forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (77) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მშობიარობის მოგონებები, ☼ რჩევები და არამარტო ☼
kato_stropa
კატუშა


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10673
წევრი No.: 117434
რეგისტრ.: 21-June 10

  გამოგზავნილია: 27 May 2015, 02:39  #44712793      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წინა თემა გასცდა 100 გვერდს, აქეთ გადმოვბარგდეთ და გავაგრძელოთ smile.gif

აქ ვკითხულობთ ძველ მოგონებებს,ვაღვარღვარებთ ცრემლებს,ვგულშემატკივრობთ და ველოდებით ახალ-ახალ კეთილ მოგონებებს <3

ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას,ვდაობთ,ვკამათობთ,მაგრამ პატივს ვცემთ ერთმანეთის აზრს და გვიყვარს ერთმანეთი love.gif

ესეც ძველი თემები, მგონი ჯობია ყველა ერთად იყოს..

მშობიარობის მოგონებები
მშობიარობის მოგონებები
მშობიარობის მოგონებები smile.gif
მოგონებები მშობიარობაზე -- II
..მოგონებები მშობიარობაზე..
მშობიარობის მოგონებები

მშვიდობა ჩვენ და სამყაროს

user posted image

user posted image


--------------------
სამი წელიწადია სიცარიელეში ვარ ბატონო ვაჟა.

А я стихи тебе писала, А ты меня не замечал,Теперь гори в аду скотина, И даже рифмы тут не будет

პიგიტო
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 211
წევრი No.: 200377
რეგისტრ.: 31-March 15

გამოგზავნილია: 28 May 2015, 01:40  #44722348      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვინ იქნება შემდეგი.
რაღაც მოიკოჭლებენ და არ სცალიათ დასაწერად ეტყობა



--------------------
All I want is someone to believe.
mashusha
გურჯი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8339
წევრი No.: 137305
რეგისტრ.: 23-October 11

გამოგზავნილია: 28 May 2015, 23:06  #44730172      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გავრისკავ სანამ ჩემს ვულკანს ძინავს : ))

ცოტა შორიდან დავიწყებ.
დღემდე ვერ ვხსნი რატომ გავიკეთე ტესტი მენზომდე 1 კვირით ადრე და რატომ ვიყავი ასე დარწმუნებული რომ ორი ხაზი აინთებოდა, ალბათ ვგრძნობდი ქვეცნობიერად პაწიას არსებობას... ამას მოყვა ე.წ. ხეგე, რასაც იმავე დრეს მოყვა ექო და დაიწყო 9 თვიანი ექო, ანალიზი, დღეების თვლა, ეხლა თვალი აქვს, ეხლა თითები ცამოუყალიბდა, ეხლა ამდენი გრამია, ვაიმე რატომ არ მოძრაობს, ვაიმე რატომ მოძრაობს და ასეთ შფოთში მივუახლოვდი ეწ დუ დეიტს 15 მარტს.
15 მარტამდე ვერ დავიცდიდი, რადგან ბავშვი ტავით ზემოთ იყო და დავგეგმეთ საკეისრო 6 მარტს.5 მარტს ძილის წი მოვწესრიგი, მივიღე სხაპი ყველა თანმდევი პროცედურით და დავწექი. ვწევარ და ვუყურებ რაღაც სერიალს გამოძიებაზე (შიშისგან აღარც მახოსვ). უეცრად ვიგრძენი მწარე ტკივილი თიტქოს ბავშვმა ფეხი ჩამარტყა (თუმცა, მაინც სხვანაირი გრძნობა იყო) და 1-2 წამში დავიწყე წყლების დაღვრა. გული გამისკდა მოულოდნელობისგან. წმაოვხტი ფეხზე და ვყვირი, წყლებს ვღვრიიი : ))) მართლაც ვღვრი დიდი ნაპორით : ))) წყლები ვღვარე ისეთი რაოდენობით რომ არ მეყო არც პირსახოცები, არც არაფერი, არადა მეუბნებოდნენ მცირეწყლიანობა გაქვსო : ))) გამაქანეს სამშობიაროში. მივედი აკანკალებული, შეშინებული, ბავშვი აღარ მოძრაობდა და ვიფიქრე გაიგუდა ტქო. არადა, როგორ უნდა ემოძრავა წყალი აღარ ჰქონდა და იყო გაჭედილი. გამსინჯეს და დაურეკეს ამირანს, იმანაც მოამზადეთ მოვდივარო. მოვიდა..

