[ Gelashvili Performance ]მოგესალმებით
ბევრმა იცით ჩვენს შესახებ მაგრამ მათთვის ვინც არ იცით და არ გაქვთ ინფორმაცია გავხსნით ამ თემას.
=GEP= ეს არის ადგილი სადაც შეგიძლიათ ფრთები შეასხათ თქვენს ავტომობილს!ECU Tuning გთავაზობთ კომპიუტერულ პროგრამირებას ინდივიდუალურად თქვენი ძრავისთვის, ყველა გარემო პირობის და ვითარების გათვალისწინებით
ჩვენ არ ვწერთ გამზადებულ პროგრამებს, არ ვთანამშრომლობთ სხვა ტუნინგ კომპანიებთან და არ ვყიდით სხვის პროდუქციას. თქვენი მანქანისთვის ჩვენთვითონ ვქმნით ადგილზე ინდივიდუალურ კალიბრაციას რომელიც იდეალურად იქნება მორგებული თქვენს ძრავზე და მოდიფიკაციებზე რათა გამოიმუშაოს მაქსიმალური სიმძლავრე უსაფრთხოების ფარგლებში
ფასები იწყება 150$-დან 1500$-მდე დამოკიდებულია იმაზე თუ რა სირთულის მანქანაა, რა მართვის სისტემა აქვს და რა აპარატურას ვიყენებთ "ნასტროიკისას".
ვმუშაობთ როგორც ავტომობილებზე ასევე მოტოციკლებზეც, მომსახურება "დანასტროიკება" შესაძლებელია როგორც დინამომეტრზე ასევე ქუჩაში თქვენი სურვილისამებრ.
AWD RWD FWD Bike Dyno სერვისი ჩვენ გვაქვს Mustang ფირმის დინამომეტრი რომელიც გვაძლევს საშუალებას შევამოწმოთ წინა, უკანა და ოთხივე წამყვანი მსუბუქი ავტომობილი თუ მოტოციკლი. გავიგოთ ზუსტად რამდენი ცხენი აქვს საბურავზე და რა ჰაერი / საწვავის ნაზავზე მუშაობს (სმესი). ჩვენს დინოს აქვს გზის იმიტაციის საშუალება რითიც შეგვიძლია მანქანა დავტვირთოთ ისევე როგორც იგი იტვირთება გზაზე, სწორზე თუ აღმართზე, რის საშუალებითაც უზუსტესად არის შესაძლებელი კომპიუტერის კალიბრაციის გაკეთება რათა ნებისმიერ ვითარებაში მანქანამ გამართულად და ხარვეზების გარეშე იმუშაოს.
ფასები დინამომეტრის მომსახურების შემდეგია:
ტესტი 3 გარბენი - 60 ლარი
ქირა 2 საათი - 180 ლარი (ყოველი მომდევნო საათი 50 ლარი)
დინამომეტრის მომსახურება როდესაც ჩვენ ვაკეთებთ კომპიუტერის კალიბრაციას - 150 ლარი ("ნასტროიკის" საფასურის გარდა)
დინო მუშაობს ყოველ დღე საღამოს 7-დან ღამის 2-მდედაჯავშნეთ თქვენი დრო წინასწარ.
პროექტები დაგეხმარებით ნებისმიერი პროექტის სწორად დაგეგმვა და განხორციელებაში. ჩვენ საკმაოდ დიდი ფული და რესურსი ჩავდეთ იმაში რომ თქვენ ფული დაგაზოგინოთ და მოგაწოდოთ ის პროდუქტი რომელიც თქვენს მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს. მრავალი წელი ვსწავლობდით და ვსწავლობთ სხვა და სხვა პლათფორმებს რომ გავიგოთ რა მუშაობს და რა არ მუშაობს, რა ნაწილი ძლებს და რა ნაწილი არ ძლებს ამა თუ იმ სიმძლავრეზე, რომ შემდგომ ჩვენთან მოსულ მომხმარებელს სწორად შევურჩიოთ თავიდანვე კომპლექტაცია და თავიდან ავარიდოთ ისეთი პრობლემები როგორებიც გამოუცდელობის შემთხვევაში უეცრად ჩნდება. (ტრანსმისიის ჩაშლა, კარდნის გაწყვეტა, ყუმბარების გატეხვა, და ა შ)
ვაწყობთ როგორც მძლავრ ძრავებს ასევე კონკრეტული პროექტისტვის კოლექტორებს (შემშვები / გამშვები) და გამონაბოლქვის სისტემებს.
