Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > პოლიტიკური განათლების საავტორო თემა


Posted by: mepar 2 May 2023, 23:16
მოკლედ მოგახსენებთ, თემა არა სპეციფიურია მაგრამ ამავე დროს მოიცავს კონკრეტულ საკითხებს, გთავაზობთ ჩემს ანალიტიკურ ვიდეოებს რომლის მიზანი მხოლოდ საზოგადოების ინფორმირება და განათლებაა.

ამავე დროს არხზე ერთი წელია ვაწარმოებ პოდკასტებს და განყის სპეციფიკიდან გამომდინარე მხოლოდ პოლიტიკურ თემატიკის ვიდეოებს დავდებ.

მივიღებ განყის მოთხოვნებს და შეთავაზებებს თუ ვინ მოვიწვიოთ:

მოკლედ მოგახსენებთ თითოეულ დისკუსიას და ანალიტიკურ ვიდეოს:


https://youtu.be/gnskIfdIPAw
ეს ვიდეო ომის 2022 წ. 25 თებერვალსაა ჩაწერილი, ანალიზის და პროგნოზის აბსოლუტური უმრავლესობა დადასტურდა
https://youtu.be/GvU6qqG60aU
მიმაჩნია რომ ესეც კარგი ვიდეო გამომივიდა და დღემდე საინტერესოა
https://youtu.be/ltU8zzWqpSg
ეს ჩემი საუკეთესო ვიდეოა, სათაურმა არ მოგატყუოთ, ვიდეოში გასაგებად ვხსნი ამერიკის საგარეო პოლიტიკის მიზნებს და ასევე ვხსნი რას ნიშნავს პოსმოდერნი და თანამედროვეობა
https://youtu.be/goitItpMb0A
ამ ვიდეოში PHD თორნიკე შურღულაიასთან განვიხილავ აშშ-ს საგარეო პოლიტიკას, მგონი საინტერესოა.
https://youtu.be/YyOvh8Q5GgI
ამ ვიდეოში PHD ზარინა ბურკაძესთან განვიხილავ დემოკრატიის მნიშვნელობას და პრობლემებს საქართველოში.
https://youtu.be/zWBhoSoSWTE
ამ ვიდეოში PHD ლელა გაფრინდაშვილთან განვიხილავ გენდერული უთანასწორობის პრობლემებს, დისკუსია მგონი საინტერესოა და განსხვავებული ისტორიული ბღავილისგან რაც ტელევიზიებშია.
https://youtu.be/zjk36osZwU0
ნიკო მიქაიასთან ერთად განვიხილავ საინტერესო საკითხს, ძირითადი აქცენტები დღესაც გამოსადეგია.
https://youtu.be/938rLtPOSZg
ეს დისკუსია მიმაჩნია რომ საუკეთესოა თუ გსურთ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიზეზები სიღრმისეული გაგება.
https://youtu.be/mhs4AW8rFDo
ყველაზე გულწრფელი და ყველაზე ნაღდი ინტერვიუ რაც ზურას ტელევიზიაში ოდესმე მიუცია, აბსოლუტურად დაცლილი პარტიული ინტერესებიდან, კაცმა დადო რაც ხდება ქვეყანაში და მორჩა!
https://youtu.be/9PB4oyFHC1o
ასევე ძალიან საინტერესო ინტერვიუ სადაც გიორგიმ ბევრ კარგ რამეზე ისაუბრა.
https://youtu.be/fiiq2eJ7XJc
ძალიან გულწრფელი და ახალგაზრდული, განხსვავებული და ანალიტიკური საუბარი ახალგაზრდა პოლიტიკოსთან, ცოტნე დაგევასებათ.
https://youtu.be/sS3WUV6R_RU
ეს ინტერვიუ არის სავალდებულოდ სანახავი, ისეთ თემებში შევიყვანე რესპოდენტი რომ თავაც არ ელოდა.
https://youtu.be/xmyvvi2rP2A
ძალიან საინტერესო ინტერვიუ ირაკლი ხვადაგიანთან ერთად
https://youtu.be/3Bd3CSvGrWI
საინტერესო ინტერვიუ გიორგი არქანიასთან ჩვენს უახლეს ისტორიაზე
https://youtu.be/cSXpJ10uTTU
ძალიან საინტერესო ინტერვიუ თეიმურაზ პაპასკირთან
https://youtu.be/Uf_LGvAy8l0
ნინოსთან ინტერვიუ ძალიან სასიამოვნო იყო, ყველაფრით მაგარია ეს გოგო დამიჯერეთ!
https://youtu.be/VNHlfN0m2F8
უმაგრესი ინტერვიუ დიმიტრი სილაქაძესთან, ახალგაზრდა ისტორიკოსი, ძალიან კარგი გამოვიდა!


ეს სრული სია არაა დანარჩენი იხილეთ ჩემს არხზე https://www.youtube.com/@VeritasForYou

Posted by: Georgee 2 May 2023, 23:36
ვფიქრობ რომ mepar შენ
პოლიტიკაში დიდი პერსპექტივა გაქვს, ეს ტემპი, ტემბრი შეინარჩუნე
და დაკავდი მიმდინარე პოლიტიკური ამბებით და შენს ტემპ ტემბრში დადე ანალიტიკა

ბოლო გადაცემა იყო ფააააანტასტიკური, თავი ომში მეგონა
up.gif up.gif up.gif

Posted by: mepar 2 May 2023, 23:39
Georgee
ვცდილობ, ჯერ ჯერობით თავს ვაძალებ რომ ეს საქმე ვაკეთო, იმიტომ რომ, დიდი აუდიტორია ვერ ავკრიფე, მაგრამ ვიცი კარგ საქმეს ვაკეთებ, ყოველშემთხვევაში მე ასე მგონია და ეს ილუზია საბოლოოდ არ მაზარალებს.

გეგმაში მთელი პოლიტიკური სპექტრის მოწვევა მაქვს, სიამოვნებით ვისაუბრებდი ქართული ოცნების პოლიტიკოსებთანაც, მაგრამ იქამდე ალბათ ნიადაგი უნდა მოვამზადო.

Posted by: zura73 2 May 2023, 23:46
mepar
დიდი ბოდიშის მოხდით, ვცადე ერთი ორი შენი პოდკასტი. არაფერი არ მომცა საერთოდ. მაპატიე
აი რო არ იცი რას უყურო, ახალს რო ეძებ და 3.0 imdb რო გაეძრობა.
chatbot-ით პერეფრაზირებული დასკრაპული კონტენტი)))

Posted by: Georgee 2 May 2023, 23:48
QUOTE
ვცდილობ, ჯერ ჯერობით თავს ვაძალებ რომ ეს საქმე ვაკეთო, იმიტომ რომ, დიდი აუდიტორია ვერ ავკრიფე, მაგრამ ვიცი კარგ საქმეს ვაკეთებ, ყოველშემთხვევაში მე ასე მგონია და ეს ილუზია საბოლოოდ არ მაზარალებს.

გეგმაში მთელი პოლიტიკური სპექტრის მოწვევა მაქვს, სიამოვნებით ვისაუბრებდი ქართული ოცნების პოლიტიკოსებთანაც, მაგრამ იქამდე ალბათ ნიადაგი უნდა მოვამზადო.


შენი გადასაწყვეტია საითკენ წახვალ
დიდ აუდიტორიაზე უცებ გახვალ პოლიტიკით (უდუმაშშვილივით რა) პროსტა ეგ წამკითხველია
შენ ანალიტიკა ხაარ


რავი მე ვისურვებდი პოლიტიკას smile.gif
ცუდია რომ მაჟორიტარობა უქმდება თორეე ფანტასტიკური მაჟორიტარი იქნებოდი
იმ ოლქის ე.წ კონსერვატორებსაც აიწოვდი და ლიბერალებსაც


Posted by: mepar 2 May 2023, 23:57
zura73
რომელი იყო ჩატბოტით გაკეთებული biggrin.gif თუ არ მოგწონს რა პრობლემაა, ბაზარი არაა, უბრალოდ ასეთ კრიტიკას ვერ მივიღებ, იმიტომ რომ ასე არაა.

Posted by: zura73 2 May 2023, 23:59
mepar
მოგიხადე დასაწყისშივე ბოდიში.
დაიკიდე ჩატბოტი. აქ მეტყვი რა გვინდა მე და შენ ერთად?
ისე seo-ს ითვალისწინებ კონტენტში? keywords და რამე)

Posted by: mepar 3 May 2023, 00:03
zura73
მესმის რომ ყველას მოსაწონს ვერც გავაკეთებ, ეს შეუძლებელია, თუ არ მოგწონს ჩემთვის ეს პრობლემა არაა, მაგრამ არაფრის მომცემზე ვერ დაგეტანხმები ვერასდროს, თუმცა შენთხვის ფაქტია რომ ასეა, სხვას იმედია ასე არ მოეჩვენება.

Posted by: zura73 3 May 2023, 00:05
mepar
ეგ გავიგე. აქ დააპოდქასტე რა. შენ იყავი სტუმარი. ლინკებით რო იზიდავ ლოკალ რეიტინგს, აქაც დადე ჯაფა.
რას ფიქრობ, რა გვინდა მე და შენ საერთო? როგორ ვიცხოვროთ?)
მე "გრუზინი" ვარ, ევროკავშირში მინდა. - ჩემი მოკლე დახასიათება დავდე.

Posted by: temotab 3 May 2023, 00:06
ძალიან ფართო სპექტრს ხარ მოდებული
ჯობია 1 ან 2 მიმართულებაზე კონცენტრირდე
smile.gif

Posted by: mepar 3 May 2023, 00:08
zura73
მე და შენ ამ ქვეყნის სიკეთე გვინდა ალბათ, შეიძლება შეხედულებებში განსხვავდებით ან ვემთხვევით, მე არ ვიცი შენ რა გინდა და იმიტომ.

Posted by: zura73 3 May 2023, 00:09
mepar
ჩემთვის საქართველო მარტო ბუნება და გეოგრაფია არაა, ხალხია. მოგწონს ქართველი ხალხი? პატივს ცემ?
როგორიც არის და არა ისეთი როგორიც კონკრეტულად შენ გაგისწორდებოდა

Posted by: HandShake 3 May 2023, 00:14
mepar
ნელ-ნელა გაგვეცანი ახლოდან,კარგი გადაცემა ჰქონდა ტაბულას ადრე რა ერქვა დამავიწყდა იქ გნახავდი biggrin.gif შენ გადაცემაში იყავი სტუმრის როლში
მოკლედ ძაან განათლებული ჩანხარ ან ალღოს უღებ ყველა თემას მალევე
კარგად გამოგდის სხვადასხვა თემების გარჩევა
და რაც მთავარია ახალ-ახალ პიროვნებებს გვაცნობ თურმე რამდენი კარგი ტიპი ყოფილა biggrin.gif

Posted by: mepar 3 May 2023, 00:33
zura73
ჩვენ ხალხში ბევრი რამ მომწონს, პირველ რიგში, ძალიან მარტივად ვუგებ ყველას, ალბათ იმიტომ რომ აქაურ კულტურას ორგანულად ვგრძნობ, არ მიჭირს ადამიანებში წვრილმანი ხასიათის შტრიხების გარჩევა.


არ მომწონს გულუბრყვილობა, ქართველი ხალხი მცირედით კმაყოფილია, აი რომ წარმოვიდგინოთ მასლოუს პირამიდა, ბევრის ბედნიერება არც მიდის მაღალ სოციალურ რეალიზაციის მოთხოვნებამდეც, ზუსტად ეს მირთულებს საქმესაც. მთელი ცხოვრებაა განათლებაში ვმოღვაწეობ და ხშირად მინახავს თვალები რომელსაც ისეთი გამაძღარი თვითკმაყოფილება აქვს რომ მას ვერაფერს ასწავლი, იმიტომ რომ მიაჩნია რომ რაც ჭირდება უკვე იცის. ჩემი აზრით ქართველებში დანინგ კრუგერის ეფექტი გავრცელებულია, ესეც არის მიზეზი რომ ჩემს კონტენტს გასავალი მასობრივად არც არასდროს ექნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ცოდნას არ ეძებს, მისი ინტერესი გართობაა.

მეორეს მხრივ განათლებულ ქართველებში მარტივია ისეთი ცოდნის აღმოჩენა რომელზე წარმოდგენა არ მქონია და მაკვირვებს გონიერება. ბევრ ჭკვიან ადამიანს ვიცნობ ჩვენებური ჭკვიანი ადამიანი რაღაცნაირად ყოველმხრივ განათლებულია და ეს სულაც არაა საბჭოური სკოლა ასე მგონია რომ ქართული კულტურული ფენომენია.

HandShake
QUOTE
მოკლედ ძაან განათლებული ჩანხარ ან ალღოს უღებ ყველა თემას მალევე

ცოტა მართლა არ ვიცი მაგრამ მეორეც არის, მაგალითად ფიზიკასა და ასტროფიზიკაში სპეციალური განათლება არ მაქვს. მაგრამ ამ თემაზე საუკეთესო ვიდეო ქართულ იუთუბ სივრცეში ჩემია:


Posted by: zura73 3 May 2023, 00:40
mepar
ისევ დასკრაპული ტექსტი. დამიწერე 1500 სიტყვა რა არ მომწონს ჩემ ერში))))
ეგ ყველა ერზე ვრცელდება. ყველგან არიან ტალანტებიც, დოქსოფულოებიც და საბაჩი სერდცეებიც.
მე და შენზე ვისაუბროთ. მაგ ხალხის რაიმენაირი გადაკეთება გინდება? ვიზუალურად, მორალურად, ფსიქიურად, გონებრივად. აი მასიურად გინდა რამის გაკეთება ერზე თუ პიროვნებებად აღიქვამ ადამიანებს?
ნუ კარგავ დროს სერჩებში და კონტენტისთვის ქონის მიცემისთვის. აზრი არა აქ. ნუ გგონია რო ყველა პიროვნებას ვიცნობ და ყველა მცბებებთან ნაზიარები ვარ. ვიჩატაოთ უბრალოდ რაც ეგრევე მოგადგება სიტყვაზე. მე სახელებზე და რაღაც მოვლენებზე მემორი აღარ მყოფნის ცოტა შეზღუდული ვარ. ნუ ელოდები რაღაც კრეატივებს ჩემგან. გრუზინი ვართქო))

Posted by: mepar 3 May 2023, 00:46
zura73
QUOTE
დამიწერე 1500 სიტყვა რა არ მომწონს ჩემ ერში))))

აი ბატონო ხომ მოითხოვე, მაშინ იხილე, ჩემია ეს ვიდეო ყველა სიტყვა ჩემია, თუ მართლა გაინტერესებს რა არ მომწონს იხილე



QUOTE
ხალხის რაიმენაირი გადაკეთება გინდება?

