Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულტურა და ხელოვნება > პარალელური სამყარო.........


Posted by: HeLL 31 Aug 2005, 20:58
მოკლედ ეხლა რა ხდება
ამ რამოდენიმე ხნის წინ ვუყურე BBC გადაცემას და გავოცდი
იმიტომ, რომ ჩემდა გასაოცრად და სასიამოვნოდ ჩემს მიერ
გამოგონილი თეირია დამტკიცებულა............
საქმე ეხება პარალელურ სამყაროებს.........................

ეხლა ზუსტად აგიხსნით როგორაა საქმე თურმე......................


ესეიგი ნებისმიერ ადამიანი ცხოვრების განმავლობაში დგება უამრავი არჩევანის წინაშე..........ხომ მეთანხმებითsmile.gif
ხოდა აი მარტივად გეტყვით
ვთქვათ გინდა რაღაცა და ამავე დროს არ გინდა არა...................
და გააკეთე არჩევანი ვთქვათ კი...
მერე ისევ ცხოვრებაში რაღაც არჩევანის წინაშე დადგები და ა.შ.
ეხლა დავუბრუნდეთ მომენტს როცა არ გინდოდა რაღაცის გაკეთება .......... ანუ საპირისპირო გადაწყვეტილებას...............
რაშია საქმე ეხლა აქ...... ესეიგი თუ შენ გადაწყვეტილებას არ მიიღებდი და საპირისპიროს გააკეთებდი........... ეს მომენტი მიდის პარალელურ ცხოვრებაში............ ზუსტად იგივენაირად და იგივე პონტში........... უბრალოდ იქ სხვა გზით მიდიხარ.............
მერე იქაც გააკეთებ რამე გადაწყვეტილებას და კვლავ ერთი შენი ცხოვრება და მეორე შენი პარალელური ცხოვრება.
ესეთი გადაწყვეტილებები ადამიანს აქ უამრავი ცხოვრებაში და ასევე უამრავი მთელს მსოფლიოს ადამიანებს....................
ეს პარალელური სამყაროები კი ქმნის ამ სამყაროთა უსასრულო რაოდენობას რომლებიც გაბნეულია უსასრულოდ ჩვენს გვერდით.......... და მათ ჩვენ ვერ ვარჩევთ..................
.................................................................

ეხლა კიდე მაგარი................. ხო გაგიგიათ დეჟავუ რას ნიშნავს........?
ალბათ კიsmile.gif
ხოდა რო ვსაუბრობდი ამ უსასრულო რაოდენობა არჩევანებზე რომელიც ცხოვრებაში გვხვდება...........
აი აქ ხდება ასეთი რამე როდესაც პარალელური ცხოვრების მომენტი და ნამდვლი ცხოვრების მომენტი დაემთხვევა ერთმანეთს მაქედან ამბობენ რომ არისო დეჟავუ............


იმედია გაიგეთsmile.gif

Posted by: მია 31 Aug 2005, 21:02
HeLL
კი გავიგე smile.gif yes.gif

მაგრამ მე არ მჯერა პარალელური სამყაროების rolleyes.gif

Posted by: HeLL 31 Aug 2005, 21:04
მია
არცაა საჭირო უბრალოდ კაცს საქმე რო არ მაქ ვფიქრობ ბევრს................ მაგრამ ამდენს თუ გავქაჩავდი არ ვიცოდიsmile.gif..................
მაგრამ რა არის იცი ............. ყველანაირ კითხვას მივყავართ ერთ პასუხამდე ...........................

Posted by: nantes 31 Aug 2005, 21:10
ყველაფერია მოსალოდნელი, რაღაცეები რო არსებობს მაგაში ეჭვიც არ მეპარება.

Posted by: მია 31 Aug 2005, 21:12
HeLL
მინდა გითხრა რომ საინტერესო იყო შენი პოსტი yes.gif
უბრალოდ მე არ მჯერა user.gif

Posted by: HeLL 31 Aug 2005, 21:13
მია

ზააანაც კარგი რო არ გჯერა იმიტომ რომ პასუხი მაინც ზემოთააsmile.gif და სხვაგან არსადsmile.gif

Posted by: მია 31 Aug 2005, 21:22
HeLL
გეთანხმები yes.gif

კარგი ადამიანი ხარ user.gif

Posted by: HeLL 31 Aug 2005, 21:23
მადლობა შენც კარგი გოგო ჩანხარsmile.gifwink.gif

Posted by: მია 31 Aug 2005, 21:34
HeLL
user.gif

ჯერ ახალი ვარ baby.gif

Posted by: HeLL 31 Aug 2005, 21:36
QUOTE (მია @ 31 Aug 2005, 22:04 )
HeLL
user.gif

ჯერ ახალი ვარ baby.gif

მერე რა............................... აქ ბევრია ძველი მაგრამ ნაგვის ყუთში გადასაგდებიsmile.gif

Posted by: dj-guro 1 Sep 2005, 15:21
მოდერი არა ვარ, მარა გეტყვი რომ ამაზე ბაზარი უკვე იყო თემაშI "განზომილებები" ასე რომ გადახედე და ნახე. მაგვე მქონდა მოტანილი მაგალითი ფლეშში გაკეთებული განზომილებებზე. ხოდა ნახეთ რა!

Posted by: Facet 2 Sep 2005, 01:26
HeLL


მე მჯერა. მაგას ჯერ კიდევ აინშტაინი ამტკიცებდა თავის დროზე და ყველანაირად ვეთანხმები ამ აზრს. საერთოდ მე მგონია რომ ყველაფერი ერთდროულად არსებობს, მათ შორის განზომილებებიც და დროც.

Posted by: HeLL 2 Sep 2005, 08:43
Facet
QUOTE
მე მჯერა. მაგას ჯერ კიდევ აინშტაინი ამტკიცებდა თავის დროზე და ყველანაირად ვეთანხმები ამ აზრს

ჯიგარი ხარ................ მაგრამ ჯერ ადამიანი ამას ვერ ახსნის შეიძლება საერთOდაც კი ვერ ახსნას....................

Posted by: Misha_Zia 2 Sep 2005, 10:28
მსგავსი ჰიპოთეზები მეც გამიჩნდა
http://forum.ge/?showtopic=33611067
მაგრამ მე უფრო სხვა პონტში ვხედავ მაგ ამბავს...
ადრე იყო სიმღერა What if god is one of us.
აი მაგედან გამიჩნდა მსგავსი მიმართულების ინტერესი...
რაღაცნაირი ახალი, Cyber-theosophy მიმართულების განვცრობა.

Posted by: John Zorn 2 Sep 2005, 10:34
აბსურდ smile.gif
მარაზმ smile.gif
ყველა ჩემი პარალელური მე დამასკდეს იმენნა მე smile.gif

Posted by: SOKRATOS 2 Sep 2005, 14:18
HeLL
ისე ამბობ თითქოს მართლა გესმოდეს ამ თეორიის, დგეს ფიზიკაში და განსაკუთრებით ასტრო ფიზიკაში იმდენი ურთიერთ გამომრიცხავი და ფანტასტკური თეორიებია რო თვით ფიზიკოსებიც კი იბნევა.
რაც შეეხება პარალელურ სამყაროს ეგ სხვადასხვანაირად აქვთ ბევრ მეცნიერებს თავიანთ თეორიებში, ყველაზე ცნობილია დღეს დვალის თეორია, მაგრამ არა ის რაც შენ ბიბისიში ნახე
საერთოდ ეგ რწმენის სფერო უფროა.. ანუ ადამიანმა შეიძლება ირწმუნოს ან არა... და არც კიდევ "გაგები" როგორც ეს სშენ დაპოსტე smile.gif)

Posted by: Balrog 2 Sep 2005, 14:40
არა მგონია პარალელური სამყაროები ადამიანებზე იყოს დამოკიდებული baby.gif მაშინ რა თაგვიც უამრავ პარალელურ სამყაროს ქმნის??

არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. შენს საქციელს აქვს გამომწვევი მიზეზი, და მას მოჰყვება შედეგი. თავის მხრივ ამ შედეგსაც აქვს მიზეზი (შენი საქციელი) და ასე უსასრულოდ უზარმაზარ ჯაჭვად. ამის დარღვევა და გახლართვა შეუძლებელია...

ანუ ეხლა მე რომ "წ" სთვის დამეჭიროს შევქმნი ახალ სამყაროს ვითომ? იქნება და არ დამეჭიროს? ან იქნებ სულ წავშალი პოსტი ? იქნება და მაუსი გამოვაძრო და გავტეხო? ან იქნება ჩემი ძაღლი მოვარდეს და თამაში დამიწყოს? ან იქნება და აივანზე გავარდეს? ეს დამოკიდებულია ადამიანის წარმოსახვაზე, მაგრამ ერთადერთი სწორი ვარიანტი იქნება ის, რომელსაც გამომწვევი მიზეზი ექნება.
ჩემი ძაღლი გავარდება აივანზე მაშინ თუ რაღაცა ყვირილს ან ყეფას გაიგონებს, მე კი გავტეხავ მაუსს თუ ძალიან ვარ განერვიულებული ან არ მუშაობს თაგუნია. ანუ ნებისმიერი ადამიანი რომელიც ჩემს ზუსტად ჩემს მდგომარეობაში იქნება (ხასიათის, გარემო პირობების, ფსიქიკური მდგომარეობის და ა.შ. ზუსტი იდენტურობის შემთთხვევაში) მოიქცევა ზუსტად ჩემნაირად, ანუ მე მივიღე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მოცემულ მომენტში, რომელსაც მიზეზები აქვს (შეიძლება შენ არასწორად გეჩვენებოდეს) აქედან გამომდინარე არანაირი პარალელური სამყაროს შექმნა არ მოხერხდება...

Posted by: web_nts 2 Sep 2005, 15:00
Balrog
გეთამხმები yes.gif

ეგრე, რომ იყოს მაშინ 1 წუთში მილიონობით პარალელური სამყარო უნდა შეიქმნას, რაც აფსურდია........ მაგრამ რაღაც, როარსებობს ეს უდაოა.......... თუნდაც დეჟავიუ რად ღირს? მე მგონი არ არსებობს ადამიანი რომელსაც დეჟავიუ არ ქონოდა და ეს ყველაფერი ძალიან გავს რეალობას....................

Posted by: Balrog 2 Sep 2005, 15:24
web_nts
QUOTE
მაგრამ რაღაც, როარსებობს ეს უდაოა.......... თუნდაც დეჟავიუ რად ღირს? მე მგონი არ არსებობს ადამიანი რომელსაც დეჟავიუ არ ქონოდა და ეს ყველაფერი ძალიან გავს რეალობას....................

მაგ მოვლენის ახსნა შეიძლება მილიონგვარად, თუნდაც ადამიანის ტვინის ხუშტურს შეიძლება მიეწეროს, ვერავინ იტყვის დანამდვილებით პარალელური სამყაროს ბრალია თუ რა არის... მოვლენა კი არასერიოზულია, წამიერი, როდის გექნება ვერ გათვლი და არაფერს აშავებს, ამიტომ ეჭვი მეპარება ამ ეტაპზე სერიოზული კვლევა ჩატარდეს მაგაზე...

Posted by: HeLL 2 Sep 2005, 15:38
SOKRATOS
[quote]ისე ამბობ თითქოს მართლა გესმოდეს ამ თეორიის[/quote]
რომ არ მესმოდეს აქ არ დავპოსტავდი.........................

[quote]საერთოდ ეგ რწმენის სფერო უფროა.. ანუ ადამიანმა შეიძლება ირწმუნოს ან არა... და არც კიდევ "გაგები" როგორც ეს სშენ დაპოსტე [/quote]
შენ ხვდები და არ გესმის ეს სხვა საქმეა.......................

.[quote] დგეს ფიზიკაში და განსაკუთრებით ასტრო ფიზიკაში იმდენი ურთიერთ გამომრიცხავი და ფანტასტკური თეორიებია რო თვით ფიზიკოსებიც კი იბნევა.[/quote]

ასეთია ეს სამყარო ნებისმიერ რამეს აქვს თავის დადებითი და უარყოფითი მხარე................... ასე რომ მთავარია ის ავირჩიოთ რაც კარგია და საჭირო ზოგჯერ ესეთI შემთხვებებიც ხდება მაგრამ ადამიანის გონება თუ არ გაიწვრთნება............ ისე არაფერი გამოვა

[quote]არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. შენს საქციელს აქვს გამომწვევი მიზეზი, და მას მოჰყვება შედეგი. თავის მხრივ ამ შედეგსაც აქვს მიზეზი (შენი საქციელი) და ასე უსასრულოდ უზარმაზარ ჯაჭვად. ამის დარღვევა და გახლართვა შეუძლებელია...

ანუ ეხლა მე რომ "წ" სთვის დამეჭიროს შევქმნი ახალ სამყაროს ვითომ? იქნება და არ დამეჭიროს? ან იქნებ სულ წავშალი პოსტი ? იქნება და მაუსი გამოვაძრო და გავტეხო? ან იქნება ჩემი ძაღლი მოვარდეს და თამაში დამიწყოს? ან იქნება და აივანზე გავარდეს? ეს დამოკიდებულია ადამიანის წარმოსახვაზე, მაგრამ ერთადერთი სწორი ვარიანტი იქნება ის, რომელსაც გამომწვევი მიზეზი ექნება.
ჩემი ძაღლი გავარდება აივანზე მაშინ თუ რაღაცა ყვირილს ან ყეფას გაიგონებს, მე კი გავტეხავ მაუსს თუ ძალიან ვარ განერვიულებული ან არ მუშაობს თაგუნია. ანუ ნებისმიერი ადამიანი რომელიც ჩემს ზუსტად ჩემს მდგომარეობაში იქნება (ხასიათის, გარემო პირობების, ფსიქიკური მდგომარეობის და ა.შ. ზუსტი იდენტურობის შემთთხვევაში) მოიქცევა ზუსტად ჩემნაირად, ანუ მე მივიღე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მოცემულ მომენტში, რომელსაც მიზეზები აქვს (შეიძლება შენ არასწორად გეჩვენებოდეს) აქედან გამომდინარე არანაირი პარალელური სამყაროს შექმნა არ მოხერხდება... [/quote]
[quote]


ასეა ძმაო ასე............... შენ რაც გგონია ისე არააა. [quote]ეგრე, რომ იყოს მაშინ 1 წუთში მილიონობით პარალელური სამყარო უნდა შეიქმნას, რაც აფსურდია........ მაგრამ რაღაც, როარსებობს ეს უდაოა.......... თუნდაც დეჟავიუ რად ღირს? მე მგონი არ არსებობს ადამიანი რომელსაც დეჟავიუ არ ქონოდა და ეს ყველაფერი ძალიან გავს რეალობას.................... [/quote]

მაშIნ დაამტკიცე რო არ იქმნებაsmile.gif
პასუხსაც გეტყვი მაგის ,,ატომი" თU ცოტას ერკვევი გეტყვი რომ საერთოდ მხოლოდ და მხოლოდ ატომებს შეუძLიათ გადაადგილება ამ სამყაროებშI:)


[quote]მაგ მოვლენის ახსნა შეიძლება მილიონგვარად, თუნდაც ადამიანის ტვინის ხუშტურს შეიძლება მიეწეროს, ვერავინ იტყვის [/quote]


არანაირად.............. ტვინს სხვანაირი ხუშტურები აქ მასეთი არ არსებობს ( ფროიდის თეორია წაიკითხე და მიხვდები)

[quote]ვერავინ იტყვის დანამდვილებით პარალელური სამყაროს ბრალია თუ რა არის... მოვლენა კი არასერიოზულია, წამიერი, როდის გექნება ვერ გათვლი[/quote]

მაგას უკვე სხვა პასუხთან მივყავართ ( აინშტაინის თეორია ფარდობითობაზე) .......................... დრო სხვადასხვანაირად აღიქმისsmile.gif




[quote] ამიტომ ეჭვი მეპარება ამ ეტაპზე სერიოზული კვლევა ჩატარდეს მაგაზე... [/quote]


უკვე მიდისsmile.gif




Posted by: Balrog 2 Sep 2005, 15:53
HeLL
QUOTE
ასეა ძმაო ასე............... შენ რაც გგონია ისე არააა

ჰმ, რის საფუძველზე იძახი რომ არაა ისე როგორც მე მგონია? BBC ს დოკუმენტური ფილმი ნამეტნავად არასერიოზული წყაროა მაგის სათქმელად...
QUOTE
არანაირად.............. ტვინს სხვანაირი ხუშტურები აქ მასეთი არ არსებობს ( ფროიდის თეორია წაიკითხე და მიხვდები)

ფროიდი ჩემო ბატონო იკვლევდა ტვინს ფსიქოლოგიურ ასპექტში. მე ვლაპარაკობ ფიზიოლოგიურ ასპექტზე. ასე ზოგადად ლაპრაკს მოიყვანე ის ნაწყვეტი, ან მოსაზრება ფროიდისა რომელიც გამორიცხავს ამას...

