forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ასაკობრივი თამაშები, რა და როგორ ვეთამაშოთ ბავშვებს :)
kapuje
Bzzzzzzzzzzz


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2577
წევრი No.: 48117
რეგისტრ.: 29-November 07

  გამოგზავნილია: 1 Apr 2008, 19:08  #9048351      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამ თემაში დავწეროთ თამაშები, რომლებიც პატარას დაეხმარება მახსოვრობისა, ყურადღებისა და აზროვნების განვითარებაში.

1. ,, რა გაქრა?,, დადეთ მაგიდაზე რამოდენიმე საგანი. მაგ: ფანქარი, საშლელი, ვაშლი, სახაზავი... . სთხოვეთ პატარას დააკვირდეს, მერე შეტრიალდეს, თქვენ იღებთ 1 საგანს და ბავშვმა უნდა გამოიცნოს რა გაქრა.

2. ,,რა შეიცვალა?,, დავაწყოთ საგნები, დაიმახსოვროს თანმიმდევრობა, შეტრიალდეს, გადავანაცვლოთ. გამოიცნოს რა გადაადგილდა.

3. ,,მხატვარი,, ვაჩვენოთ რომელიმე საგანი. შეტრიალდეს და დაახასიათოს. მაგ: ვაშლი წითელია, მრგვალია,გემრიელია...

4. ჩაყარეთ პარკში რამოდენიმე საგანი(მაგ: ბოსტნეული და ხილი) , თვალახვეულმა ამოიღოს და გამოიცნოს რა აქვს ხელში.

5. აუხვიეთ თვალი და გამოიცნოს რის ხმაა. დაკუჭეთ ან დახიეთ ფურცელი, გადაშალეთ წიგნი, დააგდეთ ბურთი ან კოვზი იატაკზე...

6. დადეთ თეფშზე ხილის და ბოსტნეულის პატარა ნაწრები, თვალდახუჭულმა გამოიცნოს რა ჭამა.

7. ავიღოთ ბურთი, დავასახელოთ სიტყვები: ატამი, ლობიო, მაგიდა ტორტი, სკამი... ყოველი სიტყვის დასახელებისას ვესროლოთ ბურთი, თუ დასახელებული საგანი იჭმევა, ბურთი უნდა დაიჭიროს.

თუ დაგაინტერესებთ კიდევ დავწერ. smile.gif
* * *
მშობელთა კლუბში გავხსენი თემა და აქ საიდან მოხვდა? მოდერს ვთხოვ გადაიტანოს.
bell
богиня


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5955
წევრი No.: 46332
რეგისტრ.: 10-November 07

გამოგზავნილია: 1 Apr 2008, 22:49  #9050986      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
აუ კიდე დაწერე რაა, უკვე ძალიან მაინტერესებსsmile.gif


--------------------
http://www.power.ge/ka/
შეუძლებელი არაფერია...
მოხევე
George Moxeve


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1266
წევრი No.: 49393
რეგისტრ.: 17-December 07

გამოგზავნილია: 1 Apr 2008, 22:56  #9051101      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
kapuje

მაგეებს ბავშვი კი არა მე ვერ გავაკეთებ biggrin.gif


--------------------
Signature Goes Here ...
BABACA
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 667
წევრი No.: 35564
რეგისტრ.: 28-May 07

გამოგზავნილია: 2 Apr 2008, 00:41  #9052808      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
kapuje

დაწერე რაა კიდევ. მაგედან რამდენიმეს ვათამაშებ ხოლმე უფროსს. მაგ თამაშებით აღმოვაჩინე რომ არაჩვეულებრივი მხედველობითი მეხსიერება აქვს, მაგრამ სმენითი მეხსიერება ცოტა მოუკოჭლებს. ლექსებს და სიმღერებს სულ არეულად იმახსოვრებს ხოლმე ბაღში.

