forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (77) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მშობიარობის მოგონებები, ☼ რჩევები და არამარტო ☼
Furby
რევი - კოკორო


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1331
წევრი No.: 201034
რეგისტრ.: 15-April 15

გამოგზავნილია: 3 Sep 2015, 15:12  #45578051      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
katato555
საყვარლებიიი, ღმერთმა ბედნიერი გოგოები გაგიზარდოს :* :*


--------------------
" იპოვეთ დრო სიყვარულისთვის "
pearlgirl
Pearl's mom


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5032
წევრი No.: 129248
რეგისტრ.: 25-March 11

გამოგზავნილია: 11 Sep 2015, 11:49  #45646861      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოკლედ ფორუმზე ვარ დიდი ხანია დარეგისტრირებული, მაგრამ არასოდეს არ ვწერდი არსად. ორსულობის პერიოდში აქტიურად ვკითხულობდი მშობლების კლუბის ყველა თემას. ამ თემას განსაკკუთრებით. smile.gif
მოკლედ ჩემსას გაგიზიარებთ:
39-ე კვირაზე ვიმშობიარე ჰერაში სოსოსთან. 38 კვირაზე რომ მივედი სოსოსთან და რომ გამსინჯა, ორ თითზე ხარ გახსნილიო მითხრა. ერთი კვირის განმავლობაში თუ თავისით არ აგტკივდა ზუსტად დღეისსწორს მოდი და გამშობიარებო. წავედი ის ერთი კვირა რაც მე ამბავში ვიყავი ძალიან ბევრი საქმე მქონდა ისედაც და ენერგია მქონდა მთელი სახლი ამოვაყირავე, დავალაგე მოვაწესრიგე ყველაფერი რაც კი საჭირო იყო და არადა არ ამტკივდა. ზუსტად ერთი კვირის თავზე მე და ჩემი ქმარი გამოვცხდდით ჰერაში (დილის 11 საათზე). არაფერი არ მტკივა მშვენივრად ვგრძნობ თავს. სოსომ გამსინჯა 3 თითზე ხარო. ნუ მოკლედ შემიყვანეს და მომამზადეს. მერე სოსომ დამაღვრევინა წყლები და მითხრა დაგეწყება მოვლით ტკივილებიო თანდათან გაგიძლიერდებაო და წავიდა. ბლოკპალატაში ვიყავი სრულიად მარტო (13 მარტი პარასკევი იყო და დაგეგმილი მშობიარობები არ იყო smile.gif ) ერთი მშობიარეს განწირული ხმა ჩამესმოდა შიგადაშიგ. ერთი საათ დაახლოებით ყრუდ მქონდა მოვლითი ტკივილები და მაპატიეთ ტუალეტში გასვლის შეგრძნება მქონდა და გავდიოდი კიდეც. ნუ ცოტა ხანში დაიწყოოო რაც დაიწყო გაძლიერდა და გაძლიერდა. მე გაუტკივარებაზე შეთანხმებული ვიყავი თუ ვეღარ გავუძლებ ისე გავიკეთებთქო. ნუ უკვე აქტიურად დავიწყე ფიქრი ახლა გავაკეთებინე არა ცოტაც კიდე არა ახლა არა ცოტაც კიდე (არადა გაიკეთე რააა რას ითმენ რატო? smile.gif ) სრულიად ინტერვალის გარეშე ამტკივდა ცოტა ხანში ( რახან დამაღვრევინა წყლები ყელი სწრაფად იხსნებოდა და მაგიტო არანორმალურად ამტკივდა) სოსო რო შემოვიდა ჯერ არდრეაო არადა მეგონა დავბადებდი უკვე. ამან სუ გამაგიჟა და ავდექი და სასწრაფოდ დავამატებინე. გამიყუჩა სადღაც ორ საათამდე. რო მომემატა ისევ ტკივილები სოსომ აღარ დაიმატო რო მალე დაგეწყება ჭინთვები და უნდა იგრძნოო. მოკლედ ეს ჭინთვების ლოდინი და თვითონ ჭინთვები იყო ენითაღუწერელი ტანჯვა, მინდა გითხრათ რომ ბავშვი საერთოდ არ მახსოვდა. და საერთოდ არანაირი დედობრივი გრძნობები არ მქონია ტკივილისგან გამწარებულს, ფანჯარა იყო ოდნავ შეღებული და მეთქი თუ არ გათავდება მალე ეს ტკივილი გადავხტებითქო ისე სერიოზულად გავიფიქრე რომ ეხლა მეშინია ჩემი თავის რომ ვუფიქრდები. ტუალეტში მინდებოდა და გავდიოდი ისევ. ნუ არ ვიცი მე ალბათ ძაან მაწვებოდა სწორნაწლავზე. სოსომ დამსვა იმ რაღაც სკამზე და წინ დამისვა პრაქტიკანტი ძალიან საყვარელი გოგო და უყურეო ბავშვი რომ ჩავა ქვემოთ დამიძახეო. ეს პერიოდი ძაან გაიწელა საშინლად მტკიოდა და ჭინთვები გამიძლიერდა. ბოლოს როგორც იქნა დაუძახა სოსოს და დროაო. მოვიდა ბებიაქალი და იმ სამშობიარო საწოლზე გადამაწვინეს და მაშინ ცოტა ხმა ამოვიღე და ბებიაქალმა აბა ეხლაო. აუ კი გავიფიქრე ამას ეხლა პასუხს გავცემთქო მარა მერე მივხვდი რომ აზრი არ ქონდა და დავწყნარდი. თვითონ მშობიარობა იყო ორი წამი და უადვილესი, მესამე გაჭინთაზე გამოვარდა ჩემი ლამაზი გოგო და ამოვისუთქე. (საღამოს 7 იყო დაწყებული) სოსომ ძალიან კარგად გამკერა. არ მქონია ჩახევა. ორი საათი მეწვინა გულზე ბავშვი smile.gif საბოლოო ჯამში ითვლება რომ კარგად ვიმშობიარე უპრობლემოდ. მაგრამ მე იმ ტკივილმა ძალიან შემაწუხა და ვინანე რომ თავიდანვე გამეკეთებინა გაუტკივარება. ყველას მშვიდობიან მშობიარობას გისურვებთ.
პ.ს. იმ ტკივილად ღირდა ეს საოცრება smile.gif

