საშობაოდ ტრამპმა მთავრობის დაფინანსების ბიუჯეტს რაც მთავრობის ფუნქციონირების გასაგრძელებლად აუცილებელია ხელი არ მოაწერა რადგან ბიუჯეტში მისი სასაზღვრო კედლის ფინანსები არაა გაწერილი არამედ რეგულარული და ტრადიციული სასაზღვროდ განკუთვნილი თანხებია
ამგვარად ამერიკის მთავრობა უვადო შვებულებაში გაუშვა თვითონ დაჯდა თეთრ სახლში და სანამ კედლის ფულს არ მომცემთ მთავრობას არ გავხსნიო რასაც პრესაში ნეგატიური ტალღა მოყვა მათ შორის სტატიები რომლებიც საუბრობდნენ იმაზე რომ ტრამპმა საპრეზიდენტო ტრადიცია დაარღვია და საომარ ზონაში ჯარისკაცები საშობაოდ არ მოინახულა
ამის გამო მოულოდნელად ტრამპი ადგა და როგორც ჩვევია იმპულსურად მიიღო გადაწყვეტილება ერაყში ჩასულიყო
ასე დაუგეგმავად ერაყის მთავრობასთან შეუთანხმებლად ტრამპი ჩაფრინდა ერაყში ამერიკის ბაზაზე მოინახულა ჯარისკაცები დაარღვია ჯარის ეთიკის ნორმები და საკუთარ საარჩევნო კეპკებზე ხელი მოაწერა დიდი პოლიტიკური სპექტაკლი დადგა და რაც ყველაზე უარესი საკუთარ ტვიტერზე დადო სპეც-ოპერებთან შეხვედრის ვიდეო სადაც სპეცების სახეებიც კი არაა დამალული და სპეცების ვინაობის გარდა ამერიკის სპეციალური ოპერაციების დანაყოფის ადგილმდებარეობაც გაამხილა საქვეყნოდ
ამის პარალელურად ერაყის პარლამენტარებმა ტრამპის ეს იმპულსური ვიზიტი შეურაცხყოფად მიიღეს რადგან ყველანაირი დიპლომატიური ნორმა იქნა დარღვეული და ტრამპი ფაქტიურად თავისუფლად და დაუკითხავად ჩავიდა ერაყში თითქოს ამერიკის ერთ ერთი შტატი იყოს
ერაყის პრემიერ მინისტრმა ტრამპთან ტელეფონზე დალაპარაკების შემდეგ პირისპირ შეხვედრაზე უარი უთხრა ერაყის პოლიტიკოსები და პარლამენტარები კი აცხადებენ რომ ერაყი ამერიკის მიერ ოკუპირებული ქვეყანა აღარაა და რომ ელემენტარული დიპლომატიური ნორმები უნდა იყოს დაცული
ერაყის ბაზა ტრამპმა საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების გასაპრავებელ ტრიბუნად გამოიყენა სირიიდან გამოსვლის გადაწყვეტილება გააპრავა და დაამატა რომ ერაყიდან გასვლას არ გეგმავდა უფრო მეტიც ტრამპის აზრით ერაყის ბაზა იდეალური იქნებოდა სამომავლოდ ისის-ის გაძლიერების შემთხვევაში მათზე სწრაფი დარტყმების მისატანად
თუმცა ერაყის პარლამენტარები ტრამპის ამ დაუდევარი ვიზიტის შემდეგ უკვე ითხოვენ ერაყიდან ამერიკის გასვლას
https://www.abc.net.au/news/2018-12-28/iraq...-visit/10670942https://www.nbcnews.com/politics/donald-tru...members-n952521