forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (81) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> LED ZEPPELIN, MAGIC (Part VII), Over the hills and far away....
Giji-Gogo-Zeppelin
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4517
წევრი No.: 8396
რეგისტრ.: 22-January 05

გამოგზავნილია: 6 Sep 2011, 21:24  #27252044      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
1968
user posted image

1968 წლის ზაფხულში, როდესაც ჯგუფი Yardbirds დაიშალა, გიტარისტმა ჯიმი პეიჯმა გადაწყვიტა ახალი შემადგენლობით ჯგუფის შექმნა, დაიწყო ვოკალისტის და დრამერის ძებნა. იმ ხანად მას ურჩიეს რომ ახალგაზრდა რობერტ პლანტისთვის მოესმინა, რომელსაც გენიალური ვოკალური მონაცემები ჰქონდა, რობერტი ბირმინჰემში, ჯგუფ Hobbstwedle- ში მღეროდა. ჯიმი პეიჯი პიტერ გრანტთან ერთად (შემდგომში ჯგუფის პროდიუსერი) ეწვია პლანტს და მოისმინა მისი ნამღერი. ისინი აღფრთოვანებულნი დარჩნენ და რობერტს შესთავაზეს ახალი ჯგუფის ვოკალისტობა 1968 წლის აგვისტოში, რაზეც იგი დათანხმდა, რობერტმა რეკომენდაცია გაუწია თავის ძველ მეგობარს, ჯონ ბონემს, რომელთანაც ერთად მოღვაწეობდა ჯგუფში Band Of Joy. ბონემმაც დადებითი პასუხი განაცხადა მიწვევაზე იმავე წლის სექტემბერში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შეთავაზება ჰქონდა სხვა ჯგუფებიდან. ბასისტად კი ჯიმიმ თავისი ნაცნობი ჯონ პოლ ჯონსი აიყვანა.
შეიქმნა ახალი ჯგუფი სახელად The New Yardbirds 1968 წლის სექტემბერში, ოქტომბერში მათ უკვე ჩაწერეს პირველი ალბომი, რომელიც 30 საათის განმავლობაში იწერებოდა. იმავე თვეში ჯგუფის სახელი შეიცვალა და დაერქვა Led Zeppelin, რომელიც, შეიძლება ითქვას შერჩეულ იქნა ჯგუფ The Who-ს დრამერის კიტ მუნის მიერ, რომელმაც ჯგუფს ასე ვთქვათ ირონიულად უთხრა: ,,თქვენ ისევე გაფრინდებით, როგორც ლედ ზეპელინი”
1968 წლის ბოლოსთვის ჯგუფი დაეკონტაქტა Atlantic Records-ს, შეერთებულ შტატებში და უკვე ადრეულ 1969 წელს ისინი გაემგზავრნენ თავიანთ პირველ ამერიკულ ტურნეზე, რაც დაეხმარა მათ ალბომის დებიუტში. ალბომს სახელად დაერქვა უბრალოდ Led Zeppelin, იგი 2 თვის შემდეგ გამოვიდა. 1969 წელს ლედ ზეპელინი ტურნეებს აწყობდა ინგლისსა და შეერთებულ შტატებში. მათი მუსიკით აღფრთოვანებული იყო ყველა, კონცერტები 3 საათზე მეტს გრძელდებოდა. ტურნეების განმავლობაში მათ ჩაწერეს მეორე ალბომი Led Zeppelin II, რომელიც იმავე წლის ოქტომბერში გამოვიდა. ეს ალბომი იყო მოულოდნელი და ამერიკის ჩარტებში გამოსვლიდან 2 თვის შემდეგ, 1 ადგილი ეკავა 7 კვირის განმავლობაში.
ჯგუფის მესამე ალბომის Led Zeppelin III – ის ჩასაწერად ჯგუფი გაემგზავრა ‘’Bron Yr Aur’’-ში, უელსში, ყველასგან მოშორებულ სახლში, ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. იქ ჩაეყარა საფუძველი ბევრ გენიალურ აკუსტიკურ მელოდიას, (მაგალითად “Bron Yr Aur Stomp’’) რომელნიც შეიცავდნენ კელტურ და ბრიტანულ ხალხურ სტილს. მაშინ გამოვლინდა ჯიმი პეიჯის უდიდესი ნიჭი. ეს ალბომი ჩაიწერა ‘’Atlantic Records’’ –ში 1970 წელს, გამოიცა იმავე წლის ნოემბერში.
ლედ ზეპელინის სხვადასხვაგვარი მისტიკური მისწრაფებები გამოვლინდა მათ მეოთხე ალბომში Untitled, რომელსაც მოიხსენიებენ სახელებით ZoSo, Runes, Four Symbols ან უბრალოდ Led Zeppelin IV. ალბომი გამოვიდა 1971 წლის 8 ნოემბერს. ალბომში შესულია ყველა დროის საუკეთესოზე საუკეთესო კლასიკური როკ სიმღერა Stairway To Heaven.
შემდეგი სტუდიო ალბომი იყო Houses Of The Holy, მასში იყო გრძელი სიმღერები, რომელიც ვრცელდებოდა სინთეზატორის საშუალებით, სიმის სექციები კი არანჟირებული იყო ჯონ პოლ ჯონსის მიერ. ასეთი სტილის სიმღერებია "The song remains the same", "No Quarter".