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
IMG_1032.JPG


--------------------
Let's raise children who won't have to recover from their childhoods.
kato_stropa
კატუშა


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10673
წევრი No.: 117434
რეგისტრ.: 21-June 10

გამოგზავნილია: 13 Sep 2015, 09:12  #45663890      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სანამ ჩემს მონსტრკს სძინავს,მეც დავწერ ჩემს ამბავს biggrin.gif

მოკლედ, დდ მქონდა 28 აგვისტოს და ბავშვს ვეჩალიჩებოდი,მეთქი შვილო,ფერიცვალებას დაბადე,კარგი წონა გაქვს,თან აწი უკვე აგრილდებათქო,მაგრამ იჯდა გაყუყული და ძვრა არ ჰქონდა. წონა უკვე 3კგმდე ავიდა და ექიმს ეშინოდა,არცისე კარგი მენჯები გაქვს და რომ არ გაგიჭირდეს,დიეტაო. ხოდა მაშნ მომინდა საზამთროც,დარიჩინიანი ბულკიც და შაქარმოყრილი კარაქიანი პური biggrin.gif მოვთქვამდი მთელი დღეები,ჩემს შვილს არ ვიყვარვარ და არასდროს რომ არ გამოვიდესთქო,გადავრიე საწყალი ქმარი. არადა,ჩემი ფიზიკური მონაცემებდან გამომდინარე იმედ მქონდა მარტივი მშობიარობის და 36 კვირიდან უკვე ჩალაგებული ჩანთით ვიჯექი,რატომღაც მჯეროდა,შვილში ჩემი გენეტიკა იმძლავრებდა და დაასწრებდა ვადას givi.gif მაგრამ დინჯი მამის გზა-კვალი აირჩია biggrin.gif
უკვე კაარგად რომ გადასცდა დდ-ს,ყოველ მესამე დღეს დავდიოდი ჩემს მეანთან,პირველ სამშობიაროში (მასთანვე ვიყავი აღრიცხვაზე პირველივე დღიდან),ისიც ყოველდღე მპირდებოდა,შემდგ ვიზიტზზე გაგსინჯავ ხელითო და სულ დებდა და დებდა,არ მინდა ბუნებრივი პროცესი დავაჩქაროო. ბოლო ვიზიტზე დამინიშნა სინესტროლის ნემსები ყელის ელასტიურობისთვის და ნუ ჩემი ინიციატივით და მისი თანხმობით ყოველდღე ვსვამდი ზაფრანიან მაწონს ხოდა კი დაიბადა ჩემი ბიჭი იაფიანი ავტოზაგარი რომ უსვიათხოლმე,იმფერი. ვჭამდი შავ შოკოლადს და ყოველდღე 2 წრეზე ავდიოდი პირველიდან მეცხრეზე და უკან,ფეხით,ჯამში 600 საფეხური gigi.gif
გათნდა 4 რიცხვი და წავედით გაგმიურ ვიზიტზე. წინა დღეს აბაზანა დავხეხე,ეგებ ჩემი შვილი დავამუნათო და შევეცოდოთქო,ხოდა იმღამეს ჩემმა ქმარმა ჩანთაც მოიდო საწოლთან,მანამდე,38 კვირიდან ჩაცმულს ეძინა და საპირფარეშოში ჩემს ყოველ გასვლაზე 'დაგეწყო,დაგეწყოთი?' წამოხტებოდახოლმე. ბოლო კვირა ძალიან დავიტანჯე,მუცელი ძალიან გაიზარდა,ბავშვმა 3300-ს გადააჭარბა და უძილობა დამჩემდა,დილის ოთხამდე ფილმებს ვუყურებდი დაზომბებული და მერე დღე მეძინა. თან ჭარბწყლიანობა მქონდა და შარდმდენი დამინიშნა ექიმმა დღეში ორჯერ,ხოდა გადმოვცხოვრდი საპირფარეშოსთან ახლოს.
მოკლედ,12:00ზე მივედით და ეთომ ხელით გამსინჯაა,ისე მერიდებოდაა givi.gif ავაშრევე და წესით პროცეი უნდა წავიდეს და სავარაუდოდ საღამოს რვისკენ დაგეწყება ტკივილებიო,2 თითი შედისო.მეთქი რა მაგარია,სულ ვიცოდი რომ ღამე გავაჩენდითქო და გეგონოს,ზოგი 12 საათს მშობიარობს,ეგეც უკეთეს შემთხვევაშიო,ჩამიგდო კოვზი ნაცარში.
