forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (77) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მშობიარობის მოგონებები, ☼ რჩევები და არამარტო ☼
happy-go-lucky
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3321
წევრი No.: 147087
რეგისტრ.: 19-April 12

გამოგზავნილია: 15 Aug 2015, 11:57  #45420295      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
marituna
სად იმშობიარე?
LazyButterfly
Muggle-born


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 383
წევრი No.: 205678
რეგისტრ.: 28-July 15

გამოგზავნილია: 18 Aug 2015, 10:45  #45440354      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Hypotenuse

QUOTE (Hypotenuse @ 14 Aug 2015, 22:36 )
სოსოს პროფესიონალიზმით ვარ უზომოდ კმაყოფილი

ეს სოსო რა გვარია?

ჰერაში ვფიქრობ მშობიარობას და ინფორმაციას ვაგროვებ smile.gif)
ninikei13
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6143
წევრი No.: 142437
რეგისტრ.: 31-January 12

გამოგზავნილია: 18 Aug 2015, 11:52  #45440870      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
LazyButterfly
სოსო ღოღობერიძე
LazyButterfly
Muggle-born


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 383
წევრი No.: 205678
რეგისტრ.: 28-July 15

გამოგზავნილია: 19 Aug 2015, 10:04  #45448413      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ninikei13

მადლობა :*

რა კარგი თემაა, ძვლებს ვკითხულობ
მიუხედავად ზოგი გართულებისა, მაინც დადებითი ემოციებით ვივსები და ნელ-ნელა მშობიარობის შიშიც მიქრება ^^
ChioChioSan
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1050
წევრი No.: 27913
რეგისტრ.: 6-January 07

გამოგზავნილია: 19 Aug 2015, 20:47  #45453947      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძალიან კი დამიგვიანდა, მაგრამ საკმარისი დრო ვერ მოვიხელთე რომ კომპიუტერთან დავმჯდარიყავი.


ისეთი ცუდი მოგონებები მაქვს, გასახსენებაც არ მინდა, მაგრამ იქნებ ვინმეს გამოადგეს smile.gif

მოკლედ, 40 კვირის და 3 დღის თავზე, ჩემმა ვაჟბატონმა თავისით რომ არ ინება ამ აყვავებულ საქართველოში გამოსვლა, გადავწყვიტეთ ძალით გამოგვეყვანა.
30 -ში დავწექი დავით გაგუას კლინიკაში იმ გათვლით რომ მეორე დღის დილიდან უკვე უნდა დამწყებოდა მშობიარობა.
მშობიარობის დაჩქარება იმ დღეს ხდებოდა ხელით გასინჯვებით (პირველად გავიგე რო ეგრე ხდება).
მაგრამ ჩემი ურჩი ყელი მაინც არ გაიხსნა. არც არაფერი მტკიოდა.
მეორე დღეს,დილით 10 საათზე ბუშტი გამიხეთქეს და წყლები დამაღვრევინეს ( არ იყო მტკივნეული).
აი მაშინ კი დამეწყო ყრუ ტკივილები. და გადამიყვანეს ბლოკში.
ტკივილები რომ მომემატა, მოვითხოვე გაუტკივარება, მაგრამ მითხრეს ცოტა კიდე მოითმინე, კარგად უნდა აგტკივდესო rolleyes.gif
ნუ ბოლოს დიდი ხვეწნა-მუდარით გამიკეთეს.
3 საათი კარგად ვიყავი, ქმარი მეჯდა გვერდით ვლაპარაკობდით.
პერიოდულად მსინჯავდნენ და ყელი მაინც არ იხსნება.
გაუტკივარება ანელებს და ვეღარ დაგიმატებთო.
გავიდა ეს გაუტკივარებაც და დამეწყო აუტანელი ტკივილი.
გავიდა ერთი, ორი, სამი, ოთხი საათი. გამიკეთეს დამაჩქარებელი, რომელმაც ტკივილი უფრო მომიმატა.
გვერდითა ბლოკებიდან გოგოების კივილ-წივილი რო მესმოდა, ძაან ვითრგუნებოდი.
ზოგი 5 წუთში აჩენდა, ზოგიც ჩემსავით იწვა დაუსრულებლად და ერთ ხმაში ვკიოდით.
დერეფნიდან ექთნების ხმებიც მესმოდა, შვებულებას ვერ იყოფდნენ და ჩხუბობდნენ.
ვნატრობდი მაგათი პრობლემები მქონოდა იმ წამს მეც smile.gif
ჩემი ქმარი მედგრად იყო და მამშვიდებდა. გარეთ გულშემატკივრები გველოდებოდნენ.
მე კი ისევ ისე ვიწექი,.
მოკლედ მოვიდა საღამოს დაახლოებით 10ს ნახევარზე , ძლივს დამეწყო ჭინთვები. უკვე ნერვები და ძალა აღარ მქონდა,
ვიხვეწებოდი საკეისრო გამიკეთეთქო და დავით გაგუამ არაფრით არ გამიკეთა.
ბედნიერი ხარ რომ დედა ხდები და ასეთი ქმარი გყავს, არ მოგშორებია მთელი დღე, შენ კიდე ტირიხარო smile.gif

