Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > კონსერვები, მარინადები, მწნილები, კომპოტები და მურ


Posted by: miau 18 Dec 2006, 21:07
ვფიქრობ აუცილებელია ეს განყოფილება. smile.gif

დავდებ ლიმონის მურაბის რეცეპტს.

სხვანაირად ლიმონის თაფლსაც ეძახიან

1. მანქანაში გავატაროთ კურკაგამოცლილი ორი დიდი ლიმონი ქერქიანად.

2. 2 კგ. + 2,5 ჭიქა წყალი მოვადუღოთ სიროპი, ჩავუშვათ ლიმონი და მოვადუღოთ დაახლოებით 30 წუთი.

მერე ქილებში ჩავასხათ და რომ გაცივდება შევსანსლოთ. smile.gif

უხდება ჩაის.


ვაშლის ჟელე.

5 კგ. გათლილ-გასუფთავებულ და კუბიკებად დაჭრილ ვაშლს დავაყაროთ 1,5 კგ. შაქარი, დავასხათ 2 ს/კ თეთრი ღვინის ძმარი და მთელი ღამით დავდოთ.

დილით მოვადუღოთ დაბალ ცეცხლზე, სანამ არ დააშრება სითხე.

Posted by: auau 22 Dec 2006, 00:24
ლეღვის ცუკატი
ღრმა ტაფაში ან ალუმინის, ან ნერჟავეიკის ან ტეფლონისზედაპირიან ქვაბში ფენა-ფენა ჩააწყეთ ლეღვი და შაქარი. შედგით ღუმელში და დააცადეთ მანამ, სანამ შაქარი არ დადნება და საკმაოდ არ შეიწოვს ლეღვი. მერე დააწყვეთ რაიმე ბადეზე ან საცერზე გასაშრობად. რომ გაშრება შეგიძლიათ პირდაპირ შეინახოთ ნაჭერში გადახვეული და ხის ყუთში, ან არა და ბადაგში ამოავლოთ და მერე ისევ გააშროთ. გადასარევი გამოდის. შოკოლადივითაა.

Posted by: DODI 22 Dec 2006, 09:27
ყველაზე მაგარი მჟავე - საზამთროს მჟავე:
იღებთ ჯერ კიდევ დაუმწიფარ პატარა საზამთროებს გული ჯერ კიდევ რომ სულ თეთრი აქვს და კურკაც არ არის ჩამოყალიბებული დაახლოებით ასე 1 კგ.-მდე მისულს (უკეთესია მოზრდილი პამიდვრის ხელა როცაა, ამათ დაჭრა არ სჭირდებათ), ჭრით ოთხად ან ორად, დებთ ემალიროვან ან კერამიკულ ჭურჭელში. ფენა ფენა ამატებთ წითელი წიწაკა, ნიორი, დაფნის ფოთოლი, ნიახურო (ბლომად), მუხის და ალუბლის ფოთლები (10-15 ცალი დიდ ჭურჭელზე), ხრენის ფოთლები. ადუღებულ წყალში ხსნით მარილს 1ლიტრაზე- 1 სუფრის კოვზი მარილი და ერთი ჩაის კოვზი სახლის კარგი ძმარი. გააციებთ და დაასხავთ.
მაგრად უხდება ლობიოს და მჭადს.

Posted by: Doloress 24 Dec 2006, 05:08
ვინმემ ხო არ იცი, სოკო როგორ უნდა შევინახო?!

მითხრეს, ძაფზე უნდა აასხა კარგად გარეცხილი სოკო და ისე დაკიდო თბილ ადგილასო, მაგრამ ..... შედეგს არ ვიტყვი.. smile.gif
ვინმემ მითხრათ ეგება, როგორ შევინახო.. smile.gif

Posted by: DODI 25 Dec 2006, 10:56
dolores
თავი დაანებე მაინც საშიშია.

Posted by: miau 25 Dec 2006, 11:17
dolores

უნდა წამოადუღო კარგად გარეცხილი სოკო, ფენა-ფენა დააწყო და ბევრ-ბევრი მარილი დააყარო, ზემოდან სიძიმე დაადო, რომ ზემოთ არ ამოვიდეს სოკო, წვენში იყოს.
რომ ამოიღებ დიდი ხანი გამდინარე წყალში უნდა გქონდეს, რომ მარილი გაუვიდეს.

გარეცხო და გაყინო საყინულეში.

ძალიან, ძალიან დაბალ ცეცხლზე აირ-ღუმელში ბადეზე დააწყვე გაურეცხავი სოკო და გააშრე სუხარივით, რომ გამოიღებ, გააციე და ნაჭრის პარკში შეინახე, აქ დაკიდებულს ვერ გააშრობ.

ეს ყველა ვარიანტი რუსი ახლობლის ნასწავლია და ვიყენებთ. smile.gif
გაყინულიც გვაქვს, დამარილებულიც და გამშრალიც.


Posted by: SnowFlakes 25 Dec 2006, 11:36
საერთოდ მშრალ საყინულეში ყველაფერი ინახება 24/7 შუქი როცა იყო კარგ დროში მარწყვსაც მასე ვინახავდით ხოლმე,მაგრამ ახლა არ ვიცი რანაირად მოვახერხო ცოცხლად შენახვა.

Posted by: revolucioneri 4 Jan 2007, 18:59
უჩვეულო მწნილი, სტაფილო!!! იაფი და სასარგებლო!!!

ხალხნო, გიჭამიათ სტაფილოს მწნილი? აუ, რა მაგარია, კიტრის მწნილს გავს მაგრამ გაცილებით სჯობია! ანუ კიტრის მაგივრად ჩადებული, კიტრი ხომ ზამთარში არ არის მანდ და სტაფილო ყოველთვის, არა? გაცილებით სჯობს, რამეთუ კიტრის მწნილი მაშინ არის კარგი როცა მაგარია, და ეს სულ მაგარია, ან რგოლებად, ან ორად ან ოთხად გაჭრილი ჩადეთ , როგორც კიტრის, მაგარი რამეა,
აბა, ვინც ჩადებთ და იგემებთ, დაფოსტეთ როგორია

Posted by: killer 9 Jul 2007, 18:56
დეიდებოო...
მამენტ ბიძიებოც....


მალინის მურაბის გაკეთება მასწავლეთ რააა user.gif

Posted by: gabarzgaleba 10 Jul 2007, 00:57
QUOTE
მალინის მურაბის გაკეთება მასწავლეთ რააა


ჯერ ერთი, მალინა კი არა, ჟოლო, მეორე კიდე კილო კილოზე უნდა დააყარო შაქარი, უნდა დაიყენოს წვენი, რამდენიმე საათის შემდეგ (წვენი რო ჩადგება) ვდგამთ გაზზე და ადუღებ 15 წუთი, შემდეგ გადმოდგამ და გაგრილების მერე (უფრო სწორად, გაცივებულზე) ისევ დგამ და იწყებ მართლა მურაბის ხარშვას. ადუღებ მანამ, სანამ წყლიან ჭიქაში, მურაბის წვეთი ფსკერამდე არ ჩაეშვება. სხვათა შორის, არც ისე დიდხანს უნდა ადუღო, რომ მურაბამ ფერი იცვალოს, თუ მალინისფერი არ შერჩა, "ზნაჩიტ" დეენძრა მურაბას (მალინისას).

დას ისტ ჟოლოს მურაბა, თუ რამეა, აქა ვარ.

Posted by: Solveig 10 Jul 2007, 01:25
QUOTE
ჯერ ერთი, მალინა კი არა, ჟოლო, მეორე კიდე კილო კილოზე უნდა დააყარო შაქარი, უნდა დაიყენოს წვენი, რამდენიმე საათის შემდეგ (წვენი რო ჩადგება) ვდგამთ გაზზე და ადუღებ 15 წუთი, შემდეგ გადმოდგამ და გაგრილების მერე (უფრო სწორად, გაცივებულზე) ისევ დგამ და იწყებ მართლა მურაბის ხარშვას. ადუღებ მანამ, სანამ წყლიან ჭიქაში, მურაბის წვეთი ფსკერამდე არ ჩაეშვება. სხვათა შორის, არც ისე დიდხანს უნდა ადუღო, რომ მურაბამ ფერი იცვალოს, თუ მალინისფერი არ შერჩა, "ზნაჩიტ" დეენძრა მურაბას (მალინისას).

ზუსტად ეგრე ვაკეთებ მეც.

ოღონდ პირველად რომ გავაკეთე (13 წლის ვიყავი), ცოტა დამეწვა და ბევრი დუღილისგან წვენი გამუქდა..მოყავისფრო გახდა. კოვზით ვერ ამოიღებდი biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 10 Jul 2007, 01:31
QUOTE
ოღონდ პირველად რომ გავაკეთე (13 წლის ვიყავი), ცოტა დამეწვა და ბევრი დუღილისგან წვენი გამუქდა..მოყავისფრო გახდა. კოვზით ვერ ამოიღებდი 


ჰოდა ზუსტად მაგიტომ დავწერე ი ბოლო წინადადება, წვენი უნდა იყოსთქვა იდეალური, ცოცხალი ჟოლოსფერი, ინტენსიური (არც ღია და არც ყავისფერი)

Posted by: miau 10 Jul 2007, 23:01
killer
QUOTE
მალინის მურაბის გაკეთება მასწავლეთ რააა


ისა და, არ გირჩევნია კილოზე კილო და 100გ. შაქარი დააყარო საცერში გაქნილ ჟოლოს და ასე შეინახო ცოცხლად? smile.gif
უფრო სასარგებლოცაა და ძალიან გემრიელიც. smile.gif


მე ბლის მურაბა გავაკეთ ბეიაჩემის კონსულტაციებით და მართლა მშვენიერი გამომივიდა, 5 კგ კურკაგამოცლილ ბალს დავაყარე 5,500 კგ. შაქარი, დავდე სანამ წვენი გაუშვა, მერე 5 ჭიქა წყალი დავასხი და სამჯერ წამოვადუღე, მესამედ ვანილი და კარდამონი დავუმატე, მერე ჩავასხი ქილებში... ახლა კიდევ გავხსენი და ვღორმუცელობ gigi.gif

Posted by: auau 15 Jul 2007, 00:47
miau
ჰქენი მადლი და გარგარის და ატმის მურაბაბიც დაწერე,შენ უფრო კარგი გამოგდის ვიდრე მე .

Posted by: BEKO 15 Jul 2007, 00:56
gabarzgaleba

მამაკაცი ერთი ვიცი საქართველოში, ვინც მურაბაბს ხარშამს და ქილებსაც ლამაზი ნახატებით აფორმებს, მერე ყიდის კიდეც biggrin.gif

miau
QUOTE
. ახლა კიდევ გავხსენი და ვღორმუცელობ


ჯერ ადრეა, მაინცsmile.gif))

მურაბების ოსტატი ჩემი დედამთილია.
ჰოდა, თეთრი ბლის მურაბას, ბოლოს, რომ მოიხარშება, აუცილებლად აჭრის ლინონს. უგემრიელესიაsmile.gif

Posted by: Solveig 15 Jul 2007, 00:58
QUOTE
ისა და, არ გირჩევნია კილოზე კილო და 100გ. შაქარი დააყარო საცერში გაქნილ ჟოლოს და ასე შეინახო ცოცხლად?
უფრო სასარგებლოცაა და ძალიან გემრიელიც.

კი, მართალი ხარ. მურაბას ბევრად სჯობს.

QUOTE
მე ბლის მურაბა გავაკეთ ბეიაჩემის კონსულტაციებით და მართლა მშვენიერი გამომივიდა, 5 კგ კურკაგამოცლილ ბალს დავაყარე 5,500 კგ. შაქარი, დავდე სანამ წვენი გაუშვა, მერე 5 ჭიქა წყალი დავასხი და სამჯერ წამოვადუღე, მესამედ ვანილი და კარდამონი დავუმატე, მერე ჩავასხი ქილებში... ახლა კიდევ გავხსენი და ვღორმუცელობ

მე შაქრის სიროფს (1კგ შაქარზე 250მლ წყალი) ვაკეთებ და შიგ ვყრი დაკურკულ ბალს..ბოლოს ვანილს ვუმატებ. ვადუღEბ სვენებ-სვენებით.
QUOTE
გარგარის და ატმის მურაბაბიც


ატმის მურაბა:

აიღე საშუალო ზომის ატმები, ისე რომ კურკა დაზიანებული არ ჰქონდეს, გაფცქვენი წმინდად და დაჩხვლიტე ჩანგლით.

მოხარშე შაქრის სიროფი-1კგ შაქარზე 250მლ წყალი. 4 კგ ატამს სჭირდება 2 კგ შაქარი.

მდუღარე სიროფში ჩაყარე დაჩხვლეტილი ატმები და გადმოდგი. გააჩერე ასე 2-3 საათი. მერე სვენებ-სვენებით ადუღე. მზა მურაბას უნდა ჰქონდეს მუქი ოქროსფერი და სიროფი უნდა იკვრებოდეს, ანუ წყალში რომ ჩაასხამ, წვეთი არ უდნა გაიშალოს.

მე ძალიან ძუნწი ადამიანი ვარ და ასე ვაკეთებ ხოლმე: ატმის ნაფცქვენს კარგად გავწურავ(რამდენ წვენსაც გამოიღებს) და სიროფს მაგით ვაკეთებ (წყლით ვავსებ საჭირო რაოდენობამდე).


გარგარის მურაბისათვის 1 კგ კანგაცლილ გაკურკულ გარგარზე 1კგ შაქრის და 250მლ წყლის სიროფს ვიღებ და ასევე სვენებ-სვენებით ვხარშავ. ბოლოს ვანილს ვუმატებ.

Posted by: miau 15 Jul 2007, 00:59
ატმის მურაბა (ქ-ნ. აუაუს შეკვეთით biggrin.gif )

კილოზე კილო შაქარი დავაყაროთ დაჭრილ და დაფცქვნილ ატამს და დავდგათ დილამდე, სანამ სეროფს არ გაუშვებს, ემდეგ შევდგათ ცეცხლზე და 15 წუთი ვადუღოთ სანელებლებან ერთად. სანელებლებიდან აუცილებელია კარდამონი (კილოზე დაახლოებით 5 ცალი გუგამოცლილი მარცვალი) და ვანილი გემოვნებით, უხდება ძალიან მიხაკიც. დანარჩენი თქვენი ფანტაზიისთვის მომინდვია smile.gif
ცხელს ვასხამთ ქილებში და ვინახავთ, რაც ქილებში არ ჩაეტევა ვასხამთ სამურაბეში და მივირთმევთ biggrin.gif
ესეც ატმის მურაბა.
* * *
ვააა, დულ დამავიწყდა ბლის მურაბაზე - მეორე წამოდუღებზებლები უნდა ამოვიღოთ და მარტო სეროფი წამოდუღდეს, მესამეზე კი ბლებიანად წამოდუღდეს. smile.gif

Posted by: gabarzgaleba 15 Jul 2007, 01:48
QUOTE
ჰოდა, თეთრი ბლის მურაბას, ბოლოს, რომ მოიხარშება, აუცილებლად აჭრის ლინონს. უგემრიელესია


თეთრი ბლის ყველაზე რთული (შესაძლოა ბევრისთვის ნაცნობი) რეცეპტი არ ჩამომაკაკლინო ეხა, თუ გინდათ რო არ დაიშალოთ.

Posted by: პერწკლი 15 Jul 2007, 02:27
კაკლის მურაბის რეცეპტი მინდა


წელს მაინც მაღირსოს დედაჩემმა cry.gif
როგორ მიყვარს, არადა სახლსჰი არ მიკეთებენ ძნელიაო.
რა ჭშირს ამისთანა ძნელადგასაკეთებელი აა?

Posted by: gabarzgaleba 15 Jul 2007, 02:50
QUOTE
კაკლის მურაბის რეცეპტი მინდა


ჯერ ადრეა, სამურაბე კაკალი მალე შემოვა და მერე ჩამოგიკაკლავ

Posted by: პერწკლი 15 Jul 2007, 02:52
gabarzgaleba

კაი biggrin.gif

ისე, ბაზარში რო წავიდე და ვიყიდო, ხო არ მომწამლავს?
არაა საშიში?
spy.gif

Posted by: gabarzgaleba 15 Jul 2007, 03:01
QUOTE
ისე, ბაზარში რო წავიდე და ვიყიდო, ხო არ მომწამლავს?
არაა საშიში?


ალაბათ არა, მე არ მიცდია, მარა არც ის გამიგია, კაკლის მურაბამ მოწამლაო

Posted by: patriciia 15 Jul 2007, 11:55
პერწკლი
აუტკივარი თავის ატკივებას არ გირჩევ, ძაან ბევრი ჩალიჩი უნდა, გემრიელი კია. მე მიხაკ-დარიჩინს და ვანილს ვუმატებ.

ასამი დღე წყალში უნდა გქონდეს და ყოველ წუთში წყალი უნდა უცვალო
სამჯერ უნდა წამოადუღო წყალში და გადაუქციო
მერე კიდევ ახალ წყალში უნდა წამოადუღო, წყალს შაქარი უნდა დაუმატო, ყოველ100 კაკალზე თითო ჭიქა
იმასაც გადააქც ევ, მერე მოხრშავ სიროფს, და ჩაყრი კაკალს, ხაღსავ, ვიდრე არ გამზადდება, პატარა ტომსიკაში ცაყრი მიხაკის პატარა ჯოხებს და დარიჩინს და ქვაბში ჩააგდებ,დარიჩინი შენ თვითონ უნდა დაფქვა, თორემ ნაყიდს სუნი უკვე გასული აქვს, ცოტა ვანილსაც დაუმატებ. 100 კაკალზე 2კილო შაქარი მაინც უნდა
* * *
gabarzgaleba
საზიზღარო, ზუსტად შენ გეპოსტავებოდი, ჟოლოს მურაბა რო გადამეხარშა

Posted by: miau 16 Jul 2007, 10:07
სამი დღე კაკალს წყალი ვუცვალოთ, მერე ცივ წყალში ჩავყაროთ და რომ წამოდუღდება, გადავღვაროთ წყალი, მერე შაბიან წყალში (უნდა იყოს მომწკლარტო) წამოვადუღოთ და გადავღვაროთ, მერე ისევ გადავღვაროთ, მერე კილოზე კილო და 100 გ და წამოვადუღოთ 1 კგ-ზე ტოპსიკაში ჩავყაროთ 3-4 ილი, 3-4 მიხაკი, 1/2 ჩკ დარიჩინი, 1/2 ჩ-კ ვანილი და ამდენივე მუსკატი 100 ცალ კაკალზე.

* * *
ქლიავი (ბებიას რეცეპტი)

დაფცქვნათ დიდი მაგარი მწვანე ქლიავები, დავჩხვლიტოთ, ჩავყაროთ კირში (1 ვედრო წყალზე ორი მუჭა კირი ), პერიოდულად ვურიოთ ხის კოვზით, რადგან კირი ძირში მიდის.
რომ გამაგრდება სამურაბე კაკალივით, ჩამდინარე წყალზე დავდგათ და კარგად გავრეცხოთ, კირი რომ კარგად გაუვა, 1 კგ. ქლიავზე დავასხათ 1 ჭიქა წყალისა და 1კგ და 50 გ. შაქრის მდუღარე სეროფი და დავტოვოთ ღამით.
დილით ამოვიღოთ ქლიავები დაწამოვადუღოთ სეროფი, კვლავ დავასხათ ქლიავებს. მესამე დღეს დავდგათ მთლიანად ცეცხლზე და სეროფის გამზადებამდე ვხარშოთ.
მურაბა მზადაა მაშინ, როდესაც ნაყოფები ბზინავს და სეროფი შესქელებულია. რომ ჩავაქრობთ, გავუკეთოთ ვანილი და მერე ჩავასხათ ქილებში.

ცოტა საჩალიჩოა, მაგრამ ჩალიჩად ღირს.

Posted by: patriciia 16 Jul 2007, 11:12
patriciia
QUOTE
მერე შაბიან წყალში (უნდა იყოს მომწკლარტო) წამოვადუღოთ და გადავღვაროთ,

შაბი დამავიწყდა

Posted by: killer 16 Jul 2007, 11:19
gabarzgaleba
არ არის ადრე.
პირიქთ კარგი დროა.
იყიდება ბაზარში უკვე კაკლები.

Posted by: gabarzgaleba 16 Jul 2007, 16:02
QUOTE
არ არის ადრე.
პირიქთ კარგი დროა.
იყიდება ბაზარში უკვე კაკლები.


ეგ იმასავითაა, საზამთრო რო შემოვა ივნისში და რო არ იჭმება იტოგში. wink.gif

Posted by: Solveig 21 Jul 2007, 18:39
dolores
QUOTE
ვინმემ ხო არ იცი, სოკო როგორ უნდა შევინახო?!


სოკოს ჩვენ (დედა და მე) ვინახავდით მხოლოდ მიქლიოს და მანჭკვალას, სხვა არ გვიცდია.

მიქლიო (ლისიჩკა რუსულად) უნდა გაასუფთავო (გააკრიალო), კარგად გარეცხო, დაასხა იმდენი წყალი, რომ დაფაროს და მოხარშო..მერე ჩატენო ქილაში, დაასხა ადუღებული წყალი, თავზე-მაგარი ძმარი (1სუფრის კოვზი 1 ლიტრიან ქილაზე), დაახურო ხუფი და გაასტერილო 15 წუთი დუღილით, მერე დახუფო.

მანჭკვალაც ეგრე კეთდება, მაგრამ მოხარშულ მანჭკვალას ძალიან დიდხანს უნდა რეცხვა, რომ ლორწო და უსიამოვნო სუნი გაეცალოს..მე დიდად არ მიყვარს.

საერთოდ სოკოს მარინადები და კონსერვები საშიშია, ბოტულიზმის გამო...მაგრამ ჩვენ კონსერვს ყოველთვის თერმულად ვამუშავებთ ხოლმე (ვხრაკავთ მდუღარე ზეთში ან ვახარშავთ წვნიანში) და ასე საშიში აღარაა.

ერთი-ორჯერ გავახმეთ მიქლიო (ავასხით და დავკიდეთ)..მერე წვნიანი გავაკეთეთ, მაგრამ დიდი არაფერი იყო.
* * *
QUOTE
თეთრი ბლის მურაბას

ვისაც ნერვები ყოფნის, შეუძლია კურკის მაგიერ თეთრი ბლის გული თხილით ამოავსოს. ძაიან გემრიელია. ნიგოზიც უხდება, მაგრამ თხილი სჯობს.

ჩემმა რაჭველმა ბიძამ, რომელსაც შიგადაშიგ გამოუნათებს ხოლმე თავში კულინარიული აზრები smile.gif , მიწის თხილი სცადა და უგემრიელესი გამოვიდა.

ალუბლის მურაბა მაქვს გასაკეთებელი sad.gif

კიდევ ბლის sad.gif

და კიდევ მოცხარის ჟელე sad.gif მე კიდევ აქ ვწერ რაღაცებს...უუუ, რა გამოკურკავს ახლა 20კგ ალუბალს.

Posted by: miau 24 Jul 2007, 22:22
dolores

QUOTE
ვინმემ ხო არ იცი, სოკო როგორ უნდა შევინახო?!

არსებობს სამი ვარიანტი.

1. დაკონსერვება (რომელსაც ჩვენ ვერიდებით)
2. დაარილება ცოცხლად
3.მარინადში ჩადება წამოდუღებული სოკოსი
4. გაყინვა
5. გაშრობა

ყველაზე ნაღდია გაყინვა წამოდუღებული სოკოსი, - ვდებთ კონტეინერში და ვყინავთ
გაშრობა
ჩვენს პირობებში ეს ასე ხდება:
გაურეცხავ დიდ სოკოებს (კარგია თეთრი სოკო (ბელი გრიბ), მასლიატა, გრიბ ზონტიკი, ქამა. ) ვდებთ გაზქურაში სეტკაზე, ქვემოთ ძირზე ვდებთ თუნუქის ფურცელს (იგივე ჟარონა smile.gif ) და ძალან დაბალ ცეცხზე ნახევრად გამოღებულ ღუმელში ვაშრობთ, სანამ ბოლომდე არ გამოიფიტება, შემდეგ ვაციებთ გაზეთზე და ბამბის მატერიის პარკში ვინახავთ მშრალ ადგილზე. როცა მოგვინდება სოკო, გამოვიღებთ, 1-2 საათით ჩავყრით წყალში, სოკო დაიბრუნებს აბიომს, გაფუვდება და რაც გვსურს, შეგვიძლია გავაკეთოთ მისგან. გამშრალი სოკოს სუპი გაცილებით გემრიელია, ვიდრე ახალი სოკოსი, განსაკუთრებით კარგია ამ მხრივ რგიბ ზონტიკი.

დამარილება

წამოდუღებულ სოკოს ან ემალირებულ ან კიდევ ფაიფურის ან მინის ჭურჭელში ვაწყობთ ფენა-ფენა ბევრ მარილთან ერთად, გადამლაშების ნუ შეგეშინდებათ.
როდესაც დაგჭირდებათ, გამოიღებთ, ან 1-2 გამდინარე წყალშI ჩაყრით, ან კიდევ უმარილო წყალში წამოადუღებთ და სულ გაუვა მთელი მარილი. გემოთიმიხვდები, როცა მარილი გაუვა.

ეს მეთოდებოი არის 100%-ით უსაფრთხო. ახლა, თუ სოკოშხამიანია, ისეც მოგწამლავს და ასეც gigi.gif

დაკონსერვებისგან თავს ვიკავებთ, სხვა კონსერვებსაც არ ვაკეთბთ.
წლებია სოკოს ვაგროვებთ და ასე ვინახავთ, შეგიძლიათ ენდოთ smile.gif
QUOTE
ალუბლის მურაბა მაქვს გასაკეთებელი

კიდევ ბლის


ალუბალიც გავაკეთე, ბალიც, მაგრამ მეორედ ბალი არავინ მიხსენოოოოოოოოოოოოოოს, კურკების ცლამ დამტანჯააააა!
სხვა ხილი, რამდენიც გინდა.... მითუმეტეს, ნიგვზით? - დიდი ბოდიში, ეს მაზოხისმი ბბიაჩემის საქმეა დადაე იმან აკეთოს ზემოთ ჩეს მიერ დაწერილ ქლიავის მურაბასთან ერთად biggrin.gif ახლა საზამთროს მურაბაზე ჩალიჩობს... smile.gif

Posted by: Doloress 25 Jul 2007, 09:25
miau
გაიხარე! 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: miau 25 Jul 2007, 11:50
dolores

ჰო, დამარილებულს რომ ადებ, ზემოდან წნილივით საფარებელი და ზემოდან სიმძიმე დაადე. smile.gif

შენ გაიხარე smile.gif

Posted by: tata-naka 25 Jul 2007, 12:37
მეგობრებო ტყემალი როგორ გავაკეთო ხომ ვერ მასწავლით?

Posted by: miau 25 Jul 2007, 14:05
tata-naka
QUOTE
მეგობრებო ტყემალი როგორ გავაკეთო ხომ ვერ მასწავლით?


ჩვენ ასევაკეთებთ ოჯახში:

ჩაყარე ქვაბში კარგად გარეცხილი და ყუნწებ დაცლილი ტყემალი, დაასხი ცოტა წყალი (არ უნდა დაფაროს) და წამოადუღე, კურკა რომ ადვილად გამოეცლება, გადმოდგი და გააცე.
წყალი ცალკე გადაწურე და გადაასხი, დასამატებლად ანადუღარი ჩვეულებრივი წყალი იხმარე, ტყემალი დურშლაგზე გახეხე ისე, რომ კურკები და კანები დარჩეს მარტო.
განახეხი თუ სქელი იქნება თვალის ზომით დაამატე წყალი.

ამის შემდეგ

1 კგ. ტყემალზე დაახლოებით 1 თავი ნიორი, 2 კონა ქინძი, 2 კონა ომბალო, 1 კონა ცერეცო და სურვილისამებრ ცოტა პიტნა (პიტნა იმ შემთხვევაშია აუცილებელი, თუ ომბალო არა გაქვს) , მარილი და წიწაკა გემოვნებით.

ამ ყველაფერს ან დანაყა, ან ხორცსაკეპ მანქანაში გატარებ, ან ბლენდერში აქვეფ ცოტა ტყემალთან ერთად და დანარჩენ ტყემალს დაუმატებ.

საერთოდ, სანელებლები მაინც უფრო გემოვნებით უკეთდება დათავად განსაზღვრე, ვის როგო მოსწონს...
აის შემდეგ შეგიძლია პიდაპირ მიირთვა, თუ შენახვა და დასტერილება გინდა კიდევ, 5-10 წუთი უნდა წამოადუღო და დაასტერილო.

Posted by: Solveig 25 Jul 2007, 21:11
QUOTE
კურკების ცლამ დამტანჯააააა!

sad.gif sad.gif მეც..

მაგრამ მოვრჩი მაგ სატანჯველს biggrin.gif კიდევ კარგი.

Posted by: tata-naka 26 Jul 2007, 10:46
miau
მადლობთsmile.gif მომიწევს ალბათ გაკეთებაsmile.gif

Posted by: killer 26 Jul 2007, 21:40
miau
და ტყემლის წყალს რატომ არ ხმარობთ გასათხელებლად?

Posted by: miau 26 Jul 2007, 22:42
tata-naka
QUOTE
მადლობთ მომიწევს ალბათ გაკეთება


გაიხარე smile.gifkiller
QUOTE
და ტყემლის წყალს რატომ არ ხმარობთ გასათხელებლად?


თუ ტყემალი ძალიან მჟავეა, ნახარშიც ცოტა მომწარო გამოდის და ამჟავებს, თუ ტყემალი ძალიან მჟავე არაა, მაშინ ვხმარობ. smile.gif

ისე, ზოგი შაქარს ამატებს ტყემალს sad.gif ჩვენ კიდევ მჟავე გვიყვარს ოჯახში და ტკბილი ტყემალი ვერ დავამუღამე.

Posted by: killer 26 Jul 2007, 22:44
miau
მადლობა 2kiss.gif

Posted by: Solveig 28 Jul 2007, 00:18
QUOTE
თუ ტყემალი ძალიან მჟავეა, ნახარშიც ცოტა მომწარო გამოდის და ამჟავებს, თუ ტყემალი ძალიან მჟავე არაა, მაშინ ვხმარობ

მეც ეგრე...

მაინც ყოფნის ხოლმე თავისივე წვენი გახეხილ ტყემალს..

Posted by: Gerard 28 Jul 2007, 00:32
გრეიფუტის მურაბა ვინმეს გაგისინჯიათ? გირჩევთ მურაბის მოყვარულებო გასინჯეთ, უგემრიელესია ახალ გემოს აღმოაჩენთ! ups.gif

Posted by: tamrikor 28 Jul 2007, 19:00
ქლიავის ხილფაფას როგორ აკეთებთ?

Posted by: Solveig 28 Jul 2007, 20:39
tamrikor
QUOTE
ქლიავის ხილფაფას როგორ აკეთებთ?

გავთუთქავ ქლიავს, წვენს ცალკე გადავიღებ. მერე ქლიავს გავხეხავ, რომ ჩენჩო და კურკა მოვაცილო. წვენს ვუმატებ საჭიროების მიხედვით და დიდხანს ვადუღებ. შაქარს გემოვნებით ვაძლევ.

Posted by: მონიკა 29 Jul 2007, 14:09
ასეთი რამე თუ გაგიკეთებიათ ვინმეს : ვიღებთ მშრალ ქილას, პრთხლიად ვაწყობთ შიგ გარეცხილ და მშრალ(ეს ძალიან მნიშვნელოვანია) ხილს, რომელიც უნდა იყოს საღი და დაუზიანებელი ფრთხილად ვდეფთ პატარა სანთელს(რა თქმა უნდა ისე რომ ხილს არ ეხებოდეს ცეცხლის ალი) ვუკიდეფთ ცეცხლს და ვხუფავთ, როცა ჟანგბადი გამოილევა ცეცხლი ჩაქრება, ვინახავთგრილ ადგილას. მე პირადად არ გამიკეთებია ადრე ORT-ზე ვნახე რაგაც საოჯახო გადაცემაში, მაგრამ ჩემმა ახლობელმა მასე ქლიავი შეინახა ზამთრისთვის, მაინტერესებს ვინმეს ხომ არ უცდია ასეთი რამე?
* * *
QUOTE
ყველაზე ნაღდია გაყინვა წამოდუღებული სოკოსი, - ვდებთ კონტეინერში და ვყინავთ

წამოდუღება რათ უნდა? მე გარეცხილ, დაჭრილ ,მშრალ , სოკოს ვყინავ, მშვენივრად ინახება.(ტემპერატურაა მნიშვნელოვანი -18 -20 გრადუსი)

Posted by: miau 29 Jul 2007, 18:06
Monica Bellucci
QUOTE
წამოდუღება რათ უნდა? მე გარეცხილ, დაჭრილ ,მშრალ , სოკოს ვყინავ, მშვენივრად ინახება.(ტემპერატურაა მნიშვნელოვანი -18 -20 გრადუსი)


ასე უფრო კარგად ინახება და წამოდუღებული სოკო არ იმტვრევა გადნობის შემდეგ და ფორმას კარგავს, წამოდუღებული კი არა, თან გემო ორივეს ერთი აქვს, შემწვარი განაყნი სოკო არც ისეა საუკეთესო და არც ასე და მაინც რაიმე სხვა ვარიანტტშ უნდა მოამნზადო. smile.gif
მე პირადად ყველაზე მეტად გამშრალი მომწონს. smile.gif
სკოსაც გააჩნია , ზოგჯერ მასეც ვინახავთ გარკვეულ სახეობებს, ზოგს პირდაპირ გარეცხილს ვაყრით მარილს და ისე ვინახავთ მაგრამ სოკოს, რომელსაც ლორწოიანიზედაპირი აქვს, ისე ვერ გარეცხავ, რომ ბოლომდე გასუფთავდეს, ან თუ ძალიან რბილია, მალე იმტვრევა. smile.gif დაჭრას რაც შეეხება - საერთოიდ არ ვჭრი, ასე უფრო ლამაზია ითქოს, მთელ-მთელი.
არის რაღაც მეთოდი, როდესაც მარილთან ერთდ მაწონს ან არაჟანსაც უკეთებენ და ზემოდან შავი პურის ნაჭერს ადებენ, ასე არ გვიცდია.

Posted by: lasha23 4 Aug 2007, 21:52
ძალიან მიყვარს ყველანაირი კომპოტი, რასაც ქვია ვგიჟდები და სულ მაქ ,დღე არაა რო არ დავლიო yes.gif

Posted by: gabarzgaleba 4 Aug 2007, 22:54
ზაფხულში მართლა მისწრებაა კამპოტები. ფეიხოას კომპოტია ძაან მაგარი, ცივი-ცივი, არომატული, ლიმნით, რამე.

Posted by: Duff 5 Aug 2007, 12:20
უუუჰჰ ფეიხოას კომფოთI რა მაგარიააა უჰჰჰ პირდაპირ გულზე მიდის რა chups.gif

Posted by: lasha23 5 Aug 2007, 12:56
აუ მაგარია კამპოტი რა, ვერანაირი სხვა დასალევი ვერ შეედრება.ვაშლატამას კამპოტი არი უძლიერესი

Posted by: maknatuna 11 Sep 2007, 21:18
შესანახად მომზადებულ ტყემალს შაქარი თუ უნდა? spy.gif
და კდევ: ცხელი ჩავასხა, თუ ცივი?

Posted by: BEKO 11 Sep 2007, 22:10
maknatuna
გასინჯე და თუ ძალიან მჟავეა, დაუმატე შაქარი.
ცივი უნდა ჩაასხა. და მგონი დედაჩემი რომ შეინახოს, თითო ლიტრზე თითო აბ ასპირინს უმატებს.

Posted by: maknatuna 12 Sep 2007, 00:27
BEKO
QUOTE
ასინჯე და თუ ძალიან მჟავეა, დაუმატე შაქარი.

მე მომწონს როგორიც არის rolleyes.gif

გმადლობთ smile.gif

Posted by: bubu1234 12 Sep 2007, 11:46
საწებელი პამიდვრის როგორ უნდა გავაკეთო?

Posted by: ShadowCat 12 Sep 2007, 13:54
bubu1234
აბა სოუსების თემაში ნახე spy.gif

Posted by: ფიჭა 23 Sep 2007, 16:46
ყურძნის წვენი ზამთრისთვის 3 ლიტრიანში რომ კეთდება,როგორ მოვამზადო

Posted by: ikebana 23 Sep 2007, 19:49
ფიჭა
როგორ უნდა გაკეთდეს? ჩაასხავ და გაასტერილებ, მერე ვდახუფავ.
ბადაგს თუ გულისხმობ, ჯერ უნდა დააბადაგო წვენი (ადუღო რომ წყალი ნაწილობრივ ამოშრეს), მერე ჩაასხა და გაასტერილო.

ისე 3ლიტრიანის გარდა სხვა მოცულობის ჭურჭელიც შეგიძლია გამოიყენო, არაფერი მოუვა smile.gif

Posted by: forever`s_NEVER 1 Oct 2007, 17:07
კომშის მურაბა როგორ გავაკეთო?

Posted by: BEKO 3 Oct 2007, 23:47
forever`s_NEVER

იღებ კომშს, თლი და ჭრი თხელ ნაჭრებად. მთლად სასიამოვნო პროცესი არაა, მჭრელი დანა გინდა, მერე ამზადებ სიროფს - 1 ჭიქა წყალი 1კგ შაქარი. მერე ყრი ამ კომშს და ადუღებ 10 წუთი, მერე გააცივებ, მერე კიდევ ადუღებ 10 წუთი, მერე ჩაასხამ ქილებში და მოხუფავ. მე ლიმონის ნაჭრებს ვაყოლებ, კარგ არომატს აძლევს.

შეგიძლია არც მოხუფო, მაინც არ გუჭდება.



Posted by: forever`s_NEVER 4 Oct 2007, 12:27
BEKO
მადლობა 2kiss.gif

Posted by: maknatuna 18 Oct 2007, 21:22
გოგოებო, მსხლისგან და ვაშლისგან როგორ მოვამზადო ჯემი? უნდა გავხეხო?

Posted by: gabarzgaleba 25 Oct 2007, 20:49
ჩემმა დამ ჩააწყო 5 დღის წინ მწვანე პამიდორი, შუაში ნიახურით და ნივრით. დღეს შემოვიდა, ისეთი გემრიელი იყო, თითებიც დავიზიანე. გუშინ კიტრით (პატარა შუშებით) გამოვტენეთ 5 კილოიანი ქილა. ნოემბრის პირველ რიცხვებში დაპაიჟებული ხართ. biggrin.gif

Posted by: miau 26 Oct 2007, 19:37
maknatuna
QUOTE
გოგოებო, მსხლისგან და ვაშლისგან როგორ მოვამზადო ჯემი? უნდა გავხეხო?


საერთოდ ჯემს მე და დედაჩემი ბლენდერში ვთქვეფთ და ერთიანი ხილ-ფაფა გამოდის, მაგრამ აბა ასე სცადე, მე ძალიან მომეწონა:

ვაშლის კონფიტიური.

დაფცქვნილი, გულგამოცლილი და პატარა კუბიკებად დაჭრილი ვაშლი - 5 კგ.
შაქარი - 1,5 კგ.
ძმარი - 3. ს/კ
ვანილი - გემოვნებით.

ვაშლს ვაყრით შაქარს, ვასხამთ ძმარს და ხელით კარგად ვურევთ ერთმანეთს, დილამდე ვდგამთ და დილით ვხარშავთ დაბალ ცეცხლზე წვენის დაშრობამდე, თან ვურევთ შიგადაშიგ. ბოლოს ვუმატებთ ვანილს და ყოველგვარი დასტერილების გარეშე ვდებთ ქილებში. ქილებს შიგნითან საფარებელზე ვუდებთ პერგამენტის ან კალკის ქაღალდს.
არის ძალიან ადვილი და გემრიელი. smile.gif არ არის ერთიანი ხილ-ფაფა, შიგადაშიგ არის პატარა ვაშლის ნაჭრები, ძალიან გემრიელია.
ასევე მინდა მსხლის გაკეთებაც. smile.gif
რომ გავაკეთებ, შეგეხმიანები როგორი გამოვა.
* * *

ფეიხოა მეც ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ცოცხლად. smile.gif
ამ რამოდენიმე დღის წინ ვიყავით ტყეში, მე და ჩემმა რძალმა დავკრიფეთ ასკილი, კუნელი თავისი ფოთლებიანად და მაჟალო-ვაშლი.

ეს ყველაფერი ცოტ-ცოტა ავურიეთ და კომპოტი მოვხარშეთ. აააარაჩვეულებრივი გამოვიდა. smile.gif

ადესის კომპოტი მომწონს ძალიან, ალუბალი და ატამია ერთად კარგი მოხარშული, შინდის კომპოტი, გარგარის კომპოტი.

კიდევ ძალიან გემრიელია არის იცით? - კარკადეს ჩაი უნდა აურიო ვაშლის კომპოტში - ზაფხულში არის მისწრება.



Posted by: nanka_iuristka 27 Oct 2007, 01:20
ისე ვერაფრით ვერ ვისწავლე მწნილის ჩადება არა და მაგრად მევასება განსაკუთრებით წიწაკის და კომბოსტოს მწნილები....

მარინადებში კი სოკოს ვცემ პატივს - პროვალი აქამდე არ ყოფილა smile.gif

Posted by: margusha 27 Oct 2007, 17:53
ნეტა რა დავაშავე რომ ვთქვი მასლიატების და რიჟიკების მარინადი მომწონსთქო რომ წამიშალეთ, არ გაგიგიათ არასოდეს? სოკოს ჯიშია ორივე და ყველაზე გემრიელი მარინადი მაგ ჯიშებისგან გამოდის. მდააა!

Posted by: Dr_Zuzumbo 27 Oct 2007, 21:00
QUOTE (margusha @ 27 Oct 2007, 15:53 )
ნეტა რა დავაშავე რომ ვთქვი მასლიატების და რიჟიკების მარინადი მომწონსთქო რომ წამიშალეთ, არ გაგიგიათ არასოდეს? სოკოს ჯიშია ორივე და ყველაზე გემრიელი მარინადი მაგ ჯიშებისგან გამოდის. მდააა!

ბოლეტისებრთა ოჯახიდან არიან(სოკოს ქვედა მხარე ღრუბელივით რომა აქვთ) შესანიშნავია დამარინადებული. ასევე ძალიან კარგია მარილში ჩამწნილებული მექელა(რუსულად რიჟიკ).
დამწნილებისას არ დაგავიწყდეთ ქილის ძირში შავი "სმაროდინის", ან მუხის ფოთლების მოფენა.

Posted by: nanka_iuristka 27 Oct 2007, 21:12
სოკოს მარინადებში ერთადერთი შამპინიონს ვენდობი.....

სხვა სოკოს ისედაც უნდობლობას ვუცხადებ და მემოგნი მარინადიც ცოტა სარისკო უნდა იყოს....

ერთი ძალიან მაინტერესებს არტიშოკის მარინადის გასინჯვა...

Posted by: BadbadGirl 27 Oct 2007, 21:18
მე არაფერს არ ვამწნილებ და არც ვიმარაგებ საზამთროდ smile.gif
ცოცხალი ხილი და ბოსტნეული აქ ისე ძვირი ღირს მაგას ჯობია უკვე გაკეთებული მურაბა და მწნილი ვიყიდო .
ტყეში სოკოს ამოცნობა რომ ვიცოდე ზამთრისათვის სიამოვნებით გავახმობდი ან საყინულეში გავყინავდი, მაგრამ ეგეც კი არ ვიცი sad.gif

Posted by: ShadowCat 27 Oct 2007, 21:37
margusha
მაპატიე, შემთხვევით წამეშალა, როცა ოFტოპიკებს ვშლიდი sad.gif
კარგია, რომ ხელახლა დაპოსტე biggrin.gif

BadbadGirl
QUOTE
მე არაფერს არ ვამწნილებ და არც ვიმარაგებ საზამთროდ

არც მე no.gif
საწებელ-ტყემალით დედი მამარაგებს (წელიწადში ჰაააჰაა 3 ბოთლი "დამჭირდეს" biggrin.gif),
სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ, "Fაბრიჩნი" ჯემები მომწონს, ჟელატინიანი რომაა.. და მაგასაც ვყიდულობ. და მაგასაც არც ისე ხშირად გეახლებით :-)
იშვიათად მურაბას თუ შევჭამ.. კაკრაზ ორიოდე დღის წინ მიბოძა ერთმა გოგომ (სახელსა და გვარს არ დავასახელებ gigi.gif )

Posted by: nanka_iuristka 27 Oct 2007, 21:46
sad.gif აუ მე მევასება კომპოტები სახლში გაკეთებული, განსაკუთრებით ვიციკლები ბლის და ატმის კომპოტებზე, ნაყიდები მაგრად არ მევასება მარა მაგის გამო ნაღდად ვერ დავიწყებ კომპოტობანას.....

ბიცოლას თუ დავაწერო ხოლმე 1 ქილას თორემ ჩემი გაკეთებული კომპოტი უკაცრავად.... lol.gif

მურაბებს საერთოდ არ ვჭამ....

ჯემები დამევასა პარიზში, გავგიჟდი მაგ ხალხს რა ჯემების კულტი აქვთ და რისგან არარ აკეთებენ.....

მარა ეგ ყველაფერი ხომ ხშირად არ გინდება ადამიანს.....

Posted by: BadbadGirl 27 Oct 2007, 21:46
ShadowCat
მურაბა კი მინდაtongue.gif
კაკლის , მაგრად მინდა აი ძალიან მაგრად.
კიდე ვარდის მურაბა მინდა,საქართველოში რომ ჩამოვალ წამოვიღებ მთელი წლის მარაგსbiggrin.gif . დედას და ბებიას უკვე გაკეთებული აქვთ .

Posted by: ShadowCat 27 Oct 2007, 21:48
nanka_iuristka
QUOTE
ბლის და ატმის კომპოტებზე

ატამზე მეც ვაფანატებდი რამდენიმე წლის წინ biggrin.gif
მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან იშვიათად, რომ ვჭამო..
QUOTE
მარა ეგ ყველაფერი ხომ ხშირად არ გინდება ადამიანს.....

ეგ არის რა!.. შეიძლება ადამიანმა სცადო (მე, მაგალითად biggrin.gif) და ინტერესის გამო გააკეთო მურაბა ან ჯემი..
მაგრამ..

ჰმ.. ეგებ მომავალი წლისთვის დავფიქრდე gigi.gif

Posted by: nanka_iuristka 27 Oct 2007, 22:01
ShadowCat

არა კი შეიძლება სცადო მარა იმდენი სრომა უნდა...

თან ვისაც ტკბილი უყვართ კიდე ჰო, მარა მე ოღონდ მჟავე მწარე მაჭამე სულ არ მახსენდება ტკბილი....

ამდენად ნამდვილად ვერ დავიწყებ მურაბობანას და ჯემობანას როცა ვიცი დიდი შანსია საერთოდ არ გამახსენდეს მისი ჭამა...

Posted by: ShadowCat 27 Oct 2007, 22:04
nanka_iuristka
კაცო, მარტო მურაბობანაზე და ჯემობანაზე ხომ არაა ლაპარაკი! smile.gif
თუ გიყვარს მწარე-მჟავე, ადექი და მწნილების გაკეთება სცადე wink.gif
(მე საერთოდ არ მიყვარს მწნილეული no.gif მარტო პიკულები და ისიც, "Fაბრიჩნი", ცხადია user.gif ან ნეტა სად შოულობენ ასეთ მინიატურული ზომის კიტრებს ნეტა biggrin.gif)

Posted by: BadbadGirl 27 Oct 2007, 22:05
QUOTE
ამდენად ნამდვილად ვერ დავიწყებ მურაბობანას და ჯემობანას როცა ვიცი დიდი შანსია საერთოდ არ გამახსენდეს მისი ჭამა...

ჰეჰეე, მე დამპატიჟე ხოლმე და გაგახსენებ chups.gif chups.gif მნიამ

Posted by: nanka_iuristka 27 Oct 2007, 22:08
ShadowCat

ცხარეს ქე ვაკეთებ - ეგეთ აჯიკას ვაკეთებ როოომ, ნიამ ნიამ givi.gif ოღონდ მართლა smile.gif

ტყემალიც მევასება მარა მაგით ბილოცა მამარაგებს - წლიურად შენი არ იყოს მაქსიმუმ 3 ბოთლი მჭირდება. უფრო აჯიკისტი ვარ wink.gif

ხოდა მწნილებს კიდევ ბებია მიკეთებს სულ ნაირ ნაირებს ვიანიდან იცის რა მწნილ-addict ვარ smile.gif ეგ ისეთ სუპერებს აკეთებს - ჩემი მწნილობანას თამაში რარა საჭიროა....
tongue.gif

საქართველოში არ ვიცი ამრა თურქეთში ეგეთი ზომის კიტრები უამრავია არა მარტო ოდენობით,დაჟე სახეები მგ კიტრების smile.gif პიკულებზე ვამბობ smile.gif



* * *
BadbadGirl

ეგრე იყოს smile.gif

ისე ვარდის მურაბა არა მაგრამ უგემრიელესი კაკლის მურაბა კი მაქვს სახლში smile.gif რომ ჩამოხვალ შემატყობინე და ერთ ქილას გიწილადებ smile.gif ბებიაჩემის კაკლის მურაბა განთქმულია smile.gif მართლა ოღონდ smile.gif

ასე რომ კაკლის მურაბაზე - ინვაითიდ smile.gif

Posted by: BadbadGirl 27 Oct 2007, 22:39
nanka_iuristka
ოოო, გაიხარეეsmile.gif
დიდი მადლობაsmile.gif
კაკლის მურაბის მონა ვარsmile.gifsmile.gif

Posted by: ShadowCat 27 Oct 2007, 22:41
nanka_iuristka
QUOTE
უფრო აჯიკისტი ვარ

მე კეტჩუპისტი ვარ user.gif

ისე, ვარდის მურაბა ნამდვილად არასოდეს გამისინჯავს baby.gif
რაღაც წარმოუდგენლად მეჩვენება baby.gif
კარგია? baby.gif

Posted by: BadbadGirl 27 Oct 2007, 22:45
ShadowCat
უკარგესი smile.gif
უნდა შეჭამო უშაქრო ჩაისთან ერთად.
ჯერ სურნელი აქვს გადასარევი, მერე გემოოო, მერე გულსტვიაა კარგი. მოკლეთ ძალიან გემრიელია smile.gif

Posted by: margusha 27 Oct 2007, 22:55
ShadowCat

აუუუუ ვარდის მურაბა არის მურაბების მეფე და როგორც ცუდმა გოგომ თქვა გულს უხდება ნამნეტნავად. ვარდის მურაბის მერე კაკლის მურაბის ფანი ვარ, მერე საზამთრო მოდის, და მერე ლეღვი.

Posted by: Breaky 27 Oct 2007, 22:59
ShadowCat
QUOTE
ისე, ვარდის მურაბა ნამდვილად არასოდეს გამისინჯავს baby.gif რაღაც წარმოუდგენლად მეჩვენება baby.gif კარგია?


ეგეც მაქვს biggrin.gif შემდეგში მაგას გაგასინჯებ. აქამდე არ გიხსენებია, თორემ თეთრ ბალს ეგეც გამოყვებოდა ხურდაში tongue.gif

Posted by: Bivrili 27 Oct 2007, 23:24
ძალიან მიყვარს წიწაკის მწნილი, მაგრამ საქმე ისაა, რომ როცა ამოვიღებთ მალევე შავდება.............. sad.gif ............ასეთ გაშავებულს კი მხოლოდ გადაყრა უხდება ................ჰოდა იქნებ მასწავლოთ რა უნდა დავამატო , რომ არ გაშავდეს?............ან საერთოდ როგორ აკეთებთ წიწაკის მწნილს?.................

Posted by: nanka_iuristka 27 Oct 2007, 23:29
ShadowCat

მეც მაგრად მევასება ვარდის მურაბა smile.gif საერთოდ მურაბები არ მევასება მარა ვარდის მურაბა ძაან კაი რამეა....

BadbadGirl

მართალი ხარ smile.gif

ხო იცი ჩაი აღმოვაჩინე ვარდის მურაბის არომატით smile.gif უმაგრესია....


Posted by: ikebana 27 Oct 2007, 23:30
margusha
ვარდის მურაბა თანაც ღეჭვის დროს ჭრაჭუნებს smile.gif

ისე მე ლეღვის მურაბაზე ვაფანატებ.user posted image

Posted by: margusha 27 Oct 2007, 23:37
ikebana

აი მაგაზე ვაფრენ რომ ჭრაჭუნობს. მე მგონი მაგის გამო უფრო მიყვარს

Posted by: BadbadGirl 27 Oct 2007, 23:42
nanka_iuristka
ჩაი მეც მაქვს, "Summer romance" - ს ქვია მაგრამ ვარდის მურაბიან ჩაის სად მიედრება.

margusha
ikebana
მიხარია რომ თქვენც ამ მშვენიერი მურაბის მოყვარულები ყოფილხართ smile.gif

Posted by: ShadowCat 28 Oct 2007, 00:28
BadbadGirl
QUOTE
უნდა შეჭამო უშაქრო ჩაისთან ერთად

მგონი ნებისმიერი მურაბა კარგია უშაქრო ჩაისთან ერთად chups.gif

margusha
QUOTE
კაკლის მურაბის ფანი ვარ, მერე საზამთრო მოდის, და მერე ლეღვი. 

ლოლ! ზუსტად ეგ მურაბები მიყვარდა ადრე gigi.gif
ახლა - თეთრი ბალი.. ლეღვიც.. და ის კიდე.. პატარა ვაშლუკები რომაა, სამოთხის ვაშლი ქვია მგონი spy.gif
მაგრამ ყველა დროის საუკეთესო მურაბა არის ჟოლოს (მალინის) მურაბა! love.gif

Breaky
QUOTE
ეგეც მაქვს

შენა და... რა არა გაქვს? biggrin.gif

Bivrili
QUOTE
რომ როცა ამოვიღებთ მალევე შავდება

ვსმისლე? თეფშზე რომ ამოიღებ ქილიდან? spy.gif

Posted by: Bivrili 28 Oct 2007, 00:51
ShadowCat
QUOTE
თეფშზე რომ ამოიღებ ქილიდან?

yes.gif ..............ერთიანად შავდება ცოტა ხანში................

Posted by: ShadowCat 28 Oct 2007, 00:55
Bivrili
spy.gif უცნაურია.. baby.gif
ხვალ ვკითხავ დედაჩემს (ეგებ მიზეზი იცოდეს) და იმასაც ვკითხავ, როგორ აკეთებს yes.gif
დარწმუნებული ვარ, სხვა აქაური იუზერიც დაგეხმარება (აცადე ოღონდ ხალხ, ყველა კი არ ზის კომპთან biggrin.gif)

ერთი ეს მითხარი, შენ მწვანილეულით აკეთებ თუ უმწვანილოდ? baby.gif

Posted by: Bivrili 28 Oct 2007, 01:16
ShadowCat
QUOTE
შენ მწვანილეულით აკეთებ თუ უმწვანილოდ

უმწვანილოდ.................როგორც ნამდვილი მწნილი.................

QUOTE
შენ

no.gif მე ვერ.............დეიდაჩემი აკეთებს................


QUOTE
აცადე ოღონდ ხალხ, ყველა კი არ ზის კომპთან

კარგი, ოლიმპიური სიმშვიდით ვარ აღჭურვილი უკვე................. yes.gif ...................

Posted by: maknatuna 28 Oct 2007, 01:36
მკვახე პომიდვრის მჟავე როგორ გავაკეთო?


Posted by: miau 28 Oct 2007, 23:52
QUOTE
ჩამწნილებული მექელა(რუსულად რიჟიკ).


რიჟიკი თუ მექელა იყო, ეგ არ ვიცოდი smile.gif



nanka_iuristka
QUOTE
სოკოს მარინადებში ერთადერთი შამპინიონს ვენდობი.....

სხვა სოკოს ისედაც უნდობლობას ვუცხადებ და მემოგნი მარინადიც ცოტა სარისკო უნდა იყოს....

ქარხნული წესით საშიში არაფერია, შინ დამზადებული კი - დამიჯერე ყველაზე საშიში (თუ კარგად იცის ცნობა ვინც აგროვებს, პრობლემა არც ეგაა smile.gif ) შამპინიონია, ვინაიდან იგი საოცრად გავს მისსავე მსგავს მომაკვდინებელ შხამა სოკოს ბლედნაია პოგანკას, რომელიც შამპინიონისგან იმით განსხვავდება, რომ შიგნიდან სპორები ქათქათა თეთრი აქვს, შამპინიონს კი მინიმუმ ღია ვარდისფერი და ამასთან შამპინიონს სპეციფიური სუნი აქვს. smile.gif
კარგად ჭირდება ამ ყველაფერს ცოდნა. ჩემმა რუსმა მეზობელმა მომიყვა, თუ როგორ შეაგროვა ერთმა კაცმა 1 ტომარა ბლედნაია პოგანკა და ჩემი მეზობლის რჩევაზე - არ წაეღო სახლში, უპასუხა, რომ იგი ატყუებდა და სოკო თავისთვის უნდოდა biggrin.gif

მოკლედ ასეააა. smile.gif

Posted by: miau 29 Oct 2007, 00:34
maknatuna

მკვახე პომიდორის მწნილი:


ვარიანტი I

პომიდორი ნატურალური გემოთი

პომიდორი გავრეცხოთ და მჭიდროდ ჩავაწყოთ წინასწარ ცხელი წყლით გარეცხილ ქილებში, წამოვადუღოთ მარილ-წყალი (1 ლ. წყალს სჭირდება 2 ს/კ მარილი), გავაციოთ და დავასხათ ქილებში ჩაწყობილ პომიდვრებს ისე, რომ ბოლომდე დაიფაროს. დავახუროთ პლასტმასის სახურავები და რამოდენიმე დღე სამზარეულოში გავაჩეროთ, შემდეგ კი სადაც გვინდა შევინახოთ. მზად უიქნება დაახლოებით ერთ თვეში. საშიში არ არის, სტერილიზაცია არ სჭირდება.

II ვარიანტი

ქილებში პომიდორთან ერთად ჩავდოთ რამოდენიმე კბილი ნიორი, წითელი მწარე წიწაკა, ნიახური, ალუბლის ფოთლები და იგივე წესით იგივე კონსისტენციის მარილ-წყალი დავასხათ, იგივე წესით შევინახოთ. smile.gif
ასევე ესეც არ არის საშიში.

პომიდვრის მწნილის შენახვა შეიძლება ემალის ვედროში ან ასევე ემალის ქვაბში.

როდესაც ქვაბში ვდებთ, პომიდვრებს ზემოდან უნდა დავადოთ ტვირთი ისე, რომ მთლიანად წყალში ჩაიძიროს.

smile.gif ესეც auau -ს შემოქმედებიდან biggrin.gif

Posted by: maknatuna 29 Oct 2007, 00:53
miau
გაიხარე.
2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: nanka_iuristka 29 Oct 2007, 08:14
miau

ნუ რა ვიცი მე ვერიდები ყველა სხვა სახის სოკოს..... როგორც მარინადში ისე ცოცხლად... აი მაგალითად ხის სოკო მაგრად მაინტერესებს მაგრამ ისე მეშინია, შანსიც არაა გავსინჯო...

ისე მარინადში მე არ მინახავს შამპინიონის გარდა სხვა სოკო, რატომღაც....

=============================

კონსერვებს ენდობით ხალხო?

მე ორაგულის კონსერვი მევასებოდა ტომატში მარა ბოლო დროს რღაც აღარ მომწონს... მთლად ისეთი ვერაა...

პოსტი დაედიტდა და ოFტოპიკი წაიშალა.

Posted by: miau 29 Oct 2007, 14:02
nanka_iuristka
QUOTE
მაგალითად ხის სოკო მაგრად მაინტერესებს მაგრამ ისე მეშინია, შანსიც არაა გავსინჯო...

ისე მარინადში მე არ მინახავს შამპინიონის გარდა სხვა სოკო, რატომღაც....


არადა, ხის სოკო საერთოდ უვნებელია smile.gif
მიწის სოკოა საშიში. smile.gif
ახლა წვიმების შემდეგ წავალთ ტყეში და თუ ბევრი იქნა, აუცილებლად დავამარილებთ და გავყინავთ. smile.gif
სათბურისა და ნამდვილი მიწის სოკო საოცრად განსხვავდება ერთმანეთისგან, smile.gif
QUOTE
კონსერვებს ენდობით ხალხო?

არა!

არაფერს ვაკეთებთ ისეთს, რომ დავაკონსერვოთ, მეშინია.
სოკოსაც არ ვასტერილებთ, საშIშIა, ან ვამარილებთ, ან დაუსტერილებლად ვამარინადებთ, ან კიდევ ყველაზე უკეთესი - ვყინავთ. smile.gif

QUOTE
მე ორაგულის კონსერვი მევასებოდა ტომატში მარა ბოლო დროს რღაც აღარ მომწონს... მთლად ისეთი ვერაა...


biggrin.gif მე კიდევ კილკა მიყვარდა - ყველაზე იაფი და ბანძი რაც შეიძლება წარმოიდგინოს კაცმა biggrin.gif

ამ ცოტა ხნის წინ ბიძაჩეემა მოიტანა მოლუსკების კონსერვი ზეითუნის ზეთში და აღფრთოვანებული დავრჩი - ცოტა შპროტს გაგონებს არომატით, მაგრამ ჯობია რა თქმა უნდა და სხვანაირია. smile.gif

Posted by: amadeus 1 Nov 2007, 13:50
მოკლედ ხალხო ყველას გირჩევთ გასინჯოთ კაპარი. ეს არის საუკეთესო და სამკურნალოც კი რაც მე შემხვედრია

ძირითადად მას უცხო ქვეყნებში შეხვდები ესპანეთი, მექსიკა და რავი სხა და სხვა და რაგინდ გასაკვირიც არ უნდა იყოს ის საქართველოშიცაა და მე რომ პირველად გავსინჯე ისე მომეწონა რომ სპეც ზაკაზით ვამზადებინებ ხოლმე ქართლელებს givi.gif

Posted by: ShadowCat 1 Nov 2007, 23:26
amadeus
მე არ მომეწონა user.gif რაღაც მჟავე გემო აქვს gigi.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 2 Nov 2007, 00:23
QUOTE (amadeus @ 1 Nov 2007, 11:50 )
მოკლედ ხალხო ყველას გირჩევთ გასინჯოთ კაპარი. ეს არის საუკეთესო და სამკურნალოც კი რაც მე შემხვედრია

ძირითადად მას უცხო ქვეყნებში შეხვდები ესპანეთი, მექსიკა და რავი სხა და სხვა და რაგინდ გასაკვირიც არ უნდა იყოს ის საქართველოშიცაა და მე რომ პირველად გავსინჯე ისე მომეწონა რომ სპეც ზაკაზით ვამზადებინებ ხოლმე ქართლელებს givi.gif

განსაკუთრებით პიცას უხდება , რომელში პროშუტოა ერთ -ერთი კომპონენტი yes.gif

Posted by: Vika 2 Nov 2007, 00:36
QUOTE
ის საქართველოშიცაა               

ვროდე ჯონჯოლია.

Posted by: amadeus 3 Nov 2007, 15:36
ShadowCat

პახმელიაზე გასინჯე და დამერწმუნე მოგეწონება yes.gif


Dr_Zuzumbo
კი პიცასთან მართლაც კარგია მსოფლიო გააგიჟა კაპარით გაკეთებულმა პიცამ smile.gif


Vika


LOoooooooLLLLL
lol.gif lol.gif lol.gif

ჯონჯოლი არა ფლავი lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: n_j 3 Nov 2007, 16:06
QUOTE
გრეიფუტის მურაბა ვინმეს გაგისინჯიათ? გირჩევთ მურაბის მოყვარულებო გასინჯეთ, უგემრიელესია ახალ გემოს აღმოაჩენთ! 



და როგორ გავაკეთოთ?
* * *
ვინმე თუ აკეთებთ მურაბებს და ჯემებს კვიტინით? მე გატარებულ ხილს ვუმატებ და ძაან მაგარია , რაღაც ჟელესავით არის ოღონდ სქელი.გამიკეთებია გარგარი, შინდი, ალუბალი, ორივენაირი მოცხარი, მოცვი, ქაცვი, ჟოლო, მარწყვი, ფორთოხალი, იცით რა მაგარია? თან 5 წუთში კეთდება და კარაქიან ტოსტებზე რო წაუსმევ დაცემაა განსაკუთრებით შავი მოცხარი და მოცვი მიყვარს

სცადეტ არ ინანებთ მე სულ ასე ვაკეთებ და ყველას მოსწონს

Posted by: ShadowCat 3 Nov 2007, 22:34
amadeus
QUOTE
პახმელიაზე გასინჯე და დამერწმუნე მოგეწონება

პახმელია არ მაქვს ხოლმე jump.gif

n_j
QUOTE
კვიტინი

პარდონ, ვას ისტ დას? fingal.gif
QUOTE
თან 5 წუთში კეთდება

ეს როგორ? spy.gif

Posted by: n_j 4 Nov 2007, 19:50
ShadowCat
QUOTE
QUOTE
კვიტინი


პარდონ, ვას ისტ დას?

QUOTE
თან 5 წუთში კეთდება


ეს როგორ? 



კვიტინი არის სპეციალური ნივთიერება მურაბების ჯემების და ჟელეების გასაკეთებლად.სემადგენლობა არის ჟელატინი და ლიმონმჟავა.მომზადების წესი ზედ აწერია რუსულ ენაზე.მხოლოდ 5 წუთი უნდა ადუღო ხილი და მერე ცხელი ჩაასხა ქილებში.ეს კვიტინი იყიდება ბაზრობაზე გალინა ბლანკებთან, პილპილებთან, ვანილებთან ჟელეებთან და ეგეთ რამე-რუმეებთან ერთად

Posted by: ShadowCat 4 Nov 2007, 20:48
n_j
უი, ეგაა ზნაჩიტ, რის გამოც მიყვარს Fაბრიჩნი ჯემები! user.gif
რა საინტერესოა.. მადლობა, რომ ეს კაი ინფო მითხარი! bis.gif

Posted by: Vika 5 Nov 2007, 04:25
amadeus
QUOTE
ჯონჯოლი არა ფლავი lol.gif lol.gif lol.gif

შენ ფლავი გეგონოს და მართლა ერთი ოჯახია.

Posted by: amadeus 6 Nov 2007, 10:22
QUOTE (Vika @ 5 Nov 2007, 04:25 )
შენ ფლავი გეგონოს და მართლა ერთი ოჯახია.

არა ჩემო კარგო ერთი ოჯახი არანაირად არ არის yes.gif

თუ გაინტერესებს რომელი ოჯახიდანაა წაიკითხე საბჭოთა ენციკლობედია და იქ ნახავ მაგის შესახებ ყველაფერს yes.gif

თუ მაგას არ ენდობი შეგიძლია დაგუგლო და ისიც გეტყვის
თავის სათქმელს

ფორუმის წესებით "ჩაშენებული ციტირება" აკრძალულია.

Posted by: Vika 6 Nov 2007, 17:24
amadeus
ok, will do.

Posted by: ALEF 6 Nov 2007, 19:44
QUOTE
კაკლის მურაბის ფანი ვარ, მერე საზამთრო მოდის, და მერე ლეღვი. 

მეც ზუსტად მათი ფანი ვარ...და 1 თვის წინ გავაკეთე ლეღვის მურაბა(არადა 7 ცელია არ მიჭამიაbiggrin.gif)...პირველად ცხოვრებაში...მომიწონეს და დამიფასეს.


ShadowCat

QUOTE
ახლა - თეთრი ბალი

მახსოვს ბებია აკეთებდა თეთრ ბალს ნიგვზით...

მალინის მურაბას რაც შეეხება,ძალიან მიყვარს,მაგრამ როცა გაციებული ვარ მაშინ... war.gif

Posted by: ShadowCat 6 Nov 2007, 19:55
ALEF
QUOTE
თეთრ ბალს ნიგვზით

იამი! user.gif
QUOTE
მაგრამ როცა გაციებული ვარ მაშინ

უფფფ! გაციებულზე მალინიანი ჩაი ნამდვილი წამალია.. "ჯანმრთელ მდგომარეობაში" - პროსტა სასიამოვნოა user.gif

Posted by: amadeus 9 Nov 2007, 09:53
ShadowCat

რა ჩაშენებებზეა ლაპარაკი? smile.gif

Posted by: ShadowCat 9 Nov 2007, 12:40
amadeus
ვთქვათ, ვინმემ სხვის პოსტზე დააქლიქა "ციტირებას", ჰო?
მერე შენ ამ ვინმეს პოსტზე რომ დააქლიქო "ციტირებას" და დაპოსტო, გამოგივა "ციტირებულის ციტირება" biggrin.gif
მიხვდი? smile.gif

ამაზე ვორნს არავინ მოგცემს, ნუ დარდობ.. უბრალოდ ეს გათვალისწინებულია ფორუმის წესებში და მე შენიშვნას იმიტომ ვაკეთებ ხოლმე, რომ სამომავლოდ გაითვალისწინონ სხვებმა. ეს მუქარა არაა, ლოლ! დონტ ფრიქ აუთ biggrin.gif

Posted by: amadeus 9 Nov 2007, 14:22
ShadowCat

კაი კაი smile.gif

მე კიდე გული გამისკდა givi.gif


Posted by: ShadowCat 10 Nov 2007, 20:54
Bivrili
როგორც იქნა, დავაყენე საშველი gigi.gif

წიწაკის მწნილი:
A. მოკლედ, დედის ვკითხე გაშავებაზე და ასეთი რამ მითხრა:
იმისათვის, რომ დამწნილებული წიწაკა არ გაშავდეს, მწნილად ჩადების დროს კარგი იქნება, თუ ჩააყოლებ სიმინდის ფუჩეჩსო.
ანუ: ჯერ 3 დღე უნდა გედოს ისე, ცოტა რომ მოჭკნეს.
რომ ჩადებ, მარილისა და კამის გარდა არაფერი უქნა + სიმინდის ფუჩეჩი.
ასე დამწნილებულს ძალიან კარგი ფერი აქვს.

თუ სიმინდის ფუჩეჩი არ გაქვს, არის ასეთი ვარიანტიც:
B. ჯერ უნდა გააჩერო მარილწყალში (ბლომად მარილით) 2-3 დღე.. შემდეგ უნდა გადაიტანო სხვა, უფრო პატარა ჭურჭელში
(იმიტომ, რომ ამასობაში მარილწყალში მორბილდება და ნაკლებ მოცულობას დაიკავებს).
ახალ ჭურჭელში გადაწყობილს ნაკლები მარილი უნდა და - ხმელი კამა.

ვოტ. chups.gif
თუ რაიმე კითხვა გაქვს, მითხარი და ვკითხავ smile.gif

Posted by: gabarzgaleba 19 Dec 2007, 00:36
ნოემბრიდან მოყოლებული, მწნილების ოქროს ხანა იწყება, რომელიც საშობაოდ აღწევს პიკს, იმიტო, რო მაგ დროისთვის უკვე იმდენი ხორცი მაქვს ნაჭამი, რო მხოლოდ მწნილით ვანეიტრალებ ხოლმე. ნიახურიანი და ნივრიანი მწვანე პამიდვრით, ყვავილოვანი კომბოსტოს, ნივრის, პრასის მწნილით... და რაღა თქმა უნდა ჯონჯოლიიიიით.

Posted by: Rebecca 19 Dec 2007, 16:15
gabarzgaleba
QUOTE
პრასის მწნილი


ყველაზე მაგარია მწნილებში. ისე მენატრებააააა!...

Posted by: gabarzgaleba 23 Dec 2007, 01:14
მურაბას იშვიათად ვჭამ, მარა ძაან ვაფასებ. საბერძნეთიდან ფისტაშკების (ქართულად ფსტა) მურაბა გამომიგზავნეს. ეს რა ყოფილა ტო, მე იმ წლებს რა ვუთხარი ეგ მურაბა რო არ მქონდა გასინჯული, გადამრია, ეგეთი ცოცხალი მომწვანო ფერი არც ერთ მურაბას არა აქვს, გემოზე კიდე ისეთი დახვეწილია და მრავალფეროვანი რო რავიცი... მწვანე ჩაისთან სასწაულებს ახდენს, მესხი-მეტრეველივით არიან. ეხლაც გიახლებით და ისეთი სახე მაქვს, ჩემმა ცოლმა ეჭვიანობა დაიწყო...biggrin.gif ჩემს დიად სამეულს, რომელშიც ლეღვის, კაკლისა და თეთრი ბლის მურაბა (ნიგვზისა და ლიმნის გულებით) შედიოდა, კიდე ერთი, უდასტოინესი წევრი შეემატა.