ლედ ზეპელინმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა როკ მუსიკაში. მათმა 1973 წლის ტურნემ ამერიკაში არნახული სანახაობა ჩაატარა, ფლორიდაში ტამპას სტადიონზე, 56,800 ფანის წინაშე ატარებდნენ კონცერტს (გაცილებით მეტი იყო ვიდრე ბეატლეს – ის კონცერტზე 1965 წელს).
1974 წელს ლედ ზეპელინმა გამოსცა საკუთარი ჰოლოგრამიული მარკა – ‘’Swan Song’’.
1975 წელის თებერვალში გამოვიდა ჯგუფის პირველი, ორ განყოფილებიანი ალბომი Physical Graffiti, რომელმაც წარმატება მოიპოვა ამერიკის და ინგლისის ჩარტებში. ლედ ზეპელინი ემზადებოდა 1975 წლის ტურნესთვის ამერიკაში, რასაც ხელი შეუშალა რობერტ პლანტის და მისი ცოლის ავარიაში მოყოლამ, საბერძნეთში. ამის შემდეგ რობერტი ისვენებდა გარკვეული ხნის განმავლობაში. 1975 წლის ბოლოსთვის ჯგუფმა ჩაატარა 5 გენიალური საღამო გაერთიანებულ სამეფოში, Earls Court-ის არენაზე. ეს იყო პიკი მათი შემოქმედებისა და იმ დროისთვის ლედ ზეპელინი იყო მსოფლიოს უდიდესი ჯგუფი.
1976 წლის გაზაფხულზე გამოიცა ჯგუფის შემდეგი ალბომი Presence, რომელსაც პირველი ადგილი ეკავა ამერიკასა და ინგლისში. ალბომმა დაიმსახურა მხურვალე მოწონება, იგი გახდა დასაბამი The Song Remains The Same – ის კინო -კონცერტის გამოშვებისა, რომელიც გამოჩნდა 1976 წლის შემოდგომაზე. თვითონ კონცერტი The Song Remains The Same ჩატარდა ნიუ ოირკში 1973 წელის, გენიალური სამი საღამო იყო 27, 28, 29 ივლისი. ეს არის ერთადერთი დოკუმენტური კინო-კონცერტი ჯგუფისა.
1977 წელს ჯგუფი გაემგზავრა ტურნეზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ჩაატარა 5 საღამო, ჩიკაგოში, ლოს ანჯელესში და ნიუ იორკში. "Day on the Green" – ის ფესტივალზე, ოუკლენდში რობერტს მიუვიდა ამბავი თავისი 6 წლის ვაჟიშვილის, კერკის მუცლის ინფექციით გარდაცვალების შესახებ. ტურნე შეწყდა. 1977 წლის ნახევარი და 1978 წლის უმეტესი ნაწილი რობერტი იმყოფებოდა მძიმე დეპრესიულ მდგომარეობაში, ჯგუფს არ შეეძლო მუშაობის გაგრძელება. 1978 წლის ზაფხულში მათ დაიწყეს ჩაწერა შვედეთში ABBA – ს სტუდიაში. 1 წლის შემდეგ ჯგუფმა ჩაატარა მოკლე ევროპული ტურნე, შვეიცარიაში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, ბელგიასა და ავსტრიაში.
In Through the Out Door ლედ ზეპელინის მერვე ალბომი, რომელიც შვედეთში, Polar Studio – ში ჩაიწერა. ამ ალბომში კიდევ ერთხელ გამოვლინდა დრამერის ჯონ ბონამის ნიჭი. ალბომში წამოდგენილია რობერტ პლანტის მიერ შვილისთვის მიძღვნილი სიმღერა All Of My Love. ამ ალბომმა დაიკავა პირველი ადგილი ამერიკის და ინგლისის ჩარტებში.
ამის შემდგომ,1979 წლის ზაფხულში, ჯგუფმა ჩაატარა რამდენიმე სანახაობა კოპერჰაგენში და აგვისტოში Knebworth – ში ჩაატარა 2 დიდი კონცერტი, რომელზეც 400,000 ფანის წინაშე წარდგნენ. იმავე წლის ნოემბერშიც გამოიცა ალბომი In Through the Out Door.
ჯგუფი გაემზადა ახალი ევროპული ტურნესთვის, რომელიც 1980 წლის მაისში ჩაატარეს. ამის შემდგომ დაგეგმეს ამერიკული ტურნე, მაგრამ დიდმა უბედურმა შემთხვევამ საბოლოოდ ჩაახშო ლედ ზეპელინის მისწრაფებები. 1980 წლის 25 სექტემბერს, ჯიმი პეიჯის სახლში, დრამერი ჯონ ბონამი გარდაიცვალა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი. მისი სახით მსოფლიოს დააკლდა უდიდესი დრამერი. ეს ძლიერ განიცადა, რა თქმა უნდა, ჯგუფის წევრებმა, განსაკუთრებით რობერტ პლანტმა ის ხომ მისი დიდი ხნის მეგობარი იყო. 1 წლის განმავლობაში ჯიმი პეიჯმა და რობერტ პლანტმა მოღვაწეობა შეწყვიტეს.
ბონემის გარდაცვალებიდან 2 წლის შემდგომ, ჯგუფმა გამოუშვა ახალი ალბომი Coda, რომელიც სხვადასხვა დროს ჩაწერილი კომპოზიციებისგან შედგებოდა.

