Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბანკები > საკრედიტო ბარათები და მათი პირობები


Posted by: Mr-President 25 Feb 2009, 15:18


1. TBC CARD

ბარათის ტიპი- Visa Electron/Classic/Gold
ბარათის ღირებულება - Electron (უფასო), Classic (წლიური 35 ლარი), Gold (წლიური 120 ლარი)
მოქმედების ვადა-Classic და Gold 4 წლიანია, ELECTRON 2 წლიანი
საშეღავათო პერიოდი- მაქსიმუმ 55 დღე
წლიური საპროცენტო განაკვეთი- 33%-დან 48%-მდე
ლიმიტი- ლარში
ბანკომატიდან თანხის განაღდება- VTB და TBC ბანკის ბანკომატებიდან Classic და GOLD ბარათებით 2.9%, მინიმუმ 2 ლარი; სხვა ბანკომატებიდან 2.9%, მინიმუმ 6 ლარი; ELECTRON ბარათით VTB და TBC ბანკის ბანკომატებიდან 3%, მინიმუმ 1 ლარი; სხვა ბანკომატებიდან 3%, მინიმუმ 6 ლარი;
უნაღდო ანგარიშსწორების საკომისიო- 0.25%
მინიმალური შენატანი- ათვისებული კრედიტის 10% და დარიცხული პროცენტი.
ძველი კლიენტებისთვის VTB და TBC ბანკის ბანკომატებიდან Classic და GOLD ბარათებით 1.9%, მინიმუმ 2 ლარი

მაგალითად: თქვენი საკრედიტო ლიმიტი დამტკიცდა 10 აპრილს. თქვენი საშეღავათო პერიოდია 55 დღე, რომელიც ითვლება შემდეგნაირად: 10 მაისს + 25 დღე, ანუ ეს არის 4 ივნისი. 25 აპრილს თქვენ აითვისეთ 200 ლარი. თუ ამ თანხას დაფარავთ 4 ივნისამდე, პროცენტი არ დაგერიცხებათ.

მაგალითად, თქვენი ლიმიტი დამტკიცდა 10 აპრილს, თქვენი საანგარიშგებო პერიოდია 10 აპრილიდან 10 მაისამდე. 10 აპრილიდან 10 მაისამდე ათვისებულ ნებისმიერი თანხებისათვის, საშეღავათო პერიოდი იქნება 4 ივნისამდე.
თუ თანხა 10 მაისის შემდეგ იქნა ათვისებული, მაშინ მისი საშეღავათო პერიოდი იქნება უკვე 5 ივლისამდე.



2. DREAM CARD

ბარათის ტიპი- Visa Classic
ბარათის ღირებულება - წლიური 40 ლარი + ლიმიტის დამტკიცების ერთჯერადი საკომისიო 2% მინიმუმ 10 ლარი
მოქმედების ვადა- 2 წელი
საშეღავათო პერიოდი- 55 დღე
წლიური საპროცენტო განაკვეთი- განაღდებულ თანხაზე 38%; მაღაზიებში დახარჯულ თანხებზე 30%
ლიმიტი- ლარში
ბანკომატიდან თანხის განაღდება- რესპუბლიკა ბანკის ბანკომატებიდან 1.5% მინიმუმ 1 ლარი; სხვა ბანკომატებიდან 3% მინიმუმ 6 ლარი
უნაღდო ანგარიშსწორების საკომისიო- 0%
მინიმალური შენატანი- ათვისებული კრედიტის 10%-დან 100%-მდე

იმისათვის, რომ გამოიყენოთ Dream Card – ი 0%–ად, ანუ ისე, რომ პროცენტი საერთოდ არ გადაიხადოთ, თქვენ ყოველი თვის 1–დან 25 რიცხვის ჩათვლით, თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დღეს, მთლიანად უნდა დაფაროთ წინა თვეში Dream Card – ით დახარჯული თანხა.



3. MEGO ბარათი

ბარათის ტიპი- Visa Classic
ბარათი-უფასო
მოქმედების ვადა- 2 წელი
საშეღავათო პერიოდი-30 დღე
წლიური საპროცენტო განაკვეთი- 15% +წლიური 1% (დაზღვევა) + დაანგარიშების დღეს არსებული უარყოფითი ნაშთის 1.5%
ლიმიტი - ლარში
ბანკომატიდან თანხის განაღდება- საკუთარი თანხის განაღდება ბაზისბანკის ბანკომატებში 0%; კრედიტის ფარგლებში-4.5%, მინიმუმ 4.5$
უნაღდო ანგარიშსწორების საკომისიო- 0%
მინიმალური შენატანი- ლიმიტის 5%

მაგალითად: დავუშვათ მაქვს 500 ლარიანი ლიმიტი. 10 ოქტომბერს დავხარჯე 300 ლარი და გადახდის დღედ დაფიქსირებული მაქვს 30 რიცხვი. თუ 30 ოქტომბრამდე თანხას შევიტან, მაშინ % არ მერიცხება. თუ არ შევიტან, მაშინ დამერიცხება წლიური 15%, წლიური 1% დაზღვევის საკომისიო და უარყოფითი ნაშთის ანუ 300 ლარის 1.5% რაც არის 4.5 ლარი.



4. ORANGE ბარათი

ბარათის ტიპი- Visa Classic/MC Standard
ბარათის ღირებულება - 500 ლარამდე ლიმიტით - 20 ლარი; 500-დან 1000-მდე - 30 ლარი; 1000-ზე ზემოთ - 40 ლარი
მოქმედების ვადა- 1 წელი
საშეღავათო პერიოდი-30 დღე + 10 დღე(როცა აუცილებლად უნდა მოხდეს დახარჯული თანხის 10%-ის და დარიცხული %-ის შეტანა);
წლიური საპროცენტო განაკვეთი- 36%(განაღდებულ თანხაზე); 28.8% (უნაღდო ანგარიშსწორებაზე გახარჯულ თანხებზე)
ლიმიტი- ლარში
ბანკომატიდან თანხის განაღდება- საქართველოს ბანკის ბანკომატებიდან 3.9% მინიმუმ 2 ლარი; სხვა ბანკომატებიდან 4.5%, მინიმუმ 5 ლარი
უნაღდო ანგარიშსწორების საკომისიო- 0%
მინიმალური შენატანი- ათვისებული კრედიტის 13%

მაგალითად: დავუშვათ მაქვს 2000 ლარიანი ლიმიტი. 16 ოქტომბერს დავხარჯე 1000 ლარი და გადახდის დღედ დაფიქსირებული მაქვს 30 რიცხვი. თუ 30 ოქტომბრამდე თანხას შევიტან, მაშინ % არ მერიცხება. თუ არ შევიტან, მაშინ 9 ნოემბრისთვის (ანუ 30 ოქტომბერს+10 დღე) რიცხვისთვის აუცილებლად უნდა შევიტანო მინიმუმ დახარჯული თანხის ანუ 1000 ლარის 10%, ანუ 100 ლარი და დარიცხული % დღეებზე დაანგარიშებით.



5. პრივატ ქარდი

ბარათის ტიპი- Visa Classic
ბარათი-უფასო
მოქმედების ვადა- 4 წელი
საშეღავათო პერიოდი- ყოველ ტრანზაქციაზე 30 დღე
წლიური საპროცენტო განაკვეთი- 36% (თვეში 3%)
ლიმიტი- ლარი
ბანკომატიდან თანხის განაღდება- ტაობანკის ბანკომატებიდან 4%; სხვა ბანკომატებიდან 4%+2 ლარი(საქართველო), 4%+6 ლარი (საზღვარგარეთ);
უნაღდო ანგარიშსწორების საკომისიო- 0%
მინიმალური შენატანი- დახარჯული თანხის 7% მინიმუმ 15 ლარი თანხის გამოყენების თარიღიდან მომდევნო თვის ბოლომდე!

მაგალითად: დავუშვათ მაქვს 500 ლარიანი ლიმიტი. 10 ოქტომბერს დავხარჯე 300 ლარი. უპროცენტოდ სარგებლობისთვის თანხა უნდა შევიტანო 10 ოქტომბერს + 30 დღე=9 ნოემბრამდე! 9 ნოემბერს თუ შევიტან მთლიან თანხას, მაშინ უპროცენტოა ან მინიმალური შენატანი უნდა გადავიხადო ნოემბრის ბოლომდე. მაშინ დახარჯულ თანხას დაერიცხება წლიური 36%.


http://forum.ge/?f=62&showtopic=33778459

http://forum.ge/?f=62&showtopic=33844678

http://forum.ge/?f=62&showtopic=33876427&st

http://forum.ge/?&act=ST&f=62&t=33891783


Posted by: Anie 25 Feb 2009, 15:34
ორინჯ ბარათიდან თანხის განაღდება 3.9% ანუ თვეში გამოდის 3.9% (თუ ყოველთვე შევიტან და გამოვიტან)
მაგრამ თუ გამოვიტან თანხას და იმ თანხას უკან ვერ შევიტან ერთი თვის შემდეგ
გარდა ბანკომატიდან გამოტანის 3.9% ისა კიდევ დაემატება რამე % rolleyes.gif


QUOTE


1. TBC CARD

ბანკომატიდან თანხის განაღდება



გაძვირდა rolleyes.gif

Posted by: Mr-President 25 Feb 2009, 15:37
Anie
QUOTE
გარდა ბანკომატიდან გამოტანის 3.9% ისა კიდევ დაემატება რამე %

QUOTE
წლიური საპროცენტო განაკვეთი- 36%(განაღდებულ თანხაზე); 28.8% (უნაღდო ანგარიშსწორებაზე გახარჯულ თანხებზე)


Posted by: Did_Giorgi 25 Feb 2009, 15:46
QUOTE
1. TBC CARD


QUOTE
უნაღდო ანგარიშსწორების საკომისიო- 0.25%


ეს რაღაც ახალია. საკრედიტოს ის ჰქონდა კარგი რომ ტერმინალში უპროცენტო იყო განაღდება, ეხლა კიდე sad.gif



პ.ს. იქნებ მაქსიმალური ლიმიტებიც დაწეროთ ვინმემ რა, ორენჯის ვიცი მე 1000 ლარია ამჟამად.

Posted by: valo 25 Feb 2009, 19:27
QUOTE
უნაღდო ანგარიშსწორების საკომისიო- 0.25%

QUOTE
ეს რაღაც ახალია. საკრედიტოს ის ჰქონდა კარგი რომ ტერმინალში უპროცენტო იყო განაღდება, ეხლა კიდე


რა არის ახალი??

ეგ სულ ეგრე იყო baby.gif


Posted by: Kate789 25 Feb 2009, 20:44
QUOTE
უნაღდო ანგარიშსწორების საკომისიო- 0.25%

ეს ასეა???spy.gif

Posted by: Did_Giorgi 25 Feb 2009, 22:50
valo
QUOTE
რა არის ახალი??

ეგ სულ ეგრე იყო


ჩემთვის ახალია - არასდროს მქონია თიბისი ქარდი........ სხვა ბანკებს უპროცენტო აქვთ ყველას და ეგ გამიკვირდა.

Posted by: zeroxxx 25 Feb 2009, 23:19
როგორ უპროცენტო, მარტო ტბს ბანკში გადადის წლიურ პროცენტში?

Posted by: valo 25 Feb 2009, 23:46
zeroxxx
QUOTE
როგორ უპროცენტო, მარტო ტბს ბანკში გადადის წლიურ პროცენტში?


აქ უნაღდო ანგარიშსწორების საკომისიოზეა საუბარი და არა ბანკის დარიცხულ პროცენტზე......

Posted by: Anie 26 Feb 2009, 13:01
QUOTE (Mr-President @ 25 Feb 2009, 15:37 )
Anie
QUOTE
გარდა ბანკომატიდან გამოტანის 3.9% ისა კიდევ დაემატება რამე %

QUOTE
წლიური საპროცენტო განაკვეთი- 36%(განაღდებულ თანხაზე); 28.8% (უნაღდო ანგარიშსწორებაზე გახარჯულ თანხებზე)



ანუ გამოდის რო თუ თანხას გაოიტან და მერე აღარ შეიტან უფრო ნაკლებ % გადაიხდი ვიდრე ყოველთვე შეტანით და გამოტანით rolleyes.gif
ესეიგი თუ ყოველთვე შეიტან და გამოიტან გადაიხდი 3.9 % და თუ გამოტან და აღარ შეიტან 3% თვეში
სწორად გავიგე?

Posted by: INA-INA 26 Feb 2009, 20:50
Anie

ორანჯ ბარათზე აგიხსნი როგორ ხდება.
ვთქვათ გაქვს 500 ლარიანი ლიმიტი. დაანგარიშების თარიღი გაქვს 15 რიცხვი. თანხა გაიტანე 20-ში, 400 ლარი ბანკომატიდან განაღდების საკომისიო 400 ლარზე იქნება 3,9 % (15.6 ლარი) , თუ თანხა გაანაღდე სერვის ცენტრში განაღდებაზე წავა 18 ლარი -4.5 %. შემდეგ თუ საშუალება გაქვს ბარათს ავსებ სრულად 14 რიცხვში ანუ შეგაქვს 400 ლარი + განაღდების საკომისიო.პირველ შემთხვევაში 415.6 ლარი , მეორე შემთხვევაში 418. ლიმიტი ივსება ისევ 500 ლარამდე. თუ ვერ ახერხებ ამ მთლიანი თანხის შეტანას 15-ში დაანგარიშდება მინიმალური, რომელიც შეგიძლია გადაიხადო 10 დღის განმავლობაში. ამ მინიმალურში შედის განაღდებული თანხის 10 %, გამოყენებულ თანხაზე დარიცხული პროცენტი და განაღდების საკომისიო. აქედან 10% და განაღდების საკომისიო დაგიჯდება ანგარიშზე. პროცენტს წაიღებს ბანკი. თუ მინიმალურის პერიოდში გინდა ბარათი სრულად შეავსო შეგაქვს ის რაც აკლია ბარათს სრულად შესავსებად და მინიმალურში დარიცხული პროცენტი.
რავი კიდევ თუ გაინტერესებს კონკრეტულად რამე მკითხე smile.gif არ მოგერიდოს smile.gif აქა ვარ biggrin.gif

Posted by: PING 26 Feb 2009, 20:59
QUOTE
2. DREAM CARD

ბო ხოლმე რესპუბლიკის ბანკომატები

Posted by: Kate789 26 Feb 2009, 23:54
PING
QUOTE
ბო ხოლმე რესპუბლიკის ბანკომატები

spy.gif
ბო რას ნიშნავს???

Posted by: PING 27 Feb 2009, 09:32

დრიმ ქარდი მომეწონა მაგრამ სად ვეძებო ხოლმე რესპუბლიკის ბანკომატები , ამიტომ ისევ TBC card ს ვირჩევ mo.gif

Posted by: Anie 27 Feb 2009, 12:33
PING

QUOTE
დრიმ ქარდი მომეწონა მაგრამ სად ვეძებო ხოლმე რესპუბლიკის ბანკომატები



რესპუბლიკა და BOG ჯორჯიან ქარდის წევრები არიან და მგონი განაღდების საკომისიო იგივეა ორივეს ბანკომატში

თუ ეს მხოლოდ სახელფასო ბარათებზე ვრცელდება და საკრედიტოებზე არა rolleyes.gif



INA-INA


ყველაფერი გასაგებია

გმადლობ smile.gif

Posted by: Mr-President 27 Feb 2009, 12:35
Anie

QUOTE
რესპუბლიკა და BOG ჯორჯიან ქარდის წევრები არიან და მგონი განაღდების საკომისიო იგივეა ორივეს ბანკომატში

QUOTE
ბანკომატიდან თანხის განაღდება- რესპუბლიკა ბანკის ბანკომატებიდან 1% მინიმუმ 1 ლარი; სხვა ბანკომატებიდან 2% მინიმუმ 6 ლარი

გარკვევით ხომ მიწერია?

Posted by: Anie 27 Feb 2009, 14:59
Mr-President


QUOTE
გარკვევით ხომ მიწერია?



ნამდვილად გარკვევით გიწერია
მაგრამ ეგ პოსტი არ წამიკითხავს
ბოდიშს ვიხდი

Posted by: PING 9 Mar 2009, 13:59
Mr-President
ბიჯო იქნებ ამ ბარათებს ისიც მიაწერო ვისთვისააა ხელმისაწვდომი აღება და ვისთვის არა, dream card რო აიღო აუცილებლად უნდა გერიცხებოდეს ხელფასი ამ ბანკში , სხვანაირად ვერ აიღებ, ფასებიც მიაწერე რომლის აღება რა ღირს,







QUOTE
5. პრივატ ქარდი

puke.gif

Posted by: natali kalandadze 6 Apr 2009, 13:12
Mr-President
გასაახლებელია შენი პირველი პოსტი.
მაგალიტად MEGO-CARD
მეგობარათის საკრედიტო პირობები

1 აპრილიდან ცვლილებები შედის მეგობარათის საკრედიტო პირობებში:
წლიური საპროცენტო განაკვეთი – 15%
კრედიტის აღრიცხვის საკომისიო – თვის ბოლოს დაფიქსირებული უარყოფითი ნაშთის 1,5%
კრედიტის განაღდების საკომისიო – 4,5% მინ. 4,5 ა.შ.შ დოლარი

Posted by: Mr-President 6 Apr 2009, 18:04
natali kalandadze

ჩავასწორე.


ხო, DREAM CARD-ის გაცემა შეჩერდა. yes.gif

Posted by: Kate789 23 Apr 2009, 20:55
Mr-President
ისევ ჩასასწორებელია პირველი პოსტი.

Posted by: SCO 24 Apr 2009, 00:09
პირველი მაისიდან ჩაასწორებს :]]

Posted by: fly_away 24 Apr 2009, 00:23
QUOTE
MEGO CARD (BasisBank) [ 8 ]  [26.67%]

ამან გადაგვარჩინა

..............................

cucqa გფლუდავ

Posted by: Mr-President 24 Apr 2009, 02:10
Kate789
QUOTE
ისევ ჩასასწორებელია პირველი პოსტი.


კერძოდ? უნდა მიმითითო ხოლმე....

Posted by: Kate789 24 Apr 2009, 03:13
SCO
QUOTE
პირველი მაისიდან ჩაასწორებს :]]

ხო, ეგეც შეიძლება.

Mr-President
rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif
მესიჯები არ ევასება ეტყობა შენს ტელეფონს...mo.gif

Posted by: cucqa 24 Apr 2009, 11:29
QUOTE
MEGO CARD (BasisBank)  [ 10 ]  [30.30%]


მაგარი კმაყოფილი ვარ ამ ბარათის smile.gif

Posted by: -LesTaT- 29 Apr 2009, 13:53
ხალხო ეს უროდები 22 წლამდე რატომ არ იძლევიან ორანჯს? biggrin.gif 22 რა პონტია ? ყველა ბანკში ეგრეA? აზრი არა აქვს მუშაობ თუ არა და ხელფასს ? biggrin.gif

Posted by: Mr-President 29 Apr 2009, 21:42
-LesTaT-
QUOTE
ხალხო ეს უროდები 22 წლამდე რატომ არ იძლევიან ორანჯს?22 რა პონტია ? ყველა ბანკში ეგრეA? აზრი არა აქვს მუშაობ თუ არა და ხელფასს ?



თიბისი ქარდის აღება შეუძლია ყველა ფიზიკურ პირს, თუ მისი ასაკი არის არანაკლებ 20 წელი და არ აღემატება 64 წელს, გააჩნია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს მინიმუმ 300 ლარს.




Posted by: Kate789 29 Apr 2009, 23:52
Mr-President
QUOTE
თიბისი ქარდის აღება შეუძლია ყველა ფიზიკურ პირს, თუ მისი ასაკი არის არანაკლებ 20 წელი და არ აღემატება 64 წელს, გააჩნია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს მინიმუმ 300 ლარს.

19 წლის ვიყავი მეგო რომ მეჭირა ხელში boli.gif

Posted by: Mr-President 29 Apr 2009, 23:58
Kate789
QUOTE
19 წლის ვიყავი მეგო რომ მეჭირა ხელში


მეც და მერე ამით რა?

სად მეგო, სად თიბისი ქარდი. საკრედიტო მეგო აღარ არსებობს ფაქტიურად.

Posted by: Kate789 30 Apr 2009, 01:08
Mr-President
QUOTE
მეც და მერე ამით რა?

სად მეგო, სად თიბისი ქარდი. საკრედიტო მეგო აღარ არსებობს ფაქტიურად.

არ არსებობს - ეგ სხვა რაღაცაა.
და ის, რომ 18 წლიდან შეიძლება მეგოს აღება, მეორე.

Posted by: Mr-President 30 Apr 2009, 01:09
Kate789
QUOTE
და ის, რომ 18 წლიდან შეიძლება მეგოს აღება, მეორე.




დარწმუნებული ხარ, რომ შეიძლება? givi.gif


Posted by: Kate789 30 Apr 2009, 01:30
Mr-President
QUOTE
დარწმუნებული ხარ, რომ შეიძლება?

ახლა თუ შეიცვალა რამე არვიცი.
მაგრამ მე 19 წლის ასაკში მომცეს.

Posted by: -LesTaT- 30 Apr 2009, 02:51
Mr-President
QUOTE
თიბისი ქარდის აღება შეუძლია ყველა ფიზიკურ პირს, თუ მისი ასაკი არის არანაკლებ 20 წელი და არ აღემატება 64 წელს, გააჩნია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს მინიმუმ 300 ლარს.

და ეგ ბარატი რა პონტია?
3 თვიანი სტაჟი ვერ გაქაჩავს ?

Posted by: Mr-President 30 Apr 2009, 15:13
Kate789
QUOTE
19 წლის ვიყავი მეგო რომ მეჭირა ხელში


ეგ არაფერს არ ნიშნავს.


-LesTaT-

TBC CARD არის საკრედიტო ბარათების მამა და დაწვრილებით აქ იხილე http://forum.ge/?showtopic=33937523&view=findpost&p=12737860

Posted by: PING 30 Apr 2009, 16:51
QUOTE
TBC CARD არის საკრედიტო ბარათების მამა

yes.gif +1

Posted by: -LesTaT- 30 Apr 2009, 17:17
Mr-President
QUOTE
TBC CARD არის საკრედიტო ბარათების მამა და დაწვრილებით აქ იხილე საკრედიტო ბარათები და მათი პირობები (post #12737860)

და როგორ უნდა ავიგო ? 3 თვის სტაჟზე ტუ მომცემენ? sad.gif

Posted by: Mr-President 30 Apr 2009, 17:34
-LesTaT-
QUOTE
3 თვის სტაჟზე ტუ მომცემენ?


ხელფასის ცნობა გინდა და ამონაწერი ბანკიდან. შეავსე განაცხადი და განიხილავენ. რა გითხრა აბა.... smile.gif

Posted by: SCO 30 Apr 2009, 21:43
DREAM CARD _ის პირობებში მინიმალურის შესახებაა ჩასასწორებელი, 5_დან 100%_მდეა სწორი

Posted by: Mr-President 30 Apr 2009, 23:32
SCO
QUOTE
DREAM CARD _ის პირობებში მინიმალურის შესახებაა ჩასასწორებელი, 5_დან 100%_მდეა სწორი


საიტზე 5% აღარ წერია. წყარო???

Posted by: Kate789 4 May 2009, 03:12
Mr-President
QUOTE
საიტზე 5% აღარ წერია. წყარო???


სულ ეგრე იყო და....

Posted by: LIKI-G 9 May 2009, 21:41
ორენჯ ქარდი მართლაც კარგი პროდუქტი იყო, ორონდაც გაძვირებამდე. ახლა რა მოგასენოთ ჩვენთვის, მომხმარებლებისთვის ?!

Posted by: INA-INA 10 May 2009, 00:35
LIKI-G

ხო განაღდების საკომისიომ კაარგად მოიმატა.

Posted by: ASUS-TEK 31 May 2009, 03:30
QUOTE (PING @ 27 Feb 2009, 09:32 )
დრიმ ქარდი მომეწონა მაგრამ სად ვეძებო ხოლმე რესპუბლიკის ბანკომატები , ამიტომ ისევ  TBC card ს ვირჩევ mo.gif

ესეც ბანკ რესპუბლიკას ბანკომატების მისამართები smile.gif wink.gif

user posted image

user posted image

user posted image

მემგონი საკმარისად არის ბანკომატები და კიდევ დაემატება დროთა განმავლობაში smile.gif ასევე მინდა გითხრა რომ ბანკომატების გარდა თანხა შეგიძლია გამოიტანო პარტნიორი ბანკების ბანკომატებში ან ფილიალებში smile.gif

Posted by: ნ. ბურჯანაძე 31 May 2009, 14:46
ისიც დაწერეთ რა ვისთვის არის შესაძლებელი ამ ბარათების აღება, მაგალითად ტიბისი რო აიღო იქ უნდა გერიცხებოდეს ხელფასი, ორენჯი რო აიღო არ უნდა გერიცხებოდეს, აგრეთვე რესპუბლიკის რო აიღო იქ უნდა გერიცხებოდეს ხელფასი, მიაწერეთ რა

Posted by: ASUS-TEK 31 May 2009, 17:20
ნ. ბურჯანაძე

ბარემ ჩამოგეწერე ნახევარი დაგიწერია და biggrin.gif

Posted by: მატრაკვეცა 10 Jun 2009, 09:41
QUOTE
1. TBC CARD

ბარათის ტიპი- Visa Electron/Classic/Gold ბარათის ღირებულება - Electron (უფასო), Classic (წლიური 35 ლარი), Gold (წლიური 120 ლარი) მოქმედების ვადა-Classic და Gold 4 წლიანია, ELECTRON 2 წლიანი საშეღავათო პერიოდი- მაქსიმუმ 55 დღე წლიური საპროცენტო განაკვეთი- 33%-დან 48%-მდე ლიმიტი- ლარში ბანკომატიდან თანხის განაღდება- VTB და TBC ბანკის ბანკომატებიდან Classic და GOLD ბარათებით 2.9%, მინიმუმ 2 ლარი; სხვა ბანკომატებიდან 2.9%, მინიმუმ 6 ლარი; ELECTRON ბარათით VTB და TBC ბანკის ბანკომატებიდან 3%, მინიმუმ 1 ლარი; სხვა ბანკომატებიდან 3%, მინიმუმ 6 ლარი; უნაღდო ანგარიშსწორების საკომისიო- 0.25% მინიმალური შენატანი- ათვისებული კრედიტის 10% და დარიცხული პროცენტი. ძველი კლიენტებისთვის VTB და TBC ბანკის ბანკომატებიდან Classic და GOLD ბარათებით 1.9%, მინიმუმ 2 ლარი

მაგალითად: თქვენი საკრედიტო ლიმიტი დამტკიცდა 10 აპრილს. თქვენი საშეღავათო პერიოდია 55 დღე, რომელიც ითვლება შემდეგნაირად: 10 მაისს + 25 დღე, ანუ ეს არის 4 ივნისი. 25 აპრილს თქვენ აითვისეთ 200 ლარი. თუ ამ თანხას დაფარავთ 4 ივნისამდე, პროცენტი არ დაგერიცხებათ.

მაგალითად, თქვენი ლიმიტი დამტკიცდა 10 აპრილს, თქვენი საანგარიშგებო პერიოდია 10 აპრილიდან 10 მაისამდე. 10 აპრილიდან 10 მაისამდე ათვისებულ ნებისმიერი თანხებისათვის, საშეღავათო პერიოდი იქნება 4 ივნისამდე. თუ თანხა 10 მაისის შემდეგ იქნა ათვისებული, მაშინ მისი საშეღავათო პერიოდი იქნება უკვე 5 ივლისამდე.



2. DREAM CARD

ბარათის ტიპი- Visa Classic ბარათის ღირებულება - წლიური 40 ლარი + ლიმიტის დამტკიცების ერთჯერადი საკომისიო 2% მინიმუმ 10 ლარი მოქმედების ვადა- 2 წელი საშეღავათო პერიოდი- 55 დღე წლიური საპროცენტო განაკვეთი- განაღდებულ თანხაზე 38%; მაღაზიებში დახარჯულ თანხებზე 30% ლიმიტი- ლარში ბანკომატიდან თანხის განაღდება- რესპუბლიკა ბანკის ბანკომატებიდან 1.5% მინიმუმ 1 ლარი; სხვა ბანკომატებიდან 3% მინიმუმ 6 ლარი უნაღდო ანგარიშსწორების საკომისიო- 0% მინიმალური შენატანი- ათვისებული კრედიტის 10%-დან 100%-მდე

იმისათვის, რომ გამოიყენოთ Dream Card – ი 0%–ად, ანუ ისე, რომ პროცენტი საერთოდ არ გადაიხადოთ, თქვენ ყოველი თვის 1–დან 25 რიცხვის ჩათვლით, თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დღეს, მთლიანად უნდა დაფაროთ წინა თვეში Dream Card – ით დახარჯული თანხა.



