Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ქალი და მამაკაცი > რატომ ვერ ხდებიან ძალიან ლამაზი გოგოები მეცნიერები


Posted by: arasblut 12 Dec 2018, 06:44
უფრო სწორად, დიდი მეცნიერები.

შეიძლება ცოტა სექსისტური თემაა, მაგრამ ჩემი აზრით რეალობას ასახავს mo.gif (თუ ვცდები, შეგიძლიათ გადამაფასებინოთ ეს წარმოდგენა, წინააღმდეგი არ ვარ):

ალბათ თქვენც გექნებათ შემჩნეული ერთი თავისებური ტენდენცია -


ძალიან ლამაზი გოგოები (იმენა, მოდელის გარეგნობის ან ჰოლივუდის სილამაზის და გამორჩეულები) თითქმის არასდროს არიან ყველაზე ინტელექტუალური პროფესიის წარმომადგენლები, მით უმეტეს, იმ პროფესიების, რომელიც მთელს პლანეტაზე ე.წ. მამაკაცურ პროფესიებადაა ცნობილი.

მაგალითად, გლობალურ პოლიტიკაშიც დიდი იშვიათობაა სერიოზულად ლამაზი ქალი (მე ვგულისხმობ, რეალურ პოლიტიკოსებს და არა გენდერული თანასწორობის ილუზიის შესაქმნელად და გარკვეული კვოტების შესასავსებად ხელოვნურად დასმულ თოჯინებს, შიგადაშიგ).

იგივე, ჩვენი პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის ფოტოებით და ვიდეოებით გადაჭრელდა მთელი ინტერნეტი და სადაც ვნახე გამოხმაურებები - რუსების, სხვადასხვა უცხოელების, ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ რა ლამაზი ქალიაო. სალომე მართლა ლამაზი ქალია, მისი ასაკისთვის მით უმეტეს, თუმცა, მოდელის გარეგნობის და უნაკლო ნამდვილად არაა და მაინც ძალიან გაუკვირდათ და მიაქციეს ამ თემას ყურადღება. ბუნებრივიც არის - იგივე მსოფლიოს ქალი პრეზიდენტები რომ ავიღოთ, ყველანი შეუხედავები არიან, დაჟე, ბალტიისპირების ქვეყნების პრეზიდენტებიც (ხორვატიის პრეზიდენტს თუ არ ჩავთვლით, მაგრამ მამენტ, ლამაზი ეგეც არაა, პირიქით, უშნო სახე აქვს, მაგრამ მაინც ეფექტური და სექსუალურია და ეგეც პოლიტიკოსი ქალის კვალობაზე). თუ ასე თუ ისე, მთლად ცუდი გარეგნობის არაა პოლიტიკოსი ქალი, მაინც არამიმზიდეველები არიან-ხოლმე და ხშირად ძალიან მასკულინურები - ესტონეთის პრეზიდენტიც ასეთია და ტერეზა მეიც. ტერეზას არ აქვს ცუდი ნაკვთები, მაგრამ ჯერ მარტო სიარულის მანერები აქვს ისეთი, ფაქტობრივად, კაცია კაბაში.

ანალოგიურად, მეცნიერებაში - პროგრამისტი, ფიზიკოსი, ინჟინერი - გამორჩეულად ჭკვიანი და ნიჭიერი ქალები არ არიან ლამაზები, მით უმეტეს, ძალიან ლამაზები და თუ ვინმე მაინც ლამაზია, ან ხელოვნების სფეროს წარმომადგენელია, ან მწერალი, ჟურნალისტი, ან რამე ასეთი, რაც ფემინურ პროფესიებად (აც) მიიჩნევა.

საუბარი მაქვს გამორჩეულად ლამაზ ქალზე. წარმოგიდგენიათ Victoria's Secret-ის მოდელის ტიპის ქალი და გენიალური ფიზიკოსი?

ახლა ამ თემის გახსნის იდეაც ამიტომ მომივიდა - ერთ ჩემს ახლობელ გოგოზე ვფიქრობდი, რომელსაც ძალიან გამორჩეული ვიზუალი აქვს, ფაქტობრივად, საერთაშორისო დონის მოდელობაზე რომ გაქაჩავს, ისეთია, მაგრამ ვაბშე არაფრის ნიჭი არ აქვს. სამოდელოზეც ჩემი რჩევით შეიყვანა მამამისმა, მაგრამ ვეღარ ვითარდება. აი, მინდა-ხოლმე რამე ნიჭი აღმოვუჩინო, რომ მოდელის იქეთაც გაიქაჩოს, მარა არა, არ გამოდის არაფერი. პოლიტიკოსობაზე, პროგრამისტობაზე, მეცნიერებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

კიდევ ერთხელ ვაზუსტებ - საუბარი მაქვს გამორჩეულად ლამაზ გოგოებზე და არა ჩვეულებრივად ლამაზზე და ასევე საუბარი მაქვს, ძალიან მაღალ ინტელექტზე და არა უბრალოდ, "კარგი ბლოგერია, კარგად წერს"-ზე.

ხოდა, რატომ ხდება ასე?

არადა, რა მაგარი იქნებოდა, მსოფლიო დონის მეცნიერი, უმაღლესი ინტელექტით, და თან მსოფლიო დონის მოდელი ერთდროულად user.gif

Posted by: H-8_Oil 12 Dec 2018, 07:59
arasblut
QUOTE
საუბარი მაქვს გამორჩეულად ლამაზ გოგოებზე და არა ჩვეულებრივად ლამაზზე და ასევე საუბარი მაქვს, ძალიან მაღალ ინტელექტზე და არა უბრალოდ, "კარგი ბლოგერია, კარგად წერს"-ზე.


ეს წავა?

Posted by: arasblut 12 Dec 2018, 08:12
H-8_Oil
QUOTE
ეს წავა?


no.gif

Posted by: KickOff 12 Dec 2018, 08:19
QUOTE (arasblut)
ძალიან ლამაზი გოგოები (იმენა, მოდელის გარეგნობის ან ჰოლივუდის სილამაზის და გამორჩეულები) თითქმის არასდროს არიან ყველაზე ინტელექტუალური პროფესიის წარმომადგენლები

QUOTE (arasblut)
საუბარი მაქვს გამორჩეულად ლამაზ ქალზე. წარმოგიდგენიათ Victoria's Secret-ის მოდელის ტიპის ქალი და გენიალური ფიზიკოსი?

თვალსაჩინოებისთვის მოდელის გარეგნობის მამრების ფოტოები დადეთ, რომლებიც წარმატებულები არიან თუნდაც ფიზიკაში

Posted by: LooLaa 12 Dec 2018, 08:32
პროფესორია, თან ლამაზია, ბრედ პიტს ხვდებოდა

user posted image

Posted by: kea 12 Dec 2018, 08:40
user posted image

QUOTE
ჰოლივუდის სილამაზის


თვითნასწავლი სხვათაშორის.

Posted by: cosmia 12 Dec 2018, 08:41
კულტურული კონტექსტი და მისი გავლენა ახარისხებს, ლამაზები იქეთ ჭკვიანები აქეთ. დედა, ბებიები, დედის დაქალები სამეზობლო ბაღის სკოლის კლასელების მშობლები " დედა რა ლამაზია" რომელიც წყვეტს ერთუჯრედიანი მშობლებისთვის შვილის მომავალს არ მჯერა რომ ეგეთი ლამაზი ბავშვები სწორი აღზრდის და ტვინიანი მშობლების პირობებში იმაზე მეტნი არ იქნებიან ვიდრე მათი ძუძუ ტრაკი და ფეხი.

პ.ს. გავითვალისწინოთ რომ სილამაზე პირობითი ცნებაა და უფრო მოვლის და ფინანსების ამბავია ეს ერთი და მეორეც ცხივრებაში თუ რამეს გიბდა შენი ტვინით მიაღწიო და განვითარდე სარკეს და მოდურ ტენდენციებზე ფიქრს იმაზე ნაკლები დრო უნდა დაუთმო ვიდრე ასტრონომიას, პოლიტიკის ფილოსოფიას თუ რომელიმე მეცნიერულ დისციპლინას სხვანაირად კონკურენცია მაღალია სხვა მამაკაცი რომელსაც სავარცხელიც არ ჭირდება და წარბის გაპუტვაც თავისუფლად გაჯობებს თავისი დროის მენეჯმენტით და დარჩები ჩირგვებში!ბალანსირების თემაა მოკლედ

Posted by: ჯიმ"მორისონი 12 Dec 2018, 09:02
arasblut

ეს კაცი იყო მაგარი ძმა
https://forum.ge/?showuser=246138
ყველა ფორუმელ ბიჭს დაგვერია
არიქა გოგოებს დასცინითო...
მაგრამ ვინ დაუფასა? ეგრევ წააგდებინეს თავი!
მაგრამ ქართველ გოგოებზე დარდმა აიძულა დაბრუნება
bis.gif
ნამდვილი რაინდი!

H-8_Oil
მადლობა შენ
კარგი კაცი ხარ
რამოდენიმე თვის წინ ვფიქრობდი
მარტო ხილზე გადასვლას
ვეგეტარიანელი ისედაც ვარ, ხოდა
ხილზეც გადავალ-თქო!
შემდეგ შენი პოსტები წავიკითხე და გადავიფიქრე

მადლობა კარგო კაცო

smile.gif

Posted by: AnEeEeE=]] 12 Dec 2018, 09:03
QUOTE
საუბარი მაქვს გამორჩეულად ლამაზ ქალზე. წარმოგიდგენიათ Victoria's Secret-ის მოდელის ტიპის ქალი და გენიალური ფიზიკოსი?

