Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები > ტელესკოპი


Posted by: witcher 25 Jul 2013, 11:52
წინა თემა http://forum.ge/?f=66&showtopic=33984442
____________________________________________

ამ თემაში პლზ განვიხილით მხოლოდ ტელესკოპები და ჩვენს მიერ გადაღებული ციური სხეულების სურათები. ნებისმიერი პირადული პირადში

ტელესკოპი (ბერძნ. τῆλε ტელე "შორი" და σκοπεῖν სკოპეინ "ყურება"), ასტრონომიული ხელსაწყო; იყენებენ ციურ ობიექტებზე დასაკვირვებლად. არსებობს სამი ტიპის ტელესკოპი: ლინზიანი (რეფრაქტორები), სარკიანი (რეფლექტორები) და სარკიან-ლინზიანი სისტემები. იყენებენ ნიუტონისეული, კასეგრენისეული, ნესმითისეული და რიჩი-კრეტიანია ოპტიკური სისტემის მქონე რეფლექტორებს (უკანასკნელი ყველაზე გავრცელებულია), სარკიან-ლინზიანი სისტემის შმიდტისა და მაქსუტოვის ტიპის ტელესკოპებს.

თემა იმათთვის ვისაც უყვარს სამოყვარულო ასტრონომია.

ყველაფერი ტელესკოპების შესახებ.

რჩევები მოყვარულ ასტრონომებისთვის და იმათთვისაც ვისაც საკუთარი ხელით უნდა ტელესკოპის აწყობა.

* * *
ცოტა რამ იუპიტერის დაკვირვებაზე და დაკვირვების მეთოდებზე:

იუპიტერის ლაქა 8-10" რეფლექტორში ჩანს.

დიდ გადიდებაზე იკაგება სიმკვეთრე.

ლაქა კარგად რომ გაირჩეოდეს ატმოსფერულ მდგომარეობაზეა ბევრად დამოკიდებული.

პირველ რიგში უნდა შეამოწმო "ჯეთ სთრიმის" მდებარეობა.

შეგიხარ გუგლზე და უკრიფავ european jet stream. ნახულობ თუ სად გადის. თუ საქართველოს თავზეა შეგიძლია არ გაიხედო გარეთ

მეორე ფაქტორი რითიც ფასდება არის ვარკვლავების ციმციმი

ჰორიზონტზე გახედე ვასკვლავს და ნახე რამდენად ციციმებს. რაც უფრო ხშირად ციმციმებს მით უარესია ატმოსფერული მდგომარეობა

ოდეალურია 1-2 ციმციმი წამში

მოკლედ რომ ვთხვათ 6-8" დობსონიანზე ნაკლები ტელესკოპი არასერიოზული დევაისია, სერიოზულად განწყობილი მოყვარულთათვის


მაგრამ ასევე უნდა დავმატო რომ ქალაქის პირობებში სურლიად საკმარისია 70-90 მმ იანი რეფრაქტორი.

ქალაქის პირობებში 200X-ზე მეტი გადიდების მიღება არარეალურია და ხშირად 130X-ზე ზევით გამოსახულება კარგავს ხარიხს.

ასე რომ ვისაც ქალაქში გექნებათ ტელესკოპი შეგიძლიათ პატარა ზომის რეფრაქტორითაც დაკმაყოფილდეთ.

წიგნი ტელესკოპების აგებაზე:
http://www.lib.ru/NTL/ASTRONOMY/teleskop/teleskop.txt

ძალიან კარგი უცხოური რესურსი ტელესკოპებზე:

http://stargazerslounge.com/

Posted by: LOLZ 25 Jul 2013, 14:32
witcher
ახალი თემა 100 გვერდის შემდეგ იხსნება. ძველს რას ერჩოდი

Posted by: witcher 25 Jul 2013, 17:40
LOLZ

ძველი თემა გაოფდა ძალიან

Posted by: the undertaker 25 Jul 2013, 19:19
LOLZ
თემის გასუფთავებაც გთხოვეთ მაგრამ არანაირი რეაქცია არ ყოფილა.
witcher
მე დავამთავრე ჩემი ტელესკოპის აწყობა.შტატივი ვიშოვე იაფად რაღაცა და მაგარი საშინელებაა მაგრამ გაჭირვებაში წავა biggrin.gif
ფოტოებს შემოვყრი საღამოს
* * *
აი ასეთი გამოვიდა
http://s005.radikal.ru/i210/1307/db/55b6debd5c54.jpg

Posted by: witcher 25 Jul 2013, 22:08
ჩემი გადაღებული პირველი სურათი smile.gif


* * *
the undertaker

რა პარამეტრები აქვს შენს ტელესკოპს?
კაი დიდი ჩანს დიამეტრში

Posted by: LOLZ 25 Jul 2013, 22:19
the undertaker
მახსოვს რაღაცეები წავშალე... გადავხედავ იმ თემას

Posted by: the undertaker 25 Jul 2013, 22:32
LOLZ
არც ისე დიდია.90მმიანი რეფრაქტორია.ფოკუსური მანძილი 800 მმ.სახლში აწყობილის კვალობაზე არ ვუჩივი.კაი ხარისხი აქვს.სატურნის ფოტო მეც მაქ მაგრამ არ გამოვიდა მთლად კარგი.
ესეც ფოტო
https://fbcdn-sphotos-c-a.akamaihd.net/hphotos-ak-frc3/969837_173610582801896_573792849_n.jpg

ესეც მთვარის ფოტო.
https://fbcdn-sphotos-f-a.akamaihd.net/hphotos-ak-ash3/401889_173454636150824_447050304_n.jpg

Posted by: witcher 25 Jul 2013, 23:01
the undertaker

90მმ არ არის ცოტა.
რა გადიდებით არის სატურნის სურათი? და რითი იღებ?
მე მობილი მივადე ოკულარს და რაც გამოვიდა ეგაა smile.gif

Posted by: witcher 25 Jul 2013, 23:04
ესეც დიდი გადიდებით

______________________

Posted by: the undertaker 25 Jul 2013, 23:05
witcher
სამოყვარულო ციფრული აპარატით გადავიღე.მეც ოკულარს დავადებ ხოლმე და ეგაა რა.
სატურნი 80X გადიდებით არი გადაღებული.
რა ტელესკოპი გაქ?შენით ააწყე თუ იყიდე?მონაცემები გვითხარი ბარემ

Posted by: witcher 26 Jul 2013, 10:07
the undertaker
ეს ორი ტელესკოპი მაქვს, 100მმ ნიუტონის f4 და 120მმ რეფრაქტორი f8.33.

ჩემით ტელესკოპები არ ამიწყვია. ეხლა მინდა დასაწყისისათვის 4'' სფერული სარკე გავაკეთო ხელით საცდელად.

Posted by: safar1981 29 Jul 2013, 11:18
witcher

რომელი ჯობია ხარისხით?

Posted by: witcher 29 Jul 2013, 12:27
safar1981

ხარისხით რეფრაქტორი ჯობია.
რეფლექტორი კი უფრო სამოძრაოდ არის კარგი, პატარაა, თან f აქვს პატარა და გამოსახულება უფრო კაშკაშაა, მაგრამ კოლიმაცია სჭირდება სულ.

ვინმემ ხომ არ იცის, საქართველოში სადმე რეფლექტორის სარკისათვის 2''-4'' ბლანკები იღება სადმე?

Posted by: safar1981 29 Jul 2013, 15:16
witcher

ebay_ზე ხო იყიდება გამზადებული ბლანკები, უბრალოდ მოსარკვა ჭირდება მარტო.....გაცილებითაც იაფია.....


. barlow_ს ლინზა არავის გაქვთ? გაგიცვლით რამეში

Posted by: witcher 29 Jul 2013, 15:21
safar1981

იბეიზე რაც იყიდება, იმას ჯერ დამუშავება სჭირდება, მერე პოლირება და მერე მოსარკვა - ანუ, მსგავსი ბლანკი მინდა იაფად საქართველოში თუ იშოვება.

Posted by: safar1981 29 Jul 2013, 19:30
witcher

საქართველოში მაგას კი არა......smile.gif)) ნორმალურ ტელესკოპის ლინზას ვერ ნახავ, არა თუ ნორმალურს ვაბშე ვერ ნახავ....თუ არ ჩავთვლით მშრალ ხიდს მაგრამ იქ ბარახლოს მეტი უკვე აღარაფერია.....რაც ყოფილი რუსული პროდუქტი იყო უკვე გაყიდულია და აღარ არის....ახლები და კარგი მასეთი პროდუქტი არავის ექნება გასაყიდი.....

Posted by: safar1981 31 Jul 2013, 01:07
90მმ _იანი რეფრაქტორით და კარგი ხარისხის ოკულარით და ბარლოუთი ქალაქ გარედან მაქსიმუმ რამდენი გადიდებით შეიძლება დამზერა პლანეტების? ისე რომ ხარისხი ძაან არ გაფუჭდეს და ყურება შეიძლებოდეს? ვინმეს არ გაქვთ გამოცდილი?

Posted by: witcher 31 Jul 2013, 10:27
safar1981

მაქსიმალური გადიდება ითვლება შემდეგნაირად:

1. 30*D ქალაქში, ცის ძალიან დაბინძურების პირობებში და საშუალო ოპტიკით
2. 40*D ქალაქში ძალიან მაგარი ოპტიკით და საშუალო დაბინძურებით, ან საშუალო ოპტიკით და ქალაქგარეთ, სუფთა ცით.
3. 50*D ქალაქგარეთ, მაგარი ოპტიკით და სუფთა ცით.
D არის ოპტიკის დიამეტრი დიუმებში.

შენს შემთხვევაში, 90მმ არის სადღაც 3.5 დიუმი. ანუ მაქსიმალური გადიდება ხარისხის გაფუჭების გარეშე გექნება შემდეგი:

1. 105x
2. 140x
3. 175x

კარგი გამოსავალია რომ ოკულარზე მიამაგრო სსდ-იანი ვებკამერა და 2000-2500 კადრი ჩაწერო, შემდეგ სპეციალური სოფტით ეს კადრები დაამუშავო, ხარისხით საუკეთესოები აიღო და გააერთიანო.

Posted by: the undertaker 31 Jul 2013, 12:02
safar1981
ბარლოუთი არ ვიცი მაგრამ 80X გადიდებით დამითვალიერებია პლანეტები.შედეგი მშვენიერი იყო.იუპიტერის ზოლები და ლაქა ჩაანდა.სატურნიც ვნახე რამოდენიმე კვირის წინ ეგეც კარგად ჩანდა. ვენერაც ვნახე და კარგი შედეგები იყო.აი სახლში რო დავბრუნდი და გავიხედე ისევ თვალშისაცემიგ ანსხვავებები იყო უკვე.მე თეთრი ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან ვაკვირდებოდი ცას.

Posted by: EgemoN 1 Aug 2013, 00:31
100X გადიდებით გადაღებული სურათები ხომ არ გაქვთ ვინმეს? მაინტერესებს სოფელში, სადაც საკმაოდ სუფთაა ცა, რისი დანახვა შეიძლება?

Posted by: the undertaker 1 Aug 2013, 20:58
ვენერა.ამ წუთას გადავიღე ეს ფოტო

https://fbcdn-sphotos-f-a.akamaihd.net/hphotos-ak-frc1/1002144_203326073163680_241185258_n.jpg

Posted by: nick_el_son 2 Aug 2013, 12:30
ხალხ, პრაქტიკულად რით განსხვავდება რეფრაქტორი და რეფლექტორი?

და 50$-მდე რამე ნორმალური ტელესკოპის ყიდვა (გამოწერა) თუ არის შესაძლებელი?

ანუ 20$-დან იწყება ფასები ამაზონზე და იბეიზე, მაგრამ არ მინდა რომ ხლამი შემრჩეს user.gif

ისეთი ზომის და წონის მინდა რომ პახოდებშიც ვათრიო თუ რამეა.. მაგრამ არც ძაან სათამაშო არ იყოს..



და ვაბშე ცოტა რაღაცეები (თეორიული და პრაქტიკული) ურჩიეთ დამწყებებს smile.gif


Posted by: Gamge 2 Aug 2013, 13:13
აგარაკზე მინდა სახლში დასადგმელად ტელესკოპი 100$ ფარგლებშუ და რომელს მირჩევთ?

Posted by: witcher 2 Aug 2013, 13:21
nick_el_son

რეფრაქტორი ლინზებზეა და რეფლექტორი სარკეზე. ანუ, ორივე ერთიდაიგივეს აკეთებს, მაგრამ სხვადასხვა სისტემით.
ტოლი დიამეტრის შემთხვევაში რეფრაქტორი სადღაც 20%-ით მეტ შუქს კრებს.
ტელესკოპის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია f=ფოკუსურ მანძილი/დიამეტრზე (ნუ უფრო სწორია დიამეტრი/ფოკუსურ მანძილზე, მაგრამ სიმარტივისათვის იყოს ისე). რაც უფრო დიდია ეს f, მით უფრო დიდი გადიდების მიღება შეგიძლია, მაგრამ მით ნაკლებად კაშკაშაა ობიექტი.
როგორც წესი, დიდი f ტელესკოპები კაია პლანეტებზე და კაშკაშა ობიექტებზე დასაკვირვებლად, მცირე f ტელესკოპები კი ბუნდოვან ობიექტებზე, მაგალითად გალაქტიკებზე და ნისლეულებზე.

ეხლა რაც შეეხება ფასებს, $20-$50 ფარგლებში ტყუილად გადაყრილი ფულია და გულს აგიცრუებს ტელესკოპებზე.
შედარებით "ნორმალური" ტელესკოპების ფასები $100-დან იწყება. ყველაზე იაფი და მოსახერხებელი დობსონიანებია, თუ სერიოზული ასტროფოტოგრაფია არ გინდა.

