Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > ონკოლოგის (ონკოქირურგის) კონსულტაცია Vol. 3


Posted by: Solveig 22 Jun 2016, 16:48
https://forum.ge/?f=43&showtopic=34156544&st=0
https://forum.ge/?f=43&showtopic=34510950&st=0

მესამე თემა..

ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას.

Posted by: gig@@@ 23 Jun 2016, 03:06
ღმერთმა ყველას გვაშოროს არსებობს ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე ასევე კუჭის ფილტვის ნაწლავების პანკრეასის ტვინის ადამიანის თითქმის ყველა ორგანოს ავთვისებიანი სიმსივნური დავადებები და მაენტერესებს გულის ავთვისებიანი სიმსივნე თუ არსებობს ? მე არ სმენია და მაგიტომ გეკითხებით
არ ვხუმრობ სერიოზულად ვკითხულობ

Posted by: Solveig 23 Jun 2016, 03:43
gig@@@

არსებობს გულის პირველადი სიმსივნეც და სხვა სიმსივნის მეტასტაზებიც, მაგრამ ძალიან იშვიათია.

მიზეზი ამ იშვიათობისა არაა ცნობილი. შეიძლება, იყოს გულის კუნთის ინტენსიური მუშაობა და მისი ინტენსიური მეტაბოლიზმი ჟანგვითი ფოსფორილირების მექანიზმით, რაც სიმსივნური ზრდისათვის არ არის ხელსაყრელი.


სოლჟენიცინის "კიბოს კორპუსი" თუ წაგიკითხავს (საშინელი წიგნია), იქ უწერია ერთ პერსონაჟს (უკრაინელ ტრაქტორისტ პროკოფის) ისტორიაში Tumor cordis, casus inoperabilis (გულის სიმსივნე, არაოპერირებადი). თუმცა, გულის სიმსივნეებზე ოპერაციები კეთდება დღეს.

Posted by: keen 23 Jun 2016, 23:06
Solveig
გამარჯობა

ლაზერულ ეპილაციაზე რა აზრის ხარ? რამდენად შეუძლია სიმსივნური პროცესების პროვოცირება მაგ. იღლიის არეში ეპილაციისას? თუ ნამდვილად აბსოლუტურად უსაფრთხოა და არსებობს ამაზე საკმარისი კვლევები?

Posted by: pato-7 23 Jun 2016, 23:09
იმუნოთერაპია რა ჯდება ან საქართველოში თუა შესაძლებელი ჩატარება?

და ეფექტურობის მხრივ როგორია?

Posted by: tamusi 25 Jun 2016, 19:00
გამარჯობა, ჩვენს ახლობელს აქვს პობლემა

კარცინომის მესამე სტადია მეორე ნაწილი (თუ რაღაც ასე). გაკეთდა ოპერაცია. ამოღებულია საშვილოსნო საკვერცხეებით, ასევე მუცლის ბადექონი, ამჟამად ,,საფიქრალია ღვიძლის მტს დაზიანება,მტს-სები რეტროპირებულია ლიმფურ კვანძებში სა შაშვილოსნოს ტაკვის მიმდებარედ" და ა.შ (ამონაწერი დიაგნოზიდან).
იტარებს ქიმიოთერაპიის კურსს

გვაქვს ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები, დიაგნოზთან, მკურნალობის სქემასთან დიეტასთან თუ ზოგადად ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით,
გთხოვთ დახმარებას -

სად შეიძლება გაკეთდეს სრულფასოვანი გამოკვლევა დიაგნოსტირება - საქართველოს პირობებში, (ან რას გვირჩევტ საზღვარგარეთის თაობაზე) ;
მკურნალობის მეთოდების სწორი შერჩევა?
ადამიანი იმყოფება მკაცრ დიეტაზე - მაგალითად აკრძალული აქვს ხილი და ა.შ ასეთ დროს როგორ უნდა მოხდეს ორგანიზმის საერთო მდოგმარეობის გაუმჯობესება - მაგალითად გემოგლობინის აწევა, ზოგადად იმუნიტეტსი ამაღლება, რეკომენდებულია თუ არა იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპატარატების მიღება?
და კიდევ მოვისმენთ ყველა სასარგებლო რჩევას ამ სფეროში. რადგან პრაქტიკულად ძალიან დაბნეულები ვართ.

Posted by: Solveig 25 Jun 2016, 21:58
keen


არა მგონია, საკმარისი კვლევები არსებობდეს მაგისათვის..მე არსად შემხვედრია,. ყოველ შემთხვევაში.

ერთადერთი, რაზეც დავფიქრდებოდი, ხალების გაღიზიანებაა. ლიმფური კვანძებზე ეგრე დამანგრევლად რომ მოქმედებდეს, არა მგონია.
ალბათ საერთოდ უკეთესია, რომ ადამიანი დააკვირდეს თავს და თუ ამჩნევს, რომ ეპილაციის მერე კანი ძლიერ გაღიზიანდა, ლიმფური კვანძი გადიდდა და ა. შ. მაშინ აღარ გაიკეთოს.

პ.ს. დამავიწყდა დამემატებინა, რომ მაგალითად, გერმანიაში დერმატოლოგიურ კაბინეტებში კეთდება ხოლმე ლაზერული ეპილაცია. ანუ, გამოდის, რომ ექიმი/მედპერსონალი აკეთებს.
საქართველოში, მე როგორც ვიცი, არაა ამის აბსოლუტური მოთხოვნა.

Posted by: keen 25 Jun 2016, 22:02
Solveig
QUOTE
ერთადერთი, რაზეც დავფიქრდებოდი, ხალების გაღიზიანებაა. ლიმფური კვანძებზე ეგრე დამანგრევლად რომ მოქმედებდეს, არა მგონია.
ალბათ საერთოდ უკეთესია, რომ ადამიანი დააკვირდეს თავს და თუ ამჩნევს, რომ ეპილაციის მერე ლიმფური კვანძი გადიდდა, მაშინ აღარ გაიკეთოს.

ხალებზე, მეც ეგრე ვფიქრობ. უფრო, ლიმფური კვანძები მაინტერესებდა. გასაგებია, გმადლობ! smile.gif

QUOTE
პ.ს. დამავიწყდა დამემატებინა, რომ მაგალითად, გერმანიაში დერმატოლოგიურ კაბინეტებში კეთდება ხოლმე ლაზერული ეპილაცია. ანუ, გამოდის, რომ ექიმი/მედპერსონალი აკეთებს.
საქართველოში, მე როგორც ვიცი, არაა ამის აბსოლუტური მოთხოვნა.

სიმართლე გითხრა, მე პირადად აზრადაც არ მომსვლია სამედიცინო დაწესებულების გარდა ლაზერული ეპილაციის გაკეთება (მაგ. სილამაზის სალონში)

Posted by: sparkle555 15 Jul 2016, 14:03
მოგესალმებით! ჩემს მეგობარს აქვს დანიშნული სხივური თერაპია მკერდის სიმსიცნის შემდეგ (ოპერაცია გაიკეთა სტამბულში) და სხივებისათვის იქ კიდევ 45 დღე იქ დარჩენა არ შეუძლია. შეგიძლიათ მირჩიოთ თბილისში სად კეთდება სხივური თერაპია ყველაზე კარგად და რადიოლოგი ვინ არის? მადლობა წინასწარ

Posted by: DAV64 16 Jul 2016, 18:09
მოგესალმებით ყველას!
ვინ იცის როგორი სანდოა, უფრო სწორედ რა დონეზეა, ავერსის კლინიკაში რომ კეთდება რადიაქტიური იოდით ფარისებრი სიმსივნის და მეტასტაზების მკურნალობა, რამდენი ხანია და რა შედეგებია. ინგოროყვას კლინიკაშიც კეთდება თურმე, საინტერესოა მათი შედარება , პლუ-მინუსები

Posted by: maqaqo 17 Jul 2016, 20:03
Natuka NGN

Solveig
გამარჯობათ
ძალიან მჭირდება Natuka NGN დახმარება,
გუშინ გავხსენი იუზერი და არ ვიცი თუ სწორად ვწერ პმ-ში,იქნებ თქვენ Solveig დამეხმაროთ და მისი მეილი მომწეროთ ან დამეხმაროთ როგორ მივაწვდინო ხმა.ძალიან მჭირდება მამოლოგის კორდინატები რომელსაც ნატუკა ენდობა--ახალგაზრდა ევროპული განათლებით,ასე მოიხსენია ნატუკამ და არ დაწერა სახელი და გავრი რომ რეკლამირებაში არ ჩაეთვალათ,მამოლოგის კონსულტაციის თემაშიც დავჭერე და აღარ შემოსულა ნატუკა,იქნებ თქვენ დამეხმაროთ და დამაკავშიროთ ნატუკასთან--ძალიან მჭირდება
დიდი მადლობა

Posted by: Natuka NGN 17 Jul 2016, 20:23
maqaqo
მოგწერეთ პირადში.

Posted by: NatiaGull 18 Jul 2016, 18:36
ორი წლის წინ პანკრეასის კიბოს დიაგნოზი გვქონდა, გავიკეთეთ ოპერაცია. ახლა რეციდივია. 0,6 მმ. თავის ტვინის ტომოგრაფია გვითხრეს, იქნებ გამარკვიოთ რა შუაშია პანკრეასთან თავის ტვინი ? ნუთუ შეიძლება იქაც იყოს რამე ? ან სიმპტომები ხო უნდ აჰქონდეს ? sad.gif sad.gif sad.gif

ა ხო. ნეიროენდოკრინული სიმსივნე ახსენეს და შეგიძლიათ განმიმარტოთ?

Posted by: jay333 23 Jul 2016, 02:01
გამარჯობათ. ვარ 27 წლის. 2 თვის წინ გავიკეთე ლაპარასკოპია ორივე საკვერცხეზე მქონდა კისტა. მარცხენა საკვერცხეზე იყო 12 სმ. ლაბორატორიაში რომ გადაიგზავნა მარცხენა საკვერცხეზე აღმომაჩნდა სიმსივნე მეორე სტადია და სასწრაფოდ დამინიშნეს ოპერაცია და 1 თვუს წინ გამიკეთეს ლაპარატომია ამომკვეთეს მარცხენა საკვერცხე ბრმანაწლავი და ბადექონი. მუცლის დათვალიერება მოხდა მიკროსკოპით და უფლის წყალობით მეტასტაზები არ იყო გასული მხოლოდ საკვერცხეზე იყო. მყავს 11 თვის ბავშვი და მითრა ექიმმა მეორეს რომ გააჩენ მერე მეორე საკვერცხე და საშვილოსნოც ამოვიღოთო. მაინტერესებს დაორსულება როდისან შემიძლია და ფიზიოლოგიურად თუ შემიძლია რომ ვიმშობიარო? თუ ამ შემთხვევაში აუცილებლად საკეისრო უნდა გაკეთდეს?( ოპერაციები გამიკეთდა გერმანიაში)

Posted by: ათულია 26 Jul 2016, 08:00
ავასტინი მაინტერესებს თუ გამოუყენებია ვინმეს და რამდენად ეფექტურია? (ავასტინს+ტოპოტეკანი) მრავლობითი დაზიანებებია მუცლის ღრუში

Posted by: SweeTy-Flower 26 Jul 2016, 15:31
გამარჯობა.
ბოლო ერთი თვე დამეწყო საშინელი ხველებ ნახველთან ერთად.
ვარ მწეველი,ხშირად ვცვლი სიგარეტებს. მანამდე მხოლოდ ნახველი მქონდა. თუმცა ადრეც მქონია ხველა.
რომ ვიღვიძებ გულზე მაწვება,ქრონიკულად ვახველებ.
უკვე ვფიქრობ დავანებო მოწევას თავი.
მაინტერესებს სად შემიძლია გამოკვლევა ჩავიტარო და ღირს?
იქნებ ონკოლოგიასთან არის კავშირში.
ერთხელ სისხლიც მოყვა ნახველს. მაგრამ მანამდე ცხვირიდან მომდიოდა და შეიძლება გადამცდა თქო..

Posted by: EXHALATING 2 Aug 2016, 12:23
წელიწადნახევრის წინ დაისვა მსხვილი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნის დიავნოზი, გ3. ჩატარდა ოპერა ია, ჰქონდა სტომა 8 თვის მანძილზე. 8 თვის წინ ჩაუბრუნეს სტომა და პლუს ამოჭრეს კიდევ მეტასტაზები. მთელი ეს პერიოდი იკეთებს სხვადასხვა ქიმიას. ბოლო კტმ აჩვეა რეციდივი თორმეტგოჯასთან, ექიმი ამბობს რომ უბრალოდ უნდა დაველოდოთ რამდენ ხანს გაუძლებს ორგანიზმი. ეს 3/4ზე წარმონაქმნი განვითარებულია 2 თვეში.
ასე როგორ ველოდოთ როდის მკვდება ადამიანი, ავასტინს რატომ არ გვინიშნავს. საერთოდ რა გავაკეთოთ ვერ ვხვდებით. ერთადერთი ეს ავასტინი არ გაგვიკეთებია. ვექტიბიქსს არ ჰქონდა შედეგი...

Posted by: basti-bubuuu 6 Aug 2016, 23:24
Natuka NGN
იქნებ მეც მომწეროთ მამოლოგის კოორდინატები

Posted by: NatiaGull 12 Aug 2016, 09:57
Mეგობრებო კარგი ონკოლოგების ნომრები მომაწოდეტ ან აქ ან პმში. რამდენიმესი მჭირდება. ყველასთან უნდა გადავამოწმო დიაგნოზი.
და აქვე, პანკრეასის სიმსივნის დროს ქიმია ეფექტურია ?

Posted by: beqa108 23 Aug 2016, 13:23
კომპეტენტურებმა იქნებ დამეხმაროთ . როგორ უნდა აღმოაჩინო კანის კიბო ?
ხალის ფერი განსაზღვრავს კანი კიბოს ?

Posted by: DocTemo 25 Aug 2016, 23:52
დიდი ხანი გავიდა, რაც არ ვყოფილვარ აქ.. სამწუხაროდ კითხვები სულ უფრო მეტია..ვალბათ პირველ რიგში ეს ექიმებს და პაციენტებს შორის ცუდ კონტაქტზე მიუთითებს.. თუმცა შეიძლება სხვა ბევრი მიზეზი იყოს.
თავიდან ვერ ვხვდებოდი, იყო თუ არ იყო აქ კონსულტირება სასარგებლო..ეხლა დრო.რომ.გავიდა და თემის აქტუალობა არ შემცირებულა, გასაგებია რომ კარგის მომტანია.. ოღონდ სამწუხაროა რომ ახალი ექიმთაგან როგორც ჩანს არავინ შემოუერთდა. ..
QUOTE
მთელი ეს პერიოდი იკეთებს სხვადასხვა ქიმიას. ბოლო კტმ აჩვეა რეციდივი თორმეტგოჯასთან, ექიმი ამბობს რომ უბრალოდ უნდა დაველოდოთ რამდენ ხანს გაუძლებს ორგანიზმი. ეს 3/4ზე წარმონაქმნი განვითარებულია 2 თვეში.

EXHALATING იმისთვის რომ შეიძლებოდეს რაიმეს რჩევა ამ შემთხვევაში, უნდა დაწეროთ რა წამლებით არის ნამკურნალევი. ზოგადად მსხვილი ნაწლავის კიბოს შემთხვევაში უფრო მიზანშეწონილია აგრესიული ქირურგიული ტაქტიკა, ვიდრე დალოდება. ოპერაცია გასაკეთებელია თუკი რაიმე მცირედი შანსია. ავასტინი არ არის პანაცეა, უმრავლეს შემთხვევაში არ იძლევა იმ შედეგს რასაც მისგან ელიან.

beqa108
QUOTE
როგორ უნდა აღმოაჩინო კანის კიბო ?
ხალის ფერი განსაზღვრავს კანი კიბოს

დერმატოლოგს ან ონკოლოგს უნდა მიმართოთ რომელიც ფლობს დერმატოსკოპიას. ეს უკანასკვნელი აუცილებელია დროული დიაგნოსტიკისთვის.

Posted by: Kobalty 28 Aug 2016, 15:12
Solveig
QUOTE
3) ლეიკემია-ლიმფომების კლასიფიკაციასა და მკურნალობაში საერთოდ რევოლუცია მოხდა. კლასიფიცირდა ცალკეულ ნოზოლოგიებად, დედა-უჯრედის მიხედვით და აქედან გამომდინარე, შემუშავდა სპეციფიკური მკურნალობა.

აი, ამ საკითხზე ცოტა მეტის თქმა/დაზუსტება თუ შეგიძლიათ?
ან რამე სასარგებლო ლინკებს ხომ ვერ დამილინკავდი?

მადლობა წინასწარ..

Posted by: EXHALATING 29 Aug 2016, 00:21
DocTemo
მადლობა გამოხმაურებისთვის
მკურნალობა ჩატარებულია ფოლფოქსით
ქსელოდა
პანიტუმუმაბი
და კიდევ ერთი პრეპარატით (აბების ხით) ვერ ვიხსენებ სახელს
რაც შეეხება ქირურგიას, დიაგნოზის დასმის დროს ჩაუტარდა ოპერაცია როდესაც ამოკვეთეს საკმაოდ დიდი ზომის წარმონაქმნი 11 სმ დაახლოებით. 21 ლიმფურ კვანძში იყო აღმოჩენილი მეტასტაზი, გაუკეთდა სტომა წვრილ ნაწლავზე. 9 თვის მერე ჩაუბრუნეს სტომა და ისევ ამოკვეთეს კვლავ წარმოქმნილი მეტასტაზები. ამის მერე გავიკეთეთ 6 პანიტუმუმაბი, რეგრესი არ იყო , გადავედით ქსელოდაზე და აი ისევ რე იდივები. ფაქტია ვერ ერევა ვერაფერი სიმსივნეს. ქირურგი უარს ამბობს ჩარევაზე. დავიწყეთ ქიმია პლუს ავასტინი ისევ, მაგრამ ექიმიც ვარაუდობს რომ არ იმოქმედებს. გამოდის ველოდებით როდის გაიზრდება სიმსივნე ისე რომ სწორ ნაწლავს ჩაკეტავს . ძნელია როცა მედიცინა უძლურია.
კიდევ ერთი კითხვა, რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ მონიტორინგი. დიაგნოზი დედაჩემს აქვს და გენეტიკური ფაქტორის მეშინია
თან თვითონაც თირეოდოქტომია მაქვს გაკეთებული პაპილარული კარცინომის დიაგნოზით

Posted by: DocTemo 30 Aug 2016, 00:54
EXHALATING
ფოლფოქსის შემდეგ ქსელოდა არ არის მეორე რიგის როგორც წესი, არსებობს სხვა კომბინირებული სქემები რომლებიც გამოიყენება ქსელოდამდე, მაგალითად ირინოტეკანით.
KRAS და NRAS გენების მუტაციაზე კვლევა თუ ჩატარდა და ერბიტუქსით მკურნალობის საჭიროება თუ განისაზღვრა?
კარგი დაფიქრება და წამლის შერჩევა უნდა. დალოდება ყველაზე ცუდი ვარიანტია.

QUOTE
რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ მონიტორინგი.

როგორც წესი 50 წლის ასაკიდან არის რეკომენდებული. ეს ძირითადა არის ტესტი ფარულ სისხლდენაზე და 5 წელიწადში 1 ჯერ კოლონოსკოპია.

Posted by: EXHALATING 30 Aug 2016, 02:19
DocTemo
ირინოტეკანი ახლა უკეთდება, ავასტინთან კომბინაციაში
შეიძლება რიგითობა ამერია
ასე იყო ფოლფოქსი, შემდეგ ვექტიბიქსი+ ქსელოდა
მერე რომლიას ახელიც არ მახსოვს და ახლა ირინოტეკანი + ავასტინი
მადლობა კიდევ ერთხელ
კიდევ ერთი კითხვა მაქვს,, რატომ
ვერ ხედავს პეტ სკანი წარმონაქმნებს ნაწლავზე?

Posted by: DocTemo 30 Aug 2016, 22:39
EXHALATING
QUOTE
რატომ
ვერ ხედავს პეტ სკანი წარმონაქმნებს ნაწლავზე?

აბა რა ხედავს? რა კვლევა?

Posted by: nita0607 31 Aug 2016, 16:03
სალამი

ჩემს ახლობელს წელზე აქვს დიდი ხალი, შავი, თმიანი. დამირეკეს და ვინმე ქირურგთან უნდა მისვლა მოსაკვეთად. რაიონში ცხოვრობენ და იქ აჩვენეს ექიმს, ამოებურცა და დაუსკდაო. ექიმს უთქვამს ონკოლოგს აჩვენეთო და სად მივიყვანო ვის მირჩევთ? რა ქვია საერთოდ ეგეთ ხალს და საშიშია თუ იცით?

Posted by: ხარძი 7 Sep 2016, 01:55
ფიქს. .

Posted by: agatha13 8 Sep 2016, 02:11
ხალხნოოო შესაძლებელია რომ ბიოფსია ვერ გააკეთონ სწორად??? თოდუაში მაგალითად.

შეიძლება ,რომ ციტოლოგიური კვლევა და აი მარკერებით რასაც აკეთებენ რომ მცდარი იყოს? რამდენად არის ამის შანსი ?

და რამე ინფო მომეცით არაჰოჯკინის ლიმფომასთან დაკავშირებით.. სულ რამდენიმე წინადადება ვიპოვე გუგლში

პროგნოზი საიმედოა? ტ უჯრედოვანის შემთხვევაში რა ხდება???

Posted by: ხარძი 8 Sep 2016, 09:05
agatha13
ციტოლოგიაზე ზუსტი მეთოდი იმუნოჰისტოქიმიაა. რა მიდამოდან აიღეს მასალა?
მე გირჩევდი მარდალეიშვილის კლინიკაში გამოგეკვლია. მკურნალობას ექვემდებარება, ძირითადი მეთოდი ქიმიოთერაპიის სწორი სქემაა, მანდ ქიმიოთერაპევტებიც ყავთ და ციტოლოგი ყავთ ძალიან კარგი.

Posted by: agatha13 8 Sep 2016, 13:21
ხარძი
იღლიიდან მთელი ჯირკვალია ამოუღეს. ეგრევე თურქეთში გავუშვით,მაგრამ რამადანი იწყება იქ და არ ვიცი ყველა კვლევას თუ მოასწრებენ .სანამ პასუხები იქნება ლამისაა გავერეკო..

ქართულად ინფო ვერ ვიპოვე.რუსულ საიტებზე კიდე ვნახე როო არაჰოჯკინი თან ტ უჯრედოვანი იშვიათი და ყველაზე რთული ფორმა.300% ექვემდებარება მკურნალობას ან რემისიას.

არ მინდა დავიჯერო.პრაქტიკულად იქნებ გქონიათ ვინმეს შეხება და რამე იცით

აციბადენის კლინიკაში გვყავს თან,ჩემი ძმაა და ცოტატი ეგეც მამშვიდებს რომ ძალიან მაგარი კლინიკაა იქნებ რაღაც მიღწევები ქონდეთ მაგათ მაგ საკითხში

Posted by: ხარძი 9 Sep 2016, 03:47
agatha13
არაჰოჯკინის ლიმფომა იგივე ლიმფოსარკომა არის მდგომარეობა როდესაც იმუნური უჯრედები აზიანებენ უშუალოდ ლიმფურ აპარატს. ტ-უჯრედები თავის მხრივ არიან იმუნური პასუხის წამმართველები ნორმაში, ტ ჰელპერები და ტ ციტოტოქსიურები. ფაქტია რომ ეს აგრესიულად განწყობილი უჯრედები ქიმიოთერაპიით უნდა შეკავდნენ, უბრალოდ მოფრთხილება უნდა შემდგომ ნებისმიერ უცხო აგენტთან კონტაქტისას. თუ აგრესიული ფორმა არ არის ქიმიოთერაპიით კარგ შედეგებს მიიღებთ. მთლიანი მასალა გაგზავნეთ? ნაწილი მაინც რომ გქონდეთ აქ შეიძლება კარგად გადახედვა.

Posted by: agatha13 9 Sep 2016, 12:35
ხარძი
იმ ორი მარკერით შეიცვალა და საბოლოოდ დაიდო კლასიკური ლიმფომა,ლიმფოციტების ნაკლებობით ..

ცოტა დავწყნარდით,მაგრამ 9 დღიანი რამადანი თუ რაღაც დაიწყო იქეთ და ექიმების ნაწილი ისვენებს ((

ამ შემთხვევაში რა ხდება? გვეუბნებიან,რომ 80–90% განკურნებადია.

Posted by: ხარძი 9 Sep 2016, 15:18
agatha13
ჰოჯკინის ლიმფომის წაემტებით მკურნალობის შემთხვევაში რაც ქიმიო და სხივურ თერაპიი
ას მოიცავს კომბინაციაში დაავადებულების 90% მდე იკურნება თან ისე რომ რეციდივის შანსი აქვს საკმაოდ დაბალი. მიყევით მკურნალობას ბოლომდე, პაციენტის სქესი და ასაკი?

Posted by: agatha13 9 Sep 2016, 15:36
ხარძი
26 წლის არის ბიჭი, და ველოდებით ამ რამადანის დასრულებას.. გუშინ ტომოგრაფიის პასუხი მოვიდა ,იქ გაუკეთეს თავიდან ბოლომდე რომ აწვენენ და უცებ ათარგნიეს ვიღაც თურქს რუსულად დასკვნა და ეუბნებათ პირველი სტადიის მეოთხე ფორმაო.და შეიძლება?

ხერხემალი ტკივა ,ღვიძლი ქონია დაზიანებული და ფილტვი და მეშინია მეოთხეა მგონი და ის თარჯიმანი შეცდა..

კლინიკასთან შუამავალი და თარჯიმანი ქართველი გოგო ვინც გვყავს დღეს არ მცალიაო,ხვალ უნდა შეხვდნენ და ხვალამდე მოვკვდე შეიძლება..

მითხარით ძალიან გთხოვთ ,შეიძლება იყოს ?ანუ მეორე სტადიის საწყისიაო

Posted by: ხარძი 9 Sep 2016, 17:47
agatha13
გადახედე ამ ლინკებს
http://www.roche.ge/home/healthy/oncology/nhl/nhl_stages.html

და ეს:
http://www.aversi.ge/cnobari/790/

Posted by: agatha13 9 Sep 2016, 21:20
ხარძი
არაა, არ აღმოჩნდა არაჰოჯკინითქო ..

ეგ ავერსის გვერდი ლამის დავღეჭე.. ეს ყვეაფერი ხოო,მაგრამ ექიმს ვკითხულობ და პაციენტებს იმიტომ რო ესე ინტერვიუ,რეფერატი ,დისერტაციაა სხვაა და რეალურად ყველაფერი იცვლება.. მესმის ,რომ ყველაფერი ინდივიდუალურია,მაგრამ არ ვიცი ეს ჩემი "კირკიტი" ნერვული გამოხტომა ალბათ ასეთ დროს ))

მანდ წაკითხული მქონდა და იმიტო დავიბენი,მეორე იმ თურქმა რაც იბოდიალა ,ორგანოებია დაზიანებულიო მეორე სტადია ვერ იქნება მაშინ.. მაგრამ მეტქი იქნებ ვერ გავიგეთქო.. ხვალ დილით ხვდება აჩიბადენის ექიმი დავითანხმეთ და გვეტყვის ბოლოსდაბოლოს რეალურ სურათს.

ისე რაღაც ამერიკული კლინიკაოო,აჩიბადენსა და აი ბეგაშვილი სადაც იყო იმასაც ჯობიაო,მართლა ბოლო სტადიებს მკურნალობენ სრულ რემისიამდეო .ფასი ოღონდ თუ ერთი ქიმია იქ 4 000 დოლარია აქ 6500 მაგრამ ლამის თავს დებენ რო შედეგი დაიდება

Posted by: ხარძი 9 Sep 2016, 22:04
agatha13
დაწერე ზუსტი დიაგნოზი და რას გეტყვის ხვალ.
ლივ ჰოსპიტალი იყო ბეგაშვილმა სადაც უმკურნალა შვილს.

Posted by: agatha13 9 Sep 2016, 22:09
ხარძი
ვიცი ხო,მალინა გვყავს მაქ ,მაგან დაგვაკონტაქტა და აციბადენში გვყავს კიდე ქართველი გოგო ,აი როგორც მალინა ეგრეა

მოკლეთ ქართული ბიოფსიით და ჰისტოლოგიური კვლევებით და ნუ როგორც არის ხოლმე,დიაგნოზი დაიდო ჰოჯკინის კლასიკური ფორმა,ლიმფოციტების ნაკლებობით

Posted by: ხარძი 9 Sep 2016, 22:24
agatha13
აქ სტადიები და მიმდინარეობა კარგად არის განხილული
http://www.mkurnali.ge/component/encyclopedia/?task=term&id=5007

ააჰოჯკინს აქვს ტ და ბ ლიმფოციტური ფორმები და მაგიტო დაგიდე წინაზე ეგ ლინკები.

Posted by: agatha13 9 Sep 2016, 23:54
ხარძი

ლიმფოციტების ნაკლებობითაა ეს და ეგ ვერ მივხვდი ((
* * *
ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის
* * *
ხარძი
მართალი აღმოჩნდა მიამიძე,დადასტურდა თურქეთშიც..მე3-4 სტადია და 80% გარანტიას გვაძლევს ექიმი,ამერიკული მეთოდით ქიმიოთერაპიით განიკურნებაო

ეხლახანს მოურჩენია ერთი ბიჭი ,უფრო მძიმე მდგომარეობით.

პროსტა 12-16 ქიმიაო და რა ძაან ბევრია (( სხივური თერაპია არაო,რაღაც ქონია განსაკუთრებული არ ვიცი,ვერ გავიგე წესიერად რა ,მაგრამ არჩენსო და რავიი


Posted by: NatiaGull 11 Sep 2016, 13:02
ისეთი პროფილი ექიმი არსებობს, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის ამბავში მუშაობს ?

ონკოლოგი და ონკო-ქირურგი არ მითხრათ, უმეტესობას დანაზე უჭირავს თვალი

Posted by: shotanarikashvili 12 Sep 2016, 23:55
40+ დღიან შიმშილობაზე რას იტყვით (მაისაშვილმა როგორც იშიმშილა) ? ვისაც გქონიათ შეხება. კიდევ დიეტებზე..

Posted by: Sylvia 13 Sep 2016, 17:11
agatha13

QUOTE
ამერიკული მეთოდით ქიმიოთერაპიით განიკურნებაო


გთხოვ მომწერო კლინიკის საკონტაქტო და ასევე თუ ვინმე ქართველი შუამავლი არსებობს ან წარმომადგენელი რომელიც დაგვაკავშირებს მისი ნომერიც. მადლობა.
* * *
ხარძი

იქნებ თქვენ იცოდეთ რომელ კლინიკაზე საუბრობდა, გთხოვთ დამეხმაროთ.

Posted by: agatha13 13 Sep 2016, 21:12
Sylvia
ეხლა ვნახე ეს.. რაქვია არ ვიციი,ეხლა დავურეკე ჩემებს ,სტუმრად არიან,გადმომირკავენ და მოგწერ ყველაფერს.

ნინო ქვია იმ ქართველ შუამავალს ეგ ვიცი და ვიღაც ცნობილი ფეხბურთელის შვილიშვილია,ეს თუ რამეს მიგანიშნებს.თუ გაქვს განაკითხი რამე თურქეთში,მაგრამ დეტალებს მოგწერ .

ეს გოგო ძალიან კარგია,სანდო და ქართველი თარჯიმნები ძააან საზიზღრად იქცევიან ისე იცოდე,თუ პრობლემა გაქვს და გჭირდება ეგენი.. ძალიან დიდი ფულებს უწევენ პაციენტებს )) ამ გოგოს ძალიან ახლობელმა დაგვაკავშირა და ჩვენ ვენდობით.თუ სხვასთან მოხვდი,ეცადე ყველაფერი გადაამოწმო,ფასებს რაც შეეხება და დარწმუნდი რომ გამოკვლევებს სრულფასოვნად ჩაიტარებ,რამე არ დაგაკლდება ))

ხო კიდე,აჩიბადენია თუ აციბადენი,მანდ არის მეგი,(ამ გოგოს ნომერი მე მაქვს თუ დაგჭირდეს )ისიც ძალიან კარგი გოგოა და ეგ კლინიკაც ძალიან ძლიერია.. მაგრამ ჩვენ თურქეთის კლინიკებშინდა ექიმებში გარკვეულმა ,ის კაცი გვირჩიეს .. მის განკურნებულ პაციენტსაც ველაპარაკეთ ..

ბეგაშვილი სადაც იყო,არ მახსოვს სახელი იმ კლინიკის,მან რო გაიგეს იმ კაცთან ვიყავით დაიწყეს სად ჩვენი კლინიკაოო და ძვირიაო, ფასი მართლა 3 ჯერ ძვირია ამასთან.. ბეგაშვილი სადაც იყო იქ 800დოლარია ერთი ქიმია მგონი,ჩვენ ესე გვითხრეს 800ად გაგიკეთებთო და ამ კაცთან 3000 ღირს ერთი.. მერე ძაან გარკვეულებმა გვითხრეს რომ ,"ბეგაშვილთან" უძლიერესი ორთოდონტები და ქირურგები არიან,ონკოლოგებიც და ზოგადად ძალიან მაგარი კლინიკაა..მაგრამ ეს კაცი მაგათშიც საუკეთესოაო

მოკლეთ თუ რამე ინფო მაქ მოგაწვდი.. ჩემებიც ეხლა ჩავიდა,ჯერ ქიმია არ დაუწყია ,დასვენებებია.. 6 ქიმიის ის მერე გამოკვლევები ისევ ,შეაფასებენ მდგომარეობას და მერე გადაცყვეტენ რამდენს გაუკეთებენ 12 თუ 16 .. ანუ ჩვენ შედეგი როგორც ასეთი ჯერ არაფერი გვაქვს და თავს ვერ დავდებ.. მაგრამ ვთქვი უკვე რომ ვისაც აქვს მამაჩემი ესაუბრა და ჩვენ არჩევანი აქ გავაკეთეთ ..
* * *
Sylvia

პმ ნახე .. ვაგზავნი მესიჯებს ,მაგრამ ზოგჯერ მე ვერ ვხსნი. თუ გინდა სახელი და გვარი მომწერე და ფბ-ზე დაგამატებ. გინდა ნომერი დამიტოვე დაგირეკავ

* * *
მოკლეთ თუ სხვასაც დააინტერესებს დავწერ აქ რაღაცეებს..

მედიპარკი ქვია იმ კლინიკას.. მაგრამ ეს ექიმი ითხოვს "პეტი"-სო .. რომ აწვენენ და თავიდან ბოლომდე შეჰყავთ რაღაცაში და ჩანს ყველაფერი ვაბშე.. მაპატიეთ არასამედიცინო ენაზე ვხსნი,აი ეგო გავაკეთეთო აი იმ ნეოლაიფში.. მან აკეთებენ ყველაზე მაგრადო .. (ბეგაშვილი სადაც იყო ეგ ყოფილა)


Posted by: Leo woman 13 Sep 2016, 23:34
გამარჯობა,
წარბთან მაქვს თეთრი ხალი სავარაუდოდ.
წლებია მაქვს მაგრამ იზრდება თანდათან.ცხიმგროვას გავს ერთი შეხედვით.ვერ გავიგე რა არის.
მსგავსი წარმონაქმნის მოშორება შეილება თუ იცით???

Posted by: neymarjr2016 14 Sep 2016, 17:30
სიმპტომები როცაა მ-4 სტადიაა ანუ ხო

აი მაგალითად მე-3 სტადია შეიძლება გქოდნეს და რაღაცას განიცდიდე?

Posted by: პრინცი_ოიგენი 15 Sep 2016, 20:40
მორფოლოგიამ სხვადასხვა პასუხები აჩვენა
ICD 8050/3
და
ICD 8030/3
ინტერნეტში სულ სხვადასხვა რამე წერია ამ ორზე და ექიმმა ერთნაირიაო lol.gif

გამარკვიეთ რა
* * *
და სად აკეთებენ კარგად მორფოლოგიას?

Posted by: agatha13 15 Sep 2016, 22:33
პრინცი_ოიგენი

არმაზ მარიამიძე კარგი ყოფილა ჩვენი გამოცდილებით

Posted by: 7903251 18 Sep 2016, 18:04
გამარჯობათ, გთხოვთ რეზულტატის გაგებაში დამეხმაროთ, რაზეა საუბარი.

http://vfl.ru/fotos/a0bb729b14163951.html

Posted by: Mrs_Zum 18 Sep 2016, 20:35
7903251
რა აწუხებს პაციენტს? რა ჩივილის გამო გაგზავნეს მუცლის ღრუს კტ-ზე?

Posted by: 7903251 19 Sep 2016, 13:39
Mrs_Zum


ჩივილი, სეზონური - თითქმის მუდმივი დიარეა, უმადობა, წონის კლება (დაახ. 3 წლის განმავლობაში 65-70 კგ დან ჩამოვედით 52-55 კგ-ზე. პაციენტი 56 მდ. თანმხლები დაავადებები: წინაგულთა ფიბრილაცია და თრთოლვა (პერმანენტული ფორმა), გულის უკმარისობა NYHA II, ექსუდაციური პერიკარდიტი (უცნობი ეტიოლოგიის). ყველა რენტგენოლოგიურ და ექოსკოპიურ კვლევაზე საუბარია თავისუფალი სითხის არსებობაზე პლევრაში და პერიკარდში. სტანდარტული ლაბ. კვლევების პარამენტრები ნორმაში ან თითქმის ნორმაშია.

შეგიძლიათ რამე გვითხრათ ?

Posted by: Kobalty 25 Sep 2016, 00:19
agatha13
ჰოჯკინის ლიმფომა ერთ ერთი ყველაზე "მორჩილი" სიმსივნეა..

QUOTE
http://www.aversi.ge/cnobari/790/

რამდენი შეცდომა ვიპოვე, ჩემნაირმა დილეტანტმა თან..
ვის ხელში ვართ.. drug.gif

Posted by: პრინცი_ოიგენი 26 Sep 2016, 23:54
G3 არადიფერენცირებული კარცინომაა
IV სტადია მეტასტაზების გარეშე
8სმ-მდე
cry.gif

აქვს აზრი მკურნალობას?

Posted by: Iris87 27 Sep 2016, 10:42
Kobalty როგორ ხართ? იმკურნალეთ?
agatha13 მე მქონდა კლასიკური ჰოჯკინი, მე2 სტადია. 3 წლის წინ. ქიმიითერაპიის და დასხივების შემდეგ რემისია მაქვს და კარგად ვარ. 26ის ვიყავი მეც მაშინ ზუსტად.

Posted by: Kobalty 27 Sep 2016, 11:45
Iris87
QUOTE
როგორ ხართ? იმკურნალეთ?

არაა, ხელი არ მიხლია..
ე.წ. watch & wait-ობ.. smile.gif
არანაირი სიმპტომი არ მაქვს და აზრი არ აქვს უსიმპტომოს მკურნალობას, ამ დასკვნამდე მივედი..

Posted by: Iris87 27 Sep 2016, 12:30
Kobalty კარგია, წარმატებები smile.gif

Posted by: agatha13 27 Sep 2016, 14:11
Kobalty მადლობთ


Iris87
სრულ რემისიას გისურვებ და სულ კარგად ყოფნას.. სად იმკურნალე? ჩემს ძმას სხივებს არ უკეთებს ის თურქი..რაღაცაში ფუთავს ,არ ვიცი რა ქვია ამ მეთოდს,არტო ეს კაცი აკეთებსო და რავიი აი სულ ბოლო სტადიის ხალხი გამოუჯანმრთელებიაო.. რემისიაზე არაა საუბარიო,სრულ განკურნებას გვეუბნება.პროსტა სიგარეტიც კი არ უნდა მოწიოსო და ძალიან მკაცრ დიეტაზე უნდა იყოსო და ამეებს ვერ ეშვება ჯერ (

Posted by: nino/irakli 27 Sep 2016, 15:48
QUOTE (Iris87 @ 27 Sep 2016, 10:42 )
Kobalty როგორ ხართ? იმკურნალეთ?
agatha13 მე მქონდა კლასიკური ჰოჯკინი, მე2 სტადია. 3 წლის წინ. ქიმიითერაპიის და დასხივების შემდეგ რემისია მაქვს და კარგად ვარ. 26ის ვიყავი მეც მაშინ ზუსტად.

ეს კლასიკური ჯოჩკინი რას ნიშნავს ? მეც ჰოჩკინი მაქვს და ვერ ვხვდები ეს კლასიკური როგორ უნდა მიხვდეს ექიმი ??

Posted by: agatha13 27 Sep 2016, 16:55
nino/irakli
ბიოფსიით დგინდება ეგ.. ერთმა ქართველმა ექიმმა მითხრა ,არაჰოჯკინის ლიმფომის დროსო ერთ ადგილასაა თავმოყრილი ეს პათოლოგიური ლიმფური კვანძებიო ,ჰოჯკინის დროს კიდე ბევრგანაო..

Posted by: Iris87 27 Sep 2016, 19:52
agatha13
მადლობა, თქვენს ძმასაც მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ქიმია თბილისში გავიკეთე, ლაიფმედში. დასხივება გერმანიაში, ფრაიბურგში. იქიდან გამომიშვეს 100% ჯანმრთელი ხარო.

Posted by: Kobalty 27 Sep 2016, 20:03
Iris87
ფრაიბრუგში ვიყავი მეც კონსულტაციაზე..
რომელ საავადმყოფოში იყავი, ვისთან?

Posted by: Iris87 27 Sep 2016, 20:25
საუნივერსიტეტო კლინიკაში. მაინჰანი იყო ექიმიKobalty

Posted by: nino/irakli 27 Sep 2016, 20:29
QUOTE (agatha13 @ 27 Sep 2016, 16:55 )
nino/irakli
ბიოფსიით დგინდება ეგ.. ერთმა ქართველმა ექიმმა მითხრა ,არაჰოჯკინის ლიმფომის დროსო ერთ ადგილასაა თავმოყრილი ეს პათოლოგიური ლიმფური კვანძებიო ,ჰოჯკინის დროს კიდე ბევრგანაო..

ბიოფსია მაქვს მეც გაკეთებული , და მსგავსი არაფერი წერია, ამ ექიმებისგან კი ვერაფერს გაიგებ წესიერად გეფიცებით აქედან უფრო ბევრი რამ მაქვს ნასწავლი და გაგებული ვიდრე ექიმისგან, 2012 წელს აგმომაჩნდა ეს ჰოჩკინი გავიკეტე ციტოლოგია რითაც მაქვს დიაგნოზი დასმული, ეხლა ნელ ნელა ვიგებ რომ არ არიის ეს ციტოლოგია 100% და თურმე საჭიროა მორფოლოგია.. თან მეშინია ამ მორფოლოგიის უარესი რამე არ იყოს იმდენად ვარ მიჩვეული ამ დაავადებას რომ ესაც კი მაკმაყოფილებს ..

Posted by: ხარძი 27 Sep 2016, 20:34
nino/irakli
QUOTE
აგმომაჩნდა ეს ჰოჩკინი გავიკეტე ციტოლოგია რითაც მაქვს დიაგნოზი დასმული, ეხლა ნელ ნელა ვიგებ რომ არ არიის ეს ციტოლოგია 100%

არის სპეციფიური რიდ-შტენბერგის უჯრედები რომელიც სპეციფიურია ჰოჯკინის ლიმფომისთვის. თუ მათ ვერ ნახავდა გამოკვლევა ისე ვერ დასვამდა ამ დიაგნოზს.

Posted by: agatha13 27 Sep 2016, 22:08
nino/irakli
ანუ არ გითხრეს ჰოჯკინის ლიმფომაა თუ არაჰოჯკინის? იმკურნალე ხო ალბათ,რამდენი წლის წინ გქონია და ეხლა როგორ ხარ?

ისე მარიამიძე ძალიან ძლიერი ყოფილა,ძალიან .მაგასთან თუ გაიკეთე ცოტაა ალბათობა შემცდარიყო.მგონი მარტო ციტოლოგია არ კეთდება ბიოფსიის დროს,ჰისტოლოგია თუ მორფოლოგიაც .მაგდენი აღარ ვიცი ,მაგრამ ის ვიცი რომ პირველი მოდის ციტოლოოგის პასუხი რომელიც არაა საბოლოო.მერე აკეთებენ კიდე რაღაცას ,ჩვენ ერთ კვირაში გვითხრეს პასუხი,ზოგსრამდენიმე კვირაში ეუბნებიან და ეგაა გადამწყვეტი.. მარკერებით კეთდება

Posted by: nino/irakli 28 Sep 2016, 13:47
QUOTE (agatha13 @ 27 Sep 2016, 22:08 )
nino/irakli
ანუ არ გითხრეს ჰოჯკინის ლიმფომაა თუ არაჰოჯკინის? იმკურნალე ხო ალბათ,რამდენი წლის წინ გქონია და ეხლა როგორ ხარ?

ისე მარიამიძე ძალიან ძლიერი ყოფილა,ძალიან .მაგასთან თუ გაიკეთე ცოტაა ალბათობა შემცდარიყო.მგონი მარტო ციტოლოგია არ კეთდება ბიოფსიის დროს,ჰისტოლოგია თუ მორფოლოგიაც .მაგდენი აღარ ვიცი ,მაგრამ ის ვიცი რომ პირველი მოდის ციტოლოოგის პასუხი რომელიც არაა საბოლოო.მერე აკეთებენ კიდე რაღაცას ,ჩვენ ერთ კვირაში გვითხრეს პასუხი,ზოგსრამდენიმე კვირაში ეუბნებიან და ეგაა გადამწყვეტი.. მარკერებით კეთდება

კალოიანმა გამიკეთა თუ გაგიგიათ პასუხი იმ დღესვე იყო . რაც შეეხება მკურნალობას კიი ქიმიები და სხივები მაქვს გაკეთებული, პერველად შუა საYარზე იყო, დღესდღეობის საერთოდ არაფერია კ/ტ -ზე აღარაფერი ჩანს( ასე როგორ უნ და ალაგებულიყო რომ საერთოდ არაფერი დატოვა) წელს იღლიის ფოსოში გამომივიდა კვანძი და 4 ქიმია გავიკეთე კ/ტ ზე რომ გამიშვა გადასამოწმებლად ფიბროზი დაწერა კ/ტ მერე ეხოსკოპიაზე გამიშვა ექიმმა და 5 მმ წარმონაქმნი იყო და მაგას ვისხივებ ეხლა.. ძაან არეულად დავწერე მგონი.. დიაგნოზში თავიდანვე ჰოჩკინი ჩამიწერეს //

Posted by: Kobalty 28 Sep 2016, 14:15
agatha13
QUOTE
ისე მარიამიძე ძალიან ძლიერი ყოფილა,ძალიან

მაგის დიაგნოზი უარყო გერმანიაში გაგზავნილმა იმუნო ჰისტოქიმიამ..
მაგან CLL - ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია დამიწერა, გერმანიაში (ლიმბახი) მარგინალუზი ზონის ლიმფომა დამიწერეს..
რას გაიგებ, სინამდვილეში რომელია..


Posted by: nino/irakli 28 Sep 2016, 14:54
QUOTE (Kobalty @ 28 Sep 2016, 14:15 )
agatha13
QUOTE
ისე მარიამიძე ძალიან ძლიერი ყოფილა,ძალიან

მაგის დიაგნოზი უარყო გერმანიაში გაგზავნილმა იმუნო ჰისტოქიმიამ..
მაგან CLL - ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია დამიწერა, გერმანიაში (ლიმბახი) მარგინალუზი ზონის ლიმფომა დამიწერეს..
რას გაიგებ, სინამდვილეში რომელია..

მარიამიძე სად მუშაობს? სხივების დროს თუ ხდება ციტოლოგია თუ იცით?

Posted by: agatha13 28 Sep 2016, 23:11
Kobalty
უიჰ ეგ არ ვიცი..ჩვენს შემთხვევაში და რაც გავიკითხეთ ,ზუსტი დადო. თავიდან დაჟე არაჰოჯკინი გვითხრა,მაგრამ საბოლოო არააოო მარკერები დავამატეო და მეორე დღეს ჰოჯკინიაო.ბოლომდე ვდიეო, რას ეგ არ ვიცი მაგრამ რომ იწვალა და იმუშავა კარგად ჩვენს შემთხვევაში ეგ ვიცი.. თურქეთშიც დადასტურდა ესე.
თუმცა უშეცდომო თან მედიცინაში არავინაა (((

თურქეთი რომ სცადოთ?


nino/irakli
ავერსშია მარიამიძე ,მაგრამ ჩვენ თოდუაში ვიყავით და იქედანაც მაგას გააკეთებიეს.

Posted by: Anarchisti 29 Sep 2016, 18:38
Kobalty
არ დაუწერია მარიამიძეს ეგ დიაგნოზი,ეგ თქვა პირველ დღეს,მაგრამ,მერე არ დადასტურდაო.დაწერა სხვა.


Posted by: dato836 30 Sep 2016, 12:26
გამარჯობა, მამაჩემს დაუდგინეს შარდის ბუშტის სიმსივნე. თუ ვინმეს შგიძლიათ მითხარით რამდენად საშიშია და ექვემდებარება თუ არა მკურნალობას, რისი გაკეთება შეიძლება და რა უნდა ვიცოდეთ.

მიკროსკოპული აღწერილობა:
1)კონტეინერი მარკირებით ძირითადი - ფრაგმენტები ზომით: 3.5X3.5X1სმ.
2)კონტეინერი მარკირებით ფუძე -2 ფრაგმენტი ზომით:02X0.2X0.1 სმ; 0,1სმ;

მიკროსკოპული აღწერილობა:
1)საკვლევი ფრაგმენტების პაპილური სტრუქტურების ფიბროვასკულური სტრომა დაფარულია 10-12 რიგად დალაგებული ჰიპერქრომული ბირთვების მქონე ადიპური უროთელური ეპითელიუმით.
2)ფუძის ფიბროვასკულური ქსოვილის მცირე ფრაგმენტი ატიპური უჯრედების გარეშე.

ჰისტოპათოლოგიური დასკვნა:
შარდის ბუშტის არაინვაზიური პაპილური უროთელური კარცინომა დაბალი ავთვისებიანობის ხარისხის, Grade 2; ICD-0 code

Posted by: agatha13 30 Sep 2016, 21:35
Iris87
QUOTE
მადლობა, თქვენს ძმასაც მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ქიმია თბილისში გავიკეთე, ლაიფმედში. დასხივება გერმანიაში, ფრაიბურგში. იქიდან გამომიშვეს 100% ჯანმრთელი ხარო.


ეს ეხლა ვნახე ,მადლობა დიდიი.. ოქტომბერში მივდივარ მე ფრაიბურგში სასწავლებლად.და იმედია აღარ დაგვჭირდება იქ წასვლა ,მაგრამ თუ არ გეზარება მითხარი ის ბიუროკრატიული პროცედურები და ნიუანსები.

Kobalty თქვენც მომაწოდეთ რამე ინფო თუ შეგიძლიათ

Posted by: Kobalty 30 Sep 2016, 23:48
agatha13
მე მხოლოდ კონსულტაციაზე ვიყავი გერმანიაში, ნახევარი საათით სულ..
აქედან ჩავეწერე ონლაინ, იმ ექიმთან..
სულ ესაა..

Posted by: agatha13 1 Oct 2016, 01:15
Kobalty
კარგით,გმადლობთ

Posted by: Kavtara_G 3 Oct 2016, 21:06
Artemisinin არტემისინინი, მალარიის საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალებაა, https://twitter.com/var2pharma ცნობილი გახდა, რომ მალარიასა და სიმსივნეს მსგავსი ქიმიური აგებულება აქვთ, ონკოლოგის რჩევა მაინტერესებს, არტემისინინი, რამენად ეფექტური იქნება სიმსივნის სამკურნალოდ?

Posted by: PNG 20 Oct 2016, 05:43
39 წლის ინგა თორდიას მე-4 სტადიის სიმსივნე დაუდგინდა.

ექიმების განცხადებით, ოპერაციულ მკურნალობას შედეგი ექნება და მისი მდგომარეობაც შემსუბუქდება. პაციენტის საოპერაციო თანხას მხოლოდ 700 ლარი აკლდება.

ყველას, ვისაც გაქვთ საშუალება, შეგიძლიათ დაეხმაროთ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც 9 წლის გულის მანკიანი გოგონა ჰყავს, მეუღლე რამდენიმე წლის წინ დაეღუპა და მეზობლის სახლში არის მიკედლებული, რომელიც ასევე ნაქირავვბში ცხოვრობს.

თანხის უქონლობის გამო ოპერაცია უკვე რამდენჯერმე გადაიდო, თუმცა ყოველი გადადებული დღე, ამცირებს მის კეთილსაიმედოობას.

დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ ლიბერთი ბანკის ანგარიშზე GE89LB0711192766145000 მიმღები ინგა თორდია

ან დაუკავშირდეთ პირად ნომერზე 551 02 86 18

http://pia.ge/show_news.php?id=80272


საერთოდ ასეთ დროს საკომისიო უნდა იყოს 0 ( ნოლი ) თეთრი გინდ გადარიცხვით და გინდ ტელეფონზე დარეკვით და ეს კანონითაც უნდა იყოს დარეგულებული

ადამიანს თუ ეხმარები თუნდაც ერთი ლარით ეს ფული 100 % მას უნდა ჩაერიცხოს მაგარი საზიზღრობა და ღორობაა როცა 1 ლარიდან რაღაც % ითხოვ ....

გთხოვთ გადარიცხეთ თანხა თუნდაც 1 ლარი ასევე მეც ჩაურიცხავ მას.

Posted by: goga_88 21 Oct 2016, 10:42
DocTemo
Solveig
Natuka NGN

გამარჯობათ.
https://forum.ge/?showtopic=34156544&view=findpost&p=24132992

ეს ჩემი დაახლოებით 6 წლის წინანდელი პოსტია.
დიაგნოზი იყო ცხვირხახის კარცინომა cT2N2MO III სტადია
მტს კისრის ლიმფურ კვანძებში ორივე მხარეს.
სხივებს და ქიმიური თერაპიას თითქმის შეუსვენებლად ვიკეთებდით.
მთელი ამ დროის მანძილზე პაციენტი კარგად იყო .(ფიზიკურად).
ბოლოს წლი- ნახევრის წინ გავიკეთეთ სხივები.
ოთხი თვის წინ გაკეთებული ანალიზებით სიმსივნე ისევ კისრის მიდამოშია, ოდნავ მომატებული ზომებით. სხვა ორგანოებში არაფერი.
ბოლო 4 თვეა ძალიან გაუარესდა ფიზიკური მდგომარეობა, დასუსტდა ძალიან, ძლიერი ტკივილები აქვს. ჭამა უჭირს.
რეალურად ძალიან მძიმედაა.

პაციენტის ისტორია მაქვს თუ დაგაინტერესებთ გადმოგიგზანით.
მაინტერესებს თქვენი შეხედულება, რჩევები





Posted by: ხარძი 21 Oct 2016, 17:35
goga_88
QUOTE
ოთხი თვის წინ გაკეთებული ანალიზებით სიმსივნე ისევ კისრის მიდამოშია, ოდნავ მომატებული ზომებით. სხვა ორგანოებში არაფერი.
ბოლო 4 თვეა ძალიან გაუარესდა ფიზიკური მდგომარეობა, დასუსტდა ძალიან, ძლიერი ტკივილები აქვს. ჭამა უჭირს.
რეალურად ძალიან მძიმედაა.

სად დაგყავთ ექიმთან? კისრის მიდამოში სად კონკრეტულად? მაგისტრალურ სისხლძარღვებთან როგორ არის კავშირში. ტკივილები რა მიდამოში აქვს. ჭამა ყლაპვის გამო უჭირს, ღეჭვის გამო თუ უფრო ქვევით არის პრობლემა?

Posted by: goga_88 21 Oct 2016, 17:49
ხარძი

მარდალეიშვილის კლინიკაში.
კისრის მარჯვენა მხარეს, საძილე არტერიასთან ახლოს.
ახლა ტკივილები თითქმის ყველგან აქვს.
სხივების გამო დამწვარი აქვს კისრის მიდამოც და საყლაპავი მილიც დაზიანებულია



Posted by: ხარძი 21 Oct 2016, 19:06
goga_88
QUOTE
მარდალეიშვილის კლინიკაში.

უძლიერესი კლინიკაა , განსაკუთრებით მაგ მიმართულებით.
QUOTE
კისრის მარჯვენა მხარეს, საძილე არტერიასთან ახლოს.
ახლა ტკივილები თითქმის ყველგან აქვს.
სხივების გამო დამწვარი აქვს კისრის მიდამოც და საყლაპავი მილიც დაზიანებულია


ვფიქრობ ასეთი ზოგადი მდგომარეობით და სიმსივნის აგრესიით ინოპერაბელური იქნება თან სხივებიც ნაცადია. ექიმმა რა გითხრათ? ალბათ პალიატიური მკურალობა ესაჭიროება.

Posted by: საკურა. 29 Oct 2016, 00:59
იმპლანტებთან (კბილის) დაკავშირებით მაინცტერესებს....
მართალია, რომ შემადგენლობის გამო (ტიტანიუმი) ონკოდაავადებების სტიმულირებას იწვევს?.....

Posted by: agatha13 10 Nov 2016, 02:54
საკურა.
საკურა.

ზუსტ პასუხს ვერ გეტყვის ვერავინ.. ორადაა აზრი გაყოფილი,ზოგი ქირურგი ამტკიცებს რომ არა,ზოგი კიდე იძახის კიო და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან..

ქართველ ექიმებზე არ მაქ საუბარი ოღონდ biggrin.gif biggrin.gif

მე პირადად გერმანიაში ვარ და მომდევნო კვირაში გავდივარ ზუსტად ქირურთან ასისტენტად,იმდენ იმპლანტს აკეთებენ დღეში,საქართველოში ერთ კლინიკაში რომ არ ბჟენენ biggrin.gif

Posted by: საკურა. 10 Nov 2016, 11:37
agatha13
ტვინი ამიდუღდა, აღარ შემიძლია...
მჭირდება და ყველა იმპლანტს მეუბნება... ((( არადა, არ მიმდის გული რა...
მთელი ცხოვრება უნდა ვინერვიულო მერე, თან იდიოტურად ვიცი ხოლმე რაღაცეების აკვიატება...

Posted by: agatha13 10 Nov 2016, 14:18
საკურა.
მანდაც არის განსხვავება ხარისხებში..მე თერაპევტი ვარ და აქ ვაპირებ იმპლანტლოგიაში მასტერის გაკეთებას,ამიტო ვერ მოგაწვდი ამ ეტაპზე დეტალურ ინფორმაციას.. მაგრამ თბილისში თუ ხარ უნიდენტში მიდი,მანდ ზუსტად ვიცი რომ საქართველოში საუკეთესოები არიან და უმაღლესი ხარისხით მასალებით მუშაობენ.. ფასიც შესაბამისად ყველაზე ძვირია~.

გაიარე კონსულტაცია და გადაწყვიტე

Posted by: საკურა. 10 Nov 2016, 15:16
agatha13
ცედექს ჯობს? უნიტენტში ვის მირჩევ....

Posted by: agatha13 10 Nov 2016, 15:41
საკურა.

კი კიი ბევრად.. კონკრეტულად ვერავის გირჩევ,არ ვიცი ეხლა ვინები არიან იქ.. მაგრამ მე რეზიდენტი ვიყავი მაქ და ძალიან კარგად ვიცი შიდა სამზარეულო ..

მარინა მამალაძე სულ რო ოქროში ჩასვან ძირითად კლინიკაში არ შეაყნოსიებს არავის biggrin.gif ძაან გადარეული ქალია ვაბშე ყველა მხრივ და ყველაზე ძაან ხარისხზე ))


Posted by: საკურა. 10 Nov 2016, 16:21
agatha13
მაშინ მორჩა, უნიდენტში გავიკეთებ....
იმედია ხარისხი გამძლეობაზეც აისახება და დიდხანს მექნება..
ისე, ხიდი უარყოფითად მოქმედებს ღრძილებზეო და რამდენად მართალია? პარადონტიტის ფონზე, ინტენსიური მკურნალობით (წელიწადში 2-ჯერ) და ძვლის გაძლიერებით (კალცის კურსები), რამდენად კარგი მდგომარეობა იქნება, განმეორებით ჩადგმა წლების მერე წესით არ უნდა იყოს პრობლემა ხო?

Posted by: agatha13 10 Nov 2016, 21:50
საკურა.
საკურა.

ხიდის მნიშვნელოვანი უარყოფია ეგ.ძალიან მაგრად უნდა იყოს გაკეთებული და ძალიან მაგრად უნდა უვლიდეს პაციენტი..

პაროდონტიტის ფორმას და პირის ღრუს ზოგად მდგომარეობას გააჩნია,როგორ მკურნალობთ კიდე.. პაროდონტოლოგი მე პირადადერთიი ვიცი საქართველოში თეა ჯანჯალაშვილი,უნიდენტშია.. თერაპევტები ვიღებთ ძირითადად კი არა და საქართველოში ეს ნორმად ითვლება ,თერაპევტები მკურნალობენ პაროდონტიტს და რავი არ მიმაჩნია გამართლბულად..

განმეორებით ჩადგმაში რას გულისხმობთ?? იმპლანტის შემთხვევაში დროთა განმავლობაში გვირვინი იცვლება ხოლოდ,ანუ ზედა ნაწილი..

თუ თვითონ იმპლანტი ამოვარდა ეს ეგრევე მოხდება,ანუ ორგანიზმა არ მიიღო და ეგ ნიშნავს რო არც მიიღებს რაც არ უნდა პრემედიკაცია და ვითომ მომზადება და შეგუება დაუწყონ

Posted by: საკურა. 11 Nov 2016, 11:16
agatha13
QUOTE
პაროდონტიტის ფორმას და პირის ღრუს ზოგად მდგომარეობას გააჩნია,როგორ მკურნალობთ კიდე.. პაროდონტოლოგი მე პირადადერთიი ვიცი საქართველოში თეა ჯანჯალაშვილი,უნიდენტშია.. თერაპევტები ვიღებთ ძირითადად კი არა და საქართველოში ეს ნორმად ითვლება ,თერაპევტები მკურნალობენ პაროდონტიტს და რავი არ მიმაჩნია გამართლბულად..

კუბლაშვილმა მითხრა ვიღაც თეა, ოპერასთან არის კლინიკა და იქ არისო.....ჩამოსულია ესეც, მგონი საქართველოში არ აქვს განათლება მიღებულია.... ერთი და იგივე პიროვნებაზე ვსაუბრობთ?....
დეა მირჩიეს უნიდენტში, ხიდზე...მივენდო?.... biggrin.gif
QUOTE
განმეორებით ჩადგმაში რას გულისხმობთ??


Posted by: agatha13 11 Nov 2016, 15:24
საკურა.

ოპერის უკან პოლიკლინიკაში?მაქ ორ სართულზე სხვადასხვა სტომატოლოგიური კლინიკაა და გააჩნა სად და ისე ორთოდონტებს ვიცნობ მარტო ოთო დარჯანიაა და დედამისი,ორთოპდიაში თუ დაიწყესმუშაობა არ ვიცი.

ჯანჯალაშვილი უნიდენტშია მარტო. არ ვიცი ვერ გეტყვი ((

უნიდენტი უბრალოდ წეწავს არ ვიცი როგორ,საქართველოსთვის ძალიან ძვირიანია.. ძალიან კარგ ორთოპედს და თან ნორმალურ ფასიანს(არც იაფია არც უნიდენტის ფასებით) გირჩევ ზურა გერსამიას.. ორთოპედიაში პირველი ეგ კაცი მახსენდება.

Posted by: საკურა. 11 Nov 2016, 15:51
agatha13
QUOTE
უნიდენტი უბრალოდ წეწავს არ ვიცი როგორ,საქართველოსთვის ძალიან ძვირიანია.. ძალიან კარგ ორთოპედს და თან ნორმალურ ფასიანს(არც იაფია არც უნიდენტის ფასებით) გირჩევ ზურა გერსამიას.. ორთოპედიაში პირველი ეგ კაცი მახსენდება.

ეს სადაა?....
მე გრანდიოზულ თანხებზე გავდივარ მგონი, ყველაფერი უნიდენტში მინდა, მაგრამ თუ არაადეკვატური ფასები იქნა, ხიდს გავიკეთებ მანდ მარტო....
თერაპევტიც მინდა, ბჟენისთვის, ვინც მირჩიეს, არც ერთი არაა ჩემი პროვაიდერი და არაპროვაიდერში ისეთი თანხებია, დავამატო და მგონი ისევ უნიდენტში მივიდე ჯობს...
მოკლედ, გააჩნია თანხა რა იქნება....ახლა ყველაფერს რომ მივყვე, 4000 მინდა ალბათ....

Posted by: agatha13 11 Nov 2016, 16:22
საკურა.

ზურა გერსამია არის აი აქ


https://www.facebook.com/EliteDentistryAesthetics/?pnref=story.unseen-section

უნიდენტში ყველაფერში არ ვიცი რას გულისმობთ ,მაგრამ მკურნალობა პაროდონტიტის,იმპლანტი,ხიდები,დაბჟენები დამიჯერე 4 000 არ გეყოფა ((

დაბჟენა უნიდენტში ჩემი ფავორიტი მაიკოა ლომსიანიძე.. პირადი გამოცდილებაც მაქვს როგორც პაციენტს საოცარი.

დაზღვევის ამბავი მანდ როგორ არის არ ვიცი.აი ზურასთან იკითხე აბა.ზურას კლინიკა უნიდენტის მერე ან თანაბრად ესეა,უბრალოდ მე კონკრეტულად ზურას პროფესიონალიზმზე შემიძლია "თავი დავდო"და და ყავს კიდე მანდ,ნინო კარგი თერაპევტია,სხვებს არ ვიცნობ.. ეგ ადამიანიც ძალიან პატივსაცემია მართლა როგორც კარგი ექიმი საქართველოში..

თავიდან რო ქირურგიის მხრით დაპოსტე,აი სათუოში როცა საქმე მე მაინც უნიდენტში ვუშვებ. მოკლეთ ორთოპედი -ზურა გერსამიაა საუკეთესოა.

ქირურგიც ეყოლება და ალბათ არა ცუდი,ისეთი კაცია ეგეც .ეგ გადაწყვიტე ვის ენდობი,კონკრეტულს ვერ მე გირჩევ.. თერაპევტი- მაიკო ლომსიანიზე უნიდენტში.პაროდონტოლოგი- თეა ჯანჯალაშვილი უნიდენტში.

მაგრამ მართლა გრანდიოზულ თანხებზე თუ გახვედი,შეადარე და არც "ელიტე"-დან გამოხვალ უკმაყოფილო დარწმუნებული ვარ

Posted by: საკურა. 11 Nov 2016, 17:55
agatha13
QUOTE
უნიდენტში ყველაფერში არ ვიცი რას გულისმობთ ,მაგრამ მკურნალობა პაროდონტიტის,იმპლანტი,ხიდები,დაბჟენები დამიჯერე 4 000 არ გეყოფა ((

უნიდენტში ვაპირებ 2 ხიდს....
დაბჟენა მინდა სხვაგან, იმიტომ რომ მართლა გრანდიოზულ თანხებზე გავდივარ მგონი.....
პაროდონტიტზე ვნახე მაია, მაგრამ უნიდენტში მინდა თეასთანაც გავიარო კონსულტაცია.....
შეიძლება ელიტშიც....მოკლედ, თუ ელიტში კარგი იქნა, დაზღვევის გამო შეიძლება, მაგრამ თუ არ მომეწონა, ისეთი თემაა, მაიას და თეას შორის გავაკეთებ არჩევანს....

QUOTE
დაზღვევის ამბავი მანდ როგორ არის არ ვიცი.აი ზურასთან იკითხე აბა.ზურას კლინიკა უნიდენტის მერე ან თანაბრად ესეა,უბრალოდ მე კონკრეტულად ზურას პროფესიონალიზმზე შემიძლია "თავი დავდო"და და ყავს კიდე მანდ,ნინო კარგი თერაპევტია,სხვებს არ ვიცნობ.. ეგ ადამიანიც ძალიან პატივსაცემია მართლა როგორც კარგი ექიმი საქართველოში..

ელიტი არის ჩემი პროვაიდერი, ერთი ეს გამიხარდა.... :დ
მანდ თერაპევტი მირჩიეს ნათია პაპაშვილი, ნინოსაც ვნახავ....
ანუ რაც მაინტერესებს, ამ კლინიკაში, კბილების დაბჟენისა და გაწმენდისთვის, თავისუფლად შემიძლია ვენდო ხო?....
ვნახავ თანხებს მოკლედ, თუ ხიდი + პაროდონტისტი ძალიან მაღალ თანხაზე ავიდა, უნიდენტში მარტო ხიდს ვნახავ....
აუ, ავირიე აღარ შემიძლია...
6000 ლარი და ორკვირიანი შვებულება მინდა....
მინდა რა....მჭირდება./// biggrin.gif

Posted by: agatha13 11 Nov 2016, 20:17
საკურა.
ნათია პაპაშვილი არ ვიცი ნამდვილად.მაგრამ ზურას კლინიკაა ეგ,პიროვნულად ვიცნობ და ეგეც ორინტირებულია ხარისხზე ,ასე რომ ნათიაც კარგი იქნება.. ნამდვილად სანდო კლინიკაა. ზურას პროფაილი ვნახე ეხლა ,ეს ახალი კლინიკაა მაგათი და რესტავრაციები აქვს მითითებული თავის სამუშაო განხრად მხოლოდ (( მარტო რესტავრაციებზე გადავიდა ალბათ..მაშინ ხოო ესე ჯობს ,უნიდენტში გაიკეთო.

მაგრამ ხიდს როცა იკეთებ ხო იცი შემომსაზღვრელი კბილები იბჟინება და ცოტა უხერხული სიტუაცია შეგექმნება..მოემზადე წინასწარ ,რომ დელიკატურად ახსნა ,რატომ იკეთებ ნახევარ სამუშაოს სხვაგან..

რამდენ ხიდს იკეთებ?რომელ კბილებს?ეგ მნისნელოვნად განსაზღვრავს ფასს.

მოკლეთ,გაიარე კონსულტაცია იქაც ,იქაც და გადაწყვეტ მარტივად მერე

Posted by: საკურა. 11 Nov 2016, 22:35
agatha13
QUOTE
მაგრამ ხიდს როცა იკეთებ ხო იცი შემომსაზღვრელი კბილები იბჟინება და ცოტა უხერხული სიტუაცია შეგექმნება..მოემზადე წინასწარ ,რომ დელიკატურად ახსნა ,რატომ იკეთებ ნახევარ სამუშაოს სხვაგან..
რამდენ ხიდს იკეთებ?რომელ კბილებს?ეგ მნისნელოვნად განსაზღვრავს ფასს.

ორ მეექვსეს ქვემოთ.....ორი ხიდი მომიწევს ანუ....
ანუ მე-5 და მე-7 კბილებიც უნდა დაიპლომბოს ორივე მხარეს?....
რა თანხას უნდა ველოდო დაახლოებით.....
ვახ რა.....
რა მაინტერესებს იცი? წინა ოთხ კბილზე კეთდება ხიდი? ანუ ერთი ხიდით შეიძლება 4 კბილი მიყოლებით დაფიქსირდეს?....

Posted by: lisbeth 17 Nov 2016, 14:52
ტკივილი გულის მხარეს,ტკივილიც არა უფრო ჩხვლეტის შეგრძნება რომელიც რამდენიმე წუთით გრძელდება
რა შეიძლება იყოს?ვარ ზოლადექსზე + ტამოქსიფენზე ყოველდღე,ხუთი წლის წინ გავიკეთე 4 ეპირუბიცინი 4 პაკლიტაქსელი + 12 ჰერცეპტინი,მას შემდეგ ვარ ჰორმონოთერაპიაზე
შეიძლება რამე ისეთი იყოს?ონკოლოგიური
ქიმიების მერე ბევრი პრობლემა მაქვს ჯანმრთელობის რაც დამიტოვა იმ მკურნალობამ
წუხელ გამეღვიძა ღამე მაგ ჩხვლეტის შეგრძნებით და წეღან რაღაცაზე უცებ გავნერვიულდი და ისევ განმეორდა
მგონი უმჯობესია ნერვოპათოლოგი ვნახო ,ხო?
თუ იცით ნორმალური ნერვოპათოლოგი,იქნებ მირჩიოთ,არ ვყოფილვარ არასოდეს ნერვოპათოლოგთან
იქნებ აქამდეც რომ მივსულიყავი ამდენი პრობლემა არ მქონოდა დღეს

Posted by: nikee 22 Nov 2016, 10:23

გამარჯობათ ..


ნაწლავიდან პოლიპების ამოკვეთა სად კეთდება ვინ აკეთებს კარგად იქნებ დამაკვალიანოთ ?

მადლობა წინასწარ

Posted by: Colors123 30 Nov 2016, 21:06
გამარჯობა, მაინტერესებს მე-4 სტადიის სიმსივნე თუ არის გადამდები სისხლით, ჩემს ახლობელს შეერჭო ნემსი რომლითაც სიმსივნით დაავადებულს გადასხმა გაუკეტეს.. როგორც ვიცი მეოთხე სტადიის დროს უკვე სისხლით ვრცელდება მთელ ორგანიზმში და რამდენად არის ეს გადამდები..

Posted by: Irakli 7 Dec 2016, 21:27
Colors123
კიბო ვირუსივით არ გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე

Posted by: პრინცი_ოიგენი 11 Dec 2016, 21:17
agatha13


რა ნივთიერებები იწვევს სიმსივნეს პირის ღრუდან?

ბევრზე გავიგე, რომ პირის ღრუ გაუმიზეზდა და სიმსივნე ყოფილა

ერთს პროტეზისგან გაუჩნდა, ერთს იმპლანტისგან facepalm.gif

Posted by: agatha13 13 Dec 2016, 16:34
არ შემიძლია არ დაპოსტო კი არადა ვიყვირო და ვიკივლო და აი ჯერ არ ვიცი ემოციით როგორ დავიცალო და მერე მინდა რო მთელს მსოფლიოს გავაგებიო ამ ადამიანის შესახებ.. ღმერთმა არავის დაგაჭირვოთ მისი პროფესიული თვალსაზრისით გაცნობა ,მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. და უნდა იცოდეთ აუცილებლად.

http://www.medicalpark.com.tr/web/54-32521-1-1/medical_park_-_tr/istanbul_bahcelievler/doktorlar/mehmet_salih_iyikesici

ამ ადამიანმა დღეს დადო შედეგი,მე4 სტადიის ჰოჯკინის ლიმფომა "უდაუმორჩილებელ" პაციენტში ბოლომდე განკურნა !!!

Posted by: Kobalty 15 Dec 2016, 00:44
agatha13
უფრო დეტალურად რო მოგვიყვე..
რა და როგორ მოხდა..

Posted by: agatha13 16 Dec 2016, 01:37
Kobalty
ადრე ვწერდი ამ თემაზე აქ,უფრო სწორად ვკითხულობდი რაღაცეებს..

ეს ადამიანი მკურნალობს რაღაც განსხვავებული მეთოდით.. ქიმიოთერაპიასთან ერთად ,"კაფსულით".. რამდენიმე ქიმიის მერე (გააჩნია ორგანიზმი როგორ აიტანს და გადაიტანს) სვამს პაციენტს ამ "კაფსულაში" .. არაფერი კატასტროფაა და საშინელება არ არის ეს კაფსულა,უბრალოდ ფსიქოლოგიური მომენტია და ახურებს ორგანიზმს. მექანიზმი თუ სწორად გავიგე ისაა, რომ ქიმიოთერაპიის მერე ამ "კაფსულით" გამოყოფილი სიმხურვალით და ალბათ არის კიდე რაღაც,პრეპარატების სიმსივნურ უჯრედებზე მოქმედება უფრო აქტიურდება..

ამაზე მეტი დეტალებში არ ვიცი რა პრეპარატებს იყენებს,რაქვია ამ მეთოდს ,მაგრამ ვიცი რომ მე4 სტადიის ჰოჯკინის ლიმფომა 3 თვეში გააქრო smile.gif

რა თქმა უნდა რეციდივის "არწარმოშობის" გარანტიას ვერ და არ იძლევა ,მაგრამ აკეთეთებს კიდე 6 ქიმიას რისკის შესამცირებლად..

Posted by: Kobalty 22 Dec 2016, 16:19
agatha13
ოფიციალური სახელი ან რამე ტერმინი ხო არ იცი - რა ქვია მაგ პროცედურას?
რამე მინიშნება მაინც..
როგორ დაგუგლოს კაცმა..


Posted by: agatha13 22 Dec 2016, 22:14
Kobalty
აუ არაა (( კაფსულას ეძახიან ისე ,რავი ჩვენი თარჯიმანი ვინც სალიჰთან მუშაობს ესე იხსნიებდახოლმე.. ისე ამერიკული მეთოდია ეგ ვიცი

Posted by: firalifirali 23 Dec 2016, 13:56

ეს წამლები აქვს მეგობარს, წინა კვირას "მერმისში" შეძენილი და ფასდაკლებით მისცემს ვისაც სჭირდება

Leucostim 30 mg (ნემსი) - 3 ცალი
Daunocin 20 mg - 9 ცალი
Virnacine 1 mg - 1 ცალი
Cytarabine 100 mg - 25 ცალი

Posted by: MR_ABCD 27 Dec 2016, 15:50
რამდენად არის შანსი, რომ სწორი მკურნალობის შემთხვევაში მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე სრულიად განიკურნოს ??

Posted by: agatha13 28 Dec 2016, 00:33
MR_ABCD
ძააააალიან დიდი შანსიაა )) პირადად ვიცი მაგალითები..დაჟე რემისიაც არა,სრული განკურნების ..

Posted by: MR_ABCD 28 Dec 2016, 01:01
agatha13

2kiss.gif გაიხარე


ასეთი სიტუაციაა 2 სმ 2,5 სმ ზე იყო სიმსივნე . დღეს ჩატარდა ოპერაცია წარმატებით. მაგრამ ექიმი ამბობს არ მომწონს , 90% ის სიზუსტით ავთვისებიანიაო.
2 კვირაში გაირკვევა. თუ დადასტურდა რაღაცას ჩადგავენ მკერდში (არ ვიცი რას და რისთვის) და სხივური თერაპია გაკეთდება
მე როგორც წავიკითხე ინტერნეტში, მეორე სტადიაზე იღლიის ლიმფურ კვანძებში გადადის და მერე ვრცელდება დანარჩენ ორგანიზმზეო
მემგონი მანდ აუღეს ანალიზი და არაფერი ჭირს
რამდენად დიდია ამით შანსი რომ სხვაგან არ გავრცელდებოდა ? მაქსიმუმ 1-2 თვეა რაც განვითარდა . მიშვებული არაა

ზოგადად როგორ ხდება შემდგომი მკურნალობა და რა პერსპექტივებია ??


ექიმმა მემგონი საყოველთაომ სრულიად უნდა აანაზღაუროს ეს შემთხვევაო. ჯერ არ ვყოფილვარ მანდ. მართალია ??
რამდენი % ია დაფინანსება და რამდენად რეალური ?

პასუხისთვის მადლობელი ვიქნები user.gif

Posted by: agatha13 28 Dec 2016, 01:30
MR_ABCD
ესე დეტალებშიარ ვიცი,მაგრამ ჩემს ნათესავს მოკვეთეს მკერდი 10წლის წინ დაჟე მეტი მგონი,ქალია ასაკიანი..მის მერე იმოწმებსხოლმე და რამდენიმე წელი ძალიან ძვირიან წამლებს სვამდა,მერე ეგეც მოუხსნა ექიმმა და ძალიან კარგადაა
~ისე როგროც ვიცი ძუძუს კიბო და ლიმფომა მიეკუთვნება იმ სიმსივნეებს რომლებიც ინკურნება,ლიმფომის რეალური მაგალითი დავწერე ცოტა ხნის წინ.

საქართველოში არ ვიცი რა ხდება და თურქეთი ძალიან მეიმედება ყოველმხრივ

Posted by: sofia604 28 Dec 2016, 15:48
გამარჯობა,

1 თვის წინ დედას დაუდგინდა ნაწლავის ადენოკარცინობა (სიმსივნე) 4ბ სტადია მეორადი გავრცელებით საკვერცხეზე. ამოჭრილია ორივე საკვერცხე,საშვილოსნო,მუცლის ბადექონი,ლიმფური ჯირკვლები,ნაწლავის დაზიანებული მონაკვეთი,ბრმა ნაწლავი. ამ ეტაპზე ორგანიზმში თვალით ხილული მეტასტაზი აღარ არის. ხვალ ვიწყებთ ქიმიოთერაპიას.

ვინმეს თუ გქონიათ მსგავს მძიმე მდგომარეობასთან შეხება და რამდენად არის იმის შანსი რომ ქიმიოთერაპიამ შეაჩეროს მეტასტაზირების პროცესი?