სავალი ნაწილი და ზოგადი დიაგნოსტიკა ჩვენთან შეგიძლიათ ჩაუტაროთ მანქანას სავალი ნაწილის დიაგნოსტიკა და მიიღოთ მაღალი ხარისხის მომსახურება ექსპერტებისგან
შეცვალოთ ნებისმიერი ნაწილი თუ გააუმჯობესოთ იგი
შეამოწმოთ თქვენი მანქანის სიმძლავრე და ნახოთ ჰაერის და საწვავის ნაზავი (სმესი)- 60 ლარი
შეამოწმოთ ჰაერის სისტემა გაპარებაზე (Leak Test) - 30 ლარი
შეამოწმოთ ძრავის კომპრესია - 40 - 60 ლარი
შეცვალოთ საქარე მინა (ლაბავოი)
შეაკეთოთ ან განაახლოთ მექანიკური ტრნსმისია
სემინარიპერიოდულად ვატარებთ სემინარს ტუნინგის სხვა და სხვა მიმართულებით, ჩვენ ერთადერთი კომპანია ვართ კავკასიის მასშტაბით რომელიც სთავაზობს ხალხს ასეთ უნიკალურ შანსს.
განიხილება ისეთი თემები როგორიცაა: „კომპიუტერული ტუნინგი", „ძრავის მუშაობის პრინციპი", „ტურბოს მუშაობის პრინციპი", „როგორ ავაწყოთ სასურველი კონფიგურაციის ძრავი" და ა შ.
სემინარს შეუძლია დაესწროს ნებისმიერი პიროვნება მყუდრო გარემოში ჩვენს ბარში სადაც ამავდროულად შესაძლებელია მიირთვათ უგემრიელესი და უზარმაზარი სტეიკი, სოსისეულობა, საფირმო ბურგერი, საფირმო ყველი, ლუდი და ა შ. როგორც იტყვიან "приятное с полезным"
ბარი მუშაობს ყოველ დღე დღის 14:00-დან ღამის 2:00-მდე
ბარი=GEP's= გარემო სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ყველაზე დიდი, უგემრიელესი და განსხვავებული კერძები! ამავდროულად თვალყური ადევნოთ ჩვენს კომპანიაში მიმდინარე მოვლენებს. რეალურ დროში დაინახოთ დიდ ეკრანზე Dyno-ზე მდგომი მანქანა და მისი შედეგები, ნახოთ ვინ არის დღეს TOP 10 ლიდერი Drag-ში, Drift-ში, მოტო მრბოლელებში, ვის აქვს ყველაზე მეტი ცხენის ძალა ნაჩვენები ჩვენს Dyno-ზე. ახლოდან ნახოთ და შეეხოთ ჩვენს მიერ შექმნილ ცხოველებს და სხვა და სხვა საოცარ პროექტებს. მოაწყოთ შეხვედრები, ითამაშოთ დართსი და მოაწყოთ ამხანაგური ჩემპიონატები.
ბარი მუშაობს ყოველ დღე დღის 14:00-დან ღამის 2:00-მდე, ანგარიშსწორება შესაძლებელია როგორც ნაღდზე ასევე პლასტიკური ბარათით.
საკონტაქტო ტელეფონი
577222704
595252026
მისამართი:
მინდელის ხიდი (გლდანი დიღმის დამაკავშირებელი ხიდი)
გლდანიდან როდესაც მიდიხართ დიღმისკენ, ხიდზე სანამ გადახვალთ მარჯვენა მხარეს არის ჩვენი ბარი =GEP's=, კასტროლის მაღაზია და სამრეცხაოები, ეზოში კი ჩვენი სერვისი.
იხილეთ ადგილი Google-ს რუქაზეhttps://www.google.ge/maps/place/Gelashvili...7e03ba571?hl=enდაწვრილებით ინფორმაცია ჩვენი პროექტების , დანასტროიკებული თუ უბრალოდ გატესტილი მანქანების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ Facebook-ზე.
Like Us On Facebook ----> www.gelashviliperformance.com
შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ პირადად ჩვენ და არა მეგობარს ან მეზობელს რათა თავიდან ავირიდოთ არასწორად ინფორმირება და უზუსტობა.რამოდენიმე ვიდეო რგოლი
This post has been edited by Gelashvili on 13 Feb 2015, 17:56
ТОЙОТА - управляй мечтой. ВАЗ - не ссы, доедем
IF YOU CAN'T SMOKE THE TIRES FROM A 100 KMh ROLLING START YOUR ENGINE NEEDS MORE WORK
ты можешь ходить?