forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (7) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> დუკანის ცილოვანი დიეტა, ყველაფერი ამ პოპულარული დიეტის შესახებ
ათულია
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8156
წევრი No.: 94261
რეგისტრ.: 23-June 09

გამოგზავნილია: 14 Jun 2016, 15:32  #48088516      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ყველაფერი ამ პოპულარული დიეტის შესახებ
user posted image

პირველი ფაზა - შეტევა:
ყველაზე რთული ეტაპი – დაშვებულია მხოლოდ 72 სახის პროდუქტი:

უნდა შეასრულოთ ყველაფერი წესების მიხედვით და არ გადაუხვიოთ დაწყებულ გზას. დასაწყის ეტაპზე არაა გამორიცხული დისკომფორტი განსხვავებული საკვების და რაციონის გამო. პირველი ფაზის დროს იკლებთ 2-დან 6კგ.-მდე. პირში სიმშრალის შეგრძნება და არც თუ ისე სასიამოვნო სუნი დუკანის დიეტის თანამდევი ნიშნებია.

პირველი ფაზის ხანგრძლივობას ადამიანი ინდივიდუალურად განსაზღვრავს, ეს დამოკიდებულია მიზანზე, საწყის წონაზე და ორგანიზმის უნარზე რამდენად სწრაფად შეუძლია გადაერთოს კვების რაციონის ცვლილებებზე. უნდა გესმოდეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არაა აუცილებელი საკუთარი თავის წამება. არა აქვს მნიშვნელობა რამდენად შორს ხართ წასული სიმსუქნეში, შედეგს წვალების გარეშეც მიაღწევთ, უბრალოდ ფაზის ხანგრძლივობა შედარებით გაიზრდება.

პირველი ფაზის ხანგრძლივობა:

10-20 ზედმეტი კგ – პირველი ფაზის ხანგრძლივობაა 3-5 დღე;

20-30 ზედმეტი კგ – პირველი ფაზის ხანგრძლივობაა 5-7 დღე;

30-ზე ზედმეტი კგ – პირველი ფაზის ხანგრძლივობაა 7-10 დღე;

ყურადღება: დუკანის დიეტის პირველი ფაზა არ შეიძლება გაგრძელდეს 10 დღეზე მეტი. რეკომენდირებული ვადის გაზრდამ შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს და ზიანი მიაყენოს თქვენს ორგანიზმს.

პირველი ფაზის მენიუ:

„შეტევის“ ფაზაში უპირატესად ჭარბობს ცილოვანი საკვები. დუკანი რეკომენდაციას უწევს ქათმის და წიწილის ხორცს (აუცილებლად კანის გარეშე), მჭლე ლორი, ხბოს ღვიძლი, ნებისმიერი სახის თევზი (მოხარშული, შებოლილი, გრილზე მომზადებული, მაგრამ არა შემწვარი) და ზღვის პროდუქტებს. შემწვარი საკვები მთლიანად აკრძალულია. ხორცის კერძების გარდა შეიძლება მოხარშული კვერცხის (დღეში 2ც.) და უცხიმო რძის პროდუქტების მიღება. შეგიძლიათ საჭმელს საკმაზები, სანელებლები, მარილი დაამატოთ მცირე რაოდენობით, ისე რომ კერძი გემრიელი და არომატული იყოს. მთავარია არ გამოიყენოთ გემოს არომატიზატორები.

აუცილებელია:

– დუკანი ავალდებულებს ყოველდღიურად 1,5 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს ჭამას – ეს წესი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგავიწყდეთ! (ქატო შეგიძლიათ მიიღოთ უცხიმო კეფირთან ან იოგურტთან ერთად, ან რძის ფაფის სახით)

– ყოველდღიურად 20 წუთიანი ფეხით გასეირნება ან სპორტით დაკავება

– დღეში არანაკლებ 2 ლიტრი სითხის მიღება (ყავა და ჩაი შედის ამ რაოდენობაში)

რაციონიდან ამოიღეთ:

– სუფთა სახის შაქარი. დაშვებულია მხოლოდ შაქრის შემცვლელი ძალიან მცირე დოზით.