რომ მინდა მაგიტომ ვაკეთებ ამ ვიდეოებს, ჩემი შეზღუდული რესურსით, მეტი რომ იყოს მეტსაც გავაკეთებ.

Posted by: zura73 3 May 2023, 00:51
ისევ ლინკები))
აქ დაწერე რა აქ გვეცი პატივი. მაგეებს მერე ვნახავ))
QUOTE
რომ მინდა მაგიტომ ვაკეთებ ამ ვიდეოებს, ჩემი შეზღუდული რესურსით, მეტი რომ იყოს მეტსაც გავაკეთებ.

ვიზუალურად გადაკეთება გინდა? თავის ქალები გვაქ ბლაგვი? ვის თავის ქალებს გავუზავოთ?
ვიზუალით იმიტომ დავიწყე რომ პირველი რიგში ეგკითხვა მქონდა.
თუ არა კონკრეტულად რა მიმართულება აქ ერს გადასაწყობი?)

Posted by: mepar 3 May 2023, 00:53
zura73
ნახე დროს დაზოგავ.

QUOTE
ვიზუალურად გადაკეთება გინდა? თავის ქალები გვაქ ბლაგვი?

არა ვიზუალურად ძალიან კარგები ვართ biggrin.gif

Posted by: zura73 3 May 2023, 00:56
mepar
QUOTE
ნახე დროს დაზოგავ.

აქ თუ ვიჩატავებთ უფრო ეკონომიური გამოვა.

ანუ ვიზული ოკ.
მაშინ დებილები ვართ?
ანუ მასიურად რა პრობლემა გვაქ? ამაყი და ჭკვიანი ყველას გონია თავი მსოფლიოში. ნუ თანაბარდობა ფაქტიურად ყველგან ერთი და იგივეა
მოკლედ რა მაინც მაყურებინე პირველი ვიდეოს ნახევარი. მეტი ვერ გავქაჩე. ჰერბალაის ბიოდაბავკების რეკლამა გიდევს ბოლოში?)))
ბედნიერებას იწვევს))))
აბა შენ იცი. 50+ დედაკაცებია შენი სეგმენტი, წარმატებები)))

Posted by: mepar 3 May 2023, 01:13
zura73
QUOTE
აბა შენ იცი. 50+ დედაკაცებია შენი სეგმენტი, წარმატებები)))

ასე ჯობია, რა საჭიროა ინსპექტორი ჟავერის გადმობირება? biggrin.gif

Posted by: zura73 3 May 2023, 01:15
mepar
ჩემთვის დავაფიქსირე უბრალოდ და შენც შეგატყობინე აზრი. ხომ მაქ უფლება?
პახოდუ რუსული ბედნიერების ვიდეოებსაც ჩამოგავს ტიკტოკებში. არ ვიცი კი მინახია ისე მსგავსი ტექსტების მსმენელები ახალგაზრდებში. მე უბრალოდ არ ვიცი რატო უნდა ვუსმინო ან რატო უნდა ვუზიარო ხალს ისეთი ზოგადი თემა რის აზრზეც თვითონ ნატამალი წარმოდგენა არა მაქვს. შენ გაქვს ხო მაგაზე პრეტენზია?))

Posted by: mepar 3 May 2023, 01:17
zura73
გაქვს მაგრამ საფუძველშივე არ მოგწონს ჩემი აზრები, ასეთ შემტხვევაში აზრს ვერ ვხედავ, წარმატებებს გისურვებ.

Posted by: zura73 3 May 2023, 01:20
mepar
ხოდა მე იმის გარკვევა მინდა თუ ვიპოვით რამე საერთოს. ანუ ჩვენ როგორ ვიცხოვროთ ერთ სივრცეში ისე რომ ერთმანეთი არ შევაწუხოთ და არ გადავუაროთ?
გაქ იდეა?
ნანახი მყავს რეალში ეგეთი ტიპი. ამბიციური ქვეყნის დალაგებაზე რო პრეტენზიები აქ და გზაში მანქანაში ვიღაც რუსის ბოდვებს რთავდა. მონოტონური ###ობა არაფერზე. შენ კაცი ხარ, მერკური რო გადავა მერწყულში უნდა იგრძნო და მსგავსი მზეობები.
მეთქი მე მელაპარაკე არ გინდა და ეს ჭკვიანიაო)))
დავუბრუნდეთ ძირითად თემას
ანუ მე და შენ საერთო არაფერი გვაქ. რაზე უნდა შევთანხმდეთ? შენ უნდა მითხრა როგორ მოვიქცე, მე გითხრა თუ რაზე შევთანხმდეთ? ჩვენი სახელმწიფო რის საფუძველზე შევქმნათ მე და შენ? თუ დავხოცოთ ერთმანეთი?
მაგალითად იაგო ამბობს ბაითი სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ყველა გავყიდოთო. მე მივხედავ მაგ საქმესო და მერე ვიგულაოთო.
მოგწონს იდეა? მე რო გავყიდო ბაითი სადაც მე და შენ ვცხოვრობთ. მომცემ მინდობილობას გენერალურს?)

Posted by: J.R.R.Tolkien 3 May 2023, 01:37
mepar
სამხედრო თემაზე არ გინდა
ბიჭური მოიწვიო?

Posted by: არმეძებო 3 May 2023, 02:40
mepar

ფორუმელები მოიწვიე და კაი ნახვები გექნება,ხო ხედავ თემებიდან ვის რა განათლება და გაქანება აქვს,თორე ეს ცნობილი ტიპები გასაგებია.
ძაან აკადემიური თუ არ იქნება დაიკიდე,დაჟე უფრო საინტერესო გამოვა

Posted by: jmm75 3 May 2023, 02:53
mepar
წერთ ამას:
QUOTE
ხშირად მინახავს თვალები რომელსაც ისეთი გამაძღარი თვითკმაყოფილება აქვს რომ მას ვერაფერს ასწავლი, იმიტომ რომ მიაჩნია რომ რაც ჭირდება უკვე იცის

თავად კი საკუთარ თავზე აღმატებული ფორმით ლაპარაკობთ:
QUOTE
მთელი ცხოვრებაა განათლებაში ვმოღვაწეობ



Posted by: mepar 3 May 2023, 11:18
არმეძებო
QUOTE
თავად კი საკუთარ თავზე აღმატებული ფორმით ლაპარაკობთ:

იქვე ესეც მიწერია
QUOTE
მეორეს მხრივ განათლებულ ქართველებში მარტივია ისეთი ცოდნის აღმოჩენა რომელზე წარმოდგენა არ მქონია და მაკვირვებს გონიერება. ბევრ ჭკვიან ადამიანს ვიცნობ ჩვენებური ჭკვიანი ადამიანი რაღაცნაირად ყოველმხრივ განათლებულია და ეს სულაც არაა საბჭოური სკოლა ასე მგონია რომ ქართული კულტურული ფენომენია.


J.R.R.Tolkien
QUOTE
ბიჭური მოიწვიო?

არ ვიცნობ, კონტაქტი მომწერეთ პირადში ფეისბუქზე რომ დავუკავშირდე

zura73
QUOTE
ჰოდა მე იმის გარკვევა მინდა თუ ვიპოვით რამე საერთოს. ანუ ჩვენ როგორ ვიცხოვროთ ერთ სივრცეში ისე რომ ერთმანეთი არ შევაწუხოთ და არ გადავუაროთ?

ოკ, მგონი მიგიხვდი რასაც ითხოვ ჩემგან.
QUOTE
ანუ მე და შენ საერთო არაფერი გვაქვს. რაზე უნდა შევთანხმდეთ? შენ უნდა მითხრა როგორ მოვიქცე, მე გითხრა თუ რაზე შევთანხმდეთ? ჩვენი სახელმწიფო რის საფუძველზე შევქმნათ მე და შენ? თუ დავხოცოთ ერთმანეთი?

დავიწყოთ იქიდან რომ სულაც არაა აუცილებელი რომ მე და შენ ერთმანეთს გავუგოთ, ჩვენ შეიძლება ერთმანეთთან არ ვიმეგობროთ და დისტანცირებული ურთიერთობა გვქონდეს(ან საერთოდ არ გვქონდეს) ამაში პრობლემა არ არის, მთავარია შევთანხმდეთ საზოგადო თანაარსებობის წესებზე.

საქართველოს 30 წლიანი დამოუკიდებლობის მანძილზე მიუხედავად იმისა რომ ნორმალური ქვეყანა ვერ ავაშენეთ, ექსპერიმენტულად გამოიკვეთა ქვეყნის ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოების მთავარი საკითხები. ამ ისტორიულ პროცესში ბევრი მითოლოგიური საკითხი შემოწმდა და აღმოჩნდა რომ არაეფექტური ან არარსებული ილუზიებია, მაგრამ ამავე დროს დადასტურდა კონკრეტული მიმართულებები როგორც ეფექტური და დინამიკური.

თანამედროვე მსოფლიომ უკვე დაადასტურა ეფექტური და არაეფექტური ეკონომიკის მოდელები. ნორმალური ქვეყნისთვის საჭიროა სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა რომელიც გულისხმობს, ინსტიტუციურ მმართველობას, დემოკრატიას და ლიბერალურ ეკონომიკას (სახელმწიფოს რეგულირების მექანიზმებით საჭიროების მომენტში, ანუ ქირურგიული ჩარევა და შემდეგ გაშვება, სახელმწიფო ქმნის მხოლოდ ინფრასტრუქტურას, სამართლებრივ სისტემას, თანაცხოვრების წესებს, პირობებს და უსაფრთხოებას. ამ სერვისში ითხოვს გადასახადებს. შესაბამისად სახელმწიფოს ჩარევა სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში უნდა გამომდინარეობდეს სერვისის გაუმჯობესების მექანიზმში, მკურნალობის შემდეგ სახელმწიფო ისევ უბრუნებს დარგს თვითრეგულირებად მექანიზმს). ეს მოდელი რომ ეფექტურია დადასტურებულია უახლესი ისტორიით და წარმატებული ქვეყნის მაგალითებით.


საქართველოს ეკონომიკის ძირითადი პროფილი მოიცავს ტრანზიტულ ფუნქციას და სერვისს. სხვა დანარჩენი არის ან ქვეყნის შიდა მოხმარების მიმართულება და საჭიროებების უზრუნველყოფა.
ტრანზიტულ მიმართულებაში გასავითარებელი საპორტო გამტარუნარიანობა, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, შესაბამისი საქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარებით, ასე რომ საზღვაო პოტენციალის განვითარებაში მენტალური ცვლილებაც არის საჭირო რომ თალასოკრატიული აზროვნება განვითარდეს (რატომ არ არის მცირე გემების იახტების წარმოება? საქართველოში მდიდრებსაც არ აქვს იახტები).

ეკონომიკური უსაფრთხოების მთავარი მიმართულება არის ენერგოდამოუკიდებლობა, ასე რომ ჰიდრო რესურსების გამოყენება და ელექტროენერგიის წარმოება არის აუცილებელი პროცესი (ნამოხვან ჰესის პროტესტი და ის ველურები მთაში პოლიციაც რომ სცემეს იყო ჩვენი განვითარების წინააღმდეგ მიმართული აქცია)

მეორე მიმართულება არის სერვისი რომელშიც ვგულისხმობ ტურიზმს, სარეკრეაციო ინდუსტრიას (სამთო, საზღვაო, ისტორიული ძეგლები, ღვინის ტურიზმი) საკვები ინდუსტრია. სამივე მიმართულებამ დაადასტურა რომ დიდი პოტენციალი აქვს. ქართული სამზარეულოს როგორც ბრენდის განვითარებას გათანამედროვეობას დიდი მომავალი აქვს.

ასეთივე პროფილები გამოიკვეთა სოფლის მეურნეობაში და აქაც გამოჩნდა რომ ღვინის ინდუსტრიაზე უნდა გვქონდეს აბსოლუტურად სხვა სტრატეგია (ცოტა მაგრამ ხარისხიანი, ასევე ფინანსურად ავტონომიური დოტაციებს რომ ითხოვენ ყოველ წელს მხოლოდ იმიტომ რომ ვაზი ქართველი კაცის კულტურაა და სინამდვილეში წამგებიანი დარგია მთლიანად მეღვინეობა, ეს მარაზმი უნდა მოისპოს)

საქართველოს მომავლის უზრუნველსაყოფად უნდა განვითარდეს ინფორმაციული ტექნოლოგიები, სწორედ ეს მიმართულება იყო ბათუმის უნივერსიტეტი მაგრამ ჩააჯვეს, არადა სწორი ხედვა იყო, თანამედროვე ინფორმაციულ ეკონომიკაში თუ იქნება ინტელექტუალური რესურსი, მაშინ ფინანსების და მუშა ხელის მოზიდვა არ არის რთული, იაფი მაგრამ ეფექტური ტექნოლოგიების წარმოებისთვის (ელ მობილები, მოტოციკლები, ტელევიზორები და სხვა ასეთი ტექნიკა, მთავარია ინვესტორი, ცოდნა და საჭირო ტექნოლოგიების მოზიდვა ბრენდირება, ამ ყველაფრის საწინდარი არის ცოდნის კაპიტალის არსებობა ქვეყანაში).