აქ შეგიძლია რამე ნახო ნორმალური მოდელი, ფასები კი ძვირი უწერიათ და მერე რა მოდელიც მოგეწონება, ამაზონში ან სხვა მაღაზიებში მონახო შედარებით იაფად ან სეილზე.

http://www.telescope.com/Telescopes/TableTop-Telescopes/pc/1/416.uts

100მმ-ზე ნაკლები რეფლექტორზე და 90მმ-ზე ნაკლები რეფრაქტორზე ან კასეგრენზე ნაკლების ყიდვა არ ღირს.

Posted by: nick_el_son 2 Aug 2013, 13:43
witcher
QUOTE
რეფრაქტორი ლინზებზეა და რეფლექტორი სარკეზე. ანუ, ორივე ერთიდაიგივეს აკეთებს, მაგრამ სხვადასხვა სისტემით.
ტოლი დიამეტრის შემთხვევაში რეფრაქტორი სადღაც 20%-ით მეტ შუქს კრებს.
ტელესკოპის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია f=ფოკუსურ მანძილი/დიამეტრზე (ნუ უფრო სწორია დიამეტრი/ფოკუსურ მანძილზე, მაგრამ სიმარტივისათვის იყოს ისე). რაც უფრო დიდია ეს f, მით უფრო დიდი გადიდების მიღება შეგიძლია, მაგრამ მით ნაკლებად კაშკაშაა ობიექტი.
როგორც წესი, დიდი f ტელესკოპები კაია პლანეტებზე და კაშკაშა ობიექტებზე დასაკვირვებლად, მცირე f ტელესკოპები კი ბუნდოვან ობიექტებზე, მაგალითად გალაქტიკებზე და ნისლეულებზე.

მადლობა smile.gif

და პრაქტიკულად რა განსხვავებაა მოვლის თვალსაზრისით?
თუ არ ვცდები რომელიღაც მაქედან არის დახურული, ანუ არ იმტვერება შიგნიდან ლიზნები, მაგრამ ზატო ტემპერატურის ცვლილებებისადმი მგრძნობიარეა გამოსახულება, ხოლო მეორე პირიქით ღიაა და ჰაერი გარეთ და მილშიც ერთ ტემპერატურაზე დგება და გამოსახულებას არ აფუჭებს, მაგრამ პერიოდულად დაშლა და გაწმენდა უნდა...
კიდევ კალიბრაციის საკითხები როგორ იქნება რეფრაქტორ/რეფლექტორისთვის?

+ ტრიპოდი რა უფრო მასიური იქნება მით კარგია ხომ?

QUOTE
ეხლა რაც შეეხება ფასებს, $20-$50 ფარგლებში ტყუილად გადაყრილი ფულია და გულს აგიცრუებს ტელესკოპებზე.
შედარებით "ნორმალური" ტელესკოპების ფასები $100-დან იწყება.

ჰმმ.. აი ამ თემაში რომ დაიდო პლანეტების ფოტოები, მსგავსი გამოსახულებების მისაღებად მინდა ფაქტიურად, მეტზე არ მაქვს პრეტენზია..
პირველ ეტაპზე მეყოფა...
თუ ისე დავინტერესდი რომ უფრო ნავაროჩენი და მძლავრი მომინდა, მერე უკვე ვიფიქრებ სერიოზულ ტელესკოპზეც...

QUOTE
აქ შეგიძლია რამე ნახო ნორმალური მოდელი, ფასები კი ძვირი უწერიათ და მერე რა მოდელიც მოგეწონება, ამაზონში ან სხვა მაღაზიებში მონახო შედარებით იაფად ან სეილზე.

http://www.telescope.com/Telescopes/TableTop-Telescopes/pc/1/416.uts

100მმ-ზე ნაკლები რეფლექტორზე და 90მმ-ზე ნაკლები რეფრაქტორზე ან კასეგრენზე ნაკლების ყიდვა არ ღირს.

გავითვალისწინებ.. გადავხედავ ეხლა yes.gif


Posted by: witcher 2 Aug 2013, 14:52
nick_el_son

მოვლის და გამძლეობის თვალსაზრისით რეფრაქტორი ყველაზე კარგია. ნორმალურ პირობებში თაობებს გაუძლებს. აი რეფლექტორებს კი ყოველ რამოდენიმე წელიწადში სარკის განახლება სჭირდებათ. დამატებით, თითქმის ყოველი გამოყენების წინ რეფლექტორებს სჭირდებათ კოლიმაცია, ანუ გასწორება, მაგრამ ეგ 2-3 წუთის ამბავია.

რაც აქ სურათები დაიდო, მსგავსს $50-ნი ტელესკოპით ვერ გადაიღებ სამწუხაროდ.
არის სხვა გზაც, შეგიძლია კაი სარკე იყიდო ებაიზე და ხელით ააწყო ნორმალური ტელესკოპი, მაგრამ ეგეც არ დაჯდება $100-ზე ნაკლები.

კაი ტრიპოდი რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს თუ ნუსლეულების და გალაქტიკების სურათების გადაღება გინდა. ეგეთები ზოგჯერ ტელესკოპზე ძვირიც ღირს. სადღან $200-დან იწყება შედარებით ნორმალურების ფასი.
პლანეტების გადასაღებად პრინციპში მაგიდის დობსონის მოუნტიც წავა.

Posted by: kataxxl 2 Aug 2013, 22:41
ნორმალური ტელესკოპი 700 800$ ღირს

კარგი კი 2500$ იდან იწყება

ჩემი ტელესკოპების სურათევსაც დავყრი თუ გინდათ.

ისე ვყიდი ორივეს

ერთი 60 მმ იანი რეფრაქტორია. მეადეს ფირმის

მეორე 135 მმ იანი რეფლექტორი. გალილეოს სარკეებით. სამაპალია მაგრამ კარგ ვიდზეა


თუ ვინმეს უნდა პმ მომწერეთ

Posted by: witcher 2 Aug 2013, 23:14
Gamge

http://www.telescope.com/Telescopes/TableTop-Telescopes/Orion-SkyScanner-100mm-TableTop-Reflector-Telescope/pc/-1/c/1/sc/416/p/102007.uts

http://www.telescope.com/Telescopes/TableTop-Telescopes/Orion-StarMax-90mm-TableTop-Maksutov-Cassegrain-Telescope/pc/-1/c/1/sc/416/p/102016.uts

არ არის ცუდი ტელესკოპები

kataxxl

კარგი ტელესკოპის ფასი $30-$40 ათასიდანაც იწყება. მიზანს გააჩნია.

Posted by: safar1981 3 Aug 2013, 21:58
60მმ ტელესკოპის ლინზა არ გინდათ თქვენი ხელით რომ ააწყოთ ტელესკოპი? ლინზა არის რუსული წარმოების..

Posted by: EgemoN 5 Aug 2013, 00:50
the undertaker
QUOTE
ვენერა.ამ წუთას გადავიღე ეს ფოტო


რამხელა გადიდებითაა გადაღებული?

Posted by: witcher 8 Aug 2013, 13:16
რა ცუდი ამინდებია, ღამე გარეთ ვერ გაიხედავს ტელესკოპით კაცი...

რა გამოსადეგარი რაღაცაა:

http://www.telescope.com/Astrophotography/Camera-Adapters-T-Rings/Orion-SteadyPix-Universal-Smartphone-Telescope-Photo-Adapter/pc/-1/c/4/sc/62/p/102066.uts

Posted by: kataxxl 13 Aug 2013, 22:04
witcher

მაგ საიტზე მემგონი ვიღაცის ვალი აქვთ

მაგ სისულელეში 70 $ smile.gif მართლა ვალი ქონიათ smile.gif

Posted by: the undertaker 19 Aug 2013, 16:33
ვინმეს რელფექტორის ფოკუსერი ხო არ გაქვთ?თუნდაც დაზიანებული.თუ გაყიდვას ან გაჩუქებას დააპირებთ შემეხმიანეთ და მოვრიგდებით. smile.gif

Posted by: EgemoN 24 Aug 2013, 02:55
ტელესკოპის პირველი ტესტი, პირველი სურათი, ხარისხი - ცუდი

user posted image

Posted by: the undertaker 24 Aug 2013, 10:16
EgemoN
შენით გააკეთეტელესკოპი თუ იყიდე?მთლად ცუდი არაა.პირველია და დაამუღამებ.ჩემი აზრით ბოლომდე დაფოკუსებული არ გაქ და მაგიტომ არის ცუდი ხარისხის.მობილურით გადაიღე თუ ციფრულით?

Posted by: EgemoN 24 Aug 2013, 12:31
the undertaker
არ ვიცი რამდენად ჩემი გაკეთებული ქვია, ტელეობიექტივია გადაკეთებული, 0.965' ოკულარი უყენდება. სურათი საუკუნის წინანდელი ვებ კამერითაა გადაღებული, მატრიცაა დაყენებული ოკულარის ნაცვლად.

შტატივის პრობლემაა მოსაგვარებელი, იაფიანი მაქვს და დამტანჯა smile.gif

Posted by: witcher 24 Aug 2013, 18:44
EgemoN

ცოტა ფოკუსში არ არის, თორემ კარგი გამოვიდოდა.
თუ ვებ-კამერა ვიდეოს იწერს, შეგიძლია ვიდეო ჩაწერო და მერე სპეციალური სოფტია, რომელიც კარგ კადრებს ამოარჩევს ამ ვიდეოდან და გააერთიანებს. ხარისხი მაგარი გამოდის.

Posted by: EgemoN 24 Aug 2013, 19:11
witcher
კი, ვიდეოს იწერს, რა ქვია პროგრამას?

საკმაოდ ძველი კამერაა, თან ინფრაწითელი ფილტრიც არ აქვს და მაინც და მაინც არ ვარგა სურათების გადასაღებად, ამ დღეებში ველოდები ახალ კამერას და ვნახოთ რა გამოვა

ასევე მაინტერესებს რამე დამხმარე პროგრამებს თუ იყენებთ ხოლმე, გადაღებისთვის ან ორიენტირებისთვის

Posted by: the undertaker 24 Aug 2013, 20:21
EgemoN
ორიენტირებისთვის და ცის შესწავლისთვის სტელარიუმი გამოგადგება.

Posted by: witcher 25 Aug 2013, 09:01
EgemoN

პროგრამა:

http://www.astronomie.be/registax/

მარტივი ტუტორიალი დამწყებისათვის:

http://www.russsscope.net/staxtutorial.htm

Posted by: EgemoN 25 Aug 2013, 13:09
the undertaker
witcher


მადლობა, ვცდი, ვნახოთ რა გამოვა

Posted by: mamon 30 Aug 2013, 16:25
ვებ-კამერის ციფრული მატრიცა რომ გაცივდეს მგრძნობიარობა გაეზრდება? მშრალი ყინულით ან რამე უარესით.

Posted by: witcher 30 Aug 2013, 16:43
mamon

რაც უფრო გააცივებ, მით უკეთესი ხარისხი გექნება.

Posted by: mamon 30 Aug 2013, 17:38
witcher
ხო არა? სითბური ხმაური შეუმცირდება.
მთავარია ელექტრონული შიგთავსი არ გადაცივდეს და არ გაფუჭდეს.
ტელესკობს არ შეუშლის ხელს უკან მიდგმული ერთი ვედრო (სიტყვაზე) მშრალი ყინული, ან თხევადი აზოტით სავსე დიუარეს ჭურჭელი?
კონდენსატი სხვა რამ...


ფოტოფირს ხმარობს ვინმე ფოტოგადაღებებისას?
თუ ჩვენს დროში აღარაა აქტუალური?

Posted by: EgemoN 31 Aug 2013, 18:15
mamon

მატრიცის გასაციებლად ყინული და აზოტი მოუხერხებელია, პელტიე უნდა გამოიყენო

Posted by: bunkeri 1 Sep 2013, 11:06
http://www.amazon.com/Celestron-NexStar-90SLT-Mak-Computerized/dp/B0038LX8WU/ref=sr_1_10?ie=UTF8&qid=1378016549&sr=8-10&keywords=telescope ამის ყიდვას ვაპირებ და რას იტყვით ღიირს?

Posted by: witcher 1 Sep 2013, 11:56
bunkeri

კი, ნორმალური ტელესკოპია.
მაგრამ დამწყები თუ ხარ, ჯობია უფრო დიდი დიამეტრის იყიდო კომპიუტერიზებული მოუნტის ხარჯზე.
ორმაგი შედეგია, უფრო დიდი დიამეტრის ტელესკოპს იყიდი და ცაში ობიექტების მიგნებასაც უფრო უსწავლი.

Posted by: bunkeri 1 Sep 2013, 11:59
witcher
კი დამწყბი ვარ, ამ ფასში რა ტელესკოპს მირჩევ? chups.gif

Posted by: witcher 1 Sep 2013, 16:33
bunkeri


ეს ნორმალური ტელესკოპია:

http://www.telescope.com/Telescopes/Best-Telescopes-for-Comets/Orion-StarBlast-6-Astro-Reflector-Telescope/pc/-1/c/1/sc/475/p/102011.uts

150 მილიმეტრიანი რეფლექტორია, ბევრად მეტს და უკეთ დაინახავ ამაში. მერე თუ ფოტოგრაფირებას დააპირებ, მოუნტს დაამატებ ეკვატორიულს.