ოპერაცია რომ დაიწყო ვერც ტკივილს ვგრძნობდი და საერთოდ ვერაფერს. მხოლოდ ხმა მესმოდა ხელების ტყაპუნის, თითქოს კანს ურტყავდნენ, ვიფიქრე, ჯერ ამზადებენ კანს და როცა მგრძნობელობა აღარ მექნება დაიწყება ტქო. სადრაც 3-4 წუთში სუსტი ტირილის ხმა გავიგე , რაც ნელა გაძლიერდა და უცებ მაჩვენეს ჩემი ქინძისთავი სველი თმებით, რომელიც ტვალებამდე ჰქონდა ჩამოშლილი და გაჩხიკინებული ხელ-ფეხით. რა ტქმა უდა ტიროდა. ეს ისეტი სიურპრიზი იყო გავოგნდი. მართლა არ მეგონა ოპერაცია და ~წყებული თუ იყო. მანამდე იქაურმა ექთანმა მიტხრა, მომეცი მობილური ბავშვის ამოყვანის სურატებს გადავიღებო და დღეს უნიკალური ფოტოების პატრონი ვარ. მოკლედ, ის სუსტი ხმა რომ გავიგე იქ დასრულდა 9 თვიანი შფოთი და დარდი, ისეთი ბედნიერი ვიყავი... ჩემი შვილის ხმა მესმოდა, ჩემი შვილიიიიიიიიიისსსს!!!!!!! ამ ხმის მერე აღარც ნახვა მაინტერსებდა და არც რამე მადარდებდა. მტავარია ის დაიბადა , მტავრია 9 თვე მშვიდობით ჩავატარე და როგორი იქნებოდა შავგვრემანი თუ თეთრი, მსუქანი თუ გამხდარი, მე მემსგავსებოდა თუ სხვას, სულ არ მედარდებოდა!!! არადა, რა ინტერესით ვათვალიერები ექოს სურათებს და როგორ მაინტერესებდა როგორი იქნებოდა. თურმე, რა სულერთი ყოფილა. გამოვაცხადე, ეხლა დავიძინებ ტქო, დაიძინე მერე შენ აღარ გვჭირდებიო მაშაყირებდნენ. მე კი სავსე ვიყავი სულით ხორცამდე და უბედნიერესი, მინდოდა ამ გიჟი 9 თვის მერე ასეთ ბედნიერს დამეძინა, გევრდზე გადავბრუნებულიყავი და დამეძინა. სხვა არაფერი მაინტერსებდა, მაგრამ, ნურას უკაცრავადgigi.gif , მეძგერა ექთანი, მომაჩეჩა მობილური, მიდი ქმარს მიულოცეო. დავურეკე ასე გაფატრულმა და მივულოცე ქალიშვილის დაბადება...

ამის მერე აიწყო დარდი ახალი ტალღა. როგორც კი ბავშვის ტირილის ხმა მინავლდა, იმ წუთასვე დავიწყე, რატომ გაჩუმდა, კარგადაა? რამე უჭირს? ეხლა უკვე ახლა ეტაპზე ვართ. ტირის და მეც მინდ მასტან ერტად ტირილი, ისე მეცოდება. ძინავს და მენატრება, ღვიძავს და დაღლილი ვფიქრობ როდის დაიძინებს ტქო : ))) და ისევ დარდი, რამეს ხომ არ ვაკლებ, რამე ხომ არ უჭირს... მოკლედ, დედა ვარ !

რა საოცარი წუთებია, ენით აუწერელი, უბედნიერესი.ყველა ქალს მინდა ვუსურვო ამ წუთების განცდა, განუმეორებელია <3

This post has been edited by mashusha on 28 May 2015, 23:42


--------------------
ცოლი შენი ვითარცა ვენახი მსხმოი კიდეთა სახლისა შენისათა. შვილნი შენნი ვითარცა ახალნერგნი ზეთისხილისანი, გარემოის ტაბლისა შენისა...

იმედითა შენითა...

