დრაკონი მითიური და ლეგენდარული ქმნილებაა. ის იღბალისა და ძლიერების სიმბოლოს წარმოადგენს. აღმოსავლური დრაკონი ღვთაებრივი, კეთილი ქმნილებაა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო იმ ბოროტ მონსტრთან, რომლის მოკვლაც დასავლეთში უნდოდათ. აღმოსავლურ ფილოსოფიაში დრაკონი განიხილება, როგორც კარგი ბედისა და ავტორიტეტის სიმბოლო. ამიტომაც დრაკონის წელს დაბადებულ ადამიანებს დიდ პატივს ცემენ.
დრაკონის წელი
დრაკონის წელი მოდის კურდღლის წლის შემდეგ და 12 წელიწადში ერთხელ მეორდება. რადგან ჩინური ახალი წელი ყოველთვის ცვალებადია, აუცილებელია ზუსტად განისაზღვროს თარიღი თუ როდის იწყება დრაკონის წელი.
დრაკონის ნიშანი
მთავარი ასპექტი, რაც ამ ზოდიაქოს ახასიათებს არის თავისუფლების სიყვარული. გეგმებით ცხოვრება „დრაკონისთვის" წყევლაა. წესები და რეგულაცია სხვა ხალხისთვისაა გამოგონილი. შეზღუდვები კლავს „დრაკონის" კრეატიულობას, ამიტომაც აუცილებელია, რომ ისინი იყვნენ დამოუკიდებლები და თავისუფალნი. დრაკონი ლამაზი, ფერადი და კაშკაშა არსებაა. ენერგიული და ექსტროვერტი „დრაკონი" დაუმორჩილებელია. ყველაფერს, რასაც ის აკეთებს გამორჩეულია - იდეები, მდიდრული ჟესტები, დიდი ამბიციები. თუმცა მათი მსგავსი ქცევა ბუნებრივია და ისინი საზოგადოებისთვის არ იყენებენ მათ. რადგანაც ისინი დარწმუნებულები არიან საკუთარ თავში და არ ეშინიათ გამოწვევების, ხშირად აღწევენ წარმატებას ცხოვრებაში. თუმცა ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანმა კარგად უნდა იცოდეს თავისი ბუნება. ძალიან ბევრმა ენთუზიაზმმა შეიძლება ის დაღლილი და დაუკმაყოფილებელი დატოვოს. მიუხედავად იმისა, რომ მოხარულები არიან დაეხმარონ სხვას, სიამაყის გამო იგივე დახმარებაზე, რომელიც მათ სჭირდებათ ხშირად უარს ამბობენ. „დრაკონის" დიდსულოვნება ბევრ ადამიანს იზიდავს, ამიტომაც ბევრი მეგობარი ჰყავთ ხოლმე, თუმცა გულის სიღრმეში ჩაკეტილები არიან. საკუთარ თავში დიდი რწმენის გამო, ხშირად ამ ნიშნის ადამიანები თვლიან, რომ ახლო მეგობრები არ სჭირდებათ.
დრაკონთან დაკავშირებული ფაქტები
დრაკონის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები იზიარებენ რამოდენიმე საერთო თვისებას. ქვემოთ მოყვანილია დრაკონთან დაკავშირებული რამოდენიმე ასპექტი.
ჩინური დასახელება - LONG, იღბლის ნიშანი
საათი - 7 AM - 8:59 AM
თვე - აპრილი
შესატყვისი დასავლურ ჰოროსკოპში - ვერძი
დამახასიათებელი ნიშნები
გამომგონებელი, საკუთარ თავში დარწმუნებული, მამაცი, ვნებიანი, პატივმოყვარე, უტაქტო, ყურადღებიანი, ფიცხი
სხვადასხვა სტიქიები
არსებობს ხუთი ტიპის დრაკონი, რომელსაც ხუთი ელემენტი შეესაბამება. ესენია: ლითონი, წყალი, ხე, ცეცხლი და მიწა.