Posted by: d1GmeLa 9 Jan 2017, 18:38
ცხვირზე რაღაც ხალი გამიმიზეზდა და მოშორების ოპერაცია რამდენი ჯდება დაახლოებით ხომ არ იცით? და სად მირჩევთ რო მივიდე

Posted by: History 13 Jan 2017, 20:58
გამარჯობათ. აქაც დავაკოპირებ კითხვას იქნებ მიპასუხოთ თუ შეგიძლიათ

გამარჯობათ ცალი ფილტვი მაწუხებს და სრული გამოკვლევა მინდა ყველა მხრივ და რომელ ექიმთან უნდა მივიდე? და რასახის გამოკვლევას მირჩევთ სრული გამოკვლვისთვის. მოკლედ ესეთი პრობლემა მაქ ცალი ფილტვი წლებია მაწუხებს რაღაც წერტილში თითი რო მოგაჭირონ ეგეთი შეგრძნეება მაქ და მაგ წერტილში წინა მხარესაც ვგრძნობ ეგრე თითქოს რაღაც აწვება რაღცნაირი პონტია როგორ ვთქვა. სულ რაღაც ერთ წერტლშია ხანდახან ვგრძნობ რო მაგ წერტილში რაღაც თითქოს სიგრძეზე გაიჭმება ტკივლები არ მაქ საერთოდ აი იგარეტის მოწევის დროსაც მაგ ადგილზე ვგრძნობ მაგ ადგილზე რაღაც დაწოლასავით კვამლს რო გადავუშვებ როგორც ვთქვი წლებია მაწუხებს ადრე ექიმთან ვიყავი ჩავიტარე გამოკვლევა რედგენიც გადავიღე და ფილტვზე სურათში გამოჩნდა რაღაც გრძელი ხაზი გამულივით. და ექიმმა ფილტვის წნევააო ურტყამს იწევსო თუ რაღაც სგარეტზე ალერგიას იძლევაო რა შეიძლება იყოს ან ფილტვის წნევა რაპონტია? მოკლედსიგარეტის ბოლზეც თითქოს რაღაც გაიჭმება სგრძეზე. როგორც ვთქვ წლებია ასე ვარ ტკივლებიც არ მაწუხებს თან მაინც მინდა გარკვევა თან ცოტაც მეშინია user.gif დიდიხანია ვეწევი და რამე არიყოს ხო ხვდებით user.gif უფრო ექიმთან ამიტომ ვერ მივდივარ. მოკლედ შეიძლება ამის გარდა სხვა მიზეზებიც არსებობდეს და არაფერი მჭირდეს? ან რამე რო მჭრდეს ესე წლები როგორ ვიქნებოდი? რო არ შემემჩნია რამე ცუდი ესე ჩუმად როგორ იქნებოდა ან ვერ მივხვდებოდი? კიდე სისხლშ ეოზფილი თუ რაღაც მაგეთი სახელი იყო სისხლშ მქონდა აწეული მაგ დროს და რაქვია შემახსენეთ რა ზუსტად არ მახსოვს?

Posted by: Dr.Sophie 14 Jan 2017, 01:43
QUOTE (ათულია @ 26 Jul 2016, 08:00 )
ავასტინი მაინტერესებს თუ გამოუყენებია ვინმეს და რამდენად ეფექტურია? (ავასტინს+ტოპოტეკანი) მრავლობითი დაზიანებებია მუცლის ღრუში

ავასტინი კარგი პრეპარატია. კომბინაციაც კარგია, თუმცა ყველა ორგანიზმის მგრძნობელობა ინდივიდუალურია რა თქმა უნდა. წესით შედეგი უნდა მოგცეთ.
* * *
QUOTE (History @ 13 Jan 2017, 20:58 )
გამარჯობათ. აქაც დავაკოპირებ კითხვას იქნებ მიპასუხოთ თუ შეგიძლიათ

გამარჯობათ ცალი ფილტვი მაწუხებს და სრული გამოკვლევა მინდა ყველა მხრივ და რომელ ექიმთან უნდა მივიდე? და რასახის გამოკვლევას მირჩევთ სრული გამოკვლვისთვის. მოკლედ ესეთი პრობლემა მაქ ცალი ფილტვი წლებია მაწუხებს რაღაც წერტილში თითი რო მოგაჭირონ ეგეთი შეგრძნეება მაქ და მაგ წერტილში წინა მხარესაც ვგრძნობ ეგრე თითქოს რაღაც აწვება რაღცნაირი პონტია როგორ ვთქვა. სულ რაღაც ერთ წერტლშია ხანდახან ვგრძნობ რო მაგ წერტილში რაღაც თითქოს სიგრძეზე გაიჭმება ტკივლები არ მაქ საერთოდ აი იგარეტის მოწევის დროსაც მაგ ადგილზე ვგრძნობ მაგ ადგილზე რაღაც დაწოლასავით კვამლს რო გადავუშვებ როგორც ვთქვი წლებია მაწუხებს ადრე ექიმთან ვიყავი ჩავიტარე გამოკვლევა რედგენიც გადავიღე და ფილტვზე სურათში გამოჩნდა რაღაც გრძელი ხაზი გამულივით. და ექიმმა ფილტვის წნევააო ურტყამს იწევსო თუ რაღაც სგარეტზე ალერგიას იძლევაო რა შეიძლება იყოს ან ფილტვის წნევა რაპონტია? მოკლედსიგარეტის ბოლზეც თითქოს რაღაც გაიჭმება სგრძეზე. როგორც ვთქვ წლებია ასე ვარ ტკივლებიც არ მაწუხებს თან მაინც მინდა გარკვევა თან ცოტაც მეშინია user.gif დიდიხანია ვეწევი და რამე არიყოს ხო ხვდებით user.gif უფრო ექიმთან ამიტომ ვერ მივდივარ. მოკლედ შეიძლება ამის გარდა სხვა მიზეზებიც არსებობდეს და არაფერი მჭირდეს? ან რამე რო მჭრდეს ესე წლები როგორ ვიქნებოდი? რო არ შემემჩნია რამე ცუდი ესე ჩუმად როგორ იქნებოდა ან ვერ მივხვდებოდი? კიდე სისხლშ ეოზფილი თუ რაღაც მაგეთი სახელი იყო სისხლშ მქონდა აწეული მაგ დროს და რაქვია შემახსენეთ რა ზუსტად არ მახსოვს?

ნუ გეშინია, შენი სიმპტომები სიმსივნურს არ ჰგავს. ფილტვის სიმსივნე საკმაოდ სწრაფად პროგრესირებს, აქამდე იჩენდა თავს სხვა სიმპტომატიკაც. ეოზინოფილების მომატება ბევრ პროცესს ახასიათებს, თუნდაც მაგალითად ბრონქულ ასთმას. უმჯობესია, თუ მოწევას თავს დაანებებთ. მიმართეთ პულმონოლოგს ან თერაპევტს, ონკოლოგი ვფიქრობ არ გჭირდებათ. რენტგენოგრამაზე გამოჩნდება თუ რამე პრობლემაა.
* * *
QUOTE (sofia604 @ 28 Dec 2016, 15:48 )
გამარჯობა,

1 თვის წინ დედას დაუდგინდა ნაწლავის ადენოკარცინობა (სიმსივნე) 4ბ სტადია მეორადი გავრცელებით საკვერცხეზე. ამოჭრილია ორივე საკვერცხე,საშვილოსნო,მუცლის ბადექონი,ლიმფური ჯირკვლები,ნაწლავის დაზიანებული მონაკვეთი,ბრმა ნაწლავი. ამ ეტაპზე ორგანიზმში თვალით ხილული მეტასტაზი აღარ არის. ხვალ ვიწყებთ ქიმიოთერაპიას.

ვინმეს თუ გქონიათ მსგავს მძიმე მდგომარეობასთან შეხება და რამდენად არის იმის შანსი რომ ქიმიოთერაპიამ შეაჩეროს მეტასტაზირების პროცესი?

საკმაოდ რთული და შორსწასული პროცესია. თვალით ხილული მეტასტაზების არ ქონა არ ნიშნავს, რომ მეტასტაზები საერთოდ არაა. ქიმიოთერაპიის სრული კურსია საჭირო. პირადი გამოცდილებით გეტყვით, იშვიათად, მაგრამ მინახავს მინახავს ადამიანები, რომლებიც მორევიან მსგავს რთულ შემთხვევებს. მთავარია, გწამდეს.
* * *
QUOTE (d1GmeLa @ 9 Jan 2017, 18:38 )
ცხვირზე რაღაც ხალი გამიმიზეზდა და მოშორების ოპერაცია რამდენი ჯდება დაახლოებით ხომ არ იცით? და სად მირჩევთ რო მივიდე

ნებისმიერ ონკოლოგიურ კლინიკაში.50-80 ლარამდე დაჯდება სავარაუდოდ.
* * *
QUOTE (MR_ABCD @ 27 Dec 2016, 15:50 )
რამდენად არის შანსი, რომ სწორი მკურნალობის შემთხვევაში მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე სრულიად განიკურნოს ??

დიდი შანსია, თუმცა გააჩნია სიმსივნის ავთვისებიანობის ხარისხს. დაელოდეთ ჯერ ბიოფსიის პასუხებს და ექიმი აგიხსნით დეტალურად. იღლიის ქვეშა ლიმფური კვანძები თუ დაუზიანებელია წესით ქიმიოთერაპიის შემდეგ საფრთხე აღარ უნდა იყოს.
* * *
QUOTE (keen @ 23 Jun 2016, 23:06 )
Solveig
გამარჯობა

ლაზერულ ეპილაციაზე რა აზრის ხარ? რამდენად შეუძლია სიმსივნური პროცესების პროვოცირება მაგ. იღლიის არეში ეპილაციისას? თუ ნამდვილად აბსოლუტურად უსაფრთხოა და არსებობს ამაზე საკმარისი კვლევები?

კვლევის დონეზეა. დამტკიცებული არ არის, რომ სიმსივნის პროვოცირება შეუძლია, თუმცა თეორიულად სავსებით შესაძლებელია მსგავსი შორეული პროგნოზი.

Posted by: ხარძი 14 Jan 2017, 13:25
d1GmeLa
მარდალეიშვილის კლინიკაში მიდი. გამოკვლევა ჭირდება 99% უცხო წარმონაქმნებს, ისე დატაკება და მოშორება არაა სქორი მიდგომა.
History
იგივეს გირჩევდი შენ. რენტგენი რომ დაასურათო ღია ფონზე და აქ დადო შძლებ?

Posted by: Artgeo 14 Jan 2017, 17:53
მეგობრის დედას აღმოუჩინეს კიბო თავში, ესაჭიროება ოპერაცია. თვითონ სხვა ქვეყანაშია. cancer.ge ში დავრეკე და არ გვყავსო სპეციალისტებიო. თუ არ ვცდები ნეიროქირურგია საჭირო. სად მივიდე ან დავრეკო?

Posted by: ხარძი 14 Jan 2017, 19:04
Artgeo
კლინიკა ინოვა-ში, სანდრო ეულის ქუჩაზეა. ექიმი ჩუტკერაშვილი ნახე.
გააჩნია ლოკალიზაციას, გავრცელებას რამდენად ოპერაბელური იქნება.

Posted by: History 14 Jan 2017, 21:39
Dr.Sophie

მადლობა პასუხისთვის. მეც ვფიქრობ რომ არაფერია მაგრამ ადამიანი რო მაინც ცუდს ფიქრობს ხოლმე ეგ მჭირს უფრო
სადღაც 5 წელზე მეტია ეგრე ვარ მაშინაც გავიკეთე გამოკვლევა და რედგენც და ექიმმა სიგარეტს სპაზმია სპაზმს აძლევსო და მანაც მირჩია დანებება თუმცა ვერ დავანეებე და ახლა ნამდვილად უნდა დავანებო სპაზმებს მაძლევს სუნთქვაც მიჭირს

ერთსაც გკითხავ თუ შეგიძლია მიპასუხო. აი მაშინაც ენოზიფილები მქონდა მომატებული და სურათიც მაშინ გადავიღე და რაღაც ხაზი იყო გასმული სურათზე და მანაც ბრონქული სპაზმები მითხრა და წნევა იწევს ფილტვისაო. და ამ ბრონქულ სპაზმებს შეუძლია მაგ ერთადგილში მაწუხებდეს ამდნიხანი?

საკუთარ თავს რო ეხება საქმე ძალიან ვნერვიულობ ხოლმე და biggrin.gif
ხარძი


მადლობა გამოხმაურებისთვის. სამწუხაროდ ის სურათი აღარ მაქ წლების წინ გადავიღე ან დამეკარგა ან გადავაგდე როგორც ჩანს ეხლა მოვიძიე და ვერ ვნახე



Posted by: ხარძი 14 Jan 2017, 23:28
History
QUOTE
ენოზიფილები მქონდა მომატებული

ალერგიული ბრონქიტი გექნება სავარაუდოდ, ეოზინოფილია 2 რამით არის გამოწვეული, ან ალერგიული რეაქციით ან პარაზიტებით.
თამბაქოს ბოლი იწვევს ალერგიულ რეაქციას შენს სასუნთქ სისტემაში, არ მინდა შეგაშინო მაგრამ ნებისმიერი ქრონიკული პროცესი რაღაც პროცეტში იწვევს უჯრედთა ატიპიას და მალიგნიზაციას. დაივიწყე სიგარეტი თუ გიყვარს სიცოცხლე და მიდი ექიმთან.

Posted by: Natuka NGN 15 Jan 2017, 03:37
Artgeo
გოჩა ჩუტკერაშვილი გითხრეს, გიორგი მაღალაშვილი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში.

Posted by: fixyou1 15 Jan 2017, 15:07
გამარჯობა, მაინტერესებს ძვლის ტვისნის ტრანსპლანტაციის შემდეგ რომელი კლინიკაა საქართველოში მზად აკონტროლოს პაციენტის მდგომარეობა სრულფასოვნად ?? აქვთ თუ არა ქართველ ქიმებს მსაგვსი ტიპის პაციენტებთან მუშაობის გამოცილება ან კვალიფიკაცია? როგორც ვიციი ვინც ტრანსპლანტაციას იკეთებს აუცილებლად იმავე კლინიკაში დადის კონტროლზეც...

Posted by: etusha23 15 Jan 2017, 21:15
Natuka NGN
ნატუკა, ძალიან გთხოვ, თუ არ შეწუხდები კარგი მამოლოგი მირჩიო, არ მინდა თავში ავარდნილი ტიპები 2 წუთს რომ არ დაგითმობენ და ტყავს რომ გაგაძრობენ.

Posted by: Rebel=)) 15 Jan 2017, 21:27
Natuka NGN

რადგან სხვანაირად ვერ მოგაწვდინეთ ხმა, ჩემს თემასთან დაკავშირებით ასე გიპასუხებთ.

დიდი მადლობა პასუხისთვის, ვეჭვობდი რომ არ იყო სანდო და თქვენმა პასუხმა დამარწმუნა. ბოდიშს ვიხდი და ძალიან ვწუხვარ უნებლიეთ იმ სისულელის გამზიარებელი რომ აღმოვჩნდი.
წარმატებები.

Posted by: Natuka NGN 15 Jan 2017, 21:52
etusha23
უნდა გავიკითხო. პირადად არ მქონია შეხება არავისთან. ცოტა რთულია ამ შემტხვევაში ჩემთვის რაიმეს რჩევა.

Rebel=))
შეიძლება ცოტა უხეშად მომივიდა, მაგრამ "წითელი მენთებაო", რომ ამბობენ, ისე მემართება, ამ ქსეური მარკეტინგის პროდუქტით რომ ატყუებენ ხალხლს. მერე ვითომ ნამკურნალებები და უარესად დამძიმებულები ისევ ექიმებთან ხვდებიან, ხშირად დაგვიანებით.

Posted by: Rebel=)) 16 Jan 2017, 00:28
Natuka NGN
არ მოგივიდა უხეშად, მასეა საჭირო და რატომ არის ასე განუკითხავად ხელმისაწვდომი? sad.gif

დეიდა ვერ მიხვდა, მაგრამ მეც მხოლოდ ცოტათი დავეჭვდი, ასე თუ ისე ამ ქსელურ ნაგავში გაცნობიერებული ახალგაზრდა, რომ სცოდნოდა გამოწერა თვითონ გამოწერდა და არც მკითხავდა ისე მიიღებდა... :/ ძალიან შევწუხდი რა.






Posted by: etusha23 17 Jan 2017, 01:40
Natuka NGN
მადლობა წინასწარ.

Posted by: ADDmin 17 Jan 2017, 13:07
ეხლა საშინლად ვარ და რა დეტალებსაც მეტყვით მერე ყველაფერს დავწერ.
მამაჩემს თავში აღმოუჩინეს კიბო პატარა ჩანართები ნახევარსფეროებზე და ღეროზეა მეტასტაზები გასული. ჯერ არ ვიცით კერა სადაა. რაიმე საშველი მაქვს? სულ მცირედი, რომ ჩავეჭიდო. ბოდიში ძალიან აღელვებული ვარ.

Posted by: anniebell 17 Jan 2017, 19:56
გამარჯობა. ძალიან მჭირდება თქვენი რჩევა და მოსაზრებები. გთხოვთ, გამომეხმაუროთ ვისაც საჭირო ინფორმაცია ან მაგალითი მოგეპოვებათ. მოკლედ რომ დავწერო, ახლობელ ადამიანს დაუდგინდა ძვლის და ძვლის ტვინის სიმსივნე მეორადი ავთვისებიანი. მეორე კლინიკური ჯგუფი. მეტასტაზები მოდებულია ფილტვებზე და გულმკერდის შუაყარზე ძვალთან აქვს საკმაოდ დიდი შესამჩნევი წარმონაქმნი, მუშტზე დიდი ზომის ტერიტორია ამოსიებული. შესაბამისად, აწუხებს ტკივილები და ღამე ფხიზლად სძინავს, რადგან ვერ ბრუნდება აქეთ-იქით. დაუნიშნეს სხივური თერაპია 15 დასხივება, შემდეგ წამლები და თვეში ერთხელ რაღაც გადასხმა. თუ რამეა, დეტალებსაც დავწერ. რა მაინტერესებს, ანუ მდგომარეობა რთულია, კი, მაგრამ ამ შემთხვევაში მკურნალობის მიუხედავად ხომ არ არის მოსალოდნელი მძიმე და მოულოდნელი ამბავი, აქვს თუ არა სიცოცხლის განსაზღვრული დრო მეოთხე სტადიის დროს, ექიმებს არ უთქვამთ. გთხოვთ, დიდი იმედი მაქვს არ დაგეზარებათ მომწეროთ

Posted by: lisbeth 18 Jan 2017, 11:51
ზოლადექსზე და ტამოქსიფენზე ვარ 5 წელია,და ვგრძნობ რომ ძვლები და სახსრები მაწუხებს ხანდახან
ჩემმა ონკოლოგმა მითხრა შეიძლება კიდევ რამდენიმე წელი გავაგრძელოთ ჰორმონოთერაპიაო,მაინც დაცულები რომ ვიყოთო
წავიკითხე რომ ჰორმონოთერაპია მოქმედებს ძვლებზე
რა შეიძლება მივიღო რომ რამით დავეხმარო ამ პრობლემას,თუ შეგიძლიათ მომწერეთ..

Posted by: Natuka NGN 18 Jan 2017, 18:22
etusha23
ნახე პირადი, არ გეგონოს დამავიწყდი.

Posted by: etusha23 19 Jan 2017, 23:50
Natuka NGN
ვნახე მონაწერი, დიდი მადლობა, გაიხარე.

Posted by: oo la la 25 Jan 2017, 16:23
გამარჯობა
კარცინომა G2 რას ნიშნავს დაახლოებით შეგიძლიათ ამიხსნათ,
მკერდის მოკვეთის შემდგეგ , ანალიზის დათესვის პასუხში არის მითითებული,

Posted by: Artgeo 27 Jan 2017, 22:59
ხარძი
Natuka NGN
დიდი მადლობა smile.gif
პ.ს. რუსეთში წაიყვანეს, უფრო იაფი ჯდებაო.

Posted by: ADDmin 30 Jan 2017, 09:39
QUOTE
ეხლა საშინლად ვარ და რა დეტალებსაც მეტყვით მერე ყველაფერს დავწერ.
მამაჩემს თავში აღმოუჩინეს კიბო პატარა ჩანართები ნახევარსფეროებზე და ღეროზეა მეტასტაზები გასული. ჯერ არ ვიცით კერა სადაა. რაიმე საშველი მაქვს? სულ მცირედი, რომ ჩავეჭიდო. ბოდიში ძალიან აღელვებული ვარ.

მადლობა, რომ არ მიპასუხეთ. ღმერთმა ყველას გაშოროთ ეს საშინელი ავადმყოფობა. ვერაფერი ვერ მოვასწარი, სამწუხაროდ. ;(

Posted by: ხარძი 30 Jan 2017, 17:38
ADDmin
ვწუხვარ. . .

Posted by: Irakli 5 Feb 2017, 16:37
oo la la
მე როგორც ვიცი, G2 ნიშნავს ხარისხს, რამდენად აგრესიული სიმსივნე და იცვლება 1-დან 4-მდე. G3,G4 ძლიერად აგრესიული სიმსივნის მანიშნებელია, G2 საშუალო აგრესიის სიმსივნეა.

Posted by: Natuka NGN 5 Feb 2017, 18:01
ADDmin
ვწუხვარ, მეც მამა ფილტვის კიბოთი გარდამეცვალა. ამ დროს არ ვიცი ხოლმე რა ვუპასუხო ადამიანებს. ვიცი რა საშინელი რამაა. ვერაფერი ვერ გავახერხე მეც.

Posted by: ADDmin 6 Feb 2017, 09:37
ხარძი
QUOTE
ვწუხვარ

მადლობა.
Natuka NGN
QUOTE
ვწუხვარ, მეც მამა ფილტვის კიბოთი გარდამეცვალა. ამ დროს არ ვიცი ხოლმე რა ვუპასუხო ადამიანებს. ვიცი რა საშინელი რამაა. ვერაფერი ვერ გავახერხე მეც.

მეც ვიზიარებ. საშინელებაა ეს დასაწვავი რა უბედურებაა. საერთოდ ჯანმრთელი კაცი 2 კვირაში ისე მომიკლა ზედმეტად ხელიც კი ვერ გავანძრიე. თან ფილტვიდან ტვინში იყო ასული, ამას პლიუს ღეროზე იყო. მეც ვხვდებოდი, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი, თუმცა ადამიანის თვისებაა ბოლომდე იბრძოლოს.

Posted by: Geowfb 7 Feb 2017, 20:07
ქიმოტერაპიის შემდეგ პირის ღრუ აქვს ბავშვს გაღიზიანებული და ვინმეს შეგიძლიათ რჩევა მომცეთ რით შეილება მისი მალე წესრიგში მოყვანა

Posted by: -_- 9 Feb 2017, 03:14
გამარჯობათ, მაინტერესებს შემდეგი რამ რა გამოკვლევებია საჭირო რომ მთლიანად გამოიკვლიო რამე არის ორგანიზმში თუ არა,
გავიგე სისხლში განსაზღვრავენ რაღაც მარკერებს
ასევე მაგნიტო რესონანსული გამოკვლევით შეიძლება მთლიანი სხეულის გამოკვლევა რაღაც გლუკოზას სვავ რომელიც სიმსივნეს ეკვრის და შემდეგ ჩანს ეკრანზე.
იქნებ მირჩიოთ როგორი მეთოდი ჯობია?

Posted by: ADDmin 9 Feb 2017, 11:26
sleep.gif
QUOTE
ასევე მაგნიტო რესონანსული გამოკვლევით შეიძლება მთლიანი სხეულის გამოკვლევა რაღაც გლუკოზას სვავ რომელიც სიმსივნეს ეკვრის და შემდეგ ჩანს ეკრანზე.

მაგას ქვია პეტი კტ (პოზიციურ ემისიური ტომოგრაფია "კომპიუტერული ტომოგრაფია"). არის მხოლოდ მაღალი ტექნოლოგიების სამედიცინო ტენტრში არამიანცის გვერდით რომაა. თუ რაიმე ეჭვია იმ შემთხვევაში ღირს გაკეთება მაგის წამალი რადიაციულია, არაფერს არ სვამ ნემსით შეყავთ სისხლში და მართალია გლუკოზის მიხედვით საზღვრავს სადაა სიმსივნე (იზიდავს გლუკოზას სიმსივნე) და ეკრანზე ჩანს წითელ ლაქებად. აქ ღირს $1300. იგივე აბსოლიტურად თურქეთში ღირს $800-იო. ასევე გაითვალისწინეთ, რომ აქ საქართველოში არცერთი დაზღვევა არ ფარავს პეტის ხარჯს.

ღმერთმა ყველას ჯანმრთელობა მოგცეთ.

Posted by: Solveig 9 Feb 2017, 22:11
ADDmin

ძალიან ვწუხვარ მამათქვენის ამბავს sad.gif

QUOTE
წამალი რადიაციულია, არაფერს არ სვამ ნემსით შეყავთ სისხლში


მე რამდენადაც ვიცი, რადიოაქტიური იზოტოპით მონიშნული დეოქსიგლუკოზაა.

ეს დეოქსიგლუკოზა უჯრედებში ჩაერთვება, მაგრამ გლუკოზისაგან განსხვავებით, მისი გადამუშავება არ ხდება (რადგან გლუკოზისაგან განსხვავდება სტრუქტურულად და ფერმენტი "ვეღარ ცნობს") და ამიტომ გროვდება იმ ქსოვილებში, რომლებიც ჭარბად მოიხმარენ გლუკოზას.
QUOTE
იზიდავს გლუკოზას სიმსივნე) და ეკრანზე ჩანს წითელ ლაქებად.

ნამდვილად.. სიმსივნის უჯრედები ნორმალურ უჯრედებზე გაცილებით ინტენსიურად შთანთქავენ გლუკოზას (რადგან ინტენსიურად მრავლდებიან), ამის გამო ყველაზე მეტი სწორედ სიმსივნურ ქსოვილში გროვდება.

ის რადიოაქტიური იზოტოპი არამდგრადია და რამდენიმე საათის შემდეგ იშლება..

Posted by: -_- 10 Feb 2017, 04:15
მადლობა გასაგებია, კიდე ერთი შეკითხვა მაქვს. უფრო კონკრეტული.. მარცხენა მხარში წინა მხარეს მაქვს ტკივილები გამოვრიცხე ყველა ახლომდებარე ორგანო დარჩა მხოლოდ ერთი რბილი ქსოვილების ექოსკოპიაო ხო და მაინტერესებს ვთქვათ რამე საეჭვო რომ იყოს ექოზე შეიძლება დანახვა???
და ისე ზოგადად " პეტი კტ (პოზიციურ ემისიური ტომოგრაფია "კომპიუტერული ტომოგრაფია")" ამ კვლევის გარდა კიდე თუ არის რამე გამოკვლეავა ან გამოკვლევები რომლებითაც შეიძლება ორგანიზმის გამოკვლევა... ადრეული დიაგნოსტიკა ხომ ბევრად აადვილებს შედგებთან ბრძოლას მაგრამ როგორი გამოკვლევებია საჭირო ვერსად ვერ მოვიძიე ინფორმაცია.

Posted by: Solveig 10 Feb 2017, 04:26
sleep.gif


სხვადასხვა მეთოდები გამოიყენება. მაგალითად, ექოსკოპია და რენტგენოგრაფია, სწორ და მსხვილ ნაწლავზე-კოლონოსკოპია. საეჭვო ლიმფურ კვანძსა და ფარისებრზე-ექოსკოპიას+ბიოფსია.

თუ ქალი ხარ-სარძევე ჯირკვლის მამოგრაფიული კვლევა, პაპ-ტესტი საშვილოსნოს ყელიდან.
თუ მამაკაცი ხარ- პსა ტესტი სისხლში, პროსტატის სიმსივნის გამოსარიცხად..

და ა. შ.

მოკლედ, გააჩნია-რაზე გაქვს ეჭვი...

Posted by: ADDmin 13 Feb 2017, 09:52
Solveig
QUOTE
ძალიან ვწუხვარ მამათქვენის ამბავს sad.gif

დიდი მადლობა თანადგომისთვის.
QUOTE
მე რამდენადაც ვიცი, რადიოაქტიური იზოტოპით მონიშნული დეოქსიგლუკოზაა.

ესე ძირეულად არ ვარ გარკვეული, მიახლოებით იქ რაც ამიხსნეს იქიდან ვიცი.

Posted by: Damageplan 16 Feb 2017, 19:01
გამარჯობა, დეკემბერში ვიყავი ჩვეულებრივ "პარიკმახერთან" თმა და წვერი გავიპარსე.
წვერიც ელექტროთი გაპარსა რა თქმა უნდა.
გაპარსვის შემდეგ ორ ადგილას ხალი ამომივიდა.
ერთი ყელზე და მეორე კისერზე, საშინელ ადგილას, ზუსტად იქ, სადაც ტანსაცმელი პირდაპირ ეხება sad.gif
მგონი პატარ-პატარა ხალები ამომდის კანზეც და ძალიან ვნერვიულობ.
ონკოლოგის ნახვა ღიირს მელანომაზე შესამოწმებლად? მითუმეტეს იმ დროს, როდესაც მეჭეჭებიც მოვიშორე და იმ ექიმმა თქვა, რომ არაფერი იყო "განსაკუთრებული" ხალზე

Posted by: PANTALONE 17 Feb 2017, 01:52
ფარისებრთან (ცოტა ზემოთ) ბურთულაა რაღაც / მასაჟი არაუშავს?

Posted by: ხარძი 17 Feb 2017, 07:50
PANTALONE
ეგ ბურთულა არის ფარისებრი ხრტილი. თუ ამ ხრტილოს ზევითაა და ხან დიდდება ხან პატარავდება კისრის შუა კოსტა იქნება.თუ ასეა მასაჟი არაფერს არ უშველის
.Damageplan
გაიარე კონსულტაცია რომ მშვიდად გეძინოს.
თუ პარიკმახერმა ''ნევუსი'' იგივე ხალი არ დააზიანა ტყუილად ტეხავ პანიკას.

Posted by: Damageplan 17 Feb 2017, 09:53
ხარძი
შანსი არაა, როცა პარიკმახერი პარსავდა, იმ დროს არსად არ მქონია ხალი. პანიკაში იმიტომ ჩავვარდი, რომ მაგის მერე ამომივიდა 2 ხალი. დამთხვევაა ეს?

Posted by: ხარძი 17 Feb 2017, 11:43
Damageplan
QUOTE
როცა პარიკმახერი პარსავდა, იმ დროს არსად არ მქონია ხალი.

QUOTE
მაგის მერე ამომივიდა 2 ხალი

QUOTE
დამთხვევაა ეს


Posted by: Damageplan 17 Feb 2017, 12:18
ხარძი
აუ გაიხარე!
ელექტრო საპარსით რო გავიპარსო ხალთან, რა თქმა უნდა ჯაჯგურის და გაღიზიანების გარეშე, რამე სახიფათო ხოარაა?

Posted by: ხარძი 17 Feb 2017, 12:54
Damageplan
QUOTE
ელექტრო საპარსით რო გავიპარსო ხალთან, რა თქმა უნდა ჯაჯგურის და გაღიზიანების გარეშე, რამე სახიფათო ხოარაა?

მთავარია არ დააზიანო. ზოგადად კი ყველა ახალწარმონაქმნი პოტენციური საფრთხეა გადაგვარების. გირჩევდი გაგევლო კონსულტაცია და მარტივად კრიოთერაპიით მოგეშორებინა.

Posted by: Mrs_Zum 17 Feb 2017, 19:44
Damageplan
შეიძლება პაპილომები ამოვიდა, ხალისგან ძალიან განსხვავებული წარმონაქმნია, რა ფერისებია?

Posted by: Damageplan 17 Feb 2017, 20:35
Mrs_Zum
ყელზე უეჭველი ხალია და კისერზე, მიუხედავად იმისა რომ დერმატოლოგმა ნახა, მეც რაღაც ეგეთი მგონია.
ფერით ყავისფერია, თუმცა ხელით რო შევეხე სულ პირველად, ზუსტად მეჭეჭივით იყო

Posted by: B_A_L_U 20 Feb 2017, 00:05
ხომ არ იცით ვინმემ საქართველოში Gamma Knife აქვს რომელიმე კლინიკას?

Posted by: ADDmin 21 Feb 2017, 10:35
B_A_L_U
QUOTE
ხომ არ იცით ვინმემ საქართველოში Gamma Knife აქვს რომელიმე კლინიკას?

ეგეც PET-ვით აქ აქვთ მემგონი http://www.htmclinic.com/index.php მაგრამ რაღაც სხვა დანას ეძახდნენ. უფრო ზუსტი დასხივება მიდის კიბოს ქსოვილზე და სხვა გარშემო მყოფი ჯანმრთელი უჯრედები არ ზიანდებაო. ეგრე ამიხსნეს.

Posted by: kakash88 21 Feb 2017, 11:07
გამარჯობათ,, თავის ტკივილითან დაკავშირებით რომელ თემაში შეიძლება ვიკითხო .. თუ შეიძლება დამეხმარეთ ,, (( სასწაფოდ მჭირდება..

Posted by: ADDmin 21 Feb 2017, 14:40
QUOTE
მაგრამ რაღაც სხვა დანას ეძახდნენ.

გამახსენდა კიბერ ნაიფს ეძახიან.

Posted by: B_A_L_U 21 Feb 2017, 22:41
QUOTE (ADDmin @ 21 Feb 2017, 14:40 )
QUOTE
მაგრამ რაღაც სხვა დანას ეძახდნენ.

გამახსენდა კიბერ ნაიფს ეძახიან.

გაიხარე მადლობა წავალ ხვალევე გავარკვევ თორემ თოდუას კლინიკის გადამკიდე გამისტუმრეს უკვე საიქიოში.

Posted by: ხარძი 22 Feb 2017, 07:50
B_A_L_U
ADDmin
ხაზოვანი ამაჩქარებლის ბოლო თაობას აქვს ეგ , სკანირების შემდეგ კომპზე იგეგმება 3D ში თუ რა მიდამო უნდა დაასხივოს და ჯანსაღ ქსოვილებს ფაქტიურად არ ეხება. ლისზე მარდალეიშვილის კლინიკის ბაზაზე გაიხსნა ახალ კლინიკა ლივ ჰოსპიტალის პერსონალი მუშაობს და მხოლოდ მანდ აქვთ საქართველოში, ახალი გახსნილოა და უკვე აამუშავეს თუ არა ჯერ არ ვიცი უბრალოდ. შეგიძლიათ გააკვიოთ.

Posted by: B_A_L_U 26 Feb 2017, 22:34
არაფერიც არ გეშველებაოო .

Posted by: shoreshorena 5 Mar 2017, 00:16
გამარჯობათ ხალხნო. რა მაინტერესებს, ფარულ სისხლდენაზე საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან როგორ უნდა ჩავიტარო ტესტი? გამიგია რო არის რაღაცა ტესტი რითიც იგებ ფარულ სისხლდენას განავალში. რაც იცით დამიწერეთ რა, წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: Solveig 5 Mar 2017, 02:48
shoreshorena
შენ ანალიზი უნდა მიიტანო და დანარჩენი თავად ოციან

Posted by: ხარძი 5 Mar 2017, 08:11
shoreshorena
თუ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა დანიწილადაა ეს სისხლდენა,(საYლაპავი, კუჭი, თორმეტგოჯა) განავალი იქნება კუპრივით შავი და ბზინვარე (მელენა ქვია), თუ მსხვილი ან სწორი ნაწლავიდანაა სისხლიანი განავალი იქნება. ეს რაც შენით შეგიძლია დაინახო. ზოგად სისუსტეს, სიფერმკრთალეს უჩივი? თავბრუსხხვევას?

Posted by: shoreshorena 5 Mar 2017, 23:08
არც ერთს არ ვუჩივი ... არც მადის დაკარგვას სისხლის ანალიზში ჰემატოკრიტი მაქვს დაბალი და ანიზოციტოზი მომატებული, ორივე უმნიშნელოდ მაგრამ მაინც. ჰემოგლობინი წესრიგშია ესე მირჩიეს ანემიია გაქ ან ბ12 ვიტამინის ნაკლებობაო. მე აკვიატებული მაქ მსხვილი ნაწლავის კიბო, განავვალი არის ბრტყელი და წვრილი ხანდახან უკვე წელზე მეტია :დდ უკაცრავად და.. რაღაცა სახლში გასაკეთებელი ტესტი არსებობსო გავიგე და მაინტერესებდა ინფორმაცია თუ გქონდათ ვინმეს. მადლობა

Posted by: asfdaf 6 Mar 2017, 19:29
shoreshorena
მგონი HEXAGON OBTI ამ ტესტს კითხულობ. აზრზე არ ვარ საქართველოში არის თუ არა

Posted by: agatha13 6 Mar 2017, 19:49
ონკოლოგი ვინ ხართ?? ვინმემ მიშველეთ რააა.რამე მომწერეთ..რავი დაწერეთ.
აქ დავწერე ადრე ,ჩემს ძმას მეოთხე სტადიიის ჰოჯკინის ლიმფომა უმკურნალეს თურქეთში. მე6 ქიმიის შემდეგ გაიკეთა პეტი და ძალიან პატარა სიმსივნური კერა იყო დარჩენილი,იმდენად უმნიშვნელო იყო დარჩენილი რომ ჩათვალეს რომ დაშლილია საბოლოოდ. რა თქმა უნდა არ ტოვებდნენ მაგსაც ,მაგრამ 6 ქიმია დამატებით უნდა გაგვეკეთებია ისედაც რომ რეციდივის განვითარების შანსი მინიმუმუმდე დასულიყო.

დღეს მე12, ბოლო ქიმია იყო და დღეს შეამჩნია ჩემმა ძმამ ,იმ იღლიაში სადაც დარჩენილი იყო შეხებით მტკივნეული კვანძი. ისტერიკა მაქ .

2 კვირაში კეთდება გამოკვლევბი და მანამდე მოვკვდები. გვეუბნებიან რომ ან ისევ სიმსივნეა ან რაღაც სხვა,გაღიზიანებული ან რავი

ხალხნო ვინმემ ამიხსენით ,არ ვარ თურქეთში და ვერ ველაპარაკები მის ექიმს. მითხარით როგორ შეიძლება რომ მთელს ორგანიზმში 6 ქიმიაში დაეშალა სიმსივნე და ერთი პატარას როგორ ვერ მოერეოდა 12?? ან თუ რეციდივია ,მკურნალობის პროცესშივე,ქიმიის დროს როგრო განვითარდებოდა???

მითხარით გემუდარებით ხო უფრო დიდი ალბათობაა რომ რამე სხვა იყოს?? ვინმემ რამე დამიწერეთ რაა

Posted by: Mrs_Zum 8 Mar 2017, 21:04
QUOTE

ხალხნო ვინმემ ამიხსენით ,არ ვარ თურქეთში და ვერ ველაპარაკები მის ექიმს. მითხარით როგორ შეიძლება რომ მთელს ორგანიზმში 6 ქიმიაში დაეშალა სიმსივნე და ერთი პატარას როგორ ვერ მოერეოდა 12?? ან თუ რეციდივია ,მკურნალობის პროცესშივე,ქიმიის დროს როგრო განვითარდებოდა???


სამწუხაროდ ხდება ესეც ხანდახან, ისიც ხდება ხანდახან რომ მკურნალობის ფონზე მაინც პროგრესირებს დაავადება, თუმცა ისეც ხდება რომ ეს ბურთულა იღლიაში რომ აქვს, შეიძლება სხვა "ბურთულა" იყოს სახელად ჰიდრადენიტი. ამას მარტივად დაადგენენ ციტოლოგიური კვლევით.
QUOTE
2 კვირაში კეთდება გამოკვლევბი

და 2 კვირა რატომ? რატომ არ შეიძლება გააკეთონ ციტოლოგია ეგრევე?

Posted by: agatha13 9 Mar 2017, 20:38
შეიძლება ცარიელი იყოს ,სიმსივნე დაშლილიო,შეიძლება სხვა რაღაცო ხოო,გაღიზიანებულიო ან თუ ისევ სიმსივნურია მაშინ სხივებით დაიშლებაო

2 კვირა ველოდებით რომ ბოლო,მე12 ქიმიის შედეგიც დაიდოს და მერე პეტი-ს უკეთებენ

Posted by: nino/irakli 11 Mar 2017, 10:25
QUOTE (agatha13 @ 9 Mar 2017, 20:38 )
შეიძლება ცარიელი იყოს ,სიმსივნე დაშლილიო,შეიძლება სხვა რაღაცო ხოო,გაღიზიანებულიო ან თუ ისევ სიმსივნურია მაშინ სხივებით დაიშლებაო

2 კვირა ველოდებით რომ ბოლო,მე12 ქიმიის შედეგიც დაიდოს და მერე პეტი-ს უკეთებენ

არ ინერვიულო ჩემო კარგო მაგ პატარა ბულთულასაც დაშლიან სხივებით, საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნები, ჰოჩკინი მაქვს მეეც და გასულ წელს დავამთავრე სხივებით, ზუსტად იღლიაში მქონდა პატარა ბურთულა ქიმიამ რაც საჭიროა გააკეთა უკვე ეხლა სხივების დროა, და 2 კვირა რატომ გადადეს ეგ მეც გამიკვირდა გააკეთონ ციტოლოგია და დაასხივონ .... არ ინერვიულო ჩემო კარგო მე 4 მქონდა მეე და დღესდეობით მე 2 დ გადააკეთეს ჩემი დიაგნოზი

Posted by: agatha13 11 Mar 2017, 16:20
QUOTE (nino/irakli @ 11 Mar 2017, 10:25 )
QUOTE (agatha13 @ 9 Mar 2017, 20:38 )
შეიძლება ცარიელი იყოს ,სიმსივნე დაშლილიო,შეიძლება სხვა რაღაცო ხოო,გაღიზიანებულიო ან  თუ ისევ სიმსივნურია მაშინ სხივებით დაიშლებაო

2 კვირა ველოდებით რომ ბოლო,მე12 ქიმიის შედეგიც დაიდოს და მერე პეტი-ს უკეთებენ

არ ინერვიულო ჩემო კარგო მაგ პატარა ბულთულასაც დაშლიან სხივებით, საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნები, ჰოჩკინი მაქვს მეეც და გასულ წელს დავამთავრე სხივებით, ზუსტად იღლიაში მქონდა პატარა ბურთულა ქიმიამ რაც საჭიროა გააკეთა უკვე ეხლა სხივების დროა, და 2 კვირა რატომ გადადეს ეგ მეც გამიკვირდა გააკეთონ ციტოლოგია და დაასხივონ .... არ ინერვიულო ჩემო კარგო მე 4 მქონდა მეე და დღესდეობით მე 2 დ გადააკეთეს ჩემი დიაგნოზი

გაიხარ შენ... სულ ჯანმრთელად გამყოფოს ღმერთმაა.. 2 კვირა ელოდებიან ბოლო,მე12 ქიმიიდან ,რომ მისი შედეგიც დაიდოს და მერე გაკეთდეს პეტი.. სად იმკურნალე? დიაგნოზი გადააკეთეს რას ნიშნავს?

Posted by: nino/irakli 11 Mar 2017, 19:06
ონკოლოგიურში დავდივარ ჩემო კარგო ეხლა უკვე კონტროლზე ონკოლოგიურში ვიმკურნალე ქიმიებიც იქ გავიკეთე და სხივებიც,

Posted by: EXHALATING 12 Mar 2017, 00:57
შემთხვევით ვინმეს ავასტინი ხომა არ გჭირდებათ?

Posted by: dinamit 13 Mar 2017, 20:51
shoreshorena

რად გინდა ეს სახლის ტესტები და ფარული სისხლის ანალიზები? ( გერმანიაში აგზავნიან მასალას და დრო უნდა)
აუცილებლად უნდა გაიკეთო კოლონოსკოპია!!
ეგრევე გამოჩნდება რა გაქვს და რა არა

Posted by: Solveig 13 Mar 2017, 21:05
QUOTE
კოლონოსკოპია!!


ამაზე უკეთესი მეთოდი მართლა არაა ნაწლავის კიბოს დიაგნოზისათვის.

shoreshorena
QUOTE
რაღაცა სახლში გასაკეთებელი ტესტი არსებობსო გავიგე და მაინტერესებდა ინფორმაცია თუ გქონდათ ვინმეს. მადლობა

ეგ ტესტი არ გეყოფა დიაგნოსტიკისათვის, იმიტომ, რომ სისხლი შეიძლება სწორი ნაწლავიდან იყოს, ბანალური ბუასილის მიზეზით.

გერმანიაში ახლა შემოიღეს მაგ ტესტი, მგონი, 50 წელს გადაცილებულ ხალხზე (მაგრამ, დაზღვევა არ იხდის), წელიწადში ერთხელ... თუ ადამიანი უკვე წევს საავადმყოფოში, რუტინულად უკეთდებათ.
მაგრამ კიდეც რომ დადებითი იყოს მაგ ტესტი, შემდეგი საფეხური აუცილებლად კოლონოსკოპიაა.


QUOTE
განავვალი არის ბრტყელი და წვრილი ხანდახან უკვე წელზე მეტია

თეორიულად, ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ნაწლავში მზარდი წარმონაქმნი, რომელიც ავიწროებს სანათურს,
მაგრამ ასევე შეიძლება იყოს გაზების დაგროვება და ნაწლავის კედლის სპაზმი, ამა თუ იმ მიზეზით... ერთი სიტყვით, დროს ნუ დაკარგავ და დაიჯერე, რასაც dinamit გეუბნება.

Posted by: keen 14 Mar 2017, 20:27
თერაპევტის კონსულტაციის თემაში არავინ იხედება და აქ ვიკითხავ. ასაკოვან ადამიანზე მომატებული მონოციტები - 10.8 (ნორმა 2-8) და მონოციტები აბს. - 1.1 (ნორმა 0.09-1.04) რა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული? სხვა ყველაფერი ნორმაშია...

Posted by: shoreshorena 22 Mar 2017, 22:52
agatha13
როგორრ არის თქვენი ძმაა? 2kiss.gif ჩაუტარდა გამოკვლევა? დაწერეთ რა ძალიან გთხოვთ

Posted by: agatha13 26 Mar 2017, 19:08
shoreshorena
კი და ისევ სიმსივნეა. ეხლა უფრო ძლიერ ქიმიებს უკეთებს და რავი დავშლიო ,რა თქმა უნდა 100% გარანტიას ვერ და არ იძლევა ,მაგრამ გვაიმედებს თუ ჩემი ძმა შეუწყობს ხელს ცოტატი მაინც.. ანუ დაიცავს დიეტას,არ მოწევს სიგარეტს და ა.შ რასაც აქამე აქ აკეთებდა სამწუხაროდ ))

ამას ვწერ იმიტომ რომ ვიღაცეები არ დაბრკოლდეთ და არ შეშინდეთ რომ არ მიიღება 100% შედეგი,უბრალოდ ჩემი ძმა არანაირად არ უსმენდა ექიმს და ის რაც გვაქვს შედეგი ესეც გასაოცარი იყო..


Posted by: shoreshorena 27 Mar 2017, 20:15
agatha13
Gamoketdebaaa!!! Upali tkvenken ❤❤❤❤

Posted by: agatha13 27 Mar 2017, 20:27
shoreshorena
გაიხარე შენ.. იმედი გვაქ ძალიან

Posted by: marto 29 Mar 2017, 13:20
Natuka NGN


იქნებ მეც მირჩიოთ კარგი მამოლოგი, სასწრაფოდ მჭირდება : (((

პირადში ვერ გწერთ

წინასწარ მადლობას გიხდით

Posted by: tatusia 5 Apr 2017, 15:51
დედას აქვს დანიშნული არიმიდექსი.შეიძლება ამ პრეპარატმა გამოიწვიოს წონაში მომატება?
სვამს უკვე 8 თვეა, მოიმატა 5 კილო

Posted by: Colors123 15 Apr 2017, 12:20
გამარჯობა, მაინტერესებს თუ იცით ვინმემ ონკოლოგი რევაზ თურმანიძე??

Posted by: agatha13 20 Apr 2017, 14:58
ლიმფომას მკურნალობის შემდეგ პეტის გარდა ძვლის ტვინიდან პუნქცია არ უნდა აიღონ?

Posted by: fixyou1 21 Apr 2017, 20:46
agatha13
მკურნალობამდე იღებენ ხოლმე რომ ნახონძვლის ტვინის მდგომარეობა, მეტასტაზები ხომ არაა და ა>შ....
პეტი სად გაიკეთეთ?

Posted by: maqaqo 21 Apr 2017, 21:17
Solveig
ხომ ვერ მირჩევთ კარგ მამოლოგს(ონკოლოგს)ძალიან მჭირდება

Posted by: ხარძი 22 Apr 2017, 07:37
maqaqo
გია ციხისელი, მარდალეიშვილის კლინიკაში.

Posted by: ელენ 23 Apr 2017, 01:02
გამარჯობა, ხალმა შეიცვალზ ფორმა, გაიზარდადა გახდა მტკივნეული, ვისთან მისვლას მირჩევთ???


Posted by: ხარძი 23 Apr 2017, 23:45
ელენ
QUOTE
გამარჯობა, ხალმა შეიცვალზ ფორმა, გაიზარდადა გახდა მტკივნეული, ვისთან მისვლას მირჩევთ???

ციტოლოგია ჩაიტარე აუცილებლად.

Posted by: ელენ 25 Apr 2017, 01:34
ხარძი

მადლობა

___________

Posted by: basheli 27 Apr 2017, 11:07
შეგიძლიათ დამეხმაროთ? ბიოფსიის პასუხი განმიმარტეთ სანამ გული შემიღონდა. ფარისებრის კვანძის ბიოფსიაა და ლიპომაა თეძოზე.

Posted by: Mrs_Zum 27 Apr 2017, 13:04
ლიპომა ნაკლებად პრობლემურია ამ შემთხვევაში. თავ-კისრის ქირურგებს უნდა მიმართოდ აუცილებლად ფარსებრ ჯირკვალთან დაკავშირებით. ეს ალბათ უჩემოდაც იცით. დაწვრილებით მკურნალობის შესახებ თავად აგიხსიან.

Posted by: basheli 27 Apr 2017, 22:30
ლიპომა არ მადარდებს. აი ფარისებრთან დაკავშირებით არ ვიცოდი ზუსტად რას ნიშნავდა პაპილური კარცინომა. ინტერნეტი კიდევ ჭაობია, ჩაგითრევს, დაგაპანიკებს და გტოვებს შეშინებულ.

Posted by: bachi1975 28 Apr 2017, 13:34
basheli
QUOTE
პაპილური კარცინომა

ფარისებრის ავთვისებიანი სიმსივნეა, ოღონდ იმას არ ნიშნავს რომ საქმე ცუდადაა და კვდებით smile.gif ოპერაციას და მკურნალობას ექვემდებარება, 4 წლის წინ გავიკეთე და ჩვეულებრივად ვცხოვრობ, Lთიროქსინს ვიღებ და 6თვეში ერთხელ დავდივარ ენდოკრინოლოგთან.

Posted by: nforumi 28 Apr 2017, 21:20
გამარჯობა

რას მირჩევთ ფორუმელებო, ახლობელს დაუდგინეს:

ელენთის ანიოსარკომა მეტასტაზით ღვიძლში. ICD-0-code: 9120/3

რა ვურჩიო?

Posted by: ხარძი 28 Apr 2017, 21:24
basheli
QUOTE
ფარისებრის კვანძის ბიოფსიაა და ლიპომაა თეძოზე.

კალოიანის ჩატარებული კვლევაა როგორც ჩანს და სანდოობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
ლიპომა არაფერია, ფარისებრი კი რაც შეიძლება მალე მისახედი, თავ კისრის ონკოქირურგი გჭირდება და შემდგომ თუ მორფოლოგიურად იგივე დადასტურდა რადიოაქტიური იოდით მკურნალობა. გარდა ამისა სანახავია კისრის ლიმფური კოლექტორი (ექოსკოპიურად) რომ განისაზღვროს ოპერაციის მასშტაბი, შენი ეგრე დატოვება არ შეიძლება. გირჩევდი მარდალეიშვილის კლინიკაში მისვლას, უზარმაზარი გამოცდილება აქვთ განსაკუთრებით თავ-კისრის მიმართულებით. ლივ ჰოსპიტალიც მის ბაზაზე გაიხსნა (სადაც რადიოაქტიური იოდით მკურნალობაც ტარდება)

Posted by: Mrs_Zum 28 Apr 2017, 23:36
nforumi
მორფოლოგიური დიაგნოზიდან გამომდინარე სპლენექტომიაც გაკეთებული აქვს და ღვიძლის რეზექციაც. უიშვიათესი დაავადებაა. სად გაკეთდა მორფოლოგია თუ საიდუმლო არ არის? იმუნოჰისტოქიმიური კვლევა ჩაუტარდა ან გადამოწმდა სხვა ლაბორატორიაშიც? ვურჩევდი ქიმიოთერაპევტის კონსულტაციის ჩატარებას.

Posted by: nforumi 29 Apr 2017, 10:56
Mrs_Zum
QUOTE
მორფოლოგიური დიაგნოზიდან გამომდინარე სპლენექტომიაც გაკეთებული აქვს და ღვიძლის რეზექციაც. უიშვიათესი დაავადებაა. სად გაკეთდა მორფოლოგია თუ საიდუმლო არ არის? იმუნოჰისტოქიმიური კვლევა ჩაუტარდა ან გადამოწმდა სხვა ლაბორატორიაშიც? ვურჩევდი ქიმიოთერაპევტის კონსულტაციის ჩატარებას.


სპელენტქომიაც გაკეთებული აქვს და ღვიძლის რეზექციაც. ღვიძლიდან აქვს აღებული მორფოლოგიის ნიმუში. ოპერაცია გაკეთდა თოდუას კლინიკაში, შესაბამისად მორფოლოგიის პასუხიც მაგათია.

გადამოწმება ჩვენ ახლა ვაპირებთ ლიმბახის ლაბორატორიაში, მრჩეველი რომ აგზავნის ხოლმე ნიმუშებს.

გვირჩევ ვინმეს, ვინც უფრო კვალიფიციურ რჩევას მოგვცემს?

Posted by: Mrs_Zum 30 Apr 2017, 09:09
ვფიქრობ ვადამოწმება ღირს.ელენთის პორველადი ავთვისებიანი სიმსივნეები იმდენად იშვიათია. თუ დადასტურდა ჩვენი პათანატომების დიაგნოზი, უნდა გაიაროთ კლინიკური ონკოლოგის ანუ ქიმიოთერაპევტის კონსულტაცია, პაციენტს.დასჭირსება ქიმიოთერაპია და ტარგეტული თერაპია
მიუხედავად იმისა რომ მეზენქიმური გენეზის სიმსივნეები არც თუ ისე კარგად ექვემდებარება ამ სახის მკურნალობას. საწუხაროდ ამ დიაგნოზით პაციენტების პროგნოზი საკმაოდ მწირია, მკურნაობა გარკვეულ ეტაპზე შეაჩერებს დაავადების პროგრესირებას. უფრო კვალიფიციორ რჩევას მედიკამენტოზურ მკურნალობაზე მოგცემენ კლინიკური ონკოლოგები,თუნდაც თოდუას კლინიკაში. თუმცა ალბათ ჯობია ლიმბახის ლაბორატორიის პასუხი ინახოს ჯერ. ოპერაცია ვინ გაუკეთა შეგილიათ დაწეროთ?ეს ისე პირადი ინტერესისთვის.

Posted by: nforumi 30 Apr 2017, 09:17
Mrs_Zum
მალხაზ ქოქოსაძე არის ქირურგი...

* * *
ისრაელში გადაწყდა წაყვანა.

http://thebestmedic.com/doctors.html?page=1

იცით რამე ამ კლინიკაზე?

Posted by: Mrs_Zum 30 Apr 2017, 17:09
არ გამიგია მე,თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. ხომ არ გადაამოწმებდნენ ჯერ მორფოლოგიურ პასუხს? საზღვარგარეთ ქიომიოთერაპიისთვის წასვლა არც თუ ისე გამართლებულია ჩემის აზრით. ქიმიო და ტარგეტული თერაპია მთელ მსოფლიოში ტარდება ერთნაირად,არის დაავადება,არის ქიმიოთერაპიის მოწოდებული სქემა. არც ერთი ქიმიოთერაპევტი არ მკურნალოს პაციენტს თავისი ინტერპრეტაციით. ყველა მედიკამენტიც უკვე ყველგან იშოვება. კატასტროფულ თანხებს ატოვებინებენ პაციენტებს. თქვენს მიერ მითითებულ ლინკზე ვნახე, ჩემი პროფილის ექიმის კონსულტაცია $600 ღირს ამ კლინიკაში. ეს არის უსინდისობის პიკი! ცხადია ყოველი გადაწყვეტილება ოჯახის წევრების მისაღებია მაინც.

Posted by: nforumi 30 Apr 2017, 18:20
Mrs_Zum
QUOTE
არ გამიგია მე,თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. ხომ არ გადაამოწმებდნენ ჯერ მორფოლოგიურ პასუხს? საზღვარგარეთ ქიომიოთერაპიისთვის წასვლა არც თუ ისე გამართლებულია ჩემის აზრით. ქიმიო და ტარგეტული თერაპია მთელ მსოფლიოში ტარდება ერთნაირად,არის დაავადება,არის ქიმიოთერაპიის მოწოდებული სქემა. არც ერთი ქიმიოთერაპევტი არ მკურნალოს პაციენტს თავისი ინტერპრეტაციით. ყველა მედიკამენტიც უკვე ყველგან იშოვება. კატასტროფულ თანხებს ატოვებინებენ პაციენტებს. თქვენს მიერ მითითებულ ლინკზე ვნახე, ჩემი პროფილის ექიმის კონსულტაცია $600 ღირს ამ კლინიკაში. ეს არის უსინდისობის პიკი! ცხადია ყოველი გადაწყვეტილება ოჯახის წევრების მისაღებია მაინც.

მე არ ვიცი როგორ ჯობია, არც არავინ იცის მგონია. მისი ძმა ყველაფერს იზამს რომ გადაარჩინოს, რაც უკეთესი იქნება. ისრაელი იმიტომ გადაწყდა რომ იქ საუკეთესოდ მკურნალობენ ამ დაავადებას (კიბოს). რახან მიდის, ლიმბახში გადამოწმებასაც აღარ აქვს აზრი...

რა უნდა ვურჩიო შენი აზრით? არ წაიყვანოს? მერე ხომ სულ იფიქრებს, რომ წამეყვანა იქნებ გადარჩენილიყოო... რაც ვნახე ამ დაავადებაზე, ლამის არ არის გადარჩენის შანსი! sad.gif

Posted by: Mrs_Zum 30 Apr 2017, 18:52
nforumi
QUOTE
რა უნდა ვურჩიო შენი აზრით? არ წაიყვანოს? მერე ხომ სულ იფიქრებს, რომ წამეყვანა იქნებ გადარჩენილიყოო


ჰო, ამას ვერაფერს მოუხერხებთ.

Posted by: nforumi 30 Apr 2017, 19:22
Mrs_Zum
QUOTE
ჰო, ამას ვერაფერს მოუხერხებთ.

როგორ ფიქრობ, რა შანსები გვაქვს, თუ დიაგნოზი სწორია?

Posted by: basheli 1 May 2017, 01:16
[QUOTE=ხარძი,28 Apr 2017, 21:24 ]
[/QUOTE]
[/QUOTE]
კი, კალოიანის ჩატარებულია. ყველაზე მეტი მაქებარი მაგ ქალს ჰყავდა რასაც გადავხედე და გადავწყვიტე მასთან მისვლა...
ნუ, ენდოკრინოლოგმაც მარდალეიშვილის კლინიკაში გამიშვა ეგრევე, ხვალ მივდივარ კისრისა და ლიმფური კვანძების ექოზე...
რაღაც დონეზე მენერვიულება, არაა მარტივი დიაგნოზი, ვერ იქნები მშვიდი, როცა იცი, რომ ორგანიზმში ავთვისებიანი სიმსივნეა...

რაც შეეხება რადიაქტიულ იოდს, ეგ რა შემთხვევაში არის საჭირო? მარდალეიშვილის კლინიკაში არის თუ იცი?

ყველაფერთან ერთად მაქვს კალციუმის და D ვიტამინის დეფიციტი, D ვიტამინი ფაქტიურად არცაა ორგანიზმში, მაღალი ინსულინი, საშინელი ვარიკოზი. სავარაუდოდ ნერვოზამდეც ბევრი არ მიკლია....
მოკლედ ყველაფერმა ჩემთვის მოიცალა რა.

Posted by: nforumi 1 May 2017, 14:59
QUOTE (nforumi @ 30 Apr 2017, 19:22 )
Mrs_Zum
QUOTE
ჰო, ამას ვერაფერს მოუხერხებთ.

როგორ ფიქრობ, რა შანსები გვაქვს, თუ დიაგნოზი სწორია?

ანუ არა?

.........................................

Posted by: Mrs_Zum 1 May 2017, 16:03
nforumi
შანსი ყოველთვის არის. ისრაელში გადამოწმდება ყველაფერი. ალბათ პარაფინის ბლოკებს და მინებსაც წაიღებთ. ჩაუტარებენ კომპლექსურ კვლევებს
საინტერესოა ღვიძლში ეს ერთი მეტასტაზი იყო მხოლოდ, რომელიც ამოიკვეთა,თუ ლისევ არის? შანსიც ძალიან ბუნდოვანი ცნებაა და უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებილი,არა მარტო დაავადებაზე.

Posted by: nforumi 1 May 2017, 18:17
Mrs_Zum
QUOTE
შანსი ყოველთვის არის. ისრაელში გადამოწმდება ყველაფერი. ალბათ პარაფინის ბლოკებს და მინებსაც წაიღებთ. ჩაუტარებენ კომპლექსურ კვლევებს
საინტერესოა ღვიძლში ეს ერთი მეტასტაზი იყო მხოლოდ, რომელიც ამოიკვეთა,თუ ლისევ არის? შანსიც ძალიან ბუნდოვანი ცნებაა და უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებილი,არა მარტო დაავადებაზე.

ჩვენ ასე ვიცით: ელენთა იყო ამოსაკვეთი და ამოიკვეთა. ღვიძლზე იყო ბევრი წერტილი, ამიტომ დაზიანებული ნაწილების მოკვეთა ვერ მოხერხდა, მხოლოდ ნიმუში აიღეს.
სხვა ორგანოები ყველაფერი ჯანმრთელია (თუ ეს შესაძლებელია, რა ვიცი).


Posted by: Solveig 2 May 2017, 13:50
nforumi


საერთოდ, არ ვეკამათები ხოლმე ექიმებს, მაგრამ რაც ვიცი, იმას დავწერ-ქიმიოთერაპიის ინდივიდუალური სქემებიც არსებობს (პაციენტის კონკრეტულ მდგომარეობაზე მორგებული), რაშიც, ჩვენს ექიმებს საკმაოდ უჭირთ ხოლმე გარკვევა-რამდენი კურსი დაენიშნოს, კომბინაციური თერაპია იყოს (სხივები, იმუნოთერაპია) თუ მარტო ქიმიო და სხვ.

და მეორე კიდევ-სიმსივნის თერაპიას მართვა სჭირდება (ბლომად გართულება აქვს ქიმიოსაც, სხივებსაც, იმუნოთერაპიასაც) და ეს რამდენად სრულფასოვნად არის შესაძლებელი საქართველოში, საკითხავია.. მე არ ვიძახი, რომ უცხოეთში ბრდღვნიან ყველაფერს, ღმერთები არიან და მიცვალებულს აღადგენენ, მაგრამ იქ არის აწყობილი სისტემა და უფრო დიდი გამოცდილება-როგორც თერაპიის, ისე მისი მართვის, ვიდრე საქართველოშია user.gif

რა თქმა უნდა, უცხოეთში წაყვანა განკურნების 100%-იანი გარანტია არაა, მაგრამ, ჩემი აზრი ისაა, რომ თუ წასვლის შანსი არის, აუცილებლად უნდა წაიყვანოთ.

Posted by: nforumi 2 May 2017, 21:58
Solveig
QUOTE
რა თქმა უნდა, უცხოეთში წაყვანა განკურნების 100%-იანი გარანტია არაა, მაგრამ, ჩემი აზრი ისაა, რომ თუ წასვლის შანსი არის, აუცილებლად უნდა წაიყვანოთ.



ისერაელში ვფიქრობთ, ექიმი ოფერ მერიმსკი, მაგ სფეროში ყველაზე მაგარიაო. კვირისთვის გვაქვს ვიზიტი დაგეგმილი, მაგრამ პრობლემა ისაა რომ კვირამდე შეიძლება ფეხზე ვეღარ დადგესო, მისმა ძმამ მითხრა დღეს...
არ ვიცი რა უნდა ვქნა, საშინელი ფორმა ყოფილა ეს 1920/3, თუ ასე სწრაფად წავიდა მეტასტაზები (პასუხი გასულ ოთხშაბათს იყო).

Posted by: nforumi 6 May 2017, 16:18
ხალხო, მუცლის ღრუს ონკოლოგს ვის მირჩევთ საქართველოში? ღვიძლზე არის პრობლემა, წყალი უდგებაო. ჰემოგლობინი უვარდება პლიუს და საზღვარგარეთ წაყვანას ვერ ვახერხებთ ამის გამო ... იქნებ მირჩიოთ რა ვქნათ.

Posted by: shotanarikashvili 7 May 2017, 15:28
საერთოდ ამ დაავადების დროს შიმშილზე რას იტყვით რამდენად ეფექტურია? (მაისაშვილი როგორც იყო. 40 დღე წყალზე )

Posted by: ხარძი 7 May 2017, 19:54
shotanarikashvili
QUOTE
საერთოდ ამ დაავადების დროს შიმშილზე რას იტყვით რამდენად ეფექტურია? (მაისაშვილი როგორც იყო. 40 დღე წყალზე )

სრული სისულელეა.

Posted by: shotanarikashvili 8 May 2017, 13:02
ხარძი
რატოა სისულელე? არ აქ ეფექტი თუ რატო?

Posted by: amsona69 9 May 2017, 13:32
ხელის მტევანზე აქვს მეჭეჭი ბავშვს.
ვიზუალურად რო შეხედავ მეჭეჭია,მაგრამ მაინც მეშინია.თან ერთ წელიწადში საკმაოდ გაიზარდა.სიმაღლეში 5 მილიმეტრამდე იქნება.
იქნებ ვინმემ მირჩიოთ სად მივიყვანო და ვისთან?
ხელს რო აჭერს მტკივნეულია.

* * *
ლევან კალმახელიძე მირჩია ახლობელმა.იმასაც მეჭეჭი ქონდა და მაგან მოაცილა.
ნორმალური ექიმია?მივიდე თუ სხვა ვეძებო?

Posted by: sofia604 16 May 2017, 11:08
სიმსივნის ვიტამინ ბ17-ით მკურნალობის შესახებ რა ინფორმაციას ფლობთ?
მექსიკაში აღმოვაჩინე კლინიკა,სადაც ამ ვიტამინით მკურნალობენ,თან როგორც გავიგე საკმაოდ ეფექტურად. სამწუხაროდ ტრადიციულმა მედიცინამ საფრანგეთში ამოწურა ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი და ამიტომ დავიწყე ალტერნატიული გზების ძიება. თუ გაგიგიათ ვინმეს რამე,გთხოვთ გამომეხმაურეთ.

Posted by: wkna 16 May 2017, 17:34
გამარჯობა, მაინტერესებს ციტოლოგია და მორფოლოგია სად კეთდება კარგად ?

იქნებ მირჩიოთ sad.gif

Posted by: Solveig 16 May 2017, 18:15
shotanarikashvili
QUOTE
დაავადების დროს შიმშილზე რას იტყვით რამდენად ეფექტურია?


ადვილადათვისებადი ნახშირწყლების შეზღუდვაში (ანუ, შაქრის ამოღებაში) ნამდვილად არის რაღაც ლოგიკა, რადგან სიმსივნის უჯრედები ინტენსიურად მოიხმარენ გლუკოზას, როგორც ენერგიის წყაროს, გასამრავლებლად..
მაგრამ სრულ შიმშილობას, ჩემი აზრით, არანაირი ახსნა და გამართლება არ გააჩნია. სიმსივნიანი ავადმყოფი ხშირად ისედაც დასუსტებულია და საკვების შეზღუდვით ხომ უფრო გაიუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?

იგივე, მაისაშვილის შემთხვევაც ზუსტად იმას ნიშნავს, რომ სრულიად უვარგისია ეგ მეთოდი, რადგან იშიმშილა მაგ ადამიანმა და ვერანაირი შედეგი ვერ მიიღო, ხოლო, როცა მკურნალობა დაიწყო, მდგომარეობა გამოუსწორდა (ღმერთმა კარგად ამყოფოს).

Posted by: ხარძი 16 May 2017, 19:12
shotanarikashvili
QUOTE
რატოა სისულელე? არ აქ ეფექტი თუ რატო?

იგივე უაზრობაა როგორც სოდით, ნავთით და ა.შ. მკურნალობა. როცა ონკოლოგიური პრობლემა იჩენს თავს სასწრაფო წესით უნდა მიმართოს პაციენტმა კლინიკურ ონკოლოგს და დაიწყოს სწორი და დროული მკურნალობა.
amsona69
ლევან კალმახელიძე +1 რისპექტ.

Posted by: shotanarikashvili 17 May 2017, 00:55
ხარძი
Solveig

ბევრი უცხოური ფორუმი მინახავს და მახსოვს ისიც რო ქართულ საიტებზეც წავიკითხე ეომ შიმშილი ეფექტურია. ან კიდევ დიეტა . ესენი რო არა რო ვუფიქრდები ლოგიკური გამოდის რო შიმშილი ეფექტურია. სიმსივნეს ხო საკვებად არანაირი ნივთიერება არ მისდის . ბოლოს და ბოლოს ადამიანი უფრო მალე მოკვდება შიმშილით ვიდრე სიმსივნე?. მაისაშვილზე ვფიქრობ რომ კიდე რამდენიმე დღე რომ ეშიმშილა შედეგი იქნებოდა.



B17 ზე რას იტყვით???რამდენად ეფექტურია

Posted by: ყაყა_ჩო 18 May 2017, 00:41
რესპუბლიკურის ემერჯენსში ექო გადამიღეს და ღვიძლზე გაქ 2 ჰემანგიომა არაფერია საშიშიო და გამომიშვეს, დავგუგლე და სიმსივნე მქონია ღვიძლში sleep.gif შეილება რო ექოსკოპიით ვერ დაენახათ ნაღდად კეთილთვისებიანი ჰემანგიომაა თუ სხვა რამე ? თუნდაც ავთვისებიანი სიმსივნე? მოკლედ წავიდე სხვაგანაც და გადავიღო ?

Posted by: ხარძი 18 May 2017, 18:13
shotanarikashvili
QUOTE
ადამიანი უფრო მალე მოკვდება შიმშილით ვიდრე სიმსივნე?

ადამიანი, სიმსივნე ქსოვილური სითხეებით და ირგვლივმდებარე ქსოვილებით იკვებება, მოაკლებ ნივთიერებებს ორგანიზმი დასუსტდება და უკონტროლო სიმსივნური უჯრედები უფრო მალე მოუღებენ ბოლოს.
QUOTE
ყაყა_ჩო

ჰემანგიომა კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნია, მოზარდ ასაკში უფრო დიდი შანსი აქვს ზომაში მომატების ან მოკლების ვიდრე ზრდასრულ ასაკში. რამდენი წლის ხარ? და რა ზომისაა ეს ჰემანგიომები? ავთვისებიანი არაა და ნუ შეშინდები. დიდი შანსია მთელი ცხოვრება ისე გაატარო რომ არც არასდროს შეგექმნას რაიმე სახის პრობლემა.

Posted by: shotanarikashvili 18 May 2017, 19:44
ხარძი
Marixuana rogor midis simsivnestan xo ar ici ise biggrin.gif xan Kaiao xan cudiao internetshi weria da vegar gavige. Ratomgac shimshilis efeqturobis mainc magrad mjera ra.
* * *
Pol bregi - shimshilobis saswauli. Aq weria dadebiti magaze tavisi argumentebit

Posted by: 13eqman 18 May 2017, 19:55
ხარძი
21 წლოს ვარ, ჰემანგიომის არ მეშინია, სინამდვილეში სხვა რამე არიყოსთქო

Posted by: ხარძი 18 May 2017, 22:47
13eqman
დოპლერულ რეჟიმში ნახავდა ექოსკოპიურად სისხლის მიმოქცევის ინტენსივობას და ამგვარდ დასვამდა ჰემანგიომის დიაგნოზს, კონტრასტული კომპიუტერული ტომოგრაფია მოგცემს ასევე სურათს კონკრეტულად სად ლოკალიზდება და რა ზომისაა.

Posted by: sopho22 19 May 2017, 12:55
გამარჯობათ, რომელიმე თქვენგანის გამხნევება მჭირდება, მოკლედ დედას რომელიც 62 წლისაა რამოდენიმე თვის უკან დაეწყო მცირე სისხლდება თვეში 3 ან 4 დღე, დღეს იყო გინეკოლოგთან და გაუშვეს პაპ ტესტის გასაკეთებლად, თუმცა გინეკოლოგმა აღნიშნა რომ ამგვარი ჩივილები საშვილოსნოს ყელის კიბოზე მიუთითებსო, ტესტს იკეტებს ხვალ, პასუხი იქნება სამშაბათს მაგრამ მე ჩჰემი დამემართება სამშაბათამდე, იქნებ ვინმეს ქონია მსგავსი ჩივილები , მომწერეთ რამე, ისე ვარ თითქოს თავზე დამემხო ყველაფერი...

Posted by: agatha13 19 May 2017, 20:38
ძვლის ტვინის დონორობისთვის რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე ვინმემ იცით? ის რომ ქსოვილების თავსებადობა უნდა იყოს ხო და კიდევ?

თუ მაგალითად ანემია აქ პოტენციურ დონორს და იმკურნალებს? და სავარაუდოდ კოქსართროზი კიდე. ანუ მენჯ-ბარზაყზე (ერთზე) აქ პრობლემა?

თუ თავის რისკ ფაქტორებს დაიკიდებს არ შეუძლია იყოს დონორი?
* * *
ჰო კიდე.ადრე დავპოსტე .სალიჰზე. თურქეთში ონკოლოგიათქო საოცრებებს შვებათქო. მაპატიეტ გთხოვთ .იმედია ვინმე არ დაუკვშირდა.

ნაბიჭვარია!!!!!!!!!!!!!!!! და საერთოდ ქართველი თარჯიმნებთან საქმე არ დაიჭიროთ.აი სამედიცინო ტურიზმს რომ კურირებენ არცმაგათთან.საერთოდ ქართველებთან საზღვარგარეთ!!! ჩემი კეთილი რჩევაა

Posted by: Solveig 19 May 2017, 20:54
agatha13
QUOTE
ანემია აქ პოტენციურ დონორს

ანემიას გააჩნია.. ანუ, წ არმოშობის მიზეზს.

sopho22
ექოსკოპია არ გაუკეთდა?

QUOTE
რამოდენიმე თვის უკან

რატომ მაშინვე არ მივიდა.. მენოპაუზის მერე წვეთებიც რომ იყოს, მაინც არ ითვლება ნორმალურად..
შეიძლება, არ იყოს ავთვისებიანი სიმსივნე და პოლიპი იყოს, ან ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, ან ფიბროიდები... თუმცა, გამორიცხული არაფერია.

Posted by: agatha13 20 May 2017, 00:43
Solveig
მენორაგიული სავარაუდოდ .საქართველოში ესე დამისვეს ყოველშემთხვევაში და საზღვარგარეთ გადავიმოწმებ რათქმაუნდა

Posted by: Jane_L 23 May 2017, 10:24
მეგობრებო, მირჩიეთ ვინმე გამოცდილი და ძალიან კარგი დერმატოსკოპიისთვის.
ირაკლი ნადირაძე, რევაზ თურმანიძე.. ამ ორზე რას იტყვით?

Posted by: Mrs_Zum 23 May 2017, 14:19
Jane_L
რევაზ თურმანიძე ქიმიოერაპევტია, დერმატოსკოპიასთან კავშირი არ აქვს. რა პრობლემები გაწუხებთ?

Posted by: Jane_L 24 May 2017, 12:15
Mrs_Zum
მივედი ნადირაძესთან.

QUOTE
რა პრობლემები გაწუხებთ?


ხალი, რომელიც მოსაშორებელია. ნადირაძემ ქირურგიულად აუცილებლადო....

Posted by: Georgian23 25 May 2017, 10:35
კუჭის ეპითელიუმოს დისპლაზია, მსუბუქად გამოხატული, რამდენად საგანგაშოა? გთხოვთ ვინმემ გამეცით პასუხი

Posted by: lucky--way 29 May 2017, 16:39
გამარჯობა, გთხოვთ, გეხვეწებით, გასაგებად ენაზე იქნებ მითხრათ რას ნიშნავს იმუნოჰისტოქიმიის დასკვნა
"გამოკვლეულ პრეპარატებში ვლინდება ოვალური ბირთვის მქონე FAP პოზიტიური გლიური უჯრედების პროლიფერაცია ზომიერად გამოხატული უჯრედოვნებით. ვლინდება მიკროცისტების ფორმირება. KI-67 = 1%. ვლინდება ერთეული გემისტოციტური უჯრედის არსებობა (20%).
დასკვნა: ფიბრილური ასტროციტომა, who grade 2. ICO - o - code 9420/3".

გთხოვთ მიპასუხეთ რაა..

Posted by: lisbeth 31 May 2017, 05:21
ვისთან მივიდე დამაკვალიანეთ რა გთხოვთ
მქონდა მეორე სტადია მკერდის კიბო,გავიკეთე 8 ქიმია და 12 ჰერცეპტინი,2012 ში გავიკეთე ოპერაცია
ვარ ჰორმონოთერაპიაზე,ზოლადექსი ,ტამოქსიფენი,კონტროლი წელიწადში ერთხელ
სეზონური ალერგიები მაწუხებს რამდენიმე წელია,ვარ ალერტეკზე ,მთელი გაზაფხული და ზაფხული
წელსაც დამეწყო,თვალების ქავილი,ცემინება,გამონადენი ცხვირიდან,ყელის და ცხვირის ქავილი და სტვენით სუნთქვა
ღამე მაწუხებს უკვე,თითქოს ასთმა მაქვს,შარშან ზაფხულშიც მქონდა სტვენით სუნთქვა მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ გაიარა,წელს ძალიან მაქვს sad.gif
ამ ჩემი დიაგნოზის გამო კი მიხვდებით რისი მეშინია sad.gif
ამ ყველაფერს დაემატა ის რომ კბილი დამიჩირქდა და ხვალ უნდა ამოვიღო,ანტიბიოტიკი დამჭირდება
ჩემი ონკოლოგი არ არის ქალაქში,მივიდე ალერგოლოგთან?

Posted by: Solveig 31 May 2017, 09:42
lucky--way
ტვინის სიმსივნეა, ნელა მზარდი (კი67 ძალიან დაბალია).

Posted by: Kobalty 1 Jun 2017, 00:49
agatha13
QUOTE
ძვლის ტვინის დონორობისთვის რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე ვინმემ იცით?

დიდი მცოდნე არ ვარ მაგრამ რაც ვიცი: არის 10 კრიტერიუმი, რომელიც უნდა დაემთხვეს დონორის და ბენეფიციარის.
10-დან 8 მაინც უნდა ემთხვეოდეს მინიმუმ, ესე წამიკითხავს.
ასევე, შეიძლება ნაკლები ემთხვეოდეს მაგრამ ოჯახის წევრი აღმოჩნდეს სათანადო დონორი, მგონი სხვა კრიტერიუმიცაა.
მოკლედ, მაგას სერიოზული მცოდნე უნდა, საქართველოში მეეჭვება ეს საკითხი ვინმემ კარგად იცოდეს - აქ ტრანსპლანტის კეთება წელს დაიწყეს და კაცმა არ იცის როგორ აკეთებენ ინგოროყვაში.. user.gif

QUOTE

ჰო კიდე.ადრე დავპოსტე .სალიჰზე. თურქეთში ონკოლოგიათქო საოცრებებს შვებათქო. მაპატიეტ გთხოვთ .იმედია ვინმე არ დაუკვშირდა.

ნაბიჭვარია!!!!!!!!!!!!!!!! და საერთოდ ქართველი თარჯიმნებთან საქმე არ დაიჭიროთ.აი სამედიცინო ტურიზმს რომ კურირებენ არცმაგათთან.საერთოდ ქართველებთან საზღვარგარეთ!!! ჩემი კეთილი რჩევაა

რაღაც ახალ უნიკალურ მეთდოზე რომ ამბობდი? რაღაც ბუშტში ჩასვაო..

ისე თურქეთში, წამყვან კლინიკებში რამდენად კარგად აკეთებენ ტრანსპლანტს?
ვინმეზე რამე გაგიგიათ?

Posted by: lucky--way 1 Jun 2017, 06:43
QUOTE (Solveig @ 31 May 2017, 09:42 )
lucky--way
ტვინის სიმსივნეა, ნელა მზარდი (კი67 ძალიან დაბალია).

მადლობა,
ხვალ ქიმიოთერაპიას დაუწყებენ დედას.. იმდენი ხანი დასჭირდა ყველა ანალიზის ჩატარებას რომ უკვე საგრძნობლად მოიმატა და დროის დაკარგვა არ ღირსო..
ეს "კი67" ძალიან დაბალი რომ არის ანუ კარგია? ზრდის პროცენტულობას ნიშნავს?
მადლობა.

Posted by: metiska85 1 Jun 2017, 12:22
მოგესალმებით ყველას. მამაჩემს დაუდგინეს ფილტვის სიმსივნე და მინდა გადავამოწმო. სად შეიძლება გადავაგზავნო ანალიზის პასუხები გერმანიაში ან თურქეთში და რომელი კომპანიები აკეთებენ ამ გაგზავნას? წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: Solveig 1 Jun 2017, 20:17
lucky--way

ჰო, ეგ აჩვენებს, უჯრედების რამდენ პროცენტს აქვს ცილა Ki67, რომელიც დაკავშირებულია უჯრედების გამრავლებასთან.
ე.ი. უჯრედების მხოლოდ 1% მრავლდება.

დედაშენს წარმატებებს ვუსურვებ მკურნალობაში...

Posted by: lucky--way 6 Jun 2017, 21:56
QUOTE (Solveig @ 1 Jun 2017, 20:17 )
lucky--way

ჰო, ეგ აჩვენებს, უჯრედების რამდენ პროცენტს აქვს ცილა Ki67, რომელიც დაკავშირებულია უჯრედების გამრავლებასთან.
ე.ი. უჯრედების მხოლოდ 1% მრავლდება.