ამ მეორესაც არაუშავს:

http://www.adorama.com/CNAM130EQMD.html

130 მილიმეტრიანი ავტომატური მოუნტით,

პირველი სატარებლად და გამოსაყენებლად უფრო ადვილია, თანაც დიამეტრიც კაი დიდი აქვს.
მეორე იმითია კარგი რომ თუ გალაქტიკების ან ნისლეულების ფოტოების გადაღებას დააპირებ, მოუნტის ყიდვა არ დაგჭირდება.
მთვარეს, ახლო პლანეტებს და კაშაკაშა ობიეტქებს ორივეთი ადვილად გადაიღებ,

სხვა ბევრის არჩევაც შეიძლება, შედი ამ საიტებზე და არჩევანი ბევრია:

http://www.celestron.com/

http://www.telescope.com/

Posted by: gubaz_merve 28 Nov 2014, 20:15
ტელესკოპის ლინზაა საძიებო სიტყუვა ? ტელესკოპის გაკეთებას ვაპირებ და ლინზებს ვერ მივაკვლიე

Posted by: kataxxl 28 Nov 2014, 22:43
gubaz_merve

მე მაქვს რაღაც რაღაცები თუ გაინტერესებს იაფად მოგცემ

Posted by: gubaz_merve 28 Nov 2014, 23:41
kataxxl
კარგი ,ვნახოთ თუ შევთანმხდებით კარგია smile.gif

Posted by: kataxxl 29 Nov 2014, 23:25
არავის არ გინდათ 135 მმ იანი სარკე თავის მეორადი სარკით და თავისი სამაგრებით ანუ კორპუსებიით

+ ფოკუსერი

1100 მმ ფოკუსური მანძილი

სეილის ბოლო ფასი 60 ლარი


Posted by: ZZ Top 30 Nov 2014, 00:02
მოგესალმებით

ტელესკოპის ყიდვას ვაპირებ, ვარ დამწყები და საწყის ეტაპზე თუ რამეს მირჩევთ მადლობელი ვიქნები.
ჩემი ბიუჯეტი შეადგენს 150-200$-ს

წინასწარ გმადლობთ

Posted by: kataxxl 30 Nov 2014, 00:07
ZZ Top

მაგ ფასში ვერაფერი კარგი ვერ მოგივა რადგან ტელესკოპი საკმაოდ დიდ ზომის არის და მისი ჩამოტანა შენი ბიუჯეტის მეტ ნაწილს წაიღებს.

Posted by: ZZ Top 30 Nov 2014, 00:35
kataxxl
საწყის ეტაპზე ამ ტელესკოპს ვფიქრობ და რას იტყვით?
http://www.amazon.com/Celestron-21049-AZ-DS-127EQ-PowerSeeker-Telescope/dp/B0007UQNKY/ref=sr_1_1?s=photo&ie=UTF8&qid=1417291592&sr=1-1&keywords=Celestron+telescope
ან ეს
http://www.amazon.com/Celestron-21037-PowerSeeker-70EQ-Telescope/dp/B001592LFC/ref=sr_1_3?s=photo&ie=UTF8&qid=1417291592&sr=1-3&keywords=Celestron+telescope

Posted by: kataxxl 30 Nov 2014, 21:13
ZZ Top

დამწყებისთვის ლინზიანი უფრო ადვილი მოსავლელია

სარკიანი კი უფრო მძლავრი

რევიუები უნდა წაიკითხო

დრო რომ მექნება ვნახავ რომელს რისი თავი აქვს

ისე საერთოდ მოყვარულის ტელესკოპებია და სერიოზული არაფერი არ აქვთ.

სამაგრებია მოუხერხებელი

რობოტიზირებული დაითრიე ისიამოვნებ
* * *
რევიუები გადავიკითხე და ძალიან აძაგებენ

მასეთი სამაგრი ძალიან რთული სახმარია 45 წუთი უნდა რომ გამართო ყოველ ჯერზე - გემოროია რააა
* * *
ZZ Top

ლინზიანი მაქვს 70 მმ იანი რეალურად 60 გადიდებაზე მუშაობს ნორმალუად

120 -ზე ერხევა

ეხლა 127 მმ იანი კასეგრაინი დავითრიე თავისი რობოტით მაგრამ ჯერ არ დამიტესტია

და კიდე კოლიმატორიული სამიზნე იმდენად კარგი გამოგონებაა რომ მაგაზე კაცს ფული არ უნდა დაენანოს

135 მმ სარკეებს ვყიდი მაგრამ არავის არ უნდა smile.gif არც თავის ფასში და არც ნახევარ ფასში smile.gif

Posted by: Bawki 4 Dec 2014, 23:19
http://www.telescope.com/Telescopes/TableTop-Telescopes/Orion-SkyScanner-100mm-TableTop-Reflector-Telescope/pc/-1/c/1/sc/416/p/102007.uts

ამაზე რას იტყვით? დამწყებისთვის ღირს? რევიუები კარგი აქვს და შიპინგიც სადღაც 80 ლარი გამოდის, 4.5 კგ-ია.


Posted by: kataxxl 6 Dec 2014, 15:04
Bawki

შიპინგი წონაზე არაა მაგ შემთხვევაში მოცულობაზეა

დიდი ყუთით ჭამოვა და მთლად 80 ლარის იმედი ნუ გექნება

ცუდი სახმარია მასეთი ტელესკოპი თან

400 მმ იანია ძაან ცოტაზე გაადიდებს

გალაქტიკებზე, ნისლეულობებზე და ვარსკვლავების ჯგუფებზე კაი იქნება

პლანეტებს ძაან პაწაწკუნტელებს დაინახავ

წავა მოყვარულისთვის smile.gif
* * *
9 მმ იანით და 3 x ბარლოუთი კი გამოვა 120 გადიდება

წავა რაა

Posted by: the undertaker 6 Dec 2014, 23:14
უფ რა უაზროდ ძვირი ღირს დიდი სარკეები.გაკეთება კიდე რამდენჯერაც ვცადე იმდენჯერ ჩავფლავდი.

Posted by: witcher 6 Dec 2014, 23:28
ZZ Top

გააჩნია რისთვის გინდა ტელესკოპი. პლანეტებისათვის, ნისლეულების ფოტოგრაფიისათვის, თუ სხვა რამისათვის. ამაში უნდა ჩამოყალიბდე ჯერ და მერე აირჩევ უფრო ადვილად.

Bawki

ეგ ძალიან მაგარი ტელესკოპია, თუ უცებ გინდა ხელი მოკიდო და სადმე ბნელ, ქალაქისგან შორ ადგილას წახვიდე. მაგრამ ასტროფოტოსათვის არ გამოდგება.

Posted by: kataxxl 7 Dec 2014, 00:06
the undertaker

ასტროფოტოგრაფიას უნდა მიაწვე

თვალით მაინც ვერ დაინახავ იმდენს რამდენსაც კამერა დაიჭერს


Posted by: narcoTOURIST 2 Apr 2016, 16:09
ბავშვმა დაბ დღეზე "შემიკვეთა" ტელესკოპი smile.gif 5 წლის გახდება

40-60$-ის ფარგლებში მინდა ვუყიდო

მაგრამ აზრზე არ ვარ, არც მონაცემების არ ფირმების..

ჩემით მოვძებნე რამოდენიმე და ამ ორზე გავჩერდი:

http://www.amazon.com/dp/B00LY8JVW0

http://www.amazon.com/dp/B0002CTZAC/

აბა თქვენი რჩევები მჭირდება

Posted by: the undertaker 3 Apr 2016, 19:03
narcoTOURIST
მალე მობეზრდება ტელესკოპი.ჯობია ბინოკლი უყიდო.

Posted by: narcoTOURIST 4 Apr 2016, 21:42
the undertaker
ადრე მეც ბინოკლზე ვფიქრობდი, მერე ისევ ტელესკოპს დავუბრუნდი
მგონი ჯერ პატარაა ტელესკოპისთვის
გაიხარე!

Posted by: Tocadero 4 Apr 2016, 22:39
narcoTOURIST

ორივე კარგია

მე მეიდი მაქვს საკაიფოა განსაკუთრებით ბავშვისთვის

Posted by: narcoTOURIST 4 Apr 2016, 23:02
Tocadero
ხო მეიდი უფრო ხარისხიანი ჩანდა შეფასებებით და სურათებით.
ისე ღირს 20 დოლარის დამატება 70მმ ყიდვა? ან პირიქით 50მმ? დიდი სხვაობა იქნება?
თქვენ რომელი მოდელი გაქვთ?

Posted by: Tocadero 4 Apr 2016, 23:04
narcoTOURIST

70 მმ აიღე ჯობია

ჩამოტანა იქნება ძვირი ეგეც გაითვალისწინე

Posted by: narcoTOURIST 5 Apr 2016, 22:47
Tocadero
ამ ეტაპზე ბინოკლს ვუყიდი, და თუ მერე დაინტერესედება ტელესკოპსაც
მადლობა კონსულტაციისათვის smile.gif

Posted by: the undertaker 6 Apr 2016, 00:19
Tocadero
რა თემა ჩაგვიძირეს ტელესკოპებზეე :\
https://forum.ge/?f=66&showtopic=33984442&st=0

Posted by: Tocadero 6 Apr 2016, 12:26
the undertaker

არუშავს

ორი ცალი ვიყიდე მაგის მერე და ერთი დიდი ბინოკლი

შეგვიძლია ახალი თემა დავიწყოთ ყველაფერი ტელესკოპების შესახებ smile.gif

Posted by: the undertaker 6 Apr 2016, 15:45
Tocadero
ჰო ახალი თEმა კარგი იქნება ნადვილად.+უკვე რაღაც გამოცდილება არსებობს.

Posted by: Tocadero 6 Apr 2016, 23:38
the undertaker

მოვიცლი ამ დღეებში და გავხსნი ახალ თემას

Posted by: bizonikluchi 8 Apr 2016, 17:00
როდინდელი თემაა, არის კიდე ვინმე მოყვარული?




ბავშვობის ოცნება უნდა ავიხდინო და ტელესკოპი ვიყიდო, ოღონდ როგორი რანაირი, გონზე არ ვარ, რის მიხედვით უნდა შეირჩეს?

Posted by: the undertaker 8 Apr 2016, 21:30
bizonikluchi
ახალი თემა გაიხსნება მალე.უფრო დალაგებული და მოწესრიგებული.

Posted by: kataxxl 8 Apr 2016, 22:18
bizonikluchi

თუ აზზე არ ხარ მაშინ აიღე და 60-70 მმ იანი ლინზიანი ტელესკოპი იყიდე

მეადეს ფირმის

ვინც აზზე არაა იმათვისაა გამოშვებული ზუსტად smile.gif

თუ ფულების რაოდენობას არ უჩივი დაწერე ბიუჯეტი და გეტყვი რა მოგივა smile.gif

Posted by: bizonikluchi 8 Apr 2016, 22:24
kataxxl
საერთოდ გონზე არ ვარ, შეგიძლია დამილინკო მანახო, რომელზე მეუბნები?


არც გამიხედავს მგონი ცხოვრებაში, არადა მევასება მაგრად, დაახლოებით რა ზუმის საშუალება აქვს მაგას?


https://attach.forum.ge/post-66-1374779083.jpg


ამ დონეზე დააახლოვებს?

Posted by: kataxxl 9 Apr 2016, 00:16
bizonikluchi

მაგაზე 30 ჯერ უკეთესი იქნება მაგრამ

1. მთვარის დაკვირვებას თAვისი ცოდნა უნდა

2. პლანეტების თავისი

3. გალაქტიკებს და ნისლეულობებს კი სულ სხვანაირი ტელესკოპი სჭირდება

ყველაზე მნიშვნელოვანია საინდა აკვირდები

თუ ქალაქიდან და მაშინ ბევრს ვერაფერს დაინახავ.

ბიუჯეტი დაწერე და შეგირჩEვ ტელესკოპს

Posted by: bizonikluchi 9 Apr 2016, 14:03
kataxxl


200-250 ლარი დაახლოებით, ქალაქიდან რო დავაკვირდე ხოლმე, გადასაადგილებლად იოლი? ანუ წაღება მოხერხდება?

Posted by: kataxxl 9 Apr 2016, 22:01
bizonikluchi



http://www.amazon.com/Meade-Instruments-Infinity-Refractor-Telescope/dp/B00LY8JVZ2/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1460224410&sr=8-1&keywords=meade+telescope+70mm

180 ლარი ტელესკოპია

წონა 6 კილო - 112 ლარი ჩამოტანა თუ ისეთ ფირმას ნახავ ვინც მოცულობითს არ გიანგარიშებს.

26, 52 და 111 გექნება გადიდება. მოყვარულისთვის და დამწყებისთვის საკაიფოა

ასევე დაგჭირდება მთვარის ფილტრი.

ჯობია რაღაცეები წინასწარ წაიკითხო. ლიტერატურას და ინფოებს ვგულისხმობ ინეტში

კინაღAმ დამავიწყდა. ქალაქიდან დაკვირვებად დიდი აზრი არ აქვს - იმის მეასედს ვერ დაინახავ რასაც ქალაქგარეთ ჩაბნელებულ ვარსკვლავები რომაა ხოლმე მოჭედილი ეგეთ ცაზე

Posted by: Marguerite Gautier 13 Apr 2016, 13:00
გამარჯობა,

მე ისეთი მინდა ყველაფერი რომ დავინახო sad.gif არსებობს რამე უნივერსალური?

Posted by: kataxxl 13 Apr 2016, 22:05
Marguerite Gautier

კომპიუტერია მასეთი დევაისი

სერჩში აძლევ რასაც გინდა და გამოდის მისი სურათი.

ყველაფერი რას ნიშნავს???

