forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (35) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ქართველური ტომების თავდაპირველი საცხოვრისი
Ar-Pharazôn
უპირატესი ჯენტლმენი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18101
წევრი No.: 1617
რეგისტრ.: 20-January 03

გამოგზავნილია: 15 Apr 2018, 22:28  #52539081      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · msn
მოკლედ და კონკრეტულად

რა იყო ქართველი ტომების Urheimat-ი , 4-5 ათასი წლის წინ და უფრო ადრეც

ვიცი, რომ თეორიების მიღმა ვერ გავალთ, მაგრამ მაინტერესებს აქაურ იუზერთა აზრი.

მეინსტრიმულ იდეას მივემხრობი თავად: ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლია და ჭოროხის ხეობა - სადღაც 2500 წელს ძველი წელთაღრიცხვით. ამის მერე სვანები ადიან კოლხეთის დაბლობში აფხაზეთიანად და იკავებენ 2000 წლისთვის ძ.წ.
მერე ქართოზანები დევნიან იმათ მომდევნო ათასი წლის განმავლობაში.
სადღაც ძ.წ. 800-1000 წლისთვის მტკვრის გაყოლებით ქართოზანები სახლდებიან ქართლში. დასავლეთ და აღმოსავლეთ ქართოზანები ითიშებიან და სადღაც ძ.წ. V საუკუნისთვის უკვე მათი დიალექტები საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან.

ამის მერე ვიცით მეტნაკლებად ზუსტად

რა შესწორებებს შეიტანდით?
ძ.წ. 2000-2500 წლებამდე სად ვიყავით?


--------------------
fearandtremblingintbilisi.wordpress.com

----

სამი სახეობის ქართველი არსებობს: ვინც ნეტში ქართული შრიფტით წერს, ვინც ლათინურით, და ვინც - რუსულით
butkuj
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15187
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11

გამოგზავნილია: 16 Apr 2018, 00:20  #52539910      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Ar-Pharazôn

ეხლა შეხედე კოლხეთის დაბლობს მის სივრცეს და ვაკე ლანდშაფტს . მითხარი,რამდებად რეალურია რომ სვანებს ეკავად ეს ტერიტორისვსამკუთხედი :ბათუმი -ბიჭვინთა - რიკოთი ? და ქართოზანებსვმარტო ქვაღორღიანი უნაყოფო ჭოროხის ხეობა ,მერე ეს მცირერიცხოვანი ტომი განდევნა სრულიად უომოდ მჭიდროდ დასახლებული სვანებით ვეებრთელა კოლხეთის ვაკე-დაბლობი ))))
თან ისე რომ არც მეგრულში არც ქართულში არ შეიმჩნევა სვანური სუბსტრატი .
ქართოზანებს არავითარი რესურსი არ ექნებოდათ დაიკავონ სვანური კოლხეთი ,უბრალოდ არ ეყოფოდა ხალხი .



--------------------
Везде, где еще процветает невежество, грубость нравов и суеверие, где торговля хромает, земледелие влачит жалкое существование, а мистика могущественна, там встречаем мы и национальный костюм. 

Ницше
Ar-Pharazôn
უპირატესი ჯენტლმენი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18101
წევრი No.: 1617
რეგისტრ.: 20-January 03

გამოგზავნილია: 16 Apr 2018, 03:11  #52540545      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · msn
butkuj
QUOTE
,მერე ეს მცირერიცხოვანი ტომი განდევნა სრულიად უომოდ მჭიდროდ დასახლებული სვანებით ვეებრთელა კოლხეთის ვაკე-დაბლობი


უომოდ ხშირად ხდება ეგეთი ამბავი. ქართოზანებს ასევე შესაძლოა უკეთესი ტექნოლოგიაც ქონდათ, რის გამოც ელიტის სტატუსი მოიპოვეს სვანურ კოლხეთში, რამაც + მოსახლეობის აღრევამ, გამოიწვია ადგილობრივების გადასვლა ქართოზანულზე.

თუმცა, არ მაქვს პრეტენზია არაფერზე. შენი ვერსიაც მაინტერესებს, თუმცა ასე მგონია იტყვი რომ პროტოქართველები 5000 წელია კოლხეთში ცხოვრობენ და სვანურიც კოლხეთის მთიანეთში ჩამოყალიბდა.

ყველაზე უცნაური თეორია, რაც წამიკითხავს , არის სუზანა ნიკოლსის თეორია, რომ ქართველები ცენტრალური აზიიდან მოვიდნენ 4000 წლის წინ. ანუ, ეგეთი ვარიანტიც განიხილა ვიღაცამ.

