Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > საერთაშორისო პოლიტიკა > ტიბეტი რატომ კიდია ყველას?


Posted by: ronald_wesley 16 May 2016, 22:53
მისი ოკუპაციისას 1 მილიონზე მეტი ტიბეტელი დაიღუპა. ბუდისტური ტაძრების 99%ზე მეტი გაანადგურეს ჩინელებმა . ყველა ლაპარაკობს ყირიმზე ისისზე , ჩეჩნეთზე ,
ტიბეტი კი კიდია ყველას . ტიბეტის ავტონომიური რეგიონი 1. 200 000 კვ კმა . ანუ თითქმის ოცჯერ მეტი ვიდრე საქართველოსია . ისტორიული ტიბეტის ტერიტორია კი ბევრად უფრო დიდია !
ამხელა ქვეყანა რატომ არავის აინტერესებს??


Posted by: qar-tleti 16 May 2016, 23:00
QUOTE
 ტიბეტი რატომ კიდია ყველას?



ბევრჯერ მიფიქრია მაგ საკითხზე,

ფაქტიაზ რომ კიდიათ

ალბათ იმიტომ რომ მანდ ნავტობი არ არის

Posted by: Robin Hood 16 May 2016, 23:03
როცა მოვა დრო..ჩინეთს მოსდებენ შარს მაგის გამო.....ჯერ არ სჭირდებათ


Posted by: Limes 16 May 2016, 23:04

QUOTE
ტიბეტი რატომ კიდია ყველას?


ზესახელფწიოფოებს პირიდი ინტერესები არ გააჩნიათ და ალბათ მაგიტომ

Posted by: dega 16 May 2016, 23:05
მართალი შენიშვნაა
ასევე შეიძლება ქაშმირზეც ითქვას

Posted by: 911GT2RS 16 May 2016, 23:22
ronald_wesley
ჩინეთი > ტიბეტი.
ეკონომიკური ინტერესი > სამართლიანობაზე.

სამართალი რომ იყოს , არამარტო ტიბეტი უნდა გათავისუფლდეს , არამედ ბოლშევიკებიც უნდა წაეთრნენ პეკინიდან და მმართველობა დაუბრუნდეს ტაივანს, რომელიც არის ნამდვილი მემკვიდრე ჩინეთის რესპუბლიკისა.

Posted by: abati 16 May 2016, 23:24
QUOTE (Robin Hood @ 16 May 2016, 23:03 )
როცა მოვა დრო..ჩინეთს მოსდებენ შარს მაგის გამო.....ჯერ არ სჭირდებათ

არ სჭირდებათ თუ აღ აწყობთ?

3030

Posted by: ratomac aRa 16 May 2016, 23:27
ალბათ ევრ გადის გაეროში ამათი საკითხი როგორც პალესტინის, იქ ისრაელი ადებს ტაბუს და აქ კიდე ჩინეთი დაადებს

მაგის გამო მსოფლიო მონათა უდიდეს ბაზარს არავინ მოიმდურებს, იაფ მუშახელს და ყველაფრის დამამზადებელ ქარხნებს





Posted by: აფრედერიკ_მე 16 May 2016, 23:30
რას ქვია კიდიათ? დალაი ლამას უფრო მეტი მიმდევარი და თაყვანისმცემელი ყავს დასავლეთში თუ პოროშენკოს?

Posted by: qar-tleti 16 May 2016, 23:32
QUOTE
ტაივან



ტაივანი
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩინეთის რესპუბლიკა
中華民國 (Zhōnghuá Mínguó)
ტაივანი
ჩინეთის რესპუბლიკის
'ჰიმნი: '«中華民國國歌»

დედაქალაქი ტაიბეი[1]
25°02′ ჩ. გ. 121°32′ ა. გ.
ოფიციალური ენა ჩინური[2]
მთავრობა რესპუბლიკა
- პრეზიდენტი ცაი ინ-ვენი
ფართობი
- სულ 35 980 კმ2 (134)
- წყალი (%) 10,3
მოსახლეობა
- 2011 შეფასებით 23,174,528[3] (47)
- სიმჭიდროვე 700 ად კაცი/კმ2
მშპ (მუპ) 2011 შეფასებით
- სულ $489.387 მილიარდი (24)
- ერთ მოსახლეზე 39,245 (20)
აგი (2005) 0.932 (მაღალი) (23)
ვალუტა ახალი ტაივანური დოლარი (NTWD)
დროის სარტყელი (UTC +8სთ.)
Internet TLD .tw
სატელეფონო კოდი 886
ტაივანი (Taiwan) — კუნძული მატერიკული ჩინეთის მახლობლად. სახელი ტაივანი ჩინურად „ტერასებიან ყურეს“ ნიშნავს. მართლაც, ტერასებზე გაშენებული ბრინჯის პლანტაციები ტიპური ტაივანური პეიზაჟია. დე-ფაქტო სუვერენული ქვეყანაა, თუმცა მას არ აღიარებს ჩინეთი და ქვეყნების უმრავლესობა. 1949 წელს აქ თავშესაფარი ჰპოვა ჩინეთის ნაციონალისტურმა მთავრობამ ჩან კაი შის ხელმძღვანელობით, რომელიც სამოქალაქო ომში დამარცხდა კომუნისტ მაო ძე-დუნთან.