Posted by: Blue Note 23 Dec 2007, 01:29
gabarzgaleba
QUOTE
ჩემს დიად სამეულს, რომელშიც ლეღვის, კაკლისა და თეთრი ბლის მურაბა

აუჰ, ეგ არ გეთქვა შე კაცო და... ასე მგონია ცხრა მთას იქიდან ჩემს თავს ველაპარაკებოდე. აი, რომ თქვეს, სიყვარულზე უფრო ტკბილი განა არის რამეო და კახელმა რომ თქვა, თეთრი ბლი მურაბაო, ეგ მე ვიყავ, ჰო. თანაც სამ ეგზემპლარადა - ერთ ვარიანტში თეთრი ბილისას ვამბობ, მეორეში - კაკლისას, მესამეში კი - ლეღვისასა (დაილოცოს მაგათი გამჩენი). სხვათა შორის, კარგი ალუბლის მურაბაც არ არის ურიგო. ბავშვობაში ალქიმიური პერიოდები მქონდა და თეთრი ბლისას ვურევდი ხოლმე.
QUOTE
ყველაზე მაგარია მწნილებში. ისე მენატრებააააა!...

აი, მწნილებზე კი ახლა ვეღარაფერს ვიტყვი, თორემ მთლად გასტრო-ნოსტალგიური შოკი დამემართება...

Posted by: gabarzgaleba 23 Dec 2007, 01:47
Blue Note
QUOTE
ბავშვობაში ალქიმიური პერიოდები მქონდა და თეთრი ბლისას ვურევდი ხოლმე.


ასამბლაჟს (ანუ კუპაჟს) აკეთებდი ე.ი. biggrin.gif მე კიდე, რადგან დედულეთის, რაჭის გამო ნიგოზი არ მაკლდა, ალუბლის მურაბას ბლომად ნიგოზს ვაყრიდი ხოლმე, წვრილად დაჭრილს biggrin.gif

Posted by: Blue Note 23 Dec 2007, 02:13
gabarzgaleba
QUOTE
ალუბლის მურაბას ბლომად ნიგოზს ვაყრიდი ხოლმე, წვრილად დაჭრილს

ოო, ეგეც ვიცოდი. ალუბლის მურაბას, სხვათა შორის, მართლა "ვაკუპაჟებდი" ხოლმე. ალუბლის მურაბის წვენს წყალში ვურევდი, ჩუმ-ჩუმად წითელ ღვინოს ვამატებდი (მაშინ პატარა ვიყავი და ღვინის სმის უფლებას არც მაძლევდნენ და ვერც მე ვბედავდი) და ჩემი ჭკუით ხერესს ვამზადებდი. სათავგადასავლო რომანებში სულ რომს და ხერესს სვამდნენ მეზღვაურები და იქიდან მქონდა ძირითადად აკვიატებული. გვიანობამდე ვიჯექი ხოლმე სამზარეულოში, თან "რობინზონ კრუზოს" ან "განძის კუნძულს" ვკითხულობდი და თან თვითნაკეთ ხერესს ვურტყამდი. მერე და მერე, როცა თვითონ დავიწყე ზღვებზე და კონტინენტებზე ხეტიალი, ნამდვილ ხერესსაც დავუმეგობრდი. განსაკუთრებით გავუშინაურდი Sandeman-ს. აპერიტივად კარგია smile.gif

Posted by: gabarzgaleba 23 Dec 2007, 02:20
Blue Note
QUOTE
ოო, ეგეც ვიცოდი. ალუბლის მურაბას, სხვათა შორის, მართლა "ვაკუპაჟებდი" ხოლმე. ალუბლის მურაბის წვენს წყალში ვურევდი, ჩუმ-ჩუმად წითელ ღვინოს ვამატებდი (მაშინ პატარა ვიყავი და ღვინის სმის უფლებას არც მაძლევდნენ და ვერც მე ვბედავდი) და ჩემი ჭკუით ხერესს ვამზადებდი. სათავგადასავლო რომანებში სულ რომს და ხერესს სვამდნენ მეზღვაურები და იქიდან მქონდა ძირითადად აკვიატებული. გვიანობამდე ვიჯექი ხოლმე სამზარეულოში, თან "რობინზონ კრუზოს" ან "განძის კუნძულს" ვკითხულობდი და თან თვითნაკეთ ხერესს ვურტყამდი. მერე და მერე, როცა თვითონ დავიწყე ზღვებზე და კონტინენტებზე ხეტიალი, ნამდვილ ხერესსაც დავუმეგობრდი. განსაკუთრებით გავუშინაურდი Sandeman-ს. აპერიტივად კარგია


ვა, დაჟე აპერეტივად?... ეჰ, არადა ღვინის ან კონიაკის ასამბლაჟის კაი ოსტატი დადგებოდა შენგან. biggrin.gif ხერესს არ ვიცნობ კარგად, რომი კი იცოცხლე... მარა მაგაზე მაგარ სასმელკებში გავაგრძელოთ სხვა დროს.

Posted by: Blue Note 23 Dec 2007, 04:00
QUOTE
ვა, დაჟე აპერეტივად?...

რა თქმა უნდა.

ასამბლაჟს რაც შეეხება, დღემდე დაშლა-აწყობით ვარ დაკავებული, ოღონდ უფრო სხვა სფეროებში.
დაბოლოს ისევ გაუმარჯოს კონსერვებს, მარინადებს, მწნილებს, კომპოტებს და მურაბებს...

Posted by: gabarzgaleba 23 Dec 2007, 13:03
Blue Note
QUOTE
ვა, დაჟე აპერეტივად?...

რა თქმა უნდა.


რავი, აპერიტივად უფრო მაღალი მჟავიანობის ცოცხალ ღვინოებსა და ბრუტებს ვარჩევ ხოლმე, ხო იცი, ჩვენში ხერესი იშვიათობაა. smile.gif

Posted by: Tiko-Tiko 23 Dec 2007, 13:13
gabarzgaleba

ბარძგალ ბიძია,რო გადაყევი ამ ჭამა-სმას biggrin.gif,საქმე რომ არა გქონდეს რა,კლას.მუს.განყ-შიც შემოიხედე ხოლმე რა,თორე ჩაკვდა იქაურობა შენი ბარძგლიმუნობების გარეშე yes.gif
2kiss.gif


Posted by: gabarzgaleba 23 Dec 2007, 14:21
Tiko-Tiko
QUOTE
ბარძგალ ბიძია,რო გადაყევი ამ ჭამა-სმას ,საქმე რომ არა გქონდეს რა,კლას.მუს.განყ-შიც შემოიხედე ხოლმე რა,თორე ჩაკვდა იქაურობა შენი ბარძგლიმუნობების გარეშე


2kiss.gif მოვდივარ, გენაცვალოს ბიძია, ამ ლუკმასაც გადავყლაპავ, ერთ ყლუპსაც დავაყოლებ და მოვდივარ... biggrin.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 23 Dec 2007, 14:31
Tiko-Tiko
gabarzgaleba
http://smiles2k.net/admin_moder_smiles/index.html

Posted by: Blue Note 23 Dec 2007, 15:26
gabarzgaleba
QUOTE
რავი, აპერიტივად უფრო მაღალი მჟავიანობის ცოცხალ ღვინოებსა და ბრუტებს ვარჩევ ხოლმე, ხო იცი, ჩვენში ხერესი იშვიათობაა.

მეც არ მეთქმის არც ხერესის და არც საერთოდ აპერიტივების ექსპერტი, მაგრამ მშრალ ხერესს ერთ დროს სიამოვნებით გეახლებოდით აპერიტივად (ასე მასტავლეს გერმანელებმა). თუმცა ხერესი ლიტერატურაში ძირითადად სადესერტო ღვინოდ მოიხსენიება. საქმე ისაა, რომ ძალიან ბევრი სახეობა არსებობს. მშრალები აპერიტივად მუშაობს biggrin.gif

რაც შეეხება ჩვენს თემას, რომლიდანაც გადავუხვიეთ, თუ იცის ვინმემ, რა ჰქვია იმ მურაბას, რომელსაც შვლის ხორცთან ერთად ჭამენ. ტრადიციული რეცეპტია ცენტრალურ ევროპაში. შეიძლება ვარშაველმა ავგუსტმა იცოდეს. მეც ვეცდები დავადგინო. მე მგონი, საქართველოში არ უნდა იყოს არც ეგ ტრადიცია და არც ეგ კენკრა.

Posted by: gabarzgaleba 23 Dec 2007, 15:30
Blue Note
QUOTE
მაგრამ მშრალ ხერესს ერთ დროს სიამოვნებით გეახლებოდით აპერიტივად (ასე მასტავლეს გერმანელებმა).


მაგაზე სპეციალურ თემაში გიპასუხებ ახლავე, რო არ გავაოფო. smile.gif

Posted by: undula 9 Jan 2008, 01:20
ვინმემ ხო არ იცით მანდარინის მურაბის რეცეპტი, აი ის მთლიანად (დაუჭრელად) და კანიანად რომ მზადდება. ერთხელ გავსინჯე და ძაააააალიან გემრიელი იყო იმის მერე ვცდილობ და ვერ ვიშოვე რეცეპტი. მანდ მთავარი ის არის რომ კანი უნდა იყოს რბილი და აი მაგას ვერ მივაღწიე

Posted by: gabarzgaleba 9 Jan 2008, 01:35
ყველანაირი მჟავეულ-მწნილეული დაგვიმთავრდა და ვარ ასე, საწყლად, შემოდგომის აზნაურიშვილივით (არადა სინამდვილეში გლეხი ვარ biggrin.gif). რა ვქნა არ ვიცი, არც ერთ მაღაზიაში აღარაფერი არ შემოაქვთ, კი ვიფიქრე, კომბოსტოს მაინც ჩავაწყობინებ მეთქი ჩემს დას მარა, მერე დამეზარა, დრო უნდა თან. დელისთანაც უვარგისი მჟავეული იყიდება, აი ისეთები, პამიდორს დამჟავებული მწვანე ფერი აქვს და შიგნიდან რო საზარლად საღი მწვანე ფერის ნიახური რო გამოიჭყიტება ახლთახალი ნივრის ცალი კბილითურთ.

Posted by: kanonika 9 Jan 2008, 02:53
Blue Note
არა მარტო შვლის, არამედ ირმის ხორცტანაც, მგონი გერმანულად ჰაიდელბერე ქვია, ისე მტალდ მუარაბ არ არის, კეკრა მომჟავოა და თაფლის ან შაქრის დამატებიტ ცოტა კარამელის გემო ეძლევა, მაგრამ საბოლოო ჯანში არ ტოვებს კლასიკური მურაბის გემოს და კვების რეცეპტორები კარგად აღიქვამენ.

Posted by: Blue Note 9 Jan 2008, 23:37
kanonika
Heidelbeere მოცვია ქართულად, თუ არ ვცდები. მე რაც ვიგულისხმე, იმას Preiselbeere ჰქვია. საქართველოში არასოდეს მქონდა ნაჭამი. ისეთი არც არაფერია, არც ვიცი, ხორცის გარეშე იჭმევა თუ არა.

Posted by: WOMAN IN LOVE 10 Jan 2008, 04:37
kanonika
Blue Note
QUOTE
Heidelbeere


Posted by: WOMAN IN LOVE 10 Jan 2008, 04:39
QUOTE
Preiselbeere

ეს მართლა არ ვიცი რა არის...

Posted by: auau 10 Jan 2008, 15:11
WOMAN IN LOVE
Blue Note

ეს არის გერმანიაში ძალიან პოპულარული კენკრა ლათინურად Vaccinium arctostaphylos - ქართულად "მაღალი მოცვი," კავკასიური ანუ წითელი მოცვი. ხარობს ალპურ ზონაში, არის ძალიან სასარგებლო, შეიცავს ვიტამინების დიდ რაოდენობას, განსაკუთრებით ვიტამინ ცეს და პექტინს. მისგან მზადდება სამკურნალო კაფსულები.კულინარიაში გამოიყენება ჟელეების, ტორტის, მარმელადის და ბევრი სხვა ტკბილეულის დასამზადებლად. მისგან კეთდება საწებწლი ხორცისთვის, მოთუშულ ხორცთან ხმარობენ კენკრას ცოცხალი სახითაც.
http://911beats.com/preiselbeer.cfm?pt=2&rpt=1&kt=1 აქ არის რეცეპტი ამ კენკრის გამოყენებით.
კიდევ თუ მოვიძევ რაიმეს, გაგაგებინებთ

Posted by: Dr_Zuzumbo 11 Jan 2008, 18:37
QUOTE (auau @ 10 Jan 2008, 15:11 )
WOMAN IN LOVE
Blue Note

ეს არის გერმანიაში ძალიან პოპულარული კენკრა ლათინურად Vaccinium arctostaphylos  -  ქართულად "მაღალი მოცვი," კავკასიური ანუ წითელი მოცვი. ხარობს ალპურ ზონაში, არის ძალიან სასარგებლო, შეიცავს ვიტამინების დიდ რაოდენობას, განსაკუთრებით ვიტამინ ცეს და პექტინს. მისგან მზადდება სამკურნალო კაფსულები.კულინარიაში გამოიყენება ჟელეების, ტორტის, მარმელადის და ბევრი სხვა ტკბილეულის დასამზადებლად. მისგან კეთდება საწებწლი ხორცისთვის, მოთუშულ ხორცთან ხმარობენ კენკრას ცოცხალი სახითაც.
http://911beats.com/preiselbeer.cfm?pt=2&rpt=1&kt=1 აქ არის რეცეპტი ამ კენკრის გამოყენებით.
კიდევ თუ მოვიძევ რაიმეს, გაგაგებინებთ

შენ რაზეც მიუთითე - Vaccinium arctostaphylos ეგ რუსულად Клюква-აა , ხოლო ქართულად მოცხარი ჰქვია. მოცხარი ძირითადად დაჭაობებულ ტყეებში იზრდება. ალპიურ ზონაში მეეჭვება.
ის, რაც ალპიურ ზონაში იზრდება Vaccinium vitis-idaea, რუსულად Брусника არის. ქართულ სახელს სამწუხაროდ ვერ ვიხსენებ

WOMAN IN LOVE-ის დადებულ სურათზე ბრუსნიკაა

მოცხარი კი აი, ესაა

Posted by: gabarzgaleba 11 Jan 2008, 19:17
Dr_Zuzumbo
QUOTE
შენ რაზეც მიუთითე - Vaccinium arctostaphylos ეგ რუსულად Клюква-აა , ხოლო ქართულად მოცხარი ჰქვია.


უკაცრავად, მარა მაგრა აურიე ეხა შენ... biggrin.gif Vaccinium arctostaphylos არი მაღალი მოცვი, ანუ რუსულად ჩერნიკა კავკაზსკაია. აი ესა:

user posted image

Клюква სუ სხვა რამეა, ქართულად კლუკვას ქვია შტოში, რომელსაც ლათინურად ეწოდების (ეხა გადავამოწმე თორე გიჟი კიარავარ ზეპირად მახსოვდეს biggrin.gif) oxycoccus quadripetalus:

user posted image

მოცხარი კიდე იგივეა რაც "სმაროდინა". ანუ აი ესა.

user posted image

ესეც რიბეს ნიგრუმი, ანუ შავი მოცხარი:

user posted image

Posted by: Dr_Zuzumbo 11 Jan 2008, 19:25
QUOTE (gabarzgaleba @ 11 Jan 2008, 19:17 )
Dr_Zuzumbo
QUOTE
შენ რაზეც მიუთითე - Vaccinium arctostaphylos ეგ რუსულად Клюква-აა , ხოლო ქართულად მოცხარი ჰქვია.


უკაცრავად, მარა მაგრა აურიე ეხა შენ... biggrin.gif Vaccinium arctostaphylos არი მაღალი მოცვი, ანუ რუსულად ჩერნიკა კავკაზსკაია. აი ესა:

user posted image

Клюква სუ სხვა რამეა, ქართულად კლუკვას ქვია შტოში, რომელსაც ლათინურად ეწოდების (ეხა გადავამოწმე თორე გიჟი კიარავარ ზეპირად მახსოვდეს biggrin.gif) oxycoccus quadripetalus:

user posted image

მოცხარი კიდე იგივეა რაც "სმაროდინა". ანუ აი ესა.

user posted image

ესეც რიბეს ნიგრუმი, ანუ შავი მოცხარი:

user posted image

ნე პო ადრესატუ, პატივცემულო 2kiss.gif
ნიკო ჩუბინიშვილს მიმართეთ- თუმცა პრობლემებს შეხვდებით- გაანათლოს დიდი ქართველისა და კლასიკური რუსულ-ქართული ლექსიკონის ავტორის სული. gigi.gif

ჩუბინიშვილის მიხედვით კლიუკვას ქართულად მოცხარი ჰქვია, პატივცემულო.
ვის დავუჯეროთ, თქვენ, თუ ჩუბინიშვილს?
მე უფრო ჩუბინიშვილისაკენ ვიხრები yes.gif

Posted by: gabarzgaleba 11 Jan 2008, 19:27
QUOTE
ის, რაც ალპიურ ზონაში იზრდება Vaccinium vitis-idaea, რუსულად Брусника არის. ქართულ სახელს სამწუხაროდ ვერ ვიხსენებ


ეგაა წითელი მოცვი... Vaccinium vitis-idaea-ს გარდა მეორე ლათინური სახელიც ქონია. rhodococcum vitis idaea ანუ ესა:

user posted image

რა მინდოდა ფილოლოგიურზე, გავყოლოდი ბოტანიკას... biggrin.gif
* * *
QUOTE
ჩუბინიშვილის მიხედვით კლიუკვას ქართულად მოცხარი ჰქვია, პატივცემულო.
ვის დავუჯეროთ, თქვენ, თუ ჩუბინიშვილს?
მე უფრო ჩუბინიშვილისაკენ ვიხრები


სჯობს ენდოთ ალექსანდრ კონსტანტინოვიჩ მაყაშვილს და მის ფუნდამენტურ "ბოტანიკურ ლექსიკონს". მე ყოველთვის ამ წიგნით ვხელმძღვანელობ და არა ჩუბინაშვილით, როცა საქმე მცენარეებზე მიდგება. ისევე როგორც, როცა ტექნიკურ ტერმინოლოგიაზე ჩამოვარდება სიტყვა, მირჩევნია ვუკოლ ბერიძე გადავშალო და არა ჩუბინაშვილი. დამიჯერეთ ჩემო ბატონო, კლუკვა მოცხარი არაა, ეგაა შტოში. გნებავთ ბრწყინვალე ბოტანიკოსისა და ბოტანიკური ტერმინოლოგიის მამის, გია ნახუცრიშვილის ტელეფონს მოგცემთ და მასთან გადაამოწმეთ.

Posted by: Dr_Zuzumbo 11 Jan 2008, 19:43
QUOTE (gabarzgaleba @ 11 Jan 2008, 19:27 )
გნებავთ ბრწყინვალე ბოტანიკოსისა და ბოტანიკური ტერმინოლოგიის მამის, გია ნახუცრიშვილის ტელეფონს მოგცემთ და მასთან გადაამოწმეთ.

გიჯერებთ, გიჯერებთ.
უბრალოდ, ამ შორეულ ჩრდილოეთში , წიგნების თაროზე, ჩუბინიშვილის რუსულ-ქართული ლექსიკონის გარდა სხვა არ გამაჩნია და ვიფიქრე, ნუთუ ასეთი პატივცემული კაცი ცდებოდათქო? gigi.gif

ისე კი- "კლიუკვა" ჭაობებში იზრდება(ჩემი საყვარელი კენკროვანია- განსაკუთრებით მისი ჩირი მიყვარს, როგორც მოცვისა), ხოლო ბრუსნიკას აქაური ტყეები მიაქვს(საქართველოში , ალპიურ ზონაში უნდა იზრდებოდეს).

როგორც ბრუსნიკა, ასევე კლიუკვა- შაქარში ჩამწნილებული, შესანიშნავად უხდება ხორცეულს, განსაკუთრებით ნადირის, ხარ-ირმის(Лось)ის ხორცს

Posted by: blear_witch 11 Jan 2008, 19:48
Dr_Zuzumbo
მოცვი ბატონო ჩემო, მოცვი smile.gif ალპებში ეგ იზრდება.

Posted by: Dr_Zuzumbo 11 Jan 2008, 19:51
QUOTE (blear_witch @ 11 Jan 2008, 19:48 )
Dr_Zuzumbo
მოცვი ბატონო ჩემო, მოცვი smile.gif

ნი პონიალ, მოცვი რა შუაშია? spy.gif
მოცვი ხორცს კი არა, აშლილ კუჭს, ტოესწ, ფაღარათს უხდება gigi.gif

Posted by: blear_witch 11 Jan 2008, 19:53
Dr_Zuzumbo
დამავიწყდაო სახელი და შეგახსენეთ. ამასობაში ბარძგალას გადაუბდღვნია მაყაშვილი smile.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 11 Jan 2008, 19:59
მოცვი მარტო ალპებში არ იზრდება- აქაური ტყეებიც მიაქვს მოცვს(черника), მაგრამ ჩვენებური, მაღალი მოცვისაგან განსხვავებით, აქაური მოცვი მიწაზეა გართხმული.
ბავშვობაში, რაჭაში როცა ავდიოდი დასასვენებლად, ბებიაჩემს დავყვებოდი ხოლმე მოცვის მოსაგროვებლად საწალიკეზე- უფრო დაბლა, 1200 მეტრზე არ იზდებოდა.

Posted by: WOMAN IN LOVE 11 Jan 2008, 20:35
ხურტკმელი ბიძაშვილად ერგება ალბათ მაგათ... რუსულად მგონი კრიჟოვნიკ ქვია...
* * *
Dr_Zuzumbo
QUOTE
ბრუსნიკა

ს რა ქვია ნეტავ?

Posted by: Dr_Zuzumbo 11 Jan 2008, 21:15
QUOTE (WOMAN IN LOVE @ 11 Jan 2008, 20:35 )
ხურტკმელი ბიძაშვილად ერგება ალბათ მაგათ... რუსულად მგონი კრიჟოვნიკ ქვია...
* * *
Dr_Zuzumbo
QUOTE
ბრუსნიკა

ს რა ქვია ნეტავ?

როგორც ბატონმა gabarzgaleba-მ მოგვახსენა, წითელი მოცვი რქმევია

Posted by: auau 11 Jan 2008, 21:41
gabarzgaleba
QUOTE
სჯობს ენდოთ ალექსანდრ კონსტანტინოვიჩ მაყაშვილს და მის ფუნდამენტურ "ბოტანიკურ ლექსიკონს".

ეგ ჩემი მაგიდის წიგნია. ძველი გამიცემა მქონდა და დედაჩემმა მამას წიგნებთან ერთად სადღაც შეინახა. ახალი ვიყიდე და ისეთი უხარისხო აწყობილია, პირდაპირ სამარცხვინო. მაქვს გერმანულენოვანი ილუსტრირებული ლექსიკონები და თუ გადავვარდი მაგეების თარგმანში, მერე რამდენიმე დღე ვერ ამაწყვეტენ წიგნებიდან. ცალკე კიდევ მერქნიანი ჯიშების ლექსიკონი აღმოვაჩინე და ზამთრის ღამეები ასე მიდის პოლიტიკის გვერდის ავლით ბოტანიკასთან ჩახუტებული.
Dr_Zuzumbo
ციმბირში ვარ ნამყოფი სექტემბერში და იქ ვნახე და ვიგემე პირველად брусника, черника და голубика. ეს მოცვები ასხია ბუჩქებს ტაიგაში, ზედ თოვლი ადევს და ქვემოდან ფერად- ფერადი მძივებივით ჩანს. ამ დროს ჯერ კიდევ აგროვებენ კენკრას და
ღამით სოფლებში ვერ გამოდის გარეთ ვერავინ, რადგან სანამ კენკრა ასხია, დათვები დაბოდიალობენ მორებით დაგებულ სოფლის ტროტუარზე.ამიტომ მაინცდამაინც არ ურჩევენ მოშიებულ მურა დათვებთან ურთიერთობას. ბრუსნიკა არის წითელი, ჩერნიკა შავი და გალუბიკა მოლურჯო. ხორცთან ხმარობენ წითელს. შავით სასმელებს აყენებენ და გამშრალი სახით ინახავენ,
მოლურჯო ყველაზე ძვირფასად ითვლება, რადგან ნაკლებ მსხმოიარეა და უფრო იშვიათია, ვიდრე წითელი და შავი. მაგისგან მურაბებს და კამპოტებს აკეთებენ. ციმბირში ერთგვარი ვაშლი მოდის, ჰგავს ჩვენს სამოთხის ვაშლს, ოღონდ ცოტა დიდები, ყვითელია და ლოყა ვარდისფერი აქვს, შეიცავს დიდი რაოდენობით პექტინს და ძალიან გემრიელია, სასიამოვნო მომჟაო გემო აქვს. კომპოტი მოცვის ყველა სახეობით და ასეთი ვაშლებით არის უგემრიელესი. ამ ხილისა და კენკრის კომბინაციით მარმელადს და კონფიტიურსაც აკეთებენ. ასეთ კომპოტებში ცოტა ცირცელსაც უმატებენ და ძალიან უცხო გემოზე მიჰყავს.
რუსეთის მერე ცირცელი (რიაბინა) არსად არ შემხვდა, რომ მოვხარშო. მაგისი მურაბა არის სასარგებლო, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. ცირცელი საქართველოში ვნახე ერთხელ
გომბორში, ერთხელ ყაზბეგში, მაგრამ დიდი ხნის წინ..........






Posted by: Breaky 11 Jan 2008, 21:49
კლუკვა ანუ შტოში სად ვიშოვო, კეთილო ხალხო, დამეხმარეთ user.gif

Posted by: auau 11 Jan 2008, 22:19
Breaky
ხვალ გავიკითხავ და დაგირეკავ. 2kiss.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 11 Jan 2008, 22:30
Dr_Zuzumbo
QUOTE
როგორც ბატონმა gabarzgaleba-მ მოგვახსენა, წითელი მოცვი რქმევია

არა ხურტკმელი არ არის წითელი...

Posted by: gabarzgaleba 11 Jan 2008, 22:33
WOMAN IN LOVE
QUOTE
არა ხურტკმელი არ არის წითელი...


ბრუსნიკაზე გიპასუხა შე ქალო, რა ვერ გაიგე, ბრუსნიკაა წითელი მოცვი.

Posted by: auau 11 Jan 2008, 22:46
WOMAN IN LOVE

ხურტკმელი კრუჟოვნიკია, ეგ სულ სხვა რაღაცაა. ძალიან მიყვარს მკვახე! ბავშვობაში მკვახეს ვკეფდი ხოლმე დედაჩცემს რომ არ დაენახა, მწიფე ძალიან ტკბილია და არ მიყვარს. ახლა სიამოვნებით მივირთმევდი! მაგისი ჟელე არის კარგი.

Posted by: Breaky 11 Jan 2008, 22:48
auau
QUOTE
კრუჟოვნიკი


ჩვენებს აქვთ სოფელში დარგული ჩემი თხოვნით, ძალიან მიყვარს, ოღონდ მკვახე არა, მწიფე biggrin.gif
ჯერ ახალი დარგულია და ნაყოფი არ ქვს, მაგრამ 1-2 წელში ალბათ იქვე, ბუჩქთან საჭმელი რაოდენობა მოვა.

Posted by: samuraj 31 May 2008, 01:50
გამანათლეთ ჯონჯოლი როგორ კეთდება?
აკაციის ყვავილებისგან????????????
რანაირად?
წინასწარ მადლობა.

Posted by: (c)TG 31 May 2008, 02:00
samuraj
რა აკაციის ყვავილები, ჯონჯოლის ბუჩქებია და იმას კრეფენ როცა აყვავებას იწყებს

უფ ეხლა მომინდა

Posted by: Don Quixote 31 May 2008, 03:42
samuraj
QUOTE
გამანათლეთ ჯონჯოლი როგორ კეთდება?
აკაციის ყვავილებისგან????????????
რანაირად?
წინასწარ მადლობა

ჯონჯოლი კეთდება ჯონჯოლისაგან. smile.gif თუმცა ვინც არ იცოდა და სადაც არ იყო გავრცელებული აკაციისაგანაც აკეთებდნენ. ჯონჯლის გაკეთებე სულ პირველად გორის რაიონში დაიწყეს. კეთდება ჩვეულებრივი მწნილისავით.

Posted by: მონიკა 31 May 2008, 19:01
©TG
QUOTE
რა აკაციის ყვავილები

მე შარშანღა გავიგე თურმე რასაც ვყიდულობთ ყოველთვის ჯონჯოლი არაა, ხშირ შემთხვევაში აკაციის და იასამნის ყვავილებია.

Posted by: Don Quixote 31 May 2008, 19:10
მონიკა
QUOTE
მე შარშანღა გავიგე თურმე რასაც ვყიდულობთ ყოველთვის ჯონჯოლი არაა, ხშირ შემთხვევაში აკაციის და იასამნის ყვავილებია

იასამანი პირველად მესმის... 5 ფურცლიან თუ შეჭამ 5-იანს მიიღებო და ჭამდნენ ბავშვები, მარა მწნილი პირველად გავიგე. ისე დიაბეტს შველის იასამნის ყვავილები.

Posted by: ხორხე 31 May 2008, 19:40
ჯონჯოლის მწნილი მიყვარს


რაღაცა მსუბუქი და საკაიფოა



Posted by: xumara 31 May 2008, 19:40
მონიკა
QUOTE
იასამნის ყვავილებია

lol.gif კაიფობ? ეგეთი რამე პრიველად გავიგე biggrin.gif

Posted by: Peppi 31 May 2008, 19:47
Don Quixote
QUOTE
ჯონჯლის გაკეთებე სულ პირველად გორის რაიონში დაიწყეს.

ხოო, და მერე გავრცელდა ალბათ კონტინეტიდან-კონტინენტზე wink.gif


Posted by: BAUSHKE_ 31 May 2008, 19:51
ქართველებისგან არ გამიკვირდება იასამანი ჯონჯოლად მოგასაღონ


Peppi

ევროპაშიც ნახე ჯონჯოლი?

Posted by: Peppi 31 May 2008, 20:00
სრულიად იდენტურია, გემოთიც და გარეგნობითაც, აღწერაც მცენარის ძალიან გავს ჯონჯოლის აღწერას, უბრალოდ ერთი და იგივეა თუ მარტო ერთი ოჯახის წარმომადგენლები არ ვიცი.
ფართოდაა გავრცელებულია იტალიურ და ჩრდილო აფრიკის ქვეყნების სამზარეულოშიsmile.gif

ისე ჯონჯოლი ლათინურად ან რუსულად როგორ არის?
მე რომ ვამბობ, მას capers ქვია ინგლისურად და რუსულად: каперсы ( род съедобных растений семейства каперсовых )

Posted by: მონიკა 31 May 2008, 20:06
Peppi
QUOTE
მე რომ ვამბობ, მას capers ქვია ინგლისურად და რუსულად: каперсы ( род съедобных растений семейства каперсовых )

მე რუსულ ლიტერატურაში წამიკითხავს ჯონჯოლის განმარტება როგორც კაპერსის მსგავსი მცენარე.

xumara
QUOTE
კაიფობ? ეგეთი რამე პრიველად გავიგე 

რა მეკაიფება, რომ წარმოვიდგენ რამდენჯერ შემომაპარეს იასამნის მწნილი

Posted by: BAUSHKE_ 31 May 2008, 20:09
Peppi

ეგ სხვა რაღაცაა. საქართველოშიც მაქვს გასინჯული. გემრიელია.
მე მგონი კაპარს ეძახიან.

Posted by: Peppi 31 May 2008, 20:23
მონიკა
იასამანი არ ვიცი, მაგრამ ჯონჯოლსა და აკაციას ყვავილების მწნილს შორის ვინმე ამჩნევს ნეტა განსხვავებას?

BAUSHKE_
QUOTE
ეგ სხვა რაღაცაა.

შეიძლება, მაგრამ გემოთი სრულიად იდენტურია - ჩემთვისsmile.gif


სამწუხაროდ, ჯონჯოლის ბუჩქი არ მაქვს ნანახი, თორემ ამდენი მკითხაობა არ დამჭირდებოდა (:

სასწრაფოდ "სუფრაზე" ჯონჯოლის მცენარის სურათი

Posted by: WOMAN IN LOVE 31 May 2008, 20:27
მონიკა
კი მაგრამ , როგორ უნდა გავარჩიოთ ჯონჯოლია, აისამანი თუ აკაცია? ეს რა დღეში ვართ... biggrin.gif

Posted by: BAUSHKE_ 31 May 2008, 20:27
Peppi

ჯონჯოლი მე მგონი ხეა. კაპარი კიდევ ბალახოვანი. smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 31 May 2008, 20:30
რაღაცას მივაგენი...
http://www.imereti.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1073&info_id=1606
ჩემს სოფელშიც იდგა ჯონჯოლი, ბებიაჩემი აკეთებდა ხოლმე მწნილს, მაგრამ იმ ბუჩქს რაღაც მოვარდისფრო ყვავილები ჰქონდა, როგორც მახსოვს...

Posted by: Peppi 31 May 2008, 20:40
წყარო N1; კოლხური ჯონჯოლი (Staphylea colchica), ბუჩქი ან ტანდაბალი (5 მ-მდე სიმაღლის) ხე ჯონჯოლისებრთა ოჯახისა. აქვს გრძელყუნწიანი, სამ- ან ხუთფოთოლაკიანი ფოთლები. გავრცელებულია ბალკანეთსა და მცირე აზიაში. საქართველოში ძირითადად კოლხეთში იზრდება.

წყარო N2: ბოტან. ჯონჯოლი; ჯონჯოლის ხე. იგივეა, რაც კაპარი (ი. ...

წყარო N3: კაპერსი კი ლათინურად Capparis spinosa-აა

მაგრამ როგორც დავადგინე: ერთი და იგივე კლასის "მაგნოლიასებრთა" ოღონდ სხვადასხვა ოჯახის წარმომადგენლები არიან;

ანუ წყარო N2 ამბობს, რომ ერთი და იგივეა, რასაც გემოვნების და გარეგნობის მხრივ ვეტანხმები, მაგრამ ერთი და იგივე მცენარე ნამდვილად არ ყოფილაsmile.gif

და არც მარტო საქართველოშია გავრცელებული როგორც ხედავთsmile.gif

Posted by: Peppi 31 May 2008, 20:50
WOMAN IN LOVE
ძირითადად კოლხეთშიო - წერია, თორემ ბორჯომის ხეობაშიც კარგად მოდისო . .

ვიკიდან არის ეგ მასალა, ოღონდ არ გადავტვირთე ძალიან პოსტი (დიდები გამომდის ხოლმე ძალიან და . . )

ისე, მემგონი ჯონჯოლი უფრო აღმოსავლურია, ვიდრე დასავლეთ საქართველოში გავრცელებული, იმერეთში დიდად არ ფასობდა ადრე, როგორც მახსოვს . . .

Posted by: (c)TG 31 May 2008, 23:07
WOMAN IN LOVE
Peppi
კახეთში სავსეა ჯონჯოლის ბუჩქები. 2 ძირი ბებიაჩემმაც ჩაგვირგა ნაკვეთში (მაგრამ არ ვკრეფთ და ნათესავები კრეფენ)

დუისში მთელი პლანტაცია მაქვს ნანახი, ჩვეულებრივი უსახური ბუჩქია, ნუ მაშინ არ ყვაოდა თორემ აყვავებული უფრო ლამაზი სანახავი იქნება. ისე ძალიან აყვავებული ჯონჯოლის ყვავილებისგან უხეში მწნილი გამოდის, ცოტათი რომ ყვავის მაშინ უნდა მოასწრო დაკრეფა. საჩხერეში აკეთებენ უგემრიელეს ჯონჯოლის მწნილს (იქიდან გამოგზავნილს მივირთმევ და ამიტომ იასამნებს და აკაციებს არ მაჩეჩებენ ბაზარში თორემ ვერც გავარჩევდი სავარაუდოდ)

Posted by: WOMAN IN LOVE 31 May 2008, 23:22
©TG
აბა, კაი იასამნის მწნილი აქეთ...

biggrin.gif

Posted by: Peppi 31 May 2008, 23:29
მაინც "ამოვთხარე";)

რუსულად არის Клекачка (колхидская) და რუსეთის წითელ წიგნშიც ქონიათ შეტანილი; ფართოდ არის გავრცელებული სოჩის მიდამოებშიო . .

известно на Кавказе под названием «джонджоли». Иногда соленые бутоны называют также «каперсами», поскольку по вкусу они действительно очень похожи на каперсы, хотя в ботаническом отношении клекачка не состоит в родстве с настоящими каперсами.

მოკლე თარგმანი: ადგილობრივი სახელი ქვია ჯონჯოლი-ო. და ხშირად დამარილებულ ჯონჯოლს კაპერსებსაც ეძახიანო, რადგან ძალიან გავს გემოთიო, მაგრამ თუ მეცნიერულად განვიხილავთ - საერთო არაფერი აქვთ-ო!

ხო, კიდევ მსოფლიოში 5 სახეობა ყოფილა გავრცელებული, აქედან 2 თურმე ამერიკის კონტინენტზე, დანარჩენი ევროპასა და კავკასიაში;


©TG
ჯონჯოლს "პატივს სცემთ" როგორც მივხვდი, თან ნამეტნავად wink.gif


Posted by: Internet_Contraband 31 May 2008, 23:29
http://images.google.ge/images?hl=ka&q=Staphylea%20colchica&um=1&ie=UTF-8&sa=N&tab=wi

Posted by: Peppi 31 May 2008, 23:36
WOMAN IN LOVE
QUOTE
სასწრაფოდ "სუფრაზე" ჯონჯოლის მცენარის სურათი

QUOTE
რაღაცას მივაგენი...

ასეთი ოპერატიული მოდერი ჯერ არ მინახია 2kiss.gif

Internet_Contraband
გაიხარე, სახელი რომ გავიგეთ როგორ არის - მერე სურათიც ქე "ამოვთხარეთ"

პ.ს. ისე ქართული "სორსის" აშკარა ნაკლებობაა ნეტში (: უნდა "დევიკაპიწოთ" ხელები სუყველამ smile.gif

Posted by: Don Quixote 1 Jun 2008, 00:14
Peppi
QUOTE
ხოო, და მერე გავრცელდა ალბათ კონტინეტიდან-კონტინენტზე

რა კონტინენტზე? მაგის მწნილი სხვაგანაცაა?? spy.gif
Peppi
QUOTE
იასამანი არ ვიცი, მაგრამ ჯონჯოლსა და აკაციას ყვავილების მწნილს შორის ვინმე ამჩნევს ნეტა განსხვავებას?

მწნილს არა, მაგრამ ხეს ადვილად გაარჩევთ. აკაციას მომრგვალებული ღია ფერის პატარა და უფრო ხშირი ფოთლები აქვს. ჯონჯოლს კი დაფნისებრი და უფრო მუქი.
QUOTE
სამწუხაროდ, ჯონჯოლის ბუჩქი არ მაქვს ნანახი, თორემ ამდენი მკითხაობა არ დამჭირდებოდა (:

სასწრაფოდ "სუფრაზე" ჯონჯოლის მცენარის სურათი

აფსუს! დღეს ბნელოდა სოფელში რომ ვიყავი, თორემ წამოვიღებდი ფოტოს.

* * *
Peppi
QUOTE
ძირითადად კოლხეთშიო - წერია, თორემ ბორჯომის ხეობაშიც კარგად მოდისო . .

ვიკიდან არის ეგ მასალა, ოღონდ არ გადავტვირთე ძალიან პოსტი (დიდები გამომდის ხოლმე ძალიან და . . )

ისე, მემგონი ჯონჯოლი უფრო აღმოსავლურია, ვიდრე დასავლეთ საქართველოში გავრცელებული, იმერეთში დიდად არ ფასობდა ადრე, როგორც მახსოვს . . .

საგარეჯოში ჯონჯოლი არც იცოდნენ რა იყო ჩემს ბავშვობაში. ერთი თბილისელი მოხუცისაგან კი ვიცი, რომ არც კი ვიცოდით რა იყოვო. მერე ზერტული ჯონჯოლი სახელგანთქმული ყოფილა საქართველოში. ძირიტადად მაგ სოფელში მისდევენ ჯონჯლი წნილი კეთებასა biggrin.gif
მახსოვს ბავშვობაში მისი ტკაცუნა თესლები. ყვავილებს თუ დასტოვდი იზრდებოდა ჰაერით გაბერილი "ნაყოფი", რომელსაც შიგნით პატარა, ბლის კურკის ხელა თესლი ქონდა. ხო და ამას ვატკაცუნებდით ხოლმე, დიდი ხმა ჰქონდა ძალიან smile.gif

Posted by: Peppi 1 Jun 2008, 00:23
ხორხე
QUOTE
ეგ ვერ გავიგე?

გთხოვა რო შენც დაგეფლუდა

"ბის" სიცილაკი რომ დაინახა - უადგილოდ ჩამასმევინა, "მიხტი"?

Don Quixote
QUOTE
რა კონტინენტზე? მაგის მწნილი სხვაგანაცაა??

როგორც საბოლოოდ გავარკვიე - ეგ კაპერსის მწნილია, მაგრამ სულ პატარა კაპერსების მწნილი ძალიან გავს გემოთიც და გარეგნობითაც ჯონჯოლის მწნილს.
კიდე ბევრი რამ გავარკვიეთ და ამავე გვერდზე წერია - ცოტა ზემოთsmile.gif

Posted by: (c)TG 1 Jun 2008, 00:39
Peppi
QUOTE
ჯონჯოლს "პატივს სცემთ" როგორც მივხვდი, თან ნამეტნავად

ისე რა, თუ არის ვჭამ და თუ არადა არც მახსენდება წლიდან წლამდე. სუფრებზე ვერ ვჭამ (მეზიზღება ყველა რომ იღებს ერთი თეფშიდან) და თუ გამოგვიგზავნეს ახლობლებმა, მაშინ მივირთმევ კახური ზეთით და ხახვით

Posted by: ხორხე 1 Jun 2008, 00:41
Peppi
QUOTE
"ბის" სიცილაკი რომ დაინახა - უადგილოდ ჩამასმევინა, "მიხტი"?

იეს chest.gif

Posted by: Peppi 1 Jun 2008, 00:45
©TG
QUOTE
კახური ზეთით და ხახვით

ხოო, მასე კარგია smile.gif
ოო, მომინდა ეხლა წითელ, ზეთიან ლობიოსთან ერთად +მჭადი, მომშივდააა . . .

Posted by: annak 2 Jun 2008, 15:40
QUOTE
მაშინ მივირთმევ კახური ზეთით და ხახვით

ძალიან მიყვარს ჯონჯოლი.
სუფრაზე თავს ვიკავებ ზრდილობის გამო რომ მთლიანად არ გადმოვიღო.

Posted by: kote-1962 2 Jun 2008, 16:04
სოკო საუცხოო რამაა,მაგრამ გამოთქმა ხომ გაგიგიათ: საპიორ ტოლკო 1 რაზ ოშიბაეტსია-ო. ძალიან კარგად უნდა ერკვეოდეთ,ისე არ გარისკოთ. მე უკვე 25 წელია ვაგროვებ და ვამზადებ სოკოს,ჰობია ჩემი. თუ თეორია და პრაქტიკა თანაბრად არ იცი ნუ გარისკავ. ბევრი რუსული წიგნია სოკოებზე ძალიან საინტერესო ,დამზადების მეთოდებიც ფართოდაა აღწერილი. მე პირადად მარინადს ვამჯობინებ,ოღონდ ტყის სოკოსგან: რიჟიკი,მასლიატა.გრუზდი,ლისიჩკა(მიქლიო)...... ,სტერილიზაციას არ უკეთებ. ვინც კარგად ცნობთ სოკოებს გეტყვით ჩემს რეცეპტს: იდეალურად გასუფთავებულ,გადარჩეულ და გარეცხილ სოკოს ვდებ ემალის ქვაბში.ვასხამ წყალს,რომ დაფაროს,ნამდვილ ღვინის ძმარს და მარილს(გემოვნებით),ვხარშავ,მოხარშვის პროცესში გემოვნებით ვუშვები დაფნას,დუშისტი და შავ გაროხ წიწაკას,კარიცას,მიხაკ-დარეჩინს. ყველა სოკოს მოხარშვის თავისი დრო აქვს,ამიტომ ერთი ჯიშის სოკო ცალკე კეთდება. როგორც სოკო მოიხარშება(ძირითადათ 7-20 წუთამდე სჭირდება) სინჯავთ წვენს-მარინადს და გემოვნებით ვუმატებთ მარილს, ძმარს და სპეციებს( მარინადი ოდნავ მლაშე უნდა იყოს,რომ მერე გაუჯდეს სოკოს და არ დააკლდეს).სოკოს ვყრით სუფთა მინის ქილებში და გაგრილების შემდგომ ვასხამთ მარინადს.თავზე არ ვახურავთ,როცა სოკო შეიწოვს ცოტათი მარინადს ვუმატებთ(წინასწარ ცოტა მეტს ვაკეთებთ),ვუმატებთ ისე რომ მასზე 0.5 სმ-ის სისქის ზეთი დაესხას,რომელიც ობს არ გაუჩენს სოკოს. შემდეგ ვახურავ პლასტმასის სახურავს ან ვაფარებ მარლას და თავს ვაკრავ ძაფით.ვინახავ მაცივარში ან შესაბამის დაბალ ტემპერატურაზე მარანში და ა შ. 0-დან 10 გრადუსამდე 8-9 თვე შემინახავს,არ გამფუჭებია ერთი პრაკოლიც არ მქონია.თუნდაც ობი მოიკიდოს ზოგჯერ,. არ მოგწამლავთ,მოაშორეთ ჩაის კოვზით და ზეთი ან შემონახული მარინადი დაუმატეთ პირამდე გაავსეთ ქილა. ბოტულიზმი მხოლოდ უჰაერო სივრცეში ჩნდება,სტერილიზაციისას,ასე რომ მთავარია სოკოში სწორად ერკვეოდეთ-შედეგი გარანტირებულია. თუ ვინმეს უფრო მეტი რამ გაინტერესებთ მზად ვარ მოგიყვეთ და გასწავლოთ,თქვენგანაც ვისწავლი თუ რაიმე ახალს მეტყვით.

Posted by: annak 2 Jun 2008, 16:07
kote-1962
QUOTE
თუ ვინმეს უფრო მეტი რამ გაინტერესებთ მზად ვარ მოგიყვეთ და გასწავლოთ

საქართველოში თეთრი სოკო "ბელი გრიბ" არის სადმე?

Posted by: kote-1962 2 Jun 2008, 16:15
QUOTE
საქართველოში თეთრი სოკო "ბელი გრიბ" არის სადმე?

მაგარი კითხვაა,იმიტომ რომ ყველაზე გემრიელი სოკოა "ბელი გრიბ". ჩვენთან იზრდება მანგლისის "ქვედა როშჩაში"-იქ მე მომიგროვებია-ივნისში,ივლისში და მგონი მერეც,მაგრამ ცოტაა ....თუ გიჭამია მისგან გაკეთებული სუპი ან შემწვარი ხახვთან გემოს ვერ დაივიწყებ

Posted by: annak 2 Jun 2008, 16:20
kote-1962
რუსეთში ვკრეფდით ოღონდ არც იქ იყო ბევრი დღეში ერთს თუ მოკრეფდი ან ორს უკვე დიდ რამედ ითვლებოდა.
და მართლა არ დამავიწყდება გემო.
ბავშობაში ისეთი "გოჭი" ვიყავი მაგ სოკოსი ჩემს დეიდაშვილებს თეფზე გულმოდგინედ ვუთვლიდი შემთხვევით ჩემზე მეტი ხომ არ დაუდეს მეთქი.

Posted by: kote-1962 2 Jun 2008, 16:36
სხვათაშორის მე იგივე მომდიოდა მანგლისში დასვენებისას..... ერთი ეგ სოკო მირჩევნია 100 კგ სხვა ბევრს, თუმცა "მუხამორ ცეზარია" ანუ ჩვენებურად ნიყვიც საუცხოოა შემწვარი,რიჟიკები კი "მარინოვანი"-ა საუცხოო....

Posted by: annak 2 Jun 2008, 16:42
"მარინოვანი" სოკო მეც ძალიან მიყვარს მაგრამ, თავისთავად დიდი ცოდნა ჭირდება და სოკო კარგად უნდა გაასუფთაო.
რუსეთში ჩემი ამხანაგის დედა გაგვიმასპინძლდა ერთხელ "მარინოვანით" და უამრავი მატლები იყო სოკოსთან ერთად რომ ვუთხარი ხალისიანად მითხრა ჭამე რა სისულელეა ეგეც ძალიან ნოყიერიაო. gigi.gif
იმის შემდეგ რამდენი მარინადს გადმოვიღებ ის სურათი მიდგება ხოლმე თვალწინ. user.gif

Posted by: kote-1962 2 Jun 2008, 17:02
იცი,მართალი ხარ.მე რა მიწერია ზემოთ რეცეპტში ხომ წაიკითხე..... სოკოში როცა ეჭვი გეპარება უნდა გაჭრა 2 -ად ,ან 4-ად და თუ ჭიანია გადააგდო.ის სურათი რომ წინ გიდგება სულ ეს ლოგიკურია,იმიტომ რომ სოკო საკმაოდ დელიკატური მისართმევია,სულ რო არაფერი სოკო გინდოდა გეჭამა და არა ჭია,თორემ ჭიებიც აქვთ დელიკატესად ბევრგან..... ისე იმ ქალის მესმის,ხომ გაგიგია:"რიბაკ რიბაკა ვიდიტ სდალეკა",რატომ გეუბნებით იცით: რაც ჩვენ ხილში,ბოსტნეულში და ა.შ. ჭია გვიჭამია ვინ მოთვლის,თუმცა ეს არ ნიშნავს რომ კარგია. ასეა სოკოშიც, თუ შეგყვა კიდევაც გემო არა აქვს,მითუმეტეს მოხარშულს-შემწვარს,მაგრამ თუ დაინახე იმ კერძს აღარ შეჭამ.

Posted by: kukuruku 16 Jun 2008, 03:07
gabarzgaleba
QUOTE
თეთრი ბლის ყველაზე რთული (შესაძლოა ბევრისთვის ნაცნობი) რეცეპტი არ ჩამომაკაკლინო ეხა, თუ გინდათ რო არ დაიშალოთ.

ვგიჟდები ისე მაინტერესებს კაი თეთრი ბლის მურაბა როგორ კეთდება! ამ დღეებში მინდა გავაკეთო. ჩამოკაკლე, გელოდები მელანშეუშრობელი კალმით ხელში sad.gif

Posted by: gabarzgaleba 17 Jun 2008, 21:09
kukuruku

QUOTE
თეთრი ბლის ყველაზე რთული (შესაძლოა ბევრისთვის ნაცნობი) რეცეპტი არ ჩამომაკაკლინო ეხა, თუ გინდათ რო არ დაიშალოთ.
ვგიჟდები ისე მაინტერესებს კაი თეთრი ბლის მურაბა როგორ კეთდება! ამ დღეებში მინდა გავაკეთო. ჩამოკაკლე, გელოდები მელანშეუშრობელი კალმით ხელში sad.gif


ჩვეულებრივი თეთრი ბლის მურაბის გაკეთება გეცოდინება, კილო-კილოზე შაქარი და დუღილი-გაციება, დუღილი გაციება და ბოლოს დადუღება (ამას დეტალურად ქალები გეტყვიან). ჩემს მიერ ნახსენები რეცეპტის სირთულე კი იმაში მდგომარეობს, რო თითოეულ გამოკურკულ ბალში ნიგვზის ნაჭერი იდება, ან ლიმნის ცედრა. ხოდა წამოიდგინე ეხა რა სასტაული გამოვა biggrin.gif

Posted by: kukuruku 17 Jun 2008, 21:18
gabarzgaleba
მასე მეც კი ვიცი biggrin.gif
მე რაღაც ,,ჯერ არ ნახულს, ჯერ არ გაგონილს" მეტყოდი მეგონა ups.gif
მაინც გმადლობ! 2kiss.gif

Posted by: Tikk 17 Jun 2008, 21:18
gabarzgaleba
QUOTE
ჩვეულებრივი თეთრი ბლის მურაბის გაკეთება გეცოდინება, კილო-კილოზე შაქარი და დუღილი-გაციება, დუღილი გაციება და ბოლოს დადუღება (ამას დეტალურად ქალები გეტყვიან). ჩემს მიერ ნახსენები რეცეპტის სირთულე კი იმაში მდგომარეობს, რო თითოეულ გამოკურკულ ბალში ნიგვზის ნაჭერი იდება, ან ლიმნის ცედრა. ხოდა წამოიდგინე ეხა რა სასტაული გამოვა

დედაჩემი აკეთებს ხოლმე და თხილს დებს სათითაოდ ყველა ბალში, ძალიან შრომატევადია - მე მარტო ჭამისთვის მყოფნის ხოლმე ნერვები biggrin.gif აი უუუუუგემრიელესია!

Posted by: Unfinished_Sympathy 17 Jun 2008, 21:26
Tikk
მე ეგ კაკალზე ვიცოდი, smile.gif ბებიაჩემმა გააკეთა ერთხელ, ახლა მე ვაპირებ იგივეს გაკეთებას user.gif

Posted by: Fe_male 17 Jun 2008, 22:04
...ალუბლის მურაბა გავაკეთე, ჯერ ცოტა (საცდელად) biggrin.gif ხოდა რატომღაც ჩვეულებრივზე თხელი გამოვიდა, წყალი არ დამიმატებია.. რა შეიძლება იყოს მიზეზი, იქნებ უფრო დიდხანს უნდა ვადუღო?.......))

Posted by: Unfinished_Sympathy 17 Jun 2008, 22:35
Fe_male
წყალი საერთოდ არ გიქნია? smile.gif ჩვენ გავუკეთეთ წყალი და კი გამოვიდა ცოტათი თხელი მარა ძალიან არა chups.gif უბრალოდ წვენი ქონდა ბევრი და ის წვენი რაც მორჩა შემოვინახე მერე ნატურალური წვენების გასაკეთბლათ chups.gif

Posted by: Fe_male 18 Jun 2008, 00:28


არა საერთოდ არ მიქნია და მაინც თხელი გამოვიდა.......)) მე მაინც მგონია რომ დუღილი დააკლდა, არადა 15-15 წუთი ვადუღე სამჯერ, როგორც მასწავლეს.......)) ასე უნდა ხო??? user.gif

Posted by: kukuruku 7 Jul 2008, 16:16
შეკითხვა მაქვს: იქნებ ვინმემ იცით სოკო ნიყვი როგორ შევინახო ზამთრისთვის უსაფრთხოდ. ძალიან მაინტერესებს.

მარინადი კეთდება თუ ვინმეს მშრალად შეგინახავთ? მოშუშული თუ შეინახება, როგორც კონსერვი?

Posted by: (c)TG 7 Jul 2008, 16:28
kukuruku
ნიყვი არა და სხვა ყველა რაც არსებობს (შოვში დავკრიფეთ უამრავი და ერთმანთში ავურიეთ სხვადასხვა ჯიში) გავაშრეთ აივანზე ჩრდილში, ისე დაპატარავდა ერთი ციცქნა შავი რაღაცეები იყო. დედაჩემმა კინაღამ გადაყარა. კარგად გამშრალ/გამხმარი ტილოს პარკით შევინახეთ და დაგვავიწყდა. ზამთარში უცებ გაგვახსენდა და მოვხარშეთ, ჯერ წყალში დავალბეთ და მერე მოვხარშეთ. გავგიჟდით, ერთმა მუჭა გამხმარმა სოკომ ქვაბი გაავსო ანუ ისევ იმდენად იქცა რამდენიც გახმობამდე იყ, გადიდდნენ ისევ. ძალიან გემრიელი შაშუშული სოკო გავაკეთეთ, ოღონდ წინასწარ მოვხარშეთ და ნახარში გადავღვარეთ, მუქი წვენი გაუვიდა. მოკლედ არ ვიცი ეს ტექნოლოგია რამდენად სწორია, ვაბშეტა ექსპერიმენტი ჩავატარეთ, მაგრამ გაამართლა, არც დავწამლულვართ, გემრიელიც გამოვიდა და მერე მივადექით და სადამდეც გვეყო, ვხარშეთ, შუშეთ. რუსები აკეთებდნენმარინადებს და ვითომ მივბაძეთ - არყა სოკო დავამარინადეთ და ჩალპა, მწარე იყო და გადავყარეთ

Posted by: WOMAN IN LOVE 7 Jul 2008, 16:39
©TG
ეგრე ახმობენ ხოლმე ბადრიჯანს ზამთრისთვის, მაგრამ მე არ გამიკეთებია არასდროს.

Posted by: kukuruku 7 Jul 2008, 16:42
©TG
გმადლობ, მე მარტო ნიყვი მაინტერესებს. იქნებ ამხელა ფორუმზე გამოჩნდეს ვისაც ნიყვი შეუნახავს საზამთროდ smile.gif

Posted by: მონიკა 7 Jul 2008, 16:42
kukuruku
QUOTE
შეკითხვა მაქვს: იქნებ ვინმემ იცით სოკო ნიყვი როგორ შევინახო ზამთრისთვის უსაფრთხოდ. ძალიან მაინტერესებს.

შარშან შევინახე საყინულეში, წინასწარ გარეცხილი და დაჭრილი. შესაწვავად გაყინული არ გამოდგება, ჩაშუშული კარგია.
ოღონდ პროდუქტის დიდი ხნით შესანახად საყინულეში ტემპერატურა -18 მაინც უნდა იყოს.
გაყინულს ვინახავ მწვანე ლობიოსაც გარეცხილს და დაჭრილს, მშვენივრად ინახება, არც გემო ეცვლება.
მოკლედ დიდი საყინულე მაქვს, დაკონსერვებულ პროდუქტებსაც დიდად არ ვწყალობ და ყველაფერს ვყინავ biggrin.gif

Posted by: kukuruku 7 Jul 2008, 16:45
მონიკა
მონიკა, ნიყვი შეინახე? ნიყვის საზამთროდ შემნახველი კაციშვილი ვერავინ ვიპოვე და აქწ იმიტომ ვიკითხე. რამე სპეციფიური შემადგენლობა აქვს თუ რატომ არავინ წერს არსაც, სადაც წამიკითხავს, მაინცდამაინც ნიყვზე, საინტერესოა. smile.gif

Posted by: მონიკა 7 Jul 2008, 16:51
kukuruku
QUOTE
მონიკა, ნიყვი შეინახე? ნიყვის საზამთროდ შემნახველი კაციშვილი ვერავინ ვიპოვე და აქწ იმიტომ ვიკითხე. რამე სპეციფიური შემადგენლობა აქვს თუ რატომ არავინ წერს არსაც, სადაც წამიკითხავს, მაინცდამაინც ნიყვზე, საინტერესოა. 

ნიყვი შევინახე, ჩემმა ქმარმა ბევრი მოიტანა და რომ შევატყვე ვერ ავითვისებდით დაფასოებული გავყინე. გაყინული ლღობისას ცოტა წვენს უშვებს და შესაწვავად იმიტომ ვთქვი არ ვარგაო სხვა კი არაფერი ჭირს, ჩაშუშულიც გავაკეთე, რიზოტოც და სუპშიც გამოვიყენე. არომატიც კარგად შეინახა და ფერიც.

Posted by: kukuruku 7 Jul 2008, 16:54
მონიკა
გაიხარე, ეგ მაინტერესებდა ზუსტად, მხოლოდ ნიყვზე. აბა საყინულე-მაცივრები როა, მშრალი ყინულით, ის უკეთესად და დიდხანს შეინახავს. smile.gif

Posted by: (c)TG 7 Jul 2008, 17:09
WOMAN IN LOVE
ბადრიჯანი კარგი იდეაა, მაინცდამაინც არ გვიყვარს, მაგრამ ექსპერიმენტის სახით შეიძლება გაკეთება. უნდა დავჭრა თუ შუაზე გაჭრა ეყოფა?
kukuruku
QUOTE
რამე სპეციფიური შემადგენლობა აქვს თუ რატომ არავინ წერს არსაც

ძვირი ღირს და იშვიათად იყიდება და იმიტომ biggrin.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 7 Jul 2008, 18:46
©TG
მე როგორც ვიცი, გაფრცქვნილს ჭრიან ოთხად, ოღონდ ბოლომდე არა, რომ ძაფის გასაყრელი ადგილი ქონდეს და ასე მძივივით ასხმულს აშრობენ... ზამთარში კი გარეცხავენ, დაალბობენ და თან ბევრდება, თან გემრიელიაო...

Posted by: miau 7 Jul 2008, 20:44
kukuruku

ჩვენ ყველანაირ სოკოს ვყინავთ, ეს მართლა საუკეთესო სშუალებაა, თუმცა, არანაკლებ კარგია, დამარილებაც, განსაკუთრებით კარგია რიჟიკები დასამარილებლად, ასევე სირაეჟკები, თავზე კანგადაცლილი მასლიატა, მაკრუხა, მელანა, შამპინიონი.
მაკრუხა, შამპინიონი, სირაეჟკები და რიჟიკი მარინადისთვის არის ძალიან კარგი. smile.gif
რა ვიცი, ჩვენ ასე ვაკეთებთ ხოლმე.

Posted by: Unfinished_Sympathy 7 Jul 2008, 23:07
ეეეეიჰ sad.gif კაკლის მურაბას რამდენი ხანი უნდა ხარშვა? 4 -5 საათი ხო? cry.gif ხოო , და კიდევ, გუაფცქვნელის მოხარშვა შეიძლებოდა?

Posted by: WOMAN IN LOVE 7 Jul 2008, 23:13
Unfinished_Sympathy
QUOTE
ხოო , და კიდევ, გუაფცქვნელის მოხარშვა შეიძლებოდა?

რა ჩაიდინე? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Unfinished_Sympathy 7 Jul 2008, 23:36
WOMAN IN LOVE
ბაზარში ვიყიდეთ გაუფცქვნელი იყო, მარა დაჩხვლეტილი უკვე და გამყიდველმა თქვა ეგრევე მოხარშეთ, წყალის გადავლება ჭირდება მხოლოდო mo.gif 3 დღე ვრეცხეთ, მეზობელმაც დაგვიდასტურა რომ გაუფცქვნელსაც ხარშავენო, ხოდა მოვხარშეთ , 7 საათი იხარშა და drug.gif

ოო ბოჟე, დაჭმუჭნულ-მიჭმუჭნულია, და შიგნით არის სულ რბიილი.

Posted by: WOMAN IN LOVE 7 Jul 2008, 23:45
Unfinished_Sympathy
აბა, სოდაში უნდა ჩადებაო და რაღაცეები? ერთხელ მე უნდა მეყიდა, ეგრე გასაყიდად გამოტანილი რომ დავინახე, მაგრამ იმხელა ინსტრუქცია დააძრო გამყიდველმა(დაქსეროქსებული ჰქონდა რამდენიმე ცალი კლიენტებისთვისbiggrin.gif) რომ გადავიფიქრე sad.gif ია კაკლის მურაბა ტოლ'კო კუშაც ლუბლიუ biggrin.gif

Posted by: Unfinished_Sympathy 8 Jul 2008, 12:57
WOMAN IN LOVE
არა. კირში გამოვლებული და უკვე გაშავებული ვიყიდეთ, ანუ ეს ყველა პროცედურა უკვე გატარებული ქონდა biggrin.gif ალბათ დიდი ხანი რომ ვხარშეთ მაგის ბრალი იყო მაინც smile.gif არაუშავს smile.gif)))

ხოო,კუშაწ ია ტოჟე ლიუბლიუ love.gif biggrin.gif

Posted by: nanana 9 Jul 2008, 11:50
ძაან ნი ვსეზონ, მაგრამ ძალიან მაგარ მარმელადს ვაკეთებ. 1 კგ ფორთოხალი, 1 ცალი ლიმონი, 1 კგ შაქარი, 1 ლ ანანანის წვენი. ჯავზი, ილი, ვანილი

მოკლედ
1. ვჭრი შუაზე ფორთოხალს და ვწურავ წვენს ქვაბში.
2. წვრილ გრძელ ჩხირებად ვჭრი ნახევარ ფორთოხლებს და ვყრი ქვაბში
3. ვასხამ 1 ლიტრ ანანასის წვენს
4. ვადუღებ ნახევარი საათი
5. ვამატებ შაქარს
6. ვადუღებ საშუალო ალზე დაახლოებით 2 საათი.
7 დუღებისას ( ბოლოსკენ) ვამატებ ვანილს ილს და ჯავზს
8. ვაცივებ
9. მივირთმევ ისე და ნმაგარია "პეჩენიებშიც" yes.gif

Posted by: kote-1962 9 Jul 2008, 14:58
ნებისმიერი ინფორმაცია შემიძლია მოგცეთ სოკოებთან დაკავშირებით,ჩემი ხობია მათი შეგროვება და დამზადება.ძველი და ახალი რუსულენოვანი ძალიან საინტერესო წიგნი არსებობს სოკოებზე,20 წელია ვაგროვებ და ვაკეთებ მარინადს,ვამარილებ,ვაშრობ. შეიძლება ჩაქაფული,ღვეზელი,ქინძში და ნიორში შეწვა,ჟულიენი და ა შ. რაც შეეხება ნიყვს,ლათინურიდან მისი თარგმანია:,, მუხამორ ცეზარია".... არ გაგიკვირდეთ,ეს მუხამორის ჯიშის სოკო მსოფლიოში საუკეთესოა ტრიუფელის შემდეგ,რომელიც 1კგ ღირს ასეულობით დოლარი. ალბათ კეისრის სოკო ტყუილად არ შეარქვეს. რაც შეეხება მის დამზადებას ცხიმის გარეშე კეცზე შემწვარს არაფერი სჯობს,ოდნავ მარილით,მთლიანად იწვება. შენახვა ზამთრისთვის გაუფუჭებს გემოს,არც გამიგია ვისმეს იმდენი ენახოს,რომ შეენახოს. ისე კი რამდენიმე ხერხია შენახვის,თუ დაგაინტერესებთ მოგწერთ.

Posted by: (c)TG 9 Jul 2008, 15:59
nanana
QUOTE
ვადუღებ ნახევარი საათი

და გამოეცალა ყველა ციტრუსს ყველანაირი ვიტამინი
kote-1962
QUOTE
ნებისმიერი ინფორმაცია შემიძლია მოგცეთ სოკოებთან დაკავშირებით

bis.gif 2kiss.gif ცოტ-ცოტა რეცეპტებიც მოგვაწოდე ჟულიენით დავიწყოთ, აქ კი დევს ჟულიენის რეცეპტი, მაგრამ სოკოს სპეციალისტისგან საინტერესოა რეცეპტების გაგება yes.gif

Posted by: nanana 9 Jul 2008, 16:03
©TG
QUOTE
და გამოეცალა ყველა ციტრუსს ყველანაირი ვიტამინი


ეგ ავიტოამინოზის სამკურნალოდ საშუალება კი არ არის, უბრალოდ გემრიელობაა wink.gif wink.gif

ანანასის წვენში შაქრის გარეშე იმიტომ უნდა ხარშვა რომ ქერქები დარბილდეს, თორემ ისე პირდაპირ რომ დააყაროთ შაქარი ვერ დაღეჭავ user.gif

დამავიწყდა აღმენიშნა რომ ფორთოხლები და ლიმონიც ქერქიანად უნდა.

Posted by: (c)TG 9 Jul 2008, 16:13
nanana
გემრიელი კი იქნება და გემრიელად გამოიყურება

Posted by: kote-1962 9 Jul 2008, 23:15
QUOTE
©TG

ხახვი წვრილად იჭრება და დაბალ ცეცხლზე ითუშება კარაქში(ოდნავ ზეთიც),ცალკე კარაქში დაბალ ცეცხლზე წვავთ ქამა სოკოს,ასევე წვრილად დაჭრილს,ხშირად ვურევთ. დაახლოებით 10-15 წუთში,როცა ხახვი ოდნავ ფერს შეიცვლის და სოკოც მოიწვება გადაგვაქვს ერთ შედარებით დიდ ტაფაზე ერთად,ვუმატებთ შავ წიწაკას.სმეტანას(გემოზე) დანელ-ნელა ვაყრით,რომ არ დაბურბუშელდეს პურის ფქვილს,მარილს და ვახეხავთ სულგუნს(გემოზე).ამ მასას ვურევთ 5-10 წუთი და მზადაა.(შეიძლება ეს მასა ჩავასხათ პატარ-პატარა ფორმებში და შევდგათ ფეჩში ან ღუმელში,როგორც ვარდისფერი ''კორკა'' გაუჩნდება მზადაა.

Posted by: (c)TG 9 Jul 2008, 23:19
kote-1962
გმადლობთ smile.gif
1. და წვრილად დაჭრილი ქამა შეწვის დროს უფრო დაპატარავდება და მასე უნდა იყოს?
2. სულგუნი შეწვის დრო რომ არ ავურიოთ და ბოლოს ღუმელში შედგმის წინ მოვახეხო, ხომ არ გავაფუჭებ?

(შაბათს გავაკეთებ და სურათს დავდებ რა გამოვა)

Posted by: kote-1962 10 Jul 2008, 15:57
იცოცხლეთ,შეგარგოთ. კამა არ არის აუცილებელი,მაგრამ თქვენ თუ გემოს არ გაგიფუჭებთ, უკვე შემწვარს, ცოცხალი კამა წვრილად დააჭერით.სულგუნი შეგიძლიათ მანამდეც ჩაახეხოთ და ღუმელში შედგმის წინ აუცილებლად დაახეხეთ(წითელი ფერის ,,კოროჩკას'' გაიკეთებს და უფრო ლამაზიც იქნება და გემრიელიც. smile.gif
QUOTE
©TG

როცა გენდომებათ მარინადის გაკეთება მომწერეთ.... ტყის სოკოსგან კეთდება,უგემრიელესია,განსაკუთრებით არაყთან და მოხარშულ კარტოფილთან(ისედაც კარგია).

Posted by: kukuruku 17 Jul 2008, 00:30
თეთრი ბლის მურაბა როგორ გავაკეთო, ქარვასავით ყვითელი, ნათელი ფერი რომ გამოვიდეს, მასწავლეთ თუ ვინმემ იცით, გთხოვთ user.gif

და კიდევ გარგლის ჯემი მინდა გავაკეთო, ესეც თუ იცით...

Posted by: rtuli 27 Sep 2008, 12:19
აქ სადღაც წავიკითხე ჯოლოს მურაბაზე და მინდა ჩემი რეცეპტი დავდო 10 წუთიანი,რომელშიც შენარჩუნებულია მეტი წილი ვიტამინების და არომატი ისევ-ისეთი ცოცხალი რჩება.გუშინ გავაკეთე ჯოლოს კონფიტიური: 1 კილო ჯოლოს დავაყაროთ 1 კილო შაქარი გავაჩეროთ 5-6 საათი ,დავდგად ცეცხლზე ,ვადუროთ 5 წუთი,მოვაყაროთ ,,კვიტინი,,1 პაკეტი 1 კილოზე,ვადუღოთ კიდევ 5 წუთი და ცხელცხელი ჩავასხათ ქილებში.მე კიდევ ერთი ლიმონის წვენი დავუმატე 2 კილო ჯოლოზე(უფრო ასქელებს ).მარტივია ძალიან yes.gif

Posted by: MEZGVAURI 27 Sep 2008, 12:24
rtuli
იცი კიდევ როგორ შეიძლება? აი დედაჩემი ეგრე აკეთებს, კილოს კილოზე მოაყრის შაქარს და დადგამს ისე თავდახურულ ქვაბში, უცეცხლოდ რა, იმას ამოურევს შიდაგაშიდ და ის თვითონ დადუღდება, ეგრე ცოცხლად ვინახავთ(მაინც გაიკითხე სანამ ასე გააკეთებ-ჩვენ კი ვაკეთებთ მარა თავს ვიზღვევ), და ნუ ფეიხოს რო ინახავენ ცოცხლად მასე ვინახავთ მოცხარს და მისთანებს და ჟოლოს პონტში კიდევ მალინას!

Posted by: rtuli 27 Sep 2008, 12:29
MEZGVAURI
მე ცოცხლად ვინახავდი ადრე,ეხლა დამეზარა ჩალიჩი biggrin.gif ,ოღონდ 1კილოზე 2 კილო შაქარს ვაყრიდი და 4დღე ვურევდი რომ შაქარი კარგად დამდნარიყო yes.gif
QUOTE
ჟოლოს პონტში კიდევ მალინას!

მალინა-ჯოლოა yes.gif wink.gif

Posted by: MEZGVAURI 27 Sep 2008, 12:36
rtuli
უი ის ვიგულისხმე-მაყვალი, შემეშალა, ეგ კი ვიცი, ისე მეტი შაქრით ჯობია, მართალი ხარ-გაფუჭების შანსი ნაკლებია

Posted by: Reference Frame 27 Sep 2008, 12:46
ხალხო იცით ვინმემ ფორთოხლის მურაბის დამზადება ქერქისგან???

Posted by: MEZGVAURI 27 Sep 2008, 12:55
Reference Frame
ვა რა საინტერესოა, არ ვიცი და არც გამიგია, არომატული იქნება

Posted by: rtuli 27 Sep 2008, 12:55
Reference Frame
QUOTE
ფორთოხლის მურაბის დამზადება ქერქისგან???