[
_მანის_ქაშიო?
აღარ მომწეროთ გოგოებო,წავედი ფორუმიდან !


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2035
წევრი No.: 238799
რეგისტრ.: 10-December 17

გამოგზავნილია: 16 Apr 2018, 05:28  #52540698      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Ar-Pharazôn
გურულები? ამბობენ მეგრელების მიგრაციის დამსახურებაო.
ingfari
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3063
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16

გამოგზავნილია: 16 Apr 2018, 11:29  #52541371      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფაქტი ისაა რომ სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ავტოქთონი ერი ჩვენ, ქართველები ვართ.
სხვები, თურქული წარმოშობის აზერბაიჯანელები თუ ინდოევროპული წარმოშობის სომხები მიგრანტებია.
რაც შეეხება ლოკალიზაციას, კონკრეტულ ხეობას თუ დაბლობს, ვფიქრობ ამის დადგენა პრინციპულად შეუძლებელია, ჩვენ მიკროსკოპით ვუყურებთ, არავინ მსოფლიოში ასე არ შეხედავს, რადგან საქართველო ისედაც პატარაა და იმის შიგნით კიდევ რაღაცეების დაყოფას ვინ დაიწყებს.
რომც დაიწყოს უაზრობა იქნება, რადგან მხოლოდ ჰიპოთეზა იქნება მეტი არაფერი, ჰიპოთეზებს კი აქვე 5 წუთში 10-10-ს ჩამოვწერთ ყველა ჩვენგანი. smile.gif

ისტორიული საქართველო რაცაა აი ეგაა ქართველური ტომების პირველ და ბოლოსაცხოვრისიც, არამგონია ამაზე მეტის ცოდნა მსოფლიო ან თუნდაც ქართულ მეცნიერებას აინტერესებდეს და რომც დააინტერესოს(რაც ძალიან საეჭვოა) რამე ხელშესახები დაადგინოს.

This post has been edited by ingfari on 16 Apr 2018, 11:32
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6523
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15

გამოგზავნილია: 16 Apr 2018, 11:51  #52541483      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჭოროხის ხეობა არ არის ქართველების პირველსამშობლო
ძ.წ.13ს.მდე ჭოროხის ხეობაში ხაიასსას გაერთიანება არსებობდა, თუ პროტოსომხური არა ყოველ შემთხვევაში უნდოევროპული როგორც ონომასტიკიდა ჩანს.
ძ.წ.13 დან ძ.წ.8 ს.მდე დიაუხი დაიაენი რომელიც ასევე ონომასტიკა ტოპონიმიკის და დასახლებების ტიპის ანალიზით ხურიტული გაერთიანება იყო

ქართლი არის პროტოქართველების სამშობლო


--------------------
Pissing outdoors is one of modern man's last true pleasures
brdzolisunariani
პავა


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3201
წევრი No.: 154517
რეგისტრ.: 27-September 12

გამოგზავნილია: 16 Apr 2018, 12:12  #52541587      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საინტერესოა...


ყოველთვის ანატოლიიდან შემოსვლზე აკეთებენ ხოლმე აქცენტს, რა ვიცი....

გამორიცხულია რომ ქართველურის დაშლა ქართოზანად და სვანურად ამიერკავკასიაშივე მომხდარიყო ?

მსგავსი ვიდეო გვინდა ქართველურზე ))



This post has been edited by brdzolisunariani on 16 Apr 2018, 12:15


--------------------
ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო,
ქვეყანაზე ბოროტება გამქრალიყო..........
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6523
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15

გამოგზავნილია: 16 Apr 2018, 12:21  #52541649      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რაც შეეხება ლაზისტანს ხეთური ანალების თანახმად ასევე ონომასტიკის და ტოპონიმიკის ანალიზით მანდ ქაშქები ცხოვრობდენ
butkuj
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15187
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11

