forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (38) « პირველი ... 36 37 [38]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> <DVB> - ციფრული მაუწყებლობა საქართველოში! Vol. 5
frost
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 529
წევრი No.: 10140
რეგისტრ.: 13-May 05

გამოგზავნილია: 14 Jan 2018, 14:35  #51996311      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
LashaNBA
QUOTE
1. როგორც ჩანს ყველა გადამცემი სადგური არ არის აღნიშნული. კარგი იქნება თუ ყველა ძირითადი და მცირე გადამცემი სადგური იქნება აღნიშნული.

კარგი იქნებოდა, მაგრამ ვერ ხერხდება ტექნიკური მიზეზების გამო
საქართველოს ტელერადიოცენტრის სამაუწყებლო ქსელი შედგება 42 საბაზისო (ძირითადი) და 110 მიკრორეტრანსლატორისგან
საჯარო მონიტორინგის სისტემაში ნაჩვენებია ის ობიექტები რომლებსაც სიგნალი ეწოდებათ მიკროტალღური კავშირის სისტემის საშუალებით, რომლის უკუარხითაც მოდის უტყუარი ინფორმაცია SNMP-ში ობიექტების მიმდინარე მდგომარეობის შესახებ. დანარჩენ გადამცემ საიტებზე ხორციელდება ე.წ. პირდაპირი საეთერო რეტრანსლაცია. ინფორმაცია SNMP-ში აიღება GSM მოდემებიდან, რომლიც არაა უტყუარი და საჭიროებს გადამოწმებას.

QUOTE
2.აღნიშნული ტექნიკური პარამეტრების ნაცვლად უმჯობესია დაიწეროს, რომელი გადამცემი საიტი, რომელ სიხშირეზე ვრცელდება და დაახლოებით რა ტერიორიულ ერთეულებს ფარავს.

იხილე დაფარვის რუკა
https://www.tvrcenter.ge/ka/2017-11-01-16-4...6/dafarvis-ruqa

დააწკაპუნე პოინტერი კონკრეტულ გადამცემ სადგურზე და გახსნილ ფანჯარაში ნახავ რა დასახლებული პუნქტები იფარება.
გეთანხმები, რომ უმჯობესია თუ იქნება დაფარვის რუკები და უფრო სრული ინფორმაცია (სიხშირე, არხის ნომერი, კოორდინატი და ა. შ.)

QUOTE
3. ამ "საჯარო" მონიტორინგს ჯობია ცხელი ხაზი აამუშაონ და იყოს ერთხელ და სამუდამოდ ნორმალურად. დაჯდეს კომპეტენტური პიროვნება და გასცეს ადექვატური პასუხები.


ცხელი ხაზი მუშაობს და არც არასოდეს შეჩერებულა.
ქსელის მართვის და მონიტორინგის სამსახური ითავსებს ცხელი ხაზის ფუნქციებსაც. მასში დასაქმებულები არიან ძველი ქოლ ცენტრის გოგონები, ყველა მათგანს აქვს უმაღლესი ტექნიკური განათლება და ადექვატური პასუხების გაცემის უნარი.

QUOTE
ისე მაგარი ძნელია ამხელა რესურსი გქონდეს ოპერატორს და 3 არხს ავრცელებდე მხოლოდ sad.gif უნდა შეიცვალოს რაღაცა ამ კუთხით აუცილებლად.


ოოო ეს ცალკე თემაა...
აი დოკუმენტი მულტიპლექსთან დაშვების წესის შესახებ

http://gncc.ge/uploads/other/2/2054.pdf

წაიკითხე თუ გაინტერესებს, ბევრ საინტერესოს ნახავ...
ფორმალურად კანონი მულტიპლექსთან დაშვების წესის შესახებ იძლევა ამის შესაძლებლობას, მაგრამ მხოლოდ მაშინ როცა ლიცენზირებული ოპერატორის მუქსების გამტარუნარიანობა სრულად იქნება ათვისებული.