მურაბა არვიცი,მაგრამ მე კანს ვხეხავ და 1თი-1ზე შაქართან ერთად ვურევ,მაცივარში ვინახავ(თავს ვიზღვევ) , კეკსებში და ნამცხვრებში ვხმარობ.ოღონდ თურქულ ან ბერძნულ ფორთოხალს,უფრო ლამაზი ფერი აქვს tongue.gif
* * *
MEZGVAURI
QUOTE
მაყვალი,

მაყვალს,ალუბალს,ქლიავს,ჯოლოსაც,სმაროდინას პატარა პლასმასებში ვაწყობ,შაქარს ცოტას ვაყრი და საყინულეში ვინახავ ცოცხლად.ზამთარში ღვეზელებს(პეროგებს) ვაცხობ

Posted by: MEZGVAURI 27 Sep 2008, 13:00
rtuli
ფილტვი ხარ ნუ! მეც ეგრე ვიზამ აწი! ვგიჟდები ნამცხვრებში ფორთოხლის არომატზე
QUOTE
მაყვალს,ალუბალს,ქლიავს,ჯოლოსაც,სმაროდინას პატარა პლასმასებში ვაწყობ,შაქარს ცოტას ვაყრი და საყინულეში ვინახავ ცოცხლად.ზამთარში ღვეზელებს(პეროგებს) ვაცხობ

აუ რა მაგარი ხარ! რა კარგი იდეები მომაწოდე

მარა მერე სხვა რამეები არ დაეტევა ჩემს საყინულეში, ეჰ cry.gif

Posted by: rtuli 27 Sep 2008, 13:05
MEZGVAURI
QUOTE
მარა მერე სხვა რამეები არ დაეტევა ჩემს საყინულეში, ეჰ 

გადააგდე და დიდი იყიდე lol.gif ,ისე მწვანე ლობიოსაც(ნედლს) და ბადრიჯანს(შემწვარს) საყინულეში ვყინავ.თავს ვიზღვევ ბოტულიზმისაგან wink.gif

Posted by: POMPADOUR MADAM DE 12 Oct 2008, 19:49
მოკლედ ამ ფორუმის კულინარიულმა განყოფილებამ და მისმა სასწაულმოქმედმა დიასახლის-მამასახლისებმა განსაკუთრებით: აუაუ დეიდამ, მიაუმ, გაბარძგალებამ (ჩემმა მეზობელმა) და აღარ გავაგრძელებ ჩამოთვლას ყველას მიგიძღვით წვლილი რომ მომიყვანეთ ხასიათზე და დღეს ვიყიდე შინდი და პატარა პომიდვრები და ვაკეთებ მურაბას

შინდის მურაბის რეცეპტი აქ ყველამ იცის და ამიტომ დავდებ პატარა მწვანე პომიდვრების რეცეპტს რომელიც მასწავლეს ასურეთში დღეს:

გავრეცხოთ და დავჩხვლიტოთ ჩანგლით პომიდვრები და ჩავაწყოთ სოდიან წყალში (წყალი იმდენი რომ დაიფაროს და 3 სუფრის კოვზი სოდა-ცივ წყალში გახსნილი) ნახევარი საათით, შემდეგ დავყაროთ საწურზე და გამდინარე წყალში იყოს 15 წუთი. შემდეგ 10 ჩაის ჭიქა წყალში ჩავყაროთ 2 კილო შაქარი და გავაკეთოთ სიროფი. რომ წამოდუღდება პომიდვრები ჩავყაროთ და მოვადუღოთ. მოკლედ მოდუღების ტექნოლოგია როგორც მითხრეს ყოფილა იგივე რაც საზამთროს მურაბის

პ.ს. ეხლა სამზარეულოში შევალ და მივხედავ ჩემს მურაბებს smile.gif დედაჩემი შორიდან უყურებს ჩემს "შემოქმედებას" და ვერ იჯერებს biggrin.gif

შედეგებს შეგატყობინებთ 2kiss.gif

Posted by: n_j 12 Oct 2008, 20:07
QUOTE
ხალხო იცით ვინმემ ფორთოხლის მურაბის დამზადება ქერქისგან

მურაბა არ ვიცი, მე ქერქისგან ცუკატებს ვაკეთებ და რაც შეჭმას გადაურჩება და გადამალვას მოვასწრებ იმას კექსებსი ვიყენებ და პასკაში აღდგომას, მაგარია ძალიან

Posted by: abelo 20 Oct 2008, 15:33
Artgeo
სოკო მარინადში:
1კგ სოკო წამოვადიღოთ 3-5 წუთი და გადავწუროთ. ცალკე მოვამზადოთ მარინადი:
1ჩ/ჭ წყალი
1ჩ/ჭ ძმარი (თუ მაგარია ჭიქის 2/3)
4 ცალი დაფნის ფოთოლი
6 ცალი დუშისტი
1 სავსე ს/კ მარილი
1 დესერთის კოვზი შაქარი
მარინადი 5 წუთი ვადუღოთ და მერე ჩავუშვათ სოკო. 5 წუთის შემდეგ სოკო ცალკე ამოვიღოთ ქაფქირით და გავაციოთ. (მარინადიც უნდა გაცივდეს). ქილებში გადავანაწილოთ სოკო თავის დაფნებით და რამე-რუმეებით და დავასხათ მარინადი და დავხუფოთ. ყველაფერი უნდა იყოს ცივი.
შევინახოთ გრილ ადგილას ან მაცივარში. 2-3 კვირაში მზადაა საჭმელად.

Posted by: miau 20 Oct 2008, 19:25

nanana
QUOTE
©TG

QUOTE
და გამოეცალა ყველა ციტრუსს ყველანაირი ვიტამინი



ეგ ავიტოამინოზის სამკურნალოდ საშუალება კი არ არის, უბრალოდ გემრიელობაა 


დამასწარი დაწერა lol.gif
სააერთოდ ძალიან საინტერესო რეცეპტებს დებ! up.gif

რაღაცა სასწაული გემრიელი რაღაცა ჩანს და აუცილებლად გავაკეთებ!!!!!!!!

Posted by: WOMAN IN LOVE 20 Oct 2008, 20:29
rtuli
QUOTE
მოვაყაროთ ,,კვიტინი,,1 პაკეტი 1 კილოზე

ეს რა არის?

Posted by: nanana 21 Oct 2008, 01:13
miau
2kiss.gif დიდი მადლობა smile.gif


Posted by: miau 21 Oct 2008, 01:24
WOMAN IN LOVE
QUOTE
ეს რა არის?


პაკეტებით იყუიდება და რომ დაუმატებ, ჟელესებრ მასად აქცევს, ანუ კრავს smile.gif

Posted by: მონიკა 21 Oct 2008, 13:20
rtuli
QUOTE
ისე მწვანე ლობიოსაც(ნედლს) და ბადრიჯანს(შემწვარს) საყინულეში ვყინავ.თავს ვიზღვევ ბოტულიზმისაგან 

მწვანე ლობიოს და კიდევ უამრავ სხვა რამეს მეც საყინულეში ვინახავ. აი შემწვარი ბადრიჯანი არ შემინახია, გამოყენების წინ მხოლოდ ადნობ თუ აცხელებ კიდევაც?

Posted by: WOMAN IN LOVE 21 Oct 2008, 13:25
ამას წინათ დილის გადაცემაში აკეთებდნენ ბოსტნეულის ნაზავს საზამთროდ, საერთოდ, ბოტულიზმის საფრთხის გამო კონსერვირების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ აქ იმან მომხიბლა, რომ მოხუფვა და ამბები არ ჭირდება, პირდაპირ ქილაში ინახება და უმარტივესი გასაკეთებელია. თუ სწორად მახსოვს, თითო კილო პამიდორი, სტაფილო, ბულგარული უნდა გატარდეს, + მწვანილები და 1 კგ მარილი. გაგიკეთებიათ ვინმეს? პრაქტიკულად, კარტოფილს მოხარშავ, მერე ამ მასის რამდენიმე კოვზს ჩაამატებ და წვნიანიც მზადაა...

Posted by: rtuli 21 Oct 2008, 13:34
WOMAN IN LOVE
QUOTE
ეს რა არის?

QUOTE
პაკეტებით იყუიდება და რომ დაუმატებ, ჟელესებრ მასად აქცევს, ანუ კრავს

miau მართალია,ეს კვიტინი მცენარეული ჯელატინია , სასარგებლოა ორგანიზმისთვის და გვაძლევს საშუალებას რომ,მინიმალურად დაუკარგოთ ვიტამინები ხილს(ანუ დუღილის დრო მინიმალურია)
QUOTE
გამოყენების წინ მხოლოდ ადნობ თუ აცხელებ კიდევაც?

საყინულედან ვიღებ ღამით და მაცივარში ვდებ,იქ ნელა დნება.გაცხელებით თუ გჭირდება გააცხელე,მე პირდაპირ ვამზადებ ან ნიგვზით ,ან მაიონეზით და სუნელებით.სხვა კერძებშიც შეგიძლია გამოიყენო.monika

Posted by: Artgeo 22 Oct 2008, 09:09
abelo
დიდი მადლობა smile.gif და სოკო რა სოკო უნდა ავიღო? შამპინიონი თუ ის... ჩვეულებრივი, ყველგან რომ იყიდება

Posted by: killer 22 Oct 2008, 11:17
ჟოლო ცოცხლად როგორ ინახება, ვინმემ ხომ არ იცით?

მურაბის რეცეპტი ვნახე უკვე.

დღეს საღამოს უნდა გავაკეთო.
გაციებისას რომელი ჯობია, ცოცხალი თუ მურაბა?
* * *
ცოცხლად შენახვის რეცპეტიც ვნახე, მაგრამ "საცერში" გაქნილი ჟოლო რას ნიშნავს?

* * *
ანუ მთლიანი ჟოლოები მინდა რომ იყოს.

Posted by: rtuli 22 Oct 2008, 11:34
killer
QUOTE
დღეს საღამოს უნდა გავაკეთო.
გაციებისას რომელი ჯობია, ცოცხალი თუ მურაბა?

წინა გვერძე მე დავდე ჯოლოს კონფიტიურის რეცეპტი.ცოცხლად მე ვინახავ საყინულეში,პატარა პლასტმასის კონტეინერებში,თითო ფენას ცოტათი შაქარს ვაყრი.ასე შენახულს ძირითადათ ვხმარობ ნამცხვრებისთვის

Posted by: მონიკა 22 Oct 2008, 11:42
QUOTE
თითო ფენას ცოტათი შაქარს ვაყრი.

მე უშაქროდ ვყინაც, მთელ და საღ კანკრას ვარჩევ, ცოტა ხანს ჩაის ტილოზე ვშლი რომ სისველე აღარ ქონდეს.

killer
QUOTE
გაციებისას რომელი ჯობია, ცოცხალი თუ მურაბა?

ცოცხალი

QUOTE
ცოცხლად შენახვის რეცპეტიც ვნახე, მაგრამ "საცერში" გაქნილი ჟოლო რას ნიშნავს?

* * *
ანუ მთლიანი ჟოლოები მინდა რომ იყოს.

საცერში გაქნილი ჟოლო პიურესავითაა, მთლიანებსაც ისევე გააკეთებ ერთი ერთზე მოაყრი შაქარს, მაგრამ მაგ შემთხვევაში შაქრის ნაწილი შეიძლება არ დადნეს.

Posted by: n_j 22 Oct 2008, 12:04
QUOTE
კვიტინი

მეც ყოველთვის ვიყენებ ხოლმე , შინდის ,ალუბლის, მარწყვის, ჟოლოს, გარგრის, მოცხარის, ქაცვის , ჩერნიკას( ქართულად ვეღარ გავიხსენე) ჯემებს ვაკეთებ, როგორ მიყვარს დაბრაწულ ტოსტებთან ერთად love.gif

მაგრამ ამ შემოდგომით ვერ ვიშოვე კვიტინი, სადაც ვიკითხე არსად ჰქონდათ

Posted by: killer 22 Oct 2008, 12:06
rtuli
მონიკა
ვაუ რა კარგი იდეაა.
ანუ პლასტმასისი კონტეინერში ჩავყრი და საყინულეში გავყინო ხო?

წელს ცოტას მოვსინჯავ და თუ გამომივიდა მომავალ წელს უფრო მეტს გავაკეთებ smile.gif

Posted by: მონიკა 22 Oct 2008, 12:10
killer
QUOTE
ანუ პლასტმასისი კონტეინერში ჩავყრი და საყინულეში გავყინო ხო?

ერთად არ ჩაყარო, ჯერ რამეზე გაშლილად გაყინე და მერე ჩაყარე კონტეინერში, მასე რამდენსაც გინდა იმდენს ამოიღებ ისე კი ერთმანეთს მიეკრობა და ცოტა თუ დაგჭირდა ვერ მოტეხავ biggrin.gif

Posted by: killer 22 Oct 2008, 12:26
მონიკა
მადლობა smile.gif

Posted by: abelo 22 Oct 2008, 13:40
Artgeo
რიჟიკებისგან (მგონი მიქელა ქვია) ყველაზე გემრიელი გამოდის, მაგრამ შამპინიონიც შეიძლება, ოღონდ პატარები უნდა იყოს.

Posted by: მონიკა 22 Oct 2008, 13:44
abelo
QUOTE
რიჟიკებისგან (მგონი მიქელა ქვია

მიქლიო

Posted by: miau 22 Oct 2008, 14:24
მონიკა
QUOTE
მიქლიო


რიჟიკი თუ მიქლიო იყო, არ ვიცოდი smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 22 Oct 2008, 14:46
QUOTE
თითო კილო პამიდორი, სტაფილო, ბულგარული უნდა გატარდეს, + მწვანილები და 1 კგ მარილი. გაგიკეთებიათ ვინმეს?

აქ ხახვი გამომრჩა მგონი. გაგიკეთებიათ ვინმეს? ღირს წვალებად?

Posted by: auau 22 Oct 2008, 16:12
WOMAN IN LOVE
QUOTE
QUOTE
თითო კილო პამიდორი, სტაფილო, ბულგარული უნდა გატარდეს, + მწვანილები და 1 კგ მარილი. გაგიკეთებიათ ვინმეს?


აქ ხახვი გამომრჩა მგონი. გაგიკეთებიათ ვინმეს? ღირს წვალებად?

ასეთი რამეები კარგად იცის ალეგრომ. ორ დღეში ჩაურთავენ ინტერნეტს და ვთხოვ, რეცეპტი დადოს. ხაშლამაც აკეთებს მაგდაგვარრაღაცას, მთელი ზამთარი სარგებლობენ სიამოვნებით.

Posted by: მონიკა 22 Oct 2008, 16:16
WOMAN IN LOVE
QUOTE
აქ ხახვი გამომრჩა მგონი. გაგიკეთებიათ ვინმეს? ღირს წვალებად?

ხახვის რა გითხრა, მაგრამ ცოტა ნიორს დავამატებდი, ექსტრემალურ სიტუაციაში კარგი გამოსადეგია. უნდა ვცადო ერთი.

Posted by: POMPADOUR MADAM DE 22 Oct 2008, 16:45
მონიკა

მე გავაკეთე წელს პირველად და დავდო რეცეპტი?

პ.ს. მადლობა დახმარებისთვის მაგრამ არ გამოვაო შეF-მა
2kiss.gif

Posted by: მონიკა 22 Oct 2008, 16:54
POMPADOUR MADAM DE
QUOTE
მაგრამ არ გამოვაო შეF-მა

რატომ არის უკვე სხვა?

QUOTE
მე გავაკეთე წელს პირველად და დავდო რეცეპტი?

yes.gif

Posted by: POMPADOUR MADAM DE 22 Oct 2008, 16:58
[B]ბულგარული და სტაფილო
"ნაცრისფერი ზამთრის ფერადი დღეები"
© POMPADOUR MADAM DE


5 კგ ბულგარული (ჩვენ წითელი ბულგარულით ვაკეთებთ)
3 კგ სტაფილო
2 კგ ხახვი
3 თავი ნიორი
ნახევარ კილოიანი პომიდვრის პასტა
მწვანილი ყველანაირი (ეს გემოვნების მიხედვითაა და რაოდენობაც შესაბამისად)
3 ჩაის ჭიქა ზეთი
წითელი წიწაკა გემოვნებით ასევე მარილიც smile.gif

უნდა დაჭრა ყველაფერი პატარა კუბიკებად: ჯერ ხახვს და ნიორს მოშუშავ ზეთში და ჩაამატებ სტაფილოს (იმიტომ რომ სტაფილო მაგარია ბულგარულზე მეტად და უნდა მოიხარშოს) მერე ბულგარულს, მწვანილებს და რომ მოიხარშება ჩაამატებ პომიდვრის პასტას და წითელ წიწაკას თუ ცხარე გიყვართ და მარილიც გემოვნებით და რომ მოიხარშება მიხვდები გემოს რომ გაუსინჯავ. და გადაიტან რომ მოიხარშება დამდუღრულ ქილებში და 20 წუთიანი სტერილიზაცია გააკეთე და მერე შეინახავ.

ესეც სურათი smile.gif


http://bin.ge/file/212495/Image009.jpg.html

Posted by: chocolate123 29 Oct 2008, 00:57
ვინმემ კარგი პამიდვრის საწებელი ხომ არ იცით??

Posted by: gabarzgaleba 29 Oct 2008, 14:07
ჰე ახა, ქალებო, მოვიდა მწნილის სეზონი, დაყარეთ რეცეპტები biggrin.gif

აი მე უკვე დავაგდე ბლოგზე ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტები smile.gif

http://vinoge.com/samzareulo/mwnilebi/marinadebi/mwnili-kitris-saaxlod

http://vinoge.com/samzareulo/mwnilebi/marinadebi/kombostos-mwnili

user posted image

Posted by: abelo 29 Oct 2008, 14:15
gabarzgaleba
QUOTE
აი მე უკვე დავაგდე ბლოგზე ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტები


კიტრის მწნილი- საფუვრად შენახული დამჟავებული პურის ცომი- ძმარი არაო?
კომბოსტოში - შავ კაკალი - რას გულუსხმობს?

Posted by: (c)TG 29 Oct 2008, 14:18
მონიკა
killer
როგორ ფიქრობთ ერთჯერად ცელოფნებში პორციებად რომ შევინახო (მასე ნიკუშას ხორცს ვუნახავ ხოლმე და მერე მარტო ერთ პორციას ვიღებ და ვადნობ) ჟოლო, შეინახება? თუ კონტეინერში უკეთესია

Posted by: gabarzgaleba 29 Oct 2008, 14:20
abelo
QUOTE
კიტრის მწნილი- საფუვრად შენახული დამჟავებული პურის ცომი- ძმარი არაო?


არაო, მხოლოდ ხაშიო biggrin.gif

QUOTE
კომბოსტოში - შავ კაკალი - რას გულუსხმობს?


დუშისტია ეგა.

©TG
QUOTE
როგორ ფიქრობთ ერთჯერად ცელოფნებში პორციებად რომ შევინახო (მასე ნიკუშას ხორცს ვუნახავ ხოლმე და მერე მარტო ერთ პორციას ვიღებ და ვადნობ)


ხეხ, ჩემი ცოლიც მასე ინახავს ლაშას ხორცეულს biggrin.gif

Posted by: მონიკა 29 Oct 2008, 14:54
©TG
QUOTE
როგორ ფიქრობთ ერთჯერად ცელოფნებში პორციებად რომ შევინახო (მასე ნიკუშას ხორცს ვუნახავ ხოლმე და მერე მარტო ერთ პორციას ვიღებ და ვადნობ) ჟოლო, შეინახება? თუ კონტეინერში უკეთესია

მე ძირითადად პროდუქტების საყინულეში შესანახ ცელოფანში ვინახავ. კონტეინერი უფრო დიდ ადგილს იკავებს, ცელოფანით კი უფრო კომპაქტურად იდება (ძალიან არ უნდა გადაივსოს პარკი და ადვილად მოერგება თავისუფალ ადგილს). როგორც ზემოთ დავწერე ჯერ გაშლილად ვყინავ, მერე საყინულეშივე სწრაფად ვყრი პარკში და თავს ვუკრავ. მასე გაყინულს თუ მინდა ცალობითაც ამოვიღებ smile.gif
http://imageshack.us



Posted by: POMPADOUR MADAM DE 29 Oct 2008, 14:56
მონიკა

QUOTE
"ნაცრისფერი ზამთრის ფერადი დღეები"


მოგეწონა? გააკეთე და თუ კი მაშინ როგორი გამოვიდა?
2kiss.gif

Posted by: მონიკა 29 Oct 2008, 15:02
POMPADOUR MADAM DE
QUOTE
გააკეთე

ფოტოზე ძალიან ლამაზად ჩანს, მაგრამ ვერ მოგატყუებ no.gif ზეთში გაკეთებული და გასტერილებული პროდუქტების ფობია მაქვს. არა და როგორ მიყვარს კაი მწარე წიწაკის კონსერვი.

Posted by: (c)TG 29 Oct 2008, 15:04
gabarzgaleba
QUOTE
ხეხ, ჩემი ცოლიც მასე ინახავს ლაშას ხორცეულს

ჭკვიანი ქალი biggrin.gif მასე მოხერხებულია

Posted by: rinow519 1 Nov 2008, 23:21
ვაშლი ასკილის ნექტარში–ძალზედ სასარგებლო და გემრიელია.

Posted by: rtuli 2 Nov 2008, 01:15
rinow519
QUOTE
ვაშლი ასკილის ნექტარში–ძალზედ სასარგებლო და გემრიელია

მერე რეცეპტი rolleyes.gif

Posted by: gabarzgaleba 6 Nov 2008, 00:39
ეხა რა ხდება,
გოგუებო და ქალებო, თქვენ მოგმართავთ. მოვიდა სეზონი, მწნილების ოქროს ხანა, ყველაფერია, ყველანაირი კომბოსტო, წიწაკა, კიტრი, მწვანე პამიდორი, პრასი, რამე-რუმე. ხოდა ძალიანა გთხოვთ ჩვენი სარჩევის უმწირეს მწნილ-განყოფილებას შემატოთ კაი-კაი, ორიგინალური, გამორჩეული, კლასიკური და ა.შ. რეცეპტები, კოხტად, ლამაზად ჩამოყრილი.

პახოდუ ჩემს ბლოგზეც დავაგდეთ შესაბამისი კოპირაიტის ნიშნით, როგორც აქამდე ვაგდებდი.

Posted by: auau 7 Nov 2008, 15:25
gabarzgaleba
პამიდვრის მწნილის უუუუმარტივესი ხერხი!

2 ან 3 ლიტრიან ქილებში ჩავტენით მწვანე პამიდვრები.ჩავაყოლოთ ნივრის კბილები, მწარე წითელი წიწაკა, ნიახური.

მოვამზადოთ მარილწყალი: 1 ლ წყალზე 2 სუფრის კოვზი მარილი ავადუღოთ და შევაგრილოთ. გადავწუროთ და შევავსოთ პოლიდვრიანი ქილები, დავხუროთ პლასტმასის სახურავებით და 1 კვირა მაინც ოთახის ტემპერატურაზე ვამყოფოთ, რომ დროზე დამწნილდეს, მერე აუცილებლად ბნელ ადგილას დავდოთ, რათა პომიდორმა ფერი არ შეიცვალოს და არ გახუნდეს. დუღილის დროს იცის ცოტა გადმოსვლა და არ ახადოთ, თვითონვრ "დაწყნარდება".

ხაშლამა და ალლეგრო! თქვენებური ჭარხალთან დაკეპილი კომბოსტოს მჟავე გვინდა!


Posted by: gabarzgaleba 7 Nov 2008, 17:07
auau
QUOTE
პამიდვრის მწნილის უუუუმარტივესი ხერხი!

2 ან 3 ლიტრიან ქილებში ჩავტენით მწვანე პამიდვრები.ჩავაყოლოთ ნივრის კბილები, მწარე წითელი წიწაკა, ნიახური.

მოვამზადოთ მარილწყალი: 1 ლ წყალზე 2 სუფრის კოვზი მარილი ავადუღოთ და შევაგრილოთ. გადავწუროთ და შევავსოთ პოლიდვრიანი ქილები, დავხუროთ პლასტმასის სახურავებით და 1 კვირა მაინც ოთახის ტემპერატურაზე ვამყოფოთ, რომ დროზე დამწნილდეს, მერე აუცილებლად ბნელ ადგილას დავდოთ, რათა პომიდორმა ფერი არ შეიცვალოს და არ გახუნდეს. დუღილის დროს იცის ცოტა გადმოსვლა და არ ახადოთ, თვითონვრ "დაწყნარდება".

ხაშლამა და ალლეგრო! თქვენებური ჭარხალთან დაკეპილი კომბოსტოს მჟავე გვინდა!


კარგი ხარ, სეზონი გაიხსნა, მივბაძოთ აუაუას.

Posted by: (c)TG 7 Nov 2008, 17:24
მონიკა
QUOTE
მე ძირითადად პროდუქტების საყინულეში შესანახ ცელოფანში ვინახავ. კონტეინერი უფრო დიდ ადგილს იკავებს, ცელოფანით კი უფრო კომპაქტურად იდება (ძალიან არ უნდა გადაივსოს პარკი და ადვილად მოერგება თავისუფალ ადგილს). როგორც ზემოთ დავწერე ჯერ გაშლილად ვყინავ, მერე საყინულეშივე სწრაფად ვყრი პარკში და თავს ვუკრავ. მასე გაყინულს თუ მინდა ცალობითაც ამოვიღებ

უი ეს პოსტი ეხლა ვნახე, დიდი მადლობა
მეც მაქვს მასეთი ზიპიანი ცელოფნები და კი ვფიქრობდი, რომ გამოდგებოდა.............. გაიხარე

Posted by: rtuli 7 Nov 2008, 20:21
ბადრიჯანი სატენით:
    ბადრიჯანს შუაზე გავჭრით ,არა ბოლომდე.ავადუღებთ წყალს,ჩავყრით მარილს(გემოვნებით) და დავაბალანშირებთ ბადრიჯანს,ამოვყრით,დავალაგებთ სინზე,დავაფარებთ სახურავს,სიმძიმეს დავადებთ და დავტტოვებთ ასეთ მდგომარეობაში რომ,ჩამოიწუროს წვენი.
      გავამზადებთ გულსართს: გახეხილი სტაფილო+ ოხრახუში დაჭრილი+ნიორი.
        კარგათ გამოვტენოთ ბადრიჯანი გულსართით,შემოვახვიოთ ნიახურის ტოტი,ჩავალაგოთ კილებში და დავასხათ მარინადი.
          მარინადი მოვადუღოთ და გავაციოთ: 3 ლ.წყალი+3 ს.კ. მარილი+ 100 მლ.ძმარი.
            ქილებში შავი სურნელოვანი პილპილიც ჩავყაროთ,რამოდენიმე მარცვალი
              ასე მომზადებული ბადრიჯანი კარგია ხორცთან გარნირად ,ზეთ მოსხმული

              Posted by: MXK 7 Nov 2008, 21:41
              rtuli
              დიდი ბოდიში, ბადრიჯნის რა რაოდენობაზეა ეს რეცეპტი და ასე მომზადებული უნდა მოვბეჭდოთ, თუ პლასტმასის ხუფებიც ყოფნის?(შვილის ნიკით ვარ შემოსული) ასევე მადლობა მინდა გითხრათ თევზის რეცეპტზე(მგონი თქვენ დადეთ), სტაფილოტი რომ გააკეთეთ, ძალიან გემრიელი გამომივიდა

              Posted by: rtuli 7 Nov 2008, 23:05
              MXK
              QUOTE
              დიდი ბოდიში, ბადრიჯნის რა რაოდენობაზეა ეს რეცეპტი და ასე მომზადებული უნდა მოვბეჭდოთ, თუ პლასტმასის ხუფებიც ყოფნის?(შვილის ნიკით ვარ შემოსული) ასევე მადლობა მინდა გითხრათ თევზის რეცეპტზე(მგონი თქვენ დადეთ), სტაფილოტი რომ გააკეთეთ, ძალიან გემრიელი გამომივიდა

              სასიამოვნოა ჩემს დადებულ რეცეპტებს რომ იყენებთ smile.gif .რაც შეეხება ბადრიჯანს 5 კგ. ბადრიჯანზე 500გრ.სტაფილო,500გრ.ნიორი და დიდი კონა ოხრახუში.მოუხდება ბულგარული წიწაკის დამატებაც თუ მოგწონთ.3 ლიტრიან ქილებში ჩაალაგეთ,დაასხით მარინადი,პლასმასის ხუფი დაახურეთ,ბნელ და გრილ ადგილზე შეინახეთ.თუ გინდათ 5-6 დღეში დააგემოვნოთ მაშინ ოთახის სითბოში დადგით და დამწნილდება,მერე სიგრილეში გადაიტანეთ.

              Posted by: MXK 8 Nov 2008, 11:53
              rtuli, გმადლობთ რეცეპტისთვის, ძალიან გემრიელი ჩანს, ვეცდები გავაკეთო. საერთოდ, ხშირად შემოვდივარ და ძალიან მომწონს ყველას ნახელავი. სურათებითაც უმეტესობას გიცნობთ. და მართლაც, კულინარები ყველაზე კეთილი და გემრიელი ხალხია! bis.gif

              Posted by: dali19 19 Nov 2008, 17:46
              nanka_iuristka აჯიკის რეცეპტი დაწერე თუარ დაგეზარება. წინასწარ დიდი მადლობა.


              * * *


              Bivrili წიწაკის წნილს არ უნდა ნიახური ის აშავებს წიწაკას უნდა გაუჭრა ბილოები, თუ ძალიან მწარეა ჩაყარო რამდენიმე საათი ცივ წყალში, ჩხელშიც შეიძლება, მაგრამ შეიძლება ზოგი გაშავდეს, შემდეგ გადაწურე ჩატენე ემალის ჭურჭელში ნაწილი, სპეციალურ მიტკლის პარკში მოათავსე სიმინდის ფოჩი, ულაში, კამა და დარჩეული ნიორი, შემდეგ ისევ წიწაკა და ზემოდან დაადე სიმძიმე რომ წიწაკებს წყალი ფარავდეს, 10 ლიტრ წყალზე უნდა 1 კგ მარილი და და ტოვე ვიდრე ფერს არ შიცვლის დაახლოებით 3-4 დღე, გადაიტანე ქილებში კარგად გატენე, ზემოდან დაადე მხოლოდ სიმინდის ფუჩეჩი დაასხი თავისივე წყალი და შეინახე. პერიოდულად ნახე რომ წყალი არ დაიშროს, ეს იმშემთხვევაში თუ ბევრს გააკეთებ და გაზაფხულამდე დაფჭირდება შენახვა. შეგიძლია მოხუფო კიდეც, ამშემთხვევაში კარგად დაწურე და გამოტენილი ქილები თავდაღმა დააწყვე, რომ რაც შეიძლება წყლისაგან განთავისუფლდეს. შემდეგ წამოვადუღოთ თავისი წყალი მდუღარე დავასხათ და მოვხუფოთ. რომც აიბურცოს საშიში არ არის.

              * * *
              gabarzgaleba ერთერთ ჯურნალში ეწერა იმუნიტეტის ასამაღლებლად მძიმე ავადმყოფობის შემდეგ კარგია ხურტკმელის მურაბა და სურათიც იყო, რომელიც გავდა გარეულ ქლიავს, რომელსაც როგორც ვიცი ეძახია კვრინჩხს და აქვს კურკა როგორც ქლიავს, ხოლო ბოტანიკის წიგნში ვნახე ნაყოფი ჭრილში და აქვს ისეთი კურკები როგორც დაახლოებით კივს, მაგრამ ნაყოფი მოცულობით პატარაა. იქნებ ამიხსნათ რა მცენარეა.

              Posted by: amadeus 21 Nov 2008, 22:26
              სირვაშლა გაგიგიათ ხალხნო და ჯამაათნო?

              Posted by: მონიკა 21 Nov 2008, 22:43
              dali19
              QUOTE
              ერთერთ ჯურნალში ეწერა იმუნიტეტის ასამაღლებლად მძიმე ავადმყოფობის შემდეგ კარგია ხურტკმელის მურაბა და სურათიც იყო, რომელიც გავდა გარეულ ქლიავს, რომელსაც როგორც ვიცი ეძახია კვრინჩხს და აქვს კურკა როგორც ქლიავს, ხოლო ბოტანიკის წიგნში ვნახე ნაყოფი ჭრილში და აქვს ისეთი კურკები როგორც დაახლოებით კივს, მაგრამ ნაყოფი მოცულობით პატარაა. იქნებ ამიხსნათ რა მცენარეა.

              კვრინჩხი ქლიავს გავს და პატარა ზომისაა უფრო, ხურტკმელს მეორენაირად კინკრიჟასაც ეძახიან, მოცხარს გავს ოღონდ ცოტა უფრო დიდია, ორნაირი ფერისაა(ყოველ შემთხვავაში მე ორნაირი მინახავს biggrin.gif) ჩემს ბავშვობაში დედაჩემი აკეთებდა მაგის მურაბას, ზუსტად არ ვიცი როგორ კეთდება, მახსოვს ხარშვისას ალუბლის ფოთლებიც უნდოდა.

              http://imageshack.us

              http://imageshack.us

              Posted by: gabarzgaleba 21 Nov 2008, 22:45
              dali19
              QUOTE
              gabarzgaleba ერთერთ ჯურნალში ეწერა იმუნიტეტის ასამაღლებლად მძიმე ავადმყოფობის შემდეგ კარგია ხურტკმელის მურაბა და სურათიც იყო, რომელიც გავდა გარეულ ქლიავს, რომელსაც როგორც ვიცი ეძახია კვრინჩხს და აქვს კურკა როგორც ქლიავს, ხოლო ბოტანიკის წიგნში ვნახე ნაყოფი ჭრილში და აქვს ისეთი კურკები როგორც დაახლოებით კივს, მაგრამ ნაყოფი მოცულობით პატარაა. იქნებ ამიხსნათ რა მცენარეა. 


              ბოტანიკოსი არ გეგონო biggrin.gif

              ხურტკმელი არი იგივე კრიჟოვნიკი, ძალიან ჰგავს შავ მოცხარს (სმაროდინას), ზემო რაჭაში რუსულ მოცხარსაც ეძახიან (ინგილოები ურუსი ყურზენს smile.gif). აი ესაა.

              user posted image

              ეს კიდე კვრინჩხია, ანუ ქლიავის ბიძაშვილი, კაი სამურაბე რამე.

              user posted image

              Posted by: amadeus 21 Nov 2008, 22:51
              ჩემს შეკითხვაზე არავინ მიპასუხებს? vik.gif

              Posted by: gabarzgaleba 21 Nov 2008, 23:25
              amadeus
              QUOTE
              სირვაშლა გაგიგიათ ხალხნო და ჯამაათნო?

              QUOTE
              ჩემს შეკითხვაზე არავინ მიპასუხებს? vik.gif


              ეხა შევამჩნიე, იზვინი. რომელი სპეციალისტი მე ვარ მარა მოგახსენებ ჩემს აზრს. სირვაშლა საბასთანაცაა ნახსენები, მაგრამ მხოლოდ ნახსენებია და მორჩა. გეცოდინება ძვ. ქართულად სირი ჩიტია, ამიტომ რო მოვთარგმნოთ, გამოვა ჩიტის ვაშლი (ნიკო ჩუბინაშვილთანაც ჩიტის ვაშლა შეესატყვისება სირვაშლას). მემგონი ეგ მცენარე უნდა იყოს ჩიტავაშლა, ძალიან ცნობილი მცენარე, რომელსაც ყველა ვიცნობთ გარეგნულად. მელიყურძენს ეძახიან სამეგრელოში.

              user posted image

              Posted by: amadeus 21 Nov 2008, 23:30
              gabarzgaleba
              ოოო ზუსტად მაგაზემოგახსენებ ჩემო ბატონო


              დედაჩემმა ჩამოიტანა რაჭიდან გინდა თუ არა სამკურნალოაო, მეც ბევრი შემხვედრია ტყეში

              რა ვიცით მის შესახებ როგორ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში მაინტერესებს
              * * *
              ეხლა ვანახე ეგ ფოტო დედაჩემს და ეგ არ არისო

              წვრილია ეს უფრო და მოყვითალო ეგ ძახველსგავსო

              Posted by: gabarzgaleba 21 Nov 2008, 23:35
              amadeus
              QUOTE
              წვრილია ეს უფრო და მოყვითალო ეგ ძახველსგავსო


              არანაირი ძახველი. ეგარი ჩიტავაშლა, მელიყურძენი, იგივე კიზილნიკ კრასნი, Firethorn ინგლისურად, და ლათინურად pyracantha coccinea. საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ დგას მაგის უზარმაზარი ხე smile.gif

              აი ნახე, ძახველის ფოთოლი სულ სხვანაირია, ნაყოფს რო ტავი დავანებოთ.

              user posted image

              Posted by: amadeus 21 Nov 2008, 23:48
              gabarzgaleba

              გადავუღებ სურათს და დავდებ მოგვიანებით, ჩემ დასთან ქონია აქვს დატოვებული

              Posted by: gabarzgaleba 22 Nov 2008, 00:07
              amadeus

              ასეთი ფერისაცაა

              user posted image

              Posted by: amadeus 22 Nov 2008, 16:34
              gabarzgaleba

              ეგეც არაა sad.gif


              აბაიდუუუუ

              http://www.radikal.ru

              აბაიდაააა

              http://www.radikal.ru

              დურხანიიი

              http://www.radikal.ru

              Posted by: niki_ niki 22 Nov 2008, 19:11
              ვაააააააააა................ მეორედ ვწერ smile.gif

              5 კგ ბადრიჯანი გავფცქვნათ, დავჭრათ წვრილად და შევწვათ ზეთში, გადადუღებულ ძმარში ჩავყაროთ მსხვილად დაჭრილი ხახვი, პილპილი და გავაციოთ. გაციებული მასაში ჩავყაროთ ბადრიჯანი, მარილი გემოვნებით. ვინახავ ჩვეულებრივ ბანკებში


              biggrin.gif

              Posted by: gabarzgaleba 22 Nov 2008, 20:26
              amadeus
              QUOTE
              აბაიდუუუუ

              QUOTE
              აბაიდაააა

              QUOTE
              დურხანიიი


              ეუფ, მიქელანჯელოა მაგსი ავტორი? ხელოვნების ნიმუშია რა...

              Posted by: miau 22 Nov 2008, 20:34
              amadeus
              QUOTE
              დურხანიიი


              რეცეპტები ვ სტუდიუუუუუუ! smile.gif
              პლზ. wink.gif

              Posted by: amadeus 22 Nov 2008, 22:49
              აეეე თქვენ გენაცვალეთ

              alk.gif

              ქე ვარ ეხლა გაბრუებული კაი კასპის ჩინურით იფ რა კარგია ეს დალოცვილი

              რა დროს კონსერვი და მწნილია?

              მწნილი ხვალე ბატონო პოხმელიაზე და ვგონებ მერე რქაწითელი ჩაანაცვლებს biggrin.gif

              ხვალე ანჩისხატის ბიჭებთან მომიწევს გიორგობის აღნიშვნა smile.gif



              ხო ისა და რა მაგის პასუხია და biggrin.gif

              ინგლისური ხელოვნებაა ჯონი ჩამო ვა და გაგვაცნობს მეც ზუსტად არ ვიცი მისი რეცეპტი smile.gif


              Posted by: bell 7 Dec 2008, 18:05
              ბავშვებო ძალიან მინდა კომბოსტოს მწნილი ჩავდო და ალუმინის ქვაბში ხო შეიძლება? და მარილწყალი როგორ უნდა გავაკეთო? რა პროპორციებით?

              Posted by: მონიკა 7 Dec 2008, 18:08
              bell
              QUOTE
              ალუმინის ქვაბში ხო შეიძლება

              no.gif

              Posted by: bell 7 Dec 2008, 18:40
              მონიკა
              უი რატო? არადა რა იმედი მქონდა cry.gif

              პლასმასის ჭურჭელში?

              Posted by: Solveig 7 Dec 2008, 18:57
              bell
              მწნილის ჩადება ლითონის ჭურჭელში არ შეიძლება, რადგან მჟავები ლითონთან რეაქციაში შედის. არც პლასტმასის ჭურჭელს გირჩევდი, რადგან სპეციფიკური გემო აქვს მერე...

              ყველაფერს სჯობს მომინანქრებული (ემალირებული) ლითონის ჭურჭელი (ოღონდ ემალი დაუზიანებელი უნდა იყოს, თორემ ჟანგდება მერე), მინის დიდი ქილა, ან მთლად უკეთესი-ფაიფურის (ან ნებისმეირი კერამიკის) ქოთანი, დერგს რომ ეძახიან.

              შუშის ქილაში თუ ჩადებ, ფოლგა შემოახვიე გარედან-ასე უკეთესია.

              Posted by: bell 7 Dec 2008, 22:13
              Solveig
              QUOTE
              მწნილის ჩადება ლითონის ჭურჭელში არ შეიძლება, რადგან მჟავები ლითონთან რეაქციაში შედის. არც პლასტმასის ჭურჭელს გირჩევდი, რადგან სპეციფიკური გემო აქვს მერე...

              ყველაფერს სჯობს მომინანქრებული (ემალირებული) ლითონის ჭურჭელი (ოღონდ ემალი დაუზიანებელი უნდა იყოს, თორემ ჟანგდება მერე), მინის დიდი ქილა, ან მთლად უკეთესი-ფაიფურის (ან ნებისმეირი კერამიკის) ქოთანი, დერგს რომ ეძახიან.

              შუშის ქილაში თუ ჩადებ, ფოლგა შემოახვიე გარედან-ასე უკეთესია.

              დიდი მადლობაsmile.gif 2kiss.gif
              ემალის დიდი ქვაბი არ მაქვსsad.gif
              არც 3ლიტრიანზე დიდი ჭურჭელი რაღაცა უნდა მოვიფიქრო არადა ისე მინდა მწნილი ორსულობაში არ მინდოდა ასეsmile.gif

              Posted by: rtuli 7 Dec 2008, 22:15
              bell
              QUOTE
              ბავშვებო

              biggrin.gif
              QUOTE
              ძალიან მინდა კომბოსტოს მწნილი ჩავდო

              რანაირი? ანუ დაჭრილი+ სტაფილო,თუ კომბოსტოს მეოთხედები+ ჭარხალი?

              Posted by: bell 7 Dec 2008, 22:18
              rtuli
              QUOTE
              კომბოსტოს მეოთხედები+ ჭარხალი?

              ხოო ეგyes.gif
              ვაიმე დავიხრჩე ნერწყვთა ყლაპვითsmile.gif

              Posted by: rtuli 7 Dec 2008, 22:38
              bell
              QUOTE
              კომბოსტოს მეოთხედები+ ჭარხალი?


              ხოო ეგ


              გაჭერი ოთხად კომბოსტო(უკეთესია ძალიან მკვრივი თავი არიყოს,ასე სიწითლე კარგად გაუჯდება ფოთლებ შორის).
              დათალე ჭარხალი და მრგვალად დაჭერი.
              სურნელოვანი პილპილი(душистый перец),დაფნა,ოხრახუში და ნიახური მოიმარაგე.ალუბლის ფოთლებიც კარგია, მაგრამ სადარის.
              ჩაალაგე ქილაში ან მე 10 ლიტრიანი წყლის ბოთლი ვიყიდე(ღვინოსაც მაგაში ვინახავ,ანუ საჭმლის ჭურჭელია,пищевой) და თავი გადაუჯერი,ან სულაც განიერ თავიანებიც არის ელიავაზე wink.gif .

              მოამზადე მარინადი 1 ლიტრა წყალზე 2 თავმობმული ს. კ. მარილი+1 ს.კ. შაქარი+ 3 ს.კ. ძმარი
              დადგი სახლში და როგორც სიმჯავე დაეტყობა ,გაიტანე გარეთ ,სიგრილეში.

              წითელი წიწაკაც მისაღებია თუ ცხარეს მოყვარული ხარ.

              Posted by: bell 7 Dec 2008, 23:08
              rtuli
              ძალიან დიდი მადლობა........ პირველ რიგში ჭურჭლის საქმეს მოვაგვარებ მერე რო ავიხდენ ოცნებას და გავაკეთებ, სუ შენი მადლიერი ვიქნები2kiss.gif ......... პირველად ვაკეთებ......... 2kiss.gif 2kiss:

              Posted by: rtuli 9 Dec 2008, 12:35
              bell
              QUOTE
              პირველად ვაკეთებ.........  2kiss:

              თუ პირველად აკეთებ მაშინ დავამატებ რომ ,ზემოდან სიმძიმის დადება არდაგავიწყდეს.ანუ თეფში დაადე და ქვას იჭოვი მემგონი სადმე biggrin.gif ,გარეცხე და დაადე.მარინადი უნდა ფარავდეს კომბოსტოს.

              კიდევ ერთი მე მომწონს როცა შაქარი მეტი აქვს და 1 ს. კ. მეტი რომ უყო უკეთესია,თან შაქარი აჩქარებს დამწნილებას.
              მარილი სუფრის არუყო,მსხვილი უნდა იყოს.

              Posted by: bell 9 Dec 2008, 13:28
              rtuli
              QUOTE
              თუ პირველად აკეთებ მაშინ დავამატებ რომ ,ზემოდან სიმძიმის დადება არდაგავიწყდეს.ანუ თეფში დაადე და ქვას იჭოვი მემგონი სადმე,გარეცხე და დაადე.მარინადი უნდა ფარავდეს კომბოსტოს.

              კიდევ ერთი მე მომწონს როცა შაქარი მეტი აქვს და 1 ს. კ. მეტი რომ უყო უკეთესია,თან შაქარი აჩქარებს დამწნილებას.

              კი, პირველად ვაკეთებ და კიდე კაი მითხარი 2kiss.gif
              შაქარი არ ვიცოდი თუ უნდოდა
              და მსხვილი მარილი ჩვეულებრივათ იყიდება ხო მაღაზიებში?

              Posted by: Princess 10 Dec 2008, 12:28
              rtuli

              უი ვიპოვე ვიპოვე smile.gif ერთი შეკითხვა მაქვს, მამიდაჩემმა გააკეთა ზუსტად ასე და რაღაც რბილი გამოვიდა ძალიან კომბოსტო? გემრიელია მაგრამ რბილია და ამ მომწონს, მე ხრაშუნა უფრო მიყვარს. რისი ბრალია?

              Posted by: Anie 16 Dec 2008, 12:48
              QUOTE
              მოამზადე მარინადი 1 ლიტრა წყალზე 2 თავმობმული ს. კ. მარილი+1 ს.კ. შაქარი+ 3 ს.კ. ძმარი


              გუშინ ჩავდე და მარილი ვუქენი 1 თავმობმული ს. კ.
              შაქარი და ძმარი არ მიქნია
              ხო არ გამიფუჭდება rolleyes.gif


              QUOTE
              დათალე ჭარხალი და მრგვალად დაჭერი.
              სურნელოვანი პილპილი(душистый перец),დაფნა,ოხრახუში და ნიახური მოიმარაგე.ალუბლის ფოთლებიც კარგია, მაგრამ სადარის


              მე ნიორიც ვუქენი


              QUOTE
              უკეთესია ძალიან მკვრივი თავი არიყოს,ასე სიწითლე კარგად გაუჯდება ფოთლებ შორის



              ყველაზე კარგია "დახუჭუჭებული" ფოთლები რომ აქვს იმის მწნილი up.gif



              Posted by: rtuli 16 Dec 2008, 13:55
              Anie
              QUOTE
              გუშინ ჩავდე და მარილი ვუქენი 1 თავმობმული ს. კ.
              შაქარი და ძმარი არ მიქნია
              ხო არ გამიფუჭდება 


              მე სამი დღის წინ ჩავდე და რაც დავწერე იმდენი უყავი ყველაფერი,დაჯე ძმრის და მარილის დამატება დამჯირდა.ეს იმან განაპირობა რომ ჭარხალი ძალიან ტკბილი გამომადგა.
              საერთოდ მარინადს ვსინჯავ მე.
              ჯერ გვიანი არარის, გაუსინჯე მარინადს გემო და დაუმატე მარილი+ძმარი

              QUOTE
              მე ნიორიც ვუქენი

              მეც და დამავიწყდა მიმეთითა. rolleyes.gif

              Posted by: Anie 16 Dec 2008, 16:26
              QUOTE
              ჯერ გვიანი არარის, გაუსინჯე მარინადს გემო და დაუმატე მარილი+ძმარი


              OK

              2kiss.gif

              ძმარი არ მინდა
              ცუდ (ჩემთვის ცუდ) გემოს აძლევს yes.gif

              Posted by: そソふいイあア だダ 好 25 Dec 2008, 00:53
              ცოტა ფრთხილად იყავით ამ ყოველივესთან ბოლო ხანებში ისე მომრავლდა ბუტილიზმის შემთხვევები დიდი რჩევაა და მიზანშეწონილიცააა წამოადუღოთ ხოლმე

              Posted by: n_j 24 Jan 2009, 16:22
              მწვანე ლობიოს გაყინვის წესი სპეციალურად ბრეიკისთვის

              მწვანე ლობიოს ვარჩევ, ვამტვრევ, ვრეცხავ და ადუღებულ მარიწყალში ვყრი რამდენიმე წუთით, რომ წამოდუღდება დაახლოებით 5 წუთში გადმოვიღებ საწურზე და ვაცლი სანამ წყლისგან დაიწურება, შემდეგ თხლად გავშლი დაფაზე, ან დიდ თეფშზე და საყინულეში შევდგამ. რომ შემაგრდება სეგიძლია პარკში ჩაყარო და ზამთრისთვის შეინახო.
              მომზადების წინ მე გავალღვე.

              ვყინავ ასევე ბადრიჯანს, უკვე შემწვარს, მერე გავადნობ და შევაზავებ სურვილისამებრ. ახალ შემწვარს რა თქმა უნდა სულ სხვა ეშხი აქვს, მაგრამ ზამთარში ნიტრატებიანი ვითომ ახალი ბადრიჯნის ყიდვას ჯობია ზაფხულში გაყინო და მერე მიირთვა როცა მოისურვებ

              კიდევ ბროკოლის ვყინავ ხოლმე, წამოადუღებ ლობიოსავით 3-5 წუთი და ეგაა


              Posted by: rtuli 24 Jan 2009, 18:05
              n_j
              QUOTE
              მწვანე ლობიოს ვარჩევ, ვამტვრევ, ვრეცხავ და ადუღებულ მარიწყალში ვყრი რამდენიმე წუთით

              მე პირდაპირ ვყინავ მოუხარშავს,უკვე მესამე წელია.
              ბადრიჯანს კი შენსავით ვწვავ და პლასმასის კონტეინერში ვინახავ საყინულეში.

              Posted by: Breaky 24 Jan 2009, 21:05
              n_j
              QUOTE
              რომ შემაგრდება სეგიძლია პარკში ჩაყარო და ზამთრისთვის შეინახო.

              QUOTE
              კიდევ ბროკოლის ვყინავ ხოლმე, წამოადუღებ ლობიოსავით 3-5 წუთი და ეგაა


              ანუ ამ წამოდუღების და დაწურვის შემდეგ ჰაერზე ყინავ (ანუ გაშლილს, რაიმე ზედაპირზე), ხოლო შემდეგ დებ პლასტმასის კონტეინერში,
              ან სპეციალურ ჩამკეტიან პარკებში (მაქვს ეგენი ოხრად და სულ სხვა მიზნით ვიყენებ biggrin.gif) და ისევ საყინულეში მიაბრძანებ ხო?

              და მერე, როცა დაგჭირდება, გაალღვობ და რა? პირდაპირ სადილში უშვებ, თუ ჯერ წამოადუღებ?


              QUOTE
              მწვანე ლობიოს გაყინვის წესი სპეციალურად ბრეიკისთვის

              2kiss.gif დიდი მადლობა

              პ.ს. რამდენი ხანია ვფიქრობ, საიდან მეცნობითქო, გასკდა თავი ფიქრით, მაგრამ ვერ ვიხსენებ. არადა მეცნობი... user.gif

              Posted by: n_j 24 Jan 2009, 21:39
              rtuli
              QUOTE
              მე პირდაპირ ვყინავ მოუხარშავს,უკვე მესამე წელია.

              სადღაც წავიკითხე რომ მოუხარსავი არ გაყინოთო, ახსნილიც იყო რატომ, კარგად არ მახსოვს.
              ნეტში მოვძებნე ბოსტნეულის გაყინვის წესები და ყველგან ეწერა რომ უნდა წამივადუღოBreaky
              QUOTE
              ანუ ამ წამოდუღების და დაწურვის შემდეგ ჰაერზე ყინავ (ანუ გაშლილს, რაიმე ზედაპირზე), ხოლო შემდეგ დებ პლასტმასის კონტეინერში

              ჰო, იმიტომ რომ ერთად თუ შავყრი მიეყინება ერთმანეთზე და ცოტა რომ გინდოდეს ვერ აიღებ.
              პირდაპირაც შეგიძლია და თუ გინდა გაალღვე
              QUOTE
              რამდენი ხანია ვფიქრობ, საიდან მეცნობითქო, გასკდა თავი ფიქრით, მაგრამ ვერ ვიხსენებ. არადა მეცნობი...

              არ ვიცი , მე არ მეცნობი user.gif

              Posted by: rtuli 24 Jan 2009, 22:30
              n_j
              QUOTE
              სადღაც წავიკითხე რომ მოუხარსავი არ გაყინოთო

              ჩემს მაცივარს მოყვა პროდუკტის სენახვა-გაყინვის წესები და ისე ვაკეთებ.

              მოვიძიებ თუ რატომ არშეიძლება smile.gif

              Posted by: nini_blini 8 Feb 2009, 03:19
              კეთილო კულინარებო.. იქნებ დამეხმაროთ ..

              წინა კვირას ჩავდე იასამნისფერი კომბოსტო მწნილად და ბებიაჩემმა თავზე დაადო პლასტმასის თავსახური.. აი არაჟნებს და მაწვნები რო იყიდება იმ ყუთის თავსახური რომელიც დიდი ქონდა და უბრალოდ ეფარა ... არ უნდა მეტიო... ახლა ჩავსუნე და ობის სუნი ქონდა.. და თეთრად მოუკიდებია წვრილად და ზედა ფენები ოდნავ დამპალა.. sad.gif ახლა მოვაშორე ეგ ყველაფერი და რაც დარჩა იმას წესიერად დავახურე თავსახური.....

              ხოდა იქნებ მითხრათ მაგიტო დაობდა რო წესიერად არ ეფარა? თუ ბოტულიზმის ჩხირი შეეპარა..?? არადა საიდან არ ვიცი სუპერმარკეტში ნაყიდი პარკებში გამოტკეცილი კომბოსტო იყო.. იქნებ იცოდეთ?? ბებიაჩემს კი დავურეკავ ხვალ მარა თქვენი აზრიც მაინტერესებს..


              Posted by: nini_blini 8 Feb 2009, 04:43
              რა შუაშია ეგ მწნილებთან და კამპოტებთან....

              spy.gif

              კულინარებო გთხოვთ რომ შემოხვალთ უპასუხოდ არ დამტოვოთ რაა sad.gif

              Posted by: rtuli 8 Feb 2009, 10:57
              nini_blini
              QUOTE
              რომ შემოხვალთ უპასუხოდ

              ნუ გეშინია smile.gif ,ეს იმიტომ მოხდა რომ,სითხე არქონდა შენს მწნილს თავზე და ობი მოიკიდა.სახურავი რომ დააფარე,სიმძიმე უნდა დაადო რამე,ან ქვა გარეცხო დაადო,ან მინის ბანკა წყლით სავსე.
              ასე მწნილს ზემოდან მარილწყალი მოადგება და აღარ დაგიობდება.

              Posted by: nini_blini 8 Feb 2009, 14:05
              აა გასაგებია, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა baby.gif

              Posted by: kartveluri enebi 8 Feb 2009, 18:21
              ხომ არ იცით, წითელი კომბოსტოს დამწნილებაც შეიძლება?

              Posted by: SnowFlakes 4 Jun 2009, 13:19
              ჩვეულებრივი ვაშლის კომპოტი როგორ გავაკეთო?
              აუცილებლად უშაქრო ოღონდ.


              დავჭრა ვაშლი და დავასხა ცივი თუ ცხელი წყალი და რამდენ ხანს ვხარშო?

              Posted by: rtuli 4 Jun 2009, 13:59
              SnowFlakes
              QUOTE
              დავჭრა ვაშლი და დავასხა ცივი თუ ცხელი წყალი და რამდენ ხანს ვხარშო?

              თუ უშაქროს აკეთებ მაშინ ბევრი ვაშლი დაგჭირდება,ხარშვისას მაინც დაიკლებს,აარჩიე ტკბილი ძიშის ვაშლი,წყალი დაასხი და თუ გინდა,მოგწონს ,რამოდენიმე მარცვალი მიხაკის და დარიჩინი დაამატე.

              Posted by: SnowFlakes 4 Jun 2009, 15:03
              rtuli




              დიდი მადლობა . )

              Posted by: August 5 Jun 2009, 11:39
              ბადრიჯნის მწნილი
              მთელ-მთელი კანგაცლილი ბადრიჯნები და ნიორი დავმდუღროთ. გავაცივოთ.
              დავჭრათ მწვანილი: ნიახური, ქინძი, კამა, ქონდარი და რეჰანი.
              გაცივებული ბადრიჯანი ჩავჭრათ სიგრძეზე და შიგ ჩავდოთ 1-2 კბილი ნიორი ( ბებიაჩემი სიგრძეზე გაჭრილ 1/4 წიწაკასაც აყოლებდა) და ეს მწვანილი. შევკრათ (გარედან ქამარივით შემოვახვიოთ) ნიახური.
              ჩავაწყოთ ქილაში და თან მარილი მოვაყაროთ. დავასხათ მოდუღებული ძმრიანი წყალი.

              Posted by: pompaduri 17 Jun 2009, 07:30
              ასეთი რამე აღარ გამიგია.
              იმ დღეს ამხანაგთან ვიხუმრე, ჩემებს მურაბა ისე უყვართ, გირჩისგან რომ კეთდებოდეს გააკეთებდნენთქო. იმან კი: კეთდება და საკმაოდ ძვირიც ღირს, ხველების პირველი წამალიაო. ცოტა მომწარაო გემო აქვს მარა ისე არა უშავსოოოოო. ბორჯომში უყიდია თვითონ ერთხელ.

              Posted by: lelukaa 17 Jun 2009, 09:32
              ჰო ვერ მასწავლით კიტრის მწნილი, მალასოლნის რომ ეძახიან როგორ გავაკეთო? smile.gif

              Posted by: G-111 28 Jun 2009, 01:56
              ძალიან კარგი ვარდია ჩემს ეზოში.... საუცხოო არომატით... გადავწყვიტე მურაბა გავაკეთო.... ბევრი რეცეპტი ვნახე ინტერნეტში. მე მაინც ტრადიციული, ქართული მეთოდი მინდა.

              გელოდებით.........

              Posted by: Mako Subladze 29 Jun 2009, 08:22
              G-111
              ვ ა რ დ ი ს მ უ რ ა ბ ა
              ვარდის ფურცლებს თეთრი თავები მოვაჭრათ, თესლი არ მივაყოლოთ, დავაყაროთ 1 (ერთი) კილოგრამი შაქრის ფხვნილი და ხელით კარგად ვსრისოთ; მაგრად გავწუროთ; დასრესილი, გაწურული ვარდის გუნდა ქილაში მოვათავსოთ, დავაყაროთ ზემოდან დარჩენილი შაქრის ფხვნილი, დავასხათ გამონაწური წვენი, დავახუროთ ტავსახური და გრილ ადგილას შევინახოთ ერთი-ორი დღე. ამის შემდეგ გადმოვიღოთ ქილიდან თავისი წვენით, კიდევ კარგად დავსრისოთ და გამოვწუროთ მისგან წვენი.
              ჭურჭელში ჩავყაროთ შაქარი, დავასხათ წყალი, ავადუღოთ, მერე მოვათავსოთ შიგ გაწურული ვარდი და ნელ-ნელა ვხარშოთ. შუა ხარშვაში რომ იქნება, ვარდის გამონაწური წვენი დავასხათ და ავადუღოთ, სანამ სიროფი კარგად არ შესქელდება. მურაბას უნდა ჰქონდეს ფაფისმაგვარი შესახედაობა.
              მ ა ს ა ლ ა :
              ვარდის ფურცელი (გაწურული) - 1 (ერთი) კილოგრამი
              შაქრის ფხვნილი - 4 (ოთხი) კილოგრამი
              წყალი - 7 (შვიდი) ჩაის ჭიქა
              * * *
              G-111
              ვ ა რ დ ი ს მ უ რ ა ბ ა (მეორენაირად)
              ვარდის ფურცლებს თეთრი თავები მოვაჭრათ, თესლი არ მივაყოლოთ, მოვათავსოთ შესაფერის ჭურჭელში, მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი და დავტოვოთ, სანამ ფურცლები არ დაშაქრდება.
              ტაშტში ან ქვაბში ჩავყაროთ დანარჩენი შაქრის ფხვნილი, დავასხათ ერთი ჩაის ჭიქ წყალი, ერთი ლიმონის წვენი, ვურიოთ და მოვხარშოთ სიროფი.
              მერე მომზადებული სიროფი გადმოვიღოთ ცეცხლიდან, ცხელ სიროფში ფრთხილად ჩავუშვათ გამზადებული ვარდის ფურცელი, დავდგათ ბნელ ცეცხლზე და მოვხარშოთ, მხოლოდ დროგამოშვებით შევანჯღრიოთ და თანაც ქაფი მოვხადოთ.
              მურაბა მზად იქნება, როცა ფოთლები გაიშლება სიროფში და თვით სიროფი კი გამჭვირვალე და წებოვანი გახდება.
              გამზადებული მურაბა ქილებში ჩავასხათ, თავი მაგრად მოვუკრათ და მშრალ, გრილ ალაგას შევინახოთ.
              მ ა ს ა ლ ა :
              ვარდის ფურცელი - 500(ხუთასი) გრამი
              შაქრის ფხვნილი - 1,5 (ერთნახევარი) კილოგრამი
              წყალი - 2 (ორი) ჩაის ჭიქა
              ლიმონი - 2 (ორი) ცალი

              ორივენაირად ძალიან კარგი გამოდის.

              Posted by: kukuruku 30 Jun 2009, 18:46
              Mako Subladze
              თეთრი ბლის მურაბას ხომ ვერ მასწავლით, ღია ქარვისფერი რომ გამოვიდეს, ცოცხალივით? ყავისფერი რომ გამოდის არ მინდა . user.gif
              წინასწარ გმადლობთ.

              Posted by: gabarzgaleba 30 Jun 2009, 18:57
              kukuruku
              QUOTE
              თეთრი ბლის მურაბას ხომ ვერ მასწავლით, ღია ქარვისფერი რომ გამოვიდეს, ცოცხალივით? ყავისფერი რომ გამოდის არ მინდა . 
              წინასწარ გმადლობთ.


              მაინ გოტ, რა უცნაური დამთხვევაა biggrin.gif

              http://forum.vinoge.com/index.php?showtopic=51&st=30&#entry8238

              Posted by: kukuruku 30 Jun 2009, 19:08
              gabarzgaleba
              ბარძგალ, მანდ მურაბა არაა,თეთრი ბლის მწნილია biggrin.gif

              ისე დიდი უცნაური რამეა, ბლის მწნილი მართლა არ გამიგია. smile.gif

              Posted by: gabarzgaleba 30 Jun 2009, 19:13
              kukuruku
              QUOTE
              ბარძგალ, მანდ მურაბა არაა,თეთრი ბლის მწნილია

              ისე დიდი უცნაური რამეა, ბლის მწნილი მართლა არ გამიგია. 


              ჩვენს ფორუმზე ბევრ სხვა უცნაურობასაც ნახავ...

              ვახ კაცო, რატო მეგონა რო მწნილი იკითხე biggrin.gif იმიტომ ვახსენე უცნაური დამთხვევა, თორე მურაბა ისედაც ხო ყველამ ვიცით...

              Posted by: kukuruku 30 Jun 2009, 19:23
              gabarzgaleba
              QUOTE
              ვახ კაცო, რატო მეგონა რო მწნილი იკითხე

              სრულიად მექანიკურად და ბუნებრივად. გარდა ვარდის მურაბის რეცეპტისა, ჩემს ზემოთ, ამ ბოლო გვერდებზე სულ მწნილებზეა ლაპარაკი და იმიტომ. biggrin.gif

              ისე მე რით ვერ ვისწავლე კაი თეთრი ბლის მურაბა, გასაკვირი ესაა. lol.gif

              Posted by: Mako Subladze 30 Jun 2009, 20:40
              kukuruku
              QUOTE
              თეთრი ბლის მურაბას ხომ ვერ მასწავლით, ღია ქარვისფერი რომ გამოვიდეს,

              სიამოვნებით.

              თ ე თ რ ი - ბ ლ ი ს - მ უ რ ა ბ ა
              ბალი გადავარჩიოთ, გავრეცხოთ და ფრთხილად გამოვაცალოთ კურკა; მოვაყაროთ შაქრის ფხვნილის ნახევარი (500 გრამი). გავაჩეროთ, სანამ სიროფს მოვადუღებთ. წყალი ავადუღოთ, ჩავყაროთ დარჩენილი შაქრის ფხვნილი და მოვადუღოთ სიროფი; ჩავყაროთ შაქრიანი ბალი და ვადუღოთ 15-20 წუთი. ცეცხლიდან გადმოვიღოთ და გავაცივოთ. რამოდენიმე საათის შემდეგ ისევ ცეცხლზე შევდგათ და ვადუღოთ, სანამ სიროფი საკმაოდ არ შესქელდება, ხოლო თვით ბალი ყვითელ ქარვისფერს არ მიიღებს. დავამატოთ ცოტა ვანილი, გადმოვდგათ ცეცხლიდან, გავაგრილოთ, ჩავასხათ ქილებში, მოვუკრათ თავი და შევინახოთ გრილ ადგილას.
              მ ა ს ა ლ ა :
              თეთრი ბალი (უკურკო) - 1 კილოგრამი
              შაქრის ფხვნილი - 1 კილოგრამი
              წყალი - 3/4 ჩაის ჭიქა (სამი მეოთხედი ჩაის ჭიქა)
              ვანილი - გემოვნებით

              წარმატებას გისურვებთ.
              * * *
              მე მურაბებს წამოდუღება-გაცივებით ვადუღებ. კარგად გაცივებულს წამოვადუღებ ხოლმე.

              Posted by: kukuruku 30 Jun 2009, 21:16
              Mako Subladze
              თქვენ გაიხარეთ! smile.gif დიდი დიდი მადლობა! 2kiss.gif 2kiss.gif

              Posted by: mzi 11 Aug 2009, 16:39
              ალუბალი მინდა შევინახო სპირტში და შაქარში, მირჩიეთ გთხოვთ როგორ გავაკეთო smile.gif smile.gif smile.gif smile.gif

              Posted by: kokogorgo 21 Aug 2009, 00:30
              აფხაზური აჯიკა

              წითელი, გამხმარი წიწაკა ერთი აკინძვა[ ბაზარში იყიდება]

              2 ჩ. ჭ. უცხო სუნელი

              1 ჩაის წიქა ქინძი

              250 გრ. ნიორი.

              გამხმარი წიწაკა გარეცხეთ, დაალბეთ , ჩამოკიდეთ რომ დაიწრიტოს და გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში[მექანიკურში, ეს მნიშვნელოვანია].

              ჯერ ფქვავთ მსხვილად, შემდეგ წვრილად[ ბაჟესთვის რომ ბადეა იმაში]

              შემდეგ უკვე ნიორთან და სუნელებთან ერთად რამდენჟერმე უნდა გაატაროთ, წვრილ ბადეში.

              ამ მასას აყრით მარილს და ამატებთ ანადუღარ [ცივ] წყალს. ნელნელა უნდა მივიღოთ სქელი ჰომოგენური მასა.

              ქინძი და უცხო სუნელი თქვენ დაფქვით[მნაყიდს ნუ ენდობით]

              ეს აჟიკა ხორციანი საჭმელისთვის კეთდება.

              ლობიოსთვის და ბოსტნეულისათვის, უცხო სუნელს ნუ გაუკეთებთ. გაუკეთეთ: ქინძი , გამხმარი შაშკვლავი[ ვახმობ და ვინახავ],

              ცერაცო[ მწნილისტვის რასაც ვიყენებთ]. ყვავილიან ცერაცოს ვახმობ, ყვევილებს და ღეროს ვიYენებ მწნილისათვის, ხოლო ქვემოთ

              ფოთლებს აჯიკისათვის. გამხმარს ხელით ვაქუცმაცებ.

              წიწაკას რაც შეეხება უკეთესია იყიდოთ, გაახმოთ და მტელი ზამთრის მარაგი აჯიკა ერთბასად გააკეთოთ.





              * * *

              მეორე აჯიკის პროპორციები; 1.5კგ. წიწაკა, 4კონა შაშკვლავი, 2/3 ჩ.ჭიქა ქინზი, 5 დიდი თავი ნიორი. ცერაცო- ერთ კონას რაც გამოერჩევა.

              Posted by: rtuli 21 Aug 2009, 01:09
              kokogorgo
              QUOTE
              წითელი, გამხმარი წიწაკა

              როგორც მივხვდი თესლსაც ვიყენებთ წიწაკის!?
              QUOTE
              1.5კგ. წიწაკა

              ეს ხმელი თუ ცოცხალი ?


              კარგი გამახურებელი აჯიკა გამოვა smile.gif

              Posted by: Natia_N_N 21 Aug 2009, 15:06
              დიდი ბოდიშის მოხდით მოდერებთან, მაგრამ ვერსაც ვიპოვე. მოკლედ ატამი მაჩუქეს და მარტო ვარ და იმას რა შეჭამს და გადავწყვიტე კონფიტიური გავაკეთო - ანუ პავიდლო (ხილფაფა) კი არა, კონფიტიური, ჟელესავით გუსტოი რომაა და ატმის ნაჭრებიც რომ არის შეგნით. დამეხმარეთ პლიზ, დაწერეთ რეცეპტი.

              არ დამიხუროთ რა თემა, კულინარიის განყ-ს შეიძლება ახალგაზრდა თაობა შეგემატოთ biggrin.gif

              Posted by: August 21 Aug 2009, 15:25
              Natia_N_N

              Конфитюр из персиков

              2,5 кг персиков, 1 кг сахара, лимонная кислота, 250 г жареных грецких орехов.

              Спелые, но твердые персики нарезать на четвертушки или восьмушки (предварительно вымыв и очистив от кожицы). Посыпать сахаром. Через 7—8 ч поставить на огонь и варить 10 мин. Снять с огня и через 3—4 ч доварить конфитюр до необходимой густоты. За несколько минут до окончания варки положить лимонную кислоту. По желанию в готовый конфитюр можно положить жареные ядра грецких орехов. Разлить горячим в банки, которые лучше закупорить герметически.

              აქაც ნახე:

              http://www.gotovim.ru/recepts/conserve/konfitur

              ან კიდევ

              http://www.gastronom.ru/rcp_group.aspx?gr=2414

              Posted by: Natia_N_N 21 Aug 2009, 15:47
              August
              მადლობა დეიდა ავგუსტა, პოლონეთიდან ვგრძნობ თქვენს კეთილ ხელს smile.gif და წყალი არ უნდა?

              Posted by: rtuli 21 Aug 2009, 15:58
              Natia_N_N
              მე მოვამზადე კონფიტიური ატმის.

              გავფცქვენი ატამი ,დავჭერი,დავაყარე შაქარი 1:1ზე,გავაჩერე 4 საათი.
              დავჭყლიტე ნაწილი,შევდგი გაზქურაზე და წამოვადუღე 5 წუთის განმავლობაში.
              ვიყიდე ,,კვიტინი,, ან ,,ჯელინკა,,(ვაგზალლზე იყიდება) მოვაყარე 1:1 ზე,ანუ ერთი პაჩკა ერთ კილო ატამზე+1კილო შაქარზე მიდის,დავამატე 1 ლიმონის წვენი,კიდევ წამოვადუღე 5 წუთის განმავლობაში და ცხელი ჩავასხი ქილებში.

              Posted by: Natia_N_N 21 Aug 2009, 16:16
              rtuli
              ქილები უნდა მოვხუფო? თუ ხრახნიანები რომაა, იქაც წავა? და სად ვიყიდო? sad.gif((

              მადამმა მითხრა რთული დეიდას დაელოდე, ის დაგაყენებს გზაზეო biggrin.gif

              Posted by: rtuli 21 Aug 2009, 17:47
              Natia_N_N
              QUOTE
              ქილები უნდა მოვხუფო? თუ ხრახნიანები რომაა, იქაც წავა? და სად ვიყიდო?

              ხრახლინიან ქილებში უნდა ჩაასხა.
              აადუღებ წყალს ქვაბში და ჩაალაგებ ქილებს,10წუთის სტერილიზაციას ჩაუტარებ,სახურავებსაც.
              თუქილები გაინტერესებს სადიყიდება,მე ნათლუღის ბაზარში ვყიდულობ,2 ლიტრიანებიდან დაწყებული 500გრ.ქილებით დამტავრებული აქვთ.
              თუ კონფიტიურის ყიდვა გაინტერესებს,დინამო სტადიონის მოპირდაპირე მხარეს,მანდ დოლორ სტორის მაღაზიის მიმართულებით შესასვლელში უნდა შეხვიდე და ბევრი პატარა ,,ოპტავოი,,მაღაზიებია აი მანდ იკითავ.პატარა საკონდიტრო მარაზიაშიც იკითხე მანდაც ქონდათ.