2007 წელს შეიძლება ითქვას მოხდა სასწაული და 10 დეკემბერს, ლონდონში გაიმართა Led Zeppelin-ის კონცერტი, რომელშიც პლანტის, პეიჯის და ჯონსის გვერდით ჯონ ბონემის შვილი ჯეისონ ბონამი უკრავდა. ალბათ 1980 წლის შემდგომ პირველი და უკანასკნელი კონცერტი იყო ჯგუფი Led Zeppelin-ის სახელით.

2007 წლის 10 დეკემბერი
user posted image


ეს კიდევ 1975 წლის Earls Court-დან : )
user posted image


ესეც წინა თემის ლინკები:

LED ZEPPELIN, MAGIC
LED ZEPPELIN,MAGIC...PART 2
LED ZEPPELIN,MAGIC PART 3
LED ZEPPELIN, MAGIC (Part IV)
LED ZEPPELIN, MAGIC (Part V)
LED ZEPPELIN, MAGIC (Part VI)

This post has been edited by Giji-Gogo-Zeppelin on 6 Sep 2011, 21:25


--------------------
LED ZEPPELIN

"Standing on a hill in my mountain of dreams,
Telling myself it's not as hard hard hard as it seems..."
Arnold Layne
Mind of Zero


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2510
წევრი No.: 107653
რეგისტრ.: 26-December 09

გამოგზავნილია: 6 Sep 2011, 21:29  #27252109      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დაე ყოველთვის იყოს ეს თემა ისეთივე ლამაზი, როგორც წინა ნაწილები. იმ შემთხვევაშიც, როდესაც sun refused to shine biggrin.gif


--------------------
მშვიდობა ომის გაგრძელებაა სხვა საშუალებით.
strider
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 567
წევრი No.: 107458
რეგისტრ.: 25-December 09

გამოგზავნილია: 6 Sep 2011, 21:32  #27252177      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
sun refused to shine


ესეც ქონდა პლანტს სეტლისტში წელს smile.gif

http://www.setlist.fm/setlist/robert-plant...nd-3d095db.html
ა თ უ კ ა



******
ჯგუფი: Members
წერილები: 9033
წევრი No.: 134108
რეგისტრ.: 24-July 11

გამოგზავნილია: 6 Sep 2011, 22:03  #27252697      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

user posted image

user posted image

user posted image


--------------------
ნორჩი ოცელოტელი ხარ © Huckleberry Finn
Chacun son cinéma


самый маленький месси на свете

იყო მადრიდის „რეალის“ გულშემატკივარი, ეს უკვე კულტურაა. (ყ)
ტურისტი ჯონი და 75 წლის როდრიგო © ფიესტა
იმედია ნოლანივით მოპიზდეცინტელექტუალო ჯარმუშობა არ შეგვრჩება ხელში ©
>SuperStar<
მეფე