გამოგზავნილია: 16 Apr 2018, 13:32  #52542077      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სვანებს რომ დაეკავათ კოლხეთის დაბლობი ჭოროხის ხეობიდან დასჭირდევიდა ადგილობრივი მოსახლეოვის ასიმილირება რადგანაც ზვ.წლ. 2000-1500სს.ეს დაბლობი უკვე საკმაოდ მჭირდოდ დასახლებული იყო .ზნაჩიტ საჭირო იქნევოდა ხალხის რაოდენობა რათა დააფარო ადგილობრივი ხალხი . შემდეგ ქართოზანების შემოსევა კოლხეთზე მოითხოვდა ხალხის რაოდენობის კიდევ უფრო მეტ ნაკადს რომ სვანები გადააფარო .
მეორე ასპექტი . თუ ქართველებმა ჩამოყალიბდნენ ჭოროხის ხეობაში მაშ ბათუმის სანახები ჭოროხის ხეობაა,ბათუმშიც თუ ჩვენ ვიყავით ტრაბზონიც და ფოთიც სოხუმიც ჩვენი იყო რადგან 5000 წლის წინ არც სახელმწიფოები არსებობდნენ რეგიონში არც რამე სხვა ამიტომ ძირითადი საზღვარი ლანდშაფტებით შემოიფარგლებოდა.
Ar-Pharazôn
უპირატესი ჯენტლმენი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18101
წევრი No.: 1617
რეგისტრ.: 20-January 03

გამოგზავნილია: 16 Apr 2018, 14:54  #52542537      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · msn
QUOTE
ქართლი არის პროტოქართველების სამშობლო


ყველაზე ნაკლები ვარიაცია ქართველური ენების აღმოსავლეთშია. ამიტომაც, ნაკლებად სავარაუდოა ეს

თუმცა მეორე ვარიანტიც არის, რომ მცხეთა-თბილისთან ახლობლობამ 'მეხუთე ქართველური' ენა გააქრო და ეს ენა აღმოსავლეთში ჩამოყალიბდა
* * *
butkuj
QUOTE
ჭოროხის ხეობიდან დასჭირდევიდა ადგილობრივი მოსახლეოვის ასიმილირება რადგანაც ზვ.წლ. 2000-1500სს.ეს დაბლობი უკვე საკმაოდ მჭირდოდ დასახლებული იყო


მჭიდროდ დასახლებული იყო ბრიტანეთიც, ძვ.წ. 1500 წელს, მაგრამ კელტებმა გააკელტეს რამდენიმე საუკუნეში. რკინის იარაღის და ადგილობრივი ოჯახების 'გაკელტების' კვალობაზე. იგივე მოუვიდათ კიდევ 1000 წლის შემდეგ ანგლო-საქსებისგან.

QUOTE
ზნაჩიტ საჭირო იქნევოდა ხალხის რაოდენობა რათა დააფარო ადგილობრივი ხალხი

არაფრის 'გადაფარება' არაა საჭირო. საჭიროა უკეთესი იარაღები და ტექნოლოგია.
butkuj
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15187
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11

გამოგზავნილია: 16 Apr 2018, 18:39  #52543793      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Aრ-Pჰარაზôნ
QUOTE
მჭიდროდ დასახლებული იყო ბრიტანეთიც, ძვ.წ. 1500 წელს, მაგრამ კელტებმა გააკელტეს რამდენიმე საუკუნეში..


საიდან მოიტანე ? პირიქით ,ბრიტანეთი ძალიან თხლად დასახლებული იყო მაგ დროს ხოლო კელტებს
და ადგილობრივი მოსახლეობის კულტურული სხვაობა ძალიან დიდი იყო :-)
კაი რა , რა ტექნოლოგიებს ფლობდა მაგ ხანაში ჭოროხის მოსახლეობა რომელიც მეზობელ კოლხეთში გავრცელებული არ ყოფილა ? იდიოტიზმია.
Ar-Pharazôn
უპირატესი ჯენტლმენი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18101
წევრი No.: 1617
რეგისტრ.: 20-January 03

გამოგზავნილია: 16 Apr 2018, 18:54  #52543865      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · msn
butkuj
QUOTE
აი რა , რა ტექნოლოგიებს ფლობდა მაგ ხანაში ჭოროხის მოსახლეობა რომელიც მეზობელ კოლხეთში გავრცელებული არ ყოფილა ?


რკინა, ბუტკუჯ, რკინა

რკინის ხანა ანატოლია-კავკასიაში იწყება ძ.წ. II ათასწლეულის ბოლოს. სამხრეთიდან და მცირე აზიიდან მოდის რკინის წარმოება.
butkuj
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15187
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11

გამოგზავნილია: 16 Apr 2018, 19:02  #52543882      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Aრ-Pჰარაზôნ

QUOTE
რკინა, ბუტკუჯ, რკინა


ანუ ქართოზანებმა რკინით სვანები განდევნეს ?:-)
აბა სვანებმა რომ კოლხეთში მოვიდნენ იქ ალბათ ქვის ხანა იყო ? საბაჟო ბლოკადაში იყო კოლხეთის დაბლობი რომ არც ბრინჯაო არ შედიოდა იქ არც რკინა ჭოროხელების ნების გარეშე ?:-)
კოლხეთის დაბლობზე მოსახლეობის რაოდენობა რამოდენიმეჯერ აღემატებოდა ჭოროხის აუზის მოსახლეობას საკმაოდ ბუნებრივი მიზეზების გამო .


