forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (25) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ორსულობა და უარყოფითი რეზუსი
liziko
ai mec movedi


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 922
წევრი No.: 6294
რეგისტრ.: 7-September 04

გამოგზავნილია: 22 Oct 2009, 13:50  #16094551      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · yim
MAIAMI
lelukaa
იმდენი ხანია მაინტერესებდა ეს თემა და ძლივს ამოტივტივდა.

მე ვარ უარყოფითი პირველი, და ნუ ქმარი დადებითი მეორე,
პირველი ბავშვი დადებითი 1.

კი არის ყველგან ნათქვამი რომ ვითომ პირველ ორსულობაზე (ნუ ამაში გამიმართლა, ანტისხეულებს სულ ვაკონტროლებდი და არ მომმატებია) და პირველ ბავშვს პრობლემები არ ექმნება, მაგრამ პატარას მაინც შეექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ანტირეზუს იმონოგლუბულინი გავიკეთე 72-საათის გასვლამდე (ანუტაციის მიხედვით). (ამ დეფიციტის გამო, ადრე ვიყიდე 2 თვით, რომ მაინც მქონოდა, არადა შეიძლება არ დაგჭირდესო, თუ ბავშვი უარყოფითი იქნებაო, მაგრამ მე მაინც თავი დავიზღვიე), და ბავშვი მაინც გაყვითლდა, თანაც ძალიან, ისე რომ 2 კვირა გადასხმებს ვუკეთებდი. 16-20ერთეულის ნაცვალად, ბილირუბინი ქონდა 358. ვფიქრობ რომ რძეში მაინც გამეპარა ანტისხეულები, თAნაც არ ვიცოდი,
რომ ასეთ შემთხვევაში, (რუსული საიტებიდან და ფორუმებიდან) თურმე ძუძუთი კვება მინიმუმ 2 კვირის მანზილზე არ შეიძლება. 2 კვირის მერე უნდა შემოწმდეს რძე ანტისხეულებზე. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება ანტისხეულები რძეში, კიდევ თავს იკავებ 1-2 კვირა (ნუ მერე ბავშვი შეჭამს თუ არა საერთოდ ძუძუს ბოთლის მერე, ეგ სხვა თემაა საერთოდ...)...

მოკლედ მეორე ორსულობა მაქვს ეხლა, 26 კვირის ვარ. ვაკონტროლებ ანტისხეულებს ყოველთვე ჯერ-ჯერობით. 30-32 კვირიდან უკვე ყოველ 2 კვირაში უნდა ვაკონტროლო. თუ რამეა, ეგრევე საკეისრო ინიშნება. ეხლაც ვაპირებ რომ შევიძინო ანტირეზუსიმინოგლუბულინი. არადა 2 წლის წინ 90ლარი ღირდა...

უკვე დავადგინე რომ
QUOTE
ავერსის, პსპ-ს და ჯიპისის

QUOTE
ღირს 170 ლარი, თუმცა დეფიციტში 500 იც ღირს! ეს იმიტომ რომ შემდეგ დაორსულებაზე და მშობიარობაზე პრობლემები არ შეგექმნას!


მე 179,96 ლარი მითხრეს, ნუ 180. მაგრამ ჩემს ერთ ახლობელს რომ დასჭირდა, საერთოდ ვერ იშოვა... 300- 500 ლარი საერთოდ ალბათ შავ-ბაზარზე ღირს მასე.

მედიკამენტების საინფორმაციო http://www.mis.ge/ka/FindDrug.jsp?Clear=True 25 22 33
აუცილებლად იქონიეთ ეს ნომერი ყოველი შემთხვევისთვის. მოგიძებნიან სად შეიძლება იყიდოთ.


და კიდევ ერთი, ჯობია ბავშვებს შორის 2 წელი მაინც გააკეთო შუალედი რომ მოასწროს ორგანიზმმა დარეგულირება, თუმცა ეს უკვე ორგანიზმზეცაა დამოკიდებული.
მე 1.6 მომიწია, რადგან აბორტი არაფრით არც შეიძლება (შემდეგი ორსულობა სიმახინჯეების დიდი რისკით მიმდინარეობს) და მიუღებელიცაა ჩემთვის მორალურად, ვაჩენთ ულაპარაკოდ.