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4182
წევრი No.: 119267
რეგისტრ.: 6-August 10

გამოგზავნილია: 6 Sep 2011, 22:15  #27252921      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
და ისევ ვიყო მე ამ თემის ნომერ პირველი ფლუდერი user.gif


--------------------
რიჩი ბლეკმორი - სიმართლე გითხრათ, მაგ კაცმა დაკვრა არ იცის, აი ეგრე მართლა დაუკრავთ თუ მოინდომებთ, ჯერ ერთი აჭყვიტინებს რაღაცეებს უაზროდ, მეორეც ერთი, დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე © Gode

თუნდაც Shine On You Crazy Diamond აიღე, საზიზღარი შესავალი აქვს და სიმღერა ხო საერთოდ © ZSU-23-4
konsoliero
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2195
წევრი No.: 119114
რეგისტრ.: 2-August 10

გამოგზავნილია: 6 Sep 2011, 22:40  #27253337      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ პოსტით ახალი თემისა იყოს... : )


--------------------
Hey Blondie! You know what you are?! Just a dirty son of a bitch...
LISSLI
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 610
წევრი No.: 131288
რეგისტრ.: 15-May 11

გამოგზავნილია: 6 Sep 2011, 22:54  #27253606      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
რომელ მოსმენაზეა საუბარი, მოზარდების უმეტესობა მუსიკას იუტუბზე უსმენს


youtube დაწყევლილია და მუსიკის აღქმას უშლის ხელს თუ როგორაა?



--------------------
I gave hope to people, bitches love hope (c)god
Giji-Gogo-Zeppelin
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4517
წევრი No.: 8396
რეგისტრ.: 22-January 05

გამოგზავნილია: 6 Sep 2011, 23:14  #27253987      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
LISSLI
QUOTE
youtube დაწყევლილია და მუსიკის აღქმას უშლის ხელს თუ როგორაა?


დაწყევლილი არაა, მაგრამ მუსიკის აღქმას საკმაოდ უშლის ხელს yes.gif
LISSLI
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 610
წევრი No.: 131288
რეგისტრ.: 15-May 11

გამოგზავნილია: 6 Sep 2011, 23:22  #27254157      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მუსიკის აღქმას საკმაოდ უშლის ხელს


აბა მე რატო მაქვს ზუსტად ისეთი შეგრძნება youtubeზე ყურებისას როგორიც კომპიუტერში ჩაწერილის მოსმენისას მაქვს? spy.gif

თავისთავად თუ ეცნობი რომელიმე ჯგუფის შემოქმედებას ჯობია კომპიუტერში ჩაწერო და იქ უყურო/უსმინო მაგრამ youtubeზე ყურებით/სმენით არაფერი შავდება თუ აღქმა გინდა და შეგიძლია

This post has been edited by LISSLI on 6 Sep 2011, 23:22
Arnold Layne
Mind of Zero


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2510
წევრი No.: 107653
რეგისტრ.: 26-December 09

გამოგზავნილია: 6 Sep 2011, 23:25  #27254237      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
თავისთავად თუ ეცნობი რომელიმე ჯგუფის შემოქმედებას ჯობია კომპიუტერში ჩაწერო და იქ უყურო/უსმინო მაგრამ youtubeზე ყურებით/სმენით არაფერი შავდება თუ აღქმა გინდა და შეგიძლია


შავდება. თუ მაღალი ხარისხის აუდიო არ დევს, იკარგება რაღაც ხმები, უფრო დაბლა ისმის და ზოგი არც ისმის. არ შეიძლება ამ მუსიკის -მხოლოდ ასე- მოსმენა. მინიმუმ 320 KBPS MP3 ხარისხი - კომპში ოღონდ. გასაცნობად შეიძლება იუტუბიც ვარგოდეს, მაგრამ რეგულარულად მოსასმენად - არა. ზეპელინზე ხომ საერთოდ - ჯერ როდის მითხრეს, რომ CD-ზეც კი ვერ გადმოიტანეს მაგათი ჩანაწერები იდეალურად და ყველაზე ნაღდი ჟღერადობა ფირფიტებზე ჰქონდათ.

