forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (40) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> აცრები, იმუნიზაცია და ვაქცინაცია
garfield1
სანდროს და ანას დედიკო


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21592
წევრი No.: 155183
რეგისტრ.: 15-October 12

გამოგზავნილია: 9 May 2014, 22:04  #40877358      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რადგან წინა თემა 100 გვერდს გადაცდა, თავს უფლებას მივცემ და გავხსნი ახალ თემას.

აქვე დავაკოპირებ პოსტს რომელიც დიდი ხანია შენახული მაქვს, ამ პოსტში დეტალურადაა ახსნილი განსხვავება ფასიან და უფასო აცრებს შორის

განსხვავება ფასიან და უფასო ვაქცინებს შორის ,,საუკუნის პრობლემად" იქცა სამწუხაროდ.
ეს გარკვეულწილად ექიმების ბრალიცაა და ჯანდაცვის სამინისტროსიც..
ვეცდები ყველასთვის გასაგებად აღვწერო რა განსხვავებაა ამ ვაქცინებს შორის:

1. უფასოში არსებული ყივანახველას კომპონენტი არის უჯრედული (wP), რომელიც იძლევა გვერდით რეაქციებს (მაღალი ტემპერატურა, ტკივილი, ე.წ. ,,ტირილის სინდრომი"- ბავშვი შეუჩერებლად ტირის, გაღიზიანებულია. ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია კრუნჩხვაც კი გამოიწვიოს);
ფასიან ვაქცინაში ყივანახველას კომპონენტი არაუჯრედულია (აცელულარული - aP), რომლის დროსაც მინიმუმამდეა დაყვანილი გვერდითი რეაქციები. შეიძლება ტემპერატურა აღინიშნოს, მაგრამ როგორც წესი 38 გრადუსს არ აღემატება.

2. უფასო ვაქცინაში არ შედის პოლიომიელიტის კომპონენტი (ცალკე აწვეთებენ ცოცხალ ვაქცინას, რომლის დროსაც მცირე პროცენტით მაინც არის ვაქცინაასოცირებული პოლიომიელიტის განვითარების შესაძლებლობა, ასევე თუ ბავშვმა ამოაქაფა ან სრულად არ ჩაყლაპა მთლიანი დოზა ვაქცინაცია სრულყოფილად ვერ ჩაითვლება);
უფასოში კი შედის პოლიომიელიტის ინაქტივირებული კომპონენტი, რომლის დროსაც აბსოლუტურად გამორიცხულია ვაქცინაასოცირებული პოლიომიელიტის განვითარების შესაძლებლობა, ასევე გამორიცხულია, რომ ბავშვმა ვერ მიიღოს სრული დოზა.

3.უფასო ვაქცინის შემადგენლობის ინგლისური აბრივიატურაა - DTwP,HIB, HEPB, ხოლო ფასიანის - DTaPHIB, HEPB, IPV
აბა ეცადეთ და ნახეთ რომელიმე ევროპული ან ამერიკული ქვეყნების აცრების კალენდარში თუ ნახავთ wP - კომპონენტს ანუ ყივანახველას უჯრედულ კომპონენტს.
ყველა მათგანში ნახავთ aP-ს ანუ არაუჯრედულ კომპონენტს.

4. განსხვავებაა მწარმოებლების ფასშიც: ,,უფასო" ვაქცინის თვითღირებულება დაახლოებით 10-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ,,ფასიანი" ვაქცინების.
ეს განპირობებულია იმით, რომ ,,ფასიანი" ვაქცინების ტექნოლოგიური დამუშავება (ანტიგენებისგან დასუფთავება) გაცილებით ძვირი ჯდება.

5. ასევე ვერცერთ ევროპულ კალენდარში ვერ ნახავთ პოლიომიელიტის ცოცხალ ვაქცინას (OPV), ყველა მათგანში არის ინაქტივირებული ვაქცინა ანუ - IPV

აქედან გამომდინარე, თქვენ თვითონ განსაზღვრეთ რა განსხვავებაა ამ ორი ტიპის ვაქცინებს შორის..
მაგრამ აუცილებლად გაითვალისწინეთ მთავარი: ყველა ამ ვაქცინას (უფასოსაც და ფასიანსაც) აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია, ანუ მიუხედავად გვერდითი რეაქციებისა, ,,უფასო" ვაქცინები იძლევა მყარ იმუნიტეტს და გამოიყენება ბევრ ქვეყანაში (ძირითადად აზიის, აფრიკის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში).
და რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანია რომ თქვენი პატარა იყოს აცრილი და თუ რომელი ვაქცინით აცრით ეს თქვენი გადასაწყვეტია.. არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ პატარა აცრების გარეშე.
ვუსურვებ თქვენს პატარებს ჯანმრთელობას

ამ პოსტის ლინკიც აქვე
აცრები

და ასევე ზოგადი ინფორმაცია იმუნიზაცია-ვაქცინაციის შესახებ
http://medportal.ge/masalebi/profilaqtika/imunizacia.htm

This post has been edited by garfield1 on 9 May 2014, 22:05

მიმაგრებული სურათი
immunization.jpg
SPC
პლატერო და მე


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12076
წევრი No.: 7802
რეგისტრ.: 14-December 04

გამოგზავნილია: 9 May 2014, 22:11  #40877442      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
garfield1
აქეთ გადმოვალ კითხვებით , ანუ სამშობიაროში თუ არ გაუკეთდა მაშIნ 18- თვეზეც კეთდება?


