forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (40) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> აცრები, იმუნიზაცია და ვაქცინაცია
IRMALA
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 135
წევრი No.: 99102
რეგისტრ.: 5-September 09

გამოგზავნილია: 14 May 2014, 15:50  #40930150      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
graf-senjerman
QUOTE
აკი ზემოთ დავწერე რომ 7 წელია დაინტერესებული ვარ თქო ამ და მსგავსი საკითხებით. 7 წელია ფარმინდუსტრიაში ვმუშაობ საზგვარგარეთ და ცოტა მეტი მინახვს ვიდრე ფორუმის გურუები წერენ. არ ვტრაბახობ მაგრამ ერთ-ერთ უკრაინის ფარმ ქარხანაში ხარისხის კონტროლის შედეგებს მე ვაწერ ხელს და არაერთ მილიონ ამპულას გაუვლია ჩემს ხელში. ეს ისე ცნობისათვის.


და თქვენ რა იცით აქაურ ფორუმელებს რა უნახავთ ან სად მუშაობენ?
უკრაინის ქარხანაში ხარისხის კონტროლში მუშაობა ან რამდენ ამპულას გაუვლია თქვენს ხელში, ჩემთვის (და სხვა ბევრისთვის) მნიშვნელოვან ფაქტს არ წარმოადგენს. თქვენ ის მითხარით ხელს რასაც აწრთ იმის არ გჯერათ? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ თქვენი პოსტიდან გამომდინარე სკეპტიკურად უყურებთ ფარმაციას:
QUOTE
მსოფლიოში ნავთობბიზნესის შემდეგ მოდის ფარმინდუსტრია, მანქანათმშენებლობა და ა.შ. და დავფიქრდეთ მაინც რამეზე, ნუთუ ექიმებს და ფარმაცევტებს თქვენთვის მხოლოდ ჯანმრთელობა სურთ?



QUOTE
ჩემი უფლებები შვილების მიმართ და ზოგადად კარგად ვიცი, კამათს თქვენთან არ ვაპირებ.

ამაზე ნამდვილად არ მინდა კამათი..


QUOTE
ჩემს შვილებს პირველ რიგში ბავშვებთან უწევს ურთიერთობა და მათ შორის რომელია აცრილი ან არა, არასდროს ჩამიტარებია კვლევა. რა დამსახურებაქზეა საუბარი ვერ მიგიხვდი მაინც....

საუბარია ინფექციურ დაავადებებზე, რომლებიც ადვილად ვრცელდება ერთი ადამიანიდან მეორეზე სხვადასხვა გზით.. და რომ არა ის ფაქტი, რომ ბავშვების 90% მაინც აცრილი არ იყოს ამ ვირუსებზე, წარმოიდგინეთ რა სისწრაფით გავრცელდებოდა ეს ინფექციები.
ერთი შეკითხვა მაქვს, ისეთი ვერაგი დაავადება როგორიც ყვავილი იყო, როგორ დამარცხდა? ან პოლიომიელიტი?

QUOTE
ნუთუ კიდევ გაუგებარია ის რომ თანამედროვე მედიცინა მხოლოდ შედეგს კურნავს (ისიც ყოველთვის ვერა) და არა მიზეზს.

ეს დასკვნა საიდან გააკეთეთ? ვაქცინაცია სწორედ მიზეზთან ბრძოლაა და ამის თვალსაჩო მაგალითია დამარცხებული ინფექციები.

QUOTE
ე არავის არაფრს არ ურჩევ არამედ აღვნიშნავ ფაქტს და მოუწოდებ სიფრთხილისკენ.

რა ფაქტს აღნიშნავთ? სად არის თქვენს პოსტში თუნდაც ერთი ფაქტი? (თუ არ ჩავთვლით იმას რომ ფარმაცევტულ კომპანიაში მუშაობთ).

QUOTE
რამდენადაც მეტად შევეცდებით ამა თუ იმ პრობლემის საკუთარი ძალებით გადაჭრას

ამით რისი თქმა გინდათ? საკუთარი ძალებით როგორ უნდა გადავჭრათ ეს საკითხი? ბებოს დავამზადებინოთ ხალხური წესით ვაქცინები?
კორდელია
თვით დედოფალი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9857
წევრი No.: 25849
რეგისტრ.: 19-November 06

გამოგზავნილია: 14 May 2014, 18:36  #40931897      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არაგეგმიურ აცრებს ვინ უკეთებთ და რომლები გაგიკეთებიათ?