ხო, ადამიანის ტვინი ჯერ 100% შესწავლილი არაა, ამიტომ რა გამოხტება არც ჩვენ ვიცით და არც ფროიდმა wink.gif
QUOTE
ასეთია ეს სამყარო ნებისმიერ რამეს აქვს თავის დადებითი და უარყოფითი მხარე................... ასე რომ მთავარია ის ავირჩიოთ რაც კარგია და საჭირო ზოგჯერ ესეთI შემთხვებებიც ხდება მაგრამ ადამიანის გონება თუ არ გაიწვრთნება............ ისე არაფერი გამოვა

ხოოო rolleyes.gif ფოტონები არ ვარგა, უარყოფითია ამიტომაც მოდი სხვა რამე ავირჩიოთ rolleyes.gif

Posted by: miunhauzen 2 Sep 2005, 16:03
SOKRATOS
QUOTE
რაც შეეხება პარალელურ სამყაროს ეგ სხვადასხვანაირად აქვთ ბევრ მეცნიერებს თავიანთ თეორიებში, ყველაზე ცნობილია დღეს დვალის თეორია

მოიცა მოიცა... დვალის თეორია პარალელურ სამყაროებზე? ეგ საიდან მოიტანე... სხვათაშორის დღეს იყო დვალის ლექცია... და რომ გეთქვა პარალელურ სამყაროზეა შენი თეორიაო თავს მოიკლავდა... biggrin.gif
* * *
HeLL
QUOTE
ჩემს მიერ
გამოგონილი თეირია დამტკიცებულა............
საქმე ეხება პარალელურ სამყაროებს

შენს მიერ გამოგონილი წოტა ხმამაღალი ნათქვამიაbiggrin.gif და დამტკიცდა კიდე უფრო ხმამაღალი... ვააბშე კივილია ეგbiggrin.gif

ისე მე ერთ რჩევას მოგცემ... ასეთი მწერალი არსებობს რიჩარდ ბახი... ხოდა მას აქვს ასეთი ნაწარმოები "The One", რუსულად "ედინსტვენნაია", ხოდა წაიკითხე...

Posted by: Balrog 2 Sep 2005, 16:09
miunhauzen
QUOTE
ისე მე ერთ რჩევას მოგცემ... ასეთი მწერალი არსებობს რიჩარდ ბახი... ხოდა მას აქვს ასეთი ნაწარმოები "The One", რუსულად "ედინსტვენნაია", ხოდა წაიკითხე...

ეგ კინოცაა... ჯეტ ლი თამაშობს თუ არ ვსცდები wink.gif

QUOTE
შენს მიერ გამოგონილი წოტა ხმამაღალი ნათქვამია და დამტკიცდა კიდე უფრო ხმამაღალი... ვააბშე კივილია ეგ

yes.gif yes.gif gigi.gif gigi.gif

QUOTE
მოიცა მოიცა... დვალის თეორია პარალელურ სამყაროებზე? ეგ საიდან მოიტანე... სხვათაშორის დღეს იყო დვალის ლექცია... და რომ გეთქვა პარალელურ სამყაროზეა შენი თეორიაო თავს მოიკლავდა...

რომელ დვალზე ამბობ? spy.gif დღეს რანაირად ჰქონდა ლექცია კაცი ამერიკაში მოღვაწეობს

Posted by: miunhauzen 2 Sep 2005, 16:12
Balrog
QUOTE
ეგ კინოცაა... ჯეტ ლი თამაშობს თუ არ ვსცდები

აი ეგ ნაღდად არ ვიცოდი... ხუმრობ თუ მართლა... ეგ სერიოზული წიგნია მე რომ მკითხო და ეკრანიზაცია მაინტერესებს... ხომ არ იცი რამე უფრო კონკრეტულად ამ ფილმზე? სად ვიშოვო? თუ... იხუმრე? spy.gif
QUOTE
რომელ დვალზე ამბობ?  დღეს რანაირად ჰქონდა ლექცია კაცი ამერიკაში მოღვაწეობს

გია დვალზე ვამბობ... რომლის ლექციიდანაც ახლა მოვდივარ... ფიზიკის დიდ აუდიტორიაში იყო 12 საათზე +- ქართული პუნქტუალობა... ვიცი სადაც მოღვაწეობს ჩამოსული იყო... ლექცია წაიკითხა... აუ რა სამარცხვინო არიან იცი ჩვენი მეცნიერები... კაცი ეინშტეინის თეორიის შეცვლაზე ყვება და ესენი რაღაც უაზრო შეკიტხვებს უსვამენ... ააა... გინება მინდება რომ მახსენდება... არადა მააგრი კაცია თვითონ... ძალიან მაგარი... უუუუუუუუუუმაგრესი...

Posted by: Balrog 2 Sep 2005, 16:18
miunhauzen
QUOTE
აი ეგ ნაღდად არ ვიცოდი... ხუმრობ თუ მართლა... ეგ სერიოზული წიგნია მე რომ მკითხო და ეკრანიზაცია მაინტერესებს... ხომ არ იცი რამე უფრო კონკრეტულად ამ ფილმზე? სად ვიშოვო? თუ... იხუმრე?

ჰმ, ავოეზე დევს მაგრამ მე ვერ დავქაჩე, იქნება შენ შესძლო ( http://avoe.ge/movies/search.php?name=one%2C+the&janre=ALL&celi=&producer=&language=ALL&publisher=&Submit=%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9C%E1%83%90&action=search )
კაი გვარიანი ლინკია gigi.gif ნუ აღწერაზე მიხვდები ალბათ ეგაა თუ არა, თუმცა ავოეზე ცოტა წაუჩერჩეტებენ და 13 წლის ბავშვის დაწერილს ჰგავს tongue.gif

Posted by: miunhauzen 2 Sep 2005, 16:28
Balrog
არა ეგ მაგარი კუნზი ფილმია... მაგას ცოტა შევავლე თვალი მემგონი რამდნეი დღის წინ იყო... მარტო სახლი აქვს მაგ წიგნისგან... თორე ეს ჰოლივუდის დებილობაა წიგნი კი უმაგრესი... მოკლედ მაგ წიგნის გარჩევა თუ გინდათ ცალკე მოვაწყოთ... აქ კი პარალელურ სამყაროებზე ლაპარაკი...

მგონი სადღაც იყო ასეთი თემა და იქ დავწერე ჩემი პასუხი... ახლა კი მაგრა მეზარება იმიტომ რომ წვიმაშI ვიარე და დავსველდი... რას გვიშვრება ეს სააკაშვილიbiggrin.gif

Posted by: Balrog 2 Sep 2005, 18:10
miunhauzen
QUOTE
არა ეგ მაგარი კუნზი ფილმია... მაგას ცოტა შევავლე თვალი მემგონი რამდნეი დღის წინ იყო... მარტო სახლი აქვს მაგ წიგნისგან... თორე ეს ჰოლივუდის დებილობაა წიგნი კი უმაგრესი

ოკ, მე ცოტა მაქ ნანახი ტელევიზორში gigi.gif ბოლოში ვიღაცა ხალხი ჩხუბობდა biggrin.gif

Posted by: HeLL 2 Sep 2005, 19:15
QUOTE
ჰმ, რის საფუძველზე იძახი რომ არაა ისე როგორც მე მგონია? BBC ს დოკუმენტური ფილმი ნამეტნავად არასერიოზული წყაროა მაგის სათქმელად...

რის და უბრალოდ ვფიქრობდი ასე იქნება მეთქი და BBC-ზე რო ვნახე დავრცმუნდი ............... ტყულის ხო არ იტყვიან smile.gif

QUOTE
ფროიდი ჩემო ბატონო იკვლევდა ტვინს ფსიქოლოგიურ ასპექტში. მე ვლაპარაკობ ფიზიოლოგიურ ასპექტზე. ასე ზოგადად ლაპრაკს მოიყვანე ის ნაწყვეტი, ან მოსაზრება ფროიდისა რომელიც გამორიცხავს ამას...

მე უბრალოდ მოვაყოლე იმას რომ ადამიანის გონებას შეუძლია დეჯავუს მომენტი როგორც საკუთარი გამოგონილი ვერ აღიქვას smile.gif
სულ სხვა რამეა მაგიsmile.gif............... ეს იმას მოვაყოლე რომ შენ თვითონ თქვი ტვინის ხუშტურიაო ეს დეჯავუ და მაგიტომ............
ფროიდი ამ საკითხში საერთოდ არ მუშაობდა
QUOTE
შენს მიერ გამოგონილი წოტა ხმამაღალი ნათქვამია და დამტკიცდა კიდე უფრო ხმამაღალი... ვააბშე კივილია ეგ

ჰეჰ მე ვთქვი რომ მე მქონდა თეორია და არ ვიცოდი მართალი იყო თუ არა............ შენ თუ სიტყვა სიტყვით გინდა აგიხსნა და რაღAც სიტყვაში გინდა გამომიჭირო ეგ არ ვიცი ეხლა მაგრამ უბრალოდ რაც ვთქვი და რასაც ვფიქრობდი ის დამიდასტურდაsmile.gif
QUOTE
ხოოო  ფოტონები არ ვარგა, უარყოფითია ამიტომაც მოდი სხვა რამე ავირჩიოთ

გავიცინებ კარგიbiggrin.gif

Posted by: Leonsa85 2 Sep 2005, 19:21
QUOTE
მოკლედ ეხლა რა ხდება
ამ რამოდენიმე ხნის წინ ვუყურე BBC გადაცემას და გავოცდი
იმიტომ, რომ ჩემდა გასაოცრად და სასიამოვნოდ ჩემს მიერ
გამოგონილი თეირია დამტკიცებულა............
საქმე ეხება პარალელურ სამყაროებს.........................

ეხლა ზუსტად აგიხსნით როგორაა საქმე თურმე......................


ესეიგი ნებისმიერ ადამიანი ცხოვრების განმავლობაში დგება უამრავი არჩევანის წინაშე..........ხომ მეთანხმებით
ხოდა აი მარტივად გეტყვით
ვთქვათ გინდა რაღაცა და ამავე დროს არ გინდა არა...................
და გააკეთე არჩევანი ვთქვათ კი...
მერე ისევ ცხოვრებაში რაღაც არჩევანის წინაშე დადგები და ა.შ.
ეხლა დავუბრუნდეთ მომენტს როცა არ გინდოდა რაღაცის გაკეთება .......... ანუ საპირისპირო გადაწყვეტილებას...............
რაშია საქმე ეხლა აქ...... ესეიგი თუ შენ გადაწყვეტილებას არ მიიღებდი და საპირისპიროს გააკეთებდი........... ეს მომენტი მიდის პარალელურ ცხოვრებაში............ ზუსტად იგივენაირად და იგივე პონტში........... უბრალოდ იქ სხვა გზით მიდიხარ.............
მერე იქაც გააკეთებ რამე გადაწყვეტილებას და კვლავ ერთი შენი ცხოვრება და მეორე შენი პარალელური ცხოვრება.
ესეთი გადაწყვეტილებები ადამიანს აქ უამრავი ცხოვრებაში და ასევე უამრავი მთელს მსოფლიოს ადამიანებს....................
ეს პარალელური სამყაროები კი ქმნის ამ სამყაროთა უსასრულო რაოდენობას რომლებიც გაბნეულია უსასრულოდ ჩვენს გვერდით.......... და მათ ჩვენ ვერ ვარჩევთ..................
.................................................................

ეხლა კიდე მაგარი................. ხო გაგიგიათ დეჟავუ რას ნიშნავს........?
ალბათ კი
ხოდა რო ვსაუბრობდი ამ უსასრულო რაოდენობა არჩევანებზე რომელიც ცხოვრებაში გვხვდება...........
აი აქ ხდება ასეთი რამე როდესაც პარალელური ცხოვრების მომენტი და ნამდვლი ცხოვრების მომენტი დაემთხვევა ერთმანეთს მაქედან ამბობენ რომ არისო დეჟავუ............


იმედია გაიგეთ

This post has been edited by HeLL on 31 Aug 2005, 19:58


--------------------

მაგრად დამეზარა წაკითხვა და ერთ ვიტყვი სათაურიდან გამომდინარე I Believe! biggrin.gif

Posted by: Balrog 2 Sep 2005, 19:26
HeLL
QUOTE
რის და უბრალოდ ვფიქრობდი ასე იქნება მეთქი და BBC-ზე რო ვნახე დავრცმუნდი ............... ტყულის ხო არ იტყვიან

ეგრე კაცო უზარმაზარი დოკუმენტური ფილმი იყო ე.წ. "სიმების თეორიაზე" რომელიც ფაქტიურად საფუძველში აბრუნებდა ბევრ რამეს, მაგრამ აღმოჩნდა რომ თეორიაა მხოლოდ და მხოლოდ და თანაც სერიოზული დირკებით... ეგეც თეორიაა რომელსაც დამტკიცება სჭირდება tongue.gif
QUOTE
მე უბრალოდ მოვაყოლე იმას რომ ადამიანის გონებას შეუძლია დეჯავუს მომენტი როგორც საკუთარი გამოგონილი ვერ აღიქვას
სულ სხვა რამეა მაგი

არა მაგას არ ვამბობ. ვთქვათ შეხედე რაღაცას და უბრალოდ შეგრძნება გაგიჩნდა, მეტი არაფერი... ხომ ხდება ხანდახან ჟრუანტელი დაგივლის, შეგამცივნებს, უცებ რაღაცა მოგესმება. ცუდ ხასიათზე დადგები... დეჟავუც შეიძლება მასეთი რამე აღმოჩნდეს. ბოლობოლო ეგეც შეგრძნებაა... რადგან 100% არ არის ტვინი შესწავლილი ამის გამორიცხვაც არ შეიძლება

Posted by: HeLL 2 Sep 2005, 19:40
Leonsa85
biggrin.gif
Balrog
უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ რაც მეტი თეორიაა და რაც მეტი თავსატეხი, ყოველთვის პასუხი არის ერთი გინდ მარჯვნიდან მიუდექი ამ თეორიების გამოხსნას და გინდ მარცხნიდან

Posted by: PFU 2 Sep 2005, 19:54
QUOTE
მე მჯერა. მაგას ჯერ კიდევ აინშტაინი ამტკიცებდა თავის დროზე და ყველანაირად ვეთანხმები ამ აზრს

მე მგონი ბაბუა ალბერტა ცოტა სხვანაირად და სხვა რამეს ამბობდა და არა ისე როგორც აქ ჯოჯოხეთმა (ჰელლsmile.gif) ასახა ბიბისის ფილმიდან... რომელი ფილმი იყო სტრინგ და M-თეორიაზე რომაა ისა?

* * *
გი დვალს რაც შეეხება მაგარი კაცია მე რაც გამიგონია, მაგრამ მგონი ეგ თეორია მაგას არ ეკუთვნის...
რაც შეეხება დეჟავუ-ს დეჟავუ ნანახია რომ მოსდით ან გადაძაბვა გადაღლის პერიოდში ადამიანებს ან სულიერად ავადმყოფ ადამიანებს, ხოლო თუ დასვენებულია და სტრესი არ აქვს დეჟავუ არ ხდება... ჰოდა უფრო მგონია რომ ტვინის სბოი არის როგორც კომპს ემართება ხოლმე როცა ვერ ამუშავებს ინფოს მერე სისულელეებს გაწვდის და... და ვერანაირად ვერ ვუკავშირებ მე პირადად პარალელურ სამყაროს ნუ თუ ახლა მატრიცას და ეგეთ რარაცეებს არ უყურებ მაშინ...smile.gif

Posted by: HeLL 2 Sep 2005, 20:28
PFU


...
QUOTE
ჯოჯოხეთმა (ჰელლ)

HELL:)....................................

Posted by: kosheen 3 Sep 2005, 12:59
გადავირიე ქალი

Posted by: sharlot 3 Sep 2005, 13:06
QUOTE
იმიტომ, რომ ჩემდა გასაოცრად და სასიამოვნოდ ჩემს მიერ
გამოგონილი თეირია დამტკიცებულა............
საქმე ეხება პარალელურ სამყაროებს.........................

იმედია გაიგეთ

გავიგეთ, იმიტომ რომ თავადაც თავად აღმოვაჩინეთ tongue.gif wink.gif
* * *
miunhauzen
QUOTE
ხომ არ იცი რამე უფრო კონკრეტულად ამ ფილმზე? სად ვიშოვო? თუ... იხუმრე?

მატრიცის ბიბაძული ვარიანტია biggrin.gif საშინელება.

Posted by: Loony 4 Sep 2005, 21:25
კაშმააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააარ
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ყველა ადამიანი იგრუზავს თავს და უსვამს თავის თავს შეკითხვებს :
რატომ ??? რისთვის ??? როგორ ???
პასუხები არ არის !!!
და თუ იქნება ოდესმე, იქნება მაშინ როცა მატერია და სული დაშორდებიან ერთმანეთს, ანუ ყველაფერი იქით, ოდესმე.....
კარგი გამოთქმაა ერთი : меньше знаешь - лучше спишь !!!