ზემოთჩამოთვლილი მიმართულებები მისით ვერ განვითარდება, სწორედ აქ არის სახელმწიფოს ისტორიული მისია განსახორციელებელი რომ 30 წლის განმავლობაში გამოვლენილი წარმატებული დარგები მიიყვანოს თვითრეგულირების კონდიციამდე და შემდეგ ჩაეხსნას.

რაც შეიძლება მოკლედ ხომ ჩამოგითვალე როგორ ვხედავ საქართველოს განვითარებას, ჰოდა ალბათ შენიშნე უკვე რა აბრკოლებს მის განხორციელებას

ქართულ საზოგადოებაში გვაქვს გემაინშაფტის (სოფლის საზოგადოება) და გეზელშაფტის (ქალაქის საზოგადოება) კონფლიქტი

თუმცა გემაინშაფტში მაინც არ ვგულისხმობ საქართველოს განვითარების ხელისშემშლელ მხარეს, იმიტომ რომ სოფლის თემი თავისთავში მოიცავს ჩემთვის უძვირფასეს ფასეულობებს, როგორიცაა ისტორია, ტრადიციები, ისტორიული ძეგლები, ღირებულებები, კულტურული იდენტობის საკითხები და ა.შ.
ანუ გემაინშაფტი ძალიან ფართო ცნებაა, მაგრამ სწორედ მის წიაღშია საქართველოს განვითარების შემაფერხებელი კიბო, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ "რეაქციული კონსერვატიზმი" (ანუ იგივე "ღრუზინობა")

რეაქციული კონსერვატიზმის კვინტესენციაა თანამედროვე რეაქციული კლერიკალიზმი(ხაზს უსვამ თანამედროვე რეალობას და არა ზოგადად რელიგიას, ან რელიგიურობას) და რეტროგრადია.

კლერიკალიზმი გამომდინარეობს რეტროგრადიიდან მაგრამ რეტროგრადია კლერიკალიზმიდან არა. იმიტომ რომ რეტროგრადიის გამოხატულებაა სავოკის კულტურული პარადიგმა, რომელშიც რელიგიურობის ნატამალიც არ არის, არამედ ეს არის უკიდურესი ოპორტუნიზმი შეზელილი კონსერვატიული იდეებით რომ საკუთარ უნამუსობასთან დისონანსში არ დარჩნენ და ღრუზინობას ვითომ საპატიო მორალური გამართლება ჰქონდეს როგორიცაა __გეი ევროპა, ლიბერასტების წინააღმდეგ ბრძოლა, უნამუსო ათეისტები, ნაცები და ა.შ.

სწორედ რეტროგრადიის განსხეულებაა ქართული ოცნება, ამიტომაც არის ეს ძალა აბსოლუტურად მიუღებელი და სასწრაფოდ მოსაცილებელი, რადგან ამ პარტიის მხარდაჭერა უპიროვნოა და არ უკავშირდება პარტიას, ბიძინა ივანიშვილიც მხოლოდ რეტროგრადიის სტაბილური მმართველობის გარანტიაა თორემ მას თაყვანს ცოტა სცემს. ღრუზინული რეტროგრადიის მთავარი სურვილი საქართველოს გამოჭერაა, გამარჯვებულებად და ლუზერებად საზოგადოების დაყოფა: მერე რა რომ თავად არაფერი ესმის არც იცის არც გამოსდის, მთავარი ის არის გამარჯვებული ხოლო შენ წიგნის ჭია ლიბერალი კი ლუზერი! ამიტომაც, რაც არ უნდა დააშავოს ქართულმა ოცნებამ, გოგონას თვალი დათხაროს, რუსული კანონი მიიღოს, ატირებულ დედები ფეხებზე დაიკიდოს და ა.შ. ქართული ოცნების რეიტინგი არ დაეცემა, იმიტომ რომ, რეტროგადების და ოპორტუნისტების სტაბილურობის გარანტიას ქმნის და ამას შეეწირება ყველაფერი რაც ჩვენთვის წმინდა და ადამიანურია, რადგან გამარჯვებულებს არ უნდათ ლუზერების რიგში გადავიდნენ.

რეაქციული კლერიკალიზმის და რეტროგრადიის მთავარი პრობლემა განა იმაში მდგომარეობს რომ ისინი ქართული ოცნების მარცხის შემთხვევაში ძალაუფლებას დაკარგავენ, მათ აქვთ განცდა რომ მათ არ ეცოდინებათ რა აკეთონ წარმატებულ სახელმწიფოში!!! ამიტომაც რეტროგრადია ებრძვის ევროკავშირს, დასავლეთს, აშშ-ს იმიტომ რომ ეშინიათ საკუთარ ქვეყანაში უფუნქციოდ არ იქცნენ.

ჩემი აზრით, მათი განცდა მაინც უსაფუძვლოა, მათ არ ესმით რას ნიშნავს სამართლებრივი სახელმწიფო და ინსტიტუციური მმართველობა, რომ ეს არის შესაძლებლობები, მერე რა რომ ნინელი ჭანკვეტაძე დარჩება როლის გარეშე, მაგრად მახატია, ისტორიული პროცესისთვის მისი უმუშევრობა და პიროვნული ტრაგედია რომ ყველას ჰკიდია არ არის მნიშვნელოვანი. აქ მთავარი არის შედეგი და ამ შედეგში გაცილებით მეტი გამარჯვებული გამოიკვეთება ვიდრე დღეს არის, წმინდა მათემატიკური პროპორციით გამარჯვებულების და ლუზერების სასწორი სასიკეთოდ შეიცვლება, ლუზერები კი ყველა ფორმაციას ჰყავს.
ჰოდა ჩემი პასუხი შენს კითხვაზე როგორ ვიცხოვროთ ერთად, მარტივია, თუ შენ წარმატებული საქართველოს სქემაში თავსდები, ჩვენ თანავცხოვრობთ, შეიძლება მეგობრები ვართ, შეიძლება მტრებიც არც ეგაა პრობლემა, მაგრამ ჩვენ კერძო ცხოვრება და ამოცანები გვაქვს. მაგრამ თუ თავად წარმატებულ საქართველოში ადგილს ვერ პოულობ და ამ ფაქტის გამო უბედური ხარ, შენი პრობლემაა მე ეს არ მანაღვლებს!

Posted by: Mr_Crowley 3 May 2023, 11:48
mepar
მართლა კარგი იდეაა ბიჭური მოიწვიე და სამხედრო თემაზე კარგი დისკუსია გამოვა!!!
არ ვიცი რათქმაუნდა ტავად ბიჭური თუ დათანხმდება თუმცა ძალან საინტერესო გადაცემა გამოვა.
რა კონტაქტები გჭირდება შე კაცო აგერაა და მიერე პმ.ში

Posted by: mepar 3 May 2023, 14:05
Mr_Crowley
კარგი, მოვიფიქრებ მაგ საკითხს...

ახლო მომავალში გადაწყვტილი მაქვს საქართველოს ისტორიის ციკლის განხილვა, რას დავარქმევ ამ პროექტს ჯერ არ ვიცი მაგრამ სტუმრად მოვიწვევ მხოლოდ საუკეთესო ისტორიკოსებს... ბევრს დავითის თამარის გიორგი მეხუთის ბაგრატიონების, ტყვეთა სყიდვის, ერეკლეს, ცარიზმის ისტორია ესმის მარიკა ლორთქიფანიძის სკოლის სახელმძღვანელოს რედაქციით. ვნახოთ რა გამოვა ჯერ რეპოდენტებ მოვაგროვებ.

Posted by: Trump 3 May 2023, 14:15
დოკუმენტური ფილმების და ჟურნალისტური გამოძიების ნიშა მთლიანად ასათვისებელია
მხოლოდ რადიო თავისუფლება თუ გააკეთებს რამეს, 2-3 თვეში ერთხელ
დანარჩენი ყველას უნდა თავისი "ჭკვიანური " აზრების მოხვევა
იაგოს გადაცემა საუბარი, იქ ტელევიზიები, იქ კიბორგ მაქლაუდა, გოგი გვახარია, აუტანელი სიმსუბუქე და რავიცი გატენილია ინტერვიუს ფორმატებით.

დოკუმენტური ფილმები გამოუშვით რეჟიმის მხილებაზე
აგერ არის თემები

1. ტრანსპორტის რეფორმა - ბასლეინებში სიარული, მანქანების მხილება, შსს შKოდების მხილება
2. ინფლაცია -მომატებული ფასები, შედარებები, ძველი ჩეკების და ფასების პოვნა/შედარება
3.ღამის ხმაური, ფეირვერკები 12 ის მერე, გილოცავ საყვარელო დაბადების დღეს, პაკრიშკის დაწვა სასიმამროს სადარბაზოსთან.

რავიცი ათასი სოციალური თემაა, რომელიც აქტუალურია და საზოაგდოებას აწუხებს

Posted by: mepar 3 May 2023, 14:24
Trump
შეიძლება აქტუალურია მაგრამ მე არ შემიძლია, თუმცა მივესალმები თუ ვინმე გააკეთებს.

მიუხედავად იმისა რომ სეგმენტში კონკურენციაა, მე მაინც მგონია რომ როგორც მე ვაკეთებ ეს ათვისებული არაა, ან იქნებ მე მეჩვენება ასე, მაგრამ ჩემი სურვილი ანალიტიკაა, მე მაგალითად იაგოს მსგავსად უამრავ ნაგავს ვინც მოიწვია არ მოვიწვევდი, ვერ ვხედავ იმ ინტერვიუბში დიდ სარგებელს როგორიცაა საყურეებიან მხედრიონელთან ინტერვიუ და სხვა ხუნტის წევრებთან ჩაწერილი ბჟუტურს, იმიტომ რომ მათგან სასარგებლოს ვერაფერს ვიგებ. რაღაც ინტერვიუ იყო ისე ახსნა ბოლოვეჟის სასახლეში საბჭოთა კავშირის დაშლა რომ გამიჩნდა შეგრძნება რომ ანეკდოტს ყვებოდა, როცა ჟორას ტრიდცატპერვი ზაოდიდან ქკლინტონიც იცნობს და რომის პაპიც... ერთადერთი ინტერვიუ რომელიც მომეწონა იყო პეტრე მამრაძის დანარჩენით არც დავინტერესებულვარ (ან იქნებ ყველა არ მიხილავს). მაგას მირჩევნია ისტორიკოსთან მქონდეს ინტერვიუ ვიდრე ვუსმინო როგორ მისხამენ ტვინში ბოდვას.

Posted by: evgena 3 May 2023, 15:27
mepar
პირადში მოგწერე მოსაზრება/რეკომენდაციები

Posted by: mepar 3 May 2023, 15:53
evgena
QUOTE
პირადში მოგწერე მოსაზრება/რეკომენდაციები

დიდი მადლობა

Posted by: qitesa___ 3 May 2023, 16:03
mepar
QUOTE
ვცდილობ, ჯერ ჯერობით თავს ვაძალებ რომ ეს საქმე ვაკეთო, იმიტომ რომ, დიდი აუდიტორია ვერ ავკრიფე, მაგრამ ვიცი კარგ საქმეს ვაკეთებ

yes.gif
კარგ საქმეს აკეთებ, რეკლამა გინდა პროსტა უფრო ქმედითი.


Posted by: Mr_Crowley 3 May 2023, 21:38
mepar
QUOTE
ახლო მომავალში გადაწყვტილი მაქვს საქართველოს ისტორიის ციკლის განხილვა, რას დავარქმევ ამ პროექტს ჯერ არ ვიცი მაგრამ სტუმრად მოვიწვევ მხოლოდ საუკეთესო ისტორიკოსებს... ბევრს დავითის თამარის გიორგი მეხუთის ბაგრატიონების, ტყვეთა სყიდვის, ერეკლეს, ცარიზმის ისტორია ესმის მარიკა ლორთქიფანიძის სკოლის სახელმძღვანელოს რედაქციით. ვნახოთ რა გამოვა ჯერ რეპოდენტებ მოვაგროვებ.

კარგი იქნება ზოგადად, მაგრამ....
ჩემი აზრით უფრო აქტუალურ საკითხებზე უნდა ისაუბროთ, თუ საჭიროა ისნტორიული კონტექსტით მაგრამ უბრალოდ ისტორიაზე არა.
ძალიან მაგარი იყო შენი გადაცემა უცნობის და ჯაფარას დიალოგზე, მართლა ძალიან კარგი იყო აშშ-ს კონტექსტით!!!!! დროის ამბავშიც იდეალური იყო 20წუთზე მეტი ცოტა დამღლელია ხოლმე და თან ყველას არ აქვს დრო 1 საათი ან მეტი უსმინოს ხოლმე.

მოკლედ წარმატებები მეგობარო და რავიცი ჩემი რჩევა ეგ იქნება, რომ სამხედრო ამბავზე უკრაინა-რუსეთი-საქართველო შინაარსით გააკეთო გადაცემა. შედარებით მოკლედ 30წ. მაქს. და ვინმე კაი ექსპერტით.

Trump
შენ რასაც ამბობ ეგ შინაარსი ამ კაცის არ არის მაგას სხვა ფორმატი ჭირდება, თუმცა რათქმაუნდა აქტუალური და საჭიროა.

Posted by: mepar 3 May 2023, 23:43
Mr_Crowley
ცხადია უბრალოდ ისტორიაზე არაა, ისტორიაში კარგად ვარ გარკვეული და საინტერესო დისკუსიის აწყობა შემიძლია ნებიმისერთან, ისტორიული მითების გაქარწყლება და უფრო რეალური ისტორიის ინტერპრეტაცია მგონი კარგი იქნება.

Posted by: marinasilver 4 May 2023, 18:27
ჩემი აზრით გადაცემების დრო უნდა შეამოკლო, სტუდია გადაახალისო, საშინელი ვიზუალი აქვს, მიუხედავად იმისა რომ გადაღების ხარისხი ცუდი არაა, ცოტა იუმორი დაუმატე, სახალისო საერთიდ არაა. იმას კი არ ვამბობ რომ ამაზე ცუდი არ გვაქვს, ბევრია მაგრამ გასაუმჯობელიც ბევრი გაქვს.