დაწერე რა გინდა და ბიუჯეტი რამდენი გაქვს - შეგირჩევ საუკეთესოს

Posted by: severuss 14 Apr 2016, 02:44

გალაქტიკას რომ გავცდე და ფოტოებიც გადავიღო. მირჩიეთ ნორმალური ხარისხის ტელესკოპი.

kataxxl
შენ რა ტელესკოპი გაქვს?

Posted by: Marguerite Gautier 14 Apr 2016, 11:02
kataxxl

ყველაფერი ანუ პლანეტებიც, ნისლეულებიც, გალაქტიკას რომ გავცდე... ბიუჯეტი არც გამითვლია ჯერ, უბრალოდ ინფორმაციებს ვაგროვებ და მერე ვნახოთ... ყოველშემთხვევაში რაღაც ხარახურა და "დამწყებთათვის ტელესკოპი" არ მინდა tongue.gif ფაქტიურად ობსერვატორია მინდა biggrin.gif

Posted by: severuss 14 Apr 2016, 14:51
http://www.amazon.com/Orion-SpaceProbe-Equatorial-Reflector-Telescope/dp/B00D05BKOW/ref=sr_1_3?s=photo&ie=UTF8&qid=1460631038&sr=1-3&refinements=p_72%3A1248879011



http://www.amazon.com/Celestron-NexStar-130-Computerized-Telescope/dp/B0007UQNNQ/ref=sr_1_9?s=photo&ie=UTF8&qid=1460631038&sr=1-9&refinements=p_72%3A1248879011


ეს ორი როგორია და რისთვის არის განკუთვნილი?

Posted by: zviiigo 14 Apr 2016, 23:40
სად ვიშოვო დამაპატარევებელი შუშები ? mad.gif
ფარის ორი ლინზა მაქვს ძააააან ადიდებს და ორმაგი რომ გავაკეთო მთვარის ფოტოებს დავდებ ჰდში biggrin.gif

Posted by: safar1981 15 Apr 2016, 16:55
zviiigo
Ar gamogadgeba vpikrob..damaxinjebebi ekneba, xiluli da uxilavi kromatuli da akromatuli aberaciebic...damapataravebl linzashi fokusis gamagrdzelebels gulisxmob?

Posted by: kataxxl 15 Apr 2016, 19:59
Marguerite Gautier

არ გამოვა მაგ ბიზნესიდან არაფერი. გალაქტიკებზ3 სხვა ტელესკოპი გინდა პლანეტებზე სხვა. ნუ ეხლა უზარნაზარს თუ იყიდი და 10000 $ გადაიხდი არ ვიცი და ისე ნორმალური ფასიანი ტელესკოპით მაგ შედეგს ვერ მიიღებ

კიდე რა გინდა გააჩნია თვალით გინდა დაკვირვება თუ ასტრო ფოტოგრაფიაც გინდა

კამერა ბევრად მეტს ხედავს ვიდრე თვალი

14" მეიდის კასეგრაინი აიღე 9000$ მაგას ჩამოტანა და განბაჟება მიუმატე. მერე სადმე სოფლად ბნელ ცაზე დაჩა სადაც ტელესკოპი იდგმება და ეგაა რა. ნუ კიდე აქსესუარები დაგჭირდება.

აი ამიტომ გითხარი ბიუჯეტიო
* * *
ცოტა ინფორმაცია დამწყები ასტრონომებისთვის:

1. როგორც წესი ყველას ტელესკოპი ქალაქში საკუთრი აივნიდან გასახედად უნდა. მოგახსენებთ რომ ქალაქის გადანათებული ცინდან ბევრს ვერაფერს დაინახავთ. ასევე ხელს შეგიშლით აღმავალი თბილი ნაკადები ასე რომ ძირითადად 95% მოყვარულთათვის, განსაკუთრებით საქართველოში სრულიად საკმარისი იქნება 60-70 მმ იანი ლინზიანი ტელესკოპი.

2. ლინზიანი ტელესკოპი იმით არის კარგი, რომ უბრალო მოყვარულსთვის ძალიან ადვილი მოსახმარია და არანაირ რეგულირებას და სარკეების წმენდას არ საჭიროებს.

3. 60-70 მმ იანი ტელესკოპით 100 ჯერ გადიდებას თამამად მიახწევთ რაც ქალაქიდან პლანეტების დაკვირვების დროს სრულიად საკმარისია. 130 გადიდებაზე დაჟე დიდი ზომის ტელესკოპებიდან ატმოსფეროს მდგომარეობის გამო ისედა დაკარგავთ ხარისხს.

4. ნისლეულობების, ვარსკვლავთა გროვების და გალაქტიკების დაკვივებისთვის სრულიად საკმარისია დიდი ზომის ბინოკლი ან დურბინდი.

5. ვისაც დიდი ზომის ტელესკოპებისკენ მიუწევს გული მინდა გითხრათ, რომ ისინი ძალიან დიდები არიან და გადასატანად და მოსახმარად ძალიან ძალიან მოუხერხებლები. ძალიან დიდი დრო ჭირდება სარკეების გაგრილებას.

6. ასეთ ტელესკოპებს უყვართ კარგი ნათელი ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, რისი ნახვაც მარტო ქალაქიდან მოშორებით არის შესაძლებელი.

7. ცოტა ბიუჯეტი ვისაც გაქვთ იმათთვის კარგი იქნება 5-6 ან 8" კასეგრაინები. შედარებით ადვილი მოსავლელია და რობოტული მართვით თუ შეიძენთ საკმაოდ კარგი მოსახმარიც. ამ ტელესკოპებსაც ქალაქ გარეთ უყვართ გასეირნება რათა უკეთესი პირობები იყოს ციური სხეულების დასაკვირვებლად.

8. ეხლა ყველაზე მთავარი. ვისაც აინტერესებს გალაქტიკების ვარსკვლავთა გროვების და ნისლეულების ფაკვირვება მინდა იმედები გაგიცრუოთ. ამ ციურ სხეულების ისეთების დნახვა რაც ფოტოებზე გინახიათ პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ის სურათები ასტროფოტოგრაფიით ანდა სულაც ჰაბლის ტელესკოპის გამოყენებით არის გადაღებული და საერთო არაფერი არ აქვს იმასთან რასაც ჩვეულებრივი გინდაც დიდი ტელესკოპით დაინახავთ.

9. პლანეტების დაკვირვებისთვის კარგია დიდ ფოკუსურ მანძილიანი ტელესკოპები 1000 -1500 მმ, ხოლო ნისლეულებზე გალაქტიკებზე და ვარსვლავთა გროვებზე პირიქით პატარა ფოკუსირ მაინძილიანი ტელესკოპები 600მმ. ეს იმიტომ არის ასე რომ ზემოთ ხსენებული ობიეტები ზომით არიან ძაან დიდი, მაგ: მთვარეზე რამოდენიმეჯერ დიდი, მაგრამ თვალით არ ჩანან და მათ დასაკვირვებლად დიდი გადიდება არაა საჭირო. პირიქით პატარა გადიდება და რაც შეილება დიდი ლინზა ან სარკე.

10. მთვარეზე დაკვირვებისას პატარა ზომის ტელესკოპი ხშირად უკეთესია ვიდრე დიდი ზომის ტელესკოპი.

11. სხვადასხვა ციურ სხეულებს სხვადასხვა სინათლის ფილტები სჭირდებათ ასე რომ მოემზადეთ დამატებითი რაღაცეების შესაძენათ.

12. ტელესკოპის ციურ სხეულზე დასამიზნებლად ყველაზე კარგად კოლიმატორი მუშაობს. ასე რომ შეძენისას ეგეც გაითვალისწინეთ

არამგონია საქართველოში ბევრ ადამიანს გამოადგეს ეს რჩევა, მაგრამ ვისაც გამოგადგებათ სიკეთეში მოგახმაროთ smile.gif

Posted by: the undertaker 18 Apr 2016, 21:05
ვაპირებ 200 მმ ტელესკოპის სარკის გაკეთება.მზომი იარაღბი უკვე ვიშოვნე.შუშასაც ამ კვირაში მოვიტან ალბათ.დამრჩება ზღვა თეორიიაზე ჩაჯდომა და სახეხი მანქანის აწყობა.თუ წარმატებით დამთავრდება პროცესი ფოტოები არ დამენანება.

Posted by: Tocadero 18 Apr 2016, 22:46
the undertaker

მაგარი საჩალიჩოა

შუშა საიდან?

სისქე რამდენი აქვს?

მერე მაგას სამაგრი უნდა მეორეადი სარკე, იმის სამაგრი. მილი ფოკუსერი

მაგარი საჩალიჩოა

Posted by: safar1981 18 Apr 2016, 23:21
the undertaker
Kargia....magram tu aketeb barem 300 mm agecko smile.gif
Magas ramdens fikrob fokusuri ramdens miscem? Ise vpikrob didi ar ginda 1000mm ze didi ar ginda...jer ertivdzaan mouxerxebeli ikneba da patara gadidebit nisleulebze da galaktikebis dasamzerad gamoikene....mere karg kameras tu miabav xom magari ikneba extant

Posted by: the undertaker 19 Apr 2016, 16:08
Tocadero
safar1981
შუშა 12მმ არი.ჩვეულებრივია.სხვადასხვა ლინკებზე რო ვნახე აკეთებს ხალხი ჩვეულებრივი შუშიდანაც და ვცდი მეც.სამაგრამდე და მეორად სარკემდე მივიდეს საქმე და მაგასაც მოვაგვვარებ როგორმე.ფოკუსური მანძილი 1200 მმ ექნება.ჩაღრმავება 2 მმ.მოკლედ მეც არ ვიცი ჯერ რა გამოვა.დავარქვათ ექსპერიმენტი biggrin.gif

Posted by: Tocadero 19 Apr 2016, 17:46
the undertaker

12 მმ ძაან თხელია 2-3 ჯერ უფრო სქელი უნდა იყოს

Posted by: the undertaker 19 Apr 2016, 18:02
Tocadero
სქელი რო უნდა იყოს ვიცი მაგრამ აქ ღუმელსაც ვერ ნახავ წესიერს რო რამოდინმე შუშა დაალაგო და შეადნო ერთმანეთს.რას მირჩევ,დავაპატარაო დიამეტრი?

Posted by: Tocadero 19 Apr 2016, 21:22
the undertaker

რომ დააპატარაო რა აზრი აქვს??

120 მმ იანი 25 მმ სისქის იყო მეტი თუ არა

ეს სისქე ძაან მნიშვნელოვანია სარკისთვის

ვერ მიიღებ ხარისხს სხვანაირად

მერე ეგ რომ გრილდება და ტემპერატურაზე გადის

ადრე თვითმფრინავის ილუმინატორებისგან ჩალიჩობდნენ საბჭOთა კავშირში smile.gif

ეხლა კი სად იშოვი

ისე იბეიზე არის ხოლმე დაუმუშავებელი ბალვანკები

გადავხედე ფასებს ძვირია

ისე მართლა 2 შუშა რომ შეაწებო????

იქნება რამე მაგაზე ინეტში

Posted by: the undertaker 19 Apr 2016, 21:46
Tocadero
კი არისინტერნეტში.რამოდენიმე შუშას აწებებენ მაღალ ტემპერატურაზე.ფაქტიურად ერთმანეთში ადნობენ.ანუ თხელი შუშის პრობლემა ტემპერატურაა მარტო?დამუშავებისას ეს შუშა Yველაზე თხელ ადგილზე 10 მმ დარჩება და რავიცი.იბეიზე უზარმაზარი ფასებია მართლაც.საპრიალებელი ფხვნილი იბეიდან ჩამოვიტანე 14$ დაჯდა.

Posted by: safar1981 19 Apr 2016, 22:51
ტელესკოპის კამერა არ გინდათ ? ( ვებ კამერაა ჩემი გადაკეთებული ტელესკოპის კამერად) გადასარევი ხარისხიანი არ არის, მარა მთვარეზე გაერთობით სურათებს გადაუღებთ...smile.gif) ეხლა იუპიტერის ზოლებს ვერ აღიქვავს smile.gif))1.3მგ პიქსელიანი კამერაა და ბევრი ვერ მოეთხოვება.. smile.gif))
ჩუქნითაა...განა ვყიდი smile.gif)

Posted by: Tocadero 20 Apr 2016, 21:55
the undertaker


Posted by: nitrox 24 Apr 2016, 22:10
http://www.amazon.com/Celestron-52268-C90-Mak-Spotting/dp/B0038QYRDO/ref=sr_1_1?s=photo&ie=UTF8&qid=1461521292&sr=1-1&keywords=celestron+c90

http://www.amazon.com/Orion-9825-127mm-Maksutov-Cassegrain-Telescope/dp/B0000XMRRG/ref=pd_sim_sbs_421_3?ie=UTF8&dpID=41e4wxuyZIL&dpSrc=sims&preST=_AC_UL160_SR160%2C160_&refRID=1VZYDTSS0X39QTZTNV70

ხმელეთის დაკვირვებისთვის გამოდგება ეს ტელესკოპები? დიდ ბინოკლებს ჯობია ხარისხით და გადიდებით?