--------------------
loading...
SPC
პლატერო და მე


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12076
წევრი No.: 7802
რეგისტრ.: 14-December 04

გამოგზავნილია: 15 May 2014, 19:27  #40943618      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
IRMALA
7 დღის წინ გავუკეთე წითელა-წითურა'ყბაყურის საწინააღმდეგო აცრა. გუშინ და დღეს შევამჩნიე ხელებზე მუწუკები. ვფიქრობ სიცხის გამო ხომ არ აქვს, უკვე ძალიან დაცხა. ერთმანეთისგან სადღაც 1 -1.5 სმ-თი არის დაშორებული და არაა ლაქები, მხოლოდ მუწუკები. რამდენად შეიძლება ეს იყოს აცრასთან კავშირში ანუ წითელას მსუბუქი ფორმა? და თუ ამდაგვარი გამონაყარი შეიძლება იყოს აცრასთან კავშირში, მაშინ რამდენად ნორმაა ეს? რამე ჩარევას ხომ არ საჭიროებს? მადლობა


--------------------

ჩვენ ყველაფერს გადავიტანთ
ჩვენ ხომ გასკონელი გვარდიელები ვართ!..

-----------------------
"Every man is born as many men and dies as a single one"
Martin Heidegger
kudracha
ბროწეულის ოყნა


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8412
წევრი No.: 5280
რეგისტრ.: 28-May 04

გამოგზავნილია: 15 May 2014, 21:13  #40944607      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
SPC
20 დან ერთ ბავშვს შეიძლება აცრის მერე მსუბუქი ფორმით დააყაროს წითელას მსგავსადო, აცრიდან 6-10 დღეში

This post has been edited by kudracha on 15 May 2014, 21:14
lola_keta
ბოდიალა


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5226
წევრი No.: 41169
რეგისტრ.: 4-September 07

გამოგზავნილია: 16 May 2014, 00:25  #40947118      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
IRMALA
22ში ჩემი ბიჭი 2 თვის ხდება, გადავწყვიტე უფასო აცრა გავუკეთო (იმედია არ ვინანებ sad.gif ვნერვიულობ ფასიანს რომ არ ვუკეთებ მაგრამ ამ წუთას ფინანსები არ მიწყობს ხელს).

ეხლა რა ხდება პოლიკლინიკის ექიმმა 4ში ან 11ში ავცრათო, დაგვიანებული არ იქნებაო და 11ში თუ დამიბარა აცრაზე 2 თვის და თითქმის 3 კვირის იქნება და დაგვიანებული არ იქნება აცრა?


--------------------
ნატვრის თვალი მინდა 5 წუთით :( მე ჩემ ნისის ჩავეხუტებოდი :(

რაც უფრო მეტად ვეცნობი ადამიანებს მით უფრო მეტად მიყვარდება ძაღლები.

სიყვარული ეს არის სურვილი, ეს არის ტკბილი ტკივილი, რომელიც დაკმაყოფილებას ესწრაფვის და რა რომ მას მიაღწევს კვდება.
khatia88
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9972
წევრი No.: 92483
რეგისტრ.: 29-May 09

გამოგზავნილია: 16 May 2014, 01:57  #40948123      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
IRMALA
გამარჯობა, თქვენთან მაქვს რამდენიმე კითხვა.
2/3/6 თვეზე ავცერი ინფარექს ჰექსათი, შემდეგ 1 წელზე უფასო ვაქცინით და 18 თვეზე ისევ ინფარექსით.
ანუ როგორ წესი და რიგი იყო.
ახლა ივლისში ხდება 5 წლის და უწევს აცრა. ამჯერად უკვე უფასო, ინფარექსი აღარ ეკუთვნისო.
რამდენად მართალია რომ ზაფხულში აცრა არაა სასურველი? თუ ესეც სამედიცინო მითია?
ეს ბოლო 2 დღეა ძალიან შემაწუხა ინფორმაციამ, რომ მენინგტით ბევრი ბავშვი მოხვდა საავადმყოფოში, გაიზარდა დაავადადებულების რიცხვიო.
მინდა ავცრა ,,მენინგო A+С" ვაქცინით და დრო რამდენი ხანი უნდა იყოს გასული ამ ორ აცრას შორის?



--------------------
_ახლა, რამდენიმე სათხოვარი მაქვს თქვენთან, მაღალო ღმერთო, ნუ გამაწბილებთ! – დავეღრიჯე და მუხლებზე დავეცი.
_ მთხოვე, შე კაცო! – გამამხნევა ღმერთმა.
_ ხომ ხარ, ღმერთო, ღმერთი? – ვკითხე.
_ახლა ვარ ღმერთი, რომ გაგიჭირდა?
Solveig
ensom


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 58656
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 16 May 2014, 09:38  #40949107      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
graf-senjerman

თუ ასეთი მონსტრია ფარმინდუსტრია, თქვენ რაღატომ ემსახურებით მას smile.gif მუშაობთ იქ, რისიც არ გწამთ და რისი მოქმედებაც საზიანოდ მიგაჩნიათ და იღებთ მათგან ხელფასს, აქ კი სიამაყით აღნიშნავთ, რამხელა წონა გაქვთ იმ კომპანიაში და რა მნიშვნელობა აქვს თქვენს ხელმოწერას.


