forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
» განყოფილების წესები «

Pages: (67) « პირველი ... 65 66 [67]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Samsung Galaxy S7, S7 Edge. #4, ყველაფერი მათ შესახებ
<NetHunter>
Great men are not born great, they grow great


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 88
წევრი No.: 232410
რეგისტრ.: 28-May 17

გამოგზავნილია: 17 Oct 2017, 16:28  #51518053      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ratianee
მესენჯერს და ფბ აპპს დატა და ქეში გაუწმინე და მოგვარდება
ratianee
Boosted Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5482
წევრი No.: 139926
რეგისტრ.: 4-December 11

გამოგზავნილია: 17 Oct 2017, 16:47  #51518163      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
<NetHunter>
ეგ მოვსინჯე უკვე,დარესტარტებამდე თIშავს და მერე ისევ ისე აკეთებს ყველა ვიდეოს ჩართვაზე
lav-100
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 550
წევრი No.: 86824
რეგისტრ.: 17-March 09

გამოგზავნილია: 17 Oct 2017, 20:07  #51519346      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩემი გამოცდილებით გეტყვით რომ ტელეფონის ეკრანზე შუშა არ შეცვალოთ !!! ანუ თუ სენსორი ჩვეულებრივად მუშაობს, უბრალოდ ეკრანზეა ბზარები ნუ იფიქრებთ რომ ადვილად და იაფად გამოვა რამე შუშის შეცვლით.

ს7 ეჯზე გამიტყდა შუშა, ანუ სენსორი და ეკრანი ჩვეულებრივად მუშაობდა, უბრალოდ ბზარი ქონდა ეკრანზე და ემჩნეოდა. ვიფიქრე იაფად გამოვალთქო და გადავწყვიტე ეკრანზე შემეცვალა მხოლოდ შუშა, რომელსაც ოფიციალური სერვის ცენტრებში არ აკეთებენ, მაგრამ ვაგზალზე მაგის გამკეთებლები არიან და მეც ვაგზალზე მხოლოდ შუშის შეცვლა განვიძრახე მაგრამ ვინაიდან არ ქონდათ ვერცხლისფერი ეკრანი გადავწყვიტე დამეცადა სანამ ჩამოიტანდნენ და ამ დროს ფეისბუქზე ვნახე რეკლამა სადაც იდო ვიდეო (რომელიც როგორც შემდეგ აღმოჩნდა მოპარული აქვთ იუთუბიდან და ვიდეოში რაც დანადგარები ჩანს არცერთი არ აქვთ, უბრალოდ ატყუებენ ხალხს ( თავის მხრივ მიმტკიცებდნენ რომ ყინულის აპარატი რაც ჭირდება შუშის მოხსნას არც არავის არ ააქვს ვაგზალზე და ყველა იტყუება) ) როგორ უცვლიდნენ ეკრანს S7 edge -ს --> digital service - დიჯიტალ სერვისი <--- ესენი. და ვინაიდან ქონდათ ვერცხლისფერი ეკრანი დრო დროის დაზოგვის მიზნით მივაკითხე მათ და აი მანდ დაიწყო ნერვების წყვეტა..
მოკლედ ვაგზალზეც და ზემოთ დასახელებულ სერვისზეც მითხრეს რომ 400 ლარს იმიტომ იღებდნენ ხელობაში რომ დიდი იყო რისკი ეკრანის გატეხვის და თუ გაუტყდებოდათ ეკრანს თავიანთი ფულით ყიდულობდნენ, თორემ შუშა მაქსიმუმ 50 ლარი ღირდა და შესაბამისად 350 ლარი ხელობის კი არ იყო, არამედ უფრო დაზღვევის. თან ტელეფონს გიბრუნებდნენ მუშა მდგომარეობაში და არანაირ გარანტიას არ იღებდნენ თავზე რომ ეკრანს შემდეგ რამე დაემათებოდა და არც არავის უთქვია რა შეიძლებოდა დამართნოდა.

ტელეფონზე შუშა რომ შემიცვალეს ჩვეულებრივი ვაგზლის კანტორა, მაგრამ კოსტავაზე მდებარე დიჯიტალ სერვისში, ეკრანი კი იყო მთელი მაგრამ კიდეები დაშორებული იყო კანტზე და წებოთი იყო ამოვსებული და ძალიან ამახინჯებდა ტელეფონს და პლიუს წებოს სუნი ქონდა ისეთი რომ კარგ "საპოშნიკს" შეშურდებოდა. მიზეზი ბუნებრივია არ თქვეს რომ ხელოსანმა ვერ გააკეთაო და კანტს დააბრალეს, დეფორმირებული იყო და არ დააჯდაო...... შემომტავაზეს 150 ლარის დამატება და კანტის გამოცვლა ... ბუნებრივია ტელეფონ მაგათ აღარ დავუტოვებდი და წამოვედი. მეორე დღეს ტელეფონს გაუჩნდა ეკრანზე ხაზები და შავი წერტილები. როგორც აღმოჩნდა ამის შესახებ იციან ხელოსნებმა მგრამ არ გეუბნებიან. ნუ ჩემი და digital service - დიჯიტალ სერვისი დიდი ისტორიაა და ბევრი ნერვები დრო და ფული დაჯდა მაგრამ ბოლოს მაინც დავიბრუნე ჩემი გადახდილი თანხა. მიუხედავად იმისა რომ ბევრი მატყუეს ერთი სიმართლე მაინც წამოცდათ და მითხრეს რომ "ჩვენ შეიძლება ვიყოთ ცუდი კომპანია მაგრამ ჩვენზე ბევრად ცუდებიც არსებობენო". ვაგზალზე ალბათ უფრო გაჭირდებოდა ფულის დაბრუნება.

ბევრი სერჩვის მერე, გუგლში ვნახე ინგლისურ და რუსულ ენებზე ბევრი სტატია შუშის შეცვლაზე და ყველგან წერია რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ტელეფონის ეკრანზე შუშის (მინის) შეცვლა ისე რომ არ დაზიანდეს ეკრანი. შეიძლება ვიზუალურად თავიდან არაფერი შეეტყოს მაგრამ ნელ ნელა იჩენს თავს. რაც ბუნებრივია კარგად იციან შუშის შემცვლელმა ხელოსნებმა და კომპანიებმა მაგრამ სანამ ფაქტის წინაშე არ დააყენებ არაფერს ამბობენ და მერე ყვებიან რომ კი შეიძლება დამართნოდა ესე და დამავიწყდა თქმაო ?

ჩემი რჩევა იქნება შეცვალოთ გატეხილი ეკრანი ოფიციალურ სერვის ცენტრში, სადაც თუ ეკრანი (რა თქმა უნდა ორიგინალი ) ადგილზე აქვთ შეგიცვლიან 1 საათში თუ არა მაქს 1 კვირაში და ერთ თვიან გარანტიასაც გაძლევენ. და რაც მთავარია ცვლიან კანტიანად ( როგორც ისინი ეძახიან შუა კორპუსი) და ტელეფონს არ ეტყობა არაფერი არც ვიზუალურად და არც მუშაობაში. ის შუშა დამტვრეული ეკრანი შეგიძლიათ უკან წამოიღოთ და ვაგზალზე ჩააბაროთ ხელოსანს და ძალიან მცირე სხვაობას მიიღებთ ფასში.

1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (67) « პირველი ... 65 66 [67]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0378 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]