--------------------
born to live...
bancala
20


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4980
წევრი No.: 87780
რეგისტრ.: 30-March 09

გამოგზავნილია: 22 Oct 2009, 13:53  #16094610      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
liziko
სამშობიაროში იყო ერთი გოგო რეზუს უარყოფითიანი, ბავშვი დადებითი იყო, ძუძუს აწოვებდა, სიყვითლე არ ქონდა.. ამ გოგოს რაღაც ნემსი გაუკეთეს, მეორე ბავშვს რომ არ შეექმნასო პრობლემა მაგიტომ არისო საჭირო... 110 ლარი ღირდა
liziko
ai mec movedi


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 922
წევრი No.: 6294
რეგისტრ.: 7-September 04

გამოგზავნილია: 22 Oct 2009, 13:58  #16094686      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · yim
bancala
QUOTE
სამშობიაროში იყო ერთი გოგო რეზუს უარყოფითიანი, ბავშვი დადებითი იყო, ძუძუს აწოვებდა, სიყვითლე არ ქონდა.. ამ გოგოს რაღაც ნემსი გაუკეთეს, მეორე ბავშვს რომ არ შეექმნასო პრობლემა მაგიტომ არისო საჭირო... 110 ლარი ღირდა


მეც გავიკეთე, ეგ ნემსი, მაშინვე, იცავს ანტისხეულებისგან შემდეგ ორსულობაზეო, და იმედია ეხლა მაინც არ შემიქმნის პრობლემებს ეს რეზუსი.
რამდენად ვენდო აღარც ვიცი, პირველზე ვერ დამიცვა ანტისხეულებისგან, რძეში მაინც "გაჟონა", უკვე ალბათ მეორეც თუ დადებითი იქნება, ეგრევე ხელოვნურზე გადავიყვან(აბა ვინ აჭმევს ჩემსას ძუძუს, ზოგს თავის ბავშვისთვისაც არ ყოფნის). თორემ მე რძის რაოდენობის პრობლემა არ მექნება საერთოდ, და სხვისთვისაც უვარგისია ეს რძე, და ჩემი ბავშვისთვის ხომ საერთოდ საწამლავი გამოვა...
lelukaa
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3182
წევრი No.: 93713
რეგისტრ.: 15-June 09

გამოგზავნილია: 22 Oct 2009, 14:44  #16095444      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
liziko
შავი ბაზარი ეძახე და თუ ვერ იშOვე სხვა რა გზაა რო?
liziko
ai mec movedi


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 922
წევრი No.: 6294
რეგისტრ.: 7-September 04

გამოგზავნილია: 22 Oct 2009, 14:52  #16095589      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · yim
lelukaa
მართალია სხვა გზა არაა, მაგრამ ეს მაინც მაგარი ვიცით რა ქართველემა, გაჭირვებულს ვაჭერთ ხოლმე წიხლს...

მე მაინც ვფიქრობ, რომ ორსულებმა მიანც ჯობია რომ თავი დაიზღვიონ და შეიძინონ. ვადა აქვს 2 წელი მაინც ხოლმე, ბოლო ბოლო, შენ თუ არ დაგჭირდა, საახლობლოში მიანც გეყოლება ვინმე, ვისაც გამოადგება მერე...

ეხლა მგონი 30 კვირაზე მიწევს მისვლა, და რომ გადავაკონტროლებ, ეგრევე უნდა ვიყიდო..
lelukaa
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3182
წევრი No.: 93713
რეგისტრ.: 15-June 09

გამოგზავნილია: 22 Oct 2009, 14:55  #16095656      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
liziko
მე 2 დღის წინ გავიკეთე ბოლო და მშვიდობაა, თუმცა ამ თვეში ვიყიდო უნდა მაინც და დავდო რომ გული მშვიდად მქონდეს

აქ რა მოსატანია და კულინარიაში შენი ნახელავის რეცეპტი ვნაზე ლეიდი ფინგერებიტ გაკეტებული ტორტიკის და რეცეპტი მინდა გთხოვო დიდი მოწიწებით smile.gif
liziko
ai mec movedi


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 922
წევრი No.: 6294
რეგისტრ.: 7-September 04

გამოგზავნილია: 22 Oct 2009, 15:08  #16095908      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · yim
lelukaa
ეხლა აქ რომ დაგიწერო გაგვაგდებენ, და დაგი პმ-ებ. smile.gif
MAIAMI
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 288
წევრი No.: 10488
რეგისტრ.: 30-May 05

გამოგზავნილია: 22 Oct 2009, 15:23  #16096196      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · msn
liziko
დიდი მადლობა ინფორმაციისათვის.

