელები მითხრათ, ებაის რო ვესტუმრო.


ისე ეს უკანასკნელი უკაბელო კავშირიანი თერმომეტრები უფრო მინდა ვიდრე ავტომატრი ონკანები.



მადლობა წინასწარ.

Posted by: matemana 19 Jan 2018, 11:54
shuma89

ონკანზე არ ვიცი და უკაბელო ტემპერატურისა და ნესტიანობის სენსორის აწყობა მეც მინდა.

ესენი გამოვიწერე უკვე. arduino pro mini, DHT22 (ტემპერატურისა და ნესტიანობის სენსორი), NRF24L01+ (რადიოგადამცემ მიმღები) + 2 ცალი AA ბატარეა ან 1 ცალი.

arduino-ზე deep sleep-ს გამოყენება შეილება და გადმოცემის 10 წუთში ერთხელ დაყენება, ასევე led-ს მოძრობა არდუინოდან და მინიმუმ 1 წელი მაინც გაუძლებს. 2 AA-ზე როგორც ვნახე 2 წლამდე გაძლებს ამ რეჟიმში.

როცა ჩამომივა ავაწყობ და დავდებ აქ guide-ს. ასევე "შტეფცელების" უკაბელოდ მართვაც უნდა გავაკეთო.

Posted by: shuma89 19 Jan 2018, 21:19
სიგარეტის კოლოფის ზომაში ეტევა ეგ ყველაფერი? ხო გესმის, კედელზე უნდა დამაგრდეს დააა . . .

მიმღებად რა უნდა დააყენო ამაზე არ გიფიქრია?

Posted by: giorgi877 20 Jan 2018, 02:17
არდუინოს დაფაზე არ გამოვა(სტაბილიზატორი უნდა მოაცალო მაშინ, იდლე სტეიტში რამდენიმე მა დენს მაინც მოიხმარს , არაა ეგ ულტრა ლოუ პოვერ სტაბილიზატორი)
მე კი მაქვს გაკეთებული უკაბელო სენსორები თავის უნივერსალური პროტოკოლით მარა სტმ32 ზეა,
მასეთი სპეციფიკური მოწყობილობები როგორც წესი არ იყიდება, ან უნდა შეუკვეთო ვინმეს, ან თუ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება გაქვს უნდა გააკეთო თავად. გასართობად თუ გინდა კიდევ მარტივია ხო არდუინოზე რაგაცს ააწყობ, მარა კომერციული თვალსაზრისით არაა მარტივი პროექტი ,ეს უკაბელო სისტემა, საიმედოდ რომ იმუშაოს ))

Posted by: Komponent 25 Jan 2018, 18:28
აგერაა რაღაც საინტერესო.
https://grants.gov.ge/ka/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/wi-fi-%E1%83%97%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90

Posted by: bacho1313 26 Jan 2018, 10:19
ფიქსირ ზაზდავ rolleyes.gif
მასაშადამე (biggrin.gif) არდუინო დეეპ სლეეპში მოიხმარს კატასტროფულად ცოტას, მიკროამპერებზე მაქვს საუბარი, დევაისი გავაკეთე ახლახანს რომელიც 15 წუთში იღვიძებს აგროვებს დატას სენსორებიდან და გსმ-ით აგზავნის სერვერზე, და მერე ისევ იძინებს, იასნად გსმიც გამორთული აქვს ამ დროს. ამ ყველაფერს ლი იონ კვებავს + დც დც სტეპ უპ და მზის პანელი ტენის პატარა. მუშაობს დამოუკიდებლად, აგერ უკვე 6-7 დღეა რაცხა აღარ იტენება ელემენტი, არადა სოლარი მუშაობს 6-7 ვოლტს იძლევა დღისით (ყველა დატას ვლოგავ სერვერზე) და ელემენტების ვოლტაჟმა 12 მეასედით დაიწია, მოკლედ განხორციელებადია მაგი რაც თვქენ გინდათ smile.gif
QUOTE
არდუინოს დაფაზე არ გამოვა (სტაბილიზატორი უნდა მოაცალო მაშინ, იდლე სტეიტში რამდენიმე მა დენს მაინც მოიხმარს , არაა ეგ ულტრა ლოუ პოვერ სტაბილიზატორი)

მოაცალე და ეგაა, ნათურაც მოახსენი ჩართვის მაჩვენებელი და ეგაა, მოგვარდა ყველა პრობლემა smile.gif
QUOTE
არაა მარტივი პროექტი ,ეს უკაბელო სისტემა, საიმედოდ რომ იმუშაოს ))

