forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (26) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კლინიკების და ექიმების კოორდინატები, მხოლოდ კონკრეტული ინფორმაცია
qetuta2011
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 34
წევრი No.: 144618
რეგისტრ.: 16-March 12

გამოგზავნილია: 9 Jun 2012, 16:33  #31585408      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მაია ხერხეულიძის კოორდინატები მჩირდება სასწრაფოდ. თუ ვინმემ იცითდა წინასწარ ჩაწერა უნდა თუ ცოცხალი რიგია?
Take_Off
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5514
წევრი No.: 100698
რეგისტრ.: 23-September 09

გამოგზავნილია: 13 Jun 2012, 11:25  #31644172      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბავშვთა ალერგოლოგი-ბიძინა კულუმბეგოვი
სამუშაო ადგილი-ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი
ყაზბეგის 32

ტელეფონი-599 91-23-30
VACANT
rosy future


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 836
წევრი No.: 87422
რეგისტრ.: 25-March 09

გამოგზავნილია: 16 Jun 2012, 17:04  #31695403      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
იქნებ ვინმემ იცოდეთ ბავშვთა ჰემატოლოგის - მარინა კვეზერელის ტელეფონის ნომერი. წინასწარ გმადლობთ.


--------------------
თვალები მიყვარს
SOULFUL
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1056
წევრი No.: 21184
რეგისტრ.: 27-June 06

გამოგზავნილია: 19 Jun 2012, 22:13  #31745785      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
qetuta2011
QUOTE
მაია ხერხეულიძის კოორდინატები მჩირდება სასწრაფოდ. თუ ვინმემ იცითდა წინასწარ ჩაწერა უნდა თუ ცოცხალი რიგია?

სჯობს წინასწარ ჩაეწეროთ , თორემ იმხელა რიგი აქვს თქვენვე გაწვალდებით smile.gif პირად ნომერს თუ გნებავთ PM-ში მოგწერთ კლინიკის კი ესაა : 2 530033, შიდა ნომერი 169. სოფო იკითხეთ რეცეფციაში და ის ჩაგწერთ, მისამართი ლუბლიანას 2/6, მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო, ადმინისტრაციული კორპუსის მე-3 სართული
VACANT
rosy future


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 836
წევრი No.: 87422
რეგისტრ.: 25-March 09

გამოგზავნილია: 22 Jun 2012, 13:58  #31785837      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
იქნებ ვინმემ იცოდეთ ბავშვთა ჰემატოლოგის - მარინა კვეზერელის ტელეფონის ნომერი. წინასწარ გმადლობთ.

ბავშვთა ჰემატოლოგი - მარინა კვეზერელი-კოპაძე 599 50 45 85

ეს ყოფილა თურმეsmile.gif
matsatsuna
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 321
წევრი No.: 110158
რეგისტრ.: 22-January 10

გამოგზავნილია: 23 Jun 2012, 18:37  #31804105      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დერმატოლოგი დამიწერეთ რა თუ ცით?
Take_Off
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5514
წევრი No.: 100698
რეგისტრ.: 23-September 09

გამოგზავნილია: 25 Jun 2012, 11:34  #31828924      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
matsatsuna
QUOTE
დერმატოლოგი დამიწერეთ რა თუ ცით

წინა გვერდზე წერია
booobooo123
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 39
წევრი No.: 60757
რეგისტრ.: 9-May 08

გამოგზავნილია: 28 Jun 2012, 12:48  #31876447      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხომ არ იცით კარაფს მედლაინი დიღომში რომ გადავიდა სად არის ზუსტად? ოფიციალური მისამართი ვნახე, ლუმლიანას მიმდებარე ნაკვეთი 38 იო და ესე როგორ მივაგნო? ან საკონტაქტო ტელეფონი რა აქვთ ახალი ხომ არ იცით? სერგო მათითაშვილიც გადავიდა ხომ მედლაინთან ერთად ლუმლიანაზე?
cindirella
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 19
წევრი No.: 152190
რეგისტრ.: 4-July 12