რაიმე წრე ხომ არ იცი სადაც არის ჯგუფურ-სოციალური თამაშები 5 წლის ბავშვის განვითარებისთვის.
Anata
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1302
წევრი No.: 33476
რეგისტრ.: 20-April 07

გამოგზავნილია: 2 Apr 2008, 11:07  #9055760      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
kapuje
ძალიან საინტერესოა! დიდი მადლობა!
თუ კიდე რამე იცი, დაწერე ფლიიიიიზ
cunculukebi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2156
წევრი No.: 31291
რეგისტრ.: 12-March 07

გამოგზავნილია: 2 Apr 2008, 16:16  #9059769      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
kapuje

ძაან საინტერესოა, კიდე შემოგვთავაზე რამე????
l_i_l_u
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 974
წევრი No.: 50582
რეგისტრ.: 3-January 08

გამოგზავნილია: 2 Apr 2008, 16:39  #9060160      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეჰ, ნეტა როდის გახდება იმხელა, რომ ეგეთი თამაშებით გავართო smile.gif
ჯერ მარტო ჩხრიალა და ფერად საგნებზე აქვს რეაქცია smile.gif)


--------------------
Can't you see, life's easy If you consider things from another point of view
cunculukebi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2156
წევრი No.: 31291
რეგისტრ.: 12-March 07

გამოგზავნილია: 2 Apr 2008, 16:58  #9060439      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
l_i_l_u
QUOTE
ეჰ, ნეტა როდის გახდება იმხელა, რომ ეგეთი თამაშებით გავართო
ჯერ მარტო ჩხრიალა და ფერად საგნებზე აქვს რეაქცია )




დრო ისე მალე გადის, მაგის დროც მალე მოვა
kapuje
Bzzzzzzzzzzz


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2577
წევრი No.: 48117
რეგისტრ.: 29-November 07

გამოგზავნილია: 2 Apr 2008, 17:00  #9060484      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
8. დავასახელოთ სხეულის რომელიმე ნაწილი: ხელი ფეხი, ცხვირი, პირი. ბავშვთან ერთად ჩვენც მივიტანით თითი წარმოთქმულ ორგანოსთან, როდესაც პატარა ცოტათი გავარჯიშდება, ჩვენ ცრუ მოძრაობები გავაკეთოთ, ბავშვს ავუხსნათ, რომ თვითონ სწორად გააკეთოს.


9. ,,აკრძალული მოძრაობა,, ბავშვს ვაჩვენოთ სხვადასხვა მოზრაობა ხელებით, ფეხებით , თავით... ერთი მოზრაობა, მაგ: ხელის აწევა აკრძალულია, თუ ბავშვი იმეორებს აკრძალულ მოძრაობას, ვარდება თამაშიდან.

10. ,,დაიმახსოვრე და გაიმეორე,, დავუსახელოთ რამდენიმე რიცხვი ან საგანი და მოსმენილი სიტყვები გაიმეოროს თანმიმდევრობით. მაგ: 1, 5, 9, 12 ან ჭიქა, კოვზი, ფეხსაცმელი . სიტყვათა რაოდენობას თანდათანობით ვზრდით.

11. ვთხოვოთ გაიმეოროს ცხოველთა მოძრაობები და ხმა. smile.gif როგორ დადის და რას ამბობს ძაღლი?

12.,,მოქმედებათა თანმიმდევრობა,, დაუსახეთ პატარას მოქმედებები, რომლებიც თანმიმდევრულად უნდა გააკეთოს. მაგ: ..მიდი კარადასთან, აიღე წიგნი, დადე მაგიდაზე და გადაშალე,, დაიწყეთ მარტივიდან და გაართულეთ.

13. ,, ფრინავს თუ არა,, თუ დასახელებული საგანი ფრინავს, ხელით გააკეთოს მოძრაობა, თითქოს მიფრინავს. დანარჩენ სიტყვებზე ხელი დაუშვას. მაგ: თვითმფრინავი, ყვავი, ქუდი, კოვზი, თოჯინა, ბეღურა...

14.,,ვის რა უYვარს, დაასახელეთ მცენარე, ადამიანი ან რომელიმე ცხოველი და სთხოვეთ გიპასუხოთ, რა უყვართ მათ.

15. ,,ერთი სიტყვით,, დაუსახელეთ საგნები, და სთხოვეთ დაასახელოს რა ჰქვიათ მათ ერთAდ. მაგ: ქუდი, წინდა შარვალი, კაბა _ტანსაცმელია, ვაშლი, ფორთოხალი, ბანანი_ხილია,... ბოსტნეული... ტრანსპირტი... გარეული და შინაური ცხოველები...ფრინველები, ჭურჭელი...

16. ,,იპოვე ზედმეტი სიტყვა ან საგანი,, დაუსახელეთ ან დაუწყვეთ საგნები მაგ: ვაშლი, ატამი, ჭიქა,მსხალი. დასვით კითხვა: რა არის ზედმეტი? თეფში, კოვზი, ვაშლი, ჩანგალი...

