26 ოქტომბერს ლიკა ქავჟარაძის დაბადების დღე იყო. გული მწდება რომ ასე ადრე და მარტომ დალია სული. ვფიქრობ, რომ ვერ რეალიზდა როგორც მსახიობი, მეტად შეიძლებოდა მისი რესურსის გამოყენება. თუმცა, რთული ხასიათი ჰქონდა, ურთიერთობები პრობლემური, პლუს ფსიქიკური პრობლემები.
ექსპრომტად ჰოროსკოპი გავაკეთე, ასცედანტზე ვენერა დავსვი და ვნახოთ რა გამოვიდა.
26.10.1959 წ, თბილისი. მონაცემები ვიკიპედიადან ავიღე. ზოდიაქალური სისტემა, ტრადიციულად, სიდერიული.
ვენერა ლომში, პირველ სახლში - ფიზიკურ დონეზე აქტიურად ავლენს ვენერიანულ სილამაზეს. იქვეა პლუტონი, ამის გამო მისი პიროვნული ზეგავლენა და შარმი (ისედაც ლომშია ასცედანტი) კიდევ უფრო „ნეატრაზიმი“ ხდება.
საიდან მოვიდა ვენერა? მე-10 სალიდან.
პოპულარობა და მაღალი ასოციალური სტატუსი (მე-10 სახლი) თავისით მოვა პიროვნებასთან, დიდ ძალისხმევის გარეშე.
ვენერა ასევე მე-3 სახლის მმართველია და როცა პირველ სახლში ხვდება მე-3 სახლი მმართველი ეს ყოველთვის აჩვენებს, რომ ადამიანს რაღაც ნიჭი აქვს მართლა. ამ შემთხვევაში, ვინაიდან საქმე ვენერას და მერე ლომს ეხება, ეს აუცილებლად მხატვრული ნიჭი იქნებოდა. და ვინაიდან ვენერა და მზე რეცეფციაში არიან - ნიჭი მართლა დიდია და სერიოზული. როგორც ცნობილია კონსერვატორია დამთავრა ლიკამ და შეიძლებოდა კარგი მუსიკოსიც გამოსულიყო, კარგ მსახიობთან ერთად. მაგრამ რიგი მიზეზების გამო ეს არ მოხდა.
ისე ამ მე-3 სახლი პოტენციალის რეალიზებაზე რომ ემუშავა (ვინმე დახმარებოდა, ერჩია) - ძალიან კარგი რაღაცეები გამოუვიდოდა ლიკასა და ქვეყანასაც შედევრები დაგვრჩებოდა.
მამა როგორც ვიცი მის ცხოვრებაში არ მონაწილეობდა (ადრევე დაშორებულან მშობლები), მაგრა, საინტერესოა თუ არსებობდნენ მამის მხრიდან მისი დედმამიშვილები და ჰქონდათ თუ არა ლიკასთან კავშირი?! რაღაცნაირად აქცენტირებულია ეს მე-3 სახლი, შეიძლებოდა აქედან მხარდაჭერის მიღება.
დედა,
ლიკა ამბობდა რომ არ ჰქონდა მასთან კარგი ურთიერთობამ ვინაიდან ის ლიკას ძალიან აკონტროლებდა.
მთვარე, ძლიერი მაგრამ მე-12 სახლში. დაიმახსოვრეთ, თუ ნატივს მთვარე მე-6; მე-8 ან მე-12 სახლში აქვს, დედასთან ურთიერთობა ყოველთვის არაჰარმონიულია, პრობლემაა და ამის გამო ფსიქიკა და ცხოვრება მოშხამულია. დიდი ძალისხმევა და შრომა იქნება საჭირო ამ ფსიქ. პრობლემების დასაძლევად.
მთვარე შეერთებაშია ურანთან - არ იქნებოდა დედა იოლი ქალი, ჯიუტიც იქნებოდა.
მე-4 დახლის მმართველი პლუტონი პირველ სახლშია - კიდევ ერთი დასტური დედის ძლიერი გავლენისა ნატივზე. თან ეს გავლენა პლუტონიანური ხასიათისაა - ტოტალური, ნებელობის დამთრგუნველი, სრული კონტროლის სურვილი, ეჭვიანი.