მუხლი 5. დაშვების წესი და პროცედურები
3. ქსელის ლიცენზირებული ოპერატორის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში თავისუფალი რესურსის არარსებობისა და ავტორიზებული მაუწყებლის თანხმობის შემთხვევაში, ავტორიზებული მაუწყებლის მოთხოვნიდან 1 თვის ვადაში, ქსელის ლიცენზირებული ოპერატორი (ეროვნული მაუწყებლის დონეზე) ვალდებულია მიმართოს შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“, რომელიც, თავის მხრივ, ვალდებულია უზრუნველყოს ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში არსებულ თავისუფალ რესურსთან ქსელის ლიცენზირებული ოპერატორის დაშვება 14 კალენდარული დღის http://www.matsne.gov.ge 32011000017010016055 ვადაში, ხარჯზე ორიენტირებული ტარიფით. აღნიშნულთან დაკავშირებით შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრსა“ და ქსელის ლიცენზირებულ ოპერატორს შორის ფორმდება ხელშეკრულება დაშვების თაობაზე, რომლის ვადა უნდა განისაზღვროს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენებამდე. იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული მაუწყებელი არ განაცხადებს თანხმობას ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ კუთვნილ ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში ჩართვასთან დაკავშირებით, იგი ინარჩუნებს დაშვების წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ რიგში თავის ადგილს

ახლა ყველაზე საინტერესო
ამ დოკუმენტის მუხლი 3, პუნქტი 2
ამ პირობას რომ იცავდეს ყველა ოპერატორი ის პრობლემაც არ იარსებებდა რაზედაც დაწერე.



This post has been edited by frost on 14 Jan 2018, 14:45


--------------------
640Kbytes should be enough for everything! (c) Bill Gates, 1981.

GEPTI
მიწახაპია "ნიკო ნიკოლაძე"


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 155
წევრი No.: 165020
რეგისტრ.: 7-April 13

გამოგზავნილია: 14 Jan 2018, 16:20  #51996877      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით. დაახლოებით 10 დღეა გათიშულია რეგიონული არხები ფოთში, რომელიც მოდიოდა 202 და 218 სიხშირეებზე (ფოთის მეცხრე ტალღა თავისი სატესტოთი, სენაკი, კავკასია და ხარისხის არხი. ასევე სტერეო პლიუსის ის სიხშირე, სადაც სილქ უნივერსალი, პალიტრანიუსი და სხვა არხები იყო.
ანტენაც იგივეა, რითაც ადრე ვუყურებდით. არც რესივერი შეგვიცვლია (ერთი ჩაშენებულია ტვ-ში, ერთიც შავი ჩინური გვაქვს).
რისი ბრალი შეიძლება იყოს ან როგორ ვიპოვოთ ეს არხები? ახლიდან ძებნა არ შველის smile.gif
LashaNBA
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 966
წევრი No.: 191609
რეგისტრ.: 22-September 14

გამოგზავნილია: 14 Jan 2018, 17:42  #51997272      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (frost @ 14 Jan 2018, 14:35 )
ცხელი ხაზი მუშაობს და არც არასოდეს შეჩერებულა.
ქსელის მართვის და მონიტორინგის სამსახური ითავსებს ცხელი ხაზის ფუნქციებსაც. მასში დასაქმებულები არიან ძველი ქოლ ცენტრის გოგონები, ყველა მათგანს აქვს უმაღლესი ტექნიკური განათლება და ადექვატური პასუხების გაცემის უნარი.

საიტზე მითითებული არცერთი ნომერი არ არის აქტიური, გაურკვეველი ავტომოპასუხე ირთვება.
ბოლოს რამდენჯერაც დავრეკე მამაკაცებმა აიღეს ყურმილი, ნუ ამას მნიშვნელობა არ აქვს მთავარია ჩაირთოს ცხელი ხაზი და უპასუხონ ადამიანებს.

სხვა საკითხებს რაც შეეხება, გასაგებია და მეტნაკლებად ვიცოდი პასუხები. მოსახლეობითვის მთავარი ის არის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად მიიღოს ღია საეთერო სიგნალი. წინა პოსტებშიც დავწერე, რომ უკეთესი იქნება თუ უფრო კოორდინირებულად იმუშავებს ტელეცენტრი და სტერეო პლუსი, ნუ ამას ძალიამ ბევრი რამე უშლის ხელს და კი იცით თქვენც, მაგრამ მაინც. ძალიან ბევრი ადგილია ისეთი, სადაც ერთი ძალიან კარგად იჭერს, მეორე არ ვარგა, ძალიან ბევრია პირიქით, მეორე იჭერს კარგად, პირველს უჭირს.

