oneman
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 179
წევრი No.: 228622
რეგისტრ.: 31-January 17
|
#50258083 · 30 Mar 2017, 02:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოდერ არ გამორთო ფორუმი.
გიწვევთ ყველა ადამიანს, რათა გამოთქვათ თქვენი დასაბუთებული აზრი. ასევე შეგიძლიათ დაწეროთ დამხმარე პოსტები.
მოპასუხე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. დავის საგანი გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ბათილად ცნობა. დავის არსის მოკლე მიმოხილვა სარჩელი ეხება პროექტს "სწრაფი რკინიგზა", კერძოდ, ხაშური_მოლითის მშენებარე მონაკვეთს, უმეტესად, დაგემილ ნომერ მეცხრე გვირაბის დასავლეთ გამოსასვლელიდან, სადგურ მოლითამდე. შპს "საქართველოს რკინიგზა"-მ კონტრაქტორთან ერთად, პირველ ხანებში უნებართვოდ განახორციელა გარემოზე (მკაცრ სანიტარულ ზონაზე) ზემოქმედება, შემდეგ ცრუ ინფორმაციის გამოყენებით აიღო, გარემოზე ზემოქმედების ნებართვა. გარემოს დაცვის სამინისტრომ კი, წყლის შესახებ კანონის დარღვევით გასცა აღნიშნული ნებართვა. ამ ყველაფერმა გამოიწვია მძიმე უარყოფითი შედეგები. გათელილია ადამიანის უფლებები; დარღვეულია გარემოს დაცვის სტანდარტები; ხდება სახელმწიფო ქონების დაუსაბუთებელი ხარჯვა; არ ითვალისწინებენ საკურორტო ზონას; უგულებელყოფილია კანონები; რეაგირება არ ხდება სისხლის სამართლის დანაშაულებზე და უსამართლობის განცდა პიკს აღწევს. მოტყუებით, სისხლის სამართლის დანაშაულებით, აგვაოხრეს და გაგვინადგურეს სენსიტიური ადგილები; შექმნის ნაცვლად გვინადგურებენ ტურისტულ ღირშესანიშნაობებს; ხდება გარემოს დაზიანება-დაბინძურება; არ ხდება ადამიანთა ქონების ირიბი რეპოპრიაციის კომპენსაცია; აღნიშნული მკვეთრად უარყოფითად მოქმედებს ჩვენ ქონებრივ მდგომარეობაზე და ჯანმრთელობაზე; ვერ მივიღეთ შეკითხვებზე გასაგები პასუხები მთავრობისგან. ძალიან საწყენია, რომ სხვაგან ანვითარებენ ტურისტულ ინფრასტრუქტურას და ჩვენთან პირიქით; ვერ შევეგუებით სოფლის დაზიანება გაუფასურებას. უნდა დაკმაყოფილდეს კანონისა და ყველა ჩვენი მოთხოვნა. როდის იყო, ფაქტის წინაშე დაყენება სამართლად ითვლებოდა?! პრობლემის მოგვარების მცდელობები: ა) 2013 წლის, გაზეთი "ჩემი ხარაგაული" ნომერი 45. (სტატიის შინაარსი იხ. დანართი1). ბ) 29.11.2013 საჯარო განხილვისას, რკინიგზის წარმომადგენლებზე გადაცემული წერილის ასლი (იხ. დანართი2). გ) აგრეთვე, 2015 წლის გაზეთი "კვირისპალიტრა" ნომერი 22 (სტატიის შინაარსი იხ. დანართი 3.); დ) აგრეთვე, გაზეთი კვირისპალიტრა 03.12.2012 სადაც დაბეჭდილია ნინო ჩხობაძის წერილი (იხ დანართი ე) გარემოს დაცვის სამინისტროში გაგზავნილი საჩივარი (იხ. დანართი5) ვ) სხვადასხვა სატელევიზიო სიუჟეტები გავიდა "იმედზე" და "საზოგადოებრივ მაუწყებელზე". 1.ფაქტობრივი გარემოება ა) გზშ-ში (გარემოზე ზემოქმედების შეფასებაში): ა.