ეს თემა გავხსენი იმისთვის, რომ აქ დავწეროთ საკუთარი სადიპლომო ნაშრომების შესახებ, მნიშვნელობა არ აქვს ის რომელ სპეციალობას ეხება, ყველას გამოუჩნდება თავისი მკითხველი და მოსაუბრე.
აქვე შეგვეძლება ერთმანეთს რჩევები მივცეთ ასევე მივაწოდოთ მასალები და ა.შ.
პირადად მე ამ თემის გახსნა იმისთვის დამჭირდა, რომ ცოტა ხანში დიპლომის დაცვა მაქვს, მაგრამ თითქმის არ ვარ მზად ჯერ. სპეციალობით ენერგეტიკოსი ვარ და თემად არჩეული მაქვს
"ენერგეტიკული რესურსების ზოგიერთი განაწილების მოდელი" საერთოდ ენერგეტიკაზე თემის დაწერა არ არის რთული საქმე, მაგრამ ეს ისეთი თემაა რო მიჭირს მასზე მუშაობა. მთავარი პრობლემა მასალების არ ქონაა
მოდერის საყურადგებოდ ვამბობ: თუ ეს თემა იქ არ გავხსენი სადაც წესი და რიგია, ვთხოვ თვითონ გადაამისამართოს დიდად მადლობელი დავრჩები და ეს ბოლო ნაწერიც წაშალეთ აღარ იქნება საჭირო
თუ ასეთი თემა უკვე არსებობს ნუ მიუერთებთ სხვას ჯერ ცოტა ხანი აცოცხლეთ ცალკე