მოვიდა სანატრელი წუთები და შევუდექით ჭინთვებს. უკვე ტკივილი იმდენად აღარ მქონდა და ისე ერთი სული მქონდა ყველაფერი დამთავრებულიყო.
დავითი წინიდან მექაჩებოდა, ერთი ექიმი ბიჭი კი მუცელზე მაწვებოდა, მაგრამ მაინც არ გამოდიოდა ბავშვი. უკან შეყავდა რაღაცას. ჭიპლარი ქონდა შემოხვეული.
თან ყოველ წამს მუცელზე მადებდნენ იმ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე გამოგონებულ მოწყობილობას და გულისცემას ისმენდნენ ბავშვისას.
ამ დროს დავით მეუბნება, შენზე მუქი თმა აქვს ბავშვსო და ჩემ ქმარს ეპატიჟებოდა მოდი მოდი დაგანახოო.. რაზეც ქმარმა უარი განუცხადა smile.gif)

მოკლედ, ვერ გამოვდექი გაჭინთვაში. წყლების გარეშეც უკვე დიდ ხანს იყო ბავშვი.
და გამოაჩინეს მაკრატელი. რათქმაუნდა რეაქცია არ მქონდა. საერთოდ ვერ ვიგრძენი ჩაჭრა.
გაივსო ბლოკი ექთნებით. ყველა შემომძვრალი იყო.
მაგანაც არ უშველა და ბოლოს ვაკუუმის დახმარებით გამოაძვრინეს ჩემი ბუხუნხულა ბიჭი 3 კილო და 800 გრამი.

ვიცოდი რო ბავშვები ეგრევე ტირიან , მაგრამ გულზე რომ დამაწვინეს გაშეშებული იყო, არც ხმას იღებდა.
ეგრევე ეგ ვიკითხე რატომ არ ტირისთქო.
იმწამსვე ამაცალეს გულიდან და გააქანეს.
ამ დროს დამეწყო პანიკა.
ხომ ცოცხალია, რა ჭირს, ექთნები მამშვიდებნენ მაგრამ აშკარად ისინიც დაბნეულები იყვნენ, ქმარს ვეუბნებოდი წადი ნახე ესენი გვატყუებენთქო.
ასეთ გაურკვევლობაში ვიყავით 3-5 წუთი. მერე კი მომიყვანეს უკვე მტირალა. დამაწვინეს და ეგრევე ძუძუს ეტაკა ( და მას მერე არ აგდებს პირიდან)).

რათქმაუნდა იმ წამსვე გამიარა ყველა ტკივილმა და ერთადერთი რაც მადარდებდა, ეს პატარა მატლი ყოფილიყო კარგად.
დღეს ბიჭი კარგადაა, თავზეც არ აქვს პრობლემები და კარგადაც მოსუქდა.
თუმცა, მიუხედავად ამისა, მეორე ბავშვზე ალბათ ვეღარ გავრისკავ ფიზიოლოგიურს.