ა) სადაო მონაკვეთის განხორციელების მიზანშეწონილობის დასაბუთება არასწორია; ა.ბ) მდინარეზე, რომელზეც სანაყარო მოაწყვეს, ნათქვამია რომ აუთვისებელია; (ეს ფაქტები არის ცრუ ინფორმაციის გამოყენება, რაც მიანიშნებს სისხლის სამართლის ცოდექსის 332-ე მუხლის დარღვევას) ბ) სანაყაროს მოწყობილია მდინარის კალაპოტზე. რითაც ირღვევა საქართველოს კანონი წყლის შესახებ. აგრეთვე სისხლის სამართლის ცოდექსის 292-ე მუხლი. გ) პროექტში გათვალისწინებული არ არის ტურისტული და საკურორტო ადგილები, კერძოდ რკინიგზის ხაზი გაჰყავთ, მდინარის პლაჟთან 100 მეტრზე ახლოს და მინერალური წყლის საბადოს მეორე სანიტარულ ზონაში, რითაც დარღვეულია, საქართველოს კანონი კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის ზონების შესახებ. დ) გზშ-ში საერთოდ არ არის განხილული, ადგილობრივებზე ზემოქმედება ტურისტულ-ეკონომიკური კუთხით. აღნიშნული არის გზშ-ს შესახებ დებულების, 6-ე მუხლის ე) ქვეპუნქტის არასწორი შესრულება. ე) გზშ-ში ალტერნატიული ვარიანტი არჩეულ ვარიანტთან, შედარებული არ არის სათანადოდ. აღნიშნული მიანიშნებს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის დარღვევას. ვ) გზშ-ს არ ერთვის ადგილობრივების მოსაზრებები, რომელიც ნამდვილად მივაწოდეთ და ამ მოსაზრებების გაუთვალისწინებლობის წერილობითი დასაბუთება; არც ჩვენ მოგვსვლია აღნიშნული დასაბუთება. რითაც დარღვეულია საქართველოს კანონი გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ, მუხლი 7. -ის მე-3 ქვეპუნქტი. აღნიშნული აგრეთვე მიანიშნებს სისხლის სამართლის ცოდექსის 332-ე მუხლის დარღვევას. ზ) აღნიშნული პროექტის კეთება არის სახელმწიფო ქონების დაუსაბუთებელი ხარჯვა. აღნიშნული მიანიშნებს სისხლის სამართლის ცოდექსის 332-ე მუხლის დარღვევას. თ) ამ სადაო პროექტისათვის გაკეთებული სხვა საბუთებიც საეჭვოა და საჭიროებს გადამოწმებას. მტკიცებულება: ა.ა) 1. სადაო მონაკვეთი ხაშური-მოლითი, შედარებული არ არის მოქმედ ალტერნატიულ მონაკვეთს! მაგალითად, შედარებისთვის საერთოდ არ არის მოყვანილი, ხაშური-მოლითის არსებული გამტარუნარიანობა. (მხოლოდ გრძელ მონაკვეთებს ადარებენ, რაც იწვევს ინფორმაციის დამახინჯებას, რეალურად შესადარებელ მონაკვეთებზე). 2. წარმოდგენილი არ არის სადაო მონაკვეთის განხორციელების მიახლოებითი ღირებულება. (ეს მნიშვნელოვანი პარამეტრია განხორციელების მიზანშეწონილობის შესაფასებლად). 3. დასაბუთებული არ არის სადაო მონაკვეთის, განხორციელბის სასწრაფოობა (ჩქარი კეთება იწვევს, საგარეო ვალის აღებას, რაც უფასო არ არის და აუარესებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას; აგრეთვე სწრაფი კეთების გამო რეაგირებას ვერ ვასწრებდით, ბუნების დაზიანების შესაჩერებლად). ა.