--------------------

ჩვენ ყველაფერს გადავიტანთ
ჩვენ ხომ გასკონელი გვარდიელები ვართ!..

-----------------------
"Every man is born as many men and dies as a single one"
Martin Heidegger
garfield1
სანდროს და ანას დედიკო


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21592
წევრი No.: 155183
რეგისტრ.: 15-October 12

გამოგზავნილია: 9 May 2014, 22:12  #40877457      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SPC
არა, ცხრილი ვნახე და როგორც მივხვდი თუ სამშობიაროში გაუკეთდა მერე კეთდება ორჯერ, ანუ 2 თვეზე და 3 თვეზე
თუ სამშობიაროში არ გაუკეთდა მაშინ 2.3.4 თვეზე და 18 თვეზე აღარ

მიმაგრებული სურათი
table.jpg
Dido
S~Anu-banu


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9213
წევრი No.: 4031
რეგისტრ.: 6-January 04

გამოგზავნილია: 9 May 2014, 22:17  #40877509      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SPC
მე როგორც ვიცი ინფანრიქს ჰექსაში შედის ბ ჰეპატიტი და მისი გამოცალკევება არ შეიძლება ანუ 18 თვეზეც აიცრებიან ბ ჰეპატიტზე. შეიძლება ვცდები. ხოდა ინფანრიქს ჰექსათი თუ აცერი უეჭველი შევიდოდა ბ ჰეპატიტიც.

This post has been edited by Dido on 9 May 2014, 22:17
SPC
პლატერო და მე


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12076
წევრი No.: 7802
რეგისტრ.: 14-December 04

გამოგზავნილია: 9 May 2014, 22:17  #40877510      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
garfield1
აი მესამე აცრის დროსაა ანუ განსხვავება მხოლოდ....ხოდა არ უკითხავთ მესამეზე და უმაგისო ხომ არ გააკეთეს ნეტავ საიდან უნდა გავიგო ეხლა ეს.

Dido
ა აი ეს არ ვიცოდი, საინტერესოა ისე

This post has been edited by SPC on 9 May 2014, 22:19
garfield1
სანდროს და ანას დედიკო


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21592
წევრი No.: 155183
რეგისტრ.: 15-October 12

გამოგზავნილია: 9 May 2014, 22:20  #40877554      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SPC
ფორმა 100 არ გქონდა თან ? იქ ხო წერია ყველაფერი
Dido
თიკო შენ გეცოდინება, 18 თვეზეც იგივე ინფანრიქსია ?
თუ იგივეა, მაშინ გამოდის რომ 4-ჯერ იცრება ბავშვი ჰეპატიტზე

This post has been edited by garfield1 on 9 May 2014, 22:20
kudracha
ბროწეულის ოყნა


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8412
წევრი No.: 5280
რეგისტრ.: 28-May 04

გამოგზავნილია: 9 May 2014, 22:22  #40877584      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
SPC
პოლიკლინიკაში თუ გაუკეთე,ჩანაწერი იქნება ისტორიაში
Dido
S~Anu-banu


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9213
წევრი No.: 4031
რეგისტრ.: 6-January 04

გამოგზავნილია: 9 May 2014, 22:24  #40877631      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
garfield1
მე როგორც ვიცი იგივე ინფანრიქსია 18 თვეზეც მაგრამ ზუსტად არ ვიცი.
QUOTE
თუ იგივეა, მაშინ გამოდის რომ 4-ჯერ იცრება ბავშვი ჰეპატიტზე

ხო თუ სამშობიაროში გაუკეთდა მასე გამოდის. არ ვიცი, აი დავტაგავ ამ თემაშიც IRMALA -ს და გაგვარკვევს კარგად smile.gif
lika_law
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2007
წევრი No.: 182194
რეგისტრ.: 23-February 14

გამოგზავნილია: 9 May 2014, 22:25  #40877635      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Yივანახველა და ჩუტყვავილა არ შედისაცრებში?


--------------------
when i'm good - i'm very good
when i'm bad - i'm better :D
garfield1
სანდროს და ანას დედიკო


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21592
წევრი No.: 155183
რეგისტრ.: 15-October 12

გამოგზავნილია: 9 May 2014, 22:28  #40877672      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Dido
რატო კაცო, სამშობიაროში თუ გაუკეთდა ხუთჯერ გამოდის და თუ არ გაუკეთდა ოთხჯერ, არა ?