არცერთის დაცვას არ ვაპირებ, მაგრამ მიუხედავად რიგი ხარვეზებისა, აშკარად ჩანს რომ მხოლოდ სტერეო პლუსი ცდილობს ამ პლათფორმის სრულყოფილ ექსპლუატაციას. ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს გამოცარიელებული რესურსების ათვისება. მარტო ტელეცენტრს არ ეხება, დიდი რესურსი აქვს რეგიონალურ მაუწყებლებს, რატომ არ ხდება მათი ეფექტური გამოყენება?
ბაზარზე "დიჯიტალის" გამოჩენის შემდეგ ეს პლათფორმა უფრო მოთხოვნადი და მიმზიდველი ხდება ამიტომ მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს ყველა ამ ქსელის განვითარებაში.

This post has been edited by LashaNBA on 14 Jan 2018, 17:54
heri-2015
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 260
წევრი No.: 202216
რეგისტრ.: 10-May 15

გამოგზავნილია: 14 Jan 2018, 18:52  #51997582      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Frost
LashaNBA
ტრც-ის რესურსის ოპტიმალურ ათვისებაზე სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს. სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული თავისი ახალგაზრდობის ნორმალურად აღზრდა-განვითარების საკითხით. უნდა ქმნიდეს კულტურის და განათლების TV არხებს, და ათავსებდეს ტრც-ის მუქსში, რადგან ასეთი არხები კომერციულად არარენტაბელურია, მაგრამ თუ სახელმწიფო გქვია, შენს ახალგაზრდობას უნდა მიაწოდო ცივილიზებული კულტურულ-საგანმანათლებლო ფორმატის პროდუქტი. სამწუხაროდ, არა თუ არ ქმნიან, უკვე მზამზარეულად არსებულის (მაგალითად, არტარეას) მოსახლეობისთვის მიწოდებაზეც კი არ ზრუნავენ. ვინც ეს უნდა გააკეთოს, მათი უმრავლესობა სატელევიზიო შოუებში კატასტროფულ უზრდელობას, უკულტურობას და უზნეობას ავლენს. ამდენად, არ არის გასაკვირი არსებული სამარცხვინო მდგომარეობა.
admin1234
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 132
წევრი No.: 205519
რეგისტრ.: 24-July 15

გამოგზავნილია: 16 Jan 2018, 09:50  #52006639      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ, სეთ თოფ ბოქსი თბილისში ოთახის ანტენაზე მუშაობს კარგად რო არ გაჭედოს?, სანზონაში ვცხოვრობ, თუ იმუშავებს სად და როგორი ანტენა ვუყიდო?
სეთ თოფ ბოქსიც მინდა ვიყიდო და იქნებ ეგეც მირჩიოთ რა მოდელი ჯობია ესე 60 ლარის ფარგლებში?
satmaster
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4058
წევრი No.: 144481
რეგისტრ.: 14-March 12

გამოგზავნილია: 16 Jan 2018, 11:32  #52007029      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
QUOTE (admin1234 @ 16 Jan 2018, 09:50 )
გამარჯობათ, სეთ თოფ ბოქსი თბილისში ოთახის ანტენაზე მუშაობს კარგად რო არ გაჭედოს?, სანზონაში ვცხოვრობ, თუ იმუშავებს სად და როგორი ანტენა ვუყიდო?
სეთ თოფ ბოქსიც მინდა ვიყიდო და იქნებ ეგეც მირჩიოთ რა მოდელი ჯობია ესე 60 ლარის ფარგლებში?

60 ლარის ფარგლებში ბარემ კომბო მოდელი იყიდე icone m11+, yumax m7070 combo , tiger-sat b55, საშუალო კლასში ესენია კარგი მოდელები ანტენას რაც შეეხება ეგ დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ძლიერია შენს ტერიტორიაზე დვბ-ტ2 სიგნალი


--------------------
.......
2 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
1 წევრი: isariel
Topic Options Pages: (38) « პირველი ... 36 37 [38]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0301 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]