ისეტი სტილი ექნებოდა რო ასი წელი ვერ აღიქვავდი ისე როგორც ეხლა აღიქვავ.

cosmia
QUOTE
ცხივრებაში თუ რამეს გიბდა შენი ტვინით მიაღწიო და განვითარდე სარკეს და მოდურ ტენდენციებზე ფიქრს იმაზე ნაკლები დრო უნდა დაუთმო ვიდრე ასტრონომიას, პოლიტიკის ფილოსოფიას თუ რომელიმე მეცნიერულ დისციპლინას სხვანაირად კონკურენცია მაღალია სხვა მამაკაცი რომელსაც სავარცხელიც არ ჭირდება და წარბის გაპუტვაც თავისუფლად გაჯობებს თავისი დროის მენეჯმენტით და დარჩები ჩირგვებში!ბალანსირების თემაა მოკლედ

რა კარგად თქვი, უბრალოდ ბევრი ვერ ხვდება რამდენი დრო ჭირდება თავის მოვლას და კარგად ჩაცმას და როცა შენთვის ყველაზე პრიორიტეტულია ლამაზი იყო სხვა რამეებისთვის დრო უბრალოდ არ გრჩება.

Posted by: arasblut 12 Dec 2018, 09:08
cosmia

სწორად ჩაწვდი ჩემი თემის არსს. დიდი მადლობა!

QUOTE
კულტურული კონტექსტი და მისი გავლენა ახარისხებს, ლამაზები იქეთ ჭკვიანები აქეთ. დედა, ბებიები, დედის დაქალები სამეზობლო ბაღის სკოლის კლასელების მშობლები " დედა რა ლამაზია" რომელიც წყვეტს ერთუჯრედიანი მშობლებისთვის შვილის მომავალს არ მჯერა რომ ეგეთი ლამაზი ბავშვები სწორი აღზრდის და ტვინიანი მშობლების პირობებში იმაზე მეტნი არ იქნებიან ვიდრე მათი ძუძუ ტრაკი და ფეხი.


სწორედ ამაზე მინდოდა საუბარი.

ანუ სოციუმი უწესებთ სტანდარტებს გოგოებს და ფაქტობრივად, აპროგრამებთ, ასე გამოდის. რომ არა ეს მომენტი, საქმე სხვანაირად შეიძლებოდა ყოფილიყო. და ეს ხომ არაა მხოლოდ ერთი და ორი საუკუნის პრობლემა, ფაქტობრივად, ათასწლეულებისაა.

QUOTE
გავითვალისწინოთ რომ სილამაზე პირობითი ცნებაა და უფრო მოვლის და ფინანსების ამბავია


არც მთლად ასეა საქმე. არსებობს სილამაზის სტანდარტები. თავის მოვლას და ფინანსებს რაც შეეხება, ნანუკა ჟორჟოლიანს ეგ აკლია - თავის მოვლის საშუალებები, ჩაცმა, დიეტები, ვარჯიშები, მაგრამ მაინც არაფერი გამოდის. მილიონჯერ ლამაზი გოგოები არიან, ვისაც ეგ ყველაფერი არ აქვთ და მაინც უკეთესად გამოიყურებიან.

ან თუნდაც გუგლის შეფის, სერგეი ბრინის ცოლი (ახლა მგონი ყოფილი), თავადაც ცნობილი მეცნიერი-ბიოლოგი ანა ვოიციცკი - ხშირად გამოჩენილა საზოგადოების წინაშე ძალიან მოვლილი, ჩაცმული, გაპრანჭული, მაგრამ მაინც შეუხედავი ქალია...

Posted by: masha 12 Dec 2018, 09:08
ულამაზოებმა ხომ დაიპყრეს მეცნიერების მწვერვალები

Posted by: cosmia 12 Dec 2018, 09:14
AnEeEeE=]]
ჰო და იმაზე ვინ იზრუნა რომ სილამაზე და კარგად ჩაცმა ყოფილიყო შენთვის პრიორიტეტული? ბავშვობიდან ტენიან მშობლები ამას შვილებში. არასდროს უთქვამს დედაჩემს ჩემთვის ლამაზი ხარო, არა და კაი ლამაზი არ ვარ მარა მახინჯიც არ მქვია, სპეციფიური ვიზუალი მაქვს, არა და მართლა ისეთ მახინჯებს ეფერებოდნენ მშობლები ჩემო ლამაზოთი ვგიჟდებოდი, კონკრეტული ზღვრის იქეთ ვერც ერთი ვერ განვითარდა, ყვრლანი გათხოვილები არიან და თი აქვთ საშუალო სტატისტიკური ქართული რუტინული სამსახურები, პოეზია პუბერტატულ ასაკში, ბაკალავრის ხარისხი, შეიძლება მაგოსტრიც და მთელი ცხოვრევა ხო არ ვისწავლი? ჰოპ და უკვე შვილები და ტრალი ვალო, დიდი ეჭვი მაქვს ამხრლა პასუხისმგებლობის პირობებში ცოტა ქალი შეძლებს იდეათა სამყაროზე ფიქრს და როგორც მეცნიერი განვითარდეს ალბათ უფრო იმაზე ჩალიჩობენ და ცოტა ახერხებს ფორმა არ დაკარგონ რონქმრებს სულ უნდოდეთ მათი მოტყვნა და საყვარელი არ გაიჩინონ, მოკლედ მშობლების ბრალია ყველაფერი რომლებიც კულტურის წნეხს ვერ უძლებენ და აზომბირებენ შვილებს!

Posted by: H-8_Oil 12 Dec 2018, 09:21
ჯიმ"მორისონი
სად მიწერია ვეგეტარიანელი ვარ მეთქი?

Posted by: Frankens†ein 12 Dec 2018, 09:24
ჰოკინგზე და აინშტაინზე ლამაზები კი არიან

Posted by: cosmia 12 Dec 2018, 09:25
arasblut
ანტიკურ საბერძნეთში როგორი სილამაზის სტანდარტები იყო გახსოვს? შუა საუკუნეების ევროპაში? დღევანდელი ისეთი ქალები ამ კულტურის პირობებში მახინჯებას მიიჩნევიან ეს ერთი. მარია კიური არ იყო მახინჯი ქალი როგორც მახსოვს. კაცებთან კონკურენცია არაა მარტოვი ქალისთვის იქ თუ შენი ძუძუები გამოფინე და იყავი სქესიანი არსება ჩათვალე აქცენტს შენი შინაარსიდან ვიზუალზე გადაიტანენ და დაიჩაგრები ამიტომ წლების ყოფნა ამ რეჟიმში რაღაცნაირად ამასკულინურებს ქალსაც მაშინ კაო სექსი და მასზე ძლიერი მამაკაცი ჭირდება გვერდით რომ სახლში მაინც იყოს ფემინური არსება, არც მდედრული სიარული დაავიწყდეს და არც წარბის გაპუტვის მუღამი არ ქონდეს დაკარგული. მოკლედ ბევრი დეტალია.


masha
იდეაში ჭკვიან ქალად მოგაქვს თავი და ამ ფრაზის მერე რაზე უნდა გელაპარაკო, შეიძლება კაცებმა თქვან ეგ რეპლიკა მაგრამ ქალი რომ ამბობს ნიშნავს რომ ან უკიდეგანოდ დურა ხარ ან შურიანი ბოღმაჩო რომელსაც ცხოვრებაში აარფერზე უფიქრია, ცოტა მაინც დაფიქრდი სანამ რამეს წამოისვრი, ყველაფერს აქვს თავისი მიზეზები ისტორიულ-კულტურული და ამ მიზეზებთან ბრძოლა მხოლოდ და მხოლოდ განათლებაა, ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნეში შუა გერმანიაშიც კი იბეჭდებოდა მეცნიერული კვლევები იმის თაობაზე იყო თუ არა ქალი ადამიანი, შენ კოდევ დგახარ და ქირქილებ თუ გინდოდა იმის თქმა რომ ლამაზი ხარ სხვაგვარად გეთქვა სხვებზე გადაჯმის გარეშე!



ქალური სოლიდარობა და ცოტა მეტო პაძერჟკა ერთმანეთისთვის ხალხო სამხაურებში სამეგობროებში სამეზობლოებში არ აქვს მნიშვნელობა, წაახალისეთ საკუთარი სქესი გულწრფელად და ყველაფერთად ერთად უფრო ძლიერი დედები, ბებიები დაქალები და ა.შ გვრყოლება გვერდით!

Posted by: masha 12 Dec 2018, 09:29
cosmia
შენ გინდა მეცნიერი გახდე?
გახდი მერე- რას პოსტავ ქმში.

https://forum.ge/?showforum=83

Posted by: cosmia 12 Dec 2018, 09:44
masha
QUOTE
შენ გინდა მეცნიერი გახდე?
გახდი მერე- რას პოსტავ ქმში.


მადლობა მაშა რომ გამიგე, დამაკვალიანე! love.gif

Posted by: ჯიმ"მორისონი 12 Dec 2018, 09:44
cosmia
კონფუცი ამბობდა
ქალს იმხელა ჭკუა აქვს რამდენიც ორ ქათამსო!

რათქმა უნდა, ცდებოდა...

ქალებს იმ დროს არ ჰქონდათ განათლების მიღების საშუალება და ასევე თვით განათლებაც არ იყო ხელმისაწვდომი...

რეალურად ქალებს ჩვენზე უკეთესი ინტუიცია გაქვთ, ჩვენზე უკეთესად იტყუებით... ჩვენზე ბეჯითები ხართ და უკეთესად სწავლობთ...

იუმორიც კაცებზე უკეთესი გაქვთ, უბრალოდ არ იყენებთ...

ასევე ფსიქოლოგიურადაც ჩვენზე ძლიერები ხართ და ფიზიკური ტკვილის ატანაც ჩვენზე უკეთესად შეგიძლიათ...

ეგ ფაქტი დამტკიცებულია...
ჩვენ მშობიარობის ტკივილებს ვერ გავუძლებთ...

იგივე მენსტრუაციული ციკლის დროს
რამდენის ატანა გიწევთ...

მაგრამ მიუხედავად იმის რომ
დღეს გაქვთ განათლების მიღების საშუალება და კარიერული წინსვლისაც...

მაინც კაცები არიან ძირითადად სფეროებში იქნება ეს კულტურა თუ მეცნიერება წამყვან ადგილებზე...