მე რომ იმ კომპანიის ადგილას ვიყო, მარტივად-დაგითხოვდით სამსახურიდან.

ხოლო რაც შეეხება თქცენს პასუხს, რომ თურმე, არასოდეს მიგიქცევიათ ყურადღება, ვინაა აცრილი თქვენი შვილების მეგობრებისან და ვინ-არა, არასწორი გაგებაა იმისა, რაც ირმალამ გითხრათ. იგულისხმება ის, რომ ამჟამად თქვენი შვილები ისეთ გარემოში არიან, სადაც ბავშვებიზ უმეტესობა იმუნურია აცრის გამო და ნაკლები შანსია, რომ რომელიმეც დაემართოს ინფექციური დაავადება და გახდეს მისი წყარო და გამავრცელებელი სხვა ბავშვებში, რომელსაც იმუნიტეტი არ გააჩნიათ ამ დაავადების მიმართ-თქვენი შვილების ჩათვლით.


საინტერესოა, რომელ მეცნიერს ელაპარაკეთ და ვინ განგიმტკიცათ აზრი, რომ ვაქცინაცია ყველანაირი ბოროტების სათავეა. კარგი, შევეშვათ გეგმიურ ვაქცინებს. ძაღლმა ან რომელიმე ასეთმა ცხოველმა რომ დაკბინოს ადამიანი, მაშინაც წინააღმდეგი ხართ ცოფის საწინააღმდეგო აცრის? ეგეც ხომ აცრაა...

და ბოლოს-რომ ამბობთ, გადასატანს ბავშვი მაინც გადაიტანსო. ბ ჰეპატიტს, პოლიოს, ტეტანუსს, დიფტერიას უმჯობესი იქნება, თუ არ გადაიტანს. უფრო სწორად, შეიძლება, ვერ გადაიტანოს, ანდა სამუდამო კვალი დააჩნიოს ამ დაავადებასთან კონტაქტმა, რასაც ვაქცინა არასოდეს გამოიწვევდა და პირიქით-დაიცავდა მისგან.



--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი

"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")

Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!
marguerite
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 438
წევრი No.: 162424
რეგისტრ.: 25-February 13

გამოგზავნილია: 16 May 2014, 11:52  #40950196      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
IRMALA
http://formulary.ge/?area=nodes&node_id=732&lang=geo

ამ ვაქცინაზე რა შეგიძლიათ მითხრათ?


--------------------
Education
SPC
პლატერო და მე


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12076
წევრი No.: 7802
რეგისტრ.: 14-December 04

გამოგზავნილია: 16 May 2014, 12:20  #40950495      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
kudracha
QUOTE
20 დან ერთ ბავშვს შეიძლება აცრის მერე მსუბუქი ფორმით დააყაროს წითელას მსგავსადო, აცრიდან 6-10 დღეში

კი, ასეა, მაგრამ რამდენად შეიძლება მსგავსი გამონაყარი ეს იყოს არ ვიცი....იქნებ რომ ოფლიანდება მთელი დღე იმის ბრლია, საღამოთი კი ვბან მაგრამ მაინც....
დავაკვირდები კიდევ ეს დღეები
bubu1234
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2478
წევრი No.: 28692
რეგისტრ.: 20-January 07

გამოგზავნილია: 17 May 2014, 13:26  #40962674      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
IRMALA
13shi gavukete 1 acra,2tvis da 10dgisebi arian,fasiani. Rota virusze ar amicria,pediatrs araferi utqvams,Gushin Rom vkitxe aucileblad unda agecra rotazeo,exla ver acrio an I'm dgesve unda chaecvetebinato an erti tvis shemdego,da es ramdenad simartlea? Rodis avcra da rogor rotavirusze?

This post has been edited by bubu1234 on 17 May 2014, 13:28
lola_keta
ბოდიალა


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5226
წევრი No.: 41169
რეგისტრ.: 4-September 07

გამოგზავნილია: 19 May 2014, 09:05  #40982536      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (lola_keta @ 16 May 2014, 00:25 )
IRMALA
22ში ჩემი ბიჭი 2 თვის ხდება, გადავწყვიტე უფასო აცრა გავუკეთო.