ბ) იხ. გზშ, თანდართულ დისკზე, საქაღალდე 2014-54, ფაილი, 54_მე-9გვირაბის... გვერდი 49. (საოცრება იყო მანდ მოგზაურობა, პიკნიკი თუ თევზაობა.) ბ) იხ. გზშ, თანდართულ დისკზე, საქაღალდე 2014-54, ფაილი, 54_მე-9გვირაბის... გვერდი 49. გ) იხ. დანართი 1; თემურ კეპულაძის გამოსვლა. დ) იხ. გარემოზე ზემოქმედების შეფასება. ე) არჩეული ვარიანტის გარემოზე ზემოქმედების შეფასება არასწორია (იხ, I ფაქტობრივი გარემოების ა); ბ); გ); დ) პუნქტები) აქედან გამომდინარე, შედარებაც არასათანადოა. ვ) იხ. გზშ. აგრეთვე დანართი 1. და დანართი 2. ზ)მოყვანილი ფაქტებიდან გამომდინარე; თ) იმიტომ რომ ზემოთმოყვანილი ფაქტებით დასტურდება, რომ გარემოზე ზემოქმედების ნებართვა უხეში დარღვევებით არის აღებული. აქედან გამომდინარე არ არსებობს გარანტია რომ სხვა საბუთებიც სამართლიანად გაკეთებულია. 2.ფაქტობრივი გარემოება დანაშაულებრივად (იხ. I ფაქტობრივი გარემოება) განხორციელდა სანაყაროს მოწყობა და ქანების ჩაყრა მდინარეში. რამაც ყველაზე დიდი ზიანი მოგვიტანა ამ მშენებლობის დროს. განადგურდა ტურისტულ/ესთეტიური ადგილი, ჩანჩქერი და კანიონის მსგავსი, მონოლითური ქვის მდინარის კალაპოტი, რომელიც დაჩრდილული იყო მაღალი ხეებით, აგრეთვე მიმდებარე ტერიტორია; ახლა მხოლოდ ქვისა და მიწის გროვაა! მდინარეში ქანების ჩაყრის გამო, შემცირდა თევზის რაოდენობა (ანკესით აღარ იჭირება, შეიძლება საერთოდაც განადგურდა). მდინარე იმდენად ამღვრეული იყო და არის, რომ წლებია შეუძლებელია მდინარეში ბანაობა. მოჭრეს მრავალი ხე და კვლავ გრძელდება გვირაბიდან გამოტანილი ქანების განთავსება სოფლის ტერიტორიაზე, იზრდება დაზიანების მასშტაბები. ცხელ ამინდებში გაუსაძლის გამონაბოლქვსა და მტვერს წარმოშობენ; წვიმიანში კი გაუვალ ტალახს; მუდმივად დაზიანებულია გზები, მძიმე ტექნიკის გამო, მდინარისა და ჩიტების ხმა ჩაანაცვლეს სამშენებლო ხმაურით. (მაგ. კომპრესორის ღმუილი დღედაღამ ისმის და აფეთქებები ხშირად). აღნიშნული ცუდად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, ნერვულ სისტემაზე, იწვევს უძილობას და სხვა. ამ ყველაფერმა, ნულს მიუახლოვა ტურისტების რაოდენობა. შემცირდა ტურიზმის განვითარების პერსპექტივა. აღნიშნული, უარყოფით ეკონომიკურ გავლენას ახდენს თემის განვითარებაზე. მტკიცებულება: იხ. გარემოზე ზემოქმედების შეფასება. სადაც წერია რომ არსებობს ქვის ქვაბული, ხოლო ახლა რომ განადგურებულია, ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია თუ სარწმუნო არ არის, შესაძლებელია ადგილზე გადამოწმება. (ხომ შეიძლებოდა გაეტანათ გამომუშავებული ქანები სხვაგან, რაღა "თავზე" დაგვაყარეს! (მანქანებით გაეტანათ, ან რკინიგზის ხაზი მიეყვანათ და ისე გაეტანათ). კანონი ნარჩენების შესახებ, პირდაპირ ამბობს, რომ ნარჩენების წარმომქმნელმა თავისი ხარჯებით უნდა გაიტანოს ნარჩენები.) გზშ-აგრეთვე აღწერილია, როგორ არ იგეგმებოდა სამუშაოები დასავლეთ მხრიდან და როგორ აღმოაჩინეს ჩინელებმა ქვაბული და "გადაიჭრეს" პრობლემა! (არსებობს მსაზრება, რომ ჩინელებმა შეიყვანეს ყველა შეცდომაში) იხ. თანდართულ დისკზე: 1. საქაღალდე 2011-8, ფაილი გზშ-ს პირველი ტოომი, გვ.270 2. საქაღალდე 2014-54, ფაილი, 54_მე-9გვირაბის... გვერდები 49; 51; 73; 3.