Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > General Discussion > მასმედიის რომელ სახეს ანიჭებთ უპირატესობას?


Posted by: malina 24 Jan 2004, 14:16
კარგი იქნებოდა სასურველი კატეგორიისთვის ხმის მიცემის შემდეგ , მიუთითოთ რომლ გაზეთს, რადიოს, ტელევიზიას ან რომელ ჟურნალს ანიჭებთ უპირატესობას და რაატომ!
გმადლობთ წინასწარ

Posted by: no_one 24 Jan 2004, 14:21
ინტერნეტ გამოცემები, კურიერი, სეგოდნია(ნტვ). ქართული ეგრეთწოდებული ჟურნალები მაგარი ნაგავია!!! პრესა, ჰმმ smile.gif

Posted by: tikusha 24 Jan 2004, 14:21
ალბათ ტელევიზია

Posted by: GT 24 Jan 2004, 14:21
ტელევიზია "რუსთავი 2" (პოლიტიკა) (ჩემი აზრით ყველაზე ობიექტურად აშუქებენ მოვლენებს, ცოტას კი ამუქებენ)
გაზეთი "კვირის პალიტრა" (სხვა არ ჩიტავს ნორმალური, ესეც დიდი ვერაფერი)
ჟურნალი "ოგონიოკ" უსერიოზულესი ჟურნალი, ყველა მხრივ. "ვოკრუგ სვეტა" ეს ძალიან მაგარია, მეცნიერება მოგზაურობა და ასე შემდეგ.

Posted by: no_one 24 Jan 2004, 14:22
malina
პოლის ბოლო პუნქტი რას უნდა ნიშნავდეს ნეტა??? smile.gif

Posted by: malina 24 Jan 2004, 14:23
no_one
შმთხვევით ეტყობა ენტერს დავაჭირე ხელიიიი sad.gif
* * *
ნეტა ვინც ხმა მისცა უკვე მაგ ,მეექვსე პუნქტს რა უგულისხმა? rolleyes.gif

Posted by: AMSTERDAMMER 24 Jan 2004, 14:26
ასჯერ გაგონილს და წაკითხულსო ხომ გაგიგიათ ... user posted image
ხოდა ამიტომ დანახულს ვამჯობინებ.

Posted by: malina 24 Jan 2004, 14:29
AMSTERDAMMER
გასაგებია
და კიდევ უფრო თუ დავკონკრეტდებით? wink.gif

Posted by: GT 24 Jan 2004, 14:30
ყველაფერს თავისი ადგლი აქვს. მხოლოდ ერთ რამეზე დაყრდნობა არ გამოდის. smile.gif

Posted by: AMSTERDAMMER 24 Jan 2004, 14:31
malina
პრინციპში დღეს-დღეობით ტელევიზია, თუმცა ამ ბოლო დროს ხშირად კომპიუტერი ასრულებს მის ფუნქციას, ამიტომ მომავალი ალბათ მას ექნება.

Posted by: malina 24 Jan 2004, 14:33
AMSTERDAMMER
არა ეგ კი მივხვდი რომ ტელებიზიას მიანიჭე უპირატესობა, მე მაინტერესებდა რომელ ტელევიზიას wink.gif

Posted by: no_one 24 Jan 2004, 14:34
ინტერნეტ არის ინფორმაციის მიღების ყველაზე სწრაფი სასუალება!!! რათქმაუნდა ეს არ ეხება ბანძ, იშვიატად განახლებად საიტებს

Posted by: AMSTERDAMMER 24 Jan 2004, 14:34
QUOTE
მხოლოდ ერთ რამეზე დაყრდნობა არ გამოდის. 

ტელევიზიაზე დაყრდნობა არ ნიშნავს ცალსახად ინფორმაციის მიღებას, უბრალოდ კარგი საშუალება გეძლევა გაეცნო (ნახო) ინფორმაციას ერთი და იგივე საკითხის შესახებ სხვადასხვა წყაროებიდან.