ეხლა რა ხდება პოლიკლინიკის ექიმმა 4ში ან 11ში ავცრათო, დაგვიანებული არ იქნებაო და 11ში თუ დამიბარა აცრაზე 2 თვის და თითქმის 3 კვირის იქნება და დაგვიანებული არ იქნება აცრა?

blblbl
მითხარი რამე რა user.gif user.gif
garfield1
სანდროს და ანას დედიკო


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21592
წევრი No.: 155183
რეგისტრ.: 15-October 12

გამოგზავნილია: 19 May 2014, 09:37  #40982649      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
lola_keta
არა არ იქნება დაგვიანებული, მთავარია აცრებს შორის დაიცვა შუალედი და პირველ აცრას 3 კვირით კი არა, ზოგი 3 თვის დაგვიანებით უკეთებს
IRMALA
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 135
წევრი No.: 99102
რეგისტრ.: 5-September 09

გამოგზავნილია: 19 May 2014, 10:09  #40982782      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SPC
QUOTE
7 დღის წინ გავუკეთე წითელა-წითურა'ყბაყურის საწინააღმდეგო აცრა. გუშინ და დღეს შევამჩნიე ხელებზე მუწუკები. ვფიქრობ სიცხის გამო ხომ არ აქვს, უკვე ძალიან დაცხა. ერთმანეთისგან სადღაც 1 -1.5 სმ-თი არის დაშორებული და არაა ლაქები, მხოლოდ მუწუკები. რამდენად შეიძლება ეს იყოს აცრასთან კავშირში ანუ წითელას მსუბუქი ფორმა? და თუ ამდაგვარი გამონაყარი შეიძლება იყოს აცრასთან კავშირში, მაშინ რამდენად ნორმაა ეს? რამე ჩარევას ხომ არ საჭიროებს? მადლობა


ცოტა მოგვიანებით კი გპასუხობთ, მაგრამ მაინც მინდა დავწერო ყველასთვის:
წითელა/წითურა/ყბაყურას ვაქცინაციის შემდეგ დაახლოებით 5%-ში 7-12 დღის შემდეგ ვითარდება გამონაყარი, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ცხელება. ეს ჩვეულებრივი გვერდითი რეაქციაა და რაიმე დამატებით ჩარევას არ საჭიროებს. მხოლოდ თუ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება, გამოიყენეთ ჩვეულებრივი სიცხის დამწევი საშუალება, რომელსაც ხმარობთ.
* * *
lola_keta
QUOTE
22ში ჩემი ბიჭი 2 თვის ხდება, გადავწყვიტე უფასო აცრა გავუკეთო (იმედია არ ვინანებვნერვიულობ ფასიანს რომ არ ვუკეთებ მაგრამ ამ წუთას ფინანსები არ მიწყობს ხელს).

ეხლა რა ხდება პოლიკლინიკის ექიმმა 4ში ან 11ში ავცრათო, დაგვიანებული არ იქნებაო და 11ში თუ დამიბარა აცრაზე 2 თვის და თითქმის 3 კვირის იქნება და დაგვიანებული არ იქნება აცრა?


უფასო ვაქცინით აცრა თუ გადაწყვიტეთ პრობლემა არ არის, შეიძლება ტემპერატურული რეაქცია ქონდეს და გამოიყენეთ იბუპროფენის შემცველი რომელიმე მედიკამენტი. შეიძლება საერთოდ არ ქონდეს რექაცია, ძალიან ინდივიდუალურია..
რაც შეეხება აცრის გადაწევას, თუ აუცილებლობა არ არის, ჯობია დროულად (2 თვეზე) დაიწყოთ.
Mafanya
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5052
წევრი No.: 59966
რეგისტრ.: 2-May 08

გამოგზავნილია: 19 May 2014, 10:19  #40982850      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
IRMALA
გამარჯობა!
ვაპირებ 3 წლის ბავშვი, რომელსაც ყველა გეგმიური აცრა ჩატარებული აქვს, ავცრა ჩუტყვავილაზე. მაინტერესებს ვაქცინაციის შემდეგ დღეებში (როცა "იხდის" ჩუტყვავილას) მისგან ვინმეს გადაედოს? სახლშI მყავს 2,5 თვის ჩვილი. მაპატიეთ თუ სულელურ კითხვას ვსვამ, მაგრამ იმის შიში რომ პატარას "ბატონები" არ შეხვდრეს წლამდე პარანოიად მექცა
lola_keta
ბოდიალა


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5226
წევრი No.: 41169
რეგისტრ.: 4-September 07

გამოგზავნილია: 19 May 2014, 10:30  #40982909      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
IRMALA
მადლობა დიდი პასუხისთვის, პოლიკლინიკის ექიმმა 4ში ან 11ში ვიქნები მორიგე და მაშინ ავცრიო.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (40) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0247 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]