ხო და.... რისი თქმა მინდოდა მე, მოკლედ რაც არის ახლა, ის უნდა იყოს და რაც იქნება კიდე იქნება.
ამდენს ფიქრს კიდე აზრი არ აქ.....
დაიძინეთ ტკბილი ძილით სანამ ცხოვრება გაძლევთ ამის შანს wink.gif

Posted by: Crypto 4 Sep 2005, 22:10
დეჟავიუების და ეგეთი კვერცხობების მთავარი ახსნა ადამიანის ტვინში და მასში არსებული ინფორმაციის სტრუქტურაში ინახება. არავის შეუძლია ახსნას, როგორ ინახება ტვინში ეს ინფორმაცია, საიდან წარმოიშვება რაიმე მოვლენაზე ასოციაციები და როგორ მოქმედებს. შეიძლება ტვინმა ისეთ მოვლენებს შორის აღმოაჩინოს კავშირი, გარეგნულად რომ იტყვი, სად ერეკლე და სად ..... .

ეგ პარალელური სამყაროები კი, სანამ რეალურად დაუმტკიცებიათ მაგათი არსებობა, უბრალო ადამიანის ფანტაზიის ნაყოფია. ამ შემთხვევაში თუ ადამიანი ვერ ამტკიცებს რაიმე მოვლენის შეუძლებლობას, ესე იგი ეს მოვლენა შესაძლებელია. ეგრევე შეიზლება დამტკიცდეს უცხოპლანეტელების და შავ ხვრელებზე სიცოცხლის არსებობა. ჩემი აზრით მაგას პარალელური სამყაროები კი არა, ჩვენი სამყაროს შესაძლო ვარიაციები უნდა ერქვას. ამ ვარიაციების შესაძლო სიმრავლე კი უსასრულოა დროის ნებისმიერ უსასრულოდ მცირე მონაკვეთში. ამიტო არ ჯობია მოვეშვათ ზედმეტ ტვინის ჭყლეტას და ვიცხოვროთ , სანამ ცხოვრება გაძლევთ ამის შანს smile.gif


ჩამაასხით ბიჭებოოოოო biggrin.gif

Posted by: miunhauzen 5 Sep 2005, 12:34
HeLL
QUOTE
შენს მიერ გამოგონილი წოტა ხმამაღალი ნათქვამია და დამტკიცდა კიდე უფრო ხმამაღალი... ვააბშე კივილია ეგ

QUOTE
ჰეჰ მე ვთქვი რომ მე მქონდა თეორია და არ ვიცოდი მართალი იყო თუ არა............ შენ თუ სიტყვა სიტყვით გინდა აგიხსნა და რაღAც სიტყვაში გინდა გამომიჭირო ეგ არ ვიცი ეხლა მაგრამ უბრალოდ რაც ვთქვი და რასაც ვფიქრობდი ის დამიდასტურდა

არა რა სიტყვაში უნდა გამოგოჭირო... პროსტო იუმორნარევი რეაქცია იყო... smile.gif
PFU
QUOTE
გი დვალს რაც შეეხება მაგარი კაცია მე რაც გამიგონია, მაგრამ მგონი ეგ თეორია მაგას არ ეკუთვნის...

რომელი თეორია? string theory? ამას თU გულისხმობ იასნია არ ეკუთვნისbiggrin.gif

Posted by: NIXON 5 Sep 2005, 13:06
არ მჯერა. არც დროშია მოგზაურობაა შესაძლებელი და არც პარალელური სამყაროები. როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა ფსიქოლოგმა მითხრა - დეჟა ვიუ ტვინის დაღლილობის შედეგი ყოფილა

Posted by: sharlot 5 Sep 2005, 13:26
QUOTE
არ მჯერა. არც დროშია მოგზაურობაა შესაძლებელი და არც პარალელური სამყაროები

რატომ არაა შესაძლებელი?

პროსტო მაინტერესებს, რითი მტკიცდება მათი შეუძლებლობა?

Posted by: miunhauzen 5 Sep 2005, 16:10
sharlot
QUOTE
პროსტო მაინტერესებს, რითი მტკიცდება მათი შეუძლებლობა?

1. მიზეზშედეგობრიობა არ უნდა დაირღვეს...
2. და მტავარი... არსებობს ეგრეთ წოდებული ინტერვალის ცნება, რომელიც ინახება დროსივრცეში... ხოდა თუ ხარ სინათლისმაგვარ ინეტრვალში ვერ გადახვალ დროისმაგვარში (არ ამახსნევინო) ხოდა ამიტომ დროში უკან დაბრუნება შეუძლებელია... (შეიძლება ვცდებოდე მეზარება გადამოწმება)

Posted by: Aramis 5 Sep 2005, 22:59
ღმერთო, რამდენი ვბეჭდე წეღან..
შუქი ჩამიქრა (არ გაგიკვირდეთ ახლა - ჩამიქრა!!) და დავკარგე. იმას ვეღარ აგვადგენ, იმპროვიზაცია იყო. არადა, რამდენ შედეგს გამოიწვევდა - ვინ იცის... smile.gif ბევრი პარალელური შტო დაიკარგა smile.gif
ბედნიერი იყო ადამი (გამოპანღურებამდე) - არაფერი იცოდა. ისიც არ იცოდა ბედნიერი რო იყო (არც უნდა ცოდნოდა).
დაისაჯა იმით, რო დრო მისცეს, დროში ჩაკეტეს, ინტერვალი განუსაზღვრეს (იხ. ციტატა) მანამდე , ალბათ, დრო უსასრულო იყო, ან ერთი წერტილი. უფრი ერთი წერტილი, თუმცა, სულერთი არაა?

miunhauzen
QUOTE
არსებობს ეგრეთ წოდებული ინტერვალის ცნება, რომელიც ინახება დროსივრცეში


ჰოდა, დაიკარგა ადამი ამ ინტერვალში, უფრო სწორად, შეეშინდა, და ძებნა დაიწყო, - გაუჩნდა კითხვებიი..
...და კითხვა, ადამისშვილის კითხვა:

sharlot
QUOTE
პროსტო მაინტერესებს, რითი მტკიცდება მათი შეუძლებლობა?

miunhauzen
QUOTE
მიზეზშედეგობრიობა არ უნდა დაირღვეს...


გეთანხმებით, არ უნდა დაირღვეს. მაგრამ აქ რა მაინტერესებს იცით? საიდან ვიცით, რო მიზეზშედეგობრიობა დაირღვა?ეს რო ვიცოდეთ, მიზეზსაც უნდა ვხედავდეთ და შედეგსაც , არა?

miunhauzen
QUOTE
ხოდა თუ ხარ სინათლისმაგვარ ინეტრვალში ვერ გადახვალ დროისმაგვარში (არ ამახსნევინო) ხოდა ამიტომ დროში უკან დაბრუნება შეუძლებელია... (შეიძლება ვცდებოდე მეზარება გადამოწმება)


ვერ ვეყრდნობი რომელიმე თეორიას (ამ სფეროში მოკრძალებული განათლების გამო), მაგრამ მგონია , რომ შეიძლება (ყოველშემთხვევაში, მინდა რო შეიძლებოდეს smile.gif)) ), ოღონდ სხვა სივრცეში გადახვალ და უკან ვეღარ დაბრუნდები (ვგულისხმობ - იმავე სახით და ცნობიერებით ვეღარ...). რატომღაც მეჩვენება, რომ დაბადებისა და სიკვდილის საიდუმლოში პარალელურ სივრცეებში მოგზაურობის პრეცედენტს წავაწყდებოდით, მაგრამ მანდ ტაბუა, ლოგიკა მანდ ალბათ ბავშვივით დაიბნევა. მიზეზები არ ჩანს და მიტო. რა ვიცი...

მანამდე კიდე, სანამ ამ სამყაროს შესაცნობად საცოდავი შეგრძნებების ანაბარად ვართ (რომელიც იქნება გვატყუებს ა?- იცით რომელიმემ?... ვარდი რო ვარდია - რამ გამახსენა ეს ვარდი! - ხო ვარდი როა და ჩვენ ტვინებში თავისი ანასახი რო აქვს, ყველა ანასახის ამობეჭდვა რო შეიძლებოდეს - იქნება ერთნაირი? ღმერთო.. "Мама, вроды меня обратно...") ხო, მანამდე მოგვიწევს კაი ხანი ბორიალი.. თეორიების შექმნა, დავიწყება და თავიდან შექმნა. კიდე კარგი, სიკვდილი არსებობს, რამდენ ახალს გავიგებთ მყისიერად არა?

ეხ, ადამ, ალალი იყოს ის ერთი ლუკმა (რო არ შევარგეთ მაინც, კაცო!!.... )

"დავპოსტავ" ახლა.. (ანუ 'გამოვაგზავნი', ისე კაი ქართული ვარიანტის მოძებნა შეიძლებოდა. მაგალითაად, მაგალითად .. მმმ... არ ვიცი.. მიაგნებს ვინმე ალბათ, თუ არადა "დაპოსტვა" აგერ არაა?)

საინტერესო მოსაზრებები იყო აქ. კარგი იქნებოდა დისკუსიის გაგრძელება, ბევრ რამეს გავიგებდი.

მაინც კაიხელა ნაბეჭდი გამომსვლია. მაპატიეთ უცნობო მეგობრებო, მარა მომიყვანეთ ხასიათზე და.. თქვენი ბრალია smile.gif

Posted by: კვეჟო 6 Sep 2005, 00:01
HeLL
BBC-ს ფილმში სულ სხვა პონტი იყო როგორც მახსოვს...
თუ იმ პარალელურ სამყაროს ჩვენთან კავშირი არ ექნება, ესეგი არ იარსებებს! ხო ეგრეა? კი.
და მერე კიდე, ადამიანის ყველა მოქმედება წინასწარგანსაზღვრულია, თუ მე გავაკეთე ასეთი არჩევანი, ესეგი ეს უნდა გამეკეთებინა, ეს მომეჩვენა უფრო ჭკვიანურად ჩემი ტვინის თავისებურებებიდან გამომდინარე და სხვა არჩევანს ვერანაირად ვერ გავაკეთებდი(ვითომ?)

Posted by: PANTALONE 6 Sep 2005, 03:18
პარალელური სამყაროები არის დო.. ყელა.
უსასრულო რაოდენობის. დეჟავუ რაღაც ტვინის მაიმუნობაა, და არანეირად საინტერესო.
ესეიგი, ჯერ ერთი: პარალელური სამყარო: ეგაა ამსტერდამი, გამიგია რო არსებობს, ერთერთი პარალელური სამყაროდან, ტელევიზორიდან ვიცი. რამოდენიმე კვარტალშიც გამივლია, 4ერეზ ტელევიზორი, და რაღაცეებს ვაკეთებდი. კიდე მიდის ხალხი და ჩამოდის და თვალებგადიდებულები გიყვებიან "თავიანთ ამსტერდამს" რომელიც არის იმათი პარალელური სამყარო. ამ პარალელურ სამყაროშჰი არის ერთი პარალელური სამყარო, მუზეუმი, რომელშიც სხვა პარალელური სამყაროებია, მაგალითისათვის ავიღოთ ვან გოგის, ნახატი და გავიარ გამოვიაროთ ვარსკვლავებიან ქუჩაში, კაფეების წინ. თუ გგონიათ რო სურათებში გავლა შეუძლებელია ცდებით, უბრალოდ არ გიცდიათ, გირჩევთ, მიტომ რომ, უზარმაზარი სიამოვნებაა. და ის რალობა ამ რეალობაზე მეტი ან ნაკლები არ არის, "რწმენის" (პირობითად) ხარისხზეა დამოკიდებული.
კიდე პარალელური სამყარო არის ეს ფორუმი, იმისტვისაც ვისი ცნობიერებაც პურის ყიდვითაა დაკავებული, და ჩვენთვისაც.
პარალელური სამყარო არის მუსიკა, უბრალოდ იმდენად აბსტრაქტული, რო მისი ვიზუალიზაცია, და სხვა გრძნობების შესაბამისად აწყობა, ბოლომდე არ გამოდის, ალბათ სიკვდილის მერე. ისევ ტიბეტური მკვდრების წიგნს მოვიყვან მაგალითად, ტურმე შესაძლებელია სული ყურიდან გამოვიდეს და მუსიკად იქცეს. ძალიან მაგარია.
პარალელური სამყაროა ჩვენი ორგანიზმი, რომელიც პატარ პატარა, და დიდ დიდი მეტა პროგრამებით იმართება თურმე. კაროჩე თუ ყურადღება მიაქციე ყველაფერი პატარა სამყაროა, სრულფასოვანი და ყველა კანონის მომცველი.
პარალელური სამყაროა უცხოპლანეტელები რომლებიც არსებობენ, იმიტომ რომ არსებობს სიტყვა უცხოპლანეტელი,
პარალელური სამყაროა რითმი. აიღეთ რითმი და ერთი "მყარი" წერტილი და რაც გინდათ იმას შექმნით. დაჟე ადამიანსაც smile.gif))
წიგნები, წიგნიდან წიგნში გასვლები, და დიდი შამანიზმები. გაგაბარძგალებს.
ხო.. ჰუმორიც ერთგვარი პარალელური სამყაროების შექმნის პროცესია. ერთგვარი შესაძლო სამყარო...
კიდე ბევრი პარალელური სამყაროების ჩამოთვლა შეიძლება, უბრალოდ არ დაგაინტერესებთ.

ფუტკრის სკაში თავი შევყავი და რობოტების რადიოსადგურის მოვუსმინე.

ხო კიდე, რა ქმნის უსასრულობას, პარალელური სამყაროს აყვანა სხვა პარალელური სამყაროს ხარისხში, მაგალითად: ინდური ემტივი. ემტივი^ინდოეთი. მატემატიკაა. შიგნი კიდე ოხრად მარტივი მამრავლებია. ემტივიშიც და ინდოეთშიც wink.gif)) კაროჩე...

აი სამი წერტილი "..." არის მაგარი იდუმალი პარალელური სამყარო smile.gif წინამდებარე წინადადება რო გადაივლის ხოლმე ზედ კუკუშკა მატარებელივით. ან რავიცი...

Posted by: humanoidi 6 Sep 2005, 04:25
PANTALONE
ახ ტი!!! სვანურ კარალიოკს ჰსჭამდი და თან ინდურ ემთივის უყურებდი ცუღლუტო?

Posted by: PANTALONE 6 Sep 2005, 04:40
humanoidi
მეგრულ კარალიოკზე სვანურ ემტივის ვუყურებდი, ბუკვალნა

Posted by: SOKRATOS 6 Sep 2005, 11:07
HeLL
ძმაო არ გეწყინოს მაგრამ რატო საუბრობ დაჯერებით იმაზე რაც შენ საერთოდ არ გესმის, გაგეგება რამე ასტრო ან ზოგად ფიზიკაში? მე არ ვგულისხმობ სასკოლო და დოკუმენტურ ფილმთა ყურების დილეტანტურ დონეს, დოკუმენტურ ფილმებს ყველა უყურებს მაგრამ ეს არა ისტორია რო ყველამ გაიგოს, იმაზე რაზეც შენ საუბრობ მეცნიერები იმტვრევენ თავს......შენ კი ერთ დოკუმენტურ ფილმს (თუნდაც რამოდენიმე იყოს) უყურე და გგონია რო გაიგე....

Posted by: cesdeba 6 Sep 2005, 11:07
ეს ბი-ბი-სი რომ არა რა შეავსებდა ქართულ ტელესივრცეს spy.gif

Posted by: Balrog 6 Sep 2005, 11:14
QUOTE
ეს ბი-ბი-სი რომ არა რა შეავსებდა ქართულ ტელესივრცეს

პარლამენტის სხდომები gigi.gif

Posted by: cesdeba 6 Sep 2005, 11:24
Balrog
მეორე უკიდურესობა biggrin.gif
ორივე ფანტასტიკაა შედეგების მიხედივთ რომ ვიმსჯელოტ biggrin.gif biggrin.gif

Posted by: miunhauzen 6 Sep 2005, 12:53
SOKRATOS
QUOTE
ძმაო არ გეწყინოს მაგრამ რატო საუბრობ დაჯერებით იმაზე რაც შენ საერთოდ არ გესმის, გაგეგება რამე ასტრო ან ზოგად ფიზიკაში? მე არ ვგულისხმობ სასკოლო და დოკუმენტურ ფილმთა ყურების დილეტანტურ დონეს, დოკუმენტურ ფილმებს ყველა უყურებს მაგრამ ეს არა ისტორია რო ყველამ გაიგოს, იმაზე რაზეც შენ საუბრობ მეცნიერები იმტვრევენ თავს......შენ კი ერთ დოკუმენტურ ფილმს (თუნდაც რამოდენიმე იყოს) უყურე და გგონია რო გაიგე....

აბა რა ვქნათ რიჩის ტენზორები ვწეროთ აქ და ეინშტეინის განტოლებები ვხსნათ თუ რა?biggrin.gif ვკაიფობთ რა ჩვენთვის თან ვცდილობთ რომ ერთმანეთი გავანათლოთ, თან სამსახურში რომ საქმე არა აგაქ არ ჯობია შემოხვიდე და პოპულარულ დონეზე გაეცნო მეცნიერებას ვიდრე რამე ქიქია აკეთო...:

Posted by: Micho 6 Sep 2005, 13:04
HeLL

შენ რაც დაწერე მაგით გამოდის რომ პარალელურ სამყაროებში, ყველგან ერთი დროა?
წარსულში მოგზაურობის ტეორიები რომ არის გჯერა?

