პროვოცირების მიზნით დავწერე.
პოლარული ორბიტა აქ არ გამოდგება, იმიტომ რომ სატელიტების ერთმანეთთან შეჯახების ალბათობა ძალიან მაღალი იქნება პოლუსების თავზე.
ეს პრობლემა (ანუ კოლიზიის) Starlink შემთხვევაშიც არსებობს, ფიქრობენ რომ ყველა სატელიტი აღჭურვილი იქნება თავისებური TICAS -ის მსგავსი სისტემით რომელიც საჭირო დროს ავტომატურად ჩართავს თრასტერებს და თავიდან აიცილებს შეჯახებას. თრასტერები იონურ ძრავებზეა, მუშა სხეული კრიპტონი. თუმცა იონურ ძრავებს აქვთ მაღალი კუთრი იმპულსი, მათი საკუთარი წევა ძალიან სუსტია, ანუ უფრო დიდი დროით მოუწევთ ჩართვა ორბიტის კორექტირებისას.
თითო ასეთი სატელიტი გათვლილია 5 წლიან რესურსზე, შემდეგ შემოვა ატმოსფეროში და დაიწვება. კონტროლირებადი იქნება თუ არა თრასტერებით ორბიტიდან მოხსნა ამაზე ინფოს ვერ მივაკვლიე...
დღეისათვის ორბიტაზე 5 ათასამდე სხვადასხვა დანიშნულების „დიდი“ ზომის სატელიტია. აქედან 2000 მოქმედი, დანარჩენი ან „მთვლემარე“ მდგომარეობაში, ან რესურს ამოწურული ანუ კოსმოსური ნაგავი. ნამსხვრევების და სხვა სახით წარმოდგენილი ნაგვის რაოდენობა აღემატება 40 000. აქ საუბარია იმ ნაგავზე რაც ჩანს რადარზე, მცირე ზომისები ბევრად მეტია...
რაც დრო გადის უფრო რთულდება ორბიტაზე გასვლისას ორბიტის წინასწარი გათვლა ისე რომ რამეს არ შეასკდეს...