გამოგზავნილია: 5 Jul 2012, 14:48  #31987358      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ოტო-რინო-ლარინგოლოგიის ეროვნულ ცენტრში ბავშვი დაიღუპა

2012 წლის 11 ივნისს იმედის არხზე "ქრონიკაში" გავიდა სიუჟეტი-რომელშიც გაშუქდა საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენცია ჩატარდა ოტო-რინო-ლარინგოლოგიის ეროვნულ ცენტრში, ჯაფარიძე-ქევანიშვილის სახელობის კლინიკაში. ესწრებოდნენ: ჯანმრთელობის მინისტრი და კლინიკის ექიმები. კლინიკის მედიკოსები საუბრობდნენ თავიანთ მიღწევებზე და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე იწონებდნენ თავს.
ეს ის "საამაყო" ეროვნული ცენტრია, სადაც ზემოთ აღნიშნული სიუჟეტის გასვლამდე, სულ რამდენიმე დღით ადრე, გარდაიცვალა ჩემი შვილიშვილი, 5 წლის მია მაღრაძე, ტონზილექტომიიდან (გლანდების ოპერაცია) მეშვიდე დღეს განვითარებული სისხლდენით.
სწორედ, ზემოთ აღნიშნულმა სიუჟეტმა, გადამაწყვეტინა მე, მგლოვიარე ბებიას დამეწერა ეს წერილი.
კლინიკის მესვეურებო, მოახსენეთ თუ არა ბატონ მინისტრს, რომ არ გაქვთ რეანიმაციული განყოფილება, რომ ვერ აღმოუჩინეთ ელემენტარული რეანიმაციული დახმარება 5 წლის პაციენტს, რომელიც დაგეღუპათ ტონზილექტომიის შემდგომ განვითარებული სისხლდენით.
ბატონო მინისტრო, ჯაფარიძე-ქევანიშვილის ეროვნულ ცენტრში, სადაც კონვეიერული სიჩქარით კეთდება სისხლიანი ოპერაციები, არა აქვთ რეანიმაციული განყოფილება, რის გამოც ვერ აღმოუჩინეს ელემენტარული სამედიცინო დახმარება პაციენტს.
სრულიად ჯანმრთელს 5 წლის მიას, 2012 წლის 17 მაისს, ექიმ დ. ვაჭარაძის მიერ ჩაუტარდა ოპერაცია - ტონზილექტომია ანუ გლანდების ოპერაცია. მეორე დღეს გამოგვწერეს სახლში, სადაც მკაცრად ვიცავდით რეჟიმს და დიეტასაც, რასაც მოითხოვდა ოპერაციის შემდგომი პერიოდი. უფრო მეტიც, ოპერაციიდან მეექვსე დღეს განსაკუთრებული სიფრთხილისა და ყურადღების გამო, ჩვენი ინიციატივით, კიდევ ერთხელ გავასინჯეთ ბავშვი დ. ვაჭარაძეს. მისი თქმით, ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობდა. თუმც ექიმთან ურთიერთობის არც ერთ ეტაპზე, ნახსენებიც კი არ იყო პოსტოპერაციული სისხლდენის საშიშროება, ე.წ. კრიტიკული მეშვიდე მეცხრე დღეების შესახებ.
23 მაისს, ოპერაციიდან მეშვიდე დღეს, ღამით 11:15-ზე ბავშვს დაეწყო ძლიერი სისხლდენა პირიდან, რაც ბავშვის დედამ სასწრაფოდ ამცნო ექიმ დ. ვაჭარაძეს. მიუხედავად ასეთი საგანგაშო ზარისა, ექიმმა მიუთითა დედას, რომ ბავშვი წაეყვანათ ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში. იქ სადაც არ არსებობს რეანიმაციული განყოფილება, რაც თქვენ კარგად იცოდით. რატომ არ შეგაშფოთათ, დედის განწირულმა ხმამ - რომელმაც გამცნოთ სისხლდენის შესახებ და გთხოვათ შველა?! რატომ არ ათეხეთ განგაში, რატომ არ დაახმარეთ თქვენს განყოფილებას კატასტროფის მედიცინის სამსახური ან რეანიმატოლოგები ქალაქიდან? მაშინ როდესაც იცოდით, რომ თქვენს განყოფილებაში რეანიმაცია არ არსებობს.
