გაზის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე:
1. ყველაფერი სწორად და საიმედოდ უნდა დამონტაჟდეს. სასურველია ავტომატური გადამკეტის დაყენება.
2. უნდა იცოდეთ რომ, მეტალოპლასმასის გადაბმის ადგილები დროთა განმავლობაში ჰერმეტულობას კარგავს და გადაჭერა ჭირდება.
3. ყურადღებით უნდა იყოთ და თუ სუნს იგრძნობთ:
ა) არცერთი ხელსაწყო არ ჩართოთ, მითუმეტეს სიგარეტი არ გააბოლოთ.
ბ) მაშინვე გააღეთ ყველა კარფანჯარა
გ) გადაკეტეთ მთავარი გაზის ვენტილი და სახლი კარგად გაანიავეთ.
დ) როცა გაზის სუნი გაქრება, გახსენით გაზის ვენტილი და და მილების გადაბმა შეერთების ადგილები ჯერ საპნიანი წყლის წასმით, მერე კი ცეცხლით შეამოწმეთ. ცეცხლით იმ უნიშვნელო გაჟონვის აღმოჩენა შეიძლება, რომელსაც ქაფით ვერ შენიშნავთ. (არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ პირიქით).
4. თუ პრობლემას ვერ იპოვით, ან იპოვით მაგრამ თავად ვერ აღმოფხვრით, ისევ გადაკეტეთ გაზის მთავარი ვენტილი და გამოიძახეთ სპეციალისტი.
https://www.facebook.com/GBIC-2386761228891...U_JOJgWVViDpVA2KEROP