3. MEGO ბარათი

ბარათის ტიპი- Visa Classic ბარათი-უფასო მოქმედების ვადა- 2 წელი საშეღავათო პერიოდი-30 დღე წლიური საპროცენტო განაკვეთი- 15% +წლიური 1% (დაზღვევა) + დაანგარიშების დღეს არსებული უარყოფითი ნაშთის 1.5% ლიმიტი - ლარში ბანკომატიდან თანხის განაღდება- საკუთარი თანხის განაღდება ბაზისბანკის ბანკომატებში 0%; კრედიტის ფარგლებში-4.5%, მინიმუმ 4.5$ უნაღდო ანგარიშსწორების საკომისიო- 0% მინიმალური შენატანი- ლიმიტის 5%

მაგალითად: დავუშვათ მაქვს 500 ლარიანი ლიმიტი. 10 ოქტომბერს დავხარჯე 300 ლარი და გადახდის დღედ დაფიქსირებული მაქვს 30 რიცხვი. თუ 30 ოქტომბრამდე თანხას შევიტან, მაშინ % არ მერიცხება. თუ არ შევიტან, მაშინ დამერიცხება წლიური 15%, წლიური 1% დაზღვევის საკომისიო და უარყოფითი ნაშთის ანუ 300 ლარის 1.5% რაც არის 4.5 ლარი.



4. ORANGE ბარათი

ბარათის ტიპი- Visa Classic/MC Standard ბარათის ღირებულება - 500 ლარამდე ლიმიტით - 20 ლარი; 500-დან 1000-მდე - 30 ლარი; 1000-ზე ზემოთ - 40 ლარი მოქმედების ვადა- 1 წელი საშეღავათო პერიოდი-30 დღე + 10 დღე(როცა აუცილებლად უნდა მოხდეს დახარჯული თანხის 10%-ის და დარიცხული %-ის შეტანა); წლიური საპროცენტო განაკვეთი- 36%(განაღდებულ თანხაზე); 28.8% (უნაღდო ანგარიშსწორებაზე გახარჯულ თანხებზე) ლიმიტი- ლარში ბანკომატიდან თანხის განაღდება- საქართველოს ბანკის ბანკომატებიდან 3.9% მინიმუმ 2 ლარი; სხვა ბანკომატებიდან 4.5%, მინიმუმ 5 ლარი უნაღდო ანგარიშსწორების საკომისიო- 0% მინიმალური შენატანი- ათვისებული კრედიტის 13%

მაგალითად: დავუშვათ მაქვს 2000 ლარიანი ლიმიტი. 16 ოქტომბერს დავხარჯე 1000 ლარი და გადახდის დღედ დაფიქსირებული მაქვს 30 რიცხვი. თუ 30 ოქტომბრამდე თანხას შევიტან, მაშინ % არ მერიცხება. თუ არ შევიტან, მაშინ 9 ნოემბრისთვის (ანუ 30 ოქტომბერს+10 დღე) რიცხვისთვის აუცილებლად უნდა შევიტანო მინიმუმ დახარჯული თანხის ანუ 1000 ლარის 10%, ანუ 100 ლარი და დარიცხული % დღეებზე დაანგარიშებით.



5. პრივატ ქარდი

ბარათის ტიპი- Visa Classic ბარათი-უფასო მოქმედების ვადა- 4 წელი საშეღავათო პერიოდი- ყოველ ტრანზაქციაზე 30 დღე წლიური საპროცენტო განაკვეთი- 36% (თვეში 3%) ლიმიტი- ლარი ბანკომატიდან თანხის განაღდება- ტაობანკის ბანკომატებიდან 4%; სხვა ბანკომატებიდან 4%+2 ლარი(საქართველო), 4%+6 ლარი (საზღვარგარეთ); უნაღდო ანგარიშსწორების საკომისიო- 0% მინიმალური შენატანი- დახარჯული თანხის 7% მინიმუმ 15 ლარი თანხის გამოყენების თარიღიდან მომდევნო თვის ბოლომდე!

მაგალითად: დავუშვათ მაქვს 500 ლარიანი ლიმიტი. 10 ოქტომბერს დავხარჯე 300 ლარი. უპროცენტოდ სარგებლობისთვის თანხა უნდა შევიტანო 10 ოქტომბერს + 30 დღე=9 ნოემბრამდე! 9 ნოემბერს თუ შევიტან მთლიან თანხას, მაშინ უპროცენტოა ან მინიმალური შენატანი უნდა გადავიხადო ნოემბრის ბოლომდე. მაშინ დახარჯულ თანხას დაერიცხება წლიური 36%.



ამ ბანკების გარდა სხვებს არ აქვთ საკრედიტო ბარათები? user.gif

Posted by: Anie 21 Jun 2009, 16:20
QUOTE
1. TBC CARD


ყოველთვე იხდის ადამიანი პროცენტს (მინიმალურ ყოველთვიურ შესატანს)
ერთხელაც მიდის და ეუბნებიან იცით ერთი დღე გადააცილეთ და ჯარიმა 20 ლარიო
გაგიჟდა ადამიანი ყოველთვის 15 რიცხვში ვიხდიდიო

კი ქალბატონი მაგრამ თვე ხან 30-ით არის ხან 31- ით
და გადახდის რიცხვის იცვლებაო
ეს რა წესია? aba.gif

Posted by: Mr-President 21 Jun 2009, 17:07
Anie
QUOTE
ეს რა წესია?


რა წესია?

25 დღის მიმატება არ იცის?


დაანგარიშება თუ გაქვს 6 რიცხვში, უპროცენტოდ სარგებლობისთვის ხან 31-ში მოგიწევს შეტანა და ხან 1-ში.

თვლა უნდა იცოდეს ადამიანმა, 25-ის მიმატება და პრობლემებიც არ იქნება.

Posted by: Anie 21 Jun 2009, 22:31
QUOTE
რა წესია?

25 დღის მიმატება არ იცის?


დაანგარიშება თუ გაქვს 6 რიცხვში, უპროცენტოდ სარგებლობისთვის ხან 31-ში მოგიწევს შეტანა და ხან 1-ში.

თვლა უნდა იცოდეს ადამიანმა, 25-ის მიმატება და პრობლემებიც არ იქნება.



wink.gif

Posted by: ata9 24 Jun 2009, 13:06
ვინმემ თუ იცით გამარკვიეთ, მაქვს თი ბი სის ლუკოილ ბარათი. ვასხამ ბენზინს და ბინუსები მიგროვდება. ყოველ 25 რიცხვში თანხა პატიოსნად შემაქვს. ეხლა მეუბნებიან რაღაც საკომისიო გემატება გადასახდელიო. მე ხომ ბანკომატიდან არ გამომაქვს თანხა რა საკომისიო უნდა დამემატოს? მაშინ რა აზრი აქვს ბონუსებს თუ ისევ მე გადავიხადე რაღაც პროცენტები?

Posted by: NIGERINO 25 Jun 2009, 16:13
საქ ბანკმა ორანჯზე შეტანის საკომისიოც დააწესა?????????? მართლა ტუ ესეა სულ გაგიჟდნენ იციტ რამე?

Posted by: INA-INA 25 Jun 2009, 20:42
NIGERINO

biggrin.gif ჰუჰუ, ასეთი სისულელე რომელი ორფეხა არსების პირმა იღაღადა? biggrin.gif

Posted by: Did_Giorgi 26 Jun 2009, 00:16
NIGERINO
QUOTE
საქ ბანკმა ორანჯზე შეტანის საკომისიოც დააწესა?????????? მართლა ტუ ესეა სულ გაგიჟდნენ იციტ რამე?


თუ გინდა მილიარდი შემოიტანე, კაციშვილი საკომისიოს არ გამოგართმევს smile.gif
და მართლაც რა...
QUOTE
ასეთი სისულელე რომელი ორფეხა არსების პირმა იღაღადა?


Posted by: valo 26 Jun 2009, 00:31
QUOTE
საქ ბანკმა ორანჯზე შეტანის საკომისიოც დააწესა?


yes.gif


დაჟე არსებულ თანხაზე პროცენტი ერიცხება წლიური 48 drug.gif












* * *
ხო მართლა smile.gif

QUOTE
ასეთი სისულელე რომელი ორფეხა არსების პირმა იღაღადა?




+444444

biggrin.gif

Posted by: ata9 26 Jun 2009, 13:48
ბანკები გვძირავეეეეეეეეეენ, ჩაქოლეთ ბინძური მევახშეები !!!!!!!! ბოიკოტი მაგათ....

Posted by: The Last Crusader 29 Jun 2009, 18:01
QUOTE
PRIVAT CARD (TaoPrivatBank)[ 10 ]  [18.18%]


შეცდომით ავირჩიე, ყველაზე ბანძი ბარათიაააააააააააააააააააააააააა biggrin.gif

* * *
რა მაინტერესებს იცით, ტაო ბანკი საკრედიტო ბარათზე რესტრუქტურიზაციას აკეთებს თუ არა?

Posted by: GASPAR 3 Jul 2009, 12:44
ასეთი სიტუაცია მაქვს
TBC ბანკის საკრედიტო ბარათი. ხელშეკრულებაში მიწერია რო ვიხდიდი 3.5 პროცენტს დაზღვევისას.
მთელი რიგი გარემოების გამო თანხა ვერ შევიტანე დროზე.(სამსახურიდან გამანტავისუფლეს ომი მერე).
ვერ გავიგე რისი დაზღვევა იყო. შეგიძლიათ გამარკვიოთ?
მადლობთ წინასწარ

Posted by: gio07 12 Jul 2009, 10:40
INA-INA
QUOTE
აქედან 10% და განაღდების საკომისიო დაგიჯდება ანგარიშზე

განაღდების საკომისიო რატომ დაგიჯდება ანგარიშზე?

არ მიაქვს ბანკს? spy.gif

რაღაც ეჭვი მეპარება

Posted by: INA-INA 12 Jul 2009, 13:03
gio07

მინიმალურში შედის
1) განაღდებული თანხის 10 %,(ორანჯ ბარათის მინიმალურზე ვსაუბრობ)
2) განაღდების საკომისიო
3)და რა თანხაც გამოიტანე იმ თანხაზე დარიცხული პროცენტი.
ვთქვათ გაიტანე 100 ლარი. მინიმალურში შევა 100 ლარის 10 % ,ანუ 10 ლარი. 10 ლარს დაემატება განაღდების საკომისიო 100 ლარზე ესაა 4,5 ლარი. გახდება 14,5 ლარი და კიდევ დაემატება პროცენტი მიახლოებით 3.32 ლარი (გააჩნია თანხა როდისაა გამოტანილი) და სულ მინიმალური იქნება 17.82 ლარი. აქედან ბანკი წაიღებს 3.32 ლარს დანარჩენი 14.5 დაჯდება ანგარიშზე.
smile.gif იმედია გასაგებად დავწერე.

Posted by: gio07 12 Jul 2009, 13:19
QUOTE
იმედია გასაგებად დავწერე.

გასაგებად დაწერე მაგრამ რაღაც ვერ გავიგე,
ბანკის საკომისიო რატომ ჯდება კლიენტის ანგარიშზე?
საკომისიო ბანკის მომსახურების საფასურია და კლიენტის ანგარიშზე რატომ უნდა დაჯდეს?

Posted by: INA-INA 12 Jul 2009, 13:34
gio07

QUOTE
საკომისიო ბანკის მომსახურების საფასურია


ხო ეგ საფასური უკვე აღებული აქვს ბანკს თანხა როცაა გაანაღდე მაშინ, 100 ლარზე წაიღო 4.5 ლარი( თუ სერვის ცენტრში გაანაღდე) და ახლა მინიმალურს რომ შეიტან მეორედ ხომ აღარ წაიღებს, და აბრუნებს ანგარიშზე.

Posted by: gio07 12 Jul 2009, 13:48
INA-INA
QUOTE
ხო ეგ საფასური უკვე აღებული აქვს ბანკს თანხა როცაა გაანაღდე მაშინ, 100 ლარზე წაიღო 4.5 ლარი( თუ სერვის ცენტრში გაანაღდე) და ახლა მინიმალურს რომ შეიტან მეორედ ხომ აღარ წაიღებს, და აბრუნებს ანგარიშზე.

გასაგებია, smile.gif
ანუ 200 ლარიან ლიმიტის ბარათზე 200-ვე ლარი რომ გაანაღდო, 9 ლარის გახარჯვა გამოვა ხო?

Posted by: INA-INA 12 Jul 2009, 14:08
gio07

კი თუ სერვის ცენტრში ანაღდებ, 191, 40 ლარს გაიტან, თუ ზუსტად 200 ლარი გიზის. მე ცოტა ზედმეტი შემაქვს-ხოლმე, რომ მერე ზუსტად გამოვიტანო ის ლიმიტი რაც მაქვს.

Posted by: Kukuri Phalavandishvili 16 Jul 2009, 15:44
Mr-President
QUOTE
3. MEGO ბარათი

ბარათის ტიპი- Visa Classic
ბარათი-უფასო
მოქმედების ვადა- 2 წელი
საშეღავათო პერიოდი-30 დღე
წლიური საპროცენტო განაკვეთი- 15% +წლიური 1% (დაზღვევა) + დაანგარიშების დღეს არსებული უარყოფითი ნაშთის 1.5%
ლიმიტი - ლარში
ბანკომატიდან თანხის განაღდება- საკუთარი თანხის განაღდება ბაზისბანკის ბანკომატებში 0%; კრედიტის ფარგლებში-4.5%, მინიმუმ 4.5$
უნაღდო ანგარიშსწორების საკომისიო- 0%
მინიმალური შენატანი- ლიმიტის 5%

მაგალითად: დავუშვათ მაქვს 500 ლარიანი ლიმიტი. 10 ოქტომბერს დავხარჯე 300 ლარი და გადახდის დღედ დაფიქსირებული მაქვს 30 რიცხვი. თუ 30 ოქტომბრამდე თანხას შევიტან, მაშინ % არ მერიცხება. თუ არ შევიტან, მაშინ დამერიცხება წლიური 15%, წლიური 1% დაზღვევის საკომისიო და უარყოფითი ნაშთის ანუ 300 ლარის 1.5% რაც არის 4.5 ლარი.



მე როგორც ვიცი, წლიურ 15%-ში შედის დაზღვევის 1%. მე მაქვს ეს ბარათი და ასე ამიხსნეს. თუმცა სულ ვანულებ და პროცენტი ჯერ არ დარიცხვია.

Posted by: Internet_Contraband 16 Aug 2009, 22:38
ხალხო, ორენჯის ბარათები რა ტიპის არსებობს? Classic და Standard არის მარტო?

Posted by: valo 17 Aug 2009, 01:25
Internet_Contraband
QUOTE
ხალხო, ორენჯის ბარათები რა ტიპის არსებობს?



QUOTE
Classic და Standard არის მარტო?


yes.gif

Posted by: levani777 26 Aug 2009, 12:28
მაქსიმალური ლიმიტები ხომ არ იცით საკრედიტო ბარათების?
მაგალითად თიბისი?

Posted by: UNEEK 11 Sep 2009, 00:55
15 კრედიტ კარტიდან ფაქტიურად ერთის (AMEX) მეტს არ ვხმარობ,
ისიც ქენონის კამერა გამომიგზავნეს საჩუქრად და იმიტომ.
სისულელეა პროცენტში ფულის ყრა და მეტი არაფერი
არ გაქვს ქეში, დაანებე ნუ იყიდი
http://img525.imageshack.us/i/crcar.jpg/

Posted by: pathfounder 11 Sep 2009, 01:38
QUOTE
ორენჯის ბარათები

როგორც ვიცი დაიხურა პროგრამა,ვისაც ქონდა ვადა კი გაუგრძელეს,მაგრამ ახალს ვერ აიღებ.

QUOTE
მაქსიმალური ლიმიტები
ხელფასს გააჩნია

Posted by: Anie 7 Nov 2009, 12:20
QUOTE (levani777 @ 26 Aug 2009, 12:28 )
მაქსიმალური ლიმიტები ხომ არ იცით  საკრედიტო ბარათების?
მაგალითად თიბისი?

TBC Card-ის ლიმიტი შეიძლება იყოს 100 ლარიდან 10,000 ლარამდე (ხელფასის მაქს. 5-მაგი ოდენობა).


http://tbcbank.ge/ge/private/cards/tbc_card/tbccard_faqs/#26

Posted by: Raul Tamudo 24 Nov 2009, 15:59
აქაც დავპოსტავ... იქნებ აქ მაინც გასცეს ვინმემ პასუხი...

http://www.korstandardbank.com/index.php?a...pid=66&lang=geo

სტანდარტმა საკრედიტო ბარათი გამოუშვა?!...
რაღაც არ მოჰყოლია არანაირი რეაქცია ან რეკლამა....

Posted by: Mr-President 24 Nov 2009, 16:09
Raul Tamudo

ფილიალებში დგას ბანერები


რეკლამა ძვირია

Posted by: Deiko 14 Dec 2009, 22:18
საკრედიტო ბარათების სიას ხომ არ განაახლებდით პატივცემულო მოდერებო? smile.gif

Posted by: ივანიჩ 16 Dec 2009, 15:01
კონკრეტულად შეგიძლიატ დაწეროთ რითი ჯობია ორენჯ ბარათს ამექსის საკრედიტო ბარათი?

ქულების და საჩუქრების გარდა biggrin.gif

Posted by: Did_Giorgi 16 Dec 2009, 15:28
IVANICHA
QUOTE
კონკრეტულად შეგიძლიატ დაწეროთ რითი ჯობია ორენჯ ბარათს ამექსის საკრედიტო ბარათი?

ქულების და საჩუქრების გარდა

განაღდებით დახარჯულ თანხაზე საპროცენტო განაკვეთი ამექსზე შეადგენს 26%-ს (ორენჯძე 36 იყო)
დაფარვისთვის გვაქვს 55 დღე
საკრედიტო ლიმიტია მეტი...

და ასე შემდეგ....

Posted by: just_me 23 Dec 2009, 19:59
ხალხ ჰელპ help.gif

რაგანსხვავებაა ბაზიზბანკის მეგო ქარდსა და ჯეოსელ ვიზა ქარდს შორის??რომელი ჯობია??
აუცილებელია ბაზის ბანკში მერიცხებოდეს ხელფასი?
მაქს. ლიმიტი რამდენია??

არ დაიზაროთ პასუხი baby.gif

Posted by: user85 25 Dec 2009, 11:18
მოდერები არიან აქ ცოცხლები?
გაანხლეთ თუ შეიძლება ყველა ბანკის საკრედიტო ბარათის პირობები

Posted by: zadigi 29 Dec 2009, 17:47
ხელპასი რამდენია საცჰირო არსად რომ არაა მიტიტებული

Posted by: SCO 29 Dec 2009, 19:36
zadigi
QUOTE
ხელპასი რამდენია საცჰირო არსად რომ არაა მიტიტებული


დრიმ ქარდის შემთხვევაში _ 500 ლარი და დადებითი საკრედიტო ისტორია ბანკ რესპუბლიკაში


Posted by: valo 29 Dec 2009, 20:34
QUOTE
ყველაზე მეტად მომწონს:
TBC CARD (TBC Bank)
DREAM CARD (Bank Republic)
MEGO CARD (BasisBank)
ORANGE CARD (Bank of Georgia)
PRIVAT CARD (TaoPrivatBank)


rolleyes.gif

user posted imageuser posted image




Did_Giorgi

tongue.gif

Posted by: Did_Giorgi 30 Dec 2009, 00:30
valo
ეგ ყველაფერი განახლდება ახალი წლიდან. ეხლა არ მცალია მაგისთვის - წლის ბოლოა, თვის ბოლოა, კვარტლის ბოლოა, დეკადის ბოლოა და ათწლეულის ბოლოა gigi.gif

Posted by: valo 30 Dec 2009, 03:18
Did_Giorgi
QUOTE
ეგ ყველაფერი განახლდება ახალი წლიდან. ეხლა არ მცალია მაგისთვის - წლის ბოლოა, თვის ბოლოა, კვარტლის ბოლოა, დეკადის ბოლოა და ათწლეულის ბოლოა

2kiss.gif









OFFTOPIC:
მაპაწიეთ ოFისთვის



წინადადება ! :



ამ განყოფილების ხალხი ხომ არ ჩავმსკდარიყავით ?


user.gif

Posted by: ივანიჩ 19 Jan 2010, 00:20
ესე იგი დღეს დავხურე თიბისი ქარდი და ძალიან ბედნიერი ვარ რომ კიდევ ერთი საკრედიტო ბარათი გამოაკლდა ჩემს კოლექციას

:რასაჭიროაასე\თიუშინაარსოპოსტებისდაპოსტვამაგრამმაინცდავპოსტესსმაილიკი:

Posted by: INA-INA 19 Jan 2010, 17:22
IVANICHA
გილოცავ.
კიდევ ერთი მომეწონა, იმედია ეგ ბოლო იყო smile.gif

Posted by: ივანიჩ 19 Jan 2010, 18:31
არა კიდე დამრჩა 3 ცალი
ორენჯ, დრიმ და ჯეოსელ ქარდები

მანამდე დახურულთა სია: პოპული ქარდი, მეგობარათი, ტაობანკის რაღაც ბარათი, თიბისი კოსმო (ცოლის) biggrin.gif

Posted by: JORD@N 20 Feb 2010, 15:58
TAOJADOBANKS RAC SHEEXEBA...

1. ME MAQVS TAOBANKIS SAKREDITO BARATI DZVELI. XELSHEKRULEBASHI DIDI ASOEBIT ECERA RO SAKREDITO BARATI IYO 18%-IANI, MAGRAM SINAMDVILESHI YOPILA 42 PROCENTIANI.. RATQMAUNDA IS PIROBEBI RITIC MERICXEBODA 42 PROCENTI ECERA PATARA ASOEBIT... DA MEC RATQMAUNDA ROGORC UMETESOBA BANKEBIS KLIENTEBISA AR CAMIKITXIA XELSHEKRULEBA ISE MOVACERE MAS XELI.. DARCMUNEBULI VAR TAOJADOBANKIS AXAL SAKREDITO BARATSHIC ARIS PUNQTEBI RIS XARJZEC KLIENTS BEVRAD METIS GADAXDA MOUCEVS, DA RATQMAUNDA AM PUNQTEBS ISEV AR CAIKITXAVS KLIENTTA UMRAVLESOBA..
2. GASATVALISCINEBELIA IS PAQTI RO, PORSMAJORI AM JADOBANKISTVIS ARIS MXOLOD CALMXRIVI DA RATQMAUNDA MXOLOD BANKIS PORSMAJORI.... OMIT DAZARALEBULI VAR MAGRAM CHEM MDGOMAREOBAS AR ITVALISCINEBS.. MIZEZAD ISA AQVS RO UKRAINELEBIS VARTO DA CHVEN AQ MARTO SHNIREBI VARTO.. OMIS SHEMDGOM PERIODSHI MINDODA TANXIS SHETANA DA MERE ISEV GAMOTANA, MAGRAM VER SHEVITANE... ALBAT GAXSOVT IS PERIODI RODESAC BANKEBI SAKREDITO BARATEBZE TANXEBS AR GASCEMDNEN... MAT SHORIS IYO TAOJADOBANKIC... ISMIS KITXVA: TU UKRAINELEBIS XART MASHIN RUSET-SAQARTVELOS OMI TQVEN RATO SHEGEXOT?? RATOA ES TQVENTVIS PORSMAJORI?? DA TU TQVENTVIS ES PORSMAJORIA, MASHIN CHEMTVIS RATO AR ARIS??
3. XELSHEKRULEBIS PUNQTI, ROMELSHIC CERIA RO TU RAME GAUGEBROBA MOXDA BANKSA DA KLIENTS SHORIS ES GAUGEBROBA SHEIDLEBA MOGVARDES BANKSA DA KLIENTS SHORIS MOLAPARAKEBIT, UBRALOD AR MUSHAOBS... TAOJADOBANKS VER MOELAPARAKEBI!!!!!
4. DA TU SASAMARTLOMDE MIVIDA SAQME, SHEGIDZLIAT ICHIVLOT, AN BANKI GICHIVLEBT MXOLOD DA MXOLOD ERT SACODAV SAARBITROSHI, ROMLIS MISAMARTIC CERIA XELSHEKRULEBASHI.. ANU RATQMAUNDA ES SAARBITRAJO ISEV TAOBANKISAA DA RATQMAUNDA YVELA AM SAARBITRAJOS DASKVNA KLIENTIS SACINAAGMDEGO IQNEBA!!!!
5. TAOJADOBANKS ESETI PRINCIPI AQVS, RO TU KLIENTI DANISHNUL DROZE AR IXDIS TANXAS, GADAUCDA ERTXEL AN MAQSIMUM ORJER, EGREVE KLIENTIS GAUPRTXILEBLAD SVAVS PROBLEMATURTA SIASHI DA ARICXAVS YVELAZE DID JARIMEBS RAC KI ARSEBOBS SAQARTVELOSHI.... ANU BANKI MUSHAOBS AMAZE... DA ARC IPIQROT BANKISGAN RAIME DATMOBAZE DA JARIMEBIS CHAMOCHRAZE... ES MATI MOGEBAA!!!!!



KIDE BEVRI NIUANSIA GASATVALISCINEBELI ROCA SAQMES ICHERT TAOJADOBANKTAN, MAGRAM UBRALOD JOBIA ARAVITAR SHEMTXVEVASHI SAQME AR DAICHIROT TAOJADOBANKTAN!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: Did_Giorgi 20 Feb 2010, 18:55
JORD@N
შეეცადე ქართულად წერო ხოლმე
არ შეიძლება ქართულ ფორუმზე ტრანსლიტი no.gif
და კიდე ერთიდაიგივე პოსტებს სხვადასხვა ტემაში ნუ დაპოსტავ.

Posted by: giorgi77753 20 Feb 2010, 19:33
როგორც ჩანს მთელი თბილისის მოსახლეობა გატენლია საკრედიტო ბარათებით. როგორც იქნბა ამ სფეროში გამოჩნდა ნათელი წერტილი smile.gif

ხალხნო გადაფარეთ ყვეალ საკრედიტო ბარათები და აიღეთ ამერიქან ექსპრესი. კითხვები თუ გაგიჩნდებათ ესტუმრეთ www.americanexpress.ge-სი და თავად დარწმუნდებით.

Posted by: INA-INA 20 Feb 2010, 21:45
ოღონდ ისეთი საყვარელი განაღდების საკომისიოები აქვს ამერიკან ექსპრესს. ჯობია უნაღდო ანგარიშწორების დროს გამოიყენოთ. smile.gif

Posted by: fordman 20 Feb 2010, 22:13
QUOTE
ოღონდ ისეთი საყვარელი განაღდების საკომისიოები აქვს ამერიკან ექსპრესს. ჯობია უნაღდო ანგარიშწორების დროს გამოიყენოთ.

წლიური მომსახურების საკომისიოსაც არა უშავს. 85 ლარი ცოტა ბევრი ხომ არ არის?

Posted by: INA-INA 20 Feb 2010, 22:36
fordman


და საერთოდ რა მგონია იცი, თუ მაგარი "როჟა" ხარ და ფული გაქვს რა ჯანდაბად გჭირდება საკრედიტო ბარათი. მართლა ვერ ვხვდები, ხარჯე სადებეტო და იყავი. შეტენილი მარიაჟობაა ეს ყველაფერი : ))))

Posted by: Did_Giorgi 21 Feb 2010, 00:28
INA-INA
QUOTE
ოღონდ ისეთი საყვარელი განაღდების საკომისიოები აქვს ამერიკან ექსპრესს. ჯობია უნაღდო ანგარიშწორების დროს გამოიყენოთ. smile.gif

spy.gif
დათვის ბიძაშვილი ხარ? biggrin.gif

Posted by: Anie 3 Mar 2010, 22:02
QUOTE
1. TBC CARD


საშეღავათო პერიოდი არის 55 დღე
გამოვიტანე 400 ლარი
35 დღის მერე შევიტანე 300 ლარი
გადასახდელი დამრჩა 100 ლარი
ამ შემთხვევაში ყოველთვიურად რა თანხას გადავიხდი?
და პროცენტს მხოლოდ 100 ლარისას გადავიხდი თუ 400 ლარისას? baby.gif

Posted by: INA-INA 3 Mar 2010, 23:53
პროცენტს გადაიხდი გამოყენებული თანხისას, ანუ 100 ლარისას.