აესე,ააშრევა თუ რაღაცა და ორამდე აქ იჯექი,ორზე ეხო გადავიღოთ და გაგიშვებო. ამასობაში მომშივდა და ლევანის ვეუბნები,ლობიანი მინდათქო და გადავედით იქვე მარკეტში,უსაუზმოდ ვიყავი და ისეთი ვეძგერე,სულ ზედ ვისხი ის კეფირი. დავბრუნდით კლინიკაში და მე ჩემს ლობინს ხელს არ ვუშვებ,ვილუკმები,უცებ ისე წამომიარა,ლეზელი,ლამის ხელიდან გამაგდებინა ჩემი ნანატრი ღვეზელი,მაგრამ მაინც არ გამიშვია ხელიდან,მეორედ რომ შემომიტია,უკვე ჭამის სურვილი გამიქრა და ლევანი გავაფრთხილე,არ გადააგდო,ნახევარი დამრჩა და მერე გავაგრძელებთქო. კარგად მტკივა უკვე გვარიანად,მაგრამ არ ვიმჩნევ,ორსულები სხედან თან იქვე და არ მინდა დავაპანიკო. დავხედე საათს და დავიწყე თვლა. ჰოი,საოცრებავ,4 წუთში ერთხელ მივლიდა. არ დავიჯერე,მეთქი ესე უცებ შანსი არ არი. სადღაც 7 წუთში კიდევ ჩამოვიდა 3 წუთზე და ძლივს ამოვთქვი,ეთოს დაუძახეთ,მგონი ეგარითქო. გამოვიდა ეთო,ეჭვის თვალით შემხედა და გავკუნკულდით ზემოთ,ეხლაო ოყნას გაგიკეთებენოოო (ომგ) და მერე მეც ამოვალო. კაი,მეთქი და ავიპლაკე რაღაცა მაგიდაზე,შემოვიდა ბებიაქალი,მერიკო დეიდა,ვაიმე როგორი მადლობელი ვარ მაგ ქალის <3 აბაო,უნდა გაგზომოო და მეტრიანი შემომატარა მუცელზე,აი,სულ ოოდნავ დამაწვა და ისეთი იბუთქა წყლებმაა,საწყალი წალი აი სულ დასველდა,მე ბოდიშებს ვუხდი,ის აქეთ მაწყნარებს. ამ ამბავს შეესწრო ჩემი ქმარი და რომ შევხედე,სახე ჰქონდა წაშლილი,მაგრამ სრულიმობილიზაცია ჰქონდა გამოცხადებული! ეს ხდება 3 საათზე,საათი ეკიდა იქ.
აქ წერდნენ გოგოები,წყლის დაღვრის მერე დაგვეწყო აუტანელი ტკივილებიო და მეთქი ვსიოო
ჩამოვიდა ინტერვალები სადღაც 1 წუთზე,უკვე აღარ ვითვლიდი,აზრი არ ჰქონდა. ჩამაცვეს იქაური პერანგი და გამაკუნკულეს ბლოკში. დაუძახეს ეთოს,ამოვიდა,შეამოწმა გულისცემა,წნევა,ისა ესა,მე უკვე ელეთ-მელეთი მომდის და ლევანის ხელს არ ვუშვებ ხელიდან.
იქ ერთი ექთანი იყო,გაახარებს ღმერთი,სახელი არ ვიცი,ღმერთმა დალოცოს და დიდხანს აცოცხლოს ბედნიერად,ზურგზე ხელს მისმევდა და ისე კარგად მიამებდა ტკივილს,ლამის მინახევრებდა. გაუტკივარებაზე შეთანხმებულები ვიყავით მე და ექიმი,რომ არ გვინდოდა,მაგრამ თუ ეთო ჩათვლიდა საჭიროდ,გავიკეთებდი. მოკლედ,დავიკიდე ჩემი პრინციპები და მეთქი ჩქარაააა გაუტკივარებაააააა! ეთომ,შენ თუ ამ ტკივილებს ვერ უძლებ,მერე უფრო გაგიჭირდებაო,მეთქი მკიდია,გააკეთეთ! დაურეკეს ანესთეზიოლოოოგს,თან ვიღაცა ძერსკი მოითხოვა ეთომ,ის მინდაო,არ არიოო? ხოდა წამოვიდა. სანამ მოვიდოდა,ვიღაც ექთანმა მარჯვენა ხელის მტევანზე რაღაცა ჩამიდგა თუ შემიერთა,რამე რომ იყოს და გადასხმა ან წამალიო თუ რაღაცა. ეთომაც შეყო ხელი,ყელს ვნახავო. შეყო და აღარ გამოააქვს,ვუყურებ და სახე ეცვლება,აუ,მეთქი დამერხა და ხო არ მოვკვდებითქო და გამიელვა,მე როგორ მოვკვდი,ბავში გადარჩა,ახალდაქვრივებული ქმარი დამტირის და ყველას სევდიანი სახე აქვს. მოკლედ,მომენტალურად გავედი ორბიტიდან, ხოდა ეთომ თავი ასწია და