Posted by: mepar 12 May 2023, 11:20
ფორუმელებო ვისაც ისტორია გაინტერესებთ მოით 13:00 საათზეა პრემიერა, კაი საუბარი გამომივიდა მიხეილ ბახტაძესთან თემაზე: ქართული ლეგიონი ვერმახტში და პოლონეთში მებრძოლი ქართველები


Posted by: marinasilver 12 May 2023, 14:14
ძალიან კარგი ინტერვიუ იყო, სურათების დამატებაც კარგი სიახლეა, მანამდე არც ერთ ისტორიულ თემაზე არ გქონია.

Posted by: ბესიკის26 12 May 2023, 14:42
mepar
წელიწადში 2 თვე მაქვს , როცა შემიძლია საათნახევრიანი პოდკასტებისთვის დრო გამოვყო...
დიდი ხანია ამბობენ რომ სრულმეტრაჟიანმა ფილმებმა თავისი თავი ამოწურა და მოკლევადიან ექშენისთვის თუ მოიცლის მაყურებელი...
თუ რათქმაუნდა ეს პროგრამა პენსიონერებზე არაა გათვლილი smile.gif
ჩემი სურვილი იქნებოდა ფორატის შემცირება 15 წუთამდე მაქსიმუმ...
მეტს არავინ გაცლის , მითუმეტეს მონოლოგებისთვის და დიალოგებისთვის -ყოველგვარი ეფექტური ვიზუალის გარეშე...
უნდა ვისწავლოთ ყველამ ლაკონურად ჩამოვაყალიბოთ სათქმელი , რომ მსმენელი არ გაიქცეს...
მერე შეიძლება პრეტენზია გამოვთქვათ აუდიტორიის სიმცირეზე...
წარმატებები!
QUOTE
კაი საუბარი გამომივიდა

ეს ფრაზა ამოაგდე ლექსიკონიდან...
ჩვენ შევაფასოთ ჯობია smile.gif

Posted by: mepar 12 May 2023, 17:23
ბესიკის26
QUOTE
ჩემი სურვილი იქნებოდა ფორატის შემცირება 15 წუთამდე მაქსიმუმ..

ვიდეო პოდკასტი სოციალური ქსელების ცალკე ჟანრია, აბსოლუტურად ყველა პოდკასტი ხანგრძლივია, იმიტომ რომ თუ გესმის ჟანრი ე.ი. კონტენტი დიდი ქრონომეტრაჟის უნდა იყოს. მიუხედავად იმისა რომ ნახვები ცოტა მაქვს, მე მაინც ვიტყოდი რომ ქართული სივრცისთვის მაინც ნორმალურია.

1. იმიტომ რომ ქართველი საშუალო ასაკის იუზერები იუთუბს ნაკლებად მოიხმარს, უფრო მეტად კონცენტრირებულია ფეისბუქზე და ტიკტოკზე (ტიკტოკზე დადებული ვიდეო ყოველგვარი გადაზიარების გარეშე ათასებზ ადის, ქვემოთ მოცემულ ვიდეოს ჩემს ფეისბუქის გვერდზე აქვს 230 ათასი ნახვა იგივე ვიდეოს იუთუბზე 4 ათასი აქვს.

2. ჩემი ვიდეოები საგანმანათლებლოა და არა გასართობი, რომ გამოვიძახო ვოლტით შაურმა და რეაქციის ვიდეო დავდო მერე კი საკუთარ თავს დავენიძლავო რომ თუ არ მომეწონა მაგიდის ქვეშ გავძვრები, დარწმუნებული ვარ ბევრი ნახვა მექნება biggrin.gif იმის თქმა მინდა რომ პრობლემა იუზერების გემოვნებაშიცაა;
3. ნახების საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი აჭარბებს შენს მიერ დასახელებულ ციფრს და ეს არის 10-20 წუთი.


QUOTE
ეს ფრაზა ამოაგდე ლექსიკონიდან...
ჩვენ შევაფასოთ ჯობია

მე ვიცი რომ კარგია, ისე არ გავასაჯაროვებ.

Posted by: ბესიკის26 12 May 2023, 18:04
mepar
პირველ რიგში უნდა გითხრა რომ "გბალეშიკობ" და მინდა გამოგივიდეს უკეთესი , სხვა შემთხვებაში უბრალოდ დავაიგნორებდი
QUOTE
ვიდეო პოდკასტი სოციალური ქსელების ცალკე ჟანრია, აბსოლუტურად ყველა პოდკასტი ხანგრძლივია, იმიტომ რომ თუ გესმის ჟანრი ე.ი. კონტენტი დიდი ქრონომეტრაჟის უნდა იყოს.

ხოდა მაგ ქრონომეტრაჟის გამო კი გაქვს შესაბამისი შედეგი , მაგარი საყურებელია 1 (ან2) კაცი 1,5 სთ smile.gif
რადიო პოდკასტებით ვისწავლე 1 უცხო ენა და კარგად ვიცი მისი ფასი , და შენი ვიდეო პოდკასტი თუ გინდა მარტო სასწავლო იყოს და არა გასართობი - მეტ აუდიტორიას ნუ ელი smile.gif
QUOTE
ქვემოთ მოცემულ ვიდეოს ჩემს ფეისბუქის გვერდზე აქვს 230 ათასი ნახვა იგივე ვიდეოს იუთუბზე 4 ათასი აქვს.

იმას მიაქციე ყურადღება , რომ ეს ვიდოე 17 წთ-იანია და ფბ-ზე ნახვების დაგროვება კი იცი როგორც ხდება- შეიხედავს მავანი -არ მოეწონება -გამოვა და იქ კი დაფიქსირდა ნახვა wink.gif
QUOTE
მე ვიცი რომ კარგია, ისე არ გავასაჯაროვებ.

კაი , მაშინ biggrin.gif
ისტორია კი იცი , მარა ერთ ამბავს შეგახსენებ: გალაქტიონთან მისულა ერთი ახალგაზრდა პოეტი და დაუჩემებია ჩემი დაწერილი ლექსი შემიფასეო...გადახედა გალაქტიონმა და -არ ვარგაო. გაწიწმატდა დამწყები პოეტი: როგორ, შენს ბოლო ლექსსაც არ სჯობიაო(კონკრეტულად ერთი სუსტი ლექსი დაუსახელა)...
იქნებ კიდეც სჯობია , მაგრამ ის გალაქტიონმა დაწერა და უკვე გარანტირებული აქვს პოპულარობა , შენს სუსტ ლექს კი არავინ წაიკითხავსო ...
ასე , რომ ჯერ პოპულარობა და მერე ვრცელი დიალოგები smile.gif
თუმცა კვესოს და გვარამიას არც წინასწარმა პოპულარობამ ვერ უშველა , როცა კორონას დროს დაიწყეს დუეტში მონოლოგ -დიალოგების სიმღერა ... დაკარგეს მაყურებელი უკანმოუბრუნებლად

Posted by: HandShake 13 May 2023, 21:30
ჩაყლევებული ქართულ ტვ სივრცეში

mepar არის ერთადერთი ბჟუტავი ნათურა

გუშწინაც უმაგრესი გადაცემა იყო 3 ჯერ ვნახე,
ბოლო 2 გადაცემა ისტორიკოსების იყო უმაგრესი up.gif

გადავაფასე ისტორია

Posted by: HandShake 13 May 2023, 22:31
ამ სიმღერის ისტორიასაც გაიგებთ
yes.gif


სსრკ და კუმუნისტების დედას შვეცი



Posted by: mepar 26 May 2023, 16:57
კვალიფიციური ანალიტიკა თუ გნებავთ იხილეთ ჩემი პოდკასტი დევი ჭანკოტაძესთან (2009-2012 წწ. საქართველოს შეიარაღებული ძალების, გაერთიანებული შტაბის უფროსი)
თემა: უკრაინა-რუსეთის ომის სტრატეგიულ-ტაქტიკური ანალიზი


HandShake
ძალიან მალე ვიწყებ ახალ პროექტს, ისტორიაში განათლებაც ღრმა მაქვს და პედაგოგიც ვარ, ასე რომ მთელი საქართველოს ისტორია უნდა ჩავშალო ქართველ მეცნიერებთან პოდკასტებით, მინდა რომ შევქმნა ბავშვებისთვის სასწავლი სალექციო მასალა, რომელსაც პოსტ პროდაქშენში დავამატებ რუქებს, სურათებს და სასარგებლო ვიდეოებს.

გადაცემის სახელწოდება მოფიქრებული მაქვს, ჯერ არ გეტყვით, დარწმუნებული ვარ ყველაზე კარგი იქნება.

Posted by: marinasilver 26 May 2023, 21:58
mepar
ვუყურე მხოლოდ ნახევარს, სამხედრო თემატიკა ისე არ მიზიდავს, მაგრამ მგონი კარგი იყო, ისტორიის კურსი გააგრძელე
QUOTE
საქართველოს ისტორია უნდა ჩავშალო ქართველ მეცნიერებთან პოდკასტებით,

ეს როდის უნდა დაიწყო?

Posted by: AmbrosiusAurelianus 26 May 2023, 22:11
10-20 წუთიანი ვიდეოებს როცა დავინახავ, ყოველთვის თავს ვარიდებ, რადგან ფიზიკურად შეუძლებელია ასე ცოტა დროში ჩაატიო და მინიმალურად მაინც ამოწურო საკითხი.

20 წუთში მხოლოდ ზედაპირული განხილვა და ზოგადი წარმოდგენის შექმნაა შესაძლებელი. ამიტომ ჩემთვის რაც მეტი იქნება ხანგრძლივობა მით უკეთესი.

ეგრე გააგრძელე თუ ბევრი მაყურებელი არ გყავს, ეგ არაფერი, საგანმანათლებლო პოდკასტები ახლა მკვიდრდება საქართველოში და ნელ-ნელა ახალგაზრდობა აითვისებს.

მოკლედ მივესალმები ნებისმიერ საგანმანათლებლო წამოწყებას, დიდ საქმეს აკეთებ და წარმატებები wink.gif

Posted by: mepar 27 May 2023, 00:02
marinasilver
ვვარაუდობ სექტემბრიდან თუმცა არც მანამდე შევიკავებ თავს სტუმრების მოწვევისგან... ვნახოთ.

AmbrosiusAurelianus
QUOTE
0-20 წუთიანი ვიდეოებს როცა დავინახავ, ყოველთვის თავს ვარიდებ, რადგან ფიზიკურად შეუძლებელია ასე ცოტა დროში ჩაატიო და მინიმალურად მაინც ამოწურო საკითხი.

გეთანხმები, სიღრმისეული ანალიზი შეუძლებელია 20 წუთიან ვიდეოში ჩაატიო.

ჩემი ინტერვიების 20 წუთი ძირითადად არის მაკრო პერსპექტივის ამოწურვა (დედუქცია) შემდეგ ჩავდივარ მიკრო საკითხებში (ინდუქცია). 20 წუთიანი ვიდეო ნიშნავს რომ მაკრო საკითხს მაყურებელს როგორც წამყვანი ესვრი 3 წუთიანი მონოლოგით და ენდობი მაყურებლის ინფორმირებულობას და გადადიხარ მიკრო საკითხზე, ანუ ინდუქციაზე.

განა შეუძლებელია, უბრალოდ უხარისხოა.

Posted by: Mr_Crowley 27 May 2023, 00:29
mepar
AmbrosiusAurelianus
ხანგრძლივობასთან დაკავშირეიბთ შეგეკამათებით, თემას გააჩნია რათქმაუნდა მაგრამ 15-20 წუთიანი ვიდეოები რომლებიც მოიცავენ საინტერესო თემემს საკმაოდ ბევრია. არ არის დამღლელი და დღევანდელ დღეს როცა არავის აქვს ბევრი დრო რთულია 1 საათი დაუთმო თემას რომელიც შენი პროფესიის ნაწილი არ არის. არ ვიცი მე პირადად მიჭირს ხოლმე 1-2 საათიანი ვიდეოების ყურება და ხშირად ვახვევ ხოლმე (განა არ შემიძლია უბრალდო დრო არ მაქვს ხოლმე). რათქმაუნდა კიდევ ერთხელ ვამბობ რომ თემას გააჩნია, თორემ 4 საათიანი ვიდეოებიც (დიალოგები) მიყურებია.
ასევე მე თუ მკითხავ ძალიან სიღრმისეულად 1 საათიც არ არის საკმარისი.



Posted by: მაოძედუნი 27 May 2023, 00:33
mepar
QUOTE
თელი საქართველოს ისტორია უნდა ჩავშალო ქართველ მეცნიერებთან პოდკასტებით

სანამ მოიწვევ ერთი კითხვა დაუსვი. დავით აღმაშენებელმა რამდენი ყივჩაღი ჩამოასახლაო. თუ გეტყვის 40 ათასი ოჯახიო, გაანებე თავი და სხვა მონახე biggrin.gif

Posted by: Mr_Crowley 27 May 2023, 00:44
მაოძედუნი
QUOTE
თუ გეტყვის 40 ათასი ოჯახიო

მაშ რამდენი?
დაიდოს სტატისტიკის დეპარტამენტის დოკუმენტები!