დედაშენს წარმატებებს ვუსურვებ მკურნალობაში...

გაიხარე, მადლობა,
დღეს დაიწყო თიმოდალი, მჯერა რომ უშველის.

Posted by: holden kolpildi 9 Jun 2017, 22:40
სკრინინგის პროგრამაზე რა შეგიძლიათ მითხრათ ???
ნორმალურია?სანდოა??
რა ასაკიდან ტარდება გამოკვლევები???

Posted by: Solveig 12 Jun 2017, 19:31
MGD
რეკლამა წაიშალა
მომსახურების განყოფილებაში გადაინაცვლე

---------------------------

Posted by: kudracha89 16 Jun 2017, 14:42
გამარჯობა. თბილისის ონკოლოგიურ დისპანსერში კარგი ონკოლოგი რომ მირჩიოთ თუ შეგიძლიათ. მადლობა წინასწარ

Posted by: nino566 19 Jun 2017, 23:55
გამარჯობა. თუ იცით საქართველოში რამდენად ეფექტურად მკურნალობენ დიფუზურ მსხვილ ბ უჯრედოვან ლიმფომას? პაციენტი 26 წლისაა.

Posted by: J&J 23 Jun 2017, 12:44
nino566

პირადში მოგწერეთ

Posted by: metiska85 24 Jun 2017, 12:22
მეგობრებო სასწრაფოდ მჭირდება эменд წამალი ქიმოთერააპიიის შემდგომი. ვერსად ვერ ვიშოვე თუვინმეს გაქვთ ან იცით სად იყიდება გთხოვთ შემეხმიანოთ

Posted by: nino566 24 Jun 2017, 14:01
გამარჯობა,ასეთი დიაგნოზია a cylinder of bone with bone marrow.hypocellular for the age.celularity of about 30-35%. all three cell lines are identified reaching maturation. CD20 PAX5 and CD3 revealed small limphoid cells is preserved number and distribution.
Bone marrow negative for involvement by limphoma. ისრაელიდანაა გამოგზავნილი ეს დასკვნა. პაციენტი 26 წლისაა. გთხოვთ გამარკვიოთ რამდენად საშიში მდგომარეობაა

Posted by: Solveig 24 Jun 2017, 15:26
nino566
QUOTE
Bone marrow negative for involvement by limphoma.

ძვლის ტვინში არ არის ლიმფომის უჯრედებიო, რაც, თავისთავად, დადებითი მოვლენაა.

რის საფუძველზე დაუსვეს ლიმფომის დიაგნოზი, ლიმფური კვანძის ბიოფსიის შედეგად დაუდგინეს და მერე ძვლის ტვინის ნიმუში მეტასტაზების არსებობაზე შეამოწმეთ?

Posted by: nino566 24 Jun 2017, 17:43
დიახ. ცუდად გახდა და გაუსივდა მარცხენა მხარეს გულმკერდი და კისერი. მარცხენა ფილტვშიც სითხე ქონდა დრენაჟით ამოუგეს 2 კვირა ეკეთა

Posted by: J&J 25 Jun 2017, 01:06
metiska85
ქიმიოთერაპიის შემდგომი რატომ? ემენდი გულისრევის საწინააღმდეგოა და ქიმიოთერაპიის დღეებში მიიღება მხოლოდ. უფრო ეფექტური და გამოყენებადია ონდანსეტრონი ანუ ზოფრანი და ეგ მგონი არის საქართველოში ხელმისაწვდომი.

Posted by: X2D3T9 6 Jul 2017, 22:07
არ ვიცოდი სად დამესვა კითხვა ამიტომ ვხსნი თემას...
ქიმოთერაპია საქართველოში ფასიანია? სახელმწიფო არ აფინანსებს?

Posted by: Stalker-79 7 Jul 2017, 19:49
////////////////////////////////////////////////

Posted by: nino566 7 Jul 2017, 21:30
აღარავინ არ შემოდის აქ? ქიმიის გაკეთებიდან ერთ კვირაში ტემპერატურის მომატება საშიშია?

Posted by: Solveig 8 Jul 2017, 01:44
nino566
ექიმთან მიდი აუცილებლად. ქიმიის გამო განვითარებული იმუნური სისტემის დათრგუნვის ნიადაგზე ათასგვარმა ინფექციამ შეიძლება, რომ იჩინოს თავი.

Posted by: nino566 8 Jul 2017, 09:10
ექიმთან ვერ მიდის ისრაელშია. მგზავრობა თუ შეიძლება?

Posted by: Dixtosa 8 Jul 2017, 13:49
გამარჯობა ხორხის კარცინომა G3 რამდენად საშიშია?

Posted by: gig@@@ 9 Jul 2017, 14:03
კისერზე და ზურგზე მაქვს ეგრედწოდებული პაპილომა ( ხორცმეტი ) საშიში ხო არაა ? ხომ არაა საშიშროება და რისკი იგი გადაგვარდეს ავთვისვებიან სიმსივნედ ? მაგალითად მელანომად ?

Posted by: ხარძი 10 Jul 2017, 00:36
Dixtosa
დაბალდიფერენცირებული ფორმაა და დიდი აგრესიულობით ხასიათდება.
gig@@@
პაპილომა საშიში არაა მაგრამ თუ ტრავმირებად ადგილზეა უმჯობესია მოიშორო ან ამოკვეთა ან კრიოდესტრუქცია( იგივე მოყინვა ) ფერი როგორი აქვს კანისფერია? თუ გამუქებული?

Posted by: Dixtosa 10 Jul 2017, 01:16
ხარძი
QUOTE
დაბალდიფერენცირებული ფორმაა და დიდი აგრესიულობით ხასიათდება.

ანუ რეციდივის მაღალი შანსია?

Posted by: ხარძი 10 Jul 2017, 22:04
Dixtosa
QUOTE
ანუ რეციდივის მაღალი შანსია?

რა მკურნალობა აქვს პაციენტს ჩატარებული, როდის და ვისთან?

Posted by: Dixtosa 10 Jul 2017, 23:18
ხარძი
ლაზერული და სხივური რომელზეც ლევან კალმახელიძემ ძაან ცოტა ჩაგიტარებიათო. 1წლის წინ ხუჯაძესთან. მაშინ კარცინომა ინ სიტუ იყო.

Posted by: nino566 11 Jul 2017, 18:22
მაბტერაზე თუ გაქვთ ინფორმაცია სადაა კარგი ხარისხის და რა ფასად?

Posted by: ხარძი 11 Jul 2017, 23:15
Dixtosa
სხივები რამდენი სეანსი ჩაიტარეთ? ლევან კალმახელიძე დაგინიშნავდათ დამატებით კვლევებს, კისრის ექოსკოპია ან კტ, გულმკერდის კტ.

Posted by: pisooo_piso 12 Jul 2017, 12:50
QUOTE (keen @ 25 Jun 2016, 22:02 )
Solveig
QUOTE
ერთადერთი, რაზეც დავფიქრდებოდი, ხალების გაღიზიანებაა. ლიმფური კვანძებზე ეგრე დამანგრევლად რომ მოქმედებდეს, არა მგონია.
ალბათ საერთოდ უკეთესია, რომ ადამიანი დააკვირდეს თავს და თუ ამჩნევს, რომ ეპილაციის მერე ლიმფური კვანძი გადიდდა, მაშინ აღარ გაიკეთოს.

ხალებზე, მეც ეგრე ვფიქრობ. უფრო, ლიმფური კვანძები მაინტერესებდა. გასაგებია, გმადლობ! smile.gif

QUOTE
პ.ს. დამავიწყდა დამემატებინა, რომ მაგალითად, გერმანიაში დერმატოლოგიურ კაბინეტებში კეთდება ხოლმე ლაზერული ეპილაცია. ანუ, გამოდის, რომ ექიმი/მედპერსონალი აკეთებს.
საქართველოში, მე როგორც ვიცი, არაა ამის აბსოლუტური მოთხოვნა.

სიმართლე გითხრა, მე პირადად აზრადაც არ მომსვლია სამედიცინო დაწესებულების გარდა ლაზერული ეპილაციის გაკეთება (მაგ. სილამაზის სალონში)

მე სანამ დავიწყებდი სარგებლობას ლაზერული ეპილაციის სიკეთით , წავიკითხე და ლაზერის სიღრმე ძალიან პატარაა 7-8 მმ აღწევს მხოლოდ მაქსიმუმ , როლმ თმის ბოლქვამდე ჩააღწიოს და იმოქმედოს. იმის იქით არა. მაგრამ მაინც არ აკეთებენ თუ კისტაა ან რაიმე წარმონაქმნი. თუ არაფერია გზა თავისუფალია. მხოლოდ ხალებთან არის საჭირო სიფრთხილე.

Posted by: Dixtosa 12 Jul 2017, 19:28
ხარძი
17 სეანსი.
კი დანიშნა. გულმკერდის კტ არა ოღონდ რენტგენი

Posted by: pisooo_piso 12 Jul 2017, 23:28
გთხოვთ გაეცანით და იქნებ მიპასუხოთ რაზეა საუბარი ჩემი მეგობრის მამას თურქეთში არადამაიიმედებელი პასუხი მისცეს sad.gif

დასკვნა წერია ამგვარი - პლევრული სითხის, ორმხრივად თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის და პარაოაირტული ლიმფური კვანძების, მარჯვენა ფილტვის პოზიტიური ჩართვა.

შედეგი ფილტვის ადენოკარცინომა, TTF 1, (+) GrgA ნეგატიური, Synp ნეგატიური.


კიდევ თუ რამე იქნბა საჭირო ამივიწერ

Posted by: letodiniusi 13 Jul 2017, 00:21
საღამომშვიდობისა,
პროფესიონალებო, რა შეგიძლიათ მითხრათ არაჰოჯკინის T -ტიპის ლიმფომაზე. ქიმიოთერაპია და გადასხმები უტარდება პაციენტს უცხოეთში და ექიმები თითქოს კმაყოფილნი არიან, მაგრამ მაინტერესებს თწვენი, ექიმების აზრი და არა ტერმინოლოგიურ ენაზე რომ ამიხსნათ კონკრეტულად რა დაავადებაა და ექვემდებარება თუ არა განკურნებას

Posted by: ხარძი 13 Jul 2017, 00:22
Dixtosa
QUOTE
17 სეანსი.

ეს არის 34 გრეი რაც სამკურნალო დოზის ნახევარია, რეალურად არც მოარჩენს და არც არაფერს დაუშავებდა,ეს იგივეა წამლის რეკომენდებული დოზის ნახევარი რომ დანიშნო.... ამ ეტაპზე რა მდგომარეობაა ხორხში, კისრის ლიმფურ კვანძებში, ესაა მთავარი.

Posted by: pisooo_piso 13 Jul 2017, 13:44
გთხოვთ გაეცანით და იქნებ მიპასუხოთ რაზეა საუბარი ჩემი მეგობრის მამას თურქეთში არადამაიიმედებელი პასუხი მისცეს sad.gif

დასკვნა წერია ამგვარი - პლევრული სითხის, ორმხრივად თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის და პარაოაირტული ლიმფური კვანძების, მარჯვენა ფილტვის პოზიტიური ჩართვა.

შედეგი ფილტვის ადენოკარცინომა, TTF 1, (+) GrgA ნეგატიური, Synp ნეგატიური.


კიდევ თუ რამე იქნბა საჭირო ამივიწერ

Posted by: Solveig 13 Jul 2017, 19:54
letodiniusi
QUOTE
არაჰოჯკინის T -ტიპის ლიმფომა

QUOTE
არა ტერმინოლოგიურ ენაზე რომ ამიხსნათ კონკრეტულად რა დაავადებაა და ექვემდებარება თუ არა განკურნებას

ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც წარმოიშობა T ლიმფოციტების ავთვისებიანი გადაგვარების შედეგად.. ლოკალიზდება ლიმფურ კვანძში, კანში, ან ლორწოვანთან ასოცირებულ ლიმფურ ქსოვილში.. მიზეზი, ძირითადად, უცნობია, მხოლოდ ერთ-ერთ ტიპს იწვევს ვირუსი -ადამიანის T -უჯრედული ლეიკემიის ვირუსი. დანარჩენ შემთხვევებში აღმოჩენილია სხვადასხვა მუტაციები, რომელიც შეიძლება, რომ იყოს ავთვისებიანად გარდაქმნის მიზეზი...

ძალიან ზოგადი კითხვაა და ზუსტი პასუხი შეუძლებელია, იმიტომ, რომ სხვადასხვა ტიპები არსებობს და პროგნოზიც განსხვავებულია. მთავარია, რომ
QUOTE
ექიმები თითქოს კმაყოფილნი არიან,



Posted by: button nose 13 Jul 2017, 22:13
კითხვა მაქვს ექიმთან: 2 კვირის წინ ღამე გამაღვიძა საშინელმა მკერდის ტკივილმა(მექანიკურ დაზიანებას რომ მოსდევს ისეთი ტკივილი), მაში ვიფიქრე ალბათ ან ცუდად მედო ან რაღაც თქო. მას მერე თავი ყრუდ მტკივა, ხან მეტად ხან ნაკლებად.(ნუ გაუსაძლისად არა, სადღაც ყრუდ). ცოტა მეჩვენება რომ ფორმა შეიცვალა მკერდმა და ზომამ მოიმატა(გამონადენი არ მაქვს, ჯირკვლები ჩემი ცოდნის დონეზე არ მესინჯება. თუ შეიძლება მითხრათ ასე ზეპირად მიახლოებით მაინც უ და ვინერვიულო თუ ეგ არაფერი?!
მადლობთ
p.s. მამოლოგიაში ვიკითხე ხმაც არავინ გამცა

Posted by: pisooo_piso 14 Jul 2017, 00:41
solveig იქნებ მეც მიპასუხოთ, თურქეთშიც კი ძალიან არადამაიმეფებელი პროგნოზი მისცეს და გვაინტერესებს იქნებ სხვა ქვეყნებში არის რამე მეთოდები წარმატებული და უფრო ეფექტური.
პასუხებს უფრო კონკრეტულად ამოვიწერ და დავდებ. წინასწარ გმადლობ.

Posted by: agatha13 15 Jul 2017, 02:04
letodiniusi
letodiniusi
პირადად ვიცი 2შემთხვევა როცა თურქეთში არაჰოჯკინის განკურნეს.. თუმცა ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი.ასაკი,ზოგადი მდგომარეობა და ა.შ

ვინმე დერმატო-ონკოლოგი ხო არ ხართ,ან მელანომასთან რამე შემხებლობაში ? 6 მმ ზუსტად.ქავილი და წვა არ მაქ და შეიძლება იყოს მელანომა? ფორმა და ფერი არ მომწონს ((

Posted by: pisooo_piso 15 Jul 2017, 15:30
წაიკითხე ინტერნეტში გაეცნობი სიმპტომებს, როგორც მახსოვს უნდა იზრდებოდეს, განიცდიდეს ფერის ან ფორმის ცვლილებას, გასცდეს რაღაცა კონკრეტულ ზომას, და ა.შ. მაინც ექიმს რომ აჩვენო დამშვიდდებოდი, პოტენციურად შეიძლება ყველა ხალი იყოს საშიში და დამშვიდდებოდი მაინც. მასეთი ხალი ბევრს აქვს და სულ არ ნიშნავს აპრიორი მელანომას.

Posted by: agatha13 15 Jul 2017, 15:56
pisooo_piso
6 მმ -ზე მეტია ხშირ შემთხვევაში მელანომა. ზომა და ფორმის ცვილილებას ვერ ვადევნე თვალყური ხეხემალზე მქონია ეხლახანს შევნიშნე (( აი ეს კონტურები არ მომწონს.

ექიმს ვაჩვენებ რათქმაუნდა.მაგრამ გერმანიაში ვარ და აქ რო ტერმინს დამინიშნავენ და მივალ ,მანამდე გული გამისკდება ფიქრით ((

Posted by: pisooo_piso 15 Jul 2017, 16:01
QUOTE (agatha13 @ 15 Jul 2017, 15:56 )
pisooo_piso
6 მმ -ზე მეტია ხშირ შემთხვევაში მელანომა. ზომა და ფორმის ცვილილებას ვერ ვადევნე თვალყური ხეხემალზე მქონია ეხლახანს შევნიშნე (( აი ეს კონტურები არ მომწონს.

ექიმს ვაჩვენებ რათქმაუნდა.მაგრამ გერმანიაში ვარ და აქ რო ტერმინს დამინიშნავენ და მივალ ,მანამდე გული გამისკდება ფიქრით ((

ნუ ნერვიულობ, 6 თვის წინ ჩემს მეგობარს უთხრეს აქ, თბილისში თითქმის დადასტურებით ეუბნებოდნენ მელანომას, სასწრაფო წესით გადაფრინდა თურქეთში იქაც ეჭვი შეიტანეს მაგრამ ბოლოოს ფიბრომა აღმოჩნდა. ხალებისკენ მიდრეკილი უამრავი ადამიანია და გიმეორებ აპრიორი ყველა 6 მმ გადაცილებული ხალი არ ნიშნავს მელანომას. smile.gif მიდი ექიმთან და დამშვიდდი, იმათ სპეციალური აპარატურა აქვთ რითაც სიღრმეს სინჯავენ და შეხედვითაც მიხვდებიან საეჭვოა თუ არა.

Posted by: agatha13 15 Jul 2017, 16:14
pisooo_piso
მადლობა,გაიხარე

Posted by: letodiniusi 19 Jul 2017, 15:23
QUOTE (Solveig @ 13 Jul 2017, 19:54 )

ძალიან ზოგადი კითხვაა და ზუსტი პასუხი შეუძლებელია, იმიტომ, რომ სხვადასხვა ტიპები არსებობს და პროგნოზიც განსხვავებულია. მთავარია, რომ
QUOTE
ექიმები თითქოს კმაყოფილნი არიან,

მადლობა. უბრალოდ მაინტერესებდა, ზოგადად სტატისტიკურად როგორ არის, თუ გაქვთ ინფორმაცია ალიმფომის ამ ტიპით დაავადებულები მკურნალობის შედეგებზე. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა თუა ცნობილი ან რამე მსგავსი
* * *
QUOTE (agatha13 @ 15 Jul 2017, 02:04 )
letodiniusi
პირადად ვიცი 2შემთხვევა როცა თურქეთში არაჰოჯკინის განკურნეს.. თუმცა ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი.ასაკი,ზოგადი მდგომარეობა და ა.შ

მადლობა.
ჩემი ახლობელი გერმანიაში იტარებს კურსს. კი მეც გამიგია რომ განკურნების მაგალითები არსებობს. ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი რა თქმა უნდა. კონკრეტულად ამ ადამიანს უთხრეს რომ ჯანმრთელი ორგანიზმი აქვს და ყველაზე აგრესიულ პრეპარატებსაც კი კარგად იღებს. მწეველი რომ არ არის და პრინციპში არც ალკოჰოლს ღებულობს ხშირად , ალბათ ამაზეც ბევრია დამოკიდებული. მადლობა კარგი ინფორმაციისთვის smile.gif

Posted by: iSKiNG 19 Jul 2017, 21:04
გამარჯობათ, მოკლედ ტუჩთან მაქვს რაღაც გამონაზარდი დიდი ხანია ალბათ 1 წელი იქნება უკვე, ამ გამონაზარდზე (მეჭეჭივითაა, კიდევ იზრდება გამხმარი ხორცივით, მაგარია გამხმარია ტყდება ხელითაც მაგრამ იზრდება).. ძირი რბილი აქვს, ლეღვის რძე წავისვი დამიპატარავა, გამხმარი თავი რაც ჰქონდა მოძვრა აღარ იზრდებოდა მაგრამ ახლა ისევ აგრძელებს თავისას. ძალიან მაკომპლექსებს და ვის უნდა მივმართო? კარგი კლინიკა მირჩიეთ. ფოტოს მოგვიანებით დავდებ იქნებ ვინმემ იცოდეთ.

ძირი რბილი აქვს და ამ ხორზე იზრდება ეს რაღაც
* * *
user posted image

user posted image

Posted by: Ia-forumze 20 Jul 2017, 12:06
გამარჯობა,

ყოველ წელს ვიკეთებ პაპ-ტესტს, ყოველთვის არის NILM. ახლაც იგივე შედეგი იყო, თუმცა სულ სხვა მიზნით უნდოდა დათვალიერება ექიმს და კოლპოსკოპია გავაკეთეთ.

როგორც თქვა არის პატარა პაპილომა, 1 წელი არაფერი უნდა, 1 წლის მერე ვნახოთო. შეიძლება უფრო დიდი იყო და პატარავდებაო.

1) ექიმის კვალიფიკაციის მიხედვით შეიძლება სხვა რაიმე პაპილომა ეგონოს, თუ მარტივი ამოსაცნობია?
2) პაპ ტესტი როცა სუფთაა რეალურად შეიძლება კოლპოსკოპიაში იყოს "ნი ტო" სურათი? კოლპოსკოპიის დასკვნაში წერია CIN 1 TZ1
3) თუ ნამდვილად პაპილომაა ამას მეტი კვლევა არ უნდა? რა ტიპის ვირუსითაა გამოწვეული, რა მდგომარეობაშია და ა.შ?
4) პაპილომა რამ შეიძლება გამოიწვიოს, მხოლოდ ვირუსმა? 13-14 წლიდან მქონდა მეჭეჭებივით სახეზე რამდენიმე და ფეხზეც, რომელზეც პაპილომააო მითხრა დერმატოლოგმა და მოვიწვი. ეს რაიმე კავშირში შეიძლება იყოს?
5) თუ პაპილომა ვირუსი დადასტურდება ეს მხოლოდ სქესობრივი გზით გადადის? მთელი მე-8 წელის განმავლობაში რო პაპ ტესტი არ შეცვლილა, შეიძლებოდა მაშინაც რო კოლპოსკოპია გამეკეთებინა ეს პაპილომა ყოფილიყო თუ ახალი იქნება? ახლა 5 მმ-მდე არისო

მოკლედ რას მირჩევთ, ჯერ სხვაგან ხო არ გადავამოწმო?

Solveig
შენც ხომ არ გაქვს ინფო user.gif

Posted by: J&J 20 Jul 2017, 18:10
agatha13
გერმანიაში თუ ხარ რად გინდა ცდა, მიდი საღამოს ნოტაუფნამეში კარგი კლინიკის მტკივათქო, დაგტოვებენ და გამოიკვლევენ. აბა ჰაუტარცტის ტერმინს აქ 6თვე მაინც უნდა უცადო.

Posted by: agatha13 20 Jul 2017, 23:57
J&J
ხალი მტკივათქო რავიცი ეგრე ხდება ? ჰაუსარცთან ვიყავი,ონკოლოგია დამხედა და არაოო მაგრამ მაინც მიდიო დერმატოლოგთანო რავი მომცა უბერვაიზუნგი დავრეკავ ხვალ და იმედია ამ წელიწადში მიმიღებს :დ :დ

ცოტა ამოვისუნთქე ამან მაინც რომ ნახა ..

Posted by: gig@@@ 21 Jul 2017, 19:35
QUOTE (ხარძი @ 10 Jul 2017, 00:36 )

gig@@@
პაპილომა საშიში არაა მაგრამ თუ ტრავმირებად ადგილზეა უმჯობესია მოიშორო ან ამოკვეთა ან კრიოდესტრუქცია( იგივე მოყინვა ) ფერი როგორი აქვს კანისფერია? თუ გამუქებული?

ხარძი

ფერი კანის ფერი და მოყვითალო იერი დაჰკრავს

ჭარბ წონიანობა ( 93 კგ ვარ ) და ჰორმონარული დარღვევები კავშირშია პაპილომასთან ? THS მქონდა საკმაოდ მომატებული ვიმკურნალე წამლებით და ეხლა ნორმაში მაქვს.

QUOTE
მელანომა


ამ საშინელების გამო მაგარი დაპანიკებული და იზმენებში ვარ facepalm.gif facepalm.gif
* * *
QUOTE
THS


შეცდომით დამიწერია

უნდა ეწეროს TSH

Posted by: Erovnuli_liga 25 Jul 2017, 02:09
Gamarjobat arahojkinis limfoma b jgufi msxvilujredovani shua sakarshi stadia 2 re asaki 21 wlis arawuxebs arc wonis kleba arc dagliloba araferi msgavsi limfomas zoma iko 10 tidan 17 tamde 2kimis shemdeg ari 8 snt 12 snt amde pacients uketebt mapteras qimiastan ertad rashansebi ak srul gamojamtelebaze shegidzliat mitxrat ?

Posted by: agatha13 25 Jul 2017, 04:59
Erovnuli_liga
ზუსტად ვიცი რომ თურქეთში არაჰოჯკინის ლიმფომიანები განიკურნენ. სამწუხაროდ ეგ კომბინაცია არ ვიცი,მაგრამ პროგნოზი რომ საიმედოა ზუსტად ვიცი. ღმერთმა ხელი მოუმართოს !

Posted by: Erovnuli_liga 25 Jul 2017, 12:55
agatha13
Ladostana kuchavastan imeds adzleven dzan dids kimioterapiastan ertad maptera uketeben biji tavs kargad gdznobs arc wonashi kleba ak arc sisuste organizmshi modebuli ar ak shuasakarshi ak limfoma da 2kvaci mara zevitac avgnishne kiimioterapiam shedegi mogvca 2 ma ukve 25 procentita limfoma shemcirebuli arc vijerebt bijs rame ro chirs radgan aranairi siptomi ar ak da saertod ras metkvit arahojkinis limfomaze?

Posted by: agatha13 25 Jul 2017, 15:16
Erovnuli_liga
ჩემს ძმას ჰოჯკინი აქვს და 1 წელია თურქეთშია.საქართველოში არ ვიცი სამწუხაროდ როგორ მკურნალობენ,მაგრამ ის ვიცი რომ არაჰოჯკინი განკურნებულა.ჩემები პირადად იცნობენ რამდენიმე ადამიანს.

ძალიან კარგია რომ ზოგადი მდგომარეობა კარგი აქვს,ღმერთმა ჯანმრთელი ამყოფოს სულ და დიდხანს.

მესმის რომ ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული თურქეთი,მაგრამ მე მაინც გირჩევდით ,რომ ბიოფსია გაგეგზავნათ გამოსაკვლევად.ჩემი გამოცდილებით ,მედიცინაში საქართველოში ცოტა უნდობლობის მომენტი მაქვს.ისე მე როგორც ვიცი კიდე ერთ ბიჭს,თბილისელს საკრებულომ თუ მერიამ დაუფინანსა ნახევარი მგონი მკურნალობის თურქეთში

ჩემი ძმა მოხვდა 10 % რომელიც ქიმიორეზისტენტული აღმოჩნდა და ეხლა ტრანსპლანტაციამდე მისვლისთვის ვიბრძვით,თორე დანარჩენი შემთხვევები რაც კი ვიცი არაჰოჯკინიც ჰოჯკინიც განკურნებულა,მითუმეტეს მეორე სტადია. ამიტო იმედი გქონდეთ ,კარგად იქნება


Posted by: nino566 25 Jul 2017, 18:37
ჩემ შვილს აქვს არაჰოჯკინის მსხვილუჯრედული B უჯრედის ლიმფომა. თავიდან 11.09×10.6 იყო ზომით და 2ქიმიის შემდეგ 8.1×6.8 . კიდევ 6 უნდა გაიკეთოს მაბტერა ქიმია

Posted by: Erovnuli_liga 25 Jul 2017, 18:59
nino566
Zustat analogiur mdgomareobashic vart chvenc vistan mkurnalobt imedebs gadzleven ra mdgomareoba?agatha13
Rogorc gaviget didi sxvaoba arari hojkinsa da arahojkins shoris ubralod metodebi da stilia sxvadasxva odnav uketesia hojkini I vso damijeret turkebsac sheshliat bevri rame mardaleishvili kuchava arian amier kavkashiashi pirveli onkologebi kate ro vanaxet kuchavas biofsias arc daeloda kateti tkva an limfoma an tinusio ase ro mtlad masec ara sakme nu turketshi ro uketesi samedicino aparatura eg 2 jer 2 ia nu zogadat zogi idzaxis ro inkurneba zogi idzaxis ara xalxze mak saubari da vinc kvalificiuria misi azri mainteresebs rogor reagirebs es b jgufis msxvilujredovani arahojkoni shua sakarshi

Posted by: nino566 25 Jul 2017, 20:01
ჩემსასაც შუასაყარში აქვს 26 წლისაა. დიაგნოზი ისრაელში დაუსვეს და 2 ქიმიაც იქ გაიკეთა, რადგან ძალიან ძვირია იქ მკურნალობა ჩამოვიდა და აქ ვაგრძელებთ იგივე პროტოკოლით. ნინო შარაშენიძეა ექიმი. სხვა ჯერ არაფერი ვიცი წინასწარ

Posted by: agatha13 25 Jul 2017, 20:38
Erovnuli_liga
არა არ არის ეგრე,თურქები ძალიან ძლიერები არიან ,ძალიან. )) რამდენიმე თვეა ჩემი ძმის ექიმმა ფილტვის კიბოიანი განკურნა,თანმხლები დაავადებებით დიაბეტი და ღვიძლის პრობლემები.იმდენად წარმოუდგენელი იყო თვითონ თურქებისთვის სხვადასხვა კლინიკებში გაიკეთე კვლევები და მერე საზღვარგარეთ. ფილტვის კიბო თან ისეთი თანმხლები დაავადებებით არ რჩება როგორც ამობენ საქართველოში ))

ჰოჯკინს და არაჰოჯინს შორის არის კი განსხვავება,არაჰოჯკინი უფრო რთულიაო,მაგრამ ხო გეუბნები რამდენიმე არაჰოჯკინი ვიცი რამდენიმე წლის წინ განკურნებულები .

ჩემს ძმა ლიმფომის იმ 10 % ში მოხვდა რომელიც ვერ შეისწავლეს მსოფლიოში რატოა ქიმიორეზისტენტული. უკვე მე3 ექიმი ყავს.რავი ყვლგან ვართ ,ყველა ჩართყული გვყავს,ისრაელიც და გერმანიაც. ეს ძალიან იშვიათი და რთული შემთხვევაა.მე4 სტადია აქვს და 1 წელია უკვე მკურნალობს.საქართველოში ალბათ ეხლა ცოცხალი არ იქნებოდა.

მესმის მე თქვენიი ,ძალიან ძალიან დიდი თანხები გვიზის ეს ყველაფერი და არ აქვს ყველას საშუალება,მაგრამ იქნებ სულაც არ იყოს ლიმფომა.რავიცი ძაან რთულია ეხლა რამის რჩევა და თქმა.მესმის როგორი გაღიზიანებული იქნება ოჯახის წევრები,მაგრამ მაინც ეცადნონ წავიდნენ.

თურქებთან ერთი მომენტია,ყველა უთანხმოება,ყველა გაუგებრობა ხდება ქართველი ე.წ სამედიცინო ტურიზმის წარმომადგენლებით.
სამუდამო უნდა იყოს მაგათზე ციხე ისეთებს კადრულობენ დანამდვილებით ვიცი.ძალიან დიდი თემაა . შეცდომა ყველლას მოსდის,100 % მედიცინაში არაფერია ,მაგრამ თურქები ყოფილან ძალიან ძლიერები !
* * *
ზუსტად შუასაყარზე ჰქონდა ერთ ქუთაისელ ბიჭს წლების წინ ,დაახლოებით 5 წლის წინ და დღეს ძალიან კარგად გრძნობს თავს .ღმერთმა კარგად ამყოფოს .ამიტო ვიცი ძალიან რთულია და არაადეკვატურია " არ ინერვიულოთ "გითხრათ,მაგრამ მთავარია კეთილსინდისიერ ექიმთან მოხვდეთ და კარგად იქნებიან ორივე.

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და მალე გიმყოფოთ ჯანმრთელები

Posted by: Erovnuli_liga 25 Jul 2017, 21:41
agatha13
Me aruarkof ro turketi ro uketesia ratkmaunda bevrat uketesia mara me imas vidzaxi ro mardaleishvili da kuchava udzlieresi ekimebi arian sakartveloshi sxvatashoris zustat vici ucxoetshi dadian qirurgiul operaciebze shen gonia dzan gansxvavdeba turkuli da qartuli fasebi ertmanetisgan petis analizi akufro dzviri girs vidre turketshi da veravin damajerebs erti kursi kimis turketshi 1000 dolarze meti girdes ...rasac ukureb medicina am limfomas adreul stadiaahi amarcxebs es dzan gasaxarebelia

Posted by: agatha13 25 Jul 2017, 23:27
Erovnuli_liga
ღადაობ ხო? )) რა 1000 დოლარი? ყველაზე იაფიანი პირველი კურსები იყო და 3500 დოლარს ვიხდით. ეხლა 2 ქიმია გაიკეთა 17 000 დოლარი და + წამალი ერთი ამპულა 8500 ღირს როცა კლინიკაში იკეთებ განზავებით )) არა ძამიკ თუ დაიკო,ძალიან დიდ თანხებზეასაუბარი.მაგრამ როცა თავიან იწყებენ მკურნალობას შედარებით წამლებიც იაფია,არ არის ისეთი ძლიერი და იმიტომ

პეტს რასეძახი ?ნახევარ ტანს რომ იღებენ? )) საქართველოში არ არის ის პეტი საერთოდ რითიცთურქები სვამენ დიაგნოზს და აკეთებენ კონტროლს.თურქეთშიც კი ეგ პეტი florence nightingale აქ და მანდ უშვებენხოლმე სხვადასხვა კლინიკებიდან.

არ მინდა დაგთრგუნოთ ,ძალიან მძიმეა როცა ავადყოფობას ეხება საქმე და ასეთ დიდ თანხებანაა დაკავშირებული მკურნალობა.

კიმეთქი.აქ პოსტავდა ქართველი ქალ რომელიც თბილისში მოარჩინეს.ტყუილად არ ვამბობ,დაამარცხებს დარწმუნებული ვარ,იმდენი შემთხვევა ვიცითქო.

მე 4 სტადიაში მყავს ძმა,ძალიან რთულად და მე მაქვს იმედი იმდენი ინფორმაცია მაქვს 3 ქვეყნიდან,იმდენი შემთხვევები ვიცი რომ ურთულესი ფორმებიდან გამომძვრალა ხალხი.

აი მორალურად ძაან დააპადძერჟკეთ ,ფსიქოლოგიური განწყობა ძალიან დიდი როლს ასრულებს.


Posted by: Erovnuli_liga 25 Jul 2017, 23:51
agatha13fsikologiurad magra dgas prosta xandaxan ro ugrmavdeba dxan itrguneba geubnebi chveulbrivata svavs klubebshi dadis chams rasac unda janzea arc igleba ai chveulebrivsts arada 17 snt jirkvals exumrebi tavidan magxela iko ....
Arc wonsshi iklebs ubralod kimiebis da mapterebis mere 10 dge cota gabruebulia da su gebinebebi ak daje sigaretsac eweva ai chvrulebrivata iito vishokebit kvela mtasavit bijia da araferi sintomi darogor daemarta mokled ak ineds gvadzleven dzan dids kvela idzaxis arsada modebulio ert ubanzea da kiimia da maptera dangrevs su gawovso mere sxivebit gadavasworot egadgili da egario da ravi ra petis analizi razec idzaxi radioaktiuri nivtierebit turketshi rac ketdeba 800 1000 dolari ro girs eg ketdeba ingorokvashi .. shen dzmas zustat ra jirs da ras geubnebian?

Posted by: nino566 26 Jul 2017, 09:33
თქვენ გაგიმართლათ რომ ამ ზომის მასამ შუასაყარში არაფერი გართულება არ გამოიწვია.ჩვენ შემთხვევაში გადაიკეტა სასუნთქი გზები იგუდებოდა უკვე.ფილტვშიც სითხე იყო.დროზე მიასწრო საავადმყოფოში და ყველაფერი გაუკეთეს უკვე იქ. 3 კვირა გააჩერეს.თქვენ ექიმს რატომ მიმართეთ ?ქონდა რამე ჩივილი?

Posted by: Erovnuli_liga 26 Jul 2017, 10:38
nino566
Ki plevrebshi sitxe kondaqloshini da haerisukmarisoba exa kvelaferi rigze ak ubralod kimiebi anadgurebs..

Posted by: PNG 26 Jul 2017, 19:00
ამ საშიშ ონკოლოგიურ კანის დავადებაზე მელანომაზე მინდა გითხრათ ერთი ორი სიტყვა

მელანომა არაა აუცილებელი 6 მილიმეტრი ან მეტი იყოს ანუ ეს არაა დოგმა რომ გინდათუარა 6 მილიმეტრი უნდა იყოს ეს არაა აუცილებელი.

პირველი სტადიის მელანომა შეიძლება ერთი ან ორი მილიმეტრი იყოს.

არც ისაა აუცილებელი მაინცდამაინც გაღიზიანებული ხალისგან წარმოიქმნას მელანომა ზოგჯერ სუფთა კანზეც კი ჩდება ანუ ისეთ ადგილას სადაც არც ხალი რომ არის და არც არაფერი და ზოგჯერ მზისგან მიუვალ ადგილებშიც ჩდება ანუ იდეაში მზე რომ ძაან გინდოდეს იმ ადგილს მაინც არ მოხვდება მაგალითად საჯდომზე ან იღლიის ქვეშ ან ტანსაცმლისგან დაფარულ ადგილას სადაც მზის ნათება პირდაპირ არ ხვდება კანზე.

ასე რომ ხშირად დაითვალიერეთ ტანი და თუ შენიშნავთ ახალ რამეს ეწვიეთ დერმატოლოგს ან ონკოლოგს ნუ შეშინდებით სანამ ლაბორატორიული დადებითი პასუხი არ იქნება ნუ იფიქრებთ ამ საშინელ დავადებაზე ზოგიერთი ლაქა კანზე ვირზუალურად გავს ამ დავადებას ეს ხშირად რიგით ადამიანებს ეშლებათ, კვალიფიციური ექიმი და ლაბორატორია ყველაფერს დაადგენს ზუსტად ასე რომ სანამ ცუდი პასუხი არ იქნება ნუ ინერვიულებთ.

Posted by: Solveig 31 Jul 2017, 18:09
Erovnuli_liga
დიდი ბოდიშის მოხდით, იქნებ ქართულად პოსტოთ? ტრანსლიტში მაინც აკრიფეთ და მერე დააკოპირეთ.

ბ უჯრედული მსხვილუჯრედოვანი ლიმფომის დროს სტანდარტულია ეგ მკურნალობა ( ქიმია, მაპტერა, თუსაჭიროა-სხივებიც). ძალიან კარგია, რომ ემორჩილება მკურნალობას, მაგრამ, რა სასმელი, სიგარეტი და კლუბები, ხუმრობთ.???? კარგია, თუ ქიმია ტოქსიკურად არ მოქმედებს, მაგრამ დაუჯერებლად მეჩვენება, რომ მაგ დიაგნოზის პაციენტმა ასე უდარდელად სვას, წიოს და კლუბებში გაერთოს. smile.gif სხვა თუ არაფერი, ლეიკოციტები ეცემა მაგ დროს და ინფექციის დიდი შანსია, როს გამოც ხალხმრავალ ადგილებს უნდა ერიდოს, ხოლო, ნიკოტინი და სპირტი სიმსივნიანო ავადმყოფისათვის ძალიან არასასურველია, მით უმეტეს-ქიმიის ფონზე.


და, ჰოჯკინსა და არაოჯკინს შორის როგორ არაა სხვაობა, აბა, რას ამბობთ? განსხვავებული წარმოშობა აქვთ, მიმდინარეობაც. მკურნალობა და პროგნოზიც განსხვავებულია.

Posted by: pitagora1 31 Jul 2017, 18:28
მოგესალმებით,ძალიან ვერიდებოდი ამ თემაში შემოსვლას, გული მტკიოდა ყველა უცნობზე და ნაცნობზე,სამწუხაროდ აწი მე თვითონ მჭირდება თქვენი დახმარება და თანადგომაც რისთვისაც მადლობას გიხდით წინასწარ,ვარ 58 წლის ქალი ერთი კვირის წინ ამომაჭრეს საშვილოსნო,დანამატებით და ყელით მარდალეიშვილის კლინიკაში,დღეს ავიღე მორფოლოგიის პასუხი და თავზარი დამეცა- დაბალდიფერენცირებული ენდომეტრიოიდული ადენო კარცინომა G-3,მივხვდი რომ საკმაოდ აგრესიული ფორმა მაქვს,მარტო ეს წერია დიაგნოზში,ქირურგმა ღრუს არ იყო გაცდენილი და გადარჩიო,არ ვიცი გადავრჩი თუ არა,იმავე კლინიკის ქიმიოთერაპევტმა მითხრა ორი კვირის მერე CT გააკეტე აქვე და მერე ზუსტად გეტყვით რა მკურნალობას დაგინიშნავო სავარაუდოდ ქიმია და სხივებიც იქნებაო,ჩემო ძვირფასებო გთხოვთ დამეხმაროთ მაპოვნინოთ ის ონკოლოგი ქიმიოთერაპევტი რომელიც საუკეთესო იქნება ჩემ შემთხვევაში ვხვდები რომ ჩემი დარჩენილი სიცოცხლე დამოკიდებულია შემდგომ მკურნალობაზე და მინდა არაფერი შემეშალოს,დამეხმარეთ მირჩიეთ გამოცდილი და პატიოსანი ექიმი მადლობა წინასწარ

* * *
ეტყობა ცოტა ფორუმელი შემოდის მაგრამ მაინც დავსვამ კიდევ ერთ შეკითხვას ახალნაოპერაციევზე სოდის მიღებაზე რა აზრის ხართ?დავიწყო?

Posted by: Erovnuli_liga 1 Aug 2017, 18:43
Solveig
Geubnebit bijs aranairi diskomporti ar ak chvenc eg gvaocebs gadasxmebis mere uchirs ubralod ramdenime dge tore ise ari chveulebrivad arc sisustes arc daglilobas arafers ganicdis chveulebrivi cxovrebis ritmit cxovrobs rogorc akamde cxovrobda hojkini kargia arahojkinze mara matshoris gansxvaveba ari metoduri mkurnaloba tko samcuxarod ar mak kartuli klavishebi smile.gif

Posted by: J&J 2 Aug 2017, 13:00
Erovnuli_liga
ციტოსტატიკა და სასმელი თან სიგარეტი...
არ ვიცი არ ვიცი
სასმელი კი არა, წვენები არაა რეკომენდირებული და მჟავე საჭმელი აქ. მითუმეტეს უაზროდ საქართველოსავით დიეტაზე არავის სვამენ გერმანიაში.
ცოტა უპასუხისმგებლობაა ჩემი აზრით. ალბათ უბრალოდ არ უნდა სერიოზულად აღიქვას საკუთარი მდგომარეობა. მესმის ეს მომენტიც ძალიან კარგად. ბევრს ვიცნობ მსუბუქ ნარკოტიკზეა მაგ მიზეზით.
პ.ს. და ჰოჩკინის და არაჰოჩკინის შედარებაც კი არ შეიძლება. 90% ჰოჩკინი განკურნებადია და რეციდივი უიშვიათესი.

Posted by: Erovnuli_liga 2 Aug 2017, 14:00
J&J
Ara problema isari ro arc awuxebs araferi arc sisuste arc dagliloba zogadi simptomebi ra ... arahojkinze rasitkvi ramdeni procentia gankurnebis?

Posted by: J&J 2 Aug 2017, 14:54
Erovnuli_liga
რა ქიმიას იკეთებს და რა სიხშირით?
პროცენტი დიაგნოზში ეწერება. ინდივიდუალურია და რამდენიმე ფაქტორის შეჯამებით ითვლება. ნახეთ დიაგნოზის ბოლოს: 5წლის შემდეგ გადარჩენის პროცენტია ×. ასეთი სახე აქვს. 5წელი ურეციდივოდ ძაან მაგარია.
პ.ს. ბ სიმპტომები უფრო 3-4 სტადიაშია შესამჩნევი, როცა კვანძები მეტ ორგანოს მოიცავს და აზიანებს.

Posted by: Erovnuli_liga 2 Aug 2017, 15:00
J&J
Anu shabsi ro sruliad ganikurnos minimaluria? ert ubanzea marto shua sakarshi I vso mteli organizmi sufta ak gvadzleven imeds ro srulian ganikurneba ari shansio tan magalio da kvela sxvadasxvas idzaxis da ver gaviget ukve

Posted by: J&J 2 Aug 2017, 16:42
Erovnuli_liga
მე არ დამიწერია შანსი მინიმალურიათქო.
პროცენტი იკითხე და გიპასუხე სადაც უნდა ეწეროს წესით.
საერთოდ ლიმფომა და ლეიკემია მკურნალობას გაცილებით უკეთ ემორჩილება ვიდრე ორგანოს კიბო. ანუ აქ გეუბნება კიდეც ექიმი: არჩევანი რომ მქონდეს მაგას ავირჩევდიო. smile.gif დანარჩენი ყველაფერი ინდივიდუალურია.
მაგრამ სიგარეტი და სასმელი ხელს რომ არ შეუწყობს განკურნებას ამას ზრდასრული ადამიანი უნდა ხვდებოდეს.
ჯანსაღი ტუტოვანი საკვები, სეირნობა სუფთა ჰაერზე, კარგი ძილი და ნაკლები სტრესი უნდა იყოს ონკოპაციენტის ცხოვრების წესი. როცა ლეიკოციტები დაბალი აქვს, კლუბი კი არა, ოჯახის წევრებთანაც პირბადით უნდა იყოს თავდაცვის მიზნით. პირველ რიგში მისმა ექიმმა უნდა დაარიგოს ასეთები. ისე კი ნეტშიც უამრავი ინფორმაციაა, ასევე უცხოურ ფორუმებზე.


Posted by: nino566 2 Aug 2017, 22:35
QUOTE (Erovnuli_liga @ 1 Aug 2017, 18:43 )
Solveig
Geubnebit bijs aranairi diskomporti ar ak chvenc eg gvaocebs gadasxmebis mere uchirs ubralod ramdenime dge tore ise ari chveulebrivad arc sisustes arc daglilobas arafers ganicdis chveulebrivi cxovrebis ritmit cxovrobs rogorc akamde cxovrobda hojkini kargia arahojkinze mara matshoris gansxvaveba ari metoduri mkurnaloba tko samcuxarod ar mak kartuli klavishebi smile.gif

Hდჰეეჰბჰეჰგჰჰდ ჰბდსჰუ სუდს lol.gif
* * *
ბოდიში ჩემმა შვილმა იმაიმუნა რაღაც.ამოწმებდა დაციტირებას

Posted by: agatha13 3 Aug 2017, 21:42
ვინმემ ამიხსენით გთხოვ ძვლის ტვინის გადანერვა რაშემთხვევაში კეთდება.

მე3 მეთოდის მკურნალობის შემდეგ 50 % შედეგის შემთხვევაში გაკეთდება ტრანსპლანტაციაო.. 50 % სულ უნდა გაქრეს თუ ზომაში უნდა განახევრდეს?

ყველაზე დიდი 9 სანტიმეტრიანი 6 ია გამხდარი ,ხვალამდე გული გამისკდება სანამ ექიმი რამეს იტყვის და თუ ვინმე ხართ აქ ადამიანურად მითხარით რა გემუდარებით.ა

როცა შედეგი აქვს ქიმიას,ანუ ქიმიორეზისტენტული არ არის ხო გაკეთდება მაინც?

Posted by: mishamovedi 3 Aug 2017, 23:55
კარგი ონკოდერმატოლოგი მირჩიეთ რა ვინმე, რომ ვენდო და თან რომ არ გამწეწოს.
* * *


Posted by: J&J 4 Aug 2017, 01:00
agatha13
რაც შენ დაწერე ზომები და პროცენტები და ა.შ. არ ვიცი. მე მეტყვი აქ როდის აკეთებენ.
მაგ, მესამე ან მეოთხე სტადიაზე გაკეთდა 8ქიმია( R- CHOEP14) და დასხივება. ტომოგრაფიამ მკურნალობის დასასრულიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ არ აჩვენა სასურველი შედეგი:
ამ დროს ჯერ კეთდება ავტოგენური ტრანსპლანტაცია( ანუ საკუთარი) და თუ ამანაც არ უშველა, მაშინ ალოგენური ანუ დონორის.
იგივე პროცედურაა რეციდივის შემთხვევაში.
პ.ს.შენს პოსტებს ვკითხულობ და მიკვირს რატომ თავიდანვე საფრანგეთში არ წადით და ჩაბარდით სამკურნალოდ. ეგ ერთი ქვეყანაღა დარჩა ევროპაში, სადაც სამედიცინო ლტოლვილის სტატუსი არსებობს. უანგაროდ მკურნალობენ ბოლომდე და მერეღა ადეპორტებენ.

Posted by: agatha13 4 Aug 2017, 01:17
J&J

არ ბარდება ლტოლვილად თვითონ .. თანხა კიდე მგონი ერთი და იგივეა.უბრალოდ მაშინ უვიზო არ გვქონდა და დრო არ იყო საკონსულოებისთვის.დიაგნოზის დასმიდან მე3 დღეს თურქეთში ვიყავით

მეოთხე სტადია აქვს,მე3 კურსი იყო ეს 2 ქიმია გაუკეთს 4 ად დაყოფილი და ამას პლუს adcetris brentuximab vedotin რამდენიმე ამპულა. ეს ყველაფერი გერმანიაში ,კოლნში გვაქვს შეთანხმებული ჰოჯკინის ლიმფომის კვლევის ცენტრათ .

დასხივება არცერთი არაა გაკეთებული ,იმიტომ რომ მთელს ორგანიზმში მოდებული აქვს .პირველი ეტაპის პირვენ ნაწილში ჰქონდა 90% იანი შედეგი და მერე რეგრესი წავიდა. როგორც ამბობენ იმ 10% -ში მოხვდა და ამიტო უჭირთ პროგნოზირება

ავტოგენურს ფიქრობენ პირველ რიგში რა თQმა უნდა დამერე ჩემსას ღმერთმა არ დააჭირვოს და მაგრამ ტრანსპლანტაციამდე რომ მივიდეს 50% იანი შედეგი უნდა იყოსო

დღეს მივიღეთ პასუხები და ხვალ ნახავს ექიმი მაგრამ დილამდე მგონი ვერ მივაღწევ მე ((

Posted by: J&J 4 Aug 2017, 09:06
agatha13
გასაგებია. იოლი არაა ლტოლვილობა. დაჯდომით კი 0 ევრო დაუჯდებოდა. მე ვიცნობ რამდენიმე ადრე ჩამოსულ ლტოლვილს( ვიზალიბერალიზაციამდე გერმანიაც მკურნალობდა უპრობლემოდ), რომლებსაც ბინებსაც აძლევდნებ და ჩვეულებრივ, აქაურივით მკურნალობდნენ. ან ფორუმზე პოსტავდა ერღი გოგო, რომელიც საფრანგეთში წავიდა( თუ არ ვცდები თურქეთიდან) და განიკურნა. მერე შვილიც ეყოლა.

პ.ს. ეგ 50% მაინც ვერ გავიგე რაა. ტრანსპლანტაცია იმიტომ კეთდება რომ ქიმიას არა აქვს შედეგი. რაღა პროცენტებზეა საუბარი. რავი. სამწუხაროა რომ ნორმალურად არ აგიხსნეს ეგ ექიმებმა. აქ ათასი ბროშურაა. საზოგადოება და დახმარების წრეები ონკოპაციენტების. ყველა ცდილობს საკუთარ ავადმტოფობაზე მაქსიმალური ინფორმაცია ჰქონდეს და ჩართული იყოს მკურნალობის პროცესში. თავისთავად ტრანსპლანტაცია მითუმეტეს ავტოგენური პრობლემა არაა, შანსი არაა ორგანიზმმა ვერ მიიღოს საკუთარი უჯრედები. ამის არ უნდა გეშინოდეთ; პირიქით, ყველა ნაბიჯი სასიხარულოა რომელიც წინ წაგიყვანთ. 4სტადია არ ნიშნავს განაჩენს. ბევრი მინახაცს სრული რემისიით ფორუმებზე 4სტადიის და ყოფილა შემთხვევები უფრო დაბალი ვერ მორჩენილა. ყველაფერი ინდივიდუალურია.


Posted by: agatha13 4 Aug 2017, 13:57
ჟ&ჟ
ქიმიას შედეგი არ ქონდა კი არა 1 თვეში 80% იანი მატება ქონდა სიმსივნის ,მეორე ეტაპზე. რა ბროშურა.ისრაელში,გერმანიაში ყველა ნაბჯს ვამწმებთ და ვეკითხებით.ყველამ ესე გვითხრა ,რომ უნდა ქონდეს რეციდივი.თურქები ითხოვდნენ 50 % ით შემცირებას. მოკლეთ ბლა ბლა ბლაა

ეგ უკვე არაფერი.აქვს შედეგი და ტრანპლანტაციისთვის ვიწყებთ მზადებას alk.gif

მადლობა გამხნევებისთვის გაიხარე შენ

Posted by: Solveig 4 Aug 2017, 19:33
J&J
QUOTE
ალბათ უბრალოდ არ უნდა სერიოზულად აღიქვას საკუთარი მდგომარეობა. მესმის ეს მომენტიც ძალიან კარგად. ბევრს ვიცნობ მსუბუქ ნარკოტიკზეა მაგ მიზეზით.

sad.gif

და, წარმომიდგენია, რა დღეში იგდებენ საცოდავ ღვიძლს, რომელიც ისედაც ციტოსტატიკების ამხელა დარტყმას უძლებს...
QUOTE
ვიზალიბერალიზაციამდე გერმანიაც მკურნალობდა უპრობლემოდ

გერმანიაში გაცილებით რთულად იყო ეგ საქმე ყოველთვის...
ლტოლვილად ჩაბარებულს კი არა, სრულიად კანონიერად, ოპერის ვიზით მყოფ ახალგაზრდა გოგონას აღმოაჩნდა შემთხვევით ჰოჯკინის ლიმფომა.. მისი დაზღვევა არ ფარავდა ასეთ შემთხვევებს, ჰოდა, გაშვება უნდოდათ-მაგას საქართველოშიც უმკურნალებო. არაფრით უკან არ იხევდნენ. არადა, სასწრაფო იყო მკურნალობის დაწყება..

საქართველოში რომ დაბრუნებულიყო, ღმერთმა იცის, თავისით რამდენად მოახერხებდა წამლობას ის ადამიანი, რადგან ძალიან მწირი ფინანსური შესაძლებლობებს ოჯახიდან იყო და იმხანად საყოველთაო დაზღვევაც არ მოქმედებდა ჩვენში. ისევ იქაური ქართველები დაუდგნენ გვერდში, ეკლესიის მრევლმა ფული შეუგროვა და მერე რომელიღაც რელიგიური საქველმოქმედო ორგანიზაცია ჩარიეს. იმ ორგანიზაციის წარმომადგენელი დაეხმარათ ექიმების და უცხოელების განყოფილების დარწმუნებაში, რომ პაციენტი გერმანიაში დარჩენილიყო და ემკურნალა. ის რომ არ ყოფილიყო, გაუშვებდნენ ულაპარაკოდ.. (საბედნიეროდ, მკურნალობა წარმატებული აღმოჩნდა.

Posted by: agatha13 4 Aug 2017, 22:40
Solveig
გემრმანიაში ვარ და აოკ-მაქ ,მაგრამ ყველაფერს არ აფინანსებს ხო. მერე ძაან დელიკატური თემაა ეგ ,ვიღაც ჩაბარდება არ ჩაბარდება არაა ეგ აქ განსახილველი,ყველას თავისი პრინციპები აქ და ცხოვრება.. მაგრამ ვისაც უჭირს და არ აქვს ამხელა თანხები არ აქვთ სხვა გზა და ბარდებიან
მეორე კიდე ეხლა წავიკითხე ზემოთ,უპრობლემოდ მკურნალობდაო.აქ ჩამოღწევას სანამ უვიზო გვექნებოდა 2 დღეში და 3 დღეში ახერხებდა ვინმე? ))

მესამე.ფრაიბურგში ვარ.მარტო გერმანიის სხვადასხვა ქალაქებიდან კი არა აი საიდან არ ჩამოდიან.ყველაზე ცნობილია ამათი უნიკლინიკა. 3 ჯერ თარჯიმნად ვახლდი ქართველს.ნეკნის განლევა ქონდა .ნუ დიაგნოზი ეხლაც არ ვიცი

1 ბიოფსიის მერე გამოვიდნენ და მითხრეს პირბადე გაიკეთეო პალატაშიო სანამ ნარკოზიდან გამოვაო,ტუბერკულოზი აქო და სანამ გავარკვევთ ღია თუ დახურულიო საშიშიაო
რამდენიმე დღეში დაურეკეს მეორე ბიოფსია უნდა გაიკეთეთო.დამირეკა ისევ მე ,წავედით
მე2 ბიოფსიის მერე მე დამირეკეს ლეიკემია აქვსო და თუ შეგიძლიათ წამოყვეთო ქიმიოთერაპიაზეო.ტიპს ქიმიოთერაპიას უწყებდნენ და ვაბშე სხვა ექიმმა მოითხოვა განმეორებითი ბიოფსია.

თუ შეიძლებაო კიდე ერთხელ გადავამოწმებთო.გავგიჟდი მეთქი ეღადავებით?

მე3 ბიოფსიის მერე მე ვერ წავყევი კიდე კაი თორე აი მართლა არ ვიცი რას ვუზამდი ალბათ იმათ.ეუბნებიან არაფერი არ გჭირსო ))

კაცი გაუშვეს უდიაგნოზოთ,უნეკნოდ )) მგონი საფრანგეთში წავიდა მერე გაგიჟებული იქ მაინც დამისვან დიაგნოზიო.

ასე რომ ესე არ არის .მაქედან ყველას გვგონია რომ აქ საოცრებები ხდება ესე არ არის.

Posted by: J&J 8 Aug 2017, 23:14
agatha13
ეს ზემოთ რაც დაწერე საერთოდ არაფერ შუაშია ჩვენს პოსტებთან. საოცრებების მოხდენა, რაც არავის უხსენებია, მითუმეტეს. მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები საფრანგეთზე და ყველას ვურჩევ..თქვენ თქვენს საქმეში წარმატებას გისურვებთ..ღმერთმა გამოაჯანმრთელოს და კარგად ამყოფოს.

Posted by: Kobalty 13 Aug 2017, 00:28
J&J
QUOTE
პ.ს. ეგ 50% მაინც ვერ გავიგე რაა. ტრანსპლანტაცია იმიტომ კეთდება რომ ქიმიას არა აქვს შედეგი.

ტრანსპლანტს არ გაგიკეთებენ თუ რემისიაში არ ხარ, ან ძალიან ახლოს რემისიასთან.
ეს ორივე სახის ტრანსპლანტს ეხება.
თუ სრულ რემისიაში არ ხარ, ავტო ტრანსპლანტს არც აკეთებვენ, თორემ შენივე ძვლის ტვინი ისევ თან მოგიტანს სიმსივნურ უჯრედებს..

agatha13
https://forums.lymphoma.com/
ამ ფორუმზე დაღეჭილია ორივე სახის ლიმფომა.
უამრავი ინფორმატიული თემაა და ზღვა მასალაა, პრაქტიკული თან.
ამერიკელების ფორუმია და უახლეს იმუნოთერაპიით ნამკურნალევებიც არიან მანდ.. CAR-T ქვია.
ეს ტრანსპლანტის უშედეგობის შემდეგაც შეიძლება გაკეთდეს..
უახლესი სიტყვაა იმუნოთერაპიაში..

Posted by: J&J 14 Aug 2017, 09:32
Kobalty
არ არის ეგრე. გერმანიაში ყოველ.შემთხვევაში. არაერთ პაციენტთან მისაუბრია მაგ თემებზე.
მაგალითს მოვიყვან. პაციენტი ქალი, 55 წლის( წინა კვირაში ვესაუბრე), ლიმფომა მეორე სტადია. 6ქიმია და დასხივება უშედეგოდ. შემდეგ გაუკეთდა 2დიდი დოზის ქიმია( ესენი ტრანსპ. წინ კეთდება და ყველა უჯრედს კლავს) და შემდეგ ავტოგენური ტრანსპლანტაცია. ავტოგენურისას უჯრედები გასუფთავებულია.წინასწარ.
პ.ს. სრულ.რემისიაში თუ ხარ რატომ გაგიკეთებენ საერთოდ გადანერგვას ვერ ვავიგე.
რაც შეეხება ლიმფომა ფორუმს, ეგ რაც დადე( ადრეც დადე ეგ), კარგია ძალიან, გერმანულიც არის საკმაოდ კარგი ფორუმი. საქმე იმაშია რომ ქართველები ძირითადად ექიმებს ენდობიან( ან ექიმიდან ექიმთან დარბიან) და საკუთარ ავადმყოფობაზე ინფორმაციის მიღება და კითხვა იშვიათად ვინმემ მოინდომოს. განსხვავებული რამე თუ უთხარი ეგრევე კრიტიკად აღიქვამენ. ამიტომ მე პირადად ვერიდები ქართულ ფორუმებზე პოსტვას( ამ განყოფილებას არ ვვულისხმობ ამ შემთხვევაში).

Posted by: Kobalty 15 Aug 2017, 01:28
J&J
QUOTE
პ.ს. სრულ.რემისიაში თუ ხარ რატომ გაგიკეთებენ საერთოდ გადანერგვას ვერ ვავიგე.

რატომ და, თუ რეციდივი გაგიმეორა, სხვა სამკურანლო ვარიანტი აღარ გრჩება.
და ტრასნპლანტს რემისიაში თუ ვერ შეხვდი - ვერ გაიკეთებ.

R-Chop, R-Epoch, RCV, R+R, R+B..
ესენია თეორიულად ლიმფომის მკურნალობის ვარიანტები, აქედან ზოგი ნაკლებად ტოქსიურია, ზოგი ბევრად მეტად..
მაგ: R-CHOP-მა თუ ვერ შეგიყვანა რემისიაში, R+R მონოთერაპია მითუმეტეს ვერ შეგიყვანს და აღარ აკეტებენ..
რეალურად 2 ან 3 ქიმიოცდა გაქვს ტრანსპლანტამდე და ეს ვარიანტები ისე არ უნდა გაფლანგო რომ ვერ შეხვდე ტრანსპლანტს ურემისიო.
ამის შემდეგ, თუ ტრანსპლანტმა დაგტოვა რემისიაში, შეგიძლია ეს ზემოთხენებული CAR-T-ს trial-ში მიიღო მონაწილეობა, პოტენციურად განკურნებადი მკურნალობაა ეგ.
გენური ინჟინერიით შენივე უჯრედებს ამრაველებნ და "ავარჯიშებენ" სიმსივნური უჯრედების დასახოცად.
შემდეგ უკან გიბრუნებენ ამ შენს უჯრედებს და იწყება ომი.
თუ სწორედ მოგიზომეს საბრძოლო უჯრედები, განიკურნები ამ მეთოდითაც, დეფიციტი ან "პერედოზი" არ უნდა მოგივიდეს.
საქმეც ისაა რომ ჯერ ოპტიმალურ უკან დასაბრუნებელ საბრძოლო ტ-უჯრედებს ვერ ადგენენ ზუსტად..

Posted by: Solveig 16 Aug 2017, 09:22
J&J
ლიმფომაზე არ წამიკითხავს, მაგრამ ლეიკემიების შემთხვევაში მუტაციებზე შემოწმება კეთდება და არის სარწმუნო მონაცემები, რომ ზოგი მუტაცი(ებ)ის არსებობა პირდაპირ კავშირშია რელაპსის მაღალ რისკთან. ამიტომაც პირდაპირი ჩვენებაა ტრანსპლანტაციის.

Posted by: Frankens†ein 16 Aug 2017, 12:49
https://mygpi.ge/compare#Oncocare

შეიძლება დაგაინტერესოთ smile.gif

Posted by: siaxle 22 Aug 2017, 17:21
პარენტერალური კვება სად კეთდება თბილისში, დამაკვალიანეთ, გთხოვთ

Posted by: ekakoekako1011 27 Aug 2017, 11:52
ძალიან სასწრაფოდ დამეხმარეთ, როგორ შეიძლება გავაგზავნო თურქეთის Medical Park Hastaneler Grubu კლინიკაში მასალა ბიოფსიისთვის?

Posted by: LONGMAN 2 Sep 2017, 02:05
იქნებ მირჩიოთ კარგი ონკოლოგი? ჩატარებული კატეს შემდეგ დიაგნოზია ასეთი: "ნაღვლის ბუშტის კარცინომა ღვიძლის პარენქიმის მრავლობითი მტს დაზიანებით და მუცლის ღრუს ლიმფურ კვანძებში მტს-ებით". სხვა რაიმე გამოკვლევა არ ჩაგვიტარებია.
ვისთანაც პაციენტი გვყავს იმ ექიმმა არაფერს აზრი არ აქვს, ტყუილად ნუ აწვალებთ პაციენტსო sad.gif ჩვენ კიდევ გვინდა რომ ვცადოთ რამე მკურნალობა ან ჩავატაროთ დამატებითი გამოკვლევა, მაგრამ არ ვიცით საიდან დავიწყოთ
* * *
არავის შეუძლია რაიმეს რჩევა?


???

Posted by: gig@@@ 9 Sep 2017, 18:39
არსებობს საშიშროება იმის რომ ხორცმეტი მგონი პაპილომას ეძახიან სამედიცინო ენაზე გადაგვარდეს ავთვისებიან სიმსივნედ ? მაგალითად მელანომა ან სხვა სახის კანის კიბოდ ?

ანუ ამის რისკები არსებობს ხორცმეტზე ?

Posted by: nikanika6151 23 Sep 2017, 04:38
თმის ჩაბრუნებას, როგორ ვუშველო?






?

Posted by: Sattoshi 4 Oct 2017, 10:33
იყიდება მაბტერა/რიტუქსიმაბი, 700მგ. (ლეიკემია/ლიმფომის წამალია)
საბაზრო ფასზე იაფად.
შვეიცარული Roche-ს წარმოების

https://www.mymarket.ge/ka/product/view/11097046/

Posted by: aniw 4 Oct 2017, 14:05
ვოტრიენტი, ამ წამალზე თუ გაქვთ ინფორმაცია რამდენად ეფექტურია, დაწერეთ გთხოვთ

Posted by: Erovnuli_liga 7 Oct 2017, 03:54
Eseigi raxdeba limfoma konda 20 wlis bichs 4 stadia magram organoze modebuli ariko arcertze shuasakarshi qonda dziritadi ubani da kvandzebi tavisufal grushi 6 kimis da 4 mapteris shendeg wavidnen petze petis pasuxi turketshi esetia rom mtlianat gamqralia simsimne daalagebulia mtel organizmshi da organizmshi arcerti cocxali ujredi ararsebobs simsimnuri ekima tkva turkma ro arc sxivebi da agarc kimiebi jirdebao marto kontroli pirveli 3 welio da sheidzleba chaitvalos ro ganikurna?

Posted by: 2110 11 Oct 2017, 15:22
proton beam და proton therapy ხომ ერთი და იგივეა ?

Posted by: diamin 11 Oct 2017, 21:43
მოგესალმებით, დიაგნოზი : ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული კარცინომა 4 სტადია მეტასტაზებით ლიმფურ ჯირკვლებში. გაკეთდა ოპერაცია სრული ამოკვრთით + მარცხენა მხარეს ლიმგურზე გადასული მეტასტაზრბიც ამოიკვეთა.გთხოვთ მითხრათ, რამდრნად ექვემდებარრბა მსგავსი სტადია მკურნალობას. დანიშნულია რადიაქტიური იოდი. გთხოვთ მიპასუხოთ . მადლობა წინასწარuser posted image

Posted by: Solveig 12 Oct 2017, 00:49
gig@@@
QUOTE
არსებობს საშიშროება იმის რომ ხორცმეტი მგონი პაპილომას ეძახიან სამედიცინო ენაზე გადაგვარდეს ავთვისებიან სიმსივნედ ? მაგალითად მელანომა ან სხვა სახის კანის კიბოდ ?

ანუ ამის რისკები არსებობს ხორცმეტზე ?

პაპილომა მელანომად ვერასოდეს გადაგვარდება.
ისე კი, ნებისმიერი ხალი და ე.წ. ხორცმეტი ექიმმა-ონკოლოგმა უნდა დაათვალიეროს და თუ ჩათვლის ექიმი, რომ საშიში ფორმა აქვს, ან თუ ისეთ ადგილას არის, რომ იოლად ღიზიანდება (მაგ. ტანსაცმლით), მაშინ უნდა მოიცილოს ადამიანმა ქირურგიულად, ან სხვა გზებით.

Erovnuli_liga
პირველ რიგში, ვულოცავ..
QUOTE
sheidzleba chaitvalos ro ganikurna?

თუ აღარაფერი ჩანს, ე.ი. რემისიაა, რომელიც, თეორიულად, შეიძლება, რომ მთელი ცხოვრება გაგრძელდეს.
მხოლოდ, კონტროლი აუცილებელია.

Posted by: Erovnuli_liga 12 Oct 2017, 01:17
Solveig
Anu rogorc agvixsnes 5 welia sashishi ganmeordeso 5 wlis mere kontroli agarasachirovo agaraferi ara yvela simsinuri ujredi mkvdaria arcertxel chairto peti ubralod vinc icit zustat ikneb mitxrat eseti pasuxis mere ramdeni procentia ganmeordes davadeba da risk paktori ramdeni welia

Posted by: ხარძი 12 Oct 2017, 23:02
diamin
QUOTE
მოგესალმებით, დიაგნოზი : ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული კარცინომა 4 სტადია მეტასტაზებით ლიმფურ ჯირკვლებში. გაკეთდა ოპერაცია სრული ამოკვრთით + მარცხენა მხარეს ლიმგურზე გადასული მეტასტაზრბიც ამოიკვეთა.გთხოვთ მითხრათ, რამდრნად ექვემდებარრბა მსგავსი სტადია მკურნალობას. დანიშნულია რადიაქტიური იოდი. გთხოვთ მიპასუხოთ . მადლობა წინასწარ

იოდი ჩაიტარეთ აუცილებლად, სხივური მედიცინის ცენტრში ლისის ტბის მიმდებარედ ნატო შენგელიასთან. საბედნიეროდ უმეტეს შემთხვევაში კარგად ემორჩილება მკურნალობას.

Posted by: gvamer 13 Oct 2017, 17:56
გამარჯობა,

მორფოლოგიის ანალიზის გაგზავნას სად მირჩევთ საზღვარგარეთ და რა ხერხებით?

Posted by: boza1945 15 Oct 2017, 07:24
მორფი სისხლს მართლა წმინდავს თუ უბრალოდ გამაყუჩებელის სახითაა.

Posted by: J&J 15 Oct 2017, 23:22
Erovnuli_liga
5წელი უნდა კონტროლი. თუ რეციდივი არ ექნა, ითვლება განკურნებულად. განკურნების შანსები პროცენტულად ითვლება
ინდივიდუალურად და წერია დიაგნოზში.

boza1945
გამაყუჩებელია მხოლოდ.

Posted by: ბესიკის26 15 Oct 2017, 23:40
Solveig
თემის გახსნა მინდოდა და აქ რომ დაგინახეთ , ვიფიქრე ჯერ აქ ვიკითხავ-თქვა...

კიბერ დანა Cyber Knife ეს მართლა რეალობაა თუ სამედიცინო მარკეტინგია?
ეს თურქეთში : http://acibadem.ge/technologies/cyberknife/
ეს თბილისში : https://www.facebook.com/UniversityClinic/posts/1009253389089056

პრობლემა გვაქვს სერიოზული ,19 წლის გოგონა , 2 ოპერაცია სტამბულში ჩატარებული ნაწილობრივი ექსტრაქციით ,
ლოუ გრეიდ მელაინ მეზენქიმა თუმორ ,საკრუმ S1-S2 მალასთან.
ძალიან ცუდ და მიუდგომელ ადგილას , რომ სრული ამოღება შეძლონ დიდი ოპერაციის გარეშე...რომლისგანაც ჯერ თავს ვიკავებთ თანმდევი საფრთხეთა გამო...
ახლა რადიოს+მესამე ოპერაციას ვაპირებდით და ეს Cyber Knife აღმოვაჩინეთ...
ვინმემ იცის რამდენად ეფექტურია?
რეკლამის 80% რომც იყოს სიმართლე ...უკვე ხსნაა...

Posted by: Solveig 16 Oct 2017, 01:10
ბესიკის26
QUOTE
ეს მართლა რეალობაა თუ სამედიცინო მარკეტინგია?

რატომ სამედიცინო მარკეტინგი. სინამდვილეა, რა თქმა უნდა და არც მხოლოდ თურქეთში ან თბილისში გამოიყენება.

თუმცა, რამდენად არის თქვენი პაციენტის შემთხვევაში მაგის გამოყენება საჭირო, ამას ალბათ ექიმები უკეთ გეტყვიან.

Posted by: ბესიკის26 16 Oct 2017, 15:55
Solveig
QUOTE
რატომ სამედიცინო მარკეტინგი

რაც მათ რეკლამაში უწერიათ ...ფაქტიურად კიბოს დამარცხებაა...
და რომ მივედით დღეს კლინიკაში...ვერაო (((
მაგდენი სად შეგვიძლიაო...კლასიკურ რადიოთი გააგრძელეთო sad.gif

Posted by: Solveig 17 Oct 2017, 01:07
ბესიკის26
QUOTE
კიბოს დამარცხებაა...

ეჰ, მაგის დამარცხებამდე ჯერ ძალიან შორია ისევ...

QUOTE
რომ მივედით დღეს კლინიკაში...ვერაო (((

ჩვენ ვერაო თუ საერთოდ ვერაო?

Posted by: ბესიკის26 17 Oct 2017, 08:51
Solveig
QUOTE
ჩვენ ვერაო თუ საერთოდ ვერაო?

არა...საერთოდ არაა თქვენი შემთხვევისთვის ეს საიბერნაიფიო...
კლასიკური რადიო უნდა და მერე ქირურგიაო... sad.gif
არადა რეკლამის მიხედვით-ზუსტად ჩვენთვის იყო შექმნილი ეს დანა (((
მაინც მოვიკითხავთ სტამბულში...თუმცა უკვე აღარ გვჯერა

Posted by: Solveig 18 Oct 2017, 02:36
ბესიკის26
გასაგებია...
QUOTE
მაინც მოვიკითხავთ სტამბულში


QUOTE
რეკლამის მიხედვით-ზუსტად ჩვენთვის იყო შექმნილი ეს დანა (((

შეიძლება, რაკი ხერხემალზეა, ეგ არის შეზღუდვა.. თუმცა, გაარკვიეთ მაინც სტამბულშიც. იქნებ, იქ სხვაგვარი გამოცდილება ჰქონდეთ (ეჭვი არაა, ქართველებზე მეტი გამოცდილება ნამდვილად ექნებათ).. მე სულ არ მეგონა, საქართველოში თუ იქნებოდა დანერგილი.

Posted by: ბესიკის26 18 Oct 2017, 17:31
Solveig
მადლობა გამოხმაურებისთვის ...

Posted by: Solveig 25 Oct 2017, 00:48
Sattoshi

დიდი ბოდიში, თქვენი პოსტი იშლება.

ყიდვა-გაყიდვის საკითხზე ფორუმის სათანადო განყოფილებას მიმართეთ.

Posted by: l00ser 27 Oct 2017, 11:33
გამარჯობათ! ჩემს ახლობელს, 28 წლის გოგოს აღმოაჩნდა მკერდის კიბო, IV სტადია. დეტალები არ ვიცი, სიმსივნე 3.5 სმ_ია. ფორმა 100 თუ მოვიგდე ხელში გაჩვენებდით ზუსტ დიაგნოზს. ქიმიოთერაპია დაუნიშნეს და დღეს იკეთებს პირველ ქიმიას. თქვენი შეფასება მაინტერესებს, კიბოს IV სტადიის მკურნალობა თუ ხერხდება და დაახლოებით რამდენი პროცენტია შანსი იმისა რომ გამოძვრეს? რახან ქიმიას უკეთებენ, ალბათ ექვემდებარება მკურნალობას.

Posted by: ratijs100 31 Oct 2017, 12:36
QUOTE (diamin @ 11 Oct 2017, 21:43 )
მოგესალმებით, დიაგნოზი : ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული კარცინომა  4 სტადია მეტასტაზებით ლიმფურ ჯირკვლებში. გაკეთდა ოპერაცია სრული ამოკვრთით + მარცხენა მხარეს ლიმგურზე გადასული მეტასტაზრბიც ამოიკვეთა.გთხოვთ მითხრათ, რამდრნად ექვემდებარრბა მსგავსი სტადია  მკურნალობას. დანიშნულია რადიაქტიური იოდი. გთხოვთ მიპასუხოთ . მადლობა წინასწარuser posted image

პაციენტი რა ასაკის არის? თუ 45 წლამდეა მაშინ ჯერჯერობით 1 სტადიაა, 45 წლის შემდეგ უკვე სტადიები იცვლება. პრინციპში 1 იანვრიდან ახალი სისტემა შედის ძალაში და 55 წლამდე თუ არის მაშინ პირველი სტადია იქნება, თუ მეტასტაზები სხვაგან არ არის წასული, თუ წასულია მაშინ მეორე სტადია. მეც იგივე დიაგნოზი მაქვს pt3n1b, ოღონდ 20 ლიმფურ ჯირკვალზე და ფილტვებზე არის გადასული. იოდი აუცილებლად საჭიროა ინვაზიურობის დროს და ლიმფურზე გადასული როცა არის მაშინ. იოდზე ცოტა დიეტაა ძნელი, ჩვენთან არ იყიდება არაიოდიზირებული მარილი, თორემ ისე რთული პროცედურა არ არის, მე 3 კვირა ვცხოვრობდი ცალკე ბავშვებს რომ მოვრიდებოდი. 4-5 დღეში ჩვეულებრივად დავდიოდი ქუჩაში, ოღონდ ხალხმრავალ ადგილას არ მივდიოდი. თუ მალევე არ უკეთდება იოდი, გირჩევთ ამაზონიდან მარილი გამოიწეროთ ან სომხეთში/უკრაინაში თუ გყავთ ნაცნობი, გამოაგზავნინოთ არაიოდიზირებული მარილი და დიეტაც გაუმარტივდება. ზოგადად პაპილარული კარცინომა ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად აგრესიული სიმსივნეა, მაგრამ აუცილებლად სჭირდება მუდმივი კონტროლი, არ უნდა გადადოს არც ექოსკოპია და არც ანალიზების გაკეთება. 45 წლამდე ასაკში მსგავსი დიაგნოზით 20 წლიანი სიცოცხლისუნარიანობა არის 90% და სრული განკურნების მაჩვენებელიც საკმაოდ მაღალია. თავიდან ცოტა რთულია ოპერაცია, იოდი, ყველაფრის გაანალიზება, მაგრამ რამდენიმე თვეში ნამდვილად უკეთ იქნება პირადი გამოცდილებიდან ვამბობ smile.gif

Posted by: _Pablo_ 5 Nov 2017, 01:26
გამარჯობათ
მეგობარს აქვს, ყრუ ტკივილები მარცხენა ბეჭის არეში და ასევე მკერდში, ახველებს საშინლად, მალე იღლება, უენერგიოთ არის, თან საკმაოდ ბევრს ეწევა, არ მომყვება ექიმთან და ხომ ვერ მეტყვით ფილტვის კიბოს რა კლინიკური გამოვლინებები აქვს?

Posted by: Solveig 5 Nov 2017, 12:10
_Pablo_
აუცილებლად მივიდეს ექიმთან. ფთიზიატრთან.
ფილტვის ყველა მძიმე დაავადებას დაახლოებით ერთნაირი სიმპტომები აქვს-ხველა, სიმძიმის, ტკივილის, ან ორივეს შეგრძნება, სულის ხუთვა და ა.შ. მაგრამ , სიმსივნემდე ჯერ ტუბია გამოსარიცხი.

მივიდეს ექიმთან უეჭველად. თუ ტუბია, შეიძლება, გადამდებიც იყოს და საფრთხეს უქმნიდეს სხვებს, მ.შ. შენც.

Posted by: _Pablo_ 5 Nov 2017, 20:18
Solveig
მადლობა პასუხისთვის,
შევეცდები დავარწმუნო როგორმე, არ მინდა ონკოლოგია ვუხსენო, თორე საერთოდ აღარ მივა.
სისხლის საერთო რომ გავაკეთებინო, ლეიკოციტები რამე სურათს არ მოგვცემს, ან მინიშნებას მაინც?


Posted by: Solveig 5 Nov 2017, 21:56
_Pablo_
QUOTE
სისხლის საერთო

შეიძლება, არ გამოჩნდეს არაფერი საეჭვო და ამიტომ, არ გამოგადგებათ მარტო მაგაზე დანდობა.
ონკოლოგიას ნუ უხსენებ. ტუბზე უკვე გითხარი და, სიგარეტის მოწევა მარტო კიბოს კი არა, ფილტვის სხვა დაავადებებსაც იწვევს, მაგ. ობსტრუქციულ დაავადებას (PCOD).

Posted by: _Pablo_ 5 Nov 2017, 22:03
Solveig
QUOTE
ფთიზიატრთან.

შეგიძლია მირჩიო ვინმე?

Posted by: Solveig 6 Nov 2017, 03:04
_Pablo_
ეს თემა ნახე, აბა? რამდენმე ექიმის სახელი წერია

https://forum.ge/?showtopic=34057776

Posted by: POKERISBLUFF 11 Nov 2017, 10:02
Solveig

გამარჯობა სამედიცინო სფეროში საერთოდ არანაირი გამოცდილება არ მაქვს
ვიცი რომ უამრავი დაავადება არსებობს თუმცა
არის მაგალითად ისეთი სიმსივნე რომელიც ტვინს ძალიან ძლიერად აზიანებს? არსებობის90% გაბრუებული დადიხარ, და ატყობ როგორც ადრე ისე ვეღარ ისრუტავ ინფორმაციებს

1ელ სტადიას წესით არ უნდა ახასიათებდეს ხო მ ძლიერი ტკივილები
გამოკვლევის გარეშე შესაძლებელია ვარაუდის დონეზე მაინც სიმპტომებით გარკვევა რამის>
სად შეიძლება გამოკვლევის ჩატარება საქართველოში თანამედროვე აპარატურით რომელიმე ნორმალური კლინიკა რომ დაწერო თუ იცი<
1 სტადიიდან 4სტადიამდე არის რამე დრო მეცნიერული
თუ ადამიანის ორგანიზმს გააჩნია?