ნემსით შემოსულ ანესთეზიოლოგს ეუბნება,აზრი არ აქვს,სრული გახსნააო. არ დაიჯერეს და ვისაც არ დაეზარა,ყველამ შეამოწმა. მოკლედ,ჩემი ეპიდურალური გავიდა გაღმა,არანარი გამაყუჩებელი არ იმოქმედებსო და მეც ბედს შევურიგდი. პაპავერინი გამიკეთეს 2 ამპულა,სპაზმების მოსახსნელად და ეგ იყო. აი,მაშინ დავიჯერე,რომ არ არსებობს ფიზიკური ტკივილი,რასაც ადამინი ვერ გაუძლებს. ტკივილისგან კი აღარ მაკანკალებდა,სხეული მიხტოდა ზამბარასავით და ვერ ვიმორჩილებდი თავს. ბოლოს ვეღარ მოვითმინე,დავიკიდე სირცხვილი და 2ჯერ გულიანად დავიკივლე თუ დავიყვირე,მოკლედ ბოლო ხმაზე რა. მერიკომ,აბაო,რა დღეში ხარო,პირი მოკუმე და ისე გაიჭინთეო. გავიხსენე ყველა სუნთქვითი ვარჯიში,რაც მისწავლია და უკანასკნელი ძალებით მოვახდინე კონცენტრაცია,თან ზურგზე ვერ ვწვებოდი და გვერდულად ვიწექი მხართეძოზე. ისე მინდოდა ფეხზე ადგომა,მეთქი ეგრე უფრო იოლად გავაჩენ და არაო,ჭიპლარი შემოეხვევაო.ხოდა ვიწექი ეგრე და ცოცხალი თავით ვერ ვტრიალდებოდი,უბრალოდ არ შემეძლო,სხვა პოზაში ვერ გავაჩენდი. ამასობაში მივხვდი,რომ ბავშვი უკვე ჩნდება და ლევანი ბლოკიდან არ გასულა,არადა იდეაში,ჭინთვებზე გაშვებას ვაპირებდი,მეცოდებოდა ამ სანახაობისთვის.
მოკლედ,3 თუ 4ჯერ გავიჭინთე და თავი,თავიო და ალექსანდრეც გამოაძვრინეს ხუთის ათ წუთზე,როგორც ფურცელზეა დაფიქსირებული,ისეთი ლურჯი იყო და არ ტიროდა. უცებ დამარტყა თავში,კინოებში მინახია,ბავშვები ეგეთი ლურჯები არ იბადებიან,თეთრები არიან და თან ეგრევე ტირიან და მეთქი მოკვდა და კითხვასაც ვერ ვბედავ. ლევანი მეუბნება,სულ რამდენიმე წამი იყო ჩუმად და ჭიპლარი რომ გადაუჭრეს,ეგრევე ატირდაო,მაგრამ მე ის წამები ძალიან გამეწელა,ისე შემეშინდა,თან მეგონა მაშინვე მომიყვანდნენ,ამათკიდევ არც შემახედეს ისე გააქანეს და მანდ დამერხა,დავიწყე ტირილი,მთელი კლინიკა მე მაწყნარებდა. მერე დავინახე პლაცენტა რომ გამოიღეს და მეთქი ნაწლავები გამოვაყოლე,ისე გავიჭინთეთქო,ალბათ 3 კილო მაინც იქნებოდა,იმხელა და ისეთი საშინელი იყო.
არანაირი ჩაჭრა-ჩახევა და ნაკერები. ექიმები შემოდიოდნენ დაშოკილები და მილოცავდნენ,დაჟე რეგისტრატურიდან ამოვიდა გოგო და რადიოლოგი biggrin.gif
ჩემს ექიმს ჩემი ანემიის გამო ეშინოდა და სისხლიც ჰქონდა შეკვეთილი. მერე ისევ ამ თალასემიის გამო ეშინოდა ნაკერების და ჰემატომების და ჩემზე ბედნიერი მგონი ეთო იყო smile.gif)))
ამასობაში მომიყვანეს ჩემი თაგვი და სანამ ბლოკში ვიწექი ის 2 საათი გულზე მეწვინა love.gif გვერდით ქმარი მეჯდა და მე ესეთი ბედნიერი არასოდეს,არასოდეს ვყოფილვარ. უფროსწორად,მგონი ვიყავი,პალატაში რომ შემომიყვანეს და პირველად რომ მოწოვა ძუძუ,ვერ შევიკავე სენტიმენტები და ცრემლები დავაფრქვიე,ისეთი უმწეო და გულისამაჩუყებლად თბილი იყო და მე ვიყავი იმ მომენტში მისი ყველაზე ახლო ადამიანი. უკვე 10 დღისაა და ეს ათი დღე ჩემი განვლილი ცხოვრების 10 წელიწადს უდრის!
აი,ესე იყო ეს ამბავი,ჭირი იქა,ლხინი აქა