საქაღალდე 2014-11, ფაილი 11_ბათუმი-თბილისის... გვერდი 39. 4. დაარქივებული საქაღალდე 169211, სადაც მოცემულია, გარემოს დაცვის სამინისტოში გაგზავნილი საჩივრის შედეგად, სამინისტროს მიერ ოფიციალურად აღმოჩენილი დარღვევები. 3.ფაქტობრივი გარემოება პროექტის ფუნქციონირებისაც გვემუქრება: ა) ნარჩენები მატარებლიდან; მავნე აირები (ნავთობის, მუხრუჭების, ნარჩენების) აგრეთვე ხმაური; თავისუფალი სივრცეების შემცირება და პირუტყვის დაზიანება მატარებლის მიერ. ბ) სადაც ახლა გვირაბი გამოდის, მდინარის პლაჟთან 100 მეტრზე ახლოს, მანდ იყო ძალიან კარგი სასეირნო და დასასვენებელი ადგილი, "მინერალური წყლის ბურღილები" ერქვა, იყო კიდეც: ბურღილები, მშვენიერი მცენარეული საფარი, ვიწრო რკინის ხიდი, რამდენიმე მორევი და წყალვარდნილი. მორევები გადატვირთული იყო ხოლმე ადამიანთა სიმრავლით. ამჯერად აღარაფერია, მხოლოდ სამშენებლო ბაზა, სიმწვანის ნაცვლად. რკინიგზის ფუნქციონირების შემთხვევაში, ამ ყველაფრის აღდგენა შეუძლებელია. საკურორტო ადგილები გადააქციეს "საღორედ" ! გ) რკინიგზის ხაზი გაჰყავთ, მინერალური წყლის, მეორე სანიტარულ ზონაში, (რაც დაუშვებელია კანონით) რაც საფრთხეს უქმნის მინერალური წყლის თვისებებს და ცუდად მოქმედებს წყლის რეპუტაციაზე. მოპასუხეები არც იღებენ ვალდებულებს მინერალური წყლის ქარხნის სრულად ფუნქციონირებაზე (ცნობისათვის, საერთაშორისო საერთაშორისო დონეზეა აღნიშნულ წყალი გამარჯვებული) დ) გადაკეტილი აქვთ "ნემსაძის კარებზე" და "ცხინათში" მისასვლელი მოკლე გზები. აგრეთვე დაიკარგა მტკნარი წყლის წყარო, რომელსაც მინერალური წყლის ქარხანაც იყენებდა. მტკიცებულება: ა) მეზობელ სოფლებში, სადაც რკინიგზაა, დგას ეს პრობლემები და ჩვენთან რატომ არ იქნება გაუგებარია?! (ზვარულას ხეობაში მატარებელი არ შემოდიოდა, ტურისტებიც აღნიშნავენ, უმატარებლო ადგილის უპირატესობას). ბ) ლოგიკურად გამომდინარეობს, რკინიგზის სიახლოვეს დასასვენებელი ადგილი ვერ მოეწყობა. კანონიც ამბობს რომ მდინარის პლაჟთან, 100 მეტრზე ახლოს მსგავსი ობიექტის არსებობა არ შეიძლება. გ) შესაძლებელია ადგილის დათვალიერება. დ) შესაძლებელია ადგილის დათვალიერება. 4.ფაქტობრივი გარემოება ხშირად გვეთიშება ელ.ენეგია, ვინაიდან სოფლებზე მომსახურე ელ.