Posted by: mepar 28 May 2023, 12:36
Mr_Crowley
ისტორიასთან ერთად დეტალურად შესასწავლი მაქვს ისტორიკოსების შემადგენლობა რომ რაღაც სადღეგრძელოებით არ დამაბოლონ

Posted by: mepar 2 Jun 2023, 18:05
"რატომ ვართ ღარიბები" ანუ საუბრები ეკონომიკაზე მარტივად., პროფესორ ქეთევან შენგელიასთან


Posted by: J.R.R.Tolkien 2 Jun 2023, 18:22
mepar
ფილოსოფიის წიგნებს თუ გებულობ და თუ გესმის ფილოსოფიის ენა mo.gif

საინტერესო პოდკასტები გაქვს და ბიჭური მოიწვიე
jump.gif

ბიჭური
მიდი მეფარასთან
გირჩის ლამაზი გოგოებიც დაგხვდება
boli.gif

Posted by: mepar 2 Jun 2023, 19:08
J.R.R.Tolkien
დავპატიჟე მაგრამ... მოვიფიქრებო

Posted by: J.R.R.Tolkien 2 Jun 2023, 19:57
QUOTE (mepar @ 2 Jun 2023, 19:08 )
J.R.R.Tolkien
დავპატიჟე მაგრამ... მოვიფიქრებო

მართლა კარგი გადაცემა გაქვს
რამოდენიმეს ვუყურე
ახლა ვარჯიშის დროს ვუსმენდი ერთ პოდკასტს war.gif

ერთი ესაა ზედმეტად აკადემიური რეჩებია ხშირად კონკრეტულ სფეროში თუ არ არის ადამიანი ჩახედული
ვერ გაიგებს კარგად იმდენი ტერმინების რახა-რუხია

givi.gif


ასევე ვინც წუწუნებთ დროზე
30წუთში ვერ შეეხები ყველა საკითხს რაც გაინტერესებს ადამიანს, მაგრამ არსებობს გამოსავალი

დააყენეთ X2 ითუბს აქვს ეგ ფუნქცია და 1საათიან ვიდეოს 30 წუთში ნახავთ
ასე რომ, თუ გაინტერესებთ დღის განმავლობაში 4 ვიდეოს საკაიფოდ უყურებთ

old.gif


Posted by: mepar 2 Jun 2023, 21:53
J.R.R.Tolkien
რომელს მოუსმინე თან ვარჯიშის დროს biggrin.gif

ეს არის ძაან საკაიფო, ვარჯიშის დროს მეც მოვუსმენდი smile.gif


Posted by: J.R.R.Tolkien 2 Jun 2023, 22:18
QUOTE (mepar @ 2 Jun 2023, 21:53 )
J.R.R.Tolkien
რომელს მოუსმინე თან ვარჯიშის დროს biggrin.gif

ეს არის ძაან საკაიფო, ვარჯიშის დროს მეც მოვუსმენდი smile.gif


ქალი რომ გყავდა
გენდერის თემაზე
popcorn.gif

ბოლოს აურია ცოტა
რადიკალისტური ფემინისტური იდეები და მოწოდებები სხვა და რაზეც ეგ აპელირებდა სხვა რამე

განქორწინების თემაზე სწორი თქვით ორივემ

war.gif

ვნახავ სხვა ვიდეოებს, უბრალოდ სუბიექტურობას როდესაც აწვებიან კარგი იქნება შენ თუ დებატების ფორმატს მისცემ ხოლმე ზოგჯერ
აი, გამსახურდიაზე ცოტას ვუყურე და ძალიან სუბიექტური იყო სტუმარი რაც ვნახე

Posted by: pra_rezi 2 Jun 2023, 22:25
QUOTE (mepar @ 2 Jun 2023, 17:05 )
"რატომ ვართ ღარიბები" ანუ საუბრები ეკონომიკაზე მარტივად., პროფესორ ქეთევან შენგელიასთან


რატომ ვართ ღარობები? - იმიტომ რომ ბიზნესს არ აქ შემოსავალი lol.gif

ხო კაია


ოკ

იქნებ გვითხრას ქალბატონმა ქეთევანმა ,თუ რომელ ან როგორ ბიზნესს არ აქ შემოსავალი ,რომ დავეხმაროთ

დავეხმარებით ბიზნესს=ღარიბები აღარ ვიქნებით

Posted by: J.R.R.Tolkien 7 Jun 2023, 21:12
ამხელა ინტელექტუალ კაცს როგორ არ აქცეთ ყურადღებას და ამ დროს ისეთ თემებს უთმობთ დროს, სადაც ბიძინა ვს მიშას მეტი არაფერი ხდება

მოუსმინეთ ამ კაცის გადაცემებს.
საკმაოდ საინტერესო თემებით არის დახუნძლული


აბა, მეფარ ახალი რა იქნება ?


Posted by: mepar 7 Jun 2023, 22:37
J.R.R.Tolkien
ეკა კვესიტაძე მყავს სტუმრად... ვნახოთ როგორი ინტერვიუ გამომივა.

Posted by: mepar 9 Jun 2023, 17:04
შემომიერთდით პრემიერაზე ფორუმელებო, მგონი კარგი ინტერვიუ გამომივიდა:

Posted by: J.R.R.Tolkien 9 Jun 2023, 17:36
QUOTE (mepar @ 9 Jun 2023, 17:04 )
შემომიერთდით პრემიერაზე ფორუმელებო, მგონი კარგი ინტერვიუ გამომივიდა:

კარგი ქალია ისე givi.gif

ვნახოთ აბა როგორ გამოვიდა
46 წლის ყოფილა არადა 30 მეტს ვერ მისცემ war.gif

Posted by: ბეჟანბეჟანი 9 Jun 2023, 18:49
mepar
პრივეტ პრაfესორ!
გამომრჩენია ეს თემა.
ძილისპირულის ხმით რომ გვემასლაათები, შენ ხარ?
(გეხუმრები რასაკვირველია) smile.gif
შენი შეფასებით საუკეთესო სიუჟეტი ვნახე, გია-ჯაფარას დებატებისგან შთაგონებული.
შემეცნებითია, რაღაც კითხვებს აჩენს, რაღაცაში სადავოა (რაც სრულიად ნორმალურია), არტისტისტიზმიც გაქვს.
ჯამში კარგია, კარგი.
კარგი ლექტორი იქნებოდი.
ნელ-ნელა სხვა ვიდეობსაც ვნახავ.
წარმატებას გისურვებ.
გამოგიწერე.


პ.ს. პოლიტოლოგი ხარ?


Posted by: mepar 9 Jun 2023, 19:00
ბეჟანბეჟანი
უფრო პოლიტოლოგიისკენ ორიენტირებული სოციოლოგი.

Posted by: ბეჟანბეჟანი 9 Jun 2023, 19:19
mepar
QUOTE
ახლო მომავალში გადაწყვტილი მაქვს საქართველოს ისტორიის ციკლის განხილვა, რას დავარქმევ ამ პროექტს ჯერ არ ვიცი მაგრამ სტუმრად მოვიწვევ მხოლოდ საუკეთესო ისტორიკოსებ

აქ ამბობ, რომ საქართველოს ისტორიის ციკლის განხილვა გსურს. ალბათ უახლეს ისტორიას გულისხმობ. მშვენიერია.
მეორეს მხრივ, ამ თემაშივე წერ, რომ იაგო ხვიჩიას ინტერვიუებით არც კი დაინტერესებულხარ და ვიღაც საყურიანი მხედრიონის მიწვევას გერჩივნა ვინმე ისტორიკოსი მიეწვია.
ზოგადად, ისტორიკოსები ეყრდნობიან დაინტერესებული ისტორიული მონაკვეთის შემსწრეთა და თანამედროვეთა გადმოცემებს, ნაწერებს, არქივს და ა.შ. შეფასებები ორმხრივი უნდა იყოს და ასევე ნეიტრალური, მიზეზი-შედეგობრივ ჭრილში განხილული.
თუ შენ მათით არ დაინტერესდები, რა იქნება შენი როლი ისტორიის შეფასებაში. მხოლოდ კონკრეტული ისტორიკოსისთვის ტრიბუნის დათმობა?
QUOTE
უფრო პოლიტოლოგიისკენ ორიენტირებული სოციოლოგი.

სოციოლოგია სერიოზული საგანია.
მის გარეშე პოლიტიკოსები ჭურში ისხდებოდნენ.
არასწორი სოციოლოგიური კვლევა კი იმ შედეგს დებს, რაც ნაცებმა დადეს ბოლო 10 წლის განმავლობაში. smile.gif

Posted by: mepar 10 Jun 2023, 18:34
ბეჟანბეჟანი
QUOTE
უ შენ მათით არ დაინტერესდები, რა იქნება შენი როლი ისტორიის შეფასებაში. მხოლოდ კონკრეტული ისტორიკოსისთვის ტრიბუნის დათმობა?

თუ ჩემი მიზანი საზოგადოების განათლებაა, არც ესაა ცუდი შედეგი, კარგი კითხვებით, გაშალო თემა, და როგორც კვალიფიციური მასპინძელი, აიძულო ჩამოშორდეს ისტორიულ მითოლოგიებს და ისაუბროს ფაქტებით.

ხო მართლა, მხოლოდ უახლეს ისტორიას არ ვაპირებ, მინდა არქეოლოგებზეც გავიდე, პრეისტორიული და ისტორიულ (ძველი, შუა, ახალი, უახლესი) პერიოდებიც მოვიცვა, მოკლედ თქვენი დახმარებაც მჭირდება, მიმასწავლეთ პიროვნებები.


მომავალში ვგეგმავ ორ სატელევიზიო ფორმატს, ერთში სწორედ ადამიანთა და პროფესიათა გამოკითხვა მაქვს ჩაფიქრებული, მეორეში კი ისტორიკოსების პოდკასტი.

Posted by: J.R.R.Tolkien 10 Jun 2023, 19:21
ბეჟანბეჟანი
ნამეტარი ირონიული პოსტი გაქვს ჩვენი მეფარას მიმართებით

ნაცებზე უკეთესი არ გვყოლია და მაგიტომ მოსწონს ნაცები, ტიპიური ნაცი არ ჩანს ჩვენი მეფარა.

სოცილოგია ცარიელი ციფრები და კვლევა არ არის და არც ის, რაც შენ გგონია )))

სოციოლოგია უფრო კაცობრიობის ბუნებას სწავლობს, მის განვითარების ეტაპებს და ა.შ.
მჭიდრო კავშირშია ფსიქოლოგიასთან და ანთროპოლოგიასთან

რამოდენიმე თვის წინ წავიკითხე სოციოლოგიაში შესავალი თუ რაღაც ესეთი წიგნი იყო

კანტის ნაშრომები და ზოგადად ფილოსოფია უფრო საინტერესო წასაკითი აღმოჩნდა ჩემთვის
ისე, კარგი რამ არის
up.gif



Posted by: _1995_ 10 Jun 2023, 19:24
როგორ დაითანხმე, ტელევიზიონშიკები სხვაგან არ ჩნდებიან ხოლმე, იუთუბზე განსაკუთრებით.

Posted by: ბეჟანბეჟანი 10 Jun 2023, 19:46
J.R.R.Tolkien
QUOTE
სოციოლოგია უფრო კაცობრიობის ბუნებას სწავლობს, მის განვითარების ეტაპებს და ა.შ.
მჭიდრო კავშირშია ფსიქოლოგიასთან და ანთროპოლოგიასთან

ანთროპოლოგიასთანაც?
ეს არ ვიცოდი.
არა, კი ვხვდებოდი თითქოს.
ნაცლიდერები ფართოგავიანობით გამოირჩევიან: სააკაშვილი, ვაშაძე, მელია... ვანო ერთხელ მყავს ნანახი და მგონი ისიც ფართოგავიანია.
რამე კავშირშია?
QUOTE
ნამეტარი ირონიული პოსტი გაქვს

ვიტყოდი - შეხუმრებული. ისიც პირველ წინადადებაში

როცა პიროვნება სახელს, გვარს და სახეს გამოაჩენს, ელემენტარული ზრდილობა მოითხოვს მეტი პატივისცემა გამოვიჩინო (უპატივცემულობას არც აქამდე ვავლენდი). განსაკუთრებით მაშინ, როცა მე ავატარის უკან ვარ დამალული.

Posted by: J.R.R.Tolkien 10 Jun 2023, 19:50
ბეჟანბეჟანი
თემის ნამეტარი გაოფება არ მომივა იმედია და ჩვენი პროფესორი არ გვიწყენს
გურული ხომ არ ბრძანდებით ?

rolleyes.gif

Posted by: ბეჟანბეჟანი 10 Jun 2023, 19:59
J.R.R.Tolkien
QUOTE
გურული ხომ არ ბრძანდებით ?

დედით გურული ვარ. წარმოშობით რაჭველი. დაბადებულ-გაზრდილი თბილისში. მეუღლე მეგრელი. რძალი სვანი. ჯვარი დავიწერე კახეთში. smile.gif

Posted by: mepar 10 Jun 2023, 21:48
J.R.R.Tolkien
გურული ვარ მეც, დედით და მამით: biggrin.gif მარა ნამეტანი მშვიდი გურული გამოვედი. sad.gif

_1995_
QUOTE
როგორ დაითანხმე, ტელევიზიონშიკები სხვაგან არ ჩნდებიან ხოლმე, იუთუბზე განსაკუთრებით.

გაგიკვირდება და მარტივად, მივწერე და მიპასუხა, ძალიან უშუალო და ყურადღებიანი ადამიანია. სხვებსაც შევხმიანებივარ და საერთოდ არ უპასუხიათ.

Posted by: _1995_ 10 Jun 2023, 21:56
mepar
QUOTE
სხვებსაც შევხმიანებივარ და საერთოდ არ უპასუხიათ

ჰო, მაგიტო გამიკვირდა. უმეტესობას ვერ გამოიყვან "ბაბლიდან" biggrin.gif

Posted by: J.R.R.Tolkien 11 Jun 2023, 09:34
mepar
ფბ-ზე შემხვდი და გვარითი მივხვდი :დ

ბეჟანბეჟანი
ყოჩაღ )))
იმერელი და აჭარელი უნდა ნახო ვინმე და ფაქტობრივად მთელი საქართველო გეყოლება )))

ისტორიაზე გადაცემები მართლა კარგი იქნება მეფარ
ოღონდ სადღერგძელობი რომ ვიცით ისეთი არა
აი, ისეთები ჩვენს მითებს რომ დაანგრევს
ოღონდ ბუტკუჯა არ მიიწვიო
ეგ რომ იტყვის გორგასალი არ არსებობდა გამოგონილი პერსონაჟიოა
ბერძენიშვილზე უარეს დღეში ჩავარდები :დ

Posted by: fsiqopati_fsiqologi 11 Jun 2023, 10:06
QUOTE (mepar @ 2 May 2023, 23:16 )
მოკლედ მოგახსენებთ, თემა არა სპეციფიურია მაგრამ ამავე დროს მოიცავს კონკრეტულ საკითხებს, გთავაზობთ ჩემს ანალიტიკურ ვიდეოებს რომლის მიზანი მხოლოდ საზოგადოების ინფორმირება და განათლებაა.