ფსიქიკური პრობლემები,
1. მთვარე- ურანის შეერთება და ისიც მე-12 სახლში უკვე სავსებით საკმარისი იქნებოდა ფსიქიკის დესტაბილიზირებისთვის. მაგრამ ამას ემატება მთვარე ურანის კვადრატურა მერკურისთან. ფაქტიურად გარდაუვალი იყო, ფსიქ. პრობლემები.
2. ამასვე უწყობს ხელს ხირონის მავნე ასპექტები ზემოხსენებულ კვადრატურაზე.
პარტნიორული ურთიერთობები,
ზოგადად როცა მერწყულია მე-7 სახლში ესეც კი საკმარისია, რომ პარტნიორული ურთიერთობების იყოს პრობლემური და კრიზისებით სავსე. თუმცა ლიკას შემთხევაში მარტო ეს არ იყო - ურანი (მე7 სახლი მმართველი) მე-12 სახლში და შეერთებაში ამ მე-12 სახლი მმართველთან საკმარისი სიცხადით აჩვენებს, რომ ქორწინება ინგრევა ყოველ ჯერზე. თუმცა მე-7 სახლის უმცროსი მმართველი, სატურნი მე-5 სახლში გვეუბნება, რომ პირველი ქორწინება ნამდვილად სიყვარულით იყო.
შვილი,
მშვილდოსანი მე-5 სახლში და იქ სატურნი - ბევრი შვილი არ იქნება, სატურნი ისედაც პრობლემური პლანეტაა და მერე ლიკას ჰოროსკოპში იგი მე-6 სახლის მმართველიცაა და უკვე ორმაგად პრობლემაა.
თავად მე-5 დახლის მმართველი იუპიტერი მე-4 სახლშია, სკორპიონში, ანუ ბევრი არაფერი ინფორმატიულია:
1. მე-8 სახლის მმართველი ნეპტუნი მე-7 სახლშია და ახლოს, ფაქტიურად შეერთებაში ბრიგუ-ბინდხუსთან;
2. მე-8 სახლის უმცროსი მმართველი მე-3 სახლშია მზესთან (ასცედენტის მმართველთან) შეერთებაში;
3. კვანძები გაწვდნენ ასცედენტზე, ურანი-ხირონის პოზიციაზე
4. ინდურ სისტემაში ლიკას მთვარე (მე-12 სახლის მმართველი და იქ მყოფი) - კეტუს (მე-8 სახლშია ნატალში) პერიოდი ჰქონდა. მე- სახლის მმართველის აქტივაცია პერიოდებში ყოველთვის სახიფათოა და თან მე-12 სახლის ფონზე მით უფრო.
აი სულ ეს იყო.
თავის სამართავი სახლიდან მე-12 სახლში. მე-12 სახლი კი ყოველთვის მოშორებას, დაკარგვას და შორს ყოფნას ნიშნავს. ასეც იყო. ურთიერთობებიც არ იყო ტკბილი და სასიამოვნო.
გარდაცვალების თარიღისთვის 11.10.2017 წელი კი აი ეს ტრანზიტები იყო.
ბევრი არაფერი ინფორმატიულია:
1. მე-8 სახლის მმართველი ნეპტუნი მე-7 სახლში და ახლოს, ფაქტიურად შეერთებაში ბრიგუ-ბინდხუსთან;
2. მე-8 სახლის უმცროსი მმართველი მე-3 სახლშია მზესთან (ასცედენტის მმართველთან) შეერთებაში;
3. კვანძები გაწვდნენ ასცედენტზე, ურანი-ხირონის პოზიციაზე
4. ინდურ სისტემაში ლიკას მთვარე (მე-12 სახლის მმართველი და იქ მყოფი) - კეტუს (მე-8 სახლშია ნატალში) პერიოდი ჰქონდა. მე- სახლის მმართველის აქტივაცია პერიოდებში ყოველთვის სახიფათოა და თან მე-12 სახლის ფონზე მით უფრო.
აი სულ ეს იყო.