გავაბითურეთ სამშობლო მართლაც სამოთხის სადარი, სხვა საქართველო კი არა, თვით საქართველო სად არის...
tin10nio
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2101
წევრი No.: 201112
რეგისტრ.: 16-April 15

გამოგზავნილია: 29 May 2015, 10:33  #44732871      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (mashusha @ 28 May 2015, 23:06 )
გავრისკავ სანამ ჩემს ვულკანს ძინავს : ))

ცოტა შორიდან დავიწყებ.
დღემდე ვერ ვხსნი რატომ გავიკეთე ტესტი მენზომდე 1 კვირით ადრე და რატომ ვიყავი ასე დარწმუნებული რომ ორი ხაზი აინთებოდა, ალბათ ვგრძნობდი ქვეცნობიერად პაწიას არსებობას... ამას მოყვა ე.წ. ხეგე, რასაც იმავე დრეს მოყვა ექო და დაიწყო 9 თვიანი ექო, ანალიზი, დღეების თვლა, ეხლა თვალი აქვს, ეხლა თითები ცამოუყალიბდა, ეხლა ამდენი გრამია, ვაიმე რატომ არ მოძრაობს, ვაიმე რატომ მოძრაობს და ასეთ შფოთში მივუახლოვდი ეწ დუ დეიტს 15 მარტს.
15 მარტამდე ვერ დავიცდიდი, რადგან ბავშვი ტავით ზემოთ იყო და დავგეგმეთ საკეისრო 6 მარტს.5 მარტს ძილის წი მოვწესრიგი, მივიღე სხაპი ყველა თანმდევი პროცედურით და დავწექი. ვწევარ და ვუყურებ რაღაც სერიალს გამოძიებაზე (შიშისგან აღარც მახოსვ). უეცრად ვიგრძენი მწარე ტკივილი თიტქოს ბავშვმა ფეხი ჩამარტყა (თუმცა, მაინც სხვანაირი გრძნობა იყო) და 1-2 წამში დავიწყე წყლების დაღვრა. გული გამისკდა მოულოდნელობისგან. წმაოვხტი ფეხზე და ვყვირი, წყლებს ვღვრიიი : ))) მართლაც ვღვრი დიდი ნაპორით : ))) წყლები ვღვარე ისეთი რაოდენობით რომ არ მეყო არც პირსახოცები, არც არაფერი, არადა მეუბნებოდნენ მცირეწყლიანობა გაქვსო : ))) გამაქანეს სამშობიაროში. მივედი აკანკალებული, შეშინებული, ბავშვი აღარ მოძრაობდა და ვიფიქრე გაიგუდა ტქო. არადა, როგორ უნდა ემოძრავა წყალი აღარ ჰქონდა და იყო გაჭედილი. გამსინჯეს და დაურეკეს ამირანს, იმანაც მოამზადეთ მოვდივარო. მოვიდა..

ოპერაცია რომ დაიწყო ვერც ტკივილს ვგრძნობდი და საერთოდ ვერაფერს. მხოლოდ ხმა მესმოდა ხელების ტყაპუნის, თითქოს კანს ურტყავდნენ, ვიფიქრე, ჯერ ამზადებენ კანს და როცა მგრძნობელობა აღარ მექნება დაიწყება ტქო. სადრაც 3-4 წუთში სუსტი ტირილის ხმა გავიგე , რაც ნელა გაძლიერდა და უცებ მაჩვენეს ჩემი ქინძისთავი სველი თმებით, რომელიც ტვალებამდე ჰქონდა ჩამოშლილი და გაჩხიკინებული ხელ-ფეხით. რა ტქმა უდა ტიროდა. ეს ისეტი სიურპრიზი იყო გავოგნდი. მართლა არ მეგონა ოპერაცია და ~წყებული თუ იყო. მანამდე იქაურმა ექთანმა მიტხრა, მომეცი მობილური ბავშვის ამოყვანის სურატებს გადავიღებო და დღეს უნიკალური ფოტოების პატრონი ვარ. მოკლედ, ის სუსტი ხმა რომ გავიგე იქ დასრულდა 9 თვიანი შფოთი და დარდი, ისეთი ბედნიერი ვიყავი... ჩემი შვილის ხმა მესმოდა, ჩემი შვილიიიიიიიიიისსსს!!!!!!! ამ ხმის მერე აღარც ნახვა მაინტერსებდა და არც რამე მადარდებდა. მტავარია ის დაიბადა , მტავრია 9 თვე მშვიდობით ჩავატარე და როგორი იქნებოდა შავგვრემანი თუ თეთრი, მსუქანი თუ გამხდარი, მე მემსგავსებოდა თუ სხვას, სულ არ მედარდებოდა!!! არადა, რა ინტერესით ვათვალიერები ექოს სურათებს და როგორ მაინტერესებდა როგორი იქნებოდა. თურმე, რა სულერთი ყოფილა. გამოვაცხადე, ეხლა დავიძინებ ტქო, დაიძინე მერე შენ აღარ გვჭირდებიო მაშაყირებდნენ. მე კი სავსე ვიყავი სულით ხორცამდე და უბედნიერესი, მინდოდა ამ გიჟი 9 თვის მერე ასეთ ბედნიერს დამეძინა, გევრდზე გადავბრუნებულიყავი და დამეძინა. სხვა არაფერი მაინტერსებდა, მაგრამ, ნურას უკაცრავადgigi.gif , მეძგერა ექთანი, მომაჩეჩა მობილური, მიდი ქმარს მიულოცეო. დავურეკე ასე გაფატრულმა და მივულოცე ქალიშვილის დაბადება...