ფართობი — 35,980 კვ. კმ. უმაღლესი მწვერვალი — იუშანი 3.997 მ; მდინარე — ლაო ნუნ-ჩი; კლიმატი — ტროპიკული.
მოსახლეობა — 22,1 მილიონი.
ენა: ჩინური.
ქალაქები (ათ.) — ტაიბეი. ტაივანი ეკონომიკურად მაღალგანვითარებული ქვეყანაა.
ეროვნული შემოსავალი: მოცულობა — 283 მლრდ $ (მე-19 ადგილი); 1 სულ მოსახლეზე — 13.060 $; სტრუქტურა (%) — სოფლის მეურნეობა 3, მრეწველობა 35, მომსახურება 62;
ექსპორტი — ელექტრომოწყობილობანი, მანქანათმშენებლობის ნაწარმი, საფეიქრო ნაწარმი.

ა ძმაო ხალხი. ჩვენზე ორჯერ ნაკლები ფართობი უჭირავთ, ჩვენზე ნაკლებად პერსპექტიულ რეგიონში ცხოვრობენ, ოფიციალურადაც არავინ არიარებს, მაგრამ მაინც მოახერხეს და ჩვენზე 7ჯერ მეტნი არიან და ჩვენზერამდენჯერ ძლიერი ეკონომიკა აქვთ

Posted by: gia1970 16 May 2016, 23:38
პასუხია ჩინეთი....................

Posted by: Robin Hood 16 May 2016, 23:45
საუდის არაბეთზე რო იყო რაღაც ლაპარაკი...

11 სექტემბრის ტერაქტს აბრალებენო რა ხდება ახალი ხო არ იცით რამე?

Posted by: გასო 16 May 2016, 23:58
ჩინეთია ტიბეტი.

Posted by: _I_B_E_R_I_E_L_I_ 17 May 2016, 00:00
და ტექსასზე ხომ წაღებულია ტვინი ლაპარაკით. მექსიკა რა, კაცი არ არის? boli.gif

Posted by: d2d4 17 May 2016, 00:05
მექსიკელებმა ულვაშა გენიოსს არ დაუჯერეს თორემ დაიბრუნებდნენ ტერიტორიებს biggrin.gif biggrin.gif რათქმაუნდა მხოლოდ მას შემდეგ რაც საქართველო დამოუკიდებლობას მიიღებდა

Posted by: Bettoro 17 May 2016, 00:07
QUOTE (გასო @ 16 May 2016, 23:58 )
ჩინეთია ტიბეტი.

ოღონდაცა რაა!!!


Posted by: genadi 17 May 2016, 00:09
მეორე მსოფლიო ომში გამოჩენილი ვა შ კაცობისთვის გაუპრავეს ჩინეთს ტიბეტი, მოგებულმა მხარეებმა - სულ არ კიდიათ

Posted by: Halinskioi 17 May 2016, 00:18
ფართობს რომ ითვლი მოსახლეობაც დაითვალე და მერე დანარჩენი ჩინეთისას შეადარე. რისი თავისუფლება თუ ჩინეთს ამერიკა ატომური ბომბებით არ ამობუგავს მაგათ თავისუფლებაზე ზედმეტია საუბარი.









Posted by: RUDIARIUS 17 May 2016, 00:33
ძალიან მარტივია ჩინეთის ფაქტორი, მორჩა და გათავდა.ვერც რუსეთი და ვერც ამერიკა ევროპა ვერ ბედავს ოდნავი რჩევის მიცემასაც კი დემოკრატიული თუ სხვადასხვა რეფორმების შეთავაზებას ჩინეთის მიმართ.

Posted by: ronald_wesley 17 May 2016, 01:02
QUOTE
ა ძმაო ხალხი. ჩვენზე ორჯერ ნაკლები ფართობი უჭირავთ, ჩვენზე ნაკლებად პერსპექტიულ რეგიონში ცხოვრობენ, ოფიციალურადაც არავინ არიარებს, მაგრამ მაინც მოახერხეს და ჩვენზე 7ჯერ მეტნი არიან და ჩვენზერამდენჯერ ძლიერი ეკონომიკა აქვთ

აღიარებს კი არა 1949-79 წლებში . ჩინეთს წარმოადგენდა დღეს კი აღიარებს ათოივბით სახელმწიფო


Oceania (6 States)

Kiribati (2003)
Marshall Islands (1998)
Nauru (1980–2002, 2005)
Palau (1999)
Solomon Islands (1983)
Tuvalu (1979)
Africa (3 States)

Burkina Faso (1961–1973, 1994)
São Tomé and Príncipe (1997)
Swaziland (1968)
Europe (1 State)

Holy See (1942)
Central America (6 States)

Belize (1989)
El Salvador (1961)
Guatemala (1933)[40]
Honduras (1941)
Nicaragua (1962–1985, 1990)
Panama (1909)[41]
Caribbean (5 States)

Dominican Republic (1957)
Haiti (1956)
Saint Kitts and Nevis (1983)
Saint Lucia (1984–1997, 2007)
Saint Vincent and the Grenadines (1981)
South America (1 State)

Posted by: Sorter 17 May 2016, 01:52
ჩინეთთან ურთიერთობის გაფუჭება არავის არ უნდა. ამერიკისთვის ეგ იგივეა რაც თავის თავს განაჩენი გამოუტანოს. პროდუქტების ძალიან დიდი რაოდენობა ჩინეთში იწარმოება და ამ წარმოების სხვაგან გადატანას ძაალიან დიდი დრო და რესურსი ჭირდება.. ეკონომიკას დაერხევა გლობალურად და სერიოზული კრიზისი დაიწყება მსოფლიოში.

