ისტორიასპორტსაზოგადოება “დინამოს” საკალათბურთო გუნდი 1934 წელს ჩამოყალიბდა, სწორედ აქედან იწყება საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის უძლიერესი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გუნდის ისტორია, რომელიც ქართული კალათბურთის ისტორიად იქცა.
თბილისის “დინამო” საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე 1938 წელს ჩნდება და მეოთხე ადგილს იკავებს. თუმცა ეს ჯერ დასაწყისია , “დინამოს” წარმატებები წინ აქვს და მისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს.
1947 წელს თბილისის “დინამო” სსრკ-ს ჩემპიონატზე მეორე ადგილს იკავებს, შემდეგ წელს კი მესამეს.
1949 წელს შალვა დიასამიძის თავკაცობით თბილისის “დინამო” საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი ხდება. მან ფინალში რიგის “დინამოს” სძლია – 24:19. თბილისელთა ღირსებას იცავდნენ: დ. გოძიაშვილი, ლ. ინწკირველი, მ. კეკელიძე, შ. ქორქაშვილი, ო. ქორქია, თ. მეძმარიაშვილი, ა. მესხი, დ. ნიჟარაძე, გ. რუხაძე და ს. თორთლაძე.
ახალი ათწლეული დინამოელთათვის იღბლიანად დაიწყო. 1950 წელს მათ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფინალში ესტონეთის ქალაქ ტარტუს უნივერსიტეტის სპორტული კლუბი დაამარცხეს და პირველად მოიპოვეს სსრკ-ს ჩემპიონის ტიტული. “დინამოს” შემადგენლობაში იყვნენ: დ. გოძიაშვილი, ნ. ჯორჯიკია, ვ. ჟღენტი, ლ. ინწკირველი, შ. ქორქაშვილი, ო. ქორქია, ა. მესხი, დ. ნიჟარაძე, გ. რუხაძე და ს. თორთლაძე. მწვრთნელი გ. ავალიშვილი.
ამავე წელს თბილისის “დინამომ” საბჭოთა კავშირის თასის ფინალში ამჯერად მოსკოვის “დინამო” დაამარცხა(49:36) და დუბლი შეასრულა. გიორგი ავალიშვილის გუნდში თოთქმის უცვლელი შემადგენლობა იყო: დ. გოძიაშვილი, ლ. ინწკირველი, მ. კეკელიძე, შ. ქორქაშვილი, ო. ქორქია, თ. მეძმარიაშვილი, ა. მესხი, დ. ნიჟარაძე, გ. რუხაძე და მ. თაყალაძე. სულ მალე თბილისის “დინამომ” კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია. ის ერთადერთი გუნდია, რომელმაც 1953-1954 წლებში, ორჯერ ზედიზედ წაუგებლად ჩაატარა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატები. ესეც გიორგი ავალიშვილის თავკაცობით მოხდა. 1953 წელს “დინამოს” შემადგენლობაში იყვნენ: გივი და გურამ აბაშიძეები, ვ. გვანცელაძე, ნ. ჯორჯიკია, მ. ეგანოვი, ვ. ჟღენტი, ლ. ინწკირველი, ა. კილაძე, ო. ქორქია, გ. მინაშვილი და დ. ნიჟარაძე. “დინამომ” ფინალში წითელი არმიის ცენტრალური სახლის გუნდი დაამარცხა.
იგივე მეტოქე შეხვდა თბილისის “დინამოს” შემდეგი ჩემპიონატის ფინალშიც. 1954 წელს “დინამოს” ღირსებას იცავდნენ: გივი და გურამ აბაშიძეები, ნ. ჯორჯიკია, ვ. ჟღენტი, ლ. ინწკირველი, მ. კვაჭანტირაძე, ო. ქორქია, ა. კილაძე, გ. კუჭავა და დ. ნიჟარაძე.
1956 წელს თბილისის “დინამომ” საკავშირო ზამთრის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა, 1959 წელს კი ჩემპიონი გახდა. ამავე წლის სექტემბერში, ყოფილი ჩეხოსლოვაკიის ქალაქ ბრნოში, თბილისის “”დინამომ” წაუგებლად ჩაამთავრა საერთაშორისო ტურნირი და პირველ ადგილზე გავიდა. მან კიდევ რამდენიმე საერთაშორისო მატჩი გამართა და 1960 წელს ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა, სადაც რიგის ასკ-სთან დამარცხდა(51:61, 62:69) და მეორე ადგილს დასჯერდა.
1958-1959 წლებში “დინამოში” გადავიდნენ ვლადიმერ უგრეხელიძე, ანზორ ლეჟავა და ლევან მოსეშვილი.
1961 წელს ევროპულ ასპარეზზე დინამოელთა წარმატებული დებიუტის შემდეგ თბილისში, საგანგებოდ კალათბურთელებისთვის აშენდა გრანდიოზული სპორტის სასახლე, რომელიც დღემდე ერთ-ერთ უდიდეს საკალათბურთო დარბაზად რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორაზე.