ამაში კი ბატონო გეთანხმები, მაგრამ ამის გამო უკან არ უნდა დაიხიო, მზა სოლუშენებიცურევს მშვენივრად, თავიდან უფრო ბევრს აურევს, თანდათან უფრო ცოტას და ეგაა რა smile.gif
მეც ვხვდები რატომაც არ იტენება ჩემი დევისის ელემენტები მაგრამ ზარმაცი რომ იქნები ადამიანი იმის ბრალია. ეხლა ერ სისტემას ჩაუმატებ, სანამ პანელის ვოლტაჟი არ აცდება 5 ვოლტს მანამდე არ დაიწყოს დამუხტვა, დიდი ალბათობით ჩარჯერ მიკოსქემამ გაასხა biggrin.gif
მზა სოლუშენები მასეთი თერმოსტატისთვის არ ვიცი მაგრამ გამზადებული "შტეფსელები" იყიდება და არც გამონგრევა გინდა და არც ზედმეტი კაბელების ჩაყოლება, ეგრევე შეცვლი და წიფი როზეტი გაქვს ჩათვალე smile.gif დაჟე როზეტი კი არა წიფი ჩამრთველებიც იყიდება და შუქსაც ჩართავ გათიშავ როგორც გინდა smile.gif


Posted by: giorgi877 26 Jan 2018, 13:54
პოვერ სავე რეჟიმში გაქვს თუ პოვერ დაუნში? პოვერ დაუნში ერთადერთი რაც გამოაფხიზლებს ისე რომ გარედან არ ჩაერიო ვოჩდოგია, გარემოს დაცვის პროექტი მქონდა ადრე და იქ მჭირდებოდა ყოველ საათში , გენერატორი ავაწყე ულტრა დაბალ მოხმარებით ინტერაპტ პინზე, საერთო ჯამში მთლიანი სქემა მოიხმარდა 15 მიკროამპერს , ოპერაციული გამაძლიერებლის 4 კასკადით
* * *
QUOTE
ამაში კი ბატონო გეთანხმები, მაგრამ ამის გამო უკან არ უნდა დაიხიო, მზა სოლუშენებიცურევს მშვენივრად, თავიდან უფრო ბევრს აურევს, თანდათან უფრო ცოტას და ეგაა რა 


მე მაქვს გაკეთებული პროტოკოლი(სტმ32) რომელიც ყველა დევაისზე მუშაობს, აგერ 1 წელია მუშაობს რადიო კანალზე ისე რომ არანაირი პრობლემა არ ქონია ))

* * *
პირველ რიგში , სწორად დაწერილი ტრანსივერის დრაივერი(სტეიტ მანქანა, კარგად დაწყობილი) შემდეგ უკვე პროტოკოლი , თავის ავტო რეტრანსმიშენებით(ზოგ ჩიპს აქვს ეგ მექანიზმი, თუმცა პროტოკლში იმპლემენტირებაც აუცილებელია) კოლიჟენები და რენდამ თაიმ რეტრანსმიშენი, ცრც მექანიზმი, და მულტიპაკეტური სისტემა ,(დიდი ინფოს გადაცემისთვის, მე ვიყენებ კმოს კამერის ვგა ინფოს გადასაცემად) რომელიც საკამოდ რთული ასაწყობია , კარგი დრო დამჭირდა რომ ყველა ბაგი გამომესწორებინა )), ეს ყველაფერი თუ კარგადაა აწყობილი , მუშაობს წყაროს წყალივით biggrin.gif

Posted by: bacho1313 26 Jan 2018, 14:17
giorgi877
QUOTE
პოვერ დაუნში ერთადერთი რაც გამოაფხიზლებს ისე რომ გარედან არ ჩაერიო ვოჩდოგია

კიბატონი ვოჩდოგი აღვიძებს ყოველ 15 წუთში და რაღაცეებს მაიმუნობს, ყველა დაჩიკი ჩართულია ამასობაში მაგრამ 9-11 მკა იყო მოხმარება, გსმ მოდული რელეზე მიზის და გათიშული მაქვს საერთოდ კვებიდან.
QUOTE
მე მაქვს გაკეთებული პროტოკოლი(სტმ32) რომელიც ყველა დევაისზე მუშაობს, აგერ 1 წელია მუშაობს რადიო კანალზე ისე რომ არანაირი პრობლემა არ ქონია ))

ვერ გადავბარგდი რა სტმ32 ზე რა, მაგრამ მერე ტვინი უნდა შეგიჭამო :დ მართლა
user posted image
ეს ჩამომივიდა და
user posted image
ეს მაქვს, სტარტერ კიტისთვის საკმარისია, თუ დავიმატო კიდე რამე rolleyes.gif

აეე რამხელა სურათები ყოფილა facepalm.gif

Posted by: giorgi877 26 Jan 2018, 14:23
QUOTE
კიბატონი ვოჩდოგი აღვიძებს ყოველ 15 წუთში და რაღაცეებს მაიმუნობს, ყველა დაჩიკი ჩართულია ამასობაში მაგრამ 9-11 მკა იყო მოხმარება, გსმ მოდული რელეზე მიზის და გათიშული მაქვს საერთოდ კვებიდან.