ამავე დროს არხზე ერთი წელია ვაწარმოებ პოდკასტებს და განყის სპეციფიკიდან გამომდინარე მხოლოდ პოლიტიკურ თემატიკის ვიდეოებს დავდებ.

მივიღებ განყის მოთხოვნებს და შეთავაზებებს თუ ვინ მოვიწვიოთ:

მოკლედ მოგახსენებთ თითოეულ დისკუსიას და ანალიტიკურ ვიდეოს:


https://youtu.be/gnskIfdIPAw
ეს ვიდეო ომის 2022 წ. 25 თებერვალსაა ჩაწერილი, ანალიზის და პროგნოზის აბსოლუტური უმრავლესობა დადასტურდა
https://youtu.be/GvU6qqG60aU
მიმაჩნია რომ ესეც კარგი ვიდეო გამომივიდა და დღემდე საინტერესოა
https://youtu.be/ltU8zzWqpSg
ეს ჩემი საუკეთესო ვიდეოა, სათაურმა არ მოგატყუოთ, ვიდეოში გასაგებად ვხსნი ამერიკის საგარეო პოლიტიკის მიზნებს და ასევე ვხსნი რას ნიშნავს პოსმოდერნი და თანამედროვეობა
https://youtu.be/goitItpMb0A
ამ ვიდეოში PHD თორნიკე შურღულაიასთან განვიხილავ აშშ-ს საგარეო პოლიტიკას, მგონი საინტერესოა.
https://youtu.be/YyOvh8Q5GgI
ამ ვიდეოში PHD ზარინა ბურკაძესთან განვიხილავ დემოკრატიის მნიშვნელობას და პრობლემებს საქართველოში.
https://youtu.be/zWBhoSoSWTE
ამ ვიდეოში PHD ლელა გაფრინდაშვილთან განვიხილავ გენდერული უთანასწორობის პრობლემებს, დისკუსია მგონი საინტერესოა და განსხვავებული ისტორიული ბღავილისგან რაც ტელევიზიებშია.
https://youtu.be/zjk36osZwU0
ნიკო მიქაიასთან ერთად განვიხილავ საინტერესო საკითხს, ძირითადი აქცენტები დღესაც გამოსადეგია.
https://youtu.be/938rLtPOSZg
ეს დისკუსია მიმაჩნია რომ საუკეთესოა თუ გსურთ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიზეზები სიღრმისეული გაგება.
https://youtu.be/mhs4AW8rFDo
ყველაზე გულწრფელი და ყველაზე ნაღდი ინტერვიუ რაც ზურას ტელევიზიაში ოდესმე მიუცია, აბსოლუტურად დაცლილი პარტიული ინტერესებიდან, კაცმა დადო რაც ხდება ქვეყანაში და მორჩა!
https://youtu.be/9PB4oyFHC1o
ასევე ძალიან საინტერესო ინტერვიუ სადაც გიორგიმ ბევრ კარგ რამეზე ისაუბრა.
https://youtu.be/fiiq2eJ7XJc
ძალიან გულწრფელი და ახალგაზრდული, განხსვავებული და ანალიტიკური საუბარი ახალგაზრდა პოლიტიკოსთან, ცოტნე დაგევასებათ.
https://youtu.be/sS3WUV6R_RU
ეს ინტერვიუ არის სავალდებულოდ სანახავი, ისეთ თემებში შევიყვანე რესპოდენტი რომ თავაც არ ელოდა.
https://youtu.be/xmyvvi2rP2A
ძალიან საინტერესო ინტერვიუ ირაკლი ხვადაგიანთან ერთად
https://youtu.be/3Bd3CSvGrWI
საინტერესო ინტერვიუ გიორგი არქანიასთან ჩვენს უახლეს ისტორიაზე
https://youtu.be/cSXpJ10uTTU
ძალიან საინტერესო ინტერვიუ თეიმურაზ პაპასკირთან
https://youtu.be/Uf_LGvAy8l0
ნინოსთან ინტერვიუ ძალიან სასიამოვნო იყო, ყველაფრით მაგარია ეს გოგო დამიჯერეთ!
https://youtu.be/VNHlfN0m2F8
უმაგრესი ინტერვიუ დიმიტრი სილაქაძესთან, ახალგაზრდა ისტორიკოსი, ძალიან კარგი გამოვიდა!


ეს სრული სია არაა დანარჩენი იხილეთ ჩემს არხზე https://www.youtube.com/@VeritasForYou

რა პოლიტიკურ განათლებს აწვები, ერთ-ერთ თემაში შემოხვწდი და კახელებს დაუწყე ლანძღვა. შენი რამდენიმე ვიდეო მაქვს ნანახი და მომეწონა კიდეც, მაგრამ რა კომენტარიც შენ დაწერე, მაგის მერე ჩემს თვალში ხარ ნული.

Posted by: mepar 22 Jun 2023, 15:04
fsiqopati_fsiqologi
გააჩნია თემას, გააჩნია მოვლენას, გააჩნია მოცემულობას, მე გურულებიც გამილანძღავს "ღმერთის ტოლა კაციო" ბიძინაზე რომ თქვა გურულმა ყაზახმა აბდლობა, თავად გურული ვარ... მოკლედ არ უნდა მიიღო როგირც ფობია, იმიტომ რომ ეს საერთოდ არ მახასიათებს, აი კრიტიკა იცოცხლე! კრიტიკაც იმიტომ რომ მოყვარეს პირში ვუძრახო.

***
მეგობრებო 15:30 ზე შედგება პრემიერა ძალიან საინტერესო პოდკასტის. განიტვირთეთ პოლიტიკისგან დამეწვიეთ სამყაროზე საუბარში: ეგზოპლანეტური სიცოცხლე სამყაროში



Posted by: marinasilver 22 Jun 2023, 18:00
ძალიან მაგარი იყო, სტუმარი გასაგებად ხსნის ყველაფერს, რა საინტერესოა სამყარო, ჩვენ კი ჩვენი პრობლემები გვგონია რთული და გადაულახავი.

Posted by: Bettoro 22 Jun 2023, 18:56
mepar
გაგიხსნია თემა შენს პოდკასტებზე, კარგია up.gif up.gif

ეს მომეწონა ბოლოს რაც მოვახერხე და ვნახე


* * *
QUOTE (mepar @ 22 Jun 2023, 15:04 )

***
მეგობრებო 15:30 ზე შედგება პრემიერა ძალიან საინტერესო პოდკასტის. განიტვირთეთ პოლიტიკისგან დამეწვიეთ სამყაროზე საუბარში: ეგზოპლანეტური სიცოცხლე სამყაროში



ზაზას ლექციებს არ ვაცდენ ხოლმე old.gif

Posted by: Bettoro 23 Jun 2023, 00:47
ვუყურე ზაზასთან პოდკასტ, მაგარი იყო!



Posted by: mepar 23 Jun 2023, 01:06
Bettoro
თავადაც კმაყოფილი დარჩა, იმიტომ რომ დიალოგი გამოგვივიდა და არა ცალმხრივი ლექცია და უფრო ბუნებრივად ისაუბრა. მე ცალკე დიდი სიამოვნება მივიღე.

ეს ვიდეო ნახე, იგივე თემაზე ჩემი ლექციაა:

Posted by: Bettoro 23 Jun 2023, 13:49
QUOTE (mepar @ 23 Jun 2023, 01:06 )
Bettoro
თავადაც კმაყოფილი დარჩა, იმიტომ რომ დიალოგი გამოგვივიდა და არა ცალმხრივი ლექცია და უფრო ბუნებრივად ისაუბრა. მე ცალკე დიდი სიამოვნება მივიღე.

ეს ვიდეო ნახე, იგივე თემაზე ჩემი ლექციაა:

ვნახავ ოუცილებლად! fig.gif
----------------------------------

Posted by: ბეჟანბეჟანი 23 Jun 2023, 18:26
mepar
ვუყურე შენს ბოლო გადაცემას ზაზა ოსმანოვთან - „ეგზოპლანეტური სიცოცხლე სამყაროში".
კარგი და საინტერესო იყო, საგანმანათლებლო.

პ.ს. ადამიანი საღი აზრის გარეშე ტექნიკურ თემებზე, მათ შორის ასტრონომიაზე ვერ იმსჯელებს.
მით უფრო მიკვირს შენი თავგადაკლული ნაცობა.
სხვა გადაცემებშიც დაგაკვირდები და თუ ყველგან დაგინახე როგორც საღად მოაზროვნე, მაშინ ჩავთვლი, რომ ნაცობა იმიჯისთვის ან გამორჩენისთვის გჭირდება. wink.gif

ჰო, გადაცემის ბოლოს შეეხეთ აგრესიას, როგორც ევოლუციის და არსებობისთვის ბრძოლის ფაქტორს.
თუ ნაცების აგრესიას ამ მიზეზით ამართლებ და მიტომ ნაცობ, მაშინ შენი პოლიტიკური პოზიცია ჩემთვის გასაგები იქნება.
მოკლედ, რა პოლიტოკური მხარეც არ უნდა გეჭიროს, კარგი კაცი ხარ. up.gif

Posted by: INKVISITOR 23 Jun 2023, 18:34
ბეჟანბეჟანი
QUOTE
კარგი და საინტერესო იყო, საგანმანათლებლო.

ეჭვიც არ მეპარება ამ კაცის განათლება-ინტელექტში და კეთილ ზრახვებში, მაგრამ (თუმცა, გააჩნია მიზანს) ასეთი გადაცემები უაზრობად მიმაჩნია.
ამ გადაცემას უყურებს მოსახლეობის მაქსიმუმ 10%. ამ 10% პროცენტიდან მხოლოდ 1-2% გაიგებს და გააგრძელებს ყურებას, დანარჩენები სხვა არხზე გადართავენ.
ქვეყანაზე და ერზე თუ გული შეგტკივა, შენი მიზანი უნდა იყოს ფართო მასების განათლება, სწავლის პროპაგანდა და არა ლექციების კითხვა და
სამეცნიერო სიმპოზიუმების მოწყობა.
ეს ყველას გვეხება.








Posted by: marinasilver 23 Jun 2023, 22:42
მეც ძალიან მომეწონა საინტერესო იყო მართლაც.

Posted by: mepar 23 Jun 2023, 22:45
INKVISITOR

QUOTE
ქვეყანაზე და ერზე თუ გული შეგტკივა, შენი მიზანი უნდა იყოს ფართო მასების განათლება, სწავლის პროპაგანდა და არა ლექციების კითხვა და
სამეცნიერო სიმპოზიუმების მოწყობა.


განა ფართო მასების განათლებას არ ვცდილობ?
თუმცა მწარე სიმართლეა, ფართო მასებს ვერ ვეღირსე. ზაზა ოსმანოვს საზღვარგარეთ უფრო იცნობენ ვიდრე აქ. იუთუბზე რამოდენიმე ათეული ათასიანი ნახვის ვიდეოები აქვს ზაზასთან ჩაწერილ პოდკასტებს, კომენტარებში "მისტერ ოსმანოვს" მადლობას უხდიან, აქ კი მშობლიურ ენაზე ავალაპარაკე ეს კაცი და 287 ნახვა აქვს. პედაგოგთა 70 ათასიან ჯგუფში დავდე ლინკი და ერთი ლაიქი აქვს არც ერთი კომენტარი. ვიღაც ციცინო მასწავლებელი დაიწუწუნებს უსამართლოა პედაგოგის საკვალიფიკაციო გამოცდები, 5ათასამდე ლაიქი 2- ამდე კომენტარი. არადა სკოლაში ფიზიკა ისწავლება, სასწავლო მასალაა ბავშვებისთვის, არ აინტერესებთ sad.gif

ბავშვობას შუქი რომ არ იყო სანთლის შუქზე საკუთარ ჩრდილს ვეთამაშებოდი, ზოგჯერ კუნგ ფუს ილეთებს ვაკეთებდი იმიტომ რომ ჩინური თრეში მოდაში იყო... ისეთი შეგრძნება მაქვს რომ იგივეს ვაკეთებ.

Posted by: INKVISITOR 24 Jun 2023, 00:21
mepar
ჯერ ის უნდა გითხრა, რომ შენი მტერი არ ვარ. პატივს ვცემ შენს ცოდნასაც, შემართებასაც და გარკვეულწილად - შეხედულებებსაც.
ამიტომ, ჩემი ნათქვამი დაცინვად არ მიიღო, ერთგვარი გულისტკივილია.
გული მტკივა როგორც შენზე, რადგან ჭკვიანი კაცი ხარ, ძალიან კარგ საქმეს აკეთებ, მაგრამ საბოლოო ჯამში სიზიფეს შრომა გამოდის.
გული შემტკივა ხალხზეც, რომ მისი საშუალო დონე ისა დაეცა, რომ მსგავსი გადაცემები ან არ აინტერესებს, ან განვითარების დონე არ ჰყოფნის, რომ გაიგოს.

QUOTE
განა ფართო მასების განათლებას არ ვცდილობ?

მესმის, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ პოტენციური მსმენელის დონეს სწორად ვერ აფასებ.
შენ ცდილობ ციცო დეიდას და ჯემალი ძიას, ანუ თურქული სერიალების და ვინმე მამაო ჯუმბერის "ქადაგებების" კლიენტებს,
ფარდობითობის თეორიაზე ელეპარაკო და თან ესენი ნილს ბორები გგონია, და არა ისინი, ვინც სინამდვილეში არიან.
ეგ პირველი პრობლემა.
მეორე პრობლემა იმაშია, რომ კარგი ლექტორი ხარ, მაგრამ ცუდი "ორატორი".
ამიტომ, ცოტა სამსახიობო ხელოვნებასაც უნდა დაეუფლო და ორატორის ქარიზმაც უნდა დაამუშავო.