ლითონის დრაკონი (1940 და 2000)
მართალი, მაგრამ ექსტრემალური, მამაცი, მაგრამ ჯიუტი, ასე ახასიათებენ ლითონის დრაკონს, რომელიც ცეცხლის დრაკონის სიძლიერეს იზიარებს. მყარი გადაწყვეტილებით ისინი ხშირად წარმატებას აღწევენ. ამ ტიპის „დრაკონები" ძლიერები არიან და უყვართ ის ხალხი ვინც მათ გვერდით დგას. გასაჭირში ისინი კარგი მოკავშირეები არიან, მაგრამ ასევე ძლიერი მეტოქეები. რადგან ისინი ძლიერი პიროვნებები არიან, შესწევთ უნარი მარტივად დაამშვიდონ სხვები. ასეთ „დრაკონს" უყვარს თავგადასავლები, და ყოველთვის იცავს თავის პრინციპებს. მეტალის დრაკონებს მოსწონთ მართვა, და აქვთ უნარი იმოქმედონ ხალხზე. თუ ხალხზე ზემოქმედებას ვერ მოახდენენ, საკუთარი მიზნის მისაღწევად მარტო იბრძოლებენ.
წყლის დრაკონი (1952 და 2012)
წყალს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს დრაკონის ტემპერამენტზე. წყალი ეხმარება „დრაკონს" იყოს ენთუზიაზმით სავსე საჭირო დროს და მშვიდად აღიქვას გარემო. ამ ტიპის „დრაკონები" აცნობიერებენ იმას, რომ ხშირად კარგია ერთი ნაბიჯით უკან დახევა სიტუაციის უკეთესად შესაფასებლად, ვიდრე სპონტანური და დაუგეგმავი ქმედებები. ამიტომაც, ხშირად ისინი ძალიან ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს იღებენ, და იციან საზოგადოების აზრი. თუმცა შეიძლება მათი გადადგმული ნაბიჯები უარყოფითი შედეგით დასრულდეს, თუ წინასწარ არ შეისწავლიან ყველაფერს, ან პირველი პროექტის დასრულებამდე დაიწყებენ მეორეს.
ხის დრაკონი (1904 და 1964)
ხეს აქვს ცვალებადი გავლენა და ასაჩუქრებს კრეატულობით დრაკონის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს. ცნობისმოყვარე და ლიბერალ ხის დრაკონს უყვარს ორიგინალურ იდეებზე საუბარი და ყოველთვის უხარია სხვისი აზრის გაგება. ისინი გამოირჩევიან კრეატიულობით, აქვთ დიდი წარმოსახვის უნარი და აფასებენ ხელოვნებას. იმიტომ, რომ ნაკლებად პრეტენზიულები არიან, ვიდრე სხვა „დრაკონები", უფრო მარტივადაც იმსახურებენ ხალხის სიმპათიას. მათ აქვთ არაჩვეულებრივი უნარი შექმნან ბრწყინვალე მომავალი.
ცეცხლის დრაკონი (1916 და 1976)
ცეცხლი ძლიერი სტიქიაა, რომელთან ბრძოლაც ძალიან ძნელია. ამიტომ ამ ნიშნი ადამიანები გაორმაგებული „დრაკონები" არიან. მათ მარტივად შეუძლიათ მშვიდ განწყობაზე იყვნენ და უცებ გამოვიდნენ წყობიდან. გარკვეულ წილად ცეცხლის „დრაკონი" საკუთარი თავის ყველაზე დიდი მტერია. ისინი თვლიან, რომ საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პირები არიან და ყველაფერი იციან. ხშირ შემთხვევაში, როცა ცეცხლის „დრაკონი" მართალია და შეუძლია მარტივად მიზნის მიღწევა, იყენებს არასწორ მეთოდებს, რის შემდეგაც კრახს განიცდის. ისინი ასევე ფიცხები, არიან, რაც ძალიან აწუხებთ. როცა აკონტროლებენ საკუთარ გრძნობებსა და ემოციებს, შეუძლიათ ჰქონდეთ დიდი გავლენა სხვა ადამიანებზე.
მიწის დრაკონი (1928 და 1988)
„მიწის დრაკონები" კარგი მენეჯერები ხდებიან, რადგან აქვთ ორგანიზების ძალიან კარგი უნარი და ასევე პრაქტიკულობით გამოირჩევიან. მიუხედავად იმისა, რომ უყვართ მითითებების მიცემა, ისინი კარგი მეგობრები არიან და ყოველთვის შეიძლება გქონდეთ მათი იმედი. ისინი ცდილობენ გააკეთონ ყველაფერი, რათა მიაღწიონ ცხოვრებისეულ მიზნებს. მიწის ელემენტი უმატებს „დრაკონს" თვითკონტროლს, რის ხარჯზეც „დრაკონები" იმსახურებენ პატივისცემას საზოგადოებისგან. ასეთი დრაკონები ძალიან სერიოზულად უდგებიან ცხოვრებას და რომანტიულ ურთიერთობებს.