              ისე ქილების შესახებ მანდ იკითხე,იქნებ მიგასწავლონ მანდ ახლო-მახლოში.

              Posted by: kokogorgo 21 Aug 2009, 19:10
              rtuli
              QUOTE
              როგორც მივხვდი თესლსაც ვიყენებთ წიწაკის!?


              შეგიძლია თესლის გარეშეც.

              QUOTE
              ეს ხმელი თუ ცოცხალი ?


              ცოცხალი

              QUOTE
              კარგი გამახურებელი აჯიკა გამოვა


              თუ ძალიან ცხარე არ გინდათ. გამოიყენე წვრილი კი არა სქელი , გრძელი წიწაკა[ სამწუხაროდ სურათს ვერ დავდებ], თან თესლის გარეშე. ნაკლებად ცხარეა.

              Posted by: auau 21 Aug 2009, 19:38
              საზამთროს მწნილი
              საზამთროს ქერქებს გავაცლით მწვანე ნაწილს და დავჭრით ისევე, როგორც მურაბისთვის.
              ქილებში ჩავაწყოთ, ჩავდოთ თითო ღერი პიტნა და რეჰანი. ნიახურით არ მომეწონა და ახლა ასე გავაკეთე.
              ავადუღოთ წყალი ასეთი შეფარდებით: 1 ლ წყალი+ 2 სუფრის კოვზი მარილი და 2 ჩაის კოვზი შაქარი. როცა შეგრილდება, დავასხათ ქილებში დაჭრილ საზამთროს,ისე რომ დაფაეოს, დავაფაროთ ალუბლის ფოთლები. შემდეგ დავამატოთ ძმარი ან ძმრის ესენცია. 1 ლიტრიან ქილაზე ძმარი - 1 ს/კ ან ესენცია 1ჩ/კ, 2 ლიტრიანზე გაორმაგებული, 3 ლიტრიანზე - გასამმაგებული.
              დუღილს რომ დაიწყებს, ცოტა გადმოვა. აუცილებლად გაუკეთეთ პლასტმასის სახურავები

              * * *
              სამოთხის ვაშლის მურაბა
              სამოთხის ვაშლებს ყუნწი დავუტოვოთ და დავჩხვლიტოთ.გავაკეთოთ ვაჟინი (სეროფი) 1 კგ ვაშლზე 1 კგ შაქარი +3-4 ჭიქა წყალი.
              რომ მოდუღდება ვაჟინი, შევაგრილოთ და ჩავყარით შიგ ვაშლები. ერტხელ წამოვადუღოთ და გადმოვდგათ. შეგრილების მერე კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ. მესამედ კი ნელ ცეცხლზე ვხარშოთ მომზადებამდე.ანუ როცა სეროფი შემოსულია და ვაშლი მოხარშული

              Posted by: HoNeY 21 Aug 2009, 20:52
              auau
              QUOTE
              სამოთხის ვაშლებს ყუნწი დავუტოვოთ და დავჩხვლიტოთ.გავაკეთოთ ვაჟინი (სეროფი) 1 კგ ვაშლზე 1 კგ შაქარი +3-4 ჭიქა წყალი.
              რომ მოდუღდება ვაჟინი, შევაგრილოთ და ჩავყარით შიგ ვაშლები. ერტხელ წამოვადუღოთ და გადმოვდგათ. შეგრილების მერე კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ. მესამედ კი ნელ ცეცხლზე ვხარშოთ მომზადებამდე.ანუ როცა სეროფი შემოსულია და ვაშლი მოხარშული

              უღრმესი მადლობა wink.gif

              Posted by: kokogorgo 21 Aug 2009, 21:05
              auau

              QUOTE
              სამოთხის ვაშლებს ყუნწი დავუტოვოთ და დავჩხვლიტოთ.გავაკეთოთ ვაჟინი (სეროფი) 1 კგ ვაშლზე 1 კგ შაქარი +3-4 ჭიქა წყალი.
              რომ მოდუღდება ვაჟინი, შევაგრილოთ და ჩავყარით შიგ ვაშლები. ერტხელ წამოვადუღოთ და გადმოვდგათ


              სეროფში ჩაყრამდე, დაჩხვლეტილ ვაშლს ვასხამ მდუღარე წყალს, ვაჩერებ 10-15 წუთს. გადავწყრავ და მერე ვყრი მოდუღებილ სეროფში.


              Posted by: rtuli 21 Aug 2009, 22:48
              kokogorgo
              QUOTE
              სეროფში ჩაყრამდე, დაჩხვლეტილ ვაშლს ვასხამ მდუღარე წყალს, ვაჩერებ 10-15 წუთს. გადავწყრავ და მერე ვყრი მოდუღებილ სეროფში.

              +1
              ასე არიჭმუჭნებასავით smile.gif

              Posted by: kokogorgo 21 Aug 2009, 23:26
              rtuli
              QUOTE
              ასე არიჭმუჭნებასავით


              მასეა. და კიდევ, 4ჭიქა წყალი ცოტა ბევრია. 3 წიქაც ყოფნის. ბევრი წყალი მოითხოვს დიდხანს დუღილს და ნაYოფი ძალიან მუქდება.



              Posted by: kokogorgo 23 Aug 2009, 23:05


              კულინარებო, მინდა მოვხარშო მსხლის მურაბა.

              რას მირჩევთ, რომელი ჯიშის მსხალი ავირჩიო და როგორ მოვხარშო?

              Posted by: miau 24 Aug 2009, 00:08
              kokogorgo

              კარგი აჯიკა ჩანს, განსაკუთრებით შაშკვლავით მომზადებული up.gif

              ნაკლებად წვნიოაი და ხორციანი მსხვალი შეარჩიე, გულაბი არ გამოდგება არანაირად smile.gif

              ჩემი ახლობელი სანელებლად მიხაკს და ძალიან მცირე რაოდენობით ბადიანს უკეთებს და უპიკანტურესი მურაბა გამოსდის smile.gif

              Posted by: rtuli 24 Aug 2009, 01:01
              kokogorgo
              QUOTE
              რომელი ჯიშის მსხალი ავირჩიო

              ყველაზე გემრიელი პანტისგან გამოდის და ფაკტიურად სამოთხის ვაშლის მოხარშვის მეთოდით იხარშება+მიხაკი.

              Posted by: kokogorgo 24 Aug 2009, 13:19
              rtuli
              miau

              დიდი მადლობა

              rtuli
              QUOTE
              ყველაზე გემრიელი პანტისგან გამოდის და ფაკტიურად სამოთხის ვაშლის მოხარშვის მეთოდით იხარშება+მიხაკი


              პანტა ვერაფრით ვიშოვე. ზოგმა მითხრა სამოთხის ვაშლის შემდეგ შემოდისო, ზოგმა დაიგვიანე, უკვე მოილიაო.


              Posted by: Natia_N_N 24 Aug 2009, 18:28
              rtuli
              გავაკეთე კონფიტიური შენი რეცეპტით, , დანქე, კარგი გამოვიდა, მაგრამ იმედი არ მაქვს რომ არ აფეთქდება - ეს ჩემი პირველი მურაბა-კონსერვია ცხოვრებაში smile.gif
              კიდევ რისი კონფიტიურის გაკეთება შეიძლება? ფორთოხლის უნდა იყოს საინტერესო

              Posted by: rtuli 24 Aug 2009, 18:39
              Natia_N_N
              QUOTE
              მაგრამ იმედი არ მაქვს რომ არ აფეთქდება

              არაგიფეთქდება,მითუმეტეს კონფიტიური smile.gif

              QUOTE
              კიდევ რისი კონფიტიურის გაკეთება შეიძლება?

              ჟოლო გავაკეთე,მარწყვი,ალუბალი,მაყვალი,ატამი.
              აი ფორთოხლის მართლა საინტერესოა და მაქვს სადღაც ჯურნალ ,,ლიზაში,, კარგი რეცეპტი wink.gif
              მოვძებნი დადავდებ.
              kokogorgo
              QUOTE
              პანტა ვერაფრით ვიშოვე

              არსად შემხვედრია მეც sad.gif

              Posted by: niki_ niki 24 Aug 2009, 18:45
              auau
              miau

              მაგრები ხართ ამ საკითხში 2kiss.gif ბებიაჩემმაც რამდენი მასწავლა და ვერ ვიყენებ sad.gif

              დღეს კიტრის მწნილი ჩავდე yes.gif დავუმეტე ალუბლის ფოთოლი, ცერეცო, წიწაკა, დაფნა და ნიორი smile.gif

              Posted by: miau 24 Aug 2009, 19:55
              niki_ niki
              QUOTE
              მაგრები ხართ ამ საკითხშიბებიაჩემმაც რამდენი მასწავლა და ვერ ვიყენებ


              ეს უფრო აუაუზე ითქმის, მე ჯერ შესწავლის პროცესში ვარ biggrin.gif
              ახლა სახეჩი ატმის მურაბა მოვხარშე, საოცრება გამოვიდა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ იმათ ვუწილადებ, ვისაც ძალიან უყვარს მურაბა.

              Posted by: kokogorgo 24 Aug 2009, 23:25
              miau
              QUOTE
              ახლა სახეჩი ატმის მურაბა მოვხარშე, საოცრება გამოვიდა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ იმათ ვუწილადებ, ვისაც ძალიან უყვარს მურაბა.


              მეც გართულება მაქვს მაგ მურაბაზე. განსაკუთრებულად ნაზია და არომატული.

              წელს მურაბის წელი მაქვს. ოჯახის გამო ცომეულს ვერიდები და მურაბებზე გადავედი. მურაბა არ უყვართ.


              niki_ niki
              QUOTE
              დღეს კიტრის მწნილი ჩავდე  დავუმეტე ალუბლის ფოთოლი, ცერეცო, წიწაკა, დაფნა და ნიორი 


              მე კიტრთან ყვაილოვან კომბოსტოს ვდებ. მწვანე ბულგარული წიწაკას ვჭრი და იმააც ვდებ. თუ ლამაზად დაჭრილ სტაფილოსაც დაამატებ ულამაზესი მწნილი გამოდის.

              Posted by: niki_ niki 24 Aug 2009, 23:57
              QUOTE
              მე კიტრთან ყვაილოვან კომბოსტოს ვდებ. მწვანე ბულგარული წიწაკას ვჭრი და იმააც ვდებ. თუ ლამაზად დაჭრილ სტაფილოსაც დაამატებ ულამაზესი მწნილი გამოდის.


              ყვავილოვანი კომბოსტოს მწნილს მე ცალკე ვდებ yes.gif ყველაფერი ცალკე და თავისი გემო აქვს ყველაფერს smile.gif

              miau
              QUOTE
              იმათ ვუწილადებ, ვისაც ძალიან უყვარს მურაბა.


              ვინც დამპატიჟებს, მე თვითონ მოვიტან 2kiss.gif

              Posted by: miau 31 Aug 2009, 00:31
              niki_ niki
              QUOTE
              ვინც დამპატიჟებს, მე თვითონ მოვიტან 


              მობრძანდი 2kiss.gif

              Posted by: Maykuna 1 Sep 2009, 11:27
              QUOTE
              miau


              რა მინდა გკითხო შავი ქლიავი დავაბლენდრე და დავაყარე კილო - კილოზე შაქარი უკვე ერთი ოთხი დღეა მიდევს მაცივარში ქვაბით შესქელდა და კარგი კონსტიტენციაა მინდა ქილებში გადავიტანო და თან არ ვიცი, რომ არ წამოვადუღო შემენახება თუ არა? თუ შეგინახია ასე ქლიავი

              Posted by: miau 1 Sep 2009, 15:32
              Maykuna

              თუ კილო ქლიავზე 2 კილო შაქარი აყრია, გარანტიას გაძლევ, რომ არ გაფუჭდება და დანარჩენის რა გითხრა smile.gif

              Posted by: tasikuna-taso 1 Sep 2009, 16:22
              Maykuna




              ჯობია წამოადუღო

              20 წუთი მაინც უნდა ადუღო განუწყვეტელი მორევით
              * * *
              შავი ქლიავის ჩირი როგორ კეთდება, ხო არ იცით?

              Posted by: Maykuna 1 Sep 2009, 18:01
              miau
              tasikuna-taso
              მოკლედ აღარ გავრისკე წამოვადუღე და ჩავასხი ქილებში. მადლობთ ყურადღებისთვის
              smile.gif

              Posted by: miau 1 Sep 2009, 18:57
              tasikuna-taso
              QUOTE
              შავი ქლიავის ჩირი როგორ კეთდება, ხო არ იცით?


              გამოაცალე კურკები, გადაავლე მდურარე, უფრო უკეთესი - მდუღარე მარილ-წყალი და მარლა გადაფარებული ჩრდილში გააშრე smile.gif
              ჩემმა რძალმა გააკეთა და უგემრიელესი გამოვიდა.

              Posted by: tasikuna-taso 3 Sep 2009, 14:52
              QUOTE
              tasikuna-taso

              QUOTE
              შავი ქლიავის ჩირი როგორ კეთდება, ხო არ იცით?



              გამოაცალე კურკები, გადაავლე მდურარე, უფრო უკეთესი - მდუღარე მარილ-წყალი და მარლა გადაფარებული ჩრდილში გააშრე
              ჩემმა რძალმა გააკეთა და უგემრიელესი გამოვიდა.


              დიდი მადლობა

              აუცილებლად გავაკეთებბ

              Posted by: FCB-87 7 Sep 2009, 20:38
              ძალიან გთხოვთ მიშველოთ. ძაან მაგრად მიყვარს კიტრის მწნილი ვგიჯჟდები. სახლში არავინ არ იცის გაკეთება კარგად. ეხლა მითხრეს არ გავაკეთებთ არ ვიცითო (((

              მე კიდე მთელი ზამთარი უიმისოდ გავგიჟდები. იქნებ ვინმემ დეტალურად მასწავლოს როგორ უნდა და მე თვითონ გავაკეტებ. მიშველეთ რა (

              Posted by: rtuli 7 Sep 2009, 21:41
              FCB-87
              QUOTE
              კიტრის მწნილი

              მე ასე ვამზადებ:
              2 ლტრიან ქილაში,ვდებ პიკულებს(კიტრს)ნივრისკბილებს,დაფნის ფოტოლს,გამხმარ კამის ტოტს,ნიახურის 2 ტოტს,3-4 ღერ ოხრახუშს,დუშისტი პილპილის მარცვლებს 2-3 ცალს.
              ვადუღებ წყალს და ვასხავ პირამდე,ვაფარებ სახურავს და 10 წუთს ვაჩერებ.
              გადაუღვრი წყალს,2 ს.კ. მარილი(ძალიან არუნდა იყოს თავმობმული) ჩააყარე,70მლ.ძმარი ჩაასხი და 2 აბი აცეტილსალიცილის მჟავა ჩააგდე,დაასხი ისევ ქაფქაფა ადუღებული წყალი და მოხუფე,გადააბრუნე ქილა დასახურავზე დადგი,ასეთ მდგომარეობაში უნდა გაცივდეს.
              შეინახე ზამთრამდე.
              გამოდის ძალიან ხრაშუნა კიტრი up.gif

              Posted by: WOMAN IN LOVE 7 Sep 2009, 22:59
              rtuli
              მოხუფული ხომ საშიშია? sad.gif თავღიად არ ჯობია შენახვა?

              Posted by: xachapuridze 7 Sep 2009, 23:29
              WOMAN IN LOVE
              QUOTE
              მოხუფული ხომ საშიშია?  თავღიად არ ჯობია შენახვა?

              მოხუფული საშიშია ისეთი პროდუქტები, რომლებსაც თავისი ბუნებრივი სიმჟავე ანდა მარილი და წიწაკა არა აქვთ, მაგ., მწვანე ლობიო, ბადრიჯანი, დანდური და ა. შ., სხვები – ნაკლებად.
              რაც შეეხება კიტრის მწნილს, კასრში დამჟავებული მირჩევნია, ბაზარში რომ იყიდება, ისეთი (აი, ახლაც კბილები ამიკაწკაწდა, რომ წარმოვიდგინე), თუმცა, რა თქმა უნდა, ქილისაზეც არ ვიტყოდი უარს.

              Posted by: rtuli 7 Sep 2009, 23:52
              WOMAN IN LOVE
              QUOTE
              მოხუფული ხომ საშიშია?  თავღიად არ ჯობია შენახვა?

              ასე ვხუფავ უკვე 22 წელიწადია და არასოდეს პრობლემები არ გვქონია .მითუმეტეს მე ადრე ვხუფავდი სახუFის საშვალებით,ახლა აღარ.შევიძინე ხრახლინიანი(აუ რართული სიტყვაა biggrin.gif )ქილები თავისივე ხუფებით და მშვენივრად დავტესტე შარშან ,წელს უნდა მოვამზადო კვლავ,კიტრიც და პამიდორიც. smile.gif

              Posted by: xachapuridze 7 Sep 2009, 23:57
              QUOTE
              ასე ვხუფავ უკვე 22 წელიწადია და არასოდეს პრობლემები არ გვქონია .მითუმეტეს მე ადრე ვხუფავდი სახუFის საშვალებით,ახლა აღარ.შევიძინე ხრახლინიანი(აუ რართული სიტყვაა  )ქილები თავისივე ხუფებით და მშვენივრად დავტესტე შარშან ,წელს უნდა მოვამზადო კვლავ,კიტრიც და პამიდორიც. 

              მთლად ძალიანაც ნუ გალაღდები. კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს.

              Posted by: WOMAN IN LOVE 7 Sep 2009, 23:58
              xachapuridze
              rtuli
              ბოტულიზმის საშიშროება მაინც არსებობს, ჩხირებით დაბინძურებული მიწის სულ პატარა ნამცეციც რომ შეჰყვეს პროდუქტს დაკონსერვებისას. ზუსტად მოხუფული კიტრის მწნილით მოიწამლა ერთი ნაცნობის ოჯახი sad.gif

              Posted by: rockataka 8 Sep 2009, 00:03
              აბა ვინ მასწავლის, გემრიელად ყაბაყის ჩამწნილებას? baby.gif ოღონდ ისეთი, რაც შეიძლება მალე რომ დამჟავდეს/დამწნილდეს rolleyes.gif
              ბევრი ლოდინის ნერვები არ მაქვს და ვიცი დაუმწნილებელი შემომეჭმევა gigi.gif

              Posted by: rtuli 8 Sep 2009, 00:08
              xachapuridze
              QUOTE
              მთლად ძალიანაც ნუ გალაღდები. კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს.

              რატომ მეგონა რომ ბოტულიზმი ვითარდება მხოლოდ ბადრიჯნის,მწვანე ლობიოს,სტაფილოს კონსერვებში rolleyes.gif
              მაშინ ფაკტიურად არც მალასოლნი მწნილისგან ვართ დაზღვეული და არც კასრში დამჟავებულისგან rolleyes.gif

              Posted by: WOMAN IN LOVE 8 Sep 2009, 00:12
              ერთადერთი, რისი შენახვაც თამამად შეიძლება მოხუფულ მდგომარეობაში, არის მურაბა, ვინაიდან შაქარი კლავს ბოტულიზმის ჩხირებს.
              * * *
              rtuli
              ნინო, აქ მთავარია, არ მოიხუფოს ქილა, რადგან სწორედ მოხუფულში მრავლდება და აქტიურდება ბოტულიზმის ჩხირი. ასე რომ, კასრში, თავღიად დამჟავებული მწნილი საშიში არაა.

              Posted by: rtuli 8 Sep 2009, 00:20
              WOMAN IN LOVE
              QUOTE
              ნინო, აქ მთავარია, არ მოიხუფოს ქილა, რადგან სწორედ მოხუფულში მრავლდება და აქტიურდება ბოტულიზმის ჩხირი. ასე რომ, კასრში, თავღიად დამჟავებული მწნილი საშიში არაა.

              კომბოსტოს მწნილი და მაგის ჯანი biggrin.gif +უამრავი ვიტამინი C აქვს smile.gif
              * * *
              rockataka
              QUOTE
              ოღონდ ისეთი, რაც შეიძლება მალე რომ დამჟავდეს/დამწნილდეს 
              ბევრი ლოდინის ნერვები არ მაქვს და ვიცი დაუმწნილებელი შემომეჭმევა 

              თუ მალე გინდა: რგოლებად დაჭერი ყაბაყები(დაახლოვებით 1,5-2 სმ.სისქეზე) +წვრილად დაჭრილი ოხრახუში,ბულგარულიც დაამშვენებს yes.gif smile.gif მოგრძო ნაჭრებად დაჭრილი,რამოდენიმე ნივრის კბილი,პილპილის მარცვლები და დაფნა,მწარეწიწაკა გემოვნებით.
              აადუღე წყალი ჩააყარე მარილი ,დაასხი ძმარი+ცოტა შაქარიც.გემო გაუსინჯე, კარგათ უნდა ეტყობოდეს მარილი და ძმარი,ანუ უნდა გსიამოვნებდეს მარინადის გემო.დაასხი ყაბაყს და დაასვენე 2-3 სუტკა.ისე თეფში დააფარე და ცოტა სიმძიმეც დაადე,ანუ მარინადი უნდა ფარავდეს ბოსტნეულს.

              Posted by: rockataka 8 Sep 2009, 00:47
              rtuli
              Mეღსი ბოკუ smile.gif ჭურჭელის ხარისხს თუ აქვს მნიშვნელობა? ემალირებული ხომ არ უნდა იყოს? baby.gif

              Posted by: xachapuridze 8 Sep 2009, 00:50
              rtuli
              QUOTE
              მაშინ ფაკტიურად არც მალასოლნი მწნილისგან ვართ დაზღვეული და არც კასრში დამჟავებულისგან 

              არა, იქ არ შეიჭრება ანაერობული ინფექცია - არ გამრავლდება ბოტულიზმის ჩხირი.

              Posted by: rtuli 8 Sep 2009, 00:51
              rockataka
              QUOTE
              ემალირებული ხომ არ უნდა იყოს? 

              yes.gif , შუშის კილა, ქოთანი ემალ გამოვლებული.

              მე წყლის პლასტმასის ქილას თავი წავაჭერი და მანდ ჩავდე,შუშის ქილაში არმეტეოდა ოთხად გაჭრილი კომბოსტოს ნაჭრები chups.gif რავი იქნებ ეს ინფოც გამოიყენო user.gif

              Posted by: rockataka 8 Sep 2009, 00:53
              rtuli
              იასნა. ამ დღეებში ჩავდებ და რეზულტატს გაგაგებინებ 2kiss.gif

              Posted by: Kavkasia 9 Sep 2009, 19:18
              მოგესალმებით! შავი ქლიავის ჩირის გაკეთება გადავწყვიტე-უკვე ერთი კვირაა, მაგრამ არ შრება-აივანზე მაქვს.იქნებ გამოცდილება გამიზიაროთ sad.gif

              Posted by: auau 9 Sep 2009, 19:41
              rockataka
              ემალის ქვაბი არის მშვენიერი გამოსავალი
              rtuli
              WOMAN IN LOVE
              მე მაგალითად პამიდორს ასე ვამწნილებ და 1 წელი მშვენივრად ძლებს, თან საშიშიც არ არის:
              ქილაში ჩააწყობ მწვანე პამიდორს,დაუმატებ ნიორს, წიწაკას, ნიახურს, დაფნის ფოთოლს. წყალში გახსნი მარილს ასეთი ანგარიშით - 1ლ წყალზე 2 სუფრის კოვზი მარილი. ვასხავთ ქილებში პირამდე და ვუკეთებ პლასტმასის ხუფებს. ქილები აუცილებლად რაღაც სინზე დადგით, რომ დუღილის დროს ხსუფის შიგნიდან წყალი გადმოვა. როცა დაიდუღებს, დადგით ჩვეულებრივ. ასე მომზადებული აბსოლუტურად უშიშარია და პამიდორი არაჩვეულებრივი გამოდის. გუშინწინ გავხსენით ბოლო ქილა და მშვენიერი იყო. უბრალოდ, ლოდინი უნდა.
              კიტრის მწნილს ერთი ჩემი დაქალი ასე აკეთებს, ოღონდ ქილებს მზეზე დგამს დუღილის დასაჩქარებლად.რა ვიცი, უძმროდაც კარგად მჟავდება და...

              Posted by: miau 10 Sep 2009, 00:08
              Kavkasia

              ცოტა გვიან გაშრება ახლა smile.gif ჩემმა რძალმა 2 კვირაში გააშრო აგვისტოში, ახლა მზე ნაკლებად ინტენსიურია და ეგ არის პრობლემა. smile.gif დააცადე...

              Posted by: Kavkasia 10 Sep 2009, 00:23
              miau

              უნდა დავაცადო, მეტი რა გზა მაქვს
              help.gif

              ვიფიქრე, ხომ არ ჯობდა ჯერ ქურაში გამომეშროთქო, მაგრამ არასოდეს გამიკეთებია და ამიტომ დავინტერესდი, სხვები როგორ აკეთებენ.

              Posted by: miau 10 Sep 2009, 00:54
              Kavkasia

              იცი, ქურაში რატომაც არ შეიძლება? - მე მაქვს მარმელადის რეცეპტები, სადაც ქურაში ძალიან ძალიან დაბალ ტემპერატურაზე ხის სინით იდგმება მარმელადი და შრება, ასევე ვაშრობთ სოკოს, : ძირზე უდებ თუნუქის ფურცელს (ჟარონა), შემდეგ გაზ-ქურის ბადე და ზემოდან ჩირი. ცეცხლი არის ყველაზე დაბალი, რაც შეიძლება იყოს, კარს ტოვებ გამოღებულს და ასე აშრობ. smile.gif ექსპერიმენტისკენ ვერ მოგიწოდებ biggrin.gif, მაგრამ ვფიქრობ, სრულიად რეალური უნდა იყოს. smile.gif

              Posted by: tos-ka 10 Sep 2009, 13:57
              მეც დავიწყე დამწნილების პროცესი. წუხელ წიწაკა ჩავდეთ. ჯერ სიმინდის ფუჩეჩმა დამსუსხა sad.gif (ვიმეტიჩრე და ხელთათმანები არ გავიკეთე) მერე კიდევ წიწაკამ - ეტყობა ცოტა მაინც გაერია მწარე. ჰო და დღეს დავდივარ დასიებული ხელებით biggrin.gif

              Posted by: auau 10 Sep 2009, 14:50
              Kavkasia
              ლეღვის ჩირი ქურაში გამიკეთევ-ბია ასეთი მეთოდით:
              მაშინ ალუმინის ქვაბები იყო, ახლა კი სჯობია უჟანგავი, მონიკელებული გამოვიყენოთ.
              ქვაბში ფენა-ფენა აწყობთ ლეღვს და აყრით შაქარს თხლად. მერე ქვაბს დგამთ ქურაში ნელ ცეცხლზე. შაქარი დნება და შედის ლეღვში. როცა ეს პროცესი მორჩება, ანუ ამოშრება დამდნარი შაქარი, ლეღვებს ამოიღებთ და დააწყობთ გასაშრობად გინდაც ჩრდილში. რომ შეშრება, სანამ გახმება, მინის ქილებში ჩააწყეთ. არაჩვეულებრივი ცუკატია

              Posted by: Kavkasia 10 Sep 2009, 17:05
              miau
              QUOTE
              ექსპერიმენტისკენ ვერ მოგიწოდებ


              რატომ, კულინარიაში ექსპერიმენტები აუცილებელიც კი არის
              2kiss.gif
              ამიტომ ვცდი-ვნახოთ რა გამოვა


              auau

              გმადლობ, შესანისნავი რეცეპტისათვის! ლეღვი ძალიან მიყვარს, ყველანაირი სახით და გავაკეთებ უეჭველი
              love.gif

              Posted by: womanly 11 Sep 2009, 12:15
              გამარჯობათ დიდო კულინარებო. მე ხშირად ვათვალიერებ კულინარიის თემას და არა მარტო თქვენი რეცეპტებით ვსარგებლობ კიდევაც.
              რაც ფრიად საინტერესოპ და გემრიელია.
              გუსშინ გავაკეთე ზეთიანი აჯიკა ძაან მაგარი გამომივიდა. დავწერ რეცეპტსაც:
              5 კგ ბულგარული წითელი, 1 კგ. მწარე წითელი წიწაკა. 1 ლ. ზეთი და 800 გრამი ტომატი. ნახევარი კგ. ნიორი და ხარჩოს სუნელი 1 ჭიქა მარილი გემოვნებით.
              ჯერ ტომატს და ზეთს აურევთ ერთმანეთს და და წამოვადუღებთ და გავაცივებთ. დანარჩენ მასალას გავატარებთ და გაცივებულ ზეთ-ტომატ ნარევში ავურევთ. ეს მასა 3 დღე უნდა იდოს ემალის ჭურჭელში და დროდადრო ურიეთ მერწმუნეთ ძაან გემრიელი რამე გამოდის.
              ხელთათმანით კი გავარჩიე მწარე წიწაკა მარა მთელიღამე წყალში მქონდა ხელები გადავირიე ისე მეწვოდა.

              Posted by: rtuli 11 Sep 2009, 13:36
              womanly
              QUOTE
              დავწერ რეცეპტსაც:

              კარგი რეცეპტია,მიყვარს ბულგარულ წიწაკიანი აჯიკა.
              მოვამზადებ აბა smile.gif

              Posted by: gurigordi 11 Sep 2009, 18:36
              ხალხნო! წიწაკის მწნილის ან რეცეპტი დადეთ ან რეცეპტის ლინკი. წინწასწარ გმადლობთ.
              * * *
              წიწაკისგან კიდევ რა შეიძლება დავამზადოთ?

              Posted by: miau 11 Sep 2009, 19:40
              gurigordi
              QUOTE
              წიწაკისგან კიდევ რა შეიძლება დავამზადოთ?


              აქ არის მწნილი - http://forum.ge/?showtopic=33697964&f=&st=105&#entry7290479


              * * *
              ნესვის მურაბა

              კანგაცლილი ნესვის ნაჭრები ( ძალიან მწიფე არ უნდა იყოს) - 3კგ.
              შაქარი - 4 კგ.
              წყალი - 6-7 ჭიქა
              კონიაკი - 3 ს/კ

              კანგაცლილი ნესვი დავჭრათ რომბებად, მოვასხათ კონიაკი, მოვაყაროთ 2 კგ. შაქარი და დავდგათ.

              2 კგ. შაქრისა და წყლისაგან გავაკეთოთ სეროფი და დავასხათ ნესვის ნაჭრებს. რამოდენიმე საათის შემდეგ შევდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ, სანამ ნაჭრები და სიროფი გამჭვირვალე არ გახდება.

              ბადრიჯნის მწნილი

              ბადრიჯანი - 5 კგ.
              ნიახური - 250 გ.
              ოხრახუში - 150 გ.
              რეჰანი - 150 გ.
              ნიორი - 50 გ.
              წიწაკა - 25 გ.
              მარილი - 350 გ.
              ძმარი - 250 მლ.

              გასერილ და გარეცხილ ბადრიჯნებზე გადავანაწილოთ და გასერილ ადგილებში ჩავტნოთ ნიორი და წიწაკა, ჩავაწყოთ ჭურჭელში, ზემოდან მოვაყაროთ დამდუღრული მწვანილი, დავასხათ 70%-იანი მარილ-წყალი და ძმარი, ზემოდან დავადოთ სიმძიმე და დავახუროთ საფარებელი. smile.gif

              ჩემი მეზობელი ამზადებს და უმაგრესია.

              ქლიავის მარმელადი

              700 გ. კარგი მწიფე ქლიავი გავარჩიოთ, გამოვაცალოთ კურკა, დავაყაროთ 900 გ. შაქარი და დილამდე დავაყოვნოთ. დილით წამოვადუღოთ, თან ვურიოთ. შემდეგ გავატაროთ საცერში, ჩავასხათ შაქარმოყრილ ყალიბში და შევდგათ ძალიაბნ დაბალ ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში. ძირზე ღუმელს დავუდოთ თუნუქის ფურცელი, რათა ტემპერატურა დაიჭიროს და ღუმელის კარი სულ ოდნავ გამოვხსნათ, ასე იყოს მანამ, სანამ არ გამოშრება. გამშრალს ამოვიღებთ, დავჭრით ნაჭრებად და ამოვავლებთ შაქარში.

              Posted by: macaco-fast65 12 Sep 2009, 23:54
              gurigordi
              წიწაკა შეგიძლია გააკეთო ზეთში და შეგიძლია კიდევ პამიდორში,ორივე ძალიან კარგია.კარგად ინახება და გემრიელია.

              Posted by: miau 13 Sep 2009, 00:25
              macaco-fast65

              წიწაკის რეცეპტებს გაგვიზიარებ? smile.gif
              ძალიან მიყვარს ზეთში smile.gif

              Posted by: kokogorgo 13 Sep 2009, 00:58
              miau

              წიწაკას ზეთში მეც ვაკეთებ. დღეს ვერა და ხვალ დავდებ რეცეპტს.

              Posted by: miau 13 Sep 2009, 14:24
              kokogorgo
              QUOTE
              წიწაკას ზეთში მეც ვაკეთებ. დღეს ვერა და ხვალ დავდებ რეცეპტს.


              ქენი სიკეთე... smile.gif

              Posted by: kokogorgo 13 Sep 2009, 17:57

              5კგ. წიწაკა

              1კგ.მწვანილი[პეტრუშკა, ქინძი, ნიახური,[ნაკლები]]

              1წიქა მარილი[ცოტა ნაკლები]

              1ც.წიქა საქრის ფხვნილი

              3წიქა ზმარი

              3 წიქა ზეთი

              300გრ. ნიორი

              წიწაკა გავრეცხოთ,. ყუნწები მოვაჭრათ. წვერიდან ცავწრათ , წიწაკა, ნახევრამდე.

              2 დრე და ღამე გავაცეროთ წყალში. დაფარული უნდა იყოს წყლით.[ ეს საჭიროა ზედმეტად მწარე რომ არ გამოვიდეს]

              წყალში ჩავყაროთ წიწაკა და წამოვადუღოთ დარბილებამდე[ზედ მეტად არ უნდა ჩახარშოთ]

              ამოვიღოთ და ცივი წყალი დგადავავლოთ. გავწუროთ.

              ცალკე ზეთი, ძმარი, შაქარი და მარილი ავადუროთ ქვაბში. ჩავამატოთ გატარებული მწვანილები და ნიორი.

              ეს ყველაფერი დავასხათ წიწაკას და ხელით ავურიოთ.

              ცეცხლზე დავადგათ და 10-15 წუთი ვადუროთ.

              მდურარეს ჩავასხავთ წინასწარ გასტერილებულ ქილებში და მოვხუფავთ.



              ამოვიღოთ , ცივი წყალი გადავავლოტ და გავწუროთ
              * * *


              ცუდად ამიკრეფია. იმედია გაიგებთ რა დავწერე.

              Posted by: miau 13 Sep 2009, 18:17
              kokogorgo

              დიდი მადლობა smile.gif
              ეს ვარიანტი იყო, დედა რომ აკეთებდა, მერე რეცეპტო სადღაც გაქრა და ვერ ვიპოვე, აუცილებლად გავაკეთებ და შედეგებს სეგატყობინებთ. smile.gif

              Posted by: kokogorgo 14 Sep 2009, 22:46

              კულინარებო, კიტრის მწნილის გაკეთებას ვაპირებ.

              მე ვიყენებ: ნიახურს, კამას, ნიორს ალუბლის ფოთოლს , ნიორს, წიწაკას, მარილს და ძმარს.

              ალუბლის ფოთლების გარეშე არ გამიკეთებია. ვერ ვიშოვე ფოთლები. თქვენ რა გამოცდილება გაქვთ?

              რბილი ხომ არ გამოვა მწნილი?

              ველი თქვენს გამოხმაურებას.

              Posted by: rtuli 15 Sep 2009, 00:30
              kokogorgo
              QUOTE
              ალუბლის ფოთლების გარეშე არ გამიკეთებია. ვერ ვიშოვე ფოთლები. თქვენ რა გამოცდილება გაქვთ?

              ალუბლის ფოთოლიარომატს მატებს მწნილსდა მის გარეშეც გამიკეთებია უპრობლემოდ.
              მე მწნილს არვასტერილებ.
              მხოლოდ ორჯერ დუღარე წყალს ვასხავ და ვხუფავ.



              Posted by: kokogorgo 15 Sep 2009, 00:55
              rtuli
              QUOTE
              ალუბლის ფოთოლიარომატს მატებს მწნილსდა მის გარეშეც გამიკეთებია უპრობლემოდ.
              მე მწნილს არვასტერილებ.
              მხოლოდ ორჯერ დუღარე წყალს ვასხავ და ვხუფავ.


              მადლობთ . არც მე ვასტერილებ. smile.gif

              Posted by: სულხანი 15 Sep 2009, 12:50
              გუშინ დედაჩემმა ლეჩოს ზამთრის მარაგი დაამზადა


              ერთი ქილა მოვიპარე და ვშთანთქე user.gif


              ლეჩოს ამზადებთ ვინმე?

              გემრიელი რამეა yes.gif

              Posted by: samomee 15 Sep 2009, 13:06
              rtuli
              დედაჩემიც ესე აკეთებს ოღონდ ორჯერ არ ყოფნის 3 ჯერ აკეთებს
              ანუ ასხავს მდუღარეს და აცივებს მერე ისვე იგივეს ადურებს და ასხავს ბოლოს უმატებს ძმრის ესენციას
              მარილი თავიდანვე აქ წყალში.კიტრის ჩალაგების მერე წყალს ცივს ასხაავს რომ ნახავს რამდენი ლირია მერე 2 ლ-ზე 2 სუფრის კოვზი მარილი და მერე ადუღებს
              საბოლოოდ ოდნავ ფერს ცვლის კიტრი და ბოლო დასხმაზე ეგრევე ხუფავს..
              კიტრი არი ხრამუნა ნებისმიერ დროს თუნდაც 3 წლის მერე smile.gif

              ალუბლის ფოთოლი კარგახანია არ გაუკეთებია ბავშობაში მე მომქონდა სადრაც ეზოში ვპოულობდი ახლა სულ გაჩეხილია სადღაა ალუბალიsad.gif

              Posted by: macaco-fast65 15 Sep 2009, 23:46
              miau
              ეს ორი დღეა მეც წიწაკებს და პამიდვრებს ვაკეთებ და ვეღარ მოვიცალე რომ დამედო რეცეპტი.



              წიწაკის რეცეპტი



              10 კგ.წიწაკას დავაჭრათ ყუნწები ,გამოვაცალოთ მარცვლები,გავრეცხოთ და გავთუთქოთ.
              გათუთქვის შემდეგ გადავიღოთ საწურზე.და დავწრიტოთ წყლისაგან.

              შემდეგ 1 ლიტრი ზეთი მოვშუშოთ ემალის დიდ თასზე,დავასხათ ერთ ლიტრამდე ძმარი(ძმარი თუ ძლიერია ,მაშინ ნაკლები დასჭირდება)და წამოვადუღოთ ორივე ერთად.,
              მდუღარეს დავამატოთ1 ჭიქა მარილი.ვადუღოთ და მარილი რომ დადნება ჩავყაროთ შიგ წიწაკა და ვურიოთ.
              დუღილის დროს ჩავყაროთ შიგ ოხრახუში,ნოირი,ნიახური.
              ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ და ვადუღოტ.,მანამ სანამ მწვანილს ფერი არ შეეცვლება..
              ცხელ-ცხელი ჩავასხათ ბანკებში და გავუეთოთ სტერილიზაცია.(ზოგი არ უკეთებს ,მაგრამ მე ისე მაინც მეშინია)


              მასალა:10კგ .წიწაკა
              1ლიტრი ძმარი
              1ლიტრი ზეთი.
              1ჭიქა მარილი
              300-400 გრამი ნიორი გატარებული(ზოგი წვრილად დაჭრილს უკეთებს.)

              1 მოზრდილი კონა ნიახური
              1 მოზრდილი კონა ოხრახუში.წვრილად დაჭრილი.



              Posted by: miau 16 Sep 2009, 00:19
              macaco-fast65

              2kiss.gif

              მსხლის მურაბა

              მსხალი - 1 კგ.
              შაქარი - 1 კგ.
              მსხლის ნახარში წვენი - 1,5 ჩაის ჭიქა
              დაფცქვნილ-დაჭრილი მსხალი ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი რომ დაფაროს და ვხარშოთ, სანამ არ დარბილდება. სამურაბე ტაშტში ჩავყაროთ შაქარი, დავასხათ მსხლის ნახარში წვენი 1,5 ჭიქა და ვხარშოთ, ცხელ სიროფში ჩავყაროთ მსხალი და გემოვნებით მიხაკი. რომ მოიხარშება, ცხელი ჩავასხათ ქილებში.

              Posted by: rtuli 16 Sep 2009, 01:47
              samomee
              QUOTE
              კიტრი არი ხრამუნა ნებისმიერ დროს თუნდაც 3 წლის მერე

              yes.gif
              macaco-fast65
              QUOTE
              10 კგ.წიწაკას დავაჭრათ ყუნწები ,გამოვაცალოთ მარცვლები

              ანუ თესლ გაცლილს ამზადებ?

              Posted by: Varvara 16 Sep 2009, 21:36
              QUOTE (auau @ 10 Sep 2009, 14:50 )
              Kavkasia
              ლეღვის ჩირი ქურაში გამიკეთევ-ბია ასეთი მეთოდით:
              მაშინ ალუმინის ქვაბები იყო, ახლა კი სჯობია უჟანგავი, მონიკელებული  გამოვიყენოთ.
              ქვაბში ფენა-ფენა აწყობთ ლეღვს და აყრით შაქარს თხლად. მერე ქვაბს დგამთ ქურაში ნელ ცეცხლზე. შაქარი დნება და შედის ლეღვში. როცა ეს პროცესი მორჩება, ანუ ამოშრება დამდნარი შაქარი, ლეღვებს ამოიღებთ და დააწყობთ გასაშრობად გინდაც ჩრდილში. რომ შეშრება, სანამ გახმება, მინის ქილებში ჩააწყეთ. არაჩვეულებრივი ცუკატია

              გავაკეთეთ ამ მეთოდით ჩირი გუშინ. შაქარი რომ გადნა, დაიწყო წვენის გამოყოფა ლეღვმა. ვეღარ მივხვდით მერე რა უნდა გვექნა - გაგვეგრძელებინა ,,დუხოვკაში'' ეს პროცესი, თუ ქვაბი გამოგვედგა გარეთ. მერე გადავწყვიტეთ, რომ გამოგვეღო. წვენი გადავწურეთ (უგემრიელესი დასალევი იყო) და ეხლა გვიდევს ლეღვები გასაშრობად. მარა გარედან ეს ტკბილი სითხე აქვს და არ ვიცი რანაირად გაშრება ლეღვები.

              თუ შეიძლება დამეხმარეთ და ცოტა დეტალურად დამიწერეთ ეს პროცესი.

              დიდი მადლობა წინასწარ.

              Posted by: macaco-fast65 17 Sep 2009, 01:16
              rtuli
              კი თესლს და ყურწებს ვაცლი.უფრო სუფთაა.

              Posted by: miau 17 Sep 2009, 12:53
              Varvara

              აუაუმ დამაბარა -ან სულ ცოტა "დუხოვკაში" კიდევ გააშროს, ან კიდევ დადოს ჰაერზე და გაშრებაო. საბოლოოდ იქნება ცოტა წებოვანი, მაგრამ სირტბილეც შეუნარჩუნდება.

              Posted by: Varvara 17 Sep 2009, 13:14
              miau

              დიდი მადლობა თქვენ და აუაუ-საც. დაახლოებით რამდენ დღეში შემეძლება შუშის ქილებში გადატანა და სად შევინახო (მაცივარში თუ გრილ ადგილას)? თავზე ქილებს პლასტმასის სახურავები რომ დავახურო, ხომ არ გააფუჭებს?

              არ ვარ ამ საქმეში გამოცდილი და ამდენ კითხვას ამიტომ ვსვამ

              Posted by: miau 17 Sep 2009, 13:22
              Varvara
              ჰაერზე უნდა გამოშრეს დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში, სულ ოდნავ უნდა იყოს ჩირი წებოვანი.
              შემდეგ გადაიტანეთ ქილებში, გაუკეთეთ პლასტმასის საფარებლები და ჩვეულებრივ, გრილ ადგილზე შეინახეთ.

              ,ეც აუაუს ვეკითხები, თორემ ჩირის ამბები მეც არ ვიცი. biggrin.gif

              Posted by: Varvara 17 Sep 2009, 13:28
              miau

              მოკლედ შეგაწუხეთ, მაგრამ ეხლა უკვე თავისუფლად შეძლებთ რომ გააკეთოთ ჩირი. დიდი მადლობა

              Posted by: ყურძენი 21 Sep 2009, 21:27
              მე კომპოტები გავაკეთე, რა თქმა უნდა ყურძნისგან


              და ძაან გემრიელი გამოვიდა

              Posted by: miau 21 Sep 2009, 21:31
              Varvara
              QUOTE
              მოკლედ შეგაწუხეთ, მაგრამ ეხლა უკვე თავისუფლად შეძლებთ რომ გააკეთოთ ჩირი. დიდი მადლობა

              biggrin.gif

              ყურძენი
              QUOTE
              მე კომპოტები გავაკეთე, რა თქმა უნდა ყურძნისგან


              და ძაან გემრიელი გამოვიდა


              რეცეპტი! wink.gif

              მე დღეს ექსპერიმენტს ვგეგმავ - ღვინოში უნდა მოვხარშო მსხლები ტრადიციული წესით, დავუმატო სპირტი და ასე შევინახო smile.gif

              Posted by: nanana 21 Sep 2009, 23:21
              ადესის კომპოტი არის უგემრიელესი.

              Posted by: annak 22 Sep 2009, 10:49
              გუშინ საღამოს გავაკეთე მაყვლის "სეროფი"
              მაყვალს ვხეხავთ, ვუმატებთ შაქარს.
              1 კილო მაყვალზე 2 კილო შაქარი.
              ვათავსებთ ემალირბულ ჭურჭელში და დილა საღამოს ვურევთ ხის კოვზით 4 დღის განმავლობაში. smile.gif
              მიიღება ბლანტი სითხე. მე ძირითადად ვიყენებ ნამცხვრებში.
              ამბობენ რომ თუ წყალში გავხსნით და უზმოზე დავლევთ ძალიან კარგია ღვიძლისთვის.

              Posted by: mzi 22 Sep 2009, 12:23
              QUOTE
              მე დღეს ექსპერიმენტს ვგეგმავ - ღვინოში უნდა მოვხარშო მსხლები ტრადიციული წესით, დავუმატო სპირტი და ასე შევინახო

              მეც მასწავლეთ
              2kiss.gif

              Posted by: Dancer 22 Sep 2009, 12:29
              როგორ მიყვარს ჯემები, მურაბები, საწებელები და კომპოტები
              მე ჯერ არ მიცდია გაკეთება, არადა სხვის გაკეთებულს სიამოვნებით ვჭამ და სულ ვფიქრობ ვისწავლო და მეც გავაკეთო

              user posted image

              Posted by: annak 23 Sep 2009, 14:44
              Dancer
              დარწმუნებული ვარ კარგად გამოგივა smile.gif
              QUOTE
              არადა სხვის გაკეთებულს სიამოვნებით ვჭამ და სულ ვფიქრობ ვისწავლო და მეც გავაკეთო

              გადამიყვარდა რატომღაც :უსერ:
              აიჰ მე ესენი მიყვარს (დიდი ხანი არ არის რაც აღარ მიმალავენ biggrin.gif)
              აი ჩემი ჩირები თბილსის აივანზე.
              http://www.radikal.ru

              Posted by: macaco-fast65 23 Sep 2009, 23:05
              annak
              ყოჩაღ,ძალიან კარგად გიშრომია .გემრიელი და ბევრი ჩირი გექნება ზამთარში.

              Posted by: annak 24 Sep 2009, 12:45
              macaco-fast65
              QUOTE
              ყოჩაღ

              ups.gif
              QUOTE
              ძალიან კარგად გიშრომია

              user.gif
              ჩემი გაკეთებული არაა smile.gif
              დედამ გააკეთა თეანეთში მე უბრალოდ "გაჩვენეთ" ...
              QUOTE
              გემრიელი და ბევრი ჩირი გექნება ზამთარში.

              ჰომ smile.gif

              Posted by: rtuli 24 Sep 2009, 20:59
              womanly
              QUOTE
              5 კგ ბულგარული წითელი, 1 კგ. მწარე წითელი წიწაკა. 1 ლ. ზეთი და 800 გრამი ტომატი. ნახევარი კგ. ნიორი და ხარჩოს სუნელი 1 ჭიქა მარილი გემოვნებით.
              ჯერ ტომატს და ზეთს აურევთ ერთმანეთს და და წამოვადუღებთ და გავაცივებთ. დანარჩენ მასალას გავატარებთ და გაცივებულ ზეთ-ტომატ ნარევში ავურევთ. ეს მასა 3 დღე უნდა იდოს ემალის ჭურჭელში და დროდადრო ურიეთ მერწმუნეთ ძაან გემრიელი რამე გამოდის.

              აი ამას ვამზადებ ეხლა ,სურნელი დატრიალდა ნუიტყვი up.gif
              ვნახავ სამ დღეში რა დადგება boli.gif

              Posted by: miau 24 Sep 2009, 23:03
              დღეს დავასრულეთ მე და აუაუმ ლეგენდარული მსხლის მურაბის მომზადება. ტრადიციულ მურაბას დავუმატეთ მოხარშული ღვინის სიროფი დარიჩინითა და ვარდის ზეთით... smile.gif
              მართლა არაჩვეულებრივი გამოვიდა.
              მურაბის რეცეპტი კი ასეთია:
              2 კგ. მსხალი
              2 კგ. შაქარი
              1-2 ჭიქა მსხლის ნახარში
              დადუღებული ღვინის სიროფი ვარდის ზეთითა და დარიჩინით (მე მორჩენილი მქონდა ღვინის სიროფი, სადაც მანამდე მსხლები მოვხარშე) 1 ჭიქა

              მსხალს დავჭრით, დავფცქვნით, ჩავყრით წყალში და მოვხარშავთ მანამ, სანამ არ დარბილდება.

              მსხლის ნახარშს დავასხამთ შაქარს და წამოვადუღებთ სიროფს, შემდეგ დავასხამთ მოხარშულ მსხალს და და დავიწყებთ მურაბის ხარშვას, სანამ ბოლომდე არ მოიხარშება, შემდეგ წამოვადუღებთ ღვინის სიროფთან ერთად და ჩავასხამთ ქილებში ცხელს.

              რაც შეეხება ღვინის სიროფის მომზადებას - ვხარშავთ ტრადიციულ გლინტვეინს ოღონდ ბევრი შაქრით ლიმონის ქერქებთან და დარიჩინთან ერთად. ხარშვას მაშინ ვწყვეტთ, სიროფი რომ შემოსული იქნება, მერე ვუმატებთ ვარდის ზეთს.

              Posted by: anatoreli 25 Sep 2009, 02:24
              ერთი კარგი წიწაკის მწნილის(ზეთში) რეცეპტი დადეთ რაა... biggrin.gif

              Posted by: rtuli 25 Sep 2009, 02:26
              anatoreli
              QUOTE
              ერთი კარგი წიწაკის მწნილის(ზეთში) რეცეპტი დადეთ რაა... 

              27 გვერდზე შეიხედე ორი რეცეპტი დევს.

              Posted by: miau 25 Sep 2009, 02:30
              anatoreli

              წინა გვერდები დაათვალიერე კოკოგორგომ დადო მშვენიერი რეცეპტი smile.gif

              Posted by: anatoreli 25 Sep 2009, 02:34
              rtuli
              miau
              მადლობა,ვნახავ...


              ბოლოს მოხუფვა აუცილებელია? user.gif მაგას ვერ ვიზავ baby.gif

              Posted by: annak 25 Sep 2009, 09:59
              გუშინ შევინახეთ პამიდორი.
              ჩვენ ვაკეთებთ ასე.
              ჩვეულებრივ პამიდვრის სალათას, ხახვით, ოხრახუშით, რეჰანით, წიწაკით
              ვუმატებთ ცოტა ნიორსაც ვათავსებთ ქილებში ვდებთ 2 საშუალო ზომის დაფნის ფოთოლს და მერე ვხუფავთ.

              http://www.radikal.ru

              http://www.radikal.ru

              Posted by: mzi 25 Sep 2009, 10:53
              miau
              QUOTE

              ვარდის ზეთითა

              ვარდის ზეთი სად შევიძინოოოოოოო
              და კიდე, რომელი მსხლით გააკეთეთ მურაბა?????????

              Posted by: macaco-fast65 25 Sep 2009, 11:05
              annak
              არაფერს არ ასხამთ?ასევე ინახება?აბა დაწერე დაწვრილებით რეცეპტი რა?მე კიდევ მწვანე პამიდვრის სალათების რეცეპტებს დავწერ ზამთრისათვის შესანახს.

              Posted by: annak 25 Sep 2009, 11:16
              macaco-fast65
              არაფერს ვასხავთ, ჩვეულებრივი სალათაა ერთადერთი ვამატებთ ნიორს და დაფნის ფოთოლს.
              გააკეთე ისეთი სალათა როგორიც გიყვარს ჩვენ ბევრ მწვანილს ვაჭრით(ოღონდ მხოლოდ ოხრახუშს და რეჰანს, ქინძი არ დაამატო ამჟავებს)
              ვუკეთებთ სტერილიზაციას და ვხუფავთ სულ ესაა. ზამთარში ვიყენებთ კერძში.
              მე ისედაც მიყვარს ხანდახან წამოდუღებული და ცხიმდამატებული.

              QUOTE
              მე კიდევ მწვანე პამიდვრის სალათების რეცეპტებს

              ჩვენც ძალიან კარგი ვიცით wink.gif დღეს ვაკეთებთ ზუსტად და დავწერ მერე wink.gif smile.gif

              Posted by: rtuli 25 Sep 2009, 11:28
              annak
              QUOTE
              მწვანე პამიდვრის

              მე რატომღაც ყელს მწვავს სავით,ნიპრიატნი აშუშენიას მიტოვებს user.gif

              გუშინ ვნახე პიკულები ბაზარში,თითის სიგრძის იყვნენ smile.gif ,დღეს უნდა შევიძინო და მწნილი გავაკეთო.
              კარგი ხრაშუნები გამომდის smile.gif

              Posted by: annak 25 Sep 2009, 11:41
              rtuli
              QUOTE
              მე რატომღაც ყელს მწვავს სავით,ნიპრიატნი აშუშენიას მიტოვებს 

              მესმის რასაც ამბობ, yes.gif მაგრამ ეს არ იწვევს ასეთ შეგრძნებებს. smile.gif
              მართლა ძალიან კარგია, ერთადერთი "დისიკომფორტი" ჩემთვის ისაა რომ ბევრ ცხიმს იყენებს და მე ზედმეტად ცხიმიანს ვერ ვჭამ, მაგრამ მაინც ძალიან გემრიელი და განსხვავებულია.
              yes.gif

              Posted by: miau 25 Sep 2009, 11:52
              mzi
              QUOTE
              ვარდის ზეთი სად შევიძინოოოოოოო

              ქიმრეაქტივის მაღაზიაში იყიდება ვაჟაზე რესპუბლიკურის ფანტანის პირდაპირ, სხვაგან ზეთი არ შემხვედრია და ესენცია - კი ბატონო. :
              მარინა ემხვარი იკითხე.

              annak

              ეს რა საოცრება დაწერე, ძალიან საინტერესოა smile.gif

              Posted by: gurmani 25 Sep 2009, 11:58
              კონსერვებთან ფრთხილად იყავით... ბატულიზმიოოოოოოოო.........................smile.gif

              Posted by: macaco-fast65 25 Sep 2009, 20:32
              annak
              ძალიან საინტერსოა,აუცილებლად გავაკეთებ ეგრე პამიდორს.

              rtuli
              მე რომელ სალათებსაც ვამბობ არ წვავს ყელს ,ძალიან სასიამოვნო საჭმელია ზამთარში.


              annak
              მოგვიანებით დავწერ მწვანე პამიდვრის სალათების რეცეპტებს, საერთოდ არ იყენებს თავზე ზედმეტ ცხიმს.

              Posted by: annak 28 Sep 2009, 10:28
              მწვანე პამიდორი დავაწნილეთ, ნიგზვნიანს მოგვიანებით გავაკეთებთ, აქაც გაჩვენებთ და რა თქმა უნდა რეცეპტსაც დავწერ.
              ისევ პამიდორი გავაკეთეთ ოღონდ სხვანაირად.
              ამის გაკეთება ალბათ თქვენც იცით, მაინც დავწერ. smile.gif
              5 კილო ხახვი მოვშუშეთ ნახევარ ლიტრზე მეტ ზეთში და დავაჭერით 3 კილო გაფრცქვნილი პამიდორი.
              ერთად ვთუშავთ და ბოლოსკენ ვამატებთ მწვანილს (ოხრახუში, რეჰანი,) ბლომად წითელი წიწაკა მარილი გემოვნებით.
              ვუკეთებთ სტერილიზაციას და ვხუფავთ.
              http://www.radikal.ru

              Posted by: xanka 28 Sep 2009, 12:00
              ძალიან გთხოვთ თუ არის სადმე დაწერილი მკვახე პომიდვრის სალატა მიმანიშნეთ------------

              Posted by: miau 28 Sep 2009, 19:23
              xanka

              მწვანე პომიდვრის სალათა
              © Kesi
              QUOTE
              დაჭერი პამიდორი საშუალო ზომის ნაჭრებად, ხახვი ალყა-ალყა (ბლომად), ნიორი, წიწაკა, სუნელები: ხმელი ქინძი, ზაფრანა და უცხო სუნელი, ყველაფერი ეს აურიე ერთმანეთში, მოასხი ზეთი (ბლომად) და ძმარი (ასევე საგრძნობლად) მარილი.
              ამას ვაკეთებდით ადრე შესანახად, თუ შენ შესანახად არ გინდა და უბრალოდ სადილზე მისართმევად, მაშინ როცა გააკეთებ, ერთი დღე მაინც დატოვე დახურულ ემალირებულ ქვაბში, კარგად რომ გაუჯდეს ერთმანეთს ყველაფერ და პამიდორიც ცოტა რომ "მოჯდეს" და მერე მიირთვი


              ეს არის ძალიან გემრიელი. შეგიძლია ნიგვზიტაც მიირთვა. smile.gif

              Posted by: hirondelle 29 Sep 2009, 01:14
              ჯონჯოლის რეცეპტი დევს ააქ? boli.gif

              Posted by: rockataka 29 Sep 2009, 04:48
              hirondelle
              QUOTE
              ჯონჯოლის რეცეპტი დევს ააქ?

              gigi.gif მახსოვს, ლობიოს ვერ პოულობდი მანდ და ეხლა რა ჯონჯოლისა აგიტყდა? gigi.gif

              Posted by: hirondelle 29 Sep 2009, 05:47
              QUOTE (rockataka @ 29 Sep 2009, 04:48 )
              hirondelle
              QUOTE
              ჯონჯოლის რეცეპტი დევს ააქ?

              gigi.gif მახსოვს, ლობიოს ვერ პოულობდი მანდ და ეხლა რა ჯონჯოლისა აგიტყდა? gigi.gif

              yes.gif ლუვენის ბოტანიკურ ბაღში ყოფილა აღმოვაჩინე Staphylea colchica ქვია (ანუ კოლხური სტაფილო givi.gif )
              ჩავალ დავკრიფავ თუ არ დამიჭირეს boli.gif

              Posted by: auau 29 Sep 2009, 09:57
              hirondelle
              QUOTE
              ჯონჯოლის რეცეპტი დევს ააქ?

              საერთოდ ხის კასრში დებენ, მაგრამ ემალის ან უჟანგავი ლითონის(ნერჟავეიკა) ქვაბშიც შეგიძლია.
              I ვარიანტი
              ფენა -ფენა ჩააწყე ჯონჯოლის მტევნები და თან მარილი აყარე. დაადე სიმძიმე, დაახურე და დადგი, დანარჩენს თვითონ იზამს wink.gif
              II სწრაფი ვარიანტი
              ჯონჯოლი ჩატენე მაგრად ქვაბში. გააკეთე ხსნარი - 1ლ წყალი + 2 ს/კ მარილი + 1ს/კ ძმარი ან 1ჩ/კ ძმრის ესენცია.
              დაასხი, დაადე სიმძიმე და 3-4 დღეში იქნება
              თუ ძმარს არ დაასხავ, უკეთესია, თვითონ ჩამჟავდება, მაგრამ ცოტა მეტი დრო უნდა. ალბა ამ ვარიანტს გირჩავდი.
              წყალი და მარილი წამოადუღე და გააციე.
              იოდიანი მარილი არ იხმარო
              მინის ქილებში თუ ჩადებ, გარედან შავი ცელოფანი შემოაკარი, რომ ჯონჯოლი არ გამუქდეს
              იგივე შეგიძლია აკაციის გაუშლელი კვირტებიანი მტევნებით გააკეთო, თუ მანდ არ არის ჯონჯოლი


              Posted by: mzi 29 Sep 2009, 10:19
              "კეტჩუბის" რეცეპტი იცის ვინმემ.... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

              Posted by: macaco-fast65 29 Sep 2009, 10:30
              annak
              მეც ძალიან ბევრი რამ გავაკეთე ,დაგავუღებ მერე სურათებს და დავდებ.



              ეხლა კი მწვანე პამიდვრის სალათა,მე ასე ვაკეთებ ძალიან მოსწონთ და ბევრმა გამომართვა რეცეპტი.,იქნებ თქვენც მოგეწონოთ.


              5 კგ.მწვანე პამიდორი დავჭრათ სასურველ ნაჭრებად,ალყა-ალყა,დავაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 2-3 საათი.
              1კგ ხახვიც დავჭრათ ალყა-ალყა.
              200 გრამი ნიორი.
              ძმარი გემოვნებით.
              ნახევარი ლიტრი ზეთი.
              ქინძიდა უცხო სუნელები,ყვითელი ყვავილი.
              ზათი ავადუღოთ.პამიდორი ამოვწუროთ მარილიდან და გადავავლოთ წყალი რომ მლაშე არ გამოვიდეს და კარგად გავწუროთ.
              შემდეგ აურიოთ ყველაფერი ერთმანეთში ,დავასხათ გაციებული ზეთი,გავსინჯოთ მარილად ,ცოტა ხანი გავაჩეროთ ასე და შემდეგ ჩავტენოთ ბანკებში.
              ცოტა ხანს ვასტერილოთ.




              Posted by: hirondelle 29 Sep 2009, 18:09
              auau
              გმადლობთ
              მარა გაზაფხულზე უნდა დავკრიფო ალბათ არა?
              და შენახვით დიდხანს ძლებს? smile.gif

              Posted by: Kavkasia 29 Sep 2009, 22:49
              auau

              მოგესალმებით!

              გავაკეთე ლეღვის ჩირი, თქვენი რეცეპტით, ძალიან კარგად გამოიყურება.


              bis.gif ფოტოსაც დავდებ ამ დღეებში 2kiss.gif

              Posted by: Varvara 1 Oct 2009, 00:18
              QUOTE (Kavkasia @ 29 Sep 2009, 22:49 )


              გავაკეთე ლეღვის ჩირი, თქვენი რეცეპტით, ძალიან კარგად გამოიყურება.

                bis.gif ფოტოსაც დავდებ ამ დღეებში 2kiss.gif


              Kavkasia
              ჩვენ საბოლოო ჯამში არ გამოგვივიდა (ობი მოეკიდა ლეღვებს). შეგიძლია, რომ პროცესი ცოტა დაწვრილებით აღწერო?

              Posted by: ninoma 1 Oct 2009, 07:48
              [მკვახე პამიდორთან არვმეგობრობ,რარაც მწკლარტე-მწარე გემოს მიტოვებს და ბოიკოტი გამოუცხადე ]
              rtuli გავბედავ და შემოგთავაზებ მწვანე პომიდვრის მწნილს. უფრო სწორედ მწვანე პომიდვრის სალათის მწნილს.
              თვალის ზომით ვიღებ მწვანე პომიდორს, სტაფილოს, მწარე წიწაკას, ბულგარულ წიწაკას,, ნიორს, ოხრახუშს, ნიახურს, კამას და დაფნის ფოთოლს.
              მიხლოებით დავწერ.
              5 კგ. მწვანე პამიდორი
              1კგ. სტაფილო
              ოხრახუში საშუალო ზომის კონა, ნიახური 2 პატარა კონა(თავის გემოზე რომ არ წაიყვანოს)მწარე წიწაკა იმის მიხედვით რამდენად მწარე გიყვართ, ნიორიც გემოვნებით, 10- 15 ცალი დაფნის ფოთოლი,კამას მე მწვანეს ვაჭრი რადგან ხმელი აქ არ მაქვს და კარგი გამოდის, საქართველოში თესლიან ხმელ კამას ვამატებდი .წითელი ტკბილი წიწაკა .
              პომიდორს ვჭრით ისე როგორც სალათისთვის,სტაფილოს თხლად , დანარჩენ ინგრედიენტებსაც სურვილის მიხედვით ვჭრით, ვაყრით მარილს გემოვნებით, ავურევთ კარგად, დავტოვებთ ერთი დღე ემალის ქვაბში. მეორე დღეს მჭიდროდ ჩავტენით ქილებში ,თავისივე გამოშვებულ წვენში. გავუკეთებთ სახურავს და ვდგამთ გრილად. ვიზუალურად გამოდის ლამაზი და გემოვნებით თქვენ შეაფასეთ.ნამდვილად არ ინანებთ.



              ნიგვზიანი აჯიკა
              2კგ,წითელი ტკბილი წიწაკა,2კგ.წითელი მწარე წიწაკა,0.5კგ ნიორი,300გრ.მწვანე ქინძი, 300გრ.ოხრახუში, 150გრ.ნიახური,100გრ.ყვითელი ყვავილი, 100გრ. უცხო სუნელი,50გრ ხმელი ქინძი, 300გრ.გატარებული ნიგოზი, ძმარი და მარილი გემოვნებით.
              გატარებული მასა უნდა მოვათავსოთ ემალის ქვაბში. ვურიოთ ყოველ დღე დადუღებამდე. რომ დაიდუღებს ჩავასხთ ქილებში.
              გააკეთეთ და არ ინანებთ.

              Posted by: macaco-fast65 1 Oct 2009, 16:33
              ninoma
              პამიდვრის სალათა რომელიც ეხლა დაწერე ძალიან კარგია .არ ტოვებს არავითარ მწკლარტე გემოს.მეც ვაკეთებ ყოველთვის და ყველას ძალიან მოსწონს.
              ვინც ერთხელ გააკეთებს ,მერე აღარ მოეშვება მის გაკეთებას.

              Posted by: rtuli 1 Oct 2009, 21:31
              ninoma
              QUOTE
              უფრო სწორედ მწვანე პომიდვრის სალათის მწნილს.

              macaco-fast65
              QUOTE
              ვინც ერთხელ გააკეთებს ,მერე აღარ მოეშვება მის გაკეთებას.

              რეცეპტს ვკითხულობდი და ნერწყვი მომადგა,უცებ წარმოვიდგინე როგორი გამოვა.
              ვიყიდი ყველაფერს და მოვამზადებ აუცილებლად.
              მადლობა გოგოებო რეცეპტისთვის და რჩევისთვის 2kiss.gif

              Posted by: pleita 1 Oct 2009, 22:55
              ჟოლოს მურაბა გავაკეთე დღეს და რატომღაც ბევრი და თხელი წვენი აქვს, ვერც ვადუღე დიდხანს, დაიწვებოდა და მუქ ფერს მიიღებდა sad.gif

              Posted by: miau 2 Oct 2009, 00:26
              pleita
              QUOTE
              ჟოლოს მურაბა გავაკეთე დღეს და რატომღაც ბევრი და თხელი წვენი აქვს, ვერც ვადუღე დიდხანს, დაიწვებოდა და მუქ ფერს მიიღებდა


              შაქარი ხომ არ დგაკლდა?ბევრი წვენი პრობლემა არ არის... საჭირო რაოდენობისა დაუმატე ნაყოფებს და დანარჩენი სითხე ცალკე ჩაასხი, ნამცხვრის დასანამდ გამოგადგება ან ბოლო-ბოლო წყალში გახსნი და დალევ. smile.gif

              Posted by: pleita 2 Oct 2009, 00:50
              miau
              არა არა პირიქით ვფიქრობდი ზედმეტიც იქნება თქო,, საჭირო პროპორციებით გავაკეთე როგორც ყოველთვის, მაგრამ შედეგი ვერ იყო სახარბიელო. sad.gif ჩავასხი უკვე ქილებში :/

              Posted by: natykuna 2 Oct 2009, 10:43
              იქნებ მიმითითოთ ყვავილოვანის მჟავე თუ წერია სადმე დროის სიმცირის გამო ვერ ვახერხებ გადაკითხვას მადლობა წინასწარ

              Posted by: mzi 2 Oct 2009, 11:36
              annak
              QUOTE
              გუშინ საღამოს გავაკეთე მაყვლის "სეროფი" მაყვალს ვხეხავთ, ვუმატებთ შაქარს. 1 კილო მაყვალზე 2 კილო შაქარი. ვათავსებთ ემალირბულ ჭურჭელში და დილა საღამოს ვურევთ ხის კოვზით 4 დღის განმავლობაში. smile.gif მიიღება ბლანტი სითხე. მე ძირითადად ვიყენებ ნამცხვრებში.

              ასე რომ გავაკეტო მაყვალი მაცივარში უნდა შევინახო? თუ ცივ ადგილასაც შეინახავს თავს

              Posted by: annak 2 Oct 2009, 11:39
              mzi
              QUOTE
              ასე რომ გავაკეტო მაყვალი მაცივარში უნდა შევინახო? თუ ცივ ადგილასაც შეინახავს თავს

              მაცივარი არაა აუცილებელი smile.gif smile.gif ჩვენ გარეთ აივანზე ვინახავთ.


              ეს ისე...

              http://www.radikal.ru

              Posted by: macaco-fast65 2 Oct 2009, 11:45
              annak
              მეც სავსე მაქვს ზამთრის მარაგით სარდაფი,მაგრამ შენი მაინც მშურს.იმდენი კარგი რამე გაქვს გაკეთებული. biggrin.gif

              Posted by: annak 2 Oct 2009, 11:51
              macaco-fast65
              QUOTE
              მეც სავსე მაქვს ზამთრის მარაგით სარდაფი,მაგრამ შენი მაინც მშურს.იმდენი კარგი რამე გაქვს გაკეთებული

              ჰო, "გამოვფინე" ყველაფერი და... biggrin.gif
              თუმცა ეს "დალიკო ნე" ყველაფერი.. wink.gif wink.gif

              Posted by: Kavkasia 2 Oct 2009, 11:53
              Varvara
              QUOTE
              . შეგიძლია, რომ პროცესი ცოტა დაწვრილებით აღწერო



              ლეღვი-3კგ

              შაქარი-0.5კგ

              გარეცხილ ლეღვს მოვაჭრათ ყუნწები,ჩავალაგოთ ალუმინის ქვაბში , ფენებს შორის მოვაყაროთ

              შაქარი. წყალი არ უნდა . შევდგათ ჰაერღუმელში ყველაზე დაბალ ტემპერატურაზე.

              მანამდე სანამ ბოლომდე ამოშრება.

              ვალაგებთ ჩალის მოწნულ სინზე და ვაშრობთ მზეზე ან ჰაერღუმელში. პერიოდულად ვატრიალებთ,

              რომ ორივე მხრიდან გაშრეს.

              მე მზეზე გავაშრე აივანზე, ოღონდ ღამე შემომქონდა.

              აი, ასეთი გამოვიდა

              http://www.radikal.ru

              Posted by: mzi 2 Oct 2009, 12:02
              QUOTE
              მაცივარი არაა აუცილებელი smile.gif smile.gif ჩვენ გარეთ აივანზე ვინახავთ.

              შინდის ჯემი მინდა გავაკეტო ნამცხვრებისათვის, კილოზე რამდენი შაქარს უკეტებთ ხოლმე?

              Posted by: pleita 2 Oct 2009, 12:06
              annak
              QUOTE
              ეს ისე...

              ვაი მიყვარს,
              გუშინ მითხრეს დაგვიანებულია, ნიორი სანამ ახალი შემოსულია მაშინ უნდა ჩადოო და მართალია ? mo.gif


              და სოკოს მარინადის რეცეპტები თუ გაქვთ, რაიმე განსხვავებული, იქნებ არ დაიზაროთ smile.gif

              Posted by: annak 2 Oct 2009, 12:17
              mzi
              QUOTE
              შინდის ჯემი მინდა გავაკეტო ნამცხვრებისათვის, კილოზე რამდენი შაქარს უკეტებთ ხოლმე

              ჩვენ შვინდის "კონფეტიურს" ვაკეთებთ 1 კილო შვინდი 2 კილო შაქარი.
              საერთოდაც ესეთ პროპორციას ვიცავთ yes.gif ( თუმცა ჩემი აზრით "ზედმეტად" ტკბილია.)

              pleita
              QUOTE
              გუშინ მითხრეს დაგვიანებულია, ნიორი სანამ ახალი შემოსულია მაშინ უნდა ჩადოო და მართალია ? 