Posted by: tggio 24 Mar 2010, 00:25
ტაოპრივატბანკის საკრედიტო ბარათი ვისაც გსურთ, მომწერეთ PM-ში, დაწვრილებით პირობებს გეტყვით ვისაც დაგაინტერესდებათ, ჩემი მეშვეობით დაგიკავშირდებათ ქოლ ცენტრი და სერვისცენტრში მისვლისთანავე მიიღებთ ბარათს. გელოდებიიიით idea.gif

Posted by: Did_Giorgi 24 Mar 2010, 00:34
tggio
ადრე ტაოს საიტზე შევავსე განაცხადი
რაღაც აქცია იყო
ხოდა არავინ დამირეკა მოდი და აიღეო
ჩემითაც მივედი და რაღაც გეშლებათ, არ შეგივსიათო!
არადა შევავსე
საცდელად მინდოდა თორემ საკრედიტო ლიმიტი ამექსზეც მაქვს, ათვისების მეშინია biggrin.gif

Posted by: tggio 24 Mar 2010, 00:37
Did_Giorgi
ტაოპრივატბანკის ბარათის მაქსიმალური ლიმიტია 2000 ლარი მომენტალურ არაემბოსირებად კლასიკ ბარათზე, უფრო მაღალ ლიმიტიანი საკრედიტო ბარათებიც აქვს, მაგალითად: გოლდი და პლატინიუმი
* * *
-LesTaT-
PRIVAT CARD 18 წლიდან, სადაც გინდა იქ გერიცხებოდეს, თუ გინდ 1 თვიანი სტაჟი გქონდეს და თუ გინდა მიიტანე ხელფასის ცნობა თუ გინდა არა (სასურველია მაგრამ არ არის აუცილებელი)
* * *
Did_Giorgi
ეხლა ნამდვილად დაგირეკავენ, შენი ტელ მომწერე და სახელი და გვარი, ხვალვე დაგიკავშირდება, მერე მიხვალ ნებისმიერ ს/ც-ში დაუჯდები ოპერატორს და ჰოპლა ბარათი შენს ხელშია smile.gif

Posted by: SCO 24 Mar 2010, 16:01

Did_Giorgi

ფრთხილად გიო, არ შეცდე biggrin.gif

Posted by: valo 24 Mar 2010, 20:24
QUOTE
ყველაზე მეტად მომწონს:
TBC CARD (TBC Bank)
DREAM CARD (Bank Republic)
MEGO CARD (BasisBank)
ORANGE CARD (Bank of Georgia)
PRIVAT CARD (TaoPrivatBank)

rolleyes.gif


Did_Giorgi
ხომ არ აკლია რამე ? tongue.gif

Posted by: Harley Davidson 12 Apr 2010, 10:16
ხალხნო, ხომ არ იცით ამერიქან ექსპრესს რამდენ ხანში გაძლევენ დამტკიცების შემთხვევაში?

Posted by: INA-INA 12 Apr 2010, 18:17
Harley Davidson

მალევე.
ანუ დღეს თუ განცხადი შეიტანე, ხვალ დაგირეკავენ პასუხს გეტყვიან და ზეგისთვის ბარათი მზად იქნება.

Posted by: Miaferro 28 Apr 2010, 11:37
QUOTE (valo @ 24 Mar 2010, 20:24 )
QUOTE
ყველაზე მეტად მომწონს:
TBC CARD (TBC Bank)
DREAM CARD (Bank Republic)
MEGO CARD (BasisBank)
ORANGE CARD (Bank of Georgia)
PRIVAT CARD (TaoPrivatBank)

rolleyes.gif


Did_Giorgi
ხომ არ აკლია რამე ? tongue.gif

American Express - მა რა დაგიშავათ? baby.gif

Posted by: ayeti 28 Apr 2010, 12:23
სამ თვეში დრიმ ბარათს გასდის ვადა , ფულის შეტანა არასდროს დამიგვიანია, თანაც ყოველ ჯერზე ბარათს ვავსებდი მთლიანად. რესპუბლიკიდან 5-ჯერ მაქვს კრედიტი და განვადება გამოტანილი რომლებიც დროულად დავფარე, მხოლოდ ერთხელ, სხვა სამსახურში გადასვლის გამო, შევაცვლევინე გრაფიკი. ამჟამად ხელფასი საქ.ბანკში მერიცხება, იმაზე გაცილებით მეტი რაც ბარათის აღებისას მქონდა. შესაძლებელია ბარათის ვადის გაგრძელება? და კიდევ... ხმა დრიმ ბარათს მივეცი biggrin.gif

Posted by: ჰერმიონ 29 Apr 2010, 10:17
ვინმემ ამერიკან ექსპრესის პირობები დაწერეთ რა user.gif

Posted by: ayeti 29 Apr 2010, 17:40


QUOTE
ვინმემ ამერიკან ექსპრესის პირობები დაწერეთ რა


http://americanexpress.ge/main.php?action=52&lang=geo

Posted by: Did_Giorgi 30 Apr 2010, 23:53
ახალი გამოკითხვა
დააფიქსირეთ თქვენი აზრები user.gif

Posted by: INA-INA 1 May 2010, 01:24
ნუ რა თქმა უნდა ამექსი, სიტყვები არ მყოფნის ისე მომწონს ეგ ბარათი biggrin.gif არა მართლა! smile.gif
ხო გაითვალისწინეთ http://americanexpress.ge/main.php?action=52&lang=geo სამი ვალუტა წერია. ამექს გრინი მხოლოდ ლარში კეთდება smile.gif

Posted by: Couperwood 11 May 2010, 10:44
ნუ რა თქმა უნდა მეგო, სიტყვები არ მყოფნის ისე მომწონს ეგ ბარათი biggrin.gif არა მართლა! smile.gif







biggrin.gif

Posted by: kamikadze 14 May 2010, 18:24
თბს ქარდ არ ჯობია არც ერთი საკრედიტო ბარათი ყველამ აიღეთ გადარიცხვა არის შესაძლებელი სხვა ბარათებზე კი შეუძლებელი. ინტერნეტ ბანკი თბს პირველია კომფორტი თუ გინდა ეგ ბარათი კარგია შესავსებადაც და დასახარჯადაც.

Posted by: ni_nia 14 May 2010, 18:34
QUOTE
ყველაზე მეტად მომწონს:
AMEX (Bank of Georgia)
TBC CARD (TBC Bank)
DREAM CARD (Bank Republic)
MEGO CARD (BasisBank)
ORANGE CARD (Bank of Georgia)
PRIVAT CARD (TaoPrivatBank)


აქ რომ მეჯიქ ქარდიც ჩაამატოთ არ შეიძლება?
მგონი ყველაზე კარგი პირობებითაა..

Posted by: kamikadze 14 May 2010, 19:13
QUOTE (ni_nia @ 14 May 2010, 19:34 )
QUOTE
ყველაზე მეტად მომწონს:
AMEX (Bank of Georgia)
TBC CARD (TBC Bank)
DREAM CARD (Bank Republic)
MEGO CARD (BasisBank)
ORANGE CARD (Bank of Georgia)
PRIVAT CARD (TaoPrivatBank)


აქ რომ მეჯიქ ქარდიც ჩაამატოთ არ შეიძლება?
მგონი ყველაზე კარგი პირობებითაა..

გადარიცხვა შეიძლება? ან ინტერნეტ ბანკი თუ გაქვთ.

Posted by: ni_nia 14 May 2010, 19:23

QUOTE
გადარიცხვა შეიძლება? ან ინტერნეტ ბანკი თუ გაქვთ.

აუ მაგდენი არ ვიცი, მაგრამ რაც ვიცი და რასაც მაგრად ვიყენებ არის p2p-ბანკომატით ბარათიდან ბარათზე გადარიცხვა; ბარათი გამოღებული არ მაქვს ბანკომატიდან, მიმღებს უკვე უზის ბარათზე ლიმიტებში, არ მჯეროდა, მაგრამ მართლა ასეააა, ტან იაფია, 0.5%, მინ 0.5ლარი. მაგიც ცარდიდანაც შეიძლებაოოო yes.gif

Posted by: Did_Giorgi 16 May 2010, 23:53
ni_nia
QUOTE
მეჯიქ ქარდი

პირობები დაიდოს
ბაზარზე გამოვიდეს და კი ბატონო yes.gif
თუ არავის მისცეს ჯერჯერობით, ისე როგორ შეაფასებენ? spy.gif

Posted by: Kate789 17 May 2010, 03:12
Did_Giorgi
QUOTE
თუ არავის მისცეს ჯერჯერობით, ისე როგორ შეაფასებენ?

წარმოსახვით გენაცვალე, წარმოსახვით. boli.gif

Posted by: kamikadze 17 May 2010, 17:27
დრიმ ქარდი გავაუქმეეე ვაშააა დავიტოვე თბს კარდი და მეგობარათი N1 ბარათებია საქართველოში. ორანჯი და ამექსი მეჩალიჩება მაგრამ უარზე ვარ biggrin.gif

Posted by: ayeti 26 May 2010, 06:12
ჯიგრებო დრიმ ბარათი ყველაზე მოსახერხებელია. გუშინ ამექსის შევსება მინდოდა. არაო, მაინც და მაინც 9-ში უნდა შეავსოო. ეხლა ხელფასი გუშინ ავიღე 9-მდე ვინახო? არ დამიწყოთ ეხლა 25-ში შეგეტანა განაცხადიო. მოკლედ, ყველა ბართს ოვერდრაფტი ჯობია(ზემოთნახსენებსაც).
დღევანდელ დღეს გილოცავთ,
ააუუუ... რა ნაბახუსევი ვარ, რესტორნის ღმინო არ დალიოთ, რას ურევენ ეს შობელძაღლები, 200 ლარი ვშვლიპე მუსიკოსებს. eek.gif

Posted by: natiko22 31 May 2010, 22:56
რა მაინტერესებს,აი orange card-ის შესაძენად ბანკში უნდა წარადგინო ხელფასის ცნობა? და მინიმალური ხელფასი რამდენი უნდა გქონდეს?

Posted by: INA-INA 1 Jun 2010, 00:45
natiko22

300 ლარე smile.gif მინიმუმ 3 თვიანი ჩარიცხვაა საჭირო.
* * *
ayeti

ვიმე რომელ დეგენერატთან მოხვდი ნეტა vik.gif მერე წადი და არ მიათათხო ზოგი რა.

Posted by: ayeti 2 Jun 2010, 14:57
INA-INAlove.gif
QUOTE
ვიმე რომელ დეგენერატთან მოხვდი ნეტა

ბულაჩაურის ქუჩაზე. მერე სხვა საქმეზე ვიყავი პუშკინის ფილიალში და რადგანაც ეჭვი მეპარებოდა, რომ მთლად ესეთი სულელური პირობა არ ექნებოდა, იქაც ვკითხე ოპერატორს. ხოდა როცა გინდა შემოიტანეო 15 რიცხვის შემდეგო. ამ თვეში მინიმალურის შემოტანა მომიწევს, იმ უვიცის გამო. mad.gif

Posted by: Did_Giorgi 2 Jun 2010, 23:19
ayeti
QUOTE
გუშინ ამექსის შევსება მინდოდა. არაო, მაინც და მაინც 9-ში უნდა შეავსოო. ეხლა ხელფასი გუშინ ავიღე 9-მდე ვინახო?

მე მაინც მგონია რომ ან შენ აუხსენი არასრულად რა გინდოდა
ან ოპერატორის ნათქვამი ვერ გაიგე სწორად tongue.gif


გამორიცხულია რომ ბანკის ოპერატორმა არ იცოდეს საკრედიტო ბარათის მოხმარების წესები
გაუგებრობას ჰქონდა ადგილი yes.gif

Posted by: INA-INA 2 Jun 2010, 23:34
ayeti

no.gif არ მოგიწევს smile.gif მინიმალურამდე რა თანხაც გქონდა შესატანი, რომ ლიმიტი შევსებულიყო იმას შეიტან ისევ დაანგარიშებიდან 25 დღის განმავლობაში და ეგაა smile.gif მინიმალურში დარიცხული პროცენტი გადასახდელი არ გექნება. ეგ თანხა გინდა ერთიანად შეიტანე, გინდა ნაწილ-ნაწილ. ნუ მაგიტომაა ამექსი,რომ მომწონს უმაგრესი პირობები აქვს.

Posted by: ayeti 3 Jun 2010, 11:11
Did_Giorgi
დაანგარიშება მეკუთვნის 15-ში, 25- ში როდესაც ხელფასი ავიღე მივედი ბანკში ლიმიტის შესავსებათ, ოპერატორს ვკითხე დღეს რომ ვავსებ ლიმიტს სრულად, როდის შეიძლება ბარათი ისევ გამოვიყენო. რადგანაც ადრე დრიმბარათი მქონდა, რომელზეც ლიმიტის შევსების შემდეგ 3-4 საათში შეგეძლო თანხის მოხსნა, ნაცნობებისგან კი გაგონილი მქონდა რომ ორანჟის შევსების შემდეგ ერთი ღანე უნდა ყოფილიყო თანხა ანგარიშზე. ამის გარკვევა მინდოდა. ოპერატორმა მიპასუხა თანხის გამოყენება კი შეგიძლია მაგრამ 9-ში, დაანგარიშების დღიდან 25-ე დღეს ბარათი შევსებული უნდა იყოსო.
INA-INA
1450 ლარი მაქვს შესატანი ლიმიტის შესავსებათ, არც ისე დიდი ხელფასი მაქვს, რომ ეს თანხა 25 მაისიდან 9 ივნისამდე მენახა, ხოდა ამიტომ მომიწევს მინიმალურის შეტანა.

Posted by: Mako :) 4 Jun 2010, 11:15
გამარჯობათ,

ძალიან გთხოვთ დაწეროთ რა საბუთებია საჭირო AMEX-ის ასაღებად

გმადლობთ.

Posted by: ayeti 4 Jun 2010, 16:30
Mako smile.gif


ხელფასს საქართველოს ბანკში ვიღებ, პირადობის მოწმობის და სადებეტო ბარათის გარდა არაფერი მოუთხოვიათ

Posted by: ekushkebi82 22 Jun 2010, 00:07
QUOTE (Anie @ 25 Feb 2009, 15:34 )
ორინჯ ბარათიდან თანხის განაღდება 3.9% ანუ თვეში გამოდის 3.9% (თუ ყოველთვე შევიტან და გამოვიტან)
მაგრამ თუ გამოვიტან თანხას და იმ თანხას უკან ვერ შევიტან ერთი თვის შემდეგ
გარდა ბანკომატიდან გამოტანის 3.9% ისა კიდევ დაემატება რამე % rolleyes.gif


QUOTE


1. TBC CARD

ბანკომატიდან თანხის განაღდება



გაძვირდა rolleyes.gif

რა ტაოპრივატი???????? დაილია ბანკები საქარველოში?
ეგ დგეში ჩაგაგდებთ თავბედს გაწყევლინებთ,თვიტონაც არ იციან რას და როგრ აგახევენ პროცენტებს,რაც არ უნდა კითხო ყველა გადაგამისამარტებს,არავინ არაა გონზე რას აკეთებენ

Posted by: Mako :) 1 Jul 2010, 17:14
ხელფასს ვიღებ ხელზე (1500 ლარი), ძალიან მინდა საკრედიტო ბარათის აღება, მჭირდება 4000 ლარი. იქნებ მირჩიოთ რომელ ბანკს მივმართო? რომელს აქვს უკეთესი პირობები?

Posted by: chichilaki 8 Jul 2010, 15:35
მე მაქვს ტაოპრივატ ბანკის საკრედიტო ბარათი რომელსაც ძალიან კარგად ვიყენებ , მე კმაყოფილი ვარ სხვისი არ ვიცი , რესპუბლიკურის ფილიალში ავიღე გიორგისთან და კიდევერთხელ მადლობა მას 2kiss.gif

Posted by: Gigii 12 Jul 2010, 20:22
თქვენი დახმარება მჭირდება.. smile.gif მოკლედ ამერიკაში მივდივარ საცხოვრებლად 1 წელიწადი და რომელი ბანკის რა ბარათს მირჩევთ რო თან წავიღო რო აქედან მირიცხონ ყოველ თვე ფული? user.gif

Posted by: machaxela 12 Jul 2010, 21:17
QUOTE
თქვენი დახმარება მჭირდება..  მოკლედ ამერიკაში მივდივარ საცხოვრებლად 1 წელიწადი და რომელი ბანკის რა ბარათს მირჩევთ რო თან წავიღო რო აქედან მირიცხონ ყოველ თვე ფული?

http://www.sb24.ge/?action=355&lang=geo

Posted by: SAROKAWA 19 Jul 2010, 17:58
ისა,
ამექსსზე ქულების დარიცხვა როდის ხდება?

ანუ თანხა დღეს გამოვიყენე და კიდევაც გამოვიყენე და ანგარიშზეც შევაბრუნე

და ქულების როდის დამერიცხება?

Posted by: Deiko 19 Jul 2010, 20:03
SAROKAWA
საკრედიტო ბარათის ანგარიშის ამონაწერში როგორც კი აისახე, მომდევნო საბანკო დღეს.

Posted by: SAROKAWA 20 Jul 2010, 10:51
Deiko
ეეჰ ვეღარ გავიგე გვერდით თემაში დიდ გიორგიმ მამენტალნაო და იევიცი იევიცი....

Posted by: Deiko 20 Jul 2010, 15:50
SAROKAWA
მე დამიჯერე... თუ რატომ უნდა დამიჯერო, რთული თემაა smile.gif

Posted by: Did_Giorgi 20 Jul 2010, 17:37
SAROKAWA
QUOTE

ეეჰ ვეღარ გავიგე გვერდით თემაში დიდ გიორგიმ მამენტალნაო და იევიცი იევიცი....

დაუჯერე Deiko-ს
თან კიდე რა უცნაური კითხვები გაქვთ ამ კლიენტებს: აისახება ის ქულები ადრე თუ გვიან, არ დაიკარგება რა biggrin.gif

Posted by: SAROKAWA 21 Jul 2010, 11:35
ოკ აღარ ვინერვიულებ biggrin.gif

ერთი პატარა კითხვა მაქვს კიდევ
უცხოეთში სავაჭრო ობიექტებში იმედია ყველგანაა შესაძლებელი ამექსის გატარება ხომ?

აქ კაი ეხლა დაინერგა და იმედია მალე ყველგან იქნება შესაძლებელი გადახდა

Posted by: mattildaa 13 Aug 2010, 11:58
ლიბერთი ბანკი
მეჯიქ ქარდი


საკრედიტო ბარათი საოცარი თვისებებით, რომელიც მის მფლობელს საჩუქრად უბრუნებს ყველა მეჯიქ ბარათით წარმოებული ყოველი მეათასე ოპერაციის თანხას, თუ ეს ოპერაცია მისი მეჯიქ ბარათით შესრულდა*.

მაგალითად: თქვენ და მეჯიქ ბარათის სხვა მფლობელები იყენებთ ბარათს მაღაზიაში, სუპერმარკეტში, ბანკომატში, რესტორანში ან სულაც საზღვარგარეთ და აღმოჩნდა, რომ მეათასე ოპერაცია განხორციელდა თქვენ მიერ, ბანკი დაუყოვნებლივ აგინაზღაურებთ დახარჯულ თანხას. თქვენ მობილურ ტელეფონზე მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რომელიც გამცნობთ, რომ დახარჯული თანხა დაგიბრუნდათ, რადგან რიგით მეათასე ოპერაცია თქვენი მეჯიქ ბარათით შესრულდა.

მეჯიქ ბარათი გთავაზობთ ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთს – წლიური 28%.

მ7 ანაბრის მფლობელებისა და პირადი ბანკირის სამსახურის კლიენტებისთვის საპროცენტო განაკვეთი კიდევ უფრო დაბალია – წლიური 24%.

მეჯიქ ბარათის საშუალებით ასევე შესაძლებელია 55 დღის განმავლობაში ისარგებლოთ უპროცენტო სესხით.

მეჯიქ ბარათის ყველა მფლობელისთვის უფასოდ გაიხსნება მულტისავალუტო ლიბერთი ანგარიში და თქვენ უფასოდ გადმოგეცემათ სადებეტო ლიბერთი ქარდი, რომლის მიღებისთანავე ავტომატურად გაგიაქტიურდებათ SMS ბანკი და ინტერნეტ ბანკი.**

შეარჩიეთ ბარათის თქვენთვის სასურველი დიზაინი:

Posted by: Did_Giorgi 13 Aug 2010, 12:59
mattildaa
QUOTE
მეჯიქ ბარათი გთავაზობთ ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთს – წლიური 28%.

ამექსს 26% აქვს დახარჯულ თანხებზე yes.gif
ამიტომ სიტყვა - ყველაზე - არასწორია მგონი.

ისე რა არის საჭირო ბარათის ასაღებად?
ხელფასი? მინიმუმ რამდენი?
ბარათის ღირებულება რამდენია? (წლიური)
განაღდების საკომისიო?
საკრედიტო ლიმიტის მოცულობა?


Posted by: pathfounder 15 Aug 2010, 00:59
Amextan dakavshirebit maq shekithva.roca barati aris emitirebuli dolarshi da mahaziashi vyidulobt 4larian nivts,vatarebt terminalshi barats,ramdeni dolari unda chamoichras?da ramdeni qula dairicxos?ra upro momgebiania-nahdi pulit hidva tu amexit transaqcia da qulebis aheba?

Posted by: TigerBoy86 15 Aug 2010, 14:19
QUOTE (pathfounder @ 15 Aug 2010, 00:59 )
Amextan dakavshirebit maq shekithva.roca barati aris emitirebuli dolarshi da mahaziashi vyidulobt 4larian nivts,vatarebt terminalshi barats,ramdeni dolari unda chamoichras?da ramdeni qula dairicxos?ra upro momgebiania-nahdi pulit hidva tu amexit transaqcia da qulebis aheba?

თუ ბარათი ემიტირებულია აშშ დოლარში და იხდი შესაძენი საქონლის ღირებულებას ლარში დოლარი გაკონვერტირდება ლარში იმ დღისთვის არსებული კომერციული კურსით. ჩემი რჩევაა აიღოთ AmericanExpress Blue Card - პირველი რაც მინდა გირჩიოთ არასდროს არ გაანაღდოთ თანხა ბანკომატიდან რადგან განაღდების საკომისიო არის საკმაოდ მაღალი. თუ გიყვართ შოპინგი და ტერმინალსაც ხშირად იყენებთ ანუ თუ უნაღდო ანგარიშსწორება ხშირად გიწევთ მაშინ ამ ბარათს კომფორტულად მოირგებთ. წლიური მომსახურეობის საკომისიო არის 25 ლარი. ბარათი მზადდება 2 წლით ანუ ჯამში გადაიხდით 50 ლარს. მინიმალური ხელფასი რომელიც საჭიროა ბარათის დასამტკიცებლად არის 400 ლარი, მაქსიმალური ლიმიტი არის 2,000 ლარი. საშეღავათო პერიოდი არის 55 დღე, აქედან თუ დაანგარიშების თარიღი გაქვთ მაგალითად 15 რიცხვი - ტერმინალით გადახდილი გაქვთ 100 ლარი 14 რიცხვამდე ეს 100 ლარი აუცილებლად უნდა შეიტანოთ ანგარიშსზე. თუ 14 რიცხვში თანხა არ იქნება ანგარიშსზე 15 რიცხვში დაფორმირდება მინიმალური გადასახადი. იმ შემთხვევაში თუ ვერ გადაიხადე მინიმალური გადასახადი ბანკი გაძლევს კიდე 25 დღეს ოღონდაც 25 დღის შემდეგ დავალიანება სრულად უნდა დაიფაროს. გადაუხდელობის შემთხვევაში საკრედიტო ბარათი დაიბლოკება, დაერიცხება ერთჯერადად ჯარიმა 10 ლარის ოდენობით, ხოლო შემდეგ ათვისებულ ლიმიტს დაერიცხება საპროცენტო განაკვეთი(შეცდომაში რომ არ შეგიყვანოთ არ დავწერ რადგან არვიცი რამდენია) მოკლედ უპირატესობა ბარათის არის იმაში რომ გჭირდება დაბალი ხელფასი მის ასაღებად, გაქვს საშეღავათო პერიოდი 55 დღე და ყოველ შესრულებულ ტრანზაქციაზე გახარჯული თანხის 1%ი დაგიბრუნდება ანგარიშსზე(დაბრუნებული თანხა ანგარიშსზე ითვლება შემოსავლად შესაბამისად იბეგრება 12% საშემოსავლოთი, რასაც გიხდით ბანკი, ხოლო თქვენ ანგარიშსზე დაგიბრუნდებათ გახარჯული თანხის 1%ი ყველანაირი დაბეგვრის გარეშე) ბარატის ნეგატიური მხარე არის მაღალი განაღდების საკომისიო, თუმცა ეს ბარათი შეგიძლია მოირგო უნაღდო ანგარიშსწორებისთვის საკომისიო არის 0%ი.

Posted by: INA-INA 19 Aug 2010, 11:44
TigerBoy86


QUOTE
საშეღავათო პერიოდი არის 55 დღე, აქედან თუ დაანგარიშების თარიღი გაქვთ მაგალითად 15 რიცხვი - ტერმინალით გადახდილი გაქვთ 100 ლარი 14 რიცხვამდე ეს 100 ლარი აუცილებლად უნდა შეიტანოთ ანგარიშსზე. თუ 14 რიცხვში თანხა არ იქნება ანგარიშსზე 15 რიცხვში დაფორმირდება მინიმალური გადასახადი. იმ შემთხვევაში თუ ვერ გადაიხადე მინიმალური გადასახადი ბანკი გაძლევს კიდე 25 დღეს ოღონდაც 25 დღის შემდეგ დავალიანება სრულად უნდა დაიფაროს.



არასწორად ბაზრობ ძმაო თუ დაო არ ვიცი biggrin.gif

Posted by: ninininiko 26 Aug 2010, 17:59
საკრედიტო ბარათი,რომ ყოველთვე შეიტანო და გამოიტანო,რომელს მირჩევთ?
1000ლარზე? და რამდენი პროცენტია მისაღები ყოველთვიური?
დამეხმარეთ რაsad.gif

Posted by: Internet_Contraband 15 Sep 2010, 00:24
მივქარე და AMEX ავიღე, ხვალე თუ მოვიცალე დავფარავ და სულ კარგად მეყოლეთ, დიზაინი აქვს მარტო კარგი biggrin.gif

ერთი ეს მეჯიქი უნდა ავიღო

P.S. დასაფარად ყველაზე მოსახერხებელი TBC Card ია, TBCPAY ის გამო, ბანკი უნდა აკეთებდეს ასეთ ინვესტიციებს, კლიენტების კომფორტისთვის, თორე ისე TBC იც და BOG იც პურის მაღაზიაა მომსახურების ხარისხით, სხვა ბანკებზე არაფერს ვამბობ.

Posted by: Did_Giorgi 15 Sep 2010, 00:29
Internet_Contraband
QUOTE
TBCPAY ის გამო

საქართველოს ბანკსაც აქვს სწრაფი გადახდის აპარატები bis.gif
თუ ეგაა პრობლემა, შეგიძლია ფეიბოქსით გადაიხადო ამექსი.
QUOTE
მივქარე და AMEX ავიღე,

რა პრობლემა შეგექმნა?

Posted by: SCO 15 Sep 2010, 00:52
QUOTE
TBC იც და BOG იც პურის მაღაზიაა მომსახურების ხარისხით


ძალიან ბევრ უცხოურ ფილმებს უყურებს ეს ხალხი boli.gif

Posted by: Internet_Contraband 15 Sep 2010, 14:40
Did_Giorgi
QUOTE
საქართველოს ბანკსაც აქვს სწრაფი გადახდის აპარატები
თუ ეგაა პრობლემა, შეგიძლია ფეიბოქსით გადაიხადო ამექსი.

მართლა? სად აქვს? მე არ მინახავს და... რა ქვია?

ფეიბოქსი ღლეობაა, ყველგან არ დგას - უნდა ეძებო + თიბისიფეი შენს ანგარიშს უკავშირდება და გიჩვენებს უპროცენტოს ნაშთს, როდის უნდა გადაიხადო და მინიმალურ შესატანს.

QUOTE
რა პრობლემა შეგექმნა?

არანაირი პრობლემა, უბრალოდ იწეწინება სასტიკად, ნაღდი ფულის გამოტანაზე

SCO
QUOTE
ძალიან ბევრ უცხოურ ფილმებს უყურებს ეს ხალხი 

ვინ ხალხი და რა უცხოურ ფილმებს?

Posted by: spider77 16 Sep 2010, 20:45
ninininiko
QUOTE
საკრედიტო ბარათი,რომ ყოველთვე შეიტანო და გამოიტანო,რომელს მირჩევთ? 1000ლარზე? და რამდენი პროცენტია მისაღები ყოველთვიური? დამეხმარეთ რა


თიბისიქარდი

Posted by: Regg 18 Sep 2010, 13:21
მჭირდება საკრედიტო ბარათი რომლიდანაც შევძლება ასევთქვად ფულის სესხებას, რომელზეც ყველაზე პატარა პროცენტი იქნება, და დიდი თანხების გამოტანა არ მჭირდება მაქსიმუმ 100-150 ლარამდე დამჭირდეს შიგადაშიგ.

და რა პირობები აქვთ ბანკებთან არასოდეს მქონია შეხება და არვიცი ეს "ტერმინოლოგია" და "გლეხურ" ენაზე რო ამიხსნათ და მირჩიოთ რომელი ბანკის მომსახურებით ვისარგებლო და რა ბარათი ავიღო.