1962 წელს თბილისის “დინამომ” გულშემატკივარი განსაკუთრებულად გაახარა – ევროპის ჩემპიონთა თასის რიგით მეხუთე გათამაშების ფინალში მან 90:83 მოუგო დაუმარცხებლად მიჩნეულ მადრიდის “რეალს” და თასის მფლობელი გახდა.
ეს მატჩი ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ჟენევაში, 29 ივნისს გაიმართა. პოლიტიკური დესტაბილიზაციის გამო განმეორებითი ფინალური მატჩის გამართვა ვერ მოხერხდა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებაა თბილისის “დინამოსა” და მთლიანად ქართული კალათბურთის ისტორიაში. იმ დროს უსაზღვროდ პოპულარულები იყვნენ ის ბიჭები, რომელთა გუნდიც ლეგენდად იქცა. ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელები გახდნენ: გურამ მინაშვილი, ლევან მოსეშვილი, ლევან ინწკირველი, ვლადიმირ უგრეხელიძე, ვალერი ალთაბაევი, ილარიონ ხაზარაძე, ამირან სხიერელი, ალექსანდრე კილაძე, ანზორ ლეჟავა და რევაზ გოგელია. 40 წლის თავზე იმ “ოქროს გუნდს”, უკანასკნელი სამი მოთამაშე გამოაკლდა. ამ წარმატებამდე თბილისის ]”დინამო” სახელოვანმა მწვრთნელმა ოთარ ქორქიამ მიიყვანა.
ჟენევაში, ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალურ მატჩს მხოლოდ ერთი ქართველი ესწრებოდა — ეს ცნობილი მწერალი გრიგოლ რობაქიძე იყო.
ამის შემდეგ მადრიდის “რეალი” შვიდჯერ გახდა ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი, თბილისის “დინამო” კი ფინალში აღარ ყოფილა.
1963 წელს ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშების მეოთხედფინალში შინ დამარცხებულმა “დინამომ” სტუმრად სძლია მილანის “სიმენტალს” და ნახევარფინალში გააღწია. “სიმენტალს” ბოლო რვა წლის განმავლობაში საკუთარ მოედანზე არ წაეგო. თუმცა ამჯერად ფინალმა “დინამოს” გარეშე ჩაიარა. მოსკოვის ცსკა მადრიდის “რეალის” ძლევით ჩემპიონთა თასს დაეუფლა. 1968 წელს “დინამოში” ახალგაზრდა მიხეილ ქორქია მიიწვიეს. ამ პერიოდში სერიოზულად მოემზადა უფროსი თაობაც და ჩემპიონატის ქრონიკულმა ფავორიტმა მეოთხედ და უკანასკნელად შეძლო გამხდარიყო ამ ასპარეზობის გამარჯვებული. სსრკ-ს ბოლო ჩემპიონები გახდნენ: ა. სხიერელი, ვ. ალთაბაევი, ლ. მოსეშვილი, ბ. ბოლქვაძე, ა. კაზანჯიანი, ზ. ქარაბაკი, მ. ქორქია, ა. ლეჟავა, ზ. ლეონტიევი, ს. მაღალაშვილი, რ. მამალაძე, ვ. ნარიმანიძე, ვ. უგრეხელიძე და თ. ჩიხლაძე. მწვრთნელი ლ. ინწკირველი. გურამ მინაშვილი
შემდეგ წლებში “დინამოს” სერიოზული “ჩავარდნა” ჰქონდა, რასაც თაობათა ცვლით ხსნიდნენ. ევროპაში უკვე მრავლდებოდნენ ლეგიონერები, თბილისის “დინამო” კი მხოლოდ ადგილობრივი კადრებით კმაყოფილდებოდა.
1969 წელს თბილისის “დინამომ” ფინალში კიევის “სტროიტელი” 10 ქულით დაამარცხა და სსრკ-ს თასს მესამედ დაეუფლა. “დინამოს” შემადგენლობაში იყვნენ: ვ. ალთაბაევი, ბ. ბოლქვაძე, მ. ქორქია, ა. ლეჟავა, ს. მაღალაშვილი, ლ. მოსეშვილი, ტ. ნარიმანიძე, ა. სხიერელი, ვ. უგრეხელიძე, თ. ფიცხელაური, თ. ჩიხლაძე, ზ. საკანდელიძე. მწვრთნელები: ლ. ინწკირველი და ა. კილაძე.
ეს წელი “დინამომ” კიდევ ერთი წარმატებით დაასრულა, ის ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში პირველად ჩაება და დებიუტის მიუხედავად ფინალში გავიდა, სადაც პრაღის სლავიასთან დამარცხდა – 74:80. ფინალური მატჩი ვენაში გაიმართა.
1970 წელს ანალოგიურ ასპერეზობაში თბილისის “დინამო” ორივე ნახევარფინალურ მატჩში დამარცხდა ნეაპოლის “ფიდესთან”, რომელმაც საბოლოოდ თასების მფლობელთა თასი დაისაკუთრა.
