forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (27) « პირველი ... 25 26 [27]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Nightwish | Seventh Era, Curtain falling... Higher than hope my cure lies
NAVARA



*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13137
წევრი No.: 1445
რეგისტრ.: 26-November 02

გამოგზავნილია: 19 Oct 2018, 02:29  #53619892      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა


war.gif
Rammstein
Y-N-W-A


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8552
წევრი No.: 11239
რეგისტრ.: 5-July 05

გამოგზავნილია: 26 Oct 2019, 02:00  #55408464      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ტარიას სოლო კარიერა რაღაც დონეზე შედგა და ნაითვიში ნაითვიში აღარ არის...42 წლის ასაკში ისეთი ძლიერი საოპერო ხმა არ აქვს ტარიას და შეუძლებელია ამხელა დატვირთვების და ტურნეების შემდეგ ჰქონდეს, მაგრამ სტილი არ დაუკარგავს, ნაითვიში კი ფოლკ-ბენდად გადაიქცა, რომელიც ძველ დიდებას არის ამოფარებული...ლაივები ნახეთ და დარწმუნდებით, დამუნჯებული დგას ხალხი, არავის არ უსწორდება ეგ თავიდან ბოლომდე სტუდიური სიმღერები და ტარიას შეცვლის უშედეგო მცდელობის ნახვა. არადა ძველი ლაივები რომ ნახო ხალხს შოკიდან გამოსვლა უჭირდა იმხელა ენერგია და მისტიკა მოდიოდა სცენიდან.

ბოლო ალბომის წამყვანი ტრეკები შევადაროთ. ტარია ისევ თავის სტილშია და ეგ სალამური უნდა გატენო ჰოლოპაინენს ტრაკში.





--------------------
★ ★ ★ ★ ★ ★
black_mamba24
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3131
წევრი No.: 146958
რეგისტრ.: 17-April 12

გამოგზავნილია: 9 Nov 2019, 13:52  #55461550      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Rammstein @ 26 Oct 2019, 02:00 )
ტარიას სოლო კარიერა რაღაც დონეზე შედგა და ნაითვიში ნაითვიში აღარ არის.

შენთვის შეიძლება აღარ არის, მაგრამ უმრავლესობა მასე არ თვლის, ნაითვიში დღეს ისეთივე ძლიერი და პოპულარულია, როგორც წლების წინ. იენსენის ლაივები არაფრით ჩამოუვარდება, თუ არ აღემატება ტარიას ლაივებს (და ეს მარტო ჩემი აზრი არაა)
სოლო კარიერაზე რა გითხრა, 2-3 მილიონი ნახვა ექნება, მაგრამ მარტო ვოკალით ვერ გაქაჩავ, სიმღერების წერა ყველგან და ყოველთვის პირველ ადგილზეა, ნაითვიში პირველ რიგში მუსიკაა და მერე ვოკალისტები, ასე რომ ჰოლოპაინენის გენიას საოპერო ვოკალი ვერ გადაფარავს ვერასოდეს.



ეს მაგარი კაცია ძაან yes.gif

This post has been edited by black_mamba24 on 9 Nov 2019, 13:57
Rammstein
Y-N-W-A


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8552
წევრი No.: 11239
რეგისტრ.: 5-July 05

გამოგზავნილია: 10 Nov 2019, 14:32  #55465024      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (black_mamba24 @ 9 Nov 2019, 12:52 )
QUOTE (Rammstein @ 26 Oct 2019, 02:00 )
ტარიას სოლო კარიერა რაღაც დონეზე შედგა და ნაითვიში ნაითვიში აღარ არის.

შენთვის შეიძლება აღარ არის, მაგრამ უმრავლესობა მასე არ თვლის, ნაითვიში დღეს ისეთივე ძლიერი და პოპულარულია, როგორც წლების წინ. იენსენის ლაივები არაფრით ჩამოუვარდება, თუ არ აღემატება ტარიას ლაივებს (და ეს მარტო ჩემი აზრი არაა)

ბოლო ალბომი ნაითვიშის დისკოგრაფიაში გაყიდვებით ფინეთში მხოლოდ Angels Fall First-ს უსწრებს. უკომენტაროდ. სადებიუტო და ნახევრად არაპროფესიონალურ ალბომს, რომელიც ლიმიტირებულად გამოვიდა.
youtube ნახვებს დაანებე თავი.. მანდ ფლორის ფეხებს უფრო უყურებენ, ვიდრე ჯგუფის მუსიკას. თან ნაითვიშის ძველი სიმღერების დროს რომ ყოფილიყო youtube და ჯგუფის არხი, ახლა ასობით მილიონი ნახვა ექნებოდა. ეგეც რომ არა 15 წლის წინ გამოშვებული ტარიას sleeping sun ატვირთეს 11 თვის წინ და იმდენივე ნახვა აქვს, რამდენიც 2 წელზე მეტი ხნის წინ ატვირთულ ფლორის ახალ sleeping sun-ს. აი ტარია რომ ნელი ნაბიჯებით გამოდიოდა და მერე სიმღერის დროს თვალებში ცეცხლი ენთებოდა ეგ არც შეადარო ფლორის ჰოლივუდურ ღიმილიან ლაივებს.