ხოდა ეგრე იქნება ყოველთვის...

smile.gif

მაგის მიზეზი ქალის და კაცის ბუნებაა

Posted by: soul 12 Dec 2018, 09:51
arasblut

ეგეთი თემისთვის ცერნის ერთერთი წამყვანი მეცნიერი ისე დაპრესეს, რომ სამსახურის დატოვება მოუწია biggrin.gif

Posted by: cosmia 12 Dec 2018, 10:12
ჯიმ"მორისონი
ჩვენი თაობა თუ გავითვალისწინებთ სამეცნიერო -ტექნიკური განვითარების ტემპს ამ ეპოქაში კაცობრიობის მანძილზე პირველი თაობა იქნება რომელიც ყველაზე დიდ ხანს იცხოვრებს, ამიტომ მინიმუმ 50 წელიწადი, მინიმუმ ამ ყველაფრის დაიგნორებით ვიცხოვრებთ კიდევ და ვნახოთ, ვნახოთ რა იქნება მე მჯერა რომ ჯერ კიდევ არ ვიცით ქალის შესაძლებლობების მაქსიმუმის შესახებ...


Posted by: ჯიმ"მორისონი 12 Dec 2018, 10:22
cosmia
ბუნება არ მოგცემთ მაგის საშუალებას

თქვენ ხართ ემოციური არსებები თვითონაც არ იცით რა გსურთ!

ამიტომ გვიჭირს თქვენი გაგება ჩვენ...

ცოტა დიდი თემაა გასაშლელად...

ყველფერი მოქმედებს

ორგაზმიდან დაწყებული სიყვარულით დამთავრებული...



Posted by: masha 12 Dec 2018, 10:26
arasblut
QUOTE
იგივე, ჩვენი პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის ფოტოებით და ვიდეოებით გადაჭრელდა მთელი ინტერნეტი და სადაც ვნახე გამოხმაურებები - რუსების, სხვადასხვა უცხოელების, ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ რა ლამაზი ქალიაო

ახლა გახდა სალომე ლამაზი?
აბა. გადადი პოლიტიკის განყში, სულ კუზიანი დედაბერი არ ეძახეს?

Posted by: arasblut 12 Dec 2018, 10:37
masha

ეგ ქართველმა ნაცებმა. ობიექტურად განწყობილ უცხოელებზე მქონდა საუბარი პირველ პოსტში, რაც ხაზგასმით აღვნიშნე.

Posted by: iliax 12 Dec 2018, 10:50
ქალების 11% ხდება მეცნიერი არც 12 და არც 10 იმენა 11. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში დაცული სადოქტოროების ანალიზით ეგრე გამოდის და ეს რიცხვი ფაქტიურად არ იცვლება. ბლოგერებს და ჰუმანიტარებს მეცნიერებად არ ვთვლი.

QUOTE
 რატომ ვერ ხდებიან ძალიან ლამაზი გოგოები მეცნიერები, ?

იმიტომ რომ არ ჭირდებათ. აი ზემოთ რო 11% ვახსენე ეგენი არიან საშუალოზე დაბალი დონისანი თავიანთ პროფესიებში, ფენომენალური ქალი საშუალო გაქანების კაცის დონისააა პროფესიულად. ლამაზი ქალი კი ლამაზი ქალია ყველგან. თან რთულია მეცნიერობა ძალიან რთული. განსაკუთრებით დღეს და განსაკუთრებით თუ ქალი ხარ. ჯერ კლასში უნდა ჯობდე ყველას ამბიცია რომ გაგიჩდეს, მერე უნდა დაამტავრო სპეც სკოლა, მერე უნივერსტეტი, მერე მაგისტრატურა, მერე დაიცვა ხარისხი (4-5 წელი პახაობა კაპიკებზე) და ამ ყველაფერს რომ გაივლი მერეც არის შანსი რომ შენს ადგილს უბრალო ლამაზი გოგო დაიკავებს და შენი 15 წლიანი ნაშრომი წყალში ჩაიყრება.

Posted by: ketuketo 12 Dec 2018, 11:04
iliax
და რა გინდა თქვა, ლამაზის გარდა ყველა სხვა ტიპის ქალი მიაწვეს რეპროდუქციას და "იქნებ ჩემმა შვილმა მაინც" თემას?smile.gif ჰუმანიტარული მეცნიერებებიც მეცნიერებებია, მოგწონს ეს შენ თუ არა
ძალიან სწორად თქვი ისე smile.gif)))))))) არის ასეთი არქეტიპი "მოწყობით მეცნიერი ქალი" სხვათა შორის, ჩემი დედამთილი ყოფილი არის პროფესორი, ფიზიკური ქიმიის სპეციალისტი და მართლა კაცის თავი აბია რა, რასაც ჰქვიაsmile.gif))) ძალიან ერუდირებული ამასთან, მცოდნე, მოაზროვნე, კარგი ანალიტიკოსი..
შემეზარა დოქტორანტურაში შეყოფა თავის და ძალიან ვნანობ...მე ვარ მაგალითად ძალიან თვალსაჩინო მაგალითი იმის, როგორ არ უნდა თქვა უარი საკუთარ თავზე სხვების აზრების გამო..და ახლა არც მეცნიერი ვარ, არც პეროიანი თუთიყუში ვარ და არც არაფერიsmile.gif)))))) რაღაც მათ შორის დიაპაზონში, სინთეტური რა...არა უშავს, წელს მაინც ჩავაბარებ დოქტორანტურაში, ან უცხოეთში წავალ და იქ ვიზამ მაგას..სამყარო არ არის მზად, 21-ე საუკუნეშიც არ არის მზად, რომ მიიღოს მეცნიერი ქალები..ერთმა ბიჭმა მითხრა მე ქალი მინდა გვერდით და არა ნანორობოტიოsmile.gif))))) დავაპაშოლე დაუფიქრებლად...
რთულია როცა ბავშვობიდანვე მაგისთვის გამზადებენ და მერე უცებ ტყუპ ტლინკს ყრი კაცო რად მინდა მეცნიერება, არ არის რენტაბელური და პრესტიჟულიო...ვოტ ტაკ ვოტ
რაც შეეხება თემას, ბუნება რესურსებს ანაწილებს, მართალია უთანაბროდ (სამართლიანად თუ არა, ეგ სადაო თემაა), მაგრამ მაინც..ერთს ყველაფერი არ ერგება ხოლმე...და შენი მოცემულობა, გენეტიკით განპირობებული თუ რითაც, შენი ნიშა ასე თუ ისე იცი რა ადრეული ასაკიდან, იმ გზით მიდიხარ, იმისთვის ემზადები...ძალიან ლამაზი გოგო ცოდოცაა ალბათ ლაბორატორიისთვის, სიმპოზიუმებისთვის, ის უნდა იყოს ვიზუალურ ინდუსტრიაში
ჯიმ"მორისონი
სტერეოტიპებით ნუ აზროვნებ, შენ აუსშვიცის ზედამხედველ ქალებზე იტყვი, რომ რომანტიკული და ემოციური არსებები იყვნენ? rolleyes.gif biggrin.gif არა მგონია..
პ.ს. რატომღაც ყოველთვის ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს უფრო თვლიან "მეცნიერებებად", ვიდრე ჰუმანიტარულს ან სოციოპოლიტიკურს

Posted by: arasblut 12 Dec 2018, 11:40
მე ძალიან მომწონს გოგო სოციოპოლიტიკურ თემებში კარგად რომ ერკვევა და ზოგადად, დაინტერესებულია პოლიტიკით. ოღონდ ისეთი დაინტერესებული არა, ციცო დეიდები რომ არიან და მიშა-ბიძინას ყვირიან. აი, იმენა, სამეცნიერო დონეზე რომ ერკვევა.

თუ საერთაშორისო პოლიტიკა ესმის, ეს ხო, ვაბშე ჩემი სისუსტეა biggrin.gif ძალიან ჭკვიანია ჩემთვის ასეთი გოგო.

შეიძლება იმიტომ რომ თავად ვარ ამ საკითხებით დაინტერესებული.

ისე, საინტერესოა, რომ ჩვენს უნივერსიტეტებში პოლიტოლოგია არის ის იშვიათი არატექნიკურ-არასაბუნებისმეტყველო სპეციალობა, სადაც გოგოების რაოდენობა მცირეა (საერთაშორისო ურთიერთობებზე არიან, პოლიტოლოგიაზე არა). ჩემს დროს ხომ საერთოდ, თითქმის არ იყვნენ - ოთხი-ხუთი გოგო სწავლობდა-ხოლმე და უკვე წლებია არაფერი იცვლება.

იურიდიულზე, მაგალითად, რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია - მამაჩემის დროს, ჯავახიშვილში, იურიდიულზე სულ რამდენიმე გოგო სწავლობდა, მამაჩემის კურსზე მხოლოდ ერთი გოგო ჰყავდათ, ახლა კიდევ უმრავლესობა გოგოები სწავლობენ, გადაასწრეს ბიჭებს. პოლიტოლოგია უცვლელი დარჩა.

მსოფლიო პოლიტიკაშიც ხომ ასეა (პოლიტიკურ მეცნიერებებშიც და ისეც) - უმრავლესობა მამრები არიან, გლობალურ პოლიტიკაში კაცებს მიჰყავთ აღლუმი.

ფიზიკას რაც შეეხება, ახლა გამახსენდა, რომ ქართველებში ცნობილი მოდელი გვყავს ფიზიკოსი, ვისაც დისერტაცია აქვს დაცული - ირინა ონაშვილი smile.gif ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე. თუმცა, ვერ გეტყვით, რამდენად ძლიერი ფიზიკოსია. მამენტ, ძლიერი რომ იყოს, მაგით უფრო იქნებოდა ცნობილი, ბუნებრივია.


Posted by: masha 12 Dec 2018, 11:43
arasblut
QUOTE
ფიზიკას რაც შეეხება, ახლა გამახსენდა, რომ ქართველებში ცნობილი მოდელი გვყავს ფიზიკოსი, ვისაც დისერტაცია აქვს დაცული - ირინა ონაშვილი  ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე. თუმცა, ვერ გეტყვით, რამდენად ძლიერი ფიზიკოსია. მამენტ, ძლიერი რომ იყოს, მაგით უფრო იქნებოდა ცნობილი, ბუნებრივია.