ნახე რა ვიპოვე

ბავშვი ავცერი ფასიანი ვაქცინით, სამჯერ, 3 თვეზე 4თვეზე და 5თვეზე, 5თვეზე აწერია რო აიცრა პენტაქსიმით. დამიბარეს წელზე და იმის შემდგომ უკვე 18 თვეზე. მაინტერესებს ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ, 18 თვეზე კიდევ უწევს თუ არა ბავშვს ბ ჰეპატიტზე აცრა? სამშობიაროშიც ავცერი და 18 თვეზე კიდევ იცრება??? იმუნიტეტი როდის ჩამოუყალიბდება?? დიდი მადლობა წინასწარ

-ბე ჰეპატიტის ვაქცინაცია მოიცავს 3 რევაქცინაციას. მეორე რევაქცინაცია კეთდება პირველიდან ერთ თვის შემდეგ, მესამე - მეორედან რამდენიმე თვეში, მყარი იმუნიტეტი ყალიბდება 3-ჯერადი რევაქცინაციის ჩამთავრების შემდეგ და ნარჩუნდება 8-10 წლის განმავლობაში, ნაწილობრივი იმუნიტეტი - მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ანუ პენტაქსიმით ცრიან ვითომ ? ეგეც ფასიანია ?

lika_law
ყივანახველა კი და ჩუტყვავილა არ შედის გეგმიურში, ცალკე უნდა აცრა შენი სურვილით

This post has been edited by garfield1 on 9 May 2014, 22:31
Dido
S~Anu-banu


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9213
წევრი No.: 4031
რეგისტრ.: 6-January 04

გამოგზავნილია: 9 May 2014, 22:34  #40877767      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
garfield1
ხო ხო მართალი ხარ, 4ჯერ გამოდის, 3ჯერ თავიდან და მერე ბუსტერი 18 თვეზე. ახლა მახსენდება რომ ჯიპისიში ამცრელმა ექიმმა მითხრა რო მესამე აცრაზე თU გინდაო არ გავუკეთებო ბ ჰეპატიტს და მერეო სადღაც 10 თვის ასაკშI მოიყვანეო და მარტო ბ ჰეპატიტის გავუკეთებო და ეყოფაო ეგ მთლიანად ანუ ზედმეტის გაკეთება არ მოგიწევსო. მაგრამ უარი ვუთხარი. მოკლედ არ ვიცი, რაღაც სისულელეებს ვწერ მგონი და ჯობია პროფესიონალმა გაგვარკვიოს :დ
lika_law
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2007
წევრი No.: 182194
რეგისტრ.: 23-February 14

გამოგზავნილია: 9 May 2014, 22:35  #40877785      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
garfield1
Dა რა ვაქცინაა ჩუტყვავილის, როგორ უნდა ვიკიტხო და რა ასაკში იცრება?
garfield1
სანდროს და ანას დედიკო


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21592
წევრი No.: 155183
რეგისტრ.: 15-October 12

გამოგზავნილია: 9 May 2014, 22:35  #40877789      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Dido
biggrin.gif
ეხლა ვნახე, სანოფს ქონია პენტაქსიმიც და ჰექსაქსიმიც, ანუ პენტაქსიმში არ შედის B ჰეპატიტი და მაგას უკეთებენ ვითომ 18 თვეზე ?

lika_law
როგორც Dido-მ გაარკვია, სექტემბრამდე არ იქნება ეგ ვაქცინაო, როდის უნდა გაკეთდეს არ ვიცი, მე 1 წელზე რომ ავცრი, მერე ერთ თვეში თუ იქნება შემოტანილი ვაქცინა, მაგაზეც გავუკეთებ აუცილებლად

This post has been edited by garfield1 on 9 May 2014, 22:37
SPC
პლატერო და მე


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12076
წევრი No.: 7802
რეგისტრ.: 14-December 04

გამოგზავნილია: 9 May 2014, 22:36  #40877797      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამ პენტაქსიმში შეიძLება რამე სხვა ბაზარია?

უჰ დავიბენი რაღაც ბრინჯივით smile.gif
Dido
S~Anu-banu


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9213
წევრი No.: 4031
რეგისტრ.: 6-January 04

გამოგზავნილია: 9 May 2014, 22:37  #40877820      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
garfield1
არა მგონია, რადგან დიდი დროა გასული ბოლო აცრიდან წლამდე და ისევ უკეთდება ბ ჰეპატიტიანი ვაქცინა I believe smile.gif)
lika_law
1 წლიდან ზევით შგეიძლია აცრა ოღონდ წითელაწითUრას აცრის მერე 1 თვე უნდა იყოს გასული. ხო ვაქცინა დეფიციტშია და არ ვიცით როდის იქნება. იმედია სექტემბრიდან იქნება.

This post has been edited by Dido on 9 May 2014, 22:39
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (40) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.8373 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]