და კიდევ 1 არსებობს პრეცედენტი როცა 4სტადიის მქონე ადამიანი გადარჩა? თუ 1%იც არ არის მაგის შანსი

Posted by: პაპუნა_ 12 Nov 2017, 10:54
ძალიან გთხოვთ ნუ გაატარებთ ამ თემას.ყველას აზრს გავითვალისწინებ და ყურადღებით მოვისმენ.ვინმეს თუ გქონიათ შეხება ისეთ პაციენტთან ვისაც ეს ვერაგი დაავდება სჭირდა? მაინტერისებს რამდენ ხანს ცოცხლობენ ან თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა რომ ვინმე განკურნებულიყოს და ზოგადად რა პრეპარატებით მკურნალობენ აბსოლიტურად ყველაფერი მაინტერისებს.მამიდაშვილს დაუდგინეს ეს დავადება,ოპერაცია გაუკეთეთ 1 თვის წინ და კარგად იყო მაგრამ ბოლო დღეებია ისევ ცუდად ხდება სავარაუდოდო ისევ იზრდება სიმსივნე,წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო ისეა ჩვენი საქმე მაგრამ მაინც გავხსენი ეს თემა იქნებ არსებობს რამე მეთოდი ან შემთხვევა რომ განკურნებულიყოს ადამიანი, დაწერეთ ვინ რა იცით და ვისაც რა გსმენიათ ყველას ყურადღებით მოგისმენთ მადლობა წინასწარ

Posted by: ხარძი 13 Nov 2017, 13:43
პაპუნა_
რისი სიმსივნე დაუდგინეს და რა ოპერაცია გაუკეთდა?
POKERISBLUFF
ასაკი? ონკოლოგიამდე ბევრი რამეა გამომწვევი, თუნდაც ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია.

Posted by: POKERISBLUFF 13 Nov 2017, 17:11
ხარძი

20 წლის ვარ
რა სიმპტომები ახასიათებს ზემოთ ხსენებულს? ანუ რაღაც ნაბიჯია სიმსივნემდე მისასვლელი? და რამდენად შესაძლებელია მაგ ფუნქციების დალაგება/გამოსწორება ?

დაახლოებით ბოლო 2წელია
მგონია რომ სიზმარში ვარ იმ დონემდე ვარ ხოლმე გაბრუებული არ ვიცი რა მემართება
მე თითOნ პროფესიით ფსიქოლოგი ვარ და ამ მხრივ არანაირი დარღვევა არ მაქვს
გაღვიძებიდან დაახლოებით 20-30 წუთი მუშაობს ტვინი კარგად მერე, რაღAც არ აძლევს საშუალებას აშკარად და ხომ არსებობს ტვინის სიმსივნეც
მეორე ცურვის დროს არის ხოლმე აქტიური და აზროვნებს პროცესის განმავლობაში სანამ ვარ წყალში
აქ წერას ვიცი რომ გამოკვლევები სჯობს მაგრამ არ ვიცი რა/როგორ და თან მინდა რამე ზოგადი წარმოდგენა შემექმნას რა შეიძლება მჭირდეს

Posted by: ხარძი 14 Nov 2017, 10:31
POKERISBLUFF
ნევროლოგთან მიდი და გეტყვის რა გამოიკვლიო. ზოგადად ნუ ფიქრობ ყველაზე ცუდზე თორემ განწყობის თეორიაც მუშაობს!

Posted by: POKERISBLUFF 14 Nov 2017, 13:47
ხარძი
არა, რა განწყობის თეორია
უბრალოდ რაღაცა რაღAცას არ აძლევს საშუალებას რო იმუშაოს და ითიშება
ამას ვგრძნობ აშკარად)
ადრინდელთან შედარებით ძილი ახლა უფრო მინდება ხოლმე , არადა რეალურად არც ისე დატვირტული გრაფიკი მაქ

მადლობა მაინც გამოხმაურებისთვის

Posted by: ხარძი 14 Nov 2017, 17:01
POKERISBLUFF
QUOTE
ადრინდელთან შედარებით ძილი ახლა უფრო მინდება ხოლმე , არადა რეალურად არც ისე დატვირტული გრაფიკი მაქ

ამის გამო N1 ფარისებრი ჯირკვალი გამოიკვლიე, ჰორმონები TSH, FT4, ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია. ჯერ ჰორმონები გაიკეთე და გინდ აქ დაწერე, გინდ პირადში.

Posted by: პაპუნა_ 14 Nov 2017, 21:44
ხარძი
თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინეს,ოპერაცია დაახლოვებით 1 თვის წინ გავუკეთეთ ამოკვეთეს ინგოროყვაში .ოპერაციის შემდეგ დათესეს და გააგზავნეს მოსკოვში გამოსაკვლევად სიმსივნის ტიპის დასადგენად. 2 კვირაში პასუხი მოვიდა ძალიან ცუდი ( გლიობლასტომა ავთვისებიანი სწრაფმზარდი აგრესიული სიმსივნე ) ექიმმა საშველი არ არისო დაახლოვებით 3 თვიდან 1 წლამდე თუ იცოცხლებსო sad.gif ოპერაციის შემდეგ ძალიან კარგად იყო მაგრამ ეხლა 1 კვირაა კრუნჩხვები ემართება დღეში ერთხელ მინიმუმ.აი ძალიან გთხოვთ თუ კისადმე რამე არსებობს საშველი ან სულ ცოტა ხელსაჭიდი თუნდაც ხალხური მეთოდი იცით დაწერეღ ძალიან გთხოვთ

Posted by: PNG 15 Nov 2017, 01:29
QUOTE (პაპუნა_ @ 14 Nov 2017, 21:44 )
ხარძი
თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინეს,ოპერაცია დაახლოვებით 1 თვის წინ გავუკეთეთ ამოკვეთეს ინგოროყვაში .ოპერაციის შემდეგ დათესეს და გააგზავნეს მოსკოვში გამოსაკვლევად სიმსივნის ტიპის დასადგენად. 2 კვირაში პასუხი მოვიდა ძალიან ცუდი ( გლიობლასტომა ავთვისებიანი სწრაფმზარდი აგრესიული სიმსივნე ) ექიმმა საშველი არ არისო დაახლოვებით 3 თვიდან 1 წლამდე თუ იცოცხლებსო sad.gif ოპერაციის შემდეგ ძალიან კარგად იყო მაგრამ ეხლა 1 კვირაა კრუნჩხვები ემართება დღეში ერთხელ მინიმუმ.აი ძალიან გთხოვთ თუ კისადმე რამე არსებობს საშველი ან სულ ცოტა ხელსაჭიდი თუნდაც ხალხური მეთოდი იცით დაწერეღ ძალიან გთხოვთ

პაპუნა_

რამდენი წლისაა ავადმყოფი ?


ეს ნახეთ https://www.medicalnewstoday.com/articles/311306.php

https://www.facebook.com/curatio.ge/photos/pb.316024475163818.-2207520000.1467999716./797047850394809

ესეც ნახეთ http://ge.assuta.clinic/news/novyi-preparat-na-osnove-aspirina-sovershit-proryv-v-lechenii-opukholei-golovnogo-mozga

პრეპარატი IP1867B

როგორც ვიცი გლიობლასტომა ერთერთი ვერაგი სიმსივნეა და მაღალი ლეტარობა ახასიათებს

მოდერ რეკლამაში არ ჩამითვალო ეს ბმულები უბრალოდ ადამიანს ვეხმარები შეძლებისდაგვარად



Posted by: subterranean 15 Nov 2017, 01:59
QUOTE (POKERISBLUFF @ 13 Nov 2017, 17:11 )
ხარძი

20 წლის ვარ 
რა სიმპტომები ახასიათებს  ზემოთ ხსენებულს? ანუ რაღაც ნაბიჯია სიმსივნემდე მისასვლელი? და რამდენად შესაძლებელია მაგ ფუნქციების დალაგება/გამოსწორება ?

დაახლოებით ბოლო 2წელია
მგონია რომ სიზმარში ვარ იმ დონემდე ვარ ხოლმე გაბრუებული არ ვიცი რა მემართება
მე თითOნ პროფესიით ფსიქოლოგი ვარ და ამ მხრივ არანაირი დარღვევა არ მაქვს
გაღვიძებიდან დაახლოებით 20-30 წუთი მუშაობს ტვინი კარგად მერე, რაღAც არ აძლევს საშუალებას აშკარად  და ხომ არსებობს ტვინის სიმსივნეც
მეორე ცურვის დროს არის ხოლმე აქტიური და აზროვნებს პროცესის განმავლობაში სანამ ვარ წყალში
აქ წერას ვიცი რომ გამოკვლევები სჯობს მაგრამ არ ვიცი რა/როგორ და თან მინდა რამე ზოგადი წარმოდგენა შემექმნას რა შეიძლება მჭირდეს

მაშინვე კიბოს ნუ მიახტები, ძალიან დამრთგუნველია. ათასი რაღაც შეიძლება იწვევდეს გაბრუებას, სისუსტეს, შენელებულ აზროვნებას: ფარისებრი, ანემია, ვიტამინების ნაკლებობა, ცელიაკი და სხვა. ზოგადი გამოკვლევებით დაიწყე.

Posted by: POKERISBLUFF 15 Nov 2017, 04:24
ხარძი

მადლობა , ამ დღეებში აუცილებლად წავალ კლინიკაშI

subterranean
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს აზროვნების მხრივ არანაირი პრობლემა არ აქვს პირიქით 2ჯერ კარგად მუშაობს (არანაირი შენელებული და ა.შ)
უბრალოდ არვიცი რაღაც არის ხოლმე გათიშული და მაგიტომ
აი თუ გიგრძვნია როცა ძალიან იღლები ხოლმე და რაღაცნაირად გაბრუებული ხარ , ეგრე ვარ ზუსტად
კი შეიძლება საერთოდ მარტივი რაღაცაც იყოს, ან არც იყოს
წავალ გავიგებ მაინც

მადლობა გამოხმაურებისთვის

Posted by: პაპუნა_ 15 Nov 2017, 21:05
PNG 40 წლისაა
....................................

Posted by: lexanna 16 Nov 2017, 16:35
პაპუნა_
QUOTE
თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინეს,ოპერაცია დაახლოვებით 1 თვის წინ გავუკეთეთ ამოკვეთეს ინგოროყვაში .ოპერაციის შემდეგ დათესეს და გააგზავნეს მოსკოვში გამოსაკვლევად სიმსივნის ტიპის დასადგენად. 2 კვირაში პასუხი მოვიდა ძალიან ცუდი ( გლიობლასტომა ავთვისებიანი სწრაფმზარდი აგრესიული სიმსივნე ) ექიმმა საშველი არ არისო დაახლოვებით 3 თვიდან 1 წლამდე თუ იცოცხლებსო  ოპერაციის შემდეგ ძალიან კარგად იყო მაგრამ ეხლა 1 კვირაა კრუნჩხვები ემართება დღეში ერთხელ მინიმუმ.აი ძალიან გთხოვთ თუ კისადმე რამე არსებობს საშველი ან სულ ცოტა ხელსაჭიდი თუნდაც ხალხური მეთოდი იცით დაწერეღ ძალიან გთხოვთ

დედაჩემს უხტრა პროფესრომა 3 ტვე მაქს იცოცხლოო და მან ამის მერე 10 წლ იცოცხლა შინაურული წამლიტ, და არც მერე მოკვდებოდა რომ არ შეეწყვიტა წამალი რადგან გაიგო ის ქალი ბაყაყის ტყავს იყენებდა, არადა ახლა აღიარებს მედიცინა ბაყაყის ტყავზე ეს როცა იმ ქალმა ჯერ წინა საუკუნეში იცოდა ეს და იყენებდა კიდეც.

ასე რომ დღევანდლი მედიცინა წინ კი არა უკანაა, ანუ, რასაც ვერ კურნავს დღევანდელი მედიცინა ძველი ხალხური მედიცინა კურნავს, რაც შეეხება სიმსვნეს მე სოდამ განმკურნა და ჩემნაირი მილიონი , დაძებნეთ თავად ინტრენზე ყველა ენაზეა ინფორმაცია, ანდა აკრიფეთ გუგლში პროფესორი ’ნეუმივაკინ” ეს რუსი აკადემიკოსი ამაზე ლექციებს ატარებს

ანდა აგერ სოდა – ღვთაებრივი ფერფლი


გამოყენების სფეროები:
• კიბოს პროფილაქტიკა და მკურნალობა.
• ალკოჰოლიზმის მკურნალობა.
• თამბაქოზე დამოკიდებულების მოხსნა.
• ყველა სახის ნარკომანიისა და ტოქსიკომანიის მკურნალობა.
• ორგანიზმიდან ტყვიის, კადმიუმის, თუთიის, ტალიუმის, ბარიუმის და სხვა მძიმე მეტალების გამოტანა.
• ორგანიზმიდან რადიოაქტიური იზოტოპების გამოტანა, რადიოაქტიური დაავადებების პროფილაქტიკა.
• გატუტიანება, სახსრებსა და ხერხემალში ყველა მავნე წარმონაქმნის დაშლა; ასევე კენჭებისა – თირკმელებსა და ღვიძლში; შესაბამისად რადიკულიტის, ოსტეოქონდროზების, პოლიართრიტების, პოდაგრის, რევმატიზმის, შარდ-კენჭოვანი დაავადების მკურნალობა; ქვების დაშლა ღვიძლში, ნაღვლის ბუშტში, ნაწლავებსა და თირკმელებში.
• ორგანიზმის განწმენდა ყურადღების გაძლიერებისთვის, კონცენტრაციისთვის და წონასწორობისთვის.
• როგორც წონაში დასაკლები საშუალება (და ასევე სხვადასხვა კოსმეტიკური მიზნებით);
• ყელის ტკივილის დროს, როგორც ბაქტერიოციდული და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
• არითმიის უეცარი შემოტევის დროს. (სოდის სუსტ ხსნარს შეუძლია გულისცემა დაამშვიდოს);
• ჰიპერტონიის დროს (ორგანიზმიდან გამოაქვს სითხე, რითაც ეხმარება არტერიული წნევის დაწევას);
• ორგანიზმის მიერ სითხის დანაკარგი დროს აღდგენა: ფაღარათის ან ღებინების დროს ამზადებენ სოდიან-მარილიან ხსნარს;
• ქავილი შემცირება მწერებისგან დაკბენის შემთხვევაში;
• ნაწლავების გასუფთავება (ოყნები სოდის ხსნარით);
• სურდოს დროს (ინჰალაცია სოდის ხსნარით);
• კონიუნქტივიტის დროს (ხდება თვალების ჩამობანა სოდის სუსტი ხსნარით);
• ფეხების სოკოვანი დაავადებების დროს (აბაზანები სოდის ხსნარით);
• კბილების გაწმენდისთვის და გათეთრებისთვის;
• გარქოვანებული კანის დასარბილებლად იდაყვებზე და ქუსლებზე (სოდის თბილი აბაზანები); და კიდევ სხვა მრავალი…
მიღების მეთოდი http://www.mangala.info/%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%97%E1%83%90%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98


ესეც ნახეთ, გადაცემა

Posted by: საკურა. 23 Nov 2017, 20:39
ჩემ მეგობარს ფილტვის რენტგენის შემდეგ, ტომოგრაფიის გადაღება მოთხოვეს....
შეატყვეს თან,რომ შეეშინა და დაამშვიდეს, შეიძლება ძველი ანთების ნიშანი იყოს, შეიძლება მიმდინარე ანთება ან ტუბერკულიოზიო....
ანთება რეალურად რენტგენით ხომ დგინდება? ტუბსაც რამდენადაც ვიცი სისხლის ანალიზიდან ადგენენ, არა? ....
რეალურად შემეშინდეს რომ ცუდ წარმონაქმნზე აქვთ ეჭვი, თუ მე ვარ უბრალოდ პანიკაში? sad.gif

Posted by: Solveig 24 Nov 2017, 01:13
საკურა.
QUOTE
ტუბსაც რამდენადაც ვიცი სისხლის ანალიზიდან ადგენენ, არა? ....

არა.
რენტგენით ან ტომოგრაფიით, პლუს, თუ შესაძლებელია- ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით (ნახველის, შარდის.. ). ლიმფური კვანძის შემთხვევაში-ბიოფსიით..
QUOTE
რეალურად შემეშინდეს რომ ცუდ წარმონაქმნზე აქვთ ეჭვი, თუ მე ვარ უბრალოდ პანიკაში?

რაღაც ეჭვი რომ არის, ფაქტია, მაგრამ წინასწარ პანიკა და თან, აუცილებლად სიმსივნეზე ფიქრი არაა საჭირო. დაელოდეთ ტომოგრაფიას. რენტგენს, ისევე, როგორც ყველა მეთოდს, აქვს თავისი შეზღუდვები (მ.შ. ტუბის დიაგნოსტიკაშიც).

Posted by: საკურა. 24 Nov 2017, 13:13
Solveig
QUOTE
რენტგენით ან ტომოგრაფიით, პლუს, თუ შესაძლებელია- ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით (ნახველის, შარდის.. ). ლიმფური კვანძის შემთხვევაში-ბიოფსიით..

ბაქტერილოგიურ კვლევებზე და სისხლის ანალიზზე ვნახე ინფორმაცია, ტომოგრაფიაზ არა და შემეშინდა....შესულია ახლა და იკეთებს, ისიც არ ვიიც პასუხი ეგრევე იქნება თუ არა...
QUOTE
რაღაც ეჭვი რომ არის, ფაქტია, მაგრამ წინასწარ პანიკა და თან, აუცილებლად სიმსივნეზე ფიქრი არაა საჭირო. დაელოდეთ ტომოგრაფიას. რენტგენს, ისევე, როგორც ყველა მეთოდს, აქვს თავისი შეზღუდვები (მ.შ. ტუბის დიაგნოსტიკაშიც).

ეჰ...
გონებით კი ვიცი ეს, მაგრამ რთულია... sad.gif
მადლობა..

Posted by: lola_keta 27 Nov 2017, 12:17
მეგობრებო ალექსანდრე თავართქილაძე როგორი ონკოლოგია რამე ინფრომაცია ხომ არ გაქვთ?


Posted by: Erovnuli_liga 28 Nov 2017, 07:50
megobrebo vinc chaxeduli xart ikneb gvirchiot ojaxs ... eseigi raxdeba bichs konda arahojkinis limfoma kimiebis damapterebis shemdeg turketshi petis pasuxi iko ro simsimne damarcxebulia arcertxel ar chairto peti limfoma iko 17 snt amde shuasakarshi darcha 10 snt da turketshi utxres ro es 10 santimetri gadaikca kistat romelic zis cximovan kerashi tbilishi terapevtebi idzaxian ro arunda gaketdes kistis amochris operacia radgan realurad sashishi arari qirurgebi kide amboben unda gaketdeso ravknat arvicit .. ar gaketdes da vai da gasakereblatac shuasakarshia da rogoria gulmkerdis gaxsna ...

Posted by: J&J 28 Nov 2017, 14:21
Erovnuli_liga
ბიოფსია გაკეთდა მაგ ,,კისტიდან"?
თურქეთში თუ საშიშად არ თვლიან არ გკიდიათ საქართველოში რას გეტყვიან, მითუმეტეს არაონკოლოგები.
ეგეთ დარჩენილ ქსოვილებს არ ჭრიან, თუ მაინცდამაინც, აპატარავებენ დასხივებით.
პ.ს. მილიმეტრს ვულისხმობ ალბათ. 10მმ.

Posted by: Erovnuli_liga 28 Nov 2017, 19:10
J&J
ara ra biofsia... peti ar chairto organizmshi vafshe anu arcerti simsimnuri ujredi ararsebobs ubralod limfoma gadaikca kistat wklis grovat arc sxivi araferi arushvelis amaso wkalia cximgrovashio unda amoichrato turkebma araferiasavhirovo akauri ekimebi idzaxian qirurgebi amosachreliao terapevtebi arari amosachrelio..10 snt metria

Posted by: J&J 28 Nov 2017, 19:46
Erovnuli_liga
გასაგებია. ჰო რავი. მე თურქებს ვენდობოდი. დიდი ზომის კვანძებიდან ყოველთვის რჩება მცირე ზომის უჯრედული გროვა( რაშიც კისტას გულისხმობ)
მე პირადად გერმანიაში ვარ და აქაც არ ჭრიან მითუმეტეს შუასაყარში გამორიცხულია. ქიმიების მერე თუ დიდია მაინც, სხივებით აპატარავებენ და ტოვებენ ისე. მერე კონტროლი ყოველ 3თვეში ტომოგრაფიით.
რამდენი ქიმია დასჭირდა და რა სტადია ჰქონდა თუ საიდუმლო არ არის.

Posted by: Erovnuli_liga 28 Nov 2017, 20:01
J&J
6kimia 4maptera stadia 4xe kvandzebi konda mara organoze arcerti anu kista realurad ari wklis grova 10sntr ksovilshi shuasakarshi amerikashic gavagzavnet pasuxi da dakvirdito gasachreli arario ubralod akauri ekimi idzaxis gavaketebo problema arario .. daravi ra

Posted by: POKERISBLUFF 28 Nov 2017, 22:24
sad.gif


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Posted by: Solveig 29 Nov 2017, 11:08
საკურა.
როგორაა საქმე? გაირკვა რაიმე მეგობრის ჯანმრთელობის მხრივ?

Erovnuli_liga
რა 10 სანტიმეტრი, ადამიანო, მაგხელა მასა გულმკერდის ღრუში სუნთქვას შეუშლიდა ხელს. ალბათ, 10 მილიმეტრი, ანუ 1 სანტიმეტრი.

Posted by: J&J 29 Nov 2017, 13:56
Erovnuli_liga
კი ქირურგებს ოღონდ რამე გააჭრევინე და მეტი რა უნდათ.
მაგრამ ქირურგის აზრი ამ შემთხვევაში მეორხარისხოვანია. ონკოლოგია მთავარი.
ისე აქ 3-4 სტადიაზე 8ქიმიაზე ნაკლები.არ კეთდება. ასევე უმრავლეს შემთხვევაში ამას ემატება პროფილაქტიკური ქიმია( 2) მაღალი დოზის მეტატრექსატით.
რეტუქსიმაბი ანუ თქვენებურად მაბტერა კეთდება ყველა ქიმიასთან ერთად.
და 10სმ შეუძლებელია დარჩეს, ზემოთაც გითხრეს.
ყველა შემთხვევაში მოსალოცი ამბავია 6ქიმიით სრული რემისია.4სტადიაში.

Posted by: Erovnuli_liga 29 Nov 2017, 19:33
J&J
anu 4 stadia iko da 6 kimis shendeg da 4mapteris mere turketshi petma arcerti simsimnuri ujredi agarari organizmshio anu damarcxebulia sruliato ubralod 1weli gvak rtuli periodi ro remisia gagdzeldes da shemdeg shansebi ari minimaluri ganmeordes megobrebo shuasakari ari su 17 snt darchenilia 10 sntr kista xels arushlis aranairat arc suntkvashi arafershi qirurgebi idzaxian vai da dachirqdeso amosachreliao xolo onkologebi tavs ikaveben dadavakvirdeto daje amerikidanac 2ve variantze tanxmoba mogvces dakvirvebazec da operaciazec...

Posted by: საკურა. 29 Nov 2017, 20:07
Solveig
QUOTE
როგორაა საქმე? გაირკვა რაიმე მეგობრის ჯანმრთელობის მხრივ?

კი, კი.... smile.gif
ძალიან ცუდი რაღაცეები გამოირიცხა.... ფილტვების ანთება აქვს და სითხე ფილტვებში....
ნუ არც ეს არის კარგი, მაგრამ აღარ ვღელავ უკვე იმათ ფონზე....
მადლობა... smile.gif

Posted by: Solveig 29 Nov 2017, 20:14
საკურა.
ძალიან კარგი... მალე გამოჯანმრთელებულიყოს!

Posted by: anticorp 4 Dec 2017, 20:15
მოგესალმებით !

ადმინისტრაციასთან თხოვნა : თუ არასწორ განყოფილებაში გავხსენი თემა, გთხოვთ გადაიტანოთ.

მაინტერესებს ასეთი რამ,

მაგალითად როცა რომელიღაცა კლინიკა,დაუსვავენ პაციანეტს კონკრეტულ დიაგნოზს "თავის ტვინის სიმსივნე" , აძლევენ დასკვნას, მაინტერესებს როგორ იწერება ეგ დიაგნოზი "ფურცელზე,ანკეტაში" ექიმების ენაზე.

ღმერთმა ყველა ჯანმრთელად გვამყოფოს !

თუ ვინმეს გაქვთ,გთხოვთ სურათი გადაუღოთ რაღაც მაინტერესებს მინდა შევადარო...

Posted by: Lemarc 6 Dec 2017, 02:03
მოგესალმებით, ესაა პაციენტის სკრინინგ ცენტრის დიაგნოზი :
PSA Total =13.2
PSA Free = 1.4
Free PSA/total PSA=11 %

ნიშნავს თუ არა რომ პაციენტს ექნება პროსტატის კიბო? არის შესაძლებლობა რომ ეს ასე არ იყოს? ბიოფსიისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.58 წლისაა და ამ ცხრილის მიხედვით 27 %-ია ამის ალბათობა,რომ ეს იყოს კიბოს დიაგნოზი. ანუ ეს საგანგაშო მაჩვენებელია? smile.gif

Posted by: Master_Nick 14 Dec 2017, 15:40
მაინტერესებს მუცლის ღრუს კვალიფიციურ ონკო ქირურგებს თბილისში ვის გვირჩევთ? ბიჭიკო ცალუღელაშვილი, ლაშა თურქიაშვილი, ილია გოცაძე, ეს ქირურგები სახელდებიან და ამათგან თუ გქონიათ ვისმეს შეხება, ან თქვენს ახლობელს? პანკრეასის კუდის სიმსივნეზეა საუბარი და სასწრაფო ოპერაციაა გასაკეთებელი.

Posted by: MyHope 19 Dec 2017, 00:26
კუჭის სიმსიმნეზე რას მეტყვით?
ოპერაცია შედეგიანია?

Posted by: No_LiMiT^ 19 Dec 2017, 02:18
QUOTE (Lemarc @ 6 Dec 2017, 02:03 )
მოგესალმებით, ესაა პაციენტის სკრინინგ ცენტრის დიაგნოზი :
PSA Total =13.2
PSA Free = 1.4
Free PSA/total PSA=11 %

ნიშნავს თუ არა რომ პაციენტს ექნება პროსტატის კიბო? არის შესაძლებლობა რომ ეს ასე არ იყოს? ბიოფსიისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.58 წლისაა და ამ ცხრილის მიხედვით 27 %-ია ამის ალბათობა,რომ ეს იყოს კიბოს დიაგნოზი. ანუ ეს საგანგაშო მაჩვენებელია? smile.gif

იმისათვის რომ ზუსტად დადგინდეს აქვს თუ არა პროსტატის კიბო საჭიროა გაკეთდეს პროსტატის ბიოფსია ან მრტ, პსა-ს მომატებას პროსტატის სხვა პათოლოგიებიც იწვევს ამისათვის არის საჭირო გაკეთდეს ბიოფსია რომ დიფერენცირება მოხდეს კიბოსა სა სხვა პათოლოგიას შორის

Posted by: keandra 20 Dec 2017, 11:33
ყველაზე თანამედროვე აპარატი რომელ კლინიკას აქვს მაგნიტულ-რეზონანსული ტომოგრაფიის?

Posted by: Zumbizu 21 Dec 2017, 18:55
keandra
თოდუას კლინიკა
ავერსი
ევექსი

Posted by: ევროპელი... 23 Dec 2017, 15:12
გამარჯობათ. სისტემატიუირი მწეველი ვარ 12 წლიდან, მოკლედ რასაცქვია თავგადაკლული მწეველი. რამდენიმე დღეა თავი დავანებე მოწევას. როგორც ვიცი ფილტვის კიბოს რისკი მაინ არის დანებების შემდეგაც შეიძლება წლების მერეც რამე ცუდი მოხდეს იმ მიყენებული ზიანის გამო რასაც მოწევით ვააყენებდი ორგანიზმს. იქნებ რამე რეკომენდაცია მომცეთ როგორ დავიყვანო ეს რისკი დაბლა. როგორ ვუშველო წლებით მიყენებულ ზიანს ფილტვებში


სადღაც წავიკითხე. ვარჯიში სირბილი კიბოს განვითარებას ხელსუშლისო და მართალია?


მომეცით რა ბევრი რაკომენდაციები help.gif ძაან გამრავლდა ეს ავადმყოფობა და შეშინებული ვარ sad.gif

Posted by: lola_keta 25 Dec 2017, 17:46
აქ თუ ხართ ექიმები ერთი კითხვა მაქვს, ამ რამდენიმე დღის წინ მომიწია ონკოგანყოფილების სტაციონარში მოხვედრა, იქ იმდენი პატარა ბავშვი დამხვდა გონზე ჯერ კიდე ვერ მოვდივარ, ამ პატარა ბავშვებს აქვთ შედეგი? თუ უბრალოდ ცდილობენ რო დრო გაუხანგრძლივონ?

Posted by: Solveig 26 Dec 2017, 14:12
lola_keta
გააჩნია, რა დაავადება (რისი სიმსივნე) აქვთ..

QUOTE
გონზე ჯერ კიდე ვერ მოვდივარ,

sad.gif
არ ვიცი, რამდენად ზუსტად აწარმოებენ ჩვენში სტატისტიკას, მაგრამ, ასე მგონია, რომ აშკარად მომატებულია ბავშვებსა და ახალგაზრდებში სიმსივნის შემთხვევები.
ახლა, 70 წელს რომ გადასცდება ადამიანი, იმას რაღაც კი მოკლავს ბოლოს-სიმსივნე იქნება თუ ინსულტი. სასიკვდილოდ გასამეტებელიც არავინაა, მაგრამ ბავშვის და ახალგაზრდის ავადობა მაინც სხვაა, მე მგონი sad.gif

Posted by: White_Shark 2 Jan 2018, 22:25
მოკლედ მაგარი შიშით გწერთ ამ პოსტს
მოკლედ მეორე წელია მკერდთან ნეკნებთან ზემოთ ორი მაა გამიჩნდა ხელ რო ვაჭერ მოძრაობენ მგონი ორია თან
და შიშით ვარ იმენა რამე რბილი სოვილების კიბო არ იყოს და არ იყო გასული მეტასტაზები ??
რას მეტყვით sad.gif

Posted by: Mrs_Zum 3 Jan 2018, 13:22
RammShark1995
დიდი ალბათობით ლიპომები შეიძლება იყოს, 2 წლის განმავლობაში დუნედ მზარდი რბილქსოვილოვანი სიმსივნეები ავთვისებიანი ვერ იქნება, მეტასტაზები ხომ საერთოდ. ექოსკოპიური კვლევა გაიკეტეთ პირველ ეტაპზე მაინც, მიმართულებას მოგცემთ.

Posted by: White_Shark 3 Jan 2018, 13:35
Mrs_Zum
შეიძლება მარა მაგრამ მაინც მეშინია
ისე ეგ შეიძლება გასუქების ბრალი იყოს ??
ბოლო წლები ძაან მოვიმატე მართლა და

და უეჭველი უნდა ამოვიჭრა ეგენი ???

Posted by: Mrs_Zum 3 Jan 2018, 14:55
ღამმშჰარკ1995
თუ ლიპომებია არ არის აუცილებელი მათი ამოკვეთა, თუ ინტენსიურად დაიწყო ზრდა და შეგაწუხათ შემდეგ მოგიწევთ. თუმცა პირველ რიგში უნდა დაადგინოთ მართლა ლიპომებია თუ სხვა წარმონაქმნები. გამოკვლევის გარეშე ჩემს პოსტს მაინც არ დაეყრდნოთ. 2kiss.gif

Posted by: White_Shark 3 Jan 2018, 14:56
Mrs_Zum
იმედია სხვაში რაიმე ავთვისებიანი არ იგულისხმება ? lol.gif

* * *
დემნ
წავიკითხე ეხლა ლიპოარკომებიც ყოფილა ზუსტად გვანანო ერთმანეთ

Posted by: Mrs_Zum 5 Jan 2018, 12:29
RammShark1995
ლიპოსარკომები ზუსტად არ გვანან, სწრაფად მზარდი სიმსივნეებია, თუნდაც მაღალდიფერენცირებული იყოს მაინც. 2 წელიწადში 10 სმ-მდე მაინც მიაღწევდა ზომებს, სხვა თანმხლებ გართულებებს აღარ ვთვლი უკვე smile.gif მარჩიელობას და ნერვიულობას სჯობს რბილი ქსოვილების ექოსკოპია ჩაიტაროთ, შემდეგ თუ აუცილებლობა იქნება კვლვების გაღრმავება შეიძლება.

Posted by: White_Shark 5 Jan 2018, 13:06
Mrs_Zum
მივალ აუცილებლად უბრალოდ მაგრა მეშინია მისვლისაც biggrin.gif
+ დედაჩემი კიბოთი დაიღუპა
1 მთლად პატარებიც არ არინ
2 მოძრაობით იცოცხლე მოძრაობენ
უბრალოდ 2 ნი რო არიან ეგ მაშინებს

Posted by: weasel 6 Jan 2018, 20:47
ექოსკოპიით, სისხლის და შარდის ანალიზით სიმსივნის აღმოჩენა ხდება? თუ აუცილებლად ბიოფსიაა საჭირო?

Posted by: naniko101 9 Jan 2018, 16:00
მოგესალმებით, იქნებ კომპეტენტურები გამომეხმაუროთ და ერთ უაღრესად გაჭირვებულ ოჯახს ინფორმაციით მაინც დავეხმაროთ.
მოკლედ 48 წლის მამაკაცს შუნტირების ოპ-ს შემდეგ მისი ჯანმრთელობის ელვისებური გაუარესება გახდა მიზეზი მისი თავიდან ბოლომდე გამოკვლევის. ანალიზების მიხედვით სრულიად შემთხვევით აღმოაჩნდა ტვინის სიმსივნე. სულ რაღაც 3-4 კვირაში უმძიმეს მდომარეობაში აღმოჩნდა. ფეხზე უკვე ვეღარ დგება. დამიკავშირდნენ და მთხოვეს გამერკვია იყო თუ არა შესაძლებელი გერმანიაში, კერძოდ ულმში, სადაც მეტადონის და ქიმიის კომბინაციით მიმდინარეობს მკურნალობა მაგრამ ისეთ ხარჯებთანაა დაკავშირებული რაც ამ ოჯახისათვის მიუწვდომელია.

მოკლედ ჩემი კითხვაა - არსბობს თუ არა საქართველოში მეტადონისა და ქიმიის კომბინირებული მკურნალობის მეთოდი?

Posted by: ევროპელი... 10 Jan 2018, 13:51
გამარჯობათ. საკვერცხეზე პატარა გამონაზარდი მაქ ხელით მოსინჯვსას ისინჯება და მეორსთან შედარებით დიდია. ხელის შეხებისას რაღაცნაირი ყრუ ტკივილი მაქ განსაკუთრებით ზეწოლისას მაგალითად ფეხი ფეხზე რო გადავიდებ მტკივა უკვე წლებია ესე ვარ ეხლა უკვე ყოველდღე მაქ ყრუ ტკივილი. ადრე მარტო ხელით მოსინჯვისას მტკიოდა. და რა მაინტრესებს კიბო იქნება ვითომ? თუ შეიძლება სხვადასხვა მიზეზებიც იყოს? როგორც ვთქვი წლებია ესე მაქ და კიბო რო იყოს რამე სხვა სიმპტომები არიქნებოდა?

ასეთ დროს ვიუნდა მივმართო უროლოგს თუ ონკოლოგს?

Posted by: White_Shark 10 Jan 2018, 13:58
ევროპელი...
გინდოდა გეთქვა სათესლე ჯირკვალი ... საკვერცხე კაცებს არ აქვთ
lol.gif
მე რაც შემიძლია გითხრა ეგ რო იყო აგრესიული უჯრედის მქონე სიმსივნე თან სათესლე ჯირკვლის არის რაღაც კატასტროფა ჩემი ნათესავიდან გამომდინარე ვამბობ
უეჭველი იგრძნობდი ბევრ რამეს

Posted by: ევროპელი... 10 Jan 2018, 14:13
RammShark1995

lol.gif facepalm.gif

კულტურულად მინდოდა დამეწერა და არვიცი რაქვია. გრუზინულად არმინდოდა ყვერის დაწერა lol.gif

აგრესიული რო არიყოს და ჩვევლებრივი სიმსივნე იყოს? მაშინ შეიძლება სხვა რაღაცეები არ მეგრძნო? თან წლებია თავის პონტშია და ყრუ ტკივილის გარდა არაფერი მაწუხებს



Posted by: White_Shark 10 Jan 2018, 14:18
ევროპელი...
რა არის იცი ეგ შენი გამონაზარდი მოძრაობს დდდ? როგორც ვიცი ამ სფეროში რაც მოძრაობს არ არის " აპასნი " და თუ არა მოძრაობს ოოოო ...
მე მკერდში გამიჩნდა ორი რაღაც facepalm.gif და მეშინია ექიმთან მისვლის იმენა

ეგ ტკივილი უბრალოდ შეიძლება ის იყოს რომ ნერვს აწვება ან ცუდად ედება რა , ისე მაგ ორგანოს უნდა უფრთხილდე ამიტომ ჯობია ექიმთან მისვლა
შეიძლება არავითარი კიბო არ არის მაგრამ ორგანოს შეუშალოს ფუნქციონირებაში ხელი

Posted by: ევროპელი... 10 Jan 2018, 14:33
RammShark1995

ახლა მოვსინჯე და როგორც მივხვდი მოძრაობს biggrin.gif

მივალ სხვა რა გზაა მარა მეც მეშინია


შენც მიდი ძმა... იმედია კარგად იქნება ყველაფეერი და არაფერი საშიში არიქნება. შიშით მაინც ვერ გავექცევით yes.gif


ადრე თავის ტკივილები მქონდა მეთქი კიბო მაქ. გავიდა დრო ფილტვმა შემაწუხა ისევ კიბო ავიკვიატე. თუ რამე შემაწუხებს პირველრიგში სასიკვდილო დიაგნოსზს ვუსვამ თავს biggrin.gif


Posted by: White_Shark 10 Jan 2018, 16:21
ევროპელი...
არი არი მასე ადვილი კიბოს აკიდება
თუმცა ისეთ ცუდ ქვეყანაში და პირობებში ვცხოვრობთ კაცმა არ იცის რა მოხდება

Posted by: naina525 10 Jan 2018, 19:19
გამარჯობა არის აქ ვინმე ონკოლოგი? შეკითხვა მაქვს.

დედაჩემს გაუკეთეს იოდის დასხივება (ანუ გადააყლაპეს იოდი) გავიდა 8 თვე ახლა განმეორებითს იკეთბს და ანალიზმა ამოაგდო ცვლილება ანტი_ტგ 27, ნორმაა >4 შეგიძ₾იათ მითხრათ რას უნდა ნიშნავდეს?

Posted by: J&J 11 Jan 2018, 18:54
ჩვენს საუკუნეში სიმსივნის მეორე და პირველ სტადიაზე მორჩენა პრობლემას აღარ წარმოადგენს. თუ ვინმეს ეჭვი გაქვთ დროულად მიხვიდეთ გამოკვლევებზე სჯობს. ბედს ნუ ეთამაშებით უაზრო შიშების გამო და დროს ნუ კარგავთ.

Posted by: White_Shark 11 Jan 2018, 19:45
J&J
მესმის დაიმედება
lol.gif facepalm.gif

.......................

Posted by: brutala 13 Jan 2018, 21:28
POKERISBLUFF
QUOTE
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს აზროვნების მხრივ არანაირი პრობლემა არ აქვს პირიქით 2ჯერ კარგად მუშაობს (არანაირი შენელებული და ა.შ)
უბრალოდ არვიცი რაღაც არის ხოლმე გათიშული და მაგიტომ
აი თუ გიგრძვნია როცა ძალიან იღლები ხოლმე და რაღაცნაირად გაბრუებული ხარ , ეგრე ვარ ზუსტად
კი შეიძლება საერთოდ მარტივი რაღაცაც იყოს, ან არც იყოს
წავალ გავიგებ მაინც

მადლობა გამოხმაურებისთვის


დაახლოებით ეგრე მჭირს მეც, მარა მე ეგ გათიშულობა აზროვნებაშიც მიშლის ხელს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში თითქოს ძაან ხშირად ვიღლები და აზროვნებაზეც აისახება მერე, მიჭირს ხოლმე საქმეში სწრაფად გარკვევა

Posted by: ხარძი 14 Jan 2018, 16:11
naina525
QUOTE
გამარჯობა არის აქ ვინმე ონკოლოგი? შეკითხვა მაქვს.

დედაჩემს გაუკეთეს იოდის დასხივება (ანუ გადააყლაპეს იოდი) გავიდა 8 თვე ახლა განმეორებითს იკეთბს და ანალიზმა ამოაგდო ცვლილება ანტი_ტგ 27, ნორმაა >4 შეგიძ₾იათ მითხრათ რას უნდა ნიშნავდეს?

Tg რამდენი აქვს? საკონტროლო სკანირება გააკეთეთ?

Posted by: EXHALATING 20 Jan 2018, 00:14
ვინაიდან აქ ბევრი ონკოპაციენტი თუ მათი ახლობელი პოსტავს, დავწერ, იქნე გამოგადგეთ
გავაჩუქებ წამლებს. ზოგიერთი ძვირადღირებულია, ზოგი დეფიციტური. ოდენობა და ვადა მითითებულია
სურვილის შემთხვევა|ში მომწერეთ პმ

ასპავიტი 10 ფირფიტა 04,2018
ასკორბინის მჟავა 10 ამპულა 5%- 01/2019
ზანტაკი 5 ამპულა 12/2019
მეტოკლოპრამიდი 08/2020
მოტილიუმი 1 ფირფიტა 09/2021
Сalium chloratum (კალიუმის ქლორიდი) 8ფირფიტა -03/2019

მეტრონიდაზოლი -10/2019

ზოფრანი 3 ამპულა-02/2018
Lebensaktive spezialhefe 10 კასულა 03/219

ასევე ბრაუნის ფირმის სისტემები, რამდენიმე ვენის კათეტერი, ასე 10 და 20 მლიანი შპრიცები

Posted by: lola_keta 22 Jan 2018, 10:29
გამარჯობა,
ქიმიო თერაპიის მერე ლეიკოციტების დავარდნას რით შველით ხოლმე? რამე ხალხური უფრო მაინტერესებს smile.gif

Posted by: NiniaG 22 Jan 2018, 22:10
სხივური თერაპია რა ღირს? ერთი სხივის ღირებულება რამდენია?

Posted by: Perske 24 Jan 2018, 23:07
////////////////////////////////////////////////////////////

Posted by: gig@@@ 26 Jan 2018, 05:28
რამდენიმე წლის წინ მამა ფილტვის კიბოთი გარდამეცვალა სტაჟიანი მწეველი იყო ალბათ სულ ცოტა 35 - 40 წელი მაინც

რამდენია იმის ალბათობა რომ მეც ფილტვის კიბო დამემართოს ?
მე საერთოდ არ ვარ მწეველი სიგარეტი არასოდეს მომიწევია თუ არ ჩავთვლით სკოლაში ერთადერთი ღერის მოწევის მის მერე 15 წელი მაინც გავიდა. ალკოჰოლურ სასმელებსაც იშვიათად ვსვამ წელიწადში ერთი ორჯერ.

Posted by: Funet 2 Feb 2018, 18:49
გამარჯობათ, შეგიძლიათ რაიმე დამაიმედებელი მითხრათ ფილტვის კიბოს შესახებ? ანუ რამდენად ექვემდებარება მკურნალობას დღეს დღეობით? არის თუ არა შანსი იმისა რომ ქიმიოს დაექვემდებაროს და გააჩეროს პროცესი?

Posted by: Krusty_the_Clown 3 Feb 2018, 11:20
სტენფორდის სამედიცინო სკოლის მკვლევარებმა თაგვებში სიმსივნე გააქრეს

QUOTE
სტენფორდის სამედიცინო მკვლევარებმა დაავადებულ თაგვებში ტ ლიმფოციტის გააქტიურებით სიმსივნის ის მეტასტაზებიც გააქრეს, რომელიც ორგანიზმში ყველაზე შორს იყვნენ წასულნი. ამის შესახებ ინფორმაციას სტენფორდის მედიცინის სკოლა ავრცელებს.

იმუნიტეტის მასტიმულირებელი ორი ბიოლოგიური აგენტის მცირე დოზით დაავადებული თაგვების ორგანიზმებში შეყვანამ ცხოველთა ორგანიზმში ყველაზე შორს წასული მეტასტაზების გაქრობაც გამოიწვია. მკლევარების თქმით, მეთოდმა იმუშავა კიბოს სხვადასხვა სახეობებზე, მათ შორის იმათზე, რომლებიც სპონტანურად ჩნდებიან.

როგორც სტნეფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერები ამბობენ, მათ სჯერათ, რომ მსგავსი  ბიოლოგიური აგენტების სხეულში ლოკალურად შეყვანა კიბოს მკურნალობას სწრაფსა და შედარებით იაფს გახდის. გარდა ამისა, მეთოდის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ორგანიზმის  სრული სტიმულიზაციისგან განსხვავებით, ლოკალურ სტიმულიზაციას უკუჩვენება არ აქვს.

“როდესაც ჩვენ ვიყენებთ ორ ასეთ აგენტს ერთდროულად, ჩვენ ვაკვირდებით მთელი სხეულის მასშტაბით სიმსივნის ელიმინაციას. ამ მეთოდის გამოყენებით აუცილებელი არ არის იმუნიტეტის სრული აქტივიზაცია”- განაცხადა პროფესორმა რონალდ ლევიმ.

ერთ-ერთი აგენტი, რომელიც თაგვებზე ჩატარებული კვლევისას გამოიყენებოდა, ადამიანებისთვის უსაფრთხოა, თუმცა მეორე ტიპის აგენტის გავლენას ადამიანის სხეულზე ჯერ კიდევ სჭირდება ბოლომდე შესწავლა. სტენფორდის უნივერსიტეტის ცნობით, იანვრიდან რამდენიმე კლინიკამ დამოუკიდებლად დაიწყო ამ მეთოდის შემოწმება ლიმფომით დაავადებულ პაციენტებზე.


ესეც წყარო: http://med.stanford.edu/news/all-news/2018/01/cancer-vaccine-eliminates-tumors-in-mice.html

Posted by: lisbeth 8 Feb 2018, 17:06
ზოლადექსი + ტამოქსიფენი,ამ წამლებზე ვარ 2012 წლიდან,მითხრეს რომ დროა შევწყვიტოთო,მეშინია რომ დაბრუნდება ისევ ,მოკლედ არ მინდა შეწყვეტა
მიუხედავად იმისა რომ გამინადგურა ფსიქიკაც და ჯანმრთელობაც აწ უკვე პირადი ცხოვრებაც smile.gif ჯერ კიბომ და მერე ამ კიბოს მკურნალობამ,მაინც თითქოს უფრო დაცული ვარ.ვიცი რომ საზღვარგარეთ გაზარდეს ჰორმონოთერაპიის პერიოდი,მოკლედ რა ვქნა მირჩიეთ ვინმემ,ონკოლოგი თუ არის ვინმე ჯგუფში
ჰერ2+ მეორე ა სტადია მონდა,როგორც მითხრეს ლიმფური ჯირკვლები სუფთა იყო...

Posted by: pitagora1 11 Feb 2018, 19:06
NiniaG
ასე ცალსახათ ღირებულების განსაზღვრა რთულია,გააჩნია დასხივეის ტიპს და კლინიკას...ყველგან სხვადასხვა ფასებია,მე დისტანციურ დასხივებაში 28 ფრაქციაში 7800 გადავიხადე,1600 ლარი დავამატე საყოველთაოს,იგივე ფასი ღირს თხუტმეტი და ოცდახუთი დასხივებაც,უცნაურია ხო?თურქებმა ლისზე 10000 ლარი მოიტხოვეს,ნუ ისინი ამის გარდა კიდევ სხვა პროცედურასაც მტენიდნენ,რაც არ მჭირდებოდა და ამიტომ არჩევანი თოდუას კლინიკაზე შევაჩერე.
* * *
lola_keta
ერთ ჭიქა კაკლის უღელს დაასხით ორი ლიტრი წყალი,ადუღეთ ნელ ცეცხლზე და დაიყვანეთ ერთ ლიტრზე,ერთი საათი გააჩერეთ,შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ დღეში სამჯერ 100 გრამი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე,გამოცდილია და ბევრი ონკოპაციენტი იღებს

Posted by: lola_keta 12 Feb 2018, 12:15
pitagora1
უღლის ნახარში ჩვენც ვცადეთ მაგრამ როგორც კი მაგის დალევას იწყებს თავის ტკივილები ეწყება და აღარ სვავს, არადა ქიმიოების მერე ლეიკოციტები სულ პრობლემა აქვს sad.gif

Posted by: zakuti2 13 Feb 2018, 00:47
გამარჯობა

შეიძლება არასწორად ვხსნი თემას და ბოდიშს ვიხდი, გთხოვთ გადაიტანოთ სწორ ადგილას.

ჩემს ახლობელს დაუდგინეს მე-3 სტადიის კიბო,თვითონ ასევე აქვს შაქარი და ბოლო 1 წელი თითქმის ნორმალურად(საერთოდ) არ უმკურნალია, ტკივილები აწუხებს ხოლმე მუცელზე, რამდენადაც ვიცი საშვილოსნოზე უნდა გაუკეთდეს ოპერაცია მაგრამ ოპერაციისაც აქვს უკუჩვენებები რომ შეიძლება დააჩქაროს პროცესი.

მკურნალობის რა გზებს შეიძლება რომ მივმართოთ პირველ ეტაპზე ხომ ვერ მირჩევდით ?

Posted by: pitagora1 14 Feb 2018, 00:13

lola_keta კარგით ,ახლა მეორე რეცეპტს დაგიწერთ:1,5 ჭიქა ასკილი გავრეცხოთ დავჭრათ შუაზე და დავასხათ 5 ჭიქა ადუღებული წყალი,დავდგათ დაალ ცეცხლზე 5 წუთით,სემდეგ გამოვრთოთ და შიგვე გავაციოთ,ეს ყველაფერი თავდახურულ ემალის ჭურშელში უნდა მომზადდეს.ცალკე გავწუროთ ოთხი დიდი ლიმონი,4 დიდი ბროწეული,ავიღიოთ ერთი ჭიქა ნატურალური თაფლი და ამ ნარევს შევურიოთ გაწურული ასკილის ნაყენი,ვიღებთ სამჯერ-ოთხჯერ 100გრამიჭამის შემდეგ,ვინახავთ მაცივარში, გამოცდილი რეცეპტია ესეც,ვფიქრობ გამოგადგებათ,ეს უკეტესად ამაღლებს,ურალოთ უფრო ძნელი მოსამზადეელია ვიDრე კაკლის უღელით..ჯანმტრელობას გისურვებთ

Posted by: ხარძი 15 Feb 2018, 12:52
QUOTE
ერთ ჭიქა კაკლის უღელს დაასხით ორი ლიტრი წყალი,ადუღეთ ნელ ცეცხლზე და დაიყვანეთ ერთ ლიტრზე,ერთი საათი გააჩერეთ,შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ დღეში სამჯერ 100 გრამი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე,გამოცდილია და ბევრი ონკოპაციენტი იღებს

QUOTE
1,5 ჭიქა ასკილი გავრეცხოთ დავჭრათ შუაზე და დავასხათ 5 ჭიქა ადუღებული წყალი,დავდგათ დაალ ცეცხლზე 5 წუთით,სემდეგ გამოვრთოთ და შიგვე გავაციოთ,ეს ყველაფერი თავდახურულ ემალის ჭურშელში უნდა მომზადდეს.ცალკე გავწუროთ ოთხი დიდი ლიმონი,4 დიდი ბროწეული,ავიღიოთ ერთი ჭიქა ნატურალური თაფლი და ამ ნარევს შევურიოთ გაწურული ასკილის ნაყენი,ვიღებთ სამჯერ-ოთხჯერ 100გრამიჭამის შემდეგ,ვინახავთ მაცივარში, გამოცდილი რეცეპტია ესეც,ვფიქრობ გამოგადგებათ,ეს უკეტესად ამაღლებს,ურალოთ უფრო ძნელი მოსამზადეელია ვიDრე კაკლის უღელით..ჯანმტრელობას გისურვებთ

კარგით რა მეგობრებო ამ რეცეპტებით დრო იკარგება მხოლოდ, ონკო პაციენტს ჭირდებს სწორი დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა და არა ეს მაპატიეთ და ზღაპრები. რა უნდა გაუკეთოს ასკილმა სიმსივნურ უჯრედებს რომლებშიც გენეტიკა არის შეცვლილი.....

Posted by: lola_keta 16 Feb 2018, 10:58
ხარძი
სიმსივნურ უჯრედებზე არ იყო საუბარი smile.gif ჯერ კითხვა გენახა რასთანდაკავშირებით გამცა ეს პასუხი smile.gif

Posted by: nnn_lll 16 Feb 2018, 23:13
QUOTE
ლიპომები

ამას გაღიზიანება და ამ დროს ზომაში მომატება ახასიათებს?
ექიმმა გარეგანი დათვალიერება გამიკეთა ადრე და ეს მითხრა მაგრამ ვერ ვენდობი
რომ ვაწვალებ ზომაში იმატებს და ცოტა მტკივდება შეხების დროს თუ გაღიზიანებულია...
ანდა შეიძლება რომ ავთვისებიან სიმსივნედ გადაიქცეს?

Posted by: ხარძი 18 Feb 2018, 09:04
nnn_lll
რა ლოკალიზაცია აქვს? ლიპომა ავთვისებიანად არ გადაიქცევა, ზომაში მატულობს ხოლმე როგორც წესი, რატო აწვალებ smile.gif

Posted by: nnn_lll 18 Feb 2018, 12:09
ხარძი
რავი ცუდ ადგილას მაქვს და ნევროზის ბრალია ალბათ რომ ვაწვალებ
ჭიპის ზემოთ ნეკნები სადაც იწყება ოდნავი სიმაგრეა გარეგნულად არ ჩანს მაგრამ ხელს რომ ვიკიდებ მაშინ ვგრძნობ რომ კუნთი არაა ეგ

QUOTE
ლიპომა ავთვისებიანად არ გადაიქცევა, ზომაში მატულობს ხოლმე როგორც წესი

დავმშვიდდი ცოტა

Posted by: makachu24 19 Feb 2018, 19:46
მოკლედ! ძალიან დაბნეული და შეშინებული ვარ .იქნებ ვინმემ გამოცდილმა იცოდეს რამე ამის შესახებ და დამამშვიდოთ ან გამომაფხიზლოთ თუ უფრო საშიშთან მაქვს საქმე.
მოკლეთ 24 დეკემბერს სოფლიდან მოვდიოდით გზაში ჩემი ბავშვი ცუდად გახდა ძალიან მისუსტდასავით და მიეძინა.ზოგადად არასდროს იძინებს ხოლმე გზაში მითუმეტეს 40 წუთის სავალ გზაზე.სახლში რომ ჩამოვედით ცუდად ვარ სიცხე მაქვსო.გავუზომე არ ქონდა.იყო ასე მოწყენილი და ფერმკრთალი ძილის წინ რო ვხდიდი მთელ ტანზეიყო გაწითლებული საშინლად და გახურებული პირი ქონდა ჟოლოსფერი და ტუჩები.სიცხე 40მდე,სასწრაფოდ წავიყვანე კლინიკაში სადაც ასე ზეიპრად დაუსვეს "ქუნთრუშა" ბატონები აქვსო და ანტიბიოტიკები 10 დღე და ვსიო გაუვლისო.მართლაც გაუარა .1კვირის შემდეგ ისევ თავიდან დაეწყო იგივე.წამოვედით ახლა უკვე სხვა კლინიკაში მოვუყევი წინა ავადმყოფობის შესახებ და მითხრეს რომ გამოირცხული იყო ქუნთრუშა იმიტორო სისხლში რაღაც სტრეპტოკოკი არ აღმოჩნდა და არიყო ეს ქუნთრუშა.თუმცა რაღაც გამოკვლებების შემდეგ რაიმე პათოლოგიური ცვლილება არ აღმოჩნდა და გამოგვიშვეს გაურკვეველი ეტიმოლოგიის ცხელების დიაგნოზით.ისევ 3 კვირის წინ განმეორდა იგივე სისხლში შარდში იგივე არაფერი .და ბოლოს 1კვირის წინ ისევ განმეოდა ოღონდ ამჯერად დაგვაწვინეს სავადმყოფოში რადგან ლეიკოციტები იყო 47000 და გამოუვიდა საკმაოდ დიდი ზომის ჯირყვალი.ექიმმა თქვა რომეს არიყო ახალი ამბავი ეს ჯირკვალიც და მხელა ლეიკოციტიც იყო რაღაც ძველისამბავი რომელიცრათქმაუნდა ვერ გაიგეს რა.ანტიბიოტიკებით და გადასხმებით სიცხე და ლეიკოციტები დაურეგულირდა და გამოგვიშვეს სახლში. ასე გაურკვეველი დიაგნოზით ცხოვრება ძაან ძნელია დამეთანხმებით და ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია და ცხელება და ჟოლოსფერი ენა შეესამაბმება ორმჯანმრთელობის მდგომარეობას.ერთერთი მართლაც ქუნთრუშა და მეორე ღვიძლის პათოლოგიები.ქუთრუშა თავდაპირველადვე გამოირიცხა .დღეს გავაკეთე სისხლის საერტო ანალიზი და ღვიძლის ფუნქციური სინჯები.სისხლის ანალიზში მონოციტები არის მკვეთრად მომატებული და ლიმფოციტები მცირედ.ღვიძლის ფერმენტებში ბილირუბინის დონე ძალიან დაბალიააა. დაბნეული ვარ ექიმმა 2 კვირაში გავიმეოროთანალიზიო ამხელა ავადმყოფობის შემდეგ ასე უცებ ვერ დაულაგდებოდა სისხლიო.ბილირუბინზე ვერაფერი მითხრა.აი ლოდინის2 კვირის ძალიან მეშინია დროს არ ვკარგავდე დამეხმარეეთ

Posted by: Funet 19 Feb 2018, 20:13
makachu24
იქნებ ამ სისხლის ანალიზების კეთებას უკეთესი იყოს კომპიუტერი გადაუღოთ და რისიც გეშინიათ ის გამორიცხოთ.
* * *
გამარჯობათ მაინტერესებს ქიმიოთერაპიის შემდგომი მოვლენა თუ არის მოჭრბებული ძილიანობა??

Posted by: Solveig 19 Feb 2018, 20:51
makachu24
ონკოლოგიასთან არაფერ შუაში ჩანს პოსტი. მშობლების კლუბში არის თემა "კითხვა ექიმთან" და იქ დაწერე.

Posted by: Funet 22 Feb 2018, 14:05
გამარჯობათ იქნებ მიპასუხოთ ონკო პაციენტს აღენიშნება ძლიერი სისუსტე ერთი კვირის წინ გადაისხა პირველი ქიმია. სისხლის საერთო გავუკეთეთ გუშინ და ყველაფერი ნორმაში აქვს. რამ შეიძლება გამოიწვიოს ასეთი ძლიერი სისუსტე?

Posted by: nia4u 22 Feb 2018, 20:35
სასწრაფოდ მჭირდება ონნკოუროლოგი sad.gif
ვინმე მირჩიეთ, თუ იცით...
თბილისში...

Posted by: nino/irakli 24 Feb 2018, 10:41
გამარჯობათ ალბათ გახსოვართ ჰოჯკინი მქონდა 1 წელზე მეტია რემისია მაქვს დავდივარ კონტროლზე . ჩემი თემა ეს მაინც და აქ ვიკითხავ. ნევროლოგი მინდა კარგი ჩემთვის თაბრუსხვევები ვერ მოვირჩინე ბევრგან ვიყავი მაგრამ მკითხაობენ. მირჩიეთ ვინმე რა
* * *
გამარჯობათ ალბათ გახსოვართ ჰოჯკინი მქონდა 1 წელზე მეტია რემისია მაქვს დავდივარ კონტროლზე . ჩემი თემა ეს მაინც და აქ ვიკითხავ. ნევროლოგი მინდა კარგი ჩემთვის თაბრუსხვევები ვერ მოვირჩინე ბევრგან ვიყავი მაგრამ მკითხაობენ. მირჩიეთ ვინმე რა

Posted by: No_LiMiT^ 25 Feb 2018, 02:25
nia4u

იქნებ დაწეროთ რა პრობლემა გაქვთ

Posted by: nia4u 25 Feb 2018, 11:55
No_LiMiT^
ექიმი ხართ?
დიაგნოზის გადამოწმება გვინდა, ონკოუროლოგი გვჭირდება...

Posted by: No_LiMiT^ 26 Feb 2018, 02:04
ექიმი ვარ და დაწერეთ იქნებ დაგეხმაროთ, რა დიაგნოზის გადამოწმება გინდათ

Posted by: gelashvilinana 26 Feb 2018, 23:02
ჰეპატოლოგი მირჩიეთ სანდო და პროფესიონალი.

Posted by: nia4u 27 Feb 2018, 14:09
No_LiMiT^

მადლობა...
77 წლის მამაკაცს შარდის ბუშტის სიმსივნე უთხრეს და აბა, როგორ უნდა დამეხმაროთ sad.gif
სხვა ექიმთან გვინდა დიაგნოზის გადამოწმება,
კიდევ ერთხელ გამოკვლევა, რომ გადავწყვიტოთ ოპერაცია გაიკეთოს თუ რა ქნას...

Posted by: გვანც1884 27 Feb 2018, 22:16
გამარჯობათ, იქნებ დამეხმაროთ, გავიკეთე ლაპარასკოპია, ამომაჭრეს მარჯვენა საჯვერცხე და მარცხენა საკვერცხიდან კისტები, დათესვის შემდეგ, იმუნოჰისტოქიმიაზე აღმოჩდა გარდამავალი მუცინური სიმსივნე. მინდა გადავაგზავნო გერმანიაში და ხომ ვერ მეტყვით შტუტგარტის ლაბორატორია რომ არის აქ, რამდენად სანდოა?

Posted by: No_LiMiT^ 27 Feb 2018, 22:53
nia4u
უთხრეს რას ნიშნავს რაიმე დიაგნოსტიკური კვლევები ჩაატარეს? მაგალითად, ცისტოსკოპია ბიოფსიით?

რომელ კლინიკაში იყავით და ვისთან? რა ოპერაცია შემოგთავაზეს

Posted by: Natuka NGN 27 Feb 2018, 23:29
nia4u
ვინ არის თქვენი ექიმი? მომწერეტ პირადში,

Posted by: nia4u 28 Feb 2018, 01:07
No_LiMiT^
შარშან გაიკეთა პროსტატის ოპერაცია,
ახლა სისხლი გამოაყოლა შარდს,
მივიდა ისევ თავის ექიმთან
გაუკეთეს ცისტოსკოპია,
საჭიროა გადაუდებლად შარდის ბუშტის ამოღებაო,
მრტ გაიკეთა დღეს სხვაგან, გარშემო ორგანოებზე გავრცელებული არ არის, მხოლოდ ბუშტშია წანაზარდები,
ბიოფსიის პასუხი იქნება ამ დრეებში, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ეს პასუხი, შარდის ბუშტი მაინც ამოსაღებიაო,
ხვალ თირკმელების რაღაც კვლევა უნდა ჩაიტაროს,სახელი აღარ მახსოვს...
აი ასეა საქმე...

Posted by: გვანც1884 28 Feb 2018, 07:52
მირჩიეთ რაა, შტუტგარტის ლაბორატორია ჯობია თუ ლიმბახის, ხვალ უნდა წავიღო მასალა და არ ვიცი რომელი უფრო სანდოა?

Posted by: No_LiMiT^ 28 Feb 2018, 21:25
QUOTE (nia4u @ 28 Feb 2018, 01:07 )
No_LiMiT^
შარშან გაიკეთა პროსტატის ოპერაცია,
ახლა სისხლი გამოაყოლა შარდს,
მივიდა ისევ თავის ექიმთან
გაუკეთეს ცისტოსკოპია,
საჭიროა გადაუდებლად შარდის ბუშტის ამოღებაო,
მრტ გაიკეთა დღეს სხვაგან, გარშემო ორგანოებზე გავრცელებული არ არის, მხოლოდ ბუშტშია წანაზარდები,
ბიოფსიის პასუხი იქნება ამ დრეებში, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ეს პასუხი, შარდის ბუშტი მაინც ამოსაღებიაო,
ხვალ თირკმელების რაღაც კვლევა უნდა ჩაიტაროს,სახელი აღარ მახსოვს...
აი ასეა საქმე...

ბიოფსიის პასუხს დაელოდეთ. შარდის ბუშტის ამოღების ანუ ცისტექტომიის ჩვენება სიმსივნის დროს არის თუ სიმსივნე ჩაზრდილია შარდის ბუშტის კუნთოვან შრეში ან კიდე თუ შარდის ბუშტის ტოტალური დაზიანებაა სიმსივნით ანუ ეს პატარა წანაზარდები ბევრია ან შარდსაწვეტის გადმოსვლის ადგილასაა შარდის ბუშტში(შარდის პასაჟს ხელს უშლის და ზემოთ თირკმლების და შარდსაწვეთის ჰიდრონეფროზით რთულდება ) მაგრამ თუ ექიმმა ცისტოსკოპიის ფონზე თქვა რომ ამოსაღებიაო სავარაუდოთ ტოტალური დაზიანებაა და ჰემატურიის (სისხლიანი შარდის) შეჩერება ვერ მოხერხდება.

პს პროსტატაზე რა ოპერაცია გაიკეთა?

Posted by: Master_Nick 28 Feb 2018, 21:29
QUOTE (გვანც1884 @ 28 Feb 2018, 07:52 )
მირჩიეთ რაა, შტუტგარტის ლაბორატორია ჯობია თუ ლიმბახის, ხვალ უნდა წავიღო მასალა და არ ვიცი რომელი უფრო სანდოა?

ლიმბახს გირჩევდით, მასალა საქართველოში ვისთან გამოიკვლიეთ?

Posted by: nia4u 1 Mar 2018, 00:04
No_LiMiT^
QUOTE
ანუ ეს პატარა წანაზარდები ბევრია ან შარდსაწვეტის გადმოსვლის ადგილასაა

შარდსაწვეთის გამოსასვლელში იყო ერთი წანაზარდი, პოლიპიაო, თავიდან ასე თქვეს და ცისტოსკოპიის დროს ამოკვეთეს,
და შემდეგ გვითხრეს მთელი შარდის ბუშტი ამოფენილიაო პატარ-პატარა წანაზარდებით.
ბიოფსიის პასუხი როგორიც არ უნდა იყოს, მაინც ამოსაღებია შარდის ბუშტიო.
და არც აპირებენ პასუხზე დალოდებას, თუ მანამდე დაფინანსებამ მოუსწრო...

პროსტატა მგონი ამოკვეთეს მთლიანად, მაშინ ბიოფსიის პასუხი კარგი იყო.

მოკლედ, გარდაუვალია, როგორც ვხვდები ეს ოპერაცია,
ახლა საკითხავია თირკმელები თუ გაუძლებს
და სხვა ორგანოებზე ხომ არ არის გადასული... sad.gif

თქვენ მადლობა ყურადღებისთვის... smile.gif

Posted by: No_LiMiT^ 1 Mar 2018, 00:35
nia4u

იმიტო ხდება ამოღება რომ მრავლობითია და ტოტალური დაზიანებაა ეს სავარაუდოთ ზედაპირული სიმსივნეებია და 1 სტადიაა, უბრალოდ მისი ყველაზე დიდი გართულება ჰემატურიაა და სწორედ ამ მიზეზის გამო კეთდება ცისტექტომია. ასეთი სიმსივნეების გავრცელება ნაკლებად ხდება, ოპერაციის დროს ხდება რეგიონალური ლიმფური კვანძების ამოღებაც. უბრალოდ პაციენტის ასაკიდან გამომდინარე ალბათ მოხდება შარდსაწვეთების კანზე გამოტანა, რომელსაც შემდეგ კარგი მოვლა ჭირდება. და კიდე ეს მრავლობითი წარმონაქმნები შესაძლებელია 1-2 წლის წინ და უფრო ადრე ყოფილიყო, შესაბამისად 1 წლის წინ გაკეთებული ოპერაციის დროსაც იქნებოდა და ელემენტარული ექოსკოპიითაც გამოჩნდებოდა, ან კიდე პაციენტს ადრეც ექნებოდა ჰემატურია

Posted by: nia4u 1 Mar 2018, 14:44
No_LiMiT^
QUOTE
ალბათ მოხდება შარდსაწვეთების კანზე გამოტანა,

კი, ესეც გვითრეს, წვრილნაწლავს მიუერთდებაო და შემდეგ გარეთ გამოვაო, მგონი ასე ტქვეს...
ჰემატურია არ ვიცი ადრე ქონდა თუ არა, მაგრამ ადრე რაც ქონდა, ყველაფერი პროსტატას დაბრალდა.
QUOTE
და კიდე ეს მრავლობითი წარმონაქმნები შესაძლებელია 1-2 წლის წინ და უფრო ადრე ყოფილიყო, შესაბამისად 1 წლის წინ გაკეთებული ოპერაციის დროსაც იქნებოდა და ელემენტარული ექოსკოპიითაც გამოჩნდებოდ

ანუ ექიმმა ვერ ან არ აღმოაჩინა?
ეგ კითხვა მეც გამიჩნდა, ერთ დღეში ხომ არ გაჩნდებოდა, არადა, ბოლო წლებია, სულ კონტროლზეა კაცი... sad.gif

ანუ ნაკლებად სავარაუდოა, რომ სხვა ორგანოებზე იყოს გადასული?
ანუ ამ ოპერაციის გაკეთებასაც აქვს აზრი - ტყუილად არ იწვალებს...

Posted by: გვანც1884 2 Mar 2018, 11:41
QUOTE (Master_Nick @ 28 Feb 2018, 21:29 )
QUOTE (გვანც1884 @ 28 Feb 2018, 07:52 )
მირჩიეთ რაა, შტუტგარტის ლაბორატორია ჯობია თუ ლიმბახის, ხვალ უნდა წავიღო მასალა და არ ვიცი რომელი უფრო სანდოა?

ლიმბახს გირჩევდით, მასალა საქართველოში ვისთან გამოიკვლიეთ?

მორფოლიგია ლეილა ყაჯრიშვილმა გააკეთა, გრინმედიში ხოლო იმუნოჰისტოქიმია პათჯეოში გაკეთდა

Posted by: Natuka NGN 8 Mar 2018, 20:20
გვანც1884
ალექსი ბაიდოშვილი ნახეთ ევექსში. ამჟამად საქართველოშია და შეგიძლიათ უშუალოდ მასთან კონსულტაციის გავლა.
https://www.facebook.com/evexmedicalcorporation/videos/1185156124952053/
აქ არის მეორე ექიმი ამ ვიდეოში ვიზეც ვსაუბრობ.

Posted by: Funet 13 Mar 2018, 19:38
გამარჯობათ, იქნებ ვინმე კომპეტნტურმა მიპასუხოთ, ქიმიის გადასხმების შემდგომ პაციენტს აღენიშნება მახსოვრობის და საუბრის პრობლემა. მაინტერესებს არის თუ არა ქიმიის თანმდევი ეს სიმპტომი თუ პრობლემა თავში ვეძებოთ?

Posted by: gajgaja 23 Mar 2018, 05:47
გამარჯობა. საშვილოსნოს პოლიპზე ვის მივმართო? თუ შეგიძლიათ კარგი ექიმი მირჩიეთ

Posted by: lisbeth 27 Mar 2018, 15:30
QUOTE (Funet @ 13 Mar 2018, 19:38 )
გამარჯობათ, იქნებ ვინმე კომპეტნტურმა მიპასუხოთ, ქიმიის გადასხმების შემდგომ პაციენტს აღენიშნება მახსოვრობის და საუბრის პრობლემა. მაინტერესებს არის თუ არა ქიმიის თანმდევი ეს სიმპტომი თუ პრობლემა თავში ვეძებოთ?

მახსოვრობის კი მაგრამ მეტყველების არ მქონია
Chemo brain ქვია როგორც ვიცი მაგ მოვლენას
სტატიას გადახედეთ https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/chemo-brain/symptoms-causes/syc-20351060

Posted by: GoGoNNa 31 Mar 2018, 21:38
გამარჯობა.. ასეთი რამე თუ გაგიგიათ და თუ არის შესაძლებელი, ადამიანს ქონდეს მეოთხე სტადიის სიმსივნე სწრაფად მზარდი, ოღონდ მეტასტაზები არა?!

Posted by: nino/irakli 1 Apr 2018, 11:32
QUOTE (GoGoNNa @ 31 Mar 2018, 21:38 )
გამარჯობა.. ასეთი რამე თუ გაგიგიათ და თუ არის შესაძლებელი, ადამიანს ქონდეს მეოთხე სტადიის სიმსივნე სწრაფად მზარდი, ოღონდ მეტასტაზები არა?!

მე დამიწერეს მე 4 სტ 6 კურსი ქიმიის შენდეგ სხივებს ვიწყებდი ახლიდან ჩავიტარე გამოკვლევა და სხივების ექიმმა მე 2 დაწერა

Posted by: GoGoNNa 1 Apr 2018, 12:07
nino/irakli

არც ქიმია ჩაუტარებია არაფერი.. პირდაპირ უთხეს მეოთხე სტადია ოღონდ მეტასტაზები არა..

Posted by: lola_keta 2 Apr 2018, 12:19
nino/irakli
რაზე გქონდა??? 6 ქიმიო გადაბმულად გაიკეთე და გამოკვლევა არ ჩAგიტარებია? ეხლა როგორ აგრძელებ მკურნალობას??

Posted by: nino/irakli 2 Apr 2018, 12:30
QUOTE (lola_keta @ 2 Apr 2018, 12:19 )
nino/irakli
რაზე გქონდა??? 6 ქიმიო გადაბმულად გაიკეთე და გამოკვლევა არ ჩAგიტარებია? ეხლა როგორ აგრძელებ მკურნალობას??

ჰოჯკინის ლიმფომა შუასაყარზე პლევრის დაზიანებით. 6 კურსი 12 გადასხმა 1 კურსი 2 გადასხმა 3 კვირიანი ინტერვალით . ეხლა ამჟამათ დავდივარ მხოლოდ კონტროლზე.

Posted by: lola_keta 2 Apr 2018, 14:16
nino/irakli
ვისთან მკურნალობდი?? არ გქონია ძლიერი ქიმიოები როგორც მივხვდი. ქიმიოებზე რა წამლებს ისხამდი ეგაც ხომ არ გახსოვს??




Posted by: nino/irakli 2 Apr 2018, 15:16
QUOTE (lola_keta @ 2 Apr 2018, 14:16 )
nino/irakli
ვისთან მკურნალობდი?? არ გქონია ძლიერი ქიმიოები როგორც მივხვდი. ქიმიოებზე რა წამლებს ისხამდი ეგაც ხომ არ გახსოვს??

ონკოლოგიურში დავდივარ მონო ქიმია იყო არ იყო ძლიერი ძალიან ბევრი მავს გაკეთებული თითქის 5 წელი მუდმივ კონტროლში ვიყავი და გადასხმებში პლიუს სხივებიც მაქვს გაკეთებული

Posted by: lola_keta 3 Apr 2018, 11:24
nino/irakli
წარმატებები და მადლობა პასუხისთვის smile.gif

Posted by: button nose 11 Apr 2018, 13:38
ერთი კითხვა მაქვს მეგობრებო: PSA 27, 70 წლის კაცისთვის მაღალია ვიცი, მაგრამ რამდენია ალბათობა ცუდი დიაგნოზის და რა გამოკვლევებია საჭირო ? მადლოBტ

Posted by: guriaaa 12 Apr 2018, 12:11

მეგობრებო

ჰისტოპათოლოგიაზე ამოვიდა და შემდეგ იმუჰისტოქიმიაზეც დადასტურდა ავთვისებიანი მუცინური ცისტადენომა..sad.gif
გაკეთდა პათჯეოში

ორი კითხვა მაქვს ვისაც გაქვთ გამოცდილება და ცოდნა

1. აქვს აზრი საქართველოში გადამოწმებას, მაგალითად რკინიგზაში მარიამიძესთან?
2. უცხოეთში გადამოწმებაზე, ლიმბახზე უკეთესი ვარიანტი არსებობს? ლიმბახით უკმაყოფილო პაციენტბსაც გადავაწყდი ამ მძიმე დღეებში და მაგიტო ვკითხულობ

მადლობა წინასწარ

Posted by: lola_keta 13 Apr 2018, 10:19
guriaaa
გამარჯობა,
ჩვენ როცა გვჭირდებოდა და ვიკვლევდით ვისთან მიგვეტანა მარიამიძე გვირჩიეს და გვითხრეს რომ მაგის ნაირი მეორე არ არისო, შემდგომ როცა ონგოკოლგებთან მისი პასუხით მივდიოდით მარიამიძის კვლევა გქონიათ და გადამოწმება რაღათ გინდოდათო.
ლიმბახითაც გადავაგზავნეთ და გლობალმედით. ყველასგან ერთი და იგივე პასუხი იყო.

Posted by: guriaaa 13 Apr 2018, 21:56
lola_keta

დიდი მადლობა!........................

Posted by: nino566 18 Apr 2018, 11:57
გამარჯობა, მაინტერესებს შუასაყარის ლიმფომის დროს როცა სხვადასხვა ქიმიების გაკეთების დროსაც მაინც იზრდება სიმსივნე ზომაში, რა შეიძლება კიდევ გაკეთდეს? ძალიან გაუგებარ სიტუაციაში ვარ, იქნებ მირჩიოთ რამე

Posted by: Solveig 19 Apr 2018, 00:41
nino566
QUOTE
რა შეიძლება კიდევ გაკეთდეს?

ღერო-უჯრედის ტრანსპლანტაცია..
ჯერ აუტოლოგიურის (ანუ, საკუთარი უჯრედის). თუ არ იმოქმედებს, მერე-დონორის..

აი, J&J-ც მაგას წერდა ერთ-ერთ წინა გვერდზე
https://forum.ge/?f=43&showtopic=34870516&st=300

სამწუხაროდ, საქართველოში არ კეთდება sad.gif თურქეთში, გერმანიაში, ისრაელში ან რომელიმე ასეთ ქვეყანაში თუ სცდით..
აუტოლოგიური არაა ისეთი პრობლემა, რადგან თვითონ პაციენტის საკუთარ უჯრედებს იყენებენ (ავტომატური სორტერი ასუფთავებს სისხლიდან ღერო-უჯრედებს, რომელსაც ინახავენ და ძლიერი ქიმიის შემდგომ უსხამენ პაციენტს უკან)..

ალოგენური გაცილებით უფრო რთულია, არამხოლოდ იმიტომ, რომ უცხო ადამიანის უჯრედებზე ორგანიზმს რეაქცია უვითარდება (ტრანსპლანტატი პატრონის წინააღმდეგ).. არამედ, იმიტომაც, რომ დონორის მოძიებასაც დრო სჭირდება ხანდახან (როცა ოჯახის წევრებს დაიწუნებენ დონორებად).
ალოგენურის სიკეთე ისაა, რომ რაკი პაციენტის ორგანიზმი დონორის უჯრედისათვის უცხოა, პაციენტის სიმსივნურ უჯრედებსაც წარმატებით ებრძვის ეს დონორის უჯრედი.. ანუ, ერთი და იგივე რაღაც ცუდიცაა ერთდროულად და კარგიც..
არის კიდევ უახლესი მეთოდი, ქიმერული ანტიგენ-რეცეპტორების მქონე ტ ლიმფოციტური თერაპია (ე.წ. კარტ). ჯერ-ჯერობით მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია და ისიც, ძირითადად, კლინიკური გამოცდების დონეზე, თავად მეთოდი ისრაელში აღმოაჩინეს პირველად, ახლა აშშ-ში მუშაობენ ყველაზე აქტიურად და გერმანიაშიც არის პერიოდულად კლინიკური კვლევები.. ერთ-ერთი პროტოკოლი FDA მაც დაამტკიცა უკვე მსხვილუჯრედოვანი დიფუზური B ლიმფომის საწინააღმდეგოდ, მაგრამ, მსმენია, რომ სასწაული ფასი ღირსო. ინგლისურს თუ ფლობთ. CART დაძებნეთ..

Posted by: nino566 19 Apr 2018, 08:49
Solveig მადლობა გამოხმაურებისთვის. თავისივე უჯრედებით ტრანსპლანტაცია აქაც გეგმავდნენ ინგოროყვაში ,მაგრამ რემისიაში ვერ შეიყვანეს,იზრდებოდა პირიქით სიმსივნე.გვითხრეს აქ მეტი არაფერი შეეძლოთ.თებერვლიდან საფრანგეთში გავუშვით,იქაც ქიმიები უშედეგოდ და უარი გადანერგვაზეც.იზრდება ისევ სიმსივნე,გულს და ფილტვს პრობლემები აქვს.დაბრუნდი საქართველოშიო შეთავაზეს.car t თერაპიაზე რაც წავიკითხე საფრანგეთში შეაჩერეს კვლევა და ამერიკაში კი 350 000 ღირს...

