იმისთვის, რომ ქვეყანაში დიქტატურა არ დამყარდეს, განვითარდეს დემოკრატია და ა.შ. საჭიროა სიტუაციის ობიექტურად შეფასება, უარი - ყოველგვარ რადიკალიზმზე და ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილებებისგან მაქსიმალურად თავის არიდება.
,,ქართული ოცნების” ბევრი წევრის და მხარდამჭერის ლაპარაკში უკვე აშკარად იგრძნობა, რომ მათ უნდათ სულ მცირე 70%-იანი გამარჯვება, საკონსტიტუციო უმრავლესობა და არ უნდათ ოპოზიცია. ბევრი მათგანი ,,ნაციონალურ მოძრაობას” ოპოზიციადაც აღარ განიხილავს ,,ქართული ოცნების’’ გამარჯვების შემთხვევაში და ,,ნაციონალური მოძრაობის” ყველა წევრს თუ მხარდამჭერს მოღალატეს, გამყიდველს და სადიზმის თანამონაწილეს უწოდებს.
ეს არის ძალიან საგანგაშო დამოკიდებულება - ფაქტობრივად წინასწარი საფუძველი ახალი დიქტატურისათვის. სწორედ ამ მიზნით და ამ საკითხებზე სადისკუსიოდ გავხსენი თემა:
ოპოზიციაში აღმოჩენილი ნაცმოძრაობის მოთხოვნები (post #33134101)მოდით, შევხედოთ საქმის მეორე მხარესაც. თუ ძირშივე ობიექტურობით არ დავიწყეთ, ხელისუფლების ცვლილება გამოვა მმართველ თანამდებობებზე მყოფი ადამიანების გვარების ცვლილება, მეტი არაფერი.
გასაგებია, რომ ამაზრზენი ფაქტი მოხდა, გასაგებია რომ საშინელებაა, გასაგებია, რომ ამის შემსრულებელიც და დამკვეთიც უნდა დაისაჯოს, გასაგებია პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც - მინისტრების, შეიძლება პრეზიდენტისაც, მაგრამ ახლა აქ არ მინდა ამ თემაზე საუბარი.
კარგია, რომ შსს მინისტრი და სასჯელაღსრულების მინისტრი გადააყენეს. კარგია რომ შემსრულებლებს ძალიან დიდი სასჯელი - 20 წელიწადი პატიმრობა ემუქრებათ, მაგრამ ამ კონკრეტულ თემაში სხვა რაიმე მაინტერესებს.
მე მაქვს კონკრეტული კითხვა:
ითვლება თუ არა დანაშაულად / უკანონობად ადამიანების წამების კონკრეტული მტკიცებულებების შენახვა და დამნაშავეების (შემსრულებლების) არ გამჟღავნება?
მე არ ვარ იურისტი, შესაბამისად არ ვარ გარკვეული კანონებში, რა შეფასება შეიძლება მიეცეს შემთხვევას, როდესაც შენ გაქვს წამების და ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, შესაბამისად სულ მცირე იცი შემსრულებლები ან შეგიძლია გაარკვიო ვინ არიან ისინი და ინახავ ამ ინფორმაციას 3 თვე?
არის თუ არა ეს დანაშაულისთვის ხელშეწყობა? ხომ უნდა მომხდარიყო დანაშაულის პრევენცია? იქნებ 2012 წლის მაისიდან დღემდე კიდევ რამდენი კონკრეტული წამების ან ცემის ფაქტი მოხდა იგივე ნაძირლების შესრულებით, რომლებიც ახლა სასამართლოს არიან გადაცემული? ხომ არ მოხდებოდა იგივე? რომ არ დამალულიყო ეს ვიდეოები დროებით, ხომ გადარჩებოდა ადამიანების გარკვეული ნაწილი?
ვინც იურისტები ხართ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. * * *
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)