Posted by: malina 24 Jan 2004, 14:34
GT
გეთანხმები მაგრამ ამ პოლში ყველაფერი ვერ ჩავატიე

Posted by: GT 24 Jan 2004, 14:35
no_one
ინტერნეტი რესურსებამდე მიღწევის საშუალება არის, აქ ტელევიზიაც არსებობს გაზეთიც და ჟურნალიც. smile.gif ვოტ.

Posted by: Max 24 Jan 2004, 14:38
"მზერააააააააააააააააა"

Posted by: AMSTERDAMMER 24 Jan 2004, 14:39
malina
QUOTE
მაინტერესებდა რომელ ტელევიზიას

ყოველი ტელევიზია ესაა მძლავრი პროპაგანდის იარაღი ვიღაცას ხელში.
ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ მე უპირატესობას ვანიჭებდე ერთ განსაზღვრულ არხს.
შეძლებისდაგვარად ვუსმენ ჰოლანდიელების აზრს, ამერიკელების აზრს, ქართველების, რუსების და ა. შ.
ერთხელ ''ალ-ჯაზერას'' საყურებლად არაბი დავიჯინე რომ ეთარგმნა ჩემთვის საინტერესო ინფორმაცია user posted image

Posted by: Max 24 Jan 2004, 14:39
მამზირე რამე biggrin.gif

Posted by: no_one 24 Jan 2004, 14:40
GT
QUOTE
ტელევიზიაც

საინფორმაციო გამოშვება მაგალითად მკაცრად გარკვეულ დროს გადის ეტერში და არა მაშინ როცა ჩვენ ეს გვჭირდება
QUOTE
გაზეთიც

გაზეთთი ხო საერთოდ ...

მთავარია სისწრაფე და არჩევანი

BOT TAK!!! wink.gif

Posted by: kardu 24 Jan 2004, 14:46
ტელევიზია რუსთავი2,მერე მოდის გტაზეთი და აქაც შესაბამისად 24 საათი:)

Posted by: Lilith 24 Jan 2004, 15:17
QUOTE
მასმედიის რომელ სახეს ანიჭებთ უპირატესობას?

http://forum.ge

მასმედიას არ მიეკუთვნება მაგრამ ჯერ არ ყოფილა მემგონი შემთხვევა რომელიმე ახალ ამბავზე პოლიტიკის განყოფილებაში თემა არ გახსნილიყო biggrin.gif თანაც საკმაოდ ოპერატიულად იჩითება ახალი ამბები biggrin.gif

Posted by: malina 24 Jan 2004, 15:23
Lilith
გეთანხმები

Posted by: tikusha 24 Jan 2004, 15:29
მე არცერთს არ მივეცი ხმა, ინფორმაციას ახლო მეგობრებისაგან ვიღებ biggrin.gif

Posted by: veigan 24 Jan 2004, 23:12
ტელევიზორზე კარგი გასართობი ჯერჯერობით არაფერია! ძალიან მომწონს "მზის" და "რუსთავიორის" დღის კინოჩვენების ფორმატი, როცა ყოველ ერთ საათში ახალი ამბები გადმოიცემა.

Posted by: tikusha 25 Jan 2004, 16:51
veigan
QUOTE
ყოველ ერთ საათში ახალი ამბები გადმოიცემა.

ეგრე რა იმედზე არ არის თუ???

Posted by: no_one 25 Jan 2004, 17:18
გაზეთებს საერთოდარ არ ვკითხულობ, იქ ნორმალური არაფერი წერია და...

Posted by: giat 12 Jan 2019, 10:14
მაგრამ ჩემთვის ყველა მედია საყვარელია ტვ მაგრამ აგრეთვე დიდ უპირატესობას გაზეთებს რა სნობს როცა მას სტამბის და საღებასის სუნთან ერთსდ ახალი ამბების სუნი ასდის

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)