Posted by: Solveig 19 Apr 2018, 15:26
nino566

ყველაფერი გცოდნიათ თავად და არ ვიცი, რა გირჩიოთ sad.gif CART-ს რაც შეეხება, თუ საფრანგეთში ხართ, იქნებ მანდვე იკითხოთ (ექიმები და დიდი კლინიკები, როგორც წესი, თანამშრომლობენ ერთმანეთთან), თუ არის შანსი, რომ აშშ-ში რომელიმე კლინიკურ კვლევაში ჩასვან და მერე თავად დაუკავშირდეთ იმ კლინიკას. კლინიკური კვლევა თუ იქნება, თქვენ არ მოგიწევთ მკურნალობის ფასის გადახდა..

Posted by: ekaterine777 19 May 2018, 01:09
გამარჯობათ, ჩემ გოგოს აღმოაჩნდა პაპილური კარცინომი, საოპერაციოა სასწრაფოოო, ვის მირჩევთ კარგ ქირურგს, ან საერთოდ საშიში ხომ არაა?
* * *
მიპასუხეთ ვინმემ გთხოვთ, მარდალეისვილის კლინიკაში გაგვაგზავნეს
* * *
ან ფასი ხომ არ იცით რა ღირს თირეოიდექტომია
* * *
თურკეთის რომელ კლინიკას მირცჰევთ

Posted by: fixyou1 24 May 2018, 16:20
Solveig
აუტოლოგიური ტრანსპლანტაციის შემდეგ პროგნოზი როგორია, შესაძლებელია სრულიად განიკურნოს პაციენტი?

Posted by: NiniaG 2 Jun 2018, 11:12
user posted image
user posted image
თუ დაგჭირვებიათ ვინმეს ეს წამლები რა ღირს ხომ არ იცით?

Posted by: ratijs100 7 Jun 2018, 13:07
QUOTE (ekaterine777 @ 19 May 2018, 01:09 )
გამარჯობათ, ჩემ გოგოს აღმოაჩნდა პაპილური კარცინომი, საოპერაციოა სასწრაფოოო, ვის მირჩევთ კარგ ქირურგს, ან საერთოდ საშიში ხომ არაა?
* * *
მიპასუხეთ ვინმემ გთხოვთ, მარდალეისვილის კლინიკაში გაგვაგზავნეს
* * *
ან ფასი ხომ არ იცით რა ღირს თირეოიდექტომია
* * *
თურკეთის რომელ კლინიკას მირცჰევთ

მარდალეიშვილის კლინიკაში ყველა ქირურგი მაგარია, მე პირადად ლევან კალმახელიძესთან გავიკეთე ორი ოპერაცია, მაგრამ ყველა ქირურგი ძალიან მაგარია. დიაგნოზი საშიში ნამდვილად არ არის მითუმეტეს ახალგაზრდა ასაკში და 95% განკურნებადია. თურქეთს რაც შეეხება ეს ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოთ. ჩემი პირადი აზრია, რომ ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული კარცინომა არ არის ისეთი დიაგნოზი, რომლის სამკურნალოდაც თურქეთში ღირს წასვლა. მე პირადად თბილისში მერჩივნა ოპერაციის გაკეთებაც და რადიაქტიური იოდის თერაპიაც და შემდეგ მუდმივი კონტროლიც. ექიმებთანაც პირდაპირ მივდივარ და არც შუამავალთან მიწევს ურთიერთობა. თურქეთშიც რა თქმა უნდა კარგად აკეთებენ ყველაფერს, მაგრამ კონტროლი პაციენტმა მაინც თბილისში უნდა აკეთოს და ამიტომ ისევ მირჩევნია ერთი და იგივე ადამიანთან მქონდეს ურთიერთობა ოპერაციის და კონტროლის მიზნით. ისე, თბილისში წლის განმავლობაში რამდენჯერმე ჩამოდის გერმანელი ქირურგი ჰენინგ დრალე და თურქი ქირურგი მეთე დურანი და კონსულტაციაზე შეგიძლიათ second opinion-ისთვის მიხვიდეთ.

ფასებს რაც შეეხება, მარდალეიშვილის კლინიკაში თიროიდექტომია და კისრის მარჯვენა მხრივი ლიმფოდისექცია დამიჯდა დაახლოებით 6500 ლარი, თურქეთში სადღაც 11,000 დოლარი ჯდება იგივე ოპერაცია.


Posted by: teonateona91 8 Jun 2018, 14:47
მოგესალმებით,

ახლობელს დაუდგინეს წელის პირველი მალის ავთვისებიანი ძვლოვანი სიმსივნე, დღეს გამოვიტანეთ პასუხი იმუნოჰისტოქიმიური კვლევის, სადაც დასკვნაში წერია პლაზმურუჯრედოვანი მიელომა ICD-o-code 9732/2. იქნებ ვინმემ იცოდეთ რამე ამ დიაგნოზის შესახებ. მადლობა

Posted by: qetiqeti76 8 Jun 2018, 21:39
გამარჯობა.თუ არ შეწუხდებით,მითხარით რა რას ნიშნავს ეს პასუზი.აზლობელს აღმოაჩნდა და ავთვისებიანიაო ექიმმაuser posted image

Posted by: ckupee 19 Jun 2018, 02:10
გამარჯობათ.ძალიააან ძალიან გთხოვთ იქნებ მირჩიოთ.რამე.დედა მყავს 50 წლის.არაფერი აწუხებდა საერთოდ.უბრალოდ ჩამოისივდა ჯირყვალი.ყელთან წავიყვანეთ ექიმთან სისხლის ანალიზი იყო იდიალური,ვინაიდან.ჯირყვალი იყო დიდი ზომის და ქონდა კვანძები დაგბინიშნეს ანტიბიოტიკები ზომაში.რომ არ შემცირდა გავუკეთეთ.ბიოფსია პასუხი კი.ეგეთი.იყო.დაგიკოპირებთmiRebul masalaSi nanaxa eriTrocitebi, ujreduli detriti, makrofagebi, Warbi raodenobiT jirkvlovani karcinomis ujredTa proliferatebi (MTS Cr.\'
ფილტვები სუფთაა,მუცლის ღრუშიც არაფერია ,არც წონაში კლება აქვს არც უმადობა და არ ყველანის სიმპტომი რაც კიბოს ახასიათებს.იქნებ ამიხსნათ რასთან მაქვს საქმე ან.ვის მივმართო რ აგავაკეთო...ხვალ მამოლოგთან და საშვილოსნოს.გამოკვლევას ვუკეთებ.ძააან მეშინია მართლა ძალიან

Posted by: Natuka NGN 19 Jun 2018, 11:37
ckupee
ფარისებრი გამოკვლეულია? ჯირკვლოვანი კარცინომას სურათიო.

Posted by: ckupee 19 Jun 2018, 11:58
არავის უთქვამს ფარისებრის გამოკვლევა.იქნებ ამიხსმათ რა ვქნაა

Posted by: Dixtosa 19 Jun 2018, 13:35
ერბიტუქსი სად შეიძლება ვიშოვო ყველაზე იაფად? 10kს ურტყავს სულ ცოტა იაფიც რო იყოს იცხოეთში მირჩევნია ჩამოვიტანო როგორმე.

Posted by: Natuka NGN 19 Jun 2018, 15:48
ckupee
ექოსკოპია გადაიღეთ, ხომ არ არის კვანძი. ახლა პროგრამა მიდის ყველა დიდი წამყვან კლინიკაში, უფასოდ კეთდება ეს კვლევები.

Posted by: ckupee 21 Jun 2018, 17:44
ფარესბრიც გამოირიცხა.არვიცი რა ვიფიქრო ეხლა კუჭნაწლავი გამოვიკვლიოთო არადა არა აწუხებს..

Posted by: ITALIANEC 29 Jun 2018, 20:58
გამარჯობა, ჩემ ძმას დაუდგინდა მეოთხე სტადია (ნაწლავი ამოაჭრეს) იქამდე ეს ტომოგრაფიები და მთელი ამბები გაიკეთა ანალიზები რავიცი, ვერაფერში ვერ დაინახეს მეტასტაზები, არსად არ ჩანს. ამერიკაშია, როცა ამოაჭრეს მსხვილი ნაწლავი მაგ დროს უთხრეს რომ მუცლის ღრუ არ მომეწონაო, მაგ დროს ექიმმა ნახა რომ ლიმფური კვანძები ჰქონდა სწორ ნაწლავზე, გაუშვეს ბიოფსიაზე და უთხრეს მეოთხე სტადიააო, ესეთი რამე შესაძლებელია ? მეოთხე სტადიაზე არანაირი ტკივილი არ აქვს არც გამხდარია არაფერი არ სჭირს ჩვეულებრივად არის როგორც ყველა ადამიანი, მეოთხე სტადიაზე ტკივილები იცის? და თუ არის შესაძლებელი რომ კომპიუტერშიც არ გამოჩენილიყო? ვენაში რაღაც შეუშვეს რომ გამოჩენილიყო, რაღაც ტრუბაშიც გაატარეს, არსად არ ჩანს ეს მეტასტაზები, გთხოვთ გამეცით პასუხი თუ შეგიძლიათ

Posted by: ლევანიკა70 30 Jun 2018, 16:32
მაქვს მე-4 სტადიის სიმსივნე, ვმკურნალობდი პრეპარატით- ,,ზიტიგა", გადავდივარ სხვა მედიკამენტზე და მაქვს ,,ფარმადეპოში" ნაყიდი გაუხსნელი ფლაკონი, რომელსაც ვადა აქვს 2019 წლამდე (120 აბი). თუ ვინმეს გჭირდებათ, გთხოვთ, დამიკავშირდეთ ნომერზე: 597934733 ლევანი. (შეძლებისდაგვარად შეღავათს გაგიწევთ).

Posted by: gig@@@ 3 Jul 2018, 14:06
QUOTE (ITALIANEC @ 29 Jun 2018, 20:58 )
გამარჯობა, ჩემ ძმას დაუდგინდა მეოთხე სტადია (ნაწლავი ამოაჭრეს) იქამდე ეს ტომოგრაფიები და მთელი ამბები გაიკეთა ანალიზები რავიცი, ვერაფერში ვერ დაინახეს მეტასტაზები, არსად არ ჩანს. ამერიკაშია, როცა ამოაჭრეს მსხვილი ნაწლავი მაგ დროს უთხრეს რომ მუცლის ღრუ არ მომეწონაო, მაგ დროს ექიმმა ნახა რომ ლიმფური კვანძები ჰქონდა სწორ ნაწლავზე, გაუშვეს ბიოფსიაზე და უთხრეს მეოთხე სტადიააო, ესეთი რამე შესაძლებელია ? მეოთხე სტადიაზე არანაირი ტკივილი არ აქვს არც გამხდარია არაფერი არ სჭირს ჩვეულებრივად არის როგორც ყველა ადამიანი, მეოთხე სტადიაზე ტკივილები იცის? და თუ არის შესაძლებელი რომ კომპიუტერშიც არ გამოჩენილიყო? ვენაში რაღაც შეუშვეს რომ გამოჩენილიყო, რაღაც ტრუბაშიც გაატარეს, არსად არ ჩანს ეს მეტასტაზები, გთხოვთ გამეცით პასუხი თუ შეგიძლიათ


ITALIANEC

თქვენს ძმას თუ არაფერი აწუხებდა ექიმს რატომ მიმართა და რატომ გაიკეთა ტომოგრაფია ?

კოლონოსკოპია არ გაუკეთეს ?

ITALIANEC

მე ადრე გუგლში წავიკითხე რომ სწორი ნაწლავის და მსხვილი ნაწლავის სიმსივნე ძალიან ნელა იზრდება, წლობით ფარულად მიმდინარეობს დავადება მერე კი განავალში ირევა სისხლი ჩირქი ლორწო და ფაღარათი ან ყაზბობა მონაცვლეობით დავადება ძალიან გავს ბუასილს და გაღიზიანებულ ნაწლავის სინდრომს.

სიმსივნე ტომოგრაფიით არ ჩანს ერთადერთი რაც სიმსივნის დანახვა შეიძლება არის კოლონოსკოპიაა, უკანალიდან ნაწლავში შეყავთ სპეციალური მილი და ათვალიერებენ მთელ ნაწლავს საეჭვო წარმონაქმნის შემთხვევაში აკეთებენ ბიოფსიას.

Posted by: ITALIANEC 3 Jul 2018, 16:26
gig@@@
გაიკეთა კოლონოსკოპია, პოლიპები ჰქონდა, ეხლა კიდე უნდა გაიკეთოს რაღაც (45 წუთი უნდა იწვეს) სისხლში რაღაცა შეჰყავთ და მერე ამოწმებენ და ხედავენ სადაა მეტასტაზები. მეოთხე სტადიააო ბიოფსიაზე რომ გაუშვეს, არაფერი არ აწუხებს ერთი ორჯერ ჭვლებივით ჰქონდა .

Posted by: gig@@@ 4 Jul 2018, 10:28
QUOTE (ITALIANEC @ 3 Jul 2018, 16:26 )
gig@@@
გაიკეთა კოლონოსკოპია, პოლიპები ჰქონდა, ეხლა კიდე უნდა გაიკეთოს რაღაც (45 წუთი უნდა იწვეს) სისხლში რაღაცა შეჰყავთ და მერე ამოწმებენ და ხედავენ სადაა მეტასტაზები. მეოთხე სტადიააო ბიოფსიაზე რომ გაუშვეს, არაფერი არ აწუხებს ერთი ორჯერ ჭვლებივით ჰქონდა .

ITALIANEC

პოლიპები როგორც ვიცი კიბოს წინარე დავადებაა
შეკრულობა არ აწუხებს ? ანუ გაუავლობა ?
სიმსივნე იზრდება ნაწლავში და შიგნიდან ბლოკავს ნაწლავის სავალ გზას და განავალს არ ატარებს ასევე არც გაზებს და იწვევს ტკივილებს და სისხლდენას. წარმოიდგინე რომ წყლის შლანგში გაჭედო ქვა ან ხის ნაჭერი და წყალი მილმა არ გაატაროს ან მცირედით გაატაროს ასეა ამ შემთხვევაშიც. ასევე სიმსივნის დროს განავალი არის ლენტისებრი ან ძალიან წვრილი.
მე 4 სტადიაზე რო არაფერი აწუხებს ეს ძალიან მაკვირვებს
ნამდვილად მეოთხე სტადიაა ? იქნება ცდებიან ?

Posted by: ITALIANEC 4 Jul 2018, 17:38
gig@@@
არაფერი არ აწუხებდა (2ჯერ ჭვალივით ჰქონდა ) არც ეხლა აწუხებს, 2 დღის წინ გაიკეთა ( რადიოაქტიური ) რაღაც შეუშვეს ვენაში და მერე კომპიუტერით რომ გადაუღეს ნახეს რომ 3 მეტასტაზიაო, ყველა ორგანო სუფთააო, ბიოფსიაზე ხო ჰქონდათ გაშვებული და მაგ დროს თქვეს მეოთხე სტადიააო . ამერიკაშია რავიცი მაგარი ექიმი ნახეს ვითომ და უკვე ყველაფერში ეჭვი მეპარება.
(მსხვილი ნაწლავი ამოაჭრესი 1 თვის წინ დაახლოებით )

Posted by: Natuka NGN 4 Jul 2018, 20:54
ITALIANEC
ნაწოავი ამოჭრილი აქვს, პოლიპები ქონდა - ეს არ ნიშნავს არაფერი აწუხებს. აუცილებელი არაა ტკივილები, დროზე ამოუჭრიათ ნაელავი რომ გაუვაობით არ გაწამდა.
მეტასატზი თუა გასული, ე.ი. სტადიაა.
მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, მიჰყვებს ექიმის მკიურნალობას და სრულიად შესაძლებელია ყველაფერი კარგად დასრულდეს.

Posted by: ITALIANEC 5 Jul 2018, 00:12
Natuka NGN
მეოთხე სტადია გავქსო ესე უთხრეს, აქვს 3 ცალი მეტასტაზი მუცელში მაგრამ არცერთი ორგანო არაა დაზიანებული, (სავარაუდოთ ბადექონშია . რომ ამოაჭრან + ქიმია დაუნიშნონ ) შესაძლებელია რომ გამოძვრეს სიტუაციიდან? თუ მეოთხე სტადია იმას ნიშნავს რომ ვსიო მკვდარია კაცი? ამერიკაში კარგ კლინიკაშია . (მაგარ ექიმთან) ნუ ყველა მაგას ამბობს და ეუბნება

Posted by: Lotta 5 Jul 2018, 20:43

გამარჯობა მოკლედ, მამოლოგის თემიდან აქაც დავაკოპირებ ჩემს პოსტს, იქნებ აქ მაინც ქონდეს ვინმეს პასუხი:

მკერდიდან დამეწყო მომწვანო/მოყავისფრო ფერის გამონადენი, მივედი მამოლოგთან, (კურაციოში= ნინო კაპანაძესთან). გამიშვა ექომამოგროფიაზე, სადაც ერთ მხარეს გამოჩნდა მცირე ზომის ცისტა (6Х3), ხოლო მეორეზე ცოტა დიდი ზომის ფიბროადენომა (18,5X8,5).

ბიოფსია არ გამიკეთებია, გავიკეთე მხოლოდ დვრილიდან გამონადენის ციტოლოგია . ნუ დასკვანში ეწერა, რომ შეესებამება მასთოპათიის სურათს.

ეს ყველაფერი მივიტანე თავიდან ექიმთან და დამინიშნა მხოლოდ მცენარეული,ჰომეოპატიური წამალი -მასტოდინონი 3 თვე და მერე ისევ გადამოწმება.

ეს გამონადენი კიდევ არ მცირდება..... მოკლედ, აქ ვინმე ექიმი არის ხოლმე? ანუ რას მირჩევთ დაველოდო კიდე 3 თვე, თუ სხვა ექიმთან გადავამოწმო?

Posted by: ckupee 13 Jul 2018, 01:04
რაღაც მირჩიეთ თორე.მართლა ვნადგურდები ფსიქოლოგიურად და დედაჩემისც ესეsad.gif არასად არ აქვს პირველადი კერა..ანალიზიც სისხლის საუკეთესო აქვს...მხოლოდ ის ჯირყვალი რომლის ამოკვეთაც გადაწყვიტეს დასათესად...ქალს არაფერი აწყხებს მაგრმა ვხდები.ფსიქოლოგიურად ნადგურდება ვხდები ღამით ტირის და საერთოდ არ ძინავს...რა ვქნა მირჩიეთ რაა..ეხლა ფეხიც გაუსივდა ცალი და გაუწითლდა ეგეც ეხლა ამ დაავდების ბრალი გონია..აღარ ვიცი რა ვქნაააsad.gif((

Posted by: Mrs_Zum 13 Jul 2018, 17:36
ckupee
რომელ მხარეს გაუდიდდა ლიმფური კვანძები? გასტროსკოპია ხომ არ გაგიკეთებიათ? ამოკვეთამ და მორფოლოგიამ შეიძლება შეცვალოს დიაგნოზი,მაგრამ თუ ისევ ის დარჩა რასაც ციტოლოგია წერს უნდა ეძებოთ ჯირკვლოვანი ორგანოებში. ხანდახან კუჭის ადენოკარცინომამ იცის მარცხენა ლავიწზედა ლიმფურ კვანძებში მეტასტაზირება. საკვერცხის კიბომაც... გამოკვლეული გაქვთ ესენი?ძუძუ გამოკვლეულია? თუ მეტ კროსი კვლევებს ვერ გაუკეთებთ, ელემენტარული ექოსკოპია გამოავლენს საეჭვო კერებს.

Posted by: ckupee 14 Jul 2018, 01:35
QUOTE (Mrs_Zum @ 13 Jul 2018, 17:36 )
ckupee
რომელ მხარეს გაუდიდდა ლიმფური კვანძები? გასტროსკოპია ხომ არ გაგიკეთებიათ?  ამოკვეთამ და მორფოლოგიამ შეიძლება შეცვალოს დიაგნოზი,მაგრამ თუ ისევ ის დარჩა რასაც ციტოლოგია წერს უნდა ეძებოთ ჯირკვლოვანი ორგანოებში. ხანდახან კუჭის ადენოკარცინომამ იცის მარცხენა ლავიწზედა ლიმფურ კვანძებში მეტასტაზირება. საკვერცხის კიბომაც... გამოკვლეული გაქვთ ესენი?ძუძუ გამოკვლეულია? თუ მეტ კროსი კვლევებს ვერ გაუკეთებთ, ელემენტარული ექოსკოპია გამოავლენს საეჭვო კერებს.

ზუსტად მარცხენა ლავიწზედა ჯირყვალი.ყველანაირი.კვლევა ჩაუტარეთ.კუჭი იდიალურად აქვს ,ნაწლავებიც,ფილტვიც,საშვილოსნო,ღვიძლი,მკერდი სისხლის საერთო ანალიზიც კი იდიალურია..აუ იცით როგორ მეშინია..ძალიან ვეღარ ვხდები.რა გავაკეთო...50 წლის.არის .არაფერი აწუხებს გარდა.იმ.შესიებული ჯირყვლის რომელიც.დისკომფორტს უქმნის...რაღაცნაირად დამაკვალიანედ რაsad.gif(ეს.იყო კალოიანის დასკვნა>>miRebul masalaSi nanaxa eriTrocitebi, ujreduli detriti, makrofagebi, Warbi raodenobiT jirkvlovani karcinomis ujredTa proliferatebi (MTS Cr
შემდეგ დავიწყედ ყველა ჯირკვლოვანი ორგანოების გამოკვკევა..არსად არაფერი..sad.gifმართლა ისიც მაინტერესებს ყველა.იძახის.კალოიანი.არ.ცდებაო და არის.შანსი.რომ შეცდა?! ძაან.ისეთ კითხვებს ვსვამ მაგრამ მეშინიაsad.gif(

Posted by: Mrs_Zum 14 Jul 2018, 07:16
თამრიკო საუკეთესო ციტოლოგია.თვითონ ციტოლოგიური კვლევა არ არის 100%_ით ზუსტი. ლიმფომა გამორიცხა?ნაკლებ სავარაუდოა რომ კალოიანმა ჯირკვლოვანი ადენოკარცინომამ და ლიმფომა ვერ გაარჩიოს, თუმცა ყველაფერი ხდება მედიცინაში,მით უმეტეს ონკოლოგიაში. სხვა რა სიმპტომები აქვს? კვანძის ან მისი ნაწილის ამოკვეთა კარგი იქნებოდა მორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევისთვის. პირველად კერას ვერ დაადგენს,თუმცა დაადასტურებს ან უარყოფს ციტოლოგიის დიაგნოზს. რა იცი იქნებ შეიცვალოს რამე. იქნებ ლიმფომა დადგინდეს. PET/CT არ შემოგვთავაზეს?

Posted by: ckupee 14 Jul 2018, 10:15
QUOTE (Mrs_Zum @ 14 Jul 2018, 07:16 )
თამრიკო საუკეთესო ციტოლოგია.თვითონ ციტოლოგიური კვლევა არ არის 100%_ით ზუსტი. ლიმფომა გამორიცხა?ნაკლებ სავარაუდოა რომ კალოიანმა ჯირკვლოვანი ადენოკარცინომამ და ლიმფომა ვერ გაარჩიოს, თუმცა ყველაფერი ხდება მედიცინაში,მით უმეტეს ონკოლოგიაში. სხვა რა სიმპტომები აქვს? კვანძის ან მისი ნაწილის ამოკვეთა კარგი იქნებოდა მორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევისთვის. პირველად კერას ვერ დაადგენს,თუმცა დაადასტურებს ან უარყოფს ციტოლოგიის დიაგნოზს. რა იცი იქნებ შეიცვალოს რამე. იქნებ ლიმფომა დადგინდეს. PET/CT არ შემოგვთავაზეს?

არანაირი სიმპტომი არ აქვს მხოლოდ აი.ჯირკვალი აქვს გასიებული.არაფერი არ აწუხებს საერთოდ,არც.უმადობა არც გრამი წინის დანაკარგი და საერთოდ არაფერი თუ არ ჩავთვლით ფსიქოლოგიურს სტრესს.უბრალოდ ექიმსაც იმდენად გაუკვირდა კუჭზე და.ნაწლავზე ქონდათ ეჭვი პირველი ეგ გაჰვაკეთებინეს მედ ქლაბში გაგვიშვეს და სრული სისუფთავეა..ანუ არსად არაფერია.sad.gifეხლა ხუთშაბათს ამოჭრიან ჯირკვალს დ აშემდეგ.გადაწყდება ხო ალბათ როგორ მკურნალობას დაუნიშნავენ?მე ესე ამიხსნა.ექიმმა..მაგრამ ბინც კი გაიგო დედას.ამბავი ზოგი რას მეუვნება ზოგი რას..არ მოკიდოთ ხელიო..მოკლედ.ძან დავიბენიsad.gif

Posted by: Natuka NGN 14 Jul 2018, 13:41
ckupee
კი არის შანსი რომ შეცდა. აქ ფორუმზე გვყავს გოგო, ფარისებრის კარცინომაო და ოპერაციის შემდეგ არ იყო კარცინომა.

Posted by: Solveig 14 Jul 2018, 16:16
ckupee
ჯირკვალში ლიმფურ კვანძს გულისხმობ, თუ რას? ერთადერთი შანსია, რომ ამოუღონ კვანძი და უშუალოდ გაკეთდეს მორფოლოგია და იმუნოჰისტოქიმია.

FDG -ით PET/CT-ს გაკეთება არავინ გირჩიათ?

ასევე, სისხლის ანალიზში ლაქტატდეჰიდროგენაზა ნანახია? სიმსივნური პროცესის, განსაკუთრებით კი, ლიმფომის დროს მომატებულია ხოლმე.

Posted by: ckupee 15 Jul 2018, 00:36
QUOTE (Solveig @ 14 Jul 2018, 16:16 )
ckupee
ჯირკვალში ლიმფურ კვანძს გულისხმობ, თუ რას? ერთადერთი შანსია, რომ ამოუღონ კვანძი და უშუალოდ გაკეთდეს მორფოლოგია და იმუნოჰისტოქიმია.

FDG -ით PET/CT-ს გაკეთება არავინ გირჩიათ?

ასევე, სისხლის ანალიზში ლაქტატდეჰიდროგენაზა ნანახია? სიმსივნური პროცესის, განსაკუთრებით კი, ლიმფომის დროს მომატებულია ხოლმე.

დიახ ლიმფურ კვანძს.იმუნოჰისტოქიმია ანუ როგორც ამიხსნეს.ამის.შემდეგ.გადაწყდება როგორ ვუმკურნალოდო.ლაქტატდეჰიდროგენაზა არვიცუ.უბრალოდ სისხლის ანალიზი რომ მივიტანეთ ექიმი გაოცდა იდიალურად აქვსო მაგრამ ისიც დაამატა რომ ჯირკვალი გვიან რეაგირებს სისხლზეო.pet/ct არ გაგვიკეთებია.რადგან ჩვენ.როცა მივედით ობკოლოგთან ფაქტიურად ყველა გამოკვლევა ჩავუტარეთ მხოლოდ კუჭი არ გვქონდა..ეგეც გავაკეთე.აი მართლა არაფერი აწუხებს დედას,მე ერთხელ მქონდა კიდევ შეხება სიმსივნე ქონდა ბაბუს და ისეთი დადნა და ძალაც.კი არ ქონდასაერთოდ ვერ ჭამდა და სულ.ეძინა..( თირკმელის კიბო ქონდა ,ოპერაცია გაუკეთეს და თრომბმა.დაარტყაsad.gif ერთი თვე რეანიმაცაიში გვყავდა)
აი დედას შემთხვევაში მართლა არ ვიცი..არის შანსი.რომ.საერთოდ.სიმსივნე არ.იყოს?ან უბრალიდ დაწყებითი სტადია.იყოს?მაგრამ თუ არის ვერ ვხდები რისი სიმსივნეაsad.gif

Posted by: ITALIANEC 21 Jul 2018, 11:17
გაგიგიათ ვინმეს ? მეოთხე სტადია ჰქონდეს ადამიანს (ყველა ორგანო სუფთა იყოს) და გარადჩენილიყო? თუნდაც მეოთხე სტადიის დროს გადარჩენილი ადამიანი

Posted by: gig@@@ 23 Jul 2018, 20:18
QUOTE (ITALIANEC @ 21 Jul 2018, 11:17 )
გაგიგიათ ვინმეს ?  მეოთხე სტადია ჰქონდეს ადამიანს (ყველა ორგანო სუფთა იყოს) და გარადჩენილიყო?   თუნდაც მეოთხე სტადიის დროს გადარჩენილი ადამიანი

თქვენს ძმაზე ძალიან უცნაურ რამეს წერთ ან თქვენი ძმა მოატყუეს ან ექიმები დიაგნოზში შეცდნენ ან რაღაც სხვა ამბავია.
მეოთხე სტადიის სიმსივნის დროს ( ყველანაირი ტიპის სიმსივნის ) ადამიანი ცუდათ გრძნობს თავს.
სავარაუდოთ სიმსივნე არაა ან არის სიმსივნე მაგრამ მეოთხე სტადია არაა და ან მეორე სტადიაა ან მესამე.
მე როგორც ვიცი ნებისმიერი სიმსივნის დროს მეოთხე სტადიაში იწყება გართულებები და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები წონის სწრაფი კლება დაღლილობა სისუსტე ზოგჯერ გულისრევა ღებინება ასევე ძლიერი ტკივილი. მეტასტაზები მთელ სხეულშია მოდებული და წამლავს ორგანიზმს ასევე ავადმყოფს აქვს დაბალი სიცხე 37.0 დან 37.5 მდე ან უფრო მეტი.

Posted by: ITALIANEC 23 Jul 2018, 22:26
gig@@@
ამერიკაშია, ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ კლინიკაში ( ექიმიც მაგარი ჰყავს ძალიან ) დასკვნაში წერია რომ მეოთხე სტადიაა, ქართველ ექიმებს გადავუგზავნეთ და ეს საბუთები და წერია რომ მართლაც მეოთხე სტადიაა ქართველმა ექიმებმაც დაადასტურეს, ხოდა მაგას ვამბობ მეც არანაირი ტკივილი , არც წონის კლება ( იმას თუ არ ჩავთვლით რომ მსხვილი ნაწლავი როცა ამოაჭრეს მაგ დროს დაიკლო წონაში , საერთოდ შეუცვალეს კვება და მაგიტომ, ) მაგრამ 2 კვირაში ისევ მომატება დაიწყო წონაში. ეხლაც მშვენივრად გრძნობს თავს არანაირი ტკივილი საერთოდ ჩვეულებრივად არის რა , ხვალ იწყებს ქიმიას, . რავიცი ღმერთმა ქნას მალე გამოჯანმრთელდეს. ვინმე კომპეტენტური მინდა ამ სფეროში რომ ამიხსნას ესეთი რამე შესაძლებელია?

Posted by: Solveig 24 Jul 2018, 02:26
ITALIANEC
თუ მხოლოდ ლიმფურ კვანძებში ან ბადექონში იყო მეტასტაზები და ღვიძლი, ფილტვი ან ძვლები არ დაუზიანებია სიმსივნეს, მაგითიც აიხსნება, რომ რაღაც განსაკუთრებული სიმპტომები არ აქვს-ზოგადად, სიმპტომები იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რა ორგანო ზიანდება სიმსივნით.

დიაგნოზი თავისთავად მძიმეა, მაგრამ, არც უიმედო ჩანს, მით უფრო, თუ უკვე იწყებს ქიმიას. წარმატებები მკურნა.ლობაში!

Posted by: ITALIANEC 24 Jul 2018, 03:22
Solveig
გაიხარეთ ! არაფერი არ აქვს დაზიანებული, ხვალ იწყებს ქიმიას უკვე ჩაუყენეს მკერდის მარჯვენა მხარეს რაღაც ბურთი + მილი, მაქედან გადაუსხავენ ქიმიას,
გამარკვიეთ თუ შეიძლება ,
1.რა შემთხვევაში გადარჩება ჩემი ძმა
2.რამდენია გამოჯანმრთელების შანსი ? ამ მდგომარეობით

Posted by: eno0792 24 Jul 2018, 13:32
მოგესალმებით

დაახლოებით 3 კვირის უკან დედაჩემი პროფილაქტიკის მიზნით იყო ეხოზე და ღვიძლზე გამოჩნდა 3 წარმონაქმნი. უამრავი ანალიზი გაიკეთა კატე, მრტ და გვითხრეს, რომ არის სიმსივნე , არ არის საგანგაშო და შესაძლებელია ოპერაცია. ამოკვეთეს ღვიძლის ნაწილი.
ანალიზები აქვს საკმაოდ კარგი და ზოგადად არაფერი არ აწუხებს ,არც ფიზიკურად ეტყობა რაიმე.

გუშინ გაუკეთდა ოპერაცია და ოპერაციის შემდეგ ქირურგმა სამწუხაროდ მდგომარეობა უიმედოა.

ნუთუ შეიძლება ესე ,რომ ოპერაციამდე ეს საგანგაშო არ იყო და ოპერაციის შემდეგ ექიმმა გვითხრას ესეთი დასკვნა.



Posted by: Solveig 24 Jul 2018, 13:48
ITALIANEC
სამწუხაროდ, მაგ კითხვებზე პასუხს ვერ გაგცემ. თუ შემოდის ვინმე პრაქტიკოსი ონკოლოგი, იქნებ იმან უფრო დაწვრილებით გიპასუხოს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სასიცოცხლო ორგანოებში მეტასტაზების არქონა რემისიის შანსს ზრდის... ცხადია, იმასაც გააჩნია, თუ რამდენად უპასუხებს მკურნალობას-მკურნალობის დაწყებამდე მაგაზე პასუხს ვერავინ გაგცემს.

eno0792
QUOTE
ნუთუ შეიძლება ესე ,რომ ოპერაციამდე ეს საგანგაშო არ იყო და ოპერაციის შემდეგ ექიმმა გვითხრას ესეთი დასკვნა.

არ ვიცი, რატომ გითხრეს ეგრე თავიდან.. შეიძლება, არ იყვნენ დარწმუნებული, ავთვისებიანი სიმსივნე იყო თუ, კეთილთვისებიანი და ამიტომ.
QUOTE
ოპერაციის შემდეგ ქირურგმა სამწუხაროდ მდგომარეობა უიმედოა.

ღვიძლის სიმსივნე (ღვიძლუჯრედოვანი კარცინომა), სამწუხაროდ, ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი დიაგნოზია. sad.gif მკურნალობას, მ.შ. ქირურგიულსაც, პრაქტიკულად, არ ემორჩილება და კიდეც რომ თითქოს, ამოიკვეთოს პირველადი კერა, მაინც ძალიან მალე იძლევა რეციდივს და მეტასტაზებს..
QUOTE
ზოგადად არაფერი არ აწუხებს ,არც ფიზიკურად ეტყობა რაიმე.

დიაგნოზი ხშირად ტერმინალურ მდგომარეობაში ისმება ხოლმე. ანუ, ადამიანს თითქოს არაფერი აწუხებს "ისეთი" და უცებ მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავითაა ცუდად გახდომა, ოპერაცია და უიმედო დიაგნოზი.

Posted by: ITALIANEC 24 Jul 2018, 17:45
Solveig
დიდი მადლობა გაიხარე.

Posted by: eno0792 24 Jul 2018, 18:33
Solveig

მადლობა ამომწურავი პასუხისთვის !

Posted by: ფრენო 25 Jul 2018, 10:38
მარიამ (მაკა) მესტიაშვილზე რას მეტყვით? ასევე მაგდა ალიბეგაშვილზე
ციტოლოგები არიან, პათოლოგიის კვლევით ცენტრში, ფარისებრის კვანძზე გავიკეთე ბიოფსია და მათგან მომივიდა პასუხი.

თქვენი აზრით ღირს ნათესი წამოვიღო და გადავამოწმო?

user posted image


ედიშერ სიხარულიძესთან და მიგეგმავენ ოპერაციას
არანაირი შეხება არ მქონია არავისთან აქამდე


Posted by: Natuka NGN 25 Jul 2018, 11:50
ფრენო
ევექსში გადავამოწმებდი აუცილებლად. დაგიდგენ ვისთან მიხვიდე. იქ გაიხსნა ახალი ძალიან მაგარი ლაბი. ნუ, მაგათმა მე ჩამიწერეს ონკოოლგიური სიფხიზლიდან გამომდინარეო smile.gif)) ჰსტომორფოლოგია გააკეთეო... ამიტომ გადაამოწმე.

Posted by: ხარძი 30 Jul 2018, 08:49
ფრენო
თამარ კალოიანთან გაიკეთე ციტოლოგია და მიდი მარდალეიშვილის კლინიკაში, სადაც თავ-კისრის ქირურგია რაგიონში პირველ ადგილზეა. ეს დიაგნოზიც რომ დადასტურდეს სწორი მკურნალობით ყველაფერი კარგად იქნება!

Posted by: eno0792 1 Aug 2018, 23:42
Solveig

ისევ თქვენ გკითხავთ.

თუ სწორად მივხვდი გარკვეული პერიოდი არის საჭირო , რომ ც ჰეპატიტი გადაიზარდოს ჯერ ციროზში , ხოლო შემდეგ სიმსივნეში.

დედამ დაახლოებით 5 წლის წინ გაიკეთა ოპერაცია თირკმელზე და მაშინ ც ჰეპატიტი არ ჰქონდა.
შესაძლებელია 5 წლის განმავლობაში ესე განვითარდეს?

Posted by: Solveig 7 Aug 2018, 17:19
eno0792
ახლა დადებითია ც ჰეპატიტზე?

QUOTE
5 წლის განმავლობაში ესე განვითარდეს?

>10 წელი სჭირდება ხოლმე, რომ ქრონიკული ც ჰეპატიტის ფონზე სიმსივნე განვითარდეს... თუ ადამიანს იმუნოსუპრესია აქვს (ანუ, ამა თუ იმ მიზეზით, დათრგუნულია იმუნური სისტემა), ან ღვიძლის სხვა პათოლოგიაც აქვს დამატებით, მაშინ შეიძლება უფრო სწრაფიც იყოს.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ღვიძლის სიმსივნე ყოველთვის არაა ასოცირებული ც ჰეპატიტთან. შეიძლება, ქრონიკული ინტოქსიკაციის ნიადაგზეც განვითარდეს.
ბოლო წლებში გაუკეთებია ღვიძლის ექოსკოპია?

Posted by: eno0792 10 Aug 2018, 17:51
Solveig
დიახ დადებითია.

სამწუხაროდ ბიოფსიის შედეგად გვითხრეს ღვიძლის ქოლანგოცელულარული კარცინომა მე-3 სტადია.

Posted by: likaka 11 Aug 2018, 14:43
მოკლედ დღეს გადავიღე თავის მაგნიტური ტომოგრაფია ნიუ ჰოსპიტალში, შემოვიდნენ 30 წუთში და კონტრასტით უნდა გაგიკეთოთ რადგან თვალთან ახლოს სადინარზე ჰემანგიომის მსგავსი აღმოჩნდაო.გამისკდა გული. სამშაბათს იქნება პასუხი მე კი რაც შემიძლია გითხრა არ ინერვიულო ცუდი არაფერი იქნებაო ჰემანგიომა მგონიაო.ტვინში ყველაფერი კარგად იყო.მანახა ის თვალთან თეთრად პატარა რაღაც.ვნერვიულობ ძააან .არაფერი მიზეზი არ მქონდა უბრალოდ მივედი, ზოგჯერ ყრუდ მტკიოდა ხოლმე საფეთქელი და სამწვერა ნერვის ტერიტორია.ღმერთო ყველაფერი კარგად იქნება....მოხვალ სამშაბათს და იქნებ სულაც არაფერიაო სამკურნალოო დასკვნას დაელოდეო.რა საშინელება იყო 2 საათი მიღებდნენ დისკომფორტი და თან ისეთი სახით მითხრეს კონტრასტიც გახდა საჭიროო გული შემიწუხდა

Posted by: makmanus 11 Aug 2018, 14:48
likaka
გთხოვ არ ინერვიულო წინასწარ,ვიცი ძნელია მაგრამ თავი ხელში აიყვანე,ტვინზე არაფერიაო გითხრეს,მანდ შეიძლება რამე ჰაიმორიტი ხომ არ გქონია როდისმე?შეიძლება ჩირქი იყოს გაკირული.არამგონია რამე საგანგაშო იყოს,მერწმუნე როცა სასწრაფოა მასინვე გაძლევენ პასუხებს იმ დღისით

Posted by: likaka 11 Aug 2018, 14:57
makmanus
უღმესი მადლობა :* დიახ, მეც ეგ ვიფიქრე, მთავარი ხომ თავის ტვინია. არ მქონია არანაირი პრობლემა.არც თავის ტკივილები.მაგრამ აშკარად საფეთქელთან, ყბაყურა ჯირკვლებთან და თვალის ფსკერის მიდამოებში დისკომფორტს ვგრძნობდი.ექიმს არ დაუნიშნავს ჩემით წავედი გადასაღებად.თვალის ზემოთ იქვე თეთრად მაჩვენეს კიდეც.ცუდს არაფერს არ გავსო მაგრამ საბოოლოოდ დასკვანში ექიმი დაგიწერსო.ძააან კი ვინერვიულე....ოფთალმოლოგი დაგჭირდებაო რო ანახოო და ნეიროქირურგი არ ჯობია? მოკლედ სამშაბათის პასუხს ველოდები წინასწარ არც ეგ მითხრა იქნებ და ექიმთან არც გაგგზავნონო ჯერ მოიცადეო

Posted by: makmanus 11 Aug 2018, 15:24
likaka
დასკვნის ფურცელზე დაბლა ეწერება რომელი ექიმის პრეროგატივაა,ჩემს მეუღლეს გადავუღეთ რამდენიმე წლის წინ და თეთრად ჩანდა ადგილები,სამი დღე და ღამე გავათენე მარტო ის მამშვიდებდა რომ ტვინი სუფთა იყო,კი მითხრეს იქვე რომ სასწრაფო როცაა იმ დღესვე ვიძლევითო,ჩვენ ოტორინოლარინგოლოგი დაგვჭირდა გაიმორის მიდამოებში ჩირქი იყო ,საფეთქლებთან სტკიოდა კაი ხანი,გონებაც კი დაკარგა.....წინასწარ მართლა ნუ გაიხეთქავ გულს,ნეიროქირურგიც არამგონია თვალის ნერვზე რომ იყოს რამე დავუშვათ მხედველობის პრობლემებს გამოიწვევდა..დაველოდოთ სამშაბათს ყველაფერი კარგად იქნება

Posted by: Solveig 11 Aug 2018, 21:42
eno0792
QUOTE
ქოლანგოცელულარული

ეს სიმსივნე ნაღვლის გამომტანი სადინარების ეპითელიუმიდან ვითარდება და საკმაოდ იშვიათია.. ღვიძლის სიმსივნეებში ყველაზე ხშირი ღვიძლუჯრედოვანი (ჰეპატოცელულარული) კარცინომაა, რომელიც ვითარდება ხოლმე ც ჰეპატიტით ქრონიკული ხანგრძლივი ინფექციის დროს...

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლებოდა, უკვე არსებობდა სიმსივნის გამომწვევი სხვა მიზეზები და ვირუსმა ხელი შეუწყო პროცესს, ამიტომაც მოხდა ყველაფერი ასე სწრაფად...

Posted by: likaka 12 Aug 2018, 01:03
makmanus
დიდი მადლობა :* სამშაბათს გაგაგებინებთ smile.gif

Posted by: likaka 13 Aug 2018, 19:04
makmanus
გადავრჩიიი. დასკვნა მინდა დავდო აქ და ხომ არ იცით ფოტო როგორ უნდა ავტვირთო?

Posted by: makmanus 13 Aug 2018, 20:01
likaka
მე ტელეთი ვტვირთავ ხოლმე,სადაც პოსტს წერ სურათის დამატება ხომ წერია და მაგას დააჭერ და მიყვები
user posted image

Posted by: likaka 13 Aug 2018, 20:16
ე.ი რაც გაქვს თანდაყოლილიაო გაბრაზდა რატომ დაგაპანიკესო შენიშვნას მივცემო.არაფერი არ გჭირსო
* * *
user posted image ესეც დასკვნა

Posted by: makmanus 13 Aug 2018, 20:22
likaka
არ ხსნის ფოტოს თავიდან რომ გეცადა?

Posted by: likaka 13 Aug 2018, 20:23
აი ეხლა დავდე .შავად რაც წერია მაგის გამო გამიხეთქეს გული. smile.gif არაფერია ეგო ასე მითხრა მაია გაგუამ , ვინც ეგ დასკვნა დადო

Posted by: makmanus 13 Aug 2018, 20:24
likaka
ხომ გითხარი არ გაქ სანერვიულო თქო,გილოცავ კაი პასუხია.მგონი ათენებდი ღამეებს

Posted by: likaka 13 Aug 2018, 20:25
user posted image კარგი რადიოლოგი ჩანდა .რა გინდა არაფერი გჭირსო უბრალოდ მოდი ერთ წელში და დავაკვირდეთო.ვფიქრომ რომ თანდაყოლილია და არანაირი მკურნალობა არ გჭირდებაო
* * *
makmanus ძალიან დიდი მადლობა :* :* აი მოხაზული მაქვს, თუ რაზე იყო საუბარი. user posted image

Posted by: makmanus 13 Aug 2018, 20:33
likaka
likaka
პირადში მოგწერ და ნახე

Posted by: baggins 22 Aug 2018, 21:03
გამარჯობა, ვინმემ ფქოდ-ის (ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება) სპეციალისტი იქნებ მირჩიოთ.

Posted by: fujita 2 Sep 2018, 23:53
სწორ ადგილას ვწერ თუ არა არ ვიცი,
უკანა ტანთან 2-3 თვის უკან გამიჩნდა რაღაც პატარა გროვასავით, გაწითებულია და სისველე გამოვიდა რამოდენიმეჯერ, მერე თითქოს ცოტა დაცხრა და ყურადღება აღარ მივაქციე, ეხლა ისევ თითქოს მაქვს და ონკოლოგთან აქვს ნეტა კავშირი?
ოჯახის ექიმთან მივიდე ხო და ის გამიშვებს მერე შესაბამის ექიმთან
არ მესმის ეს საკითხები და თუ აქ არ ესაქმება ამ პოსტს არაფერი, ბოდიშს ვიხდი

Posted by: ხარძი 3 Sep 2018, 14:40
baggins
კახა ვაჭარაძე
fujita
QUOTE
ონკოლოგთან აქვს ნეტა კავშირი?

არ უნდა იყოს, ძირითადად თმის ჩაბრუნება ხდება ხოლმე მაგ ლოკალიზაციაზე, ქირურგს აჩვენე, ბექა კევლიშვილი.
likaka
რაც მონიშნე ეგ გავს ოსტეომას, კეთილთვისებიანი წარმონაქმნია და არაფერი სანერვიულო. კონტროლზე გყავდეს მისი ზომები.

Posted by: fujita 3 Sep 2018, 17:52
ხარძი
მაფლობა მეგობარო, შეიძლება ბექას საკონტაქტო ნომერი მომერო?
ავნერვიულდი რაღაცა და მივიდე დროულად

Posted by: ხარძი 4 Sep 2018, 08:42
fujita
http://www.vipmed.ge/beka-kevlishvili/

Posted by: fujita 5 Sep 2018, 21:51
ხარძი
გავესინჯე და ბეწვის ჩაბრუნება მქონია, საოპერაციოა
მადლობა თქვენ და აქა მშვიდობა love.gif

Posted by: ckupee 7 Sep 2018, 00:49
user posted imageმეგობრებო ადრე დახმარება სგთხოვდით რადგან.არვიცოდი დედას სად ქონდა სიმსივნე დღემდე გაურკვევლიბაში ვარ მოკლედ გაუკეთდა ოპერაცია მოიღეს 4 კვანძი ერთადიყო და ჩატარდა ჰათოჰისტოლოგიური გამოკვლევა
დასკვნას დავწერ:აღნიშნული პათოჰისტოლოგიური სურათი და იმუნური პროფილი მიუთითებს ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული კარცინომის მეტასტაზე კისრის ლიმფურ კვანძში
შენიშვნა: წარმოდგენილი მოლეკულური პროფილი იშვიათად ასევე შეიძლება ახასიათებდეს ფილტვის მიკროპაპილარულ კარცინომას!
ზუსტად ერთი თვის წინ ასევე გაბუკეთეთ ჩიყვზე ბიოფსია მაგრამ.იქ საუბარი.იყო.კეთილ.თვისებიან.სიმსივნეზე ვეღარაფერი გავიგე რა გავკეთოო..ქალს არაფერი.აწუხებს მხოლოდ მეორედ გაუმეორდა ფეხზე თრომბი..იქნებ მირჩიოთ რამეuser posted image

Posted by: Natuka NGN 7 Sep 2018, 01:04
ckupee
ფარისებრზე ციტოლოგია გაკეთდა არა? ციტოლოგია არაა ზუსტი დიაგნოსტიკის მეთოდი. შეიძლება კარცინომა იყოს ძალიან პატარა ზომის და იძლეოდეს მეტასტაზს.

Posted by: ckupee 7 Sep 2018, 01:54
QUOTE (Natuka NGN @ 7 Sep 2018, 01:04 )
ckupee
ფარისებრზე ციტოლოგია გაკეთდა არა? ციტოლოგია არაა ზუსტი დიაგნოსტიკის მეთოდი. შეიძლება კარცინომა იყოს ძალიან პატარა ზომის და იძლეოდეს მეტასტაზს.

ორშაბათ დავით ბახტურიძესთან.უნდა მივიდეთ მარდალეიშვლის კლინიკაში იმედია რაღაც დასკვნამდე მივალთ უბრალოდ იმდენი ექიმი მოვიარეთ მგონი ჯობდა ტავიდანვე თურქეთში წავსულიყავით ბოლოს ამ.დასკვნის საფუძველზე გადაწყდა რომ.ჩიყვის სიმსივნეა...ისე როგირც ვიცი ყველაზე მართვადი სიმსივნეა ხო?

Posted by: ratijs100 7 Sep 2018, 11:10
ckupee

ფარისებრის გამო თურქეთს ნამდვილად არ გირჩევთ, ტყუილად თანხის გადაყრაა, თქვენს შემთხვევაში დაახლოებით 20,000$ დაჯდება ოპერაცია+იოდი (მე ეს ფასი მითხრა მეთე დურენმა), როცა იგივე აქ დაჯდება მაქსიმუმ 9000 ლარი ისიც თუ დაზღვევა არ გაქვს და მხოლოდ ქეშს იხდი. ფილტვის სიმსივნებზე რატომ იყო ეჭვი, ფილტვებშიც აქვს კვანძები? ზოგადად ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული კარცინომა საკმაოდ მართვადი და ნაკლებ აგრესიულია, ამიტომ მთავარია ეხლა კარგი ოპერაცია გაკეთდეს, მერე იოდი და 90% სრულად განკურნებადია.

ბახტურიძე ძალიან კარგი ქირურგია და კარგი არჩევანია.

Posted by: ხარძი 7 Sep 2018, 11:45
fujita
წარმატებები!
ckupee
ოპერაციამდე TG, anti TG გქონდათ განსაზღვრული? ან ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთის შემდეგ მორფოლოგიამ რა TNM გამოიტანა? რადიაქტიური იოდით მკურნალობა დაჭირდა/ჩაუტარდა?

Posted by: ckupee 7 Sep 2018, 21:22
QUOTE (ხარძი @ 7 Sep 2018, 11:45 )
fujita
წარმატებები!
ckupee
ოპერაციამდე TG, anti TG გქონდათ განსაზღვრული? ან ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთის შემდეგ მორფოლოგიამ რა TNM გამოიტანა? რადიაქტიური იოდით მკურნალობა დაჭირდა/ჩაუტარდა?

ფარისებრზე ოპერაცია არ გაგვიკეთებია კისრის მიდამოში კვანძები ამოკვეთეს ეხლა მემგონი დაჭირდება ფარისებრის.ოპერაცია
* * *
QUOTE (ratijs100 @ 7 Sep 2018, 11:10 )
ckupee

ფარისებრის გამო თურქეთს ნამდვილად არ გირჩევთ, ტყუილად თანხის გადაყრაა, თქვენს შემთხვევაში დაახლოებით 20,000$ დაჯდება ოპერაცია+იოდი (მე ეს ფასი მითხრა მეთე დურენმა), როცა იგივე აქ დაჯდება მაქსიმუმ 9000 ლარი ისიც თუ დაზღვევა არ გაქვს და მხოლოდ ქეშს იხდი. ფილტვის სიმსივნებზე რატომ იყო ეჭვი, ფილტვებშიც აქვს კვანძები? ზოგადად ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული კარცინომა საკმაოდ მართვადი და ნაკლებ აგრესიულია, ამიტომ მთავარია ეხლა კარგი ოპერაცია გაკეთდეს, მერე იოდი და 90% სრულად განკურნებადია.

ბახტურიძე ძალიან კარგი ქირურგია და კარგი არჩევანია.

ფილტვზე არც ქონდათ ეჭვი უბრალოდ ეხლა უვრალოდ შენიშვნაში.უწერიათ...არანაირი.კვანძი.არაა ფილტვზე.არვიცი ცოტათი მეშინია მაგრამ ყველა მეუბნება რომ ძალიან მართვადიაო...უბრალოდ მართლა კარგად გრძნობს დედა თავს
ხო დავითი თვითონ.ჩვენმა.ქირურგმა.გვირჩია პრივატ კლინიკიდან.რომ.საუკეთესოა მაგ სფეროშიო

Posted by: Kapooo 8 Sep 2018, 00:01
გამარჯობათ,
ონკოლოგიასთან კერძოდ სიმსივნესთან დაკავშირებით ვისგან შეიძლება კვალიფიციური რჩევის მიღება?
ვგულისხმობ როგორც ფორუმელს ისე მოქმედ ექიმებს

Posted by: likaka 9 Sep 2018, 19:42
ხარძი
QUOTE
რაც მონიშნე ეგ გავს ოსტეომას, კეთილთვისებიანი წარმონაქმნია და არაფერი სანერვიულო. კონტროლზე გყავდეს მისი ზომები.


უღრმესი მადლობა :* რადიოლოგი ბრძანდებით? smile.gif

Posted by: ITALIANEC 10 Sep 2018, 18:27
QUOTE (ITALIANEC @ 23 Jul 2018, 22:26 )
gig@@@
ამერიკაშია, ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ კლინიკაში ( ექიმიც მაგარი ჰყავს ძალიან ) დასკვნაში წერია რომ მეოთხე სტადიაა, ქართველ ექიმებს გადავუგზავნეთ და ეს საბუთები და წერია რომ მართლაც მეოთხე სტადიაა ქართველმა ექიმებმაც დაადასტურეს, ხოდა მაგას ვამბობ მეც არანაირი ტკივილი , არც წონის კლება ( იმას თუ არ ჩავთვლით რომ მსხვილი ნაწლავი როცა ამოაჭრეს მაგ დროს დაიკლო წონაში , საერთოდ შეუცვალეს კვება და მაგიტომ, ) მაგრამ 2 კვირაში ისევ მომატება დაიწყო წონაში. ეხლაც მშვენივრად გრძნობს თავს არანაირი ტკივილი საერთოდ ჩვეულებრივად არის რა , ხვალ იწყებს ქიმიას, . რავიცი ღმერთმა ქნას მალე გამოჯანმრთელდეს. ვინმე კომპეტენტური მინდა ამ სფეროში რომ ამიხსნას ესეთი რამე შესაძლებელია?

გამარჯობათ , ეს პოსტი გახსოვთ ალბათ, იკეთებს ქიმიას დაახლოებით 5 ჯერ გაუკეთეს, ტკვილები არ აწუხებს, მხოლოდ ქიმიის დროს სუსტდება, თავს კარგად გრძნობს, არის შანსი იმის რომ გამოძვრეს სიტუაციიდან?

Posted by: POKERISBLUFF 11 Sep 2018, 00:00
როგორ შეიძლება ღვიძლის სიმსივნის ქონა უსიმპტომო იყოს?

ადრეულ სტადიაზე ხო გამორიცხულია დადგენა დაავადების
გვიანი სტადია კიდე = მტანჯველ სიკვდილს

მეტასტაზები ფილტვში, თირკმლებში
საშინელებაა sad.gif

ვინც ხართ ექიმი, რა მაინტერესებს
რამდენად შესაძლებელია პაციენტის მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე რომ მოითხოვოს თვითონ "დაძინება" ტანჯვის გარეშე
თუ არის პაციენტი, იმ ეტაპზე რომ "აღარაფერი" ეშველება

თუნდაც,ხელის მოწერით და პროცედურებით, ანუ ოფიციალურად შესაძლებელია რამე მსგავსი?

Posted by: Solveig 11 Sep 2018, 00:10
POKERISBLUFF
ევთანაზია არაა დაშვებული საქართველოს კანონმდებლობით... sad.gif

Posted by: POKERISBLUFF 11 Sep 2018, 00:17
Solveig

ალტერნატივა რა შეიძლება იყოს, ნაკლებად ტანჯვის?
არსებობს რამე მორფინზე ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, რაც საქართველოში არის ხელმისაწვდომი თუნდაც ექიმებისთვის?

ვერასდროს ვიფიქრებდი ესეთი სახიფათო თუ იქნებოდა ჯანმრთელობა ადამიანის
ანუ პრაქტიკულად რა გამოდის
თუ თვეში 1ხელ მაინც არ იარე ექიმთან,და არ ჩაიტარე ყველანაირი გამოკვლევები დაზღვევის მიზნით, შეიძლება ისე მოკვდე ვერც გაიგო რა დაავადება გჭირს
ზოგადად დავაადებას საწყის ეტაპზე, უნდა ახასიათებდეს რაღაცეები რაც მიგანიშნებს ექიმთან მისვლას
ცუდია, ძალიან ცუდი.....

მადლობა პასუხისთვის

Posted by: ITALIANEC 11 Sep 2018, 12:56
Solveig
ამერიკაშია, ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ კლინიკაში ( ექიმიც მაგარი ჰყავს ძალიან ) დასკვნაში წერია რომ მეოთხე სტადიაა, ქართველ ექიმებს გადავუგზავნეთ და ეს საბუთები და წერია რომ მართლაც მეოთხე სტადიაა ქართველმა ექიმებმაც დაადასტურეს, ხოდა მაგას ვამბობ მეც არანაირი ტკივილი , არც წონის კლება ( იმას თუ არ ჩავთვლით რომ მსხვილი ნაწლავი როცა ამოაჭრეს მაგ დროს დაიკლო წონაში , საერთოდ შეუცვალეს კვება და მაგიტომ, ) მაგრამ 2 კვირაში ისევ მომატება დაიწყო წონაში. ეხლაც მშვენივრად გრძნობს თავს არანაირი ტკივილი საერთოდ ჩვეულებრივად არის რა , ხვალ იწყებს ქიმიას, . რავიცი ღმერთმა ქნას მალე გამოჯანმრთელდეს. ვინმე კომპეტენტური მინდა ამ სფეროში რომ ამიხსნას ესეთი რამე შესაძლებელია?
*****************************
გამარჯობათ , ეს პოსტი გახსოვთ ალბათ, იკეთებს ქიმიას დაახლოებით 5 ჯერ გაუკეთეს, ტკვილები არ აწუხებს, მხოლოდ ქიმიის დროს სუსტდება, თავს კარგად გრძნობს, არის შანსი იმის რომ გამოძვრეს სიტუაციიდან?

Posted by: gig@@@ 11 Sep 2018, 13:24
QUOTE (POKERISBLUFF @ 11 Sep 2018, 00:00 )
როგორ შეიძლება ღვიძლის სიმსივნის ქონა უსიმპტომო იყოს?

ადრეულ სტადიაზე ხო გამორიცხულია დადგენა დაავადების
გვიანი სტადია კიდე = მტანჯველ სიკვდილს

მეტასტაზები ფილტვში, თირკმლებში
საშინელებაა sad.gif

ვინც ხართ ექიმი, რა მაინტერესებს
რამდენად შესაძლებელია პაციენტის მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე რომ მოითხოვოს თვითონ "დაძინება" ტანჯვის გარეშე
თუ არის პაციენტი, იმ ეტაპზე რომ "აღარაფერი" ეშველება

თუნდაც,ხელის მოწერით და პროცედურებით, ანუ ოფიციალურად შესაძლებელია რამე მსგავსი?

POKERISBLUFF

რა გულისგასახეთქ კითხვას სვამთ
ვინმეს აქვს თუ ზოგადათ სვამთ ამ კითხვებს ?

Posted by: POKERISBLUFF 11 Sep 2018, 14:30
gig@@@

მოგწერეთ პირადში პასუხი....................

Posted by: aladini 13 Sep 2018, 09:28
გამარჯობა!

მამაჩემს აქვს ცალი თირკმელი, პროსტატა და შარდის ბუშტი ამოკვეთილი სიმსივნის გამო (სწორ ნაწლავზეა გადაერთებული შარდვის თემა) 3 წლის წინ.

თავიდან კარგად იყო, მაგრამ შემდეგ რეციდივი გაჩნდა და ქიმიო ტერაპია ჩავუტარეთ.
2 თვით მოაკეთა და ისევ რეგრესი. სხივურ თერაპიაზე უარი თქვეს, ვერ გაუძლებსო და ისევ ქიმიო-თერაპია დანIშნა კონსილიუმმა

მრა პრობლემა ისაა, რომ ფეხების ტკივილიც დაეწყო და დღეს დილას ცალი ფეხი ქონდა აი საშინლად დასიებული.
ეს რაღა ჯანდაბაა, გვერდითი ეფექტია ამ დაავადების თუ სხვა მიზეზით იქნება გამოწვეული (გიდროცელე ჭირდა და ჩხვლეტით გამოვუღეთ სითხე რამდენიმე დღის უკან, მაგრამ იქ არაფერი ტკივა და იმის ბრალი არ მგონია იყოს) ?

ექიმს ველაპარაკე და ცუდის ნიშანია, ეკო-დოპლერი უდნა გაუკეთოთოი და ეგ რა ჯანდაბაა?

Posted by: lord-elias 13 Sep 2018, 10:11
მეგობრებო, GA-40 რას მეტყვით?
ვინმეს თუ გქონიათ რაიმე შეხება, რას ამბობენ რა ისმის ამ პრეპარატის შესახებ. სად შევძლებ შეძენას და იქნებ დაახლოებითი ფასიც მითხრათ. მიზეზთა გამო ცოტა დაბნეული ვარ და თუ შესაძლებელია არ დამტოვოთ უპასუხოდ.

მადლობა.

Posted by: Solveig 14 Sep 2018, 00:53
ITALIANEC
QUOTE
ტკვილები არ აწუხებს, მხოლოდ ქიმიის დროს სუსტდება, თავს კარგად გრძნობს, არის შანსი იმის რომ გამოძვრეს სიტუაციიდან?

ტკივილების ქონა/არქონა ან ქიმიის დროს სისუსტე თავისთავად შეიძლება არც არაფერს მიუთითებდეს, მაგ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ საკონტროლო ტომოგრაფიას (ან კიდევ სხვა გამოკვლევას) შეუძლია-სიმსივნური კერები აღარ უნდა გაჩნდეს...

lord-elias

წლების წინ 2 ადამიანი ვიცოდი, ვინც იკეთებდა-ამხანაგის მამა, რომელსაც ფილტვის სიმსივნე ჰქონდა და დეიდაჩემი-მკერდის კიბოს გამო. სამწუხაროდ, არცერთს არაფერი არ უშველა...

Posted by: lord-elias 14 Sep 2018, 08:50
Solveig
შეძენა სად შეიძლება ხომ არ იცით?

Posted by: ITALIANEC 14 Sep 2018, 23:13
Solveig
დიდი მადლობა გაიხარე!

Posted by: Solveig 15 Sep 2018, 02:46
QUOTE (lord-elias @ 14 Sep 2018, 06:50 )
Solveig
შეძენა სად შეიძლება ხომ არ იცით?

იმათ თავად ალექსიძისაგან შეიძინეს, მაგრამ, იმის მერე ბარე 12-13 წელი გავიდა. იმდენი ხანია, აღარაფერი მსმენოდა მაგ გა-40-ისშესახებ, რომ აღარც მეგონა, ვინმეს თუ ახსოვდა კიდევ

Posted by: EXHALATING 16 Sep 2018, 13:28
lord-elias
დედაჩემი იკეთებდა გა40ს
ფარმადეპოშიც იყიდება და მელიქიშვილზე რომ რაარაც აფთიაქია იქაც
* * *
ვეძებ ოპდივოს, იგივე ნივოლუმაბის მომხმარებელ პაციენტს
დარჩენილი მაქვს რამდენიმე ფლაკონი

Posted by: KhAtiaAa 19 Sep 2018, 21:31
გამარჯობა, რაღაც მინდა გკითხოთ, მარჯვენა მხარეს, კისერზე ,მაქვს დაახლოებით 4 მმ -იანი ხალი, მრგვალია,ნორმალური შეხედულების, არც რაიმე ცვლილება შემინიშნავს, მაგრამ რამდენიმე დღეა, რაც კისრის მარჯვენა მხარეს, ზოგჯერ მარცხნივაც , რაღაც მომენტებში ,კისრის კუნთი შეიძლება მეტკინოს, მართალია უმნიშვნელოდ , მაგრამ რადგან ამ მხარეს ხალი მაქვს ,ცოტა შევშინდი და რა მაინტერესებს, ხალის ბრალი რომ იყოს, წესით ხომ ხალი უნდა მტკიოდეს , მაგალკთად , ხელის დაჭერისას, მე კიდევ ხელის დაჭერისას არ მტკივა , უბრალოდ ზოგჯერ შეიძლება ზოგადად კუნთი მეტკინოს და ხომ ვერ მეტყვით ამას კავშირი ხომ არ შეიძლება ხალთან რომ ჰქონდეს? ან მაგალითად, ხალი თუ გადაგვარდა ეს სისხლის საერთო ანალიზში ცვლილებებს გამოიწვევს ? ორი დღის წინ გავიკეთე და ნორმაში იყო ყველაფერი.წინასწარ გიხდით დიდ მადლობას❤️

Posted by: ITALIANEC 21 Sep 2018, 09:34
გამარჯობათ . მარიხუანას ზეთზე გსმენიათ რამე? რამდენად კარგია რა დოზით უნდა მიიღოს კაცმა, (მეოთხე სტადიის კიბოზე) ქიმიას იკეთებს .

Posted by: Mrs_Zum 21 Sep 2018, 18:55
QUOTE
მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა, რაღაც მინდა გკითხოთ, მარჯვენა მხარეს, კისერზე ,მაქვს დაახლოებით 4 მმ -იანი ხალი, მრგვალია,ნორმალური შეხედულების, არც რაიმე ცვლილება შემინიშნავს, მაგრამ რამდენიმე დღეა, რაც კისრის მარჯვენა მხარეს, ზოგჯერ მარცხნივაც , რაღაც მომენტებში ,კისრის კუნთი შეიძლება მეტკინოს, მართალია უმნიშვნელოდ , მაგრამ რადგან ამ მხარეს ხალი მაქვს ,ცოტა შევშინდი და რა მაინტერესებს, ხალის ბრალი რომ იყოს, წესით ხომ ხალი უნდა მტკიოდეს , მაგალკთად , ხელის დაჭერისას, მე კიდევ ხელის დაჭერისას არ მტკივა , უბრალოდ ზოგჯერ შეიძლება ზოგადად კუნთი მეტკინოს და ხომ ვერ მეტყვით ამას კავშირი ხომ არ შეიძლება ხალთან რომ ჰქონდეს? ან მაგალითად, ხალი თუ გადაგვარდა ეს სისხლის საერთო ანალიზში ცვლილებებს გამოიწვევს ? ორი დღის წინ გავიკეთე და ნორმაში იყო ყველაფერი.წინასწარ გიხდით დიდ მადლობას❤️

კისრის ტკივილი ხალთან არ არის კავშირში. ხალის გადაგვარებას სისხლის საერთო ანალით ვერ მიხვდებით, თვითონ ხალი განიცდის ამ დროს ცვლილებას,ამას თავადვე შენიშნავთ .

Posted by: MR_ABCD 24 Sep 2018, 21:32
მოვკვდი რა ამ დარდში აღარ შემიძლია უკვე...

Posted by: ITALIANEC 24 Sep 2018, 22:23
მოკლედ. 2 თვის შემდეგ , შემოწმება გაიარა ახლიდან ჩემ ძმამ და მუცელში არანაირი ცვლილება არ არის ისევ ისეა ( ფილტვში 0.5მმ ინფექციური ჩანართი ან მეტასტაზი ) აღმოაჩნდა, გთხოვთ მალე გამეცით პასუხი, კანაფის ზეთზე რამე გსმენიათ დასალევად და ( სოდაზე ამპულებში ( რომ გადაისხას) . გთხოვთ გამეცით პასუხი ვისაც გსმენიათ ამის შესახებ. მირჩიეთ რამე.

Posted by: bakako55 24 Sep 2018, 22:41
ww.simpson-oil.com/who-we-are/
აქ შედი და ყველაფერს გაიგებ
სამედიცინო ზეთი მაქ იყიდება


Posted by: ITALIANEC 25 Sep 2018, 12:02
bakako55
მადლობა
რამდენად ეფექტურია ? ვერ გავიგე ვერაფერი, სოდა გადაუსხა ერთმა ნაცნობმა დედამისს მეოთხე სტადია ჰქონდა იმენა გათიშული იყო უკვე კვდებოდა ქალი , სოდის ამპულები დაითრია გადაუსხა და კარგად არის ეხლა ის ქალი. ზოგი წერს პირიქით კლავსო არ ვარგაო, ამ ზეთზეც ეგეთი რაღაცეები მესმის, ვიღაცეებს არ აწყობთ რომ გაბაზრდეს რა.

Posted by: lola_keta 26 Sep 2018, 09:40
ITALIANEC
სოდით მკურნალობაზე უამრავი ვიდეო შეგიძლია ნახო იუთუბზე. იტალიელი ექიმია რომელიც ამტკიცებს რომ კიბო მხოლოდ და მხოლოდ სოკოა რომელიც სოდით ინკურნება.
კანაფის ზეთზეც უამრავი ინფორმაციაა ჩვენც ვიყიდეთ მაგრამ ისეთი საზიზღარი გემო ჰქონდა არაფრის დიდებით არ ჭამა, საჭმელზე ერთი სუფრის კოვზი უნდა მოასხა დღეში ერთხე.

ჩემს მეუღლეს ქიმიოების დროს სოდასაც უსხავდნენ კონკრეტულ დღეებში.

Posted by: ხარძი 26 Sep 2018, 09:49
QUOTE
სოდით მკურნალობაზე უამრავი ვიდეო შეგიძლია ნახო იუთუბზე. იტალიელი ექიმია რომელიც ამტკიცებს რომ კიბო მხოლოდ და მხოლოდ სოკოა რომელიც სოდით ინკურნება.

აბსოლუტური სისულელეა !!!

Posted by: Solveig 26 Sep 2018, 10:08
სოდას მედიცინაში ერთადერთი მნიშვნელობა ის აქვს, რომ აციდოზს (ანუ, PH-ის გადამჟავებას) შეუშალოს ხელი.
ქიმიოთერაპიის დროს შეიძლება დადგეს მაგის პრობლემა (ზოგი პრეპარატი სულაც ნეფროტოქსიკირია) და ამიტომ ტარდება ეგეთი ღონისძიებები.
მაგ ვიღაც იტალიელი ექიმის ჰიპოთეზა დიდი ხანია, ბლეფად არის მიჩნეული და ვიღაცებს სასამართლოშიც ჰქონდათ საქმე აღძრული მის წინააღმდეგ.

Posted by: ITALIANEC 26 Sep 2018, 10:41
Solveig
ხარძი
lola_keta
გადარჩეს და რას არ შეჭამს შენ ეგ თქვი.
მადლობა სამივეს
(სოდა გადაუსხა ერთმა ნაცნობმა დედამისს მეოთხე სტადია ჰქონდა იმენა გათიშული იყო უკვე კვდებოდა ქალი , სოდის ამპულები დაითრია გადაუსხა და კარგად არის ეხლა ის ქალი) ამაზე რას იტყვით? ვიცნობ პირადათ.

Posted by: ხარძი 28 Sep 2018, 11:26
Solveig
QUOTE
სოდას მედიცინაში ერთადერთი მნიშვნელობა ის აქვს, რომ აციდოზს (ანუ, PH-ის გადამჟავებას) შეუშალოს ხელი.

+1000
ITALIANEC
QUOTE
სოდა გადაუსხა ერთმა ნაცნობმა დედამისს მეოთხე სტადია ჰქონდა იმენა გათიშული იყო უკვე კვდებოდა ქალი

ღრმა აციდოზი იყო და მაგ გადასხმამ მჟავა/ტუტოვანი ბალანსის აღდგენას შეუწყო ხელი, ამიტომ გადარჩა და არა იმის გამო რომ მოარჩინა.

Posted by: ITALIANEC 28 Sep 2018, 17:09
ხარძი
ტომოგრაფიაზე რომ გაატარეს კიბო აღარ ჰქონდა , ექიმები გაგიჟდნენ. ამას თუ უშველა რატომ არ იყენებენ ონკოლოგები ?
* * *
სად შეიძლება კანაფის ზეთის ყიდვა ? საიტი ნომერი მომწერეთ ...

Posted by: Mrs_Zum 29 Sep 2018, 13:17
ITALIANEC
კიბო არ ქონდა ალბათ ქიმიოთერაპიის გამო. სოდა კიბოს არ არჩენს! მისი თვითნებური დანიშნვა და ულიმიტო გამოყენება არ შეიძლება.

Posted by: ITALIANEC 29 Sep 2018, 15:49
Mrs_Zum
გასაგებია გაიხარე, კანაფის ზეთზე რას მეტყვი და სად შეიძლება შეძენა, ამერიკაში.

Posted by: bakako55 30 Sep 2018, 03:52
თბილისიდანაც შეიძლება გამოწერა
600 დოლარი ღირს

Posted by: collar777 3 Oct 2018, 15:54
მეგობრებო სავარაუდოდ მაქვს პაპილომა ვირუსი. ხვალ ვარ ჩაწერილი დერმატოლოგ ვენეროლოგთან, მაგრამ 99 პროცენტი ვიცი რო პაპილომაა, რამოდენიმე მეჭეჭი მაქ საზარდულის ოდნავ ქვევით.

წავიკითხე რო სიმსივნის წინაპირობა პაპილომა, სასქესო ორგანოს სიმსივნეს იწვევს ან ყელის ან რაღაც კიდე. ბიჭი ვარ. მოკლედ ისედაც კუჭზე ვმკურნალობ და კაპიკებს ვითვლი და საშინელი ფასები დამიჯდება მკუნრალობა? და სულ ასე სიმსივნის რისკის ქვეშ ვიქნები. ფსიქოლოგოიურად ძალიან ცჰდად ვარ იქნებ ვინმე ხართ გამოცდილი ამ საკითხში და გამიზიაროთ დამეხმაროთ.

Posted by: tanamshromeli 3 Oct 2018, 18:23
რამდენიმე ხალის შემოწმება მინდა და დერმატოლოგს ხომ ვერ მირჩევდით.

ჩაწერა თუ არ იქნა საჭირო და ცოცხალი რიგი იქნება, უკეთესია.

Posted by: Kobalty 5 Oct 2018, 18:33
tanamshromeli
http://kani.ge/

ისე, სახეზე არსებული კანი, რომელსაც იპარსავ - რამდენად საშიშია?
რო ამდენი გაპარსვებისგან გაღიზიანდეს და გამელანომდეს? rolleyes.gif

Posted by: POKERISBLUFF 7 Oct 2018, 03:40
QUOTE (ITALIANEC @ 28 Sep 2018, 18:09 )

ტომოგრაფიაზე რომ გაატარეს კიბო აღარ ჰქონდა , ექიმები გაგიჟდნენ. ამას თუ უშველა რატომ არ იყენებენ ონკოლოგები ?
* * *

მეოთხე სტადია დაუდგინეს, და მერე ისე მოხდა რომ არაფერი სჭირდა?
დიაგნოზის დამდგენს კაკ მინიმუმ უნდა ჩამოერთვას ექიმობის უფლება მარა დიდი ალბათობით ისევ "დოხტორობს" smile.gif
ადამიანს გააჩნია, შეიძლება ვერც გაუძლოს გულმა და ადგილზე გაუსკდეს




საქართველოში ძალიან იღბლიანი უნდა იყო რო გადარჩე (სწორად რომ მიხვიდე საუკეთესო ექიმთან)
იმდენად უაზრო ექიმები გვყავს , და უაზრო დანიშულებებით არიან რო გინიშნავენ საერთოდ სხვა წამლებს რომლები ზიანსაც არ გაყენებს, არც შედეგი გაქვს
იღებენ ერთჯერადად იმ თანხებს და მორჩა
ძალიან ბევრი არასწორი დიაგნოზია
თურქეთი კიდე მედიცინის მხრივ, სხივია სიცოცხლის

Posted by: sაlოmეa 7 Oct 2018, 03:54

ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის
მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის გარდა , სხვა კიდვ რა კვლევაა საჭირო?
და სად აკეთებენ ამ ტომოგრაფიას კარგად?

მადლობა

Posted by: Heart_of_Darkness 7 Oct 2018, 14:04
Solveig, ხარძი
გამარჯობა. კომპეტენტური ადამიანების აზრი მაინტერესებს,
ამ დიაგნოზით ქიმიის დანიშვნას რამდენად აქვს აზრი?user posted image
სიცოცხლის გახანგრძლივების შანსები როგორია?

Posted by: eno0792 8 Oct 2018, 11:54
გამარჯობა

ღვიძლის ოპერაციის შემდეგ 3ჯერ გაკეთდა ქსოვილის მორფოლოგია.
1. ვივა მედში სადაც გაიკეთა ოპარაცია იქ აჩვენა ქოლანგოცელულარული კარცინომა.
2. თოდუაში აჩვენა ჰეპატოცელულარული კარცინომა.
3. საბოლოოდ ლიმბახიდან მოვიდა ეს პასუხი:
user posted image


ქიმიის დანიშვნას ამ დიაგნოზით აზრი ააქვს? ან რას მირჩევთ?

Posted by: NiniaG 9 Oct 2018, 15:24
გამარჯობათ! რომელიმე ხართ ექიმ-ონკოლოგი? ან ვინმეს მიგიწვდებათ ხელი ონკოლოგ პაციენტებთან? ორი დასახელების წამალი მაქვს და მივცემდი

Posted by: Mrs_Zum 10 Oct 2018, 01:41
Heart_of_Darkness
მეოთხე კლინიკური ჯგუფი აქვს გამოტანილი sad.gif ქიმიოთერაპია იქნება პალიატიური, შეიძლება ქომდეს ეფექტი და შეამციროს მეტასტაზების ზომა, ან დროებით შეაჩეროს მათი ზრდა. ამას მხოლოდ მისი მკურნალი ექიმი გეტყვით აზრი აქვს თუ არა. პროგნოზი მწირი, თუმცა ვერავინ იტყვის რამდენ ხანს იცოცხლებს.

Posted by: POKERISBLUFF 10 Oct 2018, 06:01





sad.gif

Posted by: Heart_of_Darkness 11 Oct 2018, 14:50
Mrs_Zum
მადლობა. ექიმს რომ ეთქვა იგივე, თავისდროზე, ბევრ რამეს შევცვლიდი.
მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველოში ჩატარებულმა სხივურმა თერაპიამ გამოიწვიოს მეტასტაზების გაჩენა?
5წელი მესამე სტადია ჰქონდა, სერიოზული მეტასტაზების გარეშე.
ბოლოს, ექიმმა ურჩია სხივური თერაპიის ჩატარება. ეჭვი მაქვს, რომ არასწორ ადგილებში დაასხივეს.
სხივურიდან ერთ თვეში, 5 ახალი მეტასტაზი გაჩნდა. რათქმაუნდა, ექიმი ,,არაფერ შუაშია".

Posted by: agatha13 11 Oct 2018, 16:08
დიდხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა საერთოდ ,მაგრამ სულ ბოლომდე ვერც ვაიგნორებ სმს-ებს თან არ მინდა გული მოვუკლა ამ ადამიანებს,თან ეს ინფორმაცია შეიძლება ვიღაცეებისთვის სასარგებლო იყოს. მოკლეთ გადავწყვიტე დავწერო.

ადრე ვპოსტავდი აქ,ჩემს ძმას ჰოჯკინის ლიმფომა ჰქონდა. ჰქონდა ხო და ამით გასაგებია დადასრული. რამდენიმე ადამიანის შეტყობინება დამხვდა პირადში . მაპატიეთ ვერ დაგელაპარაკებით პირადად ,ძაან მთრგუნავს დედას ვუთხრა სავარაუდოდ რა ელოდება მის შვილს. რაც მე უკვე გავიარე.

1,6 თურქეთში ვმკურნალობდით. აბსოლიტურად ყველა ქიმიოთერეაპიის მეთოდით რაც კი არასებობს,ყოველშემთხვევაში თურქეთში და გერმანიაში. გერმანიაში ვცხოვრობ და ყველა თურქების ახალ ნაბიჯს ვუთანხმებდი კიოლნში ჰოჯკინის ლიმფომის კვლევის ცენტრში ექიმებს. ლიმფომა აღმოჩნდა ქიმიორეზისტენტული.

თურქეთში გაკეთდა აუტოგენური გადანერგვა ,შედეგი არ იყო. ერთდაერთი და ვარ და დონორად ვერ გამოვდექი მეორე გადანერგვისთვის. მაგრამ რემისიამდე მაინც ვერ გაკეთდებოდა,არათუ რემისია სიმსივნის კლება ქიმიორეზისტენტული ფორმის დროს ფაქტიურად შეუძლებელი იყო

ესპანეთში წავედით პირველად, ჩემს ძმას დაზღვევა ჰქონდა ესპანური,მაგრამ ესპანელი მედიკების მიმართ ძაან სკეპტიკურად ვიყავით განწყობილები თავიდანვე და ამიტომ ეს უბრალოდ ბოლო ვარიანტი იყო,უბრალოდ ცდის. რა თქმა უნდა გვითხრეს რომ ვერაფერს შეძლებდნენ.