ჯანმრთელობა და ოჯახი
ჯანმრთელობა
დრაკონი ბევრ რისკს იღებს საკუთარ თავზე, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ უმართლებთ კარგი ჯანმრთელობის მხრივ. შეიძლება იავადმყოფონ სტრესის გამო. აწუხებთ ხოლმე თავის ტკივილი და წნევა. ასევე არიან დეპრესიულებიც. ჯანმრთელობის შენარჩუნება შეუძლიათ ყოველდღიური რუტინის დაცვით. ასევე დაეხმარებათ სხვადასხვა ტიპის ვარჯიშები, რათა სხეული მუდამ მწყობრში იყოს.
ოჯახი
ცხოველთა ზოდიაქოში დრაკონი ყველაზე ნაკლებად მეოჯახე ნიშანს წარმოადგენს. უყვართ გარეთ ყოფნა და ვერ ჩერდება სახლში. მიუხედავად ამისა, თავიანთი წარმოსახვის დიდი უნარისა და არტისტულობის წყალობით, სიამოვნებით ხარჯავენ ენერგიას საკუთარი სახლის დეკორაციებზე, ასევე სიამოვნებით აკეთებენ იგივეს ყველგან სადაც მათი ექსტრავაგანტულობა გამოხატული იქნება. „დრაკონის" სახლი უნდა იყოს დიდი და ლამაზი, როგორც თავისი პიროვნება, სადაც აუცილებლად იქნება ადგილი გამოყოფილი თავისი ტემპერამენტისთვის და ემოციურობისთვის.
კარიერა და ფინანსები
„დრაკონი" სამსახურში
„დრაკონის" ორიგინალურობა არის ყველაზე შთამბეჭდავი თვისება. „დრაკონი" კრეატიულია, და ყოველთვის შეუძლია ახალი გზების პოვნა, როცა სხვები გამოსავალს ვერ პოულობენ. ადაპტაციის კარგი უნარი აქვთ და ერგებიან ნებისმიერ გარემოს, სადაც თავიანთ ნიჭს იყენებენ. ხშირად რადიკალურ გადაწყვეტილებებს ღებულობენ. უყვართ მუშაობა, მაგრამ გასცემენ ბრძანებებს და არ ასრულებენ სხვების მითითებებს. „დრაკონმა" ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს რუტინული სამუშაო, და იპოვოს ისეთი ადგილი სადაც საკუთარ თავზე იქნება დამოკიდებული.
ფული და დრაკონი
„დრაკონს" უყვარს ფულის ხარჯვა, როგორც საკუთარ თავზე ასევე სხვებზე. მათ არ იციან სიტყვა „დაგროვების" მნიშვნელობა, და ფულის კეთება მათთვის არაფერს ნიშნავს. ისინი საკმაოდ აზარტულები არიან და ხშირად იღებენ რისკიან გადაწყვეტილებებს. თუმცა ჩინელები ამბობენ, რომ დრაკონებს უმართლებთ, და ღარიბ გარემოში იშვიათად ცხოვრობენ. „დრაკონის" ნდობა ფინანსურ საკითხებში შეიძლება და წარმატებულად მიჰყავთ მოლაპარაკებები.
პროფესიები:
გამომგონებელი, ინჟინერი, არქიტექტორი, იურისტი, ფილოსოფოსი, ფსიქოანალიტიკოსი, ბროკერი, მენეჯერი, გამყიდველი, სარეკლამო აგენტი, ოფიცერი შეიარაღებულ ძალებში, პოლიტიკოსი
ელემენტი ჰარმონიული პარტნიორი
ანტაგონისტური პარტნიორი
ლითონი
მიწის გველი ცეცხლის ვეფხვი
წყალი
მეტალის მაიმუნი მიწის ცხვარი
ხე წყლის მამალი ლითონის ხარი
ცეცხლი
ხის ვირთხა წყლის კურდღელი
მიწა ცეცხლის დრაკონი ხის ცხენი
დასვენება და გართობა
ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანები ხშირად საერთო ინტერესებს იზიარებენ. მაგალითად:
საყვარელი ფერი: ცისფერი, მწვანე
ძვირფასი თვალი: ოპალი, საფირი, ქარვა
სასურველი საჩუქარი: ტაროს კარტი, კამერა, სარკე, მობილური ტელეფონი
ჰობი: პროგრამირება, პრეზენტაცია, ასტროლოგია
არ მოსწონთ: დავალებების შესრულება, არასაჭირო ბიუროკრატია, იაფფასიანი იდეები, ადამიანები ვისგანაც ვერ იღებენ 100%-ს.