              ჰო, yes.gif ცოტა ნედლი უნდა იყოს smile.gif

              QUOTE
              სოკოს მარინადის რეცეპტები თუ გაქვთ, რაიმე განსხვავებული, იქნებ არ დაიზაროთ

              ჩემმა მეგობარმა იცის ძალიან კარგი რეცეპტი, ვკითხავ და დავწერ მოგვიანებით. smile.gif smile.gif

              Posted by: ninoma 2 Oct 2009, 18:28
              მე ასე ვაკეთებ ყვავილოვან კომბოსტოს.
              ყვავილოვანი კომბოსტო დავანაწევროთ, ჩავაწყოთ ჭურჭელში ფენა-ფენა. კომბოსტო, დაჭრილი ჭარხალი, დაჭრილი სტაფილო,ნიორი( მე ამასაც ვჭრი),დაფნის ფოთოლი,ცოტა ნიახური, კამა, წითელი მწარე წიწაკა და დავასხათ მარილწყალი, რომელიც ცოტა მლაშეა. თუ წითელი არ გინდათ, ჭარხალი არ უყოთ.

              Posted by: rtuli 2 Oct 2009, 18:46
              ninoma
              QUOTE
              მე ასე ვაკეთებ ყვავილოვან კომბოსტოს.
              ყვავილოვანი კომბოსტო დავანაწევროთ, ჩავაწყოთ ჭურჭელში ფენა-ფენა. კომბოსტო, დაჭრილი ჭარხალი, დაჭრილი სტაფილო,ნიორი( მე ამასაც ვჭრი),დაფნის ფოთოლი,ცოტა ნიახური, კამა და დავასხათ მარილწყალი, რომელიც ცოტა მლაშეა. თუ წითელი არ გინდათ, ჭარხალი არ უყოთ.

              ასე ვამზადებ მეც,ორივე ფერს ვაკეთებ და თეფშზე ორივე ლამაზად გამოიყურება.
              ტუ მალე მინდა დამჟავდეს ძმარს და ოდნავ შაქარს ვამატებ და ტბილს ვასხავ მარილწყალს.

              არასოდეს პროპორციებს არვიცავ, გემოს უსინჯავ მოწონებამდე smile.gif (მარილწყალს)

              Posted by: nadin 2 Oct 2009, 19:02
              ყვავილოვანი კომბოსტოს მჟავე: ქილაში ვაწყობ ცალკე პატარა თავებად დაშლილ კომბოსტოს, სტაფილოს დაჭრილს, ბულგარულს თესლგამოცლილს შუაზე გაჭრილს, პატარა მოგრძო პამიდორს, პიკულის კიტრს, დაფნას, წითელ წიწაკას, შავი პილპილის მარცვლებს, ნიორს. ვაკეთებ მარილწყალს ნადგამი წყლით 1ლ წყალზე 1 სავსე სუფრის კოვზი მარილი. ქილას თავზე მარლას ვაფარებ რამდენიმე პირს 3-4 დღეში დუღილს როცა დაიწყებს, გადმოვასხავ მარილწყალს და ვადუღებ, ცხელ-ცხელს ვასხამ ქილაში ჩაწყობილ პროდუქტებს. პლასტმასის თავსაფარს ვახურებ და ვინახავ. ლამაზიცაა და ძალიან გემრიელიც

              Posted by: ninoma 2 Oct 2009, 19:09
              ნივრის მწნილი საუკეთესო ბუნებრივი ანტიბიოტიკა. მართალია ცოტა "სურნელოვანია", მაგრამ სასარგებლო. მე ვერ ვაკეთებ. ნედლი ნიორი ვერსად ვნახე.

              Posted by: natykuna 2 Oct 2009, 23:18
              ninoma rtuli nadin 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

              Posted by: macaco-fast65 3 Oct 2009, 14:49
              ninoma
              ნივრის წნილის გაკეთება ეხლა უკვე გვიანია .ეგ გაზაფხულზე კეთდება.

              Posted by: kokogorgo 4 Oct 2009, 12:51

              მწნილის სპეციალისტებო, თქვენი დახმარება მჭირდება.

              გუშინ გავაკეტე ყვავილოვანი კომბოსტოს მწნილი.

              მოვხუფე.

              დღეს , მაციმარში, ნიახური რომ დავინახე ,მივხვდი ნიახურის გაკეთება დამავიწყდა.

              გავუკეთე, ნიორი, ხრენი[არ ვიცი ქარტულად ], დაფნა, კამის უვავილები. ძმარი, შაქრის ფხვნილი, წიწაკა.

              ნიახურის გარეშე არ გამიკეთებია. არ ვიცი როგორი იქნება.

              დამჟავდება თუ არა. ან ხომ არ დარბილდება.

              მირჩიეთ რამე.


              help.gif

              Posted by: rtuli 4 Oct 2009, 13:07
              kokogorgo
              QUOTE
              ნიახურის გარეშე არ გამიკეთებია

              ნიახურის გემო არექნება მხოლოდ,არინერვიულო,იმდენი სხვა ბალახი დაამატე რომ არც კი შეემჩნევა.
              რაც შეეხება დარბილებას,ნიახურის არყოფნით არაფერი ემუქრება,აი ხრენის ფოთოლი კი ამაგრებს,განსაკუთრებულად კიტრის მწნილს უხდება yes.gif

              Posted by: kokogorgo 4 Oct 2009, 13:28
              rtuli

              მადლობთ. 2kiss.gif

              მართლა გავნერვიყლდი. ამოყრას ვაპირებდი.

              Posted by: hirondelle 4 Oct 2009, 13:52
              kokogorgo
              QUOTE
              ხრენი[არ ვიცი ქარტულად ],

              პირშუშხა yes.gif

              Posted by: Varvara 5 Oct 2009, 15:37
              QUOTE (Kavkasia @ 2 Oct 2009, 11:53 )
              Varvara
              QUOTE
              . შეგიძლია, რომ პროცესი ცოტა დაწვრილებით აღწერო


              ლეღვი-3კგ

              შაქარი-0.5კგ

              გარეცხილ ლეღვს მოვაჭრათ ყუნწები,ჩავალაგოთ ალუმინის ქვაბში , ფენებს შორის მოვაყაროთ

              შაქარი. წყალი არ უნდა . შევდგათ ჰაერღუმელში ყველაზე დაბალ ტემპერატურაზე.

              მანამდე სანამ ბოლომდე ამოშრება.

              ვალაგებთ ჩალის მოწნულ სინზე და ვაშრობთ მზეზე ან ჰაერღუმელში. პერიოდულად ვატრიალებთ,

              რომ ორივე მხრიდან გაშრეს.

              მე მზეზე გავაშრე აივანზე, ოღონდ ღამე შემომქონდა.



              Kavkasia

              დიდი მადლობა პასუხისთვის. პირდაპირ ჩასაკოკლოზინებლად გამოიყურებიან.

              ჩვენ როგორც ჩანს, შაქარიც ბევრი მოგვივიდა, დუხოვკაშიც დიდ ცეცხლზე გვედო და ჩირის ნაცვლად სხვა რაღაცა მივიღეთ, რომელიც დაჟე მაცივარში დაობდა smile.gif)

              Posted by: womanly 6 Oct 2009, 20:50
              არ შეიძლება ეს მოხუფვა რომ არ არსებობდეს? ვერ ვხუფავ გოგოებო არადა ძაან მინდა წიწაკის გაკეთება ზეთში აგერ macaco-fast65 მშვენიერი რეცეპტი უდევს კიდევ სხვებიც ვნახე. მე ისეთ რამეებს ვაკეთებ ხოლმე რომ მოსახრახნიან ბანკებში ცავასხა და მოვახრახნო მაგრამ ამას მგონი აუცილებლად ჭირდება ხო სტერილიზაცია?
              rtuli
              თქვენ როგორც გამორჩეული კულინარი მითხარით სტერილიზაციის გარეშე ივარგებს?

              Posted by: ninoma 6 Oct 2009, 21:43
              womanly
              [სტერილიზაციის გარეშე ივარგებს? ]
              სტერილიზაცია საჭიროა, მაგრამ რატომ სწუხართ? ხრახნიანი ქილებს გაუკეთეთ სტერილიზაცია. უბრალოდ დაახურეთ ხუფები, არ მოუჭიროთ. ბოლოს, რომ გამორთავთ გაზს კარგად მოუჭირეთ ხუფებს. სულ ეს არის. ოღონდ ქილებში ძალიან რ ჩატენოთ წიწაკა, თორემ სტერილიზაციის დროს გადმოვა.

              Posted by: kokogorgo 6 Oct 2009, 21:47
              womanly
              QUOTE
              შეიძლება ეს მოხუფვა რომ არ არსებობდეს


              მაცივარში თუ შეინახავთ, ხრახნიანი ქილებით, არ გაგიფუჭდბათ.

              Posted by: womanly 6 Oct 2009, 22:02
              ninoma
              kokogorgo
              გაიხარეთ გოგოებო უნდა ვცადო. რა ვქნა ცარიელ ბანკებსაც ვერ ვხუფავ ვიცი სასაცილოა მაგრა მასეა. ასე მგნია შემომატყდება ხელში

              Posted by: auau 6 Oct 2009, 22:45
              womanly
              ზეთიანი წიწაკა და მწვანე პამიდვრის სალათები, ასევე სუნელებში შენახული ზეთში შემწვარი ბადრიჯანი თავისუფლად შეგიძლია შეინახო სტერილიზაციის გარეშე. უფრო სწორად, გაცილებით სანდოა და მშვიდად შეგიძლია იყო, რომ არაფერი გემუქრება. მე უკვე დიდი ხანია არ ვასტერილებ და ასე ვინახავ აივანზე. თუ სარდაფი გაქვს - კიდევ უკეთესი!

              Posted by: macaco-fast65 6 Oct 2009, 22:51
              womanly
              როგორ ხარ?ხრახნიანი ბანკები გაასტერილე,ჩვენ რომ აღარ გვყოფნის ჩვეულებრივი ბანკები ხრახნიანს ვასტერილებთ.
              კი ინახავენ გაუსტერილებლად წიწაკებს ,მაგრამ დედაჩემი ვერ ისვებს თუ არ გაასტერილა.
              ეს სამი დღეა იმდენი რამე გავაკეთეთ რომ ხელებს ვეღარ ვამოძრავებsad.gifძალიან გადავიღალეთ.ვიტყვით აღარ გავაკეთოთო და მაინც ვაკეთებთ.

              Posted by: anatoreli 7 Oct 2009, 01:08
              auau
              QUOTE
              ზეთიანი წიწაკა და მწვანე პამიდვრის სალათები, ასევე სუნელებში შენახული ზეთში შემწვარი ბადრიჯანი თავისუფლად შეგიძლია შეინახო სტერილიზაციის გარეშე. უფრო სწორად, გაცილებით სანდოა და მშვიდად შეგიძლია იყო, რომ არაფერი გემუქრება. მე უკვე დიდი ხანია არ ვასტერილებ და ასე ვინახავ აივანზე. თუ სარდაფი გაქვს - კიდევ უკეთესი!


              რამე სხვა რეცეპტია საჭირო თუ ზემოთ მოყვანილი რეცეპტით შეიძლება გაკეთება? rolleyes.gif

              კიდე რამდენი ხანი იქნება წიწაკა ნეტა....

              Posted by: macaco-fast65 7 Oct 2009, 01:35
              anatoreli
              წიწაკის გაკეთება თუ გინდა აღარ გადადო,ამ დღეებში უკვე გააკეთე .რეცეპტები კი თემაში წერია.

              Posted by: womanly 7 Oct 2009, 10:05
              macaco-fast65
              კარგად ვარ შენ როგორ ხარ? tongue.gif ყოჩაღ შენ რამდენი რამეები გცოდნია. მე მარტო აჯიკა და სუპის მასალას რომ ეძახიან ეგ გავაკეთე და ეხლა პამიდორი მინდა რო გავაკეთო და წიწაქა ზეთში. ვცდი აბა სტერილიზაციის გარეშე

              Posted by: natka-q 7 Oct 2009, 10:23
              QUOTE
              ჩვენ შვინდის "კონფეტიურს" ვაკეთებთ 1 კილო შვინდი 2 კილო შაქარი

              annak
              აუუ, გთხოვ, სრულად დაწერე როგორ აკეთებთ. მაინტერესებს, შინდი კურკიანად უნდა თუ უნდა გავხეხო?

              Posted by: rtuli 7 Oct 2009, 10:28
              womanly
              QUOTE
              მე მარტო აჯიკა

              თქვენს მიერ დადებული რეცეპტით მოვამზადე აჯიკა,სუპერ აჯიკა გამომივიდა+სხვებმაც გამომართვეს რეცეპტი.
              მადლობა!

              აქ დაიდო ნიგვზიანი აჯიკა და ისიც მინდა მოვამზადო,კარგი რეცეპტი ჩანს yes.gif

              Posted by: macaco-fast65 7 Oct 2009, 10:55
              womanly
              მეც კარგად ვარ.კი მართლა ბევრი რამეების გაკეთება ვიცი.დედაჩემის ხელში რას არ გააკეთებ.
              rtuli
              ნიგვზიანი აჯიკა მართლაც კარგი ჩანს,მეც მინდა ცოტა გავაკეთო.
              ეს აჯიკაც ძალიან კარგია:

              აჯიკა ზეთში

              4 კგ.ბულგარული წითელი წიწაკა
              1,500 წითელი მწარე წიწაკა
              300 გრამი ნიორი
              500 გრამი მწვანე ქინძი
              4ჭიქაზეთი
              3-4 ჭიქა ძმარი
              სუნელები:უცხო სუნელი,ქინძი
              მარილი გემოვნებით.

              ამას ყველაფერს აურევ ერთმანეთში და ნახევარი საათი ადუღებ.
              შემდეგ ჩაასხავ ბანკებში და შეინახავ .
              ძალიან გემრიელი გამოგვდის.

              * * *
              ესეც აჯიკა ზეთში..
              http://www.radikal.ru
              * * *
              მწვანე პამიდვრის სალათა.....

              http://www.radikal.ru

              მწვანე პამიდვრის სალათა სუნელებში.

              http://www.radikal.ru

              Posted by: womanly 7 Oct 2009, 21:06
              macaco-fast65
              აუ რა გოგო ხარრრრრრრრრრრრრრრ . ამათი რეცეპტები დევს სადმე ზემოთ?
              * * *
              QUOTE
              5 კგ.მწვანე პამიდორი დავჭრათ სასურველ ნაჭრებად,ალყა-ალყა,დავაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 2-3 საათი.
              1კგ ხახვიც დავჭრათ ალყა-ალყა.
              200 გრამი ნიორი.
              ძმარი გემოვნებით.
              ნახევარი ლიტრი ზეთი.
              ქინძიდა უცხო სუნელები,ყვითელი ყვავილი.
              ზათი ავადუღოთ.პამიდორი ამოვწუროთ მარილიდან და გადავავლოთ წყალი რომ მლაშე არ გამოვიდეს და კარგად გავწუროთ.
              შემდეგ აურიოთ ყველაფერი ერთმანეთში ,დავასხათ გაციებული ზეთი,გავსინჯოთ მარილად ,ცოტა ხანი გავაჩეროთ ასე და შემდეგ ჩავტენოთ ბანკებში.
              ცოტა ხანს ვასტერილოთ.

              ეს არის ალბათ სუნელებში ხომ?

              Posted by: macaco-fast65 7 Oct 2009, 21:17
              womanly
              კი,რეცეპტები დევს და თუ რამე დაგაინტერესებს მკითხე. 2kiss.gif

              Posted by: ninoma 7 Oct 2009, 21:19
              macaco-fast65
              მწვანე პომიდვრის სალათას ასტერილებთ? როგორც კი მოამზადებთ მაშინვე ქილებში დებთ, თუ ცოტას ამჟავებთ? ქილას როცა ხსნით სალათა ჩვეულებრივია თუ მჟავე ეს მაინტერესებს.

              Posted by: macaco-fast65 7 Oct 2009, 21:33
              ninoma
              კი,ვასტერილებთ,გასტერილებით არაფერი არ უსავდება,პირიქით დაცულია და საშიში არაა მაინც.ქილებში რომ შევაზავებთ მაშინვე ვდებ.და რომ ვხსნით ზამთარში ისევ ისე ცოცხალივითაა,როგორც შეკაზმვისას.არ მჟავდება.

              Posted by: annak 8 Oct 2009, 11:10
              natka-q
              QUOTE
              აუუ, გთხოვ, სრულად დაწერე როგორ აკეთებთ. მაინტერესებს, შინდი კურკიანად უნდა თუ უნდა გავხეხო?

              ეხლა ვნახე smile.gif
              შვინდს (ან სხვა ხილს) გავხეხავთ, გახეხილ მასას ავრწყავთ,ვნახავთ რმდენი კილოა და დავუმატებთ ორმაგ შაქარს. გადავიტანთ ემალირებულ ჭურჭელში შემდეგ დილა საღამოს კარგად ვურევთ (სასურველია ხის კოვზით) სანამ შაქარი მთლიანად არ გაიხსნება. ამის შემდეგ გადაგვაქვს ქილებში და ვინახავთ.
              macaco-fast65
              up.gif

              Posted by: macaco-fast65 8 Oct 2009, 12:01
              annak
              კი,შინდი ეგრე გააკეთეთ.მე მალინასაც ეგრე ცოცხლად ვინახავ კილოზე ორ კილო შაქარს ვაყრი,ვაჩერებ და ვურევ დრო და დრო და რომ ვნახავ რომ დადუღდებასავით
              მერე ვასხამ ქილებში.
              2kiss.gif 2kiss.gif

              Posted by: natka-q 8 Oct 2009, 12:02
              annak
              მადლობა. იმედია, შინდის გახეხვა არ დამეზარება და გავაკეთებ.

              Posted by: macaco-fast65 8 Oct 2009, 15:16
              natka-q
              კარგად როცაა ჩამწიფებული გახეხვა ძალიან ადვილია.

              Posted by: domina333 11 Oct 2009, 23:30
              kokogorgo
              QUOTE
              გუშინ გავაკეტე ყვავილოვანი კომბოსტოს მწნილი.

              რეცეპტი დადე რააა, .............

              user.gif
              * * *
              უი, ყოფილა ვიპოვე......................................

              Posted by: anatoreli 14 Oct 2009, 18:45
              macaco-fast65
              QUOTE
              გათუთქვის შემდეგ გადავიღოთ საწურზე

              ბოდიში პრიმიტიული კითხვისთვის მაგრამ ჩემთვის გათუთქვა ჩინურია....უფრო კონკრეტულად როგორ უნდა ვქნა ხომ ვერ მეტყვი...მინდა რო ძალიან ზუსტად გავაკეთო რო მერე ძალით არ ვჭამო biggrin.gif

              QUOTE
              შემდეგ 1 ლიტრი ზეთი მოვშუშოთ ემალის დიდ თასზე,დავასხათ ერთ ლიტრამდე ძმარი(ძმარი თუ ძლიერია ,მაშინ ნაკლები დასჭირდება)და წამოვადუღოთ ორივე ერთად.,
              მდუღარეს დავამატოთ1 ჭიქა მარილი.ვადუღოთ და მარილი რომ დადნება ჩავყაროთ შიგ წიწაკა და ვურიოთ.
              დუღილის დროს ჩავყაროთ შიგ ოხრახუში,ნოირი,ნიახური.


              მაგხელა ემალის ქვაბი სად ვიშოვო....სხვა რო იყოს ფეხებს გავფშიკავ?მითუმეტეს სტერილიზაციას და მოხუფვას არ ვუპირებ biggrin.gif


              ქინძი არ უნდა? spy.gif

              Posted by: macaco-fast65 14 Oct 2009, 19:58
              anatoreli
              მდუღარე წყალში რომ ჩაყრი ,გააჩერებ და წიწაკა შერბილდება ეგაა გათუთქვა.ფერსაც შეიცვლის.
              ემალის თასი უზარმაზარი კი არ უნდა biggrin.gif და თუ თასი არ გექნება მოდიდო ქვაბი იყოს არა უშავს.
              სტერილიზაციას რახან არ უკეთებ მაშინ კარგად იდუღოს ყველაფერს რომ შეურევ და ცხელ-ცხელს რომ ჩაასხავ ბანკებში რამეში შეფუთე და ერთი დღე გქონდეს ასე შეფუთული.
              უფრო საიმედოა.
              ქინძი არ უნდა.

              Posted by: anatoreli 14 Oct 2009, 21:19
              macaco-fast65
              2kiss.gif ერთს უნდა გაეკეთებინა ჩემთვის და გადამაგდო და ამიტომ ვარ ამ დღეში....მარა კაია სწავლა სიკვლილამდეო...


              QUOTE
              ემალის თასი უზარმაზარი კი არ უნდა  და თუ თასი არ გექნება მოდიდო ქვაბი იყოს არა უშავს.

              რევიცი მეთქი 10 კილო უნდა ჩამეყარა და უზარმაზარი დაჭირდებათქო biggrin.gif

              Posted by: macaco-fast65 15 Oct 2009, 00:04
              anatoreli
              10 კილოს რომ მდუღარეში ჩაყრი დაცოტავდება.
              შენით რომ გააკეთებ უკეთესია,სხვა რამდენჯერ გაგიკეთებს. biggrin.gif

              Posted by: anatoreli 15 Oct 2009, 01:02
              macaco-fast65
              მართალია.....მაგრამ ეხლა გავიგე რო თურმე სხვასაც გაუკეთებია ჩემთვის,აბა ვნახოთ რომელი აჯობებს biggrin.gif

              Posted by: cesdeba 15 Oct 2009, 16:50
              კეთილო ხალხო,

              კომშის მურაბის რეცეპტი დამიდეთ ვინმემ გთხოვთ, და მიმითითეთ ასევე კვიტინის გამოყენება თU შემიძლია ამ შEმთხვევაში.

              მადლობა წინასწარ,

              Posted by: pleita 15 Oct 2009, 20:04
              ტაკს, გავაკეთე სოკოს მწნილი,მაგრამ ქილების მოტანა სულ მავიწყდება და დევს მაცივარში, ქვაბში,თავის წვენში უკვე 5 დღეა :/ გაფუჭდებოდა?გემო კარგი აქვს.. რა მნიშვნელობა აქვს ქილაში იდება თუ ქვაბში rolleyes.gif

              Posted by: OZI 15 Oct 2009, 20:12
              ისა და თევზის მწნილი თუ გიჭამიათ, გიჭამიათ რა ეხლა, თუ გინახიათ საერთოდ?
              წამაჭამა ჯგუფელმა თავი, გინდა თუ არა არსებობსო

              Posted by: auau 15 Oct 2009, 20:15
              pleita
              QUOTE
              გაფუჭდებოდა?გემო კარგი აქვს.. რა მნიშვნელობა აქვს ქილაში იდება თუ ქვაბში

              დამჟავებული სახი არცერთი პროდუქტი არ ფუჭდება

              Posted by: irinol-ka 15 Oct 2009, 20:48
              მეგობრებო ჩვეულებრივი მთელი წიწაკის და მთლიანი მწვანე პომიდვის წნილის გაკეთება მთხოვეს ჩემმა შვილებმა და კარგი რეცეპტი გამიზიარეთ, გთხოვთ user posted image
              მწვანე პომიდვრის სალათას და დაჭრილ წიწაკას ყოველ წელს ვაკეთებ ზეთით და ძმრით, მაგრამ მაინცდამაინც ისინი უნდათ, მე კი არასდროს გამიკეთებია და არ მინდა ჩამირბილდეს, კარგი ხრაშუნა რომ არის ისეთი მოსწონთ. წინასწარ გიხდით მადლობას user posted image

              Posted by: rtuli 15 Oct 2009, 21:19
              irinol-ka
              QUOTE
              მთლიანი მწვანე პომიდვის წნილის გაკეთება მთხოვეს ჩემმა შვილებმა

              მე ასე ვამზადებ :
              ვჭრი მწვანილს(ნიახურს,ოხრახუშს).მწარე წიწაკას თესლს ვაცლი და ვჭრი.ასევე ფირფიტებივით ვჭრი ნიორს.
              ავურევ ამას ყველაფერს.
              მკვახე პამიდორს შუაზე(არაბოლომდე)ვჭრი და ვტენი მწვანილის გულსართს.
              ვალაგებ ქილაში ფენებათ,ცოტას ,,დუშისტი,,პერეცას ვაყრი,დაფნას თითო ფოთოლს ვადებ,კამის ტოტებს და ვასხავ მარინადს:
              ვაDუღებ წყალს,ვამატებ მარილს+ძმარი (გემოვნებით შეანელე,ცოტა სიმლაშე რომ იგრძნობოდეს).
              ვასხავ მარინადს მწვანე პამიდვრებს და სიმძიმეს ვადებ.ველოდები დამჟავებას.

              Posted by: Miss_Nata 15 Oct 2009, 21:42
              rtuli
              უგემრიელესია მასეთი სახით მომზადებული პომიდვრის მწნილი, მომინდა 2kiss.gif

              Posted by: ninoma 15 Oct 2009, 22:18
              წიწაკის მწნილი
              მე ასე ვაკეთებ. მწვანე ტკბილი წიწაკა, ხმელი კამა, ალუბლის ფოთოლი, სიმინდის ქეჩეჩი.
              წიწაკას მოჭერით გაშავებული ყუნწები(ძირში არ მოაჭრათ, დაუტოვეთ ხელის მოსაკიდი). სადაც თესლებია იქ გამჭოლად შეჭერით დანით. თუ რამე სიშავე აქვს ისიც მოაჭერით და ფენა-ფენა ჩააწყეთ ჭურჭელში. წიწაკა. კამა, ალუბლის ფოთოლი და სიმინდის ქეჩეჩი. ბოლო ორი წიწაკას აყვითლებს. ცივ წყალში გახსენით მარილი(ცოტათი უნდა იკბინებოდეს, ანუ სიმლაშე იგრძნობოდეს) დაასხით წიწაკას, დააფარეთ მარლა და დაადეთ სიმძიმე.

              rtuli
              მასეთ პამიდორს თუ ჩააყოლებთ ფენა- ფენა სტაფილოს და ქონდრის ხმელ ღეროებს ზემოდან დაადებთ ძალიან მოუხდება.

              Posted by: Maykuna 18 Oct 2009, 12:29
              რა მინდა გკითხოთ გავაკეთე ყვავილოვანი და მწვანე პომიდვრის მწნილები მშვენიერი ხრაშუნა ყვავილოვანია, პომიდორს ცოტა ალია. ჰოდა ყვავილოვანმა თეთრი აპკი მოიგდო რაღაც არ მომწონს, წყალი საკმაოდ აქვს და რამეს ხომ არ მირჩევდით

              Posted by: rtuli 18 Oct 2009, 12:43
              Maykuna
              QUOTE
              ყვავილოვანმა თეთრი აპკი მოიგდო რაღაც არ მომწონს

              ეს ჩვეულებრივი მოვლენაა,თუ გაღიზიანებს მოხადე ცოტა.

              Posted by: frontushka 18 Oct 2009, 15:41
              rtuli
              QUOTE
              სიმძიმეს ვადებ.ველოდები დამჟავებას


              პლასტმასის ჭურჭელში შეიძლება მაგის გაკეთება?

              Posted by: rtuli 18 Oct 2009, 15:47
              frontushka
              QUOTE
              პლასტმასის ჭურჭელში შეიძლება მაგის გაკეთება?

              კი მე 10 ლიტრიანი პლასტმასის ჭურჭელი მაქვს განიერ ყელიანი და მაგაში ვდებ მწნილს.
              აი დღეს ბადრიჯნის მწნილის ჯერია smile.gif

              Posted by: frontushka 18 Oct 2009, 16:05
              rtuli
              QUOTE
              აი დღეს ბადრიჯნის მწნილის ჯერია


              კარგია? არ მიჭამია

              Posted by: rtuli 18 Oct 2009, 17:53
              frontushka
              QUOTE
              კარგია? არ მიჭამია

              უმაგრესია yes.gif
              მე ლინკს დაგიდებ,აქ ნაჩვენებია,ოღონდ მე ასე შუაზე არვჭრი ბადრიჯანს,მხოლოდ მუცელს უჭრი და მერე ვტენი ბოსტნეულს შიგნით და ნიახურის ტოტს ვახვევ გარშემო დავდებ მერე სურათსაც
              http://www.liveinternet.ru/community/1767220/post44176870/
              * * *
              frontushka
              QUOTE
              მხოლოდ მუცელს უჭრი და მერე ვტენი ბოსტნეულს შიგნით და ნიახურის ტოტს ვახვევ გარშემო დავდებ მერე სურათსაც

              აი ასე დავამზადე ბადრიჯნები და მარინადი დავასხი,მარინადსაც გემოვნებით ვამზადებ,ვადუღებ წყალს ვაყრი ცოტა საქარს+მარილს+ძმარს,ვაციებ და ვასხავ,ვდგავ გრილ ადგილას დასამწნილებლად yes.gif

              http://www.radikal.ru

              ზეთ(კახური,ნამდვილი,სურნელოვანი!) მოსხმული+ხახვ მოჭრილი უგემრიელესია up.gif

              Posted by: anatoreli 19 Oct 2009, 18:20
              macaco-fast65
              გავაკეთე წიწაკა ზეთში,ხოშიანი გამოვიდა...დიდი მადლობა 2kiss.gif biggrin.gif

              Posted by: domina333 19 Oct 2009, 19:16
              ყვავილოვანის მჟავე...........................

              Posted by: macaco-fast65 20 Oct 2009, 01:21
              domina333
              ხრახნიან ბანკებში აკეთებ ხო?რალამაზად გამოიყურება შენი მწნილი.

              Posted by: Peppi 20 Oct 2009, 01:26
              დღეს სოკოს ნარევის მჟავე გავაკეთეsmile.gif

              პ.ს. ჩემი პირველი პოსტია ამ თემაში.
              საერთოდ პირველად შემოვედი, მემგონი სულაც .. მეც მიკვირსsmile.gif

              Posted by: Peppi 20 Oct 2009, 01:38
              rtuli
              QUOTE
              აი ასე დავამზადე ბადრიჯნები

              რა ლამაზიაsmile.gif შეჭმა არც მოგინდება - დაგენანება . .
              მე ერთხელ გავსინჯე და რაღაც ის არ ვარგოდა ეტყობა - არ რბილდება? არადა, წესით გემრიელი უნდა იყვეს
              * * *

              პ.ს. აი, ესეც კიტრის "სწრაფი" მჟავე . .
              მარტივი რეცეპტია -
              1. 1 ლიტრი წყალი, 1 სადილის კოვზი მარილი, 1 სადილის კოვზი შაქარი; შავი წიწაკა, ნიორი, ნიახური, კამა, სხვადასხვა ხილის ხის ფოთლები, ვაშლი, კომშI, მალინა და ა.შ. ძმარი - 1 ჩაის კოვზი.
              2. კიტრი უნდა გაჩერდეს ცივ წყალში მინიმუმ 6 საათი, რომ შემდეგ მეზობლები დააფრთხოთ ჭამის დროს - ხმაურით, ანუ ხრატუნა რომ გამოვიდეს . .
              3. მოადუღეთ მარინადი ჩამოთვლილი მასალით;
              4. კიტრი ჩააწყვეთ ქილებშI , მწვანილიც ჩაუფინეთ და დაასხით ზემოდან მარინადი;
              5. დადგით 2-3 დღით მზეზე და შემდეგ 1 დღე მაცივარში გააჩერეთ.
              6. შემდეგ მიირთვით გემრიელადsmile.gif

              პ.ს.ს. თევზის მჟავეც აქ დავდო?

              Posted by: rtuli 20 Oct 2009, 11:25
              domina333
              QUOTE
              ყვავილოვანის მჟავე...........................

              რა ლამაზად გამოიყურებიან yes.gif

              macaco-fast65
              QUOTE
              ხრახნიან ბანკებში აკეთებ ხო?

              მეც მწნილებისთვის ხრახნიან ბანკებს ვიყენებ,ძალიან კარგატ ინახება მწნილები.

              Peppi
              QUOTE
              დღეს სოკოს ნარევის მჟავე გავაკეთე

              აი ვიზუალურად რა ლამაზია baby.gif
              გემრიელიც იქნება yes.gif
              QUOTE
              თევზის მჟავეც აქ დავდო?

              rolleyes.gif
              დადე აბა ერთი ჩაუწვდე smile.gif

              Posted by: miau 20 Oct 2009, 11:32
              გუშინ აუაუმ სოკოს მარინადი გააკეთა. დანარჩენი გაყინა და ველოდებით წვიმას, რატა კიდევ ერთხელ მოვაგროვოთ ეს სანუკვარი პროდუქტი ზამთრისთვის biggrin.gif
              * * *
              იქნებ სოკოს გაშრობაც მოვახერხოთ, ძალიან გემრიელია ეს ოხერი გამშრალი სოკო, განსაკუთრებით წვნიანებში sad.gif

              Posted by: Peppi 20 Oct 2009, 11:58
              rtuli
              QUOTE
              აი ვიზუალურად რა ლამაზია

              ხო იცი "თვალი ჭამს ჯერ" wink.gif

              როგორ მინდა ეგ ბადრიჯნის მჟავე ვცადო - "წაგჭამე ტვინი" რაა . .

              აქ პატარა ბადრიჯნები არ არის და დაჭრილი ისევე გემრიელი იქნება?, რაის ფიქრობ . . smile.gif

              Posted by: rtuli 20 Oct 2009, 12:44
              Peppi
              QUOTE
              აქ პატარა ბადრიჯნები არ არის და დაჭრილი ისევე გემრიელი იქნება?, რაის ფიქრობ . . 

              დაბალანშირება ჭირდება ბადრიჯნებს 5 წუთიანი.
              ის დიდები იქნება მანდ,შავები,ხორციანები, უთესლოები love.gif
              ტოლმის ვარიანტად რომ აქციო?
              ანუ ამოღრუტნო და ჩატენო გულსართი?
              მე ასე გავაკეთე:
              ჩავჭEრი,მდუღარეში 5 წუთით(მარილიანში) ვადუღე,დავწურე(წნეხი დავადე ცოტახნით) და გულსართით ამოვტენე(ნიორი,ოხრახუში,ცოტა კამა,მწარე წიწაკა,ნიახური შემოვახვიე(შენ დააჭერი გულსართს)).ხო დამავიწყდა კოწახურის მარცვლებიც ჩავყარე გულსართში smile.gif .

              Posted by: hirondelle 20 Oct 2009, 13:03
              miau
              QUOTE
              ძალიან გემრიელია ეს ოხერი გამშრალი სოკო, განსაკუთრებით წვნიანებში

              yes.gif
              მაგისგან ბევრად უფრო გემრიელი სოკოს სუფი გამოდის love.gif

              Posted by: miau 20 Oct 2009, 14:00
              rtuli
              QUOTE
              დაბალანშირება


              ანუ დათუთქვა, თუ მაინცადამაინც - ბლანშირება biggrin.gif 2kiss.gif

              Posted by: domina333 20 Oct 2009, 14:59
              macaco-fast65
              QUOTE
              ხრახნიან ბანკებში აკეთებ ხო?რალამაზად გამოიყურება შენი მწნილი.

              გმადლობ,
              ხრახნიანია კი.......
              rtuli
              QUOTE
              რა ლამაზად გამოიყურებიან

              გმადლობ , ყვავილოვანი პირველად გავაკეთე და გემრიელი გამომივიდა.........


              ბროწეულის წვენი როგორ შევინახო?
              რეცეპტი ვერსად ვნახე............ rolleyes.gif

              Posted by: Peppi 20 Oct 2009, 18:26
              rtuli
              QUOTE
              მე ასე გავაკეთე:

              ჭკვიანურიაsmile.gif
              მასე ვიზავsmile.gif

              დღეს უკვე ვიყიდე რაღაცეები, ვითომ ბადრიჯნის და ყაბაყის მჟავე უნდა გამეკეთებინა, მაგრამ
              ნამცეცა ბრიუსელის კომბოსტოები და ბოლქ ძირხვენიანი ნიახური გაიჩითა და იმათკენ წამძლია სულმაsmile.gif
              იმედია ამ საღამოს მოვახერხებ ჩადებას

              Posted by: Maykuna 21 Oct 2009, 10:03
              სიმინდის ფუჩეჩს იყენებენ მჟავეებში და მაინტერესებს რომელ მჟავეებში შეიძლება და რა დანიშნულება აქვს თუ გამოგიყენებიათ ვინმეს

              Posted by: kokogorgo 21 Oct 2009, 16:10
              Maykuna
              QUOTE
              სიმინდის ფუჩეჩს იყენებენ მჟავეებში და მაინტერესებს რომელ მჟავეებში შეიძლება და რა დანიშნულება აქვს თუ გამოგიყენებიათ ვინმეს


              სიმინდის ფუჩეჩი, მე გამოვიყენე წიწაკის მწნილში და შედეგით კამაყოფილივარ.

              Mწნილი გამოვიდა ქარვასავით ყვითელი. გემოც მშვენიერი.

              Posted by: domina333 21 Oct 2009, 16:45
              ბროწეულის წვენი როგორ შევინახო? რეცეპტი მინდა rolleyes.gif rolleyes.gif

              Posted by: tasikuna-taso 21 Oct 2009, 16:51
              QUOTE
              ბროწეულის წვენი როგორ შევინახო?


              გამოწურე ბროწეული. თითო ლიტრ წვენზე დაამატე თითო აბი ასპირინი, ჩაასხი ბოთლებში და მჭიდროდ თავდაცობილი შეინახე გრილ ადგილას.

              Posted by: amadeus 21 Oct 2009, 16:57
              tasikuna-taso
              QUOTE
              თითო ლიტრ წვენზე დაამატე თითო აბი ასპირინი


              უებარია თავის ტკივილის დროს

              givi.gif

              Posted by: domina333 22 Oct 2009, 13:13
              tasikuna-taso
              QUOTE
              გამოწურე ბროწეული. თითო ლიტრ წვენზე დაამატე თითო აბი ასპირინი, ჩაასხი ბოთლებში და მჭიდროდ თავდაცობილი შეინახე გრილ ადგილას.

              მოდუღება და სტერილიზაცია , საჭირო არ არის?

              Posted by: tasikuna-taso 22 Oct 2009, 15:49
              [quote]მოდუღება და სტერილიზაცია , საჭირო არ არის? [/quote
              არ უნდა. ასპირინი ინახავს და არ ფუჭდება. გემოც არ ეცვლება

              Posted by: domina333 22 Oct 2009, 17:40
              tasikuna-taso
              საინტერესოა.... rolleyes.gif

              გმადლობ........2kiss.gif

              Posted by: kozet 23 Oct 2009, 12:32
              არასდროს გამიკეთებია ფეიხოას კომპოტი და ახლა ვაპირებ. გამოცდილო კულინარებო რამე განსაკუთრებული მითითება ან რჩევა თუ შეგიძლიათ მომცეთ, თუ ჩვეულებრივ დავასხა წყალი და მოვხარშო?

              Posted by: ninoma 23 Oct 2009, 16:10
              kozet
              ჩვეულებრივად კეთდება ფეიხოას კამპოტი. ძალიან არომატული და გემრიელი გამოდის.

              Posted by: kozet 23 Oct 2009, 16:36
              ninoma
              გავაკეთე, მაგრამ ცოტა ვინანე, რამე სხვა ხილიც უნდა შემერია ალბათ. რაღაცნაირი მძაფრი გემო აქვს, ბევრს რომ ვერ დალევს ისეთი, ანუ ცუდი კი არ არის, უბრალოდ არატრადიციული გემო აქვს biggrin.gif

              Posted by: მონიკა 23 Oct 2009, 16:44
              kozet
              QUOTE
              არასდროს გამიკეთებია ფეიხოას კომპოტი და ახლა ვაპირებ. გამოცდილო კულინარებო რამე განსაკუთრებული მითითება ან რჩევა თუ შეგიძლიათ მომცეთ, თუ ჩვეულებრივ დავასხა წყალი და მოვხარშო?

              კანიანი თუა ცოტა უნდა ჩაყარო ან გაფრცქვნა (სასარგებლო მინერალები კი კანშია, ვიტამინებს კი მაინც არ შეინარჩუნებს). ყველა შემთხვევაში ფეიხოა ბევრი არ უნდა იყოს და მერე გაზავება დიდ შედეგს არ მოგცემს.

              Posted by: ninoma 23 Oct 2009, 17:05
              როცა გახსნით, სხვა კომპოტს გადაურიეთ და არ ინანებთ.

              Posted by: hirondelle 23 Oct 2009, 20:39
              გადასარევია ფეიხოას კომპოტი მართლაც, ოღონდ ცოტა ნაკლები შაქარი და მეტი წყალი თანაც ცივია მისწრება
              ჩემი საყვარელი კომპოტების სამეულში გადის მარწყვის და პაპაიას კომპოტებთან ერთად
              მიყვარს არომატული და არატკბილები მაინცდამაინც

              Posted by: macaco-fast65 24 Oct 2009, 10:33
              kozet
              მე გათლილს ვაკეთებ და ისეთი გემრიელი გამოდის რომ რა ვიცი .არომატულია და სასარგებლო.
              შენი კომპოტი ჯერ ალბათ ახალი გაკეთებული რომაა იმიტომ მოგეჩვენა მძაფრი გემო,დააცადე გაუჯდეს შაქარი და წვენი თვითონ ნაყოფს და კარგი იქნება.

              Posted by: kozet 24 Oct 2009, 11:07
              macaco-fast65
              QUOTE
              მე გათლილს ვაკეთებ და ისეთი გემრიელი გამოდის რომ რა ვიცი .არომატულია და სასარგებლო.
              შენი კომპოტი ჯერ ალბათ ახალი გაკეთებული რომაა იმიტომ მოგეჩვენა მძაფრი გემო,დააცადე გაუჯდეს შაქარი და წვენი თვითონ ნაყოფს და კარგი იქნება

              მეც გათლილი გავაკეთე. გემო კარგი აქვს, ცუდი კი არა, რომ სვამ გსიამოვნებს, მაგრამ როგორც კი ტუჩიდან მოვიშორებ და ბოლო ყლუპს ჩავყლაპავ პირში მრჩება რაღაც უცნაური გემო, დამწვარი შაქრის გემოს გავს თითქოს

              Posted by: tasikuna-taso 26 Oct 2009, 16:53
              რაც შეიძლება დიდები და პუტკუნები შეარჩიეთ და არაჩვეულებრივი გამოვა

              Posted by: macaco-fast65 26 Oct 2009, 19:16
              tasikuna-taso
              კი,მე მსხვი-მსხვიებს ვყიდულობ,გასათლელადაც ადვილია და კარგი გამოდის. yes.gif

              Posted by: Peppi 26 Oct 2009, 23:58
              ნიახურის ძირხვენისა და ბრიუსელის კომბოსტოს მწნილი

              ნიახურის ბოლქვი - 1 ცალი;
              წყალი - 600 მლ.ლ;
              ძმარი 9 %-ანი - 1 ჭიქა;
              მარილი - 1 სადილის კოვზი;
              შაქარი - 1 სადილის კოვზი;
              დაფნის ფოთოლი;
              შავი პიპლიპი - 15 კაკალი;
              ნიახურის ფოთლები;
              კამა - 1 კონა;
              ნიორი - 8 კბილი.

              მომზადება:

              1. ნიახურის ბოლქვი გაასუფთავეთ, გარეცხეთ დაჭერით კუბებად. გარეცხეთ კომბოსტოები;
              2. წყალში გააზავეთ მარილი და შაქარი, ჩაუშვით დაფნის ფოთოლი, შავი პილპილი, ნიახურისა და კამის ფოთლები, ნიორი;
              3. დადგით ცეცხლზე და ადუღეთ დაახლოებით 10 წუთი, შემდეგ ჩაუშვით ნიახური და კომბოსტო და გააჩერეთ დაახლოებით 4-5 წუთი, ძალიან არ ჩარბილდეს;
              4. გადმოდგით ცეცხლიდან და ჩაალაგეთ ქილებში. ჯერ ცოტა მწვანილი მოაფინეთ ქილის ფსკერზე და შემდეგ ჩაუშვით ბოსტნეული, ბოლოს ისევ მწვანილით გადაფარეთ;
              5. დაასხით მდუღარე მარინადი, გააცივეთ და დადგით ნათელ ადგილას 2-3 დღე. შემდეგ შედგით 1 დღით მაცივარში, რომ საჭმელად ვარგისი და გემრიელი იყვეს;
              5.1. თუ ზამთრისთვის აპირებთ შენახვას - მაშინ, მარინადის დასხმის შემდეგ ქილებს გაუკეთეთ სტერილიზაცია 95 გრადუსზე. ნახევარ ლიტრიან ქილებს 20 წუთით, ლიტრიანებს - 25 წუთით;
              6. ამ რაოდენობის ბოსტნეული საკმარისია 1 ლიტრიანი ქილისთვის.

              Posted by: radiology 27 Oct 2009, 09:54
              კომშის მურაბა როგორ გავაკეთო?

              Posted by: radiology 28 Oct 2009, 16:40
              ამასობაში დალპა კომშიbiggrin.gif

              გმადლობთ ოპერატიულობისთვისbiggrin.gif

              Posted by: nadin 28 Oct 2009, 17:30
              radiology
              QUOTE
              კომშის მურაბა როგორ გავაკეთო?

              კომში 1 კგ
              შაქარი 1 კგ
              წყალი2 ჭიქა
              კომში გარეცხე კარგად, გაფცქვენი და დაჭერი სასურველ ნაჭრებად. აადუღე წყალი და ჩაყარე შიგ კომშის ნაჭრები, დაახლოებით 3-5 წთ, ამოალაგე კომში თუშფალანგზე. კომშის ნახარში წყალი გადაწურე, რა რაოდენობაც დაგჭირდება ნახარში (2 ჭიქა ერთ კგ კომშზე) ჩაყარე საჭირო ოდენობის შაქარი და მოხარშე სიროფი. ცხელშივე ჩაყარე მომზადებული კომში და ნელ ცეცხლზე დადგი. მიიყვანე ადუღებამდე და გადმოდგი. გააჩერე სანამ არ გაცივდება. ასე გააკეთე ორჯერ, მერე კი მიიყვანე მზადყოფნამდე.
              შეგიძლია მოამზადო ჯემიც, ან მარტო კომში, ან ანტონოვკა და კომში, კარგია მსხალთან ერთადაც.

              Posted by: radiology 28 Oct 2009, 20:23
              nadin
              მადლობა smile.gif

              Posted by: rtuli 3 Nov 2009, 22:45
              ლეჩო

              4 კგ. ბულგარული წიწაკა(სხვადასხვა ფერის)
              დასუფთავებული და დაჭრილი 1 სმ.სისქის მოგრძო ზოლებათ.

              მარინადი:
              2 ლიტრა ტომატის სოუსი(მე ტომატ პასტა შევიძინე და წყლის დამატების მიხედვით დავამსგავსე სოუსს).
              200მლ.ზეთი
              200 მლ.ძმარი
              200 გრ. შაქარი
              2 ს.კ.პაპრიკა
              ცხარე წიწაკა გემოვნებით და მარილიც გემოვნებით.

              წამოვადუღოთ ტომატის მასა და ჩავყაროთ ბულგარული წიწაკა,ვადუღოთ 10-15 წუთის განმავლობაში(თან ამოურიეთ).
              მოვამზადოთ გასტერილებული ქილები და ჩავასხატ ჯერ მხოლოდ წიწაკები და მერე ზემოდან შევავსოთ ტომატის წვენით.შევინახოთ გრილ ადგილას.

              ტომატის მასა არ არის ზალიან ბევრი ამიტომ ორად გავყავი და ისე ვხარშე,ჯერ ერთი ნაწილი და ქილებში ნახვრეტებიანი კოვზით ვალაგებდი ბულგარულებს და მერე თავზე ვამატებდი სოუს.
              დარჩენილ ტომატის სოუსში მეორე ნაწილი მოვხარშოთ.

              მე ზუსტად მეყო ტომატის სოუსი yes.gif
              http://www.radikal.ru

              Posted by: amadeus 3 Nov 2009, 22:52
              ერთი აზრი მომივიდა biggrin.gif

              რაც შეიძლება ბევრი კონსერვები გააკეთეთ კულინარებო, მერე თითო ოროლა მომიკითხეთ,
              მე დეგუსტაციას მოვაწყობ და შედეგებს და აღფრთოვანებებს აქ დავწერ.

              როგორია ა?


              gigi.gif

              rtuli
              QUOTE
              ლეჩო


              ერთადერთი რაშიც მიყვარს ბურგალური ეს ლეჩოა. ჩემი მეგობრის დედა ამზადებს ძალიან კარგს.
              ნუ არც დედაჩემი აკეთებს ცუდს, მაგრამ იმის გაკეთებული პირველად გავსინჯე და მის მერე სულ ლეჩო მიდგას თვალწინ.
              ასე რომ თქვენ მაგ სურათით მომკალით მადამ cry.gif

              Posted by: rtuli 3 Nov 2009, 22:59
              amadeus
              QUOTE
              ერთადერთი რაშიც მიყვარს ბურგალური ეს ლეჩოა

              QUOTE
              მერე თითო ოროლა მომიკითხეთ,

              biggrin.gif yes.gif

              Posted by: buttercup 4 Nov 2009, 16:47
              rtuli


              ლეჩოს სტაფილო არ უნდა? მახსოვს ბებიაჩემი აკეთებდა რაღაც მსგავსს, ოღონდ სტაფილოს დამატებით. უბრალოდ "ლეჩო" თუ ერქვა არ ვიცოდი smile.gif

              Posted by: rtuli 4 Nov 2009, 19:52
              buttercup
              QUOTE
              ლეჩოს სტაფილო არ უნდა?

              ორიგინალს არუნდა,თორე შეგიძლია დაამატო.
              მე დღეს კიდე შევიძინე ბულგარული და უნდა დამატებით მოვამზადო.
              ბავშვები ,,ვითომ,, არმიირთმევდნენ ბულგარულს მაგრამ,დღეს მეორე ქილა გახსნეს smile.gif

              Posted by: miau 4 Nov 2009, 20:38
              rtuli
              QUOTE
              ბავშვები ,,ვითომ,, არმიირთმევდნენ ბულგარულს მაგრამ,დღეს მეორე ქილა გახსნეს


              დაანებე შენ ბავშვებს თავი, თავად ამბობენ - ჯერ გააკეთებს და მერე - რატომ სუქდებითო? biggrin.gif




              Posted by: catherina_10 6 Nov 2009, 17:56
              ვაშლის აჯიკა


              2 კგ. პამიდორი
              1 კგ. ვაშლი
              1 კგ, სტაფილო.
              1 კგ. ხახვი.
              300 გრ. ნიორი
              400 გრ ზეთი
              და მარილი გემოვნებით

              ინგრედიენტებს გავატარებთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავამატებთ ზეთს და მარილს, დავდგავთ ცეცხლზე, 35 წუთი უნდა იდუღოს და ჩავასხავთ ქილებში და სტერილიზაციას გავუკეთებთ და მოვხუფავთ
              პ.ს. ჩვენ ცხელცხელი ჩავასხით წინასწარ გასტერილებულ ქილებში და ისე მოვხუფეთ, მგონი არ უნდა აფეთქდეს. ვაშლი არ უნდა იყოს ძალიან ტკბილი

              Posted by: tasikuna-taso 6 Nov 2009, 19:27
              QUOTE
              ვაშლის აჯიკა



              რაოოოო? დედაჩემმა არ წაიკითხოს თორე გააკეთებს.
              * * *
              QUOTE
              2 ს.კ.პაპრიკა


              ეს რა არის?


              Posted by: xanka 9 Nov 2009, 11:48
              http://www.radikal.ruთქვენი რეცეპტით გავაკეთე.

              Posted by: rtuli 9 Nov 2009, 19:18
              tasikuna-taso
              QUOTE
              2 ს.კ.პაპრიკა



              ეს რა არის?

              წითელი წიწაკის სახეობაა,ოღონდ ტკბილია smile.gif

              Posted by: Johnnie Walker 9 Nov 2009, 21:09
              ვინმემ ხომ არ იცით, როგორ კეთდება ასეტრინის მარინადი?

              ჩემი დიდი ბები აკეთებდა, ნინა.... ფანტასტიკურად გემრიელი რამ იყო, მაგრამ გემოსა და ვიზუალური შთაბეჭდილების გარდა, არაფერი მახსოვს biggrin.gif

              ბაქოელი ძმაკაც მყავს, ამ ზამთარს ჩემტან ჩამოდის 1 კვირით და საჩუქრედ რა ჩამოგიტანო, შენ თვითონ მითხარი, ასე მირჩევნიაო. ხოდა ალბათ ვეტყვი, რომ ასეტრინა ჩამოიტანოს, მაგრამ მისი ხელგაშლილობა რომ ვიცი, აიღებს და ერთ მთლიან ასეტინას ჩამომიტანს ხოდა ნაწილი მინდა დავამარინადო smile.gif

              აბა, ფორუმელო ტკბილო ბიცოლებო, რას მომიჯადოქრებთ ამ თემაზე?

              თან მინდა თქვენი, შინაური, თორემ გატოვიმ.რუ-ზე მეც ადვილად გავდივარ smile.gif
              * * *
              rtuli
              QUOTE
              ლეჩო

              აუ, როგორ მიყვარს და დიდი მადლობა biggrin.gif

              მე მაგის მჩალიჩებელი არა ვარ, მაგრამ ვეტყვი ჩემს მონაპოვარს lol.gif

              Posted by: miau 9 Nov 2009, 22:11
              Johnnie Walker
              QUOTE
              ჩემი დიდი ბები აკეთებდა, ნინა.... ფანტასტიკურად გემრიელი რამ იყო, მაგრამ გემოსა და ვიზუალური შთაბეჭდილების გარდა, არაფერი მახსოვს


              biggrin.gif არ ვიცი რა არის და როგორია ეგ მარინადი, მაგრამ ერთი არც თუ სასიამოვნო ამბის შესახებ, მაგრამ ამასთან ძალიან სასაცილო ამბავი მახსენდება:

              პაპაჩემის ქელეხის შემდეგ დიდი რაოდენობით დაგვრჩა ყველაფერი, ყოველ კვირას დიდი სუფრა იყო გაშლილი სახლში (თითო-ოროლა სტუმარი ისედაც ყოველდღე დადის biggrin.gif ) და ასე ქეიფ-ქეიფით მივედით ორმოცამდე (პაპა ძალიან მხიარული კაცი იყო და დაებედა აშკარად biggrin.gif )... ბებიამ მოხარშული ასეტრინა ჩადო მარინადში, რატა არ გაფუჭებულიყო და ორმოცამდე მივირთმევდით. biggrin.gif
              გემრიელი იყო ძალიან, თუ გაინტერესებს, აუაუს ვეტყვი და დაწერს biggrin.gif

              Posted by: Johnnie Walker 10 Nov 2009, 00:02
              miau
              QUOTE
              ასე ქეიფ-ქეიფით მივედით ორმოცამდე

              lol.gif
              QUOTE
              ბებიამ მოხარშული ასეტრინა ჩადო მარინადში, რატა არ გაფუჭებულიყო

              ხო, ძალიან მაინტერესებს იმიტომ, რომ რაღაც ეგრე გამიგონია, რომ ეგ ნაღდი ასერტინა უნდა იყოს, წესით, რგოლებიანი. თან პრინციპში მახსოვს, რომ მოხარშული სტაფილო ფიგურირებს იქ და ძმარი, ცხადია, დუშისტი პერიცაც, მაგრამ რა სახით - აზრზე არა ვარ smile.gif

              იმიტომ, რომ ბუნდოვნად, ეგეც მახსოვს: ჩემი დიდი პაპას ქელეხში (ძალიან პარატა ვიყავი, სადღაც 7-8 წლისა, - აი საიდან ჩემი კულინარული ინტერესები! lol.gif) "მარინოვანი ასეტრინა" თითქოს უკვე ქილებიდან ამოიღეს-სავით, სადაც მანამდე შენახული იყო.

              ხოდა ეგ ჩამარინადების და შენახვის მომენტი მაინტერესებს biggrin.gif

              Posted by: TAMTAD 13 Nov 2009, 15:48
              გამარჯობა. ხომ ვერ მეტყოდით როგორ მოვამზადო ხურმის და კარალიოკის ჩირი? ძალიან ბევრი მაჩუქეს, მეც დავარიგე, მაგრამ იმდენი დარჩა, ამის მომრევი არაა ჩემი ოჯახი და გასაფუჭებლად ნამდვილად მენანება. და კიდევ ერთი კითხვა, ბროწეულის წვენის შესანახად რომელი ასპირინია საჭირო? user.gif keh.gif

              Posted by: annak 13 Nov 2009, 16:02
              TAMTAD
              QUOTE
              გამარჯობა. ხომ ვერ მეტყოდით როგორ მოვამზადო ხურმის და კარალიოკის ჩირი?

              უნდა გათალოთ( კანი მოაცალოთ) შემდეგ ყუნწებით თოკზე აასხათ და აივანზე გაფინოთ. შეგიძლიათ ზემოდან მარლაც გაადააფაროთ.

              Posted by: rtuli 13 Nov 2009, 16:09
              TAMTAD
              QUOTE
              ბროწეულის წვენის შესანახად რომელი ასპირინია საჭირო? 

              ჩვეულებრივი აცეტილსალიცილის მჟავა smile.gif

              Posted by: TAMTAD 15 Nov 2009, 01:13
              მადლობ დახმარებისთვის და ყურადღებისთვის.. 2kiss.gif უკვე შევუდექი საქმეს იმედია გამომივა... smile.gif 2kiss.gif

              Posted by: irinol-ka 15 Nov 2009, 10:36
              მოკლედ გავაკეთე "ლეჩო" rtuli-ს რეცეპტით და ისეთი გამოვიდა ვინც გასინჯა სასწრაფოდ ჩაიწერა რეცეპტი და იმავე ტემპით გააკეთაhttp://smajliki.ru/smilie-542895207.html
              უგემრილესი გამოვიდა მარტო ბულგარულითაც და სტაფილოსთან ერთადაცhttp://smajliki.ru/smilie-168719559.html


              დიდი მადლობა rtuli-ს და forum.ge-ს user posted image

              Posted by: rtuli 15 Nov 2009, 12:46
              irinol-ka
              QUOTE
              უგემრილესი გამოვიდა მარტო ბულგარულითაც და სტაფილოსთან ერთადაც

              სასიამოვნოა რომ მოგეწონათ smile.gif

              ჩემი შვილები არწამდნენ ბულგარულს ფაკტიურად,მაგრამ ლეჩოს მშვენივრად მიირთმევენ,ძალიან მოეწონათ.

              ისე, პიცას მინდა დავადო ერთხელ ეგ ბულგარულები,მგონი მოუხდება.

              Posted by: Varvara 15 Nov 2009, 22:05
              rtuli

              ლეჩო სტერილიზაცის გარეშე არ გამოვა? ზემოდან ზეთი რომ მოასხა მაგალითად.

              Posted by: rtuli 15 Nov 2009, 22:12
              Varvara
              QUOTE
              ლეჩო სტერილიზაცის გარეშე არ გამოვა? ზემოდან ზეთი რომ მოასხა მაგალითად.

              რათუნდა სტერილიზაცია.მხოლოდ ადუღებული ლეჩო(ქაფქაფა)სტერილურ ბანკებში ჩაასხი და ეგ არის.
              ტომატის სითხე არც ისე ბევრი აქვს ამიტომ,ჯერ ბულგარულებით ვტენით(მე ნახვრეტიანი კოვზი მაქვს,რაც გაუვა სიტხე საკმარისია )მერე ტომატის საწებლით შეავსებ ზემოდან და მოხუფავ.

              Posted by: Varvara 16 Nov 2009, 00:44
              rtuli

              ეტყობა კარგად არ წავიკითხე რეცეპტი. გმადლობთ smile.gif

              Posted by: annak 16 Nov 2009, 11:33
              TAMTAD
              QUOTE
              უკვე შევუდექი საქმეს იმედია გამომივა...


              იმედია სწორად აგიხსენი smile.gif smile.gif
              აი სპეციალურად შენთვის გადავუღე აივანზე ჩვენს ხურმას

              http://www.radikal.ru

              http://www.radikal.ru


              Posted by: Maykuna 22 Nov 2009, 10:54
              QUOTE
              აი სპეციალურად შენთვის გადავუღე აივანზე ჩვენს ხურმას

              და რამდენი დრო ჭირდება სასურველ შედეგამდე მიყვანას?

              Posted by: elene 775 24 Nov 2009, 23:45
              ნიგვზიანი მწვანე პომიდორი როგორ გავაკეთო ქალბატონებო ?

              Posted by: rtuli 25 Nov 2009, 22:37
              დღეს ჩავდე კომბოსტოს მწნილი და ერთ კვირაში მზად იქნება smile.gif
              ვაშლები მქონდა წვრილები და დავამატე,ძალიან უხდება .

              http://www.radikal.ru

              Posted by: mzi 26 Nov 2009, 10:40

              QUOTE
              დღეს ჩავდე კომბოსტოს მწნილი და ერთ კვირაში მზად იქნება smile.gif ვაშლები მქონდა წვრილები და დავამატე,ძალიან უხდება .

              რა ლამაზად გამოიყურება love.gif ყველა ალბათ თავისებურად აკეთებს, მაგრამ თქვენი ყველაფერი მაინტერესებს

              Posted by: annak 27 Nov 2009, 13:05
              Maykuna
              QUOTE
              და რამდენი დრო ჭირდება სასურველ შედეგამდე მიყვანას?

              ამინდზეა დამოკიდებული, თუ თბილა დაახ. 1 კვირა ან ცოტა მეტი ჭირდება.
              ეხლა უკვე ისეთი სიცივეებია მგონი აღარ ღირს გაკეთება.
              rtuli
              QUOTE
              ვაშლები მქონდა წვრილები და დავამატე,ძალიან უხდება .

              პირველად გავიგე smile.gif smile.gif
              ძალიან მიყვარს კომბოსტოს მწნილში ჩადებული ჭარხლის გემო.

              Posted by: kardinali 1 Dec 2009, 20:30
              თქვენ რა მითხარით თუ იცით, სელიოტკის შენახვა თუ შეიძლება ხახვით შეკაზმული

              Posted by: აჯიკა 16 Dec 2009, 20:05
              მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში დიდი საყვედრი მაქვს ყოველ თქვენგანთან, იმიტომ რომ ამ განყოფილებაში რომ შემოვდივარ ისეთ გემრიელ რამე რუმეებს ვკითხულობ რომ გონებას ვკარგავ ხოლმე და გათიშულს რომ მპოულობენ სასწრაფოს უძახებენ. მაგრამ გპატიობთ (ძალიან მიმტევებელი ვარ)

              ახლა რა მაინტერესებს: როგორ მზადდება კომბოსტოს მწნილი? აი ის, სტაფილო და კომბოსტო რომ არის ხოლმე ორივე დაჭრილი და დამწნილებული? რამდენი ხანი ჭირდება მომზადებას? და მეორე რომაა წითელი კომბოსტო ის როგორღა უნდა მოვამზადო?


              Posted by: marilis 16 Dec 2009, 20:22
              კომბოსტო უნდა დაჭრა, ოდნავ დაბეგვო, მოაყარო მარილი, გახეხილი სტაფილო და პილპილი. წითელი თუ გინდა, ჭარხალს დაამატებ და ეგაა.
              დრო უნდა ოღონდ დამწნილებას, რამდენი, არ მახსოვს
              კიდევ, წყალი არ დაასხა, საზარელი გემო რომ აქვს ხოლმე მწნილებს, იმისი ბრალია, რომ წყალს ასხამენ, თავისივე წვენს გამოუშვებს

              რა დრო დამიდგა, რეცეპტებს ვიძლევი! givi.gif

              Posted by: ninoma 17 Dec 2009, 00:15
              აჯიკა
              QUOTE
              როგორ მზადდება კომბოსტოს მწნილი?

              კომბოსტო დაჭერი წვრილად. სტაფილო გახეხე, დააყარე მარილი და ნაზად ასრისე.
              მინის ან ემალის ჭურჭელში ჩატენე და ფენა-ფენა ჩააყოლე დაფნის ფოთოლი და პილპილის მარცვლები.
              კარგად დატკეპნე, რომ თავისივე წვენი მოადგეს.
              პროპორცია უნდა აიღო კომბოსტოს ზომის მიხედვით. საშუალო ზომის კომბოსტოს 2-3 სტაფილო.

              წითელი კომბოსტოს მწნილი
              კომბოსტო დაჭერი 4 ან 6 ნაწილად. გააჩნია რა ზომისაა კომბოსტო.
              ჩაალაგე ჭურჭელში ასეთი მიმდევრობით.
              პირველი ფენა კომბოსტო
              მეორე ფენა, თხლად დაჭრილი ჭარხალი
              მესამე-დაჭრილი ნიორი
              მეოთხე ორად გადაჭრილი ნიახური, შემდეგ მოაფრქვიე ცოტა შაქრის ფხვნილი.ასე გაიმეორე ბოლომდე.
              აადუღე წყალი,ჩაყარე დაფნის ფოთოლი, წიწაკა, მარილი, ხმელი კამა(ეს თუ გინდა ფენა-ფენა ჩაამატე).მარილწყალი უნდა იყოს ცოტათი მლაშე
              მდუღარე დაასხი ფენებად ჩაწყობილ კომბოსტოს. ზემოდან დაადე სიმძიმე ისე,რომ წყალმა კარგად დაფაროს და შეფუთე ერთი დღე და ღამე

              Posted by: აჯიკა 17 Dec 2009, 02:31
              marilis
              ninoma

              და რამდენი ხანი უნდა დამწნილებას? რა ტემპერატრაში უდნა მქონდეს?

              Posted by: ninoma 17 Dec 2009, 02:54
              დაჭრილი სამი დღე გქონდეს ოთახის ტემპერატურაზე. როგორც კი შემჟავდება სიგრილეში დადგი. მე მაცივარში ვდგამ.
              კარგი იქნება, თუ ხის ჩხირით ჩაჩხვლიტავ.
              წითელიც ოთახის ტემპერატურაზე და როგორც კი შემჟავდება, ეგეც სიგრილეში. ამას ცოტა მეტი დრო უნდა დასამჟავებლად.
              სიგრილეში იმიტომ, რომ არ გადამჟავდეს.

              Posted by: rockataka 4 Jan 2010, 20:45
              ფეიხოს კომპოტი როგორ კეთდება? და როგორ და რა პირობებში უნდა შევინახო? baby.gif

              Posted by: rockataka 5 Jan 2010, 11:50
              არავინ იცით?

              --------------------------------

              Posted by: Maykuna 5 Jan 2010, 13:46
              QUOTE
              არავინ იცით?


              წინა გვერდებზე დევს

              Posted by: Marie Menard 24 Jan 2010, 23:54
              ხომ არ იცით, როგორ მზადდება გარგრის ჩირი? ზაფხულში ვცადე და ერთიანად ჩაშავდა, თითქმის ბოლომდე ”დაიწვა”. სოფელში მზის გულზე დავაწყე დათლილი, კურკაგამოცლილი ნაყოფი, რამდენიმე დღეში კი ეს შედეგი მივიღე.
              * * *
              ისე, ქიშმიშის დამზადების წესიც მაინტერესებს (სახლის პირობებში).

              Posted by: macaco-fast65 25 Jan 2010, 19:56
              rockataka
              ფეიხო გათალე ,ჩაყარე ბანკებში,დააყარე შაქარი,დაასხი წყალი და გაასტერილე.შენახვას არაფერი განსხვავებული და განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება,.ჩვეულებრივ დადე სადაც სხვა კომპოტებს ინახავ.

              Posted by: likaberaia 27 Jan 2010, 11:13
              ფეიხო დარეცხეთ და მოაჭერით ბოლოები.3 ლ ქილაში ჩაყრეთ ქილის მესამედი ფეიხო,დაასხით სავსე მდუღარე წყალი,დაახურეთ ხუფი(არ მოხუფოთ),დააფარეთ ზემოდან პირსახოცი(ან რაც გინდათ)და ასე გააცივეთ.შემდეგ გადმოუწურეთ წყალი,დაამატეთ2–3 ჩ/ჭ შაქარი(გემოვნების მიხედვით)და წამოადუღეთ,ცხლადვე დაასხით ფეიხოს და მოხუფეთ.გადმოაბრუნეთ თავდაღმა,შეფუთეთ და გაცივების შემდეგ სადაც გსურთ იქ შეინახეთ,ძვრა არ ექნება.ფეიხოც ცოცხალივით ხრაჭუნა რჩება.
              პ.ს.საერთოდ ფეიხო თერმული დამუშავებისას კარგავს იოდს,მაგრამ ამ მეთოდით გაკეთებულს ც ვიტამინს შეუნარჩუნებთ.ისე,ცოცხალი რომ გააკეთოთ,გატარებული,და მერე წყალთან ერთად ბლენდერში გათქვიფოთ,არაჩვეულებრივი გამაგრილებელი სასმისი გამოდის,ზაფხულში უკეთესს რას დალევთ(სტუმრებს ცოტა არაყს და ყინულსაც ვუმატებ,კოქტეილი რა... biggrin.gif wink.gif wink.gif)

              Posted by: Letakhizi 13 Feb 2010, 02:55
              როგორ კეთდება ან სად შეიძლება ყიდვა?

              Posted by: auau 13 Feb 2010, 21:07
              Letakhizi
              QUOTE
              როგორ კეთდება ან სად შეიძლება ყიდვა?

              უნდა მოხარშო yes.gif

              Posted by: August 13 Feb 2010, 21:25
              Letakhizi
              QUOTE
              როგორ კეთდება ან სად შეიძლება ყიდვა?


              ჯერ ადრეა, რადგან ფიჭვის მწვანე გირჩა ივნისის დასწყისში იკრიფება ( მაშინ არის დამტვერვის პერიოდი და ამითაც არის სასარგებლო). დაიჩხვლიტება და 1:2 შაქარი დაეყრება, წყალი 1 კგ გირჩაზე 1ჩ/ჭიქა.

              Posted by: fiamifero 13 Feb 2010, 23:52
              რამე სამკურნალო დანიშნულება აქვს თუ რა გაჭირვებაა გირჩები რომ არ ვჭამოთ? spy.gif

              Posted by: Utopian 13 Feb 2010, 23:56
              QUOTE
              რამე სამკურნალო დანიშნულება აქვს თუ რა გაჭირვებაა გირჩები რომ არ ვჭამოთ? 


              givi.gif lol.gif




              მე მაპატიეთ user.gif

              Posted by: sexi-bicola 14 Feb 2010, 00:44
              გირჩ იჭმევაააა
              ვაიიიიი
              ხალხნოოო როგორი გემოავს გედვირიე

              Posted by: პერწკლი 14 Feb 2010, 00:51
              QUOTE (fiamifero @ 13 Feb 2010, 23:52 )
              რამე სამკურნალო დანიშნულება აქვს თუ რა გაჭირვებაა გირჩები რომ არ ვჭამოთ? spy.gif



              lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

              Posted by: მამაო ენუქი 14 Feb 2010, 00:53
              ციყვებსაც აღარ დაუტოვოთ საჭმელი gigi.gif

              ისე გემრიელი რაღაცაა მე მიჭამია.

              Posted by: rockataka 14 Feb 2010, 00:58
              გირჩის სემიჩკები, დელეკატესია სალათში yes.gif მაგრამ, ნედლი როგორ უნდა ჭამო?! boli.gif

              Posted by: kriketi-1985 14 Feb 2010, 01:00
              უნდა გავსინჯო, მაინტერესებს, თან თუ სასარგებლოა - მით უფრო, ჩემი სოფლის სახლის უკან მთელი ,,პლანტაციაა'' ფიჭვის ხეების smile.gif

              Posted by: шапокляк 14 Feb 2010, 01:08

              ყუნწის მხრიდან თუ ამოჭრით პაწია ორმოს და თხილს ჩადებთ შიგ, ძალიან უხდება.

              ნიგოზიც შეიძლება.

              Posted by: shumeri 14 Feb 2010, 02:16
              sexi-bicola
              ძალიან გემრიელია მერწმუნე...
              წელს პირველად გავსინჯე კეჩხობში და მომეწონა...... ბოლოსკენ რაღაც წიწვოვან არომატს ტოვებს....
              კარგია ბრონქებისთვის ძალიან.

              Posted by: sexi-bicola 14 Feb 2010, 02:39
              shumeri
              გამიჩნდა სურვილი რომ ვცადო მურაბა არასდროს გამიკეთებია მაგრამ ეს უნდა ვცადო

              шапокляк
              ეგ მურაბის დროს ჩავაგდოთ

              rockataka
              სალათაში როგორ გმაოიყენება?

