Dallas Starsკონფერენცია: დასავლეთიდივიზიონი: წყნარი ოკეანისშტატი, ქალაქი: ტეხასი,
დალასიდაარსდა: 1967 წელს (
Minnesota North Stars 1967-1993,
Dallas Stars 1993-present)
საშინაო არენა: American Airlines Center (ტევადობა: 18 000)
მფლობელი: ტომ გალარდი
გენერალური მენეჯერი: ჯო ნუინდაიკი
მთავარი მწვრთნელი: გლენ გულუცენი
ამჟამინდელი კაპიტანი: ბრენდენ მოროუ
ფარმ კლუბი: Texas Stars (
AHL)კონფერენციის გამარჯვებული: 2-ჯერ (1998-99, 1999-00)
დივიზიონის გამარჯვებული: 7-ჯერ (1996–97, 1997–98, 1998–99, 1999–00, 2000–01, 2002–03, 2005–06)
1967 წელს, როდესაც ნაციონალური ჰოკეის ლიგის(
NHL) მფლობელებმა გადაწყვიტეს გუნდების რაოდენობის 12-მდე გაზრდა, დალას სტარზიც (მაშინდელი
Minnesota North Stars) მათ რიგებში მოხვდა.
გუნდმა პირველი თამაში გამართა
California Golden Seals-თან 1967 წლის 21 ოქტომბერს და გაიმარჯვა ანგარიშით 3:1.
პირველივე სეზონში ნორთ სტარზი იკავებს მეოთხე ადგილს დასავლეთის დივიზიონში და გადის ნახევარ ფინალში, სადაც იგი მარცხდება
St. Louis Blues-თან 7 მატჩიან ბრძოლაში. შემდეგ სეზონში გუნდი ვერ ხვდება პლეი-ოფში, თუმცა 1970-1973 წლებში საკმაოდ კარგ თამაშს აჩვენებს და ახალგაზრდა გუნდი მუდმივად ხვდება პლეი-ოფში, თუმცა ვერ ახერხებს
სტენლის თასის დასაკუთრებას.
1979 წლამდე ნორთ სტარზმა აშკარად მოუკლო თამაშს და ამ წლების განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ მოხვდა პლეი-ოფში. ამ წლის შემდეგ გუნდი სარგებლობს
Cleveland Barons-ის დაშლით და მათგან ერთდროულად 8 ჰოკეისტი მოჰყავს გუნდში. ამ წელსვე მათ აჰყავთ ახალგაზრდა ბობი სმისი, რომელიც პირველივე სეზონში 74 ქულას აკეთებს(30+44).
1981 წელს ვარსკვლავები ახერხებენ
სტენლის თასის ფინალში გასვლას, თუმცა იქ ძალიან მარტივად(5 მატჩში) მარცხდებიან
New York Islanders-თან. წარმატებული სეზონის შემდეგ გუნდი განაგრძობდა კარგი თამაშის ჩვენებას, თუმცა საწადელ მიზანს მაინც ვერ აღწევდნენ.
80-იანი წლების მიწურულს ისინი კვლავ ეშვებიან სატურნირო ცხრილის ბოლოში და ვერაფრით ახერხებენ იქიდან ამოძრომას, თუმცა ერთ მხრივ ეს წარუმატებელი წლები მათ გამოადგათ რადგან 1988 წელს გუნდში აჰყავთ დრაფტზე პირველ ნომრად დასახელებული მაიკ მოდანო.
1990-1991 წლები თითქოს რიგითი იმედგაცრუების წელი უნდა გამომდგარიყო სტარზისთვის, რადგან პირველ ცხრა თამაშში მხოლოდ ერთხელ მოახერხეს გამარჯვება, თუმცა მათ ნელ-ნელა მოუმატეს და პლეი-ოფშიც გავიდნენ, იქ კი ჯერ ქორებს(
Chicago Blackhawks) გაუსწორდნენ ჩიკაგოდან, შემდეგ კი მიყოლებით დაამარცხეს სენ ლუისი და ედმონტონი, რომელიც სტენლის მოქმედი ჩემპიონი იყო. მათ ტრიუმფალურ სვლას ბოლო მოუღო
Pittsburgh Penguins-მა, სუპერმარიოს მეთაურობით.
1990 წელს გუნდი შეიძინა ნორმან გრინმა, რომლის ძალისხმევითაც ნორთ სტარზი მინესოტადან დალასში გადაბარგდა და ახალი ზედმეტსახელიც დაერქვა, რომელსაც გუნდს დღეს-დღეისობით ეძახიან (Dallas Stars).
ტეხასში გადაბარგებიდან პირველივე სეზონში სტარზი შესანიშნავ თამაშს აჩვენებს და რეგულარულს 97 ქულით ამთავრებს, თუმცა კონფერენციის ნახევარფინალში მარცხდება
ვანკუვერთან. ამის შემდეგ თამაშის ხარიხსი კვლავ დაბლა მიდის და 95-96 წლების სეზონში ისინი რეგულარულს 66 ქულით ასრულებენ 82 თამაშში, რაც ძალიან ცუდი შედეგია.
დაიწყო გუნდის გადახალისება, რის შემდეგადაც ძირეული ცვლები მოხდა და ვარსკვლავები საგრძნობლად გაძლიერდნენ. მომავალ წელს სტარზი რეგულარულს პირველი პოზიციით ამთავრებს, თუმცა მარცხდება კონფერენციის ფინალში
Detroit Red Wings-თან.
1998-1999 წლების სეზონის დაწყებამდე სტარზი კონტრაქტს აფორმებს ბრეტ ჰალთან, რომელიც როგორც იქნა იღბლიანი გამოდგა გუნდისათვის. ისინი პირველი ადგილით გავიდნენ პლეი-ოფში სადაც დაამარცხეს კარგად ნაცნობი სენტ ლუი, შემდეგ კოლორადო, ფინალში კი ბაფალო და დიდი ხნის ნანატრ
სტენლის დაეპატრონნენ. პლეი-ოფის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა დალასის თავდამსხმელი და ეხლანდელი გუნდის მენეჯერი ჯო ნუინდაიკი.
1999-2000 წლებში სტარზი ახლოს იყო წინა წლის შედეგის განმეორებასთან, თუმცა ფინალში
New Jersey Devils-თან დამარცხდა ექვს მატჩიან დაპირისპირებაში. 2001-2002 წლების სეზონში ბევრისათვის მოულოდნელად დალასი საერთოდ ვერ მოხვდა პლეი-ოფში. დაიწყო დიდი ცვლილებები. ამის შემდეგ გუნდი ისევ დადგა ფეხზე, თუმცა დიდი მიზნისთვის აღარ მიუღწევია.
დივიზიონში სტარზთან ერთად ასევე გამოდიან:
Anaheim Ducks,
Los Angeles Kings,
Phoenix Coyotes, San Jose Sharks
გუნდის წლევანდელი შემადგენლობა This post has been edited by true_blood on 15 Feb 2012, 23:24