Posted by: sharlot 6 Sep 2005, 16:27
Aramis
smile.gif))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
* * *
PANTALONE
გამარჯობა პანტა, ოღონდ არ დაიბნე და ისე მომესალმე.
მერე რა რომ მეზობელი სამყაროდან ვარ wink.gif

miunhauzen
QUOTE
ხოდა თუ ხარ სინათლისმაგვარ ინეტრვალში ვერ გადახვალ დროისმაგვარში (არ ამახსნევინო) ხოდა ამიტომ დროში უკან დაბრუნება შეუძლებელია... (შეიძლება ვცდებოდე მეზარება გადამოწმება)

gigi.gif მაგარი იყო
* * *
QUOTE
შენ რაც დაწერე მაგით გამოდის რომ პარალელურ სამყაროებში, ყველგან ერთი დროა?

დრო ერთია საერთოდ ყველგან. wink.gif ის არ იცვლება ზოგისათვის wink.gif

Posted by: miunhauzen 6 Sep 2005, 17:58
sharlot
QUOTE
მაგარი იყო

ჩემთვის საიკეთესო შეფასება იქნება თუ ჩემმა შეგირდებმა აითვისეს... აბა მითხარი გაიგე თუ არა რატომ არ შეიძლება უკან გადასვლაbiggrin.gif

Posted by: Aramis 6 Sep 2005, 19:34
miunhauzen

QUOTE
არსებობს ეგრეთ წოდებული ინტერვალის ცნება, რომელიც ინახება დროსივრცეში... ხოდა თუ ხარ სინათლისმაგვარ ინეტრვალში ვერ გადახვალ დროისმაგვარში (არ ამახსნევინო) ხოდა ამიტომ დროში უკან დაბრუნება შეუძლებელია... (შეიძლება ვცდებოდე მეზარება გადამოწმება)


"უზრდელობაში ნუ ჩამომართმევთ და" (კ/ფ "შერეკილები") .... ამის ახსნა კი მჭირდება..
შეიძლება? (სერიოზულად)

* * *
sharlot
უთხარი რა - ამიხსნას rolleyes.gif

Posted by: Opizar 6 Sep 2005, 20:10
სამწუხაროა რომ არ გავყვი ფიზიკას თორემ რამოდენიმე წელიწადში დროის მანქანას გამოვიგონებდი wink.gif


მე მჯერა იმის რომ შეიძლება დროში მოგზაურობა.

აგიხსნით ძალიან პრიმიტიულად აგერ ა.

ბორბალი მიგორავს რაღაც V სიჩქარით, რაღაც S მანძილი უნდა გაიაროს რაღაც t დროში.
ბორბალი არის ადამიანი. ის დიბადა - ეს არის მისი საწყისი წერილი, საიდანაც ბორბალმა დაიწყო მოძარობა. რაღაც t დროს რომ გაივლის ანუ იცოცხლებს 90 წელს მერე მოკვდება. აქ ჩერდება ბორბალი. ესეიგი დაბადებიდან სიკვიდლამდე განვლილი მანძილი არის S მონაკვეთი.

ეხლა უყურე ბორბალის სიჩქარე რომ გავზარდოთ შეგვიძლია იმაზე ადრე ვნახოთ ის ადგილები ამ მონაკვეთზე, რომელიც ოდესღაც მაინც უნდა გავიაროს ბორბალმა (მომავალში) თუ თავისი საწყისი (ჩვეული) სიჩქარით ივლის. ანუ - თუ ბორბალმა 5 წელიწადში იარა თავის სიჩქარით მიაღწევს ხო არაღაც მანძილს. და თუ სიჩქარე გაიზარდა წამებში ნახავ იმ ადგილს რომლსაც ნახავს ბორბალი 5 წლის მერე.

და თუ ბორბალს უკან დავატრიალებთ კიდე შეგვიძლია ვნახოთ ის ადგილები სადაც უკვე გაიარა ბორბალმა.
ანუ დავბრუნდეთ უკან აწ გავნლილში (წარსულში).

ესაა და ეს.. ცოტა უაზროდ შეიძლება მოგეჩვენოთ მაგრამ ეგრე მიმაჩნია მე. biggrin.gif

Posted by: Aramis 6 Sep 2005, 20:14
Opizar
ეეეხ, ჩემო მეგობარ, მაგ ბორბლი უკან დატრიალება თქვი შენ... მაგასაა, რო ვერ დაატრიალებ sad.gif


Posted by: Opizar 6 Sep 2005, 20:16
Aramis
ტეორიული შანსი არსეობს.
вот только это Гипотеза....

Posted by: Aramis 6 Sep 2005, 20:18
Opizar
ვთქვათ, დაატრიალე... გაყევი ახლა ოცნებას და აბსურდი გამოვა. იმავე სივრცეში - სადაც ახლა ხარ - დროში უკან ნახტომს ნაღდად ვერ გააკეთებ.

Posted by: Opizar 6 Sep 2005, 20:26
Aramis
აი ეგ მეც მაეჭვებს....


უკან დაბრუნების საკიტხი ცოტა რთულადაა. და ეხლა მაგის ახსნა რომ დავიწყო არ მეყოფა 10 თაბახი biggrin.gif




ფარდობითობის თეორიის ტანახმათ (აინშტაინის)

თუ კაცმა დედამიწაზე დატოვა 3 წლის შვილი. ასცდა დედამიწას. გავიდა კოსმოსში და განავიტარა სინათლის სხივის სიჩქარე. და იმოძრავა ამ სიჩქარით ერთი წელის განმავლობაში (ოღონდ ერთი წელი თავისი კალნდრით. ვსმისლე, წაიღო საათი და კალენდარი. 24 საათი რომ გავა ახალი დღე იწყება. აი ასე რომ დაჯყოს იქ 365 დღე ანუ 1 წელი) და რომ დაბრუნდეს დედამიწაზე მისი 3 წლის შვილი რომელიც. წესით უნდა იყოს 4 წლის. იქნება 80 წლის wink.gif


სიჩქარე რა სიჩქარე... ეს სიდიდეა დასაძლევი და "ევრიკა"!...

Posted by: Aramis 6 Sep 2005, 20:27
Opizar
ალბათ პარალელურ სივრცეში უნდა დაბრუნდე და საკუთარი სივრცის მოვლენებს გარედან დააკვირდე, - ვერ ჩაერევი. smile.gif
რა მარტივია ხალხოოოოოო!!! რატო არ ვაკეთებთ არაფერს!!! smile.gif


* * *
Opizar


QUOTE
24 საათი რომ გავა ახალი დღე იწყება. აი ასე რომ დაჯყოს იქ 365 დღე ანუ 1 წელი) და რომ დაბრუნდეს დედამიწაზე მისი 3 წლის შვილი რომელიც. წესით უნდა იყოს 4 წლის. იქნება 80 წლის


მერე მაგი წინ ნახტომი არ იქნება?

Posted by: Int3lig3nt 6 Sep 2005, 20:38
Aramis
მიხარია, რომ ჩაერთე დისკუსიაში 2kiss.gif.

იმედია აწი ხშირად გიხილავ wink.gif.

Posted by: Opizar 6 Sep 2005, 22:42
Aramis
QUOTE
მერე მაგი წინ ნახტომი არ იქნება?

კი ბატონო არამუკა. წინ ნახტომი იქნება მაგი ზუსტად biggrin.gif

შენა და geocraft_ელი არამისი ხომ არ ხარ შემთხვევით? tongue.gif

Posted by: Aramis 7 Sep 2005, 00:01
Opizar
კი ოპიზარო კი smile.gif ეგა ვარ...

Posted by: Opizar 7 Sep 2005, 00:54
Aramis
მიცანი? : ))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
თუმცა რას მიცნობდი tongue.gif

Posted by: PANTALONE 7 Sep 2005, 02:36
sharlot
გა-გა-გამარჯ-ჯობ-ბა

Posted by: Spieler 7 Sep 2005, 03:40
HeLL
QUOTE
პარალელური სამყარო.........,


რაღაც კინოა, მგონი მეგ რაიანი თამაშობს... "ფრთხილად კარები იხურება" - ამის მსგავსს ამბობ რამეს?

Posted by: miunhauzen 7 Sep 2005, 10:02
Opizar
QUOTE
ბორბალი მიგორავს რაღაც V სიჩქარით, რაღაც S მანძილი უნდა გაიაროს რაღაც t დროში.
ბორბალი არის ადამიანი. ის დიბადა - ეს არის მისი საწყისი წერილი, საიდანაც ბორბალმა დაიწყო მოძარობა. რაღაც t დროს რომ გაივლის ანუ იცოცხლებს 90 წელს მერე მოკვდება. აქ ჩერდება ბორბალი. ესეიგი დაბადებიდან სიკვიდლამდე განვლილი მანძილი არის S მონაკვეთი.

ეხლა უყურე ბორბალის სიჩქარე რომ გავზარდოთ შეგვიძლია იმაზე ადრე ვნახოთ ის ადგილები ამ მონაკვეთზე, რომელიც ოდესღაც მაინც უნდა გავიაროს ბორბალმა (მომავალში) თუ თავისი საწყისი (ჩვეული) სიჩქარით ივლის. ანუ - თუ ბორბალმა 5 წელიწადში იარა თავის სიჩქარით მიაღწევს ხო არაღაც მანძილს. და თუ სიჩქარე გაიზარდა წამებში ნახავ იმ ადგილს რომლსაც ნახავს ბორბალი 5 წლის მერე.


და თუ ბორბალს უკან დავატრიალებთ კიდე შეგვიძლია ვნახოთ ის ადგილები სადაც უკვე გაიარა ბორბალმა.
ანუ დავბრუნდეთ უკან აწ გავნლილში (წარსულში)

2-იანი შენ ფიზიკაში და ლოგიკაში და რავი კიდე რაში დაგიწერო... კიდე კაი რომ ფიზიკას არ გაყევიbiggrin.gif

QUOTE
ფარდობითობის თეორიის ტანახმათ (აინშტაინის)

თუ კაცმა დედამიწაზე დატოვა 3 წლის შვილი. ასცდა დედამიწას. გავიდა კოსმოსში და განავიტარა სინათლის სხივის სიჩქარე. და იმოძრავა ამ სიჩქარით ერთი წელის განმავლობაში (ოღონდ ერთი წელი თავისი კალნდრით. ვსმისლე, წაიღო საათი და კალენდარი. 24 საათი რომ გავა ახალი დღე იწყება. აი ასე რომ დაჯყოს იქ 365 დღე ანუ 1 წელი) და რომ დაბრუნდეს დედამიწაზე მისი 3 წლის შვილი რომელიც. წესით უნდა იყოს 4 წლის. იქნება 80 წლის

ოოო აგი სწორია... აგი მართალია...
მარა ისიც სწორად გითვქმს
QUOTE
უკან დაბრუნების საკიტხი ცოტა რთულადაა

ოღონდ ერთი შეგეშალა... იგივე აინშტაინის ტეორიაში რთულად კი არაა მაგ საკიტხი და შეუძლებელია... მე კი ავხსენი როგორც არი მარა რავი აბა ვინ გაუბარტყუნა ყურიsmile.gif

Posted by: Crypto 7 Sep 2005, 10:22
QUOTE
განავიტარა სინათლის სხივის სიჩქარე

მე ისე ვიცოდი, რომ ამ სიჩქარის განვითარებისას დრო ჩერდება ვაბშე

Posted by: Opizar 7 Sep 2005, 14:34
miunhauzen
QUOTE
2-იანი შენ ფიზიკაში და ლოგიკაში და რავი კიდე რაში დაგიწერო... კიდე კაი რომ ფიზიკას არ გაყევი

რა 2იანი!
: )))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
5-ზე ნაკლები არასდროს არ მქონია biggrin.gif

ეგ მაგალითი კიდე ისე მოვიყვანე უბრალოდ არაფიზიკოსებს რომ გაეგოტ tongue.gif


QUOTE
ოღონდ ერთი შეგეშალა... იგივე აინშტაინის ტეორიაში რთულად კი არაა მაგ საკიტხი და შეუძლებელია...

ნუ ჰო მანდ შაერთოდ არაა.
QUOTE
მე კი ავხსენი როგორც არი მარა რავი აბა ვინ გაუბარტყუნა ყური

სად ახსენი? დოიტა აბა ლინკი წავიკითხო

Posted by: Jnosy 7 Sep 2005, 14:39
Facet
QUOTE
ყველაფერი ერთდროულად არსებობს, მათ შორის განზომილებებიც და დროც.

მართალია, დროში არსებობს ჩვენი ცნობიერი მარტო...
ქვეცნობიერი იმ პარალელური სამყაროებიდანაც აგროვებს გამოცდილებებს. (იმ გამოცდილებებს რაც წაგვადგება ცხოვრებაში)

დეჟავიუც ეგაა, როცა ქვეცნობიერს ერევა დრო

Posted by: sharlot 7 Sep 2005, 15:32
QUOTE
sharlot
უთხარი რა - ამიხსნას rolleyes.gif 

ხო, შენ კი არა მეც მინდა biggrin.gif
ნიკზე არ შევხედოთ და ისე ვენდოთ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

* * *
PANTALONE
გამარჯობის შემდეგ წერტილი უნდ ათქვა ბურატინო და მერე ბოლი wink.gif

Posted by: miunhauzen 7 Sep 2005, 18:35
Opizar
QUOTE
სად ახსენი? დოიტა აბა ლინკი წავიკითხო

sharlot
QUOTE
ხო, შენ კი არა მეც მინდა 
ნიკზე არ შევხედოთ და ისე ვენდოთ

QUOTE
1. მიზეზშედეგობრიობა არ უნდა დაირღვეს...
2. და მტავარი... არსებობს ეგრეთ წოდებული ინტერვალის ცნება, რომელიც ინახება დროსივრცეში... ხოდა თუ ხარ სინათლისმაგვარ ინეტრვალში ვერ გადახვალ დროისმაგვარში (არ ამახსნევინო) ხოდა ამიტომ დროში უკან დაბრუნება შეუძლებელია... (შეიძლება ვცდებოდე მეზარება გადამოწმება)


Posted by: K-U-K-U-SH-A 7 Sep 2005, 18:36
გაიქცი HeLL გაიქცი
wink.gif

Posted by: Kakha 7 Sep 2005, 18:39
ტაშ-ტაშ-ტარამ-ტარამ-მრავალ-ჟამიეეერ
ეს მაშოვნინეთ რა ხალხნო სადმე.

Posted by: კვეჟო 7 Sep 2005, 19:01
არი კიდე ასეთი თეორია ოღონდ რამდენად სწორად მაქ გაგებული არ ვიცი: შეიძლება არსებობდეს კიდევ ერთი განზომილება(მე4-ს დაუძახებ, მეხუთეს თუ მე10ს არაქ მნიშვნელობა), ხოდა ჩვენ ამ განზომილებაში არ ვმოძრაობთ, მაგრამ თუ რამენაირად შევძლებთ ამ განზომილების ათვისებას, მოვახერხებთ დროზე ნელა ან სწრაფად გადაადგილებას, უაზრობას გავს მაგრამ ამ მაგალითზე რო განვიხილოთ: ვთქვათ ჭიანჭველები გაივლიან გლობუსის ზედაპირზე წამში ერთი სმ სიგრძის ძაფის ტოლ მონაკვეთს, თუ ესენი ისწავლიან გლობუსის გახვრეტას, უფრა ჩქარა შეძლებენ გადაადგილებას, მიხვდით რა პონტია?

Posted by: Aramis 7 Sep 2005, 21:02
miunhauzen
sharlot
შარლოოოტ, დამეთანხმე რა... ფრჩხილებში ხო გვიწერს ეს კაცი - არ ამახსნევინოო? ესე იგი განმარტებას რაღაც დააკლდა და არ მათქმევინოთო არა?
ახლა კიდე იძახის, რო აგიხსენითოო, ანუ ტვინები გაანძრიეთო (ამას ჩემით ვხვდები, თორე თვითონ არ უთქვამს smile.gif )
შარლოტ, მართალი გითხრა ნიკები ახლაღა შევათვალიერე, მაგრამ პირიქით არ უნდა გვეუბნებოდეს - შეიძლება კველაფერიო და მარტო მე ვიციო? smile.gif უფრო რეალისტია, ვიდრე ის, ძველი smile.gif

miunhauzen
აუ, ახსენი, დიდი ინტერესით მოგისმენდი, ეტყობა ერკვევი და კარგადაც. თუ გცალია რათქმა უნდა
ისე შეიძლებოდა რამე ბმულიც მოგეცა ინტერნეტში, ნახავდა კაცი.



* * *
Opizar
ხო მეტყვი შენს ძველ ნიკს?

Posted by: Opizar 7 Sep 2005, 22:51
Aramis
PM ხომ გამოგიგზავნე, არ მიგიღია?









QUOTE
ტაშ-ტაშ-ტარამ-ტარამ-მრავალ-ჟამიეეერ
ეს მაშოვნინეთ რა ხალხნო სადმე.


http://www.boseli.spyhost.net/boseli/Temo%20Revazishvili_-_Tash_taram.wma

Posted by: miunhauzen 8 Sep 2005, 10:16
კვეჟო
მართალი ხარ... არი ეგეთი რაღაც... მაგას იკვლევდა თავისი ბოლო 20 წელი და მემგონი მეტი კიდე ალბერტ ბიძია... მაგას სივრცის გამრუდება ქვია, რონელის კავშირშია გრავიტასიასთან... და აი ზუსტად მაგას იკვლევს გია დვალი...