სადგურზე მიაერთეს სადაო პროექტი, (მათთან კი არ ითიშება). არის წყალმომარაგების პრობლემებიც; არ ხდება სპორტული მოედნების კეთილმოწყობა; ყოვლად გაუგებარია, სხვა მიმდებარე სოფლებში თუ აშენებენ გამაჯანსაღებელ დარბაზს და იუსტიციის სახლს, ჩვენთან რატომ არ აშენებენ?; არ აკეთებენ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტს (მითუმეტეს სოფლის ტერიტორიაზეა ინტერნეტის მაგისტრალური ხაზი); ცუდ მდგომარეობაშია გზები, არ ხდება კოშკისა და ტაძრების აღდგენა; სათანადო ყურადღება არ ექცევა სისუფთავე-სანიტარიის საკითხებს; არ ახორციელებენ თემის გაზიფიცირებას, აგრეთვე იყო შემთხვევა როდესაც ჩვენი თემის ტყეებიდან დაუშვეს, სხვა ტერიტორიული ერთეულების შეშით მომარაგება, რის შედეგადაც ადგილობრივებს გაგვირთულდა შეშის მოპოვება. თემის სოფლებზე ახორციელებენ გამაღიზიანებელ მანიპულაციებს, მორიგეობით და დროდადრო შეყავთ და გამოჰყავთ მაღალმთიან ზონაში. არ უშვებენ მწყემსებს მოკლე გზებიდან ზაფხულის საძოვრებზე; ხაშური-ზესტაფონის მატარებელი ხშირადაა ერთ ვაგონიანი რაც გაუსაძლის ხდის მგზავრობას. სამაგიეროდ უკან არ იხევენ თემის დაზიანება გაუფასურებაზე და რაც ბუნებრივად არის, იმასაც გვინადგურებენ და რა მოგვატყუონ იმას ცდილობენ. ადვოკატირების ხარჯებიც კი არ არის გამოყოფილი. მტკიცებულება: შესაძლებელია ადგილის მონახულება და გასაუბრება ადგილობრივებთან. სასარჩელო მოთხოვნა ბათილად იქნეს ცნობილი გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, რომელიც გაცემულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ, პროექტ "სწრაფი რკინიგზა"-ს, ხაშური-მოლითი მონაკვეთის მშენებლობისათვის. ანუ შეჩერდეს აღნიშნული მშენებლობა. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები ზოგადი ადმისტრაციული კოდექსის 60-ე პრიმა მუხლის 1 და 2 ქვეპუნქტების თანახმად. შუამდგმლობები 0: 1. I ვარიანტი: გთხოვთ მოგვცეთ 25 სამუშაო დღე, სადავო აქტის, თარიღის და ნომრის წარმოსადგენად. აღნიშნული რეკვიზიტები იმიტომ არ მოვიძიეთ და არ წარმოვადგინეთ, რომ სარჩელი შევადგინეთ საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 181-ე მუხლის მოთხოვნებით, რომელიც აღნიშნულ რეკვიზიტებს არ განსაზღვრავს კონკრეტულად; ხოლო თუ რომელი ნებართვის ბათილად ცნობას მოვითხოვთ, განვსაზღვრეთ სხვა ნიშნებით (სიტყვებით). წარმოსადგენი რეკვიზიტები კი საკუთარი შეხედულებით განგვისაზღვრა სასამართლომ. შესაბამისად წინასწარ ვერ მივხვდებოდით რას მოგვთხოვდა სასამართლო. (როდესაც საბუთები გამოვითხოვეთ მოპასუხიდან, გასაჩივრებული აქტის ჩვენს მიერ წარმოდგენილი განსაზღვრა, გასაგები იყო მოპასუხისთვის. ანუ იმ ნებართვის შეჩერებას ვითხოვთ, რომლის მისაღებად წარდგენილი საბუთებიც მოგვაწოდა მოპასუხემ). II ვარიანტი: არ შეაფერხოს საქმის წარმოება და არ ჩამოგვართვას სასამართლომ, კანონით მონიჭებული უფლება, ჩვენი სიტყვებით აღვწეროთ გასაჩივრებული აქტი. ხომ არის შეაძლებელი მოპასუხემ წარმოადგინოს აღნიშნული რეკვიზიტები საქმის წარმოების პარალელურად. და თუ ვერ წარმოადგენს, მითუმეტეს უფრო გასაჩერებელი ყოფილა მშენებლობა. აღნიშნული რეკვიზიტების ქონა, კანონმდებლობით ევალება მოპასუხეს. ამ ეტაპზე, აღნიშნულ რეკვიზიტებს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ახლა კიდევ დრო დაიკარგოს და კიდევ უფრო დავზარალდეთ, არანაირად არ გვაწყობს. ამ "წერტილ-მძიმის" ძებნის პერიოდში, კიდევ უფრო გაასწორებენ სოფელს მიწასთან. რაში აწყობს სასამართლოს ამხელა პასუხისმგებლობის აღება? უმჯობესი იქნება, თუ ამ მეორე ვარიანტის მიხედვით გადაგვიწყვიტავთ. 