ამის მერე აიწყო დარდი ახალი ტალღა. როგორც კი ბავშვის ტირილის ხმა მინავლდა, იმ წუთასვე დავიწყე, რატომ გაჩუმდა, კარგადაა? რამე უჭირს? ეხლა უკვე ახლა ეტაპზე ვართ. ტირის და მეც მინდ მასტან ერტად ტირილი, ისე მეცოდება. ძინავს და მენატრება, ღვიძავს და დაღლილი ვფიქრობ როდის დაიძინებს ტქო : ))) და ისევ დარდი, რამეს ხომ არ ვაკლებ, რამე ხომ არ უჭირს... მოკლედ, დედა ვარ !

რა საოცარი წუთებია, ენით აუწერელი, უბედნიერესი.ყველა ქალს მინდა ვუსურვო ამ წუთების განცდა, განუმეორებელია <3

მოკლედ, დედა ვარ ! +100000000 2kiss.gif
გაიხარეთ smile.gif


--------------------
მოვა დრო !
la nina
dope


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1727
წევრი No.: 17487
რეგისტრ.: 21-February 06

გამოგზავნილია: 29 May 2015, 10:50  #44732966      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
mashusha

გული ამიჩუყდა 2kiss.gif


--------------------
...Zombies eat brains. You’re safe... ;)




qetusiaa_qetuu
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1515
წევრი No.: 182182
რეგისტრ.: 23-February 14

გამოგზავნილია: 31 May 2015, 18:03  #44753326      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
mashusha
რა კარგად გაქვს აღწერილი ყველაფერი .. 2kiss.gif
marituna
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3300
წევრი No.: 133682
რეგისტრ.: 12-July 11

გამოგზავნილია: 1 Jun 2015, 21:20  #44764081      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მეც დავწერ ჩემსას smile.gif
ჩემს გოგოს 10 მაისს ველოდი. . რადგან 10 ში არ გაჩნდა 11 მივედი ჩაჩავაში, უკან გამომიშვეს მერე რა მოხდა ცოტას თუ დააგვიანებსო.
ორი დღე გავატარე ნერვიულობით, ვიღვიძებდი დილით და მუცელი, რომ არ მტკიოდა ვბრაზობდი smile.gif
ორშაბათს მივედი ექიმთან და ეხოზეც, ეხომ ბოლო ვადა 15 დაწერა. 15 პარასკევი იყო , ექიმმა თუ არ დაგეწყო მოდი პარასკევსო. .
გათენდა პარასკევიც, მე უკვე ისე ვარ რომ ტკივილი მენატრება .
მივედი ექიმთან, იმან უარესად შემაშინა და ექიმი ამაყვანინა smile.gif
ამ აყვანილმა ექიმმა გამსინჯა მაყვირა , მატკინა და გამომიშვა. არაფერი გეტყობა ჯერ მშობიარობის, მაგრამ თუ დაგეწყო მაშინვე დამირეკეო.
წამოვედი ვაი ვაგლახით smile.gif და აშკარად დამეწყო სუსტი ტკივილები.