ის ლობიანი მაინც შევჭამე მერე ღამე,ემოციებისგან რომ არ მეძინებოდა,თან პალატაში მარტო ვიყავი და რა მექნა
* * *
pearlgirl

QUOTE
საერთოდ არანაირი დედობრივი გრძნობები არ მქონია ტკივილისგან გამწარებულს, ფანჯარა იყო ოდნავ შეღებული და მეთქი თუ არ გათავდება მალე ეს ტკივილი გადავხტებითქო ისე სერიოზულად გავიფიქრე რომ ეხლა მეშინია ჩემი თავის რომ ვუფიქრდები.

აი,მეტი რომ არ შეიძლება,ისე ზუსტად აღწერე ჩემი ემოცია. მეც ერთი-ერთში მასეთი განზრახვა მქონდა,უბრალოდ მალე დამთავრდა yes.gif


--------------------
სამი წელიწადია სიცარიელეში ვარ ბატონო ვაჟა.

А я стихи тебе писала, А ты меня не замечал,Теперь гори в аду скотина, И даже рифмы тут не будет

ninikei13
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6143
წევრი No.: 142437
რეგისტრ.: 31-January 12

გამოგზავნილია: 13 Sep 2015, 09:51  #45663994      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
kato_stropa
ამატირე ამ დილაუთენია biggrin.gif ჩვენც იოლად გაგვეჩინოს რა იქნება.ძალიან კარგად გიწერია.ავჩუყდი love.gif
sofia1234
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3193
წევრი No.: 160111
რეგისტრ.: 24-January 13

გამოგზავნილია: 13 Sep 2015, 13:57  #45665611      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
kato_stropa
გილოცავ კიდევ ერთხელ <3


გოგოებო გაუტკივარების გაკეთებას ვაპირებ , ხოდა ჭინთვები ძალიან მტკივნეულია? მანამდე ვიცი რომ აყუჩებენ და ტკივილზე მეტად მეშინია რომ ვერ შევძლო მეთქი. ნეტა ჭინთვების გაყუჩება შეიძლებოდეს და მანამდე გავუძლებდი1
kato_stropa
კატუშა


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10673
წევრი No.: 117434
რეგისტრ.: 21-June 10

გამოგზავნილია: 13 Sep 2015, 14:10  #45665706      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
sofia1234
ჭინთვები ეტო ცვეტოჩკი,ყელის გახსნასთან შედარებით. სანამ სრული გახსნა იქნება,ეგაა კოშმარი. რავიცი,ყველას თავისი შკალა აქვს ტკივილის შეფასების
blblbl
bl miyvarxar


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 44203
წევრი No.: 58030
რეგისტრ.: 9-April 08

გამოგზავნილია: 13 Sep 2015, 14:25  #45665809      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
kato_stropa
კარგად ვიხალისე ლობიანზე biggrin.gif ბედნიერ დედობას გისურვებ კიდე ერთხელ :*

ხოდა ზაფრანის გამო არ იყო შენი ბავშვი ავტორუჯიანი,ფიზიოლოგიური სიყვითლეა ეგ biggrin.gif

და გაუტკივარება ახლა მაიცნ არ გაგიყუჩებს არის დიდი სისულელე ნებისმიერ დროს აყუჩებს ეგ უბრალოდ არ აკეთებენ სრულ გახსნაზე.ანესთეზიოლოგი რომ იქ არ იყო ეს არის ძალიან ცუდი სულ ადგილზე უნდა იყოს ეგ არ მიყვარს მაგ სამშობიაროსი სულ მასე იციან რატომღAც და საბოლოოდ არ უყუჩებენ smile.gif

საჭმელებზე მოყევი რა საოცარი საჭმელები აქვთო ამბობენ

sofia1234
მთAვარი ყელის გახსნაა,ჭინთვები არაფერია,თან თუ გაგიმართლდა შეიძლება ჭინთვებზეც დაგრჩეს ანესთეზია,ასეთებიც ხდება biggrin.gif