– მოხარშული: ბატის, იხვის, ღორის, ცხვრის ხორცი; ხბოს და კურდღლის ცხიმიანი ნაწილის ხორცი. აკრძლულია ყველა ამ სახეობის ხორცი მცირე რაოდენობითაც კი.



მეორე ფაზა - მონაცვლეობა:
მეორე ფაზაში გადადიან ისინი, ვინც პირველი ფაზის დაცვის შემდეგ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია შედეგს. გააგრძელებთ თუ არა, ამას თქვენ წყვეტთ, რადგან თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენს ჯანმრთელობაზე და თქვენ უნდა იფიქროთ ფრანგი ექიმის დიეტის გაგრძელების მიზანშეწონილობაზე.

ამ ეტაპზე წინა ფაზის დაშვებულ 72 პროდუქტს ემატება 28 პროდუქტი ხილის და ბოსტნეულის სახით (იხ. თემაში):

მეორე ფაზა გრძელდება იქამდე, სანამ არ მიაღწევთ თქვენს ოპტიმალურ წონას (საშუალოდ 2-დან 6-თვემდე). ამ ფაზის დროს უნდა მოხდეს ცილოვანი საკვების და ბოსტნეულის მონაცვლეობა. საკვები რეჟიმების მონაცვლეობა დასაკლები წონის რაოდენობაზე დამოკიდებული:

– 10კგ.-ზე – ცილები – ცილები/ბოსტნეული 1/1 დღე (1 დღე ცილები, მეორე დღე ცილები/ბოსტნეული; შეიძლება 3/3 ან 5/5 ვარიანტი)

– 10კგ.-ზე მეტი – 5/5 დღის მონაცვლეობა

მეორე ფაზის მენიუ:

ნუ დაივიწყებთ, რომ დუკანის დიეტის ძირითად პროდუქტს შვრიის ქატო წარმოადგენს. ამ ფაზის დროს ყოველ დღე უნდა ჭამოთ 2 სუფრის კოვზი შვრიის ქატო. ქატოს შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერი ბოსტნეული, გარდა სახამებლის შემცველის (ავოკადო, ოსპი, პარკოსნები, ბარდა, კარტოფილი). დაშვებული პროდუქტების სურვილისამებრ მომზადება შეგიძლიათ: მოხარშვა, გამოცხობა, გამოშრობა (არა შეწვა). ბრინჯის და სხვა მარცვლოვანი ღერღილის ჭამა ასევე აკრძალულია, რადგან ისინი დიდი რაოდენობით სახამებელს შეიცავენ.

მეორე ფაზის დროს დაშვებულია სხვადასხვა სახის საკმაზების და სპეციების გამოყენება, თუმცა ზომიერად. როცა შედეგი დაგაკმაყოფილებთ, გადადიხართ მესამე ეტაპზე.

აუცილებელია:

– დღეში 2 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს მიღება;

– შეკრულობის შემთხვევაში შეგიძლიათ 1 სუფრის კოვზი ხორბლის ქატოს გამოყენება;

– შეეცადეთ რძის პროდუქტების ნორმას 1კგ-ს არ გადააჭარბოთ;

– სვით დღეში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი;

– ყოველდღიური გასეირნება გაზარდეთ 30 წუთამდე.



მესამე ფაზა - განმტკიცება:
სახელის მიხედვით ძნელი მისახვედრი არაა, რომ დიეტის ეს ეტაპი მიღწეული შედეგის განსამტკიცებლადაა საჭირო.

მესამე ფაზის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაკლებულ კილოგრამებზე. თითოეულ დაკლებულ კილოგრამზე არანაკლებ 10 დღე უნდა დახარჯოთ გასამყარებლად. ანუ თუ დაიკლეთ 7კგ., განსამტკიცებლად 70 დღე დაგჭრდებათ.

ამ გრაფიკს მკაცრად უნდა მისდიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არა მარტო ვერ განამტკიცებთ მიღწეულ შედეგს, არამედ მოკლე დროში დაუბრუნდებით იმ წონას, საიდანაც დაიწყეთ.

