Lekso-Dav1. შპს-ს დარეგისტრირდება ხდება იუსტიციის სახლში მისვლით, დაახლოებით 150 ლარამდე ღირს, ზუსტად არ მახსოვს.
2. ვალი როგორი პირობებითაც იქნება აღებული იმის მიხედვით მოხდება გადახდა
3. 2013 წლის ინფორმაციით, პატენტის რეგისტრაცია ხდებოდა ეროვნული ცენტრ "საქპატენტიდან". ეკონომიკის სამინიტროში უნდა დააზუსტო ეს. კოპირაითი საქართველოში უფრო პატივცემულია, ვიდრე უცხოეთში, რადგან არ ხდება საქართველოში ისეთი იდეების გენერირება, რომ მოსაპარი იყოს
რაც შეეხება მსოფლიო ბაზარს, ეგ რთული დავალებაა რასაც მილიარდ ბიუჯეტიანი და მილიონ თანამშრომლიანი "ბეჰემოტი" კორპორაციები ძლივძლივობით უმკლავდებიან - რადგან ყოველი ქვეყნის სავაჭრო კანონმდებლობა და ეკონომიური მდგომარეობაა შესასწავლი და მასზე გაუჩერებლივ თვალთვალი. პატარათი დაიწყე.
4. მაგ კონკრეტულ კომპანიას უნდა გააჩნდეს რაიმე პარტნიორული გეგმა. ძირითადად ეს უბრალოდ საფრანშიზო ტიპის გარიგებაა, იხდი საფრანშიზო ფულს, რომ მოგენიჭოს მათი ინტელექტუალური/ფიზიკური საკუთრების გადაყიდვის უფლება, მარაგდები საჭირო მოწყობილობებით კომპანიისგან, დანარჩენი შენზეა. წილი და საკომისიოები დაკისრებული იქნება სათაო კომპანიისგან. ერთი სიტყვით, ამისთვის დაკავშირებაა საჭირო მაგ კონკრეტულ კომპანიასთან და ალბათ ვიზიტიც ევროპაში მათთან.
This post has been edited by AlphaB on 13 Sep 2017, 14:21