#55765605 · 27 Jan 2020, 14:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
vasovaso92
QUOTE | თუ არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული შეუძლია მინდობილობა რო მომცეს და მე ავიღო ეგ პენსია?
|
კი, შეგიძლია, მაგრამ
პენსია შეჩერდება თუ პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობის შემთხვევაში, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში.
ასევე, იმ გარემოების არსებობისას, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება.
აგრეთვე, ისეთი გარემოების არსებობისას, როდესაც პირი ახორციელებს პენსიის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად, არ მიუმართავს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით;
ასევე, პენსიის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ პენსია შეწყდება.
This post has been edited by nnn_lll on 27 Jan 2020, 14:52
|