ტიბეტი უნდა იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო მაგაზე ორი აზრი არ არსებობს.. ბუდიზმი სერიოზული ფილოსოფიაა up.gif

Posted by: fat man2 17 May 2016, 02:01
QUOTE
ტიბეტი რატომ კიდია ყველას?

რავა, ტიბეტიც დავკარგეეეთ?
facepalm.gif

Posted by: ronald_wesley 17 May 2016, 15:48
QUOTE
ტიბეტი რატომ კიდია ყველას?

რავა, ტიბეტიც დავკარგეეეთ?

ქუთაისეილი რომ ნახავს სომეალელ ლტოლვილს და სომალიც დავკარგეთ სიმონო biggrin.gif

Posted by: აშკარა 17 May 2016, 16:06
西藏和台湾是中国!!!

Tibet and Taivan is China!!!

El Tíbet y Taiwán es China !!!

Тибет и Тайвань Китай !!!

Posted by: ronald_wesley 22 May 2016, 22:20
საინტერესოა რომ 3მილიონიანია და 3 მილიარდ ადამიანს წყლით ამარაგებს.

Posted by: Proplayer 22 May 2016, 23:47
ტიბეტი იმიტომ კიდიათ, რომ ჩინეთი პროდასავლური ძალაა, ტიბეტის გამოყოფა შესაბასიმად დასავლეთს აზიანებს და გაძლიერებით ვის გააძლიერებს აბა თუ გამოიცნობთ? სწორია რუსეთს. ამიტომაც არ საუბრობენ ტიტების დამოუკიდებლობაზე.
მარტივი გეოპოლიტიკური სტრატეგია.

Posted by: Bettoro 22 May 2016, 23:58
აშკარა
QUOTE
西藏和台湾是中国!!!

ტაივანელები თავს თვლიან ანმდვილ ჩინეთად, და ბეიჯინგს არ აღიარებენ.


Republic of China ჰქვიათ https://en.wikipedia.org/wiki/Taiwan_passport

მარა შენ თუ აფხაზეთის გამო დაწერე ეს - ძალიანაც ნუ დაიძაბები. სულ სხვადასხვა ბაზარია.

ტობეტელები არც ეთნიკურად, არც გენეტიკუად და არც ენით არ არიან ჩინელები.

Posted by: Precursor 23 May 2016, 00:26
ronald_wesley
QUOTE
ტიბეტი კი კიდია ყველას


ჩინეთის ატანა არა მაქვს, მაგრამ უნდა ითქვას სიმართლე - ტიბეტი იმ სახით, როგორც ვიცით, არის მხოლოდ ლამაზი ლეგენდა, ხოლო სინამდვილეში ეს არის უსაზიზღრესად მოწყობილი ქვეყანა, სადაც ჩინეთის შესვლამდე გაბატონებული იყო აბსოლუტური (!!!) მონათმფლობელობა, ანუ მოსახლეობის 80 %-ზე მეტი იყო იმდენად უუფლებო, რომ ნებისმიერი მიზეზით შეეძლოთ წამებაში ამოეხადათ სული სრულიად უდანაშაულო ადამიანისთვისაც კი! ამ სისასტიკეს უშუალოდ ახორციელებდნენ ის ჰაერში შეკიდული ბერები, რომელთა ღთისმოსაობითაც დღემდე ოდენ აღტაცებულია დასავლეთი, რომელიც დალაი ლამას მშვიდობის ერთადერთ ჭეშმარიტ მტრედად სახავს... yes.gif

ანუ, ბერების კასტას, მოსახლეობის 20 %-ს ჰყავდა სრულიად მონურ და უუფლებო მდგომარეობაში დანარჩენი მოსახლეობა...

ეს იყო ქვეყანა, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში უსასტიკესი რეჟიმით მართავდა სატანისტური ბუნების სექტა...

ის მომეტებული რელიგიურობა, რაც ტიბეტში ჩასულს თვალში ხვდება, სინამდვილეში ყოვლად უაზრო რიტუალებია, რადგანაც ლოცვებს კითხულობენ სანსკრიტზე დაწერილი ვედებიდან, რომლის შინაარსის ბაიბურშიც არ არიან და არც აინტერესებთ, რადგანაც ამ ე.წ. ლოცვების მთავარი მიზანი, მონოტორული უცხო სიტყვების რახარუხით, ტრანსის გამოწვევაა...

Posted by: ronald_wesley 23 May 2016, 02:40
Precursor
კაი რა თუ ძმა ხარ მაგ ლოგიკით ცივილიზაცია ღრუსებს შემოუტანიათ მაქამდე ბატონყმობა იყო ( ის კი არადა ბოლშევიკებს შემოუტანიათ).


Posted by: IOSKAMAN 23 May 2016, 02:42
ბიჯო ბიჯო ბიიიჯოოოო

ჩვენზე მეტი გაჭირვება ჰქონია ჩინეთსა

მააშ

წავიდა შესაბამისში

Posted by: ronald_wesley 23 May 2016, 03:14
IOSKAMAN
QUOTE
ჩვენზე მეტი გაჭირვება ჰქონია ჩინეთსა

ჩინეთზე არაა ეს თემა . ტიბეტზეა ის მოგზაურთა კლუბში სხვადასხვა თემა აქვს იმიტომ რომ სხვადასხვა ქვეყანაა.