--------------------
bll miyvarxar dzalian dzalian :* ♥
nichivo xo she rava xar :D
ME ♥ BL
dushamberi :*

me namdvili saswauli vnaxe,imedia male am saswauls Cven erTad vnaxavt sayvarelo ♥



.
sofia1234
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3193
წევრი No.: 160111
რეგისტრ.: 24-January 13

გამოგზავნილია: 13 Sep 2015, 14:33  #45665874      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
kato_stropa
QUOTE
ჭინთვები ეტო ცვეტოჩკი,ყელის გახსნასთან შედარებით. სანამ სრული გახსნა იქნება,ეგაა კოშმარი. რავიცი,ყველას თავისი შკალა აქვს ტკივილის შეფასების

lol.gif lol.gif lol.gif

blblbl
QUOTE
მთAვარი ყელის გახსნაა,ჭინთვები არაფერია,თან თუ გაგიმართლდა შეიძლება ჭინთვებზეც დაგრჩეს ანესთეზია,ასეთებიც ხდება

იქნებ გამიმართლოს :დ

ვაიმე უკვე ვეღარ ვითმენ, მალე მინდა
kato_stropa
კატუშა


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10673
წევრი No.: 117434
რეგისტრ.: 21-June 10

გამოგზავნილია: 13 Sep 2015, 15:35  #45666463      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
blblbl
გოგო,სიყვითლე სხვა ამბავია საერთოდ,მე ხო თალასემია დამიდგინეს,უფროსწორად როგორც ფორმა 100ში წერია,'ეჭვი მიტანილ იქნა თალასემიაზე',ეჭვი იმიტომ,რომ 8 თვისა მივედი სისხლის ინსტ-ში ჩემი მეანის დაჟინებული თხოვნით,ჰემოგლობინი 53-ს რომ ვერ ავაცილეთ. ხოდა გამოიკვლიეს სისხლი ყველა ბრუნვაში,მაგრამ ორსულობის მაგ ვადაზე ზუსტი დასკვნა ვერ დადეს,მეტი გამოკვლევები სჭირდება მაგ ამბავს და 2 თვეში დავადგენთ,ნამდვილად თალასემიკი ვარ,თუ არა. ხოდა,აღმოჩნდა,რომ რკინის რაოდენობა მაზე ორჯერ მეტ მაქვს ვიდრე უნდა ყოფილიყო და ვიცოდიკიდეც,რომ შეფერილი დაიბადებოდა biggrin.gif

ანესთეზიოლოგს რაც შეეხება,ხო გახსოვს ჩემი ამბები,როგორ არ მინდოდა ანესთეზია,ხოდა ბოლო მომენტში მეთქი მომეციით! აი,3 წუთში მოვიდა ალბათ ანესთეზიოლოგი,მართლა იქვე იყო,ამასობაში კათეტერს მიდგავდა ექთანი,თუ ექიმი,თუ ნუ ვიღაც გოგო,ხოდა უბრალოდ ისე სწრაფად მიდიოდა პროცესი,ორჯერ შეცვალეს გადაწყვეტილება,ჯერ ეპიდურალურს აპირებდნენ,მერე რაღაც სხვა თქვეს,ჩემი ექიმისთვის ნათქვამი მქონდა,ემოქმედა შეხედულებისამებრ,იმიტომ რომ სრულიად ვენდობი. მერე ბებიაქალმა 4 თითიაო და მანდ მორჩა,პაპავერინი დამარჭეს,სპაზმებს მოგიხსნისო. აი,როგორი რამე იყო იცი? ისე უცებ წავიდა პროცესი,არავნ რომ არ ელოდა,ინტერვალები პირდაპირ 4 წუთიდან დაიწყო.ტაში დაუკრეს ბავშვი რომ გამოაძვრინეს biggrin.gif ასერომ,ანესთეზიოლოგი ნეპრიჩომ
ეხლა კვება. მე პრადად უკმაყოფილო არ ვარ ნამდვილად,მეძუძურისთვის და პოსტნაოპერაციევისთვის არის მენიუ,ფაფა,კარაქი,ბლინები,ან ოლადები,სადილზე წვნიანი,სალათი,გარნირი,არაჟანი,კომპოტი; ვახშამზე შემწვარი თევზი,კატლეტი,ან მისთანა გარნირით,მაწონი,კექსი,ჩაი. აბა მწვადებს არავინ მოგვიტანდა იქ biggrin.gif თან მართლა გემრიელი იყო და მაგ კვების გამოისობით რძე არ მოჰკლებიათ ჩემს ძუძუებს biggrin.gif Eრთი ეგ იყო,ყავას არ დაგვალევნებთთქო,წამოვიკნავლე და დაწვა სამზარეულო სიცილით biggrin.gif
ნიჩევო ლიჩნავა,არავინ ჩემიანი არ მუშაობს მაგ კლინიკაში,უბრალოდ მართლა მასე იყო.
Schneckchen
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1166
წევრი No.: 144830
რეგისტრ.: 19-March 12