იმ საღამოს ლონიანიც კი გამოვაცხე . .
და მშვიდად დავიძინე. . დილითაც მტკიოდა . . . ის მომენტი მქონდა ტკივილი რომ გსიამოვნებს. მთელი დღე მტკიოდა გასაძლებად. დილიდან ვითვლიდი ინტერვალებს. 5-10-20 წუთიანი ინტერვალები მქონდა. დავურეკე ექიმს, 5 წუთზე რომ ჩამოვა მაშინ წამოდიო. აღარ ჩამოდიოდა 5 წუთზე sad.gif ამასობაში დაღამდა, ბავშვს დავაძინებ და წავიდეთთქო ქმარს ვუთხარი, ბავშვიც ჭირვეულობდა, გაწელა დაძინების პროცესი. . უკვე ძლიერად მტკიოდა, სუნთქვით ვარჯიშებს ვაკეთებდი , თითქოს მშველოდა smile.gif


* * *
სამშობიაროში ღამის 12 ზე მივედი.
ჩშმი ექიმი ჯერ არ იყო მოსული, დარეკა გასინჯეთ და მალე მოვალო, გამსინჯა მორიგემ თუ ბრბია ქალმა . მიქცეული ყელიაო სწორება და ქაჩვა დაიწყო, sad.gif მხოლოდ 1 თითზე ხარ გახსნილიო. . ამან სულ დამამწუხრა, მთელი დღე მუცელი მთკიოდა და მხოლოდ 1 თითზე ვიყავი.
10 წუთში ექიმიც მოვიდა, დაიწყო მზადება გასინჯვისათვის, ვაიმე თქვენც უნდა გამსინჯოთთქოო, უკვე მეტირებოდა. .
გამსინჯა და 3 თითზე ხარო.
რავიცი, 10 წუთში გაიხსნა?!
მერე ბებიაქალი იცინოდა, რა ხელზე გაგსინჯეო.
დაახლოებით ორისკენ დამეწყო გაუსაძლისი ტკივილი. ინტერვალი აღარ რჩებოდა ტკივილებს შორის და დასვენებას ვეღარ ვასწრებდი. . ვყვიროდი, ვტიროდი. . ჭინთვებიც მეწყებოდა უკვე, საშინლად მქაჩავდა, თითქოს ყველაფერი გამომივარდებოდა ისეთი შეგრძნება მქონდა.
ექიმს ვეკითხები მალე გავაჩენ თქო? 1-2 საათშიო sad.gif
მეთქიი ვაიი მეეე!!
10 წუთში ვეუბნები მგონი ჭინთვები დამეწყო თქო , მოდი გნახოო. მნახა და კი დაიწყოო. .

რა გამიკეთეს მერე, 1-2 აქ გაიჭინთე და მერე გადაგიყვანთ ბლოკშიო, გავიჭინთე და აშკარად. ვიგრძენი ბავშვი, მათაც დაინახეს ალბათ თავი დს ჩქარა წავედითო. მე გაჭინთულ მდგომარეობაში დავრჩი (ეხლა მეცინება, მაგრამ ეს როგორ გამიკეთეს)
როგორ წამოვიდე თქოო. მიდი მიდი მალეო. სხვა გზა არ იყო ავდექი და გადამიყვანეს ბლოკში.
იქ მივხვდი, რომ თავის გაფრთხილების დრო არ იყო და ვცდილობდი ზუსტად შემესრულებინა ექიმის ინსტრუქცია.
ერთი სული მქონდა, მალე გადმომხტარიყო. . ისიც კი ვუთხარი ჩამჭერითთქო, მათაც დაავლეს მაკრატელს ხელი(დანახვაზე კი ამაკანკალა) და ჩამჭრეს smile.gif
მალევე გადმოხტა ჩემი გოგო smile.gif და ჩამახუტეს.
მერე დაიწყო კითხვები, ხომ კარგად არის, ვაიმე პლაცენტას რამე ხომ არ ჭირს? ხო დაბადებამდე, წყლებზე მანერვიულეს. . ბებიაქალმა ბევრიაო, ექიმმა ნორმაო, სიმართლე მაინც ვერ გავიგე. .
მერე კიდევ მაყვირეს, გაკერვის დროს.
რა ნემსით აყუჩებენ?ყველაფერს ვგრძნობდი.
ცოტას ის მამშვიდებდა,რომ ჩემი გოგო გულზე მყავდა.
ამასობაში პედიატრი მოვიდა, დახედა ბავშვს და ჯანმრთელიაო მითხრა, ამაზეც გავბრაზდი შეხედვით, როგორ მიხვდა თქო და ჩავეკითხე. . კი, კი ჯანმრთელია ძუძუ აჭამეო.
გადამიყვანეს ისევ წინასამშობიარო პალატაში და დამახტუნეს გულზე, ტიროდა, ექიმს დავუძახე ძუძუს ჩადებაში მომეხმარეთქო. დასწვდაა და მაშინვე მოლოღნა. მერე გადამიყვანეს პალატაში.
და მაშინ მივხვდი, რომ აღარ ვიყავი ის პატარა გოგო რომელმაც 5 წლის წინ პირველი შვილი გააჩინა. . ვიყავი უფრო მშვიდი , თითქოს დაბრძენებული და დადინჯებული დედა.