OK, მაშინ ცოტა ასე ავხსნი... სიმთა თეორია არსებობს ეგეთიო აქაც ითქვა... ხოდა მოკლედ ყველა ურთიერთქმედებას აქვს თავისი პატარა ნაწილაკი რომელსას ეს ურთიერთქმედება გადააქ... ხოდა აი გრავიტაცია არის ყველაზე გამორჩეული ურთიერთობა და გრავიტაციის ნაწილაკის "სიმი" არის შეკრული (მაშინ როდესაც ყველა დანარჩენი ღიაა) და ის ჩვენს 3 განზომილებაში არ არსებობს... ხოდა ანუ ის სხვა განზომილებებს იყენებს... ხოდა ჩვენ თუ ეგ განზომილებები გამოვიყენეთ შეგვიძლია მივიდეთ სადმე უფრო ჩქარა ვიდრე ამას სინათლე იზამდა... იმიტომ რომ სინათლე მიდის 3 განზომილებაში იმიტომ რომ როგორც ვთქვი მისი ნაწილაკი ჩვენს სივრცეში არსებობს და აბა რა ქნას...

Aramis
ახლა რაც შეეხება დროში უკან დაბრუნებას...

ე.ი. ხომ ვთქვი რომ არის რაღაც რასაც ქვია ინტერვალი და ის უნდა შეინახოსთქო....

s^2=x^2+y^2+z^2-t^2

აი ეს სიდიდე თუ გაქ როცა გაჩნდი დაუშვათ 62 სულ გექნება მაგდენი რაც არ უნდა ქნა და სახე რომ გაიხიო მაინცbiggrin.gif

ხოდა ჩვენ რომ უკან დავბრუნდეთ ეს ნიშნავს რომ ეს სიდიდე უნდა შევცვალოთ... ეს კი შეუძლებელია... ლორენცგარდაქმნები არ დამაწერინოთ აქ... PLS...biggrin.gif

Posted by: Jnosy 8 Sep 2005, 13:52
miunhauzen
QUOTE
ხოდა ჩვენ თუ ეგ განზომილებები გამოვიყენეთ შეგვიძლია მივიდეთ სადმე უფრო ჩქარა ვიდრე ამას სინათლე იზამდა... იმიტომ რომ სინათლე მიდის 3 განზომილებაში იმიტომ რომ როგორც ვთქვი მისი ნაწილაკი ჩვენს სივრცეში არსებობს და აბა რა ქნას...


ე.ი. თუ ჩვენ სივრცეში არსებობს რაღაცის "ნაწილაკი" ჩვენ შეგვიძლია მისი დახმარებით განზომილებებში მოგზაურობა?

Posted by: sharlot 8 Sep 2005, 13:54
miunhauzen
ეეჰ, განა ვერ წავიკითხეთ რა biggrin.gif wink.gif

Posted by: miunhauzen 8 Sep 2005, 15:00
Jnosy
QUOTE
ე.ი. თუ ჩვენ სივრცეში არსებობს რაღაცის "ნაწილაკი" ჩვენ შეგვიძლია მისი დახმარებით განზომილებებში მოგზაურობა?

ნუ... ნოდი მაში ასე ვთქვათ... ადამიანი რომ გადაადგილდეს ამისათვის საჭიროა რომ ის რასაც წარმოადგენს ადამიანი ის კონსტრუქცია ერთი ადგილიდან მივიდეს მეორეში... ხო... ახლა უყურე... სიმთა თეორიაში ერთი საინტერესო რაღაცაა... ყველა სიმი რომელიც მრავალგანზომილებიან სივრცეში არსებობს ბოლოებით მიბმულია ჩვენს სივრცეზე, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ... ანუ ადამიანი და საერთოდ მატერია არაფერია გარდა ამ სიმის რხევისა... მარა მარტო ჩვენ რომ ვიცით იმ სიმების... და გრავიტაციის სიმი არ ვიცით იმიტომ რომ ის სხვაგან ცხოვრობს... თუ ჩვენ შევძელით ჩვენი თავის გადაყვანა გრავიტაციულ სიმებში მერე ამის მეშვეობით გადასვლა სხვა განზომილებაში და უფრო მოკლე გზით მისვლა ძალიან შორს სადაც ვერ მივიდოდით ჩვენი გაგებით პირდაპირი გზით და იქ ისევ რეალიზაცია საკუთარი თავის მაშინ... მაშინ ეგაა რა...
sharlot
QUOTE
ეეჰ, განა ვერ წავიკითხეთ რა

biggrin.gif მაშინ უფრო კონკრეტული შეკიტხვები biggrin.gif

Posted by: sharlot 8 Sep 2005, 15:07
QUOTE
ე.ი. ხომ ვთქვი რომ არის რაღაც რასაც ქვია ინტერვალი და ის უნდა შეინახოსთქო....

რატომ თქო

Posted by: Jnosy 8 Sep 2005, 15:10
miunhauzen
QUOTE
მარა მარტო ჩვენ რომ ვიცით იმ სიმების

ჩვენი რა სიმები ვიცით?
ჩამოთვალე ერთი-ორი

Posted by: SOKRATOS 8 Sep 2005, 15:14
აბა რა ვქნათ რიჩის ტენზორები ვწეროთ აქ და ეინშტეინის განტოლებები ვხსნათ თუ რა? ვკაიფობთ რა ჩვენთვის თან ვცდილობთ რომ ერთმანეთი გავანათლოთ, თან სამსახურში რომ საქმე არა აგაქ არ ჯობია შემოხვიდე და პოპულარულ დონეზე გაეცნო მეცნიერებას ვიდრე რამე ქიქია აკეთო...:

miunhauzen
smile.gif)))))
ერთმანეთს კი არ ანათლებთ არამედ ატყუებთ, ამბობთ იმას რაც არ იცით და აბა როგორ ანათლებთ??? მე უბრალოდ ვთქვი რო რაც იცით იმაზე ისაუბრეთ მეთქი მეტი არა ფერი, უბრალოდ რო გადაგახედათ ფიზიკოსის თვალით რა სასაცილოდ და მიამიტურადაა წარმოდგენილი ეს თეორია გაგეცინებოდა........ მეტი არაფერი

Posted by: miunhauzen 8 Sep 2005, 15:39
SOKRATOS
QUOTE
ერთმანეთს კი არ ანათლებთ არამედ ატყუებთ

აუ კაცურად რა ან მითხარი რა მოვიტყუე ან ასეთი რაღაცეებისგან თავი შეიკავე...
QUOTE
ამბობთ იმას რაც არ იცით და აბა როგორ ანათლებთ???

საიდან მოიტანე რომ არ ვიცი?
QUOTE
მე უბრალოდ ვთქვი რო რაც იცით იმაზე ისაუბრეთ მეთქი მეტი არა ფერი

ფორუმზე ეს არ მუშაობს... smile.gif
QUOTE
უბრალოდ რო გადაგახედათ ფიზიკოსის თვალით

ზუსტად მაგ თვალით უყურებ
QUOTE
სასაცილოდ და მიამიტურადაა წარმოდგენილი ეს თეორია

აქ პოპულარუად უნდა ილაპარაკო ხომ გითხარი რიჩის ტენზორების ენაზე ფორუმზე არ წერენთქო... ფიზიკოსებტან სხვა დონეზე ვლაპარაკობ...smile.gif

Posted by: mcnamara 8 Sep 2005, 17:40
მე მაქვს კემბრიჯის Professor Stephen hawking-ის ლექცია დროში მოგზაურობაზე. თუ გაინტერესებთ ლინკს დავდებ.

Posted by: benineli 8 Sep 2005, 18:15
HeLL
რიჩარდ ბახის за пределами разума და бегство от безопасности წაიკითხე ზუსტად მაგაზეა, განსაკუთრებით პირველიsmile.gif

Posted by: Opizar 8 Sep 2005, 20:33
QUOTE
მე მაქვს კემბრიჯის Professor Stephen hawking-ის ლექცია დროში მოგზაურობაზე. თუ გაინტერესებთ ლინკს დავდებ.

დადე
miunhauzen
QUOTE
იმიტომ რომ სინათლე მიდის 3 განზომილებაში იმიტომ რომ როგორც ვთქვი მისი ნაწილაკი ჩვენს სივრცეში არსებობს და აბა რა ქნას...

იქნებ ის ნაწილაკი სხვა განზომელაბშიც არსეობს. ჩვენ ხომ არ ვიიცთ? ჩვენ ხომ 3ის მეტს ერ აღვიქვამთ?
ეს დამტკიცებულია თეორიულად რომ მხოლოდ აქ არსებობს????

Posted by: Aramis 8 Sep 2005, 21:09
Opizar
smile.gif გაუმარჯოოოოს smile.gif

Posted by: Opizar 8 Sep 2005, 21:14
Aramis
გაუმარჯოს ირაკლის!

Posted by: Aramis 8 Sep 2005, 21:14
miunhauzen


QUOTE
s^2=x^2+y^2+z^2-t^2


ეს რა სიდიდეა?

Posted by: Mercury 8 Sep 2005, 21:16
Opizar
QUOTE
იქნებ ის ნაწილაკი სხვა განზომელაბშიც არსეობს

იქნებ ჩვენც სხვა განზომილებაში ვარსებობთ?
QUOTE
ჩვენ ხომ არ ვიიცთ? ჩვენ ხომ 3ის მეტს ერ აღვიქვამთ?


Posted by: Opizar 8 Sep 2005, 21:23
Mercury
ჩვენს რა განზომილებაში ვარსებობთ ეგ მართლა არ ვიცით მაგრამ
მხოლოდ 3 განზომილებას რომ აღვიქვამთ ეგ კი ფაქტია

(ისე ამბობენ მთვრალი კაცი 4 განზომებიანიაო და მართალია? rolleyes.gif)
tongue.gif

Posted by: miunhauzen 9 Sep 2005, 10:09
sharlot
QUOTE
რატომ თქო

ოოო... ეგ ფარდობითობის სპეც თეორიაში გამოიყვანება...
Jnosy
QUOTE
ჩვენი რა სიმები ვიცით?
ჩამოთვალე ერთი-ორი

ჩვენ ვიცით მაგალითად ელექტრომაგნიტური ძალის სიმიკუნა - ფოტონი... ელექტრონიც სიმის რხევაა... პოზიტრონუკა რომელიც ელოქტრონის ანტინაწილაკია...
Opizar
QUOTE
იქნებ ის ნაწილაკი სხვა განზომელაბშიც არსეობს. ჩვენ ხომ არ ვიიცთ? ჩვენ ხომ 3ის მეტს ერ აღვიქვამთ?
ეს დამტკიცებულია თეორიულად რომ მხოლოდ აქ არსებობს????

კი ეს სიმთა თეორიაში ასეა... რომ ჩვენ რომ ვხედავთ ის ნაწილაკები არის სიმის რხევები... ღია სიმები არის მიბმული ბოლოებით ჩვენს სივრცეზე... და იმისდამიხედვით თუ რა სიხშირით ირხევა არის სხვადასხვა ჩვენი ნაწილაკი... ეს თვისებაა სიმის...
Aramis
QUOTE
ეს რა სიდიდეა?

ეგაა ინტერვალი...

Posted by: Aramis 9 Sep 2005, 21:34
miunhauzen
სად შეიძლება სიმთა თეორიაზე რაიმეს წაკითხვა რო არ დაგღალო?

* * *
miunhauzen
და მაგ ინტერვალზე კიდე

Posted by: Randall 9 Sep 2005, 21:58
Aramis
QUOTE
სად შეიძლება სიმთა თეორიაზე რაიმეს წაკითხვა რო არ დაგღალო?


ინგლისურად
http://en.wikipedia.org/wiki/String_theory
http://en.wikipedia.org/wiki/M-theory (all five superstring theories და 11-dimensional supergravity)
http://superstringtheory.com/index.html
უძლიერესი წიგნია - Greene, Brian "The Elegant Universe: Superstrings, Hidden Dimensions, and the Quest for the Ultimate Theory", გერმანულად ჰქვია "Das elegante Universum", Website: http://www.pbs.org/wgbh/nova/elegant/

გერმანულად
Michio Kaku "Im Hyperraum" - ყველაფერია განზომილებებზე, Kaluza-Klein-ის თეორიაზე, სუპერგრავიტაციაზე და ა. შ.(ინგლისურად "Hyperspace").

Posted by: PFU 11 Sep 2005, 21:07
QUOTE
ფარდობითობის თეორიის ტანახმათ (აინშტაინის)

თუ კაცმა დედამიწაზე დატოვა 3 წლის შვილი. ასცდა დედამიწას. გავიდა კოსმოსში და განავიტარა სინათლის სხივის სიჩქარე. და იმოძრავა ამ სიჩქარით ერთი წელის განმავლობაში (ოღონდ ერთი წელი თავისი კალნდრით. ვსმისლე, წაიღო საათი და კალენდარი. 24 საათი რომ გავა ახალი დღე იწყება. აი ასე რომ დაჯყოს იქ 365 დღე ანუ 1 წელი) და რომ დაბრუნდეს დედამიწაზე მისი 3 წლის შვილი რომელიც. წესით უნდა იყოს 4 წლის. იქნება 80 წლის


კიდეც რომ შესაძლებელი იყოს ეს თეორიულად როგორ აპირებთ ერთი სინათლის სხივის სიჩქარის განვითარებას? ადამიანი რამდენადაც მახსოვს 9G-ს უძლებს და აბა წარმოიდგინეთ რამდენი დრო დაჭირდება სანამ ამ აჩქარებით მისი სიჩქარე 300000კმ/წმ გახდება?smile.gif

Posted by: mcnamara 11 Sep 2005, 21:29
QUOTE
უძლიერესი წიგნია - Greene, Brian "The Elegant Universe: Superstrings, Hidden Dimensions, and the Quest for the Ultimate Theory", გერმანულად ჰქვია "Das elegante Universum", Website: http://www.pbs.org/wgbh/nova/elegant/

ეგ წიგნი მაქვს ინგლისურად და რუსულად.
კიდე კარგი წიგნია Stephen hawking-ის A brief history of time. ეგ მხოლოდ ინგლისურად მაქვს.

Posted by: PFU 11 Sep 2005, 21:35
http://www.damtp.cam.ac.uk/user/gr/public/index.html
აქ არის სკოლის ფიზიკის დონის ენაზე განხილული ასტროფიზიკა ზოგადად და ეს სტრინგ და M-თეორიები...

აი ეს კი http://www.hawking.org.uk/
ჰოუკინგის ვებგვერდია მათთვის ვისაც დააინტერესებს ეს ყველაფერი... მხოლოდ ინგლისური უნდა იცოდე...smile.gif

Posted by: Randall 11 Sep 2005, 21:45
mcnamara
QUOTE
კიდე კარგი წიგნია Stephen hawking-ის A brief history of time

ეგ ხომ არის და არის smile.gif მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად გაყიდული წიგნი !!!

* * *
PFU
QUOTE
კიდეც რომ შესაძლებელი იყოს ეს თეორიულად როგორ აპირებთ ერთი სინათლის სხივის სიჩქარის განვითარებას?

მართალია !!!
რაიმეს სინათლის სხივის სიჩქარემდე ასაჩქარებლად გჭირდება უსაზღვროდ დიდი ანუ უსასრულო ენერგია, იმიტომ რომ სხეულის მასა ხდება უსასრულო 300.000კმ/წმ-ის მიახლოებისასsmile.gif

ჩვენ ჩვენი უახლოესი ვარსკვლავების პლანეტებზე ჯერ კიდევ თითქმის არაფერი არ ვიცით, უსასრულო ენერგიას და უსასრულო მასის აჩქარებას რომ თავი დავანებოთ smile.gif

Posted by: mcnamara 11 Sep 2005, 21:56
QUOTE
აი ეს კი http://www.hawking.org.uk/ ჰოუკინგის ვებგვერდია მათთვის ვისაც დააინტერესებს ეს ყველაფერი... მხოლოდ ინგლისური უნდა იცოდე...smile.gif 

მისი ლექციებიც არის ინტერნეტში და მეც მაქვს.

Posted by: PFU 11 Sep 2005, 21:57
QUOTE
რაიმეს სინათლის სხივის სიჩქარემდე ასაჩქარებლად გჭირდება უსაზღვროდ დიდი ანუ უსასრულო ენერგია, იმიტომ რომ სხეულის მასა ხდება უსასრულო 300.000კმ/წმ-ის მიახლოებისას

მეორე კომპონენტია კიდევ ის რომ 9G-ზე მეტ აჩქარებას ვერ განავითარებ, თორემ მოკლავ ადამიანს და 9G-თი კიდევ იმდენი დრო დაგჭირდება რომ ადამიანი მაგდენს ვერ იცოცხლებს... ყოველ შემთხვევაში დღეს ასეა და...smile.gif

Posted by: Randall 11 Sep 2005, 22:00
mcnamara
http://www.danasoft.com/sig/gio18.jpg
cool smile.gif

Posted by: PFU 11 Sep 2005, 22:00
QUOTE
მისი ლექციებიც არის ინტერნეტში და მეც მაქვს.