აუფ, ახლა ამ ფიზიკოსობით რას იზამდა?
სილამაზით კი გამოიჩინა თავი, წავიდა, წამოვიდა, ვიღაც მამალ ნაცსაც გაყვა ცოლად და აიწყო ცხოვრება

ადამიანმა ის რესურსი რაც გაქვს მაქსიმალურად უნდა გამოიყენო
მაგ გარეგნობით გოგოები მილიონებს შოულობენ, (ისეთი კარგი დრო დაუდგა სილამაზეს)
დაჯდნენ ახლა ლაბორატორიებში რა ხეირი?

Posted by: Jules Winnfield 12 Dec 2018, 11:44
მაგას კულტურულ ბიოლოგიური მიზეზები აქვს სავარაუდოდ. და მეცნიერში კიდე რა იგულისხმება ეგაა დასაზუსტებელი. ძალიან გამოჩენილი მეცნიერი, როგორც მარი კიური იყო? თუ გია დვალის ტიპის მეცნიერი?

Posted by: ketuketo 12 Dec 2018, 12:06
masha
რეალურად ეგრე ხო არაფერი არ აშტერებს, არ აუძლურებს, არ ატყვევებს, როგორც სილამაზე...მაინც ადამიანები ვიზუალები და კინესთეტიკები უფრო ვართ, ვიდრე აუდიალები...თვალი მაინც თვალია, გინდა ჭერი კერე, რად მინდა ცარიელი თოჯინა და ეგეთი პოლიტკორექტული "რეჩები"..გინდა, გინდა...შეიძლება სიბერეში აღარ მოგინდეს უბრალოდ
გარეგნობას ყოველთვის კარგი დრო-ჟამი ედგა, სხვანაირად როდის იყო?smile.gif)) ქალების გამო ომს იწყებდა ხალხი..
სილამაზე იმდენად იშვიათი რესურსია, მისი მოცდენა არ შეიძლება..არც ინტელექტის შეიძლება, შეიძლება სუიციდით დაასრულო მერე
კაი იყო ხათუნა კოტრიკაძე ძროხებთან რომ გამოკეტა გლდანულაში თავისმა ღრუზინმა გლეხმა ქმარმა?
Jules Winnfield
მაგ მასშტაბის სხვა მეცნიერი ქალი გახსენდება?

Posted by: Jules Winnfield 12 Dec 2018, 12:12
ketuketo
მარი კიურის გარდა? მასეთი ცნობილი არავინ.

Posted by: masha 12 Dec 2018, 12:13
ketuketo
QUOTE
გარეგნობას ყოველთვის კარგი დრო-ჟამი ედგა, სხვანაირად როდის იყო?)) ქალების გამო ომს იწყებდა ხალხი.

რაც მოდელები გახდნენ ძალიან მაღალანაზღაურებადი მაშინ დაფასდა სილამაზე
ახლა ვიღაც მდიდარ კაცს რომ გაყვები ცოლად სილამაზის წყალობით ეგ ერთი თემაა
და შენ თვითონ რომ შოულობ ფულს, ეგ უკვე სხვა ბაზარია.

რა მომავალი ექნებოდა ვოდიანოვას, გოგოს ძალიან ღარიბი ოჯახიდან რომ არა
ფეშნინდუსტრია და მოდელებზე მოთხოვნილება?

Posted by: ketuketo 12 Dec 2018, 12:26
masha
ხო ისე, ეგეც კია...ვიღაც ბიჭი კითხულობდა აქ ერთხელ ფორუმზე, საშუალო გარეგნობის ქალები რისთვის ჩნდებიან, რა დანიშნულება აქვთ ჩვეულებრივ გოგოებსო...უნდა მეპასუხა, იმისთვის, რომ შენნაირები გააჩინონ მეთქი და აღმოვაჩინე, რომ არ ვყოფილვარ რეგისტრირებული "მაშვინ" ვაგლახ lol.gif lol.gif lol.gif
დანიშნულება არა ისა კიდევ...საკუთარი მოსვლის არსზე ბევრი ადამიანი სულაც არ ფიქრობს და ცხოვრობს ინერციით, შუშის თვალებით
Jules Winnfield
ირენ ჟოლიო კიური, მისივე ასული...ნუ დრო და ისტორიული ვითარება არ მისცემდა ქალს მაშინ მაგის უფლებას და საშუალებას...ჯერ კიდევ არ არის ჩვენი ცნობიერება მაგ დონეზე, საშუალო განვითარების მდგომარეობაში ვართ ადამიანები smile.gif სამაგიეროდ განათლების ტრანსფორმირებას ახერხებდნენ ქალები კურტიზანი-გეიშას რანგში, მანდ სჭირდებოდათsmile.gif)))))))

Posted by: HCl 12 Dec 2018, 12:31
კიდევ უდიდესი ქალი მეცნიერი რომელიც ბევრმა არ იცის
https://en.wikipedia.org/wiki/Emmy_Noether

Posted by: masha 12 Dec 2018, 12:34
Jules Winnfield
QUOTE
მარი კიურის გარდა? მასეთი ცნობილი არავინ.

რატომ არა, სოფია კოვალევსკაია,
კიდევ იყო ასეთი საბჭოთა მეცნიერი ზინაიდა ერმოლევა, რომელმაც პენიცილინი გამოიგონა სსრკში (ოფიც, ითვლება რომ ამერიკელმა ფლემინგმა გამოიგონა)
ამ ქალზე სერიალიც კი გადაიღეს- "ოტკრიტაია კნიგა"


ახლა ეს გოგო არის მეცნიერი (ენებს სწავლობს) ამ ბოლო დროს დიდ ყურადღებას აქცევს გარეგნულ მხარეს
ადრე უფრო უბრალოდ იცვამდა

Posted by: Jules Winnfield 12 Dec 2018, 12:46
ketuketo
masha
მაგ ჩამონათვალიდან მიღწევებით და მნიშვნელობით მგონი მხოლოდ კიური უდგას გვერდში ისეთ მეცნიერებს როგორიც აინშტაინი, ნიუტონი, დარვინი და ა.შ. არიან. ნუ მთლად მაგათ დონემდე ვერ მიდის კიურიც, მაგრამ ცნობილ მეცნიერებს როცა ახსენებენ ქალებიდან როგორც წესი მხოლოდ კიურის ასახლებენ ხოლმე.

ბევრი ქალი მეცნიერი დაკარგა კაცობრიობამ უაზრო, სტერეოტიპული და არასწორი იდეოლოგიური მიდგომების გამო. მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას, რომ 10 საუკუნის წინ რომ შეცვლილიყო მიდგომა, დღEს ცნობილი მეცნიერებიდან ქალების და კაცების წილი თანაბარი იქნებოდა. კულტურულ-ბიოლოგიური მიზეზი იმიტომაც დავწერე, რომ არსებობს კვლევები, რომლებიც გვაჩვენებენ, რომ ქალების დიდი ნაწილი არ ინტერესდება ისეთი მეცნიერული საკიტხებით როგორიცაა ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია და ა.შ. უმეტესად კაცები ინტერესდებიან. სამაგიეროდ სოციალური მეცნიერების სფეროში ქალები უფრო დომინირებენ. უბრალლოდ დღეს რეალურად პრობლემა ექმნება ასეთ კვლევებს, არ აფინანსებენ, ვინც ასეთ კვლევას აწარმოებს აბულინგებენ, არ იწვევენ სხვადასხვა შეკრებაზე და ა.შ.

ერთ-ერთი მკვლევარი ეს ტიპია. მისი აზრით სქესებს შორის არსებობს ბუნებრივი განსხვავებები, როგორც ფიზიოლოგიურად, ასევე გონებრივადაც.


Posted by: ketuketo 12 Dec 2018, 13:07
Jules Winnfield
ნებით შევიდე კუხნაში თუ ძალით, მუჯლუგუნით და რამე შემრეკავთ?smile.gif)))))))))))))))))))))))))))))))))) გასაგებია, რომ კაცი მეცნიერი მაინც მეტი იქნებოდა, მაგრამ მეტი ქალი მეცნიერი ხომ იქნებოდა, რომ არა სტერეოტიპები და პრესი..
ავცდით თემას, აქ კონკრეტულად ლამაზ გოგოებზეა საუბარი და არა ზოგადად გოგოებზე..
პ.ს. გამოდის რომ პროგრესის მამოძრავებელი ძალა თქვენ ხართ და ჩვენ ამ პროგრესის მომხმარებლები?smile.gif)

Posted by: Taisiaa 12 Dec 2018, 13:10
ჯიმ"მორისონი
QUOTE
რამოდენიმე თვის წინ ვფიქრობდი
მარტო ხილზე გადასვლას
ვეგეტარიანელი ისედაც ვარ, ხოდა
ხილზეც გადავალ-თქო!
შემდეგ შენი პოსტები წავიკითხე და გადავიფიქრე



რამ შეგიშალა ხელი ?
რა პოსტები ნახე ?

დავინტერესდი ...

Posted by: Jules Winnfield 12 Dec 2018, 13:12
ketuketo
სამწუხაროა რო შენც ისევე გაიგე ჩემი ნათქვამი, როგორც თანამედროვე საზოგადოების უდიდესი ნაწილი იგებს.

სადმე დავწერე, რომ კაცი უფრო ჭკვიანია, მეტი შეუძლია, უფრო ინტელექტუალურია და ა.შ. ? მე დავწერე, რომ განსხვავებული ინტელექტუალური, გონებრივი შესაძლებლობები აქვთ დიდი ალბათობითთქო. განსხვავებულობა აპრიორი ცუდს არ ნიშნავს. რომელი ადამიანიია უფრო ჭკვიანი და პროგრესის მამოძრავებელი, ასტრო-ფიზიკოსი თუ ბავშვების ფსიქოლოგი?