„დრაკონის" არდადეგები
„დრაკონს" უყვარს უცნაურობები. მოსწონთ დამალული ადგილები, ან ყველაფერი რაც სახლთან ახლოსაა. ისინი შეიძლება სპონტანურად წავიდნენ მთაში სასრიალოდ, როცა არც კი დაუგეგმავთ მსგავსი არდადეგები. შეიძლება სცადონ გემის მართვაც. გულის სიღრმეში ამ ნიშნის ადამიანები სენტიმენტალურები არიან, ამიტომ ბავშობის საყვარელი ადგილების მონახულება, ან თუნდაც მეორე თაფლობის თვე ყველაზე ბედნიერი არდადეგები იქნება მათთვის.
მეგობრები და მტრები
„დრაკონი" საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა მათი ხასიათიდან გამომდინარე ხშირად აკრიტიკებენ ხოლმე. ხმაურიანი ტემპერამენტის გამო, ხშირად არ არიან ისეთი მეგობრები, ვის „მხარზეც იტირებ". ის, ვინც კარგად იცნობს „დრაკონს" იცის, რომ დროთა განმავლობაში ის საუკეთესო მეგობარი და მოკავშირე შეიძლება გახდეს. თუ ვინმე „დრაკონის" ნდობას დაიმხსახურებს, ის არასოდეს უღალატებს მათ. დრაკონისთვის მეგობარი სამუდამოა და არ კარგავს მეგობრებს. გულწრფელი „დრაკონი" დიდი ნდობითაც სარგებლობს. თუ მათ იმედი გაუცრუვდებათ მეგობრის მიმართ, გარკვეული დროით კარგავენ მთლიანად საზოგადოების ნდობას.
მეგობრები: ვირთხა და მაიმუნი
მტერი: ძაღლი
პირადი ურთიერთობები
სამწუხაროდ, „დრაკონები" ეგოისტები არიან და სურთ, რომ ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყვნენ. საერთოდ არ არიან მოკრძალებულები. ამას თუ დავუმატებთ „დრაკონის" ტემპერამენტს, ხელში შეგვრჩება მბრძანებელი, დომინანტი და ავტორიტული არსება. მათ არ უყვართ მკაცრი რჩევები და შეიძლება იყვნენ უტაქტო თავიანთი პარტნიორის მიმართ.
ხალხს უყვარს დრაკონი, რადგან ისინი კეთილები, ქარიზმატულები და მამაცები არიან. მათ შესწევთ უნარი დაეხმარონ სხვებს წარმატების მიღწევაში. „დრაკონს" მარტივად უყვარდება, თუმცა არ კარგავენ დამოუკიდებლობას. საკმაოდ ძნელია „დრაკონს" მოანდომო ოჯახის შექმნა, რადგან ძალიან უყვარს დამოუკიდებლობა. თუმცა თუ ეს ნაბიჯი გადადგა, იშვიათად ანგრევს მსგავს ურთიერთობას.
„დრაკონის" პარტნიორი
ექსტროვერტი „დრაკონი" ხშირად შეიძლება მოსაწყენი და უყურადღებო პიროვნება აღმოჩნდეს. ასევე ამ ნიშნის ადამიანები გამოირჩევიან ფიცხი ხასიათით. ჩინური ჰოროსკოპი გვაძლევს საშუალებას ვნახოთ სხვადასხვა ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების სასიყვარულო და ბიზნეს ურთიერთობები.
დრაკონი - ვირთხა
ფანტასტიური კავშირი, აკავშირებთ დიდი სიყვარული, სულიერი სიახლობე. ხშირად არიან ბედნიერი.
დრაკონი - ხარი
როცა საქმე სიჯიუტეს ეხება, დრაკონისთვის ხარი შესაფერისი პარტნიორია. თუმცა ურთიერთობის შესანარჩუნებლად არ თმობენ არაფერს.
დრაკონი - ვეფხვი
ძლიერი და ვნებიანი კავშირია.
დრაკონი- კურდღელი
ცხოვრებისეულმა ბარიერებმა შეიძლება დააახლოოს ეს ორი ადამიანი ან სამუდამოდ დააშოროს ერთმანეთს.