მანდ არის მისი ლექციები სწორედ ინეტშიsmile.gif

Posted by: Randall 11 Sep 2005, 22:04
PFU
QUOTE
ყოველ შემთხვევაში დღეს ასეა და..

ხვალ რა იქნება არავინ... smile.gif
ადამიანი ალბათ საერთოდ უნდა გამორიცხო ამ პირობებიდან smile.gif
* * *
კიდევ ერთი
სინათლის სიჩქარის დროს ჩვეულებრივი კოსმოსური გამოსხივება ადამიანისთვის გადაიქცევა მაღალ-სიხშირიან გამა-გამოსხივებად smile.gif(Gamma ray)
ასე რომ დავრჩენილვართ დედამიწაზე და ეგაა smile.gif

Posted by: PFU 11 Sep 2005, 22:11
QUOTE
ასე რომ დავრჩენილვართ დედამიწაზე და ეგაა

მე პირადად ნაღდად არ ვაპირებ სხვაგან წასვლას თვით მთვარეზეც კი... არც საიქიოს მინდა წავიდე მაგრამ რას იზამ მოკვდები ერთ დღეს, თუმცა კოსმიური მტვერი უფრო ვიქნები ვიდრე სული...smile.gif

Posted by: Randall 11 Sep 2005, 22:16
QUOTE
მე პირადად ნაღდად არ ვაპირებ სხვაგან წასვლას თვით მთვარეზეც კი...

არა ისე, ჯერ არც მე არ ვაპირებ და მერე რა იქნება, აბა ვინ იცის smile.gif
QUOTE
თუმცა კოსმიური მტვერი უფრო ვიქნები ვიდრე სული...

და რა იცი მერე კაცმა შენი სხეულის ატომები რომელ პლანეტაზე ამოყოფენ თავს smile.gif

* * *
კიდევ ერთი საინტერესო ექპერიმენტი თეორიიდან smile.gif
ისევ და ისევ რაკეტის დაჩქარება 300.000კმ/წ-ამდე.
ეფექტები:
1. მასა --> იმატებს
2. სიგრძე --> მოკლდება
3. დრო --> ნელდება

ა) მასა სულ უფრო და უფრო იზრდება, გვჭირდება სულ უფრო და უფრო მეტი ენერგია დასაჩქარებლად
ბ) საათი რაკეტაში ნელდება, დედამიწაზე ჩვეულებრივად

- მივაღწიეთ სინათლის სიჩქარის 96%-ს, 2 წლის შემდეგ დედამიწაზე გავიდა 3.6 წელი, რაკეტაა მოშორებული დედამიწას 2.8 სინათლის წელიწადით

- 4 წლის შემდეგ რაკეტაა მოშორებული დედამიწას 26 სინათლის წელიწადით, უკან ჩამოვიტოვეთ ვეგა

- 12 წლის შემდეგ დედამიწაზე გავიდა 81 000 წელი, რაკეტაა მოშორებული დედამიწას 100 000 სინათლის წელიწადით

- 15 წლის შემდეგ დედამიწაზე გავიდა 1.6 მილიონი წელი, უკან ჩამოვიტოვეთ ანდრომედა

- მივაღწიეთ სინათლის სიჩქარის 99.99999%-ს, 26 წლის შემდეგ დედამიწაზე გავიდა 10 მილიარდი წელი, რაკეტამ გაიარა მთელი სამყარო smile.gif

ვთქვათ დავბრუნდით უკან, ჩვენი რაკეტის დროით ჩვენთვის გავიდა 26+26=52 წელი და ჩვენ ცოტა არ იყოს დაღლილები ვართ.
ჩვენ საყვარელ დედამიწაზე გასული იქნება 20 მილიარდი წელიწადი !!!

Have a lot fun !!!

Posted by: muzabello 11 Sep 2005, 23:02
პარალელურ სამყაროებზე არაფერი გამეგება , ამასწინათ "სარკეში" წავიკითხე ამ თემაზე ეწერა, ნივთების დაკარგვა, ტელეპოტირება, ასევე ადამიანების გაქრობა, პარალელურ სამყაროსთან ყოფილა დაკავშირებული, თურმე დედამიწის რაღაც მონაკვეთზე შეიძლება შეიქმნას მაგნიტური ველი და ნივთი გაქრეს ან ადამიანი. 2000 წელს უპოვიათ 1942 წელს ჩამოვარდნილი თუ დაკარგული თვითმფრინავი და ეკიპაჟის წევრები ზოგი დახოცილი ერთი კი დაჭრილი ,ცოცხალი რომელიც ისევე გამოიყურებოდა 2000 წელს როგორც 1942 ში , ისეთივე ახალგაზრდა.
ბერმუდის სამკუთხედსაც პარალელურ სამყაროს უკავშირებენ, ეს ყველასთვის ცნობილია,
აინშტაინს კი თურმე პრაქტიკულად ცდაც ჩაუტარებია თავისი თეორიების საფუძველზე, მაგნიტური სადგური აუშენებია,თუ რაგაც ამგვარი და გემის ტელეპორტირება, გაქრობა უცდია, ამ პროცესს ბევრი დამსწრეც ჰყოლია, და ყველამ დაინახა გემი თავისი ეკიპაჟით როგორ გაქრა, შემდეგ გამორთო ეს მაგნიტური სადგური და გემი ისევ გამოჩნდა, ეს რამდენჯერმე გააკეთა და იგივე, შემდეგ რომ ნახეს ეკიპაჟის წევრები სოგი შიზოფრენიით იკო შეპკრობილი , ზოგი გარდაცვლილიყო, ზოგიც ძალიან მძიმედ დაზიანებულიყო და დაავადებულიყო, აინშტინმა მიიჩნია რომ ხელოვნურად ტელეპორტირების შექმნა კაცობრიობისთვის სახიფათაო და თავად გაუნადგურებია თავისი ნაშრომები ამ თემაზე. ეს
ყველაფერი " სარკეში" წავიკითხე , თავად დილეტანტი ვარ , უბრალოდ ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა მაშინვე და ამ თემაშიც იმიტომ დავპოსტე.
ალბათ თუკი თეორია ჩანასახში არსებობდა
ესე იგი რაგაც მაინც არსებობს...

Posted by: Randall 11 Sep 2005, 23:19
QUOTE
ნივთების დაკარგვა, ტელეპოტირება, ასევე ადამიანების გაქრობა, პარალელურ სამყაროსთან ყოფილა დაკავშირებული

QUOTE
ალბათ თუკი თეორია ჩანასახში არსებობდა
ესე იგი რაგაც მაინც არსებობს...


როგორც კი შეძლებს ადამიანი მე-4 სივრცობრივი განზომილების ვიზუალურად წარმოდგენას და შემდეგ დავუშვათ კიდევ მის მანიპულირებას, არის დიდი ალბათობა იმისა, რომ ეგ თეორია გადაიქცეს პრაქტიკად.
მანამდე კი შეიძლება ათასობით და მილიონობით წელი გავიდეს...
ასე რომ ადამიანის ტვინს და DNA-ს განვითარების დიდი გზა აქვს გასავლელი, თუ მანამდე არ გავწყვიტეთ ერთმანეთი, ამ უკანასკნელის შესაძლებლობა ალბათ უფრო დიდია, ვიდრე მე-4 განზომილების წარმოსახვა და მანიპულირება smile.gif

Posted by: mcnamara 11 Sep 2005, 23:23
QUOTE
ამასწინათ "სარკეში" წავიკითხე

ოოოოო, მაშინ ხო, მაშინ ხო.

Posted by: sv@mp 19 May 2009, 20:03
QUOTE
ოოოოო, მაშინ ხო, მაშინ ხო.


QUOTE
თურმე დედამიწის რაღაც მონაკვეთზე შეიძლება შეიქმნას მაგნიტური ველი და ნივთი გაქრეს ან ადამიანი


დედამიწაზე რომ შეიძლება შეიქმნას მაგნიტური ველი - ეს რა სისულელე გიწერია. დედამიწაზე მაგნიტური ველი ისედაც არსებობს.

Posted by: ერეკლე! 19 May 2009, 21:34
QUOTE
მოკლედ ეხლა რა ხდება ამ რამოდენიმე ხნის წინ ვუყურე BBC გადაცემას და გავოცდი იმიტომ, რომ ჩემდა გასაოცრად და სასიამოვნოდ ჩემს მიერ გამოგონილი თეირია დამტკიცებულა............ საქმე ეხება პარალელურ სამყაროებს.........................

ეხლა ზუსტად აგიხსნით როგორაა საქმე თურმე......................

ესეიგი ნებისმიერ ადამიანი ცხოვრების განმავლობაში დგება უამრავი არჩევანის წინაშე..........ხომ მეთანხმებითsmile.gif ხოდა აი მარტივად გეტყვით ვთქვათ გინდა რაღაცა და ამავე დროს არ გინდა არა................... და გააკეთე არჩევანი ვთქვათ კი... მერე ისევ ცხოვრებაში რაღაც არჩევანის წინაშე დადგები და ა.შ. ეხლა დავუბრუნდეთ მომენტს როცა არ გინდოდა რაღაცის გაკეთება .......... ანუ საპირისპირო გადაწყვეტილებას............... რაშია საქმე ეხლა აქ...... ესეიგი თუ შენ გადაწყვეტილებას არ მიიღებდი და საპირისპიროს გააკეთებდი........... ეს მომენტი მიდის პარალელურ ცხოვრებაში............ ზუსტად იგივენაირად და იგივე პონტში........... უბრალოდ იქ სხვა გზით მიდიხარ............. მერე იქაც გააკეთებ რამე გადაწყვეტილებას და კვლავ ერთი შენი ცხოვრება და მეორე შენი პარალელური ცხოვრება. ესეთი გადაწყვეტილებები ადამიანს აქ უამრავი ცხოვრებაში და ასევე უამრავი მთელს მსოფლიოს ადამიანებს.................... ეს პარალელური სამყაროები კი ქმნის ამ სამყაროთა უსასრულო რაოდენობას რომლებიც გაბნეულია უსასრულოდ ჩვენს გვერდით.......... და მათ ჩვენ ვერ ვარჩევთ.................. .................................................................

ეხლა კიდე მაგარი................. ხო გაგიგიათ დეჟავუ რას ნიშნავს........? ალბათ კიsmile.gif ხოდა რო ვსაუბრობდი ამ უსასრულო რაოდენობა არჩევანებზე რომელიც ცხოვრებაში გვხვდება........... აი აქ ხდება ასეთი რამე როდესაც პარალელური ცხოვრების მომენტი და ნამდვლი ცხოვრების მომენტი დაემთხვევა ერთმანეთს მაქედან ამბობენ რომ არისო დეჟავუ............

იმედია გაიგეთsmile.gif

ანუ რეალურად რომ ვთქვათ პროცესი მდის სრულიად ნეგატიურად ანუ ანტი ეს ცხოვრებაა ხო?
ეს დაახლოებით განზომილებების პონტია...
დამტკიცებული როგორც ვიცი8 განზომილების არსებობა...
ჩემთვის სხვათაშორის ძალიან სიანტერესო თემაა smile.gif
როგორც ამბობენ არსებობს მომენტები როდესაც იკარგება ზღვარი და ხმა გამდოდისო იქითა განზომილებებიდანო და იმიტოა ზოგჯერ თითოქს რაღაც რო მოგესმაო და რო გეგონა მოგეჩვენაო თუ რაღაც ეგეთი...
მოკლედ თემა სიანტერესოა მარა ჯერჯერობით ამისი დამტკიცება არამგონია მოხდეს... smile.gif

სხვათაშორის ძალიან გავრცეებულია მეცნიერებში თეორია იმის შესახებ რომ ბერმუნდის სამკუთხედში მეცხრე განზომილების კარიბჭეაო...
რავიცი რა მოგახსენოთ...

თუმცა არის ადგილები დედამიწზე სადაც იკარგება საზღვრები, მაღალი მაგნიტური ველია...

ხოლო ამას მარაზმი უძახო ეს ნიშნავს არც დააკვირდე და დაინხო მარო ის რაც ცხვირწინ გიდევს...

აეთი რთულია წარმოიდგინოთ რომ გვერდით სხვა დედამიწაზე,სხვა თქვენ ზიხართ....


მაგრამ სნაამ ამას დავამტკიცებთ ცოტა მეტი უნდა ვიფიქროთ ტვინით...

ვინაიდან გეცოდინებათ ადამიანი თავისი ტვინის შესაძლებლობების მხოლოდ 3%ს იყენებს და არასოდეს გიფიქრიათ რა იქნებოდა ეს რიცხვი 50ამდე რომ გაზრდილიყო...
და ასამდე?

ბევრი იდიოტად ჩმათვლის რასაც ეხლა ვამბობ მაგრამ ერთ დღეს შეიძლება ის რაც კომიქსებშია რეალობადაც იქცეს...

შეიძლება ადამიანმა ფრენაც კი შეძლოს და არც გაგიკვირდეთ ვინაიდან ტვინის შესაძლებლობები თითქმის უსაზღვროა...



ტაკ შტო biggrin.gif მე პირადად მჯერავს და მინდა რომ ყველას ჯეროდეს...
ნუ იქნებით შებოჭილი იდეოლოგიით თითქოს სასწაულები არ არსებობს და ეს ცხოვრება ერთი დიდი ნაგავია...

Posted by: just smile19 20 May 2009, 00:46
HeLL
QUOTE
როდესაც პარალელური ცხოვრების მომენტი და ნამდვლი ცხოვრების მომენტი დაემთხვევა ერთმანეთს მაქედან ამბობენ რომ არისო დეჟავუ............


ყველაფერი შეიძლება იყოს გამორიცხული არაა მარა დეჟავუ ზოგჯერ იმდენად უბრალო რაღაცეებზე გვაქვს...


ისე თან მჯერა და თან წარმოუდგენლად მიმაჩნია... ნეტა როგორი ვიყავი

Posted by: niniko24 20 May 2009, 17:20
საქართველოში პოლიტიკის გარდა სხვა რო არაფერი აინტერსებთ ამ ფორუმიდანაც ჩანს - ყველა იმ განყოფილებაშია...

Posted by: ზვიოსსული 20 May 2009, 17:38
HeLL
პატარა შეცდომა მეჩვენება დასაწყისში

კერძოდ - ჩვენ არჩვენას არამგონია ვაკეთებდეთ smile.gif

დისკის გადაწყვეტილება რომ მასზე აუდიოსლეივის სიმღერები ჩაწერეს?
თუ ფოთლების გადაყვეტილებაა შემოდგომაზე გაყვითლება?
თუ ჩემი გადაწყვეტიოლებაა აქ ვპოსტო?


არა smile.gif


რადგან რანიც ვართ გარემოდან ვართ
ანუ სმყარო 1იანია smile.gif

და მასში ამ 1იანობაში პარალელური სამყაროები ამ 1იანობის ნაწილად და არა ცალკე ... ცალკე ვერ უნდა იყვნენ smile.gif

დანარჩნეში კი - გაიხარე smile.gif

Posted by: ემპერა 22 May 2009, 02:37
ძნელი დასაჯერებელია,თუმცა საინტერესოა ძალიან rolleyes.gif



-----------------------------------------------------

Posted by: Shine 22 May 2009, 20:38
ბოდიში, მე ყველა გვერდს ვერ გავეცანი ამიტომ არ ვიცი ეს კითხვა დასვა თუ არა ვინმემ, რეალურად ძალიან საინტერესოა პიროვნების იდენტიფიკაციის საკითხი თუ განიხილეს მაგ ბიბისიზე - ანუ შენ რომელი რჩები და რომელ განზომილებაში. პარალელურად რო აგრძელებს ცხოვრებას ის ვინაა?? smile.gif)

Posted by: ialoni 2 Jun 2009, 04:02
Shine
QUOTE
პარალელურად რო აგრძელებს ცხოვრებას ის ვინაა?? )

ისიც შენ.........

Posted by: miss_pepsi 6 Jun 2009, 01:17
HeLL



So?...



ვცდილობ ცხოვრებისგან მაქსიმუმი მივიღო და მაგარი მკიდია პარალელურში რას ვაკეთებ biggrin.gif



შენივე თეორიით ამბობ რომ ეხლა რომ ვცხოვრობთ ასევე ჩვენი მეორე მე ცხოვრობს და შეიძლება მე რომ ეხლა ვპოსტავ იმას დაეზარა შენთვის ამ პოსტის დაწერა და გადავიდა პოლიტიკაში რათა ეცინა...



ამავე თეორიიდან გამომდინარე გამოდის რომ.. ამ ლაივში ადამიანს თუ მანქანა დაეჯახება, პარალელურში ისევ განაგრძნობს ცხოვრებას?...



მაშინ ამბობ რომ ადამიანი არის რაღაც განზომილებებში და ყველაფრის შეგრძნებას ახერხებს ოღონდ ისე რომ არ ახსოვს? (მე რაღაც არ მახსოვს გამეკეთებინოს ის რაც გადავწყვიტე რომ არ გამეკეთებინა smile.gif biggrin.gif შენ? )








და ერთი პერიოდი მეც მჯეროდა მაგის biggrin.gif მაგრამ.... ვფიქრობ არსებობს მხოლოდ აწმყო.. ეს აწმყო.. და აქ უნდა მოასწრო ყველაფერი და აქ უნდა გამოსცადო ყველაფერი.. არანაირი განზომილებები არ არის.. რომ ყოფილიყო ამდენი ათასწლეულის განმავლობაში მოხდებოდა მათი გადაკვეთა... რაღაც ასეთი სტატიები წამიკითხავს მაგრამ არ მჯერა...