Posted by: ketuketo 12 Dec 2018, 13:14
Jules Winnfield
smile.gif)))) შენ ჩემს იუმორზე მგრძნობელობა არ დაგეკარგოს, ფლიზsmile.gif))))
არა...არ გამიგია ეგრე ნამდვილად...ყველა შეიძლება იყოს პროგრესის მამოძრავებელი, უბრალოდ ზოგი ჩანდეს და ზოგი არა..ამაშია რა საქმე
თორემ არ შემინიშნავს კუხნაში შედი პათოსი შენს პოსტში ნამდვილად

Posted by: aktrisa 12 Dec 2018, 13:14
Jules Winnfield
უუუხ!!! ჯულს როგორ მიყვარს თქვენი პოსტები

Posted by: Jules Winnfield 12 Dec 2018, 13:21
ketuketo
აა ხო biggrin.gif თუ ხუმრობდი არ ვიცოდი. მე მაპატიე. უბრალოდ მიჩვეული ვარ მაგ მოსაზრებას ის რეაქცია რო მოყვება ხოლმე, რაც დავწერე.

QUOTE
არა...არ გამიგია ეგრე ნამდვილად...ყველა შეიძლება იყოს პროგრესის მამოძრავებელი, უბრალოდ ზოგი ჩანდეს და ზოგი არა..ამაშია რა საქმე

ამიტომაც ვბურღავ ხოლმე ყოველი კამათისას ტვინს იმაზე, რომ მეცნიერებას უფრო მეტი თავისუფლება უნდ ამიეცეს, რომ რეალობა ასე თუ ისე დავადგინოთ. მერე უკვე ვინც დასაფასებელი იქნება რეალურად, ყველას თავისი ადგილი ექნება საზოგადოებაში და სხვადასხვა იდეოლოგიები არ იმოქედებენ ადამიანების სიმპათიებზე თუ ანტიპათიებზე

T-mademoiselle
user.gif

Posted by: ketuketo 12 Dec 2018, 13:41
ერთი ზღაპარია ასეთი ჯანი როდარის მოტივებზე ვისაც გახსოვთ" ჩიჩო ქალაქ ნეაპოლიდან"
იქ ამბობს ბებერი ვეძმა: "რა საზიზღარი ბიჭია, სწავლა მოუნდა! პირადად მე არასოდეს არაფერი მისწავლია, ამიტომაც გამოვედი ნამდვილი ჯადოქარი!" biggrin.gif biggrin.gif
და დიახ! მე არასოდეს არაფერი მისწავლია, ამიტომაც გამოვედი ნამდვილი ჯადოქარი! lol.gif chups.gif
user posted image

Posted by: masha 12 Dec 2018, 13:49
Jules Winnfield
საერთოდ ძალიან ცოტა ადამიანი ხდება დიდი მეცნიერი
დიდი უაზრობაა კიდევ სქესობრივი ნიშნით მათი დაყოფა
და დონეების შედარება.

Posted by: salamander_r 12 Dec 2018, 13:55
2% კითხულობს საშუალოდ მთელს მსოფლიოში.

სკოლასა თავრებულების 15% ამთავრებს მაგისტრატურას(გერმანიაში), აქედან კიდევ ცოტა აგრძელებს დოქტორანტურაში.

ახლა ეს სტატისტიკა დაადე ლამაზების სტატისტიკას და მიხვდები.)))


ძალიან დიდხანს მომიწია ბევრ უნივერსიტეტთან შეხება და არამარტო საქართველოში და სიმპათიური ლექტორი კაცი დიდი იშვიათობაა.

თემა სულ სხვაა, ავტორი სხვაგან ცდილობს აქცენტის დასმას .


Posted by: Jules Winnfield 12 Dec 2018, 13:58
masha
კი, ეგ რა თქმა უნდა. მაგრამ ვინც გახდა, იმათგან ძალიან დიდი ნაწილი არის მამაკაცი. ეგაა ფაქტი. აი ახლა ეგ რამ გამოიწვია, უკვე სხვა საკითხია. ქალებს, რომ საუკუნეებია ავიწროვებენ ეს ფაქტია. მასე რომ არ მომხდარიყო რა სიტუაცია იქნებოდა ეგ უკვე არ ვიცი. დღეს-დღეობით კაცობრიობის საკმაოდ დიდი ნაწილი ახალ ეტაპზე გადავიდა და აღარ ხდება ცივილიზებულ სამყაროში ქალების შევიწროვება. გვაქვს საშუალება კარგად გამოვიკვლიოთ სქესებს შორის არსებობს თუ არა რაიმე განსხვავება და რა განსხვავება არსებობს. მთავარია ამის უფლება მიეცეს მკვლევარებს და რომელიმე იდეოლოგიის მიმდევარი პოლიტიკოსის თუ სისტემის გამო არ შეფერხდეს რეალობის დადგენა. იმ ვიდეოში, რა ზევით დავლინკე, მოყვანილია სხვადასხვა კვლევების სტატისტიკური მაცვენებლები. დაკვირვებით რო უყუროს სავარაუდოდ ბევრი მამაკაციც დაიბოღრმება ისეთ შედეგბი არის კვლევებში. მაგალითად ის რომ მამაკაცები ბევრად უფრო მიდრეკილები არიან აგრესიისკენ და სისასტიკისკენ, მამაკაცების უმეტესობა პირად ინტერესებს უფრო მაღლა აყენებს ვიდრე ოჯახის ინტერესებს, მათი უმეტესობა უფრო მიდის რისკზე (ამიტომაც დარვინის ჯილდოს მფლობელების აბსოლუტური უმრავლესობა მამაკაცია user.gif ) და ა.შ. მოკლედ სიმართლე სექსისტი ვერ იქნება yes.gif მთავარია დავადგინოთ სიმართლე

Posted by: salamander_r 12 Dec 2018, 13:59
ასევე ქალის სილამაზე სულ სხვაა ოცი წლის ასაკში და სულ სხვა ოცდაათის.

ესეც ცალკე თემაა.

Posted by: tranka 12 Dec 2018, 14:25
საქმე ის კი არაა, რამდენად ბევრნი არიან დიდი ქალი მეცნიერები
ან რამდენად გამოსდით ლამაზ ქალებს მეცნიერება

არამედ ის (დაიძაბა აქ მუსიკა)
თუ რატომ ვინტერესდებით საერთოდ ამ საკითხით და რატომ არის ეს წარმოდგენილი და აღქმული, როგორც რაიმე პრობლემა

"ცუდის" და "კარგის" კატეგორიებში გადაგვყავს ეგრევე
"ცუდია თუ კარგია, რომ ლამაზი ქალები ან ზოგადად ქალები უფრო ნაკლებად არიან დიდი მეცნიერები?"

რა სურთ იმ ადამიანებს, ვინც უკმაყოფილოა ფაქტით, რომ მეცნიერებაში/პოლიტიკაში ნაკლები ქალია?
ამ სფეროებში უკეთესი შედეგისთვის და კაცობრიობის საერთო კეთილდღეობისთვის იბრძვიან ?

მე მგონია და მგონი თქვენც გგონიათ, რომ ასეთი წმინდა მიზნები არ ამოძრავებთ ასეთი ადამიანების უმრავლესობას
არამედ უფრო პირადი კომპლექსებისა და შიშების კომპენსირებას ცდილობენ

მათთვის საზოგადოება სქესების ბრძოლის ველია
მათთვის სქესები ორი სხვადასხვა სახეობაა
და არა - ერთი სახეობის ორი განშტოება


Posted by: pytgon 12 Dec 2018, 14:30
arasblut

შენ თუ იმას გულისხმობ რომ ვინც გამორჩეულად ლამაზი იბადება მას ნიჭი არ აქვს მსგავს საკითხებში ცდები
მაგრამ თუ იმას ამბობ რომ ვინც ასეთი ლამაზია რატომ არ წვალობს და შრომობს ასეთი შედეგისთვისო კიბატონო გეთანხმები

რატომ?
იმიტომ რომ ყველაფერი იწყება ბავშვობიდან , გოგო რომელიც 15 16 წლისას შეამჩნევს რომ გამორჩეულად ლამაზია და ყურადღებას იქცევს (და ბუნებრივია ყველა ბავშვს მოწონს ყურადღების მიქცევა) აკეთებს იმას რაც მოწონს ანუ ყურადღების მიქცევას და აღარ რჩება სახლში და აღარ იწყებს 1 000 სობით ამოცანების ამოხსნას
(ისეთ შედეგს რაზეც შენ გაქ საუბარი რო მიაღწიო სწორედაც ბავშვობიდან უნდა დაიწყო სიღმისეული სწავლა და შრომა , ზოგადი სწავლით და 3 4 საათით მეცადინეობით ვერ მიაღწევ)

იმიტომ რომ შენც სწორედაც ესეთი გოგოები მოგწონდა ბავშვობაში და არა ისეთი სახლში ჩაკეთილი როა და წიგნებში იყო ჩამძვრალი


ანუ იმის თქმა მინდა რომ ადამინი რომ აღამოაჩნეს პატარაობაში თავის ნიჭს ასევთქვათ სილამაზეში, იწყებს იმ ნიჭის განვითარებას
ფიზიკის ყველაზე ძლიერი პროფესორი რო გამოვიდეს ამას დაჭირდეა 15 20 წლები და უფრო მეტიც ანუ სიბერეში შეიძლება მიაღწიოს ამას
და რთულია ამ დროს გოგომ უარ თქვას თავის სილამაზეზე და დაელოდოს 15 20 წელს როდის დაუფასდება თავისი შრომა და გახდება პროფესორი
როცა თავისი სილამაზით შეუძლია 2 3 წელში გახდეს ბევრად მარტივად ცნობილი


Posted by: masha 12 Dec 2018, 14:41
აი ახლა წარმოვიდგინოთ რომ ალენ დელონი
მეცნიერია _ასტროფიზიკოსი
კარგია?