განყოფილების მორიგე ექიმი მ. ზირაქიშვილი, აღმოჩნდა სრულიად მოუმზადებელი სისხლდენის სამართავად. ბავშვის მდგომარეობის შეფასების შემდეგ, როცა ნახეთ, რომ ვერ მართავდით სიტუაციას, რატომ მაშინვე არ გამოიძახეთ კატასტროფის მედიცინის ბრიგადა. რატომ კარგავდით ძვირფას წუთებს მიას გადასარჩენად? იქ მყოფმა სამედიცინო პერსონალმა ბავშვს ვერ აღმოუჩინა ვერანაირი სამედიცინო დახმარება, ვერ მოხერხდა პერიფერიული ვენის კათეტერიზაციაც კი (ვენაში გადასხმა). ვერ გადაესხა მიას სისხლი ან სისხლის შემცვლელები, სისხლი არ ჰქონდათ დარბოდნენ მოსაძიებლად, ბავშვის დედა გეხვეწებოდათ, რომ მისივე ჯგუფის სისხლი ჰქონდა და გამოეყენებინათ. ბავშვს უტარდებოდა მხოლოდ პირით პირში სუნთქვა და გულის გარეგანი მასაჟი. ეს იყო თქვენი რეანიმაცია, XXI საუკუნეში, ოტო-რინო-ლარინგოლოგიის ეროვნულ ცენტრში. ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა, გაღრმავდა შოკური მდგომარეობა, თქვენ დაკარგეთ დრო, რაც ასე ძვირფასი იყო ჩვენთვის.
30-40 წუთის შემდეგ მოსული ექიმები და მათ მიერ გამოძახებული კატასტროფის მედიცინის რეანიმაციული ბრიგადის მოსვლა უკვე დაგვიანებული იყო. ბავშვი დაიღუპა. ექიმები უკანა კარიდან გაიპარნენ. ბატონი შოთა ჯაფარიძე სხვებთან შედარებით "გულადი" აღმოჩნდა და გაუბედურებულ პატრონს ეკითხებოდა: "ჩივილს ხომ არ აპირებთ?" და თუ დავაპირებდით ქევანიშვილის სახელზე დაგვეწერა საჩივარი. თან წუხდა მეც სიცხიანი მოვედიო.
ნუ გეშინიათ ბატონებო მე ჩივილს არ ვაპირებ. იცხოვრეთ თქვენი სინდისით.
მაგრამ ვაფრთხილებ ყველა დედას! ნუ მიიყვანთ შვილებს ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში. გაითვალისწინეთ: ამ ოპერაციის შემდეგ, მაქსიმალური სიფრთხილის ფონზეც კი, მოსალოდნელია გართულება სისხლდენით. გართულების შემთხვევაში ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში დახმარებას ვერ აღმოგიჩენენ, რადგან მათ არ აქვთ რეანიმაციული განყოფილება, ისინი მოუმზადებლები არიან რეანიმაციული დახმარებისთვის.
როგორც ეტყობა კლინიკის მესვეურებს, მომხდარი ტრაგედიის რამენაირად გასამართლებლად, პაციენტების არ დასაფრთხობად, დასჭირდათ უგუნური ჭორების გავრცელება: ჩვენ თითქოს ბავშვი ქალაქგარეთ გვყავდა წაყვანილი, რატომღაც მანგლისში, თითქოს უხეში საკვები მივეცით, თითქოს ბავშვს სისხლძარღვთა პრობლემა ჰქონდა. ვაცხადებ, ეს ყველაფერი სიცრუეა, ეს არის თქვენი თავდაცვის უსუსური მეთოდი.
ლარინგოლოგებო! მე როგორც ექიმი მოგიწოდებთ, რომ დაფიქრდეთ ლაზერული მეთოდის გამოყენებაზე, რომელიც ხშირად გირთულდებათ თურმე სისხლდენით. გადახედეთ სტატისტიკას.
მე გაუბედურებული ბებია, გთხოვთ: იქ სადაც კეთდება სისხლიანი ოპერაციები იყოს რეანიმაციული განყოფილება, ან დასვით საკითხი რომ ქალაქში იყოს ერთი რეანიმაციული ცენტრი ბავშვებისათვის. ჩემს მიას უკვე არაფერი ეშველება, იქნებ სხვა ბავშვებს უშველოთ.