Posted by: uchinаri 18 Sep 2010, 13:30
Regg

ბანკომატიდან ყველაზე პატარა საკომისიო თიბისი ქარდზეა. 2.9% მინიმუმ 2 ლარი. საშეღავათო პერიოდი 55 დღე. წლიური მომსახურების საკომისიო 35 ლარი. ბარათი 4 წლიანია. საკრედიტო ლიმიტი მტკიცდება ლარში.

Posted by: Regg 18 Sep 2010, 13:36
uchinаri

ანუ ეხლა გადამითარგმნე biggrin.gif

2.9% რას ქვია? ანუ ვთქვად გამოვიტანე 100 ლარი უნდა დავაბრუნო უკან 100 ლარი + 100 ლარის 2.9% ?

საშეღავათო პერიოდი რაარი?

წლიური მომსახურების საკომისიო თუ 35 ლარი ჯდება ანუ ეგ ბარათი რო ავიღო დამიჯდება 35 ლარი?

Posted by: SCO 18 Sep 2010, 13:40
uchinаri
QUOTE
ბანკომატიდან ყველაზე პატარა საკომისიო თიბისი ქარდზეა. 2.9%


რესპუბლიკას დრიმ ქარდზე 1.5% ია

Regg
QUOTE
2.9% რას ქვია? ანუ ვთქვად გამოვიტანე 100 ლარი უნდა დავაბრუნო უკან 100 ლარი + 100 ლარის 2.9% ?

კი ეგაა

QUOTE
საშეღავათო პერიოდი რაარი?

პერიოდი გადახდიდან გადახდამდე, ანუ გამოტანილი თანხა ან პროცენტებით უდნა დააბუნოუკან, ან სრულად დაფარო. ხოდა იმ პროცენტების შეტანებს შორის მაქსიმუმ 55 დღიან სხვაობაზეა საუბარი

Regg
QUOTE
წლიური მომსახურების საკომისიო თუ 35 ლარი ჯდება ანუ ეგ ბარათი რო ავიღო დამიჯდება 35 ლარი?


კი ბატონო

Posted by: Regg 18 Sep 2010, 13:49
QUOTE (SCO @ 18 Sep 2010, 13:40 )


QUOTE
საშეღავათო პერიოდი რაარი?
პერიოდი გადახდიდან გადახდამდე, ანუ გამოტანილი თანხა ან პროცენტებით უდნა დააბუნოუკან, ან სრულად დაფარო. ხოდა იმ პროცენტების შეტანებს შორის მაქსიმუმ 55 დღიან სხვაობაზეა საუბარი




ყველაფერი გავიგე ერთი ესღა დამრჩა ანუ, ვთქვად სრულიად დაფარვას ვერ ვახერხებ პროცენტებით დაბრუნება როგორ გამოდის, მარტივი მაგალითი რო მოვიყვანოთ ვთქვად 1000 ლარი გამოვიტანე და ვერ ვახერხებ დაბრუნებას მაგ ვადაში, პროცენტებით დაბრუნება როგორ ხდება?

Posted by: uchinаri 18 Sep 2010, 13:55
SCO
QUOTE
რესპუბლიკას დრიმ ქარდზე 1.5% ია


ყველაზე გაიცემა ეგ ბარათი? ხელფასი რესპუბლიკაში უნდა ერიცხებოდეს?

P.S. ლიმიტი 1 წლიანია. თიბისიში ლიმიტი უვადოა. დამტკიცების საკომისიო ცალკეა.

Regg
QUOTE
2.9% რას ქვია? ანუ ვთქვად გამოვიტანე 100 ლარი უნდა დავაბრუნო უკან 100 ლარი + 100 ლარის 2.9% ?


კი, ეგრე აბრუნებ.

QUOTE
საშეღავათო პერიოდი რაარი?


მაგალითად 5 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე დახარჯულ თანხას დააბრუნებ 29 ოქტომბერს. ანუ 5 სექტემბერს თუ გაიტან თანხას, უპროცენტოდ რომ ისარგებლო, თანხა უნდა დააბრუნო 29 ოქტომბერს. 5 სექტემბრიდან 29 ოქტომბრამდე პერიოდი გამოდის 55 დღე.

QUOTE
წლიური მომსახურების საკომისიო თუ 35 ლარი ჯდება ანუ ეგ ბარათი რო ავიღო დამიჯდება 35 ლარი?


წელიწადში იხდი 35 ლარს.

Regg
QUOTE
ვთქვად 1000 ლარი გამოვიტანე და ვერ ვახერხებ დაბრუნებას მაგ ვადაში, პროცენტებით დაბრუნება როგორ ხდება?


დახარჯული თანხის მინიმუმ 10% შეგაქვს თიბისის შემთხვევაში.

Posted by: SCO 18 Sep 2010, 13:59
Regg
QUOTE
ყველაფერი გავიგე ერთი ესღა დამრჩა ანუ, ვთქვად სრულიად დაფარვას ვერ ვახერხებ პროცენტებით დაბრუნება როგორ გამოდის, მარტივი მაგალითი რო მოვიყვანოთ ვთქვად 1000 ლარი გამოვიტანე და ვერ ვახერხებ დაბრუნებას მაგ ვადაში, პროცენტებით დაბრუნება როგორ ხდება?


მაგ 1000 ლარზე ბანკი გარიცხავს წლიურ პროცენტს, რომელიც გადანაწილებული იქნება ყოველთვიური პროცენტის სახით. ანუ ყოველი თვის გარკვეული რიცხვისთვის მოგიწევს მაგ 1000 ლარის ნაწილის და პლიუს დარიცხული პროცენტის შეტანა. ამ ჯამს ქვია მინიმალური გადასახადი თანხა. ანუ შეგაქვს ვთქვათ 1000ის 10% რაც არის 100 ლარი და პლიუს დარიცხული პროცენტი, ვთქვათ 80 ლარამდე. 80 ლარს ბანკი იტოვებს პროცენტის სახით, ის 100 ლარი კი ისევ გიჯდება ბალანსზე ასათვისებელი თანხის სახით და შეგიძლია ისევ გაანაღდო. ან არადა დატოვო ანგარიშზე და და ლიმიტი ამით შემცირდება, უკვე იქნება 900 ლარი. შესაბამისად შემდეგ თვეში ბანკი პროცენტს დაგარიცხავს არა 1000 ლარზე, არამდედ გამოყენებულ 900 ლარზე.


Posted by: vaniko1978 20 Sep 2010, 16:45
ერთი და იგივე მახეა ყველა საკრედიტო ბარათი ................................

Posted by: tggio 5 Oct 2010, 02:10
chichilaki

მადლობა შენ 2kiss.gif

Posted by: იტალიელი 5 Oct 2010, 19:24
დღეს შევავსე განაცხადი ბლუ ბარათზე, იმედია დამიმტკიცდება bis.gif ნუ ვისთანაც ვავსებდი მეეჭვება დამიგმტკიცდესო მაგრამ იმედს მაინც ვიტოვებ baby.gif

Posted by: Did_Giorgi 5 Oct 2010, 20:46
იტალიელი
რატომ მეეჭვებაო?
კრედიტინფოში ხარ თუ ხელფასი გაქვს დაბალი?

Posted by: იტალიელი 6 Oct 2010, 07:48
Did_Giorgi
არა ხელფასი საკმარისი მაქვს, უბრალოდ რადგან კრედიტი არ გქონია აარსოდესო არც განვადებაო და ისტორია არ გაქვს ბანკშიო მაგიტომ მეეჭვებაო sad.gif არ მესმის რა, 1 ჯერ თუ არ მომცეს კრედიტი ისე ხო ვერასეოდეს შემექმნება ისტორია ბანკში

Posted by: LIBERTY BANK 6 Oct 2010, 15:12
მეჯიქ ქარდი



საკრედიტო ბარათი საოცარი თვისებებით, რომელიც მის მფლობელს საჩუქრად უბრუნებს ყველა მეჯიქ ბარათით წარმოებული ყოველი მეათასე ოპერაციის თანხას, თუ ეს ოპერაცია მისი მეჯიქ ბარათით შესრულდა*.

მაგალითად: თქვენ და მეჯიქ ბარათის სხვა მფლობელები იყენებთ ბარათს მაღაზიაში, სუპერმარკეტში, ბანკომატში, რესტორანში ან სულაც საზღვარგარეთ და აღმოჩნდა, რომ მეათასე ოპერაცია განხორციელდა თქვენ მიერ, ბანკი დაუყოვნებლივ აგინაზღაურებთ დახარჯულ თანხას. თქვენ მობილურ ტელეფონზე მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რომელიც გამცნობთ, რომ დახარჯული თანხა დაგიბრუნდათ, რადგან რიგით მეათასე ოპერაცია თქვენი მეჯიქ ბარათით შესრულდა.

მეჯიქ ბარათი გთავაზობთ ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთს – წლიური 28.00%.

მ7 ანაბრის მფლობელებისა და პირადი ბანკირის სამსახურის კლიენტებისთვის საპროცენტო განაკვეთი კიდევ უფრო დაბალია – წლიური 24.00%.

მეჯიქ ბარათის საშუალებით ასევე შესაძლებელია 55 დღის განმავლობაში ისარგებლოთ უპროცენტო სესხით.

მეჯიქ ბარათის ყველა მფლობელისთვის უფასოდ გაიხსნება მულტისავალუტო ლიბერთი ანგარიში და თქვენ უფასოდ გადმოგეცემათ სადებეტო ლიბერთი ქარდი, რომლის მიღებისთანავე ავტომატურად გაგიაქტიურდებათ SMS ბანკი და ინტერნეტ ბანკი.**

Posted by: -anano- 8 Oct 2010, 21:19


UNIVERSAL CREDIT CARD ეს არის VISA CLASSIC- ის ტიპის მაღალი კლასის საგადახდო "უნივერსალური საკრედიტო" ბარათი, რომელიც გახდება თქვენი საყრდენი წერტილი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში!

ტაოპრივატბანკის საკრედიტო ბარათი UNIVERSAL CREDIT CARD თქვენი კომფორტისათვის არის შექმნილი!

თქვენ შეგიძლიათ გახდეთ პრივატსერიის საკრედიტო ბარათების მფლობელი თუ:

- ხართ საქართველოს მოქალაქე;
- გაქვთ შემოსავალი;
- თქვენი ასაკი არის 18-დან 65 წლამდე;

უპირატესობები:

- უპრეცენტო კრედიტი 30 დღის განმავლობაში;
- უვადო საკრედიტო ლიმიტი;
- საბარათე ანგარიშის გახსნა და მომსახურება უფასო;
- ავტომატურად ან თქვენი მოთხოვნით ლიმიტის გაზრდის შესაძლებლობა;
- დაბალი საპროცენტო განაკვეთი;
- არანაირი დამატებითი საკომისიო;.
- საკრედიტო ბარათის მიღება შესაძლებელია სახელფასო ცნობის გარეშეც.

Universal Credit Card -ით თქვენ შეგიძლიათ გაანაღდოთ თანხა ნებისმიერი ბანკის ბანკომატში და მოახდინოთ უნაღდო ანგარიშსწორება სავაჭრო ობიექტებში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

პირობები:

- საკრედიტო ბარათის მოქმედების ვადა - 4წელი;
- ვალუტა-ლარი;
- საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრება 0-დან 2000 ლარამდე;
- სპროცენტო განაკვეთი თვეში მხოლოდ 3%.

ტაოპრივატბანკი გთავაზობთ უფასო კრედიტით სარგებლობის შემდეგ სქემას:
თქვენ გაქვთ გარანტირებული უპროცენტო პერიოდი 30 დღის განმავლობაში დაწყებული ყოველი კონკრეტული ტრანზაქციიდან და ყოველი კონკრეტული თარიღიდან.


თანხის დაფარვის მოქნილი გრაფიკი მხოლოდ თქვენთვის:

თანხის დაბრუნება შესაძლებელია როგორც უპროცენტო პერიოდის ბოლო დღეს, ასევე მისი დასრულების შემდეგ: ყოველთვიური მინიმალური შენატანით, რომელიც შეადგენს თვის ბოლოს დაფიქსირებული დახარჯული თანხის 7%-ს (არაუმცირეს 15 ლარისა). ყოველთვიური მინიმალური შენატანის გადახდის მაქსიმალური ვადაა გამოტანიდან მომდევნო თვის ბოლომდე.
ასევე თქვენი სურვილისამებრ, შეგიძლიათ საკრედიტო ბარათზე შეიტანოთ უფრო დიდი მოცულობის თანხა, ვიდრე ეს გრაფიკით იქნება გათვალისწინებული!


თუ ვინმეს სურს ამ საკრედიტო ბარათის აღება გთხოვთ პირადში შემეხმიანეთ smile.gif ბარათის აღება უფასოა

Posted by: Regg 9 Oct 2010, 21:12
TBC-ში განვადების ბარათიზე პასუხი როდის მოდის?? ანუ ვიყავი ჩაიწერეს მონაცემები და მითხრეს დაგირეკავთო, და რამდენიხანი უნდა დაველოდო რო გავიგო მომცემენ თუ არა??? დადებითის და უარყოფითის, ორივეს დროს იღებ პასუხს??

Posted by: mister_M 19 Oct 2010, 18:10
-anano-

QUOTE
UNIVERSAL CREDIT CARD


რატომ ქვია ეს სახელი? რა აქვს ესეთი უნივერსალური? smile.gif

Posted by: paparesta 19 Oct 2010, 18:17
QUOTE
რატომ ქვია ეს სახელი? რა აქვს ესეთი უნივერსალური?

მისტერ რომელ ბანკსი გაგიკეთებენ 5 წუთში საკრედიტო ბარათს ნუ თუ გინდა სადებეტო იყოს მომენტალურად გაძლევენ ყოველგვარი ლოდინის გარეშე, თან ვიზა კლასიკია და მსოფლიოს ნებისმიერ ბანკომატში თუ ტერმინალში აქვს პრასვეტი + ინტერნეტ ბანკინგი du.gif

Posted by: Did_Giorgi 19 Oct 2010, 21:03
paparesta
QUOTE
მისტერ რომელ ბანკსი გაგიკეთებენ 5 წუთში საკრედიტო ბარათს ნუ თუ გინდა სადებეტო იყოს

ეს ის ცნობილი უსახელო ბარათები ხომ არაა?
უნიქარდივით გაიცემა, რა უბედურებაა
ბოლობოლო ხო უნდა გავარჩიოთ ვისი ბარათი ვის საფულეშია biggrin.gif

Posted by: mister_M 21 Oct 2010, 16:45
paparesta

ნებისმიერი ვიზა ან მასტერ ქარდი მსოფლიოს ნებისმიერ ბანკომატში და ტერმინალში მოქმედებს და ესეიგი ყველა უნივერსალ ქარდი ყოფილა მაგ ლოგიკით smile.gif

მე პირადად მირჩევნია 2-3 დღე მოვიცადო და ბარათზე ჩემი სახელი და გვარი ეწეროს, უფრო მშვიდად ვიგრძნობ თავს

Posted by: Gig@ 25 Oct 2010, 12:35
სიში განვადების ბარათი რატომ არ არის? ეგეც ხომ საკრედიტო ბარათია!

Posted by: irondan 4 Nov 2010, 14:07
მოკლედ თბს ქარდი მომცეს 1 კვირის წინ, წამოსაღებად რომ მივედი, იმ გოგომ რატომღაც არ იკადრა ნორმალურად ახსნა, ვითომ დიდ ვინმეს წარმოადგენდა, ბევრი ხალხი მელოდებაო, რა მაინტერესებს , ჩემი ბარათი 20 სექტემბერს დამტკიცდა, და ჩემი საშეღავათო პერიოდი 20-დან ითვლება ხო? და ერთი საშეღავათო პერიოდი რომ გავა, მეორეს ათვლა როდიდან იწყება?

Posted by: spider77 5 Nov 2010, 10:45
irondan
QUOTE
მოკლედ თბს ქარდი მომცეს 1 კვირის წინ, წამოსაღებად რომ მივედი, იმ გოგომ რატომღაც არ იკადრა ნორმალურად ახსნა, ვითომ დიდ ვინმეს წარმოადგენდა, ბევრი ხალხი მელოდებაო, რა მაინტერესებს , ჩემი ბარათი 20 სექტემბერს დამტკიცდა, და ჩემი საშეღავათო პერიოდი 20-დან ითვლება ხო? და ერთი საშეღავათო პერიოდი რომ გავა, მეორეს ათვლა როდიდან იწყება?

ჩაერთე ინტერნეტბანკინგში და იქ დეტალურად ნახავ ყველაფერს. როდის გაქვს გადასახდელი, რამდენი, რომელია საშეღავათო პერიოდი და ა.შ.

Posted by: Robert_Lokamp 8 Nov 2010, 13:26
irondan
ჯერ კიდე არ იცი რაში გაგიყვია თავი cry.gif

Posted by: rozoma 10 Nov 2010, 15:03
რომელია დღეისთვის ყველაზე მარტივად ასაღები საკრედიტო ბარათი?

ტაო-ზე ამბობენ, მაგრამ ძაან კლიაოზნიკობენ ეგენი
მეგობარი ხელფასის ცნობით მივიდა თლათ და კაპიკი არ დაუმტკიცეს..

TBC რამდენ ხანში ამტკიცებს ლიმიტს?

Posted by: pro_pilot 11 Nov 2010, 12:06
რომელი ბანკის საკრედიტო ბარათს აქვს ბანკომატიდან განაღდების საკომისიო ყველაზე დაბალი და ლიმიტი მაღალი?

ხელფასი ტაო პრივატ ბანკში მერიცხება ტაკ შტო ხელფასის იმ ბანკში დარიცხვა რომელშიც ბარათს გავაკეთებ არ უნდა იყოს აბეზალოვკა...

და მესამე საკითხი..... ათვისებული თანხის ნაწილის დაფარვა სადაა შესაძლებელი?
4

ანუ მამენტ ავიღე 1000 ლარი და საშეღავათო პერიოდის ბოლოს არ მაქვს 1000 სრულად და მაქვს 800... ანუ რო დამერიცხოს 200 ლარის წლიური პროცენტი....

და კიდევ..... ბარათზე თანხის განახლების პრინციპს ვერ მივხვდი ვერცერთზე....

ანუ მაქ სიტყვაზე 1000 ლარიანი ლიმიტი.. დამტკიცდა 4 სექტემბერს.... შევიტანე ეს თანხა როგორცაა წესი 55 დღის შემდეგ ანუ 29 ოქტომბერს..... როდის განახლდება საკრედიტო ლიმიტი ანუ როდის შევძლებ თანხის გატანას ისევ?


ძალიან გთხოვთ არ დაიზაროთ და გამარკვიეთ ამ საკითხში კომპეტენტურმა ხალხმა....


წინასწარ დიდი მადლობა

ხო დამავიწყდა.....

ხელფასი 1700 ლარი.... მუშაობის სტაჟი 3 თვე..... ჩემს შემთხვევაში

Posted by: ROWAN ATKINSON 11 Nov 2010, 17:37
ყველაზე პრაქტიკულია "დრიმ ქარდი". არც დაანგარიშების დღეები უნდა ითვალო და არც არაფერი. თანხის აღებიდან შემდეგი თვის 25 რიცხვამდე უნდა დააბრუნო თანხა და ეგაა......

Posted by: adba 16 Nov 2010, 14:31
მეგობრებო ერთი მოკრძალებული კითხვა მაქვს:

შემაწუხა უკვე TAO BANK-ის ოპერატორმა, კვირაში რამდენჯერმე მთავაზობს საკრედიტო ბარათს, არადა საქართველოს ბანკმა გამაშავა დიდი ხანია და თან მოქმედი- გადაუხდელი- პრობლემური დავალიანება გვაქვს სბ-ს წინაშე (თავდები ვარ), ხოდა კითხვა შემდეგში მდგომარეობს:

TAO არ აქცევს ყურადღებას ჩემს საკრედიტო ისტორიას? "ლიჟბი" მოიშორონ ბარათები და ყველას აძლევენ? და ყველაზე ძალიან, რამაც გამაკვირვა ის იყო, რომ სახელით და გვარით მომმართა, არადა TAO-სთან არანაერი კავშირი მქონია არასდროს boli.gif

Posted by: მამაო ენუქი 18 Nov 2010, 10:30
მესიჯი მომივიდა საქართველოს ბანკიდან, ტქვენი საკრედიტო ბარატი გააქტიურებულია, გმადლობტ ცჰვენი მომსახურებით სარგებლბისთვისო, არადა არანაირი შეხება არ მაქ საქართველოს ბანკთან, რა უნდა იყოს ? boli.gif

Posted by: sati 22 Nov 2010, 21:45
შემოვედი, რაღაც მინდოდა მეკითხა, ბოლო გვერდი გადავიკითხე და მარტო კითხვებია აქ. პასუხებს არავინ წერს, თუ როგორაა? smile.gif

მაინტერესებდა 55 დღის მერე რომელ ბანკს აქვს ყველაზე დაბალი პროცენტი საკრედიტო ბარათზე. ყველა ბანკის საიტზე ახლა სათითაოდ უნდა შევიდე ვატყობ smile.gif

QUOTE
შემაწუხა უკვე TAO BANK-ის ოპერატორმა, კვირაში რამდენჯერმე მთავაზობს საკრედიტო ბარათს,


მეც. შევიტანე განაცხადი 2მაგ ხელფასზე (900 ლარი) და დამიმტკიცეს 300. არც გამოვიტანე smile.gif

Posted by: mister_M 24 Nov 2010, 12:18
adba
თუ გაანულებ აღნიშნულ დავალიანებას, მერე შეიგიძლია ნორმალურ საკრედიტო ბარათზე ფიქრი.

მამაო ენუქი
შეცდომა ყველგან ხდება smile.gif მთავარია ისეთი შეცდომა არ მოხდეს, რომ ფინანსურად დაზარალდე, თორემ მესიჯის წაშლას არაფერი არ უნდა smile.gif

sati
ყველაზე დაბალი პროცენტი, მე როგორც ვიცი, აქვს ლიბერთი ბანკის Magic Card-ს (რაც მთავარია არანაირი "ფარული" გადასახადები)


Posted by: მამაო ენუქი 24 Nov 2010, 14:10
mister_M
ხოდა რო არ დავზარალდე იმიტომ ვიკითხე smile.gif

Posted by: mister_M 24 Nov 2010, 18:37
QUOTE
ხოდა რო არ დავზარალდე იმიტომ ვიკითხე

ხელი თუ არანაირ დოკუმენტზე არ მოგიწერია და არანაირი ელექტრონული თანხმობა არ მიგიცია ბანკისთვის ბარათის დამზადებაზე და მითუმეტეს გააქტიურებაზე, მაშინ ყველავარიანტში შეცდომა მოხდა smile.gif თუ მაინცდამაინც ბოლომდე გინდა დარწმუნდე, დაუკავშირდი 444 444 და გეტყვიან ზუსტ პასუხს (თუ მანდაც შეცდომა არ მოხდება smile.gif )

Posted by: ირაკლი17 25 Nov 2010, 12:07
DREAM CARD (Bank Republic) [ 8 ] [10.39%] ,

Posted by: INA-INA 1 Dec 2010, 00:20
მამაო ენუქი

მასეთ მესიჯებს საქართველოს ბანკი არ აგზავნის wink.gif მენიუში არ აქვთ.

Posted by: teonala 12 Dec 2010, 23:02
TBC ის განვადების ბარათის პირობებს ხომ ვერ მეტყოდით ?
მგონი 1000 ლარიანი ლიმიტი არის 10 თვიანი 16% მართალია ?

Posted by: mister_M 23 Dec 2010, 05:46
teonala

16%-მა არ მოგატყუოს smile.gif მე როგორც ვიცი მაგაზე აქვთ მარტივი 16%, რაც კლებადის შემთხვევაში დაახლოებით 30%-ს უდრის

Posted by: uchinаri 2 Jan 2011, 23:50
teonala

რამდენით ძვირდება განვადების ბარათით ნაყიდი ნივთი და როგორ დავთვალოთ ყოველთვიურად გადასახდელი თანხა?

თუ ხელფასი გერიცხებათ, ან გაქვთ საკრედიტო ისტორია თიბისი ბანკში, ნებისმიერი განვადებით ნაყიდი ნივთი გაგიძვირდებათ 16%-ით. გადასახდელი თანხა ერთი ნივთის შეძენის შემთხვევაში ტოლია: ნივთის ფასი * 116% და გაყოფილი 10 თვეზე.
მაგ.: 1 000 ლარიანი ნივთის განვადებით შეძენისას, ყოველთვიურად გადასახდელი თანხა 10 თვის განმავლობაში შეადგენს 116 ლარს (1000*116%/10).

სხვა შემთხვევაში, განვადებით ნაყიდი ნივთი გაგიძვირდებათ 20%-ით. ყოველთვიურად დასაფარი თანხა კი ტოლია: ნივთის ფასი * 120% და გაყოფილი 10 თვეზე.

Posted by: NEWDRIVER 9 Jan 2011, 23:47
პირველ გვერდზე ლიბერთის მეჯიქბარათის პირობები მიამატეთ რა

Posted by: DIGITAL_art 2 Feb 2011, 23:25
პრივატ ბანკის საკრედიტო გავაკეთე დღეს და მითხრეს დადებითი პასუხის შემთხვევაში 24 საათის განმავლობაში მოგივათ შეტყობინებაო და რა მაინტერესებს უარყოფითი პასუხის შემთხვევაშიც მომივა შეტყობინება? ანუ თქვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ან მსგავსი რაღაც

Posted by: Mr-Banks 3 Feb 2011, 00:01
DIGITAL_art

დიდ შარში გაყავი თავი, მეგობარო! მაგათთან, თუ არ ვცდები, ესეა, რომ თუ ლიმიტი არ გიმტკიცდება, სმს მოგდის, რომ თქვენ დაგიმტკიცდათ საკრედიტო ლიმიტი ნული ლარის ოდენობით. ანუ პირდაპირ არ გეუბნებიან, რომ არ დაგიმტკიცდა. biggrin.gif

ისე, საიტზე LIVE CHAT აქვთ და მიწერე ოპერატორს. wink.gif

Posted by: aeroo 9 Feb 2011, 23:22
ორინჯ ბარათზე მაქვს 5 დოლარი და რაღაც ცენტები, გამოტანას არ მანებებს biggrin.gif
მოკლედ თუ შემიძლია რო ვქნა რამე ? biggrin.gif აი ინტ ტოტალიზატორში რომ გადავრიცხო ან მსგავსი რამ?

Posted by: Mr-Banks 13 Feb 2011, 17:22
aeroHIDE

5 დოლარი რომ გაქვს, ბანკომატიდან მოხსნის საკომისიო 3.9% მინიმუმ 1$-ია და როგორ გამოიტან 5$-ს? ONLINE მიზნებისთვის გამოყენება შესაძლებელია.

Posted by: Fabian 25 Feb 2011, 10:46
QUOTE
AMEX (Bank of Georgia) [ 37 ]  [39.78%]


Posted by: zaza 156 25 Feb 2011, 13:31
uchinаri
თქვენი დაანგარიშება აბსოლუტურად დამაბნეველი და არასწორია.
მომიტევეთ

Posted by: Mr-Banks 25 Feb 2011, 14:44
zaza 156


მე აგიხსნი განვადების ბარათს გასაგებად

მოგეწონა ტელევიზორი, რომელიც ღირს 1000 ლარი.

თუ ხარ თიბისი-ს კლიენტი, მაშინ ნივთი ძვირდება 16%-ით. ანუ 1000+1000*16%= 1 160 ლარი

ეს თანხა უნდა დაფარო 10 თვეში, ანუ ერთ თვეში უნდა შეიტანო 1160:10=116 ლარი

არის რამე კიდევ გაუგებარი? smile.gif


გმადლობთ

Posted by: zaza 156 25 Feb 2011, 15:09
Mr-Banks
ვიცი გმადლობთ.
ეს იგივე სესხია 34 % წლიური wink.gif
მე პროდუქტი რამდენად მიძვირდება ეგ არ არის სწორად და პირდაპირ დასმული შეკითხვა.
მნიშვნელოვანია ის თუ რამდენია ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. რომელიც ამ შემთხვევაში 34 % მეტი გამოდის.

Posted by: Mr-Banks 25 Feb 2011, 15:21
zaza 156

კლებადი ძირით 33.55% გამოდის.......

თუმცა განვადებაა და სხვა განვადებებთან შედარებით, რომელზე უკეთესი არაა, ეგეც დამისახელე

Posted by: zaza 156 25 Feb 2011, 15:40
მე საერთოდ განვადების და ხალხის დაბოლების წინააღმდეგი ვარ და რომელი განვადება უფრო ნაკლებად გღუპავს ამას არა აქვს მნიშვნელობა.
ეგ შენ რაც დათვალე არის ნომინალურ საპროცენტო განაკვეთი,
ხოლო ეფექტური 32.83 % (ამ შემთხვევაში ნაკლები გამოვიდა დროის გამო) მაგრამ ამას თუ საკომისიოსაც დავამატებთ რა თქმა უნდა უფრო მეტი გამოვა

Posted by: Mr-Banks 25 Feb 2011, 15:55
zaza 156


რა საკომისიოს უმატებ? ან ვინ გაბოლებს? დაბოლება არის, როდესაც პირობებს არ გეუბნებიან. წერია სიტზეც გარკვევით, რომ ნივთი ძვირდება 16%-ით და შემდეგ ნაწილდება 10 თვეხე. სადაა დაბოლება? გინდა? აიღე! არ გინდა? ნუ აიღებ! საფეთქელზე ლულას არავინ აბჯენს კლიენტს, რომ ხელი მოაწეროს....