რამდენი ვიწუწუნე smile.gif
ყველას გისურვებთ იოლ მშობიარობას 2kiss.gif
ratom86
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3186
წევრი No.: 30573
რეგისტრ.: 26-February 07

გამოგზავნილია: 1 Jun 2015, 21:32  #44764173      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
marituna
აქ გილოცავ ჩემო კარგო, ვერ გავიგე როცა გააჩინე, ალბათ არ შემოვსულვარ იმ დღეს,
ოჰ ამ ჩაჭრის ამბებზე წინასწარ ნერვები მეშლება facepalm.gif
marituna
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3300
წევრი No.: 133682
რეგისტრ.: 12-July 11

გამოგზავნილია: 1 Jun 2015, 21:56  #44764377      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ratom86
მადლობა smile.gif
იქნებ არ დაგჭირდეს smile.gif
amoeka
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1073
წევრი No.: 141840
რეგისტრ.: 19-January 12

გამოგზავნილია: 1 Jun 2015, 22:36  #44764764      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
mashusha
მე დედა ვარ!!! ამით ყველაფერი თქვი, იხარე და იბედნიერე შენ ვულკანთან ერთად...
გული ამიჩუყდა ♥
* * *
marituna
მე კიდევ იმედი მაქვს მეორე უფრო იოლი მშობიარობა მელისთქო, კიდევ რომ ჩამჭრან გავაფრენ sad.gif


--------------------
ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული...
Nucarina
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 533
წევრი No.: 195664
რეგისტრ.: 25-December 14

გამოგზავნილია: 2 Jun 2015, 10:51  #44767847      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
mashusha
ძალიან ბევრი ვიტირე, გული ამიჩუყდა love.gif
ნეტავ როდის დავწერ მეც ამ თემაში...
mashusha
გურჯი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8339
წევრი No.: 137305
რეგისტრ.: 23-October 11

გამოგზავნილია: 2 Jun 2015, 22:48  #44773524      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
marituna


ამდენი სად გაწვალეს ?

Nucarina
amoeka
qetusiaa_qetuu
la nina
tin10nio


დიდი მადლობა გოგოებო <3
kato_stropa
კატუშა


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10673
წევრი No.: 117434
რეგისტრ.: 21-June 10

გამოგზავნილია: 14 Aug 2015, 22:26  #45417373      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აფ

აბა,ნუ ჟმოტავთ მოგონებებს bis.gif
Hypotenuse
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1160
წევრი No.: 150127
რეგისტრ.: 2-June 12