Posted by: arasblut 12 Dec 2018, 15:45
masha
QUOTE
აუფ, ახლა ამ ფიზიკოსობით რას იზამდა?


გენიალური ფიზიკოსი რომ იყოს და მსოფლიო დონის მიღწევები ჰქონდეს, ვერაფერს იზამდა?

QUOTE
მაგ გარეგნობით გოგოები მილიონებს შოულობენ, (ისეთი კარგი დრო დაუდგა სილამაზეს)
დაჯდნენ ახლა ლაბორატორიებში რა ხეირი?


კაცობრიობის განვითარებას შეუწყობდა ხელს, ნობელის პრემიას მიიღებდა და ასე შემდეგ.

Posted by: Jules Winnfield 12 Dec 2018, 15:53
QUOTE
საქმე ის კი არაა, რამდენად ბევრნი არიან დიდი ქალი მეცნიერები
ან რამდენად გამოსდით ლამაზ ქალებს მეცნიერება

არამედ ის (დაიძაბა აქ მუსიკა)
თუ რატომ ვინტერესდებით საერთოდ ამ საკითხით და რატომ არის ეს წარმოდგენილი და აღქმული, როგორც რაიმე პრობლემა

"ცუდის" და "კარგის" კატეგორიებში გადაგვყავს ეგრევე
"ცუდია თუ კარგია, რომ ლამაზი ქალები ან ზოგადად ქალები უფრო ნაკლებად არიან დიდი მეცნიერები?"

რა სურთ იმ ადამიანებს, ვინც უკმაყოფილოა ფაქტით, რომ მეცნიერებაში/პოლიტიკაში ნაკლები ქალია?
ამ სფეროებში უკეთესი შედეგისთვის და კაცობრიობის საერთო კეთილდღეობისთვის იბრძვიან ?

მე მგონია და მგონი თქვენც გგონიათ, რომ ასეთი წმინდა მიზნები არ ამოძრავებთ ასეთი ადამიანების უმრავლესობას
არამედ უფრო პირადი კომპლექსებისა და შიშების კომპენსირებას ცდილობენ

მათთვის საზოგადოება სქესების ბრძოლის ველია
მათთვის სქესები ორი სხვადასხვა სახეობაა
და არა - ერთი სახეობის ორი განშტოება

yes.gif

Posted by: leica 12 Dec 2018, 16:08
arasblut
QUOTE
 რატომ ვერ ხდებიან ძალიან ლამაზი გოგოები მეცნიერები, ?

იმიტომ რომ სულ საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან და სწავლისთვის დრო აღარ რჩებათ

Posted by: masha 12 Dec 2018, 16:43
arasblut
QUOTE
გენიალური ფიზიკოსი რომ იყოს და მსოფლიო დონის მიღწევები ჰქონდეს, ვერაფერს იზამდა?

რას იზამდა როო?
შენ დღევანდელი მოქმედი რამდენი ფიზიკოსი იცი?

Posted by: HCl 12 Dec 2018, 17:12
masha
რომ დავაზუსტოთ, ანუ ფიზიკაში რამის გაკეთება აღარ შეიძლება ?

Posted by: Jules Winnfield 12 Dec 2018, 17:15
masha
იმას თუ გულისხმობ, რომ დღეს ფიზიკოსები არ არიან ისეთივე პოპულარულები, როგორც თუნდაც ტოპ მოდელები, მაგაში მაღთალი ხარ. რამე სხვას გულისხმობდი მაგ ნათქვამში?

Posted by: arasblut 12 Dec 2018, 22:53
masha

მასე ძალიან ბევრმა არც მსოფლიოს ტოპ ხუთი მილიარდერი იცის ვინაა, მაგრამ რა, ვერ არიან იმ ცნობილ ტოპ-მოდელებზე წარმატებულები?


ცნობადობა საერთოდ არაფერ შუაშია.

Posted by: J-Time 12 Dec 2018, 23:06
ნაკლებს მეცადინეობენ ერთი და მეორე მათთვის უინტერესო სფეროა

Posted by: Rhaegar 12 Dec 2018, 23:24
QUOTE (kea @ 12 Dec 2018, 08:40 )
user posted image

QUOTE
ჰოლივუდის სილამაზის


თვითნასწავლი სხვათაშორის.

სინამდვილეში ამ კაცის შრომის თანამონაწილეობა დაიბრალა.
user posted image

Posted by: kea 12 Dec 2018, 23:45
Rhaegar
აი ეგ იყო მუსიკოსი
ეს მსახიობი
ერთად მიიღეს პატენტი, მარა ინსტინქტის დონეზე, რა თქმა უნდა, კაცმა დადო ლომის წილი და ქალმა დაიბრალა.

მენდელეევის ცოლმა ნახა სიზმარი და დილით ქმარს უამბო, როგორია?

Posted by: cosmia 12 Dec 2018, 23:58
ჯიმ"მორისონი

მისმინე ცუნცულ, პიემესის დროს ყველა ემოციურია ქალიც და კაციც რომელიც ქალის გვერდიდაა, ეგ არაფერი რომ არ მოდუნდეთ კაცები მაგიტომ გვაქვს პიემესები ქალებს, რომ შიშის ზარს გცემდეთ წუთში 30 ჯერ შეცვლილი ხასიათით და განწყობებით!

ჩვენ დავისაჯეთ როცა დედობა შეგვეტენა, 9 თვე ფეხმძიმობა, ძუძუთი გამოკვებვა ბავშვის, გინდა არ გინდა დაკარგული დრო და ენერგიაა როცა ვარდები რეჟიმიდან, აგდებ რიტმს, ჩვენ ქვეყანაში ამ ყველაფერს ხეირიანად კანონიც კი არ არეგულირებს შრომის ბაზარზე არსებული ველური პირობების გამო და ამ ბილოგიური სასჯელის გამო რბოლას თანასწორ მდგომარეობაში ვერ წარვმართავთ თან დაუმატე კაცობრიობის მანძილზე ყველა ის სირული იდეოლოგია და კულტურული შეზღუდვები რაც ქალს მეორეხარისხივან არსებად აქცევდა, თუ ეს ყველაფერი დარეგულირდება კანონით და კარგი განათლების ხელმისაწვდომობა (არა ისეთი სიმბოლური განათლების რის საშუალებასაც ჩვენი განათლების სისტემა გაძლევს)ბევრ რამეს შეცვლის თუმცა იდეალური სიტუაციაა დასავლეთის ქვეყნებშიც არ არის ამ მხრივ, შერილ სენდბერგის ავტობიოგრაფიას რომ ვკითხულობდი კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში. ტაკ შტო ნუ გვტენი იმ ეწ "გარდაუვალობებს" რის შესახებაც არ შეიძლება ზუსტი ინფო გქონდესsmile.gif


პ.ს. ალენ დელონი როგორც მსახიობი არ დაგეკარგოთ lol.gif ეგეთი გაკრიალებული კაცები უშინაარსო ვიზუალით რატომ? რისთვის?

Posted by: ჯიმ"მორისონი 13 Dec 2018, 00:11
cosmia
რადიკალური ფემინისტკა გახდი ? rolleyes.gif

ბევრი ფაქტორია არა განათლების ბრალი!
უბრალოდ დიდი თემა და გაშლა მეზარება

გავა წლები საუკუნები და მაინც კაცები შექმნიან ფრო მეტს ებისმიერ სფეროში

დედობა შემოგვტენეს ცოტა ისეთი ნათქვამია არ მომეწონა
no.gif

Posted by: salamander_r 13 Dec 2018, 00:12
აუ ვინმემ პლუს 30 წლის ასაკში დოქტურანტურაში ვაბარებო თქვით და საზოგადოების რეაქციას დააკვიდით.


რომ სწავლობ, სულ თავის მართლება გიწევს.

სატირალია.




Posted by: ჯიმ"მორისონი 13 Dec 2018, 00:14
salamander_r
შენ აბარებ ?
მერე რა საზოგადოების აზრს თუ მიაქციე ყურადღება ვერასოდეს ვერ მიაღწევს ვერაფერს...
ძალიან ბანლური ფრაზა დავწერე,მაგრამ სრული სიმართლე
smile.gif



Posted by: salamander_r 13 Dec 2018, 00:19
ჯიმ"მორისონი

გარემოებები კი, მაგრამ ზოგადად ადამიანებს არ ჰყოფნით გონებრივი შესააძლებლობები, რომ თუნდაც მაგისტრატურა დაამთავრონ, საქართველოში არ ვგულისხმობ.

დოქტურანტურა და მეცნიერება რომ არც ვახსენო. ))))


ადამაინების სრული უმრავლესობა დებილი და ეს ასეც უნდა იყოს.


Posted by: ჯიმ"მორისონი 13 Dec 2018, 00:25
salamander_r
შენ რას ფიქრობ რატომ არიან კაცები უფრო წარმატებულები ?
განათლების არ ქონას აბრალებ შენც ?

შენი პოსტებიდან გამომდინარე იგრძნობა რომ ფემინისტი არ ხარ,ნუ მე ესე მგონია ყოველშეთხვევაში

Posted by: salamander_r 13 Dec 2018, 00:33
ჯიმ"მორისონი

იმენა სწვალას რაც შეეხება,ყველგან გოგოები ბიჭებზე უკეთეასდ სწავლობენ და მეტად ბეჯითები არიან.

წარმატება არ არის არც სქილების და არც ბეჯითობის შედეგი.

წარმატება არის შინაგანი წვა, რაც მაღალია შინაგანი ტემპერატურა, მით მეტად გამოიხატება ის მატერიაში და ხორციელდება.

ქალი თავისი არსით არის პასიური , ბნელი და ინერტული. ინის და იანის ენერგიებიდან რომ ავიღოთ პირდაპირ ზედსართავი სახელები.

ბალზაკი დღეღამეში 18 საათი მუშაობდა წლების განმავლობაში და ამიტომაა ბალზაკი და არა იმიტომ , რომ განსაკუთრებულად ნიჭიერი იყო.

ანუ საშუალო მონაცემებს პლუს ეს შნაგანი წვა, რომელიც გაძლებინებს ფიზიკურად უდრის წარმატებას.