გადავედით საფრანგეთში, ნაბიჭვარ ფრანგებთან რომლებმაც ნახეს ისტორია და გვითხრეს რომ ჰქონდათ კიდე ერთი მეთოდი. დღემდე არ ვიცით რა იყო ეს .დაუწყეს მკურნალობა და ზუსტად რამდენიმე დღეში გაქრა რამდენიმე სიმსივნე რომელიც ჩანდა ესე,კისერზე. შოკში ვიყავით სიხარულით. აი ამის მერე არ ვიცით რეალურად რა მოხდა 1 კვირაში უცებ რადიკალურად შეიცვალა მდგომარეობა. ეჭვი გვაქვს რომ გადავიდნენ უფრო მარტივ პრეპარატზე ან აი არ ვიცით რა მოხდააა უცებ ესეთი რადიკალური გაუარესება რითი იყო გამოწვეული. 2 დღეში დამთავდა ჩემი ცხოვრება smile.gif)

ანუ რატო მოვყევი ეხლა ეს ყველაფერი. ერთი მინდა გითხრათ რომ არსებობს ასეთი წამალი აცედრისი ,რომელსაც აქვს რაღაც საოცარი შედეგი. არ ვიცი ეს წამალი მარტო ჰოჯკინის ლიმფომის სამკურნალოდ გამოიყენება თუ აი არ ვიცი. გაკეთებიდან 1 დღეში უკვე შედეგი იდებოდა. მაგრააამ თურქეთში ვიხდიდით ერთ ამპულაში 7 000 დოლარს გაკეთებით მგონი,სადღაც 1500 ჯდება განზავება. ზუსტად იგივე აცედრისი გერმანია´-საფრანგეთში საავადმყოფოში გაკეთება ღირს 15 000 .

მეორე მიუხედავად იმასა რომ საფრანგეთში ყველაფერს ვიხდიდით ქეშით ,ისეთი არაადამიანური დამოკიდებულება იყო არა მარტო სავადმყოფოებში,აი ზოგადად სხვადასხვა ორგანოებში რაც დაგვჭირდა მერე ჩემი ძმის *წამოსაყვანად* რო აი რო გავიგო საფრანგეთს მეტეორი დაეცა ნერვი არ ამიტოკდება ოღონდ მართლა smile.gif) მსგავსი არცერთ ქვეყანაში არ გაგვიგია,ასეთი აგრესია რომ ქართველი ხარ.წარმომიდგენია რას უშვებიან იმ ხალხს ვისაც ლტოლვილის სტატუსი აქვს ამიტომ ავღნიშნე რომ ქეშად ვიხდიდით.არც იფიქროთ ლტოლვილის სტატუსით მკურნალობა. მსგავსი უყურადღებობა დაუდევრობა არ ვიციი არ გამიგია. მაგრამ თან ფაქტია რომ აქვთ რაღაც რამაც რამდენიმე დღეში რაღაც შედეგი დადო.

მე მაინც გირჩევდით,თუ საშუალება გაქვთ გახვიდეთ ქვეყნიდან ისევ თურქეთში. ფასები გაცილებით იაფია.გარემო უფრო კარგი.ერთადერთი მოერიდეთ ქართველ აგენტებს ,რომლებიც თითქოს გეხმარებიან და ამ დროს ზუსტად ეგენი გწეწავენ ისე რო გონზე ვერ მოხვალთ როგორ გადაიხდით მაგალითად 1 000 დოლარიან გამოკვლევაში 3 000 smile.gif)

ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას

Posted by: ITALIANEC 11 Oct 2018, 22:10
agatha13
ძალიან სამწუხაროა. . . ჩემი ძმაც იბრძვის, ნაწლავის კიბო აღმოაჩნდა, მეოთხე სტადია... ამერიკაშია, დაზღვევა აქვს უკეთებენ ყველაფერს, მაგ წამალზე ვაკითხინებ თუ შესაძლებელია რომ გაუკეთონ და რისია საერთოდ გაარკვევს. მადლობა ინფორმაციისთვის

Posted by: agatha13 11 Oct 2018, 22:32
ITALIANEC

მაგ წამალმა გვაცოცხლა 2 წელი .წარმოიდგინე ქიმიორეზისტენული იყო. აცედრისს თვეში 2 ჯერ იკეთებდა და ეგრევე კარგად იყო.მთელი 2 წელი მართლა ისე იყო იქეთ გვამხნევებდა,იქეთ ხედავდა სხვებს.ერთხელ არ დაუწუწუნია. ყველაფერი ისე სწრად მოხდა საფრანგეთში,როგორც ჩემი ფსიქოლოგი მეუბნება მე ჯერ კიდევ შოკში ვარ smile.gif)

ჯანმრთელობას ვუსურვებ შენს ძმას, ოჯახის წევრებს კიდე მხნეობას

Posted by: Solveig 12 Oct 2018, 00:27
agatha13

ძალიან ვწუხვარ sad.gif sad.gif

QUOTE
არსებობს ასეთი წამალი აცედრისი


ადცეტრისი

https://en.wikipedia.org/wiki/Brentuximab_vedotin

მონოკლონური ანტისხეულის და ანტიმიტოზური აგენტის კომპლექსი ყოფილა.
ეს ანტისხეული CD30-ის წინააღმდეგ ყოფილა მიმართული... გამოიყენება მხოლოდ ჰოჯკინის ლიმფომისა და ანაპლაზიური დიდუჯრედოვანი ლიმფომის დროსო..




* * *
ITALIANEC

არ გამოდგება ნაწლავის სიმსივნეზეო...


Posted by: Mrs_Zum 12 Oct 2018, 02:15
Heart_of_Darkness
ექიმი მართლაც არაფერ შუაშია. სხივური თერაპია არ იწვევს მეტასტაზირების დაჩქარებას ან განვითარებას. როგორც ჩანს პაციენტს ამოწურული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობის რესურსი.როდესაც ძვლებში მეტასტაზი ჩნდება ასხივებენ იმ უბანს ,რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს(ხშირრად ხერხემლის მალებს) მთელს სხეულს ვერ დაასხივებ ცხადია. სხივური თერაპია არ აპროვოცირებს მეტასტაზირებას, უბრალოდ მეტასტაზირების პროცესს ვერ აფერხებს, მხოლოდ ლოკალური მოქმედება აქვს.

Posted by: likaka 12 Oct 2018, 07:00
ხარძი
QUOTE
likaka
რაც მონიშნე ეგ გავს ოსტეომას, კეთილთვისებიანი წარმონაქმნია და არაფერი სანერვიულო. კონტროლზე გყავდეს მისი ზომები.
შეატყობინე მოდერატორს  · ციტირება · ^


ჩემი ტომოგრაფიის პასუხი იტალიაში რადიოლოგსაც ანახეს და იგივე პასუხი თქვა საშიში არაფერია, მაგრამ ზუსტად სახელი რა არის ოსტეომა თუ ჰემანგიომა ვერ ამბობს.ასევე მირჩია მაგნიტურის ნაცვლად კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთება, რადგან ასეთ წარმონაქმნს კტ-ზე უკეთ ხედავენო, ზუსტი სახელი რო ვთქვათო. თქვენ რას ფიქრობთ? ეს მე თვითონ ვერ მოვისვენე, თორე ნიუჰოსპიტალში მრტ რომ გავიკეთე, პასუხი: არაფერი არ გაქვსო, ეს შეიძლება დაბადებინ გაქვს და დინამიკაში დავაკვირდეთ 1 წელში მოდიო. დიდი მადლობა :*

Posted by: inertiacreeps11 12 Oct 2018, 07:40
გამარჯობა, მაქვს გასტრიტი. ატროფიული გასტრიტი... ანუ
ვკვდები? biggrin.gif ძაან დავპანიკდი, ჰელიკობაქტერიაც აღმომაჩნდა და მრავალი წვრილი პოლიპები 2 ზომაში

Posted by: ITALIANEC 12 Oct 2018, 10:19
agatha13
Solveig
დიდი მადლობა გაიხარეთ . . .

Posted by: ninika123 19 Oct 2018, 14:52
გთხოვთ დამეხმარეთ. მკურნალობის შემდეგ დაგვჩა მელანომის სამკურნალო წამლები და ვინაიდან ძალიან ძვირია იქნებ მითხრათ სად შეიძლება გავყიდო მეკინისტი და ტაფინლარი
* * *
გთხოვთ დამეხმარეთ. მკურნალობის შემდეგ დაგვჩა მელანომის სამკურნალო წამლები და ვინაიდან ძალიან ძვირია იქნებ მითხრათ სად შეიძლება გავყიდო მეკინისტი და ტაფინლარი

Posted by: likaka 22 Oct 2018, 13:48
ძლიერ ნევროპათოლოგს ხომ ვერ მირჩევდით? მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფიის პასუხებით მინდა მისვლა. დასკვნაში კი მიწერია დინამიკაში დაკვირვებაო, არაფერი საშიში არ არისო, მაგრა მაინც მინდა ნევროპათოლოს ვანახო. საყვარელიძე მითხრეს, მაგრამ ცოცხალი რიგია. ასევე ალექსანდრე ცისკარიძე გორგასალზე არისო ძლიერო. ხომ არ გსმენიათ?

Posted by: makmanus 22 Oct 2018, 16:45
likaka
ედიშერ მაღალაშვილს რომ აჩვენო,მართალია ნეიროქირურგია მაგრამ ძლიერია ძალიან და გეტყვის ყველაფერს

Posted by: likaka 22 Oct 2018, 16:51
makmanus
ნეიროქირურგთან ღირს? მიმიღებს უბრალოდ კონსულტაციაზე???ცისკარიძესთან შანსი არ არის დეკემბრის ბოლომდეო და საყვარელიძესტან რამენაირად შეხვალ ცოცხალი რიგითო smile.gif

ედიშერია თუ გოგი ქვია??

Posted by: ხარძი 23 Oct 2018, 10:39
likaka
გააკეთეთ CT კონტრასტით და გვაჩვენეთ. გოგი მაღალაშვილი არის მამა და შვილი ედიშერი, შეგიძლია პირდაპირ გოგისთან მიხვიდე.

Posted by: likaka 24 Oct 2018, 15:58
ხარძი
მაგნიტური უკვე განახეთ და მითხარით, არაფერი საშიში ოსტეომას გავსო.დინამიკაში დააკვირდიო. აი სწორედ ამიტომ მინდა მისვლა, ზუსტად მინდა ვიცოდე რა არის , არის თუ არა ოსტეომა. ე.ი ნევროპათოლოგთან საყვარელიზესთან არ მივიდე და ედიშერ მაღალაშვილს ვაჩვენო? smile.gif

Posted by: makmanus 24 Oct 2018, 19:25
likaka
ჩვეულებრივ მიგიღებს და დაგელაპარაკება,მასთან მხოლოდ ოპერაციისთვის არ მიდიან რახან ქირურგია არ შეგეშინდეს,პირიქით უმჯობესია ჩემი აზრით

Posted by: likaka 24 Oct 2018, 19:40
makmanus
დავრეკე და ედიშერთან კონსულტაცია უფასო ყოფილა.ცოცხალი რიგიაო.წავალ აუცილებლად, დიდი მადლობა, მუდმივად მამხნევებ :* იცი რატომ მივდივარ? რადიოლოგმა კი მითხრა 1 წელში მოდიო არაფერიაო, მაგრამ ფაქტია ყრუ ტკივილები მაქვს ზუსტად მაგ ადგილას .რადიოლოგების აზრით შეუძლებელია ეს იწვევდეს რაიმე ტკივილს.ამიტომ ვეჩვენები ედიშერს smile.gif

Posted by: makmanus 24 Oct 2018, 19:52
likaka
likaka
შეიძლება რომელიმე ნერვს აწვება( მე მგონია რახან ტკივილივით გაქ)დაწერე რას გეტყვის მერე,რახან ცოტა გეშინიასავით მიდი და დაიმშვიდე თავი

Posted by: likaka 24 Oct 2018, 21:07
makmanus
არაფერს არ აწვებაო იმიტომ არიან დარწმუნებულები რომ მაქედან არ იქნება.ღმერთმა დამიფაროს იქნებ ოსტეომაც არაა და არამზარდი ჰემანგიომააა.მზარდი ოსტეომა არ მინდა რააა.იმაზე ფიქრიც რომ ოდესმე ძვლის რეზექცია გახდება საჭირო არასასიამოვნოა.მჯერა არ იქნება ასე.კტ უკეთ ანახებს ძვლოვან სტრუქტურასო და დადგინდება ოსტეომა არის თუ არაო, რადგან მაგნიტურში არ წერია, წერია უბრალოდ ის რომ თვალბუდის წიაღში არის კერა 1 სმ. ამიტომ მივალ მაღალაშვილთან ამ ჩემი მაგნიტურის პასუხებით. :*გაგაგებინებ. :* დიდი მადლობააა

Posted by: sაlოmეa 26 Oct 2018, 02:50
მეგობრებო
არ ვიცი რამდენად სწორად ვსვამ კითხვას, მაგრამ
აი მაგალითად, არაფერი გაწუხებს
წელიწადში ორჯერ დადიხარ კონსულტაციაზე გეგმიურად
აბარებ ანალიზებს
იკეთებ ექოსკოპიას
ნუ სრულიად ჯანმრთელი ხარ
იმუნიტეტიც კარგი გაქვს, რადგან ვირუსი, ინფექცია, ალერგია საერთოდ არ გაქვს ან წელწადში ერთხელ ისიც გაციება

მიუხედავად ამ ყველაფრისა, აკვიატებული მაქვს რო მჭირს სიმსივნე
ოღონდ არ ვიცი სად
მაგრამ მჭირს

ეხა ვინმე სგაგეცინებათ, მაგრამ ძალიან დავიღალე ამაზე ფიქრით
ღამე მეღვიძება და თითქოს ცხელი წყალი გადამასხესო, გული მიჩქარდება ამაზე ფიქრით.

ფსიქოლოგთან ნ/და ფსიქიატრთან კონსულტაციაზე ნუ გამიშვებთ
ნევრბი სრულიად ჯჯანმრთელი მაქვს

არც ნევროზი მაქვს და არც დეპრესია

არაფერზე არ ვნერვიულობ სისტემატურად (თუ არ ჩავთვლით ყოელ დღიურ წვრილმანებს, 20 წუთში რო აღარ გახსოვს)

მოკლედ თქვენი რჩევა მჭირდება

ვის უნდა მივმართო და რა ანალიზები უნდა გავიკეთო,რომ კონკრეტულად ეს დაავადება გამოვრიცხო

ასევე მაინტერესებს შემიძლია თუ არა მაგნითორეზონანსული ტომოგრაფია გავიკთო? (გამიგია რო სურვილისამებრ არ აკეთებნ და მხოლოდ საჭიროებისამებრ კეთდებაო)


მადლობა წინასწარ

Posted by: Estrella 26 Oct 2018, 03:07
sაlოmეa
ჰო... ნუ ფსიქოლოგიურია, რა თქმა უნდა. მეც მჭირს ეგენი, ახლა დამეწყო.
ისეთი დოზით გვესმის სიმსივნე, კიბო, იმდენი გარდაიცვალა და ისეთი სიტუაციაა, ილექება ეს ინფორმაცია და ზოგში მეტად, ზოგში ნაკლებად გამოიხატება.
მე იცი რითი ვიმშვიდებ თავს? როგორ შეიძლება ერთდროულად მჭირდეს მკერდის, ტვინის და თვალის სიმსივნე?
იდაყვი რომ ამტკივდეს, იმაზეც შემიძლია ვიფიქრო, ვაიმე, იდაყვის კიბო მჭირს. ჩემს ოჯახის წევრებზეც ვნერვიულობ და რჩევებს ვაძლევ, მაგრამ არ მისმენენ.
და აი, ეგ რომ გგონია, არაფერზე ნერვიულობ, კარგად ხარ, რომც გრძნობდე ასე თავს, არ ნიშნავს, რომ ნევროზი არ გაქვს ან დეპრესია.
მე უმეტესად სულ კარგ ხასიათზე ვარ, მაგრამ ნევროზში და დეპრესიაში გავფაქტე ჩემი თავი.
მიზეზებიც ვიცი რატომ, ანუ თავისით მიდის ეგ, შენ რომც ახლა კარგად იყო.
მაინც ფსიქოლოგიურია, შინაგანი ჰარმონიის და წონასწორობის თემაა, უმარავი ინფორმაცია შემოგვედინება ცნობიერებაში.
აი, თუნდაც, ფორუმს რომ ვსქროლავთ 1 საათი, 2 საათი და ამდენ არასაჭიროს ვკითხულობთ, ვწერთ,
შანსი არაა თუნდაც ამან არ მოახდინჯოს ნეგატიური გავლენა ცნობიერების ჯანმრთელობაზე.
აი, ახლაც, თავი მტკივა და მექაჩება მარჯვენა თვალზე და იმენა სიმსივნე, სიმსივნეს ჩამძახის ასე მგონია ! biggrin.gif
ვაიმე, ერთი 80 წლამდე მიმიყვანა ჯან-ღონით სავსე და მეტი არ მინდა არაფერი რაა... გაასუფთავონ ჰაერი! mad.gif

დანარჩენს, მედიცინის კუთხით და განყის შესააბამისად, დაწერენ ვინც ერკვევა.


Posted by: ratijs100 28 Oct 2018, 00:18
პერიოდულად ჩაუტარე რეკომენდირებული სკრინინგი და ამით დაიწყნარებ თავს. ასეთი უნივერსალური ტესტი რომ არსებობდეს სიმსივნით არავინ არ დაიღუპებოდა. მთავარია მუდმივი სკრინინგი რაც გათვალისწინებულია ქალისთვის და კაცისთვის.

Posted by: Kobalty 29 Oct 2018, 15:38
ratijs100
მეტი კონკრეტიკა შეგიძლია, რა სახის სკრინინგებია საჭირო კაცისთვის და რა ინტენსივობით?

Posted by: likaka 29 Oct 2018, 15:52
makmanus
ვიყავი ედიშერ მაღალაშვილთა. არაჩვეულებრივი ბიჭია, მიმიღო ყოველგვარი გადასახადის გარეშე. ტომოგრაფიის დისკი ჩართო და შეისწავლა გულდასმით, ის ფიქრობს რომ ბოუნცისტა მაქვს - ძვლის ცისტა.. user posted image


თუ გაწუხებს ამოვჭრათო, წარბიდან ამოვიღებო, უმარტივესიაო. მე ნეიროქირურგი ვარ და თავისთავად ყველაფერს ასე ვუყურებო, მაგრამ ძაან უმარტივესი რაღაც არისო, შეიძლება არც კი გაიზარდოსო, კეთილთვისებიანი სიმსივნეც არაა ესე ცალსახადო, უფრო ზედმეტი წარმონაქნია (რაღაცას მიხსნიდა რომ მარტივი წარმონაქმნია ) მაგრამ მე მაინც ამოვჭრიდიო. კატეს თუ გაიკეთებ რადგან ძვალს ზუსტად ანახებს, დაგვიდასტურებდა ამ ჩემს ვარაუდსო, მაგრამ მოდი 6 თვეში მაგნიტურით მოდი ისევ და დავაკვირდეთო. 90 % დარწმუნებულია რომ არც ოსტეომაა, არც ჰემანგიომა და ძვლის ცისტაა და შემდეგ ამოკრიფა მასალები ცისტის განვითარების ინგლისურად და გამომატანა...

რას მირჩევთ? არ მინდა წარბზე შრამი, იქნებ ამ ყრუ ტკივილებმა გამიაროს, 8 მილიმეტრია სულ და არ ამოვიჭრი რაააა.

Posted by: makmanus 29 Oct 2018, 22:43
likaka
likaka
დაკვირვებას გირჩევდი მე,იქნებ ტკივილიც გაქრეს,6 თვეში გაიკონტროლე თუ ჩივილები შემაწუხებელი იქნება შენთვის და ვერ შეეგუები შემდეგ გადაწყვიტე რა და როგორ,რაც მთავარია კეთილსაიმედო სიტაუაცია გაქ,წარბტან შრამი ეგ არაფერი (შემდგომ ტკიბილ მოგონებად გცეული)ესე ადვილი არაა ოპერაციის გადაწყვეტა მითუმეტეს რომ არჩევანის წინაშე ხარ

Posted by: likaka 29 Oct 2018, 23:26
makmanus
დიდი მადლობა. :* ვფიქრობ რომ ნევროპათოლოგს ცისკარიძესაც ვნახავ . ჰო რა, იქნებ ეს ყრუ ტკივილები მომეხსნას და დიდ წილად არაა მზარდი და რატომ გავიკეთო და არც იმას გამოვრიცხავ ტკივილი მაქედან რომ არ მოდიოდეს

Posted by: ხარძი 30 Oct 2018, 16:28
likaka
გააკეთე CT 3-6 თვის შემდეგ და გვაჩვენე რა.

Posted by: likaka 30 Oct 2018, 22:34
ხარძი
გავიკეთებ იანვარში. ნევროლოგ ალექსანდრე ცისკარიძეს მაქამდე ადფილები არ ააქვს, მასთან რომ მივალ გავიკეთებ და გაჩვენებთ smile.gif

Posted by: POKERISBLUFF 30 Oct 2018, 23:23
ექიმი როცა ამბობს, რომ 1თვის სიცოცხლე გაქვსო დარჩენილი რას ნიშნავს?

როგორ ხვდება, მესმის რომ ცოდნა მედიცინის მხრივ გაძლევს რაღაც დასკვნების გაკეთების უფლებას, მაგრამ რაც არ უნდა მძიმე ფორმა იყოს სიმსივნის
ხომ ვერ იტყვის ზუსტად
ცდომილებებიც ხომ არის?
იმაზე დამოკიდებული თუ რამდენად სწრაფად ვრცელდება მეტასტაზები?
და სიკვდილამდე 1-2 დღით ადრე ის გონება,ტვინი,ფიქრები სად მიდის ესე როგორ ჭამს მთლიანად ეს დ#######ი დაავადება

თურქეთი-გერმანია ამ ორ ქვეყანას შორის
ონკოლოგიის თვალსაზრისით გერმანია უფრო წარმატებულიაო, არადა მე მსმენია თურქეთშI ყველაზე რთული ოპერაციები კეთდებაო
მარა ყველგან იმდენი ფული გინდა კაროჩე......
რაღაც დონეზე იღბალი აქაც არის, ზოგი სრულიად შემთხვევით მიდის ხოლმე ექიმთან პატარა სულ სხვა რაღაცაზე რაც გაუმწვავდა (სიცოცხლისთვის არასაშიშ) და გებულობს ისეთ სტადიას საიდანაც ინკურნება
უიღბლო ადამიანი კიდე რომელსაც თითქოს არ უნდა სჭირდეს არაფერი აღმოჩნდება ხოლმე ისეთ სტადიებზე რომლის მერეც ტკივილი ყოველდღე გკლავს


იარეთ ხოლმე სკრინინგზე იარეეთ
ყველაფერი გამოიკვლიეთ
ჯანმრთელობა ისეთი რაღაცაა რო ძალიან მარტივად შეიძლება დაგაკარგინოს ის რისთვისაც წლები იდგავდი წელებზე ფეხს
პროსტა უნდა ახასიათებდეს საწყის ეტაპებზეც რამე ისეთი რაც აუცილებლად მიგიყვანს ექიმთან
ამ დ#####ლ დაავადებას

Posted by: თამროთამარა 2 Nov 2018, 01:30
ონკო-გინე-ქირურგს ან კლინიკას რომელს გაუწევთ რეკომენდაციას და რომელს არ გავეკარო?

Posted by: ჯი-ნია-ნი 6 Nov 2018, 02:01
მეგობრებო, არ ვიცი რამდენად სწორ ადგილას ვსვამ შეკითხვას მაგრამ..

მოკლედ, 6 თვის ასაკში გამიკეთდა ჰემანგიომაზე ოპერაცია.
ჯერ მქონია ძალიან პატარა ხალივით, შემდგომ ურჩიეს მშობლებს რაღაც ნემსები გაეკეთებინათ, გააქრობსო, მაგრამ გაიზარდა. ნუ მოკლედ, გახდა საჭირო ოპერაციის ჩატარება.

რამდენიმე თვის წინ სტილისტმა მკითხა რატომ გაქვს შრამიო და ავუხსენი, რაზეც მიპასუხა რომ უი წითელი ხალივით ახლაც გაქვსო. მაშინ ყურადღება არ მივაქციე.

დღეს შემთხვევით შევნიშნე სიწითლე, ზუსტად ჭრილობის არეში.

არის შანსი რეგენერაციის?

ვისთან უნდა მივიდე? (არ მინდა მშობლებს ვკითხო და დავაპანიკო)

ასევე, მგონი მიდრეკილიც ვარ ამ კეთილთვისებიანებზე, ვინაიდან ნაღველზეც რაღაც წანაზარდია, ვაკვირდებით და არ იზრდება, მაგრამ კეთილთვისებიანი სიმსივნეაო ამბობენ.

რას მირჩევთ, სად მივიდე და რა გამოვიკვლიო?

Posted by: makmanus 6 Nov 2018, 08:27
ჯი-ნია-ნი
მე ხალზე მყავდა ვაკეში ჩემი გოგო ლალი მეკოკიშვილთან,დერმატოონკოლოგია თუ არ ვცდები ანუ ხალების სპეციალისტია,თან ონკოლოგია,გაიარე კონსულტაცია მე მომეწონა რა ვიცი

Posted by: amnezia 12 Nov 2018, 19:18
გამარჯობათ.
იცით რა მაინტერესებს? რამოდენიმე დღის უკან შემთხვევით გაპარსვის დროს ავიჭერი ჰემანგიომა (ეგრეთ წოდებული წითელი ხალი)თანაც რამოდენიმე.
ძალიან ვნერვიულობ და ცოტა შეშინებულიც ვარ.
მირჩიეთ როგორ მოვიქცე და თუ არის საშიში ამის მოჭრა.
წინასწარ მადლობა

Posted by: joy30 15 Nov 2018, 15:54
გამარჯობათ .აქაც დავწერ
დედაჩემს აღმოაჩნდა ფარისებრი ჯირკვლის კვანძები, ონკოციტური ადენომა.არის საოპერაციო.გთხოვთ კარგი ქირურგი გვირჩიოთ.

Posted by: Mrs_Zum 16 Nov 2018, 00:41
amnezia
ჰემანგიომა საშიში არ არის. თუ არ გაწუხებთ არც არის აუცილებელი მოცილება. მოცილებისათვის ელექტროკოაგულაციაც საკმარისია (მოწვა)

Posted by: nino/irakli 16 Nov 2018, 10:52
გამარჯობათ ისევ აქ თუ მირჩევთ რამეს გამოცდილები, ძალიან ბევრი კურსი და სხივები მაქვს ჩატარებული უამრავი 2016 წლის ბოლოს რომ იტყვიან ჩავქოლე ეს ჩემი ვერაგი დაავადება და ეხლა რემისია მაქვს. ერთს მოვერიე და მეორემ იჩინა თავი ისე ცუდად ვარ გარეთ გახედვაც კი მეშინია საშიმელი თაბრუსხვევები იმის შიში რომ სადმეეუნდა დავეცე ვიყავი ნევროლოგთან და დამინიშნა ანტიდეპრესზნტი რომელაც ძალიან ოდნავ მომცა შვება მაგრამ ისევ ისე ვარ ეხლაზოგჯერ უარესადაც. ვინმე თუ ყოფილაა ასე იქნებ მირჩიოთქ. გუშკმ ვიყავი ჩემს ონკოლოგთან და ყველაფერი ქიმიების ბრალიაო იცის ასეო, იქნებ ვინმეს მსგავსი რამე გქონიათ და მირჩიოთ რამე . ყველას ჯამრთელობას გისურვებთ

Posted by: Nicoli 17 Nov 2018, 01:43
სალამიიი, ციკლის დასრულრბისთანავრ საშოზე გამიჩნდა ჩირქოვანი წამინაზარდი .ეს ქამიქრა ეხლა მაწვს ორ ადგილზე გამაგრწბუკი რაღაც შარიკივით არის თან მტკივა რაშრიძლება იყოოს ? მეშინია ძალიან

Posted by: nadira64 17 Nov 2018, 19:34
მაქვს მეტასტაზები ძვლებზე, ზომეტას მისხამენ 20 წთ-იანი ინტერვალით და წავიკითხე რომ 15წთ-იანი ინტერვალით ხდება გადასხმა, რამე ცუდი ხომ არ ხდება ამ შემთხვევაში?

Posted by: Mc Raven 17 Nov 2018, 20:43
თუ შეგიძლიათ კარგი ონკოდერმატოლოგი რომ მირჩიოთ რამე ნორმალურ კლინიკაში

ონკოლოგიური საავადმყოფოს სპეციალისტები არა ოღონდ

Posted by: ხარძი 19 Nov 2018, 08:01
joy30
მარდალეიშვილის კლინიკაში ლევან კალმახელიძე, დავით ღვინიაშვილი.
Mc Raven
ნათია მამადაშვილი

Posted by: ITALIANEC 20 Nov 2018, 03:13
გამარჯობათ კიდევ ერთხელ. მოკლედ ესეთი სიტუაციაა , (ადრე ვწერდი ჩემს ძმაზე , მეოთხე სტადიის კიბო ნაწლავის...) ქიმიას უკეთებენ ამერიკაშია. დაახლოებით 6 თვეა იკეთებს. გაიარა ერთხელ ტესტი . უთხრეს რომ ფილტვში რაღაც გაჩნდაო, მაგრამ იმდენად პატარაა ვერ გავიგებთ რა არისო. შეიძლება ანთებითი პროცესიდან არისო. 2 თვე კიდე დაუნიშნეს ქიმია და ტესტზე მოხვალ კიდევო. გავიდა 2 თვე მივიდა ტესტზე და დღეს უთხრეს რომ ფილტვში არაფერი არ არისო , მეტასტაზი სადაც ჰქონდა არ გაზრდილა კარგად მიდის ყველაფერიო, 2-3 თვეც დავიზღვიოთ თავი და კიდე ქიმია გავაგრძელოთო, შემდეგ ოპერაციას გაუკეთებენ ბადე ქონს ამოაჭრიან და სადაც არის მეტასტაზი ამოიღებენ. ესეთი ამბებია. (მაინტერესებს ერთი რამ , შემოწმებაზე რომ მივიდა და უთხრეს ფილტვში არის რაღაც პატარაო, ეგ ანთებითი პროცესის დროს მართლა ხდება? ანთებითი პროცესის ბრალი შეიძლება იყოს მართლა?) ყველაფერი კარგად მიდის ვაკონტროლებთ ყველაფერსო . მინდა რომ დავრწმუნდე ბოლომდე. კი მჯერა იმ ექიმების მაგრამ მაინც რა , ამერიკაშია იმდენ რაღაც ბალახეულს და რავიცი მოკლედ ბევრ რამეს სვავს. იმუნიტეტი გაუმჯობესებულია რაც დალევა დაიწყო ბალახების , პლანის ზეთის, სტაფილოს წვენი, გარგრის კურკები, არ ვიცი რამდენად შველის მაგრამ ფაქტია მაგის მერე უკეთესად არის.
(მაინტერესებს ერთი რამ , შემოწმებაზე რომ მივიდა და უთხრეს ფილტვში არის რაღაც პატარაო, ეგ ანთებითი პროცესის დროს მართლა ხდება? ანთებითი პროცესის ბრალი შეიძლება იყოს მართლა?) ამ კითხვაზე გამეცით პასუხი თუ შეგიძლიათ.

Posted by: Mc Raven 20 Nov 2018, 22:51
ხარძი


მადლობა ვიყავი უკვე smile.gif

Posted by: ani053 29 Nov 2018, 16:14
მოგესალმებით, მკერდის სიმსივნის დიაგნოზით ვინც ხართ , (რადიკალური მასტექტომია გაკეთებული მაქვს 6 თვის წინ) ყოველ 6 თვეში ერთხელ რა პროცედურებს იტარებთ გარდა თერაპიისა

Posted by: DocTemo 1 Dec 2018, 10:48
QUOTE (nadira64 @ 17 Nov 2018, 19:34 )
მაქვს მეტასტაზები ძვლებზე, ზომეტას მისხამენ 20 წთ-იანი ინტერვალით და წავიკითხე რომ 15წთ-იანი ინტერვალით ხდება გადასხმა, რამე ცუდი ხომ არ ხდება ამ შემთხვევაში?

არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. 15 წუთზე ნაკლებ დროში არ უნდა იყოს როგორც წესი, სხვა შემთხვავაში საპრობემო არ არის

Posted by: ITALIANEC 1 Dec 2018, 12:34
......................................................

Posted by: Seraphfortrinity 11 Dec 2018, 12:42
გამარჯობა,

გთხოვთ გამარკვიოთ, მამაკაცებისთვის სიმსივნის სკრინინგ ცენტრი არ არსებობს ? ან როგორ შეიძლება გამოვიკვლიო თავი, რაღაც ეჭვები მაქვს და მინდა დავაზუსტო ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მადლობა წინასწარ <3

Posted by: keen 11 Dec 2018, 16:17
QUOTE (Seraphfortrinity @ 11 Dec 2018, 12:42 )
გამარჯობა,

გთხოვთ გამარკვიოთ, მამაკაცებისთვის სიმსივნის სკრინინგ ცენტრი არ არსებობს ? ან როგორ შეიძლება გამოვიკვლიო თავი, რაღაც ეჭვები მაქვს და მინდა დავაზუსტო ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მადლობა წინასწარ <3

http://www.gnsc.ge/?act=page&c=MzJhM2Ri&id=4&lang=ge
http://www.gnsc.ge/?act=page&c=NGI1ZWFh&id=5&lang=ge

ეს უფასო გამოკვლევები, რომელიც შესაძლოა ჩაიტაროს მამაკაცმა.

Posted by: lola_keta 20 Dec 2018, 10:01
მოგესალმებით,
მაქვს ერთიცალი პაკლიტაქსელი და ერთი ცალი ცისპლატინი ორივე ევროპული წარმოებისაა, თუ ვინმეს გჭრიდებათ შემიძლია გაჩუქოთ.


Posted by: Netochka 3 Jan 2019, 02:01
გამარჯობა/
ელექტროკუაგულაციის შემდეგ დამრჩა ნაწიბური და ისევ ჭ კლასის კოსმეტ. ცენტრების მაგივრად
გია ლეჟავასთან კონსულტაცია მირჩიეს და სად მივაგნო

ან საკონტაქტო ინფო თუ მოგეპოვებათ

Posted by: letodiniusi 9 Jan 2019, 00:07
გამარჯობა. ცალკე თემა ვერ ვნახე და აქ ვწერ. ღვიძლის მელანომიან პაციენტის მიყვანა ვისთან შეიძლება, არის ვინმე ექიმი ჩვენთან? ოპერაცია გამორიცხულია ასაკის გამო და ზოგადად სახარბიელო მდგომარეობა რომ არაა ვიცით, მხოლოდ ოდნავი გაუმჯობესების იმედით მინდა რომელიმე კარგ პროფესიონალ ექიმს ვანახო ტომოგრაფიის პასუხები. თუ გაქვთ ვინმეს გამოცდილება, იქნებ მირჩიოთ sad.gif მადლობა

Posted by: NiniaG 23 Jan 2019, 16:51
სანდრო ჩირინაშვილი როგორი ონკოლოგია?

ფეხი სტკივა პაციენტს კოჭთან, გავუკეთეთ ყველა საჭირო პროცედურები ექიმის მითითებით, არის სიმსივნე როგორც გვითხრა, მეტასტაზები არაა გასული არსად, მიუხედავად ამისა გვეუბნებიან ფეხის ამპუტაციას, რამდენად სანდო არის მსგავსი გადაწყვეტილება?
ვისთან შეიძლება გადავამოწმოთ?

Posted by: ჯი-ნია-ნი 28 Jan 2019, 19:40
გამარჯობა.

მარცხენა მკერდის ქვედა არეში, ძვალთან, ხშირად მაქვს ტკივილის შეგრძნება და ასევე დრვილის წვის შეგრძნებაც.

შესაძლებელია ეს სიმსივნე იყოს თუ უფრო გულის ბრალი?

რომელ ექიმთან წავიდე ვეღარ გავიგე :/

Posted by: Kobalty 2 Feb 2019, 17:18
გამარჯობა

ხომ არ იცით, თბილისში სად კეთდება ფილტვისთვის (სავარაუდოდ გულ-მკერდის საშუალებით) დაბალი დოზის კომპიუტერული ტომოგრაფია?
ასევე, MRI-ს გადაღება თუ შეიძლება ფილტვზე, ტომოგრაფიის ნაცვლად?

დიდი მადლობა წინასწარ..

Posted by: Lady_Bird 4 Feb 2019, 10:13
სხივური თერაპია რა ფასებთან არის დაკავშირებული ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: Heart_of_Darkness 5 Feb 2019, 22:10
ჯი-ნია-ნი
შესაძლოა ჯირკვლის ანთება იყოს, მშვიდად რომ იყო, ჯობია მამლოლოგს გაესინჯო.
ლიმფური კვანძები როცა გადადიდებულია ხელით გასინჯვისას იგრძნობა.. რომ ეხები გტკივა? სხვაგანაც მოისინჯე ლიმფური კვანძები, კისერზე, იღლიაში და ა.შ. ორგანიზმში არსებულ ანთებით პროცესზე მოწმობს ხოლმე.
თან გააჩნია რა პერიოდში ჩნდება ეს სიმპტომები, ციკლთან თუ არის კავშირში, მაშინ ნორმალურია. თუ არა, მაშინ აუცილებლად მიდი კონსულტაციაზე.
ისეთი რამეა, რისი დაკიდებაც არ შეიძლება.
Lady_Bird
გააჩნია როგორ დაგეგმავენ თერაპიას, რამდენი დასხივება დასჭირდება,
ჩვენ 6000 დაგვიჯდა. ჩემი დაკვირვებით, თურქეთში გაკეთება ჯობია.

Posted by: Lady_Bird 7 Feb 2019, 13:05
Heart_of_Darkness


მადლობა პასუხისთვის.



Posted by: shuma89 8 Feb 2019, 20:51
გამარჯობა, ამ თემასთან პირველად მაქვს შეხება.
მაინტერესებს პაციანტის მკურნალობა, აღმოაჩნდა ღვიძლზე სიმსივნე 6 სმ- ამდე ზომის. ნაღვლის სადინარზე, ნაღვლის ბუჭტიდან ნაწლავზე მიმავალი სადინარი ჩაიკეტა და ამის გამო ჩაუდგეს დრენაჟი, ამ ჩივილებით მივიდა, ახლა დრენაჟი უდგას, გაუკეთეს MRI მთლიან მუცლის ღრუზე, მხოლოდ ღვიძლზე აღინიშნება სიმსივნური წანაზარდიო, სავარაუდოდ ჩაზრდილია სადინარში, აი ნაღვლის სადინარი რაღა შუაშია ნამდვილად არ ვიცი, იქაცაა ალბათ, მოკლედ ასეა რაც მაქვს ინფორმაცია, რომელ კლინიკას მირჩევთ? რა ამკურნალობის ხერხები შეიძლება გამოვიყენოთ ასეთ დროს, ერთმა კლინიკამ პირდაპირ ქიმიოთერაპიაო, მეორემ ოპერაციაო, მესამემ რაღაც ახალი მეთოდია ქიმიური რომლის დროსაც ბარძაის ვენიდან შევდივართ და უშუალოდ სიმსივნეზე ვახდენთ მოქმედებასო, სავარაუდოდ პრეპარატებით.

ასეთ საკითხებში გაცნობიერებულმა ხალხმა იქნებ შეძლოთ და დამაკვალიანოთ. მეთიოდების შერჩევაშიც და კლინიკისაში .
ხო, არ ვიცი აქვს თუ არა მნიშვნელობა, ან რატომ გაუკეთეს ანალიზი, კრეატინის დონე შეუმოწმეს ანალიზით და ნორმაშიაო, ეს რისთვისაა საჭირო ან რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტია ეგ არ ვიცი ოღონდ.
კონსტრასტული კვლევა ჩაატარეს და მაგისთვისარის მგონი კრეატინინის ანალიზი საჭირო. მოკლედ MRI და კონტრასტულიკვლევაა ჩაარებული


პ.ს
შემიძლია მრი მთლიანი მუცლისღრუსი ელექტრონულიც და გამოკვლევის დასკვნა რაც გამოგვატანეს საჭიროების შემთხვევაში გადმოგიგზავნოთ.კიდევ ერთი გამოკვლევა გაუკეთდა დღეს და მაგის ელექტრონული და ვერსია და დაწერილი დასკვნაც მექნება ხვალ.

Posted by: Lady_Bird 8 Feb 2019, 23:04




ამ საავადმყოფოებში ხომ არაფრის ახსნა არ იციან. ასე უნდა ფორუმებზე და ნაცნობებში ეძებო პასუხები. არ შეიძლება რომ ცალკე სპეციალისტი არსებობდეს ამ კლინიკებში რომელიც გაგათვიცნობიერებს ადამიანს რასთან გაქვს საქმე, რა სირთულეებს უნდა ელოდო და როგორ მართო პროცესი. მკურნალობის რა მეთიდები და ალტერნატივები არსებობს საქართველოში. აი ასეთ დროს პაციენტი გუგლს რატომ უნდა მიმართავდე ხომ შეიძლება ეს ყველაფერი ახსნან ადგილზე ან საინფირმაციო ბუკლეტები დაბეჭდონ. ისედაც თავზარდაცემული ხდები ადამიანი ასეთი დიაგნოზის გამო

გამძლეობას და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას

Posted by: likaka 10 Feb 2019, 20:33
ბებიას გაუკეთეს ხალხზე ბიოფსია, კისერთან აქვს ზოგჯერ დიდდება და სისხლიც გამოსდის.ცუდი არაფერიაო, მაგრამ ამოიჭერიო, ამას არ უნდა ამოჭრა და პრობლემა ხომ არაა ბიოფსიით დაზიანებულ ხალხს შემდეგ რომ აღარ ამოიჭრი?

Posted by: Super_Mamiko 10 Feb 2019, 23:07
მაინტერესებს, ახლობელი იკეთებს ქიმიებს და რაიმე რისკი ხოარ არსებობს თუკი ჩვილ ბავშვთან ექნება ხშირი კონტაქტი?

Posted by: Mrs_Zum 17 Feb 2019, 19:12
likaka
ბიოფსიამ რა დასკვნა დადო? პრობლემა არ არის დატოვება თუ ჩვეულებრივი ხალია ან სებორეული კერატომა. თუმცა "ცუდი არაფერი" ხანდახან ბაზალურუჯრედოვან კარცინომასაც ნიშნავს ხოლმე,ბრაცნაუცილებლად მოსაცილებელია.
Super_Mamiko
ჩვილ ბავშვთან კონტაქტი არ არის საშიში არვ პაციენტისთვის და არც ბავშვისთვის.

Posted by: lisbeth 20 Feb 2019, 21:10
ზოლადექსს ვინც იკეთებდით,ასევე ტამოქსიფენთან ვისაც გქონიათ შეხება,მომწერეთ გთხოვთ.კითხვები მაქვს

Posted by: stenka 3 Mar 2019, 15:55
მაქვს 600 მგ მაბტერა (იგივე რიტუქსიმაბი).
ვიყიდეთ დედაჩემისათვის, მაგრამ აქ ვეღარ გაგრძელდა მკურნალობა და საზღვარგარეთ გადავიყვანეთ, იქ კიდე არავინ იღებს პაციენტის მიერ მიტანილ წამლებს. ასე დაგვრჩა სახლში. ვინახავ წესების დაცვით (2-8 გრადუსზე).
მაინტერესებს სადმე შემიძლია ჩავაბარო ან აფთიაქთიაქში ან კლინიკაში?
თუ ვინმეს გჭირდებათ ძალიან იაფად დაგითმობთ (სამწუხაროდ სულ უფასოდ ვერ მოგცემთ, საკმაოდ ძვირი გვაქვს გადახდილი და ფინანსური რესურსი კიდე საკმაოდ შეზღუდული გვაქვს მკურნალობის ხარჯებთან შედარებით)

Posted by: PANTALONE 5 Mar 2019, 00:04
პაპილომაა თუ რაღაც საძაგლობა, კისერზე რო ხარობს მინდა ამ ხელსაწყოთი მოვწვა/
გადამაფიქრებინებთ თუ ვცადო?
https://www.aliexpress.com/item/9-level-LCD-Face-Skin-Dark-Spot-Remover-Mole-Tattoo-Removal-Laser-Plasma-Pen-Machine-Facial/32951981738.html?spm=2114.11010108.06001.150.650c649bWOz9w4&gps-id=pcJustForYou&scm=1007.13562.109986.0&scm_id=1007.13562.109986.0&scm-url=1007.13562.109986.0&pvid=08fa872f-97e3-4d93-a139-bc280676ddeb

Posted by: mia_2019 9 Mar 2019, 13:14
მოგესალმებით. 72 წლის უსინათლო დეიდა მყავს. სოციალურად დაუცველი... იანვრიდან დაეწყო მწვავე ტკივილები, თავიდან ძალიან გავდა ნაღველის შეტევებს. სასწრაფო დახმარების საშუალებით 2 ჯერ მოხდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა, გადაუღეს მუცლლის ღრუს ექოსკოპია. ნაღველია გადიდებულიო, დაუნიშნეს დიეტა და ნოშპა. არ იყო ეფექტური არც დიეტა და არც ნოშპა... მესამეჯერ, როდესაც გადაიყვანეს საავადმყოფოში და ეხოსკოპია გაუკეთეს (ეს უკვე თებერვლის შუა რიხცვებია) ღვიძლზე წანაზარდს ვხედავთო და დიაგნოზისთვის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე გაუშვეს...მეტსატაზებია ღვიძლში, პანკრეასზე...ონკომარკერების ანალიზმა პანკრეასზე 5000-ზე მეტი აჩვენა... სავარაუდო დიაგნოზია პანკრეასის ადენოკარცენომა. ოპერაცია გამორიცხეს, აზრი არა აქვსო. ქიმია ურჩიეს...

ვისაც რაიმე გამოცდილება გაქვთ, გამიზიარეთ, გთხოვთ... რას გვირჩევთ?
* * *
პანკრეასის სიმსივნის დროს, ბიოფსიის გარეშე სტადია როგორ დგინდება? ექიმმა არ ურჩია არც ბიოფსია, არც ოპერაცია, ქიმიაც არაეფექტური იქნებაო...(მაინც ვცადოთო)
ონკომარკერის ანალიზმა თუ 5000-ზე მეტი აჩვენა, ეს ნიშნავს, რომ მეოთხე სტადიაა?

Posted by: Heart_of_Darkness 15 Mar 2019, 18:32
stenka
აფთიაქებიც იბარებენ, სადგურზე არაქსელურ აფთიაქებში. უბრალოდ იმდენად მიზერულ თანხაში, რომ მე გაჩუქება ვარჩიე.
PANTALONE
სპეციალისტთან იყავით კომსულტაციაზე? დამოუკიდებლად აჯობებს ხელი არ ახლოთ.

mia_2019
ონკომარკერები აჩვენებს რომ ორგანიზმში ონკოლოგიური პროცესი მიმდინარეობს, ნორმებას რომ სცდება იქ უკვე დიდი მნიშვნელობა არ აქვს 5 თუ 10ათასია. ჯგუფს ამ ფაქტორზე დაყრდნობით ვერ გაარკვევთ. უჯრედის ბიოფსიით დგინდება სიმსივნის კონკრეტული ტიპი, მის შედეგებზე დაყრდნობით განისაზღვრება ქიმიოთერაპეა. რა მედიკამენტებით იქნება მკურნალობა ეფექტური... ბიოფსია რა მიზეზით გამორიცხა ექიმმა? არ არის რთული პროცედურა. ფორმა ასში რა წერია?

Posted by: Mrs_Zum 17 Mar 2019, 11:01
mia_2019სტადიას განსზღვრავს დაავადების გავრცელება ლიმფურ კვანძებში ან სხვა ორგანოებში. ანუ თუ პანკრეასშია ძირითადი კერა და ღვიძლში მერასტაზები ეს უკვე შორეულ ორგანოში გავრცელებაა და მეოთხე სტადიას ნიშნავს.
Heart_of_Darkness
ბიოფსია არ ურჩიეს ალბათ, იმიტომ რომ იფიქრეს ბევრს ვერაფერს შეცვლის მკურნალობის ტაქტიკაში. PANTALONE
გადაგაფიქრებინებთ. რაც შენ პაპილომა გგონია, შეიძლება სულაც არ იყოს პაპილომა. სახლში მჟავებით კუსტარულად მოწვები პრობლემაა, იმიტომ რომ გარდა ჯანმრთელი ქსოვილების დაზიანებისა არ იციან რა არის მოწვადი და რა არა. ყველაფრის მოწვა არ შეიძლება.

Posted by: Heart_of_Darkness 17 Mar 2019, 11:22
Mrs_Zum
კი, ვიფიქრე ეგ ვარიანტი, მაგრამ, ჩემი გამოცდილებიდან, ორგანიზმის თავისებურებების და სიცოცხლისთვის ბრძოლის სურვილის იმდენად მჯერა, რომ ქართველი ექიმების წინასწარგანწყობა- ,,მეოთხე სტადიაა და მაინც ვერაფერს ვუშველით", მაღიზიანებს ხოლმე sad.gif

Posted by: PANTALONE 17 Mar 2019, 13:02
Mrs_Zum
Heart_of_Darkness
გასაგებია. მადლობა

Posted by: likaka 19 Mar 2019, 16:41
ხარძი
QUOTE
likaka
გააკეთე CT 3-6 თვის შემდეგ და გვაჩვენე რა.

სალამი მეგობრებო, გავიდა 7 თვე რაც პირველად გავიკეთე ნიუ ჰოსპიტალში მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, თვალბუდის არეში წარმონაქმნი მქონდა 9 მლ . მაგ არეში დღემდე მაქვს ყრუ ტკივილები, რის გამოც გადავიღე ტომოგრაფია. მოკლედ რადიოლოგმა მითხრა რომ ეს არაფერია უბრალოდ დინამიკაში დავაკვირდეთო, მე კი მოვიარე მთელი საქართველო ბოლოს ედიშერ მაღალაშვილთანაც კი ვიყავი, ედიშერმა ეს ძვლის ცისტა მგონია და თუ გაწუხებს ამოვიჭრათო, თუ არ მეზრდება რატომ უნდა ამოვიჭრამეთქი და წამოვედი , ბოლოს მივედი ალექსანდრე ცისკარიძეთან ნევროპათოლოგთან, ალექსანდრემ დამინიშნა მაგნიტურ რეზონანსული თოდუაში მიხეილ ოკუჯავასთან, თუ არ იზრდება შემდეგ რამე წამალს დაგინიშნავ რომ ეს ფსიქოლოგიური ფაქტორი მოიხსნაო, ზედა სიბრძნის კბილი მაქვს მაგ მხარეს გაზრდილი და გადაღებული მაქვს პანორამა, ჯანსაღი კბილია მაგრამ იქნებ ეგ იწვევდეს ტკივილს თვალბუდის არეში? რადგან საბოლოოდ თოდუაში ოკუჯავასთანაც ვიყავი გუშინ და ზუსტად იგივე ზომაა და არანაირი ცისტა არ მგონიაო ესაა ძვლის ჰემანგიომა, რომლითაც დაიბადე, რომელიც შემთხვევით აღმოჩენილია და გამორიცხულია ეს რაიმე ტკივილს იწვევდესო, ჩათვალე რომ არაფერი არ გაქვსო და არც დინამიკაში დაკვირვებას არ ვთვლი საჭიროდო. სხვათაშორის ძალიან მომეწონა მიხეილ ოკუჯავა და თოდუას უახლესი აპარატურაც, თუმცა ზუსტად პასუხები ნიუსი დათოდუასი ერთმანეთს დაემთხვა, ერთი ის განსხვავებაა, რომ თოდუა არ თვლის საჭიროდ ამის დინამიკაში დაკვირვებას და დასკვნაში პირდაპირ მიწერს ჰემანგიომას. 7 თვის წინ აქ გვქონდა ამ თემაზე საუბარი და ბევრს აინტერესებდა შემდგომი მრი 7 თვის გასვლის შემდეგ. აი ესეც ჩემი პასუხები 1 ფოტოში ნიუა 11 აგვისტოს გაკეთეებული და მეორე ფოტოა გუშინდელი თოდუას პასუხები.

დიდი მადლობა ყველას და ძალიან მიხარიაა , ჯანმრთელობას ვუსურვებ ყოველ თქვენთაგანს :*
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: mia_2019 20 Mar 2019, 17:50
Heart_of_Darkness
Mrs_Zum
მადლობა გამოხმაურებისათვის. მეც ასე ჩავთვალე, მეოთხე სტადიაა და აზრი არ აქვსო, უფრო ეს მოტივი ჩანს ჩვენი ექიმების პოზიციაში......ის კი არა, ქიმიაზეც იგივეს ამბობენ...
* * *
ან მეორე ამბავია, შეხედეს ადამიანი სოციალურად დაუცველია და დიდად ვერაფერს გამორჩებიან...

Posted by: gig@@@ 27 Mar 2019, 03:28
QUOTE
ღვიძლის მელანომიან


letodiniusi

ღვიძლის მელანომა არსებობს ?
რაღაც არ მახსენდება და არამგონია არსებობდეს.
მგონი ცდებით.
შეიძლება მელანომას მეტასტაზია ღვიძლში
იმენა ღვიძლის მელანომა არამგონია არსებობდეს დავგუგლე და ვერაფერი ვიპოვე.



Posted by: ramchik 29 Mar 2019, 15:52
ჯერ მე თვითონაც გაურკვევლობაში ვარ, ბებიაჩემმა დამირეკა რომ ბაბუას ღვიძლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ექიმთან მივიდა მარტო იმ ჩივილით რომ ჰქონდა თეთრი განავალი, 3 თვის წინ ვნახე და არც ინსპექციით შემიმჩნევია რამე და არც სხვა ჩივილები არ ჰქონია, ამიტომ არა მგონია რომ ამ კიბოს წინ ციროზი უძღვოდა. მოკლედ ვაპირებ თბილისში ჩამოვიყვანო და მირჩიეთ ბიოფსია სად გავუკეთოთ, ონკოქირურგი ჰეპატოლოგი და ყველა ის ადამიანი ვინც შეიძლება დამჭირდეს. 2 წლის წინ გადაიტანა საკმაოდ რთული ოპერაცია, კუჭის 3/4-ის რეზექცია და ნაწლავის საკმაოდ დიდი ნაწილიც მოკვეთეს, 2-ჯერ გაუკეთეს კომპ. ტომოგრაფია, მაშინ ღვიძლი გადიდებული რომ ყოფილიყო ალბათ გამოჩნდება, მაგრამ მე ვფიქრობ რომ საერთოდ ტომოგრაფიამ გამოიწვია ინიცირება. მადლობა წინასწარ!!

Posted by: festina1986 6 Apr 2019, 08:45
გამარჯობათ.ქიმიოთერაპიის გაკეთება სად ჯობია რომელ ქვეყანაში???
მსხვილ ნაწლავში პოლიპი იყო და გადაზრდილი იყო ავთვისებიანში.ოპერაცია გაუკეთდა თბილისში და ნაწლავის ამოჭრის გარდა ლიმფურ კვანძებშიც იყო გადასული.ქირურგმა ყველაფერი ამოვჭერიო და დაგვინიშნა ქიმიოთერაპია,მაგრამ სად ჯობია რომელ ქვეყანაში ქიმიოს გაკეთება???ფინანსები გვაქვს.
* * *
კატე კონტრანსტით მუცლის ღრუზე 2 ჯერ გავუკეთეთ ოპერაციამდე და ყველა ორგანო ჯანსაღი აქვს.

Posted by: DocTemo 6 Apr 2019, 09:36
QUOTE (festina1986 @ 6 Apr 2019, 08:45 )
გამარჯობათ.ქიმიოთერაპიის გაკეთება სად ჯობია რომელ ქვეყანაში???
მსხვილ ნაწლავში პოლიპი იყო და გადაზრდილი იყო ავთვისებიანში.ოპერაცია გაუკეთდა თბილისში და ნაწლავის ამოჭრის გარდა ლიმფურ კვანძებშიც იყო გადასული.ქირურგმა ყველაფერი ამოვჭერიო და დაგვინიშნა ქიმიოთერაპია,მაგრამ სად ჯობია რომელ ქვეყანაში ქიმიოს გაკეთება???ფინანსები გვაქვს.
* * *
კატე კონტრანსტით მუცლის ღრუზე 2 ჯერ გავუკეთეთ ოპერაციამდე და ყველა ორგანო ჯანსაღი აქვს.

პირველი- საქართველოში რატო არ ჯობია და სხვა ქვეყანაში რატო.უნდა ჯობდეს? თუკი ხარისხიანი მკურნალობის ჩატარება სახლთან ახლოს კომფორტულად შეიძლება, რისთვის უნდა წავიდეს პაციენტი შორს?
მეორე: რატო კატე და არა პეტ კატე?

Posted by: festina1986 6 Apr 2019, 10:53
ხოდა ვინაა თბილისში კარგი ონკოლოგი???პეტ კატე იმიტო არა რომ საერთოდ გამორიცხავდა ყველა ონკოლოგიურ დაავადებას.კოლონოსკოპია რომ გაუკეთდა დასკვნა დადო რომ პოლიპია და ციტოლოგია მორფოლოგიაში არაფერი არ ამოვიდა.ხოდა როცა გაჭრა ქირურგმა ამბობს რომ ლიმფურ კვანძებში იყო მეტასტაზიო და ქიმიო დაგვინიშნა.მაგიტო გადავწყვიტეთ საფრანგეთში ან ისრაელში წავიდეთ,შეიძლება ვინმემ გერმანიაში გაიარა მკურნალობა და მინდა გამოცდილება გაგვიზოარონ რომელ კლინიკაში მივიდეთ

Posted by: nino/irakli 6 Apr 2019, 21:44
გამარჯობათ. მეორე წელია მაქვს საშინელი თაბრუსხვევა იცისო ასეთი ქიმიებისს შემდეგო მითხრა ჩემმა ონკოლოგმა( უუუამრავი მაქვს გაკეთებული ქიმიები და სხივები) ბოლო ქიმია 2016 წელს გავიკეთე ვინმეს თუ ქონდა მსგავსი შედეგი და რით უშველდამაკვალეთ იქნებ დამაკვალიანოთ, ჯამრთელობას გისურვებთ ყველას

Posted by: POKERISBLUFF 14 Apr 2019, 11:05
კიბოს სკრინინგისთვის უახლესი აპარატურა

სად და რომელ კლინიკაში აქვთ?

და იქნებ ფარისებრზეც დაწეროთ აქვე
სად ხდება ულტრაბგერითი გამოკვლევა მაღალ დონეზე?

Posted by: lola_keta 15 Apr 2019, 10:12
festina1986
გამარჯობა,
ჩემი გამოცდილებით შემიძლია ალექსანდრე თავართქილაძე გირჩიო. საოცარი ადამიანი, საოცარი ონკოლოგია ^^

Posted by: 7903251 15 Apr 2019, 17:43
გამარჯობა, აქ ავტვირთავ ანალიზის პასუხს. თუ ვინმეს შეგიძლიათ რაიმე კომენტარის გაკეთება გთხოვთ გამომეხმაუროთ. ლეიკოზთან გვაქვს საქმე ?

Posted by: Solveig 17 Apr 2019, 14:41
7903251
მწვავე მიელოიდური ლეიკემიაა... B უჯრედული მარკერის CD19-ის აბერანტული ექსპრესიით. ფენოტიპით M4 ტიპს გავს უფრო (მიელომონოციტურს). გენეტიკური კვლევა ჩაუტარდა?

აგრესიულ ქიმიოთერაპიას დაუნიშნავდნენ, ალბათ..



Posted by: 7903251 18 Apr 2019, 02:45
Solveig



მადლობა გამოხმაურებისათვის.

მკურნალმა ექიმმა, მოითხოვა დაუნორობიცინის (Daunorubicinum) რუსეთში ყიდვა და გამოგზავნა. ეს ითვლება აგრესიულ ქიმიოთერაპიად ?

გენეტიკური კვლევა არ ჩატარებულა , ზემოთ რა პასუხიც დავდე ეს ძვლის ტვინის ანალიზის პასუხებია, რომელიც მოსკოვში გაიგზავნა.


ამ დაავადების დროს პროგნოზის გაკეთება შესაძლებელია ? გთხოვთ მაქსიმალურად გამარკვიოთ. პაციენტი: მმ, 48 წ.

Posted by: Solveig 18 Apr 2019, 12:15
7903251
QUOTE
მოსკოვში

QUOTE
რუსეთში ყიდვა და გამოგზავნა.

სად არის თქვენი პაციენტი?
დაუნორუბიცინი სტანდარტული სამკურნალო პრეპარატი ყოფილა მმლ-ს დროს. სხვა ციტოსტატიკებთან კომბინაციაში გამოიყენება.
QUOTE
გენეტიკური კვლევა არ ჩატარებულა

გასაგებია. რუსეთსა და საქართველოში როგორ არის, არ ვიცი, მაგრამ, დასავლეთში, მე როგორც ვიცი, სტანდარტულად კეთდება გენეტიკური კვლევა-გენომში მომხდარი ცვლილებების აღმოსაჩენად. დიაგნოზი ისმება სისხლის და ძვლის ტვინის ნაცხების მორფოლოგიური კვლევის, ძვლის ტვინის იმუნოფენოტიპირების (აი, რაც ზემოთ არის) და გენეტიკური კვლევის საფუძველზე. ასევე, გენეტიკური კვლევის საფუძველზე ხდება იმის პროგნოზირება, რამდენად უპასუხებს პაციენტი ქიმიოთერაპიას, რა იქნება რელაპსის შანსი შემდეგში და სხვ.
QUOTE
პროგნოზის გაკეთება შესაძლებელია ?

პროგნოზი დამოკიდებულია დაავადების ტიპზე და მდგომარეობაზე დიაგნოზის მომენტში.. დასავლეთში მმლ-ს სხვადასხვა ტიპებს არჩევენ (M0-M7) იმის მიხედვით, თუ რა ტიპის წინამორბედი უჯრედებია წამყვანი და რამდენად არის დიფერენცირებული.. პროგნოზიც განსხვავებულია მერე.

პ.ს. ექიმი არ ვარ, ზოგადად გპასუხობთ, რადგან მომიჯნავე დარგში ვმუშაობ და ცოტა რაღაც გამეგება ჰემატოლოგიაში...
* * *
p.p.s. ინგლისურს თუ ფლობთ, ამას გადახედეთ... ჯანმოს კლასიფიკაციაა

http://hemepathreview.com/WHO-Review/Outline/Chapter4.htm

Posted by: 7903251 18 Apr 2019, 15:11
Solveig

პაციენტი ამჟამად იმყოფება სომხეთში, მკურნალობა ტარდება ონკოლოგიურ დეპარტამენტში.


როგორც მივხვდი გარდა იმისა რომ მწვავე მიელოიდურ ლეიკოზთან გვაქვს საქმე, საჭიროა დაავადების დიფერენცირება, სწორად მივხვდი ?

თქვენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა რომ ამ დაავადების მართვა არ გევალებათ.

* * *
ასევე გაუგებარია რას ნიშნავს ძვლის ტვინის ანალიზის პასუხში, მარკერები: CD45, CD34, CD117, CD38, 99%-იანი ნიშნული ?

სხვა მარკერებში პროცენტულობა შედარებით ნაკლებია.

რუსულს ვფლობ თავისუფლად, სამწუხაროდ ინტერნეტში ნაკლებია ინფო ამ მარკერებზე.

და ბოლოს, პრაქტიკულად თუა შესაძლებელი ძვლის ტვინის ანალიზის მცდარი რეზულტატი ?

Posted by: Solveig 18 Apr 2019, 16:42
7903251
QUOTE
აჭიროა დაავადების დიფერენცირება, სწორად მივხვდი ?

დიახ. სისხლის მიელოიდური წარმოშობის უჯრედებს ზოგადად ეკუთვნის ერითროციტები, გრანულოციტები, მონოციტები და თრომბოციტები. ესენი ყველანი წარმოიშობიან ძვლის ტვინში და გადიან მომწიფების რთულ, რამდენიმესაფეხურიან ეტაპს.
ამ წინამორბედი უჯრედების განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე შეიძლება, რომ მოხდეს მათი სიმსივნური გარდაქმნა (ანუ, ხალხურად რომ ვთქვათ-განვითარების ამ ეტაპზე გაჩერება და უკონტროლო გამრავლება). სწორედ ამის მიხედვით განასხვავებენ მწვავე მიელოიდური ლეიკემიების სხვადასხვა ტიპებს. M0 და M1 ტიპები არის მიელობლასტური, ანუ როცა ყველაზე ნაკლებადდიფერენცირებულია უჯრედები. აქედან M1 ცოტა უფრო უკეთ არის დიფერენცირებული, ვიდრე M0-- შემდეგ მოყვება დანარჩენი ეტაპები. M6 არის ერითროიდული და M7-მეგაკარიოციტულ/თრომბოციტული. ეს ბოლო ორი თქვენი პაციენტის შემთხვევაში გამორიცხულია. კიდევ არის სხვა სახესხვაობებიც, თუმცა, ეგეც გამორიცხულია.
მკურნალობა ყველა შემთხვევაში ქიმიოთერაპიაა, მაგრამ, პროგნოზისა და სტრატეგიის შემუშავებისათვის არის საჭირო მეტ-ნაკლებად ზუსტი ტიპირება.

მორფოლოგიური ანალიზის დროს ჯერ კეთდება ნაცხი სისხლიდან და ძვლის ტვინიდან, იღებება და შეღებვის ინტენსივობის, ფორმის, ზომის, ბირთვის და ციტოპლაზმის სტრუქტურის შესწავლით დგინდება, თუ როგორ უჯრედებთან გვაქვს საქმე. ამის მერე ხდება ზუსტად იმუნოფენოტიპირება, ანუ მაგ ზემოხსენებულ მარკერებზე ანალიზი. ამის მიხედვით ადგენენ, რომელ ტიპს ეკუთვნის მმლ, რადგან, განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე უჯრედებს მარკერების სხვადასხვანაირი მახასიათებლები გააჩნიათ. ასევე, ერითროიდული და მეგაკარიოციტული ტიპის დროს მარკერები განსხვავდება, მაგალითად, მიელომონოციტურისაგან და სხვ.

QUOTE
ასევე გაუგებარია რას ნიშნავს ძვლის ტვინის ანალიზის პასუხში, მარკერები: CD45, CD34, CD117, CD38, 99%-იანი ნიშნული ?

CD45 არის ზოგადად ჰემოპოეზური უჯრედების მარკერი, გარდა მომწიფებული ერითროციტებისა (რომლებიც კარგავენ მაგ მარკერს პერიფერიაზე გამოსვლის დროს) და მაგის 99%იანობა ნიშნავს, რომ ყველა უჯრედი ჰემოპოეზურია. ძვლის ტვინის შემთხვეაში, ამაში დიდად გასაკვირი არაფერია.
CD34, CD117 არის მოუმწიფებელი უჯრედების მარკერები. ის, რომ უჯრედების 99% დადებითია, მიუთითებს სწორედ იმ სამწუხარო დიაგნოზს, რასაც ლეიკემია ჰქვია. ცხადია, ძვლის ტვინში ნორმაშიც არის მოუმწიფებელი უჯრედები, მაგრამ, მათი პროცენტული წილი გაცილებით ნაკლებია... უჯრედები, რომლებიც მწიფდებიან, მაგ მარკერებს კარგავენ.
CD38 არ არის მკაფიოდ დამახასიათებელი მხოლოდ (!) რომელიმე გარკვეული ტიპის უჯრედისათვის, ან განვითარების გარკვეული ეტაპისათვის, თუმცა, მისი არსებობა ასევე აღინიშნება ხოლმე ლეიკემიების დროს.

რაც შეეხება სხვებს:

CD13, CD11ც, CD33 არის ზოგადი მიელოიდური მარკერები, რომელთა არსებობა მიუთითებს იმას, რომ უჯრედების ნახევარს მაინც, უკვე გარკვეულწილად დაწყებული აქვს დიფერენცირება. ამ ეჭვს კიდევ უფრო ამტკიცებს CD64ის, მიელოპეროქსიდაზას (მპო) და ლიზოციმის ექსპრესია, რომელიც მკაფიოდ დამახასიათებელია მონოციტებისა და გრანულოციტებისათვის.

სწორედ ამის საფუძველზე ვთქვი, რომ M4 ტიპს (მიელომონოციტურს) გავს მეთქი, თუმცა, არის ერთი მომენტი ... CD19 არის ზოგადად B ლიმფოციტების ადრეული მარკერი და ნორმაში, საერთოდ არ უნდა იყოს მიელოიდური წარმოშობის უჯრედებზე. თქვენს პაციენტს კი აქვს..ასევე, ძალიან მაღალია CD34-იც. ამიტომ, მარტო მაგ ანალიზის პასუხით კონკრეტული ტიპის თქმა ცოტა ძნელია. უნდა შედარდეს მორფოლოგიური კვლევის შედეგს და გენეტიკაც საინტერესოა. ახლა როგორც ვნახე, მმლ-იან პაციენტებში, ვისაც CD19 აქვს, t(8;21) მუტაცია ყოფილა ხშირი.

არ ვიცი, თუ არის სომხეთში შესაძლებელი მაგის გამოკვლევა. საქართველოში არის გენეტიკური კვლევების ცენტრი "ალელი", ლისის ტბასთან არის ტერიტორიულად
https://allelelab.com/
შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ და გაესაუბროთ, თუ აკეთებენ..
თუმცა, ნამდვილად არ ვიცი, საქართველოში ან სომხეთში თუ ფლობენ ცოდნას პროგნოზისა და სტრატეგიისათვის გენეტიკური კვლევების გამოყენების შესახებ,


QUOTE
პრაქტიკულად თუა შესაძლებელი ძვლის ტვინის ანალიზის მცდარი რეზულტატი ?

იმუნოფენოტიპირება არ ცდება, თუ შესაღებად გამოყენებული ანტისხეულები მაღალი ხარისხისაა და აპრობირებულია სადიაგნოსტიკოდ (ყველა ანტისხეული არაა აპრობირებული), ხოლო, გამდინარე ციტომეტრი კი სწორად არის დაკალიბრებული და აპრობირებულია კლინიკური კვლევისათვის. იმას ნამდვილად ვერ გიპასუხებთ, თუ რამდენად იცავენ მაგ წესებს კონკრეტულ ლაბორატორიაში.. სავარაუდოდ, იცავენ.

ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, თუ რას უწოდებენ "დადებითობას"... გასაგებ ენაზე რომ აგიხსნათ, იმუნოფენოტიპირება ემყარება სპეციფიკური ფლურესცენციის გაზომვას და "დადებითი" შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც |"სუსტად დადებითი", ან "ძლიერ დადებითი", იმის მიხედვით, თუ რამდენად ინტენსიურია ფლუორესცენცია (რაც იმას განსაზღვრავს, თუ რამდენი მარკერია უჯრედის ზედაპირზე, რაც მერე ფლუორესცენტულმა ანტისხეულმა აღმოაჩინა).. გარკვეული მნიშვნელობა შეიძლება ამ ნიუანსსაც ჰქონდეს, როცა უჯრდების მომწიფებაზე ვსაუბრობთ.

და ბოლოს, საკითხავია- რამდენად სწორად იქნა დაცული ტრანსპორტირების პირობები, რომ სომხეთიდან მოსკოვში გადაეგზავნათ სისხლის ნიმუში, რამდენად სწრაფად მოხდა ეს და რამდენად შეიძლებოდა, რომ ამ დროის განმავლობაში რაიმე შეცვლილიყო. ერთი იმის თქმა შემიძლია მხოლოდ, რომ მარკერი შეიძლება დაიკარგოს, მაგრამ, თუ არ იყო მისი ექსპრესია თავიდანვე, ის არ "გაჩნდება".

ესენი დეტალებია, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს ქვეტიპის დადგენაზე, მაგრამ მმლ რომაა დიაგნოზი, მაგას "წყალი არ გაუვა".

არ ვიცი, რამდენად გასაგებად გიპასუხეთ. თუ შეიძლება, რომ კიდევ დაგეხმაროთ რაიმეში, მკითხეთ....

Posted by: 7903251 18 Apr 2019, 18:36
Solveig


ოქრო ადამიანი ხართ, დიდი მადლობა გაწეული შრომისათვის. ჩემთვის, ზღვა ინფორმაციაა. გაიხარე !

Posted by: Solveig 18 Apr 2019, 18:56
7903251

არაფრის smile.gif მყარ რემისიას ვუსურვებ თქვენს ახლობელს smile.gif

Posted by: pitagora1 21 Apr 2019, 19:40
lola_keta მწარე გამოცდილება მაქვს თავართქილაძისგან,ძალიან მწარე...სქემას შეიძლება კარგად აკეთებს,მაგრამ გადასხმებს ვერც მართავს და არც აინტერესებს...ხან ლექტორია,ხან მეცნიერი,სულ ბოლოს არის ონკოლოგი...უყურადღებოა,თავდაჯერებული და სულ ტყუილად...ჩავიტარე სრული კურსი და დაკმაყოფილდა აქაური კვლევებით,გამომიცხადა ჯანმრთელი ხარო,სამ თვეში გამოიარეო,მე მის უკითხავად წავედი სტამბულში,და პეტმა მიჩვენა უკვე ორ ლიმფურ კვანძში რეციდივი,არადა ვერ უხსენებ თურქეთს,რომ კითხო პეტი არაფერს ნიშნავს...კიდევ კარგი არ დავუჯერე და გადავამოწმე...მერე გადავედი მედიქლაბში შარიქაძესთან,ეს არის ფანტასტიური ექიმი და ადამიანი,თავის მაგივრადაც ფიქრობს,პაციენტის პატრონის მაგივრადაც,ექთნის მაგივრადაც,სასწაულ კომფორტს უქმნის პაციენტს,რაც შეეხება სქემას,ზუსტად იგივე სქემა დამიწერა რაც თურქეთის გამოცდილმა ქიმიოთერაპევტმა,ტარგენტული თერაპია ჩავიტარე,ძალიან ძვირია მაგრამ შედეგიანი...ახლა ეხვს თვეში ისევ პეტზე ჩავდივარ კონტროლზე,ვნახოთ სანამდე გაქაჩავს ჩემი რემისია...ძალიან ვნანობ რომ დავკარგე 6 თვე ალეკოსთან

Posted by: lola_keta 22 Apr 2019, 10:35
pitagora1
ძალიან რთულია მაგ თემაზე კამათი, საკამოდ დიდი ხანი მოგვიწია მაგ კაცთან ურთიერთობა და სრულიად საპისისპირო მოსაზრება მაქვს, ნია შარიქაძეზე მეც უამრავი დადებითი გამიგია და მის ბევრი გამოჯანმრთელებული პაციენტს ვიცნობ პირადად, თუმცა მისი მოძაგე პაციენტებიც ვიცი.
ღვთის წყალობით იმედია ყველაფერი კარგად გექნებათ და მხოლოდ კონტროლი დაგჭირდება.

პ.ს. მემგონი ალეკოსთან თქვენ და ჩემი მეუღლე ერთდორულად მკურნალობდით.

Posted by: Nlover 22 Apr 2019, 11:08
გამარჯობათ,იქნებ მიპასუხოდ მაქვს ნერვოზი ასე მგონია ყოველ შემთხვევასში ,მაქვს თავბრუსქხვევა ხანდახან ანალიზები ავიღე სისხლის კლინიკური და შარდი ყველაფერი წესრიგშია ფარისებრი მაქვს მომატებული ,შეიძლება ცოტა ისეთ კითხვას ვსვამ შეიძლება ადამინს კიბო ან რამე რთული დაავადება კონდეს და ანალიზები კარგი ქონდეს მადლობა პასუხისთვის

Posted by: Heart_of_Darkness 22 Apr 2019, 11:21
Solveig
კომპეტენტური ადამიანისაზრი მაინტერესებს,
ღვიძლის კიბოს მკურნალობას აქვს აზრი?
ექიმი კი ამბობს, მთავარია იბრძოლოო, მაგრამ ეგ ფრაზა იმდენჯერ გამიგონია, დიდად არ მჯერა.
მებრძოლი ხალხიც მინახავს, მაგრამ არცერთს არ ჰქონია შედეგი.

იქნებ აჯობებს დაიკიდო მკურნალობა და დრო იმ საქმეების კეთებაზე დახარჯო, რომელსაც აქამდე ვერ ასწრებდი?

Posted by: Lapustak 22 Apr 2019, 11:29
ღმერთმა გაახაროს, ვინც ამ და სხვა თემებში უფასო და ხარისხიან რჩევებს აძლევს ხალხს

Posted by: Nlover 22 Apr 2019, 19:08
user posted imageuser posted imageuser posted image

ეს არის ანალიზის პასუხები მითხარით ,როგორი ანალიზები არისს?

Posted by: pitagora1 22 Apr 2019, 22:19
lola_keta იგივეს ვიტყვი მეც ,მიხარია თუ თქვენი მეუღლის მკურნალობა ხარისხიანად და სწორად წარმართა.ყველა ექიმს ყავს მადლიერი და უმადური პაციენტი...მე უბრალოდ დავწერე ის რაც მე შემემთხვა,თავის თავდაჯერებულობის გამო კინაღამ საიქიოს გამისტუმრა,მე რომ პატრონი არ მყოლოდა ექიმი,მე ვერც მივხდებოდი ისე მიმიყვანდა მეოთხე სტადიამდე...მოკლედ ჯერჯერობით დიაგნოსტიკა მოიკოჭლებს ჩვენთან,იმდენად დამაჯერა რომ არაფერი აღარ მჭირდებოდა(აქაური მრტ კვლევებზედაყრდნობით),რომ თურქული პეტკატის კვლევა დავაყენე ეჭვქვეშ...არადა "ბდღვიალებდა"ორი კვანძი....თვითონ არ აღიარებს პეტკატს და არც არავის გზავნის ამ კვლევაზე,ეს უდიდესი შეცდომაა,ღმერთმა ქნას რომ მარტო მე ვიყო ასეთი პაციენტი და აღარასოდეს აღარ დაეშვას შეცდომა

Posted by: Solveig 24 Apr 2019, 02:10
Nlover
ამ თემას ნაკლებად შეესაბამება შენი კითხვა... ენდოკრინოლოგიის თემაში გადაინაცვლე.

Heart_of_Darkness
QUOTE
იქნებ აჯობებს დაიკიდო მკურნალობა და დრო იმ საქმეების კეთებაზე დახარჯო, რომელსაც აქამდე ვერ ასწრებდი?

ღვიძლის სიმსივნის პროგნოზი, ზოგადად, ძალიან ცუდია.. sad.gif
მაგრამ, მკურნალობის დაკიდება უფრო ადრე მთავრდება ფატალურად, ვიდრე არდაკიდება..

///

თავართქილაძეს რაც შეეხება-
ფბ-ზე მომხვდა თვალში რამდენჯერმე მისი მოღვაწეობა და, მიუხედავად იმისა, რომ
QUOTE
ყველა ექიმს ყავს მადლიერი და უმადური პაციენტი

იგივე შთაბეჭდილება დამრჩა, რაც pitagora1-მ აღწერა.

* * *
pitagora1
ჯანმრთელობას გისურვებ up.gif

Posted by: 098 29 Apr 2019, 00:29
საშვილოსნოს კიბოს (III-ბე სტადია/ ბრტყელუჯრედოვანი კარცენომა) რადიკალური ოპერაცია ჩავიტარეთ (ამოჭრეს მთლიანად საშვილოსნო პარამეტრიუმი საკვერცხეები 4 ლიმფური კვანძი) ნიუ ვიჟენში. ოპერაცია ჩაატარა ზაზა ციციშვილმა.

8500 ლარი დაჯდა
საიდანაც 3400 საყოველთაომ დააფინანსა ხოლო მერიამ 1300

ოპერაციიდან 6 დღე გავიდა.
ქირურგის თქმით მენჯის ღრუს გარეთ აგრეთვე სწორ ნაწლავზე შარდის ბუშტში და თირკმელებში ინვაზია ამ ეტაპზე არ ჩანს. ანუ ხილული ნიშნები არაა მაგრამ ძალიან მაღალი ალბათობაა რეციდივისო
ამიტომ მორფოლოგიური კვლევის ზუსტ შედეგებს ველოდებით და
სადღაც 1-2 კვირაში უნდა დავიწყოთ ქიმო და სხივური თერაპია. ამბობენ სადღაც 8000 ჯდება ეგეცო

მაგას თითქოს მერია აფინანსებს მთლიანად და როგორ ხდება ხომ არ იცით?
არის აქ ვინმე კომპეტენტური?

სხვა მონცემები - პაციენტი (დედაჩემი) 68 წლისაა. საერთო მდგომარეობა აქამდე საკმაოდ კარგი ჰქონდა. არც შაქარი არც ვარიკოზი არც წნევები არაფერი.
სხივური თერაპიის ჩატარებას ვაპირებთ თოდუას კლინიკაში.
რამე რჩევებს ხომ არ მომცემთ? მადლობელი ვიქნები

Posted by: DocTemo 29 Apr 2019, 12:05
QUOTE (098 @ 29 Apr 2019, 00:29 )
საშვილოსნოს კიბოს (III-ბე სტადია/ ბრტყელუჯრედოვანი კარცენომა) რადიკალური ოპერაცია ჩავიტარეთ (ამოჭრეს მთლიანად საშვილოსნო პარამეტრიუმი საკვერცხეები 4 ლიმფური კვანძი) ნიუ ვიჟენში. ოპერაცია ჩაატარა ზაზა ციციშვილმა.