საუკეთესო განვადებაა მთელ საქართველოში!

Posted by: zaza 156 25 Feb 2011, 16:25
წავიკითხე ეგ "კარგად შეფუთული" კითხვა- პასუხი და ეგ ყველაფერი არის დაბოლება რა გიძვირდება რის გიძვირდება. ბანკი ხარ და გაძვირებაზე კი არა საპროცენტო განაკვეთზე და კლიენტს რამდენ პროცენტში აძლევ რეალურად განვადებას ეგ უნდა ეწეროს და არა ათასი ზღაპარი, და რაღაც ქეისებზე აგებული დაბოლება. რომელსაც ნებისმიერი მოკვდავი რომელიც არ არის გარკვეული და კომპეტენტური საქმეში მისთვის ყოველთვის მომხიბვლელი იქნება.
ორი აზრი არ არის ყველაფერი მაინც კლიენტზეა დამოკიდებული აიღებს თუ არა განვადებას, მაგრამ ბანკმა კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლიანად უნდა გაყიდოს პროდუქტი, ბიზნეს ეთიკის ფარგლებში და შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს კლიენტი.
იმ კითხვა პასუხში რატომ არ არის კითხვა რამდენი % ? და არა რამდენად გამიძვირდება და ა.შ ან გრაფიკში რატომ არ ჩანს ნომინალური საპროცენტო განაკვეთი, და რატომ არის რომ ყველა განვადების ოფიცერი სადაც კი მიდიხარ, (ბანკს არა აქვს მნიშვნელობა) გეუბნება რაღაც გამოგონილ "კლებად საპროცენტო განაკვეთს".
კარგით რა ხალხო.... თქვენ ხომ ხვდებით მე რაზე მაქვს საუბარი და რად გვინდა ეხლა ეს უაზრო კამათი.
QUOTE
საუკეთესო განვადებაა მთელ საქართველოში!

შეიძლება ესეც იყოს მაგრამ ყველაზე საუკეთესო "განვადების" .....
ამ შემთხვევაში თვითონ პროდუქტ განვადებაზე მაქვს საუბარი და არა რომელიმე ბანკზე. biggrin.gif

Posted by: Mr-Banks 25 Feb 2011, 16:32
zaza 156
QUOTE
ორი აზრი არ არის ყველაფერი მაინც კლიენტზეა დამოკიდებული აიღებს თუ არა განვადებას, მაგრამ ბანკმა კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლიანად უნდა გაყიდოს პროდუქტი, ბიზნეს ეთიკის ფარგლებში და შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს კლიენტი.



გეუბნება, რომ გიძვირდება ნივთი 16%-ით, ანუ მარტივი 16%-ია და არა კლებადი ძირით. განვადებაა ბოლოსდაბოლოს და არა იპოთეკური სესხი. biggrin.gif

ვინ გითხრა, რომ კლებადი განაკვეთი აქვს ამ 16%-ს? დაასახელე....

წერია, რომ ძვირდება 16%-ით... სად გატყუებენ? სხვა სესხებზე წერია, რომ არის კლებადი.....

Posted by: zaza 156 25 Feb 2011, 16:33
QUOTE
ვინ გითხრა, რომ კლებადი განაკვეთი აქვს ამ 16%-ს? დაასახელე....

მე ვინც მითხრა იმან მიიღო შესაბამისი პასუხი smile.gif

მარტივი საპროცენტო განაკვეთები, ან მათი დაწერა ხელშეკრულებებში ან თუნდაც გაპიარება ევროპულ ქვეყნებში კრიმინალად ითვლება და კანონით აკრძალლულია.

Posted by: Mr-Banks 25 Feb 2011, 16:43
zaza 156


საქართველოს სამოქალაქო კოდექსით იკრძალება? ეს მოსთხოვე უკვე პარლამენტს. ხელშეკრულების დადება შესაძლებელია, თუ ის მოქმედ კანონმდებლობას არ ეწინააღდეგება.

Posted by: mister_M 2 Mar 2011, 07:33
zaza 156
QUOTE
მარტივი საპროცენტო განაკვეთები, ან მათი დაწერა ხელშეკრულებებში ან თუნდაც გაპიარება ევროპულ ქვეყნებში კრიმინალად ითვლება და კანონით აკრძალლულია.

მაშინ დაწერდნენ კლებად პროცენტს დაახლოებით 28-30% იქნებოდა და რა ხეირი, მაგას უფრო ვერ იგებს ხალხი, გონიათ რომ რაც აიღეს, იმის 30%-ით მეტი უნდა გადაიხადონ, არადა კლებადის შემთხვევაში ეგრე არაა, მე თუ მკითხავ, საზოგადოების უმეტეს ნაწილს მარტივი პროცენტით დაანგარიშება უფრო ადვილად შეუძლიათ ვიდრე კლებადი და ა.შ.
და საბოლოო ჯამში კლიენტი პროცენტზე კიარ ამახვილებს ყურადღებას, არამედ ზედმეტად რამდენის გადახდა მოუწევს. პროცენტზე უფრო ინტრიგანი ხალხი ახურებს smile.gif , "რაამბავია??", "რამდენია???" და ა.შ. გაწყობს ამდენით მეტის გადახდა - გადაიხადე, არ გაწყობს გამოდი მაღაზიიდან და წადი სახლში smile.gif მარტივი ლოგიკაა

Posted by: zaza 156 2 Mar 2011, 13:08
mister_M
QUOTE
მაშინ დაწერდნენ კლებად პროცენტს დაახლოებით 28-30% იქნებოდა და რა ხეირი

სწორედ რომ ბანკები ზედმეტ ხეირზე რომ ფიქრობენ და პროდუქტებს სხვადასხვანაირად ფუთავენ მაგაზეა საუბარი, მეტზე კი არაფერზე.
ადამიანი რომ გაიგებს რეალურ საპროცენტო განაკვეთს, მერე უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიიღებს გადაწყვეტილებას შეიძინოს ეს ნივთი თუ არა.
აქ სწორედ ბანკების მხრიდან პასუხისმგებლობაზე, მორალზე და ეთიკაზეა საუბარი, თორე მარტივი საპროცენტო განაკვეთით პროდუქტის გაყიდვა, რომ არაეთიკურია მაგას რათ უნდა საუბარი? მე, როგორც "გათვითცნობიერებული" კლიენტი ვერანაირად ვერ მივიღებ იმ ლოგიკას, რომ ბანკმა შემომთავაზოს ესა თუ ის სესხი კლებადობის პრინციპით?. რეალურად ხომ ბანკი იმდენს იღებს რამდენიც ნომინალური საპროცენტო განაკვეთია და არა ე.წ. "კლებად პროცენტი" ეს ლოგიკა საერთოდ უაზრობაა ჩემი აზრით, მაგალითისთვის თუ მე სესხი გავიტანე 1000 ლარი ჩვეულიებრივი გრაფიკით (ანუიტეტით) წლიური საპროცენტო განაკვეთით 36% წლიური 12 თვის ვადით. ეს ნიშნავ იმას რომ ყველა გადახდაზე მე ვიხდი დარჩენილი კაპიტალის 36% და არა რაღაც 21.**** პროცენტს როგორც ეს კლებადობით იხსნება. გრაფიკის მიხედვით ვიხდი იმდენ 36% წლიურს რა თანხაც მრჩება დაფარვებიდან გამომდინარე.
ფულის დროით ღირებულაბაში (ფინანსური მათემატიკა) smile.gif
კლიენტისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს "ეფექტური საპროცენტო განაკვეთი" (მისი ინტერესებიდან გამომდინარე) ხოლო ბანკმა უნდა იცოდეს უკვე ე.წ IRR (ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე).
სწორედ ამიტომაც ევროპულ ქვეყნებში სავალდებულოა ხელშეკრულებაში "ეფექტური საპროცენტო განაკვეთის" მითითება, რომ კლიენტის ინტერესები არ დაზარლდეს.
რაც შეეხება კანონმდებლობას ჩვენთან. დამერწმუნეთ, რომ ძალიან მალე მივალთ იმ დღემდე როდესაც ბანკებს კანონი დაავალდებულებს იყვნენ ცოტათი მეტად გამჭირვალეები და "ხეირის" მეტად მიღების მიზნით ეგეთი განუკითხაობა აღარ იქნება.

Posted by: mister_M 4 Mar 2011, 14:41
zaza 156

შენ რაც აღწერე ეგ გასაგებია მარტო შენთვის, ჩემთვის და კიდევ რამოდენიმე ადამიანისთვის ვისაც ბანკთან აქვს შეხება, თორემ საქართველოს მოსახლეობის 90%-ს საერთოდ არ ესმის არც ანუიტეტი, არც კლებადი %, არც მარტივი %, არც IRR და საერთოდ ხელშეკრულებაც ნაკლებად აინტერესებთ. მათთვის უფრო მნიშვნელოვანია საერთო ჯამში რამდენით ზედმეტის გადახდა მოუწევთ და მაგითი იღებენ გადაწყვეტილებას. მანქანას ვინც ყიდულობს განვადებით, დამერწმუნე იმას კიარ უყურებს რამდენ %-შია, არამედ იმას აანგარიშებინებს ექსპერტს საერთო ჯამში რამდენის გადახდა მოუწევს wink.gif ამას ფაქტებით ვიძახი, იმიტომ რომ მქონდა მსგავსი გამოცდილების მიღების ბედნიერება smile.gif

Posted by: Mr-Banks 4 Mar 2011, 15:04
mister_M
QUOTE
არამედ იმას აანგარიშებინებს ექსპერტს საერთო ჯამში რამდენის გადახდა მოუწევს


მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ვერკვევი, მეც მაგას ვაანგარიშებინებ ხოლმე. biggrin.gif

Posted by: mister_M 4 Mar 2011, 16:45
QUOTE
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ვერკვევი, მეც მაგას ვაანგარიშებინებ ხოლმე.

up.gif

Posted by: zaza 156 5 Mar 2011, 23:14
mister_M
QUOTE
შენ რაც აღწერე ეგ გასაგებია მარტო შენთვის, ჩემთვის და კიდევ რამოდენიმე ადამიანისთვის ვისაც ბანკთან აქვს შეხება, თორემ საქართველოს მოსახლეობის 90%-ს საერთოდ არ ესმის არც ანუიტეტი, არც კლებადი %, არც მარტივი %, არც IRR და საერთოდ ხელშეკრულებაც ნაკლებად აინტერესებთ. მათთვის უფრო მნიშვნელოვანია საერთო ჯამში რამდენით ზედმეტის გადახდა მოუწევთ და მაგითი იღებენ გადაწყვეტილებას. მანქანას ვინც ყიდულობს განვადებით, დამერწმუნე იმას კიარ უყურებს რამდენ %-შია, არამედ იმას აანგარიშებინებს ექსპერტს საერთო ჯამში რამდენის გადახდა მოუწევსამას ფაქტებით ვიძახი, იმიტომ რომ მქონდა მსგავსი გამოცდილების მიღების ბედნიერება

ხოდა ეგრე სოფელი ვერ აშენდება..
სწორედაც შენ რომ ერკვევი მე რომ ვერკვევი და ბევრი სხვა ვისაც ბანკთან აქვს შეხება ჩვენ უნდა გავაგებინოთ ხალხს რა არის კარგი და რა არა. თორე ეგეთი მიდგომით ხალხი ვერ ისწავლის..... და სულ ეგრე ეცოდინება ხალხს, მეტი არაფერი.
შენ გამოცდილებას მეც ვიზიარებ, თუმცა იგივე შენი გამოცდილებიდან გაიხსენე ალბათ ბევრი გქონია შემთხვევა როცა პოსტფაქტუმ კლიენტს რომ უთქვია "ეგრე რომ მცოდნოდა საერთოდ არ ავიღებდი ბარათსო ან სესხსო ან განვადებასო და ა.შ. ასევე რა ამბავია ეს რამდენი პროცენტი გამოდის? ყაჩაღები ხართ თქვენო/ ალბათ გქონია ეგეთი რამე smile.gif (თუ იტყვი არაო, მაიც არ დავიჯერებwink.gif

Posted by: mister_M 7 Mar 2011, 12:35
zaza 156
კი ვერ აშენდება, მაგრამ დამიჯერე, ხალხმა რომ მარტივი და კლებადი პროცენტის გარჩევა ისწავლონ ვერც ეგ ვერ ააშენებს სოფელს smile.gif
QUOTE
თუ იტყვი არაო, მაიც არ დავიჯერებ

უნდა ვთქვა არა smile.gif იმიტომ რომ ისეთ პერიოდში მომიწია მაგაზე მუშაობა, რომ მაშინ დალაგებული იყო ყველაფერი და პროცენტებიც ადამიანური იყო, ამიტომ ყველა კმაყოფილი მიდიოდა ჩემგან

Posted by: Silverlight 8 May 2011, 23:55
ხალხნო 1 რაღაც მაინტერესებს:
აქ რო ავიღო საკრედიტო ბარათი მოვხიო საზღვარგარეთ და იქ ვიყიდო რაღაცეები
თუ აქ აღარ ჩამოვიდა ადამიანი იქ ხო ვერაფერს უზავენ?
ანუ შერჩება რა ხო?
თუ მე ვარ დებილი? sad.gif

Posted by: niaaa82 9 May 2011, 00:35
სალამი : )

ე.ი. მინდა საკრედიტო ბარათი, ამ ბარათის ისეთი მნიშვნელობიტ, როგორისთვისაც ის მოიგონეს biggrin.gif

ანუ გამოტანა-შტანა, მინიმალური, ჯაანდაბა და ჯახრუმა არ მინდა.
ძირითადად საყიდლებისტვის და არა გასანაღდებლად.

რომელს მირცევთ? ოღონ ობიექტურად და არა რომელიმე ბანკის პრეზენტაციისთვის : ))

პ.ს. ამერიკან ექსპრესი მინდოდა მაგრამ მომიშალეს ნერვები და უდევთ ცემი დამტკიცებული ლიმიტი და უყურონ ეჰლა გრრრ

Posted by: Couperwood 9 May 2011, 00:49
niaaa82
ამ თემის პირველ გვერდს გადახედე და თვითონ აირჩიე... smile.gif)
თუ რამე ვერ გაიგო, იკითხე.

QUOTE
... ოღონ ობიექტურად და არა რომელიმე ბანკის პრეზენტაციისთვის

biggrin.gif ეჭვი მაქვს ვერ ასცდები მსგავს შემოთავაზებებს...

Posted by: Mr-Banks 9 May 2011, 01:01
niaaa82

TBC CARD

4 წლიანი, 35 ლარი წელიწადში, კლასიკ ტიპის, 55 დღიანი საშეღავათო პერიოდით. bis.gif ტერმინალებში 0% განაღდება bis.gif

Posted by: niaaa82 9 May 2011, 01:02
QUOTE (Couperwood @ 9 May 2011, 00:49 )
niaaa82
ამ თემის პირველ გვერდს გადახედე და თვითონ აირჩიე... smile.gif)
თუ რამე ვერ გაიგო, იკითხე.

QUOTE
... ოღონ ობიექტურად და არა რომელიმე ბანკის პრეზენტაციისთვის

biggrin.gif ეჭვი მაქვს ვერ ასცდები მსგავს შემოთავაზებებს...

პირველი გვერდი არ მინდა, ბანკის საიტზე რომ სევდივარ იქაც წერია პირობები.
მე პრაქტიკიდა გამომდინარე მინდა რცევა, ტორე მასე პირველი ორენჯი მქონდა
და მსვენივრავ ვმეგობრობდით, მერე ადგნენ და პირობები სეცვალეს და რარაც საოცრებები მოახდინიეს, მემგონი ვალები ქონდათ ბლინ
საკრეიტო ბართი კიარდა ბოლოს სესხი დავფარე ფაქტიურად გრრრ

ახლა დამიმტკიცეს მერიკან ექსპრესი და მივედი და უი ისე ვერ მოგცემთო, თუ შპს-ს წინა წლის მოგების დეკლარაციას არ მოგვიტანო ( დამფუძნებელი ვარ)
მეთქი ხელფასი ნახეთ, ხელფასის მონაწერს მოგითანტ მეთქი და არაო.
რა უფლებით მთხოვენ შპს-ს მოგების დეკლარაციას, როცა მე როგორც ფიზიკური პირი ისე ვირებ ბარათს?


Posted by: FishFace 9 May 2011, 01:31
niaaa82
ამექსი ბლუ არის იმჰო საუკეთესო ამ წუთისათვის. იქნება მაინც დაიტოვო.

თუ არადა მეორე ნომრად ტბც კარდს ავიღებდი. ახლა უკვე გადახის საკომისიო მოშორებულია + სმარტ ქულები. თანაც ინსტანტ ბარათი საერთოდ უფასოაო საიტზე უწერიათ.

თუ არადა 1-2 თვის მანძილზე ძალიან კარგი პროდუქტები იქნება ახალი - როგორც ტბს ისე სბ-დან. wink.gif

http://www.commersant.ge/index.php?id=590 (დისქავერი და დაინერს კლუბი). კსტაწი მაღაზიებზე უკვე გამოჩნდა სტიკერები smile.gif

Posted by: Silverlight 9 May 2011, 01:43
Mr-Banks
ხალხნო 1 რაღაც მაინტერესებს:
აქ რო ავიღო საკრედიტო ბარათი მოვხიო საზღვარგარეთ და იქ ვიყიდო რაღაცეები
თუ აქ აღარ ჩამოვიდა ადამიანი იქ ხო ვერაფერს უზავენ?
ანუ შერჩება რა ხო?
თუ მე ვარ დებილი? sad.gif
შენ გეცოდინება

Posted by: Did_Giorgi 9 May 2011, 01:54
niaaa82
QUOTE
პ.ს. ამერიკან ექსპრესი მინდოდა მაგრამ მომიშალეს ნერვები და უდევთ ცემი დამტკიცებული ლიმიტი და უყურონ ეჰლა გრრრ

ამერიქან ექსპრესი აიღე
ბლუ აიღე 2000 ლარიანი ლიმიტი თუ გეყოფა
25 ლარი ღირს წელიწადში და რასაც დახარჯავ იმის მინიმუმ 1% უკან გიბრუნდება თუ
QUOTE
ძირითადად საყიდლებისტვის და არა გასანაღდებლად.

მაგის გარდა სერიოზული ფასდაკლებებია ხოლმე, ექსკლუზიური

QUOTE
გრრრ

ბლლლლლლლლლლუ!
givi.gif

Posted by: FishFace 9 May 2011, 02:00
Silverlight

გააჩნია რამდენად დააზარალებ. შეუძლიათ საერთაშორისო შავ სიაში ჩაგსვან და საერთოდ ვეღარ აიღებ ვერანაირ ვიზა/მასტერქარდს ვეღარასდროს. ძაან თუ დააზარალე ალბათ მოგძებნიან კიდევაც - ინტერპოლის ხაზით. აქ თუ გაქვს რამე აქტივები - დაგიყადაღებენ და გაგიყიდიან.

მოკლე სცადე და მოგვიყევი მერე biggrin.gif

Posted by: Mr-Banks 9 May 2011, 02:26
ეგრეც ნუ დააშინებ. ვალაუვალობა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ წარმოშობს, თუ კრედიტის მისაღებად უტყუარი ინფორმაცია მიწოდე.

10 წელი ჩასაფრებულები იქნებიან და თუ ამ პერიოდში რამეს შეიძენ, ჩამოგართმევენ.

Posted by: niaaa82 10 May 2011, 01:14
QUOTE (FishFace @ 9 May 2011, 01:31 )
niaaa82
ამექსი ბლუ არის იმჰო საუკეთესო ამ წუთისათვის. იქნება მაინც დაიტოვო.

თუ არადა მეორე ნომრად ტბც კარდს ავიღებდი. ახლა უკვე გადახის საკომისიო მოშორებულია + სმარტ ქულები. თანაც ინსტანტ ბარათი საერთოდ უფასოაო საიტზე უწერიათ.

თუ არადა 1-2 თვის მანძილზე ძალიან კარგი პროდუქტები იქნება ახალი - როგორც ტბს ისე სბ-დან. wink.gif

http://www.commersant.ge/index.php?id=590 (დისქავერი და დაინერს კლუბი). კსტაწი მაღაზიებზე უკვე გამოჩნდა სტიკერები smile.gif

მეც ვფიქრობდი მასე კაკ რას 2000იანი დამიმტკიცეს მაგრამ რატ გინდა მომიშალეს ნერევიბი უფფ

არა ხომ ხაართ აქ ნახევრზე მეტი ბანკის თანამსრომლები? რა უფბეიტ მთხოვთ შპს-ს დეკლარაციას, როცა მე როგორც ფიზიკური პირი ისე ვიღებ სკრედიტო პროდუქტს ტუ როგორც არის? biggrin.gif კიარდა user.gif

Posted by: FishFace 14 May 2011, 23:17
ტბს ინსტანტ ბარათს ხმარობს ვინმე? ოჯახის წევრისათვის მინდა ავიღო და რამოდენიმე კითხვა მაქვს:
- ინეტბანკში თუ ებმება ჩემს ანგარიშს რომ ანგარიშიდან დავფარო ხოლმე?
- კრედიტი ინდივიდუალურად განისაზღვრება თუ სტანდარტულად დაშვებული ნომინალებით არის? (თუ მასეა რა ნომინალებია?)
- რამე ჩარჯი ხომ არ აქვს გადახდაზე და დავალიანების დაფარვაზე?
- ლარის გარდა რამე სხვა ვალუტაშიც შეიძლება აიღო?
- სმარტქულები ერიცხება?

Posted by: Mr-Banks 14 May 2011, 23:49

FishFace
ინსტანტ ბარათს რას ეძახი, უსახელო განვადების ბარათს?

Posted by: FishFace 14 May 2011, 23:50
Mr-Banks
ტბს-ქარდი, საკრედიტო. ვიზა ელექტრონი.


რა ტიპის ბარათი შეიძლება იყოს TBC Card?
საერთაშორისო პლასტიკური ბარათები - VISA Classic, MasterCard Standard, VISA Gold, MasterCard Gold და უსახელო VISA Electron.
უკან დაბრუნება

რამდენია TBC Card-ის მომსახურების წლიური საკომისიო?
უსახელო (ინსტანტ) ბარათები უფასოა, კლასიკი (სტანდარტ) ბარათების წლიური მომსახურების საკომისიოა 35 ლარით, ხოლო გოლდისთვის - 120 ლარით.

http://www.tbcbank.ge/ge/private/cards/tbc_card/tbccard_faqs/#19

Posted by: Mr-Banks 14 May 2011, 23:53
FishFace

ეგ ადრე აღებული ბარათია და ამ ეტაპზე აღარ გაიცემა.

Posted by: FishFace 14 May 2011, 23:58
Mr-Banks
მადლობა.

ცუდია sad.gif

სახელი არ მინდა ეწეროს და პატარა ლიმიტით. ტაოს გარდა აქვს ვინმეს რამე მასეთი?


Posted by: kalakala 16 May 2011, 16:25
user posted image


ეს რა ტიპის ბარათია და რაში გამოვიყენებ? smile.gif

Posted by: Did_Giorgi 16 May 2011, 21:05
kalakala
ვიზა კლასიკია
უსახელო
დამზადებულია 2010 წლის ნოემბერში
5 წლიანი
QUOTE
რაში გამოვიყენებ?

ძეხვის დასაჭრელად biggrin.gif
რაშიც იყენებენ ხოლმე ბარათებს ზოგადად smile.gif

Posted by: kalakala 17 May 2011, 16:04
Did_Giorgi
ღადაობის მეფე ხარ რა...
გეკითხებით და ცოტა სერიოზულად არ შეიძლება? sad.gif

Posted by: Mr-Banks 17 May 2011, 17:58
kalakala

საკრედიტო უსახელო ბარათია

ბანკომატიდან გაანაღდებ თანხას, მაღაზიებში იყიდი რამეს და შეიძლება (დარწმუნებული არ ვარ), ინტერნეტშიც გამოიყენო. უკანა მხარეს აწერია რამე ციფრები?

Posted by: paparesta 19 May 2011, 22:40
kalakala
ვიზა კლასიკია და შესაბამისად ყველგან გამოიყენებ.... ნებისმიერ ბანკომატში, სავაჭრო ობიექტზე (თუ ადამ და ევას დროინდელი ტერმინალი არ შეგხვდა ) სადაც პინ კოდის აკრებაა საჭირო წავა , თანხა შეგიძლია ზედ დააგროვო და წლიური 10 % სარგებლი დაგერიცხება...... ინტერნეტში ვერ გამოიყენებ გარდა პრივატ ბანკის ონლაინ ბანკინგისა... მაგისთვის ცალკე ონლინე შოპინგის ვირტუალური კარტა არსებობს იგივე ბანკში,......... მობაილ ბანკინგიც უხერხდება და ცოტა წაგადგება კაცს .......... მაღაზიებში თუ ვერ იყიდი გამყიდველს უთხარი რომელ ბანკსაც ეკუთვნის ტემინალი ამობეჭდილი უარის კოდი მისცენ და გაასწორებენ.... თუ არ შეეზარებად... ეგ არის და ვსიო spy.gif
და კიდე უფასოა ზოგიერთი ახვარი ბარათისაგან განსხვავებით

Posted by: Mr-Banks 19 May 2011, 23:50
უფასო და კარგი ნონსენსია.

biggrin.gif


უფასო კი არის, მაგრამ შეიძლება, ბილინგის ბოლო დღეს, პროგრამამ გაჭედოს, ოპერატორმა ბოდიში მოგიხადოთ შექმნილი უხერხულობისთის და %-იც დაგერიცხება. ამონაწერი ქართულ ენაზე ნეტავ თუ გააკეთეს და კიდევ, უსახელო ბარათი რა ფეხად უნდა ადამიანს? givi.gif

ვირტუალ ბარათი და 1000 უბედურება... drug.gif

Posted by: bui89 23 May 2011, 19:30
paparesta
დააგროვება აპა რა, განაღდების საკომისიო იმდენია რო დაგროვების სურვილი დაგეკარგება, ხო შეიძლებოდა დაგროვილი თანხის ფარგლებში ადამიანური განაღდების საკომისიო ყოფილიყო

Posted by: fataqend 16 Jul 2011, 12:30
გამარჯობათ, მაინტერესებს თიბისი და საქართველოს ბანკი საკრედიტო ბარატებს რომელი წლიდან იძლევიან ? ანუ აუცილებელი ასაკი მაინტერესებს.
ამექს-ზე და თიბისი ქარდზე.

Posted by: spider77 16 Jul 2011, 12:49
fataqend
QUOTE
თიბისი ქარდზე.

და ასევე თიბისის პრაიმ ქარდი.


მინიმუმ 20 წლის უნდა იყო.

http://www.tbcbank.ge/ge/private/cards/tbc_card/

http://www.tbcbank.ge/ge/private/cards/prime_card/

Posted by: Natuka NGN 5 Oct 2011, 03:04
ამექსებიდან ყველაზე ნორმალური პირობები ბლუ ქარდს აქვს მგონი ხო?

Posted by: Did_Giorgi 5 Oct 2011, 22:52
Natuka NGN
2000 თუ გეყოფა, მაშინ ყველაზე მაგარი ეგაა
და თუ სამოგზაურო დაზღვევა არ გჭირდება ჩარტისის wink.gif

Posted by: Natuka NGN 5 Oct 2011, 23:51
Did_Giorgi
QUOTE
და თუ სამოგზაურო დაზღვევა არ გჭირდება ჩარტისის

კი 2000 მეტი არმინდა ნამდვილად.
და ეს ჩარტისი რაა, მაპატიე არ ვიცი sad.gif ძალიან გაუთვითცნობიერებელი ვარ, იქნებ ბმული მომცე რაზე მეუბნები და წავიკითხავ.

Posted by: Did_Giorgi 6 Oct 2011, 00:09
Natuka NGN
ჩარტისი სადაზღვევო კომპანიაა, ექსკლუზიურად ამექსის კლიენტებისათვის
საუკეტესო სამოგზაურო დაზღვევა მოყვება გრინ ამექსებს
ლინკი: http://americanexpress.ge/main.php?action=118&lang=geo
* * *
აქ შეგიძლია შეადარო ბარათის პირობები ერთმანეთს: http://americanexpress.ge/main.php?action=22&lang=geo

Posted by: Natuka NGN 6 Oct 2011, 00:16
Did_Giorgi
მადლობა ბმულებისთვის, გადავხედავ შევისწავლი და თუ კითხვა გამიჩნდა კიდევ შეგაწუხებ 2kiss.gif

Posted by: novator 11 Nov 2011, 12:21
Did_Giorgi

QUOTE
ჩარტისი სადაზღვევო კომპანიაა, ექსკლუზიურად ამექსის კლიენტებისათვის
საუკეტესო სამოგზაურო დაზღვევა მოყვება გრინ ამექსებს



თუ იცი ეგ დაზღვევა რომ წარვადგინო საელჩოში მიიღებენ?