დავიჯერებ როცა მე შემეხება smile.gif მე არ შემხებია და ვიღაც მეცნიერების ნაწერებს მე აღარ ვუჯერებ.. ვუჯერებ იმას რასაც ვხედავ და ვგრძნობ smile.gif

Posted by: frida_kahlo 6 Jun 2009, 13:20
Facet
QUOTE
მე მჯერა. მაგას ჯერ კიდევ აინშტაინი ამტკიცებდა თავის დროზე და ყველანაირად ვეთანხმები ამ აზრს. საერთოდ მე მგონია რომ ყველაფერი ერთდროულად არსებობს, მათ შორის განზომილებებიც და დროც.


--------------------
ისე მაგისი მეც მჯერა, რამოდენიმე წლის წინ ერთ გაზეთში წავიკითხე ამის თაობაზე და ბუდებზე რომლებიც პარალერულ სამყაროში გადადიან ისე ძალიან საინტერესოა

Posted by: Jimmy Page 16 Jun 2009, 12:09
QUOTE (HeLL @ 31 Aug 2005, 20:58 )
მოკლედ ეხლა რა ხდება
ამ რამოდენიმე ხნის წინ ვუყურე BBC გადაცემას და გავოცდი
იმიტომ, რომ ჩემდა გასაოცრად და სასიამოვნოდ ჩემს მიერ
გამოგონილი თეირია დამტკიცებულა............
საქმე ეხება პარალელურ სამყაროებს.........................

ეხლა ზუსტად აგიხსნით როგორაა საქმე თურმე......................


ესეიგი ნებისმიერ ადამიანი ცხოვრების განმავლობაში დგება უამრავი არჩევანის წინაშე..........ხომ მეთანხმებითsmile.gif
ხოდა აი მარტივად გეტყვით
ვთქვათ გინდა რაღაცა და ამავე დროს არ გინდა არა...................
და გააკეთე არჩევანი ვთქვათ კი...
მერე ისევ ცხოვრებაში რაღაც არჩევანის წინაშე დადგები და ა.შ.
ეხლა დავუბრუნდეთ მომენტს როცა არ გინდოდა რაღაცის გაკეთება .......... ანუ საპირისპირო გადაწყვეტილებას...............
რაშია საქმე ეხლა აქ...... ესეიგი თუ შენ გადაწყვეტილებას არ მიიღებდი და საპირისპიროს გააკეთებდი........... ეს მომენტი მიდის პარალელურ ცხოვრებაში............ ზუსტად იგივენაირად და იგივე პონტში........... უბრალოდ იქ სხვა გზით მიდიხარ.............
მერე იქაც გააკეთებ რამე გადაწყვეტილებას და კვლავ ერთი შენი ცხოვრება და მეორე შენი პარალელური ცხოვრება.
ესეთი გადაწყვეტილებები ადამიანს აქ უამრავი ცხოვრებაში და ასევე უამრავი მთელს მსოფლიოს ადამიანებს....................
ეს პარალელური სამყაროები კი ქმნის ამ სამყაროთა უსასრულო რაოდენობას რომლებიც გაბნეულია უსასრულოდ ჩვენს გვერდით.......... და მათ ჩვენ ვერ ვარჩევთ..................
.................................................................

ეხლა კიდე მაგარი................. ხო გაგიგიათ დეჟავუ რას ნიშნავს........?
ალბათ კიsmile.gif
ხოდა რო ვსაუბრობდი ამ უსასრულო რაოდენობა არჩევანებზე რომელიც ცხოვრებაში გვხვდება...........
აი აქ ხდება ასეთი რამე როდესაც პარალელური ცხოვრების მომენტი და ნამდვლი ცხოვრების მომენტი დაემთხვევა ერთმანეთს მაქედან ამბობენ რომ არისო დეჟავუ............


იმედია გაიგეთsmile.gif

მომწონს შენი აზრების მსვლელობა, აი ეს რობერტ ზემეკისის ფილმი გმოეწონება შენ უეჭველი

http://avoe.ge/movies/search.php?name=back+to+the+future&janre=ALL&celi=&producer=&publisher=&language=ALL&action=search&x=0&y=0 yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: Andro_forza juve 16 Jun 2009, 12:18
QUOTE
ხო გაგიგიათ დეჟავუ რას ნიშნავს........?
ალბათ კი
ხოდა რო ვსაუბრობდი ამ უსასრულო რაოდენობა არჩევანებზე რომელიც ცხოვრებაში გვხვდება...........
აი აქ ხდება ასეთი რამე როდესაც პარალელური ცხოვრების მომენტი და ნამდვლი ცხოვრების მომენტი დაემთხვევა ერთმანეთს მაქედან ამბობენ რომ არისო დეჟავუ............


ხო მაგრამ დეჟავიუ რა არის, ის რაც უკვე გახსოვს რომ მოხდა....
ხოლო პარალელური სამყარო იმის პარალელურია, რომ ერთნაირად მიდის, ოღონდ სადღაც სხვაგან...შესაბამისად უკვე როგორც განვილილი ვერ იქნება ხო....

ანუ ვთქვათ რაღაც მომენტში მე ველოდებოდი გაჩერებაზე ავტობუსს და მოხდა ავარია და უცბათ შემიბყრო ამ დეჟავიუს გრძნობამ, ანუ თითქოს მე ეს უკვე ვნახე...ხოდა თუ უკვე ვნახე, შესაბამისად ეგ წარსულია და არა პარალელურად მიმდინარე ცხოვრება...

Posted by: Geo_Tas 16 Jun 2009, 15:02
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

რა აბსურდია

სისულელეეეეეეეეეეეეე

Posted by: tsotnemefe 21 Jun 2009, 00:25
HeLL
შენ პირველ პოსტს ვეთანხმები, (დანარჩენი ჯერ არ წამიკითხავს) დაახლოებით მეც ეგრე ვფიქრობ, მაგალითად
დგახარ ეზოში, ერთდროულად
1. შეგიძლია ბარდიულზე ჩამოჩდე
2.შეგიძლია სახლში ახვიდე
3.შეგიძლია მეგობარი ნახო
4.შეგიძლია კლასელს დაურეკო
და ა.შ მოკლედ ყოველი წამში შეგიძლია სხვანაირად მოიქცე, თუ შენ რაღაც მომენტში ერთი ფორმით იმოქმედებ, შენ პარალელურ სამყაროში შენი "ასლი(მსგავსი ან რამე მაგდაგვარი)" სხვანაირად იმოქმედებს, და ერთ წამში ამ მოქმედებების სია რომ ჩამოწერო ათასს გაცდება smile.gif
წერით ათჯერ უფრო რთულია აზრის გადმოცემა ვიდრე ლაპარაკით, ამიტომ ცოტა სულელურად ჟღერს smile.gif

Posted by: machabelius 27 Jun 2009, 13:22
QUOTE
იმედია გაიგეთ


გავიგეეეეეე. მახსოვს პატარა რომ ვიყავი, ალბატ 10 წლის წინ მამაჩემი ზუსტად მაგაზე მელაპარაკებოდა. ოგონდ პატარა ცვლილებებით: თან ვარსკვლავებს ვუყურებდით სოფელშიო. თუ არ ვცდები მაშინ რაღაც დავაშავე და ჩხუბით რომ არ გამოუვიდათ ბრძნული აგმზრდელობითი ლექცია ჩამითარა მამაჩემმა (მგონი გაამართლა) მაგალითად ასე: ნინიკო, ეხლა ხომ ხედავ იმ ვარსკვლავებს, იქ ზუსტად ისეთი რაღაცეები ხდება როგორიც აქ, მაგალითად ეხლა სხვა ნინიკო და მამამისი აივანზე სხედან და შეიძლება ჩვენზეც ლაპარაკობენო, ან კიდე ის ნინიკო ისე კი არ მოიქცა როგორც დღას შენ... და ეგეთი რაღაცეები
მერე მიდიოდა დიალოგი
- მააა, ის ნინიკო ზუსტად ჩემნაირია? სუსუსუსუს ზუსტად???

არა და ამდენი ხანია მე მჯერა რომ ეგრეა მგონი ჯოჯოხეთში მოვხვდები
rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: FsdasD 27 Jun 2009, 15:01
QUOTE
ხოდა რო ვსაუბრობდი ამ უსასრულო რაოდენობა არჩევანებზე რომელიც ცხოვრებაში გვხვდება...........
აი აქ ხდება ასეთი რამე როდესაც პარალელური ცხოვრების მომენტი და ნამდვლი ცხოვრების მომენტი დაემთხვევა ერთმანეთს მაქედან ამბობენ რომ არისო დეჟავუ............


ვაუ

მე მჯერა პარალელური სამყაროსი..მაგრამ ცოტა სხვანაირად.ანუ ეს არსებობს ადამიანში ,და არა სამყაროში
* * *
QUOTE
ისე მაგისი მეც მჯერა, რამოდენიმე წლის წინ ერთ გაზეთში წავიკითხე ამის თაობაზე და ბუდებზე რომლებიც პარალერულ სამყაროში გადადიან ისე ძალიან საინტერესოა


ეგრე მე მეზობელთან გადავდივარ biggrin.gif biggrin.gif

Posted by: niktagva 3 Jul 2009, 16:44
პარალელური სამყაროს შესახებ მეცნიერული გამოკვლევები ნაკლებადაა, მაგრამ მოუდის წიგნი "ცხოვრება ცხოვრების შემდეგ" თუ გაქვთ წაკითხული და რა აზრის ხართ მასზე?

Posted by: დღნაჩვი 17 Jul 2009, 01:04
HeLL !
მჯერა. რომ არსებობს პარალელური სამყარო. მსგავსი აზრია გამოხატული ფილმში "მეოჯახე" ჩვენს შეუსრულებელ სურვილებზე, რომელიც პარალელურში რეალურად ხდება. მთავარ როლს ქეიჯი ასრულებს.
* * *
რაც შეეხება მოუდის წიგნს -"სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ". მეცნიერი ეყრდნობა კვლევის შედეებს, მან 3000 კლინიკური სიკვდილის შემთხვევა შეისწავლა, და ეს წიგნი ამ მასალაზე დაყრდნობით დაწერა! მე, როგორც ჩანს,ადვილადმრწმენი ადამიანების კატეგორიას ვეკუთვნი და მჯერა მოუდისაც.

Posted by: anichqa 22 Jul 2009, 16:29
QUOTE
აჩვენეთ მსოფლიოს ეს ბავშვი.. უფ , ეს არა, სხვა არა გვყავს?!

Warning:
PM-ში გაფრთხილებას არაფრად აგდებ, გააგრძელებ აქაურობის აოხრებას და ვორნი არ აგცდება. 

Posted by: Unico 27 Jul 2009, 17:50
QUOTE
ერე ისევ ცხოვრებაში რაღაც არჩევანის წინაშე დადგები და ა.შ.
ეხლა დავუბრუნდეთ მომენტს როცა არ გინდოდა რაღაცის გაკეთება .......... ანუ საპირისპირო გადაწყვეტილებას...............
რაშია საქმე ეხლა აქ...... ესეიგი თუ შენ გადაწყვეტილებას არ მიიღებდი და საპირისპიროს გააკეთებდი........... ეს მომენტი მიდის პარალელურ ცხოვრებაში............ ზუსტად იგივენაირად და იგივე პონტში........... უბრალოდ იქ სხვა გზით მიდიხარ.............
მერე იქაც გააკეთებ რამე გადაწყვეტილებას და კვლავ ერთი შენი ცხოვრება და მეორე შენი პარალელური ცხოვრება.
ესეთი გადაწყვეტილებები ადამიანს აქ უამრავი ცხოვრებაში და ასევე უამრავი მთელს მსოფლიოს ადამიანებს....................
ეს პარალელური სამყაროები კი ქმნის ამ სამყაროთა უსასრულო რაოდენობას რომლებიც გაბნეულია უსასრულოდ ჩვენს გვერდით.......... და მათ ჩვენ ვერ ვარჩევთ..................


ცოტა ბუნდოვანია საკითხი, რადგან თითოეული ადამიანის თითოეულ ნაბიჯის პარალელური გზა.. ნუ ეს გამოვა როგორც ის ცნობილი ამოცანა ჭადრაკზე და ხორბლის მარცვალზე biggrin.gif

მჯერასავით პარალელური სამყაროსი...ეგ კიარადა, უკვე რეინკარნაციისაც მჯერა თითქოს.. :| მთლად ბოლომდე არა, მაგრამ ვერც სკეპტიკურად ვერ ვუყურებ ასეთ თეორიებს...

ხოდა, ზოგი პოსტი მომეწონა, მაგრამ მერე გადავიკითხავ კარგად, რაცხა ვერ ვარ სიცხის გამო :|

Posted by: Levana_brzeni 27 Jul 2009, 17:53
weep.gif

ეს ხატი(სმაილი) ცხოვრებაში არ ჩამისვამს, მაგრამ ამ თემას უხდება, ღმერთმანი

Posted by: abcdabcd12341234 27 Jul 2009, 19:21
ჯერ ყველასთვის ცნობილი სამყარო არარის გაშიფრული 99,99% და რეკომენრირებული არამგონია იყოს პარალელური სამყაროების ძებნაც smile.gif

Posted by: xatushka 27 Jul 2009, 21:21
მჯერა... მგონი რთულია რამე არ დაიჯერო, როცა ჯერ კიდევ 200 წლის წინ ცხენები ითვლებოდა გადაადგილების ძირითად სასუალებად, დღეს კი თვითმფრინავი...
გავა დრო და ამას ყველა ჩვეულებრივად შეხედავს...
ისადა, წამიყვანეთ პარალელურ სამყაროში ცოტა ხნით, არ შეიძლება??? rolleyes.gif

Posted by: surealisti 27 Jul 2009, 21:32
მე მომწონს ეს თეორია!! არც მინდა ვიფიქრო არის ის რეალური თუ არა უბრალოდ მომწონს ი ვსიო ))

Posted by: Unico 28 Jul 2009, 00:13
Levana_brzeni
რატომ ტირი, რა მოხდა? (სმაილი ბღავის და)

***
ხოდა ჯერ მარტო პირველი სამი გვერდი გადავხან..
და ვერ გავიგე ზოგი დროში მოგზაურობას რატომ უკავშირებს პარალელურ სამყაროს?
იქნება და ერთ დროში მივდივართ იმათიც და ჩვენიც? უბრალოდ ადგილმდებარეობაა სხვა... user.gif


Posted by: domina333 28 Jul 2009, 01:19
HeLL
QUOTE
მოკლედ ეხლა რა ხდება ამ რამოდენიმე ხნის წინ ვუყურე BBC გადაცემას და გავოცდი იმიტომ, რომ ჩემდა გასაოცრად და სასიამოვნოდ ჩემს მიერ გამოგონილი თეირია დამტკიცებულა............ საქმე ეხება პარალელურ სამყაროებს.........................

ეხლა ზუსტად აგიხსნით როგორაა საქმე თურმე......................

ესეიგი ნებისმიერ ადამიანი ცხოვრების განმავლობაში დგება უამრავი არჩევანის წინაშე..........ხომ მეთანხმებითsmile.gif ხოდა აი მარტივად გეტყვით ვთქვათ გინდა რაღაცა და ამავე დროს არ გინდა არა................... და გააკეთე არჩევანი ვთქვათ კი... მერე ისევ ცხოვრებაში რაღაც არჩევანის წინაშე დადგები და ა.შ. ეხლა დავუბრუნდეთ მომენტს როცა არ გინდოდა რაღაცის გაკეთება .......... ანუ საპირისპირო გადაწყვეტილებას............... რაშია საქმე ეხლა აქ...... ესეიგი თუ შენ გადაწყვეტილებას არ მიიღებდი და საპირისპიროს გააკეთებდი........... ეს მომენტი მიდის პარალელურ ცხოვრებაში............ ზუსტად იგივენაირად და იგივე პონტში........... უბრალოდ იქ სხვა გზით მიდიხარ............. მერე იქაც გააკეთებ რამე გადაწყვეტილებას და კვლავ ერთი შენი ცხოვრება და მეორე შენი პარალელური ცხოვრება. ესეთი გადაწყვეტილებები ადამიანს აქ უამრავი ცხოვრებაში და ასევე უამრავი მთელს მსოფლიოს ადამიანებს.................... ეს პარალელური სამყაროები კი ქმნის ამ სამყაროთა უსასრულო რაოდენობას რომლებიც გაბნეულია უსასრულოდ ჩვენს გვერდით.......... და მათ ჩვენ ვერ ვარჩევთ.................. .................................................................

