გამარჯობათ, 2014 წ აუტლენდერზე GT მოდელზე 3.0 ძრავით დაძვრის დროს საჭის თითქმის ბოლომდე მოხვევისას(გინდ მარცხნივ გინდ მარჯვნივ) აქვს ზუზუნ-ღუღუნის ხმა, რომელიც საჭის გასწორებისას აღარ აქვს, ასევე ეს ხმა ქრება 40-50 კმ გავლის შემდეგ, ანუ აღარ აქვს მოხვევის დროს. ხელოსნებთან ვერაფერი დავადგინე და ვერც ცენტრში. ცენტრის ხელოსანმა ვართანამ მირჩია ხმა რომ გაძლიერდება მერე მომიყვანეო(ვაი, ჩვენს პატრონს ამათ ხელში). ერთმა ხიდის ხელოსანმა დააბრალა უკანა ხიდის წინ რომ ე.წ. ვისკომუფტაა იმას(ხიდს რომ რთავს და თიშავს), სხვა ხელოსანმა არ არის მაგის ბრალიო. ბოლო იმედი დამრჩა ყავაში ჩახედვა