არაფერს არ მაიმუნობს ბაჩო ეგ მოხმარება ვოჩდოგის ოსცილატორისაა smile.gif გამოცდილებიდან გეტყვი რომ, ძალიან "ჩინური"ჩიპები თუ გაქვს იმან იცის არევა, ადრე მქონდა შემთხვევა, პოვერ დაუნში 600 მა ს მოიხმარდა , შევცვალე სხვა ჩიპით და ჩამოვარდაა 1 მიკროამპერზე, შენს შემთხვევაში ვოჩდოგია
* * *
კარგი მულტიმეტრი უნდა გქონდეს თან, მე ჩინეთის დიდი სიყვარული ვისი8145 მაქვს ბენჩ მულტიმეტრი, Mსვენივრად მუშაობს ისე, არ დამიკალიბრებია რაც ვიყიდე
* * *
მე ჯტაგს და სვდ ს არ ვიყენებ არც პროგრამირებისთვის და არც დებაგირებისთვის, უარტს ვიყენებ პროგრამირებისთვის და ჩემს აწყობილ დებაგერს (სოფტ სპიზე)
საკმარისია , მეტი არაფერი გინდა ჯერ ))
* * *
შენ ფბ ზე არდუინოს ჯგუფში არ ხარ?

Posted by: bacho1313 26 Jan 2018, 14:54
giorgi877
QUOTE
არაფერს არ მაიმუნობს ბაჩო ეგ მოხმარება ვოჩდოგის ოსცილატორისაა

ჩემ დევაისზე ვამბობ, რაღაცას მაიმუნობსთქო, აკეთებს რაც ავალია იმას biggrin.gif ისე ცოტას მოიხმარდა არ მჯეროდა და ისრიანი ამპერმეტრი გავაძრე :დ
QUOTE
ამოცდილებიდან გეტყვი რომ, ძალიან "ჩინური"ჩიპები თუ გაქვს იმან იცის არევა, ადრე მქონდა შემთხვევა, პოვერ დაუნში 600 მა ს მოიხმარდა , შევცვალე სხვა ჩიპით და ჩამოვარდაა 1 მიკროამპერზე, შენს შემთხვევაში ვოჩდოგია

რავი არასდროს გაუჭედავს რასაც ვყდულობ ხოლმე, ერთეხლ იყო ბუთლოადერი დაიბრიდა და რატომ არც მახსოვს smile.gif
QUOTE
კარგი მულტიმეტრი უნდა გქონდეს თან, მე ჩინეთის დიდი სიყვარული ვისი8145 მაქვს ბენჩ მულტიმეტრი, Mსვენივრად მუშაობს ისე, არ დამიკალიბრებია რაც ვიყიდე

ვიცი99 თუ რაღაც მაქვს, მეტი არდამჭირვებია, კმაყოფილზე მეტი ვარ, ერთის ყიდვასაც ვაპირებ ცოტა მერე, შერჩეული მაქვს, მოდელი არ მახსოვს, დანარჩენებისთვის ოსცილოგრაფიც მაქ, მოკლედ სახლის პირობებში კმაყოფილი ვარ ჩემი დევაისებით smile.gif
QUOTE
მე ჯტაგს და სვდ ს არ ვიყენებ არც პროგრამირებისთვის და არც დებაგირებისთვის, უარტს ვიყენებ პროგრამირებისთვის და ჩემს აწყობილ დებაგერს (სოფტ სპიზე)
საკმარისია , მეტი არაფერი გინდა ჯერ ))

აზრზე არ ვარ ჯერ არაფრის ჩათვალე და რაც ინტერნეტში მოვიძიე ესე ზერელედ ესენი ავარჩიე და დავითრიე smile.gif ნელნელა რამეს ვიზავ მერე smile.gif
QUOTE
შენ ფბ ზე არდუინოს ჯგუფში არ ხარ?

ფბ იშვიათად ვიყენებ, ძირითადად მნესინჯერისთვის smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)