თუმცა,
QUOTE
ვფიქრობ რომ რძეში მაინც გამეპარა ანტისხეულები

ეს ვერ გავიგე. თუ სისტემატურად ამოწმებ და სისხლში არ გაქვს ანტისხეულები, რძეში როგორღა უნდა აღმოჩნდეს მერე?? rolleyes.gif

QUOTE
თAნაც არ ვიცოდი,
რომ ასეთ შემთხვევაში, (რუსული საიტებიდან და ფორუმებიდან) თურმე ძუძუთი კვება მინიმუმ 2 კვირის მანზილზე არ შეიძლება. 2 კვირის მერე უნდა შემოწმდეს რძე ანტისხეულებზე. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება ანტისხეულები რძეში, კიდევ თავს იკავებ 1-2 კვირა (ნუ მერე ბავშვი შეჭამს თუ არა საერთოდ ძუძუს ბოთლის მერე, ეგ სხვა თემაა საერთოდ...)...


მე ვიცოდი, რომ ასე საბჭოთა დროინდელი მედიცინა ქადაგებდა და ახლა ძუძუთი კვებას თანამედროვე მედიცინაში და მათ შორის ჩვენთანაც არ ზღუდავენ უარყოფითრეზუსიანებისათვის.... და თუნდაც ასე არ იყოს, შენ რატომ უნდა გცოდნოდა ან გეკითხა ფორუმებზე, ექიმებმა ამის თაობაზე არაფერი გითხრეს??? ან ზუსტი მიზეზი არ დადგენილა, ასე რატომ მოუვიდა ბავშვს? უბრალოდ, ვარაუდი იყო, რომ რძეში გაიპარა?

ძალიან დავშინდი. ჩემს გარშემო ვისაც ჰქონია უარყოფითი რეზუსი, მსგავს გართულებებზე არაფერი გამიგია sad.gif

QUOTE
ეს მაინც მაგარი ვიცით რა ქართველემა, გაჭირვებულს ვაჭერთ ხოლმე წიხლს...

არადა, ჩემმა თანამშრომელმა ჩამოატანინა თავის დას გერმანიიდან 2 ამპულა (იქაური სტანდარტებით ამ ნემსს 2-ჯერ იკეთებენო -ერთხელ 28-ე კვირაში აკეთებენ და მეორედ მშობიარობის შემდეგ, ისიც თუ ბავშვი დადებითი იქნება) და ორივეში ერთად 50 ევრო მისცა. აქ კი ... რა ამბავია ამხელა ფასთა სხვაობა mad.gif
Solveig
ensom


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 58382
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 22 Oct 2009, 15:29  #16096322      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
liziko
QUOTE
ძუძუთი კვება მინიმუმ 2 კვირის მანზილზე არ შეიძლება. 2 კვირის მერე უნდა შემოწმდეს რძე ანტისხეულებზე. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება ანტისხეულები რძეში, კიდევ თავს იკავებ 1-2 კვირა (ნუ მერე ბავშვი შეჭამს თუ არა საერთოდ ძუძუს ბოთლის მერე, ეგ სხვა თემაა საერთოდ...)...

და არამარტო..

რძის პროდუქციას ასტიმულირებს წოვის პროცესი, რადგან ბავშვი ტუჩებით და ღრძილებით აღიზიანებს რეცეპტორებს, რაც ტვინში გადასცემს სიგნალს, ხდება პროლაქტინის დონის აწევა და ეს უკანასკნელი კი მოქმედებს უჯრედებზე, რომლებიც იწყებენ რძის წარმოქმნას. ასე რომ, თავიდან თუ არ წოვა ბავშვმა, რძე სათანადო რაოდენობით აღარ წარმოიქმნება.

ასე რომ, მთლად ტყუილი არ არის ოტია იოსელიანის ერთ რომანში აღწერილი ამბავი-ხნიერ ქალს რომ რძე წამოუვიდა, მოსატყუებლად რომ უდებდა შვილიშვილს მკერდს პირში (ომის დროს ხდება მოქმედება და ბავშვის მამა ომშია, დედა მთელ დღეს კოლმურნეობაში მუშაობს)


--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი

"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")

Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!
liziko
ai mec movedi


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 922
წევრი No.: 6294
რეგისტრ.: 7-September 04

გამოგზავნილია: 22 Oct 2009, 15:30  #16096328      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · yim
MAIAMI
QUOTE
ეს ვერ გავიგე. თუ სისტემატურად ამოწმებ და სისხლში არ გაქვს ანტისხეულები, რძეში როგორღა უნდა აღმოჩნდეს მერე??