Posted by: giorgi1104 23 May 2016, 14:30
QUOTE (გასო @ 16 May 2016, 23:58 )
ჩინეთია ტიბეტი.

ვითომ რატომ არის ტიბეტი ჩინეთი? ცოტა ისტორიას რომ გაეცნო სანამ რამეს დაწერდე იმ თემაზე რის აზრზეც არ ხარ ურიგო არ იქნებოდა yes.gif
* * *
QUOTE (ronald_wesley @ 23 May 2016, 02:40 )
Precursor
კაი რა თუ ძმა ხარ მაგ ლოგიკით ცივილიზაცია ღრუსებს შემოუტანიათ მაქამდე ბატონყმობა იყო ( ის კი არადა ბოლშევიკებს შემოუტანიათ).

ღრუსი როგორც ასეთი არ არსებობს. არსებობს რუსი. შენ რომ რუსეთი გეზიზღება ეს იმას სულაც არ ნიშნავს რომ ფაქტების უარყოფით სინამდვილე (არაქართულად რეალობა) შეიცვლება. რუსებამდე საქართველოში ბატონყმობის გარდა კიდევ ძალიან ძალიან ბევრი სისუსტეები იყო და უარყოფითები. რუსების შემოსვლამ ბევრი ცუიც მოიტანა, მაგრამ ეს არ გაძლევს იმის უფლებას რომ რუსების მიერ მოტანილი სიკეთეები უარყო და გინდაც უარყო ამით ფაქტი არ შეიცვლება.

რაც შეეხება ტიბეტს იქ ჩინეთის ძალაუფლება იმიტომ არის რომ ჩინეთი ძლიერია. მართალი არ არის. ტიბეტს აქვს თავისი ისტორია, თავისი ენა და მოკლედ სულ სხვა კულტურა და სხვა ხალხია. ჩინეთის შესვლამ ბევრი სიკეთე მოუტანა ტიბეტს. ჩინეთიდან უკავშირდებიან მსოფლიოს, წესრიგია, ეცნობიან სიახლეებს ნებისმიერ სფეროში, მაგრამ ტიბეტი სხვა ქვეყანაა და ქართველების უმრავლესობისთვის (და ვფიქრობ შენთვისაც) სათაყვანებელ ორმაგ სტანდარტიან დასავლეთს არ აწყობთ ჩინეთთან დაპირისპირება, თორემ ჩინეთი რომ სუსტი იყოს მერე გენახათ იქ აშშ-ის ჯარები და დემოკრატობაში შენიღბული უსამართლობა. სხვათაშორის დაახლოებით 100 წლის წინ კიდევ იდგნენ ჩინეთში იმპერიალისტები და ყველას თავისი გავლენის სფერო ჰქონდა (აშშ, რუსეთის იმპერია, ბრიტანეთი, საფრანგეთი, იაპონია, გერმანია, ავსტრია-უნგრეთი და იტალია)

Posted by: Foreign-Affairs 11 Jun 2016, 16:44
ტიბეტში ახლა ბუდისტური რელიგიური ფესტივალი იმართლება საგა დავა. ფესტივალი მთელი თვე გრძელდება.

ფოტოებიც:

user posted image

user posted image

Posted by: პროგრესიუსი 12 Jun 2016, 16:59
QUOTE
ანუ, ბერების კასტას, მოსახლეობის 20 %-ს ჰყავდა სრულიად მონურ და უუფლებო მდგომარეობაში დანარჩენი მოსახლეობა...

ეს იყო ქვეყანა, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში უსასტიკესი რეჟიმით მართავდა სატანისტური ბუნების სექტა...


+1

Posted by: darlan 12 Jun 2016, 17:18
QUOTE
ტიბეტი რატომ კიდია ყველას?


ვინ არის იმდენად გიჟი რომ პლანეტის ერთერთი ყველაზე მძლავრი სახელმწიფო გადაიკოდ რაღაც ტიბეტის გამო

Posted by: ronald_wesley 12 Jun 2016, 18:03
darlan
QUOTE
ვინ არის იმდენად გიჟი რომ პლანეტის ერთერთი ყველაზე მძლავრი სახელმწიფო გადაიკოდ რაღაც ტიბეტის გამო

ტიბეტი არაა რაღაც ,მაგალითად ინგუშეთი ან ადიღე არასრული სახელმწიფოებრივი პროვოკაცია.


ესაა ჩამოყალიბებულ ქვეაყანა რომელიც ოკუპირებულია მთლიანად მმას აქვს დიდი სახელმწიფოებრვი გამოცდილება!

Posted by: პოსეიDON 12 Jun 2016, 18:17
თვითონ ტიბეტელები რას ამბობენ? ჩემი აზრით ჯარები უნდა გავგზავნოთ, ტიბეტელები და ქართველები ისტორიულად
მოძმე ხალხი ვართ მთიელები.. ტიბეტი არავის დავაჩაგვრინოთ ტყნარტცი.. ვისა ჩმპრშვც

Posted by: ronald_wesley 20 Oct 2018, 18:40
QUOTE
 ტიბეტი რატომ კიდია ყველას?