Posted by: safar1981 24 Apr 2016, 23:51
nitrox

ხმელეთზე დაკვირვებისთვის დიდ ბინოკლზე კარგი არაფერია... მაგ. ეს:

http://www.ebay.com/itm/Day-Night-Vision-1...fUAAOSwp5JWVvKa

ან ეს ცოტა უფრო ძვირია მარა უკეთესია

http://www.ebay.com/itm/Celestron-71012-Sk...JkAAOSwv0tVO8JU

არსებობს უფო ძვირიანი ბინოკლებიც...მარა ძაან ძვირია smile.gif)
http://www.ebay.com/itm/Celestron-Echelon-...ZcAAOSw0e9UyVul


Posted by: pato-7 25 Apr 2016, 21:21
safar1981
250-300 $ ფარგლებში რა ტელესკოპს მორჩევდი, ქალაქგარედან დასაკვირვებლად. ზომა-წონას არ აქვს მნიშვნელობა. მინდა პლანეტებზე და აქა-იქ ნებულებიც თუ გამოჩნდება კარგი იქნება. სარკიანი თუ რეფრაქტორი?

ისე შენ რა ტელესოპი გაქვს?

Posted by: safar1981 25 Apr 2016, 23:43
pato-7
გამარჯობა
მე ორი ტელესკოპი მაქვს, მაგრამ ერთს ვიყენებ.
დავიწყოთ...იმიტომ რომ პატარა წარმოდგენა გქონდეს იმისა რასაც მოელი....ბოლოს, ....პირველი ავაწყე 90 მმ რეფრაქტორი.მიდის ფირმის ლინზით. ფოკუსური მანძილი აქვს 800 მმ. და გადიდებას ვიღებ...მაქვს ოკულარები 4მმ 9მმ და 25მმ და შესაბამისად ერთმანეთზე გაყოფით რასაც მიიღებ იმდენს.... მეორე ავაწყე სარკული რეფლაქტორი....მთავარი ლინზის დიამეტრი 135მმ და ფოკუსური მანძილი 1100მმ. ძირითადა. და საერთოდ სულ ვიმზირები თბილისიდან (გლდანი) smile.gif , ვუმზერ ფაქტიურად მთვარე, სატურნი, იუპიტერი, ორიონის ნისლეული და ანდრომედას გალაქტიკა.....1. მთვარე მაგრად ჩანს ორივეში...საოცარია იქაურობა.... smile.gif მთების ჩრდილებით...ოღონდ სავსე მთვარეობისას არაფერი ჩანს. იუპიტერის ზოლები ალბათ 3-2 ზოლი ჩანს მკრთალად, სარკიანში ოდნავ უფრო მკაფიოდ.. და სატურნის რგოლიც ესეც.... პატარა 1 თეთრიანის ხელა ან უფრო პატარა ბურთი სარტყელში, ასე.მოჩანს. მაგრამ მაგარია მაინც....ანდრომედას გალაქტიკაც პატარა ლაქასავით მოჩანს....ორიონის ნისლეულიც რაგაც პატარა კაშკაშა ბურუსი...... რეფლაქტორი უფრო დიდია ზომით და მოუხერხებელი და თან დასამიზნებლად ძნელია....მე ლაზერი მიყენია მწვანე... ინტერნეტში ბევრია.... ლინზიანი უფრო მოსახერხებელია....მარა ეხლა მე მაინც ჩემს სარკიანს ავირჩევდი....მაინც....

მოვიძიებ ტელესკოპებს.....მარა იმაზეა დამოკიდებული რომელს აირჩევ....

Posted by: narcoTOURIST 26 Apr 2016, 00:00
QUOTE (Tocadero @ 4 Apr 2016, 22:04 )
narcoTOURIST

70 მმ აიღე ჯობია

ჩამოტანა იქნება ძვირი ეგეც გაითვალისწინე

მოკლედ ბევრი ვიფიქრე და მაინც ტელესკოპი ვუყიდე smile.gif

Meade 60mm ავიღე 60$-ად, უკვე მივიდა გადამზიდში, 74 ლარი ჩამოტანა დაჯდება, 4.6კგ ყოფილა შეფუთვით.

რამე ნიუანსები ან რჩევები არის აწყობის დროს?

მზის ფილტრი თუ არსებობს ამ ტელესკოპისთვის?

რამე დამატებითი ფილტრები დამჭირდება მთვარისთვის?

პ.ს. Meade-ს რუსულ საიტზე მოვითხოვე რუსული ინსტრუქცია იმედია უკეთესად გავიგებ smile.gif

Posted by: Tocadero 26 Apr 2016, 00:21
მთვარის გინდა აუცილებლად. რა ოკულარები მოყვება დაწერე. და რა მონაცემები აქვს

ანდა ლინკი დააგდე საერთოდ smile.gif

Posted by: Tocadero 26 Apr 2016, 00:24
pato-7


მე კასეგრაონს გირჩევდი. 127 მმ იანი. რობოტი. შეგიძლია ცალკე ტელესკოპი იყიდო და ცალკე რობოტი. შტატივი აქ დაითრიო და ფულებს დაზოგავ ცოტა wink.gif

ადგილი რომ მქონდეს 10-12 ინჩიან რეფლექტორს დავდგევდი მაგრამ არ მაქვს მაგის პირობები

Posted by: narcoTOURIST 26 Apr 2016, 00:32
Tocadero
http://www.bhphotovideo.com/c/product/1061430-REG/meade_209002_infinity_60mm_altazimuth_refractor.html

არ ვიცი კომპლექტში რა მოყვება
თუ არ მოყვება იქნებ მირჩიო რომელი ფირმის ფილტრები ჯობია და სად ჯობია ყიდვა

Posted by: pato-7 26 Apr 2016, 11:39
Tocadero
safar1981
გმადლობთ პასუხებისთვის

Posted by: Taba 26 Apr 2016, 14:09
ტელესკოპზე სამი თემა გავაერთიანე

Posted by: narcoTOURIST 28 Apr 2016, 16:20
იქნებ მიპასუხოთ cry.gif

http://www.bhphotovideo.com/c/product/1061430-REG/meade_209002_infinity_60mm_altazimuth_refractor.html

ამ ტელესკოპით მთვარეს ჩვეულებრივად დავინახავ თუ ფილტრი დამჭირდება?

Posted by: Tocadero 28 Apr 2016, 16:31
narcoTOURIST

ფილტრი ყველა ვარიანტში გინდა

სხვანაირად თვალებს დაგთხრის wink.gif

Posted by: narcoTOURIST 28 Apr 2016, 17:17
Tocadero
გაიხარე, კიდევ კაი ვიკითხე, ინტრუქციებში მხოლოდ მზეზე წერია, მთვარე არ იყო ნახსენები

ამას ვიყიდი მაშინ - http://www.bhphotovideo.com/c/product/203029-REG/Meade_07531_Series_4000_Moon_Filter.html

რამე უკეთესი ვარიანტი არის?

Posted by: bizonikluchi 28 Apr 2016, 18:26
მაგრად მინდა ტელესკოპი, უბრალოდ აქ რომ მირჩიეს რომ მომიწევდა სწავლა და კითხვა, გული ამიცრუვდა მერე, ეგეთი რთული თუ იქნებოდა არ მეგონა

Posted by: Tocadero 28 Apr 2016, 22:27
narcoTOURIST

კი წავა

bizonikluchi


ასტრონომია რამოდენიმე ნაწილად შეიზლება დაყო

1. სამოყვარულეო. პატარა ტელესკოპი 60-70 მმ ლინზა. თუ ბნელი ცის საშუალება არაა ქალაქიდან პლანეტების და რამოდენიმე ვარსკვლავთა ჯგუფის დასაკვირვებლად კარგია. მეტის პრეტენზია არ უნდა გქონდეს. სატურნის რგოლი გამოჩდება მცირედ და იუპიტერის ღრუბლები თუ დაინახე ძაააან მაგარი მიღწევა გექნება. კაია მთვარის დაკვირვებისთვის.
2. სამოყვარულეო. დიდი დურბინდი. კაი ცაზე ნისლეულობების და ვარსკვავთა ჯგუფების დასაკვირვებლად. ასევე გალაქტიკების. ჩანს რამოდენიმე ობიექტი და ადვილი ცის შესწავლა. მაგრამ ბნელი ცაა რეკომენდირებული.

3. სამოყვარულეო ადვანსედი - უფრო დიდი ტელესკოპი ბნელი ციანი ადგილებში გასვლით და იქიდან სხვადასხვა ობიექტების დაკვირვება.

4. ასტროფოტოგრაფია - ეს უკვე გიჟური ჰობია. სპეციალური აპარატურით და ძაან დიდი მოთმინებით და დიდი ცოდნით smile.gif

შეგიძლია პატარა ტელესკოპი იყიდო წელიწადში რამოდენიმეჯე გაერთობი მაგრამ რაღაც მინც უნდა ისწავლო. ტელესკოპია დუბინკა ხომ არააა

Posted by: safar1981 28 Apr 2016, 23:06
narcoTOURIST
http://www.ebay.com/itm/331806010190?_trksid=p2057872.m2749.l2649&ssPageName=STRK%3AMEBIDX%3AIT

მოასწარი თორე აღარ იქნება...კარგი ფასია

Posted by: narcoTOURIST 29 Apr 2016, 14:04
safar1981
გიხარე, ვიყიდე!

მაგრამ როგორც გაირკვა პატარა დიამეტრის გამო (60მმ) საეთოდ არ არის საჭირო ფილტრი!
კინაღამ გავისროლე 17$..


Posted by: Tocadero 29 Apr 2016, 17:56
narcoTOURIST

საჭიროა 70 მმ მაქვს და თვალებს თხრის. დაჟე 50 მმ იანში თხრის თვალებს. ფაზას გააჩნია

Posted by: Niandra 2 May 2016, 15:40
ეს ტელესკოპი მოყვარული, ენთუზიასტი ასტროფოტოგრაფისთვისაც კი ცუდია, არა?
შუქძალა f/10 აქვს, ანუ ნელია ჰო ფოტოგრაფიისათვის?
ენივეიზ, თუ ამ ფასში უკეთესის შემოთავაზების საშუალება გაქვთ, არ მოგერიდოთ. yes.gif

http://www.amazon.com/Orion-9024-AstroView-Equatorial-Refractor/dp/B0000XMSKC/ref=sr_1_23?ie=UTF8&qid=1460814468&sr=8-23&keywords=telescope

Posted by: Tocadero 3 May 2016, 23:36
Niandra

გააჩნია რისი გადაღება გინდა ან რა გონდა smile.gif

ჩვეულებრივი ფოტოკამერითაც ძაან მაგარი სურათEბი გამოდის ტელესკოპის გარეშე თუ მოინდომებს კაცი

Posted by: Niandra 4 May 2016, 15:36
Tocadero
QUOTE
გააჩნია რისი გადაღება გინდა

deep-sky ობიექტების: გალაქტიკების, ნისლეულების etc

Posted by: Irakli 4 May 2016, 18:02
Niandra
რეფლექტორი გინდა მაშინ ალბათ, სპეც შტატივი თუ ექნება მით უკეთესი, ზუსტი პოზიცირებისთვის, სადღაც 6 დიუმიანი მაინც ალბათ რომ მესიეს კატალოგის ობიექტებს დააკვირდე. საშუალო ფასი სადღაც 300$-ია მემგონი.

მაგალითისთვის: http://www.ebay.com/itm/New-Silver-6-Newtonian-Telescope-and-Camera-Bundle-/201460294888?hash=item2ee7f824e8:g:vtwAAOSwA4dWN59p

Posted by: Tocadero 4 May 2016, 21:57
Niandra

დიდი ტელესკოპი გინდა ძვირიანი. და ან დიელეპარი ან სპეციალური კამერა

ამის გარდა ბნელი ცა გინდა ანუ ეს ყველაფერი ქალაქიდან არ გამოვა

სადმე შორს უნდა წახვიდე ქალაქიდან და ათენო ღამეები

შენ თუ მაგის გამკეთებელი ხარ მაშინ საღოლ რააა

Posted by: Niandra 4 May 2016, 22:32
Irakli
მადლობა, თან საკმაოდ დიდი.


Tocadero
ის ფაქტი, რომ ასტროფოტოგრაფია მეტისმეტად შრომატევადი და დიდი შემართების მომთხოვნი სფეროა, უკვე ცნობილია ჩემთვის yes.gif შესაბამისად ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორიც გათვალისწინებული მაქვს, ასე თუ ისე.

სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ყოველივე ეს, მიუხედავად პროცესის სირთულისა, ნამდვილად მიღირს იმ შედეგად, რასაც მომავლში მივიღებ.
იმედია. user.gif

Posted by: witcher 5 May 2016, 15:29
Niandra

ასტროფოტოგრაფიისათვის დიდი დიამეტრის ტელესკოპი კი კაია, მაგრამ არა აუცილებელი 100მმ სწრფი F/4 რეფლექტორიც წავა, ოღონდ ყურადღება უნდა მიაქციო რომ კამერა, რითაც აპირებ გადაღებას, კარგად ჯდებოდეს ფოკუსში. აპოქრომატული რეფრაქტორები უკეთესია, მაგრამ შედარებით ძვირია.
ასევე, ასტროფოტოგრაფიისას ძალიან მნიშვნელოვანია მაუნტი. უფრო სწორედ, დიპ სკაი ობიექტების გადაღება ამის გარეშე არ გამოვა. ნორმალური მაუნტის გარეშე მხოლოდ, მზეს, მთვარეს და პლანეტებს გადაიღებ.
ჯობია პატარა დიამეტრის ტელესკოპი იყიდო და კომპიუტერიზებული, კარგი, მასიური მაუნტი. ასე შეძლებ 3-4 წუთის ექსპოზიციის მიღებას მთავარ ფოკალში. ქალაქის პირობებში მეტს აზრი არ აქვს, თუ სპეციალური ფილტრი არ დააყენე, რომელიც ცის სინათლით დაბინძურებას ფილტრავს, მაგალითად ქენონებზე მიდის ეს: Astronomik CLS Light Pollution Filter - Canon EOS APS Clip.
აგრეთვე, თუ 3-4 წუთზე უფრო ხანგრძლივი ექსპოზიცია გინდა, მაშინ სპეციალური ასტროგაიდერიც უნდა იყიდო, რომელიც მაუნტის შეცდომებს დააკორექტირებს.
აგრეთვე, დაგჭირდება სურათების სტაკის პროგრამები და ფოტოშოფი ან მსგავსი პროგრამა.