მომდევნო ტიტული დინამოელებმა უკვე დამოუკიდებელ საქართველოში მოიპოვეს. 1990 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაიმართა პირველი ეროვნული ჩემპიონატი, რომელიც თბილისის “დინამოს” გამარჯვებით დასრულდა, რის შემდეგაც გუნდი დატოვეს წამყვანმა მოთამაშეებმა და მომდევნო ჩემპიონობის ცდა ყველაზე სახელიან ქართულ კლუბს 12 წელიწადი დასჭირდა. ამ წლების განმავლობაში დინამოელები ფინალშიც იყვნენ.
ბოლოს დინამო 2003 წელს გაჩემპიონდა.
2011 წლიდან დღემდე თბილისის დინამოს ასპონსორებს სს. ”საქართველოს ბანკი”
გუნდი5. იოსებ ლეჟავა6. ირაკლი ლომიძე7. დუდა სანაძე9. ირაკლი კეიდია11. ირაკლი ალხანაიძე12. გიგა მეხრიშვილი15. ლადო სუხიშვილი21. ალექსანდრე გრუევი31. ალექსანდრე ზეჩევიჩი32. მილან ოლუიჩი33. კიან კარტერიირაკლი ხოშტარიამთავარი მწვრთნელი * * *
ამროსი ორმოცაძე მწვრთნელის ასისტენტიმამუკა აბრამიძე მწვრთნელის ასისტენტიბაზათბილისის დინამოს საკალათბურთო ბაზა უნიკალური იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში. ის პირველი სპეციალიზირებული საწვრთნელი ბაზა იყო, რომელიც მხოლოდ ერთ, კონკრეტულ კლუბს ემსახურებოდა. 1980 წლისთვის თითქმის დასრულდა სარემონტო სამუშაოები _ მანამდე არსებულ კორპუსს, რომელიც მხოლოდ 16 საცხოვრებელ და ერთ მოსასვენებელ ოთახს მოიცავდა, საკალათბურთო დარბაზი, საშხაპე და სასადილო მიემატა. ეს ცნობილი დინამოელის სანდრო გლურჯიძის თაოსნობით მოხდა, რომლის სახელსაც ატარებს დღეს თბილისის “დინამოს” საკალათბურთო ბაზა.
როდესაც მოსკოვის დაუკითხავად აშენებული საკალათბურთო ბაზა “დინამოს” ცენტრალური საბჭოს თავმჯდომარემ — ბოგდანოვმა იხილა, განრისხდა. იმ დროისათვის საკუთარი საწვრთნელი ბაზა მოსკოვის წამყვან კლუბებს არ გააჩნდათ და თბილისელებს ასეთ ~თავხედობას~ ვინ აპატიებდა. თუმცა უკვე აშენებულ შენობას ხომ აღარ დაანგრევდნენ…
“დინამოს” საკალათბურთო დარბაზი 1650კვ.მ.-ია, მთლიანად ბაზის ტერიტორიას კი დაახლოებით 4000კვ.მ. მიწის ნაკვეთი უჭირავს. 1980-იან წლებში თბილისის “დინამოს” ჩეხები, იუგოსლავიელები, პოლონელები, რუმინელები და სხვა მოკავშირე რესპუბლიკების კალათბურთელები სტუმრობდნენ და მის ბაზაზე ამხანაგურ მატჩებს მართავდნენ. აქვე ტარდებოდა “დინამიადები”.
მას შემდეგ, რაც “დინამოს” განახლებული სპორტული ბაზა ექსპლუატაციაში შევიდა, ის არ გარემონტებულა. მისი კაპიტალური რეკონსტრუქცია მხოლოდ 2002 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე მოხერხდა. გაკეთდა 17 ორადგილიანი საცხოვრებელი ოთახი, აქედან ორი ლუქსია, სულ სასტუმრო 34 კაცს იტევს. აქვეა კაბინეტები ადმინისტრაციისათვის, სააქტო დარბაზი, სადაც მატჩები განიხილება, თათბირები და პრესკონფერენციები ტარდება. ასევე გაკეთდა სარეაბილიტაციო ცენტრი, ფიზიოკაბინეტი, საცხოვრებელ ოთახებს მიაშენეს აივნები, ოთახებში დაიდგა საშხაპეები. უფრო კომფორტულად მოეწყო და გაფართოვდა სასადილო, შენობას დაემატა სამრეცხაო და საქვაბე.
თბილისის “დინამოს” ბაზის საკალათბურთო დარბაზში შესაძლებელია ამხანაგური თამაშებისა და მოზარდთა ტურნირების ჩატარება. ამისათვის დარბაზში ასაწყობი ტრიბუნები დაიდგა. “დინამოს” საკალათბურთო ბაზა აბსოლუტურად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ გვჯერა, რომ ის ~დინამოს~ წარმატებებს მოუტანს.
გენ. სპონსორიოფიციალური ვებ-გვერდიhttp://www.bcdinamo.ge/