ტიბეტს ეკუთვნის დამოუკიდებლობა https://www.facebook.com/FreeTibetOrg/videos/1774503449231944/

Posted by: ELguja90 20 Oct 2018, 18:43
ronald_wesley
მოვა ახლა ანდრო და აგისხსნის, რომ არ ეკუთვნის

Posted by: joosen 5 Nov 2018, 07:49
ტიბეტზე რატომ უნდა ვიდარდოთ? spy.gif

Posted by: Foreign-Affairs 5 Nov 2018, 08:52
სხვათა შორის ჩინეთის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია, რომელიც უიღურთა დევნას ეხება თავდაპირველად ტიბეტის თემიდან დაიწყო ჯერ კიდევ ათ წელზე მეტი ხნის წინ. ასე რომ ჩინეთში არსებული ნაღმები - ტიბეტი, სინძიანი, ტაივანი, მანჯურია, ჰონგ-კონგი და სხვა - ერთგვარი საშუალებებია ჩინეთის მზარდი ძლიერების მოსათოკად, რაც მწვავე საწიროების შემთხვევაში ადვილად შეიძლება იქნას გამოყენებული.

მზარდი ნაციონალიზმი იმპერიისათვის ყოველთვის საშიშია. როდესაც ნაციონალისტური ელემენტები ჭარბობს იმპერიის წამყვან ერში, სხვა ერები თავს გაუცხოებულად გრძნობენ და ეყრება კიდეც საფუძველი სეპარატიზმს. ასე მოუვიდა ოსმალეთის იმპერიას, როდესაც გაჩნდნენ თურქები და სხვა დანარჩენები, ასე მოუვიდა ავსტრიის იმპერიას, როდესაც გაჩნდნენ გერმანელები და სხვა დანარჩენები და ნაციონალისტური ელემენტების წაქეზების გაგრძელების შემთხვევაში ასე მოუვა ჩინეთსაც.

Posted by: ronald_wesley 30 Dec 2019, 17:02
QUOTE
 ტიბეტი რატომ კიდია ყველას?


Posted by: david40 30 Dec 2019, 17:09
QUOTE
 ტიბეტი რატომ კიდია ყველას?

არ გკიდიათ?

Posted by: ronald_wesley 30 Dec 2019, 18:54
ისე მეც მაგრა მკიდია მარა კი ეკუთვნის დამოუკიდებლობა

Posted by: IOSKAMAN 30 Dec 2019, 19:17
რატო ეკუთვნის?

=========================

Posted by: ronald_wesley 31 Dec 2019, 00:54
IOSKAMAN
რატომაც იმ ასზე მეტ სახელმწიფოს რომელიც დანოუკიდებელი გახდა 1951წლის(მაოს მიერ ტიბეტის დაპყრობის) შემდეგ.

Posted by: IOSKAMAN 31 Dec 2019, 02:00
ronald_wesley

მერე რა?

იბრძოლა ტიბეტმა თუ რა ქნა?

ეგერ ტაივანი ითხოვს იგივეს, ის კუნძული მაინც არის, ეს კიდევ ინდოეთ ჩIნეთს შორის გაჭედილი მთა

მაგ ლოგიკით ოღონდ ვინმემ მოითხოვოს და ყველას ეკუთვნის

Posted by: ronald_wesley 7 Jun 2021, 05:00
Yesterday, Tibetans in exile marked the 26th anniversary of the Panchen Lama's forced disappearance by Chinese authorities, calling on China to release Gedhun Choekyi Nyima and his family.


ანუ მომავალი დალაი ლამას გაუჩინარებიდან 26 წელი გავიდა!

Posted by: მამაო თამაზი 7 Jun 2021, 05:06
იმიტო რო ჩინეთია გარეული და კაციშვილი ხმას ვერ იღებს biggrin.gif

აი მაგიტო

Posted by: ronald_wesley 7 Jun 2021, 05:13
მამაო თამაზი
QUOTE
იმიტო რო ჩინეთია გარეული და კაციშვილი ხმას ვერ იღებს

აი მაგიტო



თან ნავთობიც არაა და ჩსრს ყველაზე ჩამორჩენილი რეგიონია ეკონომიკურად!

Posted by: მამაო თამაზი 7 Jun 2021, 07:53
ronald_wesley
QUOTE
თან ნავთობიც არაა და ჩსრს ყველაზე ჩამორჩენილი რეგიონია ეკონომიკურად!

არც მთლად ჩამორჩენილი

ჩინეთი ტყუილად არ დაითრევდა მთიან რეგიონს

Posted by: ტრანსსექსუალკა 9 Jun 2021, 13:46
მამაო თამაზი
QUOTE
არც მთლად ჩამორჩენილი

და რა არის მანდ განვითარებული?

Posted by: warrant 11 Jun 2021, 06:38
QUOTE
ამხელა ქვეყანა რატომ არავის აინტერესებს??

აი ის ხალხი, ვისაც გულწრფელად სჯერა რომ ამერიკა და ევროპა მართლა ადამიანის უფლებების დასაცავად იბრვიან და მაგიტომ აღიარეს კოსოვო

Posted by: misha20123 25 Jul 2021, 11:56
ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი პრეზიდენტის რანგში პირველად, პოლიტიკურად პრობლემურ ტიბეტის რეგიონს ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ბიბისი“ წერს, რომ ეს არის ჩინეთის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი ავტონომიურ რეგიონში. სი ძინპინი ტიბეტში 21-23 ივლისს იმყოფებოდა, თუმცა ჩინეთის სახელმწიფო მედიამ მოგზაურობის სპეციფიკურობის გამო ინფორმაცია მხოლოდ დღეს გაავრცელა.