ლინკებსაც გადახედე:
http://www.astropix.com/HTML/I_ASTROP/MOUNTS.HTM
http://www.astropix.com/HTML/I_ASTROP/SCOPES.HTM - აქ კაი ძვირიანი ტელესკოპებია ბოლოში, დამწყებისათვის უფრო იაფებიც წავა, მაგალითად ეს:
http://www.amazon.com/Orion-9836-Refractor-Telescope-Assembly/dp/B0000XMTF6/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1462447322&sr=8-2&keywords=orion+120st
მაგრამ დასაწყისში ინფორმაციაა საინტერესო.
სტაკინგისათვის ეს პროგრამაც წავა, უფასოა და მუშა:
http://deepskystacker.free.fr/english/index.html

ანუ, როგორც წესი კაი მაუნტი უნდა იყიდო ცალკე და რამე იაფიანი ტელესკოპი მაუნტის გარეშე, იმიტომ რომ, იაფიან ტელესკოპებს მაუნტები გამოუსადეგარი მოყვება.
ცოტა რომ ისწავლი და გაერკვე და მერე უკვე აზრიანად აირჩევ სისტემას, კაი მაუნტი კიდევ ყველა ვარიანტში გამოგადგება smile.gif

Posted by: Niandra 5 May 2016, 20:43
witcher
ძალიან ღრმა მადლობა ყოველმხრივ ამომწურავი და დამაკმაყოფილებელი პასუხისათვის.
ვეცდები თითოეული რჩევის სინთეზი მოვახდინო და არჩევანი ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტზე შევაჩერო.
იმედია მოვახერხებ.
მგონი, ეგ 120 მილიმეტრიანი რეფრაქტორი არ უნდა იყოს ურიგო ჩემმნაირი მოყვარულებისთვის, თუმცაღა ზემოთ დალინკულ სტატიებს მაინც გავეცნობი დეტალურად.


პ.ს ეგ პროგრამა მართლა კარგი რამეა, ამავდროულად საკმაოდ მარტივიც.

Posted by: safar1981 5 May 2016, 21:34
გამარჯობათ.
მაქვს ტელესკოპი (ჩემი აწყბილი) მონაცემები : ტიპი-რეფრაქტორი, ლინზის დიამეტრი-90მმ, ფოკუსური მანძილი 800მმ, ლინზა-meade-ის ფირმის.
შტატივი არ მოყვება.....აწყობის თარიღი 2010 წელი smile.gif
გავცვლი (შEსაბამის) ფოტოკამერაში რომელსაც ობიექტივი ეხსნება.... (მეც მინდა ასტროფოტოგრაფია smile.gif) )

თუ ვინმეს დააინტერესებს სურათს გადავუღებ......

Posted by: Kraken2 11 May 2016, 19:07
გამარჯობათ,
ტელესკოპის ყიდვა მინდა, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს როგორის...
ვინმე თუ დამეხმარებით, მადლობელი დაგრჩებით. ე.ი.:

1. უნდა იყოს "ყოველთვის მზად", ანუ არ უნდა ჭირდებოდეს რაღაცეების დარეგულირება, გაფილტვრა და ა.შ. არც მოვლა და ნაწილების გამოცვლა.
2. თუ ასეთი რამ შესაძლებელია, გამოვიყენო როგორც ბინოკლის ვარიანტშიც (მაგალითად მთებს რო ვუყურო)
3. ჩანდეს როგორც მთვარე ასევე ვარსკვლავები
4, საერთოდ ფოტოს გადაღება როგორ ხდება? (ეგეც თუ ექნება...)
5, ჩამოტანიანად 200 $ რო დაჯდეს მაქს.

Posted by: safar1981 12 May 2016, 00:53
Kraken2
Mshvidobaa cashi ? smile.gif)

Posted by: pato-7 12 May 2016, 01:04
safar1981
QUOTE
თუ ვინმეს დააინტერესებს სურათს გადავუღებ......

ფოტოაპარატი არ მაქვს შესაბამისად, ვერაფერში გაგიცვლი biggrin.gif მაგრამ ფოტო დადო იქნებ მაინტერესებს

Posted by: Kraken2 12 May 2016, 23:53
QUOTE (safar1981 @ 12 May 2016, 00:53 )
Kraken2
Mshvidobaa cashi ? smile.gif)

ცაში კი, მშვიდობაა smile.gif
არ გინდა რამე კონკრეტული მირჩიო?

Posted by: safar1981 13 May 2016, 00:30
Kraken2
Egeti shen rac ginda bunebashi teleskopi ar arsebobs....smile.gif))) ufro metad da konkretulad unda chamoyalibde shens motxovnashi....teleskopi romelic dagijdeba 200$ ikneba chveulebrivi teleskopi romelic 10 clis cin chems ocnebebtanac ver ikneboda axlos kidvis ambavshi, me 10 clis cin rac vikide iko teleskopi dzalian ubralo da susti, axlandeli gadmosaxedidan ...romelshic miveci 200 lari maGaziashi ak....mara bednieri vikavi mashin...... Ase rom teleskopshi romelshic gadaixdi 200$ ver daakmakopilebs sheni motxkvnebis 80%, magram ....galilei galileoc ver iocnebebda masetze shen asakshi rom iko:)))))) ar geckinos xumroba

Posted by: safar1981 13 May 2016, 09:52
pato-7
Ai teleskopis suatic...

Posted by: safar1981 13 May 2016, 09:57
Esec surati cinidan.................

Posted by: pato-7 13 May 2016, 11:53
safar1981
გმადლობ, მაგარია, თან შენით აწყობილი up.gif

Posted by: safar1981 13 May 2016, 14:58
თუ ვინმეს უნდა რამეში გაცვლა არ მგერიდთ smile.gif)

Posted by: Kraken2 14 May 2016, 15:25

safar1981

არაფერი მწყინსsmile.gif მაგრამ მაინც ვერაფერი გავიგე. შენ ადგილას ერთ კონკრეტულ ლინკს გამოვფენდი აქ და ეგაა, თან თუ გავითვალისწინებ რომ 10 წლიანი სტაჯი გაქვს და ჩემნაირ "ახალგაზრდა დამწყებებს" 200 % შიფრავ-არ უნდა გაგჭირვებოდა.
ისე 10 წლის უკან სექსტანტით და იმ პლანეტებით შენ რომ აკვირდებოდი, კოორდინატებს ვსვამდი wink.gif
მოკლედ, როგორც გავიგე არ დებ ლინკს და ჩემით მომიწევს რამე ხარახურის ყიდვა smile.gif

Posted by: safar1981 14 May 2016, 19:45
Kraken2
შენს მოთხოვნებთან ყველაზე ახლოს ეს ტელესკოპი დგას....რომელიც ფასითაც ახლოსაა შენს დასახელებულფასთან, ერთხელ ააწყობ და გაასწორებ და აღარ დასჭირდება გასწორება....
მთვარის და პლანეტების საყურებლად გამოგადგება....ვარსკვლავებს და ნისლეულებს რაც შეეხება ძვირი სიამოვნებაა უფრო smile.gif)
მთებსაც შეგიძლია უყურო თან smile.gif))
ფოტოგრაფია-----ესეც უფრო ძვირი სიამოვნებაა.....უბრალოდ მაგ ფასში ვერ ჩაეტევი.....

* * *
უი ლინკების დადება კი დამავიწყდა smile.gif))))
http://www.amazon.com/Meade-Instruments-Infinity-Refractor-Telescope/dp/B00LY8JWB0/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1463238868&sr=8-1&keywords=telescope++90mm

Posted by: Kraken2 18 May 2016, 20:44
QUOTE (safar1981 @ 14 May 2016, 19:45 )
Kraken2
შენს მოთხოვნებთან ყველაზე ახლოს ეს ტელესკოპი დგას....რომელიც ფასითაც ახლოსაა შენს დასახელებულფასთან, ერთხელ ააწყობ და გაასწორებ და აღარ დასჭირდება გასწორება....
მთვარის და პლანეტების საყურებლად გამოგადგება....ვარსკვლავებს და ნისლეულებს რაც შეეხება ძვირი სიამოვნებაა უფრო smile.gif)
მთებსაც შეგიძლია უყურო თან smile.gif))
ფოტოგრაფია-----ესეც უფრო ძვირი სიამოვნებაა.....უბრალოდ მაგ ფასში ვერ ჩაეტევი.....

* * *
უი ლინკების დადება კი დამავიწყდა smile.gif))))
http://www.amazon.com/Meade-Instruments-Infinity-Refractor-Telescope/dp/B00LY8JWB0/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1463238868&sr=8-1&keywords=telescope++90mm

-----------------------------------------------------------------------
დიდი მადლობა!

Posted by: safar1981 20 May 2016, 23:10
Aravis gindat chemi teleskopi rom gavkido?

Posted by: Komponent 8 Jun 2016, 07:34
მირჩიეთ რამე მეც, მე არ მინდა პლანეტების დანახვა, მინდა 2-3 კილომეტრში ვხედავდე ძალიან კარგად.
მგონი ეს უნდა ავიღო ხომ? smile.gif
http://www.digitaltrends.com/photography/canon-patent-1000mm-lens-diffractive-optics/?&utm_term=DT%20Newsletter%20-%20Daily%20Subscribers

Posted by: astroastro172 23 Jun 2016, 16:38
საქრთველოში სად შეილება ტელესკოპის ყიდვა? ვერ მეტყვით სადაა ეგეთი მაღაზიები?

Posted by: asphurcela 23 Jun 2016, 17:37
QUOTE
საქრთველოში სად შეილება ტელესკოპის ყიდვა? ვერ მეტყვით სადაა ეგეთი მაღაზიები?

კარფურში იყიდა ჩემმა ახლობელმა - სათამაშოა რაღაც. ტელესკოპის გარდა ყველაფერია.
საქართველოში კერძო პირისგან თუ იყიდი.
ჯობია გამოწერო ინტერნეტით

Posted by: astroastro172 23 Jun 2016, 21:30
asphurcela
მთვარე კარგად და პლანეტები რო ცოტა მაინც დავინახო ისეთი მინდა ნუ იმიტო რო ფული არ მაქ მეტი biggrin.gif მარა ვერ ვასწრებ ვერც გამოწერას ვერც ვერაფერს 3-4 დღე მაქ სულ biggrin.gif აბა გავივლი ერთს კარფურში მანდაც ვნახავ იქნებ სხვა მოდელებიცაა

Posted by: RedShark 23 Jun 2016, 22:12
===============================================

Posted by: patso777 1 Jul 2016, 02:59
safar1981
Gaumarjos ra teleskopi gaaqvs da ramdenad yidii??..


Posted by: safar1981 1 Jul 2016, 19:19
patso777

100 ლარი.

ტელესკოპი ჩემი აწყობილია, ზემოთ დევს სურათი და მონაცემები. შტატივი არ მოყვება.

Posted by: narcoTOURIST 13 Aug 2016, 00:24
ოკულარები რით გავწმინდო?

ინტერნეტში კი არის უამრავი საშუალება, იქნებ თბილისში ვიშოვო რამე?

Posted by: QuantumBoy23 10 Oct 2016, 01:27
გამარჯობათ, ვინმე ტელესკოპს ხომ არ ყიდით?

დაახლოებით 200-250 ლარად.


Posted by: witcher 11 Oct 2016, 16:49
QuantumBoy23

მაგ ფასში ამას იყიდი ახალს:

https://www.amazon.com/Orion-10012-SkyScanner-Reflector-Telescope/dp/B00D05BIIU/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1476190024&sr=8-1&keywords=skyscanner+100mm

საკმაოდ კარგი ტელესკოპია.
ჩამოტანით თუ რომელიმე გადამზიდავს ჩამოატანინებ, რომელიც მხოლოდ რეალურ წონაზე გახდევინებს, 20-30 ლარი დაგიჯდება.

Posted by: QuantumBoy23 11 Oct 2016, 17:19
ხო მეც თავიდანვე გამოწერა მინდოდა, მერე ვნახე აქაც ეწერათ რომ ძაან ძვირი ჯდება ჩამოტანა.

ხომ არ იცი როგორ უნდა მოვახერხო რომ მაგდენი დამიჯდეს ჩამოტანა?

ძაან მაგარ საქმეს იზამ თუ ამაში დამეხმარები, ყიდვა მინდა და ბოლოს გული ადმწყდა რომ წავიკითხე ჩამოტანის ფასები.

Posted by: witcher 12 Oct 2016, 00:07
QuantumBoy23

როგორც მახსოვს, პოსტალონს სუფთა წონით ჩამოაქვს და არ დაგიჯდება წესით ძვირი.
ნახე აბა და დაუკავშირდი, კითხე:
https://postalon.com/

Posted by: Mamu.MG 19 Oct 2016, 23:13
ეჰჰ რა დრო იყო. ვიყავი აბასთუმნის ობსერვატორიაში. ახლაც მახსოვს ყველაფერი. მერკურს გავსჭვრიტე. biggrin.gif

Posted by: gubaz_merve 5 Feb 2017, 18:58
ლინზები მჭირდება 100 კილომეტრზე ძროხის დანახვა რომ შევძლო,არსებობს რაიმე გამოთვლები?დავშლიდი რომელიმე ტელესკოპის სიგრძეში მოკლე რომ გამოვიდეს.კარგი ხარისხის ტელესკოპი რომელიც მხოლოდ ლინზებზეა რომელია?
* * *
https://youtu.be/oAsX__oo2V0
................,

* * *
https://youtu.be/T2e_w5IZNG4

Posted by: gubaz_merve 8 Feb 2017, 19:46
https://youtu.be/aHHa0cK_3as
....,....,.............