QUOTE
სოლო კარიერაზე რა გითხრა, 2-3 მილიონი ნახვა ექნება, მაგრამ მარტო ვოკალით ვერ გაქაჩავ, სიმღერების წერა ყველგან და ყოველთვის პირველ ადგილზეა, ნაითვიში პირველ რიგში მუსიკაა და მერე ვოკალისტები, ასე რომ ჰოლოპაინენის გენიას საოპერო ვოკალი ვერ გადაფარავს ვერასოდეს.

ჰოლოპაინენის გენია მანდ დამთავრდა, როცა არსებობის ისტორიაში პირველად ვერცერთი სინგლი ვერ გაიყვანა ფინურ ჩარტებშიც კი პირველზე.
black_mamba24
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3131
წევრი No.: 146958
რეგისტრ.: 17-April 12

გამოგზავნილია: 11 Nov 2019, 15:27  #55469051      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Rammstein @ 10 Nov 2019, 14:32 )

ჰოლოპაინენის გენია მანდ დამთავრდა, როცა არსებობის ისტორიაში პირველად ვერცერთი სინგლი ვერ გაიყვანა ფინურ ჩარტებშიც კი პირველზე.

ამას ეხლა სერიოზულად წერ? lol.gif
სრულიად ჩარტების, გრემების და "ემწივი"ების დედას ###### ეგ რო მუსიკოსების გენიას წყვეტდეს. პოპულარობის ინდიკატორად კიდე შეიძლება რაღაც დონეზე უწოდო, მაგრამ რაის გენია დაუმთავრეს ჩარტებმა.

ხო სულ იენსენის ფეხების გამო უყურებს ხალხი, თორე სიმღერა მანდ რა შუაშია. ბოლო ალბომს ტყუილად დასცინი, ჯერ მარტო The greatest show on earth ტარიას მთელ სოლო კარიას ჩაისვამს ჯიბეში და დაჟე ხურდასაც დააბრუნებს.

ლაივები კიდე რავი, შესრულებაც, შოუც და პუბლიკაც შთამბეჭდავია ყოველთვის.
Rammstein
Y-N-W-A


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8552
წევრი No.: 11239
რეგისტრ.: 5-July 05

გამოგზავნილია: 11 Nov 2019, 20:38  #55470189      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (black_mamba24 @ 11 Nov 2019, 14:27 )
ამას ეხლა სერიოზულად წერ? lol.gif
სრულიად ჩარტების, გრემების და "ემწივი"ების დედას ###### ეგ რო მუსიკოსების გენიას წყვეტდეს. პოპულარობის ინდიკატორად კიდე შეიძლება რაღაც დონეზე უწოდო, მაგრამ რაის გენია დაუმთავრეს ჩარტებმა.

ტარიას წასვლის შემდეგ ნაითვიშვმა ის მაგია დაკარგა, რითაც ხალხს იზიდავდა...Dark Passion Play იყო მცირე გაელვება ტარიას წასვლის შემდეგ და შემდეგ უკვე ნარჩენები დარჩა ამ დიდი ჯგუფის. ეს გაყიდვებშიც აისახა და ჩარტებშიც. ნაითვიში არ არის ის ჯგუფი, რომ გაყიდვები და ჩარტებში პოზიცია დაიკიდოს.



აი ამას რომ დაუკრავდა ჩემი საყვარელი ჯგუფი ოდესმე ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი ბავშვობაში...კი მელოდიური და სასიამოვნოდ მოსასმენი სიმღერაა, მაგრამ იმ ნაითვიშის დედა ვატირე ტანში რომ არ დაგბურძგლავს.

Glorfindel
Leanaí ar nádúr


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14305
წევრი No.: 45442
რეგისტრ.: 1-November 07

გამოგზავნილია: 11 Nov 2019, 21:06  #55470305      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Rammstein


QUOTE
აი ამას რომ დაუკრავდა ჩემი საყვარელი ჯგუფი ოდესმე ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი ბავშვობაში...კი მელოდიური და სასიამოვნოდ მოსასმენი სიმღერაა, მაგრამ იმ ნაითვიშის დედა ვატირე ტანში რომ არ დაგბურძგლავს.


ბოლო ალბომი ჩემთვის საოცარი იმედგაცრუება იყო. პირდაპირ რომ ვთქვა მეწყინა. პირველი რამდენიმე კვირა სერიოზული იმედგაცრუება მქონდა. იმიტომ რომ ძალიან დიდიხანია მიყვარს ბენდი. მაგრამ, როგორც იტყვიან Grower ალბომიაო, დაახლოებით ეგრეა. საბოლოოდ ვიკაიფე ღაღაც მომენტში და ძაან მალე მომბეზრდა.