დასავლური მედია წერს, რომ ჩინეთს ძირითადად ბუდისტური რეგიონის კულტურულ და რელიგიურ ზეწოლაში ადანაშაულებენ. ურბანული განვითარების გასაცნობად სი ძინპინი ქალაქ ნინგჩიში, შემდეგ კი დედაქალაქ ლჰასაში ჩავიდა. ჩინეთის პრეზიდენტმა მოინახულა პოტალას სასახლე – ტიბეტის გადასახლებული სულიერი ლიდერის, დალაი ლამას ტრადიციული სახლი.

სი ძინპინი ტიბეტში ბოლოს ვიცე-პრეზიდენტის რანგში, 2011 წელს იმყოფებოდა. სი ძინპინამდე ჩინეთის ბოლო ლიდერი, რომელიც ტიბეტში 1990 წელს ჩავიდა, ძიან ზემინი იყო.

ტიბეტზე სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის, ჩინეთმა 1950 წელს რეგიონში ათასობით ჯარისკაცი გაგზავნა. ზოგი ნაწილი ტიბეტის ავტონომიური რეგიონი გახდა, ნაწილი კი ჩინეთის მომიჯნავე რეგიონებს შეუერთდა. მიუხედავად იმისა, რომ დალაი ლამა 1959 წლიდან გადასახლებაშია და ამჟამად ინდოეთში იმყოფება, პეკინი მას კვლავ სახიფათო სეპარატისტ ლიდერად განიხილავს.

Posted by: Bettoro 13 Oct 2021, 16:32
ტრანსსექსუალკა
QUOTE
და რა არის მანდ განვითარებული?

ტიბეტური ბუდიზმი biggrin.gif

ისე ფიურერიც აგზავნიდა მანდ თავის "ეზოთერულ" ექსპედიციებს gigi.gif

მარა ჩინელებს აშკარად უფრო მერკანტილური ინტერესი აქვთ, ვიდრე ნინ-მა-პა და სიკვდილის ველები და პორტალები smile.gif

Posted by: kalekalebind 13 Oct 2021, 16:41
იქნებ აღმოაჩინონ ნავთობის მარაგების მოცულობითი რაოდენობა და მერე გამოიწვევს ინტერესს..

Posted by: misha20123 13 Oct 2021, 16:48
ტიბეტი კი არა ტაივანი არ დაიბრუნონ მალე

Posted by: androabuladze 13 Oct 2021, 20:53


QUOTE
ტიბეტი რატომ კიდია ყველას?

გასულ საუკუნეში მოხდა მისი ანექსია, როცა ყველა ყველას ეომებოდა და სახეს ახევდა.
უკვე მთელი მსოფლიოს მიერაა აღიარებული ჩინეთის ნაწილად და მორჩა.



Posted by: Bettoro 14 Oct 2021, 19:20

.............................................................

Posted by: ronald_wesley 14 Sep 2022, 23:37
მე მჯერავს რომ ტიბეტი დამოუკიდებლობას მიიღებს და თან არა დღევანდელ ფარგლებშI ( 1.2 მლნ არამედ ისტორიულში ) ...

სიდიდით მე10 ქვეყანა უნდა იყოს და იდგეს კაზახსტანსა და

Posted by: Saturnus 15 Sep 2022, 04:04
ronald_wesley
QUOTE
მე მჯერავს რომ ტიბეტი დამოუკიდებლობას მიიღებს


lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Kvirila 16 Sep 2022, 14:32
ერთ ტიბეტელ გოგოს ვიცნობდი, ტიბეტიდან ლტოლვილმა მშობლებმა ჯერ ნეპალში გადმოიყვანეს და მერე დასავლეთში გადაბარგდა. დალაი ლამას ყოველ ჩამოსვლაზე ძალიან აღრფთოვანებული იყო და ცდილობდა რომ არც ერთი შეხვედრა არ გამოეტოვებინა რაც არ იყო გასაკვირი პირიქით მეთქი ყოჩაღ თქვენ, მაგრამ ეს ყოჩაღ დამთავრდა როცა მითხრა რომ $50 ღირს შეხვედრაზე დასწრება რაც ძვირია ჩემთვისო და თუ გამიმართლა 25-ად შეიძლება ვიშოვო ბილეთი.
მე მგონი მაგრად ტეხავს რომ პატრიოტიზმით აღსავსე სტუდენტს ტიბეტური ფესვებით ჯერ 50 დოლარს აახევ და მერე დაარიგებ რა არის ცუდი და რა არის კარგი. შემოუშვი ხალხი შესახვედრად და მერე ყველა თვითონ გადაწყვიტავს ვის რამდენი შეუძლია შემოგწიროს.

Posted by: dinogod 17 Sep 2022, 13:15
QUOTE
დალაი ლამას ყოველ ჩამოსვლაზე

ეგ დალაი-ლამა იგივეა რაც აქაური ფათრიარხი ორივე სპეცსამსახურის გავლენის აგენტები არიან, აქაური სუკ/ფსბ-სი იქაური კგბ-სი

Posted by: ronald_wesley 17 Sep 2022, 14:34
dinogod
არ ვიცი ვისი ალტერი ხარ მარა დალაი ლამა მე14 არ აურჩევია ჩსრ-ს ხელისუფლებას აირჩიეს ლამებმა,.... აქ კი ედუარდი არ მალავდა რომ თვითონ მიიღო მონაწილეობა გაპატრიარქებაში...

Posted by: shavparosaniii14 18 Sep 2022, 02:03
QUOTE (ronald_wesley @ 7 Jun 2021, 05:00 )
Yesterday, Tibetans in exile marked the 26th anniversary of the Panchen Lama's forced disappearance by Chinese authorities, calling on China to release Gedhun Choekyi Nyima and his family.