Posted by: nick_el_son 19 Feb 2017, 20:01
მომენატრა ჩემი ტელესკოპა... cry.gif

user posted image

user posted image

user posted image


როცა დავბრუნდები საქართველოში უეჭველი წავიღებ აბასთუმანში პახოდში yes.gif

Posted by: nocs_13 22 Feb 2017, 19:18
QUOTE
100 კილომეტრზე ძროხის დანახვა

spy.gif

Posted by: Fabian 24 Feb 2017, 18:10
რომელი ტელესკოპი ჯობია?

ეს
https://www.amazon.com/Meade-Instruments-Infinity-Refractor-Telescope/dp/B00LY8JVW0/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1487945125&sr=8-2&keywords=telescope&refinements=p_89%3AMeade

ეს
https://www.amazon.com/Meade-Instruments-Infinity-Refractor-Telescope/dp/B00LY8JVZ2/ref=sr_1_3?ie=UTF8&qid=1487945182&sr=8-3&keywords=telescope&refinements=p_89%3AMeade

ეს
https://www.amazon.com/Celestron-21036-PowerSeeker-70AZ-Telescope/dp/B003AM87PU/ref=sr_1_4?ie=UTF8&qid=1487945222&sr=8-4&keywords=telescope&refinements=p_89%3ACelestron

ეს ვაფშე რა ხილია?
http://www.ebay.com/itm/Reflect-Astronomical-Telescope-15X-100X-Protable-HD-Terrestrial-Space-Dobson-76m-/122341294628?hash=item1c7c1c0224:g:3pYAAOSwUEVYDYcF

ან 100$-მდე სხვა რა ვარიანტს მირჩევთ?

Posted by: Seri 25 Feb 2017, 17:51
რამდენად ვიყიდი კარგ სახლის ტელესკოპს?

Posted by: the undertaker 25 Feb 2017, 18:00
Fabian
QUOTE
ეს ვაფშე რა ხილია?

რეფლექტორია ეგ.სარკიანი ტელესკოპი.ცუდი არაა მარა მაგაში რო ჩაიხედავ ბევრის იმედი არ უნდა გქონდეს.
ამას არაუშავს თბილისისთვის. https://www.amazon.com/Celestron-21036-PowerSeeker-70AZ-Telescope/dp/B003AM87PU/ref=sr_1_4?ie=UTF8&qid=1487945222&sr=8-4&keywords=telescope&refinements=p_89%3ACelestron

პლანეტებს და მთვარეს დაინახავ.

Posted by: hondacbr1000 26 Feb 2017, 20:42
ძალიან მინდა ტელესკოპი საკმაოდ ძვირებია . ხოდა ვინ არის ამ საქმეში კომპეტენტური პირი , მინდა ისეთი რო მხოლოდ მთვარეს არ ვუყურო თუ იცით დამილინკეთ სხვა ციური სხეულებიც მაინტერესებს მარტო მთვარე არა


https://www.amazon.com/Celestron-21036-PowerSeeker-70AZ-Telescope/dp/B00JLDTP8A/ref=sr_1_4?ie=UTF8&qid=1487945222&sr=8-4&keywords=telescope&refinements=p_89%3ACelestron&th=1


ეს ივარგებს?

Posted by: AncientCaucasian 26 Feb 2017, 22:46
Fabian
QUOTE
რომელი ტელესკოპი ჯობია?

მგონი კაი ბინოკლი აჯობებს

Posted by: the undertaker 27 Feb 2017, 13:03
AncientCaucasian
კაი ბინოკლი ამათზე ძვირია biggrin.gif

Posted by: Tocadero 1 Mar 2017, 22:14
hondacbr1000

არ ივარგებს ფ5 ია და ნისლეულებზე და ვარსკვლავთა ჯგუფებზეა კაი

რაც ტიფლისის პირობებში არ გამოგადგება

თან პლანეტებს ვერ დააკვირდები

Posted by: Fabian 2 Mar 2017, 01:36
Tocadero
კომპეტენტური ჩანხარ და რას მირჩევ აქედან?
https://forum.ge/?showtopic=34556201&view=findpost&p=50008020

Posted by: too1 2 Mar 2017, 16:59
Tocadero
QUOTE
თან პლანეტებს ვერ დააკვირდები


მაგისთვის რომელს მირჩევ? ანუ პლანეტებზე დასაკვირვებლად და ზოგადად დასაწყისისთვის

Posted by: Tocadero 3 Mar 2017, 12:44
too1
Fabian

ქალაქიდან გენდომებათ თქვენ დაკვირვება.

მაგ სიიდან მეიდი 70 მმ იანი იქნება დამწყებისთვის იდეალური

ფასი და შესაძლებლობები შეესაბამება ერთმანეთს

Posted by: svennagel 14 Mar 2017, 00:48
სატურნის რგოლები თუ ჩანს ამ დანადგარიდან?

Posted by: Tocadero 17 Mar 2017, 21:37
svennagel

კი ჩანს. დაჟე იუპიტერის ლაქის ნახვაც შეიძლება კაი ატმოსფერულ პირობებში

Posted by: Majestic Person 24 Mar 2017, 11:27
გამოცდილო ხალხო
თბილისის პირობებში რეფრაქტორის ყიდვა ჯობია პლანეტებზე დაკვირვებისთვის?
მინიმუმ რამდენი მმ იანი უნდა იყოს ? რამდენადაც მივხვდი, 70ზე მაღლა უნდა იყოს. ალბათ 100 იანი იქნება ოპტიმალური, რათა მერე იმედი არ გამიცრუვდეს.
და კიდევ, გავიგე რომ რაღაც დამატებით მოწყობილობებს უკეთებენო ტელესკოპებს ყიდვის მერე. ეგენი რისთვისაა? ზუმისთვის თუ სხვა რამე?
ასევე სად ჯობია რო ვიყიდო? გამოვიწერო ამაზონიდან? თბილისში სად არის მაღაზიები ?
მადლობა

Posted by: Tocadero 24 Mar 2017, 12:42
Majestic Person

თბილისში მაღაზია არ არის. მაიმარკეტზეა ხოლმე ხანდახან რაღაცა. ფასიდან გამომდინარე 70 მმ იანია ოპტიმალური თორე 100 და 120 რომ ჯობია ეგ ხომ იასნია.

დამატებითი მოწყობილობები გჭირდება კონკრეტული ტელესკოპის კონფიგურაციიდან გამომდინარე. გირჩევ მეიდის ან ცელესტრონის ფირმის ტექნიკას მიაქციო ყურადღება.

ვრცელი თემაა ჩაუჯექი ინეტა და წაიკითხე.

Posted by: narcoTOURIST 24 Mar 2017, 13:06
Majestic Person
დინამოსტან სპორტულ მაღაზიებში დავინახე, 2 ცალი ედგათ, შეიძლება შიგნითაც იყოს

Posted by: Tocadero 24 Mar 2017, 20:17
narcoTOURIST

ტელესკოპი ძააან ზუსტი ხელსაწყოა ასე რომ ყველანაირის ყიდვა არაა რეკომენდურებული იმიტომ რომ ბევრი ხლამი იყიდება

Posted by: Majestic Person 25 Mar 2017, 01:39
Tocadero
narcoTOURIST

up.gif up.gif up.gif

Posted by: AnneSh 25 Mar 2017, 17:49
ტელესკოპიიი მინდაააააააააააააააა sad.gif cry.gif

Posted by: pxali 2 Apr 2017, 16:31
https://www.amazon.de/Seben-700-76-Reflektor-Teleskop-gro%C3%9Fem/dp/B00426KOQI/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1491136011&sr=8-1&keywords=seben+teleskop

ეს ტელესკოპი ვიყიდე, 70 ევრო დამიჯდა ჩამოტანიანად და ტელეფონის სამაგრით. 700-76ზეა. 4, 6, 12,5 და 20 მილინეტრიანი ლინზები აქვს, პლიუს მიახლოების 2ჯერ და 1,5ჯერ გამაძლიერებელი დამატებითი ლინზებიც მოყვება. ერთადერთი, სამიზნე არ არის ისეთი როგორსაც ვისურვებდი, მაგრამ ჯერჯერობით მადგება.

კარგ გამოსახულებას მაძლევს, ლინზების მიხედვით მხედველობის ფართობის და მიახლოების სიმძლავრის შეცვლის ბევრი შესაძლებლობა მაქვს. მოკლედ რეკომენდირებულია. smile.gif

Posted by: kataxxl 3 Apr 2017, 15:31
pxali

სებენი არაა ის რაც კაცმა უნდა იყიდოს

მეიდი ან ცელესტრონი ესააა არჩევანი

Posted by: ASUS-TEK 1 May 2017, 16:41
kataxxl


გაუმრჯოს ,

ეს კარგია ? რას მირჩევ?

https://www.amazon.de/Celestron-AstroMaster-Newton-Spiegelteleskop-Nachführmotor-Stahlstativ/dp/B002SYKS80/ref=sr_1_sc_2?s=ce-de&ie=UTF8&qid=1493642418&sr=1-2-spell&keywords=celesteron%2Btelescope&th=1

Posted by: kataxxl 1 May 2017, 17:54
ASUS-TEK

არა გემოროია მაგის ნასტროიკები

თან რაღაც სტარნნი ფირმაა


Posted by: inteZ 14 May 2017, 00:05
kataxxl
სალამი
https://www.amazon.com/Celestron-21037-PowerSeeker-70EQ-Telescope/dp/B001592LFC/ref=sr_1_13?ie=UTF8&qid=1494705677&sr=8-13&keywords=astronomy+telescope
ეს კარგი ტელესკოპია?

Posted by: kataxxl 15 May 2017, 14:20
Intel

დამწყებისთვის არ უშავს smile.gif

...............................................................

Posted by: kataxxl 24 May 2017, 14:38
გუშინ გამოვდგი ტელესკოპი უჯრიდან

150 გადიდებაზე უბრალოდ უზარმაზარი იყო იუპიტერი.

ატმოსფერული პირობები ცუდი იყო ძალიან მაგრამ მაინც სანტერესო იყო დაკვირვება

Posted by: daneliaa 19 Jun 2017, 10:57
გამარჯობა,

ამ ტელესკოპის ყიდვას ვფიქრობ, თუ მირჩევდით ან იგივე საიტზე უკეთესსაც თუ მირჩევდით,
https://www.amazon.com/Celestron-NexStar-90SLT-Mak-Computerized/dp/B0007UQNNQ/ref=sr_1_10?ie=UTF8&qid=1378016549&sr=8-10&keywords=telescope&th=1
კომპიუტერი სასურველია რომ ქონდეს,

ბიუჯეტი ასეთი მაქვს 1000 ლარი ტელესკოპში, სამწუხაროდ ემატება ამას კიდე გამბაჟება და ჩამოტანა უსა2გეორგიათი 500 ლარი
ამაზეც თუ რაიმე რჩევას მომცემდით... უბრალოდ უსა2გეოს დაზღვევა აქვს და თუ რამე ჭირს უკანაც გააგზავნი,
თუ ამ ტელესკოპში და 6 ინჩიანშია ისიეთი განსხვავებაა როგორც ცა და დედამიწა ცოტას კიდევ გავზრდიდი ბიუჯეტს biggrin.gif

მივიღებ ნებისმიერ რჩევას, smile.gif

დავამატებდი რომ პირველი ტელესკოპია, მოყვარულის ლეველზე ვარ,

Posted by: safar1981 19 Jun 2017, 23:12
თბილისიდან თუ სხვაგან არ აპირებ წაღებას უაზრობაა დამიჯერე. თბილისიდან 70მმ ძალიან საყვარელია. თუ წელიწადში ერთხელ ქალაქგარეთ აპირებ წაღებას ეგეც .....რავიცი...ბავშობიდანვე მიტაცებდა ტელესკპები...'ოცნებაა იყო ჩემი. მერე ავაწყე როცა გავხდი დიდი და ამის შესაძლებლობა მქონდა. ერთი 90მმ რეფრაქტორი და ერთიც 135მმ რეფლექტორი. მაგრამ თბილისიდან ისეთივე ეფექტი აქვს როგორც მანამდე რომ მქონდა 70მმ რეფრექტორი.. ესენი ეხება მთვარის , იუპიტერის და სატურნის დამზერას....თბილისიდან სხას აზრი არა აქვს... და თუ რაიონი და სუფთა ცა გაქვს მხედველობაში მაშინ ცოტა შეიძლება ფიქრიsmile.gif ეს ჩემი პირადი აზრია მხოლოდ

Posted by: Tocadero 20 Jun 2017, 12:36
daneliaa

70 90 mm იანი მეიდის რეფრაქტორი დაითრიე ქალაქისტვის სრულიად საკმარისია და გემოროიც ნაკლებია.

მაგ ტელესკოპის სარკეების წმენდა წარმოგიდგენია რა გემოროი გელოდება?