გამოგზავნილია: 15 Sep 2015, 17:20  #45685928      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოვედი ჩემი მოგონებებითsmile.gif
დავიწყებ იქიდან, რომ ჩემმა გოგომ ოთხი წელი გვალოდინა, და ამ ლოდინის და უამრავი უტაქტო ადამიანის კომენტარებისაგან დაღლილისთვის რაღაც სხვა ემოცია იყო ტესტზე ორი ხაზი. ცხრა თვე ცაში დავფრინავდი სიხარულით და ისე მალე გავიდა, გულიც კი მწყდება smile.gif
სამ სექტემბერს დაინიშნა საკეისრო ჩემი დაჟინებული მოთხოვნით. ბევრი ეცადა ბ-ნი ნოდარი (ზალდასტანიშვილი)დავეყოლიებინე და ფიზიოლოგიურად მემშობიარა, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს მითხრა იმდენად ხარ ფსიქოლოგიურად საკეისროზე განწყობილი,აზრი არ აქვს გადარწმუნებას,გაგიკეთებო და დანიშნა თარიღი.
როგორც იქნა გათენდა ნანატრი სამი სექტემბერი და წამოვფრინდი სიხარულით.ერთადერთი შიმშილი მაწუხებდა,რადგან წინა დღის 6 საათის შემდეგ აკრძალული მქონდა მყარი საკვების მიღება.
ჰერაში დაბარებული ვიყავი 10 საათისთვის, თუმცა ვიცოდი, რომ ჩემამდე სხვა ყავდა ნოდარს და ასე პირველისთვის დაიწყებოდა ჩემი ოპერაცია. ვერ გავძელი სახლში და ათის ნახევარზე ჰერაში ვიყავით უკვე,ისე მეჩქარებოდა, საჭესთანაც მე მინდოდა დაჯდომა, თუმცა ვერ მომართვეს :-) შესასვლელში შეგვხვდა ნოდარი და მითხრა,პირდაპირ მიმღებში შედი,ეხლავე მოვალო. ჩემ ქმარს ვეუბნები,ალბათ მეორე ვგონივარ,ვინც ჩემს წინ ყავს მეთქი, მაგრამ მაინც შევედით მიმღებში. შევავსეთ საბუთები და აბა ეხლა გაატანე ტანსაცმელი ქმარსო და მომაწოდეს პერანგი.მეთქი გეშლებათ,მე გვიან ვიკეთებ მეთქი და არაო,გადმოიწია რიგმაო. smile.gif დედაჩემი ჯერ ისევ გზაში იყო,რაც ძალიან გამეხარდა.არავის ნახვა არ მინდოდა ოპერაციამდე და ამისრულდა smile.gif
მოკლედ შემიყვანეს ქირურგიულში,დაიწყეს ვენის კათეტერის ჩადგმა და წამივიდა გული. გადაირივნენ,წინ საკეისრო გელოდება და ამაზე ხდები ცუდადო.პერსონალი იყო ძალიან, ძალიან ყურადღებიანი. ანესთეზიას რომ მიკეთებდნენ ექთანი ისე მეფერებოდა და მეხუტებოდა, ისევ ცუდად არ გახდეო. ანესთეზია მარტივად გადავიტანე,რამდენიმე წუთში შემოვიდა ნოდარი და დაიწყეს ოპერაცია.საერთოდ ვერაფერს ვგრძნობდი,ანესთეზიოლოგს და ექთნებს შვებულების განრიგზე ველაპარაკებოდი და ამ დროს ვიგრძენი კანკალი მეწყებოდა. რომ ვთქვი მითხრეს რომ ბავშვის ამოყვანამდე უნდა მომეთმინა,რადგან ის,რაც კანკალს შემიჩერებდა,ბავშვისთვის იყო საზიანო.და დადგა ნანატრი წუთიც,გილოცავო მითხრა ნოდარმა და გავიგე რაღაც კნავილის მსგავსი,ეზარებოდა ქალბატონს ტირილი.2 წუთში მომიყვანეს სახესთან,ვაკოცე და რა თბილი და ტკბილი იყო,ეგ წუთი არასოდეს დამავიწყდება,და გაუქციეს მამიკოს,რომელიც სულმოუთქმელად ელოდებოდა გვერდზე პალატაში.მე გამიკეთეს კანკალის გასაჩერებლად რაღაც,ნარკოტიკი ალბათ,რადგან საოცარი ნეტარება ვიგრძენი.გამკერეს მშვიდად და დაგვტოვა ექიმმა. აი მანდ მოხდა ისეთი რაღაც,რაც არ მომეწონა ძალიან.საოპერაციო მაგიდიდან სხვა საწოლზე გადასაწვენად ჩემს ქმარს დაუძახეს,მოგვეხმარეო.სულ არ მინდოდა ამ მდგომარეობაში ვინმეს,და მითუმეტეს ქმარს ვენახე. ნუ გადამაწვინეს და შემიყვანეს პოსტოპერაციულ ოთახში,სადაც ვიყავი ორი საათი და ვიღებდი მოლოცვებს ტელეფონით.მალე გავიდა ანესთეზია,მოვითხოვე გამაყუჩებელი და გამიკეთეს,თან გადამიყვანეს პალატაში,სადაც უკვე ახლოს გავიცანი ჩემი ქალბატონი.ეს იყო საოცარი გრძნობა,რომელიც ერთიანად არ გატყდება თავს,ნელნელა გაბრუებს და ასევე ნელნელა ხვდები,თურმე რატომ და ვისთვის ცოცხლობ!!
გამაყუჩებელი ორჯერ დამჭირდა,და მეორე დღეს წვალებით,მაგრამ ავდექი.
ვლოცავ საკეისროს მომგონს,ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერმა ჩემთვის.
მოკლედ ასეთი ბანალური მოგონება გამომივიდა,გადაახტით თუ არ დაგაინტერესებთ smile.gif
Hypotenuse
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1160
წევრი No.: 150127
რეგისტრ.: 2-June 12