ანუ მომავალი დალაი ლამას გაუჩინარებიდან 26 წელი გავიდა!

ეს თემა გაშალე აბა,

რას ქვია მომავალი დალაი ლამა?

ჩინეთმა გააქრო?

ისე ეგ ტიბეტელები მაგარი სტრანნი სასტავია lol.gif lol.gif

Posted by: dinogod 18 Sep 2022, 09:51
ronald_wesley
QUOTE
ლამა მე14 არ აურჩევია ჩსრ-ს ხელისუფლებას აირჩიეს ლამებმა

რა პრობლემაა მერე ლამებს შლოპანცში ჩსრ-ის სუს-ის ქსივა უდევთ
ის რომ ეს დალა-ლამა კომუნისტებამდე აირჩიეს, არ ნიშნავს რომ შემდგომში კომუნისტურმა სპეცსამსახურებმა არ სცადეს მისი ვერბოვკა და არც იმას ნიშნავს რომ ასეთი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ჰამასი რო ჰამასია, და იანის გუშაგები რო ირანის გუშაგები არიან ნახევარი ლიდერები მოსადის და ცახალის თანამშრომლები ყავთ მაჰმუდ აბასისის თაოსნობით. დასაფიქრებელია.
QUOTE
ედუარდი არ მალავდა რომ თვითონ მიიღო მონაწილეობა გაპატრიარქებაში

ცხადია ცკ-ს თავმჯდომარე იყო და მისი ჩართულობის გარეშე ბუზი კაკაშკაზე ვერ დაჯდებოდა მითუმეტეს ასეთი დიდი გავლენის მქონე თანამდებობაზე ცკ-ს მდივნის დადებითი რეკომენდაციის გარეშე კგბ არ დანიშნავდა არავის

Posted by: ilo44 18 Sep 2022, 09:53
ჯერ ადრე როცა ჩინეთი დაიშლება არ ეკიდებათ

Posted by: ronald_wesley 18 Sep 2022, 11:56
shavparosaniii14
QUOTE

ეს თემა გაშალე აბა,

რას ქვია მომავალი დალაი ლამა?

ჩინეთმა გააქრო?

ისე ეგ ტიბეტელები მაგარი სტრანნი სასტავია 

არ იცი ეგ ამბავი????

Posted by: shavparosaniii14 19 Sep 2022, 01:37
QUOTE (ronald_wesley @ 18 Sep 2022, 11:56 )
shavparosaniii14
QUOTE

ეს თემა გაშალე აბა,

რას ქვია მომავალი დალაი ლამა?

ჩინეთმა გააქრო?

ისე ეგ ტიბეტელები მაგარი სტრანნი სასტავია 

არ იცი ეგ ამბავი????

არა



ეს ლამები მაგარი სტრანნი საზოგადოებააა.


gigi.gif givi.gif

Posted by: ronald_wesley 19 Sep 2022, 04:42
მოკლედ პანჩენ ლამა დაკარგულია უკვე 27 წელია ...

99%იანი ალბათობIტ ის ჩსრს მტავრობამ გადამალა ( მაშIნ 6 წლის იყო)..

პანჩენ ლამა არის ტიბეტური ბუდიზმის უმაღლესი წოდება..... დალაი-ლამას შემდეგ....

ოფიციალურად არ დაუსახელებია დრევანდელ დალაილამას შემცვლ;ელად მაგრამ.....
https://secure.freetibet.org/where-panchen-lama?fbclid=IwAR0r7iIvfATdTEWO6yzrbfnjcennRUuK474RFX4kS8ZODe2yQqH4Ltq3h_A
ალბათ ის იქნებოდა დალაი ლამა-მე15....
* * *
https://en.wikipedia.org/wiki/Gedhun_Choekyi_Nyima

ჩსრ არის დამპყრობელი... მისი ხუთივე ავტონომია(ჯამში ტერიტორიის ნახევარს მოიცავს თითქმის)დამოუკიდებლობას მიიღებს დარწმუნებული ვარ! ......... ისტორიული ტიბეტი კი ავტონომიურ ტიბეტზე ( 1.2 მლნ კვ.კმ) ორჯერ დიდია!!

Posted by: Sarah.Batumi 19 Sep 2022, 15:31
ესეა, სხვის გამო არავინ არასდროს იწუხებს თავს. საქართველომ თავისი შანსები უნდა გამოიყენოს საერთაშორისო ასპარეზზე თორემ ჩვენც ტიბეტივით დავავიწყდებით ყველას.

Posted by: Andro_forza_Napoli 18 Oct 2022, 00:23
უბრალოდ ჩინეთთან დაპირისპირება არ სურს არავის

Posted by: zamzumi 25 Oct 2022, 21:29
plan Chinas: Tibet soll nicht mehr Tibet heißen

Mit einem neuen Namen für die Region will China von den Menschenrechtsverletzungen in Tibet ablenken
und gleichzeitig unterstreichen, dass Tibet ein Teil Chinas sein.

Xizang ...

ჩინეთს სურს ტიბეტს სახელი შეუცვალოს.
ქსიცანგი - ასე უწოდებენ თვითონ.
ასე გაქრება ტიბეტი ჯერ რუკიდან და შემდეგ მეხსიერებიდანაც...
sad.gif

-------------------------------
ძალიან დიდი ბოროტება იქნება, ასე რომ მოხდეს და ჩვენი ბედის ამბავი რომ ვიცი,
კოსოვოს მსგავსად ...
არც მინდა ბოლომდე დავწერო...