მესამე ფაზის მენიუ:

– დაშვებულია პირველი ფაზის ყველა პროდუქტის გამოყენება;

– დაშვებულია მეორე ფაზის ყველა ბოსტნეულის გამოყენება;

– აუცილებელია ყოველ დღე ხილის ერთი პორცია (200გრ.) სალათის მიღება (აკრძლულია ყურძენი, ბანანი, ბალი);

– დაშვებულია დღეში არაუმეტეს ორი ნაჭრი პურის მიღება;

– დაშვებულია დღეში არაუმეტეს 40გრ. მწიფე ყველის გამოყენება;

– აუცილებელია სახამებლის შემცველი პროდუქტების გამოყენება (კარტოფილი, ბრინჯი, ბარდა, ლობიო, მაკარონის ნაწარმი), მაგრამ არა უმეტეს ორჯერ კვირაში;

– ყოველდღიური ფეხით სეირნობა არ უნდა იყოს 25 წუთზე ნაკლები.

ყურადღება: შვრიის ქატოს რაოდენობა გაზარდეთ 2,5 სუფრის კოვზამდე დღეში.

მესამე ფაზის პერიოდში არაუმეტეს კვირაში ერთი დღისა, შეგიძლიათ მოიწყოთ სადღესასწაულო დღე – ეს ნიშნავს, რომ ამ დღეს შეგიძლიათ შეჭამოთ რაც თქვენ გესიამოვნებათ, მაგრამ მხოლოდ კვირაში ერთხელ!

მეოთხე ფაზა - სტაბილიზაცია:
ყველაზე სასიამოვნო და ნანატრი ფაზა. სტაბილიზაციის პერიოდში მხოლოდ ორი წესი უნდა დაიცვათ:

– აუცილებელია დღეში არანაკლებ 3 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს ჭამა;

– კვირაში ერთხელ პროტეინის (ცილების) დღე მოაწყეთ.

დანარჩენ დროს არცერთ პროდუქტში არ ხართ შეზღუდული.

ამ ეტაპიდან დუკანი უფრო აქტიურ ფიზიკურ დატვირთვას უწევს რეკომენდაციას. რაც უფრო მეტი აქტიურობა, მით უკეთესი. ეს საშუალებას მოგცემთ ნაკლებად შეიზღუდოთ კვებაში.


* * *
http://www.dukan.ru/raschet-pravilnogo-vesa-dukan

ესეც გამომთვლელი
QISA
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 949
წევრი No.: 156546
რეგისტრ.: 29-November 12

გამოგზავნილია: 15 Jun 2016, 01:33  #48093978      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
1 თვეა დავიწყე.
......................
ათულია
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8156
წევრი No.: 94261
რეგისტრ.: 23-June 09

გამოგზავნილია: 15 Jun 2016, 09:17  #48094918      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QISA
ყოველი ორშაბათიდან მე :/


იმედია ეს ორშაბათი იქნება "ორშაბათი"
QISA
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 949
წევრი No.: 156546
რეგისტრ.: 29-November 12

გამოგზავნილია: 21 Jun 2016, 16:45  #48152819      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ათულია
აბაა დაიწყე?
რას შვები?
..........
ათულია
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8156
წევრი No.: 94261
რეგისტრ.: 23-June 09

გამოგზავნილია: 21 Jun 2016, 16:53  #48152910      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QISA



დავიწყე დავიწყე smile.gif)
ლაციო
programmer


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3202
წევრი No.: 53309
რეგისტრ.: 13-February 08

გამოგზავნილია: 21 Jun 2016, 17:43  #48153329      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im · aim
გაქვთ ვინმეს შედეგი?


--------------------
Cazzo Lotito
ათულია
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8156
წევრი No.: 94261
რეგისტრ.: 23-June 09

გამოგზავნილია: 21 Jun 2016, 17:52  #48153405      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლაციო
კი ჩემს სამეგობროს

განახევრდა ხალხი
ლაციო
programmer


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3202
წევრი No.: 53309
რეგისტრ.: 13-February 08

გამოგზავნილია: 21 Jun 2016, 18:23  #48153660      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im · aim
QUOTE
განახევრდა ხალხი

სამეგობრო განახევრდა? user.gif
sofia1234
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3193
წევრი No.: 160111
რეგისტრ.: 24-January 13