              Posted by: Mescaline 14 Feb 2010, 02:52
              sexi-bicola
              ციყვის ხორცისგან უნდა გააკეთო სალათი, შებოლილს თუ იშოვი უფრო მაგარია, პოპულში იყიდება თუ არ ვცდები


              Posted by: rockataka 14 Feb 2010, 02:56
              sexi-bicola
              QUOTE
              სალათაში როგორ გმაოიყენება?

              ჩვეულებრივად. მზა სალათს მოაყრი ამ სემიჩკებს.
              ასევე მისგან ამზადებენ ზეთს, რომელიც ძალიან სასარგებლოა და გამოიყენება სამკურნალოდაც.

              http://www.radikal.ru

              აი ასეთი მარცვლებია გირჩში smile.gif

              http://www.radikal.ru

              ესეც, უკვე გარჩეული smile.gif

              http://www.radikal.ru

              Posted by: rtuli 14 Feb 2010, 11:37
              rockataka
              QUOTE
              ასევე მისგან ამზადებენ ზეთს, რომელიც ძალიან სასარგებლოა და გამოიყენება სამკურნალოდაც.

              ნამდვილად.

              ეს არის კედერის კაკალი,რომელიც კედერის ხე ისხავს,ანუ გირჩებს და შიგნით კაკლებია.
              ჩვენთან საქართველოში არ არის,ციმბირშია.

              Posted by: miau 14 Feb 2010, 11:40
              rtuli
              QUOTE
              ეს არის კედერის კაკალი


              მაგ გირჩებს (ნედლი სახით) დავეძებთ მე და მანო, მაგრამ არ იშოვება და ალბათ არც უნდა გვქონდეს იმედი. smile.gif
              ოსტეოხონდროზის უებარი წამალია!
              * * *
              shumeri
              QUOTE
              ძალიან გემრიელია მერწმუნე...
              წელს პირველად გავსინჯე კეჩხობში და მომეწონა...... ბოლოსკენ რაღაც წიწვოვან არომატს ტოვებს....
              კარგია ბრონქებისთვის ძალიან.


              თვითონ დაკრიფეს?

              Posted by: Letakhizi 14 Feb 2010, 15:02
              QUOTE (August @ 13 Feb 2010, 21:25 )
              Letakhizi
              QUOTE
              როგორ კეთდება ან სად შეიძლება ყიდვა?


              ჯერ ადრეა, რადგან ფიჭვის მწვანე გირჩა ივნისის დასწყისში იკრიფება ( მაშინ არის დამტვერვის პერიოდი და ამითაც არის სასარგებლო). დაიჩხვლიტება და 1:2 შაქარი დაეყრება, წყალი 1 კგ გირჩაზე 1ჩ/ჭიქა.

              სად იკრიფება ხოლმე ხომ არ იცი, ან რომელ რეგიონშია ყველაზე კარგი?

              ივნისამდე ოთხი თვეა კიდე და სადმე რომ იყიდებოდეს ხომ არ იცი? ერთი კვირის წინ პირველად გავიგე გირჩის მურაბის არსებობაsmile.gif, მაგრად მაინტერესებს როგორიაsmile.gif

              Posted by: shumeri 14 Feb 2010, 15:07
              miau
              QUOTE
              თვითონ დაკრიფეს?

              კი, ადგილობრივები თავად კრეფენ და აკეთებენ...
              ბიზნესი აქვთ მაგის. smile.gif

              Posted by: kokogorgo 14 Feb 2010, 15:30
              QUOTE
              გირჩის მურაბა, როგორ კეთდება ან სად შეიძლება ყიდვა?


              გირჩის მურაბა ,პირველად მესმის. რაც შეეხება მაის -ივნისში მოკრებილ გირჩას, მზადდება წვენი[ შაქრით, ფაქტიურად სეროფი]


              ბრონქიტის წამალია.

              Posted by: n_j 14 Feb 2010, 22:16
              იყიდება აბასთუმანში, სურამსა და ბორჯომში, მანდეთ თუ ვინმე გყავს გაიკითხონ და ზუსტად ვიცი რომ აკეთებენ ხოლმე, ოღონდ ეხლა არა მგონია ქონდეთ

              Posted by: violet 15 Feb 2010, 00:58
              QUOTE (fiamifero @ 13 Feb 2010, 23:52 )
              რამე სამკურნალო დანიშნულება აქვს თუ რა გაჭირვებაა გირჩები რომ არ ვჭამოთ? spy.gif

              lol.gif lol.gif lol.gif
              .......................................
              ....................

              Posted by: Varvara 15 Feb 2010, 02:13
              ძალიან მანტერესებს, ნეტავი ფოტო არ იქნება სადმე?

              Posted by: August 15 Feb 2010, 15:50
              Letakhizi
              მე მხოლოდ იმდენი ვიცი, რომ 1947 წელს გერმანელების ტყვეობა და მერე მაგადანში რუსული "ლაგერ" გამოვლილი მამაჩემი უმძიმესი ფორმის ჭლექით იყო დაავადებული ... ერთ-ერთ სამკურნალო საშუალებად მაგასაც სვამდა ...
              მახსოვს დედა უშველებელი კათხით ცხელ რძეს ასმევდა შიგ ჩაგდებული თხის ქონით. მაქვს კიდევ ბაბუაჩემის ხელით ჩაწერილი "ფილტვების სისუსტის წამალი"... ეგ "რეცეპტიც" იმ ჩანაწერებიდანაა
              მამა 1989 წელს გარდაიცვალა არა ფილტვებით ... ის კი არა ბოლო 30 წელი სიგარეტსაც ინტენსიურად ეწეოდა

              Posted by: iSofia 15 Feb 2010, 17:22
              QUOTE (Letakhizi @ 13 Feb 2010, 02:55 )
              როგორ კეთდება ან სად შეიძლება ყიდვა?

              ბაკურიანში იყიდება დახლებზე აქვთ ჩამომწკრივებული, წელს გავსინჯე პირველად და ძალიან მომეწონა yes.gif

              Posted by: August 15 Feb 2010, 17:44
              fiamifero
              QUOTE
              რამე სამკურნალო დანიშნულება აქვს თუ რა გაჭირვებაა გირჩები რომ არ ვჭამოთ?


              ეგრე რა გაჭირვებაა ღორებს wink.gif არ შევეცილოთ საზამთროს ქერქის ჭამაში? givi.gif

              ან იქნებ "სამოთხის ვაშლი" გგონია მურაბის გარეშე საჭმელად ვარგისი gigi.gif

              Posted by: amadeus 15 Feb 2010, 17:46
              რაჭული გირჩი გადის საზღვარგარეთ ტონობით.

              Posted by: salomea_j 15 Feb 2010, 17:56
              არ მგონია უბრალო გირჩი იყოს, უკრაინაში მეც გამისინჯევს გირჩი, თხილივით აქვს შიგნით და "კედრი" ქვია. ძალიან სასარგებლოა.

              Posted by: amadeus 15 Feb 2010, 18:04
              salomea_j

              სწორედ კედრია რაჭულ გირჩზე რომაა მოთხოვნა. გამოიყენება პარფუმერიაში smile.gif

              Posted by: August 15 Feb 2010, 18:14
              ფიჭვის პროდუქტებს იყენებენ უშუალოდ თერაპიაში, ამზადებენ პრეპარატებს, საცხებს, აბაზანებს. იყენებს ჰომეოპათია და ტექნიკა.წიწვებიდან მიღებული ეთერზეთი შედის მრავალი პრეპარატისა და აბაზანების შემადგენლობაში. იყენებს პარფიუმერია.
              ფიჭვის კვირტებს იყენებენ სადეზინფექციოდ, როგორც დიურეზულ და ხველების საწინააღმდეგო და კონკრემენტების დამშლელი საშუალებას.
              ეთეროვან ზეთს და სკიპიდარს იყენებენ ზედა სასუნთქი გზების პათოლოგიებისას საინჰალაციოდ. შედის რევმატიზმის, მიოზიტის, იშიასის, ნევრალგიის საწინააღმდეგო გარეგან საშუალებებში.
              http://ecopharm.sangu.ge/teqn/MEDPL/kavkasiuri_fiWvi.htm

              ხალხურ მედიცინაში იყენებენ აგრეთვე ფიჭვის კვირტების სპირტიან ნაყენს ფილტვების ტუბერკულოზის დროს, მაგრამ მისი სპეციფიკურობის გამო იხმარება მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში ტუბერკულოზის კომპლექსური მკურნალობის დროს.

              ჰიპოკრატეს დროიდან დაწყებული დღემდე, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იყენებენ ფიჭვის წიწვების წყლიან ექსტრაქტებსა და ფიჭვის ფისებისაგან დამზადებულ სკიპიდარს ბრონქებისა და ფილტვების დაავადების დროს.
              ხალხურ მედიცინაში ზემოთ აღწერილი წესით მომზადებული ნახარშების გარდა, ბრონქიტებისა, ანგინის, რევმატიზმის, გაცივების, იშიასის სამკურნალოდ შემდეგნაირად მომზადებულ ნაკრებს იყენებენ: 100 გრ ფიჭვის კვირტებს დაასხით 2,5 ლ წყალი, ხარშეთ მანამ, სანამ არ დადგება 0,5 ლ, ცხელი ნახარში გადაწურეთ და დაუმატეთ 250 გრ კრისტალური შაქარი, ხოლო გაცივების შემდეგ 250 გრ თაფლი. ბულგარელები მასში უმატებენ აგრეთვე 10 გრ დარიჩინს, 5 გრ მიხაკს და 1 მუსკატის კაკალს, სვამენ ყავის ფინჯნით – 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.
              http://www.mkurnali.ge/index.php?option=com_encyclopedia&task=search&term=%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%AD%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1&Itemid=351

              amadeus
              QUOTE
              სწორედ კედრია

              კედრი სხვაა და ფიჭვი სხვა ... თუმცა კედარიც ფიჭვისებრთა ოჯახიდანაა

              Posted by: eliso_elo 15 Feb 2010, 18:29
              ხალხნო ჯონჯოლი ჩამომიტანეს რაჩიდან და რითი შევკმაზო მასწავლეეეეეეეეეეეეეთ.........

              Posted by: gabarzgaleba 15 Feb 2010, 23:22
              eliso_elo
              QUOTE
              ხალხნო ჯონჯოლი ჩამომიტანეს რაჩიდან და რითი შევკმაზო მასწავლეეეეეეეეეეეეეთ.........


              კახური ზეთი და წითელი ხახვი ალყა-ალყა smile.gif

              Posted by: მამაო ენუქი 15 Feb 2010, 23:24
              კეჟერა ფხალს როგორ აწნილებენ თუ იცით ? boli.gif

              Posted by: marilis 15 Feb 2010, 23:25
              QUOTE
              eliso_elo QUOTE ხალხნო ჯონჯოლი ჩამომიტანეს რაჩიდან და რითი შევკმაზო მასწავლეეეეეეეეეეეეეთ.........

              კახური ზეთი და წითელი ხახვი ალყა-ალყა smile.gif

              ეხლა გული წამივა! help.gif
              ძაალიან მომინდაა! help.gif

              Posted by: UK_addicted 16 Feb 2010, 00:45
              ხალხო მანდარინის მურაბა როგორ გავაკეთო? დიდი მადლობა წინასწარ!

              Posted by: WOMAN IN LOVE 16 Feb 2010, 00:59
              UK_addicted
              იღებ 1 კგ. მანდარინს, გარეცხავ, გაამშრალებ, დაჩხვლეტ ჩანგლით გარშემო და ჩაყრი მდუღარეში ცოტა ხნით, რომ ცოტა მოითუთქოს და სიმწარე გამოუვიდეს. მერე ამოიღებ და საწურზე გააჩერებ. ამასობაში მოადუღე 1 კგ. შაქარს+1 ჭ. წყალი - სიროფი, ჩაყარე შიგ ეს მანდარინები და გააჩერე დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთით. მერე გამორთე, აცადე შეგრილება. ასე მოიქეცი კიდევ 2-3-ჯერ, წვენი უნდა შესქელდეს, მიხვდები მოკლედ. სულ ბოლოს ჩააწურე 1 ლიმნის წვენი და გაციებული ჩაასხი ქილებში up.gif yes.gif

              Posted by: fiamifero 18 Feb 2010, 14:01
              August
              QUOTE
              ეგრე რა გაჭირვებაა ღორებს wink.gif არ შევეცილოთ საზამთროს ქერქის ჭამაში? givi.gif

              ან იქნებ "სამოთხის ვაშლი" გგონია მურაბის გარეშე საჭმელად ვარგისი gigi.gif

              აი საზამთროზეც სულ მიკვირს ხოლმე...
              მაგრამ მაგ კითხვაში მთავარი აქცენტი გაჭირვებაზე კი არ გამიკეთებია, ის უფრო მაინტერესებდა სამკურნალო დანიშნულება ჰქონდა თუ არა : )
              და ეტყობა სწორადაც მაინტერესებდა, იმიტომ რომ ვიღაცამ დაწერა ბრონქებისთვის არის კარგიო
              წავედი, უნდა ვიშოვო გირჩის მურაბა biggrin.gif

              Posted by: tasikuna-taso 18 Feb 2010, 14:27
              QUOTE
              აი საზამთროზეც სულ მიკვირს ხოლმე...



              რა გიკვირთ? საოცრებაა საზამთროს მურაბა. უგემრიელესია.


              Posted by: UK_addicted 19 Feb 2010, 01:15
              WOMAN IN LOVE
              დიდი მადლობა smile.gif

              Posted by: natN 24 Feb 2010, 00:49
              QUOTE (rtuli @ 27 Sep 2008, 12:19 )
              აქ სადღაც წავიკითხე ჯოლოს მურაბაზე და მინდა ჩემი რეცეპტი დავდო 10 წუთიანი,რომელშიც შენარჩუნებულია მეტი წილი ვიტამინების და არომატი ისევ-ისეთი ცოცხალი რჩება.გუშინ გავაკეთე ჯოლოს კონფიტიური: 1 კილო ჯოლოს დავაყაროთ 1 კილო შაქარი გავაჩეროთ 5-6 საათი ,დავდგად ცეცხლზე ,ვადუროთ 5 წუთი,მოვაყაროთ ,,კვიტინი,,1 პაკეტი 1 კილოზე,ვადუღოთ კიდევ 5 წუთი და ცხელცხელი ჩავასხათ ქილებში.მე კიდევ ერთი ლიმონის წვენი დავუმატე 2 კილო ჯოლოზე(უფრო ასქელებს ).მარტივია ძალიან yes.gif

              რა მაინტერესებს იცით, მაგდონალდსში რომა ნაყინზე მოსხმული ეგ კონფიტიურია?

              Posted by: tavadze 24 Feb 2010, 01:47
              eliso_elo
              QUOTE
              ხალხნო ჯონჯოლი ჩამომიტანეს რაჩიდან და რითი შევკმაზო მასწავლეეეეეეეეეეეეეთ.........

              შეგიძლია ნიგვზითაც გააკეთო ჩვეულებრივი ფხალის ინგრედიენტებით. up.gif
              მამაო ენუქი
              QUOTE
              კეჟერა ფხალს როგორ აწნილებენ თუ იცით

              როგორც სხვა რამეებს, არაფერი განსაკუთრებული.
              ისე, აჭარლები მაგას პატარა ქვევრებში ამწნილებენ და მერე ნიგვზით აკეთებენ ფხალად.

              WOMAN IN LOVE
              QUOTE
              იღებ 1 კგ. მანდარინს, გარეცხავ, გაამშრალებ, დაჩხვლეტ ჩანგლით გარშემო და ჩაყრი მდუღარეში ცოტა ხნით,

              კანიანად თუ კანგაცლილს? baby.gif baby.gif

              Posted by: WOMAN IN LOVE 24 Feb 2010, 02:33
              tavadze
              QUOTE
              კანიანად

              yes.gif

              Posted by: rtuli 24 Feb 2010, 14:32
              natN
              QUOTE
              რა მაინტერესებს იცით, მაგდონალდსში რომა ნაყინზე მოსხმული ეგ კონფიტიურია?

              ეს უკეთესია yes.gif smile.gif

              Posted by: auau 25 Feb 2010, 00:11
              ჩვენი allegro-ს და xashlama-ს მეთოდით ჩავდე კომბოსტო და არაჩვეულებრივი გამოვიდა. თან განსაკუთრებული რეცეპტურაც არ ჭირდება და რაც მთავარია, ძალიან მალე კეთდება

              ვჭრით კომბოსტოს თხელ ზოლებად, ვაყრით ცოტა მარილს, ამოვურევთ და დავტოვებთ ერთი ღამე. მეორე დღეს ვწურავთ კომბოსტოს, ვხეხავთ სტაფილოსა და ჭარხალს, ვჭრით ნიახურს, ვამატებთ გაწურულ კომბოსტოს და კარგად ვტენით ქილაში. ვასხავთ თავისივე წვენს, მაგრამ ის არ ეყოფა, ამოტომ ანადუღარ წყალში ვხსნით მარილს და შაქარს - 1 ლიტრზე 1სუფრის კოვზი მარილი და 1ჩაის კოვზი შაქარი, 1 სუფრის კოვზი ძმარი და ვამატებთ ბოსტნეულს, რომელსაც აუცილებლად რაიმე უნდა დაედოს მძიმე. დადგით თბილ ადგილას და 3-4 დღეში მზად იქნება.

              Posted by: ninavia 2 Mar 2010, 18:24
              მე უფრო ადვილად გასაკეთებელ რეცეპტს დაგიწერთ კომბოსტო დავჭრათ, დაუმატოთ გახეხილი სტაფილო , მარილი გემოვნებით, დაფნის ფოთოლი,. შავი წიწაკა და ხელით აურიოთ შემდეგ. ქილაში ჩავტენოთ კარგად ,დავდოთ ჯამზე რადგან იმდენ წვენს გამოიტანს გადმოვა . რამდენიმე დღეში მზადაა საჭმელად.

              Posted by: Baltimore 2 Mar 2010, 23:36
              QUOTE (მამაო ენუქი @ 15 Feb 2010, 23:24 )
              კეჟერა ფხალს როგორ აწნილებენ თუ იცით ? boli.gif

              დადგა, მამაო ენუქი, მარხვისა და ფხალის დრო?
              lol.gif

              Posted by: მამაო ენუქი 3 Mar 2010, 00:20
              Baltimore
              QUOTE
              დადგა, მამაო ენუქი, მარხვისა და ფხალის დრო?

              გასნვედ, ჩემგან მაცდურო pop.gif

              Posted by: ninavia 4 Mar 2010, 12:30
              მამაო ენუქი
              კეჟერა ფხალს გაასუფთავებ და მოწალავ, ანუ მოხარშავ ძალიან არა, ჩადებ ქვაბში და ჩაუმატებ ნიახურს, კამას ,ნიორს დაფნას წიწაკას და დაასხავ მარილ წყალს და დამწნილდება .ისე სადღაა კეჟერა, იმერეთი დაცლილია ხალხისგან?

              Posted by: მამაო ენუქი 4 Mar 2010, 13:21
              ninavia
              დიდი მადლობა და რის ჭურჭელში ჯობია დავაწნილო ?

              Posted by: ninavia 4 Mar 2010, 13:50
              მამაო ენუქი
              შეგიძლია ემალის ან თიხის ჭურჭელში. ისე კი ადრე ბებიაჩემი ქვევრში დებდა და ძალიან გემრიელი იყო

              Posted by: tasikuna-taso 4 Mar 2010, 13:58
              QUOTE
              იმერეთი დაცლილია ხალხისგან?


              რას ამბობ, აქა ვართ. იმერეთს რა დაცლის.

              კეჟერას დამწნილებისას დედაჩემი ყვითელ სიმინდს აყრის სასიამოვნო ქარვისფერი ექნებაო და კიდე ღვინის თხლეს ასხამს, დამწნილებისთვის აუცილებელიაო

              Posted by: ninavia 4 Mar 2010, 16:52
              tasikuna-taso
              მე ზაფხულში ვიყავი და მოხუცების გარდა აღარავინაა დარჩენილი, ნახევარი სახლები დაკეტილია და მიტოვებული.

              Posted by: tasikuna-taso 5 Mar 2010, 13:36
              QUOTE
              მე ზაფხულში ვიყავი და მოხუცების გარდა აღარავინაა დარჩენილი, ნახევარი სახლები დაკეტილია და მიტოვებული.



              სამწუხაროდ გეთანხმები. სოფლები მაღალმთიანეთში მთლად დაიცალა.

              Posted by: ninavia 10 Mar 2010, 11:40
              tasikuna-taso
              მაღალმთაში არა დაბლობში, საზანოში ვიყავი, რომელზეც ვახუშტი ბატონიშვილი წერდა... ეს ადგილები ისე იყო დასახლებული რკინის ხიდზე, ბაზარს ეძახოდნენ ადრე, თხა სახურავზე რომ შეხტებოდა შორაპნამდე ჩადიოდა ,სახურავებზე სიარულით .ეხლა წარმოიდგინეთ როგორი დასახლება იქნებოდა ადრე....

              Posted by: rockataka 8 Apr 2010, 19:18
              ყაბაყის მწნილის ჩასადებად, დიდ მარცვლიანი(კრუპნის რომ ეძახიან რუსები) მარილი რომ გამოვიყენო შეიძლება?
              მითხრეს, უკეთესი გამოდის მწნილი, როცა ასეთი მარილით აკეთებო და თქვენ რას მირჩევთ?

              Posted by: tasikuna-taso 9 Apr 2010, 18:27
              QUOTE
              ყაბაყის მწნილის ჩასადებად, დიდ მარცვლიანი(კრუპნის რომ ეძახიან რუსები) მარილი რომ გამოვიყენო შეიძლება?
              მითხრეს, უკეთესი გამოდის მწნილი, როცა ასეთი მარილით აკეთებო და თქვენ რას მირჩევთ?



              --------------------

              დედაჩემი მწნილებზე ყოველთვის მაგ მარილს იყენებს.

              სხვა მარილით არაფრისდიდებით არ გააკეთებს.

              Posted by: ninavia 10 Apr 2010, 15:08
              აი მეც მოვედი ჩემი საზამთროს მწნილით

              http://www.radikal.ru

              Posted by: tasikuna-taso 10 Apr 2010, 15:39
              QUOTE
              აი მეც მოვედი ჩემი საზამთროს მწნილით



              რა საინტერესოააა.
              რა პატარებია. როგორ გააკეთე.

              Posted by: ninavia 10 Apr 2010, 16:21
              tasikuna-taso
              კახეთში მაჩუქეს ერთი სამლიტრიანი, როგორც კიტრის მწნილი იმნაირად კეთდება და სტერილისაცია უკეთდება. ძალიან გემრიელია!!!!!!!

              Posted by: rockataka 10 Apr 2010, 18:12
              ყაბაყის მწნილი ჩავდე გუშინ და დღეს მთელი დღეა დავსტრიალებ ნერწყვის ყლაპვით - როდის დამჟავდება?! vis.gif

              Posted by: tasikuna-taso 10 Apr 2010, 18:37
              QUOTE
              ყაბაყის მწნილი ჩავდე გუშინ და დღეს მთელი დღეა დავსტრიალებ ნერწყვის ყლაპვით - როდის დამჟავდება?! 


              ვაააა
              დააცადე ცოტა.
              სვანი ხო არა ხარ, ვაშლის ჩირი მოუნდა. დათალა, გაფინა და გვერდით მიუჯდა დაველოდები როდის გახმებაო.

              ანეგდოტი არ გეგონოს ნამდვილი ამბავია. თავად შევესწარი.

              Posted by: rockataka 10 Apr 2010, 19:12
              tasikuna-taso
              QUOTE
              დააცადე ცოტა.

              ვაცდი... სხვა რა გზა მაქვს?! user.gif
              QUOTE
              სვანი ხო არა ხარ, ვაშლის ჩირი მოუნდა. დათალა, გაფინა და გვერდით მიუჯდა დაველოდები როდის გახმებაო.

              gigi.gif

              Posted by: ninavia 10 Apr 2010, 20:45
              rockataka
              მალე თუ გინდა დამწნილდეს ცოტა ძმარი ჩაუმატე .

              Posted by: rockataka 10 Apr 2010, 21:12
              ninavia
              დავამატე 3ს კოვზი ვაშლის ძმარი - სხვა არმქონდა user.gif

              http://www.radikal.ru
              baby.gif

              Posted by: ninavia 10 Apr 2010, 21:21
              rockataka
              გეთქვა რომ არ გქონდა, ორი ოც ლიტრიანი კახური ღვინის ძმარი გადავღვარე. ცეცხლივით იყო რომ იტყვიან.

              Posted by: rockataka 10 Apr 2010, 21:47
              ninavia
              QUOTE
              გეთქვა რომ არ გქონდა, ორი ოც ლიტრიანი კახური ღვინის ძმარი გადავღვარე. ცეცხლივით იყო რომ იტყვიან.

              ეუF user.gif ნერწყვი მომადგა baby.gif
              თქმას აზრი არ ქონდა, რადგან არ ვარ საქართველოში.

              Posted by: lylu5 5 Jun 2010, 13:43
              გოგოებო იქნებ ვინმემ ალუჩის ტყემლის რეცეპტი დაწეროთ... ძალიან მინდა გავაკეთო და არ ვიცი როგორ...

              Posted by: rtuli 5 Jun 2010, 15:02
              lylu5
              QUOTE
              გოგოებო იქნებ ვინმემ ალუჩის ტყემლის რეცეპტი დაწეროთ... ძალიან მინდა გავაკეთო და არ ვიცი როგორ...

              ჩაყარე გარეცხილი ალუჩა ქვაბში,ცოტა წყალი დაასხი 3 კილოზე 1/3 ჩ.ჭ. ,შედგი ძალიან დაბალზე და მოიხარშება.
              როცა კურკა კარგათ გაეცლება ,,ხორცს,, გამორთე,შეაგრილე და გახეხე თუშფალანგზე.
              ნიორი+ცოცხალი ქინძი+ომბალო+მარილი+წიწაკა გაატარე ხორცსაკეპ მანქანაში და შეანელე გემოვნებით yes.gif მე ცოტა შაქარსაც ვამატებ ზოგჯერ.

              Posted by: lylu5 5 Jun 2010, 16:20
              rtuli

              დიდი მადლობა 2kiss.gif

              Posted by: forum girl 14 Jun 2010, 17:15
              QUOTE
              მე მოვამზადე კონფიტიური ატმის.

              გავფცქვენი ატამი ,დავჭერი,დავაყარე შაქარი 1:1ზე,გავაჩერე 4 საათი.
              დავჭყლიტე ნაწილი,შევდგი გაზქურაზე და წამოვადუღე 5 წუთის განმავლობაში.
              ვიყიდე ,,კვიტინი,, ან ,,ჯელინკა,,(ვაგზალლზე იყიდება) მოვაყარე 1:1 ზე,ანუ ერთი პაჩკა ერთ კილო ატამზე+1კილო შაქარზე მიდის,დავამატე 1 ლიმონის წვენი,კიდევ წამოვადუღე 5 წუთის განმავლობაში და ცხელი ჩავასხი ქილებში. იგივენაირად მოამზადე მარწყვით,უბრალოდ შაქარმოყრილი 2 საათიც ეყოფა რომ იდგეს+ცოტა კონიაკის დამატება დახატავს....



              პ.ს როგორც მახსოვს, ქილები იყო გასტერილებული და ხრახნიანი სახურავით

              Posted by: ბესიკის26 24 Jun 2010, 23:25
              დღეს დავამთავრე კაკლის მურაბის გაკეთება.8ივნისს რომ მოვკრიფე,სანამ დაითალა,დამუშავდა წყალში,კირში და მოდუღდა გავიდა ამდენი დრო.
              მეც და ოჯახშიც ყველას გვიყვარს,კარგიც გამოვიდა,კანფეტებივითაა.

              Posted by: mzi 28 Jun 2010, 12:30
              კოწახური როგორ გავაკეტოოოოოოოო tongue.gif tongue.gif tongue.gif tongue.gif

              Posted by: LUCKY7 28 Jun 2010, 14:07
              QUOTE (ninavia @ 10 Apr 2010, 15:08 )
              აი მეც მოვედი ჩემი საზამთროს მწნილით

              http://www.radikal.ru

              საზამთროს მწნილი? ღადაობ? wow.gif

              Posted by: mzi 28 Jun 2010, 15:44
              [quote]კოწახური როგორ გავაკეტოოოოოოოო tongue.gif tongue.gif tongue.gif tongue.gif[/q
              თეთრი ბლის მურაბაც დამიწერეთ რაააააააა გემრიელი

              Posted by: rockataka 28 Jun 2010, 17:01
              LUCKY7
              QUOTE
              საზამთროს მწნილი? ღადაობ?

              ჰეჰ! რომ იცოდე რა გემრიელია smile.gif

              Posted by: rtuli 28 Jun 2010, 17:17
              rockataka
              QUOTE
              ჰეჰ! რომ იცოდე რა გემრიელია 

              +1 love.gif
              პირველად სოჭში გავსინჯე დეიდაჩემთან.....უგემრიელესია!


              პ.ს. ყაბაყის მწნილს აღარ დებ?smile.gif

              Posted by: rockataka 28 Jun 2010, 17:23
              rtuli
              კაი ხანია არ ჩამიდია smile.gif ძირითადათ, სალათებზე გადავედი. ხორცი და ცხიმიანი შევამცირე და მწნილის მოთხოვნილებაც არ მაქვს ჯერ smile.gif

              Posted by: rtuli 28 Jun 2010, 17:31
              rockataka
              QUOTE
              ძირითადათ, სალათებზე გადავედი

              უჰუ.......დიეტაზე ხარ ფაკტიურად boli.gif

              ლუდის გარეშე ფეხბურთს როგორ უყურებ ნეტა biggrin.gif

              Posted by: rockataka 28 Jun 2010, 17:39
              rtuli
              QUOTE
              ლუდის გარეშე ფეხბურთს როგორ უყურებ ნეტა

              gigi.gif
              უნდა ამერჩია: ან ლუდი, ან ცხიმიანები+ხორცი. ჰოდა, ავწონ დავწონე+ ფეხბურთი+ ძალიან საშინელი სიცხე (+38 გრადუსია ეხლა) + მთელი მეგობრები სვავენ და მე დებილივით ნერწყვის ყლაპვით რომ არ გავთავდე.. gigi.gif
              ავირჩიე ცივ-ცივი ლუდი.
              თან ინგლისელმა დოქტორებმა დაასკვნეს, რომ ნათელი ლუდი, სასარგებლო ყოფილა სიცხეში chups.gif თორემ, მაგათ გარეშე არ ვიცოდით რა ეგ givi.gif

              Posted by: rtuli 28 Jun 2010, 18:12
              rockataka
              QUOTE
              ავირჩიე ცივ-ცივი ლუდი.

              +ფეხბურტის მერე მუცლის პრესები yes.gif

              ფეხბურთის და ლუდის შედეგის მსხვერპლი არგახდე yes.gif დაემსგავსები ლუარსაბს tongue.gif

              Posted by: miau 28 Jun 2010, 18:43
              rockataka
              QUOTE
              ჰეჰ! რომ იცოდე რა გემრიელია


              ჩემი ბებია აკეთებდა ხოლმე და ჩვენც მივბაძეთ. smile.gif ძალიან გემრიელი გამოვიდა, თან რა ლამაზიაააააააა
              ვიცი, რომ პატარა საზამთროებს ამწნილებენ, ბებია ქერქს ამწნილებდა ხოლმე. smile.gif

              Posted by: kukarachamokles 30 Jun 2010, 18:06
              ვაიმეეეე როგორ მომანდომეთ ეხლა რამე მჟავისმაგვარიიი..... rolleyes.gif rolleyes.gif
              ჩავედი სასწრაფოდ სარდაფში თავი უნდა ავხადო ყველაფერს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

              Posted by: rockataka 30 Jun 2010, 18:59
              miau
              QUOTE
              ძალიან გემრიელი გამოვიდა

              მე პირადათ არ გამიკეთებია, მაგრამ ხშირად გამისინჯია უკრაინელების და ბელორუსების ოჯახში smile.gif

              მაგარ პრიკოლს მოგიყვები.

              ერთხელ პატარა რომ ვიყავი, ზაფხულში ვისვენებდი სოფელში.
              ბებიაჩემისთვის ვიღაცას მიუცია თესლები და უთქვამს, მრგვალი ყაბაყის ჯიშისააო.
              გაყვავილდა ეს ყაბაყი. გაიზარდა ნელნელა. მუშტის ხელა რომელიც გახდა, მამიდაჩემმა მოკრიფა და ჩაამწნილა საზაფხულოდ - უცბად რომ მჟავდება.

              ისეთი გემრიელი გამოვიდა, რომ ერთი დიდი ქილა ერთ დღეში იჭმეოდა. ვჭამეთ ასე ღიღინ ღიღინით, სადღაც 1 თვე.

              ბოლოს ბებიაჩემმა თესლი რომ აეღო, რამოდენიმე აღარ მოკრიფა და დაელოდა რომ დამწიფებულიყვნენ.

              არ დაიჯერებთ! რომ გაიზარდნენ, აღმოჩნდნენ ჩვეულებრივი გოგრები lol.gif პირები დაგვრჩა ყველა ღია gigi.gif

              კაი გემრიელი კი იყო - ლობიოზე(ნედლი, ხმელი) მიდიოდა მალამოსავით love.gif

              Posted by: fermina 1 Jul 2010, 11:30
              QUOTE (rockataka @ 30 Jun 2010, 18:59 )
              miau
              QUOTE
              ძალიან გემრიელი გამოვიდა

              მე პირადათ არ გამიკეთებია, მაგრამ ხშირად გამისინჯია უკრაინელების და ბელორუსების ოჯახში smile.gif

              მაგარ პრიკოლს მოგიყვები.

              ერთხელ პატარა რომ ვიყავი, ზაფხულში ვისვენებდი სოფელში.
              ბებიაჩემისთვის ვიღაცას მიუცია თესლები და უთქვამს, მრგვალი ყაბაყის ჯიშისააო.
              გაყვავილდა ეს ყაბაყი. გაიზარდა ნელნელა. მუშტის ხელა რომელიც გახდა, მამიდაჩემმა მოკრიფა და ჩაამწნილა საზაფხულოდ - უცბად რომ მჟავდება.

              ისეთი გემრიელი გამოვიდა, რომ ერთი დიდი ქილა ერთ დღეში იჭმეოდა. ვჭამეთ ასე ღიღინ ღიღინით, სადღაც 1 თვე.

              ბოლოს ბებიაჩემმა თესლი რომ აეღო, რამოდენიმე აღარ მოკრიფა და დაელოდა რომ დამწიფებულიყვნენ.

              არ დაიჯერებთ! რომ გაიზარდნენ, აღმოჩნდნენ ჩვეულებრივი გოგრები lol.gif პირები დაგვრჩა ყველა ღია gigi.gif

              კაი გემრიელი კი იყო - ლობიოზე(ნედლი, ხმელი) მიდიოდა მალამოსავით love.gif

              სხვათა შორის, გოგრის მწნილს სრულიად შეგნებულად (და არა შეცდომით) აკეტებენ გურიაში. გოგრასაც და კიდევ უკეთესი, ბამბუკსაც ამწნილებენ, ჩვილ ტოტებს და უგემრიელესია, ზოგჯერ ნიგვზითაც აზავებენ როგორც ფხალეულობას.

              Posted by: miau 1 Jul 2010, 11:34
              rockataka

              მაგარი ამბავია biggrin.gif

              შემოუსვლელი გოგრის მწნილს კი აკეთებენ. ჩემს ახლობელს გაუკეთებია და ისიც აღრთოვანებული იყო. smile.gif


              Posted by: psyxo 1 Jul 2010, 14:46
              კიტრის მწნილს რომ ჩადებ ერთი და იგივე რეცეპტით დოზირება მარილი მწვანილი ყველაპერი ერთნაირია, მაგრამ ერთ შემთხვევაში გამოდის კაი კრაჭუნა მწინილი და მეორე შემთხვევაში ჟელატინივით ჩაფლავდება sad.gif
              ხომ არ იცით მიზეზი? ალბათ კიტრში მგონია ძველი დაკრეფილი თუა, ან კიდევ მგონია რაღაც ლპობის ბაქტერიები სჯაბნიან სიმჟავისას ...... ზუსტად მაინც ვერ დავადგინე მიზეზი!

              რაიმე უნივერსალური რეცეპტი ხომ არ იცით? ერთი ხანობა ვიფიქრე კირში გამოვიყვანთქო როგორც კაკლის მურაბას ამზადებენ ისე, ან შაქრის დამატება ხომ არ მოსპობს იმ ლპობის მიკრობებს... რიავი აბა?..... user.gif

              Posted by: rockataka 1 Jul 2010, 19:21
              fermina
              QUOTE
              სხვათა შორის, გოგრის მწნილს სრულიად შეგნებულად (და არა შეცდომით) აკეტებენ გურიაში

              ჩემი ამბავი, შიდა ქართლში მოხდა და მანდ ნამდვილად გასაკვირი იყო smile.gif

              psyxo
              თვითონ კიტრის ჯიშზეც არის დამოკიდებული smile.gif

              miau
              QUOTE
              ჩემს ახლობელს გაუკეთებია და ისიც აღრთოვანებული იყო

              ნამდვილად გემრიელია up.gif

              თქვენ ვაშლის მწნილი თუ გაგისინჯიათ? baby.gif

              Posted by: Dr_Zuzumbo 1 Jul 2010, 21:10
              QUOTE (psyxo @ 1 Jul 2010, 14:46 )
              კიტრის მწნილს რომ ჩადებ ერთი და იგივე რეცეპტით დოზირება მარილი მწვანილი ყველაპერი ერთნაირია, მაგრამ ერთ შემთხვევაში გამოდის კაი კრაჭუნა მწინილი და მეორე შემთხვევაში ჟელატინივით ჩაფლავდება sad.gif
              ხომ არ იცით მიზეზი? ალბათ კიტრში მგონია ძველი დაკრეფილი თუა, ან კიდევ მგონია რაღაც ლპობის ბაქტერიები სჯაბნიან სიმჟავისას ...... ზუსტად მაინც ვერ დავადგინე მიზეზი!

              რაიმე უნივერსალური რეცეპტი ხომ არ იცით? ერთი ხანობა ვიფიქრე კირში გამოვიყვანთქო როგორც კაკლის მურაბას ამზადებენ ისე, ან შაქრის დამატება ხომ არ მოსპობს იმ ლპობის მიკრობებს... რიავი აბა?..... user.gif

              მწნილი რომ არ ჩაფლავდეს ჭურჭლის ფსკერზე შავი "სმაროდინის" ფოთლები უნდა ჩააფინო. თუ ეგ ვერ იშოვე, მუხის ფოთლები

              Posted by: miau 1 Jul 2010, 22:01
              rockataka
              QUOTE
              თქვენ ვაშლის მწნილი თუ გაგისინჯიათ?


              დედა აკეთებდა ხოლმე კომბოსტოსთან ერთად smile.gif - უგემრიელესია.

              Posted by: psyxo 2 Jul 2010, 00:46
              Dr_Zuzumbo
              QUOTE
              მწნილი რომ არ ჩაფლავდეს ჭურჭლის ფსკერზე შავი "სმაროდინის" ფოთლები უნდა ჩააფინო. თუ ეგ ვერ იშოვე, მუხის ფოთლები

              გმადლობ!
              yes.gif up.gif
              გამახსენდა,... ადრე ოჯახში კიტრის მწნილს რომ დებდნენ, ალუბლის ფოთლებიან ნაზ ტოტს აყოლებდნენ და ეგაც მაგ მიზანს ხომ არ ემსახურებოდა? user.gif

              Posted by: gogonia 2 Jul 2010, 02:13
              აუუუუუ, მაგრა მომშივდააააააა, ნერწყვები მომადგა კიტრის მწნილი რომ გამახსენდა.. ეუფ..

              და ისა, ალუბლის მურაბა ნეტავ იცით ვინმემ როგორ კეთდება?

              Posted by: ninoma 2 Jul 2010, 08:06
              gogonia
              QUOTE
              ალუბლის მურაბა ნეტავ იცით ვინმემ როგორ კეთდება?

              გარეცხილი ალუბალი(კურკიანი) მოათავსე ემალის ჭურჭელში, დააყარე შაქრის ფხვნილი და მაშინვე დადგი დაბალ ცეცხლზე.
              1კგ ალუბალს დააყარე 1კგ შაქრის ფხვნილი.
              თავიდან ჭურჭელი პერიოდულად შეანჯღრიე(როგორც ხინკალს რომ ხარშავენ და ქვაბს ატრიალებენ ისე)
              შაქარი რომ დადნება ფრთხილად მოურიე ხის კოვზით(ჩვეულებრივი კოვზიც წავა).
              მურაბა დუღილს რომ დაიწყებს, პერიოდულად ურიე კოვზით.
              ადუღებიდან 15-20წუთში გამორთე და მდუღარე ჩაასხი მდუღარე გამოვლებულ ქილებში(უკეთესია ხრახნიანი ქილები, მობეჭვდა არ დაგჭირდება).

              Posted by: gogonia 2 Jul 2010, 22:45
              ninoma
              მადლობაააააააა.
              თუ დრო მექნება (და სანამ ალუბალი გაქრება) აუცილებლად გავაკეთებ..

              Posted by: shumeri 3 Jul 2010, 01:23
              გოგოებო, იქნებ მირჩიოთ, როგორ გავაკეთო გარაგარის კონფიტიური?

              Posted by: dogville 8 Jul 2010, 15:07
              იქნებ ვინმემ იცოდეს აქ, აი ალუბლის მურაბები რომ იყიდება, მკვრივია თვითონ ალუბალიც და სხვა ფერიც აქვს ვიდრე სახლში გაკეტებულს. აი ეგ როგორ კეთდება ვინმემ იცით? იმედია მიხვდით რაც ვიკითხე smile.gif რამე სხვა ჯიშის ალუბლისგან ხომ არ კეთდება?

              Posted by: Maykuna 13 Jul 2010, 13:51
              საზამთრო ვიყიდე და ძალიან სქელ კანა აღმოჩნდა მენანება გადასაყრელად თან აღდგომის ხაჭოს პასკაში არის უგემრიელესი, არასდროს გამიკეთებია ზოგადად ვიცი რომ გამოყვანა უნდა როგორც კაკლის მურაბა და იქნებ დამიწეროთ, სარჩევში ვერ ვნახე და

              Posted by: ninoma 13 Jul 2010, 19:15
              Maykuna
              http://cook.boom.ge/index.php?m=516&cat_id=69&pid=2184
              აბა ეს ნახე.
              ამას წინათ გავაკეთე ამ რეცეპტით და კარგი გამოვიდა.

              QUOTE
              აღდგომის ხაჭოს პასკაში არის უგემრიელესი

              აშრობ და ისე ამატებ, თუ მაშინვე იღებ და ისე?

              Posted by: Maykuna 14 Jul 2010, 10:40
              QUOTE
              ამას წინათ გავაკეთე ამ რეცეპტით და კარგი გამოვიდა.

              გუშინ მეც მოვძებნე ეგ რეცეპტი და რა უნდა გკითხო მანდ 1.5კგ. შაქარი წერია და მომზადებისას 600-600 ცალცალკე მე 1.200 უქენი და ხომ არ ამჟავდება? მართალი გითხრა ძაან ტკბილი არ მინდა გამოვიდეს
              QUOTE
              აშრობ და ისე ამატებ, თუ მაშინვე იღებ და ისე?

              მე გამიმასპინძლდნენ და არ გამიკეთებია მაგრამ ჩემი აზრით სიროპი უნდა მაქსიმალურად მოაშორო

              Posted by: rockataka 25 Jul 2010, 22:59
              აი Fილ სო გუდ!! tan.gif

              http://www.radikal.ru

              Posted by: guruliqali 28 Jul 2010, 10:13
              დღეს ატმის კონფიტიური გავაკეთე, კვიტინით და ლიმნით, და იცით რა მაინტერესებს - ვანილი არ უნდა? რომ გავსინჯე, რაღაც თითქოს აკლდა.
              კიდევ რისი გაკეთება შეიძლება ატმით? ეხლა ბევრია და მენანება, ნუ ტრადიციულ ატმის კომპოტს და მურაბას (მაინცდამაინც არ მიყვარს) არ ვგულისხმობ.

              Posted by: Johnnie Walker 28 Jul 2010, 11:18
              guruliqali
              QUOTE
              ვანილი არ უნდა

              yes.gif მე მიყვარს, მაგრამ ძალიან ზომაზე smile.gif

              Posted by: viko 28 Jul 2010, 11:27
              guruliqali


              QUOTE
              კიდევ რისი გაკეთება შეიძლება ატმით?


              შარშან გავაკეთე

              1კგ ატამი+ 1კგ შაქარი+ 400გრ სპირტი

              ლიქიორადაც მოიხმართ და ნამცხვრებშიც.

              Posted by: guruliqali 28 Jul 2010, 14:54
              Johnnie Walker
              მადლობა, კიდევ როცა გავაკეთებ, ცოტას მეც ვუზამ ვანილს.
              viko
              მაგარი იქნება, გავაკეთებ აუცილებლად. მადლობა.

              ისე დღეს დამებადა აზრი, ვაშლატამა როცა ასე გავრცელებული არ იყო, რას ვჭამდით? ძალიან მიყვარს, მაგისგან შეიძლება რამე გავაკეთოთ? კომპოტი კარგი იქნება, მაგრამ კონფიტიური ან რამე მსგავსი ალბათ არ ივარგებს, არც ისე არომატულია, არა?

              Posted by: viko 28 Jul 2010, 14:59
              guruliqali
              არაფრის

              ვაშლატამათი არაფერი არ გამიკეთებია, ვერ გეტყვი როგორი გამოვა.

              PS სპირტი 400მლ უნდა მეწეროს

              Posted by: rtuli 28 Jul 2010, 20:04
              guruliqali
              QUOTE
              ვაშლატამა როცა ასე გავრცელებული არ იყო, რას ვჭამდით?

              უზარმაზარ,ყვითელ,სახეჩ ატამს....
              აი რომ ჩაკბეჩავ და წვენი თაფლივით ჩამოგდის, ისეთს ვჭამდი და ვჭამ love.gif
              ვაშლატამა ვერ მოვა მაგასთან ახლოს smile.gif,სუპერ არომატით და ნაზი გემოთიhttp://smiles.33b.ru/smile.129868.html

              Posted by: mzi 29 Jul 2010, 10:53
              QUOTE
              შარშან გავაკეთე

              1კგ ატამი+ 1კგ შაქარი+ 400გრ სპირტი

              ლიქიორადაც მოიხმართ და ნამცხვრებშიც.


              ატამი უნდა გავთალო და კურკა გამოვუღო? თუ როგო jump.gif idea.gif idea.gif


              ალიბუხარის მურაბა თუ გაგიკეთებიათ? კურკიანი შეიძლება?

              Posted by: guruliqali 29 Jul 2010, 11:25
              სპირტს სად ყიდულობთ ხარისხიანს?

              Posted by: volli35 29 Jul 2010, 11:48
              guruliqali
              QUOTE
              სპირტს სად ყიდულობთ ხარისხიანს?

              აფთიაქში ... ოღონდ მართლა

              Posted by: rtuli 29 Jul 2010, 11:51
              guruliqali
              QUOTE
              სპირტს სად ყიდულობთ ხარისხიანს?

              volli35
              ქიმრეაკტივების მაღაზიაა ვაჟაზე,თინა დეიდას(აუაუსი) ახლობელი მუშაობს მანდ....სანდო სპირტია+ზალიან კარგი...მე სულ მანდ ვყიდულობ....
              ვიკითხავ ზუსტ მისამართს....

              Posted by: volli35 29 Jul 2010, 11:54
              rtuli
              QUOTE
              ქიმრეაკტივების მაღაზიაა ვაჟაზე,თინა დეიდას(აუაუსი) ახლობელი მუშაობს მანდ....სანდო სპირტია+ზალიან კარგი...მე სულ მანდ ვყიდულობ....
              ვიკითხავ ზუსტ მისამართს....

              იკითხე საინტერესოა ....
              თუმცა ჩემები რაც თავი მახსოვს ჩვეულებრივ აფთიაქში ყიდულობენ ....

              Posted by: nanana 29 Jul 2010, 11:59
              აუ აფთIაქში სპირტის ყიდვას არ ჯობია იყიდო რამე იაფიანი ვისკი, მაგალითად გრანტსი ან ქართული ბრენდი და ის გამოიყენო?

              სპირტის გემოს გამო ატანა არ მაქვს ოჯახური ლიქიორების sad.gif

              Posted by: rtuli 29 Jul 2010, 12:03
              nanana
              QUOTE
              აუ აფთIაქში სპირტის ყიდვას არ ჯობია იყიდო რამე იაფიანი ვისკი, მაგალითად გრანტსი ან ქართული ბრენდი და ის გამოიყენო?

              სპირტის გემოს გამო ატანა არ მაქვს ოჯახური ლიქიორების 

              გააჩნია როგორ ლიქიორს ამზადებენ ოჯახში....ჩემს ჟოლოს და ალუბლის ლიქიორებს საერთოდ არეტყობათ სპირტის გემო...ჰო კიდო ადვოკატი მოვამზადე სუპერ გემრიელი smile.gif

              ქართულ ბრენდებს ყველას სპირტის გემო აქვს vis.gif

              Posted by: volli35 29 Jul 2010, 12:16
              nanana
              QUOTE
              სპირტის გემოს გამო ატანა არ მაქვს ოჯახური ლიქიორების

              სწორედ მომზადებულს მგონი არ აქვს სპირტის გემო ხოლმე .....
              რა ვიცი მე ჯერ არ მსმენია ჩემთან ეგეთი რამე

              Posted by: nanana 29 Jul 2010, 12:28
              volli35
              რავი მე არ გამისინჯია ოჯახური ლიქიორი რაღAც უსიამოვნო ჭაჭის თუ სპირტის არომატის გარეშე user.gif საშობაოებიც არ მევასება მაგიტომ

              Posted by: volli35 29 Jul 2010, 12:33
              nanana
              QUOTE
              საშობაოებიც არ მევასება მაგიტომ

              საშობაო სუფთად ჭაჭაზე მზადდება ჩემთან ..... და თან უმეტეს წილ სპირტ-ალკოჰოლს ხილიც უშვებს .... რა ვიცი მე კი მიყვარს

              Posted by: viko 29 Jul 2010, 16:47
              mzi


              QUOTE
              ატამი უნდა გავთალო და კურკა გამოვუღო?


              yes.gif

              guruliqali

              სპირტს აფთიაქში ვყიდულობ.

              Posted by: guruliqali 29 Jul 2010, 17:37
              volli35
              viko
              დიდი მადლობა.

              rtuli
              ვაჟაზე სამედიცინომდე რომ დიდი მაღაზია იყო ადრე, მოპირდაპირე მხარეს, იმას ხომ არ გულისხმობთ? ეხლაც არის ეგ მაღაზია?

              Posted by: rtuli 29 Jul 2010, 19:00
              guruliqali
              QUOTE
              ვაჟაზე სამედიცინომდე რომ დიდი მაღაზია იყო ადრე, მოპირდაპირე მხარეს, იმას ხომ არ გულისხმობთ? ეხლაც არის ეგ მაღაზია?

              მანდ არის ორი მაღაზია...ერთერთში მარინა ემხვარი იკითხე ....ძალიან კარგ ფასსი აქვს+კარგი სუფთა და ძლიერი სპირტია yes.gif

              Posted by: guruliqali 30 Jul 2010, 09:11
              rtuli
              დიდი მადლობა, აუცილებლად მივაკითხავ.

              Posted by: mzi 30 Jul 2010, 12:43
              QUOTE
              ალიბუხარის მურაბა თუ გაგიკეთებიათ? კურკიანი შეიძლება?


              biggrin.gif ისევ მაინტერესებს, რომელი სუნელები მოუხდება? smile.gif smile.gif

              Posted by: fermina 2 Aug 2010, 12:03
              ერთი კარგი ხრაშუნა საზამთროს მურაბის რეცეპტი რომ დაწეროთ არავის გინდათ? smile.gif

              Posted by: saba444 2 Aug 2010, 14:06
              fermina
              მე დაგიწერ:
              1კგ.გაფცქვნილ-დაჭრილ საზამთროს ქერქს ვყრით ცივ წყალში,
              რომელშიც გავხსნით წინასწარ 4-5 ჩ.კ. საჭმლის სოდას.გავაჩეროთ 5-6 საათი
              შემდეგ გამდინარე წყალში გავავლებთ კარგად.გავაჩეროთ შიგ 1-2 საათი.
              1,5 შაქრით და 4-5 ჩ,ჭ.წყლით მოვადუღოთ სიროფი,ჩავყაროთ საზამთო და 15 წუთი ვადუღოთ.
              გავაჩეროთ დილამდე და შემდეგ მოვხარშოთ.

              Posted by: fermina 2 Aug 2010, 15:39
              QUOTE (saba444 @ 2 Aug 2010, 14:06 )
              fermina
              მე დაგიწერ:
              1კგ.გაფცქვნილ-დაჭრილ საზამთროს ქერქს ვყრით ცივ წყალში,
              რომელშიც გავხსნით წინასწარ 4-5 ჩ.კ. საჭმლის სოდას.გავაჩეროთ 5-6 საათი
              შემდეგ გამდინარე წყალში გავავლებთ კარგად.გავაჩეროთ შიგ 1-2 საათი.
              1,5 შაქრით და 4-5 ჩ,ჭ.წყლით მოვადუღოთ სიროფი,ჩავყაროთ საზამთო და 15 წუთი ვადუღოთ.
              გავაჩეროთ დილამდე და შემდეგ მოვხარშოთ.

              დიდი მადლობა 2kiss.gif
              საზამთროს ქერქის სისქეს მნიშვნელობა აქვს? ერთხელ გამიკეთებია რამდენიმე წლის წინ, ძალიან კარგი კი გამოვიდა, მაგრამ საერთოდ აღარ მახსოვს არაფერი.
              ანუ სიროფში 15 წუთი ვადუღებთ საზამთროს, მერე ვაჩერებთ 7-8 საათი ანუ დილამდე და მერე რამდენ ხანს ვხარშავთ?

              Posted by: volli35 2 Aug 2010, 15:49
              fermina
              ჩაგერევით თქვენის ნებართვით
              საზამთროს ქერქის სისქეს აუცილებლად აქვს მნიშვნელობა .... აუცილებლად უნდა იყოს სქელი
              ჰო და კიდე სეროფში აუცილებლად უნდა დაუმატო ცოტა ვანილი და მიხაკი
              * * *
              ესეიგი ეხლა დავწერ საზამთროს მურაბას "პროფესორის" რეცეპტით

              საზამთროს მურაბა

              1 კგ საზამთროს ქერქი
              1.200 კგ შაქარი
              წყალი უამრავი ულევი (თვითონ განსაზღვრავთ)
              ვანილი
              მიხაკი (3 ცალი)

              საზამთროს ქერქები (სასურველია ბუთქუნები) გავასუფთაოთ მწვანე კანისგან და მოვაცილოთ წითელი რბილობი (თუ რაც ქვია), დავჭრათ ქადის დანით და დავჩხვლიტოთ ჩანგლით.
              ჯამში ჩავასხათ5 ჩაის ჭიქა წყალი და დავამატოთ 1.5 ჩაის ჭიქა წყალში გახსნილი 1.5ჩაის კოვზი სოდა
              ამაში ჩავყაროთ საზამთრო და დავტოვოთ 4 საათი (დროდადრო ვურიოთ)

              ცალკე ქვაბში ჩავასხათ 3 ჩაის ჭიქა წყალი, დავამატოთ 600 გრამი შაქარი და წამოვადუღოთ საკაიფოდ.

              4 საათი რომ გაირბენს საზამთროს ქერქები ამოვიღოთ სოდიანი წყლიდან და კარგად გავრეცხოთ გამდინარე წყლის ქვეშ .... შემდეგ ჩავყაროთ ცხელ სეროფში და ვადუღოთ 15-20 წუთი ..... ეს დრო რომ გავა გამოვრთოთ და დავტოვოთ მთელი ღამით

              მეორე დღეს დავამატოთ დარჩენილი 600 გრამი შაქარი + 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი და ვადუღოთ მუტაბა სანამ წვენი არ იქნება მზად ( წვენის შემოწმება გეცოდინებათ ყველას) ....როცა გამოვრთავთ დავამატოთ ვანილი და სურვილის მიხედვით მიხაკი (ანუ წინასწარ შევახვიოთ 3 ცალი მიხაკი ბინტსჰი და ჩავდოთ წვენში ცოტა ხნით

              პ.ს. სადაც დამიწერია ჩაის ჭიქა იქ იგულისხმეთ 200 გრამიანი ნათალი ჭიქა რომ ჰქვია ის


              წარმატებები ყველას

              Posted by: saba444 2 Aug 2010, 18:35
              volli35
              fermina
              ჰოო დაჩხვლეტა და ვანილი დამავიწყდა,მიხაკი კი არ ვიცოდი.....
              200 გრამიანი ჭიქით არ ეყოფა 4 ჭიქა,-6-7 მაინც დასჭირდება. მე დამაკლდა და
              რომ მოიხარშა მერე დავამატე,რავიცი აბა ჯერ კარგად არის.....
              რეცეპტში მეც ასე ვნახე ჯერ 600გრ.შაქარი და მერე კიდე 600.მე დამეზარა და მთლიანად ჩავყარე
              მშვენივრად მოიხარშა.

              Posted by: miau 2 Aug 2010, 18:56
              საზამთროს მურაბის სეზონია ფორუმზე და ბებიას რეცეპტსაც შემოგთავაზებთ. smile.gif

              საზამთროს მურაბა

              საზამთროს ქერქები დავჭრათ, დავჩხვლიტოთ და ჩავყაროთ კირიან წყალსი თან ვურიოთ შიგადაშიგ. 2-3 საათის შემდეგ ორჯერ-სამჯერ გავავლოთ გამდინარე წყალში, ერთხელ მსუბუქ შაქარ-წყალში წამოვადუღოთ და გავაციოთ.
              შაქრითა და წყლით მოვამზადოთ ვაჟინი და შიგ ჩავყაროთ გაციებული საზამთროს ქერქები. (1 კგ ქერქზე1 კგ შაქარი და 2-2,5 ჭიქა წყალი) დავუმატოთ ილი და ვანილი და სანამ მურაბა არ შემოვა, ვხარშოთ. მურაბა ცხელივე ჩავასხათ ქილებში.

              თუ ვინიცობაა და ვაჟინი (სიროფი) დააკლდა, ზემოხსენებული პროპორციით მოამზადეთ ვაჟინი ცალკე და დაასხით, მაგრამ არ დაჭირდება.

              კარგი კნატუნა გამოდის. smile.gif ჯერჯერობით მე თავად არ გამიკეთებია ,ბებია პირველობას არ თმობს biggrin.gif

              Posted by: volli35 2 Aug 2010, 19:58
              saba444
              QUOTE
              200 გრამიანი ჭიქით არ ეყოფა 4 ჭიქა,-6-7 მაინც დასჭირდება.

              არ ვიცი რა გითხრა ..... ასე აკეთებს დეიდაჩემი ბევრი წლებია ....
              მოკლედ რაც მომყიდაააა მეც ის მოგყიდეთ ...
              სასტიკად კნატუნა და წვნიანი მურაბა გვაქვს ხოლმე და ამიტომ ვენდობი რეცეპტს

              miau
              QUOTE
              საზამთროს ქერქები დავჭრათ, დავჩხვლიტოთ და ჩავყაროთ კირიან წყალსი თან ვურიოთ შიგადაშიგ. 2-3 საათის შემდეგ ორჯერ-სამჯერ გავავლოთ გამდინარე წყალში, ერთხელ მსუბუქ შაქარ-წყალში წამოვადუღოთ და გავაციოთ.
              შაქრითა და წყლით მოვამზადოთ ვაჟინი და შიგ ჩავყაროთ გაციებული საზამთროს ქერქები. (1 კგ ქერქზე1 კგ შაქარი და 2-2,5 ჭიქა წყალი) დავუმატოთ ილი და ვანილი და სანამ მურაბა არ შემოვა, ვხარშოთ. მურაბა ცხელივე ჩავასხათ ქილებში.

              საკმაოდ სასიამოვნო და ადვილი რეცეპტია .... მადლობა ბებიას 2kiss.gif

              Posted by: CLOWN_ 24 Aug 2010, 01:24
              ძალიან გთხოვთ ერთი რაღაც მასწავლოთ.


              ვარ საზღვარგარეთ სადაც ვერც სახუფავს ვიშოვი და ვერც ,,კრიშკებს''
              ძალიან მინდა შევინახო კომპოტები.
              საქმე ის არის რომ არც 2 და 3 ლირტიანი ქილები არსებობს აქ.
              ჩვენტან რომ ქარხნულ ქილებშია კირტის პიკული(ტურქულები რო შემოდიოდა) ეგეთი და მაგაზე დიდი არ არსებობს აქ ქილა.
              მასეთ ,,რეზმიან;; ტავსახუტიან ქილაში როგორ შევინახო კამპოტი რომ არ გაფუჭდეს და ხანგრძლივად შეინახოს?
              და არც ჯანმრტელობისთვის გახდეს საშიში?
              აი ჩვენთან რაღაცას რომ უკეთებენ ასპირინს თუ რარაცას,ეგ უნდა გავუკეთო რომ არ იყოს საშიში ჯანმრთელობისთვის და არ გაფუჭდეს რამდენიმე თვის მანძილზე?


              მიპასუხეთ რა smile.gif წინასწარ დიდი მადლობა....

              Posted by: Bella Moretta9 24 Aug 2010, 12:03
              შავი ქლიავის ჯემი როგორ გავაკეთო? ძალიან მიყვარს rolleyes.gif

              Posted by: selena380 26 Aug 2010, 01:45
              CLOWN_
              QUOTE
              ტავსახუტიან ქილაში როგორ შევინახო კამპოტი რომ არ გაფუჭდეს და ხანგრძლივად შეინახოს?
              და არც ჯანმრტელობისთვის გახდეს საშიში?

              საშისია მასე შენახული, კომპოტები კიდევ ასპირინით არცკი გამიგია რომ ინახებოდეს,

              Posted by: rtuli 26 Aug 2010, 01:56
              CLOWN_
              QUOTE
              მიპასუხეთ რა

              უი დაგიგვიანეთ პასუხი sad.gif
              მხოლოდ აჯიკას და მწნილებს ვინახავ,ნუ მურაბებს თავისთავად ხრახნილიან სახურავებიან ქილებში...
              კამპოტი არშემინახია და რატომრაც არც გამიგია რომ ვინმეს ქონოდა მსგავსი გამოცდილება rolleyes.gif

              Posted by: kiwiii 4 Sep 2010, 22:03
              მწვანე წიწაკისგან რამე გემრიელი მინდა გავაკეთო ზამთრისთვის...... აბა ველოდები რეცეპტებს

              Posted by: ninavia 6 Sep 2010, 17:43

              დღეს დავამთავრე საზამთროს მურაბის კეთება უგემრიელესი ხრაშუნა გამოვიდა... http://www.radikal.ru

              Posted by: anatoreli 6 Sep 2010, 19:56
              წითელი პამიდვრის მწნილი მოხუფვის გარეშე არ კეთდება?!

              Posted by: mzi 7 Sep 2010, 11:47
              n_j
              QUOTE
              ვინმე თუ აკეთებთ მურაბებს და ჯემებს კვიტინით? მე გატარებულ ხილს ვუმატებ და ძაან მაგარია , რაღაც ჟელესავით არის ოღონდ სქელი.გამიკეთებია გარგარი, შინდი, ალუბალი, ორივენაირი მოცხარი, მოცვი, ქაცვი, ჟოლო, მარწყვი, ფორთოხალი, იცით რა მაგარია? თან 5 წუთში კეთდება და კარაქიან ტოსტებზე რო წაუსმევ დაცემაა განსაკუთრებით შავი მოცხარი და მოცვი მიყვარს



              შინდი როგორ გავაკეთო კვიტინით?, უნდა გავხეხო თუ კურკებიანად, ქაცვიც მაინტერესებს tongue.gif tongue.gif tongue.gif

              Posted by: ninavia 8 Sep 2010, 15:08
              mzi-- უნდა გახეხო ორივე და ისე გააკეთო.პურზე გადასმული კურკებიანი ჯემი გინახავს?
              aba.gif aba.gif aba.gif

              Posted by: tamunia:) 11 Sep 2010, 15:11
              ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ და მასწავლეთ როგორ უნდა სამოთხის ვაშლით მურაბის გაკეთება. წინასწარ მადლობ smile.gif

              Posted by: viko 11 Sep 2010, 15:38
              tamunia:)


              http://www.liveinternet.ru/users/inessa_rjabinina/rubric/1156874/page4.html

              anatoreli

              თქვენც ნახეთ ეს საიტი, კონსერვირებაზე მგონი ყველაფერია.

              Posted by: anatoreli 11 Sep 2010, 15:55
              viko
              QUOTE
              თქვენც ნახეთ ეს საიტი, კონსერვირებაზე მგონი ყველაფერია.

              მადლობა...

              Posted by: tamunia:) 11 Sep 2010, 16:37
              viko
              დიდი მადლობა იმედია გამომივა რამე biggrin.gif

              Posted by: viko 11 Sep 2010, 16:46
              tamunia:)

              გამოგივა აუცილებლად, მე შარშან გავაკეთე მშვენიერი გამოვიდა.


              tamunia:)
              anatoreli


              არაფერს.
              სურათებს დაველოდებით wink.gif

              Posted by: iren765 14 Sep 2010, 14:21
              დღეს გავაკეთე პომიდვრის სოუსი სუნელებით.http://www.radikal.ru

              Posted by: frontushka 14 Sep 2010, 19:02
              iren765
              ასე მოხუფული შეინახება საზამთროდ? როგორ გააკეთეთ?

              Posted by: iren765 14 Sep 2010, 19:43
              ა/ ზეთში მოვთუშე წვრილად დაჭრილი ხახვი/გამჭვირვალე უნდა გახდეს/,ჩავამატე დაბლენდერებული,კანგაცლილი პომიდორი.ადუღების შემდეგ ვამატებ ხმელ ქინძს,ხმელ სუნელს,შავ პილპილს,მწარე პლპილს,ყვითელ ყვავილს,ნიორს და მარილს გემოვნებით.გარეცხილ,მშრალ ქილას ვასტერილიზირებ,ვასხამ სოუსს და მჭიდროდ ვახურავ გამოხარშულ თავსახურს.ასე ვინახავ მრავალი წელია. ბ/ თუ დაამატებთ გახეხილ სტაფილოს,დაჭრილ ბულგარულს და ჩათუშავთ ხახვთან ერთად,მიიღებთ ძალიან გემრიელ ლეჩოს.

              Posted by: frontushka 14 Sep 2010, 20:34
              iren765
              ასპირინს რომ ყრიან ხოლმე არ უნდა?

              Posted by: iren765 14 Sep 2010, 20:56
              მხოლოდ ასეთ ქილებში ვაკეთებ ,ასპირინს არ ვუშვები.

              Posted by: frontushka 14 Sep 2010, 21:04
              iren765

              დიდი მადლობა

              Posted by: Snow Crash 15 Sep 2010, 13:50
              iren765
              პამიდვრის სოუსის პროპორციები დაწერე რაა?

              Posted by: iren765 15 Sep 2010, 14:10
              პომიდვრის სოუსის მოსამზადებლად საჭიროა---პომიდორი -5 კგ, ზეთი-200გრამი,ხახვი-2კგ, ნიორი-1 თავი, ხმელი ქინძი 3 ჩ/კ, უცხო სუნელი-5 ს/კ, ყვითელი ყვავილი 1ჩ/კ, წითელი წიწაკა15 ჩ/კ,შავი პილპილი-0,5 ჩ/კ,მარილი.






              Posted by: Snow Crash 15 Sep 2010, 14:14
              iren765
              მადლობა. სადილში ჩასასხმელად გამოდგება?

              Posted by: iren765 15 Sep 2010, 14:39
              ეს სოუსი სადილის მოსამზადებელია,ტომატ-პასტის ნაცვლად ვხმარობ. კეტჩუპის მოსამზადებლად საჭიროა-- 7კგ.პომიდორი,5კგ.წითელი ბულგარული,3კგ.მწვანე ვაშლი/ანტონოვკა,და სხვა/.2კგ.ხახვი,1კგ.მწარე წიწაკა,2 თავი ნიორი,2ცალი დაფნის ფოთოლი,2 ცალი მიხაკი,1ჩ/კ ხმელი ქინძი,1ჩ/კ ხმელი სუნელი,7ს/კ კარტოფილის სახამებელი/თუ არ შესქელდება დამატეთ/,300 გრამი შაქარი,100 გრამი მარილი,300 გრამი ძმარი,შავი პილპილი/კაკლები/,5 ცალი დაფშვნილი ასპირინი,.1/კანგაცლილი,გაწურული პიმიდორი,ვაშლი,ბულგარული,მწარე წიწაკა დააბლენდეეთ,2/ხახვი დაჭერით,3/აადუღეთ ზემოთ ჩამოთვლილი ინდეგრიენტები,სუნელების,მარილის და შაქრის გარდა.4/გაწურეთ ადუღებული მასა,5/ ისევ ჩაასხით სუფთა ქვაბში,დაამატეთ მარილი,შაქარი,სუნელები და წამოადუღეთ,ჩააყერეთ დაფშვნილი ასპირინი,მოურიეთ.6/5წუთის შემდეგ მიღებული კეტჩუპი ჩაასხით სტერილიზირებულ კეტჩუპის და მაიონეზის ხრახნიან ქილებში.

              Posted by: saba444 19 Sep 2010, 20:39
              შინდის მარინადი

              1 ლიტრიან ქილაში ჩავყაროთ შინდი,1ც,წითელი მწარე წიწაკა,3 კბილი ნიორი
              3-3 ღერი კამა-ნიახური,დავასხათ ადუღებული წყალი,გავაჩეროთ 10 წუთი.
              გადმოვწუროთ, იმავე წყალს დავუმატოთ 1ს,კ, მარილი, 1ს.კ. ძმარი, 1ჩ.კ. შაქარი ,წამოვადუღოთ
              დავასხათ მდუღარე და მოვხუფოთ.
              http://www.radikal.ru

              Posted by: TT-KK 28 Sep 2010, 17:36
              გულისხმიერო კულინარებო!

              ღოღნაშოს მურაბის შესახებ რა იცით?

              წყალი უნდა დავასხა თუ უწყლოდაც იხარშება?

              ინფორმაციისთვის წინასწარ გიხდით მადლობას.

              Posted by: nanana 28 Sep 2010, 17:43
              TT-KK
              უწყლოდ. მურაბებს წყალი არ უნდა. შაქართან ერთად გააჩერეთ რამოდენიმე საათი და ხილი წვენს გამოუშვებს. ეს წვენი საკმარისია.

              მერე რა რომ არცერთი მურაბა არ გამიკეთEბიაbiggrin.gif ხომ მინახავსbiggrin.gif





              არა, ფორთოხლის ჯემს ანუ მარმელადს ვაკეთებ ძაან მაგარს

              Posted by: TT-KK 28 Sep 2010, 17:50
              nanana
              [quote]უწყლოდ.[/quote]
              ეს მინდოდა,მეც.[
              quote]ფორთოხლის ჯემს ანუ მარმელადს ვაკეთებ ძაან მაგარს [/quote]
              როგორ?

              Posted by: volli35 28 Sep 2010, 17:53
              nanana
              QUOTE
              არა, ფორთოხლის ჯემს ანუ მარმელადს ვაკეთებ ძაან მაგარს

              ფაქტები დაიდოს .....


              TT-KK
              ღოღნოშოს მურაბას უნდა დაჩხვლეტა ...
              ასევე სეროფის მოხარშვა და მერე კიდე მოხარშვა ....
              დეტალებს მოგახსენებ მალე (3-5 წუთში)

              Posted by: TT-KK 28 Sep 2010, 18:10
              volli35
              QUOTE
              დეტალებს მოგახსენებ მალე (3-5 წუთში)

              აბა,გელოდები,თორემ გადამწიფდა ღოღნაშო

              Posted by: nanana 28 Sep 2010, 18:50
              volli35
              QUOTE
              ფაქტები დაიდოს .....


              რომ გავაკეთებ გავფაქტავ biggrin.gif


              ძაან ადვილია TT-KK
              6 ფორთოხალი კარგად გარეცხილი დავჟეჟოთ მაგიდაზე რომ წვენი ბევრი გამოიყოს. გავჭრათ და წვენი ქვაბში ჩავასხათ. ნაყოფი ქერქიანად წვრილ ისრებად დავჭრათ. + 1 ქილა ანანასის წვენი+ 1 კგ შაქარი ვადუღოთ უსასრულობამდე biggrin.gif შიგადაშიგ მოვურიოთ . + ვანილი + მიხაკი + შეიძლება დარიჩინიც. ასე 2-3 საათში მზადაა


              volli35
              QUOTE
              ღოღნოშოს მურაბას უნდა დაჩხვლეტა ...