დრაკონი - დრაკონი
თუ ერთმანეთის აზრს გაიზიარებენ, ყველაფერს მიაღწევენ.
დრაკონი - გველი
ჭკვიანი და წინდახედული წყვილია. კარგად ეწყობიან ერთმანეთს.
დრაკონი- ცხენი
აქვთ ძლიერი სექსუალური მიზიდულობა.
დრაკონი- ცხვარი
მიუხედავად დიდი ვნებისა, ბევრ წინააღმდეგობას ხვდებიან ცხოვრებაში.
დრაკონი- მაიმუნი
იზიარებენ საერთო ინტერესებს და მარტივად აღწევენ წარმატებას.
დრაკონი - მამალი
კარგი წყვილია, თუმცა „დრაკონის" ეგოიზმი უარყოფითად მოქმედებს მათზე.
დრაკონი - ძაღლი
აქვთ მოუწესრიგებელი ურთიერთობა. არ არის კარგი კავშირი.
დრაკონი- ღორი
მზრუნველი და თბილი ურთიერთობები აკავშირებთ.
აღმოსავლურ - დასავლური ჰოროსკოპი
ვერძი დრაკონი
იღბლიანი ხალხია. ენერგიულობისა და მიზანდასახულობის წყალობით ხშირად აღწევენ მიზანს.
სასწორი დრაკონი
სასწორი დრაკონები კულტურული ადამიანები არიან. მათი შარმი მათი ყველაზე ძვირადღირებული აქტივია. ისინი მარტივად იზიდავენ ხალხს.
კურო დრაკონი
კურო სიძლიერეს მატებს დრაკონის თვისებებს. ამ ნიშნის ადამიანები დაუღალავად მუშაობენ, რათა შეიქმნან მატერიალური კომფორტი.
მორიელი დრაკონი
გამოირჩევიან ექსენტრიულობითა და ეგზოტიკური ბუნებით. როცა უყვარდებათ, თავიანთ თავს მთლიანად და ექსკლუზიურად უძღვნიან პარტნიორს და იგივეს მოითხოვენ მისგანაც.
ტყუპები დრაკონი
მოსწონთ საზოგადოებასთან ურთიერთობა და შეუძლიათ ერთდროულად ილაპარაკონ სხვადასხვა საკითხზე. თუმცა სიღრმისეულად არცერთი საკითხი არ იციან.
მშვილდოსანი დრაკონი
მიმზიდველები არიან, და მარტივად უყურებენ ყველაფერს ცხოვრებაში. მარტივად შედიან საზოგადოებასთან ურთიერთობაში.
კიბო დრაკონი
ხელოვნების მოყვარულ ადამიანებს ნაკლები წესრიგი აქვთ ცხოვრებაში. ბედნიერებისთვის სჭირდებათ ახლო ურთიერთობები და ოჯახი.
თხის რქა დრაკონი
ასეთი „დრაკონები" პრაგმატულები და მიზანდასახულები არიან. ისინი ნელ-ნელა მიიწევენ წარმატებისკენ. მათთვის სიყვარული და რომანტიული ურთიერთობები მეორეხარისხოვანია. კარგი ბიზნეს პარტნიორები არიან.
ლომი დრაკონი
უყვართ მბრძანებლობა, რადგან ორივე სამეფო ნიშანია. ამიტომაც ხშირად კარგი ლიდერები არიან.
მერწყული დრაკონი
არაპრაქტიკულ და ატიპიურ „მერწყულ დრაკონს" მოსწონს სიახლეები ცხოვრებაში. ისინი ინტელექტუალურები და ორიგინალურები არიან. შეიძლება ითქვას, დროს უსწრებენ.
ქალწული დრაკონი
მათთვის სტატუსი ძალიან ბევრს ნიშნავს, ამიტომაც აკეთებს ყველაფერს, რომ ამას მიაღწიოს. არიან ორგანიზებული და პროდუქტიული ხალხი, ამიტომაც კარგად გეგმავენ ყველა დეტალს.
თევზები დრაკონი
თევზების სინაზე და დრაკონის უხეში ბუნება ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს გამოარჩევს სხვა „დრაკონებისგან". მათ ნაკლებად აინტერესებთ საკუთარი თავი, და მოსწონთ სხვაზე ზრუნვა.
http://dasta.ge/index.php?page_id=137&hs=14