მშობიარობის მერე, აღარ შემიმოწმებია, არც სამშობიაროში. ექიმები კი სადაც არ უდნა იმშობიარო და რა ფასიც არ უნდა გადაიხადო, ყველა დამეთანხმება, რომ მაინც შენ უნდა იაქტიურო და რაც გინდა უნდა იკითხო და მოითხოვო.
მე არ ვიცოდი თუ უნდა შემემოწმებინა, და ამიტომ დავრჩით ასე...
QUOTE
იქაური სტანდარტებით ამ ნემსს 2-ჯერ იკეთებენო -ერთხელ 28-ე კვირაში აკეთებენ და მეორედ მშობიარობის შემდეგ, ისიც თუ ბავშვი დადებითი იქნება

ზუსტად მასე წერია რუსულ საიტებზეც. პროფილაქტიკის მიზნით უნდა გაკეთდეს 28-30 კვირაზე. და მეორე შეიძლება აღარც იყოსო საჭირო. მაგრამ აქ არ გამიგია რომ ვინმესთვის გაეკეთებინოთ პროფილაქტიკისთვის. ეხლა რომ მივალ 30-კვირაზე, ვიკითხავ, და თუ საწირო იქნება, ან უკეთესი, გავიკეთებ და გაგაგებინებთ.
* * *

MAIAMI
QUOTE
ან ზუსტი მიზეზი არ დადგენილა, ასე რატომ მოუვიდა ბავშვს? უბრალოდ, ვარაუდი იყო, რომ რძეში გაიპარა?

ეს მხოლოდ ვარაუდებია. რამდენჯერმე ვიკითხე კიდეც, და სახლშიც რომ გამოვედით, პედიატრსაც დავურეკე, ხომ არ აჯობებდა რძე შემემოწმებინა, ზუსტად კი არ ვიცოდი რაზე უნდა შემემოწმებინა, მაგრამ ქვეცნობიერი შიში მქონდა მაინც, დღემდე არ ვიცი რისი. საბედნიეროდ გადასხმების მერე კარგად იყო ბავშვი, და მთელი 9 თვეც ჭამა ძუძუ. და საკმაოდ გათეთრდა (მაშინ როცა შავგვრემანი და შავ-ყვითელი მეგონა) სამაგიეროდ ეხლა უკვე მობილიზებული მივდივარ... საშიში არაფერია ისეთი, რომ დაპანიკდე ადამიანი, უბრალოდ ცოტათი მეტი ყურადღება გჭირდება.


Solveig
QUOTE
რძის პროდუქციას ასტიმულირებს წოვის პროცესი, რადგან ბავშვი ტუჩებით და ღრძილებით აღიზიანებს რეცეპტორებს, რაც ტვინში გადასცემს სიგნალს, ხდება პროლაქტინის დონის აწევა და ეს უკანასკნელი კი მოქმედებს უჯრედებზე, რომლებიც იწყებენ რძის წარმოქმნას. ასე რომ, თავიდან თუ არ წოვა ბავშვმა, რძე სათანადო რაოდენობით აღარ წარმოიქმნება.

ასე რომ, მთლად ტყუილი არ არის ოტია იოსელიანის ერთ რომანში აღწერილი ამბავი-ხნიერ ქალს რომ რძე წამოუვიდა, მოსატყუებლად რომ უდებდა შვილიშვილს მკერდს პირში (ომის დროს ხდება მოქმედება და ბავშვის მამა ომშია, დედა მთელ დღეს კოლმურნეობაში მუშაობს)


ეს მეც ვიცოდი.