              მართალი ხარ ხო იცი biggrin.gif ბებო გამახსენდა 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

              Posted by: volli35 28 Sep 2010, 18:56
              1 კგ ღოღნოშო
              1 კგ შაქარი
              1 ჩაის ჭიქა (240 გრ) წყალი

              შაქრით და წყლით მოხარშავ სეროფს
              ღოღნოშო ამ დროს Dაჩხვლიტე ჩანგლით

              ნელთბილ სეროფში ჩააწყე ღოღნოშო და ერთხელ წამოადუღე
              როცა გაგრილდება კიდე წამოადუღე მაქსიმუმ 15 წუთი .... თან გასინჯავ მურაბის წვენს ... რომ მოგეწონება მზადაა და დურთავ ქილებში
              ღოღნოშოს გადახარშვის შემთხვევაში ახასიათებს ჩაფლავება ჩახარშვა .... ასე რომ აკონტროლე მაქსიმალურად
              * * *
              nanana
              QUOTE
              მართალი ხარ ხო იცი biggrin.gif ბებო გამახსენდა 2kiss.gif

              აჰააააა შენ და ბებოს http://www.SmileS.Ge

              Posted by: TT-KK 28 Sep 2010, 19:21
              nanana
              volli35

              ღოღნაშოც გადარჩა და ფორთოხლის მარმელადს გაკეთებაც ვისწავლე! უსაყვარლესები ხართ!


              მე კი თუ ასე გავაგრძელე ერთი 10 წელიწადში კარგი კულინარი დავდგები.

              Posted by: upwave 29 Sep 2010, 11:58
              iren765
              QUOTE
              / ზეთში მოვთუშე წვრილად დაჭრილი ხახვი/გამჭვირვალე უნდა გახდეს/,ჩავამატე დაბლენდერებული,კანგაცლილი პომიდორი.ადუღების შემდეგ ვამატებ ხმელ ქინძს,ხმელ სუნელს,შავ პილპილს,მწარე პლპილს,ყვითელ ყვავილს,ნიორს და მარილს გემოვნებით.

              ცხელს ვასხამთ ჭურჭელში?

              Posted by: iren765 29 Sep 2010, 16:13
              QUOTE (upwave @ 29 Sep 2010, 11:58 )
              iren765
              QUOTE
              / ზეთში მოვთუშე წვრილად დაჭრილი ხახვი/გამჭვირვალე უნდა გახდეს/,ჩავამატე დაბლენდერებული,კანგაცლილი პომიდორი.ადუღების შემდეგ ვამატებ ხმელ ქინძს,ხმელ სუნელს,შავ პილპილს,მწარე პლპილს,ყვითელ ყვავილს,ნიორს და მარილს გემოვნებით.

              ცხელს ვასხამთ ჭურჭელში?

              სტერილიზირებულ ქილაში მდუღარე მასას რომ ჩაასხამთ,მჭიდროდ დაახურეთ ქილის გამოხარშული ხრახნიანი თავსახური.

              Posted by: irmaco 30 Sep 2010, 10:53
              Doloress
              QUOTE
              ვინმემ ხო არ იცი, სოკო როგორ უნდა შევინახო?!

              მითხრეს, ძაფზე უნდა აასხა კარგად გარეცხილი სოკო და ისე დაკიდო თბილ ადგილასო, მაგრამ ..... შედეგს არ ვიტყვი..

              სანამ ძაფზე ავასხამთ, უნდა გადავარჩიოთ, დაზიანებული ადგილები მოვაშოროთ, გაირეცხოს შევაშროთ და რაც მტავარია იქ ახლომახლო უნდა დავკიდოთ სადაც დავკრიფედ, აი მაგალითად თუ ბორჯომის ტყეებში აგვისტოში დაკრეფილ სოკოზეა საუბარი შანსი იმისა რომ ეს სოკო ივარგებს ზამთარში დიდია, ანუ იქვე ახლოს სადაც დაკრიფედ სოკო იქვე უნდა გააშროთ აივანზე, მიახლოებით 2-3 კვირა საკმარისია რო კარგად გამოშრეს, მხოლოდ შემდეგ შეგიძლიათ თბილისში დადოთ ან დაკიდოთ მშრალ და გრილ ადგილას, მე პირადად ბორჯომში გამოვაშრე ეგრე სოკო და ძალიან ვისიამოვნეთ კიდეც ზამთარში, ხოლო თბილისში(ვერც ბათუმში, მესმის ბათუმი ნესტიანია, მაგრამ ტბილისზე გამიკვირდა ძალიან) ვერანაირად ვერ მოვახერხე გამომეშრო,გამოვაშრე ადრე თუ იცით ესეთი კურორტი "ბეშუმი" აჭარის მთებში, იქაც ფანასტიურად გამოშრა და უგემრიელესი სოკოც მივირთვით smile.gif

              Posted by: ladywin 1 Oct 2010, 13:50
              მკვახე პომიდვრის სალათი.
              http://www.radikal.ru

              Posted by: irmaco 1 Oct 2010, 15:50
              ladywin
              მეც ვამზადებდი ადრეsmile.gif ძალიან გემრიელია .

              Posted by: usaqmurologi 2 Oct 2010, 20:35


              ე.ი. შინდის კონფიტურის გაკეთება გადავწყვიტე და იქნებ მასწავლოთ როგორ კეთდება........

              ეს კონფიტური სად უნდა შევიძინო, ფხვნილიაააა?? თუ დიდი სისულელე ვიკითხე? biggrin.gif

              Posted by: upwave 2 Oct 2010, 21:15
              usaqmurologi
              კვიტინი სინჯე, მაღაზიებში იყიდება და გემრიელი კონფიტიური გამოდის smile.gif

              Posted by: usaqmurologi 2 Oct 2010, 22:22

              upwave

              იქნებ უფრო დაწვრილებით ამიხსნა, smile.gif, რას ნიშნავს კვიტინი ვსინჯო??????

              * * *

              ანუ კვიტინი როდის და როგორ უნდა გამოვიყენო???

              Posted by: volli35 2 Oct 2010, 22:37
              usaqmurologi
              QUOTE
              იქნებ უფრო დაწვრილებით ამიხსნა, smile.gif , რას ნიშნავს კვიტინი ვსინჯო??????

              კვიტინი არის სპეც. ფხვნილი, რომელიც კრავს ხილის წვენს და ასე კეთდება კონფიტური
              კვიტინი თუ არ ვცდები ემატება უკვე ბოლოსკენ .... გამოყენების ზუსტი წესები აწერია შეფუთვაზე

              Posted by: upwave 2 Oct 2010, 23:19
              usaqmurologi
              კაი ხანია აღარ გამომიყენებია.
              არ მახსოვს როგორ გავაკეთე, მაგრამ მეც ზედ დაწერილი ინსტრუქციით ვიმოქმედე და მინდა გითხრა, ძალიან კარგი კონფიტიური გამომივიდა მაშინ.
              უბრალოდ მე ჯემები, მურაბები და ,,ძმანი მისნი" დიდად არ მხიბლავენ (მხოლოდ ნამცხვრებში) და ვცდილობ უფრო მწარე-მჟავე-ცხარე გავაკეთო smile.gif
              ასე, რომ თამამად გააკეთე, კარგი გამოგივა wink.gif

              Posted by: volli35 2 Oct 2010, 23:27
              upwave
              QUOTE
              უბრალოდ მე ჯემები, მურაბები და ,,ძმანი მისნი" დიდად არ მხიბლავენ (მხოლოდ ნამცხვრებში) და ვცდილობ უფრო მწარე-მჟავე-ცხარე გავაკეთო

              მეგონა მე დავწერე ეს .... http://www.SmileS.Ge

              Posted by: usaqmurologi 2 Oct 2010, 23:29

              volli35

              upwave

              გმადლობთ....

              იმ ცნობილ სუნელების კაცს მივაკითხავ მაგ კვიტინისთვის...... smile.gif

              Posted by: upwave 3 Oct 2010, 00:06
              volli35
              QUOTE
              QUOTE
              უბრალოდ მე ჯემები, მურაბები და ,,ძმანი მისნი" დიდად არ მხიბლავენ (მხოლოდ ნამცხვრებში) და ვცდილობ უფრო მწარე-მჟავე-ცხარე გავაკეთო

              მეგონა მე დავწერე ეს .... 

              ხოო. ნუ ეხლა ,,არყისტიც" არ არ თავისი სიმწარის გამო, მაგრამ ამიტომ ლიქიორებსაც ნაკლებად ვეტანები. smile.gif

              Posted by: volli35 3 Oct 2010, 00:18
              upwave
              QUOTE
              ხოო. ნუ ეხლა ,,არყისტიც" არ არ თავისი სიმწარის გამო, მაგრამ ამიტომ ლიქიორებსაც ნაკლებად ვეტანები.

              "არყისტი" ვერც მე ვარ .... ერთადერთი რომელიც ოდნავ მხიბლავს ესაა ნემიროვის წიწაკიანი .... ლიქიორები კი მხიბლავს ... აი ბოლო რომელიც გეახელით და სასტიკად მოვიხიბლე გემოთიც და სახელითაც
              Женский соблазн
              http://www.radikal.ru
              + უგემრიელესი შტრუდელი

              Posted by: tako-dachi 4 Oct 2010, 11:48
              rtuli რა შეიძლება ეხლა საყინულეში რო გავყინო ბოსტნეულიდან და ხილიდან? და საშიში თუ არის ესე შენახვა?

              Posted by: max-14 4 Oct 2010, 13:45
              QUOTE
              მკვახე პომიდვრის სალათი.

              რეცეპტი თუ შეიძლება... მადლობთ

              Posted by: rtuli 4 Oct 2010, 14:24
              tako-dachi
              QUOTE
              rtuli რა შეიძლება ეხლა საყინულეში რო გავყინო ბოსტნეულიდან და ხილიდან? და საშიში თუ არის ესე შენახვა?

              მე ვყინავ ბოსტნეულიდან მხოლოდ მწვანე ლობიოს ....
              ხილიდან ალუბალს,მაყვალს,ჟოლოს....
              საშისი არ არის უბრალოდ,6 თვე აქვს მაქსიმუმ ვადა yes.gif

              Posted by: ბესიკის26 4 Oct 2010, 17:07
              rtuli
              QUOTE
              საშისი არ არის უბრალოდ,6 თვე აქვს მაქსიმუმ ვადა 

              მართლა მხოლოდ 6 თვეში უნდა გამოვიყენო ხილი?იმდენი რამ მაქვს შენახული:მოცვი,მარწყვი,შავი ბალი და ალუბალი,მოცხარი.
              აგვისტოში რომ შევინახე თებერვლამდე უნდა გავხარჯო? sad.gif

              Posted by: upwave 4 Oct 2010, 19:05
              ბესიკის26
              უი ეგ პირველად მესმის. ვიცი, რომ გაყინული ხილი ძალიან დიდხანს ინარჩუნებს ვიტამინებს პირველადი სახით. სად შეიძლება ინფო მოვიძიოთ?

              Posted by: tako-dachi 4 Oct 2010, 21:05
              rtuli
              შემწვარი ბადრიჯანი არა??? როგორ უნდა შევინახო?

              Posted by: rtuli 4 Oct 2010, 21:30
              ბესიკის26
              QUOTE
              მართლა მხოლოდ 6 თვეში უნდა გამოვიყენო ხილი?

              მე ასე მიწერია მაცივრის რეკომენდაციაში მაგრამ,სიმართლე გითხრა 6 თვეზე მეტი მედო მე....smile.gif
              upwave
              QUOTE
              უი ეგ პირველად მესმის. ვიცი, რომ გაყინული ხილი ძალიან დიდხანს ინარჩუნებს ვიტამინებს პირველადი სახით. სად შეიძლება ინფო მოვიძიოთ?

              http://zakatki.com/poleznye-sovety/zamorozka-zagotovok.html

              tako-dachi
              QUOTE
              შემწვარი ბადრიჯანი არა??? როგორ უნდა შევინახო?

              მე მქონდა შარშან შენახული...შევწვი და პლასტმასის,საჭმელ ყუთებში მოვათავსე.გავყინე.ზამთარში ჩვეულებრივად ვიყენებდი....

              Posted by: irmaco 5 Oct 2010, 09:49
              tako-dachi
              შარშან მეზობლის რჩევით გავყინე პომიდორი და ბულგარული(ბოსტნეულიდან), ძალიან ვისიამოვნე ზამთარში,სადილისთვის 2 საათით ადრე გამოვიგებდიდა ფანტასტიური იყო, და რაც მტავარია პიცისტვის იყო უგემრიელესი. ხილიდან მე პირადად დიდი ხანია ვინახავ მალინას,მარწყვს, მაყვალს,როგორც ვიცი ყველა კენკროვანი ხილი შეიძლება გაიყინოს, მაგრამ როგორც ზემოტ გირჩიეს ვადები უნდა იყოს დაცული ანუ მიახლოებით 6 თვე smile.gif.
              * * *
              ბესიკის26
              QUOTE
              მართლა მხოლოდ 6 თვეში უნდა გამოვიყენო

              პირველად იმ ხილის გამოყენება დაიწყე რომელიც პირველი შეინახე, და ეგრეsmile.gif ნუ თუ არ გალღობილა მთელი ამ 6 თვის მანძილზე მე 7 თვეც არაუშავსsmile.gif


              Posted by: მონიკა 5 Oct 2010, 10:25
              QUOTE
              მართლა მხოლოდ 6 თვეში უნდა გამოვიყენო ხილი?

              არ მახსოვს ზუსტად, გასაყინ პაკეტებზე ეწერა რამდენ ხანს შეიძლება რისი შენახვა. 6 თვე მინიმალური ზღვარია, რამდენადაც მახსოვს ძირითადად კენკრას ეხება. ზოგიერთი რამ 12 თვესაც ინახება.

              მწვანე ლობიო ინახება გადასარევად. დაკონსერვებულს ვერიდები და ყოველ წელს ვყინავ. smile.gif
              rtuli
              QUOTE
              მე მქონდა შარშან შენახული...შევწვი და პლასტმასის,საჭმელ ყუთებში მოვათავსე.გავყინე.ზამთარში ჩვეულებრივად ვიყენებდი....

              შემწვარი ბადრიჯნით მეც კმაყოფილი დავჩი, უმი კი არ ვარგა.

              Posted by: rtuli 5 Oct 2010, 11:23
              მონიკა
              QUOTE
              6 თვე მინიმალური ზღვარია, რამდენადაც მახსოვს ძირითადად კენკრას ეხება. ზოგიერთი რამ 12 თვესაც ინახება.

              6 თვის მერე გემოც ეცვლება კენკრას რატომღაც.....ყველაზე კარგად და დიდხანს ძლებს ალუბალი,აი მაგას არც გემო ეცვლება და არც ვადები აქვს შენახვის smile.gif
              ჟოლო და მაყვალი ცოტა კაპრიზნები არიან...თუმცა მაგათი შენახვა მაინც ღირს...
              შავი ქლიავი შევინახე ერთხელ და როცა გალღვა წყლად იქცა,აღარ ვინახავ....


              Posted by: ladywin 6 Oct 2010, 17:22
              http://www.radikal.ru
              http://www.radikal.ru
              გახეხილი შინდი ცოცხლად.

              Posted by: usaqmurologi 6 Oct 2010, 18:59

              ladywin

              იფ, როგორ მიყვარს კარაქიან პურთან ერთად... chups.gif

              მხოლოდ გახეხვა საკმარისია?? და მერე სტერილიზაცია როგორ გაუკეთე??

              Posted by: rockataka 6 Oct 2010, 19:33
              ladywin
              QUOTE
              გახეხილი შინდი ცოცხლად.

              მზად ვარ ზამთარში ხელი გთხოვოთ gigi.gif

              Posted by: ladywin 6 Oct 2010, 19:50
              usaqmurologi
              QUOTE
              მხოლოდ გახეხვა საკმარისია?? და მერე სტერილიზაცია როგორ გაუკეთე??

              გავხეხე შინდი დავაყარე შაქარი 1კგ-ზე 2კგ. და ემალის ჭუჭელში გავაჩერე სამი დღე , ხშირად უნდა მორევა რომ შაქარი კარგად გაიხსნას, ბოლოს სტერილურ ცხელ ბანკებში ვინახავთ. smile.gif
              * * *
              rockataka
              QUOTE
              მზად ვარ ზამთარში ხელი გთხოვოთ

              ვაააააააა ასე ძალიან გიყვარს გახეხილი შინდის ჯემი? lol.gif lol.gif lol.gif

              Posted by: upwave 6 Oct 2010, 20:44
              rtuli
              QUOTE
              QUOTE
              შემწვარი ბადრიჯანი არა??? როგორ უნდა შევინახო?

              მე მქონდა შარშან შენახული...შევწვი და პლასტმასის,საჭმელ ყუთებში მოვათავსე.გავყინე.ზამთარში ჩვეულებრივად ვიყენებდი....


              --------------------

              რას არ მოიფიქრებ ხოლმე smile.gif მოკლედ ექსპერიმენტების დედა ხარ 2kiss.gif

              Posted by: rtuli 6 Oct 2010, 20:52
              rockataka
              QUOTE
              მზად ვარ ზამთარში ხელი გთხოვოთ 

              lol.gif
              ეს სურათების თემაში დაწერე givi.gif

              upwave
              QUOTE
              მოკლედ ექსპერიმენტების დედა ხარ 

              ცხოვრება ყველაფერს გასწავლის biggrin.gif 2kiss.gif

              Posted by: frontushka 6 Oct 2010, 23:43
              ladywin
              ძალიან ტკბილი ხომ არ გამოდის 1 კგ შინდზე 2 კგ შაქარი?

              Posted by: ladywin 7 Oct 2010, 08:46

              არა ნამდვილად არ არის ძალიან ტკბილი, შინდი იღებს საკმარისად სიტკბოს და ძალიან არომატული გამოდის, სხვა ვარიანტში ამჟავდება შაქარი ინახავს... wink.gif

              Posted by: reziko17 14 Oct 2010, 01:12
              ladywin
              როგორ გააკეთე?
              ჩვენ გავაკეთEთ დღეს მაგრამ სტერილიზაცია არ გაგვიკეთებია
              ემალის ქვაბშI დავტოვეთ.
              სტერილიზაცია გაუკეთე???
              3კგ მწვანე პომიდორზე გავუკეთეთ 2კგ წითელი და მწვანე ბულგარული , ნახევარი კილო ხახვი, ნახევარი კგ. სტაფილო
              ნიორი წიწაკა ძმარი ზეთი გემოვნებით და თვალის ზომით...
              შენი რეცეპტი დადე რა თუ შეგილია
              მქონდა მაგრამ დავკარგე....

              მარა ესეც უგემრიელესი გ ამოვიდა

              Posted by: zizi13 15 Oct 2010, 08:17
              გოგოებო მირჩიეტ მკვახე პამიდვრის სალათა გავასტერილო? მიპასუხეთ რა, სალათას უკვე ქილებში ვტენი

              Posted by: rtuli 15 Oct 2010, 10:51
              zizi13
              QUOTE
              გოგოებო მირჩიეტ მკვახე პამიდვრის სალათა გავასტერილო? მიპასუხეთ რა, სალათას უკვე ქილებში ვტენი

              http://forum.ge/?showtopic=33697964&f=&st=435&#entry15749271
              http://forum.ge/?showtopic=33697964&f=&st=435&#entry15779202

              Posted by: tavadze 15 Oct 2010, 10:58
              ninoma
              QUOTE
              ნიგვზიანი აჯიკა
              2კგ,წითელი ტკბილი წიწაკა,2კგ.წითელი მწარე წიწაკა,0.5კგ ნიორი,300გრ.მწვანე ქინძი, 300გრ.ოხრახუში, 150გრ.ნიახური,100გრ.ყვითელი ყვავილი, 100გრ. უცხო სუნელი,50გრ ხმელი ქინძი, 300გრ.გატარებული ნიგოზი, ძმარი და მარილი გემოვნებით.
              გატარებული მასა უნდა მოვათავსოთ ემალის ქვაბში. ვურიოთ ყოველ დღე დადუღებამდე. რომ დაიდუღებს ჩავასხთ ქილებში.
              გააკეთეთ და არ ინანებთ.

              ამ რეცეპტს დავამატე ტომატი - ისედაც ხომ გემრიელია, მაგრამ ამით კიდევ უფრო მაგარი გამოვიდა.
              ოღონდ რატომღაც გვიან იწყებს დუღილს. შარშანაც და წლეულსაც რომ მეგონა, დაამთავრა-მეთქი, მერე დუღდა ქილებში. ახლაც თასზე მიდევს და ნელ-ნელა ამთავრებს დუღილს. თან პროფილაქტიკისთვის თავზე ცოტა ზეთი მოვასხი, ხრახნიან ქილებში ჩავდე და ცოტ-ცოტა გადმოდის ზეთი.

              Posted by: zizi13 15 Oct 2010, 11:22
              მადლობტთ rtuli
              ეს რეცეპპტები მეც ვნახე მაგრამ იქ მიტითებული არ არის , რაც მე მაინტერესებს

              Posted by: upwave 15 Oct 2010, 16:19
              zizi13
              კი ორივეში მითითებულია.
              I-ს უნდა სტერილიზაცია
              II-ს არ უნდა

              Posted by: ninoma 15 Oct 2010, 17:31
              tavadze
              QUOTE
              რატომღაც გვიან იწყებს დუღილს.

              კარგად რომ დადუღდება დაამატეთ ასპირინი და მერე ჩაასხით ქილებში. პირამდე ნუ გაავსებთ.

              Posted by: tavadze 15 Oct 2010, 17:43
              ninoma
              QUOTE
              კარგად რომ დადუღდება დაამატეთ ასპირინი და მერე ჩაასხით ქილებში. პირამდე ნუ გაავსებთ.

              უკვე ჩასხმული მაქვს. იყოს რაცაა - ნელ-ნელა ამთავრებს დუღილს.
              არადა, მართლა გემრიელია - ის რამდენიმე დღე, რაც დასადუღებლად მედგა, ისეტი არომატი იყო სამზარეულოში, ლამის შემომეჭამა. biggrin.gif

              Posted by: Salome_L 22 Oct 2010, 10:58
              ბულგარულ წიწაკას ზეთში რომ ინახავენ რეცეპტი ხომ არ გაქვთ როგორ უნდა გაკეთდეს ? აი შემდეგ ნიგვზით რომ უნდა შეანელო.

              Posted by: anatoreli 22 Oct 2010, 13:25
              მწვანე პამიდორი როდემდე იქნება ხო არ იცით?!

              Posted by: frontushka 22 Oct 2010, 14:10
              გავაკეთე შინდის ცოცხალი ჯემი, უგემრიელესია chups.gif

              Posted by: LEKS86 29 Oct 2010, 20:01
              პამიდორი & წიწაკა,
              კაი მწნილი რომ გამოვიდეს გთხოვთ დადოთ რეცეპტი smile.gif
              წინასწარ დიდი მადლობა smile.gif

              Posted by: perry-wuna 7 Nov 2010, 16:55
              გამარჯობათ გოგოებო,ფეიხოას თუ ინახავთ ზამთრისთვის და როგორ?იქნებ ვინმემ დაწეროთ 2kiss.gif

              Posted by: ninavia 7 Nov 2010, 17:14
              perry-wuna- ფეიხოას ცოცხლად მაშინკაში ატარებენ და შაქართან ერთად ერთი-ერთზე ინახავენ, კარგია გულისთვის, მე კი -კომპოტს ვაკეთებ კომშთან ერთად და ძალიან გემრიელია ,თან უცხო არომატი აქვს...

              Posted by: perry-wuna 7 Nov 2010, 17:24
              ninavia
              არასოდეს გამიკეთებია არ ვიცი როგორ კეთდება,ალბათ კანიანად უნდა გავატარო,კომპოტს როგორ აკეტებთ,ტუ არ დაგეზარებათიქნებ დამიწეროთ კანი უნდა გავაცალო,დავჭრა თუ როგორ?

              Posted by: ninavia 7 Nov 2010, 17:58
              perry-wuna--თავი და მოლო მოაჭერი და კანიანად გაატარე ,შემდეგ შაქარი დააყარე ,აურიე და დადგი რამდენიმე დღე, თან მოურიე, შემდეგ ჩაასხი ქილებში და შეინახე. კომპოტი-3ლიტრიან ქილაში ვყრი 4-5 ცალ ფეიხოას ვუმატებ 1-2ცალ დაჭრილს კანიანად კომშს და 3 ჩ.ჭ შაქარს თუ კარგი ტკბილი გინდა, თუ არა და 2ჭ.ნახევარს ,ნორმალურია, ვასხავთ წყალს ,ვადუღებთ და ვხუფავთ.

              Posted by: perry-wuna 7 Nov 2010, 18:13
              ninavia
              დიდი მადლობა. 2kiss.gif

              Posted by: თბილი_სი 7 Nov 2010, 18:23
              კომპოტები და მურაბები ცალკე თემად რომ ყოფილიყო უფრო ლოგიკური და სასარგებლო არ იქნებოდა?
              მოსაძებნადაც და თუნდაც თემატურად, რატომ უნდა ვეძებდე მურაბების ტოპიკში მწნილს და პირიქით, გამაგებინეთ ერთი. rolleyes.gif

              ალბათ უხსოვარი დროიდან ასეა, ვერავინ მოიფიქრა პატარა რეორგანიზაციის მაგვარი და შერჩა...

              არადა ადგილი არის და თავისუფლად დაეტეოდნენ ცალ-ცალკე ამხელა ფორუმზე. :დ

              Posted by: zizi13 7 Nov 2010, 18:35
              perry-wuna
              ფეიხოს კომპოტი ორივენაირად შეიძლება გაკეთდეს, მე გათლილი უფრო მომწონს, მსუბუქი არომატი აქვს. შეიძლება კანითაც, ამ დროს მოაჯრი თავს და ცოტაზე ჩასერავ, გემო რომ გამოუშვას, ასეთი კომპოტი უფრო მძაფრი გემოსია მაგრამ ვიტამინებით სავსე

              Posted by: bancala 8 Nov 2010, 18:19
              ქაცვი როგორ შევინახო მირჩიეთ რა help.gif

              Posted by: Angel1 8 Nov 2010, 19:15
              ქაცვი ელექტრო წვერსაწურში გაატარე, გამოწურულ წვენს დაამატე შაქარი 1:2(შაქარი 2 წილია) ჩაასხი ემალის ჭურჭელში და ურიე დილა-საღამოს.კარგად რომ გაიხსნება ,რასაც კარგა ხანი დასჭირდეება ამოიღე მინის ქილბში( ხრახნიანი თახსახურით ) და შეინახე გრილ ადგილას.
              p.s. მართლა სულ პირველად ქაცვს გარეცხავ გაფენ სუფთა ტილოზე და რომ გაშრება ამი შემდეგ გაწურავ.
              * * *
              ქაცვი ელექტრო წვერსაწურში გაატარე, გამოწურულ წვენს დაამატე შაქარი 1:2(შაქარი 2 წილია) ჩაასხი ემალის ჭურჭელში და ურიე დილა-საღამოს.კარგად რომ გაიხსნება ,რასაც კარგა ხანი დასჭირდეება ამოიღე მინის ქილბში( ხრახნიანი თახსახურით ) და შეინახე გრილ ადგილას.
              p.s. მართლა სულ პირველად ქაცვს გარეცხავ გაფენ სუფთა ტილოზე და რომ გაშრება ამი შემდეგ გაწურავ.
              * * *
              ფეიხოა შაქარში რომ შევინახო ტერმული დამუშავების გარეშე შაქრის მინიმალური რაოდენობა რამდენი ავიღო, რომ არ გაფუჭდეს იქნებ ვინმემ მითხრათ

              Posted by: perry-wuna 8 Nov 2010, 20:52
              zizi13

              მადლობა,აუცილებლად გავაკეთებ 2kiss.gif

              Posted by: თბილი_სი 11 Nov 2010, 23:14
              bancala
              QUOTE
              ქაცვი როგორ შევინახო მირჩიეთ

              თუ ელექტროწვენსაწული არ გაქვს და გაქვს ბლენდერი, მაშინ ქაცვი კარგად გაარჩიე, გარეცხე, საწურზე დაყარე რომ კარგად ჩამოიწუროს, მერე ჩაყარე ბლენდერში და ორჯერ ჩართე-გამორთე, წვნად რომ იქცევა გადაასხი ისევ საწურში და გაატარე, ჩენჩები დარჩება და გადაყრი, ხოლო ჯამში დარჩენილი მასა, ისევ უნდა გაწურო სამმაგ მარლაში, წვრილი კურკებიც რომ არ გავიდეს, სუფთა ერთგვაროვანი მასა უნდა გამოვიდეს. ცოტა საწვალებელია, მაგრამ სამაგიეროდ გამოგივა ტექნოლოგია ე.წ.ცივი გაწურვით, როგორც ზეითუნის არ სხვა ზეთის წარმოების დროს ხდება ცხელი და ცივი გაწურვა. ცხელი ნიშნავს რომ გახურებით, ადუღებით ხდება წვენის გამოდენა ნაყოფიდან და შედარებით იაფი ღირს, ხოლო თუ პროდუქტზე წაიკითხავ ,,ექსტრა ვირჯინ" ის აუცილებლად ცივი გამოწურვით ხდება და უფრო სასარგებლოა, ნაყოფის მინერალები და ვიტამინები არ იკარგება.
              გამოწურვის შემდეგი პროცესი კი იგივეა როგორც ზედა პოსტში, 1 წილი ნაყოფის წვენზე 2 წილი შაქარი და ა.შ....

              Posted by: niki_ niki 26 Nov 2010, 03:50
              დამეხნარეთ smile.gif

              http://www.radikal.ru

              წყალი გადმოდის ე.ი. დუღს მაგრამ

              http://www.radikal.ru


              ამ ბანკიდან არ გადმოდის

              განსხვავება არის yes.gif

              Posted by: perry-wuna 30 Nov 2010, 17:11
              niki_ niki

              რა გემრიელად გამოიყურება,როგორ გააკეთეთ,კომბოსტო ჯერ ადუღებულ წყალში გაატარე თუ როგორ?

              Posted by: ninoma 1 Dec 2010, 00:53
              perry-wuna
              QUOTE
              როგორ გააკეთეთ,

              niki_ niki-ს მოსვლამდე მე გიპასუხებ.
              QUOTE
              ადუღებულ წყალში გაატარე თუ როგორ?

              არა, ეს არ არის საჭირო.
              ყვავილოვანი კომბოსტოს მწნილი.
              ყვავილოვანი კომბოსტო დავანაწევროთ,
              ჩავაწყოთ ჭურჭელში ფენა-ფენა
              კომბოსტო,
              დაჭრილი ჭარხალი და სტაფილო,
              ნიახური, კამა, ნიორი, დაფნის ფოთოლი გემოვნებით
              დავასხათ მარილწყალი, რომელიც ცოტა მლაშეა.
              დავადოთ სიმძიმე, რომ ბოსტნეული ზემოთ არ ამოვიდეს.
              თუ წითელი არ გინდათ, მაშინ ჭარხალი არ ჩადოთ.

              Posted by: Peppi 1 Dec 2010, 01:27
              perry-wuna
              zizi13
              QUOTE
              ფეიხოს კომპოტი ორივენაირად

              მე კანიანად მომწონს, წვენი უფრო გემრიელიაsmile.gif
              დედაჩემია კამპოტების და ზამთრის "შესანახის" მასტერი.. მე აქ რა ვაკეთო?

              7 საშუალო ან პატარა ფეიხოიაში 3 ევრო გადავიხადე.. რა კამპოტი უნდა გავაკეთო შესანახად..ლოლ

              Posted by: volli35 1 Dec 2010, 01:35
              ninoma
              შევცხვი შენთან .... სკლეროზ ... ხვალ გამოვასწორებ http://www.SmileS.ge

              Posted by: perry-wuna 4 Dec 2010, 21:11
              ninoma

              მადლობა,გავაკეთე ჭარხლის გარეშე,ველოდები დამჟავებას. 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

              Posted by: marikagaga 7 Dec 2010, 17:02
              ესეიგი დროა შენც ისწავლო სადამდე უნდა
              უყურო დედამთილს თუ არც უკურებ ერთი ჩვეც გვითხარი რეცეპტი
              იქნებ დრო გამოვნახო და გავაკეთო ტან რისთვი მინდა იცი
              მაწონში შესარევად მაგარი იოგურტიაააა

              Posted by: Peppi 25 Jan 2011, 16:06
              ქლიავის მჟავე გავაკეთე - რა გამოვა ჯერ არ ვიცი - ექსპერიმენტია..

              სტაფილოთი და მწვანილით დატენილი მკვახე პამიდორის მჟავის რეცეტი ვინ იცით? - დამაკვალიანეთsmile.gif

              Posted by: MKL-111 26 Jan 2011, 17:17
              user posted image

              Posted by: გიო777 13 May 2011, 11:28
              კარგი მეგრული აიკა მასწავლეთ ..........

              Posted by: გიო777 15 May 2011, 11:15
              ხალხო, ნივრის წნილი (კახური) როგორ კეტდება?
              * * *
              QUOTE (გიო777 @ 13 May 2011, 11:28 )
              კარგი მეგრული აიკა მასწავლეთ ..........

              აჯიკა.......................................................................

              Posted by: mia_nano 16 May 2011, 15:55
              Peppi
              QUOTE
              სტაფილოთი და მწვანილით დატენილი მკვახე პამიდორის მჟავის რეცეტი ვინ იცით? - დამაკვალიანეთ


              თუ კიდევ გაინტერესებს დაგიწერ
              smile.gif

              Posted by: killer 20 May 2011, 16:20
              მარწყვის შენახვა როგორ შეიძლება?
              ან მარწყვის წვენის თუნდაც?

              მურაბაც მინდა.
              თუმცა ცოცხლად შენახვას ვანიჭებ უპირატესობას, თუ არსებობს ასეთი რაღაც ბუნებაში smile.gif


              Posted by: drozera 20 May 2011, 17:01
              killer
              QUOTE
              მარწყვის შენახვა როგორ შეიძლება?

              მე გეტყვი როგორც ვიცი და სხვებიც დაწერენ ალბათ:
              მარწყვს გარეცხავ ძალიან კარგად, არ უნდა იყოს ძალიან დარბილებული, მყარი ჯობია, გარეცხავ, საზურავზე ფრთხილად გაშლი, არ უნდა შეყვეს გაფუჭებული, დამპალი, დაწურავ წყლისგან, მერე სამზარეულოს ხელსახოცზეც გადაიტან უკეთესად გასამშრალებლად, გაშლი სათითაოდ ლანგარზე და შედგავ საყინულეში ცოტა ხნით, ოდნავ რომ მოიყინოს, მერე გადაიტან კულინარიულ პარკში და ისე შეინახავ საყინულეში, თუ არ ვცდები რთულმა ადწერა ადრე და მეც მასე გავაკეთე, სიმართლე გითხრა დიდი ხანი ვერ მოვითმინე და ზაფხულში უკვე აღარ მქონდა, მაგრამ ალბათ გაძლებს დიდი ხანიც smile.gif

              Posted by: killer 20 May 2011, 17:15
              drozera
              მადლობა smile.gif

              Posted by: mia_nano 20 May 2011, 19:22
              killer

              შეგიძლია უცეცხლოდ შეინახო, გემრიელია და ნამცხვრებშიც გამოგადგება.
              ერთ კილო მარწყვზე ორი კილო შაქარი დააყარე, დადგი გრილ ადგილზე და ურიე დღეში რამდენჯერმე, შაქარი რომ გაიხსნება და მარწყვის მასა ცოტა შესქელდება, გადაიტანე მინის ხრახნიან ქილებში და შეინახე.
              მარწყვი უნდა იყოს საღი და აუცილებლად მშრალი, თანდათან გაიშლება მორევის პროცესში,მინის ან ემალის ჭურჭელი იხმარე smile.gif

              ამ პრინციპით კეთდება მაყვალი და მალინა, აგრეთვე გახეხილი შინდიც.

              Posted by: n_j 20 May 2011, 20:18
              mia_nano
              ეს ხომ ძალიან ტკბილი იქნება? მე ვერ ვხმარობ ასეთ ტკბილ მურაბებს და ჯემებს, ,ირჩევნია 5 წუთით წამოვადუღო

              Posted by: killer 20 May 2011, 23:33
              mia_nano
              მადლობა.
              ჟოლო გავაკეთე მასე შარშანწინ გამოვიდა, შარშან ამჟავდა სანამ შაქარი გადნა და მომიწია წამოდუღება. sad.gif
              1X2 ბევრი არაა? 1X1,5-ზე ხომ არ ჯობია? მაინც მაცივარში უნდა შევინახო.

              Posted by: guruliqali 21 May 2011, 09:30
              1:2-ზე პროპორციით ვაკეთებ მხოოდ შინდს, ისიც ამ ბოლო დროს შევამცირე შაქრის რაოდენობა და 1.5-ითაც მშვენივრად შეინახა. დანარჩენს კვიტინით გირჩევდით, ან მამა-პაპური მურაბა smile.gif
              მარწყვის შემთხვევაში, კვიტინით შენახვა ალბათ საუკეთესო ვარიანტია, ეხლა უკვე შეიძლება ამ მარწყვით გაკეთება თუ დაველოდოთ ნამდვილი ქართული მარწყვი როდის შემოვა? რა ვიცი, ყველაფერი აირია ამ ბუნებაში და ნამდვილი რა არის და როდის - საკითხავია sad.gif

              Posted by: mia_nano 23 May 2011, 16:55
              killer
              მაცივარში თუ ინახავ დაუკელი შაქარი, ხშირად მოურიე და აუცილებლად გადნება. შარშან იწვოდა თბილისი და ალბათ იმიტომ ადუღდა. ყოველ წელს ვაკეთებ და ჯერ არ გაფუჭებულა, კვიტინი არ მიყვარს, რაღაც ხელოვნურს მაგონებს, და ისე ნაკლებ ქიმიას ვღებულობთ რომ ეხლა ჩვენი ნებით არ ჩავუმატოთ?
              guruliqali
              მართალი ხარ, ისე ჩემი დედამთილის რჩევით, ქართლიდან რომ შემოვა, იმ მარწყვით ჯობია გაკეთება rolleyes.gif
              და 2 კილოზე მეტს არ ვხარშავ თიტო გაკეთებაზე, შრომატევადია მაგრამ კარგი გამოდის
              * * *
              n_j
              დაუკელი შაქარი მალინას, ერთი ერთზე გააკეთე და მაცივარში შედე, მარწყვი კი იტანს შაქარს , არ არის ძალიან ტკბილი, ყოველშემთხვევაში ჩემებისთვის smile.gif შეგიძლია ერთი ერთნახევარზეც გააკეთო მარწყვი, ისე კლასიკური პეცეპტით ერთი ორზე კეთდება, მაგრამ ლავირება შეიძლება smile.gif

              Posted by: mia_nano 3 Jun 2011, 22:10
              გიო777
              ნივრის წნილი მე არ გამიკეთებია მაგრამ ვინც მითხრა ვენდობი, დაგიწერ და თუ გინდა ცოტა სცადე
              გავფცქვნით ნიორს (ახალი, ოღონდ შემოსული) და ერთ კანზე დავტოვებთ, ჩავაწყობთ მინის ქილებში, დავასხავთ ონკანის წყალს და 3 ან 4 დღე ვუცვლით წყალს, მე- 4 ან მე- 5 დღეს დავასხავთ მარილწყალს(1 ლირტიან ქილაზე 1სავსე სადილის კოვზი მარილი) და დავაფარებთ პლასტმასის ხუფებს.

              Posted by: ninoma 3 Jun 2011, 23:59
              გიო777
              QUOTE
              ხალხო, ნივრის წნილი (კახური) როგორ კეტდება?

              მე ასე ვაკეტებდი და კარგი გამოდიოდა.
              http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=547&Itemid=55

              Posted by: mia_nano 4 Jun 2011, 15:46
              ninoma
              no.gif მასე ნივრის სუნი ექნება ძალიან მძაფრი, ჯობია ხშირად წყლის ცვლა smile.gif

              Posted by: ninoma 5 Jun 2011, 02:09
              mia_nano
              QUOTE
              მასე ნივრის სუნი ექნება ძალიან მძაფრი, ჯობია ხშირად წყლის ცვლა

              ერთ წელს მასაც გავაკეთე და დარბილდა ნიორი.
              ასე გაკეთებულს ნიორს არ ჰქონია მძაფრი გემო და სუნი.
              მზეზე დგომას გამოაქვს მისგან ის სიმწარე და "არომატი"

              Posted by: mia_nano 5 Jun 2011, 18:36
              ninoma
              შეინარჩუნა სიმკვრივე არა? კარგი იქნება მაშინ, თუ სუნიც არ აქვს უფრო კარგი, თორემ მძაფრი სუნი იცის ნიორმა smile.gif

              Posted by: gvancuta 10 Jun 2011, 16:19
              QUOTE
              მარწყვის შენახვა როგორ შეიძლება?
              ან მარწყვის წვენის თუნდაც?

              მურაბაც მინდა.
              თუმცა ცოცხლად შენახვას ვანიჭებ უპირატესობას, თუ არსებობს ასეთი რაღაც ბუნებაში 



              მე გავაკეთე ეხლა ზუსტად. მოკლედ 1 კილო მარწყვზე 1 კილო შაქარი დააყარე და რამოდენიმე დღე მოუწევს დადუღება, არ გინდა მურაბა, ასე ბევრად შეინარჩუნებს თავის თვისებებს. მე 2 დღე დამჭირა, ხშირად ვურევდი და თავისით გადნა შაქარი. ისეთი გემრიელი გამოვიდა რომ რა. მერე უბრალოდ ქილებში ჩაასხამ და შეინახავ მაცივარშიwink.gif თუ ძალიან ტკბილი გიყვარს 2 კილო საქარი უქენიwink.gif მე უბრალოდ არ მიყვარს ძალიან ტკბილი და თვითონ სიროფს გაუშვებს ისეთ გემრიელს მარმელადივითwink.gif

              Posted by: mzi 10 Jun 2011, 17:51
              QUOTE
              მე გავაკეთე ეხლა ზუსტად. მოკლედ 1 კილო მარწყვზე 1 კილო შაქარი დააყარე და რამოდენიმე დღე მოუწევს დადუღება, არ გინდა მურაბა, ასე ბევრად შეინარჩუნებს თავის თვისებებს. მე 2 დღე დამჭირა, ხშირად ვურევდი და თავისით გადნა შაქარი. ისეთი გემრიელი გამოვიდა რომ რა. მერე უბრალოდ ქილებში ჩაასხამ და შეინახავ მაცივარში თუ ძალიან ტკბილი გიყვარს 2 კილო საქარი უქენი მე უბრალოდ არ მიყვარს ძალიან ტკბილი და თვითონ სიროფს გაუშვებს ისეთ გემრიელს მარმელადივით



              მაცივარში უნდა შეინახო? სარდაFში შეინახება?



              Posted by: mia_nano 10 Jun 2011, 19:10
              mzi
              მე ვაკეთებ ერთ კილო მარწყვზე კილო ნახევარი(ან2) შაქარი და ინახება უმაცივროდ

              Posted by: gvancuta 20 Jun 2011, 17:57
              მაცივარში, რავი, მე მაცივარში ვინახავ ხოლმე, ისედაც ჩაციებული მიყვარს მურაბაsmile.gif გოგოებო, თუთის მურაბის გაკეთება თუ გიცდიათ? დღეს გავაკეთე, რაღაც უგემრიელესი გამოვიდა! როგორც იტყვიან ჭამით ვერ გაძღები!:)

              Posted by: guruliqali 20 Jun 2011, 18:01
              ბორჯომში ვიყიდე გირჩების მურაბა, ძალიან სასარგებლო ყოფილა ფილტვებისა და ბრონქებისთვის.
              gvancuta
              QUOTE
              თუთის მურაბის გაკეთება თუ გიცდიათ?

              no.gif შავი თუ თეთრი? აქვს მნიშვნელობა?

              Posted by: mia_nano 20 Jun 2011, 21:54
              guruliqali
              მეც მინდა და ვერ მივდივარ ჯერ, არაჩვეულებრივია, და კიდევ სახსრებისთვისაც კარგია და სისხლძარღვებისთვისაც. კიდევ მითხრეს ფიჭვის მტვერი, ნუ წიწვოვანის, და მაგის ყიდვაც მინდა , ეგეც იყიდე თუ შეგხვდება. ექიმმა მითხრა საუკეთესო პროფილაქტიკური და იმუნური სისტემის გასაუმჯობესე ბელი საშუალება არისო yes.gif
              gvancuta
              მე გამიკეთებია, თაფლივით არის, თეთრი თუთით გავაკეთე ადრე და მართლა გემრიელია,
              თუთით ბაქმაზს ( თუ რაღაც ამდაგვარს ეძახიან ) აკეთებენ კიდევ და ისიც მაგარი გემრიელია, სქელი სეროფივით არის. თაფლივით,
              მომინდა თუთის მურაბა love.gif

              Posted by: gvancuta 20 Jun 2011, 22:34
              აუ ხო, ძალიან გემრიელი გამოვიდა, ოღონდ მე შავი თუთით გავაკეთე, აი ძალიან ძალიან კარგია! თეთრით არ ვიცი, ვცდი ერთი მაგასაც wink.gifsmile.gif)

              Posted by: guruliqali 21 Jun 2011, 00:09
              mia_nano
              QUOTE
              ფიჭვის მტვერი, ნუ წიწვოვანის, და მაგის ყიდვაც მინდა , ეგეც იყიდე თუ შეგხვდება

              ხო, ნაძვის მტვერი იყიდებოდა და არ ვიყიდე, როგორ ვნანობ, არადა დაწვრილებით გამოვკითხე რისთვის გამოიყენება და როგორ უნდა მივიღო. აუცილებლად უნდა დავაბარო და ჩამოვატანინო, ერთი ულუფა 5 ლარი ღირს, უნდა გაურიო 200 გრამ თაფლში და დილაობით მიიღო უზმოზე თითო კოვზი.

              Posted by: mia_nano 21 Jun 2011, 15:06
              guruliqali
              ზუსტად მითხარი რა სად იყიდებოდა მურაბა და მტვერი? ჩემს ქმარს საქმე აქვს მაქეთ და თუ ზუსტად ავუხსნი იქნებ შეიაროს, და მურაბა რა ღირს? რამდენია ნეტა საჭირო ხომ არ იცი ზუსტად, ეგეც მითხარი რა, მე სხვადასხვანაირად გავიგე და რომელს დავუჯერო არ ვიცი

              Posted by: guruliqali 21 Jun 2011, 16:00
              mia_nano
              პარკის შესასვლელში იყიდება - სადაც ეხლა სამშენებლო სამუშაოები მიდის და ქვაფენილს აგებენ, პარკის სალარომდე არ უნდა მივიდეს, სახლებიდან აქვთ გამოტანილი და გარეთ ყიდიან დახლებზე ერთი-ორ ადგილას, გირჩების მურაბა ერთჯერადი პატარა ჭიქით - 10 ლარი ღირს, მტვერი კი - ერთი ულუფა 5 ლარი, ეს ულუფა უნდა შეურიო 200 გრამ თაფლში (კონცენტრაცია არ გაზარდოთო მკაცრად მითხრეს) და თითო კოვზი უზმოზე უნდა მიიღო დილითო.

              დღეს გავიგე, რომ ამ მტვრის აღებას თავისი წესები ჰქონია (მამალი/დედალი თუ რაღაც ამდაგვარი), ვცდილობ თვითონ ბორჯომელებთან სანდო წყაროებით გავარკვიო, დღესაც დავურეკე და გამიგებენ ვის შეიძლება ვენდო და ვისგან შევიძინო (თან გავიგე, რომ 2-ლარად ყიდიან მტვრის ერთ ულუფას, ცხადია არა პარკის შესასვლელში), როგორც კი რამეს დავაზუსტებ (ჩემს მეგობრებსაც უნდათ), გაგაგებინებ.
              ისე, ნამდვილად კარგი და სასარგებლო რომ არის, ამას ყველა მეუბნება. მე ერთ თვეში შვილს ვუშვებ ევროპაში სასწავლებლად და ვცდილობ, მანამდე მის იმუნიტეტზე ვიზრუნო+გავატანო სასარგებლო პროდუქტები.

              Posted by: mia_nano 21 Jun 2011, 17:50
              guruliqali
              ძალიან დიდი მადლობა 2kiss.gif ველოდები შენს ინფოს, რათქმაუნდა სანდო ადამიანისგან ყიდვა ჯობია, ყველაფერს კადრულობენ და წამლის ნაცვლად შეიძლება საძაგელი რაღაც გაყიდონ sad.gif

              წარმატებებს ვუსურვებ შენს ბიჭს და ყველაფერს საუკეთესოს smile.gif

              Posted by: guruliqali 23 Jun 2011, 01:09
              mia_nano
              QUOTE
              წარმატებებს ვუსურვებ შენს ბიჭს

              დიდი მადლობა 2kiss.gif
              QUOTE
              ველოდები შენს ინფოს
              გავარკვიე და პმ მოგწერე, თუ დაგაინტერესებს, შემატყობინე, უნდა ჩამოვატანინო და შენთვისაც გავითვალისწინებ.

              Posted by: cicatridina 29 Jun 2011, 17:58
              რაშია საქმე მეგობრებო, მინდა რომ გავაკეთო კიტრის მწნილი,ოღონდ არ მინდა რომ მოვხუფო და არც ეს ასპირინები და სალიცინები მინდა.უბრალოდ ეხლა რომ გაკეთდეს და ვჭამო ისეთი.რას მირჩევთ,ან პლასტმასის ჭურჭელში თუ შეიძლება ნეტა.http://smajliki.ru/smilie-1083294759.html

              Posted by: ninoma 29 Jun 2011, 18:40
              cicatridina
              QUOTE
              რაშია საქმე მეგობრებო, მინდა რომ გავაკეთო კიტრის მწნილი,ოღონდ არ მინდა რომ მოვხუფო და არც ეს ასპირინები და სალიცინები მინდა.უბრალოდ ეხლა რომ გაკეთდეს და ვჭამო ისეთი.რას მირჩევთ,ან პლასტმასის ჭურჭელში თუ შეიძლება ნეტა.

              მაგას ჰქვია მალასოლნი , 2-3 დღეში მზადაა,
              ესეც რეცეპტი
              მე გემოვნებით ვაკეთებ და დაახლოებით დაგიწერ.
              1კგ.კიტრზე, 1ც.მოზრდილი დაფნის ფოთოლი, ხმელი კამა ერთი ღერი თავისი ქოლგით, ნედლი- პატარა კონა, ნიახური 2ღერი, ნიორი 3-4 კბილი დაჭრილი, ალუბლის ფოთოლი 4-5 ცალი, წიწაკა გემოვნებით.
              1ლიტრ ანადუღარ წყალზე 60 გრამი მარილი.
              გარეცხე კირტი კარგად, მოაჭერი პატარაზე თავი და ბოლო.
              ჩაალაგე ჭურჭელში კიტრი, დაფნის ფოთოლი,კამა(ხმელი ან ნედლი), ნიახური, ალუბლის ფოთოლი, მწარე წიწაკა, ნიორი.
              დაასხი გრილი მარილწყალი.
              სულ ეს არის. მე გავაკეთე ამ დღეებში და პლასმასის ჭურჭელში მქონდა. რომ შემჟავდება, მერე მაცივარში შეინახე.


              Posted by: cicatridina 30 Jun 2011, 20:13
              ninoma
              დიდი მადლობაააა. ძალიან დამეხმარეთ.

              Posted by: COPACABANA 3 Jul 2011, 19:53
              guruliqali
              ნაძვის მტვერზე უნდა გკითხო.
              1 ულუფაში დაახლოებით რამდენი გრამია. 3 ლარი მითხრეს 1 ულუფის ფასი და ზომით რამდენია იქნებ მითხრა

              Posted by: guruliqali 3 Jul 2011, 20:56
              COPACABANA
              ერთ ულუფად ჩაის კოვზის ტოლ რაოდენობას ყიდიან (ძალიან გადასწორებულიც არა, ოდნავ ათავიანებული კოვზი). გუშინ ჩამომივიდა.

              Posted by: COPACABANA 3 Jul 2011, 22:04
              guruliqali
              მადლობა!
              ბრონქებისთვის უნდა დედაჩემს და ვნახოთ როგორ გამოადგება.

              Posted by: guruliqali 4 Jul 2011, 09:18
              COPACABANA
              ჯანმრთელობას ვუსურვებ დედას, ჩვენ რაიმე განსაკუთრებული დანიშნულებით არ ვიღებთ, მხოლოდ იმუნიტეტის ასამაღლებლად. გირჩების მურაბაც იყიდე, ისეთი არომატულია, "ნაძვის კევის" სუნი აქვს.

              Posted by: COPACABANA 4 Jul 2011, 10:29
              guruliqali
              მადლობა smile.gif დედაჩემისთვის ყოველი ზამთარი ბრონქების გაციებით და ხველებით იწყება. ვნახოთ აბა ეს თუ უშველის.
              გირჩის მურაბა 1 წელი იდო ისე და ეხლა გაგვახსენდა რო გვქონდა smile.gif თან რა ლამაზადაა ჩაწყობილი .

              Posted by: drozera 4 Jul 2011, 15:11
              ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან...
              კომპოტებს, საწებლებს და მურაბებს, საერთოდ კონსერვებს ყოველთვის სოფელში ვაკეთებდით და თბილისში ჩამოგვქონდა ხოლმე მერე, ჩულანში ვინახავდით და ნორმალურად ინახებოდა, ეხლა ერთი პრობლემა ამქვს, ახალ ბინას არც ჩულანი აქვს და არც სარდაფი, აივანზე მიდგას ერთი პატარა რკინის კარადა, ხოდა რა მაინტერესებს, შეინახება კარგად კონსერვები? რაღაც მზე ადგება და მეშინია...
              იქნებ მირჩიოთ რამე?

              Posted by: patriota17 4 Jul 2011, 19:39
              ვგიჯდები კიტრის მჯავეზე.....ხრასჰუნა როაbiggrin.gif:D:D:D:D:D:D:D:D:D

              Posted by: mia_nano 13 Jul 2011, 20:44
              ძალიან მარტივი და სასარგებლო ასორტი ზამთრისათვის, გააკეთეთ არ ინანებთ, ასეთი კარგი თუ გამოვიდოდა ნამდვილად არ მეგონა
              ასორტი

              3 კილო ალუბალი
              25 ცალი კომშის ფოთოლი
              25 ცალი მაყვლის ფოთოლი
              10 ლიტრი წყალი
              შაქრის ფხვნილი გემოვნებით
              დიდ ჭურჭელში ჩავყაროთ გარეცხილი ალუბალი და ფოთლები, დავასხათ წყალი, წამოვადუღოთ, დავუწიოთ ცეცხლს და ვადუღოთ 30 წუთით, შემდეგ გავაგრილოთ, გადავწუროთ, წვენი დავატკბოთ ჩვენი გემოვნებით და ხელახლა წამოვადუღოთ 10 წუთით, ცხელივე ჩავასხათ ბოთლებში და დავხუფოთ პლასტმასის ხუფებით.

              Posted by: Mr.Drummer 29 Jul 2011, 00:19
              სახლში რო მივალ რა კარგი ტყემლის კამპოტი დამხვდებააააააააააააააააააააა tongue.gif
              jump.gif

              Posted by: ninicool 29 Jul 2011, 02:50
              drozera
              QUOTE
              ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან...
              კომპოტებს, საწებლებს და მურაბებს, საერთოდ კონსერვებს ყოველთვის სოფელში ვაკეთებდით და თბილისში ჩამოგვქონდა ხოლმე მერე, ჩულანში ვინახავდით და ნორმალურად ინახებოდა, ეხლა ერთი პრობლემა ამქვს, ახალ ბინას არც ჩულანი აქვს და არც სარდაფი, აივანზე მიდგას ერთი პატარა რკინის კარადა, ხოდა რა მაინტერესებს, შეინახება კარგად კონსერვები? რაღაც მზე ადგება და მეშინია...
              იქნებ მირჩიოთ რამე?

              მზეზე გაფუჭდება და ისეთი რამე გააკვრევინე კარადის შიგნით, რომ მზემ არ შეატანოს, მაგალითად სამგზავრო მაცივრები თეთრი ქაფის მასალისგა კეთდება და იგივე მასალა რომ გადააკრა გარედან და შემდეგ კიდევ რაიმე დამცავი, უფრო დაცული იქნება ეგ მურაბა-კომპოტები.

              Posted by: drozera 2 Aug 2011, 16:12
              ninicool
              ეხლა ვნახე შენი რჩევა, მგონი გამოდგება, თუ არადა სექტემბრის ბოლოს ჩამოვიტან და მერე კი აღარ იქნება ისეთი მზე, რომ გააფუჭოს, თან მაღალი არ არის კარადა, აივნის მოაჯირის სიმაღლეა, მხოლოდ ზემოდან ადგება მზე და არც ბევრი რამ შემეტევა, ასე რომ smile.gif

              კიტრის მჟავეს რომ აკეთებთ ბოლოების მოჭრის შემდეგ ძალიან ხომ არ რბილდება? რამე საიდუმლო ხომ არ იცით რომ მაგარი გამოვიდეს და ხრაშუნა, სადღაც წავიკითხე, კიტრი 6 სთ მაინც ჩადებამდე წყალში უნდა გააჩეროვო და გიცდიათ?

              Posted by: Suleluka 4 Aug 2011, 15:37
              rtuli
              ბადრიჯანი მინდა გავაკეთო ზამთრისთვის, აქ მხოლოდ 2 რეცეპტი ვნახე.
              შეგიძლია დამეხმარო? rolleyes.gif

              Posted by: rtuli 4 Aug 2011, 15:46
              Suleluka
              QUOTE
              ბადრიჯანი მინდა გავაკეთო ზამთრისთვის

              სიმართლე გითხრა არ ვამზადებ ბადრიჯნის კონსერვს no.gif
              იყიდება ზამთარში მისაწვდომ ფასად და აღარ ვამზადებ...+მოწამვლის შანსი მაღალია და არმიღირს გარისკვა sad.gif

              Posted by: Suleluka 4 Aug 2011, 16:08
              rtuli
              QUOTE
              მოწამვლის შანსი მაღალია და არმიღირს გარისკვა

              ჩვენც წლებია არ გაგვიკეთებია, ვინმემ თუ იცის გამოცდილი მეთოდი...
              სომხურ "ბადრიჯნის იკრას" ვყიდულობთ ხოლმე.
              წელს ვიფიქრე სახლის პირობებში მოვამზადებ რამეს თქო...

              Posted by: saba444 4 Aug 2011, 20:51
              rtuli
              Suleluka
              შარშან მე საცდელად შევწვი და გავყინე ბადრიჯანი ,კარგად შეინახა,
              მარა მე ახალ წელს გავხარჯე დიდხანს არ გამიჩერებია
              დაკონსერვებულის ძალიან მეშინია..

              Posted by: Suleluka 5 Aug 2011, 09:50
              saba444
              QUOTE
              შევწვი და გავყინე

              გაყინვის არ მაწყობს, ისედაც საყინულეში არასდროს არ მყოფნის ადგილი :/

              Posted by: volli35 5 Aug 2011, 13:51
              Suleluka
              QUOTE
              გაყინვის არ მაწყობს, ისედაც საყინულეში არასდროს არ მყოფნის ადგილი :/

              ჰოდა ამიტომაა რომ მეორე საყინულე უნდა ვიყიდო ... ეხლა smile.gif

              Posted by: Suleluka 5 Aug 2011, 17:19
              volli35
              QUOTE
              ჰოდა ამიტომაა რომ მეორე საყინულე უნდა ვიყიდო ... ეხლა

              მერე დენის ფულზე მიბმული ნაგვის ფული :/

              Posted by: volli35 5 Aug 2011, 17:49
              Suleluka
              QUOTE
              მერე დენის ფულზე მიბმული ნაგვის ფული :/

              ნუ მე არ ვფიქრობ რომ კიდე ერთი საყინულე გამყიდის ....
              ისე რა იდიოტობაა ეგ ახალი წესი რა sad.gif

              Posted by: Suleluka 5 Aug 2011, 17:54
              volli35
              QUOTE
              ნუ მე არ ვფიქრობ რომ კიდე ერთი საყინულე გამყიდის ....

              მე კიდე უკვე ყველაფერს ვფიქრობ...
              ზაფხულობით 2 მქონდა ხოლმე, მარა ეხლა უკვე დიდი ფუფუნებაა 2 მაცივრის ჩართვა.

              სამურაბე საზამთრო გამართლებაზეა? თუ რამე წესი არსებობს მაგის ასარჩევად?

              Posted by: volli35 5 Aug 2011, 18:11
              Suleluka
              QUOTE
              სამურაბე საზამთრო გამართლებაზეა? თუ რამე წესი არსებობს მაგის ასარჩევად?

              გამართლებაზეა ... ანუ საზამთრო უნდა იყოს სქელკანიანი ....
              მე ვედზებ მეორე წელია და არ შემხვედრია ჯერ .... არადა ერთადერთი მურაბაა რომელსაც ვცნობ და გეახლებით smile.gif
              QUOTE
              მე კიდე უკვე ყველაფერს ვფიქრობ...
              ზაფხულობით 2 მქონდა ხოლმე, მარა ეხლა უკვე დიდი ფუფუნებაა 2 მაცივრის ჩართვა.

              მეც ვფიქრობ ეგეთებზე ... მაგრამ დიდი განსხვავებას არ მომცემს +1 საყინულე და ამიტომ დიდად არ განვიცდი

              Posted by: Torwika 31 Aug 2011, 13:33
              ბადრიჯანი ზამთრისთვის

              ბადრიჯანი 8კგ
              ხახვი კილო ნახევარი
              ზეთი ლიტრნახევარი
              ძმარი ნახევარი ლიტრი
              4-5ც მწარე წიწაკა
              4ც. დაფნის ფოთოლი
              4-4 ჩ. კოვზი ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი. უცხო სუნელი,
              250გრ. ნიორი.
              ბადრიჯანი გავფრცქვნათ, დავჭრათ სიგრძეზე, დავაყაროთ მარილი და დავდგათ 4სტ. შემდეგ გამდინარ წყალიში გადავწუროთ, შემწვათ ბლომად ზეთში. ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა. ძმარი და დაფნის ფოთოლი მოვადუღოთ და გავაციოთ, შემდეგ ნიორი და წიწაკა გავატაროთ. სუნელები და გატარებული ნიორი და წიწაკა გავხსნათ გაციებულ ძმარში. შემდეგ ამ მასას დავუმატოტ ბადრიჯანი, ავურიოთ და ჩავდოთ ნახევარ ლიტრიან ქილებში, შეგვიძლია დავუმატოტ ბროწეულიც. ასე დამზადებულ ბადრიჯანს სტერილიზაცია არ სჭირდება, უნდა შევინახოთ მაცივარში. ძალიან გემრიელია და საშიში არ არის.

              * * *
              ვინმემ ხომ არ იცით მწვანე პამიდორი ზეთში ჩადებული ხახვით?

              Posted by: mzi 31 Aug 2011, 18:30
              წითელი პამიდორი (სლივკი) მარინადში ხრახნიაბ ქილებში შეინახება? გთხოვთ დაწვრილებით დამიწეროთ 2kiss.gif

              Posted by: ninoma 31 Aug 2011, 19:16
              mzi
              QUOTE
              წითელი პამიდორი (სლივკი) მარინადში

              ამაში რას გულისხმობ დაწერე და თუ ის არის რასაც ვფიქრობ, დაგიწერ.
              მე შარშან ჩავდე მთელ მთელი პომიდორი ხრახნიან ქილებში და ეხლაც მაქვს, მთავარია, სახურავი არ იყოს დაზიანებული და ჰაერს არ უშვებდეს.

              Posted by: mzi 1 Sep 2011, 11:52
              აი ასეთს ვგულისხმობ
              http://forum.ge/?f=82&showtopic=33697964&st=675

              Posted by: teo-n@ 1 Sep 2011, 15:56
              საზამთროს მურაბა მასწავლეთ რაა ვინცხამ biggrin.gif

              Posted by: ninoma 1 Sep 2011, 19:41
              teo-n@
              QUOTE
              საზამთროს მურაბა მასწავლეთ რაა ვინცხამ

              http://cook.boom.ge/index.php?m=516&cat_id=69&pid=2184

              mzi
              საღი წითელი მაგარი პომიდვრები გარეცხე კარგად,
              მაგალითად, 1ლიტრიან ქილაში
              ჩააწყე ფენებად პომიდორი, ნიორი-3-4კბილი, ნიახური 1მოზრდილი ღერო თავის ფოთლებიანად, ან 2 პატარა ღერო,, ოხრახუში1-2 ღერი,
              შავი პილპილის მარცვლები4-5ცალი, დაფნის, 2პატარა ან 1დიდი ფოთოლი, მწარე წიწაკა გემოვნებით(რამდენად ცხარე გიყვარს), ხმელი კამის ქოლგა ან ნედლი კამის2-3ღერი.
              დაასხი მდუღარე წყალი და გააჩერე 15 წუთი.
              ამასობაში აადუღე წყალი და ჩაყარე მარილი 1ლიტრ წყალზე 2სუფრის კოვზი.
              ქილებიდან გადაწურე წყალი და დაასხი ეს მარილწყალი, მაშინვე მოხუფე, გადმოატრიალე ქილები, დადე თბილ ზედაპირზე და შეფუთე 1დღე და ღამე.
              ქილები უნდა იყოს კარგად გარეცხილი და მდუღარე გამოვლებული, სახურავებსაც მდუღარე წყალი დაასხი.
              მთავარია, ხრახნიანი ქილების სახურავები იყოს დაუზიანებელი და არ უშვებდეს.


              Posted by: teo-n@ 1 Sep 2011, 21:45
              ninoma
              ხვალ ვცდი, გაიხარე მადლობა smile.gif

              Posted by: 200000 3 Sep 2011, 09:56
              ამ თემაში დადეს ადრე შინდის წნილის რეცეპტი ( კიტრის წნილისას გავდა ) და ვეღარ ვპოულობ , იქნებ დამეხმაროთ ?

              Posted by: S_A_B_A_82 3 Sep 2011, 13:33
              200000
              QUOTE
              ამ თემაში დადეს ადრე შინდის წნილის რეცეპტი ( კიტრის წნილისას გავდა ) და ვეღარ ვპოულობ , იქნებ დამეხმაროთ ?

              რა ეგეთიც არსებობს? რას აღარ გაიდებს ადამიანი rolleyes.gif

              Posted by: 200000 3 Sep 2011, 16:04
              S_A_B_A_82
              http://forum.ge/?showtopic=33697964&view=findpost&p=21669223
              აი ვიპოვე რეცეპტი wink.gif

              Posted by: S_A_B_A_82 3 Sep 2011, 20:13
              200000
              ძალიან ლამაზად გამოიყურება და ცოტა უცნაურადაც biggrin.gif ნეტა რა გემო აქვს? smile.gif

              Posted by: 200000 4 Sep 2011, 08:58
              S_A_B_A_82
              გუშინ გავაკეთეთ სახლში , საცდელად 3 ქილა, რო გავსინჯავ დავწერ აუცილებლად smile.gif

              Posted by: guruliqali 4 Sep 2011, 09:49
              200000
              მეც მაინტერესებს, შარშანაც ვაპირებდი გაკეთებას და ვეღარ მოვახერხე

              Posted by: rtuli 4 Sep 2011, 17:33
              guruliqali
              QUOTE
              მეც მაინტერესებს, შარშანაც ვაპირებდი გაკეთებას და ვეღარ მოვახერხე

              გემრიელი იქნება smile.gif
              წარმოიდგინე რომ საზამთროს მწნილია გემრიელი და ეს რატომაც არა smile.gif
              ზეთის ხილივით იქნება სუფრაზე...მე უნდა მოვამზადო,არაფერი განსაკუთრებული აქვს,ჩვეულებრივი მწნილის რეცეპტურა აქვს..
              მარტივი და უცხო smile.gif

              Posted by: Miss_Nata 5 Sep 2011, 02:04
              მწიფე პომიდვრის მწნილი როგორ გავაკეთო, ხომ ვერ მასწავლით?? მეშIნია არ ამეხადოს და გამოცდილი,აპრობირებული რეცეპტი მჭირდება.

              Posted by: Miss_Nata 10 Sep 2011, 01:09
              sad.gif არავინ არ მასწავლეთ პომიდვრის მწნილის გაკეთება,ჰოდა ვისაც ვკითხე სტერილიზაციით გააკეთეო,გავაკეთე და წეღან დიდი ხმაურით აიხადა პირველი ქილა...დანარჩენი მე გავხსენი,რადგან უკვე ყველა ახდაზე ყოsad.gif((((( რა დავაკელი,ან რა შემეშალა მეტყვით ვინმე??? ჩავალაგე,ლამაზად პომიდორი,ნიახური წიწაკა და ნიორი.დავასი წყალი,ლიტრზე კოვზი მარილი და ძმარი გავუკეთე და გავასტერილე,შემდგომ მოვხუფე..მაგრამ.... არადა ისეთი გემრიელი სუნი დგას ახლა სამზარეულოში რომ არ ვიცი,ალბათ ეს პომიდორი უნა გადავყარო არა?? ჯერ ოთხი დღეა რაც მოვხუფე...

              Posted by: gloneli 10 Sep 2011, 01:41
              Miss_Nata
              QUOTE
              ეს პომიდორი უნა გადავყარო არა?? ჯერ ოთხი დღეა რაც მოვხუფე... 

              რამდენი გიშრომია და არ გადაყარო.გირჩევს ვინმე.

              Posted by: tavadze 10 Sep 2011, 02:04
              Miss_Nata - თუ დაძებნი (სამწუხაროდ, მე არ გამომდის ეგ პროცესი, თორემ მოგიძებნიდი), ადრე აუაუ-მ დადო სწორედ პომიდვრის მწნილის რეცეპტი, რომელსაც მოხუფვა-სტერილიზაცია არ სჭირდება. როგორც მახსოვს, მარილი, წიწაკა, ნიორი და მაკიდო (მგონი, არ მეშლება სახელი - წითელღერებიანი, ამოლესილ ლობიოზე რომელიც მიდის, იმას ვგულისხმობ). პლასმასის ხუფს დააფარებ და დადგამო, ოღონდ დაბლა რამე დაუდეთ, რადგან დუღილისას ცოტა სითხე გადმოიღვრებაო.
              ან იქნებ მიაუ-მ გასწავლოს ეგ რეცეპტი.

              Posted by: Miss_Nata 10 Sep 2011, 12:41
              tavadze
              QUOTE
              თუ დაძებნი (სამწუხაროდ, მე არ გამომდის ეგ პროცესი, თორემ მოგიძებნიდი),

              მეც ვეძებე სანამ გავაკეთებდი და ვერაფერი ვიპოვე sad.gif
              gloneli
              QUOTE
              რამდენი გიშრომია და არ გადაყარო.გირჩევს ვინმე.

              იმედი მაქვს რაიმე რჩევას მივიღებ sad.gif
              ჩვემს მეუღლეს ძალიან დაწყდა გული და კიდევ მოგიტან პომიდორს და აუცილებლად გაკეთეო,მე კიდევ საშინელიო ჩვევა მაქვს თუ რაიმე არ გამომივიდა,მერე ვეღარ ვბედავ კვლავ გაკეთებას,ასე რომ წინასწარ მეშინია sad.gif

              Posted by: n_j 10 Sep 2011, 13:52
              Miss_Nata
              http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=910&Itemid=55
              იქნებ მოგეწონოს smile.gif

              Posted by: tavadze 10 Sep 2011, 13:59
              Miss_Nata - გული არ გაიტეხოთ. თქვენი საცოდაობით მე მოვქექე ეგ რეცეპტი. biggrin.gif
              ქილაში ჩააწყობ მწვანე პამიდორს,დაუმატებ ნიორს, წიწაკას, ნიახურს, დაფნის ფოთოლს. წყალში გახსნი მარილს ასეთი ანგარიშით - 1ლ წყალზე 2 სუფრის კოვზი მარილი. ვასხავთ ქილებში პირამდე და ვუკეთებ პლასტმასის ხუფებს. ქილები აუცილებლად რაღაც სინზე დადგით, რომ დუღილის დროს ხუფiს შიგნიდან წყალი გადმოვა. როცა დაიდუღებს, დადგით ჩვეულებრივ. დუღილის დასაჩქარებლად ქილები დავდგათ მზეზე.

              Posted by: tasikuna-taso 10 Sep 2011, 14:31
              QUOTE
              ქილაში ჩააწყობ მწვანე



              ღმერთ ოჩემო!


              რა მწვანე. წითელი, მწიფე პომიდვრის აინტერესებს.

              რა ტყუილად გაისარჯეთ...
              * * *
              http://forum.ge/?showtopic=33697964&view=findpost&p=27167424


              ნახეთ ninoma ს უწერია აქვე.

              Posted by: Miss_Nata 10 Sep 2011, 14:38
              n_j
              დიდი მადლობა,მეც თითქმის მასე გავაკეთე,იმ განსხვავებით რომ ძმარი სამი სუფრის კოვზი ჩავასხი და არა ერთი ჭიქა sad.gif((
              tavadze
              QUOTE
              ქილაში ჩააწყობ მწვანე პამიდორს

              ჰო,წითელი მაინტერესებდა,მაგრამ ძალიან დიდი მადლობა გულისხმიერებისათვის smile.gif
              * * *
              tasikuna-taso
              QUOTE
              ნახეთ ninoma ს უწერია აქვე.