გამოგზავნილია: 14 Aug 2015, 22:36  #45417448      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ადრე მომავლებში კი დავწერე, მაგრამ აქაც დავაკოპირებ wink.gif
გათენდა როგორც იქნა ნანატრი 22 ივლისი, საერთოდ არ ვნერვიულობდი, არადა მეგონა სხვანაირად ვიგრძნობდი თავს smile.gif 10-ის 10 წუთზე უკვე ჰერაში ვიყავი, ცოტახანი ლოდინი მომიწია, მერე მე და ჩემი ქმარი შეგვიყვანეს, საბუთები შევავსეთ და დარჩენილი დეტალებიც გავიარეთ. დედაჩემს დასწრება უნდოდა, მე არ მინდოდა რომ ვინმე დამსწრებოდა, რატომღაც ვფიქრობდი, რომ მარტო თუ ვიქნებოდი, ასე უფრო ყოჩაღად ვიგრძნობდი თავს და მართალიც აღმოვჩნდი, დედაჩემს უარი უთხრეს-საკეისროზე დასწრება არაო და მაგრად გამიხარდა, მამას დავაწვენთ შემდეგ მკერდზე ბავშვსო. პალატა 2 ადგილიანი ავირჩიე, 1-იანი მითხრეს ძალიან პატარააო, თან მარტოც არ ვიქნებოდი, გამომლაპარაკებელი მაინც მეყოლებოდა. ამწონეს და ჩამაცვეს ერთჯერადი პერანგი და ასე გავტანტალდი დერეფანში, მერე შემიყვანეს ინტენსიურში, შემომახვიეს ელასტიური ბინტები, კათეტერი და გადასხმები დამიყენეს. რაღაც პერიოდის შემდეგ გადამიყვანეს საოპერაციოში, რაღაც უცნაური ხდებოდა ჩემს თავს, მაგრამ მაინც არ ვნერვიულობდი smile.gif შექება დავიმსახურე , რა ყოჩაღად ხარ და მშვიდადო smile.gif შემოვიდა ანესთეზიოლოგიც- ქ-ნი მარიკა და გამიკეთა ნემსი, მტკივნეული არ იყო, უბრალოდ არასასიამოვნო შეგრძნება იყო- ზურგში ოდნავი ჩხვლეტა, სასიამოვნო სითბო ვიგრძენი ფეხებში და მაშინვე დამაწვინეს მაგიდაზე, ნელ-ნელა ვკარგავდი მგრძნობელობას,ამაფარეს წინ და უკვე ვეღარაფერს ვხედავდი, შემოვიდა სოსიკო , ასე ეძახიან სოსო გელოვანს , ის მიკეთებდა ჯერ რაღაცეებს, მეორე ოთახიდან შემომესმა სოსოს ხმაც და რომ შემოვიდა, მოვიდა ჩემთან და უკვე ვიცი, რომ უნდა გამჭრას, აი აქ ცოტა ავნერვიულდი , მაგრამ ძალიან არა, შევხედე საათს 10:50 იყო, ზუსტად 10:55 წუთზე მესმის ჩემი ბარტყის ტირილი , სოსომ დამანახა წრიპა და მომილოცა, მეგონა ვიტირებდი, მაგრამ არ მიტირია, მერე გაიყვანეს ჩემი ბიჭი და მალევე შემომიყვანეს, მომიყვანეს სახესთან, ისეთი თბილი და გემრიელი იყო ჩემი მოცუცქნული... მალევე წაიყვანეს მამიკოსთან და იქ ნებივრობდა რამოდენიმე წუთი. 11:20 წუთზე მორჩენილი იყო ყველაფერი, სოსომ კიდევ ერთხელ მომილოცა და გადამიყვანეს ინტენსიურში. ნელ-ნელა დაიწყო მგრძნობელობამ დაბრუნება, საშვილოსნოს შეკუმშვას უფრო ვგრძნობდი, ვიდრე ჭრილობისას, 1-2 საათი ვითმინე, აუტანელი და საშინელი ტკივილი ნამდვილად არ იყო, მენსტრუაციის დროს იცის დაახლოებით ეგეთი ტკივილი და ნემსი მაინც გავაკეთებინე. დაახლოებით 4-5 საათში მთლიანად დამიბრუნდა მგრძნობელობა და გადამიყვანეს უკვე პალატაში. ყველაზე ცუდად მახსენდება ის ღამე, ჭრილობა და საშვილოსნო კი არ მტკიოდა (ნუ ოდნავ), აი გაუნძრევლად ზურგზე წოლამ გამაგიჟა, ერთი სული მქონდა რომ გათენებულიყო და ავმდგარიყავი. ის ღამე ბავშვი რა თქმა უნდა თვითონ ყავდათ, დილით 5 საათზე შემომიყვანეს ძუძუ ჩაუდეო, ძლივს გადმოვტრიალდი, მაგრამ ორივემ ვიწვალეთ და გავაყვანინე ისევ smile.gif გათენდა როგორც იქნა, მომხსნეს შარდის კათეტერი, მომაწესრიგეს, ჩამაცვეს და დაველოდე იმ ადამინს, ვისაც უნდა ავეყენებინე. როგორც იქნა გამოჩნდა ჩემი მშველელი, სულ ოდნავ გამიჭირდა, ჯერ წამოვჯექი და მერე წამოვდექი, ჭრილობა მეწვოდა, მაგრამ ძალიან არა. სასაუზმოდ გავედი და მერე მაშინვე ჩემს ბიჭთან გავიქეცი, წამოვიყვანე და იმის შემდეგ სულ მე მყავდა, მხოლოდ გამოსაცვლელად გამყავდა. დედა რომ ვიყავი მეორე დღეს გავიაზრე კარგად, ეძინა და ვუყურებდი, როგორი უსუსური და ჩემზე დამოკიდებული იყო და მაშინ ვიტირე, ეხლაც მაქვს ეგ მომენტი, არ ვიცი მშობიარობის შემდეგი დეპრესიაა თუ რამე სხვა, მაგრამ ხანდახან რომ ვუყურებ მეტირება, აი ეხლა მივხვდი ვისთვის ვარსებობ! smile.gif მეოთხე დღეს გამოგვწერეს, ორივეს ყველაფერი რიგზე გვქონდა, მეც ერთი სული მქონდა სახლში მოვსულიყავი.