ასეთია ჩემი პირადი აზრი. შეიძლება ღრმად ვცდები.










Posted by: ბეჟანბეჟანი 24 Jun 2023, 10:15
INKVISITOR
ვერ ვხვდები რას უწუნებ საგანმანათლებლო გადაცემებს, რომლებიც ციცო დეიდებისთვის და ჯუმბერი ბიძიებისთვის კი არა, ახალგაზრდობისთვის უფრო არის განკუთვნილი.
რა თქმა უნდა, უმეტესობა კოსმოსური ჰიპოტეზებზე უკეთ ხაბეიშვილს გაუგებს, მაგრამ თუნდაც ნახევარი % რომ დაინტერესდეს სამყაროს მოწყობით სამოყვარულო დონეზე, საერთო ჯამში პოლიტიკის აღქმა გაუადვილდებათ. რელიგიისაც, სხვათა შორის.
ზემო პოსტში შემთხვევით არ მიხსენებია „საღი აზრი". ეს არის ის, რაც კოლექტიურ ქართველებს გვაკლია და არაპრაგმატულებს გვხდის.
რაც დღეს მაშინებს, სწირედ ისაა, რომ შანსი, რომელიც იმედია მოგვეცემა უახლოეს თვეებში, ურთიერთბრძოლაში არ გავატანოთ ქარს, როგორც ეს ვქენით 90-იანების დასაწყისში.

ეკლესიასტესგან განსხვავებით, რომელიც გვამცნობს, რომ "არაფერია ქვეყნად ახალი და ყველაფერი მეორდება", სამყაროს აგებულობა გვეუბნება, რომ „რაც არის ახლა, ის არც ადრე ყოფილა და არც მომავალში იქნება". დრო დაუბრუნებელია. ყველაფერი, რასაც ვხედავთ და რასაც ვერა, ჯერ იბადება, მერე იცვლება, ბერდება და ბოლოს კვდება.

ამიტომ, ჩემო კარგებო, ბედნიერება ვეძებოთ აქ და ახლა და არა სადღაც სიკვდილის შემდეგ ცხოვრებაში თუ ევროკავშირში - რომლის წევრი აუცილებლად უნდა გავხდეთ, მაგრამ მანამდე საკუთარი თავის გვემას თავი უნდა გავანებოთ.

Posted by: INKVISITOR 24 Jun 2023, 12:46
ბეჟანბეჟანი
QUOTE
ვერ ვხვდები რას უწუნებ საგანმანათლებლო გადაცემებს, რომლებიც ციცო დეიდებისთვის და ჯუმბერი ბიძიებისთვის კი არა, ახალგაზრდობისთვის უფრო არის განკუთვნილი.

ხომ დავწერე, იმას ვუწუნებ, რომ შესვლის ზღვარი საკმაოდ მაღალია და უამრავი ადამიანი, რომლისკენაც უნდა იყოს მიმართული ეგ საქმე,
ძალაუნებურად იფილტრება.
QUOTE
რა თქმა უნდა, უმეტესობა კოსმოსური ჰიპოტეზებზე უკეთ ხაბეიშვილს გაუგებს,

ჰოდა მარტივად რომ ვთქვათ, შენი მიზანი ის უნდა იყოს, რომ ხაბეიშვილის ენით კოსმოსური ჰიპოთეზა ახსნა და თან ისე, რომ შემდგომი საფეხურებისთვისაც
ინტერესი გაუჩინო.
QUOTE
ზემო პოსტში შემთხვევით არ მიხსენებია „საღი აზრი". ეს არის ის, რაც კოლექტიურ ქართველებს გვაკლია და არაპრაგმატულებს გვხდის.

სავსებით გეთანხმები.
QUOTE
ამიტომ, ჩემო კარგებო, ბედნიერება ვეძებოთ აქ და ახლა და არა სადღაც სიკვდილის შემდეგ ცხოვრებაში თუ ევროკავშირში - რომლის წევრი აუცილებლად უნდა გავხდეთ, მაგრამ მანამდე საკუთარი თავის გვემას თავი უნდა გავანებოთ.

ეგ ხომ ცალკე კატასტროფაა.
ერს ვირივით ჩამოუკიდეს სტაფილო ცხვირწინ. ამანაც დაივიწყა ყველაფერი და მხოლოდ ამ სტაფილოზე ფიქრობს. თან, ეს სტაფილო ერთი კი არ არის, რამდენიმეა.
მეტსაც გეტყვი: ერთ-ერთი სტაფილო - ტერიტორიებია. რა თქმა უნდა, მათი დაბრუნება სწორი მიზანია, მაგრამ ეგ მიზანი არ უნდა იყოს უმთავრესი.
უმთავრესი მიზანი უნდა იყოს მენტალიტეტის შეცვლა. მანამ ეგ არ მოხდება, ნებისმიერი სხვა მიზნის მიღწევა შეუძლებელი იქნება.
შენს მიერ ხსენებული და წინა აბზაცში აღნიშნული „საღი აზრის" უქონლობაც ამ მახინჯი მენტალიტეტის ბრალია.




Posted by: mepar 26 Jun 2023, 11:17
პრიგოჟინის ამბოხზე ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მობრძანდით yes.gif

Posted by: barcxana1 26 Jun 2023, 11:31
QUOTE (mepar @ 22 Jun 2023, 15:04 )
[. განიტვირთეთ პოლიტიკისგან დამეწვიეთ სამყაროზე საუბარში: ეგზოპლანეტური სიცოცხლე სამყაროში



თქვენ ისეთი გვარის მატარებელი ხართ , რომ ყველაფერზე დაგეწვევით თქვენს დაძახებაზე , პურმარილზეც კი .

Posted by: ბეჟანბეჟანი 26 Jun 2023, 11:39
mepar
QUOTE
პრიგოჟინის ამბოხზე ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მობრძანდით

ლინკი დადე რა, ან პირადში ჩამივდე. ვერ ვხსნი. რაღაც აურია ჩემმა ტელეფონმა.
user posted image

Posted by: mepar 26 Jun 2023, 12:52
ბეჟანბეჟანი
კი ბატონო https://youtu.be/lj6h7Dt6r9M

barcxana1
QUOTE
ყველაფერზე დაგეწვევით თქვენს დაძახებაზე , პურმარილზეც კი

love.gif

Posted by: Trump 26 Jun 2023, 13:00
mepar


განაწყენებებული თინეიჯერი იუთუბერივით ნუ აცხობ პოსტებსsmile.gif)
ბევრი რო დახარჯა, კონტენტი დადო და მთელს სამყაროს რომ ლანძრავს არ მიყურებენო, არ მალაიქებენ და მაშეარებენო


თუ ხარისხიან კონტენტს დააგდებ აუდიტორია "ნალექ-ნალექა" მოვა

Posted by: ბეჟანბეჟანი 26 Jun 2023, 15:21
mepar
რატომღაც გვიყვარს ხოლმე საკითხების გართულება.
სინამდვილეში პოლიტიკური მიზნები ბევრად უფრო მარტივი და ნათელია, ვიდრე გლეხებს შორის სამეზობლო დავები.
ნიღბავენ მხოლოდ მიზნისკენ სავალ გზებს.
საკუთარი კერძო ჯარით გაბრუებული პრიგოჟინის მიზანი ძალიან უბრალო და მარტივი იყო. თანამოაზრეებთან ერთად უნდა მოეხდინა სამხედრო გადატრიალება. ჯარის მოსკოვისკენ დაძვრის პარალელურად კრემლში ვიღაცას პუტინი უნდა დაეპატიმრებინა. იმ „ვიღაცამ" ან ჩაისვარა, ან გაყიდა პრიგოჟინი.
ლუკაშენკომ სწორედ ეს გაუიასნა, დაარწმუნა, რომ შანსი არ ქონდა და მშვიდობიანად დაიშალნენ. სულ ეს იყო.
არასრული პარალელები შეიძლება გავავლოთ
კიტოვანთან,.. განსხვავება ისაა, რომ ჩვენმა (მე მაგის დედას რომ შევთხარე) წარმატებით დაასრულა ამბოხი.

სხვა საქმეა და სამსჯელოა, რატომ გადაწყვიტა პრიგოჟინმა ჯანყი.
გისმენთ smile.gif

Posted by: marinasilver 26 Jun 2023, 20:48
QUOTE (mepar @ 26 Jun 2023, 11:17 )
პრიგოჟინის ამბოხზე ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მობრძანდით yes.gif

Კარგი ანალიზი იყო, ბოლო ხუმრობა კი ბასრი!

Posted by: mepar 27 Jun 2023, 13:35
Trump
ალბათ გვერდიდან ასე ჩანს მაგრამ სასოწარკვეთილი წუწუნი არასდროს მიკადრებია. ეგ თემაც ირიბი მაყურებლის მოზიდვის ხერხი იყო, თუმცა უშედეგო.

Posted by: Digital_Bleeding 27 Jun 2023, 14:34
mepar
ვუყურებ შენ გადაცემებს და მეტწილად მომწონს, რასაც აკეთებ ცალსახად კარგია და სხვა თუ არაფერი, მინიმუმ აანალიზებ საკითხებს და გამოსავლებს ეძებ რაც უკვე იმაზე მეტია რასაც ბევრი სხვა აკეთებს.

მიაწექი მოკლედ და დაიტოვე ესეთი მიუკერძოებელი მიდგომა, ზედმეტად არ მისცე უფლება რეაქციის/საბების ნაკლებობას რომ ენთუზიაზმი დაგიკარგოს და ნელნელა მოვა ხალხიც აუცილებლად. ბოლოს და ბოლოს ამ გადაცემებს ხომ პირველ რიგში საკუთარი თავისათვის უნდა აკეთებდე იმიტომ რომ ბევრისაგან განსხვავებით ჩუმად ჯდომა არ შეგიძლია და გინდა რომ შენი ხმა სხვებს მიაწვდინო, ხოდა არ დაკარგო ეგ მიზანი.

Posted by: robin 27 Jun 2023, 14:42
მაგრათ ჩაისვარა პუტლერმა გაიქცა დაuser posted image
5 თვიმფრინავი გააგზავნა ლუკაშასთან მაგ დღეს ჯარი უნდა მიეშველებინა თავისის ნდობა აღარ ჰქონდა მთელი დღე უქმათ იდგნენ თვიმფრინავები და როდესაც ყველაფერი ჩაწყნარდა ისევ ცარიელი უკან გამოფრინდნენ

Posted by: mepar 27 Jun 2023, 19:11
Digital_Bleeding
love.gif ჯიგარი ხარ
robin
QUOTE
5 თვიმფრინავი გააგზავნა ლუკაშასთან მაგ დღეს ჯარი უნდა მიეშველებინა თავისის ნდობა აღარ ჰქონდა მთელი დღე უქმათ იდგნენ თვიმფრინავები და როდესაც ყველაფერი ჩაწყნარდა ისევ ცარიელი უკან გამოფრინდნენ

რუსეთუმეების მთავარი "კონტრ არგუმენტი" ეგაა ვითომ მოვიგონეთ რომ არ აფრენილა, არადა იმდენმა სანდო წყარომ თქვა რომ მე მჯერა, ნებისმიერ შემთხვევაში მინდა რომ დავიჯერო!

Posted by: furuckssia 28 Jun 2023, 12:15
QUOTE (b)
mepar[/b]
დიდი ბოდიშის მოხდით, ვცადე ერთი ორი შენი პოდკასტი. არაფერი არ მომცა საერთოდ. მაპატიე


სადღაც შუაში, 2 წუთამდე მოვისმინე, ისეთ ინფორმაციას იძლევი რასაც ხალხი ლაივში ისმენდა და ფორუმზე გადაღეჭილი ჰქონდა.
ინფორმაცია უნდა გაცხრილო, ილაპარაკე რაც შეიძლება მოკლედ და აქცენტი გაამახვილე ისეთ ინფორმაციაზე რაც ცნობილი არაა, ანალიტიკაც სცადე.

Posted by: mepar 28 Jun 2023, 17:14
furuckssia
why.gif
თუ გინდა რომ ცუდი დაინახო, ყვლეგან დაინახავ. გვირაბისებურად ნუ ხედავ, არის მაყურებელი ვისაც კონტექსტი სჭირდება სანამ ანალიტიკას მოისმენს, ამასთან კონტექსტი მხოლოდ ზედაპირულად ვახსენე.
QUOTE
სადღაც შუაში, 2 წუთამდე მოვისმინე

აი ამას რომ მიწერ და მერე ამას
QUOTE
ანალიტიკაც სცადე.

როგორ უნდა გავითვალისწინო შენი შენივნა? facepalm.gif

Posted by: mepar 8 Jul 2023, 15:31
ჩემი ძველი ვიდეოა მაგრამ აქტუალური როგორც არასდროს:
ვიდეოში ვსაუბრობ სამ გავრცელებულ სტერეოტიპზე:
1. ლგბტ პრაიდი ეს არის გარყვნილების პროპაგანდა;
2. პრაიდი იმოქმედებს საზოგადოების ზნეობრივ ცხოვრებაზე;
3. პრაიდი გაზრდის ლგბტ თემის რაოდენობას.

Posted by: fsiqopati_fsiqologi 8 Jul 2023, 17:43
QUOTE (Trump @ 26 Jun 2023, 13:00 )
mepar


განაწყენებებული თინეიჯერი  იუთუბერივით  ნუ აცხობ პოსტებსsmile.gif)
ბევრი რო დახარჯა, კონტენტი დადო და  მთელს სამყაროს რომ ლანძრავს არ მიყურებენო, არ მალაიქებენ და მაშეარებენო


თუ ხარისხიან  კონტენტს დააგდებ აუდიტორია  "ნალექ-ნალექა"  მოვა

ლუზერი ხარისხიან კონტენტს ვერ დადებს

Posted by: mepar 8 Jul 2023, 18:10
fsiqopati_fsiqologi
შენისთანებისთვის არ ვქმნი კონტენტს ვისაც კრიტიკული აზრი, პრობლემათა გააზრება და მწარე სიმართლის დანახვა არ უნდა, არის იუთუბზე გურმანის ეკალი, ჰანგრიმენი და სხვა გასართობი არხები, განა ცუდია, ისიც საჭიროა, მეც ვუყურებ, ურალოდ ჩემს თემას არ გაეკარო.