17.,,აღწერა,, დაახასიათოს როგორი შეიზლება იყოს: ადამიანი, ხე, ბუჩქი, მანქანა, რომელიმე ცხოველი...

18.,, ანტონიმები,, დაასახელეთ : დიდი, მაღალი , ძველი... უნდა გიპასუხოთ: პატარა, დაბალი, ახალი...

19. დაასახელეთ სიტყვის პირველი მარცვალი და გააგრძელოს სიტყვა. მაგ დო-დოლი, სკა-სკამი, ტე-ტელევიზორი, ტელეფონი...

20.ნივთების ან სულიერი არსებების შედარება. მაგ: რა აქვთ საერტო პეპელას და ბუზს? ორივე დაფრინავს, ორივეს აქვს თავი, ფეხები... რით განსხვავდებიან?


მოხევე
QUOTE
kapuje

მაგეებს ბავშვი კი არა მე ვერ გავაკეთებ 

lol.gif კიდევ სცადე
bell
Inessa
cunculukebi
ჩემს ბავშვებს ძალიან მოსწონთ. მხიარული თამაშებია. smile.gif
QUOTE
ლექსებს და სიმღერებს სულ არეულად იმახსოვრებს ხოლმე ბაღში.

BABACA
არა უშავს, ჩემიც მასე იყო, წელს შევიდა სკოლაში და მშვენივრად ითვისებს ახლა ყველა საგანს. smile.gif საქართველოში არ ვარ და არაფერი ვიცი წრეების შესახებ.

წარმატებები თქვენს ბაიებს 2kiss.gif
cunculukebi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2156
წევრი No.: 31291
რეგისტრ.: 12-March 07

გამოგზავნილია: 2 Apr 2008, 17:10  #9060624      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
kapuje

ძაან საინტერესოა, 2kiss.gif 2kiss.gif


კაია ნელ-ნელა რომ ვკითხულობ ასე მგონია ჩემ ბაოსაც ესმის,
kato_Bato
UGLY


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4717
წევრი No.: 41517
რეგისტრ.: 10-September 07

გამოგზავნილია: 2 Apr 2008, 17:23  #9060792      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
უი რა კარგია!

იქნებ თამაშების და ხალისიანი მულტფილმ- გაკვეთილების კომპიუტერული ვერსიებიც გქონდეთ?


--------------------
პარადოქსი
fashion
NNN


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1734
წევრი No.: 45092
რეგისტრ.: 28-October 07

გამოგზავნილია: 2 Apr 2008, 18:04  #9061405      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ყველაზე მაგარი თამაშია ხეზე ჩიტი biggrin.gif tongue.gif


--------------------
mbvn bchg[SIZE=7][SIZE=7][COLOR=purple][/COLOR]
SuperGirl
SOBER


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1745
წევრი No.: 48033
რეგისტრ.: 28-November 07

გამოგზავნილია: 2 Apr 2008, 18:30  #9061802      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
21. ბავშვებს შეჩვეული ზღაპრებით თავს ნუ მოაბეზრებთ და გააკეთეთ თქვენი ვერსიები, ეს ბავშვს არაორდინალურ დაარასწორხაზოვან აზროვნებას ასწავლის.

მაგალითად: როცა ბავშვს ყელში აქვს ამოსული წითელქუდა და იცის რომ მგელი დააღებს პირს და გადაყლაპავს ბებიას,
ამის ნაცვლად შეგიძლიათ უთხრათ რომ მგელმა დააღო პირი და დაიწყო ტირილი :-)
მილიონი რაღაცის შეცვლა შეიძლება, ხომ ხვდებით რაც ვგულისხმობ , გადაიყვანეთ არაორდინალურობაში, ბავშვებს ამის საშუალებით აზროვნების დიაპაზონი უფართოვდებათ

და

რაც მთავარია ბავშვებს ეს ძალიან მოსწონთ

This post has been edited by SuperGirl on 2 Apr 2008, 18:31
kapuje
Bzzzzzzzzzzz


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2577
წევრი No.: 48117
რეგისტრ.: 29-November 07

გამოგზავნილია: 2 Apr 2008, 18:41  #9061943      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
fashion
QUOTE
ყველაზე მაგარი თამაშია ხეზე ჩიტი 

როგორი თამაშია? smile.gif
fashion
NNN


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1734
წევრი No.: 45092
რეგისტრ.: 28-October 07

გამოგზავნილია: 2 Apr 2008, 23:14  #9065666      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
kapuje
როგორ და გამოგეკიდებიან და ხეს უნდა შეახტე lol.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0313 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]