guri8ჩემი აზრით ბედისწერა არსებობს, ნიშნავს რომ ჩვენი ბედი დაწერილია ოღონდ არა ღმერთის ნების მიხედვით, არამედ ჩვენივე არჩევანის მიხედვით. თუ ვაღიარებთ ბედისწერას, ვაღიარებთ ღმერთს და თუ ვაღიარებთ ღმერთს როგორც ქვეყნიერების შემქმნელს, ისიც ვაღიაროთ რომ ის ჭვრეტს მომავალს. ანუ ჩემი აზრით, ღმერთმა დაწერა რაც ჩვენ ჩავიდინეთ თუ ავირჩიეთ. ღმერთი არ ერევა ჩვენს არჩევანში.
მაგალითად, ვინმემ თუ აირჩია რომ მთელი ცხოვრება გაეტარებინა მონასტერში, ბერად აღკვეცილოყო, ღმერთმაც ბედისწერაში ეს დაწერა რომ ამ და ამ კაცს სურდა ამ გზას დადგომოდა. ღმერთმა რადგან დაწერა რომ ეს კაცი ბერი გახდებოდა, ამიტომ არ გამხდარა ეს კაცი ბერი. მან თავად აირჩია და ეს დაწერა ღმერთმა.
ნუ, ეს ჩემი აზრია და მაქვს უფლება გამოვხატო იგი თუნდაც ვინმეს სულელურად მოეჩვენოს.
მივიღებ შენიშვნებს