This post has been edited by Arnold Layne on 6 Sep 2011, 23:27
Giji-Gogo-Zeppelin
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4517
წევრი No.: 8396
რეგისტრ.: 22-January 05

გამოგზავნილია: 6 Sep 2011, 23:28  #27254310      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
LISSLI
QUOTE
აბა მე რატო მაქვს ზუსტად ისეთი შეგრძნება youtubeზე ყურებისას როგორიც კომპიუტერში ჩაწერილის მოსმენისას მაქვს? spy.gif

თავისთავად თუ ეცნობი რომელიმე ჯგუფის შემოქმედებას ჯობია კომპიუტერში ჩაწერო და იქ უყურო მაგრამ youtubeზე ყურებით არაფერი შავდება თუ აღქმა გინდა და შეგიძლია


ნუ რავიცი რა გითხრა, მაგრამ სულ სხვაა როცა დაჯდები მაქსიმალურად კარგი ხარისხის ჩანაწერების მოსმენას დაიწყებ და ჩაუღრმავდები...იუთუბი ჩემი აზრით არის მხოლოდ დაshare-ების კარგი საშუალება სოციალურ ქსელში : ) მე ახლა ხშირად ვუსმენ იუთუბზე სიმღერებს, მაგრამ ყველა ალბომი თუ სიმღერა მაქვს მანამდე ათასჯერ მოსმენილი და გაგებული მაქსიმალურად მისი მნიშვნელობა. მოკლედ ვერ გადმოვცემ : )
იუთუბს არავინ ვგმობთ რაც მთავარია : )


Arnold Layne
QUOTE
ყველაზე ნაღდი ჟღერადობა ფირფიტებზე ჰქონდათ


ფირფიტაზე მოსმენილი ზეპელინი სულ სხვაა...მეგონა 70-იანებში ვიყავი რომ ვუსმენდი

This post has been edited by Giji-Gogo-Zeppelin on 6 Sep 2011, 23:29
Arnold Layne
Mind of Zero


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2510
წევრი No.: 107653
რეგისტრ.: 26-December 09

გამოგზავნილია: 6 Sep 2011, 23:31  #27254383      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
მეგონა 70-იანებში ვიყავი რომ ვუსმენდი


მმმმ რა საინტერესოა. მე მხოლოდ გადმოცემით ვიცი. განსხვავება რაშია ახლა - კომპაქტზე კი ციფრულადაა მთელი სიგნალი გადატანილი, მაგრამ ფირფიტაზე ხომ ამოკაწრულია, სამუდამოდ ჩაბეჭდილია baby.gif
>SuperStar<
მეფე


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4182
წევრი No.: 119267
რეგისტრ.: 6-August 10

გამოგზავნილია: 6 Sep 2011, 23:32  #27254402      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჟღერადობას თავი დაანებეთ კაცო და იუთუბიდან მოსმენის ფენომენი რა არი დღემდე ვერ ჩავწვდი biggrin.gif

იუთუბზე ჰაჰა რამე ,,პრიკოლ'' ვიდეოს უყურო კაცმა, თორე მუსიკა , თუ ფოლდერში არ შევედი და არ ჩავრთე ვინამპით ან მედია პლეიერით, ისე არასდროს მომისმენია user.gif
LISSLI
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 610
წევრი No.: 131288
რეგისტრ.: 15-May 11

გამოგზავნილია: 6 Sep 2011, 23:32  #27254409      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Arnold Layne

მასე სიეტლის live მე ნორმალური ხარისხით არსად მინახავს მაგრამ მაინც მაგარია

ყველაფერი 320ში ვერ გექნება პროსტა და youtubeზე კიდე ნუ ჩართავ ისეთ ვიდეოს მარტო შრიალი იყოს თორე იდეალური ხარისხით რო არ არის youtubeზე ვიდეოები კი ვიცი
Arnold Layne
Mind of Zero


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2510
წევრი No.: 107653
რეგისტრ.: 26-December 09

გამოგზავნილია: 6 Sep 2011, 23:36  #27254504      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
LISSLI

QUOTE
თორე იდეალური ხარისხით რო არ არის youtubeზე ვიდეოები კი ვიცი


თუ იცი, კაია smile.gif

ისე machine head რომ მოუსმინო ხუთ არხიან სისტემაში, 5.1-ში, ჩვეულებრივის მოსმენა აღარ მოგინდება smile.gif ერთს ჰქონდა და მომასმენინა. ყველაფერი დამავიწყდა იმ წამს ირგვლივ.

აჰა ამას აწერია მაღალი ხარისხიო

1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (81) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0382 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]