ეხლა კიდე მაგარი................. ხო გაგიგიათ დეჟავუ რას ნიშნავს........? ალბათ კიsmile.gif ხოდა რო ვსაუბრობდი ამ უსასრულო რაოდენობა არჩევანებზე რომელიც ცხოვრებაში გვხვდება........... აი აქ ხდება ასეთი რამე როდესაც პარალელური ცხოვრების მომენტი და ნამდვლი ცხოვრების მომენტი დაემთხვევა ერთმანეთს მაქედან ამბობენ რომ არისო დეჟავუ............


მდააა,ბეზ პოლლიტრა ნე რაზბირიოშ alk.gif

Posted by: Levana_brzeni 28 Jul 2009, 02:30
Unico
QUOTE
რატომ ტირი, რა მოხდა? (სმაილი ბღავის და)

მსიამოვნებს ტირილი sad.gif

Posted by: Lomi777 28 Jul 2009, 18:15
მეცნიერები მივიდნენ დასკვანმდე რაღაც გამოთველბით რომ არსებობს 13 პარალელური სამყარო თუნდაც 1,

ხოდა გავა წლები დაემატება სხვადასხავ მტკიცებულებეი და გამოიკვლევენ კველაფერს,

და აღმოჩნდება რომ მცდარი იყო თეორია რადგან ვინც ეს ჰიპოთეზა წარმოადგნინა კაიფში

იყო და ციფრები აერია უბრალოდ biggrin.gif:D:D:D:D:D:D:D:D:D

Posted by: Appo 8 Nov 2009, 21:06
QUOTE (FsdasD @ 27 Jun 2009, 15:01 )
QUOTE
ხოდა რო ვსაუბრობდი ამ უსასრულო რაოდენობა არჩევანებზე რომელიც ცხოვრებაში გვხვდება...........
აი აქ ხდება ასეთი რამე როდესაც პარალელური ცხოვრების მომენტი და ნამდვლი ცხოვრების მომენტი დაემთხვევა ერთმანეთს მაქედან ამბობენ რომ არისო დეჟავუ............


ვაუ

მე მჯერა პარალელური სამყაროსი..მაგრამ ცოტა სხვანაირად.ანუ ეს არსებობს ადამიანში ,და არა სამყაროში
* * *
QUOTE
ისე მაგისი მეც მჯერა, რამოდენიმე წლის წინ ერთ გაზეთში წავიკითხე ამის თაობაზე და ბუდებზე რომლებიც პარალერულ სამყაროში გადადიან ისე ძალიან საინტერესოა


ეგრე მე მეზობელთან გადავდივარ biggrin.gif biggrin.gif

ჰო ერევათ ჟურნალისტებს პარალელური სამყაროები და განზომილებები user.gif


Posted by: All*eyes*on*me 24 Apr 2019, 05:29
ბრრრრრრრ )) 10 წელი გავიდაო მეშინია მაგის თქმის,დრო არარსებობსო და, დვალზე რაიმე დოკუმენტური არის? ანუ მის თეორიაზე )) იმენა დვალზე არ მინდა ))

Posted by: Endy-Endy 16 May 2019, 15:17
QUOTE
მაგას ჯერ კიდევ აინშტაინი ამტკიცებდა თავის დროზე და ყველანაირად ვეთანხმები ამ აზრს. საერთოდ მე მგონია რომ ყველაფერი ერთდროულად არსებობს, მათ შორის განზომილებებიც და დროც.


მგონი რაც დრო გადის, მეც უფრო ვიჯერებ მაგ აზრს. smile.gif)


Posted by: _LegenDa_ 18 May 2019, 02:27
ვაბშე და ჯერ ამ სამყაროს შესახებ ვიცით ყველაფერი...პარალელურზე რო ვსაუბრობთ??????

Posted by: Arsenal14 20 Sep 2019, 12:27
ალბათ მალე ისეთ დონეზე მივა მეცნიერება რომ ფაქტებით შეგვეძლება ამ თემაზე საუბარი

Posted by: Gudulasheli 20 Sep 2019, 15:22
მამენტ, თუ რაღაც ცდებით პარალელური სამყაროს არსებობა დამტკიცდა, ანუ ჩვენ ამ სამყაროდან თუ შეგვეძლება მასზე დაკვირვება, გამოდის რო ჩვენს სამყაროშია, პარალელურ სამყაროში კი არა და ვტფ ვაბშე biggrin.gif

Posted by: Beroname 20 Sep 2019, 15:41
14 წლის

14 ბლიად წლის წინ...


რა მალე გადის დრო cry.gif

Posted by: Arsenal14 20 Sep 2019, 17:05
ჩახლართული საკითხია პარალელური სამყაროები smile.gif

Posted by: TheDarkGod 12 Oct 2019, 12:48
HeLL
დეჟავუ პარალელურ სამყაროსთან არაფერ კავშირშია, ტვინის ხარვეზია უბრალოდ

Posted by: ჰერმიონაა 11 Nov 2019, 16:01
Arsenal14
QUOTE
ჩახლართული საკითხია პარალელური სამყაროები


რატომღაც მე ნაკლებად მჯერა პარალელური სამყაროს არსებობა. rolleyes.gif

Posted by: Artist 21 Nov 2019, 14:49
HeLL
QUOTE
რაშია საქმე ეხლა აქ...... ესეიგი თუ შენ გადაწყვეტილებას არ მიიღებდი და საპირისპიროს გააკეთებდი........... ეს მომენტი მიდის პარალელურ ცხოვრებაში............ ზუსტად იგივენაირად და იგივე პონტში........... უბრალოდ იქ სხვა გზით მიდიხარ.............მერე იქაც გააკეთებ რამე გადაწყვეტილებას და კვლავ ერთი შენი ცხოვრება და მეორე შენი პარალელური ცხოვრება.

საინტერესო თეორიაა, მაგრამ მე მგონია რომ ეს საპირისპიროს გაკეთების სურვილები ინახება ქვეცნობიერში ანდა დიდხნიან მეხსიერებაში, რომელისაც ივიწყებს კიდეც
ადამიანი, მაგრამ საჭირო მომენტში ისევ ახსენდება…

QUOTE
როდესაც პარალელური ცხოვრების მომენტი და ნამდვლი ცხოვრების მომენტი დაემთხვევა ერთმანეთს მაქედან ამბობენ რომ არისო დეჟავუ............

აქ ცოტა გაუგებარია ჩემთვის იქნებ უფრო გაშალო ეს მომენტი? ვინაიდან დეჟავუ შესაძლოა დავიწყებულ სიზმარში ნანახიდანაც მოხდეს… მაგრამ პარალელურ
სამყაროში, შენ როგორც ამბობ, ის აუსრულებელი გადაწყვეტილებები თუ სურვილებია თავმოყრილი, როგორ უნდა დაემთხვეს წარსული აწმყოს?

* * *
_LegenDa_
QUOTE
ჯერ ამ სამყაროს შესახებ ვიცით ყველაფერი...პარალელურზე რო ვსაუბრობთ??????

რა თქმა უნდა არ ვიცით ყველაფერი, ხოდა პარალელურზე საუბარიც ამ სამყაროს შემადგენელი ნაწილია… smile.gif

Posted by: POKERISBLUFF 18 Jan 2020, 12:01
QUOTE (PANTALONE @ 6 Sep 2005, 04:18 )
პარალელური სამყაროები არის დო.. ყელა.
უსასრულო რაოდენობის. დეჟავუ რაღაც ტვინის მაიმუნობაა, და არანეირად საინტერესო.
ესეიგი, ჯერ ერთი: პარალელური სამყარო: ეგაა ამსტერდამი, გამიგია რო არსებობს, ერთერთი პარალელური სამყაროდან, ტელევიზორიდან ვიცი. რამოდენიმე კვარტალშიც გამივლია, 4ერეზ ტელევიზორი, და რაღაცეებს ვაკეთებდი. კიდე მიდის ხალხი და ჩამოდის და თვალებგადიდებულები გიყვებიან "თავიანთ ამსტერდამს" რომელიც არის იმათი პარალელური სამყარო. ამ პარალელურ სამყაროშჰი არის ერთი პარალელური სამყარო, მუზეუმი, რომელშიც სხვა პარალელური სამყაროებია, მაგალითისათვის ავიღოთ ვან გოგის, ნახატი და გავიარ გამოვიაროთ ვარსკვლავებიან ქუჩაში, კაფეების წინ. თუ გგონიათ რო სურათებში გავლა შეუძლებელია ცდებით, უბრალოდ არ გიცდიათ, გირჩევთ, მიტომ რომ, უზარმაზარი სიამოვნებაა. და ის რალობა ამ რეალობაზე მეტი ან ნაკლები არ არის, "რწმენის" (პირობითად) ხარისხზეა დამოკიდებული.
კიდე პარალელური სამყარო არის ეს ფორუმი, იმისტვისაც ვისი ცნობიერებაც პურის ყიდვითაა დაკავებული, და ჩვენთვისაც.
პარალელური სამყარო არის მუსიკა, უბრალოდ იმდენად აბსტრაქტული, რო მისი ვიზუალიზაცია, და სხვა გრძნობების შესაბამისად აწყობა, ბოლომდე არ გამოდის, ალბათ სიკვდილის მერე. ისევ ტიბეტური მკვდრების წიგნს მოვიყვან მაგალითად, ტურმე შესაძლებელია სული ყურიდან გამოვიდეს და მუსიკად იქცეს. ძალიან მაგარია.
პარალელური სამყაროა ჩვენი ორგანიზმი, რომელიც პატარ პატარა, და დიდ დიდი მეტა პროგრამებით იმართება თურმე. კაროჩე თუ ყურადღება მიაქციე ყველაფერი პატარა სამყაროა, სრულფასოვანი და ყველა კანონის მომცველი.
პარალელური სამყაროა უცხოპლანეტელები რომლებიც არსებობენ, იმიტომ რომ არსებობს სიტყვა უცხოპლანეტელი,
პარალელური სამყაროა რითმი. აიღეთ რითმი და ერთი "მყარი" წერტილი და რაც გინდათ იმას შექმნით. დაჟე ადამიანსაც smile.gif))
წიგნები, წიგნიდან წიგნში გასვლები, და დიდი შამანიზმები. გაგაბარძგალებს.
ხო.. ჰუმორიც ერთგვარი პარალელური სამყაროების შექმნის პროცესია. ერთგვარი შესაძლო სამყარო...
კიდე ბევრი პარალელური სამყაროების ჩამოთვლა შეიძლება, უბრალოდ არ დაგაინტერესებთ.

ფუტკრის სკაში თავი შევყავი და რობოტების რადიოსადგურის მოვუსმინე.

ხო კიდე, რა ქმნის უსასრულობას, პარალელური სამყაროს აყვანა სხვა პარალელური სამყაროს ხარისხში, მაგალითად: ინდური ემტივი. ემტივი^ინდოეთი. მატემატიკაა. შიგნი კიდე ოხრად მარტივი მამრავლებია. ემტივიშიც და ინდოეთშიც wink.gif)) კაროჩე...

აი სამი წერტილი "..." არის მაგარი იდუმალი პარალელური სამყარო smile.gif წინამდებარე წინადადება რო გადაივლის ხოლმე ზედ კუკუშკა მატარებელივით. ან რავიცი...

საინტერესოა 15 წლის წინანდელი პოსტები

როგორ სწრაფადაც არ უნდა გადიოდეს დრო

Posted by: მმათხუარი 19 Jan 2020, 22:39

ზოგჯერ ისე ხდება ახლანდელ დროში მოვლენები და დღეე ისე ჩაივლისს , მგონია რომ ადრე ასეთი დღეე იყო ჩემს ცხოვრებაში.,

Posted by: kaiser Soze 20 Jan 2020, 20:11
HeLL
არაა შენი და ბიბისის თეორია სწორი :დ

ამბობ რომ პარალელური სამყაროს შექმნის ტრიგერია არჩევანი. პარალელური სამყაროები არსებობენ თუ არა არ ვიცი, მაგრამ ის დანამდვილებით ვიცი, რომ არჩევანი არ არსებობს.

ნებისმიერი თანაბარი მოცემულობისას, ზუსტად იმავე არჩევანს გააკეთებდი, რაც გააკეთე. როგორც ერთსა და იმავე სცენას რომ მილიონჯერ უყურო ფილმში ისე მოხდება.

თუკი რამე შეიცვალა მოვემულობიდან, რასაც შეუძლია არჩევანზე გავლენა, მაშინ პარალელურ სამყაროში აკეთებ უკვე არჩევანს.

Posted by: night-blue 22 Jan 2020, 22:30
kaiser Soze


არ გეწყინოს მაგრამ არაფერი არ არსებობს. მე ერთხელ მოვკვდი და მერე გამაცოცხლეს რამდენიმე წუთში.

სრული სიბნელეა სიზმარსაც კი ვერ ნახავsad.gif


არც პარალელური სამყარო არ არსებობს.


Posted by: Anime-10 24 Jan 2020, 21:07
არ მჯერა ამ პარალელური სამყაროსი,ეს უფრო ადამიანის ფანტაზიის ნაყოფია :დ

Posted by: Krusty_the_Clown 27 Mar 2020, 02:09
QUOTE
არ მჯერა ამ პარალელური სამყაროსი,ეს უფრო ადამიანის ფანტაზიის ნაყოფია

არც მიკროელემენტების ჯეროდათ (მოლეკულა და ა. შ.) ვიდრე მიკროსკოპებით არ დაინახეს. ისე, რაც შექმნილა და/ან აწი უნდა შეიქმნას, ყველაფერი ადამიანის ფანტაზიის ნაყოფია, უბრალოდ-ხორცშესხმული. თავიდან, ფანტაზიით და წარმოსახვით იწყება ხოლმე.

Posted by: NGelashvili 29 Apr 2020, 18:13
მეგობრებოო კარგი ბლოგი ან საიტი არ იცით შესაბამისი ინფორმაციის მოსაძიებლად??

Posted by: Анюта 29 Apr 2020, 22:01
ორი თვის უკან, საღამო ხანს დედასთან მიმავალმა(რომელიც ჩემიდან კილომეტრში ცხოვრობს) შევამჩნიე ხანძარი მთის კალთებზე. ვიფიქრე, რომ 112 დამერეკა, მაგრამ სანამ ზარი გავიდოდა მოვლენები ჩემს თვალწინ ელვისსისწრაფით განვითარდა. ვხედავ: ეს ალისმაგვარი სინათლე რომელზეც ვფიქრობდი ხანძარი იყო, აღმოჩნდა დაახლოებით 8-10 სასვე მთვარის ხელა მანათობელი "ენერგია", რომელიც მთებიდამ ამოიზიდა, ავიდა გარკვეულ სიმაღლეზე და სამ თანაბარ ბურთად გაიყო, თანაბარ დისტანციაზე. შემდეგ ისევ ერთად შეიკრა და სისწრაფით ჩავარდა მთებში, საიდანაც მისი ნათება ღრუბლებსაც კი ანათებდა და რაღაც მისტიურ შესახედაობას ქმნიდა გარკვეულ პერიმეტრზე.
2 კვირის უკან სახლის მოაჯირიდან, ზუსტად იმავე დროს, იგივე მდებარეობით შევამჩნიე სინათლე რომელიც ხანძარს გავდა. დავუძახე ჩემებს და კიდევ რამოდენიმე ადამიანს, მათ ერთხმად დაადასტურეს: დიახ ხანძარიაო. მე მათთან აღარ ვთქვი ადრე ნანახის შესახებ, კი არა და ოჯახისწევრებიც მეუბნებოდნენ ეს ნამდვილად ხანძარია, ტყუილად ნუ იფიქრებ რომ ამას რამე აკავშირებს შენს ნანახთანო, თუ არა და 4 წლის უკან ვნახე ( ზედმიწევნით არ მოვყვები) საკმაოდ ახლოდან, კონუსისებური ობიექტი, რომლის ფანჯრებიდანაც ძლიერი სინათლე იფრქვეოდა, მაშინ ვიფიქრე ეს იყო რამე სადაზვერვო ხომალდი ან რომელიმე სამხედრო დანიშნულების აპარატი.. აი ამ შემთხვევას კი ვერანაირად ვუკავშირებ რაიმე მიზანშეწონილ მოვლენას, ალბათ ჩემი გონება სამყაროსთან მიმართებაში ძალზედ პრიმიტიულია, ამიტომ მაინტერესებს სხვების აზრიც, თუ ყოფილხართ მსგავსი მოვლენის მნახველი? მოყევით თქვენი თვალით ნანახი უცნაური ისტორიები. (შენიშ. არ ვეწევი, არ ვსვავ და ა.შ.)

იმ დღესვე დავიწყე ძებნა მსგავსი მოვლენების, მოვძებნე ჩრდილოეთის თუ სამხრეთის ნათება და კიდევ სხვა...მართალია ახლოსაც არ იყო ჩემი თვალით ნანახთან...
მერე აღმოვჩნდი ფორუმზე, არვიცოდი როგორ გამეზიარებინა(არც ახლა არ ვიცი)

რატომღაც ამოვარჩიე - ქართლოსი-
და მივწერე პირად შეტყობინებაში.

ქართლოსიმ მამაოსთან გამიშვა )

ეთქვა: ფსიქიატრთან მიდიო -როგორც ჩანს მოერიდა )

Posted by: DeepMind 7 May 2020, 03:08
სომეტინ ვერი ინტერესტინ ის გოინგ ტო ტესტინ ჰერე

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)