გამოგზავნილია: 21 Jun 2016, 18:32  #48153731      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლაქტაციის დამთავრებას ველოდები, სექტემბერიდან შემოიერთდებით :დ
QISA
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 949
წევრი No.: 156546
რეგისტრ.: 29-November 12

გამოგზავნილია: 21 Jun 2016, 19:24  #48154137      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
1 თვეში -6 კგ.
1/1 ზე ვაკეთებდი და 3/3 ზე ან 5/5 ზე უნდა თურმე თუ 10 კილოზე მეტი გინდა დაიკლო.
დავიწყე 3/3 ზე ორშაბათს.
lavie882
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 824
წევრი No.: 159959
რეგისტრ.: 22-January 13

გამოგზავნილია: 2 Jul 2016, 03:59  #48245584      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე ვაკეთებ დუკანის 7 დღიანის 7 steps , 12 დღეში - 7.5


--------------------
Live life to the fullest, and focus on the positive.
tin10nio
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2101
წევრი No.: 201112
რეგისტრ.: 16-April 15

გამოგზავნილია: 2 Jul 2016, 08:30  #48245843      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე ვაკეთებ,მეორე ფაზაზე ვარ. ჰორმონალური ცვლილება მაქვს ფარისებრზე და ძალიან ძნელად ვიკლებ.ლამმის გული გამისკდეს. არადა ,ისე ადვილად ვიკლებდი.
ლამის დავჯდე და ვიტირო,რატომ მივიყვანე საქმე აქამდე თქო.
არ გამახარა საერთოდ ამ დაკლებულმა წონამ,არც სტიმული მომცა.
შეტევაშიი 2,700 დავიკელი ეხლა არ ვიწონები ჯერ sad.gif ხუთი -ხუთზე მინდდა ვცადო!

ცილის დღეს საერთოდ არ მშია და ცილა-ბოსტნეულზე ლამის გადავჭამო ყველაფერი. :/


--------------------
მოვა დრო !
QISA
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 949
წევრი No.: 156546
რეგისტრ.: 29-November 12

გამოგზავნილია: 20 Jul 2016, 02:16  #48391757      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გოგოებო როგორ ხართ?
ვის რა შედეგი გაქვთ?
mashusha
გურჯი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8339
წევრი No.: 137305
რეგისტრ.: 23-October 11

გამოგზავნილია: 20 Jul 2016, 10:51  #48392690      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შემოგიერტდებით
მეორე ფეხმძიმობის პირველ ორ თვეში 5 კილომდე მოვიმატე. აბორტი დამჭირდა, რასაც ვიტამინები და სხვა სახის მკურნალობა დაერთო, რის გამოც, კიდევ მოვიმატე sad.gif

რაც აქ წავიკითხე შთაბეწდილება დამრცა, რომ დასაშვებია ყველაფერი მოხრაშული + ბევრი წყალი

ტქვენს მენიუს ვერ დამიწერთ?


--------------------
ცოლი შენი ვითარცა ვენახი მსხმოი კიდეთა სახლისა შენისათა. შვილნი შენნი ვითარცა ახალნერგნი ზეთისხილისანი, გარემოის ტაბლისა შენისა...

იმედითა შენითა...

გავაბითურეთ სამშობლო მართლაც სამოთხის სადარი, სხვა საქართველო კი არა, თვით საქართველო სად არის...
ქინქლა
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3875
წევრი No.: 27462
რეგისტრ.: 26-December 06

გამოგზავნილია: 20 Jul 2016, 12:36  #48393605      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ გოგოებო bis.gif აქაც დიეტების ბუმი ყოფილა, წარმატებებს გისურვებთ ყველას.
დუნკანის დიეტით არა მაგრამ ნატა გაგუას დიეტით უკვე 25 კგ დავიკელი 15 აპრილიდან დღემდე.
დავყარე გათხოვება+ორი ორსულობით აკრეფილი წონა და ეხლა საბოლოო შედეგის მისაღწევად კიდევ -10 კგ მჭირდება, ვაგრძელებ კიდევ 1 თვე.

ფორმაში ჩადგომაზე დიდი სიამოვნება არაფერი ყოფილა <3


--------------------
ქვეყნის ძირგამომთხრელი
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (7) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0224 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]