http://www.sportall.ge/sport/tcidaoba/dziu...vitharebaa.html- 20-21 მაისს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში "დიდი მუზარადი" ტარდება და იმის შემდეგ 3-4 დღეში გავფრინდებით სეულში, სადაც ადგილობრივ საუნივერსიტეტო ქალაქში გავივლით შეკრებას. ჯეონიც იქ იქნება ჩვენთან ერთად. კორეაში წონაში 2-2 კაცს წავიყვანთ.
- კორეული შეკრება 12 ივნისამდე გაგრძელდება და მერე პირდაპირ გადავალთ იაპონიაში, სადაც კოდოკანში ერთობლივი ვარჯიშები ტარდება. იქ თავად იაპონელებმა მიგვიწვიეს მთელი მსოფლიო - თუ გინდათ ჩვენთან ჩამოსვლა და ვარჯიში, ეს პერიოდი იქნება თქვენთვის გამოყოფილი, თორემ ამის შემდეგ აღარც ფედერაცია მიგიღებთ და აღარც - კლუბებიო.
- ჯეონი იაპონიაში აღარ იქნება, მაგრამ, შეიძლება, ჩამოვიდეს ესპანურ კასტელდეფელსში, სადაც ივლისის დასაწყისში ერთობლივ კემპზე ჩავალთ.
კიდევ ერთხელ წონადი ტურნირების ჩამონათვალი:
1. 20-21 MAY - Grand Slam RUS Yekaterinburg;
2. 16-18 JUN - Grand Prix MEX Cancun;
3. 30 JUN - 02 JUL - Grand Prix CHN Hohhot.
ივნისის შუა რიცხვებიდან იაპონიაში ვართ, ივლისის დასაწყისიდან ესპანეთში. შესაბამისად მექსიკის პრიზს უეჭველი ვტოვებთ (ლიდერებზე მაქვს საუბარი), ჩინეთის პრიზზე გამოსვლა კი თავისუფლად შეგვიძლია. კორეა-იაპონიაში გავლილი შეკრებების შემდეგ ძალების იქვე მოსინჯვა საინტერესოც იქნება და სასარგებლოც.
This post has been edited by solo-solo on 25 Apr 2017, 16:18