პეროტის პორშე ალეწილია, თვითონ უვნებელი გადარჩა.
"რომას" ცენტრალური ნახევარმცველი რაჟა ნაინგოლანი და შემტევი ნახევარმცველი დიეგო პეროტი იტალიის ჩემპიონატის მომდევნო ტურის შეხვედრას გამოტოვებენ.
რომაული კლუბი სერია ა-ს მე-15 ტურში ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერ "სპალს" მიიღებს და ეუსებიო დი ფრანჩესკომ გადაწყვიტა, რომ "ყარაბახთან" ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი თამაშის წინ ლიდერები დაასვენოს.
ნაინგოლანისა და პეროტის გარდა, "რომას" ხვალ საღამოს დისკვალიფიკაციის გამო დანიელე დე როსი, ხოლო ტრავმების გამო გრეგორი დეფრელი და რიკ კარსდორპი დააკლდებიან.
"რომას" განაცხადი "სპალთან" მატჩისათვის:
მეკარეები: ალისონი, სკორუპსკი, ლობონტი.
მცველები: ბრუნო პერესი, მანოლასი, კასტანი, ფასიო, მორენო, ჟეზუსი, კოლაროვი, ემერსონი.
ნახევარმცველები: სტროტმანი, პელეგრინი, გონალონი, ფლორენცი, ჟერსონი.
თავდამსხმელები: ჯეკო, შიკი, ჩენგიზი, უნდერი, ანტონუჩი, ელ შაარავი.
http://goal.ge/news/81016-romas-naingolani...moakldnen.html#https://sport.sky.it/calcio/home.html?zonei...ort_calcio_null
მიმაგრებული სურათი