Posted by: mancunia89 27 Jun 2017, 00:00
მოგესალმებით,

ვიყიდე ტელესკოპი levenhuk 60.

https://www.levenhuk.com/catalogue/telescopes/levenhuk-strike-60-ng/

მიუხედავად იმისა რო წესით ყველა ვიდეოს ვუყურე და სწორად ავაწყვე, ვერაფერს ვხედავ smile.gif

იქნებ ვინმე დამეხმაროთ, სავარაუდოდ ლინზები მაქვს არასწორად ან იდეურად ვაკეთებ რაღაცას არასწორად smile.gif

ან აქ ამიხსნათ, ან ტელეფონზე გავისაუბროთ ან გლდანში ნებისმიერ დროს ჩემი მანქანით აგიყვანთ გავმართოთ და წამოგიყვანთ, გინდათ ფულად ანაზღაურებაზე შევთანხმდეთ გინდა ხინკალზე smile.gif

მადლობა წინასწარ

Posted by: narcoTOURIST 27 Jun 2017, 00:47
mancunia89
ამ ტიპის Meade-ს ფირმის მაქვს და ეგრევე ავაწყეთ, აბა Barlow Lens-ის გარეშე მოსინჯე, რამე ნათელს დაუმიზნე და ფოკუსი აასწორე, რამე უნდა გამოჩნდეს

Posted by: mancunia89 27 Jun 2017, 11:32
narcoTOURIST
მადლობა

ხო მასე ვცადე და მინიმუმ სინათლე ჩანს smile.gif რომელიმე დღეს ცოტა ხნით ხო არ გცალია, გამოგიტანდი ამას რა და ელემენტარულ რაღაცეებს მასწავლიდი smile.gif

Posted by: narcoTOURIST 27 Jun 2017, 14:18
mancunia89
დიდად მეც ვერ ვერკვევი smile.gif
ინსტრუქციით ავაწყეთ, ორი კვირა მედგა და მერე ისევ ყუთში შევინახეთ, ბავშვი ჯერ პატარაა ტელესკოპისთვის smile.gif

აბა თავიდან ააწყე:

დიაგონალური სარკე (Diagonal Mirror) ჩასვი ფოკუსერის მილში (Focusing Tube):

user posted image

HR20mm ოკულარი (Eyepiece) ჩასვი დიაგონალურ სარკში (Diagonal Mirror):

user posted image

სულ ეს არის აწყობა smile.gif წესით უნდა გამოვიდეს

რაც უფრო დაბალია რიცხვი ოკულარზე (6mm) მით უფრო მეტია მაგნიფიკაცია, ანუ გამოსახულების გადიდება.

როცა დაამუღამებ მერე უკვე გამოიყენე Barlow Lens-ი.
Barlow Lens-ი ყენდება დიაგონალური სარკის და ფოკუსერს შორის, შენი Barlow Lens-ი არის 3X, ანუ სამჯერ გაადიდებს გამოსახულებას.

Posted by: mancunia89 27 Jun 2017, 15:10
narcoTOURIST

მადლობა დიდი, საღამოს ვცდი და დავწერ აქაც smile.gif


Posted by: safar1981 27 Jun 2017, 16:13
mancunia89

გაუმარჯოს. თუ არ გამოგივიდა მომწერე,გლდანში ვცხოვრობ და დაგეხმარები

Posted by: Nemiroff 11 Jun 2018, 10:37
ებაიზე იყიდება ტელესკოპები 25-30 დოლარში? რამდენად ვარგა თუ იცით? ლინზის ზომები უწერია და ვერ ვერკვევი მაგეებში, ზუმი რამდენი ექნება დაახლოებით?

Posted by: kataxxl 15 Jun 2018, 01:25
Nemiroff

25 დოლარად ნორმალურ ნახმარ პრეზერვატივსაც ვერ იყიდი არამთუ ტელესკოპს smile.gif

Posted by: Quest 5 Jul 2018, 14:09
მეგობრებო, აქ სადღაც იყო საიტის ლინკი სადაც ნაჩვენები იყო ნაკლებად დაბინძურებული ადგილები ტელესკოპით გასახედად

ხომ არ გაქვთ ვინმეს?

თბილისის შემოგარენში მინდა ვიპოვო ადგილი რო გავიდე ღამე

Posted by: kataxxl 6 Jul 2018, 12:46
Quest

ალბათ დიდგორისკენ სადმე მთებში

მაღალიც არის და ქალაქიდანაც შორსაა

დასახლებული პუნქტები ნაკლებად

მეც მინდა მაგრამ ვერ მოვაბი თავი

დაჟე მანქანიდან 12 ვოლტის გამოსაყვანი კაბელი გავაკეთე ტელესკოპისთვის smile.gif

narcoTOURIST

არც ბარლოუ და არც 6 მმ არაფერში არ გამოგადგებათ wink.gif

ჩვენს ატმოსფერულ პირობებში ეს სრულად გამოუსადეგარი ნივთებია

Posted by: Quest 6 Jul 2018, 13:47
kataxxl
რაღაცა საიტი იყო, აქ იდო ლინკი და ვერ ვპოულობ

რუკაზე ფერებით იყო ნაჩვენები ჰაერის დაბინძურების დონე

Posted by: kataxxl 6 Jul 2018, 14:46
Quest

მე რაც დავწერე ეგ ადგილი იქნება საკაიფო

მინახია მაქედან გადაღებული ირმის ნახტომის სურათები

თან მათლაა თან მინდვრებია

ხედვა კაი უნდა იყოს

უბრალოდ გვიან უნდა გახვიდე რომ მიწა ცოტა გაცივდეს რომ აღმავალი ნაკადები არ იყოს

ნუ ფიჭვნარი ან ნაძვნარი რომ იყოს გარშემო ეგ ჯობია

ქალაქიდანაც შორსაა რომ სინათლის დაბინძურება არ იყოს

Posted by: Quest 7 Jul 2018, 14:16
kataxxl
მადლობა

++++++++++++++++++++++++++++++++

Posted by: gobisha 7 Jul 2018, 15:22
ტელესკოპს ეს არ ჯობია ?? ფოტოსაც და ვიდეოსაც დააფიქსირებს

Posted by: Quest 7 Jul 2018, 21:42
QUOTE
ტელესკოპს ეს არ ჯობია ?? ფოტოსაც და ვიდეოსაც დააფიქსირებს

მერე ფასი? smile.gif

თანმარტო გადიდება ხომ არაა, ტელესკოპი მკრთალი ობიექტების დასანახადაცაა

Posted by: kataxxl 8 Jul 2018, 23:25
gobisha

არა არ ჯობია

სად ერეკლე და სად ჩემი ფოტოაპარატიო smile.gif

Posted by: Quest 9 Jul 2018, 11:29
kataxxl
აი ვიპოვე ის რუკა:
https://www.lightpollutionmap.info/#zoom=13&lat=5119431&lon=4999092&layers=B0TFFFFFFFF

Posted by: kataxxl 12 Jul 2018, 20:23
Quest

მანგლისისკენ უნდა გაუბერო და ნახავ რამე კაი ადგილს ოღონდ ვინტოვკა წაიღე თან სადმე მთვრალი მწყემსი არ გადაგეყაროს smile.gif)))))))))))))

Posted by: Gurulo22 2 Nov 2018, 21:20
გამარჯობა, სად შეიძლება საქართველოში შევიძინო ტელესკოპ(ებ)ი, თან რო ამიხსნან რომელი რა მანძილზე და რა ობიექტების დაკვირვების საშუალებას მომცემს და ასე შემდეგ

Posted by: kataxxl 6 Nov 2018, 18:45
Gurulo22

ეგეთი მაღაზია საქართველოში არ არსებობს


Posted by: didi bege 7 Nov 2018, 10:46
QUOTE (Gurulo22 @ 2 Nov 2018, 20:20 )
გამარჯობა, სად შეიძლება საქართველოში შევიძინო ტელესკოპ(ებ)ი, თან რო ამიხსნან რომელი რა მანძილზე და რა ობიექტების დაკვირვების საშუალებას მომცემს და ასე შემდეგ

mbc ჰქონდათ ადრე ტელესკოპები
ჩამოტანაც შეიძლება პრინციპში


http://mbc.ge/?defmenuid=tm101&submn=AM100801&pview=0801&sitedoc=ProductGrid

ჰქონიათ ისევ

Posted by: kataxxl 12 Nov 2018, 10:07
didi bege

ცოტა ჩინური ხლამია wink.gif

Posted by: didi bege 31 Dec 2018, 12:15
QUOTE (kataxxl @ 12 Nov 2018, 09:07 )
didi bege

ცოტა ჩინური ხლამია wink.gif

"ცოტა" ოპტმისტური განცხადებაა smile.gif
გადავხედე და მე მგონი ნახვაც არ ღირს არათუ ყიდვა smile.gif)))

Posted by: gobisha 16 Apr 2019, 15:13
ლინზები სწორად როგორი თანმიმდევრობით ჩვაწყო?user posted image

Posted by: gubaz_merve 10 Nov 2019, 23:35
ვაა მომეწონა ძალიან მკაფიოდ ჩანს smile.gifმთვარე
https://youtu.be/SPlgCm89PBs

Posted by: Confucius 11 Nov 2019, 16:15
ტელესკოპით როგორ შევამოწმო მზის უკან რომელი თანავასკვლავედია?

Posted by: Tocadero 24 Nov 2019, 18:11
Confucius

მაგისთვის პროგრამული უზრუნველყოფა სრულად საკმარისია

ტელეაოოპებით მასეთი რამეები არ მოწმდება

Posted by: New Folder 3 Dec 2019, 12:54
QUOTE (Confucius @ 11 Nov 2019, 16:15 )
ტელესკოპით როგორ შევამოწმო მზის უკან რომელი თანავასკვლავედია?

ძალიან ბევრი მეთოდია, საუკეთესო:
1. ‎ანდროიდით SkyView ჩართე მეზობლის ფანჯრიან ოთახში, შენი სახლიდან ტელესკოპით დააკვირდი მეზობლის ანდროიდს
2. მზის ნაპირზე დააკვირდი, სადაც სხივი გარდატყდება მზის მიზიდულობის გამო. თუმცა ბრმა წერტილი მაინც იქნება.
3. მზის სისტემის დისკოს მართობულად იფრინე 15კმ/წმ 12 დღის განმავლობაში. ხედი კარგი გამოვა, თუმცა ტელესკოპი არ დაგრჩეს.

Posted by: micdrop 17 Oct 2023, 12:40
გამარჯობა, ეს კარგი ტელესკოპია? თბილისიდან მთვარის და რამდენიმე პლანეტის დაკვირვებას შევძლებ?
https://www.amazon.com/dp/B07J1MJCX5/ref=twister_B0BCGMK58H?_encoding=UTF8&psc=1

Posted by: witcher 17 Oct 2023, 17:23
QUOTE (micdrop @ 17 Oct 2023, 12:40 )
გამარჯობა, ეს კარგი ტელესკოპია? თბილისიდან მთვარის და რამდენიმე პლანეტის დაკვირვებას შევძლებ?
https://www.amazon.com/dp/B07J1MJCX5/ref=twister_B0BCGMK58H?_encoding=UTF8&psc=1

მაგ ტელესკოპით მთვარეს რა თქმა უნდა დაინახავ, ნუ იუპიტერის ზოლებს და სატურნის რგოლებსაც გაარჩევ გაჭირვებით.
პლეადებს დაინახავ და ვარსკვლავებს smile.gif

ასტროფოტოგრაფიისათვის არ გამოდგება. მთვარეს თუ გადაიღებ მხოლოდ

Posted by: micdrop 18 Oct 2023, 19:20
witcher
მაგ ფასში ხომ არ იცი უკეთესი ვარიანტი?

Posted by: witcher 19 Oct 2023, 12:02
micdrop

მაგ ფასში ეს ბევრად უკეთესია, თუმცა ნორმალურ ასტროფოტოგრაფიას ამითიც ვერ შეძლებ. მოუნტი არ უწყობს პირველ რიგში ხელს:

https://www.amazon.com/Celestron-21049-PowerSeeker-127EQ-Telescope/dp/B0007UQNKY/ref=sr_1_31_mod_primary_new?crid=1QPROTBJF570P&keywords=telescope&qid=1697701918&s=electronics&sbo=RZvfv%2F%2FHxDF%2BO5021pAnSA%3D%3D&sprefix=teles%2Celectronics%2C190&sr=1-31

უმრავლესობა, როგორც წესი, ასტროფოტოგრაფიაზე გადადის, რადგანაც თვალით რასაც დაინახავ, იმაზე 1000-ჯერ მეტი ჩანს ფოტოზე smile.gif
ამიტომ, თუ გაქვს 2000-2500 დოლარი და სერიოზულად გაინტერესებს, მაგ ფასად ნორმალურ საწყის კომპლექტაციას ააწყობ.
თუ თანხები შეზღუდულია, ჯობია რომ კაი ავტომატიზირებული მოუნტი შეარჩიო და ისე რა ტელესკოპი, ვიდრე პირიქით smile.gif

Posted by: jjj 25 Nov 2023, 19:49
ეს ტელესკოპი ვარგა რამედ? სკოლის მოსწავლეს რომ საწყისი ინტერესი გაუჩინოს, ანუ რამე გამოჩნდება (მთვარე მაინც)? smile.gif
https://vendoo.ge/details/technics/hobi-da-gartoba/teleskopi/national-geographic-50600-az-teleskopi-neishenal-jeografiki-257569/

Posted by: Tocadero 2 Dec 2023, 17:24
jjj

კი წავა ხაშზე

რაღაცეებს დაინახავ გაერთობი

მაგრამ ქალაქიდან თუ აპირებთ წინასწარ უნდა იცოდეთ რომ ქალაქში ტელესკოპის ქონა ცოტა უაზრო საქმეა, რადგან გადანათებული ცის გამო არაფერი არ სჩანს ნორმალურად

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)