ყველას მშვიდობიან მშობიარობას გისურვებთ smile.gif

This post has been edited by ChioChioSan on 19 Aug 2015, 20:48
north
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 971
წევრი No.: 75673
რეგისტრ.: 22-November 08

გამოგზავნილია: 25 Aug 2015, 14:01  #45499778      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დაწერეთ რა, ვინც გააჩინეთ :** გვაინტერესებს smile.gif))
ninilion
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 517
წევრი No.: 164902
რეგისტრ.: 4-April 13

გამოგზავნილია: 26 Aug 2015, 13:14  #45507924      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ემბრიოში როგორი პირობებია ვინც იმშობიარეთ? პატარებს უვლიან თუ ვერა? საკეისროს წინ ან მერე ხელით სინჯავენ? ვინ იქ გააჩინეთ დაწერეთ.
Schneckchen
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1166
წევრი No.: 144830
რეგისტრ.: 19-March 12

გამოგზავნილია: 26 Aug 2015, 15:45  #45509183      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ninilion
ჰერა გადაიფიქრე?
ninilion
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 517
წევრი No.: 164902
რეგისტრ.: 4-April 13

გამოგზავნილია: 26 Aug 2015, 16:18  #45509465      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Schneckchen
გადავიფიქრესავით... ინფოებსს ვაგროვებ ეხლა რამდენიმე კლინიკაზე. გორშიც არის ერთი და რომ ვერ ჩამოვასწრო უცებ მივალ. ეგ ემბრიოც მაინტერესებს, ცუდი არ უნდა იყოს,მაგათაც ყველაფერი აქვთ მგონი....
* * *
Schneckchen
misislindgren- მა რომ იმშობიარა გორში და დაწერა მოგონებებში ეგ ვეღარ ვიპოვე და თუ გახსოვთ რომელ ნაწილში იყო ან ლინკი დამიდოთ?
kato_stropa
კატუშა


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10673
წევრი No.: 117434
რეგისტრ.: 21-June 10

გამოგზავნილია: 26 Aug 2015, 18:56  #45510894      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

ChioChioSan
QUOTE
ჩემ ქმარს ეპატიჟებოდა მოდი მოდი დაგანახოო.

lol.gif lol.gif საწყალი ქმრები,რა გადააქვთ ისე
გოგო,ეხლა როგორაა შენი ბიჭი? თავი ჩვეულებრივ ფორმაში ჩაუდგა ხო?
როგორ არ მინდა ჩემმაც დდ-ს გადააცილოს რა...

ninilion
ნინ,ესაა ბოლო თემა,მაგრამ missislindgren ის პოსტს ვერ მივაგენი...
ემბრიოში გააჩინა ჩვენმა ფორუმელმა 2 ბავშვი,ჩემი დაქალია. ზაზა ავალიანთან საკეისროთი.
რავიცი,კმაყოფილია
ანუ,არაფერი განსაკუთრებული,ჩვეულებრივი კარგი სამშობიაროაო,ამბობდა,უბრალოდ მან ნაცნობობის პრიორიტეტით აარჩია,ნათესავი მუშაობს მანდ


--------------------
სამი წელიწადია სიცარიელეში ვარ ბატონო ვაჟა.

А я стихи тебе писала, А ты меня не замечал,Теперь гори в аду скотина, И даже рифмы тут не будет

amoeka
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1073
წევრი No.: 141840
რეგისტრ.: 19-January 12

გამოგზავნილია: 26 Aug 2015, 21:40  #45511991      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე ვიმშობიარე ემბრიოში ორივეჯერ. ექიმი არ ამუყ ანია არ ერთხელ. ძალიან კმაყოფილი ვარ მედ პერსონალით, პრდიატრით, მომსახურებით, პალატებით,სისუფთავით და ა.შ....

ninilion
პმ ვეღარ მოგწერე უდროობის გამო სორი :*

ჩემმა ახლობელმა იმშობიარე დღეს, მესამე ბავშვი მანდ გააჩინა, ექიმი ყავდა აყვანილი.