გამოგზავნილია: 15 Sep 2015, 17:28  #45685996      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Schneckchen
ხო, ეგ მეც არ მომეწონა, საკეისროზე არავის დავასწრებთო, საბუთებს რომ მავსებინებდა იმ ქალმა მითხრა და მერე გადმოსაწვენად ჩემს ქმარს დაუძახეს, ის კინაღამ ცუდად გახდა სისხლები რომ დაინახა biggrin.gif მე არ მინდოდა რომ ვინმე დამსწრებოდა, თOრე სოსოსთვის, რომ მეთქვა და იმ ქალისთვის არ დამეჯერებინა, დაასწრებდნენ ალბათ ჩემს ქმარს.

ისე ნოდარის როგორი კმაყოფილი ხარ? ყურადღებას იჩენდა საკეისროს მერე, გაკითხავდა? მეორე მაგასთან მინდა გავაჩინო, თუ მაგ დროს კიდევ იქნა მანდ biggrin.gif ექსპერიმენტებს ვატარებ ჩემ დის არ იყოს. პირველი თამარ გელაძესთან გააჩინა, მეორე სოსოსთან და მესამეს ნოდარისთან აპირებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

This post has been edited by Hypotenuse on 15 Sep 2015, 17:31
Schneckchen
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1166
წევრი No.: 144830
რეგისტრ.: 19-March 12

გამოგზავნილია: 15 Sep 2015, 17:42  #45686144      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Hypotenuse
უი მეგონა ჩემთან მოიქცნენ მარტო ეგრე,ანუ ზოგადად ქმარს ეძახიან?აბა რაღას არ ასწრებენ,ყველაზე ცუდ მომენტს აჩვენებენ. ამას რეაქცია არ აქვს სისხლებზე, მე თვითონ არ მომეწონა ეგ საქციელი.

რაც შეეხება ნოდარს, კმაყოფილი ვარ ძალიან. მაკითხავდა ყოველ დღე,მკითხულობდა. სახლში მოსვლიდან მესამე დღეს სიცხეები დამეწყო,გაცილების ბრალი აღმოჩნდა და მირეკავდა რამდენჯერმე დღეში,მიუხედავად იმისა, რომ ნაკერთან არაფერ შუაში იყო ჩემი ცუდად ყოფნა.
Hypotenuse
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1160
წევრი No.: 150127
რეგისტრ.: 2-June 12

გამოგზავნილია: 15 Sep 2015, 17:46  #45686196      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Schneckchen
სანიტრების ახირებაა ალბათ, ეზარებათ პაციენტის აწევა :/
tin10nio
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2103
წევრი No.: 201112
რეგისტრ.: 16-April 15

გამოგზავნილია: 15 Sep 2015, 21:58  #45688414      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Schneckchen

kato_stropa
რა ბედნიერები ხართ <3 მეც მალე მინდა დამიდგეს ეს მომენტი <3 სულ სიკეთე გქონდეთ :*
* * *
pearlgirl
რა ლამაზი გყავს <3 ღმერთმა გაგიზარდოს <3

მე აუცილებლად გავიკეთებ ალბატ გაუტკივარებას ისე მეშინია sad.gif


--------------------
მოვა დრო !
amoeka
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1073
წევრი No.: 141840
რეგისტრ.: 19-January 12

გამოგზავნილია: 16 Sep 2015, 08:50  #45691602      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
kato_stropa
კოდევ ერთხელ გილოცავ. სულ ასეთი ბედნიერი იყავი ახლა რომ ხარ :*

ჰეფი ენდზე ვიტირე smile.gif)


--------------------
ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული...
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (77) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.4552 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]