Posted by: sulxana10 12 Nov 2011, 11:11
ორინჯ ბარათიდან თანხის განაღდება 3.9% ანუ თვეში გამოდის 3.9%

Posted by: lasha77 12 Nov 2011, 11:29
მე არანაირი საკრედიტო ბარათი მომწონს საქარტველოში

Posted by: Did_Giorgi 12 Nov 2011, 16:05
novator
QUOTE
საელჩოში მიიღებენ?

კი უპრობლემოდ. ეგ დაზღვევა მისარებია შენგენის ქვეყნის ვიზის მისაღებადაც კი, მოკლედ პრობლემა არ გექნება დაზღვევაზე

Posted by: gagua83 12 Nov 2011, 16:20
ყველა ბარათის დედა მოვტ. დაღუპვაა და მეტი არაფერი განსაკუთრებით ტაო ბანკის დედას შევე. მაგათI ბანკის ნაბოზრები არიან ფუუუუუუუუუუუუუ

Posted by: novator 12 Nov 2011, 18:29
Did_Giorgi


QUOTE
კი უპრობლემოდ. ეგ დაზღვევა მისარებია შენგენის ქვეყნის ვიზის მისაღებადაც კი, მოკლედ პრობლემა არ გექნება დაზღვევაზე



მადლობა პასუხისთვის smile.gif

Posted by: Did_Giorgi 12 Nov 2011, 18:40
gagua83
Warning:
+20% უცენზურო ლექსიკა

Posted by: lasha77 14 Nov 2011, 13:30
არ შეიძლება ამ საკრედიტო ბარათების გაუQმება????????????????????????????????????????????????????

Posted by: kalakala 15 Nov 2011, 15:07
მოკლედ...სასწრაფოდ მინდა სესხი გამოვიტანო 500 ლარის ოდენობით...არსად ვმუშაობ ოფიციალურად...მაგრამ მაქვს იმის შესაძლებლობა,რომ სესხო დავფარო-ყოველთვიურ შენატანს ვგულისხმობ...რომელი ბარათით შეიძლება ამის გაკეთება?ან რამდენ %-იანია სესხი? მითხარით რა წინასწარ...

Posted by: source 5 Dec 2011, 21:36
lasha77
შეგიძლია .
* * *
gagua83
QUOTE
ყველა ბარათის დედა მოვტ. დაღუპვაა და მეტი არაფერი განსაკუთრებით ტაო ბანკის დედას შევე. მაგათI ბანკის ნაბოზრები არიან ფუუუუუუუუუუუუუ


მარწყვი ბარათზე ამბობ?
მე მითხრა ერთმა აიღე და თუგინდა გადააგდეო თანამშრომელმა და გამიკეთა და ხვალ ვაუქმებ 3 დღიანი პროცესია თან გამუდმებით პროგრამა არ უმუშავებთ .

Posted by: kalakala 30 Dec 2011, 19:27
ხალხო მარწყვი ბარათით შეიძლება ტოტალიზატორების ანგარიშზე თანხის დასმა?

Posted by: Landish 19 Jan 2012, 14:29
QUOTE
წლიური საპროცენტო განაკვეთი- 33%-დან 48%-მდე


ეს რა არის, ვინმეს შეუძლია ამიხსნას? : )

მე თუ მაქვს 2 000 ლარიანი კრედიტი, და ბანკომატიდან გამოვიტანე 1 000 ლარი, და ათასივე 55-დღეში შევიტანე, პროცენტი არ მერიცხება ხო?
მაშინ ეს რაღაა ? :S

Posted by: KITSUNE 19 Jan 2012, 14:56
QUOTE (Landish @ 19 Jan 2012, 14:29 )
QUOTE
წლიური საპროცენტო განაკვეთი- 33%-დან 48%-მდე


ეს რა არის, ვინმეს შეუძლია ამიხსნას? : )

მე თუ მაქვს 2 000 ლარიანი კრედიტი, და ბანკომატიდან გამოვიტანე 1 000 ლარი, და ათასივე 55-დღეში შევიტანე, პროცენტი არ მერიცხება ხო?
მაშინ ეს რაღაა ? :S

თუ 55 დღეში მთლიანად ვერ დაფარავ და მხოლოდ მინიმალურს შეიტან, დარჩენილ თანხაზე პროცენტი დაგერიცხება smile.gif

Posted by: demna_ 19 Jan 2012, 15:14
QUOTE (Landish @ 19 Jan 2012, 14:29 )
QUOTE
წლიური საპროცენტო განაკვეთი- 33%-დან 48%-მდე


ეს რა არის, ვინმეს შეუძლია ამიხსნას? : )

მე თუ მაქვს 2 000 ლარიანი კრედიტი, და ბანკომატიდან გამოვიტანე 1 000 ლარი, და ათასივე 55-დღეში შევიტანე, პროცენტი არ მერიცხება ხო?
მაშინ ეს რაღაა ? :S

facepalm.gif სამწუხაროდ გერიცხება მეგობარო
თავიდან როგროც ამიხსენს არ მერიცხებოდა და შემრჩა გარუვკეველი წარმომავლოს თანხები დასაფარი

facepalm.gif facepalm.gif დროზე შევავსო და გავაუქმო უნდა

Posted by: Landish 19 Jan 2012, 15:46
KITSUNE

QUOTE
თუ 55 დღეში მთლიანად ვერ დაფარავ და მხოლოდ მინიმალურს შეიტან, დარჩენილ თანხაზე პროცენტი დაგერიცხება 


ეგ რა თქმა უნდა, თავისთავად.. ვიცი ეგ, მარა მე საშეღავათო პერიოდის 0%-იანობა მაეჭვებს, ანუ კი ამბობენ, არ გერიცხება, მარა აგერ კაცმაც თქვა ...
QUOTE
სამწუხაროდ გერიცხება მეგობარო


demna_
QUOTE
თავიდან როგროც ამიხსენს არ მერიცხებოდა და შემრჩა გარუვკეველი წარმომავლოს თანხები დასაფარი


ხოდა არ მინდა მეც იქ დავგოიმდე, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიკითხავ... : )

QUOTE
მე თუ მაქვს 2 000 ლარიანი კრედიტი, და ბანკომატიდან გამოვიტანე 1 000 ლარი, და ათასივე 55-დღეში შევიტანე, პროცენტი არ მერიცხება ხო?


და ეს წლიური საპროცენტო განაკვეთი- 33%-დან 48%-მდე რას ნიშნავს?

Posted by: Landish 20 Jan 2012, 23:16
QUOTE (Landish @ 19 Jan 2012, 15:46 )
KITSUNE

QUOTE
თუ 55 დღეში მთლიანად ვერ დაფარავ და მხოლოდ მინიმალურს შეიტან, დარჩენილ თანხაზე პროცენტი დაგერიცხება 


ეგ რა თქმა უნდა, თავისთავად.. ვიცი ეგ, მარა მე საშეღავათო პერიოდის 0%-იანობა მაეჭვებს, ანუ კი ამბობენ, არ გერიცხება, მარა აგერ კაცმაც თქვა ...
QUOTE
სამწუხაროდ გერიცხება მეგობარო


demna_
QUOTE
თავიდან როგროც ამიხსენს არ მერიცხებოდა და შემრჩა გარუვკეველი წარმომავლოს თანხები დასაფარი


ხოდა არ მინდა მეც იქ დავგოიმდე, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიკითხავ... : )

QUOTE
მე თუ მაქვს 2 000 ლარიანი კრედიტი, და ბანკომატიდან გამოვიტანე 1 000 ლარი, და ათასივე 55-დღეში შევიტანე, პროცენტი არ მერიცხება ხო?


და ეს წლიური საპროცენტო განაკვეთი- 33%-დან 48%-მდე რას ნიშნავს?

ალიოოოოოოოოოოოოოოოო? : )







ალიოოოოოოოოოოოოოოოო? : )

Posted by: Did_Giorgi 20 Jan 2012, 23:23
Landish
QUOTE
მე თუ მაქვს 2 000 ლარიანი კრედიტი, და ბანკომატიდან გამოვიტანე 1 000 ლარი, და ათასივე 55-დღეში შევიტანე, პროცენტი არ მერიცხება ხო?

პირველ რიგში რა კრედიტზეა საუბარი?
საკრედიტო ბარათი თუა და 55 დღიანი საშეღავათო პერიოდი აქვს, მაშინ არაფერი დაგერიცხება, გარდა განაღდების საკომისიოსი
განაღდების საკომისიო ბანკზე და ბარათზეა დამოკიდებული, მაგრამ ზოგადად იმაზე მეტია, ვიდრე პროცენტი შეიძლებოდა დაგრიცხვოდა 1 თვის განმავლობაში განაღდებულ თანხაზე.
რჩევა: საკრედიტო ბარათიდან არასდროს გაიტანოთ ნაღდი ფული, მაგისთვის სესხი და ოვერდრაფტი არსებობს yes.gif

Posted by: Landish 21 Jan 2012, 00:11
Did_Giorgi

QUOTE
პირველ რიგში რა კრედიტზეა საუბარი?


TBC Card

QUOTE
საკრედიტო ბარათი თუა და 55 დღიანი საშეღავათო პერიოდი აქვს, მაშინ არაფერი დაგერიცხება, გარდა განაღდების საკომისიოსი
განაღდების საკომისიო ბანკზე და ბარათზეა დამოკიდებული, მაგრამ ზოგადად იმაზე მეტია, ვიდრე პროცენტი შეიძლებოდა დაგრიცხვოდა 1 თვის განმავლობაში განაღდებულ თანხაზე.


http://tbc.ge/ge/private/cards/tbc_card/tbccard_tariffs/

ამაზე ამბობ?
თანხის განაღდება ბანკებში და ბანკომატებში - 2.9% მინ. 2 ლარი

Posted by: Did_Giorgi 21 Jan 2012, 00:46
Landish
QUOTE
ამაზე ამბობ?
თანხის განაღდება ბანკებში და ბანკომატებში - 2.9% მინ. 2 ლარი

ხო
100 ლარის განაღდების შემთხვევაში 2.9% ხო დაგერიცხება საკომისიო
ეგ იგივეა თვეში 2.9%-სესხი რომ იხადო, წლიური გამოდის 2.9*12= 34.8%
ეძახე შენ მერე უპროცენტო სესხი biggrin.gif

Posted by: Landish 21 Jan 2012, 01:02
Did_Giorgi

აჰა, ეგ გასაგებია, მადლობა : )

და ასეთი რამე მოსულა, სხვა ანგარიშზე რო გადავრიცხო თანხა ინტერნეტბანკიგით ან რამე.. ?
უნივერსალური ტიპის ანგარიშზე იმავე ან სხვა ბანკში? და მერე იქიდან გამოვიტანო ეგ ფული ? :დ
ანუ იდეაში, ასე თუ შეილება და ამაზე საკომისიო თუ არაა (ან ნაკლებია, ვიდრე ბანკომატიდან გამოტანაზე)... :დ სისტემა მოტყუებული რჩება, არა? :დ
თუ ახლა ძაან "სიბრძნე" მოვ$ვი? :დ


Posted by: Did_Giorgi 21 Jan 2012, 01:58
Landish
QUOTE
ანუ იდეაში, ასე თუ შეილება და ამაზე საკომისიო თუ არაა (ან ნაკლებია, ვიდრე ბანკომატიდან გამოტანაზე)... :დ სისტემა მოტყუებული რჩება, არა? :დ
თუ ახლა ძაან "სიბრძნე" მოვ$ვი? :დ

შანსი არაა
შეგიძლია მარტო ტერმინალიტ შეიძინო რამე და ინტერნეტში გადაიხადო, საკომისიოს გარეშე.
სხვა შემთხვევაში იხდი საკომისიოს

მაგიტომ ჯობია სესხი yes.gif

Posted by: Goodman 21 Jan 2012, 02:22
ძალიან მეზარება დათვლა, თან რამე არ გამომრჩეს
ამიტომ იქნებ დამეხმაროთ


ამეხქსზე მაქვს შესატანი რაღაც თანხა 1500 ლარის ფარგლებში
ალბათ სხვა ვალისთვის და ისედაც დამჭირდება ამ დღეებში ესე 2000 ლარი


რა ჯობია, შევიტანო ამეექხსზე მთლიანად რო ახლა პროცენტი არ დამეწეროს და მერე ქეში გამოვიტანო
თუ მინიმალური შევიტანო და ეს ქეში დავიტოვო?

რომელი პროცენტი უფრო გამწეწავს ამ კონკრეტულ სიტუაციაში?

Posted by: Mr-Banks 21 Jan 2012, 02:29
Goodman


ბანკომატში 3.9%-ია ხო?


წლიური 22%-ია?


რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მინიმალურის შეტანა სჯობს...

Posted by: Goodman 21 Jan 2012, 02:34
Mr-Banks
QUOTE
წლიური 22%-ია?

წლიური 36 არაა? თუ ეგ ორანჯზე იყო? მგონი ამაზეც ეგრეა


შეიძლება რაღაც ნაწილის გამოტანა მაინც დამჭირდეს, მაგრამ თუ მინიმალურის შეტანა ჯობს, გამოსატანიც ნაკლები მექნება და ნაკლებად გავიწეწები ე.ი.

Posted by: pihtona 28 Jan 2012, 17:35
მოგესალმებით. რამოდენიმე წლის უკან ვსარგებლობდი სმს-მოსახურეობით საქრთველოს ბანკით. უკვე ბოლო რამოდენიმე წლია ახარ მისარგებლია საქრთველოს ბანკით ანუ ახარ მერიცხება ანგარიში ზემოთ ახნიშნულ ბანკში (ანუ ხელფასი) ჭორის დონეზე ყური მოვკარი რომ ამათან დაკავშირებით შესაძლოა პრობლემებიშემექმნას ანუ შესაძლოა რაიმე სახის ვალი დამადონ. გტხოვთ გამარკვიოთ??????????

Posted by: buka79 9 Mar 2012, 20:09
არა რაა ყველაზე მაგარი მაინც პრივატ ბანკის "მარწყვი ბარათია" lol.gif lol.gif თვითონაც რომ არ იციან ნორმალურად თანამშრომლებმა პირობები და ყოველწუთას იცვლება უარესობისკეენ mad.gif ჯერ ლიმიტს იმდენს გისვამდნენ რამდენსაც მოითხოვდი და აქეთ იხვეწებოდნენ, ეხლა კიდევ ფულს ვეღარ ანაღდებ და ტერმინალებზე შეგიძლია მარტო გატარებაა სასაცილოა პირდაპირ biggrin.gif biggrin.gif lol.gif არადა მთელს საქართველოს აქვს უკვე (ხოო დამავიწყდა იმის თქმა რომ ვალუტა უკვე დოლარებშია) givi.gif

Posted by: Internet_Contraband 10 Mar 2012, 02:18
ვინმემ ხომ არ იცით, პრივატბანკის MasterCard Contract რა ჯიშის ბარათია? ინტერნეტი გადავაქოთე და მასტერკარდს მსგავსი არაფერი აქვს ემიტირებული...

Posted by: ferdinandge 13 Mar 2012, 15:51
ტაო პრივაატ ბანკში მაქვს საკრედიტო ბარათი, რომელის თავისი ინიციატივით დამიბლოკეს შემდეგ გამომიცვალეს რომელსაც ერიცხება დამატებით პროცენტები. ამ ასკრედიტო ბარათის დაფარვა ვერ შევძელი და ძირი 1100 ლარი თითქმის 3000 ლარამდეა ასული, არაერტხელ მივედი ბანკში და ვთხოვე ძირს დამატებული გარკვეული თანხა ამას გადაგიხდითთქო და ცოცხალი თავით არ მოდიან ჩემს წინადადებაზე, არადა ეს პროცენთი იზრდება და იზრდება.
შემდეგ სახლში დამირეკეს და მითხრეს რომ სასამართლოს გადაეცემა თქვენი საქმეო. რა შეიძლება მოხდეს რეალურად სასამართლომდე მივა საქმე?
ან ეს პროცენტის დარიცხვა შეიძლება ესე განუსაზღვრელად იზრდებოდეს დროთაგანმავლობაში?
როგორც გავიგე 70% საკრედიტო ბარათებზე ჩამოუჭრიათ ჯარიმები და დარიცხული პროცენტი და ჩემი ბარათი რაც მაქვს სხვა ტიპის ბარათია და მაგაზე არ ჩამოგაჭრითო, არადა თავისი ინიციატივით შემიცვალეს ბარათი პლიუს დამატებული დამატებით ანგარიში გამიხსნეს და ზედ კიდე რაღაც საჭარიმო თანხებს მარიცხავენ მოკლედ 1000 ლარი 3000 ლარად გადამიქციეს.
რამე გამოსავალი არის?

Posted by: bel-505 1 Apr 2012, 11:01
ferdinandge
რესტრუქტურიზაცია იქნება ყველა ვარიანტში, რა პირობებით-არ ვიცი.

Posted by: _7_ 1 Apr 2012, 19:37
QUOTE (ferdinandge @ 13 Mar 2012, 15:51 )
ტაო პრივაატ ბანკში მაქვს საკრედიტო ბარათი, რომელის თავისი ინიციატივით დამიბლოკეს შემდეგ გამომიცვალეს რომელსაც ერიცხება დამატებით პროცენტები. ამ ასკრედიტო ბარათის დაფარვა ვერ შევძელი და ძირი 1100 ლარი თითქმის 3000 ლარამდეა ასული, არაერტხელ მივედი ბანკში და ვთხოვე ძირს დამატებული გარკვეული თანხა ამას გადაგიხდითთქო და ცოცხალი თავით არ მოდიან ჩემს წინადადებაზე, არადა ეს პროცენთი იზრდება და იზრდება.
შემდეგ სახლში დამირეკეს და მითხრეს რომ სასამართლოს გადაეცემა თქვენი საქმეო. რა შეიძლება მოხდეს რეალურად სასამართლომდე მივა საქმე?
ან ეს პროცენტის დარიცხვა შეიძლება ესე განუსაზღვრელად იზრდებოდეს დროთაგანმავლობაში?
როგორც გავიგე 70% საკრედიტო ბარათებზე ჩამოუჭრიათ ჯარიმები და დარიცხული პროცენტი და ჩემი ბარათი რაც მაქვს სხვა ტიპის ბარათია და მაგაზე არ ჩამოგაჭრითო, არადა თავისი ინიციატივით შემიცვალეს ბარათი პლიუს დამატებული დამატებით ანგარიში გამიხსნეს და ზედ კიდე რაღაც საჭარიმო თანხებს მარიცხავენ მოკლედ 1000 ლარი 3000 ლარად გადამიქციეს.
რამე გამოსავალი არის?

მეც ეგეთი სიტუაცია მაქ მაგრამ ჩემი 100 ლარია და 113 ლარზეა ჯერ ასული
დამირეკეს სასამართლოს გადავცემთო მეც მითხრეს
არადა პირობითი მაქ და ეგ მინდა კიდე

Posted by: nutsiko 15 May 2012, 16:43
საკრედიტო ბარათების ჩამონათვალს რომ გადავხედე, გამეღიმა. იყო დრო, მეც გამოუცდელობით ვაფრიალებდი ამ ბარათებს და მადლობა ღმერთს, მივედი იმ დასკვნამდე, რომ საკუთარი ფინანსების სწორი და მიზნობრივი ხარჯვა ყველაზე ფასეული რამაა, რომელიც თავიდან მარიდებს ათას პრობლემას და პროცენტების გადახდას.

ორანჟი მქონდა უხსოვარ დროს, მაჩუქა ბანკმა. ერთი წელი გამოვიყენე და არც მქონია სურვილი მისი განახლების. დავხურე და დავასრულე.

ტაოს საკრედიტო ბუნდოვნად და მწარედ მახსოვს. ყველა ფილიალში სხვადასხვა პროცენტს მახდევინებდნენ. ბოლოს დავუმუღამე, რომელში მივსულიყავი, რადგან ნაკლებ პროცენტს მახდევინებდნენ.

ამას მოჰყვა ბლუ ქარდი, რომელიც ერთ თვეში დავხურე. საერთოდ არ გამომიყენებია. ვიგრძენი მოსალოდნელი საფრთხე.

თიბისი ქარდი საკმაოდ დიდი ხანია მაქვს და ის უკანასკნელი მოჰიკანია, რომელიც ჩემს საფულეს შემორჩა და ვეჭვობ, ძალიან ცოტა ხანი მოუწევს აქ განსვენება, მალე მოვიშვლიპინებ ამასაც.

აი, ასე... ამდენი საკრედიტოდან ჩამოვედი ერთზე და იმასაც ყოველი თვის ბოლოს პატიოსნად ვფარავ. მალე სულ დავხურავ.

გაუმარჯოს თავისუფლებას!

Posted by: Alcoholic 25 May 2012, 16:49
200 ლარი მჭირდება , შესატანი მაქვს და რას მირჩევთ ?

მარწყვი ბართი ?

Posted by: street-life 25 May 2012, 19:55
QUOTE (ალკოჰოლიკი @ 25 May 2012, 16:49 )
200 ლარი მჭირდება , შესატანი მაქვს და რას მირჩევთ ?

მარწყვი ბართი ?

საქ. ბანკის ექსპრეს სესხი.......................
ნუ ყოველ შემთხვევაში მარწყვი არ გამოგადგება..

Posted by: Alcoholic 25 May 2012, 20:18
street-life

ვნახავ იფორმაციას მაგ სესხის შესახებ იმედია მისაღები იქნება...

მარა ისეთ მდგომარეობაში ვარ უკვე არ აქ მნიშვნელობა პირობებს

---------------

ეს არის ხო ?
> http://bankofgeorgia.ge/express/ge/express-products/express-loan

რა ვერ გავიგე ანუ ითოვენ მსესხებლის ასაკს - 22 წელს
ანუ მე არ გამოდგები ვინმე უნდა მივიყვანო ,

ხოდა რა მაინტერესებს რა საბუთები დამჭირდება ?
სამუშაოს ცნობა და ა.შ ? თუ მხოლოდ პირადობა ?

Posted by: @guro@ 12 Jun 2012, 20:59
QUOTE
ხოდა რა მაინტერესებს რა საბუთები დამჭირდება ?
სამუშაოს ცნობა და ა.შ ? თუ მხოლოდ პირადობა ?

ასეთ დროს უნდა დარეკო მომსახურე ბანკის ქოლ ცენტრში. გაცილებით სწრაფ და კომპეტენტურ პასუხს მიიღებ.



ხოდა რისთვის შემოვედი, ახლა ვათვალიერებდი საკრედიტო ბარათების პირობებს და ღმერთო რა მახეა biggrin.gif

როგორ იღებთ საერთოდ sad.gif
ან კიდევ საიტის შემქმნელებს თუ ვინც არიან შესაბამისი ტექსტვი ვერ აქვთ შერჩეული. დარეკავ ქოლ-ცენტრში და მწარე სიმართლე biggrin.gif

Posted by: etc 12 Jun 2012, 21:15
ალკოჰოლიკი

ექსპრეს სესხზე არ გჭირდება ცნობა სამსახურიდან, პირადობის საფუძველზე მოგცემენ ბარათს 190 ლარით.

Posted by: ESCADA 21 Jun 2012, 09:30
ამერიკან-ეხპრესი ძალიან ბევრ ობიექტში არ ტარდება... ავიღე 1 კვირის წინ და სადაც რამის ყიდვა დავაპირე არსად არ მიიღეს.... ტერმინალები არ ატარებსოო

Posted by: Did_Giorgi 21 Jun 2012, 19:50
ESCADA
მარტო საქართველოს ბანკის ტერმინალზე შეიძლება გატარება ნამდვილად.
ეხლა რა უჭირს კიდე, ყველგან მიდის თითქმის
თავიდან რომ ავიღე, მაღაზიების არც თუ ისე ვრცელი სია მედო ჯიბეში, სადაც ტარდებოდა და ისე დავდიოდი

Posted by: kartveli2012 10 Jul 2012, 22:42
QUOTE
ხოდა რისთვის შემოვედი, ახლა ვათვალიერებდი საკრედიტო ბარათების პირობებს და ღმერთო რა მახეა biggrin.gif

როგორ იღებთ საერთოდ sad.gif
ან კიდევ საიტის შემქმნელებს თუ ვინც არიან შესაბამისი ტექსტვი ვერ აქვთ შერჩეული. დარეკავ ქოლ-ცენტრში და მწარე სიმართლე biggrin.gif


პრივატ ბანკში მომიშალეს დგეს ნერვები. 30 დოლარი უნდა ვისა კლასიკ ბარათსო. არადა საიტზე სულ სხვა ფასი უწერიათ. ეგ საიტი მგონი მაგატი არ არის biggrin.gif

Posted by: swimmeRboy 17 Jul 2012, 00:31
ვარ 19 წლის მინდა სესხი 200 ან 300 ლარი, მაქვს ხელფასი ყოვეთვიური და მერიცხება საქართველოს ბანკში.
ხო და რომელი ბანკი მომცემს საკრედიტო ბარათს ? და თქვენ რომელს მირჩევთ? smile.gif

Posted by: ირაკლა 5 Sep 2012, 05:15
გამარჯობა,

საკრედიტო ბარათის აღება მინდა და რომელს მირჩევთ ? ამექსს ვფიქრობ მე ან ფრაიმ კარდს.. აი ამ ორს შორის ვორჭოფობ smile.gif

Posted by: Mr-Banks 5 Sep 2012, 13:52
ირაკლა


პრაიმ ქარდს 18% აქვს მაღაზიებში და ერთჯერადი 3-თვიანი 0%. + ბონუსები სმარტ ქულების სახით smile.gif + უფასო (სრულიად) ინტერნეტ ბანკი

Posted by: bet555 13 Oct 2012, 11:23
გამარჯობათ,


მაინტერესებს პრაიმ ქარდს ისეთივე ქეშ ბექი აქვს როგორც ამექს თუ მხოლოდ იმ ობიექტებში უნდა გამოიყენო ქეშ ბექი რომ კონდეს?

ანუ ამექს ააქვს ესთუ რაღაც სადაც არ უნდა გაატარო ქეშ ბექი გაქვს 1 % და პარტნიორ ობიექტებში 2-5 %

და პრაიმს ესე აქვს ?

Posted by: Did_Giorgi 13 Oct 2012, 13:19
bet555
არა, ქეშბექი მარტო ამექს ბლუ-ს აქვს
პრაიმ ქარდს სმარტქულები აქვს და ეს ქულები შეგიძლია გადაცვალო მერე რაღაცეებში

Posted by: hmmm 10 Dec 2012, 21:56
ვინმემ ეს ქეშბექი ამიხსენით რაა.. როგორ მიბრუნდება, რამდენი მიბრუნდება, ჯერჯერობით დაბრუნებული არაფერი რო არ მინახავს ? რაღაც ვერ გავიგე

Posted by: Did_Giorgi 10 Dec 2012, 23:32
hmmm
QUOTE
ვინმემ ეს ქეშბექი ამიხსენით რაა.

ეგ არის თანხა, რომელიც გიგროვდება შენი ყველა ტრანზაქციის დროს
ტერმინალით და ინტერნეტით დახარჯულ თანხებზე სტანდარტულად 1 %, თუმცა არსებობს მაღალპროცენტიანი ორგანიზაციებიც, www.amex.ge-ზე ნახე ხოლმე.
ისე ფულად გამოტანაზე 0.5% გიგროვდება დახარჯული თანხის.
მოკლედ ეს პროცენტები გროვდება და 3 თვის ტავზე გერიცხება ანგარიშზე უკან და უკლებლივ, რაც დაიმსახურე.

პ.ს. ამ ქეშბექისთვის რაღათქმაუნდა ამექს ბლუ უნდა გქონდეს, სხვა ამექსებს არ აქვს ქეშბექი, უკეთესები აქვთ იმათ biggrin.gif

Posted by: Fabulous member 8 Jan 2013, 17:52
პრივატ ბანკის მარწყვი ბარათს არ მომცემენ ისე თუ სახელფასო ცნობა არ მივუტანე?