--------------------
ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული...
ninilion
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 517
წევრი No.: 164902
რეგისტრ.: 4-April 13

გამოგზავნილია: 26 Aug 2015, 23:47  #45513159      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
amoeka
გაყავდათ ბავშვი? საკეისრომდე ხელით სინჯავენ? რა ტანსაცმელი წავიღო ბავშვებისთვის?
amoeka
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1073
წევრი No.: 141840
რეგისტრ.: 19-January 12

გამოგზავნილია: 27 Aug 2015, 13:54  #45516816      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე. ბავშვი არ გაყავდათ, სულ ჩემთან იყო. ისე ტყუპებზე ლუქსი აიღე გირჩევნია, დედა ან ქმარი დარჩება შენთან.
გააჩნია როდის ელიდები პატარებს?ninilion
makavel1
chemtanac mova gazafxuli


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6191
წევრი No.: 137274
რეგისტრ.: 22-October 11

გამოგზავნილია: 28 Aug 2015, 02:11  #45522637      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ninilion
2 ვე ბავშვი ემბრიოში გავაჩინე და ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფრით.


--------------------
In Life We Never Lose Friends,

We Only Learn

Who Our True Ones Are.........
katato555
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 52
წევრი No.: 191564
რეგისტრ.: 21-September 14

გამოგზავნილია: 3 Sep 2015, 11:50  #45576338      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
პირველი წარუმატებელი ორსულობის მერე 7 თვე იყო გასული, მე ნამკურნალევი ვიყავი და უკვე ექიმისგანაც დაბრო მქონდა თუ გინდა იფიქრე დაორსულებაო და ფოლიუმსაც ვსვავდი, მაგრამ მაინც დაორსულებასჯერ თითქოს არ ვაპირებდი, ვერ გადამეწყვიტა, ხან მინდოდა ხან არა... თავსაც არ ვიცავდი და სექტემბრის დასაწისში ზუსტად ეს პერიოდი იყო ეჭვებში ვიყავი, მენსტრუაციის მოსვლის დღემდე 2 დღით ადრე გავიკეტე ტესტი მაინც და სრულიად დარწმუნებულმა თან რომ უარყოფითი იქნება და უბრალოდ რომ დავრწმუნდეთქო. დილით სახლში მარტო ვიყავი და ველოდები ეხლა რო ერთი ხაზია... რა ერთი დავხედე და ორი კვასკვასა წიტელი ზოლი, ორი ტესტი გავიკეთე ორივე იგივეა... დავიწყე ტირილი სიხარულის გაკვირვების და ემოციების გამო...

ორსულობის პირველ ეტაპზე ასე მე-5 დან მე-7 კვირამდე რაღაც მოყავისფრო გამონადენი მქონდა, ყოველ 3 დღეში ერთხელ ექიმთან მივდიოდი ლამის. გამონადენის გამო არც ვაბაზრებდი ორსულობას, რო მეთქი ისევ რო მომეშალოსთქო წინასწარ არ მინდოდა ლაპარაკი... კვირაში ერთხელ ვიკეთებდი ეხოს და რავიცი არაფერი ჩანდა ისეთი მე 7 კვირამდე და გამონადენის მიზეზიც არ ვიცოდი. მე-7 კვირაზე ისევ მივედი ეხოზე, ტატიშვილის კლინიკაში მყავს გინეკოლოგი და ეხოზეც იქ მივედი, მოკლედ რაღაცა დაძაბული შეაჩერდა ეკრანს რადიოლოგი და მეთქი ვსოოო რაღაცა ისე ვერაათქო და მივაყარე კითხვები რახდება რაშია საქმე და მოიცაო... აქ კითხვებს მე ვსვავო. სახლში ვინ გყავსო, ქმარითქო , არა ბავშვი გყავსო? არმეთქი პირველია მეთქი.... მოატრიალა ეკრანი და დამანახა პაწია გულის ფეთქვა და ის იყო ცოტა ცოტა დავმშვიდდი უცებ მეორე მხარეს გაწია ხელი და მეორე გულის ფეთქვა დამანახა.... რაამეთქიიიიი? ტყუპებიატქოოო? და კიიიოო !!!გადავირიე.... სულ ცქმუტვით გამოვედი ოთახიდან ქმარს ვურეკავ და ტყუპებიათქო ვეუბნები ის იქით გადაირია, ვერ მოვიდა აზრზე, ორჯერ გადმომირეკა რა მითხარი გაიმეორე ხოარ მომესმაო, მერე დედამთილს ვუთხარი იმანაც ჯერ გაოცებისგან ვერაფერი მითხრა მერე ძალიან გაეხარდა. მერე კიდევ დამირეკა ერთი კიდე გამიმეორეო, მეც ეჭვებში ვიყავი იქნებ მოეჩვენათქო მარა კი ვიცოდი რო არ მოეჩვენა.. მოკლედ მათიტაშვილს ველოდებოდი ის რო მეყუვის დავწყნარდებითქო, ნუ ტყუპებთან ერთად პატარა გემატომაც აღმოაჩინა, გინეკოლოგმა წოლითი რეჟიმიო და 1 თვე გავატარე წოლით რეჟიმში და ვისვენებდი სამსახურიდანაც. 2 კვირაში გემატომა აღარ იყო სერგომაც დაადასტყრა ტყუპებიაო და კარგად არიანო. მერე 2 კვირა ისევ ვიწექი კარგად კი დავისვენე.