ბავშვის ბებია - ლალი სიმონიშვილი
გაზეთი "ქრონიკა" 34 გვ.
l_i_l_u
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 974
წევრი No.: 50582
რეგისტრ.: 3-January 08

გამოგზავნილია: 9 Jul 2012, 17:32  #32047484      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სტომატოლოგიური კლინიკა თუ არის ბავშვებისთვის?


--------------------
Can't you see, life's easy If you consider things from another point of view
anuka2009
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5130
წევრი No.: 103275
რეგისტრ.: 26-October 09

გამოგზავნილია: 10 Jul 2012, 21:17  #32065865      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
l_i_l_u

ოპერის უკან პოლიკლინიკის შენობაში არის ძალიან კარგი სტომატოლოგიური კლინიკა, თინა მიქაძის კლინიკა.
seasunfun
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 35
წევრი No.: 129339
რეგისტრ.: 28-March 11

გამოგზავნილია: 18 Jul 2012, 18:11  #32185854      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (matsatsuna @ 23 Jun 2012, 18:37 )
დერმატოლოგი დამიწერეთ რა თუ ცით?

ყველაზე მაგარი სოსო კობახიძეა, ჩაჩავაში მუშაობს. მართლა ძაან მაგარია. თან რაღაც აპარატი აქვს იმით სინჯავს კანს და გეუბნება სოლარიუმი ან ზღვაზე ზაგარი სეიძლება თუ არა, მე ზაგარის თემაზე მივედი და მართლა გაოცებული დავრჩი ისეთი მაგარია. ჩაწერაა საჭირო, თორემ სულ რიგები აქვს 2 98 73 39 smile.gif
* * *
კბილების გათეთრება მინდა და ვის მირჩევთ? ისეთი კლინიკა მინდა, სადაც კბილებს გამოთეთრებენ და ბ ჰეპატიტი არ დამემართება ... smile.gif smile.gif
VACANT
rosy future


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 836
წევრი No.: 87422
რეგისტრ.: 25-March 09

გამოგზავნილია: 20 Jul 2012, 15:08  #32212878      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამოცდილი ლოგოპედი მირჩიეთ თუ იცით ვინმემ.
LOTUSi
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6077
წევრი No.: 139314
რეგისტრ.: 22-November 11

გამოგზავნილია: 1 Aug 2012, 13:35  #32376564      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნანა ტატიშვილი მარტო იაშვილში მუშაობს?
Diamond Girl
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1215
წევრი No.: 130317
რეგისტრ.: 20-April 11

გამოგზავნილია: 1 Aug 2012, 21:38  #32383692      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ნანა ტატიშვითან როგორ უნდა ჩავეწერო რიგში? იაშვილში დავრეკო? რა ნომერზე? ცოცხალ რიგში ვერ ჩავდგები ბავშვი გამიწვალდება


--------------------
ყველაფერი მარტივი გენიალურია !

მე უფროოოო :)))))))

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (26) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0315 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]