ეხლა რაც შეეხება თვითონ ჰერას...

სოსოს პროფესიონალიზმით ვარ უზომოდ კმაყოფილი, ისეთი ნაკერი მაქვს, ძალიან უნდა დააკვირდე რომ შეაამჩნიო, წვრილი ხაზი, რომელიც მალე ალბათ გაუფერულდება და საერთოდ არ გამოჩნდება.
უხეში მე იქ არავინ შემხვედრია, ნუ არიან ძალიან თბილებიც, ოდნავ თბილებიც და ჩვეულებრივებიც, მაგრამ ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ქონდა იმ მომენტში.
ბავშვს ყოველ გამოცვლაზე ბანდნენ, რამოდენიმეჯერ დამატება არ მომცეს ბავშვისთვის ძუძუ მოაწოვეო, მე ვბუზღუნებდი, ენანებათთქო, მაგრამ ეხლა მივხვდი რომ მართლები იყვნენ, მალევე დაამუღამა ამანაც და ეხლა დამატების მიცემა არ მიწევს ჯერჯერობით smile.gif
მინუსებს რაც შეეხება- ძალიან მოუხერხებელი საწოლები აქვთ საკეისროებისთვის, ჩვეულებრივი საწოლები დგას და წამოდგომა არის საშინელება, დერეფანში სულ ხმაური იყო, არ ვიცი შეიძლება სხვაგანაც ასეა.
მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერის გათვალისწინებით მე კმაყოფილი ვარ და მეორე ბავშვს როცა გადავწყვეტ სხვა სამშობიაროზე არც ვიფიქრებ, ვიცი უკვე იქაური სიტუაცია და იმიტომ. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ნოდარ ზალდასტანიშვილმა, შემდეგი შეიძლება მასთან გავაჩინო

ეხლა ვისაც საკეისრო გიწევთ იმათ მოგცემთ რჩევებს
საშიში და სანერვიულო ნამდვილად არაფერი არ არის, მეორე დღეს აუცილებლად ადექით და რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ, ტკივილის მიუხედავად, დღეს 7-ე დღეა და ფაქტიურად აღარაფერი მაწუხებს, ერთადერთი სიცილი, დახველება და დაცემინება მიჭირს ცოტა biggrin.gif

მგონი არაფერი გამომრჩა, ყველას წარმატებას გისურვებთ, მშვიდობიან მშობიარობას და ბედნიერ დედობას :*
nino877
გ ა რ ე მ ო ვ ა ჭ რ ე


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9358
წევრი No.: 22387
რეგისტრ.: 11-August 06

გამოგზავნილია: 15 Aug 2015, 00:37  #45418558      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · aim
აუ რამდენმა გოგომ.გაავცინა და დაწერეთ რა თქვენი ისტორიებიც.
ყველა ტომი გადაკუთხული მაქვს biggrin.gif


--------------------
… Но звезды ради людей не падают.

ninois.blogspot.com

Даже рак не совсем плохой парень просто Он тоже хочет жить.

https://www.facebook.com/ninoi877
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (77) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0370 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]