ჩემი აზრით ნაითვიშის ყველაზე სუსტი ალბომია. არადა გახსოვთ ალბათ რამხელა მოლოდინები ქონდა, იანსენის დამატებიდან გამომდინარე. ამ ქალის შესაძლებლობების ნახევარიც არ გამოუყენებიათ ალბომში. მაგრამ ალბათ ესეც იმიტომ, რომ სიმღერების უმეტესობა მის სტილზე მორგებული არ იყო.

თუმცა რასაკვირველია მთლიანად ნაგავი არ იყო ალბომი.

გამოვარჩევდი მაინც ტრეკებს.
მაგ:
Shudder Before The Beautiful
Yours Is An Empty Hope
The Greatest Show On Earth

ამ ბოლო ეპიკურმა ნამუშევარმა ალბათ მთლიანად იკისრა ალბომის გადარჩენა რა.

წინამორბედისგან განსხვავებით მართლა უსუსურია. იმეჯინაერუმი ჩემი აზრით სერიოზულად მაგარი ნამუშევარია.

ტარიას ეპოქას რაც შეეხება, ვთვლი რომ ეს იყო სრული "პოეტური თანხვედრა" ვოკალსა და მუსიკას შორის. იყო ინოვაცია გარკვეულ წილად. მართლა რაღაც, კემპინგზე შეკრებილი "სასტავის" ბახუსზე მოსული მუღამის რეალიზება, რაც მართლა ფანტასტიკურად შეძლეს.
ეს იყო ცეცხლი რომელიც ჩაქვრა. ტარია რომ არ გაეშვათ, ბენდი მოკვდებოდა დროდადრო.

მე,( და ძალიან ბევრი ჩემ მსგავსად,) ყოველთვის ვთვლიდი რომ როგორც სიტყვაზე Epica არის სიმონი, Iron Maiden არის ბრუსი, Dio იყო დიო, Children Of Bodom არის ალექსი (სხვათაშორის სამწუხაროდ დაიშალნენ და ალექსის საავტორო უფლებები აღარ აქვს ბოდომის სახელზე და მის გარეშე გააგრძელებენ, თუ გააგრძელეს) არასდროს არ ყოფილა Nightwish ტარია. Nightwish იყო, არის და იქნება ტუომასი. ტუომასის გარეშე არც პოეზია იქნება, არც მუსიკა და არც მაგია.

მოკლედ ძაან ბევრი კი გამიგრძელდა, მაგრამ რაც ეს წლები არ მიწერია, ერთიანად მომინდა ყველაფრის დაწერა biggrin.gif

QUOTE
ტარიას წასვლის შემდეგ ნაითვიშვმა ის მაგია დაკარგა, რითაც ხალხს იზიდავდა.


ნაწილობრივ დაგეთანხმები, მაგრამ ნაწილობრივ არა.
ისევ და ისევ ამ მრავლადნაქები ჰოლოპაინენის მაგიასთან გვაქვს საქმე. ნუ ჩემი აზრით. როგორც მოარგო ეს თავისი მუზა ტარიას, ისეთი იყო მაშინ ნაითვიში. უბრალოდ დაიხვეწა/შეიცვალა. ზოგისთვის განვითარდა, ზოგისთვის გაფუჭდა.

აი სერიოზული გამოწვევა ახლა უდგას ბენდს. ალბათ მალე გავიგებთ ახალი ალბომის შესახებ დეტალებს.

ერთი კი ის ვიცით რომ 2020 წლის გაზაფხულ/ზაფხულში უნდა დაიდოს.


--------------------
- the green man of the woods, who brings life to the dawning spring. You are the deer in rut, mighty Horned One, who roams the autumn woods, the hunter circling round the oak, the antlers of the wild stag, and the lifeblood that spills upon the ground each season. - To Cernunnos
Caravan



*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1429
წევრი No.: 173086
რეგისტრ.: 9-September 13

გამოგზავნილია: 14 Nov 2019, 12:25  #55479116      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
QUOTE
ტარიას წასვლის შემდეგ ნაითვიშვმა ის მაგია დაკარგა, რითაც ხალხს იზიდავდა...

კაი რა, არავის არ ევასება ეგ ქალი, დიდად ძლიერი ვოკალისტიც არ არის... ბენდთან ერთად წარმოადგენდა რამეს, თორემ ისე ცალკე ვის ახსოვს... ყოფილიყო ჭკვიანად და არ გაუშვებდნენ user.gif


--------------------
On rauta voimaton aikaa vastaan...
...
http://tibmetal.wordpress.com
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (27) « პირველი ... 25 26 [27]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0356 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]