Posted by: kapkapa 4 Feb 2013, 15:51
ვითიბი ბანკს ბაზარზე ახალი საკრედიტო ბარათი გამოაქვს
4 თებერვლიდან ვითიბი ბანკმა მომხამრებელს საკრედიტო ბარათი შესთავზა. ბაზარზე წარმოდგენილ სხვა საკრედიტო ბარათებთან შედარებით, ვითიბი ბანკის “Credit Card” - ის მთავარ უპირატსობას დაბალი საპროცენტო განაკვეთი და გადახდის მოქნილი პირობები წარმოადგენს.
“Credit Card” - ით სარგებლობა შესაძლებელია 23 – 65 წლამდე პირისთვის. მსესხებლის მინიმალური ხელფასი უნდა შეადგენდეს 300 ლარს და ერიცხებოდეს ნებისმიერ ბანკში. ბარათის საპროცენტო განაკვეთია - წლიური 30%. საკრედიტო ბარათის საშეღავათო პერიოდის ხანგრძლიობა 55 დღეა.
ვითიბი ბანკის სცალო ბიზნესის დირექტორმა, ვალერიან გაბუნიამ განაცხადა: ამ პროდუქტის
გამოშვებით, ვითიბი ბანკი კიდევ ერთ მომგებიან წინადადებას სთავაზობს მომხმარებელს. ამ ტიპის ბარათებში 30% -იანი განაკვეთი ბაზარზე დღეს საუკეთესო შეთავაზებაა. მნიშვნელოვანია, რომ “Credit Card” - ის დავალიანების ოდენობის გაგება და დაფარვა შესაძლებელია ნებისმიერ დღეს. საკრედიტო ბართის აღება ვითიბი ბანკის ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი, ამისათვის საკმარისია განცხადის შევსება.
http://ge.vtb.ge/about/news/231524/

საკრედიტო ბარათის პირობები და ტარიფები
http://ge.vtb.ge/personal/cards/credit/231277/

Posted by: Did_Giorgi 4 Feb 2013, 19:32
kapkapa
QUOTE
ამ ტიპის ბარათებში 30% -იანი განაკვეთი ბაზარზე დღეს საუკეთესო შეთავაზებაა.

რატომ?
მაგ 55 დღიან ბარათებს რამოდენიმეს აქვს 30-ზე ნაკლები პროცენტი
განაღდებაზე არა, მაგრამ ტერმინალით ან ინტერნეტ შესყიდვით გახარჯულ თანხებზე.
საერთო ჯამში დაბალია უფრო yes.gif

Posted by: kapkapa 5 Feb 2013, 09:31
QUOTE (Did_Giorgi @ 4 Feb 2013, 19:32 )
kapkapa
QUOTE
ამ ტიპის ბარათებში 30% -იანი განაკვეთი ბაზარზე დღეს საუკეთესო შეთავაზებაა.

რატომ?
მაგ 55 დღიან ბარათებს რამოდენიმეს აქვს 30-ზე ნაკლები პროცენტი
განაღდებაზე არა, მაგრამ ტერმინალით ან ინტერნეტ შესყიდვით გახარჯულ თანხებზე.
საერთო ჯამში დაბალია უფრო yes.gif

სწორად შენიშნე, ამ ბარათს განაღდებულ თანხაზეც 30 % ერციხება.
ყველაზე დიდი უპირატესობა ჩემი აზრით ამ ბარათის არის : სრული დავალიანების ნებისმიერ დროს დაფარვის შესაძლებლობა, არ ჭირდება დალოდება დაანგარიშების დღეს, თვის ბოლოს და ა.შ.

Posted by: Did_Giorgi 5 Feb 2013, 20:07
kapkapa
QUOTE
ამ ბარათს განაღდებულ თანხაზეც 30 % ერციხება.

საკრედიტო ბარათის ძირითადი დანიშნულება არაა თანხის განაღდება
ეგ ყველაზე ცუდი გამოყენებაა ბარათის, იმიტომ რომ გარდა მაგ 30%-სა განაღდების უზარმაზარი საკომისიო აქვს ყველა ბანკს და შესაბამისად აზრს კარგავს მანდ პროცენტების დათვლა
QUOTE
სრული დავალიანების ნებისმიერ დროს დაფარვის შესაძლებლობა, არ ჭირდება დალოდება დაანგარიშების დღეს, თვის ბოლოს და ა.შ.

ნამდვილად
ოღონდ ამექს ბლუ მაქვს და იმასაც უპრობლემოდ ვფარავ ხოლმე სრულად ხელფასის დღეს, არ ველოდები ბილინგის თარიღს და ა.შ.

Posted by: kapkapa 6 Feb 2013, 09:36
QUOTE (Did_Giorgi @ 5 Feb 2013, 20:07 )
საკრედიტო ბარათის ძირითადი დანიშნულება არაა თანხის განაღდება
ეგ ყველაზე ცუდი გამოყენებაა ბარათის, იმიტომ რომ გარდა მაგ 30%-სა განაღდების უზარმაზარი საკომისიო აქვს ყველა ბანკს და შესაბამისად აზრს კარგავს მანდ პროცენტების დათვლა

გეთანხმები ნამდვილად, რომ თანხის განღდება არის ყველაზე ცუდი გამოყენება ბარათის, მაგრამ სამწუხაროდ რეალობიდან გამომდინარე ძალიან ხშირ შემთხვევაში სწორედაც მაგ დანიშნულებით იყენებენ.

Posted by: bekgog 23 Feb 2013, 11:20
პრაიმ ქარდი ავიღე , უნაღდო ანგარიშსწორებით ვყიდულობ საწვავს და ანუ 0.25 % მაინც მეჭრება ?
* * *
და კიდე პრივატბანკის მარწყვი ბარათი მაქვს და შემომტენეს რაღაც დაზღვევა ყოველთვე 3 ლარს მახევს რო გავაუქმო არ შემიძლია ???

Posted by: Mr-Banks 24 Feb 2013, 13:57
bekgog
QUOTE
პრაიმ ქარდი ავიღე , უნაღდო ანგარიშსწორებით ვყიდულობ საწვავს და ანუ 0.25 % მაინც მეჭრება ?



0%-ია......................

Posted by: TEONIKO00 24 Feb 2013, 19:35
ნებისმიერი ბარათის გაუქმება შეიძლება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Santa_papa 27 Feb 2013, 20:24
სტანდარტ ბანკის royal ბარათის ნაირი პირობები ანუ ყოველთვიური % დარიცხვა , არის მსგავსი რამე სხვა ბანკების ბარათებზე ?

Posted by: TEONIKO00 27 Feb 2013, 20:47
კი სრულად თუ შეავსებ იქნება 0% იანი

Posted by: Santa_papa 27 Feb 2013, 23:42
QUOTE (TEONIKO00 @ 27 Feb 2013, 20:47 )
კი სრულად თუ შეავსებ იქნება 0% იანი

რა 0 ? smile.gif როიალზე მემატება 5% როგორც ანაბარზე და ვინმეს ანალოგიური უკეტესი % ბარათი ხომ არ ააქვს თქო

Posted by: kapkapa 28 Feb 2013, 10:42
QUOTE (Santa_papa @ 27 Feb 2013, 20:24 )
სტანდარტ ბანკის royal ბარათის ნაირი პირობები ანუ ყოველთვიური % დარიცხვა , არის მსგავსი რამე სხვა ბანკების ბარათებზე ?

1. სტანდარტ ბანკმა 3 წლის წინ დაასრულა რებრენდინგი და ქე-ეს-ბი ბანაკის სახელით ოპერირებს.
2. royal ბარათი არ არის საკრედიტო ბარათი
ROYAL ანაბარი არის შემნახველი ტიპის ანაბარი, რომელიც საშუალებას გაძლევთ განკარგოთ ანაბარზე არსებული თანხები პლასტიკური ბარათის მეშვეობით, თქვენი სურვილისამებრ
http://www.ksb.ge/index.php?a=main&pid=67&lang=geo
3. ყოველთვიური დარიცხვა აქვს სხვა ბანკის ბარათებსაც, რამდენიმე მაგალითიც.
VTB UNIVERSAL-http://ge.vtb.ge/personal/cards/exclusive/227986/
UsefulCard-http://www.basisbank.ge/ge/private/plastic_cards/usefulcard/
ანაბარი მაქსიმა-http://bankofgeorgia.ge/retail/ge/deposits/maxima-deposit-card
თიბისი ბანკის VISA/MasterCard სადებეტო ბარათები-http://www.tbc.ge/ge/private/cards/debit_cards/

Posted by: paparesta 5 Mar 2013, 21:18
kapkapa

უკეთესი იქნება თუ დაამატებ რომ დადებით ნაშთზე დარიცხვის მიზერული % აქვთ, მაგასი ვერაფერს მოიგებ ტუფტა, როიალ ანაბრი კიდე სრული იდიოტიზმია , ფულის შენახვაში იქით იღებენ ფულს იმის მაგივრად რომ აქეთ გადაგიხადონ


Posted by: Santa_papa 15 Mar 2013, 16:07
kapkapa

გაიხარე,

გამოდის მაინც როიალზე ყველაზე მეტი , 5% არის , და რაც ეხება ვერაფერს მოიგებ , გააჩნია რამდენი გიდევს ანაბარზე თუ ის 5% Yოველტვიურად 5 ლარზე ნაკლები გამოდის მაშინ ზარალ , მოკლეთ 3000$ ზევით აზრი ემატება smile.gif , ყველაზე ახლოს ეს ჩანს http://bankofgeorgia.ge/retail/ge/deposits/maxima-deposit-card ,
როგორც მივხვდი "მომსახურეობის" გადასახადის (ეს მაგარი იციან) გარეშეა მაგრამ 3.75%

Posted by: Mr-Banks 3 Apr 2013, 14:31
საკრედიტო ბარათების პირობები ერთ ფაილში - http://allbanks.ge/?page_id=26

Posted by: katunia 18 Apr 2013, 13:38
რა მაინტერესებს, ამექსის 1 წლის მომსახურებას წინასწარ რომ აჭრის ბანკი ბარათს, მე აღარ მსურს ვისარგებლო და უნდა გავაუქმო ბარათი. იმ წინასწარ ჩამოჭრილ თანხას უკან დამიბრუნებენ? მე ხომ არ მიმიღია მომდევნო 1 წლის სერვისი მათგან?

Posted by: Mr-Banks 18 Apr 2013, 15:21
katunia


თუ ბარათი აიღე 2012 წლის 10 მაისს, მაშინ უნდა დახურო 2013 წლის 10 მაისამდე, რომ აღარ ჩამოგეჭრას საკომისიო.

თუ ამ დრომდე დახურავ, საკომისიო არ დაგიბრუნდება, რაც გადახდილი გაქვს.


Posted by: ekauka 30 Apr 2013, 23:55
მაინტერესებს მხოლოდ პირადობის მოწმობით თუ გასცემს რომელიმე ბანკი საკრედიტო ბარათს, პრივატ ბანკის გარდა

Posted by: 1987 3 May 2013, 16:14
ხალხო არ ვიცი სად მეკიტხა ამიტომ აქ ვკითხულობ

ვინმემე ჩემი ანგარიშის ნომერი და პინ კოდი თუ გაიგო შეუძლია გადაირიცხოს ფული ისე რომ მერე ვეღარ მიხვდნენ სად რა გადაირიცხა?

Posted by: paparesta 5 May 2013, 20:35
1987


შენი ანგარისი ნომერი და პინ კოდი იგივეა მისთვის, ვინმე ლამერს რომ უთხრა FBI საიტი გატეხეო თან დრო 5 წუთზე მეტი არ მისცე

ანუ ვერაფრში გამოიყენებს

Posted by: 1987 5 May 2013, 21:13
paparesta
ვერ გადარიცხხავს ფულს ტავის ანგარიშზე

მე მაგის მეშინია


Posted by: SpyZooka 10 Jun 2013, 16:22
მოკლედ ადამიანს თუ აქვს 1 თვე მუშაობა დაწყებული და პირველი ხელფასი ბანკში დარიცხული აქვს შეძლებს
სადმე 600 ლარამდე სესხის ან საკრედიტო ბარათის აღებას?

Posted by: paparesta 10 Jun 2013, 21:30
SpyZooka

კი შეძლებ როგორც ვიცი მიდექი მოდექი და გადაათვაკლლიერე ბანკის ვებ გვერდები

Posted by: Heаd 14 Jun 2013, 04:04
500 ლარამდე კრედიტის აღება მინდა და სად შეიძლება რომ ავიღო სამსახურის ცნობის გარეშე?

Posted by: ltdswarowski 19 Jun 2013, 19:19
რომელიმე ბანკი თუ იძლევა სესხს სხვა ბანკში პრობლემატური კრედიტის დაფარვისთვის?

Posted by: cuore 24 Aug 2013, 11:53
ყველაზე მისარები პირობები რომელ საკრედიტო ბარათს აქვს?

Posted by: Did_Giorgi 25 Aug 2013, 00:54
cuore
QUOTE
ყველაზე მისარები პირობები რომელ საკრედიტო ბარათს აქვს?

ამექს ბლუ
ოღონდ თანხა არ უნდა გამოიტანო და მხოლოდ ტერმინალებზე დახარჯო!!!!!

Posted by: Nikalaus 25 Aug 2013, 15:09
ლიბერთი ბანკის ვიზა კლასიკზე ესეთი რამე შემემთხვა და ვინმემ იქნებ იცოდეთ:

უცხოურ საიტზე რაღაც სერვისის შეძენისას, საკრედიტო ბარათის ნომერი მივუთითე სწორად, ხოლო დანარჩენი მონაცამები, სახელი, ვადის გასვლის თარიღი, CVC კოდი, კი სპეციალურად არასწორედ, მაგრამ მოხდა ისე, რომ თანხა მაინც ჩამომეჭრა

ესეთი რამე ნორმალურია, რა ინფორმაცია გაქვთ?

Posted by: Picki-119 25 Aug 2013, 17:30
QUOTE (cuore @ 24 Aug 2013, 11:53 )
ყველაზე მისარები პირობები რომელ საკრედიტო ბარათს აქვს?

its kind of MAGIC : )

http://libertybank.ge/?action=page&p_id=101&lang=geo&ign=0

გადახედე და
შეადარე...

Posted by: cuore 25 Aug 2013, 22:23
მეც რაც შევადარე ყველაზე დაბალი განაკვეთი ბანკომატიდან თანხის გამოტანაზე ტიბისი ბანკს აქვს 2 ლარი დანარჩენებს 3 და 4 ლარია რა უბედურებაა

Posted by: Darkside Of Me) 26 Aug 2013, 02:43
გამარჯობათ მეგობრებო,
რამდენიმე კითხვა მაქვს, არვიცოდი სად მეკითხა და აქ დავპოსტე.

მოკლედ რა ხდება.

მინიკრედიტების აღებისას (მაგ: ვივუს, მინიკრედიტ და ა.შ)

თუ შეიძლება ამ კრედიტის სტუდენტური ბარათით (როგორც ვიცი საბანკო ფუნქციები აქვს)

ან შარშან ზაფხულში აღებული სამერჯობის საქართველოს ბანკის კარტით

Posted by: zgarbuka 26 Aug 2013, 13:37
საქართველოს ბანკის სახელფასო ბარათი ჩამიყლაპა კოი არასწორად შევიყვანე , ბარათი დავიბრუნე მაგრამ კოდი მაინც ვერ გავიხსენ , ეხლა პირველივე ცდიდან გადაყლაპავს ბარათს? არასწორი კოდის შემთხვევაში თუ სამი ცა მაქვს? ჩემი მეუღლე ჩემსმაგივრად სალაროდან ფულს ვერ გამოიტანს?

Posted by: super fast jellyfish 15 Oct 2013, 13:48
QUOTE
საქართველოს ბანკის სახელფასო ბარათი ჩამიყლაპა კოი არასწორად შევიყვანე , ბარათი დავიბრუნე მაგრამ კოდი  მაინც ვერ გავიხსენ , ეხლა პირველივე ცდიდან გადაყლაპავს ბარათს? არასწორი კოდის შემთხვევაში თუ სამი ცა მაქვს? ჩემი მეუღლე ჩემსმაგივრად სალაროდან ფულს ვერ გამოიტანს? 


როგორც წესი პირველივე ცდაზე ყლაპავს ხოლმე, ტერმინალით სცადე გადახდა და იქ სცადე გახსენება კოდის smile.gif

სალაროდან მეუღლეს მინდობილობით თუ გაატანენ ისე არა smile.gif

Posted by: georgian777 5 Nov 2013, 16:09
მოგესალმებით, ბანკ რესპუბლიკას Dream card მაქვს და ვერ გავიგე ტერმინალით ანგარიშსწორებისას საკომისიო ან მომსახურების საფასური რამდენი % მეჭრება? თუ ვინმე გამარკვევთ მადლობელი დავრჩები wink.gif

Posted by: meocnebe777 28 Nov 2013, 16:28
გამარჯობათ.ვინც გარკვეულია პლასტიკურ ბარათებში იქნებ მითხრას.ინტერნეტ შოპინგის დროს თანხის დაბრუნება ბანკისთვის როგორ ხდება.ანუ მოხმარებული თანხის რამდენ პროცენტს იკავებს ბანკი.ან რამდენ ხანში ხდება ამ თანხის უკან დაბრუნება.ლიბერთი ბანკის შოპინგ ქარდი მაქვს მხედველობაში.მადლობა

Posted by: Moor 28 Nov 2013, 23:56
ყველაზე მაღალი საკრედიტო ლიმიტი რომელ ბანკს აქვს?

Posted by: meocnebe777 29 Nov 2013, 11:43
კითხვები ისმება აქ და პასუხებს არავინ იძლევა?იქნებ გაგვვცეს ვინმემ პასუხი?

Posted by: Slow_Down 2 Dec 2013, 22:48
ბარათის ძირითადი პირობები:

ბარათის დამზადება და მომსახურება
ბარათის მოქმედების ვადა 4 წელი
წლიური მომსახურების საკომისიო (თითოეულ ბარათზე) 10.00 ლარი
დაკარგული / დაზიანებული ბარათის აღდგენის საკომისიო 10.00 ლარი
საკრედიტო ლიმიტის პირობები
ვალუტა ლარი
მოქმედების ვადა 1 წელი
საკრედიტო ლიმიტის დამტკიცების საკომისიო 10.00 ლარი
წლიური საპროცენტო განაკვეთი 28 %
ბარათიდან თანხის განაღდების საკომისიო
ლიბერთი ბანკის ბანკომატებში და სერვის ცენტრებში 1.00% მინ. 1.00 ლარი
სხვა ბანკის ბანკომატებში და სერვის ცენტრებში 4.00% მინ. 4.00 ლარი
ბარათით სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში სარგებლობა
საქართველოში უფასო
საზღვარგარეთ უფასო

-----------------------------------------------------------


ეს ბარატი მისცეს მშობელს სამსახურში. მე მინდოდა amex მაგრამ ამის პირობები მომეწონა.
ერთი კითხვა მაქვს: კონტრაქტში, რომლზეც მშობელს ხელი აქვს მოწერილი, ყოველთვიური შენატანის რაოდენობა უწერიათ 56 ლარი.
ანუ ეს თანხა უნდა ვიხადო ყოველთვიურად (ზედმეტად) თუ საკრედიტო ბარათით ვისარგებლებ?

Posted by: bukuna 3 Dec 2013, 21:46
Moor
Aმექს გოლდს აქვს 20000

Posted by: blokator 26 Jan 2014, 21:04
ტაოს მარწყვზე მაქვს ვადაგადაცილება და ჯარიმები როგორ მიდის ხომ არ იცით,რამდენი პროცენტია და ა.შ. ხელშეკრულება არ მაქვს და ხო არ იცით სად შეიძლება პირობების ნახვა ზუსტად?

Posted by: Caravan 26 Jan 2014, 21:12
blokator
25-დან 1 რიცხვამდე თუ ვადაგადაცილებაა ერთჯერადად თვეში ერთხელ 10 ლარი ჯარიმაა, 31+ თუ არის ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა მაშინ კი 100 ლარი +5 % გახარჯული თანხის. ხელშეკრულება და ზოგადად ბარათით სარგებლობის პირობები საიტზეა ატვირთული, ან შეგიძლია ფილიალში მიხვიდე და მოითხოვო. რატომ გადააცილე, თავი მოგბეზრებია? givi.gif biggrin.gif
meocnebe777
პროცენტულად არ იკავებს, ეგეთი რამე არ ხდება. უბრალოდ კურსთა შორის სხვაობას ბლოკავს ყოველი შემთხვევისთვის, როგორც წესი ორ-სამ სამუშაო დღეში ბრუნდება უკან smile.gif

Posted by: A-G-O-R-A 31 Jan 2014, 17:22
ეროვნულმა ბანკმა საკრედიტო სტანდარტების თემაზე კონფერენციას უმსპინძლა

http://www.agora.ge/news_.php?news_id=4539

Posted by: A-G-O-R-A 4 Feb 2014, 23:12
შსს-მ ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადების და გამოყენების ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავა

http://agora.ge/news_.php?news_id=4564

Posted by: NikaJiadze 24 Feb 2014, 14:21
გამარჯობათ. დომენის ყიდვა მინდა, რომელიც მთხოვს 18 დოლარს წელიწადში და ეს თანხა ჩამომეჭრება ყოველწლიურად. რომელ ბარათს მირჩევთ? არ ვმუშაობ.

Posted by: MAKIAVELLY 10 Mar 2014, 15:04
QUOTE (blokator @ 26 Jan 2014, 21:04 )
ტაოს მარწყვზე მაქვს ვადაგადაცილება და ჯარიმები როგორ მიდის ხომ არ იცით,რამდენი პროცენტია და ა.შ. ხელშეკრულება არ მაქვს და ხო არ იცით სად შეიძლება პირობების ნახვა ზუსტად?

მაგ ბარათის პირობები თვითონ არ იციან, არც ოპერატორებმა, არც მენეჯერებმა, არც სათაოში და საერთოდ რომ უთხრა ამ ბარათი სპირობები წერილობითი ფორმით მომეცითო, გადაბჟირდებიან სიცილით. ყველაზე მასური პროდუქტი რაც აქვთ იმის პირობები არ იციან!!!! დეგერეტინიზმია ეგ ბანკი, ჩემი რჩევაა გააუქმე!!!!
* * *
QUOTE (georgian777 @ 5 Nov 2013, 16:09 )
მოგესალმებით, ბანკ რესპუბლიკას Dream card მაქვს და ვერ გავიგე ტერმინალით ანგარიშსწორებისას საკომისიო ან მომსახურების საფასური რამდენი % მეჭრება? თუ ვინმე გამარკვევთ მადლობელი დავრჩები wink.gif

უნაღდო ანგარიშწორებისას არაფერს არ გაჭრის! არცერთ ბარათზე
* * *
QUOTE (meocnebe777 @ 28 Nov 2013, 16:28 )
გამარჯობათ.ვინც გარკვეულია პლასტიკურ ბარათებში იქნებ მითხრას.ინტერნეტ შოპინგის დროს თანხის დაბრუნება ბანკისთვის როგორ ხდება.ანუ მოხმარებული თანხის რამდენ პროცენტს იკავებს ბანკი.ან რამდენ ხანში ხდება ამ თანხის უკან დაბრუნება.ლიბერთი ბანკის შოპინგ ქარდი მაქვს მხედველობაში.მადლობა

იქნებ შენი პრობლემა უფრო ვრცლად დაწერო?

Posted by: manvela 10 Mar 2014, 18:06
18 წლიდან რამე საკრედიტო ბარათს გასცემს რომელიმე ბანკი, სესხის აღებაც რომ იყოს შესაძლებელი?

აი მარწყვი ბარათივით ოღOნდ სხვა

Posted by: honda crv 10 Mar 2014, 23:41
ამერიკან ექსპრესის ბართი მაქვს 1000ლარიანი 300 დამჩა შესატანი. ტაოს უნივერსალურ ბარათზე ვფიქრობ რომ გამოვიტანო და ეს გადავფარო. რას მირჩევთ? მემგონი ტაოს მარწყვი თუ უნივარსლური ბარათი-რაც ქვია უფრო კარგი ბარათია პროცენტების ამბავში

Posted by: manvela 11 Mar 2014, 00:54
honda crv
მაგ ამერიკანის აღება როგორ ხდება?

Posted by: MAKIAVELLY 11 Mar 2014, 17:39
QUOTE (honda crv @ 10 Mar 2014, 23:41 )
მემგონი ტაოს მარწყვი თუ უნივარსლური ბარათი-რაც ქვია უფრო კარგი ბარათია პროცენტების ამბავში

ჩემი რჩევაა დაივიწყე ტაო საერთოდ!

Posted by: honda crv 12 Mar 2014, 05:28
MAKIAVELLY
რატო? არ ჯობია პროცენტულად ამერიკან ექსპრესს?
* * *
manvela
QUOTE
მაგ ამერიკანის აღება როგორ ხდება?

საქართველოს ბანკში მიდი და მოგცემენ

Posted by: KR@ZANA 14 Mar 2014, 16:43
ფრაიმ ქარდი დამიმტკიცდა 1400 ლარიანი

და რას მირჩევთ გამოვიტანო თუ არა ? მანდ გადახდა როგორ ხდება სად ვნახო პირობები ? ან პროცენტები როგორაა ?

Posted by: vforgeorgia 25 Mar 2014, 10:19
გავგიჟდი პროსტა 1 დღით გადავაცილე ამექსის გადახდა დაანგარიშებული მქონდა 241 ლარი თუ რაღაც და ახლა მომივიდა სმს 445 ლარი უნდა შეიტანოო

ესენი გიჟები ხო არ არიან????

Posted by: Jebrail 1 May 2014, 13:32
რომელიმე ბანკს არ აქვს უბრალო საკრედიტო ბარათი ?

საშეღავათო პერიოდის და 1000 $%^&ბის გარეშე ? გამოტანის ნორმალური საკომისიოთი ?


პ.ს.

ბაზისბანკს რომ აქვს ვიცი , ეგ მაქვს biggrin.gif

Posted by: MVP_S 6 May 2014, 17:19
ვინმე მეტყვის რომელ ბანკში ავიღო პლასტიური ბარათი და ისეთი რომ არ გამატყავებს smile.gif....

ანუ მე მინდა ვიყიდო უცხო საიტზე ჩიპები და საკომისიო რომ არ იყოს დიდი.....

საქართველოს ეხქპრეს ბარათზე მითXრეს საკომისიო 25 დოლარი არისოოო...

Posted by: donrobita 6 May 2014, 21:52
MVP_S
ანუ სადებეტო ბარათი გინდა

თანხა რომ დარიცხო და შეიძინო

ლიბერთის ვიზა კლასიკი (ყველაგან მიდის)

მიხვალ რომელიმე სერვი-ცენტრში, ანგარიშს გაასნევინებ (6 ლარი ღირს წლიურად) და იმ ანგარიშს მოყვება ვიზა კლასიკის ტიპის ბარათიც, ნუ თუ მასტერქარდი გინდა ეტყვი რომ ეგ გინდა და მაგას დაამზადებენ, ავტომატურად ვიზა მზადდება

Posted by: Black-White777 17 May 2014, 14:43
პლასტიკური ვისა ბარათის ასაღებად მინიმუმ რამდენი წლის უნდა იყოს პიროვნება?

Posted by: XFX 15 Jun 2014, 16:08
ყველაზე ნორმალური პირობები (საპროცენტოს ვგულისხმობ) რომელ ბარათზეა?

ახლა რაც ვნახე, ბანკომატიდან თანხის განაღდებაზე ყველას საზიზღარი საკომისიოები აქვთ sad.gif

ჰმ

Posted by: super fast jellyfish 4 Jul 2014, 22:30
ზოგადად ქართველებმა საკრედიტო ბარათის მოხმარების წესი არ ვიცით!

ეს არ არის სესხი, რომ გგონიათ რომ გამოიტან და მერე ნელ-ნელა შეავსებ.
საშეღავათო პერიოდით მომხმარებელთა ალბათ 70% არ სარგებლობს, facepalm.gif
არადა ბარათის მთელი უპირატესობა ისაა რომ შეგიძლია 1000 ლარიდან 1000-ვე გამოიყენო და დააბრუონო ისე რომ ზედმეტი თეთრიც არ გადაიხადო.
1) ეცადეთ რაც შეიძლება მეტი ტერმინალით გადაიხადოთ და არ გაანაღდოთ, ან თუ გაანაღდებთ ერთდროულად მოხსსენით თანხა და იმ ბანკის ბანკომატში რომელის ბარათსაც ფლობთ. (ნუ შეიძლება პარტნიორ ბანკებშიც)
2) გამოიყენეთ საშეღავათო პერიოდი, მარტივად რომ აგიხსნათ თუ დაანგარიშების თარიღი 5 რიცხვია, გაანაღდეთ 6ში და თანხა შეავსეთ შემდეგი დაანაგრაიშების დღემდე, რომ პროცენტი არ დაირიცხოს.
3) წინასწარ გაარკვიეთ პირობები ჯარიმის შემთხვევაში: ეს ეხება ერთჯერადად ანუ ერთ დღეზე ვაგადაგადაცილებას და ამის შემდეგ ყოველდეღე დარიცხულ პირგასამტეხლოს.
4) გაარკვიეთ ბარათის მომსახურების საკომისიო.



