League of legendsის სამყაროში ხდება მოქმედება, კერძოდ ზაუნსა და პილტოვერში.
ეს ორი ქალაქი ერთი იყო, სანამ ზაუნში აღმოსავლეთ და დასავლეთ ვალორანის გასაყოფად სავაჭრო მიზნებისთვის, არხის გათხრა არ დაიწყეს. გადაწყვიტეს რომ ხელოვნური წყალგამყოფი არხი გაეკეთებინათ და ამისთვის ჰექსტეკ ბომბები გამოიყენეს.
აფეთქებამ კატასტროფა გამოიწვია. ზაუნში მიწისძვრები დაიწყო, ტოქსიკური ჭაობები წარმოიქმნა, გარემო დაბინძურდა, მიწამ ქვემოთ ჩაიტანა მოსახლეობა, უამრავი ადამიანი შეეწირა.
მიუხედავად ამისა, არხის გათხრა მომგებიანი გამოდგა ვაჭრებისთვის. უზარმაზარი სიმდიდრე დააგროვეს და დაიწყეს ზაუნზე ახალი ქალაქის, პილტოვერის დაშენება..
აი, ასე გამოიყურება ეს ყველაფერი:
სურათის (და ცათამბჯენების) ზედა ნაწილი, ელიტისთვის და გამდიდრებული ვაჭრებისთვის აშენებული პილტოვერია. ხოლო ქვემოთ, ის რაც შეეწირა მათ სიხარბეს, ზაუნი.
კლასობრივმა უთანასწორობამ, პილტოვერი სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის, ხელოვნების მთავარ ქალაქად აქცია, ხოლო ქვემოთ მოქცეული ზაუნი და მისი მაცხოვრებლები, ინდუსტრიალიზაციას და პილტოვერის კეთილდღეობას "ემსხვერპლნენ" და სმოგში, ტოქსიკურ ნარჩენებში ჩარჩნენ.
ანიმაციური სერიალი ამ ორ ქალაქზე და მის მკვიდრ რამდენიმე ჩემპიონზეა.
ელოდება ვინმე?