* * *
კოლხეთის დაბლობზე ქართვე!ები დასახლდნენ არაუგვიანეს 5000 წლის წინ და უფრო სავარაუდოა კიდევ ადრეც . იმიტომ რომ მის მერე სამხრეთით უკვე ისტორიულად დაფიქსირებული არიან ხურიტები და ხატები ,ანუ ქართველს უბრალოდ ადგილი არ ექნებოდა რომ მოვიდეს სამხრეთიდან ,რადგანაც არც ხურიტებთან და არც ხათებთან არავითარი ენობრივი კავშირი არ გვაკავშირებს .
იმის გათვალისწინებით რომ კოლხეთი ქართველებისაა უკვე 5000 წელი სვანური გამოეყო საერთოქართველურ უკვე კოლხეთის ტერიტორიაზე და სვანებმა კავკასიონის სამხრეთ კალთებზე დასახლდნენ .
შემდეგ დაახლ. 1000 წლის მანძილზე არსებობდა ქართოზანური ენა რომელიც დაიშალა მას შემდეგ რაც კოლხეთის სამეფომ მოახდინა მდ.მტკვრის ხეობის დამორჩილება . ეს მოვლენა ვერ მოხდებოდა სანამ არ გაძლიერდებოდა კოლხეთის სამეფო ,მეორესმხრივ მოხდა რაღაც ისეთი რამ დაასუსტა ქართლში არსებული ტომობრივი გაერთიანება რის შედეგად შესაძლებელი გახდა მასზე გავლენის გავრცელება კოლხეთის მიერ. სავარაუდოდ ამის მიზეზი გახდა კიმერიელთა შემოსევა რომელიც სწორედ ქართლის გავლით თავს დაესხდნენ ურარტუს . ალბათ ამიტომ არაა დასახელებული ჰეროდოტეს მიერ ქართლი/იბერია ,ხოლო სასპირეთი (სომხეთი),ალაროდები(ალბანეთი) მოხსენებულია. მაგ დროს ქართლის დაბლობი წარმოადგენდა კოლხეთის ნაწილს.მის მერე აქემენიდებმა ან სასანიდებმა იბერიაზე დაამყარეს კონტროლი .
კუსლარხევი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3916
წევრი No.: 194738
რეგისტრ.: 3-December 14

გამოგზავნილია: 16 Apr 2018, 19:21  #52543961      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ქართველური ტომების მოსვლამდე ვინ ცხოვრობდა ამ ტერიტორიაზე და საით ჩავაჩოჩეთ?


--------------------
ქართველო ხელი ბაზუკას იკარ.
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6523
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15

გამოგზავნილია: 16 Apr 2018, 20:38  #52544327      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
butkuj
შენი აზრების ეაკულიაციას განაგრძობ
რკინა მხოლოდ ძ.წ.7ს.დან შემოვიდა ფართო ხმარებაში . კოლხეთში რკინის შემოღება დამუხრუჭდა.
QUOTE
შემდეგ რაც კოლხეთის სამეფომ მოახდინა მდ.მტკვრის ხეობის დამორჩილება
პირიქით მაგ დროს ალბანელები შემოდიაბ ქართლკახეთში
QUOTE
მიზეზი გახდა კიმერიელთა შემოსევა რომელიც სწორედ ქართლის გავლით თავს დაესხდნენ ურარტუს . 
ჩახადე ჰეროდოტეს .ჰეროდოტე იასნად წერს კიმირიელები კოლხეთის გზით გაიჭრენ ანატოლიაში
QUOTE
ალაროდები(ალბანეთი) მ
ალაროდიელები რომ მატიენებიზ მეზობლები იყვნენ ნიჩაო? ან ეს ხომ უეჭველია ალაროდ-არარატი ან სადაა ნახსენები ალაროდების ალბანური ტომი?
QUOTE
ქართლის დაბლობი წარმოადგენდა კოლხეთის ნაწილს.მის მერე აქემენიდებმა ან სასანიდებმა იბერიაზე დაამყარეს კონტროლი .
და ეგრე იყო აშოტ კუროპალატამდე არ?
QUOTE
იმიტომ რომ მის მერე სამხრეთით უკვე ისტორიულად დაფიქსირებული არიან ხურიტები და ხატები
რა ტექნიკურად დააიგნორე ქაშქები
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (35) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0351 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]