ქალი მალე ნელდება, ნელა ინთება და ეგრევე ნელდება.


ამიტომ ვეძებთ და გვჭირდება მუდივად ემოციის მომცემი სუბიექტი, ნამდვილი თუ გამოგონილი სულ ერთია.







Posted by: ჯიმ"მორისონი 13 Dec 2018, 00:48
salamander_r
ვიცოდი რომ ეგეთ რაღაცას დაეწერდი
მეც ეგრე ვფიქრობ უბრალოდ აბდაუბდად დავწერე წინა გვერდზე
თან კაცისთვის რაღაც პონტში წარმატების მიღწევა ამა თუ იმ სფეროში არის კარგი ოჯახის შექმნის წინაპირობა

ინტუიციაც უკეთესი გაქვთ და საერთოდ ბევრ რაღაცაში გვჯობნით ოღნდ არ იყენებთ სრულად...

შენში ყველაზე მეტად ის მომწონს რომ არ კარგავ შენს ინდივიდუალურობას და არავის არ ეტენები უხეშად რომ ვთქვათ,ანუ ე.წ კლანებში არ ერთიანდები...
ხელოვნურად შექმნილი ურთიერთბებს არ ეძებ და ეგეთ სასტავს მარტო ყოფნა გირჩევნია
up.gif
ძალიან იშვიათი ეგზეპლიარი ხარ ფორუმზე



Posted by: salamander_r 13 Dec 2018, 00:52
ჯიმ"მორისონი


კაცისთვის რაღაცის მირწევა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი მისი ეგოსთვის და პირველ რიგშ ის ამას კაცებს უმტკიცებს, ქალი უბრალოდ ლამაზი სუვენირია ხოლმე .
)))))


ვის უნდა შევეტენო? ჰაჰაჰა

2007 წლიდან აქ ვარ, იცი რამდენი სასტავი მაქსვ ნანახი? უუუჰ

აქეთ მეტენებოდნენ სულ, უშედეგოდ რათქმაუნდა.




Posted by: Palladio 13 Dec 2018, 00:55
QUOTE
ამიტომ ვეძებთ და გვჭირდება მუდივად ემოციის მომცემი სუბიექტი, ნამდვილი თუ გამოგონილი სულ ერთია.


ეგ ძირითადად საზოგადოებრივი დაკვეთაა. ემოციები წესით შენ უნდა აკონტროლო. ემოციების/სიყვარულის გარეშე ის არ შეიძლება, ეს არ შეიძლება, საზოგადოებრივი დაკვეთიდან მოდის, ქალები უბრალოდ "კარგი" შემსრულებლებია, კაცები კიდევ "ცუდი". უმეტესობა ასეა, ჩვენთან მაინც...







Posted by: ჯიმ"მორისონი 13 Dec 2018, 00:59
salamander_r
მივხვიდ მაგას,რომ აქეთ ცდილობენ და შენ ნეტრალიტეტს ინარჩუნებ.... თუმცა მეგობრული ტიპი მგონიხარ

მეც 2007 ვარ ოღონდ შენ პარამეცნიერებიდან მახსოვხარ
ფოტოებსაც დებდი იმ დროს და აწერიდ ასეთ რამეს
მორიელებიც ვიღებთ ფოტოებსო თუ ვიპრანჭებითო
მოკლედ რაღაც მსგავს წერდი

QUOTE
კაცისთვის რაღაცის მირწევა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი მისი ეგოსთვის

ეგრეა
სექსაც მსგავსი დაჭვირთვა აქვს კაცების სამყაროში
ეგოს გამოკვება...

QUOTE
ჰაჰაჰა

biggrin.gif
რა ტიპი ხარ


Posted by: salamander_r 13 Dec 2018, 00:59
ქალი მეტად მგრძნობიარეა და ამის უარყოფა მგონი უაზრობაა.

მითუმეტეს, რომ აქედან ბევრი კარგი რაღაცის გამოყვანა შეიძლება.

როგორც იუნგი ამბობდა, გიყვარდეთ საკუთარი ტრამვები და დემონებიო.
* * *
ჯიმ"მორისონი


ნეიტრალიტეტი რავიცი აბა.

წყევლა მაქვს ასეთი, სტიქონებს შორის ვკითხულობ და მათ უწიპუწში იმდენი ნაგავი იკითხება , რასაც აქ ვხედავ რარანაირი სურვილი არ მქონია, ვინმე მსგავს დაჯგუფებას ვეკუთვნოდე.


Posted by: Palladio 13 Dec 2018, 01:04
salamander_r

ეგ ინდივიდზეა დამოკიდებული, ვიღაც მგრძნობიარეა, ვიღაც არა. მგრძნობელობის საშუალო მაჩვენებელს ვერავინ გაზომავს. შენ, ალბათ, უფრო საკუთარი გადასახედიდან წერ, რადგან თავად ხარ მგრძნობიარე. იუნგი არ ვიცი რას ამბობდა.




Posted by: salamander_r 13 Dec 2018, 01:06
Palladio


ქალს სხვა ჰორმონების მიქსი აქვს, კაცს სხვა.

აქედან- სხვადასხვა ემოციური მდგომარეობა.


დანარჩენი მეზარება.



Posted by: HCl 13 Dec 2018, 01:07
salamander_r
გოგოები ყველაზე კარგად არ სწავლობენ.
ნიჭი თანდაყოლილია, 20 საათსაც მუშაობს ხალხი მაგრამ არავინ ისე. კვდება ვერაფერს აკეთებს ...
გენიოსების ბავშვობაში ჩანს რომ ისნი არ იყვნენ ჩვეულებრივი ბავშვები,

Posted by: Palladio 13 Dec 2018, 01:12
salamander_r

ჰორმონების რაოდენობა არ დამითვლია არც კაცებში და არც ქალებში, მაგრამ დაყოფა ხელოვნურია. ასე უფრო ადვილი სამართავები ვართ.




Posted by: salamander_r 13 Dec 2018, 01:13
Palladio
QUOTE
ჰორმონების რაოდენობა არ დამითვლია არც კაცებში და არც ქალებში



შეიცან თავი შენი.))))))




Posted by: ჯიმ"მორისონი 13 Dec 2018, 01:13
salamander_r
იუნგს მგონი არც ყავდა მეგობრები მგონი....





მეც ეგრე ვარ
მარტო ყოფნა მირჩევნია ხელოვნურ ურთიერთობებს სადაც უნდა უთხრა მარტო კარგი და თუ რამეში არ ეთანხმები ეგრვე მტერი ხდები
ფორუმს არ ვგულისხმობ მერე ვინმე რომ არ დამაბრალოს
საერთოდ ვიძახი


Palladio
ევოლუციამ განაპირობა ეგ და არა საზოგადოებამ
სწორად ახსნა სალამანდრამ

Posted by: Palladio 13 Dec 2018, 01:26
salamander_r

შეცნობა რითი უნდა დავიწყო იმით, რომ კაცების ჰორმონების საშუალო მაჩვენებელი ქალისაზე მეტი ან ნაკლებია ? - ნებისმიერი ადამიანი ინდივიდუალურია მაგ კუთხით, ისევე როგორც ყველა სხვა კუთხით, რა მხრივაც არ უნდა მიუდგე. კაცის და ქალის შეპირისპირება არის ხელოვნური, ისინი ერთმანეთთან ჰარმონიაში არიან, ერთი ინტერესები აქვთ, ერთი სამყარო აქვთ, ერთ ჰაერს სუნთქავენ. ერთ მიწაზე დადიან... განსხვავებების ძიებას თუ დაიწყებ მილიონს აღმოაჩენ, მაგრამ, რატომ ეძებ?
იგივე შეიძლება ითქვას ნებისმიერ ადამიანზე ზოგადად.

ჯიმ"მორისონი

რა ამიხსნა, ის რომ კაცი და ქალი სხვადასხვა სქესია? - ეგ ისედაც ვიცით. კაცებიც სხვადასხვაგვარები არიან, ზოგი მაღალია, ზოგი დაბალი, ზოგიც მსუქანი, ზოგი გამხდარი და ასე დაუსრულებლად...



Posted by: salamander_r 13 Dec 2018, 01:32
Palladio


გულახდილად რომ გითხრა, მამრობით სქესს ერთნაირ ბიოლოგიურ არსებად ვერ აღვიქვამ და არამარტო ჰორმონების გამო. ))))

ჰომოსაპიენსებიც კი არ მგონია იმდენად სხვანაირი ვიზუალური აღქმა მაქვს მათი.


ალბათ ასეთ ინდივიდუალურია.
ცუდი და კარგი ყველგანაა.
ღალატი ცუდია, ერთგულება კარგია.
ბალახი მწვანეა
თოვლი თეთრია.

Posted by: Palladio 13 Dec 2018, 01:37
salamander_r
QUOTE

გულახდილად რომ გითხრა, მამრობით სქესს ერთნაირ ბიოლოგიურ არსებად ვერ აღვიქვამ და არამარტო ჰორმონების გამო. ))))
ჰომოსაპიენსებიც კი არ მგონია იმდენად სხვანაირი ვიზუალური აღქმა მაქვს მათი.


გამონაკლისი არ ხარ. ბევრია მასე. როგორც ქალი კაცზე, ასევე კაცი ქალზე, გაფორმება შეიძლება სხვა იყოს, შედეგი ერთი.



Posted by: salamander_r 13 Dec 2018, 02:04
Palladio


საკუთარი ფიზიოლოგიის ასე დაიგნორება, რავიცი რავიცი.


გოგო ხარ თუ ბიჭი ესეც არ ვიცი, მაგრამ არაა მთლად კაი ამბავი მეგობარო. ))))

Posted by: masai11 13 Dec 2018, 05:13
და ძალიან ლამაზი კაცები არიან გამოჩენილი მეცნიერები?

პატრიარქალურ სამყაროში ლამაზ ქალს მეცნიერებისთვის არავინ მოაცდენდა smile.gif და აწი შეიცვლება მდგომარეობა ამ მიმართულებით.