1: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის, პირველი და მესამე ნაწილის თანახმად, დაუყონებლივ შეჩერდეს გასაჩივრებული დოკუმენტის მოქმედება. ანუ შეჩერდეს სადაო მშენებლობა. არგუმენტაცია: ა) პირველი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებლივი აქტი უკანონოა. ბ) ბუნება ისედაც აკრძალავს სამართალ დარღვევებით ნაკეთებ საქმეს. 2: დაგვეხმაროს სასამართლო, დახარჯული ადვოკატირების თანხების მიახლოებით გამოთვლაში და უკან დაბრუნებაში. არგუმენტაცია: მეტი სიზუსტით რომ გამოვთვალოთ იმიტომ. 2011 წლიდან, უკანონო მშენებლობის შესაჩერებლად, მოგვიწია მრავალ შეხვედრაზე სიარულმა; მოცდენამ; მივლინების, საოფისე და სატელეფონო ხარჯებმა; რეკლამის უფლებით მიმართვის გამოქვეყნებამ; სპეციალისტების მოწვევა მასპინძლობამ; ნოტარიუსის და ადვოკატების ხარჯებმა და სხვა. რომ არ გვებრძოლა, გაცილებით ცუდი მდგომარეობა იქნებოდა და ამ საჩივარსაც ვერ შევადგენდით. 3: აღგვიდგეს გასაჩივრების ვადა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე. არგუმენტაცია: გასაჩივრებული დოკუმენტის არაკანონიერების მიხვედრა, დაუძლეველ ძალას წარმოადგენდა. მაგალითად შეგიძლიათ იხილოთ, თუ რაოდენ ვრცელია გამოთხოვილი მასალები, უკანონობის მიხვედრა კი ამ მასალების გაცნობასაც საჭიროებდა, რაც დროს მოითხოვდა. დანართები დანართი 1: 4 ფურც (2013 წლის, გაზეთი "ჩემი ხარაგაული" ნომერი 45. (სტატიის შინაარსი,)); დანართი 2: 2 ფურც (29.11.2013 საჯარო განხილვისას, რკინიგზის წარმომადგენლებზე გადაცემული წერილის ასლი); დანართი 3: 1 ფურც (2015 წლის გაზეთი "კვირისპალიტრა", ნომერი 22-ში დაბეჭდილი სტატიის შინაარსი); დანართი 4: 2 ფურც (03.12.2012 გაზეთ კვირისპალიტრაში დაბეჭდილი ნინო ჩხობაძის წერილის შინაარსი); დანართი 5: 2 ფურც (გარემოს დაცვის სამინისტროში გაგზავნილი საჩივარის შინაარსი); დანართი 6: კომპიუტერული კომპაქ დისკი, რომელზეც ჩაწერილია გარემოს დაცვის სამინისტროდან; გამოთხოვილი საბუთები. (აღნიშნული საბუთები სამინისტრომაც დისკის ფორმით მოგვაწოდა) აგრეთვე; დისკზე არის, გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ აღმოჩენილი სამართალდარღვევები; დანართი 7: 1 ფურც (პირველი ფაქტობრივი გარემოება); დანართი 8: 1 ფურც (გაზეთ "ჩემი ხარაგაულის" ვებ გვერდის სურათი); დანართი 9: 1 ფურც (ადამიანთა არასრული სია, რომლებიც აპროტესტებენ სადაო მშენებლობას); დანართი 10: 1 ფურც (დოკუმენტი, რომელიც ახლდა გამოთხოვილ საბუთებს). დანართი 11: 1 ფურც (ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.)
|