საბედნიეროდ აღარ ვმუშაობ ბანკში და აღარ მიწევს ამ გზააბნეული ხალხის დაკვალიანება..
არც ერთი წესიერი ბანკი არ იტყუება, თუ რამე შეცდომით მოხდა აუცილებლად გამოასწორებენ, დღეს საუკეთესო მომსახურება ყველას პრიორიტეტია.

თავს იტყუებთ, ხანდახან ბანკსაც ატყუებთ რომ დაგიმტკიცდეთ სესხები და მერე წუწუნებთ.
იმიტომ რომ წინასწარ არ იცით არაფრის განსაზღვრა და დაგეგმვა არ იცით facepalm.gif


Posted by: kukaracha_mokles 24 Jul 2014, 18:53
სესხის აღება მნდა 200 ლარიი არ ვმუშაობბბ ისტორიაც არმაქ გაფუჭებული
ეს მინი კრედიტი და ვივუსი და რაღაც ბანძობებს ძაან არაადამიანურ პროცენტში აქვთ და კაი ვარიანტი მომაწოდეთ აბა რამე

Posted by: აგონია 6 Aug 2014, 01:05
ორიათასლარიანი ხელფასის პირობებში რომელი ბანკის ბარათს მირჩევთ?

პრიორიტეტია მაქსიმალურად დიდი ლიმიტი სხვებთან შედარებით.

პროცენტს არაუშავს, მაინც საშეღავათო პერიოდით ვაპირებ სარგებლობას

Posted by: angelozistvaleba 10 Aug 2014, 16:37
აგონია
საქართველოს ბანკის ამერიკაკ ექსპრეს გრინი ან გოლდი. გოლდზე მაქს ლიმიტი 20000 ლარი გრინზე 6000 ლარი

Posted by: avenged7fold 10 Aug 2014, 17:32
-------------------------------------------------
ედიტედ

Posted by: robizonkruzo 10 Nov 2014, 20:40
ამაზონიდან რაღაცებეის გამოსაწერად მინდა american express
ხოდა რა არის საჭირო ამერიკან ექსპრესის ასაღEბად?
რამე თAნხა უნდა მქონდეს წინასწარ შეტანილი?
რამდენი დამიჯდება?

Posted by: vforgeorgia 9 Dec 2014, 02:54
რესპუბლიკის დრიმ ქარდს გადავაცილე 15 დღით, არც გამხსენებია და არც შეუხსენებიათ, ხო არ გამაშავებენ ამის გამო? ან რა პრობლემა შემექმნება ? არც ახლა არ შეუხსენებიათ ისე გამახსენდა,არც სმს მომსვლია 22 რიცხვის მერე (25ში უნდ შემეტანა)

Posted by: ilelagi 12 Apr 2015, 12:20
ქრისტე აღსდგა!
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
* * *
ლიბერთი ბანკის "მეჯიქ ქარდი" არ შეიძლება ჩავსვათ გამოკითხვაში?

ახალი არაფერი ხდება ამ თემაში?

Posted by: ilelagi 19 Apr 2015, 11:41
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Posted by: Davit777 25 May 2015, 15:51
ყადაღა ადევს ჩემს ბარათებს, მაგრამ ამასთანავე მაქვს ამერიკული payoneer_ის ბარათი, მანდაც ყადაღა მექნება ?

Posted by: qetikoooo 29 Jun 2015, 23:32
გთხოვთ შეავსოთ საკრედიტო ბარათების კმაყოფილებაზე კითხვარი დამეხმარებით ძალიან
https://www.surveymonkey.com/survey-taken/?sm=sKUjmQkeaFwaHH723kLpvkJGwMHgEIppEI8hAcdU219B60u614vmQLJqZAlTch6iYUHs4tomDd8vncv_2B4LaSsQ_3D_3D

Posted by: soppo 4 Nov 2015, 01:47
გამარჯობა, იმედია არათემატურად არ ვპოსტავsmile.gif იქნებ გამარკვიოთ ვინმემ, რამდენჯერმე ვიკითხე თიბისი ბანკში და ან სხვა ინფორმაცია მომაწოდეს, ან მე ვერ გავიგე რაღაც სწორად sad.gif

1. მოკლედ, პრაიმ ქარდზე (ლიმიტი 1000 ლარი) მეოთხე თვიდან ანუ საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ ყოველთვიურად შეტანილი თანხიდან, მაგ. ყოველი 100 ლარიდან რამდენი ფარავს ძირითად თანხას და რამდენი მიდის პროცენტში?
(ეხლაა მეოთხე თვე და შეტანილი თანხის სადღაც 39% ჩამომეჭრა, ანუ ყოველ თვე ესე უნდა ვიხადო, ფაქტობრივად ნახევრით ძირითადი თანხა დავფარო და ნახევრით პროვენტი??? wow.gif )

2. იმ შემთხვევაში, თუ ერთიანად შევიტან დარჩენილი თანხას ანუ 600 ლარს, რამდენს გადავიხდი პროცენტის ჩათვლით?

მადლობა წინასწარ

user.gif

Posted by: Unknown232324 8 Mar 2016, 12:32
გამარჯობა! საქართველოს ბანკში 150 ლარიანი ექსპრეს სესხის გასახანგრძლივებლად მივედი და ოპერატორმა სამწუხაროდ არ გახანგრძლივდაო, მაგრამ შეიძლება 150 ლარიანი ექსპრეს ბარათი დაგიმტკიცდესო და დამიმტკიცდა კიდეც. ეხლა მე ისეთი შდაბეჭდილებბა მრჩება, რომ იმ ოპერატორმა ექსპრეს ბარათის გაყიდვაზე "იჩალიჩა" და იმაზე , რომ ამ ბარათზე არსებული 150 ლარი გამოყენებულ იქნეს.
თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩემი ეჭვი ახლოს არის რეალობასთან? როგორ მოვიქცე ?
ეხლა გამოდის , რომ ამ ახალ ბარათზე არსებული თანხა უნდა გამოვიტანო, ძველი ექსპრეს სესხი დავფარო და პროცენტი ვიხადო ახალი ბარათის მიხედვით.

Posted by: gigmento 11 Mar 2016, 07:02
Unknown232324
აფერისტობენ ღიმილით, ამიტომ უნდა შეუდო ადგილზევე, ამათი დდშვც.

Posted by: საქართველოს ბანკი 14 Mar 2016, 16:41
QUOTE (Unknown232324 @ 8 Mar 2016, 12:32 )
გამარჯობა! საქართველოს ბანკში 150 ლარიანი ექსპრეს სესხის გასახანგრძლივებლად მივედი და ოპერატორმა სამწუხაროდ არ გახანგრძლივდაო, მაგრამ შეიძლება 150 ლარიანი ექსპრეს ბარათი დაგიმტკიცდესო და დამიმტკიცდა კიდეც. ეხლა მე ისეთი შდაბეჭდილებბა მრჩება, რომ იმ ოპერატორმა ექსპრეს ბარათის გაყიდვაზე "იჩალიჩა" და იმაზე , რომ ამ ბარათზე არსებული 150 ლარი გამოყენებულ იქნეს.
თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩემი ეჭვი ახლოს არის რეალობასთან? როგორ მოვიქცე ?
ეხლა გამოდის , რომ ამ ახალ ბარათზე არსებული თანხა უნდა გამოვიტანო, ძველი ექსპრეს სესხი დავფარო და პროცენტი ვიხადო ახალი ბარათის მიხედვით.

გამარჯობა, როგორც ვხვდები თქვენ Express უნივერსალური საკრედიტო ბარათი დაგიმტკიცდათ. ამ ბარათზე ყოველთვიურად ხდება მინიმალურის დაანგარიშება და დაანგარიშებიდან 25 დღის განმავლობაში გეძლევათ დაფარვის შესაძლებლობა. ანუ ჯამში გაქვთ 55 დღე, როცა express სესხზე ყოველ ორ კვირაში ერთხელ გიწევდათ საკომისიოს შეტანა. ამასთან ერთად, სესხისგან განსხვავებით, თქვენს მიერ შეტანილი თანხის ნაწილით ძირი იფარება. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეტანილი თანხა ისევ გამოიყენოთ, თუმცა თუ შევსებას გადაწყვეტთ საკრედიტო ბარათი ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნება თქვენთვის.

Posted by: zep 14 Mar 2016, 16:53
საქართველოს ბანკი
QUOTE

წევრი No.: 444
რეგისტრ.: 14-November 01


კაი შენახული ნიკია up.gif up.gif



ორენჯი მქონდა 1000$ იანი
მერე ავიღე ამექსი და მითხრეს ან ორენჯს გავაუქმებთ და ამექსზე დაგისვავთ 2000$სო
ან 1000 1000 იქნება ორივეზეო
ორენჯი კაი ხანია აღარ გამიაქტიურებია (მგონი ეგ სერვისი სულ გააუქმეს)
რო გავერთიანებინო და ამექსზე დამისვან 2000$ შეიძლება?
ხელფასი თქვენ ბანკში მერიცხება




Posted by: საქართველოს ბანკი 14 Mar 2016, 17:10
QUOTE (zep @ 14 Mar 2016, 16:53 )
საქართველოს ბანკი
QUOTE

წევრი No.: 444
რეგისტრ.: 14-November 01


კაი შენახული ნიკია up.gif up.gif



ორენჯი მქონდა 1000$ იანი
მერე ავიღე ამექსი და მითხრეს ან ორენჯს გავაუქმებთ და ამექსზე დაგისვავთ 2000$სო
ან 1000 1000 იქნება ორივეზეო
ორენჯი კაი ხანია აღარ გამიაქტიურებია (მგონი ეგ სერვისი სულ გააუქმეს)
რო გავერთიანებინო და ამექსზე დამისვან 2000$ შეიძლება?
ხელფასი თქვენ ბანკში მერიცხება

გამარჯობა smile.gif

შეგიძლიათ სტანდარტულ ფილიალებში შეავსოთ განაცხადი ორენჯის ამექსით ჩანაცვლებაზე.
ზოგადად, ორენჯ ბარათები გვაქვს კიდევ, შესაძლოა თქვენს ბარათს ჰქოდნეს ვადა გასული, თუმცა ლიმიტი იყოს აქტიური.
თუ შემოსავალი ხელს გიწყობთ და დადებითი საკრედიტო ისტორია გაქვთ, შესაძლოა, რომ დაგიმტკიცდეთ ამექსი თქვენს მიერ აღნიშნული ლიმიტით. წარმატებებს გისურვებთ smile.gif

Posted by: teklikie 17 Mar 2016, 16:48
საქართველოს ბანკი
ამექს ბლუს აღება მინდა და რამდენიმე კითხვა მაქვს:
1.ავიღებ თუ არა ბარათს მაშინვე მეჭრება 25 ლარი თუ როცა გავანაღდებ? ანუ თუ ვიღებ და მაშინვე არ მინდა თანხის გამოყენება გამოდის რომ აზრი არმ აქვს ხო რომ ადრევე ჩაირთოს ჩემთვის 55 დღიანი ვადა??
2. ვთქვათ ბარათი ავიღე 5 რიცხვში ტერმინალით გადავიხადე სრული თანხა 1000 ლარი მაგალითად და მეორე დღესვე ისევ უკან შევიტანე ის ტანხა ამ შემთხვევაში რა ხდება? საერთოდ არაფერი მერიცხება ხო თუ ტერმინალით გადახდის საკომისიოც მერიცხება რამე?
3. მე რომ ამექსით ვიხადო ტერმინალით მარტო და შემდეგ ეგრევე შევიტანო ცემი ხელფასიდან თანხა არაფერი დამერიცხება იმ 25 ლარის გარდა რაც ბარათის წლიური თანხაა? გამოდის ასე რომ გავაკეთო ქულები დამერიცხება და ბანკს რა ხეირი მარტო ის 25 ლარის იმედზე უნდა იყოს დავიჯერო? biggrin.gif

Posted by: საქართველოს ბანკი 18 Mar 2016, 12:38
QUOTE (teklikie @ 17 Mar 2016, 16:48 )
საქართველოს ბანკი
ამექს ბლუს აღება მინდა და რამდენიმე კითხვა მაქვს:
1.ავიღებ თუ არა ბარათს მაშინვე მეჭრება 25 ლარი თუ როცა გავანაღდებ? ანუ თუ ვიღებ და მაშინვე არ მინდა თანხის გამოყენება გამოდის რომ აზრი არმ აქვს ხო რომ ადრევე ჩაირთოს ჩემთვის 55 დღიანი ვადა??
2. ვთქვათ ბარათი ავიღე 5 რიცხვში ტერმინალით გადავიხადე სრული თანხა 1000 ლარი მაგალითად და მეორე დღესვე ისევ უკან შევიტანე ის ტანხა ამ შემთხვევაში რა ხდება? საერთოდ არაფერი მერიცხება ხო თუ ტერმინალით გადახდის საკომისიოც მერიცხება რამე?
3. მე რომ ამექსით ვიხადო ტერმინალით მარტო და შემდეგ ეგრევე შევიტანო ცემი ხელფასიდან თანხა არაფერი დამერიცხება იმ 25 ლარის გარდა რაც ბარათის წლიური თანხაა? გამოდის ასე რომ გავაკეთო ქულები დამერიცხება და ბანკს რა ხეირი მარტო ის 25 ლარის იმედზე უნდა იყოს დავიჯერო? biggrin.gif

გამარჯობა smile.gif
25 ლარი არის American Express Blue ბარათის საფასური, რომელსაც იხდით შეკვეთისას. რაც შეეხება გამოყენებას, ბარათის გააქტიურებიდან 1 თვეში გექნებათ დაანგარიშების თარიღი, ხოლო დაანგარიშებიდან 25 დღე გაქვთ გადახდის თარიღამდე. ანუ გამოდის, რომ ჯამში გაქვთ 55 დღე იმისთვის, რომ ან მინიმალური დაფაროთ, ან სრულად შეიტანოთ დაანგარიშების თარიღამდე გახარჯული თანხა და ისარგებლოთ შეღავათიანი პერიოდით.

თუ მხოლოდ პოს ტერმინალებზე გადაიხდით ბარათით, დამატებით არანაირი საკომისიო არ გექნებათ. ამ შემთხვევაში თქვენი დანახარჯი წლის განმავლობაში მხოლოდ 25 ლარი იქნება, თუმცა ამ ბარათს აქვს Cash Back ფუნქცია, რომელიც გაძლევთ საშუალებას გახარჯული თანხის პროცენტი უკან დაიბრუნოთ, შესაბამისად ამ დანახარჯის ანაზღაურებაც შეგიძლიათ smile.gif

Posted by: MaZarda 22 May 2016, 21:01
teklikie

არ გინდა ამერიკან ექსპრესი, ცუდად ხდება მაგით გადახდა ვთქვათ მაღაზიებში, ყველგან არ იღებენ, მაგას ჯობია ექსპრეს ბანკში მიხვიდე და აიღო ექსპრეს საკრედიტო ბარათი, თან უფასოა wink.gif ქეშ ბექი არ აქვს, მაგრამ სამაგიეროდ გადახდების დროს მაღაზიებში ქულები დაგიგროვებდა.

http://expressbank.ge/ge/Express-Card
* * *
Unknown232324

smile.gif))) ოპერატორები მანდ არაფერს ჩალიჩობენ და კიდევ + მაგას უფრო კაი "პონტში" აღმოჩნდი.
% რომ დათვალო ექსპრეს სესხის ყოველ 2 კვირაში ერთხელ იხდი 8 ლარს, ჯამში თვეში 16 ლარი და თან ძირი არ იფარება. საკრედიტო ბარათზე კიდევ 150 ლარზე იხდი ძირს და % თვეში ერთხელ. და ეს % გამოდის სადღაც 6 ლარი.
და ზოგადად რომ იცოდე საკრედიტო ბარათი როცა მტკიცდება უფრო კარგია. ხარჯი ყოველთვის უფრო ნაკლებია(ან საერთოდ არაა, გააჩნია როგორ ხარჯავ და ფარავ) ვიდრე სწრაფი სესხების.

Posted by: qshota 23 May 2016, 22:12
საკრედიტო ბარათი მინდა გავგზავნო შვედეთში და საიდან იგზავნება არავინ იცით?
რუსთაველზე არაოო!

Posted by: teklikie 24 May 2016, 09:07
MaZarda
ავიღე ამექსი და გადასარევად ვხმარობ ყველგან მაგითი ვიხდი, უბნის სუპერმარკეტშიც კი smile.gif

Posted by: MaZarda 24 May 2016, 22:33
teklikie
მე რომელ ობიექტებშიც მდომებია გადახდა ამექსზე უარი მივიღე. ექსპრეს ქარდით კიდევ ყველგან ვიხდი. ყოჩაღ შენი უბნის სუპერმარკეტს )) ზუსტად ეგენი არ იღებენ ამექსებს დიდ საკომისიოს გვაჭრისო.

Posted by: gordas 2 Feb 2017, 17:20
Credit და Debit კარტას შორის რა განსხვავებაა?
და Prepaid კარტები რაპონტია?

Posted by: WillyWonka 12 Apr 2017, 13:22
პრივატ-ბანკის საკრედიტო ბარათზე ე.წ "მინიმალურის" ვადაგადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლო რამდენია და თუ არის კიდე რამე ჯარიმა?
ვეღარ ვიხდი sad.gif

Posted by: assassin23 24 Apr 2017, 01:23
10 ლარია ჯარიმა ოღნდ შემდეგ თვეში ირიცხება მინიმალურთან ერთად ...
* * *
WillyWonka
შენ კიდე პროცენტი შეიტანე მხოლოდ ... ძირი არ გინდა არ დაამატო მაგას ... ხო სწორს ვამბობ დამეთანხმეთ ვინც კიდევ იცით... მინიმალური ანგარიშდება ძირით და პროცენტით და ამ შემთხვევაში თ გაადიხდი მხოლოდ პროცენტს არაფერი ჯარიმა არ დაგერიცხება ძირს დაფარავ თ არა ეგ შენი ნებააა
* * *
gordas
პრიფეიდ კარტაზე ამას წიათ ვათვალიერებდი იგლისურად იყო კარგად არ ვიცი რა აზრიც გამოვიტანე მგონი ორივეს ფუნქციას რომ იყენებ ეგ არიი ... გამოგვეხმაურეთ ვინმემ ან ინგლისური თ კარგად იცით დაგვიპოსტეთ ... თ მანამდე რუსულად ვნახე მე დავდებ
* * *
qshota
საქართველოს ბანკის გინდა გააგზავნო ... ?? თუ ცალკე სხვა განსხვავებული ბარათი....
საქართველოს ბანკი რა შუაშია გაგზავასთან კი მარა ... ფოსტით გააგზავნე შენ კიდე

Posted by: Nutsa2015 4 May 2017, 11:41
ამერიკან ექპსრესი მაქვს განულებული და როგორ ფიქრობთ, მაგის მინიმალურების გადახდას არ ჯობია სესხი ავიღო და ერთიანად გადავფარო? უფრო მოგებული ვიქნები მგონია ვიდრე მინიმალურებით პროცენტები დამერიცხოს.

Posted by: spider77 4 May 2017, 21:41
Nutsa2015
QUOTE
როგორ ფიქრობთ, მაგის მინიმალურების გადახდას არ ჯობია სესხი ავიღო და ერთიანად გადავფარო? უფრო მოგებული ვიქნები მგონია ვიდრე მინიმალურებით პროცენტები დამერიცხოს.

კი, ნამდვილად ეგრეა yes.gif

Posted by: folmec 10 May 2017, 20:53
საქართველოში ბანკის კარტის გადასახადი რამდენია თვეში?

Posted by: gig@@@ 12 Aug 2017, 17:25
Paypal მა ხო დამტანჯა

QUOTE
შეხვიდეთ www.paypal.com-ზე, აირჩიოთ საქართველო, დარეგისტრირდეთ და უშუალოდ საიტიდან მიაბათ თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათი paypal-ის სისტემას.


ამას რატომ გვატყუებენ ? ნებიემიერი არა ის კიდე

თიბისი ბანკის ბარათი მაქვს '' მიქსი '' MastesCard

გავიარე რეგისტრაცია Paypal-ზე ვერ მივაბი ეგ ბარათი სხვათაშორის საქართველოს ბანკის ჩვეულებრივი ექსპრეს ქარდი სამგზავროდ რომ ვიყენებთ ეგეც ვცადე და არც ეგ ებმევა

რომ წავიდე ბანკში და ვიყიდო კიდევ ახალი ბარათი რა გარანტია მაქვს რომ ეგეც გამომადგება ? ბანკის თანამშრომლებს რომ ვეკითხები და ყველაფერზე კის იძახიან არადა თვითონაც აზზე არ არიან რომელი ბარათი გამოგადგება Paypal-ზე.

თიბისი ბანკის '' მიქსი '' ბარათს როცა ვიღებდი ვკითხე Paypal-ზე ბანკის თანამშრომელს და მითხრა კიო კაცოო არაა პრობლემა მაგრამ ჩემი ფეხები ებმევა არაფერში მჭირდება ეს ბარათი მაქსიმუმ ონლაინ ტოტალიზატორებზე შევამსო ბალანსი და ვივუსზე დავფარო სესხი მეტი ვერაფერში ვიყენებ ამ სირობა ბარათს.


Paypal-ზე ebay -ზე და amazon-ზე უფასო ან 10 ლარიანი ბანკის ბარათი MastesCard ან VISA არც ერთი მიდის ? ოღონდ საკომისიო ცოტა იაფი რომ იყოს თვეში ან წელიწადში.

Posted by: zurabizura 27 Jan 2018, 16:58
გამარჯობათ მეგობრებო, ეს საიტი გაძლევთ 20 დოლარს რეგისტრაციისთვის, დრო იწურება სულ რაღაც რამდენიმე საათი დარჩა დასრულებამდე დარეგისტრირდით გადადით ჩემ რეფერარ ლინკზე. http://pm7.pm/ico/212f9202 ასევე თქვენც გაუგზავნეთ მეგობრებს და ყოველ რეფერალზე მოგცემთ 20 დოლარს დრო იწურება რამდენიმე საათი დარჩა დასრულებამდე

Posted by: Ikideba 29 May 2018, 14:48
რა მაინტერესებს იცით? მაგალითად თიბისი სტატუს მომხმარებელს აძლევენ ადვილად ვისა პლატინიუმ 20 000 ლიმიტირებულ საკრედიტო ბარათს იმისდამიუხედავად მუშაობს თუ არა მთავარია კარგი ბრუნვები ქონდეს ანგარიშზე და მაინტერესებს სოლო მომხმარებელს საქ. ბანკში როგორ აძლევენ ამექს გოლდ ან პლატინიუმ ბარათს? აუცილებელია ხელფასის ცნობა ან ხელფასის სადმე ჩარიცხვა თუ ისინიც ბრუნვებს უყურებენ? სტატუს და სოლო მომხმარებლებზე მაქვს საუბარი smile.gif

რატომ დავსვი ეს კითხვა ვარ სოლო მომხმარებელიც და სტატუს კლიენტიც საქ. ბანკში არ მაქვს არანაირი საკრედიტო ბარათი და მინდა აღება აი თიბისი ბანკში უხელფასოდ, ყველანაირი სამუშაოს გარეშე 3ჯერ დამიმტკიცეს საკრედიტო ბარათი პლატინიუმი და ერთიანად მოკლედ ჩემი თანხა შეადგენს ანუ ლიმიტი 28 000 ლარს, ეს ყველაფერი უხელფასოდ მხოლოდ ბრუნვა მაქვს კარგი ბანკში ჩემით შემაქ თანხები და ჩემით გამაქ smile.gif და ასე იქცევა თუ არა საქართველოც მაინტერესებს ტყუილა რომ არ შევავსო განაცხადი, ხელფასის ცნობას ისედაც ვერ წარვადგენ

Posted by: sul ertia 25 Sep 2019, 13:09
გამარჯობათ. ამექს საკრედიტო ბარათზე მაქ 500 ლარამდე და მჭირდება ნაჭდი ფული ძალიან.
განაღდების საკომისიო და მერე პროცენტიც აქვს საშინელი ამ შემთხვევაში.
ხომ ვერ დამეხმარებით რა გზა არსებობს რო გავანაღდო რამენაირად ბანკომატის გარეშე ((

Posted by: mtasiqiteli 18 Oct 2019, 21:38
ცივი შხაპი გურჯისტანისბანკს და ხაზარბანკს

V Card-ის შემთხვევაში ის 16,9%-ია (ეფექტური - 19,7%). საკრედიტო ბარათების მაქსიმალური ლიმიტი 20 000 ლარი კი 30 000 ლარამდე გავზარდეთ. ზოგადად, ეს პროდუქტი ვაჭრობისთვისაა განკუთვნილი და ამიტომ მისი ტერმინალში გატარება უფასოა. თუმცა განაღდების საკომისიო საკმაოდ მაღალი, 3%-ია. V Card-ისთვის ესეც შევცვალეთ და განაღდების საკომისიო ნებისმიერი ბანკის ნებისმიერ ბანკომატში 1% გავხადეთ. რაც შეეხება ყოველთვიურ შენატანს, თუ სხვა საკრედიტო ბარათების შემთხვევაში მომხმარებელს ათვისებული თანხის 5-10%-ის შეტანა უწევს, ჩვენი მომხმარებლები მხოლოდ 2%-ს გადაიხდიან. განსაკუთრებული სიახლეა საბონუსე სისტემა. V Card-ის გატარების დროს დახარჯული თანხის 1% საბონუსე ანგარიშზე ბრუნდება და მისი გამოყენება ნებისმიერი დანიშნულებითაა შესაძლებელი. მფლობელს შეუძლია გადაიხადოს კომუნალური გადასახადები ან თუნდაც, გაანაღდოს. შესაბამისად V Card -ის გონივრული გამოყენების შედეგად, მარტივად არის შესაძლებელი პლიუსში დარჩეს მომხმარებელი, ვინაიდან თუ დროულად მოხდება გახარჯული თანხის დაფარვა, პროცენტის გადახდა არ მოგიწევთ, ხოლო ბონუსად დაგროვილი თანხა მოგების სახით დაგჩრებათ.

ეს არის პროდუქტი ყველა სეგმენტისთვის, რადგან ლიმიტი 500-დან 30 000 ლარის ფარგლებში მერყეობს. ამავდროულად, ბარათს პირობებში ჩადებული აქვს პუნქტი, რომლის მიხედვით საკრედიტო ლიმიტის კონვერტირება ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია სამომხმარებლო სესხად დამატებითი პროცედურებისა და საკომისიოს გადახდის გარეშე. რა მომენტშიც კი მომხმარებელი გადაწყვეტს რომ, აღარ უნდა ბარათი და სურს დაფაროს იგი ყოველთვიური შენატანებით, მარტივად, რთული პროცედურების გარეშე მოხდება არსებული დავალიანების სამომხმარებლო სესხად ტრანსფორმაცია, სესხის პროცენტი იქნება იმ მომენტში ბანკში არსებული სამომხმარებლო სესხის განაკვეთის იდენტური და ფაქტიურად ის აიღებს სამომხმარებლოს სესხს გაცემის საკომისიოს გარეშე.


https://www.interpressnews.ge/ka/article/568510-ratom-da-ramdenit-shemcirda-sakredito-baratebis-saprocento-ganakveti-sakartveloshi


love.gif



ხვალევე მივდივარ და ზემოთ ნახსენებ ორივე ბანკის ბარათს ვაუქმებ და გადავდივარ VTB-ში

გურჯისტანისბანკე ღორი ბანკი არ არსებობს
მალე მენახოს გაკოტრებული
დედის............................



down1.gif

Posted by: ბასიანი89 24 Feb 2020, 01:04
საქართველოს ბანკში მაქვს გოლდ სტატუსი. სრულიად უფადოდ მაძლევენ ამერიკან ექსპრეს გოლდს. არც საკომისიო ექნებაო. საკრედიტო ბარათი არ მქონია აქამდე. ნუ გამოიყენებ და ისე გედოს, უფასოაო. რამეს ხომ არ მატყუებენ? თუ ისე დავდებ და არ გამოვიყენებ ექნება რამე ხარჯი?

Posted by: Luka251 17 Mar 2020, 20:16
VISANET ექაუნთის შესაქმნელად რა არის საჭირო?

Posted by: river-song 15 May 2020, 22:16
ბასიანი89
უფასო პირველი წელია მარტო, მერე მგონი გოლდზე 150 ლარია გადასახადი.

Posted by: sevastopol 17 May 2020, 01:55
river-song
თებერვლის კომენტარია...

Posted by: gio022 30 Apr 2021, 05:21
სალამი. თუ ვინმეს გაქვთ შეხება თიბისის ელექტრონულ ვიზა გოლდთან, მაინტერესებს cexიო, bittrex და binance თუ იღებს. და ზოგადად რით ჩამორჩება ფიზიკურ ბარათს? მადლობა წინასწარ. და ფეიფალზზე თუ შეიძლება მიბმა?

Posted by: sevastopol 4 Oct 2023, 15:19
gio022
იგივეა ყველანაირად როგორც ფიზიკური.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)