ნოემბერი იყო რო დავბრუნდი სამსახურში თუ ოქტომბრის ბოლო, იზმენები მქონდა სულ, ექიმთან მივდიოდი წარამარა, ამ ქალმა დამამშვიდებლები დამინიშნა ნუ ნევიულობ ყველა წვრილმანზე და ნუ მორბიხარ დამირეკე თუ რამეაო.. სულ დღეების თვლაში გავიდა ეს 9 თვე. ძალიან დიდი ბუცულა არ მქონდა ტყუპების კვალობაზე მაგრამ ძალიან მოვიმატე.. 35 კილო და 63 დან სადაც მივედი კი გამოითვლით თქვენთვითონაც, მოკლედ ბოლო ეხოსკოპიამ აჩვენა რო ერთი ტყუპუცუნა იყო გარდიგარდმო და მეორე თავით ქვევით. ამის წინა ეხომ ორივე თავით ქვემოთააო, მარა ვეღარ დაეტივნენ და გვანცას როგორც მოეხერხა ისე გაწვა... ხო.. მშობიარობა ვერ გადავწყვიტე ხან იმას ვფიქრობდი ხან ამას მაგრამ მერე ისევ ჩემი გინეკოლოგის რცევა გავითვალისწინე და იმედის კლინიკაში ვიმშობიარე. გარდიგარდმო მდებარეობის გამო დავნიშნეთ საკეისრო, მე ვითომ ბუნებრივად გავაჩენტქო თუ ჩვენება არ მქონდათქო მაგრამ გულში ვფიქრობდი ნეტა გარდიგარდმო იყოს რომელიმე და არ გარისკონთქო და ასე ამისრულდა, საკეისრო დავგეგმეთ 7 მაისს... დდ მქონდა 16 მაისს.