Posted by: fsiqopati_fsiqologi 8 Jul 2023, 18:15
QUOTE (mepar @ 8 Jul 2023, 18:10 )
fsiqopati_fsiqologi
შენისთანებისთვის არ ვქმნი კონტენტს ვისაც კრიტიკული აზრი, პრობლემათა გააზრება  და მწარე სიმართლის დანახა არ უნდა, არის იუთუბზე გურმანის ეკალი, ჰანგრიმენი და სხვა გასართობი არხები, განა ცუდია ისიც საჭიროა, მეც ვუყურებ, ურალოდ ჩემს თემას არ გაეკარო.

შენი აზრით უფლება გაქვს მთლიან რეგიონებს აყენო შეურაცხყოფა და საკუთარ თავზე სიმართლე ვერ აგიტანია. რაღაც ძაან აგრესიული ხარ, იაფიასიან ალკოჰოლს ხოარ ეძალები, თუ რას მივაწეროთ შენი აგრესიულობა?

Posted by: mepar 8 Jul 2023, 18:18
fsiqopati_fsiqologi
ანალიტიკაა, პოსტების რაოდენობით ვხვდები რომ ახალი ხარ (თუ ვინმეს ალტერი არ ხარ), ფორუმი ანალიტიკური პლატფორმაა, თემა კი ეხებოდა რეგიონის პოლიტიკურ კულტურას, შენ რომ გესმოდეს ტექსტის სპეციფიკა, ძვირფასი პოსტი იყო და დებატებში უნდა ამყოლოდი.

რაც შენ დაწერე და ანლოგიური დაწერე ამ თემაშიც ( https://forum.ge/?showtopic=35266952&f=&st=15&#entry60533946 )

ეს არგუმენტი არაა, ზუსტად ამიტომ დავხურე თემაც.

Posted by: fsiqopati_fsiqologi 8 Jul 2023, 18:25
QUOTE (mepar @ 8 Jul 2023, 18:18 )
fsiqopati_fsiqologi
ანალიტიკაა, პოსტების რაოდენობით ვხვდები ტომ ახალი ხარ (თუ ვინმრს ალტერი არ ხარ), ფორუმი ანალიტოკური პლატფორმაა, თემა.კი ეხებოდა რეგიონის პოლიტიკურ კულტურას, შენ როკ გესმოდრს ტექსტის სპეციფიკა, ძვირფასი პოსტი იყო და დებატებში უნდა ამყოლოდი.

ერთი მთლიანი თემა გავავსე შსს სტატისტიკით, რითაც დასტურდება რომ კახეთში იმაზე მეტი დანაშაილი არ ხდება ვიდრე სხვა რეგიონებში. შემოდიხარ და მტკიცებით ფორმაში აცხადებ, რომ კახეთში ყველაზე მეტი დანაშაული ხდება, თან არანაირ წყაროს არ ურთავ. ამის მერე რაზე უნდა გელაპარაკო. პირდაპირ გეუბნები, რომ გამოძრავებს საკუთარი არასრულფასოვნების კომპლექსი და დიახ ლუზერი ხარ.

Posted by: mepar 30 Sep 2023, 16:54
აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოება და დაზვერვა, პლიუს ჩვენი ბედოვლათი უშიშროების სამსახურის ანალიზი

Posted by: marinasilver 1 Oct 2023, 13:11
mepar
კარგი იყო, მაგრამ ბევრი სპეციფიური ტერმინი გამოიყენეთ , გაზეტვა რას ნუშნავს?

Posted by: ბეჟანბეჟანი 7 Oct 2023, 23:32
ვნახოთ, არ დავიზაროთ.

https://youtu.be/xTMKHNNafns?si=ZcxzW_Z8MSpJQQCw

Posted by: mepar 9 Oct 2023, 20:17
ბეჟანბეჟანი
დიდი მადლობა, რომ დადე. ფორუმზე ვიდეოს დადების ფორმატი შეიცვალა მეგობრებო, მეც გამიჭირდა დადება მთლიანი ბმული უნდა ჩასვათ



Posted by: mepar 14 Oct 2023, 14:08
იხილეთ ახალგაზრდა პერსპექტიული კინორეჟისორთან დისკუსია კინემატოგრაფიის და ქართული ფილმის შესახებ. დისკუსიის ფარგლებში შევეხეთ ქართული ხელოვნების ცენზურის მცდელობის პრობლემასაც

Posted by: mepar 27 Oct 2023, 15:56
პოდკასტი მამუკასთან


Posted by: marinasilver 27 Oct 2023, 17:42
mepar

ისე საინვესტიოციო ფონდი რომ არსებობდეს, ხალხი ბიტკოინების და ტოტალიზატორების მაგივრად ბირჟაზე ითამაშებდნენ ბევრად სასარგებლო საქმიანობაც იქნებოდა და მეტი მოგებაც, წაგებაც ცხადია მაგრამ კაზინოს ხომ ჯობია?!

Posted by: mepar 27 Oct 2023, 20:39
marinasilver
მეც საინტერესოდ მეჩვენა ეს ხედვა. კმაყოფილი ვარ მამუკასთან დისკუსიით.

Posted by: mepar 3 Nov 2023, 18:03
ისრაელს პალესტინის ომი, აუცილებლად იხილეთ


Posted by: marinasilver 3 Nov 2023, 20:22
mepar
ძალიან მაგარი იყო, როგორც ყოველთვის ასევე როგორც ყოველთვის უსამართლო უყურადღებობა, ნახვები ძალიან ცოტა აქვს.

Posted by: mepar 10 Nov 2023, 13:06
საქართველოს საგარეო პოლიტიკა, სტუმარი სერგი კაპანაძე

Posted by: mepar 24 Nov 2023, 15:36
ინტერვიუში ხატიასთან ერთად განვიხილე ქართული პოლიტიკის გენდერული ასპექტი, საინტერესოა რა დაბრკოლებები და შესაძლებლობებია ქალისთვის ქართულ პოლიტიკაში. იხილეთ პოდკასტი.

Posted by: J.R.R.Tolkien 24 Nov 2023, 15:56
QUOTE (mepar @ 24 Nov 2023, 15:36 )
ინტერვიუში ხატიასთან ერთად განვიხილე ქართული პოლიტიკის გენდერული ასპექტი, საინტერესოა რა დაბრკოლებები და შესაძლებლობებია ქალისთვის ქართულ პოლიტიკაში. იხილეთ პოდკასტი.
[YOUTUBE]TF69G9d1h30?si=pnUfze7baSmPCkwj[/YOUTUBE]

ვაა, პროფესორ ისე მიიწევ წინ
მალე მიშასთან ჩაწერ გადაცემას war.gif


მაგრად მევასება ხატია, ოღონდ როგორც ქალი user.gif


ისრაელზე კარგი გადაცემა გქონდა

სერგო არ მინახავს

Posted by: mepar 24 Nov 2023, 18:23
თუ გამოვა ჩავწერ, უნდა აწყობდა კიდეც, სხვაგან არც კონცეპტუალური კითხვები გამოსდით და მოსმენაც.

Posted by: mepar 7 Dec 2023, 21:24
იხილეთ ჩემი ორი ახალი ვიდეო



Posted by: dega 7 Dec 2023, 21:46
mepar
როკმა რაფერ უნდა გაგაბრაზოს?
biggrin.gif

Posted by: mepar 7 Dec 2023, 23:15
dega
როის გავბრაზდი როკზე, მერე?

Posted by: dega 7 Dec 2023, 23:46
mepar
ჩართოლანს ეუბნები ხო შეიძლება გაგაბრაზოსო...
კიდე კაი იმან გითხრა არაო

Posted by: mepar 9 Dec 2023, 18:57
dega
ააჰ biggrin.gif


მეგობრებო წინა ვერსია გავაპრივატე და ვერ იხილავთ, ხელახლა ავტვირთ ფაქტობრივი შემოცდომა მომივიდა და იმიტომ.

Posted by: mepar 28 Dec 2023, 11:30
გილოცავთ დამდეგ ახალ 2024 წელს! გთავაზობთ 2023 წლის საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების შემაჯამებელ პოდკასტს გია ნოდიასთან ერთად;

განხილული თემები: 7-8 მარტის აქციები; პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება ნატოს სამიტზე; ხელისუფლების დეზინფორმაციული კამპანია საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ(გლობალური ომის პარტია, ევროპას საქართველოს ომში ჩათრევა სურს და ა.შ); კანდიდატის სტატუსის მიღება; ოპოზიციაში არსებული კონფლიქტი და მრავალი სხვა...

Posted by: mepar 19 Jan 2024, 16:18
შემომიერთდით პრემიერაზე, უაღრესად საინტერესო და საჭირო დისკუსია აქტუალურ თემაზე რომან აფაქიძესთან ერთად:


Posted by: dega 19 Jan 2024, 17:47
QUOTE
რომან აფაქიძესთან ერთად:


თქვენ კი გკიდიათ,
მაგრამ, აბა, ახლა მე მკითხეთ
როგორ გამიტყდა
ობ ოდენსემ
რომ ვერ მოიგო!

არადა 300 ლარს ვიგებდი!

რომან აფაქიძე

Posted by: mepar 19 Jan 2024, 17:59
dega
სიმართლე გითხრა ვერ მივხვდი რა დაწერე.

Posted by: mepar 27 Jan 2024, 21:30
ვისაუბროთ ისევ ვარსკვლავებზე, სხვა ცივილიზაციების არსებობაზე და შესაძლებლობაზე რომ მათ აღმოაჩინონ დედამიწა!

Posted by: mepar 2 Feb 2024, 19:07
დამეწვიეთ პრემიერაზე

Posted by: mepar 9 Feb 2024, 17:59
წარმოგიდგენთ ფილოსოფოსს გიორგი მაისურაძეს: ინტერვიუში გავაანალიზეთ ტოტალიტარიზმის წარმოშობის მიზეზები, შედეგები, მორჩილებითი კულტურის განვითარების ფაქტორები, ჰანა არენდის ტოტალიტარიზმის თეორია, თანამედროვე ავტორიტარიზმი, ქართულ ავტორიტარიზმი, ქენსელ კულტურა, ლიბერალიზმის კრიზისი.


Posted by: mepar 23 Feb 2024, 18:58
წარმოგიდგენთ პათანატომ დეა ყოლბაიას. ინტერვიუში გავაანალიზეთ ცნობიერების ფუნქციონირების მექანიზმი; როგორ მუშაობს შემეცნებითი პროცესი და რა გავლენა აქვს გენეტიკურ და ჯგუფურ ზემოქმედებას (სოციალიზაციას) პიროვნების ჩამოყალიბების შედეგზე.

Posted by: mepar 4 Mar 2024, 18:54
რა გამოიწვია პუტჩი ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ?

Posted by: mepar 8 Mar 2024, 18:59
გამომდინარე ფაქტიდან რომ ბოლო დროს პრაქტიკულად ყველა მხრიდან სიბრიყვე, სისულელე და ირაციონალური ქცევა გვახვევია, გადაწყვტილი მაქვს საკითხი კომპლექსურად შევისწავლო თქვენთან ერთად. ასე რომ, ამ თემას განვიხილავ, ფსიქოლოგიურ, პოლიტიკურ, სოციოლოგიურ, და ფილოსოფიურ დონეზე.

ამჯერად ეს არის პირველი სერია


Posted by: mepar 11 Mar 2024, 19:08
იხილეთ დენი ვილნევის ფილმის დიუნის მეორე ნაწილის განხილვაზე

Posted by: mepar 28 Mar 2024, 20:33
ტყეთა სყიდვის დამპალი გენის რენესანსი, ჩვილი ბავშვებით ვაჭრობა საქართველოში

Posted by: J.R.R.Tolkien 28 Mar 2024, 23:46
მიშასთან რატომ არ სწერ პოდკასტს?
მიმართე კავშირებით პროფესორ

ლევან ბერძენიშვილი გაჩითე ერთხელ
alk.gif

Posted by: mepar 29 Mar 2024, 11:58
J.R.R.Tolkien
ლევანის მოწვევის შანსი დიდია, სააკაშვილი როგორ? ის იქ არის მე აქა ვარ, შუაში არის ხიდი დიდი biggrin.gif


სიმართლე გითხრა ბოლო დროს პოლიტიკოსებზე მეტად ფილოსოფოსებთან საუბარის პერპექტივა უფრო მომწონს. ნახვების რაოდენობაზე გამოიდევნებას შევეშვი, მივხვდი რომ პოპულარული იმ სქემით რაც მე ავირჩიე ვერ ვიქნები.

ასევე უარს ვამბობ არა საინტერესო სტუმრებზე მოწვევას, იმიტომ რომ ნახვები არ აქვს და ტყუილად ვშრომობ.

Posted by: mepar 14 Apr 2024, 18:38
ეს გახლავთ განსაკუთრებული პოდკასტი, სტუმარი უაღრესად კვალიფიციური და საინტერესოა. თამაზ თოხაძე გახლავთ ფილოსოფიის დოქტორი და მრავალი პუბლიკაციის ავტორი. გარწმუნებთ შეგიყვარდებათ ეს ახალგაზრდა მეცნიერი.

Posted by: Interman 14 Apr 2024, 18:59
mepar

ლევან რამიშვილი მიიწვიე, საინტერესო იქნება.

Posted by: mepar 14 Apr 2024, 19:14
Interman
რა თემაზე მოვიწვიო?

Posted by: mepar 27 Apr 2024, 20:14
ეს წუთია დავდე: "პოდკასტი სალომე სამადაშვილთან: გენდერული კვოტირება, რუსული კანონი, ოფშორების კანონი და სხვა";


Posted by: mepar 3 May 2024, 19:19
ჯენზი რუსული კანონის წინააღმდეგ



Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)