8500 ლარი დაჯდა
საიდანაც 3400 საყოველთაომ დააფინანსა ხოლო მერიამ 1300

ოპერაციიდან 6 დღე გავიდა.
ქირურგის თქმით მენჯის ღრუს გარეთ აგრეთვე სწორ ნაწლავზე შარდის ბუშტში და თირკმელებში ინვაზია ამ ეტაპზე არ ჩანს. ანუ ხილული ნიშნები არაა მაგრამ ძალიან მაღალი ალბათობაა რეციდივისო
ამიტომ მორფოლოგიური კვლევის ზუსტ შედეგებს ველოდებით და
სადღაც 1-2 კვირაში უნდა დავიწყოთ ქიმო და სხივური თერაპია. ამბობენ სადღაც 8000 ჯდება ეგეცო

მაგას თითქოს მერია აფინანსებს მთლიანად და როგორ ხდება ხომ არ იცით?
არის აქ ვინმე კომპეტენტური?

სხვა მონცემები - პაციენტი (დედაჩემი) 68 წლისაა. საერთო მდგომარეობა აქამდე საკმაოდ კარგი ჰქონდა. არც შაქარი არც ვარიკოზი არც წნევები არაფერი.
სხივური თერაპიის ჩატარებას ვაპირებთ თოდუას კლინიკაში.
რამე რჩევებს ხომ არ მომცემთ? მადლობელი ვიქნები

პირველ რიგში, ოპერაციიდან 6 თვეში სხივური თერაპია რატო უნდა დაგჭირვებოდათ ვერ ვხვდები. ანუ რა სახის სხივურია? რაიმე ინფო გაქვთ? თუ ამ 6 თვის განმავლობაში ქიმიოთერაპიას იტარებდა?

დაფინანსებას რაც შეეხება ძალიან ადვილად აგიხსნიან იქ სადაც მკურნალობას აპირებთ. ბევრი რამ ავტომატურად ხდება საყოველთაოს და კლინიკას შორის.
მერიას შემდეგ უნდა დააფინანსებიოთ, როცა საყოველთაოსგნ დაფინანსდება ნაწილი.

Posted by: 098 29 Apr 2019, 14:04
DocTemo
QUOTE
პირველ რიგში, ოპერაციიდან 6 თვეში სხივური თერაპია რატო უნდა დაგჭირვებოდათ ვერ ვხვდები. ანუ რა სახის სხივურია? რაიმე ინფო გაქვთ?

ჯერ არაფერი არ ვიცი.
ოპერაციამდე ვიყავით თოდუაში და ოპერაციის შემდგომ მკურნალობაზე შევთანხმდით. როგორ რანაირად ჯერ დეტალები არ ვიცი. ველოდებით ოპერაციის დროს ამოკვეთილი მასალის ანალიზების შედეგებს.
QUOTE
თუ ამ 6 თვის განმავლობაში ქიმიოთერაპიას იტარებდა?

ექიმთან პირველად 2 კვირის წინ მივედით (ჯერ ექოსკოპია მერე ემერტე მერე ონკო-გინეკოლოგი)
პაციენტმა არ იცის რომ კიბო აქვს
ჰგონია დიდი ზომის კისტა ამოაჭრეს (რომ გაიგოს კიბო აქვს შეიძლება ნერვიულობით მოკვდეს)
ასე რომ არანაირი ქიმიო ან სხივური თერაპია არ გვქონია.
აწი გვექნება.

რამდენადაც მესმის რაც უფრო მალე დავიწყებთ პრევენციულ მკურნალობას მით მეტია შანსი რომ რეციდივის/მეორადი მეტასტაზების აგრესიული ფორმა დავამარცხოთ.
შეიძლება ვცდები.
მე არ ვარ ექიმი

QUOTE
დაფინანსებას რაც შეეხება ძალიან ადვილად აგიხსნიან იქ სადაც მკურნალობას აპირებთ. ბევრი რამ ავტომატურად ხდება საყოველთაოს და კლინიკას შორის.
მერიას შემდეგ უნდა დააფინანსებიოთ, როცა საყოველთაოსგნ დაფინანსდება ნაწილი.

აჰა
ანუ როგორც ოპერაციის დროს მოხდა.
გმადლობთ

Posted by: DocTemo 29 Apr 2019, 14:43
QUOTE (098 @ 29 Apr 2019, 14:04 )
პაციენტმა არ იცის რომ კიბო აქვს
ჰგონია დიდი ზომის კისტა ამოაჭრეს (რომ გაიგოს კიბო აქვს შეიძლება ნერვიულობით მოკვდეს)

ნუთუ ამას სერიოზულად ამბობთ? ანუ კარგად დაფიქრების და გააზრების შემდეგ? ექიმს არ უსაუბრია თქვენთან (ნათესავებთან) პაციენტის მიერ დიაგნოზის ცოდნის მნიშვნელობაზე?

Posted by: pitagora1 12 May 2019, 20:57
სხივური თერაპია კარგად ფინანსდება.პენსიონერებისთვის 90%,ით.ასევე ქიმიოთერაპიის წამლებიც თუ ხარისხი და კლინიკა დაგაკმაყოფილებთ,მე არ მაწყობდა წამლის მწარმოებელი ფირმა და თვითონ ვყიდულობდი დისტრიბუტორთან,მხოლოდ კლინიკის ხარჯის ნაწილს მიფარავდა 162 ლარს,თავართქილაძესტან ვიკეთებდი ,დანარჩენს სადღაც 320 ლარს ვამატებდით ყოველ გადასხმაზე.ონკომარკერების ნაწილილიც ფინანსდება,მაგრამ კატ კვლევები არა,თუმცა პენსიონრებს ექნებათ შეღავათი ალბათ,შემდეგ შევცვალე ექიმი და მედიქ;ლაბში გადავედი,აიქ იყო კატასტროფა,თითო გადასხმის 832 ლარში 510 ლარს ჩვენ ვიხდიდით. სხვა კლინიკებს ალბათ უფრო იაფი ფასები აქვთ,მაგალითად ძველ ონკოლოგიურს,ასე გავიდა წელიწადნახევარი,ნუ მე ათი თვის შემდეგ ჩამერთო პეტი, ორი ლიმფური კვანძი აინთო და ტარგენტული თერაპია ჩავიტარე ექვსი კურსი,ფასები კატასტროფა...შედეგი კარგი, ჯერჯერობით რემისია მაქვს,ექვს თვეში ერთხელ ჩავდივარ პეტკატზე სტამბულში,ეს ყველაფერი ძალიან ძვირია.ტარგენტული თერაპია საშვილოსნოს შემთხვევაში არ ფინანსდება არცერთი თეთრით,ამით იმის თქმა მინდა რომ ხარისხიანი მკურნალობა ძალიან ძვირია ჩვენს ქვეყანაში,თუმცა საყოველთაო დაზღვევა წინ გადადგმული ნაბიჯია და ბევრი ადამიანი ვიცი ვინც მხოლოდ ასეთი დაფინანსებით იკეთებს ყველაფერს ქიმიასაც და სხივებსაც...ისე ერთი რამ უნდა ვთქვა მე რომ გადამესხა სახელმწიფოს შემოთავაზებული წამალი ,ამენთებოდა ის კვანძები და ახლა წამლის ხარისხს დავაბრალებდი...არ მიშველა მე მარტო ქიმიამ,მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სხვას არ უშველის...ყველაფერი ინდივიდიალურია...მოძებნეთ კარგი ქიმიოთერაპევტი,რომელის სწორ სქემას გაგიკეთებთ და ყველაფერი კარგად იქნება...ჯანმრთელობა თქვენს დედას და თქვენ შესაძლებლობა და გამძლეობა რომ კარგად გამოხვიდეთ ამ განსაცდელიდან

Posted by: 098 13 May 2019, 00:06
QUOTE (pitagora1 @ 12 May 2019, 20:57 )
მე არ მაწყობდა წამლის მწარმოებელი ფირმა და თვითონ ვყიდულობდი დისტრიბუტორთან,მხოლოდ კლინიკის ხარჯის ნაწილს მიფარავდა 162 ლარს,თავართქილაძესტან ვიკეთებდი ,დანარჩენს სადღაც 320 ლარს ვამატებდით ყოველ გადასხმაზე.


ცისპლატინის მონოქიმია დაუნიშნეს და შეიძლება უხარისხო იყოს?
ჯენერიკებია ვითომ?

QUOTE
ონკომარკერების ნაწილილიც ფინანსდება,მაგრამ კატ კვლევები არა,თუმცა პენსიონრებს ექნებათ შეღავათი ალბათ,შემდეგ შევცვალე ექიმი და მედიქ;ლაბში გადავედი,აიქ იყო კატასტროფა,თითო გადასხმის  832 ლარში 510 ლარს ჩვენ ვიხდიდით.


ეს საყოველთაოთი?

QUOTE
მე ათი თვის შემდეგ ჩამერთო პეტი, ორი ლიმფური კვანძი აინთო და ტარგენტული თერაპია ჩავიტარე ექვსი კურსი,ფასები კატასტროფა...შედეგი კარგი, ჯერჯერობით რემისია მაქვს


ტარგეტული სხივური ანუ?

მადლობა ღმრთს რომ რემისიაა <3


QUOTE
ექვს თვეში ერთხელ ჩავდივარ პეტკატზე სტამბულში,ეს ყველაფერი ძალიან ძვირია


რატო აქაური პეტ პეკატე ემერტე არასანდოა?

QUOTE
ტარგენტული თერაპია საშვილოსნოს შემთხვევაში არ ფინანსდება არცერთი თეთრით


ჩვენ საშვილოსნო ამოჭრილი გვაქვს მთლიანად და მაინც საშვილოსნოს თერაპიად ჩაითვლება?
ალბათ გააჩნია სად იჩენს თავს მეტასტაზები


QUOTE
ისე ერთი რამ უნდა ვთქვა მე რომ გადამესხა სახელმწიფოს შემოთავაზებული წამალი  ,ამენთებოდა ის კვანძები და  ახლა წამლის ხარისხს დავაბრალებდი

მესმის კარგად რასაც ამბობთ

QUOTE
არ მიშველა მე მარტო ქიმიამ,მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სხვას არ უშველის...ყველაფერი ინდივიდიალურია...მოძებნეთ კარგი ქიმიოთერაპევტი,რომელის სწორ სქემას გაგიკეთებთ და ყველაფერი კარგად იქნება...ჯანმრთელობა თქვენს დედას და თქვენ შესაძლებლობა და გამძლეობა რომ კარგად გამოხვიდეთ ამ განსაცდელიდან


დიდი მადლობა!
თქვენც წარმატებები ამ ბრძოლაში და სრული გამოჯანმრთელება <3 დიიდი ხნის ბედნიერი ცხოვრება
* * *
QUOTE (DocTemo @ 29 Apr 2019, 14:43 )
QUOTE (098 @ 29 Apr 2019, 14:04 )
პაციენტმა არ იცის რომ კიბო აქვს
ჰგონია დიდი ზომის კისტა ამოაჭრეს (რომ გაიგოს კიბო აქვს შეიძლება ნერვიულობით მოკვდეს)

ნუთუ ამას სერიოზულად ამბობთ? ანუ კარგად დაფიქრების და გააზრების შემდეგ? ექიმს არ უსაუბრია თქვენთან (ნათესავებთან) პაციენტის მიერ დიაგნოზის ცოდნის მნიშვნელობაზე?


ვუთხარით უკვე და არ ვნანობ რომ თავიდან ვუმალავდით
* * *
user posted image

user posted image

Posted by: pitagora1 14 May 2019, 00:15
098პირველ რიგში მინდა გითხრად რომ არმაზ მარიამიძე ქვეყანაში ყველაზე ძლიერი სპეციალისტია და მასალის კვლევა სრულად სანდოა,ცისპლატინი კეთდება სხივების პარალელურად კვირაში ერთხელ,ეს ყველაზე იაფი პრეპარატია და კარგი ხარისხის შემოდის,აიღებთ დაფინანსებით,ეს არ არის ქიმიოთერაპია,ბრახითერაპია კეთდება სხივური თერაპიის ბოლოს...ტარგენტული თერაპია სულ სხვა რამეა,თურქები მას "ჭკვიან წამალს"ეძახიან,ის პოულობს კიბოს უჯრედებს და კვებას გადაუკეტავს,ანუ ანეკროზებს და არ აქრობს.ძვირი სიამოვნებაა და არ ფინანსდება საერთოდ,მეტასტაზი სადაც არ უნდა იყოს ,დიაგნოზი პირველად კერის მიხედვით დგება,ასე რომ საშვილოსნოს ყელის კიბოა ამ შემთხვევაში დიაგნოზი,რაც შეეხება პეტკატს მე ოთხი მაქვს გაკეთებული,ყველა სტამბულში,აქ აკეთებენ ინგოროყვაში და ახლა დაიწყეს თოდუაში,მაგრამ საქმე იმაშია რომ ჩვენთან არ მზადდება რადიაქტიული გლუკოზა,შემოდის თურქეთიდან,ამას დრო ჭირდება რაც მოქმედებს გლუკოზის ინფორმატიულობაზე,ამის გამო ასხამენ დიდ დოზას,რომ ინფორმატიული იყოს,შესაბამისად ფასიც ძვირია და თანაც არ მჭირდება დიდი დოზით რადიაცია,ისედაც ბევრი შხამი ვისხი...გადაღების თარიღი ,სტამბულში კი როცა კლინიკაში შევდივარ მერე მოაქვთ ხოლმე ბრონირებული მანქანით რადიაქტიული გლუკოზა,წელიწადნახევარში მეხუთეთ მივდივარ და კარგ კლინიკებში,ანუ იქ არა სადაც ქართველები მასიურად ჩადიან,მაგრამ ღმერთმა დალოცოს ჩვენი ექიმები,ოპერაციებიც საუკეთესოდ გამკეთეს,ანალიზების,მათშორის ონკომარკერების პასუხებიც ემთხვევა და მკურნალობის სქემაც,რასაც შარიქაძე მინიშნავს ზუსტად იგივეს ნიშნავენ იქაც ოღონდ უფრო ძვირად,ჭკუა ვისწავლე და ამჯერად მარტო პეტს გადავიღებ,31 ში მაქვს დანიშნული ,ძალიან მეშინია,მაგრამ რაც იქნება იქნება ....აქაც შეიძლება ძალიან კარგი მკურნალობის ჩატარება,გაუძელით ერთი წელი და დედაც გამოჯანმრთელდება

Posted by: lola_keta 14 May 2019, 11:01
098
გამარჯობა, ევროპული წარმოების ერთი ცალი ცისპლატინი მაქვს 2019/12-მდე აქვს ვადა, შემიძლია გაჩუქოთ .

Posted by: 098 14 May 2019, 12:13
lola_keta
QUOTE
098
გამარჯობა, ევროპული წარმოების ერთი ცალი ცისპლატინი მაქვს 2019/12-მდე აქვს ვადა, შემიძლია გაჩუქოთ .

დიდი მადლობა
მოგწერთ პირადში
pitagora1
QUOTE
098პირველ რიგში მინდა გითხრად რომ არმაზ მარიამიძე ქვეყანაში ყველაზე ძლიერი სპეციალისტია და მასალის კვლევა სრულად სანდოა,ცისპლატინი კეთდება სხივების პარალელურად კვირაში ერთხელ,ეს ყველაზე იაფი პრეპარატია და კარგი ხარისხის შემოდის,აიღებთ დაფინანსებით,ეს არ არის ქიმიოთერაპია,ბრახითერაპია კეთდება სხივური თერაპიის ბოლოს...ტარგენტული თერაპია სულ სხვა რამეა,თურქები მას "ჭკვიან წამალს"ეძახიან,ის პოულობს კიბოს უჯრედებს და კვებას გადაუკეტავს,ანუ ანეკროზებს და არ აქრობს.ძვირი სიამოვნებაა და არ ფინანსდება საერთოდ,მეტასტაზი სადაც არ უნდა იყოს ,დიაგნოზი პირველად კერის მიხედვით დგება,ასე რომ საშვილოსნოს ყელის კიბოა ამ შემთხვევაში დიაგნოზი,რაც შეეხება პეტკატს მე ოთხი მაქვს გაკეთებული,ყველა სტამბულში,აქ აკეთებენ ინგოროყვაში და ახლა დაიწყეს თოდუაში,მაგრამ საქმე იმაშია რომ ჩვენთან არ მზადდება რადიაქტიული გლუკოზა,შემოდის თურქეთიდან,ამას დრო ჭირდება რაც მოქმედებს გლუკოზის ინფორმატიულობაზე,ამის გამო ასხამენ დიდ დოზას,რომ ინფორმატიული იყოს,შესაბამისად ფასიც ძვირია და თანაც არ მჭირდება დიდი დოზით რადიაცია,ისედაც ბევრი შხამი ვისხი...გადაღების თარიღი ,სტამბულში კი როცა კლინიკაში შევდივარ მერე მოაქვთ ხოლმე ბრონირებული მანქანით რადიაქტიული გლუკოზა,წელიწადნახევარში მეხუთეთ მივდივარ და კარგ კლინიკებში,ანუ იქ არა სადაც ქართველები მასიურად ჩადიან,მაგრამ ღმერთმა დალოცოს ჩვენი ექიმები,ოპერაციებიც საუკეთესოდ გამკეთეს,ანალიზების,მათშორის ონკომარკერების პასუხებიც ემთხვევა და მკურნალობის სქემაც,რასაც შარიქაძე მინიშნავს ზუსტად იგივეს ნიშნავენ იქაც ოღონდ უფრო ძვირად,ჭკუა ვისწავლე და ამჯერად მარტო პეტს გადავიღებ,31 ში მაქვს დანიშნული ,ძალიან მეშინია,მაგრამ რაც იქნება იქნება ....აქაც შეიძლება ძალიან კარგი მკურნალობის ჩატარება,გაუძელით ერთი წელი და დედაც გამოჯანმრთელდება

დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის
წარმატება თქვენ 31-ში.
გგულშემატკივრობთ <3

Posted by: luetyn 22 May 2019, 09:37
ჰერცეპტინი 440 მგ ხომ არ იცით თურქეთში რა ღირს?

Posted by: tam1 29 May 2019, 14:32
ფილტვის ტიპიური კარცინოიდის შესახებ გსმენიათ რამე? პროგნოზები როგორი ან ოპერაციის მერე საჭიროებს კიდევ ქიმიოთერაპიას?

Posted by: Hadoukendd 6 Jun 2019, 01:50
pitagora1
pitagora1
პირველ რიგში ჯანმრთელობას გისურვებთ! შეგიძლიათ მითხრათ ტარგეტული თერაპია სად ჩაიტარეთ? ( ეს იგივეა რაც მიზნობრივი თერაპია?)

Posted by: keen 6 Jun 2019, 17:08
............................................

Posted by: Hadoukendd 6 Jun 2019, 19:13
ავასტინი თუ გაუკეთებია ვინმეს საქართველოში? და რა აზრის ხართ საერთოდ ავასტინზე?

Posted by: Likagogo 7 Jun 2019, 09:00
Dzalian gtxovt mipasuxot prostatis specipiuri antigeni(e.wodebuli PSA testi) ramdeni itvleba kritikul zgvrad roca simsivne titkmis 100 procentia,
* * *
Sakme imashia rom mamas akvs prostatis hiperplazia da psa monacemebit 28 procentia simsivnis albbtoaa, ramdenime welia ukve rac asea, imeds mazlevs is pakti rom analizebis mkvetri gauareseba ar sheinishneba

Posted by: nknknknk 8 Jun 2019, 19:04
QUOTE (pitagora1 @ 14 May 2019, 00:15 )
098პირველ რიგში მინდა გითხრად რომ არმაზ მარიამიძე ქვეყანაში ყველაზე ძლიერი სპეციალისტია და მასალის კვლევა სრულად სანდოა,ცისპლატინი კეთდება სხივების პარალელურად კვირაში ერთხელ,ეს ყველაზე იაფი პრეპარატია და კარგი ხარისხის შემოდის,აიღებთ დაფინანსებით,ეს არ არის ქიმიოთერაპია,ბრახითერაპია კეთდება სხივური თერაპიის ბოლოს...ტარგენტული თერაპია სულ სხვა რამეა,თურქები მას "ჭკვიან წამალს"ეძახიან,ის პოულობს კიბოს უჯრედებს და კვებას გადაუკეტავს,ანუ ანეკროზებს და არ აქრობს.ძვირი სიამოვნებაა და არ ფინანსდება საერთოდ,მეტასტაზი სადაც არ უნდა იყოს ,დიაგნოზი პირველად კერის მიხედვით დგება,ასე რომ საშვილოსნოს ყელის კიბოა ამ შემთხვევაში დიაგნოზი,რაც შეეხება პეტკატს მე ოთხი მაქვს გაკეთებული,ყველა სტამბულში,აქ აკეთებენ ინგოროყვაში და ახლა დაიწყეს თოდუაში,მაგრამ საქმე იმაშია რომ ჩვენთან არ მზადდება რადიაქტიული გლუკოზა,შემოდის თურქეთიდან,ამას დრო ჭირდება რაც მოქმედებს გლუკოზის ინფორმატიულობაზე,ამის გამო ასხამენ დიდ დოზას,რომ ინფორმატიული იყოს,შესაბამისად ფასიც ძვირია და თანაც არ მჭირდება დიდი დოზით რადიაცია,ისედაც ბევრი შხამი ვისხი...გადაღების თარიღი ,სტამბულში კი როცა კლინიკაში შევდივარ მერე მოაქვთ ხოლმე ბრონირებული მანქანით რადიაქტიული გლუკოზა,წელიწადნახევარში მეხუთეთ მივდივარ  და კარგ კლინიკებში,ანუ იქ არა სადაც ქართველები მასიურად ჩადიან,მაგრამ ღმერთმა დალოცოს ჩვენი ექიმები,ოპერაციებიც საუკეთესოდ გამკეთეს,ანალიზების,მათშორის ონკომარკერების პასუხებიც ემთხვევა და მკურნალობის სქემაც,რასაც შარიქაძე მინიშნავს ზუსტად იგივეს ნიშნავენ იქაც ოღონდ უფრო ძვირად,ჭკუა ვისწავლე და ამჯერად მარტო პეტს გადავიღებ,31 ში მაქვს დანიშნული ,ძალიან მეშინია,მაგრამ რაც იქნება იქნება ....აქაც შეიძლება ძალიან კარგი მკურნალობის ჩატარება,გაუძელით ერთი წელი და დედაც გამოჯანმრთელდება

პეტ კატესთან და გლუკოზის შემოტანასთან დაკავშირებით სამწუხაროდ არასწორ ინფორმაციას ფლობთ...

ნამდვილად არ უკეთდებათ პაციენტებს მაღალი დოზით გლუკოზა ინფორმატიულობისათვის. როგორც მოგეხხენებათ რადიაქტიულ ელემენტებს აქვთ ნახევარდაშლის პერიოდი. ამიტომ შეკვეთისას მეტს უკვეთავ რომ ნახევარდაშლა გათვალისწინებულ იქნეს სულ ესაა და პაციენტს დიაგნოსტირებისას უკეთებ ზუსტად იმ დოზას რაც საჭიროა და არა მეტს.

Posted by: 098 8 Jun 2019, 19:29
QUOTE (nknknknk @ 8 Jun 2019, 19:04 )
QUOTE (pitagora1 @ 14 May 2019, 00:15 )
098პირველ რიგში მინდა გითხრად რომ არმაზ მარიამიძე ქვეყანაში ყველაზე ძლიერი სპეციალისტია და მასალის კვლევა სრულად სანდოა,ცისპლატინი კეთდება სხივების პარალელურად კვირაში ერთხელ,ეს ყველაზე იაფი პრეპარატია და კარგი ხარისხის შემოდის,აიღებთ დაფინანსებით,ეს არ არის ქიმიოთერაპია,ბრახითერაპია კეთდება სხივური თერაპიის ბოლოს...ტარგენტული თერაპია სულ სხვა რამეა,თურქები მას "ჭკვიან წამალს"ეძახიან,ის პოულობს კიბოს უჯრედებს და კვებას გადაუკეტავს,ანუ ანეკროზებს და არ აქრობს.ძვირი სიამოვნებაა და არ ფინანსდება საერთოდ,მეტასტაზი სადაც არ უნდა იყოს ,დიაგნოზი პირველად კერის მიხედვით დგება,ასე რომ საშვილოსნოს ყელის კიბოა ამ შემთხვევაში დიაგნოზი,რაც შეეხება პეტკატს მე ოთხი მაქვს გაკეთებული,ყველა სტამბულში,აქ აკეთებენ ინგოროყვაში და ახლა დაიწყეს თოდუაში,მაგრამ საქმე იმაშია რომ ჩვენთან არ მზადდება რადიაქტიული გლუკოზა,შემოდის თურქეთიდან,ამას დრო ჭირდება რაც მოქმედებს გლუკოზის ინფორმატიულობაზე,ამის გამო ასხამენ დიდ დოზას,რომ ინფორმატიული იყოს,შესაბამისად ფასიც ძვირია და თანაც არ მჭირდება დიდი დოზით რადიაცია,ისედაც ბევრი შხამი ვისხი...გადაღების თარიღი ,სტამბულში კი როცა კლინიკაში შევდივარ მერე მოაქვთ ხოლმე ბრონირებული მანქანით რადიაქტიული გლუკოზა,წელიწადნახევარში მეხუთეთ მივდივარ  და კარგ კლინიკებში,ანუ იქ არა სადაც ქართველები მასიურად ჩადიან,მაგრამ ღმერთმა დალოცოს ჩვენი ექიმები,ოპერაციებიც საუკეთესოდ გამკეთეს,ანალიზების,მათშორის ონკომარკერების პასუხებიც ემთხვევა და მკურნალობის სქემაც,რასაც შარიქაძე მინიშნავს ზუსტად იგივეს ნიშნავენ იქაც ოღონდ უფრო ძვირად,ჭკუა ვისწავლე და ამჯერად მარტო პეტს გადავიღებ,31 ში მაქვს დანიშნული ,ძალიან მეშინია,მაგრამ რაც იქნება იქნება ....აქაც შეიძლება ძალიან კარგი მკურნალობის ჩატარება,გაუძელით ერთი წელი და დედაც გამოჯანმრთელდება

პეტ კატესთან და გლუკოზის შემოტანასთან დაკავშირებით სამწუხაროდ არასწორ ინფორმაციას ფლობთ...

ნამდვილად არ უკეთდებათ პაციენტებს მაღალი დოზით გლუკოზა ინფორმატიულობისათვის. როგორც მოგეხხენებათ რადიაქტიულ ელემენტებს აქვთ ნახევარდაშლის პერიოდი. ამიტომ შეკვეთისას მეტს უკვეთავ რომ ნახევარდაშლა გათვალისწინებულ იქნეს სულ ესაა და პაციენტს დიაგნოსტირებისას უკეთებ ზუსტად იმ დოზას რაც საჭიროა და არა მეტს.


არადა ჩემმა ექიმმა ზუსტად ის მითხრა რასაც პითაგორა წერს...

იგივე ინფორმატიულობის მისაღებად მეტს ვუსხამთ და უფრო ძვირიც ჯდება აქ და ამიტომ გირჩევთ თურქეთში წახვიდეთ, იქ თავად პროცედურა უფრო იაფია 500-600$ + ემატება გზის ფული.

Posted by: Hadoukendd 9 Jun 2019, 06:51
800 $ გადავიხადე 2015 და 2016 წლებში სტამბულში პეტ კატეში. ანუ ახლა უფრო იაფადაც შეიძლება როგორც ჩანს გაკეთება, კარგია

Posted by: 098 9 Jun 2019, 13:52
Hadoukendd
QUOTE
800 $ გადავიხადე 2015 და 2016 წლებში სტამბულში პეტ კატეში. ანუ ახლა უფრო იაფადაც შეიძლება როგორც ჩანს გაკეთება, კარგია

დიღომში საუნივერსიტეტო კლინიკა "ნიუ ვიჟენია" სადაც ოპერაცია გავიკეთეთ.
ხოდა თურქებთან გვაქვს კონტრაქტი კონკრეტულ კლინიკასთან იქ და ჩვენ იაფად გვიკეთებენ შედარებითო.

Posted by: Hadoukendd 9 Jun 2019, 22:47
098
დიღომში საუნივერსიტეტო კლინიკა "ნიუ ვიჟენია" სადაც ოპერაცია გავიკეთეთ.
ხოდა თურქებთან გვაქვს კონტრაქტი კონკრეტულ კლინიკასთან იქ და ჩვენ იაფად გვიკეთებენ შედარებითო.



დიახ, გასაგებია, მე ,,,აჯიბადემში" მივდივარ ხოლმე სტამბულში

Posted by: pitagora1 16 Jun 2019, 10:02
Hadoukendd მე გავიკეთე ექვსი ავასტინი,თითო გადასხმა 900 გრამი,ძვირია მაგრამ საუკეთესოა მორეციდივე კიბოსთვის,საშვილოსნოს ადენოკარცინომა მქონდა,ოპერაციის შემდეგ პეტი არ ჩაირთო,ონკომარკერებიც განულებული იყო,მაგრამ აგრესიული ფორმა მქონდა ,ჩავიტარე სხიური თერაპია ,ექვსი პოლიქიმია,ჩავედი კონტროლზე და ორ ლიმფურ კვანძში დაფიქსირდა რეციდივი,სრული შოკი იყო ექიმებისთვისაც(სტამბული,თბილისი) და ოჯახისთვისაც,მაშინ დავიწყეთ ტარგენტული თერაპია ავასტინი გემციტაბინთან ერთად.მოკლედ ორი კონტროლი გავიარე ექვსი თვის ინტერვალით და სრული რემისია მაქვს,ბოლო კონტროლი ორი კვირის წინ მქონდა...ასე რომ საუკეთესოდ იმუშავა ჩემს შემთხვევაში,მაგრამ ძალიან ძვირია,ძალიან და არ ფინანსდება...მე როცა ვიკეთებდი 400 გრამი 4300 ლარი ღირდა და მე 900 გრამი მჭირდებოდა ერთი გადასხმა,ახლა გავიგე სვაგზალზე ერთ აფთიაქს შემოაქვს გაცილებით იაფადო,მაგრამ არ ვიცი წამლის ხარისხი....ჯანმრთელობას გისურვებთ

* * *
nknknknk რაც გინდათ ის დააარქვით,მე ის ვიცი რომ სტამბულში კლინიკაში როცა შევდივარ მერე მოაქვთ ბრონირებული მანქანით და კონტეინერით ჩემთვის გადასასხმელი გლუკოზა,დანარცენი არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი,მე არც ფიზიკოსი ვარ და არც ექიმი...ისე თბილისში გაპიარებულ თურქულ კლინიკებს არ ვეკარები,არც ქართველ შუამავლებს ვენდობი,ასე უფრო დაცულად ვგრძნობ თავს,ჩემი გასაჭირიც მეყოფა და ახლა აღარ დავიმატებ ახალს მაგათტან ურთიერთობით...ჯანმრთელობას გისურვებთ

Posted by: Hadoukendd 17 Jun 2019, 02:26
pitagora1
2015 წლის მაისში გავიკეთე ოპერაცია თურქეთში, საკვერცხის ადენოკარცენომა, მეტასტაზებით ... 2018 წლის აპრილში დაიწყო უმნიშვნელოდ აწევა ონკომარკერმა, მაგ პერიოდში ამერიკაში ჩამოვედი და აქ გავიკეთე პეტი, შემდეგ ბიოფსია და მოკლედ ლიმფურ კვანძში რეციდივი. ექვსი ქიმიოთერაპია გავიკეთე, ჩვეულებრივ რასაც თბილისში ვიკეთებდი და პლიუს ავასტინი, ახლა დამთავრდა ქიმიები და ახლა სამ კვირაში ერთხელ ვიკეთებ ავასტინს მხოლოდ, ექიმი ფიქრობს, რომ დაახლოებით ორი წლის მანძილზე გააგრძელებს ამ თერაპიას. ( 100 მლ ვისხავ თითო ჯერზე) . საქმე იმაშია, რომ საქართველოში დაბრუნება მინდა და ვფიქრობ მანდ გავაგრძელო ავასტინი, ამიტომ მაინტერესებს ფასი, თუ შევწვდები ვფიქრობ. ჯანმრთელობას გისურვებთ და მადლობა ინფორმა იისათვის

Posted by: kato-kato777 18 Jun 2019, 13:05
ხალხნო, მოგესალმებით, ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ

ვინმეს თუ გქონიათ ისეთი შემთხვევა, რომ ციტოლოგიის და მორფოლოგიის პასუხები მსგავსი ყოფილა და იმულოჰისტოქიმიის პასუხი განსხვავებული???

არმაზ მარიამიძე კარგი სპეციალისტია?




Posted by: lola_keta 18 Jun 2019, 13:31
kato-kato777
მე როგორც ვიცი საქართველოში ერთ ერთი საუკეთესოა არმაზ მარიამიძე.
მაგან რა პასუხებიც დაგვიდო, გერმანიაში რო გავაგზავნეთ იქიდანაც ზუსტად ის პასუხები ჩამოვიდა და რამდენ ონკოლოგთანაც ვიყავით ორივე პასუხებით ყველამ არმაზთან თუ ყოფილხართ რაღას აგზავნიდით რა აზრი ჰქონდაო.

Posted by: kato-kato777 18 Jun 2019, 13:47
lola_keta


გაიხარეთ, დიდი მადლობა

Posted by: EA1 22 Jun 2019, 16:08
გამარჯობა! გთხოვთ დამეხმაროთ.
დედაჩემს აღმოუჩინეს სწორ ნაწლავში პოლიპები. ექიმი დარწმუნებულია, რომ საქმე გვაქვს ავთვისებიან სიმსივნესთან. ახლა ველოდებით ბიოპსიის პასუხს, ჩავიწერეთ მრტ-ზე.
რა გავაკეთოთ მანამდე, ვის მივმართოთ, რომელ კლინიკასა და ექიმს გვირჩევთ?
დიდი მადლობა!

Posted by: kato-kato777 24 Jun 2019, 17:57
EA1
მარდალეიშვილის კლინიკაში წადით, ნამდვილად პროფესიონალები მუშაობენ იქ, კალმახელიძე ძაან კარგია, თავად მარდალეიშვილიც, ღვინიაშვილი ცოტა უხეშია, წარმატებები, მაგრამ ჯერ ბიოფსიის პასუხს დაელოდეთ, წინასწარ ვერ იტყვი ავთვისებიანიაო, შეიძლება არც არაფერი იყოს, წარმატებები

Posted by: 098 25 Jun 2019, 22:22
QUOTE (pitagora1 @ 16 Jun 2019, 10:02 )
Hadoukendd მე გავიკეთე ექვსი ავასტინი,თითო გადასხმა 900 გრამი,ძვირია მაგრამ საუკეთესოა მორეციდივე კიბოსთვის,საშვილოსნოს ადენოკარცინომა მქონდა,ოპერაციის შემდეგ პეტი არ ჩაირთო,ონკომარკერებიც განულებული იყო,მაგრამ აგრესიული ფორმა მქონდა ,ჩავიტარე სხიური თერაპია ,ექვსი პოლიქიმია,ჩავედი კონტროლზე და ორ ლიმფურ კვანძში დაფიქსირდა რეციდივი,სრული შოკი იყო ექიმებისთვისაც(სტამბული,თბილისი) და ოჯახისთვისაც,მაშინ დავიწყეთ ტარგენტული თერაპია ავასტინი გემციტაბინთან ერთად.მოკლედ ორი კონტროლი გავიარე ექვსი თვის ინტერვალით და სრული რემისია მაქვს,ბოლო კონტროლი ორი კვირის წინ მქონდა...ასე რომ საუკეთესოდ იმუშავა ჩემს შემთხვევაში

აუ როგორ მიხარია love.gif love.gif 2kiss.gif 2kiss.gif ...

Posted by: EA1 26 Jun 2019, 15:40
დიდი მადლობა პასუხისთვის!
სამწუხაროდ, ბიოფსიის შედეგმა დაადასტურა ჩვენი ეჭვიები. მარდალეიშვილის კლინიკაშიც ვიყავით, მაგრამ მაიც დაბნეულები ვართ ჯერ... მინდა მალევე დავიწყოთ მკურნალობა, თუმცა მეშინია, ნაჩქარევი გადაწყვეტილება რო არ მივიღო.
ზოგადად რამდენად სარისკოა საქართველოში ონკოლოგიის მკურნალობა? ხომ არ ჯობია ეგრევე საზღვარგარეთ გავარდეთ?
მადლობა!

Posted by: niniko09 27 Jun 2019, 19:48
მოგესალმებით, თუ არ შეწუხდებით, ვინც თურქეთის კლინიკაში გაიკეთეთ პეტ გამოკვლევა, შეგიძლიათ მითხრათ, ყველაფერი ერთად რა დაგიჯდათ? გზა, იქ ყოფნის პერიოდი და თავად კვლევა. და კიდევ რომელმა ორგანიზაციამ დაგაკავშირათ კლინიკას. მერია ან რეფერალური არ აფინანსებს ალბათ ხომ? sad.gif მადლობა წინასწარ

Posted by: Hadoukendd 28 Jun 2019, 02:18
niniko09
niniko09
2017 წლის დასაწყისში გავიკეთე ბოლოს პეტი თურქეთში და 800 $ გადავიხადე. სასტუმროს ჯავშანს თვითონ მიკეთებს ხოლმე კლინიკა და დაახლოებით 100 ლარი ღირს ერტი დღე. აეროპორტში მხვდება კლინიკის მანქანა და მივყავარ სასტუმროში, შემდეგ დანიშნულ დროს საავადმყოფოში და უკან სასტუმროში ან აეროპორტში. ეს ყველაფერი უფასოა. მე ჩავფრინდი საღამოს და დილით გავიკეთე პეტი, იმავე საღამოს გამოვფრინდი, ასე რომ სასტუმრო მხოლიდ ერტი ღამით დამჭირდა. ამ ყველაფრის ორგანიზებას მიკეთებდა კლუნიკის უკრაინელი თარჯიმანი გოგონა, რომელიც სამწუხაროდ დღეს ი აღარ მუშაობს, მაგრამ კლინიკა ,,აჯიბადემს" თბილისში აქვს წარმომადგენლობა და ისინი დაგეხმარებიან

Posted by: pitagora1 1 Jul 2019, 23:44
niniko09
მე ერთი თვის წინ გავიკეთე პეტი სტამბულში კლინიკა ნეოლაიფში,ეს კერძო კლინიკაა,და სამედიცინო ტურიზმზე არაა ორიენტირებული აჯიბადემივით და ლივ ჰოსპიტალივით.ამ ბოლოს 850 დოლარი გადავიხადე ეს,მესამე პეტი იყო იმ კლინიკაში ისე პირველში 950 გადავიხადე.ონკომარკერები ამჯერად აღარ ვგამიკეთეია იქ,სხვა დროს ორივეგან ვიკეთებდი და ყოველთვის ემთხვეოდა,ამიტომ ახლა მხოლოდ თბილისში გავიკეთე,წინა დღით უნდა ჩახვიდეთ უეჭველი,ანუ დასვენებული და უზმო უნდა იყოთ კვლევისთვის.მოგემსახურებათ მძღოლი სასტუმროდან კლინიკამდე და პირიქით გადაღების დღეს,დისკს მაშინვე აიღებთ,რადიოლოგის დასკვნას მეორე დღეს იმეილზე გადმოგიგზავნიან....ფრენას რაც შეეხება ზოგჯერ აქვს ხოლმე ავიაკომპანიებს ფასდაკლებები და წინდაწინაც შეიძლება ყიდვა,სასტუმროსაც გააჩნია რა დაგაკმაყოფილებთ,ყველა ფასიანია 70 ლარიდან ზემოთ...მატივად შეგიძლიათ დათვალოთ ხარჯები ამის მიხედვით.ჩვენ ვურეკავთ ინგლისურენოვან წამომადგენელს კლინიკაში და მასთან ვათანხმებთ ვიზიტს,მოკლედ მომწონს ეს კლინიკა.თუ დაგაინტერესებთ მოგცემთ კოორდინატებს...ჯანმრთელობას გისურვებთ...აქ ძალიან კარგ ქიმიოთერაპევტს მივაგენი და პეტისტვის კი ნამდვილად ღირს წასვლა
* * *
Hadoukendd100 მგ ავასტინის ფასი დაახლოებით 600 ლარია ჩვენთან,პლუს გადასხმის ხარჯები,არ ფინანსდება არცერთი,სრულად მოგიწევთ გადახდა,სამწუხაროდ ჩვენთან არ ფინანსდება საყოველთაო დაზღვევით ტარგენტული თერაპია...დანარჩენი თქვენ განსაზღვრეთ...მე ექვსი გადასხმა გავიკეთე ცხრაასიანი თითო და ძალიან გამიჭირდა ფინანსურად.თან მედიქლაბში ვისხამდი და კლინიკის ხარჯიც ძვირი მქონდა

Posted by: femalem 4 Jul 2019, 20:01
გამარჯობა. ძალიან მაინტერესებს კონკრეტულად საფრანგეთში ლტოლვილად რომ ჩაბარდე, რა პროცესებია საჭირო, იმისთვის რომ გიმკურნალონ. საუბარია ლიმფომაზე.

Posted by: Hadoukendd 5 Jul 2019, 01:04
pitagora1
მადლობა პასუხისათვის. კიი ძვირი ყოფილა ნამდვილად და ღან მე დაახლოებთ წელიწად ნახევარი ან ორი წელი უნდა ვიკეთო
* * *
pitagora1
ხომ არ გახსოვთ რომელი ქვეყნის იყო ,, ავასტინი"?
* * *

Posted by: ITALIANEC 8 Jul 2019, 04:09
მეოთხე სტადიის ნაწლავის კიბო ვინმეს დაუმარცხებია სამუდამოთ ? smile.gif გაგიგიათ მსგავსი რამ? ან მეოთხე სტადიის კიბო სრულად ინკურნება?

Posted by: pitagora1 10 Jul 2019, 11:34
Hadoukenddარ ვიცი ზუსტად,მაგრამ ევროპული წარმოების იყო.ერთი დოზა რაღაც აქცია ქონდა ჯპს ის და მაშინ ვიყიდეთ ფასდაკლებით,სამ კვირაში ერტხელ ვყიდულობDით.ნაწილ ნაწილ,თურქული წარმოების მგონი უფრო იაფია...ახლა აღმოვაჩინე ვაგზალზე აფთიაქი ,რომელსაც აქვს ეს ძვირადღირებული წამლები შეღავათიან ფასად...ავასტინი რომ აქვთ დახლქვეს ზუსტად ვიცი რა არხით შემოაქვთ ვერ გეტყვით,და რარაც ნდობაში რომ უნდა შეხვიდე რომ მოგყიდონ მგონი,მე არ მისარგებლია ჯერ ,მაგრამ ვიცი ადამიანები ვინც მასთან ყიდულობს ავასტინს,ტქვენ ალბათ პატარა დოზა დაგჭირდებათ,თორემ ასე ხანგრძლივად საკმაოდ დიდ თანხებზე გახვალთ,მე ექვსი მეყო ამ ეტაპზე მაგრამ ვიცი ვინც 8+7 უნდა გაიკეთოს.ჯერჯერობით არ ფინანსდება ტარგენტული თერაპია და ნიშან წყალიც არ ჩანს რომ დაფინანსდება ახლო მომავალში.ჯანმრტელობას გისურვებთ
ITALIANEC მე მგონია 100 პროცენტით გამოჯანმრთელება შეუძლებელია,ხანგრძლივი რემისია კი დგება ხშირ შემთხვევაში,თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია,ვიცნობ ადამიანს რომელიც 12 წელია ძუძუს კიბოს მეოთხე სტადია აქვს და აქვს.არც იკლებს ,არც იმატებს...ალბათ ბევრი ფაქტორია განმსაზღვრელი,უჯრედის ტიპი,ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა,ფსიქოლოგიური განწყობა და რაც მთავარია მოვლა...პაციენტი კარგად უნდა იცნობდეს დაავადებას და მერე ექიმთან ერთად შეძლებს მის მართვას,ასე ვფიქრობ მე და ასეთი მიდგომით ვებრძვიამ სენს...ვნახოთ სანამდე გამომივა...ასე რომ მე ვფიქრობ ბრძოლა არ უნდა შეწყდეს არც ერთ სტადიაზე და თუ ოცწლიანი რემისია დადგება ამას გინდა რემისია დაარქვით და გინდა განკურნება.

Posted by: Hadoukendd 11 Jul 2019, 06:21
pitagora1
არ ვიცი რატო დამინიშნა ასე ხანგრძლივად, თავიდან საერთოდ ორი წელი მითხრა, ახლა ამბობს წელიწადი და ორი თვეო. როგორც გავიგე აქ ყველას ხანგრძლივად უნიშნავენ.ორი გადასხმა გავიკეთე ჯერ . მთლიანი მოცულობა რასაც მიკეთებენ ხსნარის არის 100 მლ. არ ვიცი ეს სულ ავასტინია თუ გამხსნელიცაა. ავერსის ფასები ვნახე და ორნაირი დოზააქვთ ავასტინი 500 ლარი და 900 ლარია ფასი. ჯერ ვერ გავიგე რომელი დოზა მჭირდება. ექთანს ვკითხე და რაღაც გაუგებარი პასუხი გამცა. ექიმთან შეხვედრას ველოდები და იმედს ვიტოვებ რომ მცირე დოზა მჭირდება. მადლობა გამოხმაურებისათვის და ჯანმრთელობას გისურვებთ.

Posted by: Kobalty 11 Jul 2019, 15:34
Hadoukendd
კარგად დააზუსტე და გადაამოწმე ეგ ყველაფერი, მასე გაკვრით ნათქვამის საფუძველზე არ ქნა არაფერი.
ჯერ ქართველი ექიმი რა არის და ექთანი და იმის კომპეტენცია რა იქნება..

Posted by: ITALIANEC 11 Jul 2019, 16:57
pitagora1
მადლობა გაიხარეთ <3 გამოჯანმრთელებას გისურვებთ <3

Posted by: GioL 15 Jul 2019, 18:41
გამარჯობა ,ოჯახის წევრს დაუდგინდა მაღალდიფერენცირებული ჯირკვლოვანი კარცინომა (13.8მმ). ვინმეს გამოცდილება თუ გქონიათ მსგავსი ან რამე რჩევას ან ზოგადად რამეს თუ მეტყვით მადლობელი ვიქნები ძალიან

Posted by: anuka2009 17 Jul 2019, 18:40
მოგესალმებით, სხივური თერაპიის დროს პირის ღრუში ანტებითი პროცესის წარმოშობის შემთხვევაში, რა საშუალებებს იყენებდით. იქნებ ვინმე იყოს მსგავსი გამოცდილებით, ყველას აზრი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

Posted by: pitagora1 21 Jul 2019, 12:43
anuka2009 მე გავიკეთე 28 ფრაქცია მცირე მენჯზე,პირველი დასხივებიდან დავიწყე პირის ღრუში ვაშლის ძმრის წყალხსნარის გამოვლება,ასე გავაგრძელე ქიმიოთერაპიის დროს და ძალიან მიშველა,ნატურალურ ვაშლის ძმარს ვაზავებდი1;1 პროპორციით სულ მედგა აბაზანაში ბოთლით და დროდადრო ვიგუბებდი პირში,მე ძალიან მიშველა,გაწკრიალებული მქონდა პირის ღრუ,მითუმეტეს ჩემს წამლებს უკუჩვენება ლორწოვანის გაღიზიანება ეწერა...სცადეთ,ამაზე მარტივი რა უნდა იყოს.ჯანმრთელობას გისურვებთ

Posted by: stenka 24 Jul 2019, 15:40
გამარჯობათ,
ვერ ვიპოვე რამე ცალკე ჯგუფი თუა წამლების გასაყიდად.
დედაჩემი არის ონკოლოგიური პაციენტი. ამჟამად თურქეთში ვიმყოფებით სამკურნალოდ.

ემზადებოდა ღეროვანი უჯრედების გადასანერგად, სამწუხაროდ რელაპსი დაფიქსირდა და გეგმები შეგვეცვალა.

წინასწარ ღეროვანი უჯრედების მობილიზებისათვის გვაყიდინეს მოზობილი Mozobil (plerixafor) რაც გამოუყენებელი დაგვრჩა.
წამალი არის ძალიან ძირადღირებული, თუკი ვინმეს დაგჭირდეთ სულ უფასოდ ვერ დაგითმობთ, მაგრამ მინიმალურ ფასად მოგცემთ. შემიძლია ასევე მოგცეთ ქვითარი აფთიაქიდან როდისაა ნაყიდი. წამალი ვადაშია და შენახვის განსაკუთრებულ წესებს არ საჭიროებს. (მოზობილთან ერთად შემიძლია სხვა გამოუყენებელი ძვირადღირებული წამლებიც მოგცეთ სრულიად უფასოდ).

თუკი ვინმეს გჭირდებოდეთ შემეხმიანეთ

Posted by: Kobalty 24 Jul 2019, 18:24
stenka
QUOTE
ემზადებოდა ღეროვანი უჯრედების გადასანერგად, სამწუხაროდ რელაპსი დაფიქსირდა და გეგმები შეგვეცვალა.

რომელ ლიმფომაზე და ეხლა რას აპირებთ?

Posted by: stenka 24 Jul 2019, 19:29
Kobalty
QUOTE
რომელ ლიმფომაზე და ეხლა რას აპირებთ?

PCNSL - თავის ტვინის ლიმფომა.
ეხლა MATRIX პროტოკოლის ქიმიას ვუტარებთ და ველოდებით უპასუხებს თუ არა მკურნალობას

Posted by: Kobalty 24 Jul 2019, 20:31
stenka
პირველად გავიგე..
და CAR-T თუა შესაძლებელი რომ ცადოთ?
ასევე, რამდენი ჯდებოდა ღეროვანი უჯრედების გადანერგვა თურქეთში, სადაც ხართ?

Posted by: stenka 24 Jul 2019, 21:17
Kobalty
QUOTE
და CAR-T თუა შესაძლებელი რომ ცადოთ?

CAR-T ასტრონომილი თანხები ჯდება, თან თავის ტვინის ლიმფომაზე მისი ეფექტურობა არაა დადასტურებული როგორც ვიცი

QUOTE
რამდენი ჯდებოდა ღეროვანი უჯრედების გადანერგვა თურქეთში

ავტოლოგური 30-45 ათასი დოლარის ფარგლებში, თუმცა მაღალდოზირებული ქიმიის პროტოკოლის ფასმა შეიძლება ძალიან შეცვალოს ფასი.
ჩვენ დაწოლამდე 2 დღით ადრე ზუსტად 3ჯერ გაგვიზარდეს ფასი და იძულებული გავხდით წამოვსულიყავით. თურქული კლინიკები ძალიან არა სანდოები არიან ფასზე.

Posted by: Kobalty 25 Jul 2019, 12:10
stenka
QUOTE
CAR-T ასტრონომილი თანხები ჯდება,

რამდენი თუ იცი და თურქეთში თუ აკეთებენ?

დონორის უჯრედების გადანერგვაც არაა გამოსავალი თქვენთვის?
ასევე, საქართველოშიც ხომ აკეთებენ ამ ავტოლოგურ ტრანსპლანტს და რატომ აქ არ გაიკეთეთ?

Posted by: stenka 27 Jul 2019, 17:28
Kobalty
QUOTE
რამდენი თუ იცი და თურქეთში თუ აკეთებენ?

აშშ-ში ნახევარი მილიონი ღირს. თურქეთში რამდენადაც ვიცი არ ტარდება.
ისე CAR-T-ზე ბევრი კლინიკური კვლევა ტარდება და ალბათ ხარჯების შესამცირებლად შეიძლება ერთი ის ცადო რომ ექსპერიმენტში ჩაერთო (ისიც თუ მიიღეს პაციენტი)

QUOTE
დონორის უჯრედების გადანერგვაც არაა გამოსავალი თქვენთვის?

დონორის უჯრედები არ ჭირდება, საკუთარი უნდა გადაენერგა, ამ დიაგნოზზე ავტოლოგური ტრანსპლანტაცია გამოიყენება, მაგრამ გადანერგვას მაშინ აქვს აზრი როცა რემისიაზე ხარ გასული. რამდენადაც რელაპსი მოხდა სანამ ისევ რემისიას არ მიაღწევს გადანერგვა ვეღარ ჩატარდება

QUOTE
ასევე, საქართველოშიც ხომ აკეთებენ ამ ავტოლოგურ ტრანსპლანტს და რატომ აქ არ გაიკეთეთ?

მსგავსი სირთულის მკურნალობა საქართველოში უფრო ექპერიმენტულ დონეზეა და დიდი რისკია.
საქართველოში თუ რამე გავიკეთეთ კატასტროფული შედეგებით დამთავრდა ყველაფერი.
- თავიდან სანამ დიაგნოზს საერთოდ დავადგენდით (ჩვენც მის მერე გავერკვიეთ სამედიცინო საკითხებში) თავის ტვინის სიმსივნის გამოკვეთილი ნიშნებით მივიყვანეთ დედაჩემი ნევროლოგ ზურაბ მეტრეველთან ინოვაში. მრტ-ც კი არ გადაიღო ისე დაუსვა შეცდომით დემენციის დიაგნოზი (საქართველოს დონისთვისაც კი წარმოუდგენელი უვიცობაა) და ერთი თვე დაგვაკარგია მკურნალობის გარეშე ...
- შემდეგ ავერსში ლაშა ბაქრაძემ ჩაატარა წარუმატებელი ბიოფსია, რის გამოც თურქეთში ხელმეორედ დაგვჭირდა თავის ტვინზე ბიოფსიის გაკეთება.
- ბოლოს როცა დიაგნოზი დაესვა პირველი ქიმიოთერაპია ალექსანდრე თავართქილაძესთან ჩავატარეთ პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტში. თავიდან ისეთ პროტოკოლს გვთავაზობდა, ტვინის ბარიერს საერთოდ რომ ვერ გადის... ერთხელ რომ დაგუგლო იმით მიხვდები რომ დედაჩემის დიაგნოზზე ეს რეჟიმი არ გამოიყენება.მერე შეცვალეს პროტოკოლი, მაგრამ საშინლად ჩაატარეს. მაღალდოზირებულ მეტოტრექსატს ისე უსხამდნენ, სისხლში მის დონეს არ ზომავდნენ (არც იცოდნენ რომ თურმე საქართველოში არსებობდა გაზომვის შესაძლებლობა). თუ რამე გართულება შეიძლება მოყვეს ქიმიას თეორიულ დონეზე, ყველაფერი დამართეს და პირველ კურსს ერთი თვე ჰოსპიტალიზაცია დაჭირდასიკვდილს ძლივს გადაურჩა დედაჩემი… პირველი ქიმიის მერე 10 კილო ჰქონდა დაკლებული.... ღვიძლის ჰეპატიტზე, სტომატიტის ისეთ საშინელ ფორმაზე, რომ წამალსაც ვერ ყლაპავდა, აღარაფერს ვამბობ... აზრზე არ იყო ტიპი, როგორც კი სიტუაცია გართულდა, ეგრევე სხვა საავადმყოფოს რეანიმაციაში გვაგზავნიდა, მიუხედავად იმისა, რომ რეანიმაციის სამედიცინო ჩვენება არ იყო სახეზე... როგორღაც რომ გადავურჩით მის ჩატარებულ ქიმიას, მერე კიდე თავხედურად ამტკიცებდა, გერმანიაშიც ასე ტარდებაო ))) შემდეგ უკვე თურქეთში წავიყვანეთ და იქაც გაყვა საქართველოში ჩატარებულის ეფექტები და საშინლად დაპრესილი ძვლის ტვინი შემდეგ ქიმიაზე ვეღარ მუშაობდა ნორმალურად.

სამწუხაროდ, თურქეთიც ძალიან დაბალ დონეზეა მედიცინაში და საგრძნობლად ჩამორჩება დასავლეთის ქვეყნებს, მაგრამ ჩვენთან საერთოდ ექიმები მჩხიბავების დონეზე არიან..სტანდარტული შემთხვევების მართვაც კი უჭირთ, გართულებულზე რომ აღარაფერი ვთქვათ...

Posted by: niniko09 28 Jul 2019, 02:03
stenka
რა საშინელებაა sad.gif იქით კვირას მეუღლე იწყებს წესით ქიმიოთერაპიას თავართქილაძესთან და სერიოზულად შევშფოთდი sad.gif . თურქეთში წასვლის ფინანსები არ გვაქვს, პეტსაც ვერ ვიკეთებთ, პირველადი კერა ვერ მოიძებნა და ასე სავარაუდოდ ვაკეთებთ ქიმიას მისი დანიშნულებით.

Posted by: Kobalty 29 Jul 2019, 14:40
niniko09
პოლიტიკაში, ერთ თემაში ძალიან აქეს ეგ თავართქილაძე, მაგრამ აგერ ადამიანს რა ისტორია აქვს ხო წაიკითხე. sad.gif
გენოციდია ჩასატარებელი ქართველ ექიმებში, ისეთი უსინდისოები და უპასუხისმგებლოები არიან..
წარმატებები მინდა გისურვოთ და ექიმის ყველა ნათქვამი გადაამოწმეთ ხოლმე ინტერნეტში, ყველა წამალი, პროტოკოლი და მიდგომა.
თუ ინგლისური არ იცით, მე შემიძლია დაგეხმაროთ.
რა თქმა უნდა, გუგლი არაა არაფრის გარანტია უბრალოდ დარწმუნებით მაინც რომ სიმსივნეზე ც-ჰეპატიტის წამლებით არ გიმკურნალებენ..

stenka
მადლობა ამდენი ინფორმაციისთვის, პრინციპში ის დამიდასტურე - რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი და მოსმენილი ამ ჩვენ ჩლუნგებზე.
CAR-T-ს აკეთებს ეგ თავართქილაძე, თან უკვე 3 წელიაო და წარმოიდგინე რას ექსპერიმენტობს ხალხზე..
იაპონიას არ დაუწყია ჯერ CAR-T, არ არიან მზად მატერიალურ ტექნიკური ბაზით და ამათ ჰოპ და შეუბერეს ბიჭებმა.. drug.gif
მე ფოლეკულური ლიმფომა მჭირს და რამე რო იყო, რიტუქსიმაბის მონოთერაპიასაც ვეღარ ვანდობ ამათ, რომელიც ყველაზე მარტივ მკურნალობად ითვლება, თითქმის ნულოვანი გვერდითი ეფექტებით.
ჯერ კიბოს დიაგნოზი რამხელა გამოუსწორებელი ეფექტია ფსიქიკაზე და მერე კიდე დებილების ხელში ყოფნა + ასტრონომიული თანხების გადახდა "არიოლ/რეშკა" მკურნალობაში, რომელიც 2 კვირაში შეიძლება დარეციდივდეს.
ყველანაირი ასპექტით გაწირვაა ადამიანის მარა მაგას კიბოს პაციენტის გარდა ვერავინ გაიგებს ბოლომდე და წესივრად..
ვიღაცეებს ჩემს გარშემო აღარც ახსოვთ... ისევ ის ტრაფარეტული ფრაზები მესმის, ვისაც ახსოვთ იმათგანაც კი.. user.gif

Posted by: stenka 30 Jul 2019, 15:02
niniko09
QUOTE
stenka რა საშინელებაა იქით კვირას მეუღლე იწყებს წესით ქიმიოთერაპიას თავართქილაძესთან და სერიოზულად შევშფოთდი . თურქეთში წასვლის ფინანსები არ გვაქვს, პეტსაც ვერ ვიკეთებთ, პირველადი კერა ვერ მოიძებნა და ასე სავარაუდოდ ვაკეთებთ ქიმიას მისი დანიშნულებით.

ძალიან სამწუხაროა. და რა არის სავარაუდო დიაგნოზი ან რა პროტოკოლის ქიმიას იტარებთ?

ბოლომდე ვეთანხმები Kobalty-ს. ერთადერთი რითაც შეიძლება თავი დაიცვათ ისაა რომ დეტალურად მოძიო ინფორმაცია თქვენი მეუღლის დიაგნოზზე, მკურნალობის მეთოდებზე და გააკონტროლოთ ექიმები. რასაკვირველია ყველაფერი რასაც ინტერნეტში წაიკითხავთ სანდო არაა და პირველ რიგში თავად უნდა გაფილტროთ რა არის სანდო წყარო და რა არა (გასაგებია რომ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებულ კვლევას და იუთუბზე ნანახ ვიდეოს თანაბარი სერიოზულობით არ უნდა შეხედოთ ... რაც ნაკლებ დროს დახარჯავთ "სასწაულმოქმედ" წამლებზე და ე.წ. "ალტერნატიულ" მეთოდებზე, მით უკეთესი... სოდით, ზეთით, პერეკისით მკურნალობაზე, ნიუმივაკინის, შევჩენკოს და ა.შ. მეთოდებზე, ყველაფერზე რაც გირჩევთ რომ კონკრეტული დაავადებისთვის კლასიკური მედიცინით გათვალისწინებული მკურნალობა (მაგ. ქიმიოთერაპია) სხვა რამით ჩაანაცვლო.
...როგორც წესი ექიმებს არ მოწონთ ხოლმე საკითხში გათვითცნობიერებული პაციენტი და ურჩივნიათ ექიმს ღმერთად აღიქვამდე, მაგრამ რაც უფრო ბრმად მიენდობით, მით უფრო დიდია შანსი, რომ ან განზრახ გაზარალონ ან უცოდინრობით გადაგყარონ რამე უბედურებას.

ასევე შეგიძლიათ მოძებნოთ (მაგ. ფეისბუქზე) იგივე დიაგნოზის მქონე პაციენტების ჯგუფები, სადაც მსგავსი გამოცდილების მქონე ხალხისაგან ბევრი სასარგებლო რამე შეიძლება შეიტყოთ. ეს ძალიან პრაქტიკული რამეა და თან უფასო... როგორც წესი, ყველაზე მეტად ის ხალხია გულისხმიერი, ვისაც თავადვე გამოუცდია იგივე დაავადება და ქართველი ექიმებივით არ დაგამადლიან პასუხს კითხვებზე... ამის გარდა, მსოფლიოს წამყვან კლინიკებში მკურნალობის გამოცდილებითაა ხშირად ეს ხალხი და ბევრ საკითხზე, მათ შორის მკურნალობის არსებულ მეთოდებზე, გაცილებით მეტ ინფორმაციას ფლობს, ვიდრე საქართველოს და თურქეთის მსგავსი ქვეყნების ექიმები....

კიდევ ერთი რჩევა რასაც ჩვენ ვიყენებდით, არის მსოფლიოს წამყვანი კლინიკებიდან ე.წ. მეორე მოსაზრების მოთხოვა (სასურველია იპოვოთ კონკრეტული მკვლევარი-ექიმი რომელსაც თქვენს დაავადებაზე აქვს კვლევები ჩატარებული, პუბლიკაციები გამოცემული და ითვლება დარგში ავტორიტეტად). თურქეთის კლინიკებიდან დაწყებული, ევროპის და ამერიკის საუკეთესო კლინიკებს აქვთ ონლაინ second opinion-ის მომხახურება, შეგიძლიათ მთელი თქვენი მასალები გადაუგზავნოთ ელექტრონულად, დასვათ კითხვები და მიიღოთ მათი მოსაზრება. სამწუხაროდ ეს სერვისი ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ხშირად შეიძლება განუზომლად დიდი არასაჭირო ხარჯების გაწევისაგან თუ არასაჭირო მკურნალობის ჩატარებისაგან გადაგარჩინოთ. მაგ: ამერიკის ისეთი წამყვანი კლინიკებიდან, როგორიცაა stanford, ucsf „second opinion“ 700$ ჯდება, ამაზე უფრო ძვირს ისრაელის ერთი რიგითი კლინიკა ითხოვდა... ამიტომ, თუ გადაწყვეტთ, ამერიკა-ევროპის ფასები გადაამოწმეთ, საიტზე უდევთ და იგივე ფასი თურქეთს ან ისრაელს არ გადაუხადოთ...

Kobalty
QUOTE
CAR-T-ს აკეთებს ეგ თავართქილაძე, თან უკვე 3 წელიაო და წარმოიდგინე რას ექსპერიმენტობს ხალხზე..

:DDD პირველად მესმის, მაგრამ ეგ იმდენად არასერიოზული რამეა, რომელიმე ფიზიკის მასწავლებელმა რომ თქვას უახლესი თაობის კოსმოსურ რაკეტას ვაგებ აგერ თბილისის გარეუბანშიო .... თუმცა იმდენად უსაფუძვლოდ ამბიციური ვინმეა თავართქილაძე, მსგავსი რამის დაბრალება არ შერცხვება .... მისი ახლობლებისგან მაქვს მოსმენილი (სავარაუდოდ მაგისვე მოყოლილი ზღაპრები) თურმე როგორ ქმნიდა კიბოს უნივერსალურ წამალს და როგორ გააჩერეს, არ მიცეს უფლება smile.gif))
QUOTE
მე ფოლეკულური ლიმფომა მჭირს


sad.gif( რა სამწუხაროა...და რა მკურნალობას იტარებთ ამჟამად?

QUOTE
ჯერ კიბოს დიაგნოზი რამხელა გამოუსწორებელი ეფექტია ფსიქიკაზე და მერე კიდე დებილების ხელში ყოფნა + ასტრონომიული თანხების გადახდა "არიოლ/რეშკა" მკურნალობაში, რომელიც 2 კვირაში შეიძლება დარეციდივდეს. ყველანაირი ასპექტით გაწირვაა ადამიანის მარა მაგას კიბოს პაციენტის გარდა ვერავინ გაიგებს ბოლომდე და წესივრად.. ვიღაცეებს ჩემს გარშემო აღარც ახსოვთ... ისევ ის ტრაფარეტული ფრაზები მესმის, ვისაც ახსოვთ იმათგანაც კი..

ნამდვილად.... თან განსაკუთრებული უსამართლობაა საქართველოს მსგავს ქვეყანაში ასეთი მძიმე დაავადების ქონა....სადაც ყველანაირად შეზღუდული ხარ და ნორმალურ ქვეყანაში მყოფი იგივე დიაგნოზის მქონე პირთან შედარებით 1000-ჯერ მეტის გაკეთება გიწევს გადარჩენისათვის. აქ დიაგნოზის დასმისთანავე რომ ფაქტიურად "ჩამოწერეს" დედაჩემი....უამრავი პაციენტი ვიცით ამერიკაში იგივე დიაგნოზის უფრო რთული ფორმა რო გადაიტანეს და 17-18 წლიანი რემისიები აქვთ... ასე რომ არ დანებდეთ და მარტივად არ ჩაიქნიოთ ხელი არაფერზე.

Posted by: fixyou1 1 Aug 2019, 11:05
stenka
მოკლედ დრო გადის და ქართულ მედიცინას განვითარების ნიშანიც კი არა აქვს, პირიქით sad.gif გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დედათქვენს, დაახლოებით მსგავსი გზა გვაქვს გავლილი, თუმცა საბოლოოდ, მადლობა ღმერთს ყველაფერი კარგად დამთვრდა....
Kobalty stenka
ნინო შარაშენიძესთან თუ გქონიათ შეხება და რა აზრის ხართ? როგორც ვიცი თოდუაში აკეთებს ტრანსპლანტაციებს... ნეტა სტატისტიკა თუ არსებობს წარმატებული ტრანსპლანტაციების?

* * *
niniko09
ერთი თვის წინ ვიყავით აჩიბადენის კლინიკაში. პეტი 800$ + 100 $ ჰემატოლოგის კონსულტაცია + 70 $ სასტუმროს ხარჯი. ავიაბილეთებს აღარ ვთვლი

Posted by: stenka 3 Aug 2019, 12:49
fixyou1
დიდი მადლობა smile.gif)

ძალიან სასიხარულოა რომ თქვენთან ყველაფერი კარგად დამთავრდა

Posted by: Kobalty 4 Aug 2019, 01:03
stenka
QUOTE
და რა მკურნალობას იტარებთ ამჟამად?

ჯერ არ მიმკურნალია, არ მაქვს სიმპტომები და შესაბამისად აზრი არ აქვს მკურნალობას.

fixyou1
ანუ ინგოროყვას გარდა, თოდუაშიც აკეთებენ ავტოტრანსპლანტს? რა პირობები გითხრეს..?

Posted by: stenka 4 Aug 2019, 15:28
Kobalty
QUOTE
ჯერ არ მიმკურნალია, არ მაქვს სიმპტომები და შესაბამისად აზრი არ აქვს მკურნალობას.

up.gif იმედია არც არასდროს დაგჭირდებათ

Posted by: Kobalty 4 Aug 2019, 15:41
QUOTE (stenka @ 4 Aug 2019, 15:28 )
Kobalty
QUOTE
ჯერ არ მიმკურნალია, არ მაქვს სიმპტომები და შესაბამისად აზრი არ აქვს მკურნალობას.

up.gif იმედია არც არასდროს დაგჭირდებათ

მადლობა მეგობარო..
თქვენ რა გადაწყვიტეთ, რაა შემდეგი ნაბიჯი დედისთვის?

Posted by: fixyou1 5 Aug 2019, 18:42
Kobalty
უკცრავად შემშლია, ინგოროყვას ვგულისხმობდი smile.gif ნინო შარაშენიძე აკეთებს ინგოროყვაში როგორც ვიცი, თქვენი ჰემატოლოგი ვინ არის?

Posted by: Kobalty 5 Aug 2019, 22:41
fixyou1
ყოფნით ყველა ბობოლა ჰემატოლოგი მოვიარე თბილისში, ესე მიმაგრებული არავისთან ვყოფილვარ, რადგან დიაგნოზის შემდეგ აღარ დამჭირვებია ჰემატოლოგი აქ, გერმნიაში წავედი "მეორე აზრის" გასაგებად.
მაშინ ესე ონლაინ კონსულტაცია არც იყო მგონი დანერგილი, ან მე არ შეხვედრია..

რა ჯდება ტრანსპლანტი ინგოროყვაში და სხვა რა პირობები გითხრეს?

Posted by: stenka 5 Aug 2019, 23:12
Kobalty
QUOTE
თქვენ რა გადაწყვიტეთ, რაა შემდეგი ნაბიჯი დედისთვის?

MATRIX ქემო ჩაიტარა და ველოდებით ეხლა...ჯერ სუსტადაა...ასე 2 კვირაში გადავიღებთ მრტ-ს და ვნახავთ პასუხობს თუ არა მკურნალობას

Posted by: fixyou1 6 Aug 2019, 13:56
Kobalty
დეტალები არც მე ვიცი, საზღვარგარეთ აქვს გაკეთებული ტრანსპლანტაცია და აქ მხოლოდ კონსულტაციაზე უნდა იაროს ჰემატოლოგთან.

Posted by: papanwkuri 8 Aug 2019, 21:54
გამარჯობა. თუ იცით ფილტვის კიბო რენტგენზე ჩანს? ანუ რენტგენის გადაღებით შეიძლება დადგენა ადამიანს აქვს თუ არა ფილტვის კიბო?

Posted by: Heart_of_Darkness 11 Aug 2019, 15:26
ტკივილგამაყუჩებლები დამრჩა, ვინმეს თუ გჭირდებათ გაჩუქებთ.

Kobalty
რომა სრესელთან იყავით?

Posted by: niniko09 11 Aug 2019, 23:38
Kobalty
stenka
დიდი მადლობა რჩევებისთვის. ვნახოთ, დავიწყეთ და გამოჩნდება ნელ-ნელა ალბათ. დიაგნოზი ბრტყელუჯრედიანი კარცინომის მეტსატაზი კისერზე, პირველადს ვერ მივაკვლიეთ. ოპერაციის შემდგომ 2 თვის მერე ქიმიის კურსი დავიწყეთ ცისპლატინი გემციტაბინთან კომბინაციაში. ჯერ-ჯერობით 2 კურსიო და ვნახოთ მერე. ქიმიამდე არაფერი აწუხებდა საერთოდ, ახლა ზოგადი ინტოქსიკაციის შეგრძნება, მეტი არაფერი.

Posted by: ratijs100 12 Aug 2019, 09:28
niniko09

თავ-კისრის არეში თუ აქვს მეტასტაზი, მე რაც ვიცი ძირითადი სიმსივნეც პირველ რიგში თავ-კისრის არეშია საძებნი. მარდალეიშვილის კლინიკაშიც მიდით, თავ-კისერზე არიან სპეციალიზირებული, ჩემს ახლობელს ჰქონდა ზუსტად ანალოგიური სიტუაცია, კისრის ლიმფური ჯირკვლებში მეტასტაზები და აღმოაჩნდა ცხვირხახის სიმსივნე. ზოგადი პრინციპით, სიმსივნე პირველად ვრცელდება რეგიონალურ ლიმფურ კოლექტორებში და შესაბამისად კისრის რეგიონში არსებული ლიმფური კვანძების მეტასტაზები ისევ თავ-კისრის არეში და შუასაყარში არის მოსაძებნი.

Posted by: mnbvcxz 12 Aug 2019, 23:45
გამარჯობა. ნეიროფიბრომატოზთან დაკავშირებით მინდა საუბარი, თუ ჰქონდა ვინმეს შეხება.
* * *
MRI ს გაკეთება სად შეიძლება კარგად? ექიმი რომ იყოს კარგი რაც მთავარია

Posted by: AHURAMAZDA 15 Aug 2019, 18:28
თბილისშიც ხომ კეთდება პეტი?
თუ არაა ხარისხიანი?
* * *
პრობლემა გვაქვს 20 წლის გოგონაზე .ჩატარებულია ოპერაციები თურქეთში და ქიმიოთერაპია(დამაიმედებელი) ტარდება თბილისში

კურსის დასრულების შემდეგ გვინდა გადამოწმება - შეფასება - შემდეგი სტრატეგიის შემუშავება/მკურნალობა ევროპაში

თუ გაქვთ ვინმეს წარმატებული მკურნალობის გამოცდილება და ევროპელი ონკოლოგების კორდინატები იქნებ მოგვაწოდოთ

მადლობა

თუ ვინმეს ესაჭიროება მსოფლიო დონის ნეიროქირურგი და ორთოპედი თურქეთში -შუამავლების გარეშე...შემიძლია მოგაწოდოთ ინფო

Posted by: Hadoukendd 15 Aug 2019, 20:23
AHURAMAZDA
AHURAMAZDA
თოდუაში კეთდება პეტი

Posted by: AHURAMAZDA 15 Aug 2019, 21:50
Hadoukendd
QUOTE
თოდუაში კეთდება პეტი

ვიცი და თურქეთს რატომ ამჯობინებენ...ფასიც მგონი იგივეა

Posted by: Hadoukendd 21 Aug 2019, 18:57
AHURAMAZDA
სანდოობის გამო, იყო ამაზე დისკუსია აქაც ცოტა ხნის წინ, მეც არ გავრისკე თბილისში გაკეთება. ძნელია როდესაც არ ენდობი და ეჭვი გეპარება სისწორეში, ამაზე ჩვენი სიცოცხლეა დამოკიდებული

Posted by: fixyou1 24 Aug 2019, 14:40
AHURAMAZDA
პეტისთვის საჭირო სითხე პეტის გაკეთებამდე ორი საათით ადრე უნდა შეუკვეთონ, ეს სითხე კი საქართველოში არაა, თრქეთშ უკვეთავენ და შესაბამისად არათუ 2 არამედ საათები გადის, სანამ აქამდე მოაღწევს. შესაბამისად, ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია. როგორც ვიცი რადგან ამდენი დრო სჭირდება ტრანსპორტირებას უფრო მეტი დოზით ასმევენ ამ ნივთიერებას და ფასი საქართველოში უფრო მაღალი გამოდის, ვიდრე თურქეთში. აქ 4 000 ლარი გვითხრეს და თურქეთში 800$ .

Posted by: likaka 1 Sep 2019, 21:58
მოკლედ მეგობრებო, ძალიან დავიღალე ჩემი ისტორიის წერით და იქნებ ვინმე კომპეტენტური დამეხმაროს. წარბთან მტკიოდა და გადავიღე მრი აღმომაჩნდა თვალბუდის არეში, ძვალში 9 მლ -იანი წარმონაქმნი, რადიოლოგმა ეს არაფერიაო სავარაუდოდ ამით დაიბადე და ეს ვერ გამოიწვევს შენს ტკივილს თვალბუდის არეშიო. წავედი ოფთალმოლოგთან, ოფთალმოლოგმა არაფერი არ გჭირსო, მე ვფიქრობ რომ სამწვერას პირველი ტოტის ბრალიაო მანდ გადის თვალთანო.მივედი სტომატოლოგთან და სიბრძნის კბილი ჯანსაღია ეგ ვერ გამოიწვევს ტკივილსო. ნევროპათოლოგ ალექსანდრე ცისკარიძესთანაც ვიყავი, ვერაფერი ვერ გამიგო, წადი ისევ გადაიღე თოდუაში მრი (8 თვე იყო გასული წინა მრი-დან ) და თუ შენი ჰემანგიომა არ იზრდება მაშინ მე ვფიქრობ რომ ეგ არ იწვევს ტკივილსო, გადავიღე თოდუაში ოკუჯავასთან და ისევ ის ზომაა, დინამიკაში დაკვირვებაც არ ჩათვალა საჭიროდ და ჩამიწერა რომ მაქვს ჰემანგიომა. მოკლედ რა გავაკეთო არ ვიცი, სუსტად ვარ, ჩემი პრობლემა არის ფარისებრი ავტოიმუნური თირეოდიტი, სხვა მხრივ ყველა ანალიზი ნორმაშია, რკინაც და ა.შ. სუსტად ვარ ზოგჯერ გონება მაქვს თითქოს დაბინდული პლუს ეს თვალის ტკივილი, რომელსაც ვერ ვიგებ რატომ მტკივა, თუ მართლა სამწვერა ნერვის ბრალია როგორც ოფთალმოლოგმა მითხრა წვეთებიც დამინიშნა და რავი ისევ ისე ვარ.არ ვიცი რა ვუყო ამ მოთენთილობას, ამ მუდმივ ყრუ ტკივილს თვალის არეში და გონების დაბინდულობას.
* * *
user posted image

ესეც დასკვნა

Posted by: makmanus 1 Sep 2019, 23:14
likaka
ცისკარიძემ დანიშნულება არ მოგცა?ან ნერვოზული ტკივილები ხო არააო?ირაკლი ოთარაშვილს რომ აჩვენო ნეიროქირურგია

Posted by: likaka 1 Sep 2019, 23:31
makmanus
სალამი, როგორ ხარ? :* ნეიროქირურგთან მისვლა აღარ მინდა მას შემდეგ რაც ედიშო მაღალაშვილმა მომენტალურად ოპერაციაზე დამიწყო საუბარი, არადა ყველა რადიოლოგი იმას ამბობს ეს არაფერიაო, ცისკარიძემაც ეს არაფერიაო და ედიშომ თუ გაწუხებს მოდი უცბად ამოვიღოთო, განა ის რომ ჯერ დავაკვირდეთ იქნებ სხვა პრობლემაააო. ცისკარიძემ მითხრა თოდუაში რომ გადაიღებ და ვნახავ რომ ზომაში არ გაზრდილა მაშინ ე.ი ეგ არ ქმნის პრობლემას და მერე მოდი იქნებ წამლები დაგინიშნოო და აღარ მივსულვარ.ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ იქნებ შაკიკი გამიჩნდა, მაგრამ თავი არასდროს მტკივა, მხოლოდ მარჯვენა თვალბუდის არეში მაქვს ტკივილები

Posted by: makmanus 1 Sep 2019, 23:55
likaka
მეც მაქ თავში კისტა მაგრამ არ მითხრა ოპერაცია ოთარაშვილმა,უბრალოდ დაგიდასტურონ მანდედან მოდის თუ არა ტკივილი,სავარაუდოს რომ გეუბნებიან,ცისკარიძე გაჯახებს ანტიდეპრესანტებს...ისე ტკივილის დროს გიცდია წნევის გაზომვა?მუდმივად გტკივა თუ რაღაც პერიოდებში,შაკიკი თუა გეტყოდა ნევროლოგი...ძალიან ძნელია როცა ვერ იგებ საიდან მოდის ტკივილი თან რო არ გიდასტურებენ თუნდაც მანდედან იყოს.ესეთი რაღაცეები წანაზარდები,კისტები და თუნდაც ჰემანგიომა ნეიროქირურგს უნდა აჩვენო,ედიშოს მეც გავუგზავნე სუართები იგივე მითხრა და ოთარაშვილთან რო ვიყავი დეტალურად ამიხსნა ყველაფერი დამამშვიდა ძალიან და არავითარი ოპერაცია მხოლოდ კონტროლი,

Posted by: likaka 2 Sep 2019, 00:41
makmanus
როდის იყავი ოთარაშვილთან? მგონი ჯერარსში მუშაობს თემქაზე? კისტა გაწუხებს? ვაჰ მივიდე მეც კონსულტაციაზე? იქნებ სინუსიტი მაქვს და ცხვირის და დამატებითი წიაღების კატე გადავიღოთქო მაგრამ მრი- ზე ჩანს ხომ ყველაფერი? ჩემს დასკვნაში ჩაწერდნენ რომ რამე ყოფილიყო.
* * *
არა წნევის ბრალი არაა, როდესაც მოსვენებული ვარ არ მტკივა. ხანდახან მგონია სწრაფად თუ გავამოძრავებ თავს ეგრევე ამტკივდე ა თვალბუდის არეთქო. მივიდე ოთარაშვილთან ჩემი გადაღებული ორივე მრი-თ? ბოლო ბოლო სამწვერას დიაგნოზსს მაინც დამისვამს ან სინუსიტს

Posted by: makmanus 2 Sep 2019, 13:15
likaka
კი ჯერარსშია და რო მივიტანი მრაი ეგრევე მითხრა პოლიპი გაქ და ამოიჭერიო ცხვირში მანამდე ეგეც არ უთქვია არავის,კი მიდი და დაზუსტებით გეტყვის,ჩემი ოჯახის წევრი გადაარჩინა მაგან,მესინოდა მანამდე მისვლის რახან ქირურგი იყი,კაცია ფდიქოლოგი ისეთი დამშვიდებული გამომიშვა,მე გირჩევ მიხვიდე,50 ლარი გადავიხადე კონსულტაციაში

Posted by: likaka 10 Sep 2019, 13:18
makmanus
ვიყავი ირაკლისთან დღეს და ვანახე ორივე ტომოგრაფია, არც ის თვლის რომ თვალბუდის არეში ძვალში არსებული ჰემანგიომა რაიმე ტკივილს უნდა იწვევდეს, მოვუყევი მთელი ისტორია და მოკლედ არ იწვევს ეს ტკივილსო.დისკით ნახა სა დაათვალიერა ჰაიმორის ღრუც და არც სინუსიტი ჩანსო, სისხლძარღვებიც კარგიაო. მოკლედ ნევროლოგთან წადიო და შესაბამის მკურნალობას დაგინიშნავსო სამწვერას ბრალიაო. ანი ძაგნიძესთან მიდიო ხეჩინაშვილის კლინიკაშია smile.gif

Posted by: makmanus 10 Sep 2019, 13:29
likaka
ტკივილი ძლიერია?იქნებ შეძლო და არ მიაქციო ყურადღება თუ შეძლებ,შეიძლება ამან იმუშაოს და გადაგიაროს,რაც მთავარია არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო არც ამოსაჭრელია,დავუსვათ და ნევროზული ტკივილია იგნორი იმუშავებს,ძნელია რო გტკივა და უყურადღებოდ დატოვო მაგრამ თუ შეძლებ კარგი იქნება..თუ არადა მიდი ექიმთან სამკურნალოდ,ალბათ დამამშვიდებლებს დანიშნავენა ან ეგეთებს

Posted by: likaka 10 Sep 2019, 13:46
makmanus
ჯერარსი რა კარგი კლინიკაა მამუკა ქაცარავაა დირექტორი მაგ კლინიკის.მივალ ნევროლოგთან იქნებ წამლები დამინიშნოს ნევრალგიის და ასევე შევეცდები თბილად მქონდეს ეგ მხარე smile.gif არა ყრი ტკივილია ძირითადად დღეგამოშვებით
* * *
მე არ ვიცოდი მრი-ში სინუსიტი და ჰაიმორიტიც თუ ჩანდა და ნახა და ეგ არ არისო, მაგაზეც მქონდა ეჭვი. სამწვერას პირველი ტოტი გადის მანდო და ეგ იქნებაო

Posted by: makmanus 10 Sep 2019, 16:03
likaka
კიი ჯერარსი მომწონს ძალიან,ტყუილად გადაგაღებინეს მეორე რა,ვისთან მიხვალ ნევროლოგთან დაწერე მერე რას გეტყვის

Posted by: collar777 18 Sep 2019, 10:15
მეგობრებო კარგი ონკოლოგი შეგიძლიათ მირჩიოთ ? კონსულტაციაზე ვისთანაც მივალ ? რო მკითხაობა არ დაიწყოს ?