Posted by: ronald_wesley 26 Oct 2022, 14:25
zamzumi
QUOTE
კოსოვოს მსგავსად ...

კოსოვოსთან ვერ ვავლებ პარალელს////

იმედი ვიქონიოთ ( ვარაუდობენ რომ დღევანდელიი სი ძინპინი ჩამოშლის ჩსრს ეკონომიკას ) და ტიბეტი ისტორიულ ფარგლებშI თუ არა ავტონომიური რეგიონის ფარგლებში მაინც აღიდგენს დამოუკიდებლობას.....



Posted by: zamzumi 26 Oct 2022, 23:33
ronald_wesley
QUOTE
კოსოვოსთან ვერ ვავლებ პარალელს////

კოსოვოს და ტიბეტს არც ვადარებ.
სხვა რაღაცას ვგულისხმობ, მაგრამ
QUOTE
არც მინდა ბოლომდე დავწერო...


მძულს ყველა მოძალადე, ვინც პატარა ქვეყნებს ასე უსამართლოდ ექცევა (უფრო სწორად: გვექცევა sad.gif )

Posted by: ronald_wesley 27 Oct 2022, 00:03
zamzumi
აჰ გულისხმობ აშშს მიერ ბელგრადის დაბომბვას??? ანუ უნდა დაეხოცათ ბოლომდე სერბებს კოსოვოელები???
არ ვამბობ რომ ალბანელები ცამდე მართალნი არიან მაგრამ კოსოვო იმსახურებს დამოუკიდებლობას......

ბალკანეთში "ზედმეტი" ქვეყანა თუ არსებობს ჩრდ.მაკედონიაა...

Posted by: zamzumi 27 Oct 2022, 00:07
QUOTE
აჰ გულისხმობ აშშს მიერ ბელგრადის დაბომბვას???

no.gif no.gif no.gif

biggrin.gif

Posted by: ronald_wesley 27 Oct 2022, 00:20
zamzumi

არ ვიცი რა იგულისხმე...


იმედი მაქვს ეხლა ( დიდი შანსია კრიზისი დაიწყოს მრავალი მიზეზის გამო) ...
არეულობა წავა ჩსრ-ში და Xinjiang ( პირველი ქვეყანა იქნება რომელიც Xზე იწყება ინგლისურში მაინც ) და ტიბეტი მიიღებენ დამოუკიდებლობას არ ვიცი რა სარგებლობა მოაქვს ტიბეტს ( მარილს თუ არ ჩავთვლითრომელიც როგორც ჩანს პაკისტანში მოიპოვება biggrin.gif )...

* * *
კიდევ უნდა გაგრძელდეს სია და ჩინეთოს ტერიტორია წესით სამჯერ უნდა შემცირდეს ისტორიული სამართლიანობა რომ იყოს...

Posted by: misha20123 15 Apr 2023, 13:28
QUOTE
ტიბეტი რატომ კიდია ყველას?

ნავთობი არაა ეტყობა მანდ

არც ურანი
უიღურებსცარ აბლატავებენ რამდენი არიან და ამათ ვინ გააბლატავებს

Posted by: არიგო 15 Apr 2023, 16:00
QUOTE (misha20123 @ 15 Apr 2023, 13:28 )
QUOTE
ტიბეტი რატომ კიდია ყველას?

ნავთობი არაა ეტყობა მანდ

არც ურანი
უიღურებსცარ აბლატავებენ რამდენი არიან და ამათ ვინ გააბლატავებს

იურიდიულად ჩინეთს ეკუთვნის ვერ შეეწინაღმდეგები.
საზღვრების უცვლელობის პრინციპი პანდორას ყუთია

Posted by: ronald_wesley 25 Apr 2023, 22:34
დღეს დაბადებოს დღე ჰქონია დალაი ლამას შემცვლელს რომელიც საუკუნის მეოტხედზე მეტია დაკარგულია ( ჩინეთის უშიშროებას ჰყავს გადამალული) .
34 წელი შეუსრულდა

Posted by: Caucasusoul 26 Apr 2023, 00:58
აუ რა დრო იყო მანდ მოხვედრაზე რო ვოცნებობდი დაჯე ტატუ მაქვს მაქანდელი

Posted by: misha20123 16 Mar 2024, 10:54
https://www.facebook.com/share/r/xZCpJfZ66yHo3ePt/?mibextid=oFDknk
Რა ლამაზია

Posted by: Captain Cassius Calhoun 17 Mar 2024, 12:47
ტიბეტის გათავისუფლება შეუძლებელია, რადგან ტიბეტის მილიტარიზაციაა ოქსიმორონი. თავად ჩინეთ მას არ დათმობს. ინდოეთს ისედაც უკავია ტიბეტის ძალიან მცირე ნაწილი ანურაჩალ პრადეშის სახით. და ტიბეტელები არც მილიტარიზდებიან და არც პარტიზანებად ვარგიან. ჰოდა ლოცვით გათავისუფლებული მე ქვეყანა არ მინახავს ჯერ.

Posted by: იბერი. 28 Mar 2024, 04:28
იმპერიები ძლიერდებიან და მერე იშლებიან. მოვა დრო ჩინური მონსტრიც დაიშლება და მერე ეშველება ტიბეტს

user posted image

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)