ჩემთვის ეს თამაში იყო გადამწყვეტი, არა მხოლოდ ვიწრო ჭრილში, არამედ ასე ვთქვათ მთლიან ჩემს მომავალს ცვლიდა სპორტთან დაკავშირებულს.
ანუ ეს თამაში რო წაგვეგო, მიუხედავად იმისა, რომ 20 წელზე მეტია ნაკრების თამაში არ გამიმაზია, არც ქართული კლუბების გამოსვლა ევროტურნირებზე, ეს უკვე მართლა ბოლო წვეთი იქნებოდა, საერთოდ შევწყვეტდი ფეხბურთის და ყველა სხვა სპორტის ყურებას ხანგრძლივი პერიოდი , შეიძლება წლობით. უბრალოდ ვერ გადავიტანდი ამ მარცხს, ყოველგვარი მუღამი მეკარგებოდა . თუ ამ ფინალს წავაგებდით რა აზრი ქონდა შემდგომ ერთა ლიგას, ან კვალიფიკაციას, მრავალი წელი კიდევ არ გვექნებოდა შანსი სადმე მოხვედრის. ან რა აზრი ქონდა ნაპოლის , მეცის, ვალენსიას, უოტფორდის ყურებას. ან ელიგაში ფეხბურთელების დაკვირვებას და ა.შ მოკლედ სრული ტრაგედია იქნებოდა ჩემთვის. ეს 120 წუთი არ იყოს ჩემთვის სიამოვნება, ეს იყო ნერვიულობის ბოლო დონე, რომელიც საბედნიეროდ გამარჯვებით დასრულდა.
რაც შეეხება მომავალს, აწი ყველაფერი სხვნაირად იქნება, აწი მხოლოდ სიამოვმებისთვის ვუყურებ ფეხბურთს
ევროზე ყველა თამაშიც რო წავაგოთ, ევროტურნირებზე პირველივე ეტაპიდანაც რომ გავარდეს ყველა კლუბი,
მაინც მექნება ხალისი და მოტივაცია როგორც ნაკრების ისე კლუბების ყველა თამაშზე , ახალგაზრდულის თამაშზეც და ეროვნული ლიგის თამაშებსაც დიდი სიამოვნებით ვუყურებ, ასევე ნაპოლის, მეცს, ვალენსიას, უოტფორდს, ლევანტეს და ა.შ
მოკლედ ამ გამარჯვებამ სამუდამოდ შეცვალა ჩემი ცხოვრება, მადლობა ღმერთს რომ ამდენი მარცხის და უიღბლობის შემდეგ ეს ყველაფერი ასე დაასრულა
This post has been edited by andro-andro22 on 28 Mar 2024, 18:00