რძე რომ მოგივიდეს, ინტენსიური წოვაა საჭირო, რასაც არ ვემდუროდი ჩემს პატარას. პირიქით იმდენს მღეჭავდა, მატყუარას ნაცვლადაც, რომ სამყოფი კი არა, ზეჭარბი რაოდენობის რძე მქონდა, ვიწველიდი და ვაქცევდი მერე.
MAIAMI
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 288
წევრი No.: 10488
რეგისტრ.: 30-May 05

გამოგზავნილია: 22 Oct 2009, 16:22  #16097166      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · msn
liziko
QUOTE
ექიმები კი სადაც არ უდნა იმშობიარო და რა ფასიც არ უნდა გადაიხადო, ყველა დამეთანხმება, რომ მაინც შენ უნდა იაქტიურო და რაც გინდა უნდა იკითხო და მოითხოვო.

ჰო, სამწუხაროდ, მეც მასე ვფიქრობ.... მოითხოვ რამეს შენით და, გტყვიან, თუ გინდა, გავაკეთოთო და ვეღარ იგებ, რა არის საჭირო და რას ზედმეტად აკეთებ. მოკლედ, შენი თავის ექიმი შენ უნდა იყო და ფული კი სხვას გადაუხადო და მშვიდად იყო, რომ ასე ექიმთან შეთანხმებით იქცევი smile.gif მე რაც ეს პერიოდი ექიმებთან დავდივარ, სხვანაირი დამოკიდებულება არავისგან დამინახავს - არც კონსულტაციის რიგითი ექიმისგან და არც სახელგანთქმულ და ყველასათვის ცნობილი მეანისგან.

წარმატებებს გისურვებ. დარწმუნებული ვარ, მსგავსი პრობლემები მეორე პაწიაზე აღარ გექნება 2kiss.gif
macaco-fast65
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4175
წევრი No.: 38762
რეგისტრ.: 23-July 07

გამოგზავნილია: 22 Oct 2009, 16:49  #16097635      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
liziko
მეც რეზუს უარყოფითიანი ვარ და საკეისრო გავიკეთე,ანტირეზუსიმუნოგლობულინიც გავიკეთე და მაშინ თვითონვე მომიტანეს სამშობიაროში 100 ლარად. ვიცი რომ რეზუსუარყოფითიანს განსაკუთრებული გამოკვლევა უნდა და გამოკვლევების გარეშე არ ვაპირებ დაფეხმძიმებას,მაგრამ რაც დრო გადის ეს წამლები და გამოკვლევები ისეთ ფასებზე ადის რომ გაგიჟდები რა.
liziko
ai mec movedi


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 922
წევრი No.: 6294
რეგისტრ.: 7-September 04

გამოგზავნილია: 22 Oct 2009, 17:02  #16097919      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · yim
macaco-fast65
QUOTE
რეზუსუარყოფითიანს განსაკუთრებული გამოკვლევა უნდა და გამოკვლევების გარეშე არ ვაპირებ დაფეხმძიმებას


მე არ ვიცი, რა გამოკვლევებზეა ლაპარაკი?
აბა განმანათლე თუ შეიძლება....

და კიდევ ისიც ვერ გავიგე, მე-3 და შემდეგი ორსულობა რატომ არის განსაკუთრებულად სარისკო, თუ პრობლემური? ამ პირველ მეორეზეც საკამარისად პრობლემური მაქვს ფეხმძიმომება...
QUOTE
ეს წამლები და გამოკვლევები ისეთ ფასებზე ადის რომ გაგიჟდები რა.


მაგას ნუღარ მკითხავ. ..
macaco-fast65
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4175
წევრი No.: 38762
რეგისტრ.: 23-July 07

გამოგზავნილია: 22 Oct 2009, 20:22  #16101087      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
liziko
რა ვიცი რომ ვიმშობიარე მაშინ მითხრეს რომ რეზუს უარყოფითიანებისათვის წინასწარ კარგია ვირუსებზე გამოკვლევაო .
მე საკეისრო რომ მაქვს გაკეთებული იმიტომ არის პრობლემური,ჯერ 2 წელი ხომ უნდა გავიდეს საკეისროდან და საშვილოსნო უნდა იყოს წესრიგში.
kato_Bato
UGLY


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4717
წევრი No.: 41517
რეგისტრ.: 10-September 07

გამოგზავნილია: 22 Oct 2009, 22:19  #16103090      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
liziko
ანტისხეულები არის თუ არა სისხლში.
მერე სჭირდება ანტირეზუსგემაგლობულინი, მშობიარობის მერე, რომ ეგ ამხანაგი ცუდი ბიჭები არ იყონ მრავლად.


--------------------
პარადოქსი
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (25) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0266 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]