მოვიდა 7 მაისი... დილით ავდექით, გავემზადეთ და 9:30 ზე ვიყავით იმედში. შეავსეს საბუთები, ქმარს ლიფტთან დავემშვიდობე და ავედი ზევით მარტო, მოამზადეს საოპერაციო, გამიკეთეს გაუტკივარება რომელიც უსიამოვნო მაგრამ გასაძლები იყო, ანესთეზიოლოგი მეუბნება ბევრი ხაჭაპური და ლობიანი გიჭამიაო.. ცოტა დიდხანს რო გაგრძელდა ეხლა რა ეტაპზე ხართქო ვეკითხები ეხლა გავწიე ეს ხაჭაპური და ლობიანები და დავამტავრებ მალეო, დაასრულა იმან და დამაწვინეს. ბეტადინი რომ დამასხეს მუცელზე ვიგრძენი და მოიცა ჯერ არ დაიწყოთ ვგრძნობთქო, თან ბამბას მივავდნენ თუ რაღაცას ვგრძნობდი და ექთანი მეუბნება აბა მშრალია თუ სველიო და ეგ ვეღარ ვუპასუხე ვერ ვგრძნობდი მაგას უბრალოდ შეხებას გვრძნობდი... მერე მივხვდი რო გამიჭრეს მუცელი, და ექიმმა ალბათ იდაყვებამდე შეყო ხელი სადღაც ზევით მკერდისკენ ცოტა შემაჯანჯღარასავით და ასე გამოათრია სადღაც ზემოდან გარდიგარდმო მყოფი გვანცალა... რომელმაც მორთო ღრიალი მალევე და აიყვანეს და დამანახეს პაწია გოგო smile.gif მერე ქრისტინეს ჯერი მოვიდა მეორე ბუშტიც გახეთქეს და იქიდან ქრისტინე ამოიყვანეს და ამანაც ეგრევე იტირა. წაიყვანეს, აბანავეს, მომიყვანეს მერე მანახეს ორივე და აიყვანეს ბავშვთა განყოფილებაში , გვანცა 3 კილო დაიბადა და ქრისტი 3 და 100, მე ქმარს დავურეკე მივულოცე, მერე ექიმი ცავიდა იმათთან და მე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში უნდა ვყიფილიყავი 1 დრე და მერე ამიყვანდნენ ვიაიპიში. ის 24 საათი ძლივს გავიდა... ვერც მეძინა ვერც მეღვიძა გაბრუებული ვიყავი. არაფერი არ მტკიოდა არაფერი არ მაწუხებდა მაგრამ ყველაფერი მაწუხებდა თან... ამ დროში 2 ჯერ ჩამომიყვანეს ჩემი გოგოები შეფუთულები.
მერე გათენდა, ავედით ზევით მოვიდა ჩემი ქმარი, გამოვიყვანე ბავშვების ოთახიდან ჩემი ბავშვები და ასე ვიყავით ოჯახურ იდილიაში. ჩემი ოთახი ბავსვების განყოფილების წინ იყო... რამდენიც რომელიმე იტირებდა ეგრევე იქ შევრბოდი ჩემები ხიოარ ტირიანთქო... ისე დავიზმენდი რო საათის წიკწიკი, აბაზანაში ყწლის ხმა და ყველა ხმაური ბავშვების ტირილად ჩამესმოდა კაი ხანს... ძუძუ არ ჭამეს და ხელოვნურზე არიან მას მერე.. ნაკერი არ მტკიებია, თავიდან ერთი დრე ოდნავ მიჭირდა სიარული მეორე დღე უფრო ნაკლებად და მესამე დღეს, რო ავდექი დილით ჩვეულებრივად დავდიოდი და საჭმელად რო შევედი ეტყობა ისეთ მოძრაობებს ვაკეთებდი უკვე სიარულისგან რო აღარც მეტყობოდა თუ ნაოპერაციები ვიყავი და გოგოები მეკითხებიან როდის იმშობიარე შენ რა კარგად დადიხარო... მაშინ გამახსენდა რო ნაკერი მქონდა და ვერც კი ვგრძნობდი...
ვცდილობდი პატარებისთვის მეთვითონ გამეკეთებინა ბევრი რაღაცეები რო სახლში მერე არ გამჭირვებოდა, ძუძუ ვატენეთ მე ბებია ქალმა, ექთნებმა ექიმებმა მარა ვერა და ვერ ჭამეს. ისე ძალიან კარგი ექიმები ყავთ და ბავშვების განყოფილებაშიც ექთნები ძალიან კარგები, ძალიან ყურადღებიანები იყვნენ ყველანი, ზედმეტად ყურადღებიანებიც კი... მე მესამე ბავშვს მანდ გავაჩენ აუცილებლად. ხუთშაბათს ვიმშობიარე და ორშაბათს გაგვწერეს, სახში წამოსვლა არ მინდოდა... იქ ესენი როარ იქნებიან ვაიდა რამე გამიჭირდესთქო, წამოვედით და მივეჩვიეთ ერთმანეთს და აგერ უკვე 4 თვის გახდებიან მალე გოგოები... The End
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (77) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0200 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]