Posted by: kea 13 Dec 2018, 06:06
QUOTE
პატრიარქალურ სამყაროში ლამაზ ქალს მეცნიერებისთვის არავინ მოაცდენდა  და აწი შეიცვლება მდგომარეობა ამ მიმართულებით.



პატრიარქალურ სამყაროში ქალმა ჯერ უნდა დაამტკიცოს რო არაა ქალი და მერე იოცნებოს რაიმეს მიღწევაზე .

ხატშეპსუტამ ფარაონის წვერი მიიწება.
თამარამ მეფე ვარო, დედოფლობით შორს ვერ გაქაჩავდა.
ელისაბედმა თქვენი დედაც, არც ქალი ვარ არც ქმარი მინდა, ინგლისს გავყევი ცოლადო.

ვერ გაიგებთ ამას კაცები, ვერა. სანამ ელიავას მუშა არ მოგიბრუნდება და საყვედურით არ გეტყვის, კაცი არავინ გყავთ ოჯახშირო დაველაპარაკოო?

აქ კიდე მომინდომეთ, ი კამსამოლკა, ი სპარცმენკა და ი პროსტა კრასავიცა.

Posted by: cosmia 13 Dec 2018, 09:25
ჯიმ"მორისონი
რომელ ჩემ ფრაზაში დაინახე რადიკალური ფემინისტკა? lol.gif შენ ვერასდროს ვერ გაიგებ რა რთულია ქალისთვის კაცების სამყაროში თვითდამკვიდრება, იმიტომ რომ ქალი არ ხარ, იმდენი დეტალია, ჰეჰ.

მჯეროდეს საკუთარი სქესის უნარების, ვაანალიზებდეს ისტორიულ-სოციალურ და კულტურულ კონტექსტს სწორად და გამომქონდეს ლოგიკური დასკვნები ამას რადიკალური ფემინიზმი ქვია?

სალამანდამ დაწერა აქ შინაგანი წვა და მიზნისკენ სიარულის ის დრაივი რაც კაცებს აქვთ ქალებს არაო და ეგ არის პრობლემაო, კი ბატონო ამ ცეცხლს, თუ მდედრი საშუალებას აძლევს საზოგადოებას მისი ცხოვრება ისე მოაწყო როგორც საჭიროა მაქს უნივერსიტეტის დამთვრებისთანავე თავის შეტენილ ბუდეში აგიზგიზებს ქმრისა და შვილების წინაშე სანამ ნევროზებით არ გამოიტენება და მამენტ მერეც. თავი და თავი აქ საზოგადოებრივი დაკვეთებისგან გათავისუფლებაა და არც ესაა მარტივი, 30 წლის ვხვდები და ყოველთვის გამოხტება ვიღაც ### ნათესავი რომელიც აუცილებლად ჩამეკითხევა ჰა არ თხოვდები? შვილი მაინც გააჩინა ასაკში ხარ lol.gif შენ ის უნდა ნახო კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით უცებ კაცებთან მღელვარე დისკუსიაში თუ ამოვყავი თავი ამას რა ჭორები და შედეგები მოყვება ხოლმე, მკიდია მაგრამ ვიღაცისთვის ეს შეიძლება დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს და სამუდამოდ შეიბუდოს საკუთარ თავში! ჰო გამახსენა ჩემ ყოფილს სკოლაში ძალიანაც მოწონდა ჩემი აქტიური ბუნება აი თანაცხოვრებაში მხოლოდ დისკომფორტი იყო ჩემი არაპროგნოზირებადი ცნობისმოყვარე და აქტიური ხასიათი მისთვის და ყოველ ერთად გასვლა სადმე გზაში ხოცვა-ჟლეტვით მთავრდებოდა, მე გამოვექეცი სამაგიეროდ სხვა ქალი შერჩა რომელიც იმის ილუზიას ქმნის რომ დამოუკიდებელი მოთამაშეა...

Posted by: ketuketo 13 Dec 2018, 10:22
ხალხო იური ბურლანის სვფ იცით ალბათ აქ ვინმემ?
პაპსაა მაგრამ მაინც მაინტერესებს, კითხვები მაქვს
cosmia
ჩემნაირი ხარ შენ

Posted by: salamander_r 13 Dec 2018, 12:51
QUOTE
ხალხო იური ბურლანის სვფ იცით ალბათ აქ ვინმემ?



პაპსაა?))))))


ჰაჰა

Posted by: cosmia 14 Dec 2018, 12:48
ketuketo
დაგუგლზე ტონა ინფოა რუსულ საიტებზე და ძირითადი რაოდენობა მისი და მისი სექტის მიერაა გაკეთებული, სვფ არ არის კლასიკური ფსიქოლოგიის ნაწილი, რაღაც კვაზი მეცნიერებაა რომელიც ადამიანს თოჯინებად მოიაზრებს, წინასწარგანსაზღვრულობის მეთოდით ეწ ვექტორებით. პირადად მე ვფიქრობ რონ სირობაა სხვების არ ვიცი. ინდივიდს როგორც ასეთს არ ცნობს მხოლოდ კატეგორიებად ყოფს მას და აწესრიგებს და ხსნის პიროვნებას ამგვარად, ცნებები და მიდგომები ჰაერიდან არ აქვს მოტანილი მაგრამ თაროზე ისე აწყობს და ალაგებს როგორც მის ლოგიკას ჭირდება. მოკლედ დანავაროტკებული მეცნიერების ობრაზში შეფუთული ასტროლოგიაა რა.

Posted by: DustyKid 14 Dec 2018, 18:30
ყველას სილამაზე აბნევს და პოპულარობა ურჩევნია და დღეს @$@კი უფრო ფასობს მასებში ვიდრე მოზგი <3 ერთეულების ინტერესია მეცნიერება 98 % არ ევასება დედამიწის ბრუნვაზე ''რწევა'' <9

Posted by: Piqush 14 Dec 2018, 21:06
ფიზიკოსი და ულამაზესი ქალები არ ვიცი, არ დამითვალიერებია, მაგრამ, ნატალი პორტმანი ხომ არის ულამაზესი??? ჰოდა, ჰარვარდში ფსიქოლოგიაში ლექციებს კითხულობს, ასევე ჰარვარდში ისწავლა და მიიღო დოქტორის ხარისხი და არის უნიჭიერესი. ააერთოდაც, ებრაელი და უნიჭო არ გამიგია აქამდე ...

Posted by: lazyadmin 14 Dec 2018, 22:32
QUOTE (ketuketo @ 12 Dec 2018, 11:04 )

პ.ს. რატომღაც ყოველთვის ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს უფრო თვლიან "მეცნიერებებად", ვიდრე ჰუმანიტარულს ან სოციოპოლიტიკურს

იმიტომ რომ უფრო სტაბილური მეცნიერებებია და არ იცვლებიან პარტიის ხაზთან ერთად.

მაგალითა საბჭოთა მათემატიკოსი დღესაც მათემატიკოსია
მაგრამ საბჭოთა პოლიტოლოგი დღეს ნულია

Posted by: შარლატანი 15 Dec 2018, 08:48
ვიზუალურად მიმზიდველი ქალი თავის ვიზუალს იყენებს ძირითადად გარშემომყოფთა მოსახიბლად და უფრო მეტ დროს უთმობს მას.ყურადღებით განებივრებულები ძირითადად ზარმაცები არიან საქმის მიმართ და ნაკლებ დროს უთმობენ გონებრივ სამუშაოებს.აქვთ ცუდი იუმორის გრძნობა.

ნაკლებად მიმზიდველი კი გონებრივ განვითარებაზე უფრო მუშაობს,რადგან ქვეცნობიერი კარნახობს რომ მას სხვა გზა აღარ დარჩენია ყურადღების მისაპყრობად და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისთვის.mo.gif

ჭკვიანი და მიმზიდვველი კი ორივე მახასიათებელს წარმატებით იყენებს,მაგრამ მათი რაოდენობა მცირეა.

დიდი ბრიტანეთიდან ვპოსტავ რომ იცოდეთ ლამაზებო და ჭკვიანებო wink.gif

Posted by: Piqush 15 Dec 2018, 12:27
თქვენს კომენტარებს რომ ვკითხულობ, ცოტა ვითრგუნები smile.gif))

რავიცი, მე არასდროს შემქმნია აქამდე თავის დამკვიდრების პრობლემა იმ მიმართულებით, რასაც ვირჩევსი ყოველთვის. პირიქით, მუდმივად სასიამოვნო სიტუაციაში ვხვდები და ვხვდებოდი ხოლმე ამ არჩევანის გამო და არც არასდროს მიგრძვნია თავი ვინმეზე ნაკლებად, რადგანაც მე კაცი არ ვარ. არასდროს, არც ვინმეს უგრძნობინებია ეს აქამდე. ჰო, საბუნებისმეტყველო მიმართულებას მივყვები, ნეირომეცნიერებას და დადებითი დამოკოდებულების მეტი ჯერ არაფერი შემხვედრია. ეს, ალბათ, ოჯახიდანაც მოდის. მამა ფიზიკოსია და სულ უნდოდა, რომ შვილებიც გავყოლოდით მეცნიერებას. ბევრი ვიტრიალე თუ ცოტა ფსიქოლოგიაში, ბოლოს მაინც გადავედი საბუნებისმეტყველოში. ჰოდა, ორივეში ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს და ეს პოსტები კი ცოტა დამთრგუნველია :დდ

პ.ს. და არც იმას ვეთქნხმები, რომ თავის მოვლა რთული ან შეუძლებელია მაშინ, თუნმეცნიერება გინდა. ეგრე, ალბათ, კაცებისთვის იქნებოდა. ქალებისთვის ნაკლებად. მაგრამ, თუ ტოპ-მოდელობას ითხოვთ და თანაც მაღალ მოდას, მაშინ კი, ვერც შეუთავსებ ნამდვილად ერთმანეთს და მარტო თავის კარგი მოვლაც არ არის საკმარისი.


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)