Posted by: Droid 18 Sep 2019, 15:24
გამარჯობა, არის ასეთი სიტუაცია, მკერდის სიმსივნის მეორე სტადია, ექიმები ამბობენ რო 4 ქიმია შველის, შორს წასული არ არის, დააპატარავებს და მერე ამოკვეთავენ.

მაგრამ არის ც ჰეპატიტზე ნამკურნალევი და ღვიძლის გამო რისკია, დაზიანებულია. არის თუ არა ისეთი რამე საშუალება და მიდგომები რო ღვიძლზე არ მოქმედებდეს ან ნაკლებად იმოქმედოს?

ხომ არავის აქვს ამაზე ინფორმაცია.


Posted by: დიკო1996 26 Sep 2019, 10:44
user posted image
მეგობრებო იქნებ დამეხმაროთ რა წერია ? ან რომელი სტადიაა ან ეს 9680/3 რას ნიშნავს ?

Posted by: button nose 26 Sep 2019, 15:56
მეგობრებო თქვენი აზრი მაინტერესებს:
პაციენტი 70 წლის
მარჯვენა წინამდებარე ჯირკვლის ადენომარცინომა, გლისონის ქულათა ჯამი 8(4+4).
მენჯის და ფილტვია ტომოგრაფია სუფთა (ანუ მეტასტაზი არ არის).
დანიშნულია სასწრაფო ოპერაცია
მაინტერესებს გლისონის ქულათა ჯამი სტადიას ხომ არ უთითებს (4ს ვგულისხმობ), როგორია აიცოცზლია ხანგრძლივობა ასეთი დიაგნოზით. მადლობთ (პსა 38 აქვს)

Posted by: ნაზღავ-მექეთელი 9 Oct 2019, 19:07
გამარჯობათ.
აქ სად ვიკითხო არ ვიცი და თქვენ გაწუხებთ...

პოლიპის გამო ამოსაჭრელია ასწვრივი კოლინჯი და ბრმანაწლავი.
სიმსივნე ჯერ არაა.

მაინტერესებს, დაახლოებით რა ოდენობის თანხა დასჭირდება ოპერაციას და ეკუთვნის დაფინანსება?

მადლობა.

Posted by: Kobalty 17 Oct 2019, 00:10
დიკო1996
QUOTE
მეგობრებო იქნებ დამეხმაროთ რა წერია ? ან რომელი სტადიაა ან ეს 9680/3 რას ნიშნავს ?

ბ-უჯრედოვანი ლიმფომაა.
სტადია დგინდება ლიმფური კვანძების ადგილების რაოდენობის მიხედვით.
მაგ: თუ კისერზეცაა, მკერდთანაც და მუცლის ღრუში - მაშინ III ან IV სტადიაა.
თუ მხოლოდ ყელში ან კისერზე - მაშინ I ან II.
ეგ 9680/3 სიმსივნის კოდი უნდა იყოს.

ვისთან დადიხართ და რა დაგინიშნეს?

Posted by: AUTO-VOLT 20 Oct 2019, 13:00
სალამი. მოზარდს გადატანილი აქვს ოპერაციები და 12 ქიმიითერაპია. ეხლა ახლობლებმა შეგვთავსზეს ქვემოთ მითითებული იმუნიტეტის ასამაღლებელი ნატურალი საშუალება healthy drops liposomal blushwood berries EBC - 46.

ხომ ვერ მეტყვით; - თუ გქონიათ შეხება რამდენად შეიძლება ექმებთან შეუთანხმებლად ამ პრეპარატის გამოყენება?

Posted by: georgia2009 20 Oct 2019, 23:03
გამარჯობათ, კალოიანთან ბიოფსიის პასუხით ფარისებრი ჯირკვლის მარცხენა წილზე დადგენილია ბეტესდას 6 კატეგორია. კვანძის ზომა 5-6მმ, ლიმფური კვანძების ექოთი მითიტებულია რომ - ფ/ჯ -გან კაუდალურად ისახება რამდენიმე 5-6 მმ გრძივი ზომის დაქვეითებული ექოგენობის ლიმფური კვანძი სუსტად გამოხატული ჰილუსით, მსხვილმარცვლოვანიკორტიკული შრით-სადიფერენციოა რექატიულ ლიმფადენიტსა და მეორად დაზიანებას შორის. ორივე მხარეს საუღლე რეგიონებში ლოცირდება რამდენიმე 8დან 13,5 მმ-დე გრძივი ზომისოვალური ფორმის სადა მკაფიო კონტურის დაქვეითებული ექოგენობის ლიმფ. კვანძი შენახული ალაგ სუსტად გამოხატული და სუსტად ვასკულარული ჰილუსით, მათ შორის ერთერთი მარცხნივ ქვედა საუღლე რეგიონში შიგნითა სასულე ვენის უკანა/მედიალურ კედელთან 13*3,5*,5 მმ მსხვილმარცვლოვანი კორტიკული შრით-მეტად საფიქრებელია რეაქტიული ჰიპერპლაზია, თუმცა ფარისებრი ჯირკვლის მარცხენა წილის დაზიანებით მიზანშეწონილია მისი ექსპრეს ბიოფსია. ორივე მხარეს ყბისქვეშა რეგიონებში ლოცირდება ერტეული 20-22 გრძივი ზომის ოვალური ფორის სადამკაფიო კონტურის მქონე დაქვეითებული ექოგენობის ჰიპერპლაზიური ლიმფური კვანძი შენახული და სუსტად ვასკულარული ჰილუსით-საფიქრებელია ლიმფადენიტის არსებობა.
29 ოქტომბერს მარდალეიშვილთან დანიშნულია ოპერაცია ჯირკვლის სრული და შესაბამისი ლიმფური ჯირკვლების ამოკვეთით. რადიოაქტიური იოდით მკურნალობის საჭიროებას, როცა მორფოლოგია გაკეთდებაო, მერე გეტყვითო. ამ მონაცემებით რამდენად არის გამოჯანმრთელება შესაძლებელი და თუნდაც იოდით მკურნალობის შემთხვევაში არის რაიმე იმედი გამოჯანმრთელების????? წინასწარ დიდი მადლობა პასუხისთვის.

Posted by: GEO001 20 Oct 2019, 23:14
AUTO-VOLT

არ შეიძლება (ჩემი აზრით არც ექიმთან შეთანხმებით არ შეიძლება)


georgia2009

გამოჯანმრთელების პროცენტი ძალიან მაღალია

Posted by: georgia2009 21 Oct 2019, 00:25

GEO001

დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის და გაიხარე იმედის მოცემისთვის.

Posted by: festina1986 23 Oct 2019, 01:10
ბელგიაში ვიმკურნალეთ მსხვილი ნაწლავის სიმსივნეზე მაგრამ შედეგი არ მოყოლია.ჩამოვედით საქართველოში და ვის გვირჩევთ კარგ ონკოლოგს საქართველოში?

Posted by: georgia2009 23 Oct 2019, 22:31
GEO001
გამარჯობათ ჩემს პოსტში აღწერილი ლიმფური ჯირკვლების ექოს პასუხით მეტასტაზები მოიაზრება?

Posted by: Instructor 28 Oct 2019, 13:47
გამარჯობა,
ზედაპირული ინფორმაცია გავიგე რომ თბილისშია ჩამოსული ვიღაც ამერიკელი ონკოლოგიო, რომელზეც საკმაოდ დიდი მოთხოვნააო, ხომ არ იცით ვინ არის ან რომელ კლინიკაშია?

Posted by: button nose 28 Oct 2019, 23:51
მეგობრებო ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ
სიაგნოზში თითქმია ყველაფერი გავიგე გარდა ამისა ACJJ პროგნოზული სტადიის ჯგუფი IV A
გთხივთ განარკვიოთ რა არის?

Posted by: xizilala 6 Nov 2019, 22:54
user posted imageგარჯობათ. მამაჩემს გამოუვიდა იღლიაში ჯირკვალი. კალიოანთან პირველად რომ მივიდა ივლისში, ბიოფსიამ მხოლოდ ნეკროზული იჯრედები აჩვენა და მეორედ სექტემბერში მოუწია გამეორებით და მანდ ამოვიდა ან არაჰოჯკონსია ან ენდოკრინული კარცენომაო. მოკლედ მეორე დღესვე ვიყავით ირაკლი კოხრეიძესთან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და გაკეთდა კონტრასტული კატე სადაც მხოლოდ ეს ერთი ლიმფური კვანძი ჩანდა და ნუ მცორე ჩაკირული კერები იყო ფილტვში და ღვიძლში, მაგრამ ეგ საშიში არააო შეიძლება ძველია და უბრალოდ დაკვირვება უნდაო. ირაკლიმ გაუკეთა ოპერაცია და გაკეთდა ჰისტო პათოლოგიური კვლევა საიდანაც მოვიდა არაჰოჯკინსის ლიმფომააო. მაგრამ სხვა არანაირი არც სტადია არც არაფერი. ახლა ისევ იმუნოჰისტოქიმიურ კვლევაზე შევიტანეთ თანხა და ველოდებით. გადავქექე ყველაფერი და მამაჩემს არ აქვს დამახასიათებელი სიმპტომები რაც არაჰოჯკინსს ახასიათებს, გარდა იმისა რომ ბოლო ორი წელია სახსრებს იტკიებდა ხოლმე. სიახლის ანალიზი ნორმაშია სულ. ც გეპატიტზეა ნამკურნალები ფასიანი პროგრამა რომ იყო და ვირუსის მაჩვენებლიც გაუქრა სულ ნორმაშია ღვიძლის ფუნქციაც. მაინტერესებს თუა ვინმე ჩახედული ამ საქმეში, შეიძლება რომ იმუნოჰისტოქიმიამ კარგი ოასუხი აჩვენოს, ან რამე საიმედოს თუ უნდა ველოდოთ? ჰემატოლოგმა პეტ კვლევა გბინდაო და 2800 ლარი ღირს სა მაგის თანხა აღარ გვაქვს რო პეტი გავაკეთოG ამ ეტაპზე და ძვლის ტვინის გამოკვლევაცო მაგას კი გავწვდები რო გავუკეთო. იქნებ ვისაც გქონიათ მსგავსი დიაგნოზები სიმპტომები მითხრათ, ამას ეს ჯირკვალი არ გადიდებია პირიქიF დაუპატარავდა ამ.ორ თვეში კალიოანთან პურველი და მეორე ვიზიტს შორის.user posted image
* * *
user posted image ესეც.ოპერაციის შემდგომიაuser posted image

Posted by: LostGirl 12 Nov 2019, 15:34
არ ვიცი, რომელ თემაში დავსვა კითხვა და აქ დავწერ: კისრის მალაზე ხელით მესინჯება სიმაგრე, ალბათ, 2 წელია. ადრე უმტკივნეულო იყო, ახლა ხელს ცოტა თუ დავაჭერ (უბრალოდ დადებით არა), საკმაოდ მტკივა. ზრდა არ შემიმჩნევია, უმოძრაო და მაგარია. სიმსივნური შეიძლება იყო? ექოსკოპია კეთდება ამ ზონაში?

Posted by: nita0607 13 Nov 2019, 00:20
გთხოვთ მირჩიეთ კანის ონკოქირურგი,დაბადებიდან მაქვს დიდი ნევუსი და ძალიან შევშინდი ამ ბოლო დროს, მგონია რომ ცუდ დიაგნოზს დამისვამენ.თან წავიკითხე რომ ოპერაციის დროს ქსოვილის დიდ ნაწილს კვეთენ.მე კიდევ ისეთ ადგილას მაქვს,პირდაპირ ძვალზეა და ძალიან დავშინდი. ერთი კვირა ვერ მივალ და მანამდე ალბათ ნერვიულობისგან მოვკვდები. თუ ვინმეს გსმენიათ როგორ აკეთებენ ოპერაციას, რეაბილიტაციის პროცესიც ვერ წარმომიდგენია როგორი უნდა იყოს, კუდუსუნზე მაქვს პირდაპირ და როგორ უნდა შეხორცდესsad.gifთან ვმუშაობ და მთელი ოჯახი ჩემზეა და ბიულეტენსაც დიდი ხნით ვერ ავიღებ. გთხოვთ,მიეჩიეთ სად მივიდე, ვინც გულიანად მიმკურნალებს და სანამ ექიმთან მივალ რამე ინფო მომაწოდეთ რომ დავმშვიდდე

Posted by: LostGirl 14 Nov 2019, 01:29
festina1986 გამარჯობა, ლაშა თურქიაშვილი, თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, დიღომში. არაჩვეულებრივი ადამიანი და ექიმია. დედა დამყავდა მასთან.

Posted by: Hadoukendd 15 Nov 2019, 04:28
ონკოგინეკოლოგს ვის მირჩევთ თბილისში საკუთარი გამოცდილებიდან?

Posted by: marioka 23 Nov 2019, 21:00
გამარჯობათ
მარგინალურიბზონის ლიმფომა მე-4 სტადია მე-2 ჯგუფი
ამ დაავადების შესახებ რა ინფორმაცია გაქვთ? რამდენად არის შანსი რომ ადამიანს გაუხანგძლივდეს სიცოცხლე და ეს სტადია თუ ექვემდებარება მკურნალობას ან რა სახის მკურნალობა ჭირდება

Posted by: Natuka NGN 4 Dec 2019, 22:21
mariami99
გამარჯობათ, არ ვიცი სწორედ ვწერ თუ არა ამ ჯგუფში რადგან პირველად ვარ შემოსული.
მოკლედ მაქვს მაღალი პროლაქტინი სისტემატიურად, მკურნალობის დროს ჩამომდის ქვემოთ მაგრამ როგოეც კი ვანებებ მიწევს მაღლა . ყოველთვის მქონდა ხოლმე მკერდის ტკივილი ამის ფონზე. მაგრამ ეხლა არ ვიცი რა მჭირს ძალიან ვარ შეშინებული. მოკლედ მარცხენა მხარეს შევატყვე დღეს ტკივილი მაგრამ მხოლოდ ხელის დაჭერით სიმაგრეც მაქვს რა თქმა უნდა. შემეშინდა იმიყომ რომ მხოლოდ ერთ მხარეს მაქვს . ეს რამდენად შესაძლებელია რომ მხოლოდ ერთ მხარეს მაქვს ??? ძალიან ვარ შეშინებული და ვერ ვითმენ ორშაბათამდე მინდა რომ ხვალვე მივიდე ექიმთან. თუ იცით იქნება რომელიმე კლინიკაში მამოლოგი?
---
ეს შეკითხვა მომივიდა პირად შეტყობუნებაში, გამომაქვს აქ.

Posted by: irakli3443 5 Dec 2019, 20:41
გამარჯობათ

მაქვს ავასტინი 400m
საკმაოდ ძვირიანი წამალია და გთხოვთ ვისაც სწორედ ეს პრეპარატი ესაჭიროება ის გამომეხმაუროს.
აბსოლუტურად უანგაროდ გავაჩუქებ!!



Posted by: gioshka 8 Dec 2019, 13:47
გამარჯობა ონკო ქირურგთან მინდა კონსულტაციაზე ჩაწერა ხალის მოშორების თაობაზე და რომელს მირჩევდით?

Posted by: stenka 22 Dec 2019, 19:28
სისხლის სიმსივნეების მქონე პაციენტებისთვის:

თუკი ვინმე აპირებს ღეროვანი უჯრედების შეგროვებას, მაქვს ზედმეტი მოზობილი (Mozobil), იგივე პრელიქსაფორი (Plerixafor). გამოიყენება ღეროვანი უჯრედების სტიმულირებისთვის პერიფერიულ სისხლში რათა მარტივად მოხდეს მათი შეგროვება. შეძენილია თურქეთში, ექიმის არასწორი გათვლის გამო ზედმეტი გვაყიდინეს და დაგვრჩა. საქართველოში იყიდება თუ არა ვერ გეტყვით, რამდენადაც ვიცი არა და ჩამოაქვთ ხოლმე.

არის ძალიან ძვირადღირებული. თუკი ვინმეს დაგჭირდეთ სულ უფასოდ ვერ დაგითმობთ, მაგრამ ნახევარ ფასად მოგცემთ.

წამალი ვადაშია და შენახვის განსაკუთრებულ წესებს არ საჭიროებს. შემიძლია წამოგიდგინოთ აფთიაქის ქვითარიც.

თუკი წესებს ვარღვევ გთხოვთ გადაიტანოთ შესაბამის ჯგუფში, ან მითხარით და მე თვითონ წავშლი.

Posted by: quattro 3 Jan 2020, 03:31
საინტერესოა

Posted by: ninc_lfc 7 Jan 2020, 11:24
ქრისტესისხლას ნაყენი ქიმიოთერაპიის მოქმედებას ხომ არ ამცირებს?

Posted by: irakliusi 21 Jan 2020, 09:20
პაპილომების ( ხორცმეტების) მოჭორება მინდა იღლიიდან და კისრის მიდამოებიდან. თუ შეგიძლიათ მირჩიოთ ექიმი ვისთან მივიდე?

მადლობა

Posted by: ITALIANEC 24 Jan 2020, 00:21
გამარჯობათ,
1 რამდენად კარგია იმუნოთერაპია?
2 დაახლოებით რამდენიხანი უხანგრძლივებს ადამიანს სიცოცხლეს ? ან თუ არის რაღაც შანსი განკურნოს 4 სტადია?
3 რა უკუჩვენებები აქვს?
4 CNN ზე დაპოსტეს რომ იმუნოთერაპიამ სრულიად განკურნა მეოთხე სტადიის სიმსივნით დაავადებული ქალი . (გჯერათ?)
5 თუ გსმენიათ წამალ Mutato ზე და დაახლოებით რამდენ წელში გამოვა?
6 ამ 1 ან 2 წელში თუ არის შანსი რომ რამე წამალი გამოვიდეს ისეთი , მთელმა მსოფლიომ რომ ამოისუნთქოს და კიბო დაამარცხონ . . . ?



Posted by: Mrs_Zum 26 Jan 2020, 10:09
ITALIANEC
იმუნოთერაპია ძალიან ეფექტურია, თუმცა განკურნება რთული სათქმელია, რემისიაში გადაყავს. მაგალითად მელანომიან პაციენტებში პრინციპში ერთადერთი ეფექტური მკურნალობა ბოლო სტადიისას არის იმუნო და თარგეთული თერაპია. არის ასტრალურად ძვირი☹️ უნდა მიიღონ ხანგრძლივად და მაინც არის დაავადების პროგრესირების შემთხვევები მკურნალობის ფონზე. გასულ წელს ჩემს ნაოპერაციებ რამოდენიმე პაციენტს უკვე (მე3-ე სტადიის) გავუწიე რეკომენდაცია თადარიგი დაეჭირათ და ევროპაში წასულიყო დევნილოს სტატუსით, რადგან საჭირო მედიკამენტოზურ მკურნალობას უფასოდ მიითებნდნენ... წელს ეს უკვე ძალიან გართულდა ☹️☹️☹️☹️

Posted by: ITALIANEC 26 Jan 2020, 18:45
Mrs_Zum
მადლობა გაიხარე.

Posted by: shako1121 6 Feb 2020, 22:22
სუსტად კალცინირებულო წარმონაქმნი მალიგნიზაციის მკაფიო ნიშნების გარეშე.
რას ნიშნავს ეს?
სიმსივნეა უეჭველი?

Posted by: Mrs_Zum 7 Feb 2020, 18:16
shako1121
ეს ნიშნავს, რომ ავთვისებიანობის მკაფიო ნიშნები არ არის.

Posted by: marituna 19 Feb 2020, 19:02
user posted image

გამარჯობა..
ეს დიაგნოზი უეჭველი ონკოლოგიურ დაავადებაზე მიუთითებს?


C რეაქტიული ცილაც ძალიან მაღალია.. 1244.

ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ..

Posted by: კუსკუსა 3 Mar 2020, 13:33
QUOTE
თუ იცით იქნება რომელიმე კლინიკაში მამოლოგი?
---


ზაზა ყატაშვილი, თოდუას კლინიკაში
ერთ-ერთი საუკეთესო, მცოდნე და გამოცდილი მამოლოგი

..............

ვინც ტამოფიქსენს ღებულობთ წლების განმავლობაში, გთხოვთ, აღწერეთ ორგანიზმზე მისი ზემოქმედება
დადებითი/უარყოფითი...
რას უჩივით კონკრეტულად, ტამოქსიფენის დანიშვნის დღიდან









Posted by: lazyadmin 8 Mar 2020, 13:45
გამარჯობა, რამოდენიმე თვის წინ იღლიასთან გამიჩნდა აი თმაზე შეიძლება ვიწრო მარა წანაზარდი მარა რომელიც მერე მეტნაკლებ ხალად გაფორმდა რამოდენიმე თვეში. დღეს რომ დავხედე წაშავებულია და იცით რას მაგონებს თითქოს აი სისხლი რომ შეგუბდება ჭრილობაზე შავი, მაგრამ ამ ხალის ფეხი თითქოს ნორმალური "ხორცია" ისევ/ მელანომაა ხო? ვისთან მივიდე? პოლიკინიკაში ვერ მიშველიან მგონი
* * *
ვიყავი დერმატოლოგთან და არაფერი საშიში არ არიო და ამოწვა

Posted by: 098 18 Mar 2020, 14:51
QUOTE (AHURAMAZDA @ 15 Aug 2019, 21:50 )
Hadoukendd
QUOTE
თოდუაში კეთდება პეტი

ვიცი და თურქეთს რატომ ამჯობინებენ...ფასიც მგონი იგივეა

თოდუაში ბარამიასთან გავიკეთეთ პეტი
2000 ლარი მერიამ დააფინანსა
რეფერალურმა არაფერი
900 ლარი დავამატეთ

კმაყოფილი ვარ

ანუ
შედეგი - 8 მილიმეტრიანმა ლიმფამ აანთო
(3 თვეში 2 სანტიმეტრამდე გაიზარდა ის ლიმფა)

ანუ თუ რამე არის 3 მილიმეტრზე დიდი ირთავს პეტს და მაგისთვის თურქეთში წასვლა არ ღირს ნაღდად. აქაური დაფინანსებით 3- ჯერ იაფი ჯდება ჯამში.

ანუ პეტი საეჭვო ადგილის დიაგნოსტიკისთვისაა და ხარისხიანად სვამენ ამ დიაგნოზს მაგრამ მერე?
მერე რა უყონ ეგ არ იციან და ელოდებიან სანამ არ გაიზრდება
იშვიათ შემთხვევებში თუ ბიოფსიის გაკეთების საშუალებას იძლევა ხო კაი და თუ არა
დინამიკაში დავაკვირდეთო და დროს კარგავენ ტყუილად

ნუ ჩემი გამოცდილებით ასეა
* * *
QUOTE (irakli3443 @ 5 Dec 2019, 20:41 )
გამარჯობათ

მაქვს ავასტინი 400m
საკმაოდ ძვირიანი წამალია და გთხოვთ ვისაც სწორედ ეს პრეპარატი ესაჭიროება ის გამომეხმაუროს.
აბსოლუტურად უანგაროდ გავაჩუქებ!!

თუ არ გაგისხვისებიათ მე მჭირდება

პარააორტალური ლიმფური კვანძის მეორადი დაზიანება გვაქვს ... საშვილოსნოს ყელის ბრტყელუჯრედოვანი კიბოს 3 ც ან 4 ა სტადია

* * *
QUOTE (quattro @ 3 Jan 2020, 03:31 )
საინტერესოა

ბოდვაა

რუსულ ფორუმებზეც კი მასიურად დასცინიან თავიანთ პროპაგანდას, ყველაფერს როტშილდებს აბრალებენო, აზიაში კალიების შემოსევით დაწყებული კიბოს დაავადებით გაგრძელებული და სირიაში სამოქალაქო ომით დასრულებული.
ახლა ალბათ კორონა ვირუსის შესახებაც შეთხზავენ შეთქმულების თეორიებს და მაგათ დააბრალებენ
* * *
QUOTE (ITALIANEC @ 24 Jan 2020, 00:21 )
გამარჯობათ,
1 რამდენად კარგია იმუნოთერაპია?

ძალიან ძვირია და არ ფინანსდება

სხვადასხვა ტიპის კიბოზე სხვადასხვაგვარია ეფექტი
+ სტადიას გააჩნია ტიპს ინდივიდუალურად ადამიანის ამტანობას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ


QUOTE
2 დაახლოებით რამდენიხანი უხანგრძლივებს ადამიანს სიცოცხლეს ? ან თუ არის რაღაც შანსი განკურნოს 4 სტადია?

იგივე პასუხი რაც პირველ კითხვაზე

თუმცა ზოგადად მეოთხე სტადიაზე როგორც წესი განკურნებაზე კი არა პალიატიურ მკურნალობაზეა საუბარი როგორც წესი ანუ სიცოცხლის გახანგრძლივებაზე და ხარისხის შენარჩუნებაზე
სრული განკურნება რავი. სასწაულები ხდება მაგრამ...
QUOTE
3 რა უკუჩვენებები აქვს?

გააჩნია პრეპარატს
გააჩნია ინდივიდუალურ ამტანობას და ათას რამეს

ისე მაგას ნიშნავენ როცა ან ქიმიას ვერ იკეთებს ან არ არის ეფექტური. ხოდა დასკვნა თავად გააკეთეთ
QUOTE
4 CNN ზე დაპოსტეს რომ  იმუნოთერაპიამ  სრულიად განკურნა მეოთხე სტადიის სიმსივნით დაავადებული ქალი . (გჯერათ?)

მინდა მჯეროდეს

QUOTE
5 თუ გსმენიათ წამალ Mutato  ზე და დაახლოებით რამდენ წელში გამოვა?
6 ამ  1 ან 2 წელში თუ არის შანსი რომ რამე წამალი გამოვიდეს ისეთი  , მთელმა მსოფლიომ რომ ამოისუნთქოს და კიბო დაამარცხონ . . . ?

ათეულობით წამალი გადის ახლა კლინიკურ კვლევებს.

ბოლო 5-10 წელიწადში რაც დარეგისტრირდა და მიდის კვლევები იმდენი იქამდე 80 წლის განმავლობაში ერთად არ გამოუცდიათ.
იმედი მაქვს დიდი პროგრესი იქნება მალე მაგრამ ერთი უნივერსალური წმალი ყველა კიბოსთვის როგორც მესმის ნაკლებად მოსალოდნელია შეიქმნას.
სხვადასხვა ტიპის კიბოსთვის კი სერიოზული წარმატებები (გარღვევები) უკვე აქვთ
ზოგიერთის მკურნალობაში ისევ იქ ქრიან სადაც 70 წლის წინ

ზოგი დაავადებათა სიხშირე სქრინინგით შეამცირეს მკვეთრად მაგრამ ჩვენთან ეგ ტენდენცია ჯერ არ ახდენს გავლენას საერთო სურათზე

Posted by: კუსკუსა 20 Mar 2020, 16:27
დავიჯერო ტამოქსიფენს არავინ ღებულობთ?
დაწერეთ რა, როგორ გრძნობთ თავს წამლის ფონზე...




Posted by: vOn3Cic4 24 Apr 2020, 17:36
ბლეომიცინი (ბლეოცინი) ხომ არ გაქვთ ვინმეს დარჩენილი?

Posted by: bususxuna 25 Apr 2020, 15:31
გამარჯობა,ონკო-დერმატოლოგს ვის მირჩევთ?

Posted by: კულე 26 Apr 2020, 03:52
აქაც დავდებ ამ პოსტს თუ შეიძლება.
გამარჯობათ დიდი იმედი მაქვს რომ დამეხმარებით და დამაკვალიანებთ.
მიახლოებით 2 წლის წინ ბანაობის დროს მარცხენა მკერდის ზედა ნაწილში შევნიშნე რაღაც გამონაზარდი. აი ქსოვილი რომ დარბილებული იქნება და ოდნავ გადიდებული ისეთი, მეორე მკერდს შევადარე და მეორეში ყველაფერი ნორმალურად იყო. ეს დავაბრალე იმას, რომ რამდენიმე საათით ადრე პატარა ტრავმასავით მივიღე ამ ადგილას და მეთქი სისხლჩაქცევაა მალე გაივლისთქო. რამდენიმე დღის შემდეგ იღლიაში გამიჩნდა თხილის ზომის მოძრავი ბურთულა, დეოდორანტებს ვხმარობ ხშირად და მაგას დავაბრალე, რამდენიმე დღეში ეს ბურთულა ცოტა მტკივნეული გახდა და მისგან რაღაც სითხეც გადმოიღვარა. ბურთულა არ გამქრალა უბრალოდ პატარა ზომის გახდა. იმ თვეში მენსტრუაცია საერთოდ არ მომსვლია პლუს თმიანობა მომემატა საგრძნობლად. თუ ამდენ ხანს მხოლოდ ტუჩს ვიკეთებდი ერთიანად მთელ სახეზე წამომივიდა თმები. რამდენიმე კვირის შემდეგ, ერთ ღამეს თითქოსდა ეს წარმონაქმნი მკერდში გასკდასავით და რაღაც სითხესავით ჩაიღვარა მკერდში და რომ შევნიშნე აშკარად იყო დაპატარავებული წარმონაქმნი მაგრამ გაქრობით არ გამქრალა. მეთქი დაველოდები კიდევ ცოტას იქნებ გაქრესთქო მაგრამ არაფერი არ შეცვლილა არც მკერდში და არც იღლიაში. მენსტრუაცია შემდეგ თვეებში ჩვეულებრივად მომივიდა ოღონდ ჭარბთმიანობა დამრჩა. მკერდში წარმონაქმნის გაჩენიდან 4-5 თვეში მივედი რადიოლოგთან, რომელმაც ჯერ ხელით შემიმოწმა მკერდი შემდეგ ეხოსკოპია ჩამიტარა ორივე მკერდზე და საერთოდ ვერაფერი აღმოაჩინა, ყოველნაირად სუფთა ხარო, იღლიაში წარმონაქმნზეც გადაატარა და დეოდორანტისგან გაქ საშიში არაფერიაო. ამის მერე მივივიწყე ამ მკერდის ამბები მარა პერიოდულად ხელით ვისინჯავდი ხოლმე. იღლიაში წარმონაქმნი ისევაა, ძალიან პატარა ზომის და არ მტკივა და მკერდშიც ისევ მაქვს წარმონაქმნი რომელიც ზომაში არ იცვლება, უბრალოდ მენსტრუაციის დროს თითქოს ცოტათი იზრდება და შემდგომ ისევ პატარავდება მაგრამ გაქრობით არ ქრება. ეს წარმონაქმნი მოძრავი არ არის სულ ერთი და იგივე ადგილას იგრძნობა. თვითონ მკერდს რომ ვსინჯავ ხელში მასში არაფერია. აი თითქოს შიგნით ნეკნზე არის ეს რაღაც. სისხლის ანალიზი, შარდის, შაქრის, გემოგლობინის ჩატარებული მაქ, ყველაფერი წესრიგშია. საშვილოსნოც გადავიღე მკერდთან ერთად და იქაც ყველაფერი წესრიგშია. კანზე მქონდა პატარაობიდან პრობლემები გამონაყრის, რომელიც ახლაც მაქვს.
სქესი: მდედრობითი, ასაკი წარმონაქმნის გაჩენის დროს 22 ახლა უკვე 24 წლის. წონა: ჭარბწონიანი, 167 სიმაღლეში და 82-83 კილო. უფრო მეტიც ვიყავი მაგრამ დავიკელი ვარჯიშითა და სწორი კვებით, ზუსტად ეს რაღაც რომ გამიჩნდა მაშინ უკვე 10 კილომდე მქონდა დაკლებული. გაუთხოვარი, ქალიშვილი.
რომ არ ქრება ეს რაღაც უკვე ძალიან შევშინდი, ვაიდა რამე ცუდია და არ ჩანს, შეგიძლიათ მითხრათ რა შეიძლება იყოს ან რა გავაკეთო?

Posted by: კუსკუსა 28 Apr 2020, 21:07
კულე
ნუ იმარჩიელებთ, მიდით პროფესიონალთან
ექიმი თუ საჭიროდ ჩათვლის, გაიკეთებთ მამოგრაფიას...

QUOTE
ზაზა ყატაშვილი, თოდუას კლინიკაში
ერთ-ერთი საუკეთესო, მცოდნე და გამოცდილი მამოლოგი



Posted by: ITALIANEC 10 May 2020, 22:54
აქ რომ შემოხვალ და დაგხვდება შემდეგი პოსტი : წამალი გამოიგონეს , კიბო დამარცხებულია ... smile.gif ნეტა თუ მოვესწრებით

Posted by: Never-Never 12 May 2020, 18:55


......................
.......................

Posted by: კუსკუსა 13 May 2020, 12:36
ITALIANEC
QUOTE
აქ რომ შემოხვალ და დაგხვდება შემდეგი პოსტი : წამალი გამოიგონეს , კიბო დამარცხებულია ...  ნეტა თუ მოვესწრებით


მე ის მაკვირვებს, თემა რატომ არის ჩამკვდარი, უამრავი ონკოპაციენტია, ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება, ინფორმაციებიის გაცვლა, სიახლეები მედიკამენტების შესახებ, ბევრ ადამიანს დაეხმარება
პოსტებს გადავხედე, წინა წლებში უფრო აქტიურობდნენ იუზერები...





Posted by: Never-Never 13 May 2020, 12:55
კუჭის ადენოკარცინომა ვინმეს თუ იცი ექვემდებარება თუ არა მკურნალობას?

Posted by: 8922111 23 May 2020, 16:28
ალბათ 1-2 თვე იქნება პერიოდულად ნერწყვის გადაყლაპვის დროს მცირე ტკივილს ვგრძნობ ყელის მარჯვენა მხარეს მხოლოდ, თითქოს ნახველივითაც გროვდება ხოლმე, თუმცა იმდენად მცირე ოდენობით რომ ამოღებით ვერ ვიღებ, მხოლოდ ვიცი რომ თითქოს რაღაც არის ყელში მარჯვენა მხარეს.

მწეველი არ ვარ, ასაკი 29. სხვა ჩივილები, როგორიცაა მადის დაკარგვა, წონაში კლება და ა.შ. არ შემიმჩნევია.

რამე სერიოზული ხომ არ მქონდეს, ეჭვები გამიჩნდა მაინც. თუ გქონიათ რაიმე მსგავსი გამოცდილება?

Posted by: GAASVENE 26 Jun 2020, 20:53
სალამი ყველას. მოკლედ თმას ვიჭრიდი და კისერზე უკან მქონდა ხალი რომელიც აღარ მაქვს თმის საჭრელი მანქანით დააზიანა. ვიყავი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში თენგიზ ზუხბაიასთან რომელმაც მითხრა რომ საშიში არაფერია და 2 კვირაში დაბარებული ვარ უნდა მომაშოროს საერთოდ. ეს ამბავი რომ მოხდა 2 დღე საერთოდ ვერაფერს ვგრძნობდი. მეოთხე დღეა დღეს და ვგრძნობ რომ თითქოს მწიწკნის მაგრამ ძაან უმნიშვნელოდ. მთელი დღის განმაბლობაში 3-4ჯერ ხდება ეს წიწკვნა და 1 წუთი გრძელდება მაქსიმუმ. ვერვარ მშვიდად მაინც და ვის მირჩევთ რომ მაინც დავიზღვიო თავი და დავმშვიდდე?

Posted by: Mrs_Zum 27 Jun 2020, 00:24
GAASVENE
სავარაუდოდ პაპილომატოზური ნევუსი გექნებოდათ, კანიდან წამოწეული,რბილი. არც არის ფამორიცხული ინფექცია შეჭრილიყო დაზიანების შედეგად, ანტისეპტიკური საშუალებით დაიმუშავეთ, მაგალითად ბეტადინით. წესით გაგივლით. რადგან ისეთ ადგილზეა სადაც ხშირად შეიძლება გაიჭრას, მოშორება ჯობიაბრა თქმა უნდა.
P.S. ზუხბაია ბავშვთა ქირურგია როგორც მახსოვს

Posted by: GAASVENE 27 Jun 2020, 10:55
Mrs_Zum
ძაან დიდი მადლობა. პაპილომა რომ დავგუგლე ზუსტად ეგეთი ფორმა მიიღო გაჭრის შემდეგ ბურთულასავით თეთრი თავი გაიკეთა. მანამდე ხალს გავდა ჩვეულებრივს და ზოგადად მეშინია ჯანმრთელობას რაც შეეხება ეგეთი რაღაცეების.

Posted by: stenka 22 Jul 2020, 18:07
სისხლის სიმსივნეების მქონე პაციენტებისთვის:

თუკი ვინმე აპირებს ღეროვანი უჯრედების შეგროვებას, მაქვს ზედმეტი მოზობილი (Mozobil), იგივე პრელიქსაფორი (Plerixafor). გამოიყენება ღეროვანი უჯრედების სტიმულირებისთვის პერიფერიულ სისხლში რათა მარტივად მოხდეს მათი შეგროვება. შეძენილია თურქეთში, ექიმის არასწორი გათვლის გამო ზედმეტი გვაყიდინეს და დაგვრჩა. საქართველოში იყიდება თუ არა ვერ გეტყვით, რამდენადაც ვიცი არა და ჩამოაქვთ ხოლმე.

არის ძალიან ძვირადღირებული. თუკი ვინმეს დაგჭირდეთ სულ უფასოდ ვერ დაგითმობთ, მაგრამ ნახევარ ფასად მოგცემთ.

წამალი ვადაშია და შენახვის განსაკუთრებულ წესებს არ საჭიროებს. შემიძლია წამოგიდგინოთ აფთიაქის ქვითარიც. user posted image

Posted by: papanwkuri 24 Jul 2020, 11:40
გამარჯიბა.
გთხოვთ დამეხმაროთ.
მოკლედ, სისხლის საერთო ანალიზი ჩავიტარე გუშინ, მაგრამ ყველაფერი ნორმაშია. პლუს tsh და anti tpo-ც გავიკეთე ყველაფერი ნორმაშია. დიდი ხანია მაწუხებს და მტკივა ყბის ქვემოთ ჯირკვლები, პერიოდულად მიდიდდება. მაგრამ ბოლო 1 კვირაა ძალიან სუსტად ვარ , ძალიან მტკივა ყბის ქვედა ჯირკვლები და სუნთქვა მიჭირს. ექოსკოპიაზლც გადავიღე ლიმფურ კვანძებზე და ჯირკვლებზე, გადიდებულია ორი ჯირკვალი, მაგრამ არაფერი არ არისო.
ბოლო 1 კვირაა ყველაფერი მტკივა, მუცელი, ხელები და ა.შ.
ეჭვი მაქ სიმსივნის, და რადგან სისხლის ანალიზი სუფთაა შეიძლება მაინც რამე გართულება იყოს ამ კუთხით?

Posted by: Medic123 3 Aug 2020, 14:18
ასეთი კითხვა მაქვს
შეიძლება ლიმფომა გქონდეს და ონკოჰემატოლოგი (ნინო შარაშენიძე) და ონკოქირურგი (დავით ღვინიაშვილი) ვერ მიხვდნენ? ანუ ყველგან მაქვს გადიდებული ლიმფური კვანძები, მარდალეიშვილში ციტოლოგიამ ლიმფადენიტიო (ქრონიკული დაავადება მაქვს და აქედანო) მაგრამ მაინც მეშინია, ქირურგმა არ ამოგკვეთავ დასათესად, არ არის ამის ჩვენება და დასამშვიდებლად ვერ ვიზამო. 8 თვის წინ შემთხვევით გადავურჩი სიკვდილს და ანამნეზიდან გამომდინარეც გაქვს ეს ჯირკვლები და შეიძლება არც არასოდეს დაპატარავდესო

ხოდა რა ვქნა, ფსიქოლოგთან მივიდე თუ??

Posted by: Medic123 6 Aug 2020, 12:01
Kobalty
QUOTE
ჯერ არ მიმკურნალია, არ მაქვს სიმპტომები და შესაბამისად აზრი არ აქვს მკურნალობას.


ეს რას ნიშნავს შეგიძლიათ დაწეროთ? სიმსივნე ხომ ხშირ შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ვერ მივხვდი

Posted by: Kobalty 6 Aug 2020, 22:05
Medic123
QUOTE
ქირურგმა არ ამოგკვეთავ დასათესად, არ არის ამის ჩვენება და დასამშვიდებლად ვერ ვიზამო.

ამოკვეთა თუ არა, ბიოფსიაზეც უარს გეუბნებიან? იდეაში, შენ თუ გინდა - უნდა ამოგკვეთონ და დატესო.

QUOTE
შეიძლება ლიმფომა გქონდეს და ონკოჰემატოლოგი (ნინო შარაშენიძე) და ონკოქირურგი (დავით ღვინიაშვილი) ვერ მიხვდნენ?

ეჭვის მიტანა ერთია, მტკიცებით თქმა ლიმფომაზე მხოლოდ მორფოლოგიის პასუხით შეიძლება..
ანუ უნდა ამოიჭრა/ბიოფსია და "დათესო".
მორფოლოგებში ყველაზე სანდო არმაზი მარიამიძეა, მე რაც მსმენია..

QUOTE
სიმსივნე ხომ ხშირ შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ვერ მივხვდი

სიმპტომებიდან, მეც მხოლოდ გადიდებული კვანძები მქონდა და ჩემით გადავწყვიტე ბიოფსია.

Posted by: pitagora1 11 Aug 2020, 10:23
stenka
ფბ-ზე არის ჯგუფი ონკოკლუბი და იქ დაპოსტეთ...

* * *
Medic123
ორივე ექიმი საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციისაა,არ შეეშლებათ... მე დავუჯერებდი...

Posted by: Ruska_33 14 Aug 2020, 00:17
Გამარჯობათ, ერთი თვის წინ სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე რომ ფარისებრში მქონდა კვანძი, ციტოლოგიის პასუხით პაპილური მიკრო კარცინომა. Გავიკეთე ოპერაცია ფარისებრი ამოვიჭერი მთლიანად თავისი ლიმფური კვანძებით, ნუ მორფოლოგიის პასუხშიც დასკვნა მოვიდა იგივე ფარისებრი ჯირყვლი პაპილური მიკრო კარცინომა კლასიკური ვარიანტი, პირველი სტადია, ლიმფურ კვანძებში არანაირი სიმსივნური ელემენტი არ არის, მაინტერესებს ამ დროს რამდენად შესაძლებელია რომ მეტასტაზები იუოს გასულო ორგანიზში?
* * *
user posted imageuser posted image
* * *
user posted image მაინტერესებს არის თუ არა ნამდვილად საჭირო რადიაქტიული იოდი ანუუ ისეეე არააა იცით რაა აი ზუსტად ვერ გეტყვით შეიძლება რომ იყოს გასული და მოდი მაინც დალიეეე და რაღაცეეები.

Posted by: Medic123 25 Aug 2020, 13:03
Kobalty
ანუ მე გადავხედე თქვენს პოსტებს და როგორც წავიკითხე მკურნალობა წლების განმავლობაში არ დაგჭირვებიათ, ვინაიდან სიმპტომები არ გქონდათ და ეს ვერ გავიგე, ზოგი მხოლოდ გადიდებული ლიმფური კვანძების ფონზე იწყებს მკურნალობას. \
https://forum.ge/?f=43&showtopic=34870516&st=720#
მაგალითად დიტო ცინცაძეს როგორც ვიცი მხოლოდ ეს სიმპტომი ქონდა მკურნალობა რომ დაიწყო, თქვენ პოსტში კი ვნახე რომ სიმპტომები სხვა არ გაქვთ და შესაბამისად აზრი არ აქვს მკურნალობასო.

შარაშენიძე იმ ამბიდან მოყოლებული ჩართული იყო იღებდა ჩემს ანამნეზზე ინფორმაციას და ახლაც მაგას მეუბნება რომ ჩემი ავტოიმუნური დაავადებების ფონზე მაქვს ეს ჯირკვლები, რომლებიც მაშინ როცა როგორც ზემოთ აღვნიშნე გამიდდიდა (ორმხირივი პნევმონია მქონდა და ფილტვის ინფარქტი) და მას შემდეგ ზომაში არ შეცვლილა. უდიდესი არის 1.7მმ. რევმატოლოგის პაციენტი ვარ და ისიც ფიქრობს რომ ლიმფადენოპატია არა ლიმფომის არამედ ჩემი ქრონიკული დაავადების ბრალია

pitagora1

ვცდილობ დავუჯერო:/ ცოტა მეშინია ოღონდ


ისე, რაც მე ეს თვეები უცხოური ჯგუფები ვნახე სიმსივნესთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ლიმფომაზე, არსად არ აღიქმება სიმსივნე ისეთ ტრაგედიად როგორც ჩვენთან, მეოთხე სტადიაც კი. ფინანსური მხარე გასაგებია, მაგრამ იქ ხალხი აშკარად იმაზეა მორგებული რო კი არ კვდებიან ამ დიაგნოზით, არამედ დაავადებაა რომელიც რემისიამდე უნდა მიიყვანონ და შემდეგ აკონტროლონ. ხალხი ვნახე ლიმფომა 3ჯერ რომ აქვთ რეციდივით და 10 და მეტი წელია აღარ ქონიათ
* * *
QUOTE (Medic123 @ 25 Aug 2020, 13:03 )
Kobalty
ანუ მე გადავხედე თქვენს პოსტებს და როგორც წავიკითხე მკურნალობა წლების განმავლობაში არ დაგჭირვებიათ, ვინაიდან სიმპტომები არ გქონდათ და ეს ვერ გავიგე, ზოგი მხოლოდ გადიდებული ლიმფური კვანძების ფონზე იწყებს მკურნალობას. \
https://forum.ge/?f=43&showtopic=34870516&st=720#
მაგალითად დიტო ცინცაძეს როგორც ვიცი მხოლოდ ეს სიმპტომი ქონდა მკურნალობა რომ დაიწყო, თქვენ პოსტში კი ვნახე რომ სიმპტომები სხვა არ გაქვთ და შესაბამისად აზრი არ აქვს მკურნალობასო.

შარაშენიძე იმ ამბიდან მოყოლებული ჩართული იყო იღებდა ჩემს ანამნეზზე ინფორმაციას და ახლაც მაგას მეუბნება რომ ჩემი ავტოიმუნური დაავადებების ფონზე მაქვს ეს ჯირკვლები, რომლებიც მაშინ როცა როგორც ზემოთ აღვნიშნე გამიდდიდა (ორმხირივი პნევმონია მქონდა და ფილტვის ინფარქტი) და მას შემდეგ ზომაში არ შეცვლილა. უდიდესი არის 1.7მმ. რევმატოლოგის პაციენტი ვარ და ისიც ფიქრობს რომ ლიმფადენოპატია არა ლიმფომის არამედ ჩემი ქრონიკული დაავადების ბრალია

pitagora1

ვცდილობ დავუჯერო:/ ცოტა მეშინია ოღონდ


ისე, რაც მე ეს თვეები უცხოური ჯგუფები ვნახე სიმსივნესთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ლიმფომაზე, არსად არ აღიქმება სიმსივნე ისეთ ტრაგედიად როგორც ჩვენთან, მეოთხე სტადიაც კი. ფინანსური მხარე გასაგებია, მაგრამ იქ ხალხი აშკარად იმაზეა მორგებული რო კი არ კვდებიან ამ დიაგნოზით, არამედ დაავადებაა რომელიც რემისიამდე უნდა მიიყვანონ და შემდეგ აკონტროლონ. ხალხი ვნახე ლიმფომა 3ჯერ რომ აქვთ რეციდივით და 10 და მეტი წელია აღარ ქონიათ

უფრო სწორად 17 მმ
------------------

Posted by: Medic123 27 Aug 2020, 17:52
Kobalty
და კიდევ აქ წერთ რომ მარიამიძე შეცდა
https://forum.ge/?f=43&showtopic=34870516&st=60#

და აქ მე მიწერთ რომ ყველაზე კარგია


Posted by: Kobalty 27 Aug 2020, 18:12
Medic123
ჩემი ინფორმაციით, მარიამიძე სანდო მორფოლოგია.
სხვა საქმეა რომ ჩემს შემთხვევაში, ლიმფომის ქვე-ტიპები ძალიან ჰგავს ერთმანეთს მორფოლოგიურად და ერთმა შეიძლება ესეა დააკლასიფიციროს, მეორემ მეორენაირად. იდეალურ სამყაროში, ეს ესე არ უნდა იყოს მაგრამ, ნუ რა გითხრა, ესე მოხდა ჩემს შემთხვევაში.
ქვეტიპი მარიამიძემ სხვა დამიწერა, ლიმბახმა - სხვა.

QUOTE
ანუ მე გადავხედე თქვენს პოსტებს და როგორც წავიკითხე მკურნალობა წლების განმავლობაში არ დაგჭირვებიათ, ვინაიდან სიმპტომები არ გქონდათ და ეს ვერ გავიგე, ზოგი მხოლოდ გადიდებული ლიმფური კვანძების ფონზე იწყებს მკურნალობას. \

მანდ ძალიან ბევრ დეტალს გააჩნია, როგორიცაა LDH-ს დონე, კვანძების გავრცელების დონე, აგრესიულობის დონე და ა.შ.
ესე ცალსახად ვერ იტყვი, საჭიროა თუ არა მკურნალობა.
ერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო იყოს, მეორეში არა, იგივე სიმპოტმიანებზე მაქვს საუბარი.

stenka
fixyou1
niniko09
თქვენთან როგორი სიტვაციაა, რა ეტაპზე ხართ ეხლა?

Posted by: Medic123 27 Aug 2020, 18:32
Kobalty
ციტოლოგიამ (დამიზნებითი წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია) გამორიცხულია რომ დადოს არის თუ არა ლიმფომა?

აქ ერთი პოსტავდა რომელსაც ციტოლოგიაში ამოუვიდა როგორც ვნახე

ასევე ეხოზეც ექოსკოპისტმა მარდალეიშვილში ვინ გითხრა რო ლიმფომა შეიძლება გქონდესო, ქრონიკული ლიმფადენიტი გაქვსო

Posted by: Kobalty 27 Aug 2020, 23:21
Medic123
ამ დეტალებზე ვერ გაგცემ პასუხს, არ ვარ კომპეტენტური.

Posted by: Medic123 6 Oct 2020, 18:44
Kobalty
ერთსაც გკითხავთ თუ ძალიან არ შეგაწუხებთ
თქვენ როგორც თქვით, თქვენი ერთადერთი სიმპტომი იყო ლიმფური კვანძების გადიდება და არაფერი სხვა სიმპტომი არ გქონიათ. როგორც ვხვდები, ეს სიტუაცია გრძელდება მკურნალობის გარეშე წლების განმავლობაში
მაინტერესებს, ამ ხნის განმავლობაში რაიმე სხვა სიმპტომი გქონიათ? და დინამიკაში თუ იკონტროლებთ კვანძსებს და როგორი მდგომარეობაა, ცვლილებები არის თუ არა?
მე საბოლოოდ წითელი მგლურა დამიდგინდა შესაბამისი ანალიზებით

Posted by: Kobalty 9 Oct 2020, 15:17
Medic123
QUOTE
მაინტერესებს, ამ ხნის განმავლობაში რაიმე სხვა სიმპტომი გქონიათ?

არა.

QUOTE
და დინამიკაში თუ იკონტროლებთ კვანძსებს და როგორი მდგომარეობაა, ცვლილებები არის თუ არა?

კი ვიკონტროლებ მაგრამ არებითი ცვლილება არ მაქვს.

QUOTE
მე საბოლოოდ წითელი მგლურა დამიდგინდა შესაბამისი ანალიზებით

ძალიან კარგი. smile.gif

Posted by: stenka 12 Oct 2020, 16:12
მეგობრებო, ჰემატოლოგ თამარ კვაჭაძის ელ ფოსტა ხომ არ გაქვთ? არ ვიმყოფები საქართველოში და სხვაგვარად ვერ ვუკავშირდები

https://www.newhospitals.ge/ka/doctors/profile/125/tamar_kvawaze

Posted by: Medic123 13 Oct 2020, 11:48
Kobalty
ერთხელაც უნდა შეგაწუხოთ, ვინაიდან სხვა აღარავინ წერს მგონი ამ თემაზე ფორუმზე
ზომებში როგორ გაქვთ ჯირკვლები?

ზოგი წერს წარმონამქნი მქონდა 14 სმ ო და ამაში ჯირკვალს გულისხმობენ თუ რას, ვერ მივხვდი user.gif

Posted by: Kobalty 14 Oct 2020, 00:32
Medic123
ჩემი 2დან 5-სმ-მდე მერყეობს.
14სმ ძალიან დიდია, სად ქონდა ამხელა ზომის?

Posted by: Equanimity 15 Oct 2020, 12:10
გამარჯობათ მამაჩემს აღმოაჩნდა სიმსივნე დაადგინეს ენდოსკოპიით და მუცლის ღრუს ექოსკოპიით რომელიც 500 ლარი დაჯდა ეხლა მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს და მითხრეს რომ ონკოლოგთან უნდა მივიდეს რომ დადგინდეს ჯგუფი . მაგრამ დიდი სახსრებთან არი დაკავშირებულიო მაინცტერესებს არ არსებობს ისეთი პროგრამა ან საშუალება რომ ჯგუფის დადგენა დაფინანსებით მოხდეს?

Posted by: pitagora1 20 Oct 2020, 19:15

Equanimity
ფბ-ზე არის ონკო კლუბი დაემატეთ და დაპოსტეთ,ონკოპაციენტების ჯგუფია,გავლილი აქვთ ეს გზები და დაგაკვალიანებენ....პარასკევს შვიდ საათზე სპეციალისტების ლაივიც არის დაგეგმილი ამ თემაზე

Posted by: adam* 8 Nov 2020, 14:02
ონკოლოგიურ ავადმყოფებს თუ ცრიან გრიპზე, უფასოდ?

Posted by: ITALIANEC 16 Nov 2020, 18:38
რამე ეფექტური წამალი არ არსებობს ჯერ ხო ? განსაკურნებლად, არც ამერიკაში? რამე ხომ არ გსმენიათ მაგალითად ამერიკაში რომ იყოს ტესტირების ან კვლევაში რომ ჩაერთოს ადამიანი...

Posted by: gigi27 17 Nov 2020, 11:51
მუცლის მარჯვენა მხარეს დაბლა,მარცხენასთან შედარებით ოდნავ შესიებულია და ქვემოთ ჩამოწეული,ანუ არა პროპორციულია,რისი ბრალი შეიძლება იყოს?? გაზებსი პრობლემა დიდი ხანია მაცუხებს ასევე მქონდა გასტრიტიც ხოლმე,მეტეორიზმი მაქვს ქრონიკული ამდენი წელია უკვე,რას მირჩევთ?? ხომ არ შეიძლება რამე კისტა იყოს ან რამე მსგავსი მარჯვენა მხარეს?? სანამ გადავიღებ ექოს თქვენი აზრი მაინტერესებს და ღირს თუ არა საერთოდ მუცლის ექოს გაკეთება ამ ეტაპზე

Posted by: Medic123 19 Nov 2020, 21:54
https://www.amerikiskhma.com/a/japan-scientists-uncovered-4-times-more-effective-cancer-killing-method/5667693.html

ამაზე რას ფიქრობთ?


იაპონიაში კიბოს უჯრედების 4-ჯერ უფრო ეფექტურად განადგურების მეთოდს მიაგნეს

Posted by: მაწაკი 3 Dec 2020, 23:40
მიელომაზე რა იცით? გუგლში არსებული მასალა კი წავიკითხე, მაგრამ პრაქტიკული შედეგები მაინტერესებს. . . ბიძაჩემს აღმოაჩნდა, რამოდენიმე მალაა გატეხილი და მენჯის ძვლები დაზიანებული, არაფერი არ უყუჩებს ტკივილს. ქიმიოთერაპია უნდა დავიწყოთ და როგორ გადაიტანს, არ ვიცი .

Posted by: Equanimity 4 Dec 2020, 13:36
მოგესალმებით .უცებ მოვყვები უკვე შევეჩვიე . 1 წლის წინ მამაჩემს დაარტყქ ინსულტმა. ნორმალურად ვერ იმკურნალა. სუ არეული იყო მერე გულის რევები დაეწყო წყალზეც კი . მივედით და კუჭის ბადე ქონის და ღვიძლის კიბო აღმოაჩნდა . მჭირდება რაში დახმარება ონკოლოგის ფული აღარ დამრჩა . ერთადერთი რაც მაინტერეს3ბს გულის რევის შეგრძნება როგორ მოვუხსნა რა მედიკამენტებით. გამოუწერეს ნემსი . მაგრამ ეს უბრალოდ სიგნალს აფერხებს . ისეთი წამალი არ იცით . ე.წ naus იის მადლობა

Posted by: Erovnuli_ligaa 4 Dec 2020, 15:17
მოკლედ მეგობრებო ვინც ხართ გარკვეული ამ საკითხში ჩემ ნათესავს 19 წლის ასაკში დაუდგინდა . არაჰოჯკინის ლიმფომა იმკურნალა ეხა 6თვეში ერთხელ იკეთებს შემოწმებას. 4წელი გავიდა და არი შანსი ზოგადათ რო გაუმეორდეს ?

Posted by: zaza1993 7 Dec 2020, 12:48
მოგესალმებით, მეორე თვეა თითქოს ყელი მტკივა და უცხო სხეულის შეგრძნება მაქვს. ყლაპვა არ მიჭირს. მაქვს ასევე ქრონიკული ალერგია. რამე სერიოზული რომ იყოს, რა სიმპტომები მექნებოდა თუ შეიძლება დაწერეთ

Posted by: baxt 21 Dec 2020, 23:38
მოგესალმებით. მაქვს შეძენილი მეტასტაზური კოლორექტალური სიმსივნის სამკურნალო პრეპარატი ლონსურფი . დარჩენილი მაქვს 46 ტაბლეტი, რომელიც შემიძლია მივცე მსურველს აფთიაქთან შედარებით სამჯერ ნაკლებ ფასად. 593533335

Posted by: მელნისფერი 2 Jan 2021, 20:46
გამარჯობა, როგორ უნდა ამოვიცნო ფილტვის კიბო? რა სიმპტომები აქვს და რომელია ყველაზე საგანგაშო, რომლის შემდეგაც, აუცილებელია კლინიკაში მისვლა..
რომელ ონკოლოგს მირჩევდით.. ?

Posted by: ionesma 4 Feb 2021, 16:12
გთხოვთ დამაკვალიანეთ:
მოკლედ 4 თვის წინ გავიკეთე თიაქრის ოპერაცია და მითხრეს რომ ელენთაზე მქონდა კისტა და მიმეხედა, შემდეგ წონაში დავიკელი და მუცლის ღრუში აღმომაჩნდა წყალი. გადავიღე დეტალური KT და საგანგაშო არაფერი აღმოჩნდა, ამოვიღე წყალი და ჩასათესი ნიმუში. ციტოლოგიამ მცირედი შემცველობით მაგრამ უჯრედების არსებობა დაადასტურა და ეხლა ველოდები ჩათესვის პასუხს. ყველა ექიმი სხვადასხვაა მეუბნება.

ვინმეს შეგიძლიათ ამიხსნათ სად ტ....ი ვარ და ობიექტური მოლოდინები? P.S ექიმებთან ვურთიერთობ პირადად და დამალვით არაფერს მიმალავენ. smile.gif

Posted by: ninicool 27 Feb 2021, 20:48
QUOTE (pitagora1 @ 20 Oct 2020, 19:15 )
Equanimity
ფბ-ზე არის ონკო კლუბი დაემატეთ და დაპოსტეთ,ონკოპაციენტების ჯგუფია,გავლილი აქვთ ეს გზები და დაგაკვალიანებენ....პარასკევს შვიდ საათზე სპეციალისტების ლაივიც არის დაგეგმილი ამ თემაზე

ზუსტად შეგიძლიათ დამილინკოთ ჯგუფი?

და კიდევ რა მაინტერესებს, მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიით დადგენილი სიმსივნე რამდენად რეალური შეიძლება იყოს? ანუ, არასწორი დიაგნოზის დასმის ალბათობა რამდენი პროცენტია?

Posted by: goniashvili 9 Mar 2021, 18:10
გთხოვთ მიპასუხოთ, რამდენიმე წელია შუბლის მიდამოში მაქვს ძლიერი ტკივილი, თითქოს შიგნიდან რაღაც მაწვება თვალებზე მხედველობას ცოტა მიბინდავს. შეიძლება თავში კიბო მქონდეს? ან როგორი გამოკვლევა უნდა ჩავიტარო?

Posted by: marto 9 Mar 2021, 22:33
ძალიან გთხოვთ მირჩიეთ ფილტვის ონკო ქირურგებიდან ლადო კუჭავა თუ დავით გიორგაძე? რომელთან
მირჩევთ ოპერაციას?

Posted by: sharlataniii 18 Mar 2021, 23:06
გამარჯობა,
მოკლედ, საღამოობით მიჭირს სუნთქვა (დღის განმავლობაში არა), ასევე თუ გადავიღალე ანალოგიურად მირთულდება სუნთქვა, თითქოს ვიგუდები. ბუნებაში არ მემართება, მხოლოდ სახლში (თბილისში). კლინიკაში რენტგენით შემიმოწმეს ფილტვები, სუნთქვა და რავი ყველაფერი, არაფერი არ გჭირსო მეუბნებიან. იქნებ ვინმემ რამე მირჩიოთ? მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას მაძალებენ, მაგრამ ისეთი ფასი აქვს რავიცი... ან ღირს რომ?
მთავარი დამავიწყდა.. თითქოს ყელის არეში მიჭირს სუნთქვა და არა ფილტვებში. ნუ ვერ ვერკვევი შეიძლება უბრალოდ შეგრძნება მაქვს, მაგრამ ყელიც მტკივდება ხოლმე ამ უხეში სუნთქვის გამო.

Posted by: ხარძი 25 Mar 2021, 17:32
sharlataniii
ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია ჩაიტარეთ ასევე ანალიზები TSH, antiTPO

Posted by: iverieli 1 Apr 2021, 20:58
გამარჯობათ.
ხომ არ იცით ღეროვანი უჯრედების გადანერგვა საქართველოში თუ არის შესაძლებელი. აქ აკეთებენ ამ ოპერაციას?

პაციენტს მიელომა აქავს მესამე სტადია.

მადლობა

Posted by: Iako939 15 Apr 2021, 09:46
გამარჯობა. ვინმეს თუ გქონიათ ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული კარცინომა და ვისთან გაიკეთეთ ოპერაცია?

Posted by: ionesma 10 May 2021, 23:52
QUOTE (ionesma @ 4 Feb 2021, 16:12 )
გთხოვთ დამაკვალიანეთ:
მოკლედ 4 თვის წინ გავიკეთე თიაქრის ოპერაცია და მითხრეს რომ ელენთაზე მქონდა კისტა და მიმეხედა, შემდეგ წონაში დავიკელი და მუცლის ღრუში აღმომაჩნდა წყალი. გადავიღე დეტალური KT და საგანგაშო არაფერი აღმოჩნდა, ამოვიღე წყალი და ჩასათესი ნიმუში. ციტოლოგიამ მცირედი შემცველობით მაგრამ უჯრედების არსებობა დაადასტურა და ეხლა ველოდები ჩათესვის პასუხს. ყველა ექიმი სხვადასხვაა მეუბნება.

ვინმეს შეგიძლიათ ამიხსნათ სად ტ....ი ვარ და ობიექტური მოლოდინები? P.S ექიმებთან ვურთიერთობ პირადად და დამალვით არაფერს მიმალავენ. smile.gif

მადლობა დროული "რჩევისთვის". გადავრჩი !!! biggrin.gif

Posted by: friendly- 17 May 2021, 10:55
ყველაზე კარგი ონკო-ქირურგი მირჩიეთ და სად კეთდება ბიოფსია ყველაზე კარგად,სანდო რომ იყოს?

Posted by: stratus 31 May 2021, 09:00
გამარჯობა. ხალი (ხალები) მაქვს ტანზე საკმაოდ,ბოლო პრრიოდში შევამჩნიე ეს ხალები სუყველა მომატებულია ზომაში და ოდნავ წამოსიებული,თან იქერცლება,თითქოს ფორმაც შეეცვალა და ფერიც,უფრო მუქი გახდა,საქართველოში არ ვარ რომ ავდგე და ეგრევე ექიმთან წავიდე ამის საშუალება არ მაქვს,ამიტომ ვიკითხე აქ,თუ არის ვინმე ისეთი რომ სურათი ვაჩვენო და ზედაპირულად მითხრას საშიშია თუ არა

Posted by: temart 17 Jun 2021, 14:59
ბიოფსიის პასუხი როდესაც ასეთია ჩვენთვის გასაგებ ენაზე რას ნიშნავს ეს?

2-ქსოვილიანი ფრაგმენტი 12-გოჯა ნაწლავიდან . მიკროსკოპია:

გამოკვლეულ 1 ქსოვილოვან ფრაგმენტში გამოვლინდა ლორწოვანი გარსის ფრაგმენტი,
რომელშიც აღენიშნება შეშუპება , ანთებითი ინფილტრაცია.

მე-2 ფრაგმენტში გამოვლინდა შემაერთებელი ქსოვილის გამრავლების ვრცელი უბანი.


მადლობა





Posted by: temart 20 Jun 2021, 10:20
ერთი კითხვაც,

ორმაგი კონტრასტით გაკეთებულ კომპიტერლ ტომოგრაფია, ორგანოების 3დ გამოსახულებას გვიჩვენებს?



Posted by: Lockhead 24 Jun 2021, 18:49
კომპიუტერულ ტომოგრაფიას თუ აქვს ვადა და განმეორებითი ტომოგრაფია აუცილებელი თუ არის გამიზეზებისა და მეტასტაზებისგან პროფილაქტიკისთვის.

Posted by: temart 25 Jun 2021, 16:41
პანკრეასის კიბოს 2-ე სტადიის მკურნალობის გამოცდილება ხომ არა გაქვთ,

რაიმე ალტერნატიული გზები ხომ არ გიცდიათ ქიმიო თერაპიის გარდა?

ალეკო თავართქილაძესთან გვთავაზობენ 180 დღიან ქიმიო თერაპიას,რაც არ მომწონს.



Posted by: akina 29 Jun 2021, 17:56
Iako939
ჩემი მეგობრის მამამ გაიკეთა ჰელსიკორში ოღონდ იმას ფარისებრის სხვა სიმსივნე ჰქონდა თუ არ ვცდები


Posted by: ninicool 10 Aug 2021, 00:57
15 ქიმიის შემდეგ რამდენად შეიძლება დასუსტდეს და ცუდად გახდეს ადამიანი?

Posted by: gigi27 25 Oct 2021, 19:59
სალამი ყველას!
ონკოქირურგმა მინდა დახედოს ამ სურათებს და მითხრას არის სიმსივნური თუ არა?
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: pearlgirl 21 Dec 2021, 11:50
გამარჯობა ამ წამალს სადმე ვიშოვი?

ბლეოცინი 15მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა

Posted by: theaeka 9 Jan 2022, 11:41
ტაქსოტერი 20 მგ ვერ ვშოულობ. ხომ ვერ დამეხმარებით?

Posted by: gray*wolf 27 Jan 2022, 09:06
user posted image


არჩილს აქვს მსხვილი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნე მეოთხე სტადია და საჭიროებს ძვირადღირებულ მკურნალობას მათ შორის ქიმიოთერაპიასაც.

გთხოვთ ჩარიცხეთ თანხა ბანკის ამ ანგარიშებზე თუნდაც 1 ლარი.

საქართველოს ბანკი. GE95BG0000000323426200
თიბისი. GE18TB7057945061600027

პირადი ნომერი 01025019472 არჩილ ბუბუტეიშვილი


ფეიკი არ გეგონოთ ნაღდი მონაცემებია.

Posted by: jezz 27 Jan 2022, 19:28
https://psp.ge/საკვები-დანამატი/ვიტამინები/სოლგარი-კურკუმინი-30-კაფსულა-solgar-49564.html
ამაზე რამე გსმენიათ?
ან ვინმეს ხო არ გამოუყენებია და რამე შედეგი ჰქონია?

Posted by: tugaa 4 Feb 2022, 15:07
გამარჯობათ! “გამოკვლეულ ლიმფურ კვანძში ვლინდება ლიმფოიდური ფოლიკულები, რომლის უჯრედული პოლპულაცია პოზიტიურია CD20-ზე, ხოლო ინტერფოლიკულურ ზონებში ვლინდება CD3 ექსპრესია. CD68 პოზიტიურია ლიმფოიდური ფოლიკულების გერმინაციულ ცენტრებში არსებულ მაკროფაგებში. Bcl-2 პოზიტიურია ინტერფოლიკულური და მანტიის ზონის უჯრედებში. Ki-67 პოზიტიურია გერმინაციული ცენტრის უჯრედებში.”-რა წერია აქ,შეგიძლიათ მითარგმნოთ?
* * *
მასალის სახე:
პარაფინის ბლოკი.
წინამდებარე ჰისტომორფოლოგიური აღწერილობა/დასკვნა: იმუნოჰისტოქიმიური კვლევა შესრულდა შემდეგი ანტისხეულების გამოყენებით:
CD20; CD3; CD68; Bcl-2; Ki-67.
იმუნოჰისტოქიმიური კვლევის შედეგები:
გამოკვლეულ ლიმფურ კვანძში ვლინდება ლიმფოიდური ფოლიკულები, რომლის უჯრედული პოლპულაცია პოზიტიურია CD20-ზე, ხოლო ინტერფოლიკულურ ზონებში ვლინდება CD3 ექსპრესია. CD68 პოზიტიურია ლიმფოიდური ფოლიკულების გერმინაციულ ცენტრებში არსებულ მაკროფაგებში. Bcl-2 პოზიტიურია ინტერფოლიკულური და მანტიის ზონის უჯრედებში. Ki-67 პოზიტიურია გერმინაციული ცენტრის უჯრედებში.
დასკვნა:
ლიმფური კვანძის რეაქტიული ჰიპერპლაზია.
* * *
მასალის სახე:
პარაფინის ბლოკი.
წინამდებარე ჰისტომორფოლოგიური აღწერილობა/დასკვნა: იმუნოჰისტოქიმიური კვლევა შესრულდა შემდეგი ანტისხეულების გამოყენებით:
CD20; CD3; CD68; Bcl-2; Ki-67.
იმუნოჰისტოქიმიური კვლევის შედეგები:
გამოკვლეულ ლიმფურ კვანძში ვლინდება ლიმფოიდური ფოლიკულები, რომლის უჯრედული პოლპულაცია პოზიტიურია CD20-ზე, ხოლო ინტერფოლიკულურ ზონებში ვლინდება CD3 ექსპრესია. CD68 პოზიტიურია ლიმფოიდური ფოლიკულების გერმინაციულ ცენტრებში არსებულ მაკროფაგებში. Bcl-2 პოზიტიურია ინტერფოლიკულური და მანტიის ზონის უჯრედებში. Ki-67 პოზიტიურია გერმინაციული ცენტრის უჯრედებში.
დასკვნა:
ლიმფური კვანძის რეაქტიული ჰიპერპლაზია.

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 9 Feb 2022, 20:23
გამარჯობა

მე4 სტადიიდან გამოძრომა შესაძლებელია?

Posted by: temart 23 Mar 2022, 17:38
რომელი საკვები ებრძვის პანკრეასის კიბოს?

რომელი საკვები აძლიერებს პანკრეასის კიბოს?
* * *


მოდერ შესაბამისი თემის მოძებნაში ხომ არ დამეხმარებოდი?

Posted by: shandy 5 May 2022, 15:35
გამარჯობა, პაციენტს დაახლოებით ორი თვეა პერიოდულად აქვს დაუდგენელი ცხელება, ცრეაქტიული მაღალი, ლეიკოციტები მაღალი, როე მაღალი, კრეატინინი მაღალი, პლუს ამას დაერთო ნერვების დაზიანება რამაც გამოიწვია მარჯვენა ტერფის დამბლა, ჩაუტარდა გამოკვლევები, მუცლის ღრუს კატე/ექოსკოპია, ხერხემლის და ზურგის ტვინის მრტ, ასევე დაითესა სისხლი/შარდი, მაგრამ ვერ ინახა ინფექციის წყარო და ვერც რაიმე ონკოლოგიური პროცესი. ნევროლოგის ვარაუდით დამბლა გამოწვეულია თიაქრით რომელსაც სჭირდება ოპერაცია, ნუ ეს გასაგებია ეს, მაგრამ ონკოლოგიური კუთხით რა გამოკვლევა შეიძლება ჩატარდეს ცხელების მიზეზის დასადგენად დავუშვათ თუ ონკოლოგიაზე ეჭვს მივიტანთ?

Posted by: VIP Blogger 19 May 2022, 11:38
user posted image


ჩვენს კოლეგას, 28 წლის ხატია ქირიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას მკერდის ინვაზიური სადინროვანი კარცინომა დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია/მკურნალობას საჭიროებს თურქეთში.

გამომდინარე მისი წინა, ღვიძლის პრობლემიდან, შეუძლებელია საქართველოში მისი განკურნება. (თრომბოზი, 2015 წელს ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია თურქეთში) და ახლაც საჭიროებს სტამბულში, აჯიბადენის კლინიკაში გამგზავრებას, რაც უდიდეს ხარჯებთან არის დაკავშირებული. (40.000 ლარი). ხატია 29 მაისს თურქეთში უნდა იყოს.

დახმარების შესაძლებლობის შემთხვევაში, ნებისმიერი თანხა შეგიძლიათ დარიცხოთ შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:

პაციენტის (ხატიას) საბანკო ანგარიშები:

საქართველოს ბანკის ანგარიში:

#GE74BG0000000100830590

თიბისი ბანკის ანგარიში:

#GE51TB7206845061100004



https://rustavi2.ge/ka/news/229475?fbclid=IwAR39seY9CUpnEkt5D0ZeWIZXsWul6iespggs8dfHvNEvagP8i3qzVidwSbg



user posted image




იუზერებო ყველა გთხოვთ ჩარიცხოთ თანხა მითითებულ საბანკო ანგარიშზე თუნდაც 1 ლარი. სულ საჭიროა 40.000 ლარი

წინასწარ გმადლობთ.

Posted by: 7903251 16 Sep 2022, 10:48
გამარჯობა, ძალიან კარგ ადამიანს დაუდგინდა მარჯვენა ძუძუს კიბო. სანამ ექიმთამ მისვლას შევძლებთ, გთხოვთ, გამიწიოთ კონსულტაცია, რა ხდება ამ პაციენტის თავს, იგი არის 40 წლის.

ჰისტოპათოლოგიური კვლევის პასუხია.

მიკროსკოპია: გამოკვლეულ მარჯვენა ძუძუს ბიოპტატებში აღინიშნება ზომიერად პოლიმორფული
ბირთვის მქონე ატიპიური უჯრედების ალვეოლური და ტრაბეკულური პროლიფერატების ინვაზია
დესმოპლაზიურ სტრომაში, ალაგ გავრცელებით ცხიმოვან ქსოვილში. სტრომაში აღინიშნება სუსტად
გამოხატული ლიმფოციტური ინფილტრაცია.
სიმსივნის ავთვისებიანობის ხარისხი ბლუმ-რიჩარდსონის სისტემის ელსტონ/ნოტინგჰემის
მოდიფიკაციის მიხედვით: მილაკების ფორმირება - 3 ქულა; ბირთვული პოლიმორფიზმი - 2 ქულა;
მიტოზური აქტივობა - 1 ქულა; ჯამი - 6 ქულა (Grade 2).


დასკვნა: მარჯვენა ძუძუს ინვაზიური სადინროვანი კარცინომა, Grade 2. ICD-O code 8500/3.
Luminal A-like (Intrinsic molecular subtypes based on St. Gallen International Expert Consensus 2013).
იმუნოჰისტოქიმიური კვლევა:
HER2/neu= 1+ ნეგატიურია
ER= 8 (5+3) პოზიტიურია
PR= 8 (5+3) პოზიტიურია
Ki-67= 12%

Posted by: lexanna 13 Jan 2023, 16:09
Datvlas-vin-gtxovs
tugaa
VIP Blogger
7903251
ახლა როგორ ხართ?

Posted by: adshub 7 Apr 2023, 12:29
საინტერესოა ნამდვილად, აიი ის სფეროც საინტერესოა

Posted by: OPERATOR401 8 Apr 2023, 13:38
კვანძები ზურგზე არსებობს?
..................................................

Posted by: jjj 26 Oct 2023, 15:32
საშვილოსნოს ყელის კონიზაცია რა ღირს? სხვადასხვა ფასებია კლინიკების მიხედვით, თუ ფასი მიახლოებით მაინც ერთნაირია ყველგან? საყოველთაო დაზღვევა არ ფარავს მაგ ოპერაციის ხარჯებს?

Posted by: lisbeth 3 Nov 2023, 14:38
2012 წელს დამისვეს დიაგნოზი,25 წლისას,მკერდის კიბო მეორე ა სტადია.ჰერ 2 დადებითი.ლიმფურ ჯირკვლებში არაფერი არ იყო გასული.გავიკეთე 8 ქიმია პაკლიტაქსელი და ეპირუბიცინი,12 ჰერცეპტინი+ 8 წელი ზოლადექსი და ტამოქსიფენი,)ზოლადექსის შეწყვეტის შემდეგ ერთ წელიწადში ციკლი დაიწყო თავიდან რამდენიმე თვე ძალიან ცუდად ვიყავი ,ახლა ყველაფერი კარგადაა,იმდენად კარგად რომ ნაიარევი რომ არა ალბათ ხანდახან დამავიწყდებოდა კიდეც რომ ეს დიაგნოზი მქონდა. ბოლო ორი წელია მაწუხებს ეს კითხვა ღირს თუ არა მეორე ბავშვის გაჩენა? პირველი დიაგნოზამდე ერთი წლით ადრე მეყოლა ,ახლა ცამეტი წლის არის,მე თავიდან მითხრეს რომ აღარ მეფიქრა ამაზე იმიტომ რომ ორსულობას შეიძლება რეციდივი გამოეწვია ,მაგრამ ორი წლის წინ ჩემმა ონკოლოგმა მითხრა რომ შემეძლო გამეჩინა ,რომ შეიცვალა რაღაცეები მედიცინაში და ჩემთვის არ არის საშიში,მოკლედ გამიჩნდა საფიქრალი,ძალიან მინდა მაგრამ მეშინია , ყველაფერი თავიდან არ დაიწყოს,ან ბავშვი თუ იქნება ჯანმრთელი ,ამდენი წამლების შემდეგ (სხივები არ დამჭირდა არ გამიკეთებია) ბევრს ვფიქრობ რომ წლების მერე არ ვინანო რომ არ გავრისკე ,ახლა 37 წლის ვარ ,ვინმეს თუ გქონიათ ან თქვენს აცლობელს თუ ჰქონია ორსულობა ონკოდაავადების შემდეგ ,გთხოვთ დაწერეთ

Posted by: Keyser 16 Apr 2024, 19:28
რატომღაც ვფიქრობ რომ 2-3 წელიწადში სიმსივნის უმეტეს ტიპზე საპრევენციო და სამკურნალო ვაქცინები იარსებებს უკვე

და საბოლოოდ დაამარცხებს კაცობრიობა ამ დაავადებას

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)