              მადლობააა

              Posted by: etrati 10 Sep 2011, 15:51
              მწნილები ჩემი სისუსტეა, ჰოდა, ახლა ვიდრე სეზონია ხელები უნდა დავიკაპიწო და მოვამზადო ზამთრისთვის. მოკლედ, რჩევა მჭირდება: საოცრად მეშინია კონსერვირებული ბოსტნეულის, ამიტომ მხოლოდ დაუხუფავი ვარიანტი მაწყობს. მწნილი დამზადება კი ვიცი, მაგრამ დიდი ხნით რომ შეინახოს თავი და არ გადამწნილდეს ეგრე არ გამომდის. რას მირჩევთ? ალბათ ძმარი და მარილი უნდა დავაკლო, კიდევ?

              Posted by: rtuli 10 Sep 2011, 18:44
              n_j
              QUOTE
              Miss_Nata
              http://perfectcook.org/index.php?option=co...d=910&Itemid=55

              ნინ 3 ლიტრიანზე 1ს.კ.მარილი ცოტაა...კითხე აბა დედიკოს...
              Miss_Nata
              უმარტივესად ვამზადებ,ხრახლინიან ქილებში:
              ქილები გარეცხე,სახურავები გაასტერილე.
              მწვანილი,ნიორი და წიწაკა სურვილის მიხედვით+დაფნა.
              ადუღებ წყალს და პამიდვრით+მწვანილებით სავსე ქილას ასხავ პირამდე.აცდი 10 წუთს.
              ამ დროს სხვა წყალი აადუღე.
              ქილიდან ღვრი პირველ წყალს და ამატებ ქილაში:
              1 ლიტრიანზე:1 აბი სალიცილის მჟავა+1ს.კ.მარილი( თავმობმული არა)+50მლ.ძმარი
              ასხავ ადუღებულ წყალს და ხუფავ სახურავით.ამოაბრუნე და ისე გააცივე.

              სულ ესარის smile.gif

              არასოდეს გამფუჭებია 23 წლის მანძილზე smile.gif...კიტრიც იგივენაირად იხუფება yes.gif

              Posted by: Miss_Nata 10 Sep 2011, 21:16
              rtuli
              დედაც მეუბნებოდა სალიცილით გააკეთე4ო,მაგრამ მე უფრო უსაფრთხოდ სტერილიზაცია ვარჩიე sad.gif(

              Posted by: n_j 10 Sep 2011, 21:31
              rtuli
              მაგ სუფრის კოვზში ვგულისხმობ ძველებურ კომუნისტურ დიიდ სუფრის კოვზს თავმობმულს, ყველა ოჯახს აქვს სახლში ასეთი smile.gif მაგის მერე მოდის ნორმალური ზომის სუფრის კოვზი, შემდეგ დესერტის და ა.შ. თუმცა, მართალი ხარ, ჯობია ჩავასწორო, ''ამირან გულში მღეროდა'' რომ არ გამომივიდეს smile.gif

              Posted by: tavadze 12 Sep 2011, 00:09
              tasikuna-taso
              QUOTE
              ღმერთ ოჩემო!


              რა მწვანე. წითელი, მწიფე პომიდვრის აინტერესებს.

              უპსსს - მე მაპატიეთ, შემშლია. თუმცა თავის ადგილას ეგეც კარგია - იოლი და იორღა. biggrin.gif

              Posted by: tasikuna-taso 12 Sep 2011, 00:11
              QUOTE
              თუმცა თავის ადგილას ეგეც კარგია - იოლი და იორღა


              კი, ნამდვილად კარგია.

              Posted by: Bivrili 15 Sep 2011, 10:43
              შინდის მარინადი როგორ კეთდება ?
              ვერ გავიგე შინდი უნდა მოიხარშოს თუ ცოცხლად უნდა დაესხას წვენი

              Posted by: rtuli 15 Sep 2011, 22:56
              Bivrili
              QUOTE
              შინდის მარინადი როგორ კეთდება ?
              ვერ გავიგე შინდი უნდა მოიხარშოს თუ ცოცხლად უნდა დაესხას წვენი

              მე მოვამზადე იგივე პრინციპით როგორც პამიდვრის მწნილს ვამზადებ smile.gif
              4 პოსტის ზევით მიწერია.

              Posted by: perry-wuna 16 Sep 2011, 13:23

              rtuli
              მე მოვამზადე იგივე პრინციპით როგორც პამიდვრის მწნილს ვამზადებ smile.gif

              შინდი დაწიფებული უნდა იყოს თუ მკვახე?ადუღებულ წყალს რომ ასხავთ არ სკდება შინდი?მწვანილებსაც იგივეს უკეთებთ?ძალიან მინდა რომ გავაკეთო წელს,ამბობენ ძალიან გემრიელიაო,თქვენ რას იტყვით?მოგეწონათ?

              Posted by: Bivrili 16 Sep 2011, 14:00
              ერთი რეცეპტი ვნახე სადაც შაქარიც წერია, ამიტომ ერთ ქილას შაქრის დამატებით გავაკეთებ, მეორეს კი თქვენი რეცეპტით, ვნახოთ როგორი გამოვა.
              სალიცინი თუ უნდოდა არ ვიცოდი, დავამატებ აუცილებლად

              Posted by: rtuli 16 Sep 2011, 14:49
              perry-wuna
              QUOTE
              თქვენ რას იტყვით?მოგეწონათ?

              არ გამისინჯია ჯერ smile.gif
              შინდი უნდა იყოს მაგარი და შემოსული.

              აი ასეთია ქილაში:
              http://pix.ge/

              Posted by: ladywin 16 Sep 2011, 21:30

              შავი ყურძნის კომპოტი


              http://pix.ge/

              smile.gif

              Posted by: orchidea 16 Sep 2011, 23:37
              perry-wuna
              QUOTE
              ძალიან გემრიელიაო,თქვენ რას იტყვით?მოგეწონათ?

              rtuli
              QUOTE
              არ გამისინჯია ჯერ smile.gif შინდი უნდა იყოს მაგარი და შემოსული.

              დაახლოებით ზეთის ხილს გავს თუ კარგად მახსოვს გემო კიდე დიდი ხნის წინ გვიკეტებია ხოლმე

              Posted by: tavadze 17 Sep 2011, 01:20
              ესე იგი, ადრე, ოდესღაც აქ წავაწყდი აჯიკის ამ ორ რეცეპტს. პირველის ავტორია ვომანლი (რაღაც არ ჩანს ამ ბოლოს), მეორის - ნინომა. მე რაღაც მიქსი გავაკეტე და ძაან მაგარია. ჯერ ეს რეცეპტები"
              1). 5 კგ ბულგარული წითელი, 1 კგ. მწარე წითელი წიწაკა. 1 ლ. ზეთი და 800 გრამი ტომატი. ნახევარი კგ. ნიორი და ხარჩოს სუნელი 1 ჭიქა. მარილი გემოვნებით.
              ჯერ ტომატს და ზეთს აურევთ ერთმანეთს და და წამოვადუღებთ და გავაცივებთ. დანარჩენ მასალას გავატარებთ და გაცივებულ ზეთ-ტომატ ნარევში ავურევთ. ეს მასა 3 დღე უნდა იდოს ემალის ჭურჭელში და დროდადრო ურიეთ.

              2). 2კგ,წითელი ტკბილი წიწაკა,2კგ.წითელი მწარე წიწაკა,0.5კგ ნიორი,300გრ.მწვანე ქინძი, 300გრ.ოხრახუში, 150გრ.ნიახური,100გრ.ყვითელი ყვავილი, 100გრ. უცხო სუნელი,50გრ ხმელი ქინძი, 300გრ.გატარებული ნიგოზი, ძმარი და მარილი გემოვნებით.
              გატარებული მასა უნდა მოვათავსოთ ემალის ქვაბში. ვურიოთ ყოველ დღე დადუღებამდე. რომ დაიდუღებს, ჩავასხათ ქილებში.
              შერეული ვარიანტი შარშანაც გავაკეტე და იმის წინაც სრულიად შემთხვევით. სამზარეულოში რომ არ შევიშვები, აქაურმა ნაცნობებმა კარგად იციან, biggrin.gif ჰოდა, სულ პირველად ამერია ეგ რეცეპტები - ნინომას ვარიანტს ვაკეტებდი, მაგრამ ტომატი ვუქენი, თუმცა გაამართლა. biggrin.gif შარშან ზუსტად მივყევი რეცეპტს და რაკი ტომატი არ ჰქონდა, რაღაც აკლდა, არ ჰქონდა ისეთი გემო. ბოლოს ტომატი გამახსენდა და ყველაფერი დადგა თავის ადგილას. წელს გადავწყვიტე ორივეს ცალ-ცალკე გაკეთება. ამიტომ ჯერ პირველი გავაკეტე, ცუდი ნამდვილად არ იყო, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, იმ განსხვავებული რამე-რუმეების დამატება, რაც მეორესთან შედარებით აკლდა, არ აწყენდა. თან ვიცოდი, უტომატოდ არც ეს გამოვიდოდა ისეთი და ამიტომ იმ პირველს ჩავამატე ამ მეორის ინგრედიენტები, რაც არ ჰქონდა და ისეთია, სასწრაფოდ უნდა ჩავტენო ქილებში, სანამ შემომეჭამა. biggrin.gif ამ დღეებში სტუმრები მყავდა და იმათ საერთოდ წამართვეს ქილებით.
              ოღონდ შარშან ტომატი გაკეტებულს ვუქენი (რაკი დამავიწყდა) ანუ არ წამომიდუღებია, ახლა კი ზეთი და ტომატი ავადუღე. ასრ ვიცი, ამის ბრალია ტუ რისი, მაგრამ წელს ძაან იოლად დადუღდა. შარშანაც ასე მეგონა და ჩავასხი ქილებში, მაგრამ მერე ორი კვირა მელაგა ჯამებზე, ვიდრე დუღილი არ დაასრულა და წვენის გადმოდენაც არ დამტავრდა. ახლა რამდენიმე დღე მაქვს საცდელად ქილებში, რომელსაც ყოველ დღე ლამის ვეხვეწები, თუ რამე, ბარემ წამოდუღდი და სდანარცენს არ ჩავასხამ ჯერ-მეთქი, მაგრამ ძვრას არ შვება.
              მოკლედ, გირჩევთ, ეს ორი რეცეპტი გააერთიანოთ, არ ინანებთ. ოღონდ ამ შემთხვევაში ხარჩოს სუნელს თუ გამოაკლებთ, არაფერი დააკლდება - წიწაკის მასა ისედაც ბევრია. წიწაკა შეგიძლიათ მეორე ვარიანტის დოზები აიღოთ - მე ამჯერად პირველით გავაკეტე და ბევრია ძალიან.
              დღეს forever`s_NEVER-ის რეცეპტით სვანური მარილიც გავაკეთე. კარგია, სუნიც არომატული აქვს, მაგრამ 1 კილოგრამი მარილი რამ ჩააწერინა, კაცო. biggrin.gif მე ნახევარზე ცოტა მეტი ვუქენი და შხამარაა. biggrin.gif ნახევარი ეყოფოდა ტავისუფლად. ოღონდ ერთი პრობლემა მანდაც წარმომექმნა - შერეული მასა ორჯერ გაატარეთ წვრილ ხორცსაკეპშიო და ე, მანდ დაიწყო ჩემი წვალება - საშინელი გასატარებელი იყო, თუმცა მართლა უწვრილეს ბადეში ვატარებდი. კინარამ მანქანა გავტეხე. ტან მანამ ნიორი გავატარე და ცოტა სველიც იყო, რის გამოც შეკრული მასა გამოვიდა, რომელიც ახლა გაშრა და გახმა. ამიტომ გადავწყვიტე, დანარცენი არ გამეტარებინა, ისედაც ძალიან კარგია და ფხვიერი. თუმცა ის სველი რატომღაც ბევრად უფრო მწარეა - რატომ, ვერ ვხდები.

              Posted by: ninoma 17 Sep 2011, 20:43
              tavadze
              ირაკლი შეიძლება პატარა შენიშვნა შევიტანო შენს მიქს აჯიკაში?
              ზეთს ნუ აადუღებ, სჯობია უმი დაამატო, თორემ გექნება აჯიკა ქოლესტეროლის ბომბით.

              QUOTE
              forever`s_NEVER-ის რეცეპტით

              ეს რეცეპტი არ ვიცი, მაგრამ ჩემს რეცეპტში 2კილო მარილი იყო და სუნელებიც შესაბამისად პროპორციით.
              მე მარილი გავამეოთხედე, სუნელებიც და ნიორიც.
              ეს პორცია საკმარისია, სვანურმა მარილმა არომატი რომ არ დაკარგოს.
              და კიდევ რად გინდოდა ძალიან წვრილ ბადეში გატარება, საშუალოც(ანუ ჩვეულებრივი წვრილი, რომელიც თავიდანვე მოყვება მანქანას) საკმარისია.
              თან ეტყობა ბევრს ყრიდი, თითი კოვზი უნდა ჩაყარო და ნება-ნება გაატარო.
              წინა ჯერზე წიწაკის დოზა ამერია, მეუღლე მაშაყირებდა, სვანური მარილი კი არა, სვანური წიწაკააო.

              QUOTE
              1 კილოგრამი მარილი რამ ჩააწერინა, კაცო. biggrin.gif მე ნახევარზე ცოტა მეტი ვუქენი და შხამარაა.

              ირაკლი სვანური მარილია და არა აჯიკა.

              Posted by: tavadze 18 Sep 2011, 01:48
              ninoma
              QUOTE
              ირაკლი შეიძლება პატარა შენიშვნა შევიტანო შენს მიქს აჯიკაში?

              შეიძლება, როგორ არ შეიძლება! შეიძლება კი არამ, აუცილებელიცაა შენიშვნა ჩემს ნაცოდვილარში - რეცეპტი საჯარო განხილვისთვის დავდე აქ, მაგრამ ეტყობა, ჩვენს მეტს არ უყვარს აჯიკა.
              QUOTE
              ზეთს ნუ აადუღებ, სჯობია უმი დაამატო, თორემ გექნება აჯიკა ქოლესტეროლის ბომბით.

              ქოლესტერინებს და კალორიებს რომ არ ვცნობ ეს დიეტოლოგიის მამა და მარცენალი, ქე იცი. biggrin.gif ამიტომ მაგეებში ვერ ვერკვევი, მაგრამ ტომატს წამოდუღებას აქვს რამე მნიშვნელობა? აი, შარშან რომ დუღილი დაიწყო და არ ტუ ვერ დაამტავრა, ეგ რატომ მოხდა, ის მაინტერესებს. მაშინ ბოლოს ვუქენი და არ ამიდუღებია ტომატი.
              ninoma
              QUOTE
              მაგრამ ჩემს რეცეპტში 2კილო მარილი იყო

              უუჰ - გვერდზე ჩავლილ კაცსაც კი დაშაშხავდა, არათუ იმას, ვინც გაბედავდა და პირს დააკარებდა მაგას. biggrin.gif
              QUOTE
              და კიდევ რად გინდოდა ძალიან წვრილ ბადეში გატარება, საშუალოც(ანუ ჩვეულებრივი წვრილი, რომელიც თავიდანვე მოყვება მანქანას) საკმარისია.
              თან ეტყობა ბევრს ყრიდი, თითი კოვზი უნდა ჩაყარო და ნება-ნება გაატარო.

              ბევრს კი ვყრიდი და ცოტა რომ აჯობებდა, ეგ მეც ვიფიქრე. მერე მივანებე თავი და სულ არ გამიტარებია დანარჩენი - მაინც მშვენიერია. biggrin.gif
              QUOTE
              ირაკლი სვანური მარილია და არა აჯიკა.

              და მე მიწერია სადმე სვანური აჯიკა? rolleyes.gif rolleyes.gif დევიბენი. biggrin.gif

              Posted by: ninoma 18 Sep 2011, 07:05
              tavadze

              QUOTE
              ტომატს წამოდუღებას აქვს რამე მნიშვნელობა?

              არ ვიცი ირაკლი, მე არასდროს ვამატებ ტომატს, არც ზეთს, ასე რომ მაგ კითხვაზე ვერ გიპასუხებ.

              QUOTE
              შარშან რომ დუღილი დაიწყო და არ ტუ ვერ დაამტავრა, ეგ რატომ მოხდა, ის მაინტერესებს.

              თუ გრილ ადგილას გედგა ჭურჭელი ეგ იმოქმედებდა დუღილის პროცესი გაგრძელებაში.
              კიდევ ერთი, უკეთესია ყველაფერი ერთ დროს აურიო და არა როცა გაგახსენდება, ესეც აგრძელებს პროცესს.
              ერთხელ მასე რომ აღარ დაადგა საშველი, ჩავაყარე ასპირინი, მალევე დადუღდა და ჩავასხი ქილებში.
              მეც დავისვენე და იმ ჭურჭელმაც.

              QUOTE
              მე მიწერია სადმე სვანური აჯიკა?

              არა მარილი გიწერია და მაგიტომ არ უნდა გაგკვირვებოდა მისგან დაშაშხვა.

              Posted by: tavadze 18 Sep 2011, 13:44
              ninoma
              QUOTE
              არ ვიცი ირაკლი, მე არასდროს ვამატებ ტომატს, არც ზეთს, ასე რომ მაგ კითხვაზე ვერ გიპასუხებ.

              უზეთობა არც დაეტყობა, მაგრამ ტომატმა მართლა კარგი გემო მისცა. სცადე საცდელად. ოღონდ ტომატიც კარგი უნდა იყოს, თუმცა მანდ მაგის პრობლემა არ გექნებათ, მე კი მხოლოდ თურქულ კინგდომს ვიყენებ. მარნეული თავიდან კარგი იყო - არაფრით ჩამოუვარდებოდა მაგ თურქულს, მაგრამ ახლა გააფუჭეს.
              პ.ს. ამ გახსენებაზე - ქართული ზეთებიდან "მზიურია" ძალიან მაგარი. შარშან ზაფხულში არ გამოდიოდა და სხვა ზეტებით გემო ვერ ჩავატანე ვერაფერს, წლეულს კი ყველაფერი მომწონს ჩემი გაკეთებული. biggrin.gif სხვა ქართული ზეთები რაღაც არ მომეწონა.
              QUOTE
              თუ გრილ ადგილას გედგა ჭურჭელი

              გრილი კი არა, პირიქით, ძალიან თბილი ბინაა. თან სამზარეულო სამზეოზეა - დილით თაკარა მზე აჭერს.
              QUOTE
              უკეთესია ყველაფერი ერთ დროს აურიო და არა როცა გაგახსენდება, ესეც აგრძელებს პროცესს.

              ეგ ყველაფერზე მასე ჯობია, მაგრამ ჩემნაირი მზარეულისგან ისიც დიდი გმირობაა, ოდესღაც მაინც რომ გაახსენდება და რომელიმე ინგრედიენტის გარეშე არ რჩება კერძი. biggrin.gif უნდა გენახა, რამდენი ხანი ვფქირობდი მაშინ, ნეტავ რა დავაკელი, რატომ არ აქვს შარშანდელი გემო-მეთქი. biggrin.gif ერთხელ პომიდორში კვერცხი ჩავხრაკე, მაგრამ კვერცხის ჩახლა დამავიწყდა. biggrin.gif ლამის ერთი საათი ვიჭყლიტე ტვინი, ნეტა რა აკლია-მეთქი. ხან რა სანელებელი დავამატე და ხან - რა, მწვანილეული, მგონი, სამმაგი დოზა ვუქენი, მაგრამ მაინც არ ეშველა არაფერი. biggrin.gif ბოლოს უგემურ პომიდორს დავაბრალე და გეახელით უგემურად, კვერცხი კი რამდენიმე საათის მერე გამახსენდა, როცა დეიდაშვილს ანგარიში ჩავაბარე, დღეს პომიდორი ჩავშუშე კვერცხში-მეტქი. ე, მაშინ გამახსენდა, კვერცხი რომ არ ჩამიხლია. biggrin.gif
              QUOTE
              არა მარილი გიწერია და მაგიტომ არ უნდა გაგკვირვებოდა მისგან დაშაშხვა.

              ააა - ახლა მივხვდი, რაც გიგულისხმია იმ პოსტში.

              Posted by: iren765 18 Sep 2011, 17:00
              აჯიკის რეცეპტი,მათთვის,ვისაც ძალიან მწარე არ უყვარს,ან ბავშვებისათვის. დააბლენდერეთ და დრუშლაგზე დაწურეთ 3,5 კგ ტკბილი და 2კგ მწარე პილპილი.ცალკე დააბლენდერეთ თითო კილოგრამი სტაფილო და ჭარხალი.200 გრამი ნიორი.მომხადება-1.მწარე და ტკბილი პილპილი,ჭარხალი,სტაფილო წამოადუღეთ, 2.დაამატეთ 1 ლიტრი ზეთი და 800 გრამი ტომატი.3.დუღილის დასრულებისას დააგემოვნეთ მარილით,ნახევარი ჭიქა დაფქვილი ქინძით და 200 გრამი გატარებული ნიორით.4.გადაიტანეთ სტერილურ ჭურჭელში და შეინახეთ.

              Posted by: Lady_Bird 19 Sep 2011, 10:41
              კულინარებო მირჩიეთ,

              ტკბილი წიწაკები რომ იყიდება საცდელად მინდა მწნილის გაკეთება, ოღონდ შესანახად არა, რამოდენიმე დღეში რომ მჟავდება.... იქნებ რეცეპტი მირჩიოთ. ხომ არ იცით დიდ ქილებს მწნილისთვის სად შევიძენ?

              Posted by: S_H_I_N_Y 19 Sep 2011, 11:13
              tavadze
              ძალიან გთხოვთ იქნებ სვანური მარილის რეცეპტი ან ლინკი მიმითითოთ რა smile.gif. რამდენი ხანია გაკეთება მინდა. კარგს ვერ ვყიდულობ და სახლში გავაკეთო მირჩევნია, მით უმეტეს კარგი გამოსულა smile.gif

              Posted by: shilaida 19 Sep 2011, 11:36
              S_H_I_N_Y
              QUOTE
              სვანური მარილის რეცეპტი

              მე ასე ვამზადებ:
              მაგრამ ყველაფერს თავლის ზომით ვაკეთებ
              თუმცა არამგონია რაიმე საოცარი სტანდარტი არსებობდეს
              დაახლოებით --- ნახევარი კოლოფი ქვა-მარილი(წმინდაც შეიძლება)
              თითო-თითო კონა ქინძისა და კამის თესლი,(ცოცხალი უმჯობესია),_ჩვეულებრივი ქინძი რამოდენიმე ღერო
              1ჩაის კოვზი ხმელი ქინძი და უცხო სუნელი,
              ცოტა ტარხუნა და ცოტა პიტნის ქორფა ფოთლები
              1თავი გარჩეული ნიორი
              1ცალი მწარე მწვანე ან წითელი წიწაკა
              ინაყება ქვა-სანაყში,სანამ ერთიან მწვანე,სურნელოვან მასას არ მივიღებთsmile.gif
              (არის ოდნავ სველი ფაქტურის,ინახება ქილაში,თავდახურულ ქილაში)


              Posted by: tavadze 19 Sep 2011, 12:33
              iren765 - მაგას ჩემი დეიდაშვილი აკეთებს. კარგია - რეკომენდაციას ვუწევ.

              S_H_I_N_Y - shilaida-მაც დაგიწერა და ჩემიც დაახლოებით მასეა, მაგრამ მაინც დაგიწერ, რაც მომეპოვება.
              ;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;
              forever`s_NEVER @

              სვანური მარილი

              © დედაჩემი (რამეთი ყველას თავისი ვარიანტი აქვს)

              1 ჭიქა დაფქვილი უცხოსუნელი
              1/2 ან 1 ჭიქამდე დაფქვილი ქინძი
              1/2 ჭიქა დაფქვილი კამა
              1/2 ჭიქა ყვითელი ყვავილი
              250 გრამი გატარებული ნიორი
              1/2 ჭიქა დაფქვილი წიწაკა
              1 კგ მარილი

              ეს ყველაფერი ძალიან კარგად არეული ერთმანეთში, ორჯერ უნდა გატარდეს წვრილ ბადიან საკეპ მანქანაში (დედაჩემი ასე აკეთებს, და მის ნახელავზე უკეთესი მე არსად მინახავს )


              2. მეორე ვარიანტი

              1კგ მარილი
              300გრ გარჩეული ნიორი
              1ღვინის ჭიქა უცხო სუნელი დასაფქვავი
              1-2 ჩ.კ. ხმელი ქინძის მარცვლები
              6-7ყვითელი ყვავილი
              6-7 მწარე წითელი წიწაკა ხმელი

              ხორცსაკეპში გაატარეთ უცხო სუნელი, შემდეგ ნიორი, ქინძი, წიწაკა და ყვითელი ყვავილი, დააყარეთ მარილი კარგად აურიეთ ხელით და მთელი ეს მასა ხელმეორედ გაატარეთ ხორცსაკეპში.შეინახეთ მინის ქილებში მჭიდროდ თავდახურული.
              ;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;
              აქედან მე პირველი ვარიანტი გავაკეტე, მაგრამ მარილი ნახევარზე ცოტა მეტი ვუქენი და არა ბოლომდე. გატარებამ გამტანჯა, მაგრამ რომ არ გამეტარებინა, არაფერი დააკლდებოდა.

              ამ რეცეპტის ავტორი არ მახსოვს და მაპატიოს, ვისიცაა.
              ;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;
              უგემრიელეს სვანურ მარილს ამზადებს ბებიაჩემი! მაშ ასე:
              არავითარი ყვითელი ყვავილი! თვალის ზომითაზ შეგიძლიათ და გემოვნებით რა თქმა უნდა
              მწვანე ქინძის თესლი, კამის თესლი, ნიორი, მწვანე წიწაკა, პიტნის ფოთლები, შეგიძლიათ ცოტა ტარხუნაც დაუმატოთ, უგემრიელესი გამოდის და მარილი თავისთავად!
              აუცილებელიაეს ყველაფერი დაინაყოს .მწვანე ხასხასა ფერი და საოცარი სურნელი აქვს!
              ;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;
              პ.ს. ოღონდ ამათგან მ,ე მხოლოდ პირველი გავაკეთე, სხვაზე ვერაფერს გეტყვი. წარმატებები.

              Posted by: S_H_I_N_Y 19 Sep 2011, 12:43
              shilaida
              tavadze

              დიიიდი მადლობა ასეთი სწრაფი და დაწვრილებითი პასუხისთვის 2kiss.gif
              წელს გემრიელი სვანური მარილი გვექნება bis.gif ... ხელებს ვიფშვნეტ მოუთმენლობისგან biggrin.gif

              Posted by: shilaida 19 Sep 2011, 12:50
              S_H_I_N_Y
              მე შემწვარი კარტოფილი მიყვარს სვანური მარილით,ნუ ჩემი სუბიექტური აზრით კი ყველაზე მეტად კიტრი-პომიდორის სალათს უხდება))თან შემოდგომის,ვარდისფერი პომიდორი love.gif
              tavadze
              QUOTE
              უგემრიელეს სვანურ მარილს ამზადებს ბებიაჩემი! მაშ ასე:
              არავითარი ყვითელი ყვავილი! თვალის ზომითაზ შეგიძლიათ და გემოვნებით რა თქმა უნდა
              მწვანე ქინძის თესლი, კამის თესლი, ნიორი, მწვანე წიწაკა, პიტნის ფოთლები, შეგიძლიათ ცოტა ტარხუნაც დაუმატოთ, უგემრიელესი გამოდის და მარილი თავისთავად!
              აუცილებელიაეს ყველაფერი დაინაყოს .მწვანე ხასხასა ფერი და საოცარი სურნელი აქვს!


              ეს ჩემია
              wink.gif

              Posted by: S_H_I_N_Y 19 Sep 2011, 12:57
              shilaida
              QUOTE
              მე შემწვარი კარტოფილი მიყვარს სვანური მარილით,ნუ ჩემი სუბიექტური აზრით კი ყველაზე მეტად კიტრი-პომიდორის სალათს უხდება))თან შემოდგომის,ვარდისფერი პომიდორი love.gif


              ოჰოოჰ smile.gif... love.gif
              ერთხელ ვჭამე მეგობართან და ისეთი გემრიელი იყო, რომ ის გემო ჩამრჩა. მაგრამ მერე რამდენჯერაც ვიყიდეთ საერთოდ არ გავდა და ამიტომ ვიფიქრე იქნებ სახლში გაკეთებულმა გაამართლოს მეთქი smile.gif

              Posted by: shilaida 19 Sep 2011, 13:14
              S_H_I_N_Y
              QUOTE
              სახლში გაკეთებულმა გაამართლოს მეთქი

              აუცილებლად გაამართლებსsmile.gif
              ბაზარში,მშრალი,უფრო მოწითალო-მოყვითალო შეფერუილობის იყიდება-მშრალი სუნლებითაა დამზადებული
              ეს კიდევ "სვეჟია",მწვანე,ხასხასა და სუპერ-არომატული!

              Posted by: tavadze 19 Sep 2011, 14:41
              shilaida
              QUOTE
              ეს ჩემია

              მივაწერ აბა! biggrin.gif
              S_H_I_N_Y
              QUOTE
              მაგრამ მერე რამდენჯერაც ვიყიდეთ საერთოდ არ გავდა და ამიტომ ვიფიქრე იქნებ სახლში გაკეთებულმა გაამართლოს მეთქი

              სხვა ვარიანტები არ ვიცი, მაგრამ რომელიც გავაკეტე, იმას ისეთი სუნი და არომატი ჰქონდა, ვხუმრობდი, სვანობას მოგანდომებს-მეთქი. biggrin.gif

              Posted by: rtuli 19 Sep 2011, 17:54
              Lady_Bird
              QUOTE
              კულინარებო მირჩიეთ,

              ტკბილი წიწაკები რომ იყიდება საცდელად მინდა მწნილის გაკეთება, ოღონდ შესანახად არა, რამოდენიმე დღეში რომ მჟავდება.... იქნებ რეცეპტი მირჩიოთ. ხომ არ იცით დიდ ქილებს მწნილისთვის სად შევიძენ?

              ფაკტიურად კომბოსტოს სახელდახელო მჟავესავით გინდა გამოგივიდეს smile.gif
              წყალი აადუღე+მარილი+ცოტა შაქარი+ძმარი(ეს ყველაფერი გემოვნებით შეანელე,ოდნავ მარილი რომ იგრძნობოდეს მეტად)...წიწაკებს ბოლოები ჩაუჭერი და გაციებული მარინადი დაასხი...დააფარე რამე თეფშისმაგვარი და ცოტა სიმძიმე დაადე რომ წვენი ზემოდან მოიქციოს.დადგი ოთახში და დაელოდე დამწნილებას...მალე დამწნილდება yes.gif

              მე სამლიტრიანი შუშის ქილები სამგორის ბაზარში შევიძინე.


              shilaida
              QUOTE
              უგემრიელეს სვანურ მარილს ამზადებს ბებიაჩემი! მაშ ასე:
              არავითარი ყვითელი ყვავილი! თვალის ზომითაზ შეგიძლიათ და გემოვნებით რა თქმა უნდა
              მწვანე ქინძის თესლი, კამის თესლი, ნიორი, მწვანე წიწაკა, პიტნის ფოთლები, შეგიძლიათ ცოტა ტარხუნაც დაუმატოთ, უგემრიელესი გამოდის და მარილი თავისთავად!
              აუცილებელიაეს ყველაფერი დაინაყოს .მწვანე ხასხასა ფერი და საოცარი სურნელი აქვს!



              ეს ჩემია

              ასეთი ტიპის სვანური მარილი პირველად გავიგე smile.gif...რა საინტერესოა...
              მარილი რამდენი უნდა,ფხვიერი მასა რომ მივიღოთ როგორც ჩვეულებრივი სვანური მარილი,თუ აჯიკის მაგვარი მასა,მოსველო?

              Posted by: shilaida 19 Sep 2011, 18:27
              rtuli
              QUOTE
              ფხვიერი მასა რომ მივიღოთ როგორც ჩვეულებრივი სვანური მარილი,თუ აჯიკის მაგვარი მასა,მოსველო?

              მარილის დამატება არ არის პრობლემა,შEსაბამისად,რაც მეტია მარილი მით მშრალია მასაცsmile.gif
              მე სველი მიყვარს ოდნავsmile.gif
              ბებიაჩემი კახელია სვანების რძალი,ყოველთვის აღნიშნავდნენ თურმე სვანი ნათესავები,რომ ბებო საუკეთესო "სვანურ მარილს " ამზადებდა და ამზადებსsmile.gif))

              Posted by: rtuli 19 Sep 2011, 18:59
              shilaida
              მადლობა შენ და ბებოს smile.gif
              უი,ალბად გრილ ადგილას უნდა შევინახო ხომ?

              Posted by: shilaida 19 Sep 2011, 19:07
              rtuli
              მე ქილაში ჰერმეტულად ვინახავ ხოლმე,რა თქმა უნდა მაცივარში,მაგრამ არა მგონია ისეც რომ გაფუჭდეს,მარილის გამოsmile.gif))

              Posted by: ninoma 19 Sep 2011, 20:50
              shilaida
              QUOTE
              კამის თესლი,

              QUOTE
              პიტნის ფოთლები

              ესენიც ნედლი?
              კამის ნედლი თესლის შოვნა შემიძლია და ქინძის ნედლი თესლის შოვნა არა, რამდენი წელია დავეძებ და არ შემხვედრია.
              უბრალოდ ნედლი ქინძით არ გამოვა?
              იქნებ მაინც დაწეროთ მიახლოებითი პროპორციები? გთხოვთ.

              Posted by: shilaida 20 Sep 2011, 09:35
              ninoma
              QUOTE
              კამის თესლი,

              QUOTE
              პიტნის ფოთლები

              ესენიც ნედლი?

              yes.gif
              QUOTE
              უბრალოდ ნედლი ქინძით არ გამოვა?

              რა თქმა უნდა გამოვაsmile.gif
              QUOTE
              მიახლოებითი პროპორციები

              არ მიყვარს ტყუილი,ამ დღეებში ვგეგმავ გავაკეთო და ზუსტ პროპორციებს აუცილებლად მოგახსენებთ,მიახლოებით კი დავცერე ზედა პოსტშიsmile.gif
              ტარხუნაც და პიტნაც განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს,
              ჩემთან ვისაც გაუსინჯავს,ყველას მოწონებია,.ეხლა არ მაქვს,გავაკეტებ და ფოტოსაც დავდებsmile.gif

              Posted by: womanly 20 Sep 2011, 11:40
              tavadze
              ეგ არის ჩემი უსაყვარლესი აჯიკაააააა. ხო სწორად აღნიშნე აღარ ვჩანვარ...........არ ვპოსტავ ან იშვიათად ვპოსტავ მაგრამ დღე არ გავა აქ არ შემოვიხედოოოოოოო wink.gif ვგიჟდები კულინარიაზე და შესაბამისად მირთმევაც მიყვარს

              Posted by: Lady_Bird 20 Sep 2011, 12:07
              rtuli
              დიდი მადლობა, მოვსინჯავ აუცილებლად....

              Posted by: shilaida 20 Sep 2011, 17:13
              rtuli
              ninoma
              დაპირებული სვანური მარილი
              ვერ მოვისვენე და დრესვე გავაკეთეsmile.gif
              ნახევარ კოლოფამდე მარილი დაჭირდა
              http://pix.ge/
              http://pix.ge/

              Posted by: tavadze 20 Sep 2011, 18:45
              womanly
              QUOTE
              ეგ არის ჩემი უსაყვარლესი აჯიკაააააა.

              ჰოდა, დიდი მადლობა რეცეპტისთვის. biggrin.gif
              თუმსა ცინჯე სენც ის სერეული ვარიანტი. მე ზეთიანს სხვასაც ვაკეთებ მაგის მსგავსს. თან მაგას ნიგოზი ძალიან უხდება. სხვა სუნელებიც აძლევს ტავისებურ გემოს. აი, ნინომას ნიგვზიან ვარიანტს კი ზეთმა ცოტა სისველე და სითხე მისცა - უმაგისოდ ძაან მშრალია. ისიც მაქვს შარშანდელი შემორჩენილი და ამიტომ ახლა ასეთი ვარჩიე.

              Posted by: ninoma 20 Sep 2011, 19:15
              shilaida
              დიდი მადლობა.
              იმ ჭურჭელში რა რაოდენობის სუნელებია?
              ქინძის და კამის თესლი ვიცანი, მესამე უცხო სუნელია?
              ვარდისფერი პამიდორი. love.gif
              მეუღლის სოფელში რომ მივდიოდით,გზად უნდა გაგვევლო თათრების სოფელი, სახელი აღარ მახსოვს.
              იქ გზაზე ჰქონდათ გამოტანილი ახალ დაკრეფილი ვარდისფერი პამიდვრები.
              სულ იმ პამიდვრის გემოს ვნატრულობთ. ძალიან გემრიელი იყო.

              tavadze
              QUOTE
              ნინომას ნიგვზიან ვარიანტს კი ზეთმა ცოტა სისველე და სითხე მისცა - უმაგისოდ ძაან მშრალია.

              ეს პოსტი რომ ვნახე, სასწრაფოდ გადავშალე ჩემი რეცეპტების რვეული, რამე ხომ არ დამავიწყდა ჩამეწერა მაგ აჯიკის რეცეპტში?
              ამ აჯიკაში ისეთი ინგრედიენტებია, არ უნდა გამოგდიოდეს მშრალი. მე არ გამომდიოდა მშრალი.
              ეტყობა ისევ რაღაც დაგავიწყდა შენებურად biggrin.gif

              Posted by: shilaida 20 Sep 2011, 19:32
              ninoma
              QUOTE
              , მესამე უცხო სუნელია?

              yes.gif

              Posted by: tavadze 20 Sep 2011, 19:47
              ninoma
              QUOTE
              ამ აჯიკაში ისეთი ინგრედიენტებია, არ უნდა გამოგდიოდეს მშრალი. მე არ გამომდიოდა მშრალი.

              აფხაზურ აჯიკასავით მშრალი არ იყო, მაგრამ სულ ოდნავ ჰქონდა სისველე. თუმცა გემრიელი კი არის. biggrin.gif გურიაშიც დიდი მოწონება დაიმსახურა. დისშვილები ერთმანეტს უმალავდნენ მაგასაც და ვომანლის აჯიკასაც. biggrin.gif

              Posted by: ninoma 20 Sep 2011, 20:02
              shilaida
              დიდი ბოდიში ასე რომ ჩაგეძიეთ, მინდა პირველივე ჯერზე გემრიელი გამომივიდეს.
              რა რაოდენიბით არის ეგ სუნელები?

              Posted by: shilaida 21 Sep 2011, 09:30
              ninoma
              თითო ჩაის კოვზი გამოვიყენეsmile.gif
              მწვანილიდან კი მხოლოდ ფოთლები,ღეროების გარეშეsmile.gif

              Posted by: ninoma 21 Sep 2011, 19:25
              shilaida
              დიდი მადლობა.
              წავედი ახლა ვიყიდო ტარხუნა და პიტნა.
              შედეგს მოგახსენებთ,
              ისე ტარხუნა იშოვებოდეს და თესლიანი ქინძი არა, გაგიგიათ.
              სათბურშიც კი ვკითხე და არაო, როცა მასეთ თესლებს იკეთებს ვჭრითო sad.gif

              Posted by: shilaida 21 Sep 2011, 19:33
              ninoma
              დაფქული ქინძითაც კარგი იქნებაsmile.gifწარმატებებიsmile.gifაუცილებლად კარგი გამოგივათsmile.gif

              Posted by: ninoma 23 Sep 2011, 00:36
              shilaida
              გავკეთე bis.gif
              http://www.radikal.ru
              ძალიან მომეწონა, არომატულია. მწვანე ქინძის თესლით უკეთესი არომატი ექნებოდა.
              დიდი მადლობა გადაეცით ბებოს.
              თქვენც რათქმა უნდა 2kiss.gif

              ირაკლი გააკეთე მოგეწონება.

              Posted by: imereti 24 Sep 2011, 02:17
              ახალციხეში მოხვდი ოჯახში, საღამოთი მაგრად ვიქეიფეთ და მეორე დილით ნაბახუსევზე მწნილი მოიტანეს, ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ კარტოფილის დამწნილება თუ შეიძლებოდა არ მეგონა, მართლა დიდებული რამ ყოფილა ნაბახუსევზე...

              Posted by: FloRenCiaN 24 Sep 2011, 03:34
              imereti
              კაიფობ?
              QUOTE
              ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ კარტოფილის დამწნილება თუ შეიძლებოდა არ მეგონა

              ძალიან ადრე მაქვს ნაჭამი, ანუ პირველად რო ვჭამე დიდი ხნის წინ იყო, უმაგრესი რამეა... აუ ახლა ისე მომინდა რო ერთ ლიტრიან ქილას შევჭამდი იმენა ბოლომდე, თან ხო აზრზე ხარ როგორი ნოყიერია მარა მაინც biggrin.gif

              აი გავარტყი კიტრის მწნილს რა მართლა, კარტოფილის მსგავსი მაგ მომენტში არაფერია!

              Posted by: grusha 24 Sep 2011, 08:57
              imereti
              QUOTE
              მაგრამ კარტოფილის დამწნილება



              კარტოფილის მწნილი გამიგია, მაგრამ, არ მიჭამია არასოდეს.

              Posted by: iaiameri 24 Sep 2011, 10:19
              მწვანე ლობიოს მწნილი მაქვს დაგემოვნებული..ბერძენი ქალი გამიმასპინძლდა საუკუნის წინ სოხუმში..ძალიან მაგარი რაღაცა იყო აი ძალიან მაგარი.

              Posted by: _sofa_ 25 Sep 2011, 00:12
              გამარჯობათ ჩემო კარგებო, მეც მინდა შემოგიერთდეთ შორიდან ყოველთვის გადევნებდით თვალს. მართლა არასოდეს გამფუჭებია წნილები თU არ ჩავთვლი 1 საათის წინ თარო რომ ჩამიტყდა და მთელი ჩემი ავლადიდება დავამტვრიე...ეხლა როგორ ვამზადებ ; გინდათ კიტრებს, გინდათ წითელ პომიდვრებს ცალ-ცალკე ჩავალაგებთ, შეიძლება ერთადაც მე ასე უფრო მომწონს. ჩავაყოლებთ ნიახურს, დაფნის ფოთოლს, ნიორს, მწარე წითელი წიწაკა, დავასხათ მდუღარე წყალი და დავადოთ ზემოდან თUნუქის სახურავი, როდესაც წყალი გაგრილდება გადააქცევ, ჩავყრით შიდ ლიტრიან ბანკაზე ერთ სუფრის კოვზ მარილს, ერთ კოვზ ძმარს ერთცალ ასპირინს დავასხავთ აკვარჩხალებულ წყალს ბოლომდე რომ ჰაერი არ შეეპაროს და მოხუფავ. ოღრონდ ეს ყველაფერი წინასწარ ძალიან კარგად უნდა გაირეცხოს და ერთი საათი სუფთა ტილოზე დაწყობილი გავაჩეროთ რომ კარგად დაწდეს.

              * * *
              კიდევ ვაკეთებ მწნილის ასორტს. 3 ლიტრიან ბანკაში ვალაგებ, კარგად დარეცხილ კიტრს, გრძელ პომიდვრებს, ყვავილოვანს, გასუფთავებულ წვრილ სტაფილოს, ბულგარულის მეოთხედს სიგრძეზე გაჭრილს, მწარე წიწაკა, ნიორი, დაფნა, ნიახური და მოვამზადებთ იგივენაირად როგორც წინ დავწერე. გამოდის უგემრიელესი და უცხო.

              Posted by: ValenTine_Kelly 25 Sep 2011, 00:17
              ლეჩოა ახლა კეთების პროცესში :ყეს:

              დღეს დედამ გააკეთა ბულგარული სანელებლებით

              უგემრიელესი რამაა

              თითქმის ყველანაირ კერძზე მიდის საწებლად და ისეც საკმაოდ გემრიელია

              ერთი ქილა უკვე შევჭამე biggrin.gif

              Posted by: _sofa_ 25 Sep 2011, 00:18
              ვაიმე სურათი როგორ უნდა დავდო მასწავლეთ რაა....ვერ მივაგენი

              Posted by: rtuli 25 Sep 2011, 00:20
              ValenTine_Kelly
              QUOTE
              ლეჩოა

              QUOTE
              თითქმის ყველანაირ კერძზე მიდის საწებლად

              ლეჩო საწებლად როგორ იქცა ვერ მივხვდი rolleyes.gif


              _sofa_
              QUOTE
              ვაიმე სურათი როგორ უნდა დავდო მასწავლეთ რაა....ვერ მივაგენი

              http://pix.ge/
              აქ ატვირთე და გადმოაკოპირე.

              Posted by: goga025 25 Sep 2011, 00:30
              არავინ იცით კარტოფილის მწნილი, დაწერეთ რა.

              Posted by: _sofa_ 25 Sep 2011, 01:16
              http://pix.ge/
              * * *
              ესეც ჩემი მწნილის ასორტი.... წიწაკა გაინტერესებდათ კიდევ, თუ დამიჯერებთ, სამ ლიტრიანს 3 ს.კ მარილი, 3 ს.კ ძმარი და ჩვეულებრივი ცივი წყალი. როცა დაიკლებს კიდევ შეავსებ წყლით, დააფარებთ პლასმასის თავსახურავს, მეტი არაფერი არ უნდა. ხრაშუნა და ქარვისფერი რჩება ბოლომდე და არა ისეთი ბაზარში რომ იყიდება ყავისფერი. დავდებ მის სურათსაც მეტი ნდობისთვის უკვე გაკეთებული მაქვს...
              * * *
              http://pix.ge/
              * * *
              აქ კიდევ არის ზეთში მოწალული მწვანე წიწაკა, ნახევრიანებში ვინახავ, უგემრიელესია... თუ დაგაინტერესებთ მზად ვარ გემსახუროთ...

              * * *
              http://pix.ge/
              * * *
              http://pix.ge/
              * * *
              [url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/i/evx
              * * *
              ]http://b.pix.ge/i/evx6a.jpg[/img][/url]
              * * *
              ვაიმე ვერ ვსვავ სურათებს, მერე ვცდი კიდევ და ამათი წაშლა მე არ შემიძლია?

              * * *
              http://pix.ge/
              * * *
              http://pix.ge/
              * * *
              http://pix.ge/
              * * *
              http://pix.ge/

              Posted by: ValenTine_Kelly 25 Sep 2011, 12:16
              rtuli
              QUOTE
              ლეჩო საწებლად როგორ იქცა ვერ მივხვდი

              არა ლეჩო არაა საწებელი biggrin.gif ლეჩო კეთების პროცესში იყო ეგ რომ დავწერე biggrin.gif

              მანამდე გააკეთა ბულგარული სხვანაირად და ეგ იმაზე ვთქვი biggrin.gif

              Posted by: mia_nano 25 Sep 2011, 16:06
              გამარჯობათ გოგონებო, რა გემრიელობებს აკეთებთ ზამთრისთვის, მეც ვამზადებ რაღაცეებს და ახლა ლეჩო მოვრჩი, გემრიელი გამოვიდა და გორული წიწაკის გაკეთება მირჩიეს ცოტა სხვანაირად, ანუ ნაწილ ნაწილ მოთუშვა ზეთში და ძმარში და გაამართლა, მშვენიერი გამოვიდა
              ბულგარული წიწაკაც გავაკეთე მაგ პრინციპით და თუ დაგაინტერესათ დავწერ smile.gif
              * * *
              tavadze
              ჩემს უსაყვარლეს აჯიკის რეცეპტს დავწერ, ამას დადუღება არ უნდა , გემრიელია და მარტივი

              5კგ წითელი ბულგარული წიწაკა
              1კგ მწარე წითელი წიწაკა
              400გრ გატარებული ნიგოზი
              3 თავი ნიორი
              1 ს.კ. უცხო სუნელი
              1 ს.კ. ქინძი
              3 ჩ. ჭიქა ზეთი.
              წიწაკები გავაშროთ და თესლი გამოვაცალოთ, გავატაროთ მანქანაში. ავადუღოთ ზეთი. ჩავყაროთ წიწაკის მასა და ვადუღოთ 40-50 წთ-თ დაბალ ცეცხლზე, შემდეგ ჩავამატოთ ნიგოზი, სუნელები და მარილი, 20 წუთის შემდეგ კი ნიორი, ვადუღოთ კიდევ 40 წუთით დაბალ ცეცხლზე. გამორთვის შემდეგ შევურიოთ ასპირინი. დავფქვათ 5-6 აბი ასპირინი გავხსნათ ცოტა აჯიკაში კარგათ და შემდეგ მთლიან მასაში, ცხელივე ჩავასხათ ხრახნილიან ქილებში

              Posted by: tavadze 25 Sep 2011, 18:31
              mia_nano
              QUOTE
              tavadze
              ჩემს უსაყვარლეს აჯიკის რეცეპტს დავწერ, ამას დადუღება არ უნდა , გემრიელია და მარტივი

              დიდი მადლობა, მაგრამ წლეულს დავამტავრე აჯიკების კეტება, მგონი. biggrin.gif თუმცა ჩავინიშნავ საგაისოდ.
              ოღონდ ეგ ლამის იგივეა, რაც მე გავაკეტე შერეული ვარიანტი - მაგას ტომატი, ძმარი და ნედლი სუნელები არ აქვს, თორემ სხვა იგივეა.
              QUOTE
              გორული წიწაკის გაკეთება მირჩიეს ცოტა სხვანაირად, ანუ ნაწილ ნაწილ მოთუშვა ზეთში და ძმარში და გაამართლა, მშვენიერი გამოვიდა
              ბულგარული წიწაკაც გავაკეთე მაგ პრინციპით და თუ დაგაინტერესათ დავწერ

              მაიტა, დაგვაინტერესე უკვე. biggrin.gif

              Posted by: _sofa_ 26 Sep 2011, 22:46
              ცოცხალ აჯიკას არ ინახავთ ხოლმე ძვირფასებო? მე ტყემლის დიდი მოტრფიალე არა ვარ, ჩემი ქმრისთვის ვინახავ ხოლმე, ხოლო ჩემთვის აჯიკას ვაკეთებ და ვგიჯდები ისე მომწონს. ერთი სიტყვით:
              5 კგ პომიდორი
              3 კგ წითელი ბულგარული
              1 კგ მწარე წითელი წიწაკა
              500 გ ნიორი
              2 ჩ.ჭ ძმარი
              ყვ.ყვავილი, ხმ ქინძი, უცხ სუნელი, თითო ჩაის კივზი
              მარილი გემოვნებით
              გავატარებთ ამ ყველაფერს, დავასხავთ ემალის თასზე, დავაფარებთ თავს და დავდგავთ 2 დგე უნდა დაიდუღოს თავისით, მხოლოდ დილა-საღამოს ვურევთ. მესამე დილით მივცემთ დაფხვნილ ასპირინს, კილოზე ერთ ტაბლეტს და ჩავასხავთ ბოთლებში. პირობას ვდებ რომ მოგეწონებათ.
              * * *
              მე მაგ ზეთში მოთუშული წიწაკის დედაჩემის რეცეფტი ვიცი და სხვაზე მეტად ის მომეწონა, იმის გამო რომ არ აიზილა და მთელ-მთელი დევს ბანკებში. ერთი პორცია არის:
              3კგ სამწნილე წიწაკა,
              0,5ლ ზეთი .
              0,5ლ ძმარი.
              300გრ ნიორი.
              3-3 კონა ქინძი, პეტრუშკა და კამა.
              3ს.კ მარილი, 6ს.კ შაქარი
              დაფნის ფოთოლი და შავი წიწაკის მარცვლები
              ემალის დიდ თასზე დავასხავთ ზეთს და თითო-თითო ფენად მოვთუშავთ წიწაკას, ცალკე გამზადებული უნდა გვქონდეს დაჭრილი მწვანილი და ნიორი, შემწვარ წიწაკას ვათავსებთ ემალის ჭურჭელში და ყველაფენაზე ვაყრით მწვანილს, დაფნას და პერიცის მარცვლებს, ასე ვაგრძელებთ ბოლომდე. შემდეგ 3ს.კ მარილს, 6ს.კ შაქარს ვხსნით ძმარში, ვამატებთ შენაწვავ დარჩენილ ზეთს და გადავასხავთ თავზე. გავაჩერებთ 24 საათი, შემდებ გვერდიდან ფრთხილად ვიღებთ და ვაწყობთ ნახევრიან ბანკებში ოგონდ ბოლომდე არ გაავსოთ თუ არა სტერილების დროს გადმოგეღვრებათ, გავასტერილოთ 20-30 წუთი და მოვხუფოთ. ზუსტად ესენია წინა სურათებში ნახევარ ლიტრიან ბანკებში. არცერთი წიწაკა არ დაიხევა ისე დევს მთელ-მთელი და არის უგემრიელესი.

              Posted by: mia_nano 26 Sep 2011, 23:07
              დავწერ ხვალ და ნახავ მერე თუ არ მოგინდება გაკეთება biggrin.gif

              _sofa_
              კარგი რეცეპტი ჩანს, გავითვალისწინებ smile.gif

              კიდევ დავწერ ერთ რეცეპტს , არც ამას უნდა დადუღება biggrin.gif

              3 კგ წითელი ბულგარული
              1 კგ წითელი მწარე წიწაკა
              2-3 თავი ნიორი
              ერთი დიიდი კონა ქინძი
              50 გრ. ძმარი
              2 სადილის კოვზი უცხო სუნელი
              მარილი გემოვნებით
              4-5 აბი ასპირინი
              გავრეცხავთ ყველაფერს, გავაშრობთ, გავატარებთ მანქანაში, ჩავურევთ ძმარს და სუნელს, მარილს, დავფხვნით ასპირინს, გავხსნით ჯერ ცოტა მასაში შემდეგ მთლიან მასაში და ვ ურევთ პერიოდულად, ნახევარი საათის შემდეგ ჩავასხავთ ხრახნიან ქილებში

              Posted by: **DIMMU*** 29 Sep 2011, 18:00
              QUOTE
              _sofa_

              სოფა მწვანე წიწაკის მწნილზე რომ წერ დამჟავებას, დაწვრილებით დაწერე რაა? არ უნდა წიწიაკას რამდენიმე დღე გაჩერება და მერე დამწნილებაა? გელოდები დაწვრილებით რაა?

              Posted by: mia_nano 30 Sep 2011, 20:18
              _sofa_
              წიწაკის რეცეპტში კამა გიწერია, ნიახური არა , და ხომ არ შეგეშალა?


              * * *
              აჯიკის რეცეპტში გამომრჩენია, ბულგარულსაც და მწარე წიწაკასაც თესლები უნდა გამოვაცალოთ

              Posted by: xanka 30 Sep 2011, 20:41
              http://www.radikal.ru

              Posted by: _sofa_ 3 Oct 2011, 19:18
              არა მოთუშულ წიწაკას ნიახურს არ ვუშვები, უნაკლო გამოდის დამიჯერეთ.

              * * *
              ხოლო წიწაკის მჟავეს აჩერებენ კი მეც ერთი პორცია გავუჭერი ცხვირები და გავაჩერე ერთი ღამე და მეორე პორცია პირდაპირ ჩავდე არ გამიჩერებია ისე, ორივენაირად კარგია. ეს წყალში ცაწყობა და ჭყლის გამოცვლა რომ იციან 2, 3 დღე სისულელეა ნამდვილად, არაფერი მწარე არ გამომდის. რომ ჩააწყობ 3 ლიტრიან ბანკებში, ჩაამატებ 3 კოვზ ძმარს, 3 კოვზ მარილს გახსნი წყალში და დაასხავ. მეორე დგეს ცოტა წყალი ექნება დაკლებული და ისევე შეავსებ ბოლომდე, დააფარე პლასმასის სახურავები და ეგ არის.
              * * *
              http://pix.ge/
              * * *
              ეს კიდევ პატარებში არის მკუხე პომიდვრის კუჭმაჭი....

              Posted by: tavadze 4 Oct 2011, 21:26
              _sofa_
              QUOTE
              მკუხე პომიდვრის კუჭმაჭი....

              შეიძლება ცოტა უფრო დაწვრილებით? baby.gif baby.gif

              Posted by: _sofa_ 4 Oct 2011, 22:26
              ერთი პორცია არის 10 კგ პომიდორი, ნუ თუ ამდენი არ გინდათ გაანახევრებ ყველაფერს.
              პომიდორი 10 კგ,
              ხახვი 3კგ
              ზეთი 1,5 ლ
              ნიორი 500გრ
              ნიახური, ხრახუში, რეჰანი 3-3 კონა
              ძმარი 0,5 ლ
              მარილი 1ჩ,ჭ
              ხმ ქინძი 4ჩ,კ-ზაფრანა 3ჩკ-უცხ სუნელი 4ჩ,კ-წიწაკა.
              ესეიგი საშუალო ზომის პომიდვრებს დავრეცხავთ, დავაშრობთ და დავჭრით ნახევარმთვარეებად, ჩავყაროთ მდუღარეში 5 წუთი მხოლოდ და გადავიტანოთ საწურზე რომ კარგად დაწდეს. მწვანილი გავრეცხოთ, გავაშროთ და გავატაროთ, ასევე გავატაროტ ნიორიც. ხახვი დავჭრათ წმინდად და მოვშუშოთ ზეთში, დავაყაროთ პომიდორი და გავაგრძელოტ სუსვ ნელ ცეცხლზე.
              ძმარი წამოვადუღოთ, დავამატოთ სუნელი და მარილი და ჩავასხათხახვიან პომიდორს. დავამატოთ ნიორი და მწვანილი, ავურიოთ, ჩავტენოთ ბანკებში, ვასტერილოთ 10-15 წუთი მეტი არ უნდა და მოვხუფოთ. ბანკებს ცოტა ადგილი დავუტოვოთ თუ არა ზეთი დაიქცევა სტერილების დროს. აი ასე.....


              Posted by: tavadze 7 Oct 2011, 00:53
              _sofa_
              QUOTE
              3კგ სამწნილე წიწაკა,
              0,5ლ ზეთი .
              0,5ლ ძმარი.
              300გრ ნიორი.
              3-3 კონა ქინძი, პეტრუშკა და კამა.
              3ს.კ მარილი, 6ს.კ შაქარი
              დაფნის ფოთოლი და შავი წიწაკის მარცვლები
              ემალის დიდ თასზე დავასხავთ ზეთს და თითო-თითო ფენად მოვთუშავთ წიწაკას, ცალკე გამზადებული უნდა გვქონდეს დაჭრილი მწვანილი და ნიორი, შემწვარ წიწაკას ვათავსებთ ემალის ჭურჭელში და ყველაფენაზე ვაყრით მწვანილს, დაფნას და პერიცის მარცვლებს, ასე ვაგრძელებთ ბოლომდე. შემდეგ 3ს.კ მარილს, 6ს.კ შაქარს ვხსნით ძმარში, ვამატებთ შენაწვავ დარჩენილ ზეთს და გადავასხავთ თავზე. გავაჩერებთ 24 საათი, შემდებ გვერდიდან ფრთხილად ვიღებთ და ვაწყობთ ნახევრიან ბანკებში ოგონდ ბოლომდე არ გაავსოთ თუ არა სტერილების დროს გადმოგეღვრებათ, გავასტერილოთ 20-30 წუთი და მოვხუფოთ.

              აი, ეს გავაკეთე დღეს. უფრო სწორად, დღეს დავამთავრე, რადგან ჩემი კატორღა-სამსახურის გადამკიდემ ამისთვისაც ძლივს მივიცალე. რაღაც სხვანაირად კარგი, პიკანტური გემო აქვს, რაც ძმარისა და შაქარის სეხამება მგონია. თავიდან 6 კოვზი შაქარი ბევრი მომეჩვენა, რადგან აშკარად დაატკბო, მაგრამ მერე კარგად გაჯერდა. თუმცა სამომავლოდ შაქრის დოზას ცოტას დავაკლებ და მარილისას გავზრდი.
              კიდევ ერთი რჩევა - რადგან სითხე ნაკლები აქვს (მხოლოდ ნახევარი ლიტრა ძმარი) და ცოტა მაღალ ქვაბში მომიწია ჩადება, ისე გამოვიდა, რომ ძმრიან სითხეში შუას ქვევით დარჩა, ზევითა ნახევარს კი მხოლოდ ის ძმარი შეხვდა, რაც გადავავლე. ამიტომ მერე გობზე გადმოვიღე, სადაც ძმარი უფრო ტანაბრად გადანაწილდა.
              ერთი კითხვა ავტორთან - ამ რეცეპტს ხახვი არ მოუხდება? baby.gif baby.gif მე მგონი, გემოს წაადგებოდა.
              და კიდევ - ასპირინი რომ იყოს სტერილიზაციის ნაცვლად? baby.gif

              Posted by: rtuli 7 Oct 2011, 01:54
              tavadze
              QUOTE
              და კიდევ - ასპირინი რომ იყოს სტერილიზაციის ნაცვლად? 

              ამ წუთას მოვამზადე წიწაკები ზეთში და ძმარში(ცოტა სხვა რეცეპტით),ჰოდა სტერილიზაციის გარეშე ვამზადებ+ასპირინს ვამატებ yes.gif
              ოღონდ მე ცხელცხელი ჩავტენე ქილებში(თითები დამეწვასავით sad.gif) biggrin.gif

              Posted by: tavadze 7 Oct 2011, 02:14
              rtuli
              QUOTE
              ჰოდა სტერილიზაციის გარეშე ვამზადებ+ასპირინს ვამატებ

              უჰ, აგაშენა ღმერთმა, თითების დაწვას დავეძებ. biggrin.gif
              ჩემი დაც მასწავლიდა, ასპირინტან არ უნდაო, მაგრამ მაინც...
              პ.ს. შენეული რეცეპტიც საინტერესო ჯადოქრობა იქნება, თუ გაგვიზიარებ. aba.gif

              Posted by: tos-ka 7 Oct 2011, 14:56
              tavadze
              უფ! რაც შენ წელს სოუსები და აჯიკები გიკეთებია . . .
              სუ რო აქეთ გვემუქრება, აზრად გამკრა და ხო არ ვესტუმროთ, ხალხებო? wink.gif
              ისა და ჩემმა გურულმა მოგიკითხა

              Posted by: tavadze 7 Oct 2011, 22:09
              tos-ka
              QUOTE
              ისა და ჩემმა გურულმა მოგიკითხა

              ჩემგანაც მოიკითხე. სოფელში მაინცდამაინც იმ დროს ჩამოვიდა, მეორე დილით რომ მოვდიოდი უკვე.
              QUOTE
              სუ რო აქეთ გვემუქრება, აზრად გამკრა და ხო არ ვესტუმროთ, ხალხებო?

              მესტუმრეთ, მესტუმრეთ, მაგრამ მანამ მაქეთ გესტუმრებით ამ დღეებში. დღეს გადამირჩით ამ კატორღა-სამსახურის გადამკიდე. sad.gif
              rtuli
              QUOTE
              ამ წუთას მოვამზადე წიწაკები ზეთში და ძმარში(ცოტა სხვა რეცეპტით)

              მადამ, არ გაგვიმხელთ ამას? baby.gif baby.gif

              Posted by: _sofa_ 8 Oct 2011, 01:21
              QUOTE (tavadze @ 7 Oct 2011, 00:53 )
              _sofa_
              QUOTE
              3კგ სამწნილე წიწაკა,
              0,5ლ ზეთი .
              0,5ლ ძმარი.
              300გრ ნიორი.
              3-3 კონა ქინძი, პეტრუშკა და კამა.
              3ს.კ მარილი, 6ს.კ შაქარი
              დაფნის ფოთოლი და შავი წიწაკის მარცვლები
              ემალის დიდ თასზე დავასხავთ ზეთს და თითო-თითო ფენად მოვთუშავთ წიწაკას, ცალკე გამზადებული უნდა გვქონდეს დაჭრილი მწვანილი და ნიორი, შემწვარ წიწაკას ვათავსებთ ემალის ჭურჭელში და ყველაფენაზე ვაყრით მწვანილს, დაფნას და პერიცის მარცვლებს, ასე ვაგრძელებთ ბოლომდე. შემდეგ 3ს.კ მარილს, 6ს.კ შაქარს ვხსნით ძმარში, ვამატებთ შენაწვავ დარჩენილ ზეთს და გადავასხავთ თავზე. გავაჩერებთ 24 საათი, შემდებ გვერდიდან ფრთხილად ვიღებთ და ვაწყობთ ნახევრიან ბანკებში ოგონდ ბოლომდე არ გაავსოთ თუ არა სტერილების დროს გადმოგეღვრებათ, გავასტერილოთ 20-30 წუთი და მოვხუფოთ.

              აი, ეს გავაკეთე დღეს. უფრო სწორად, დღეს დავამთავრე, რადგან ჩემი კატორღა-სამსახურის გადამკიდემ ამისთვისაც ძლივს მივიცალე. რაღაც სხვანაირად კარგი, პიკანტური გემო აქვს, რაც ძმარისა და შაქარის სეხამება მგონია. თავიდან 6 კოვზი შაქარი ბევრი მომეჩვენა, რადგან აშკარად დაატკბო, მაგრამ მერე კარგად გაჯერდა. თუმცა სამომავლოდ შაქრის დოზას ცოტას დავაკლებ და მარილისას გავზრდი.
              კიდევ ერთი რჩევა - რადგან სითხე ნაკლები აქვს (მხოლოდ ნახევარი ლიტრა ძმარი) და ცოტა მაღალ ქვაბში მომიწია ჩადება, ისე გამოვიდა, რომ ძმრიან სითხეში შუას ქვევით დარჩა, ზევითა ნახევარს კი მხოლოდ ის ძმარი შეხვდა, რაც გადავავლე. ამიტომ მერე გობზე გადმოვიღე, სადაც ძმარი უფრო ტანაბრად გადანაწილდა.
              ერთი კითხვა ავტორთან - ამ რეცეპტს ხახვი არ მოუხდება? baby.gif baby.gif მე მგონი, გემოს წაადგებოდა.
              და კიდევ - ასპირინი რომ იყოს სტერილიზაციის ნაცვლად? baby.gif

              იცით რა მე პატარები მყავს სახლში და დედაჩემმა სასტიკად ამიკრძალა სტერილების გარეშე შენახვა ყოველ შემთხვევისთვის, ისე ასპირინითაც შეინახა ჩემმა მეზობელმა ოღონდ მე ხომ ვაჩერებ 24 სთ ის ამის ნაცვლად ერთიანად ჩაშუშავს, დააყრის ასპირინს და ხუფავს, მაგრამ მე ასე უფრო მომწონს აგარ იზილება. წვენს რაც შეეხება, ბანკებში რომ ჩავალაგებ წიწაკებს წვენს მერე ვუნაწილებ ყველას ერთნაირად.
              ისე ჩემი ახლობელი მაგარი კულინარი ბებო მყავს ერთი, მასე ასპირინით ინახავს ოგონდ სხვა ტექნოლოგიით და ისიც ძალიან კარგია, რომ მცოდნოდა ვკითხავდი და დაგიდებდი რეცეფტს.

              Posted by: ninoma 8 Oct 2011, 01:26
              _sofa_
              QUOTE
              მაგარი კულინარი ბებო მყავს ერთი, მასე ასპირინით ინახავს ოგონდ სხვა ტექნოლოგიით და ისიც ძალიან კარგია, რომ მცოდნოდა ვკითხავდი და დაგიდებდი რეცეფტს.

              არც ეხლაა გვიანი.
              მე მაინტერესებს

              Posted by: faustina 8 Oct 2011, 01:35
              _sofa_
              რა გემრიელად გამოიყურება წიწაკები, მომინდა მეც....

              იქნებ გავაკეთო...... თU ვიჩოვე აქ მასეთI წიწაკა sad.gif

              Posted by: tavadze 8 Oct 2011, 02:20
              _sofa_
              QUOTE
              რომ მცოდნოდა ვკითხავდი და დაგიდებდი რეცეფტს.

              არა უშავს, შენ მაგაზე არ იდარდო - ესეც კარგი იყო და დიდი მადლობა რეცეპტისთვის.
              თუმცა ნინომას აინტერესებს თურმე. მოკლედ, მაინც მოგიწევს რეცეპტზე ჩალიჩი. biggrin.gif
              faustina
              QUOTE
              თU ვიჩოვე აქ მასეთI წიწაკა

              გამოგიგზავნით. wink.gif biggrin.gif

              Posted by: faustina 8 Oct 2011, 02:26
              tavadze
              QUOTE
              გამოგიგზავნით.   

              უკვე გაკეთებლსა და ლამაზად ჩალაგებულს ქილებში wink.gif biggrin.gif

              Posted by: tavadze 8 Oct 2011, 03:26
              faustina
              QUOTE
              უკვე გაკეთებლსა და ლამაზად ჩალაგებულს ქილებში

              ნუ, გაგვიჭირდება თუ რა! biggrin.gif
              _sofa_
              QUOTE
              მკუხე პომიდვრის კუჭმაჭი....

              ესეც დავაგემოვნე და მეგემრიელა. yes.gif yes.gif
              ოღონდ შესანახად როცა გინდა, ცხელი უნდა ჩადო თუ ცივი? baby.gif baby.gif
              პ.ს. სახვალიოდ მანჭკვალა სოკო მაქვს გასაკეტებელი - ჩემდა ჭირად ვიყიდე სახლთან, მეტროსთან ჰქონდათ. რჩევებში კი ვიკითხავ, მაგრამ აქაც დაგიტოვებთ ნაკოლს - მასწავლეთ რა ვინმემ, ჯერ როგორ გავრეცხო, biggrin.gif მერე - როგორ გავაკეთო. biggrin.gif

              Posted by: taktakuna 8 Oct 2011, 12:27
              tavadze
              ცოტა საჩალიჩო გასარეცხია smile.gif გამდინარე წყალში ჩაყარე გარჩეული, მერე ერთს წამოადუღებს ხოლმე ბებიაჩემი სოფელში და ძველებურ სქელძირიან ტაფაში ყრის ბლომად ხახვთან ერთად და შუშავს, ბოლოს ამატებს ხოლმე ქინძს ბევრს და გამოდის ძალიან გემრიელი.ისე თბილისში ისეთი კარგი არ გამომდის, ეტყობა სოფელში ფეჩზე გაკეთებულს სხვა მუღამი აქვს.

              Posted by: tavadze 8 Oct 2011, 19:53
              taktakuna
              QUOTE
              გამდინარე წყალში ჩაყარე გარჩეული, მერე ერთს წამოადუღებს ხოლმე ბებიაჩემი სოფელში და ძველებურ სქელძირიან ტაფაში ყრის ბლომად ხახვთან ერთად და შუშავს, ბოლოს ამატებს ხოლმე ქინძს ბევრს და გამოდის ძალიან გემრიელი.

              გაიხარე. დიდი მადლობა, მაგრამ ისევ დამრჩა კითხვები და ოფი მაპატიეთ, მოდერებო (ან შემოდით რჩევების თემაში) - ის ძირები ბოლომდე უნდა წავაჭრა თუ დავუტოვო? ნიორი და ტომატისმაგვარი არ უნდა შუშვისას? ალბათ, ზეთი+კარაქი კარგი იქნება მოსაშუშად...
              QUOTE
              ისე თბილისში ისეთი კარგი არ გამომდის, ეტყობა სოფელში ფეჩზე გაკეთებულს სხვა მუღამი აქვს.

              ცეცხლზე გაკეთებული უფრო გემრიელია, ვიდრე - გაზზე, მაგრამ სოფელში წყალსაც და მწვანილეულსაც სხვა არომატი აქვს. ისიც განსაზღვრავს გემოს. იქ მართლაც ბევრად გემრიელად გამომდის ყველაფერი.

              Posted by: taktakuna 8 Oct 2011, 23:35
              tavadze
              ალბათ დაგვიანდა პასუხი და სოკო სავარაუდოდ უკვე შეჭმულია smile.gif მაგრამ ძირები უნდა წააჭრა ცოტა. ბებიაჩემი რომ აკეთებს, მარტო ხახვს უშვება ბევრს და მწვანილს, უმეტესად ქინძს, ისე პომიდორიც კი უხდება, აი ნიორი სოკოში არ მომწონს მე პირადად.
              ცეცხლზე გაკეთებული ნატურალური ყველაფერი კარგია smile.gif

              Posted by: tavadze 9 Oct 2011, 00:38
              taktakuna
              QUOTE
              tavadze
              ალბათ დაგვიანდა პასუხი და სოკო სავარაუდოდ უკვე შეჭმულია

              ჯერ არა. იმედია, ხვალ მაინც გავაკეტებ, მაგრამ 8 საათიდან მეწყება გადარბენა.
              პასუხისთვის მადლობა, მოდერებს კი ბოდიში - დავამთავრე ოფებიც და ოფოფებიც. biggrin.gif

              Posted by: _sofa_ 9 Oct 2011, 21:37
              QUOTE (tavadze @ 8 Oct 2011, 03:26 )
              faustina
              QUOTE
              უკვე გაკეთებლსა და ლამაზად ჩალაგებულს ქილებში

              ნუ, გაგვიჭირდება თუ რა! biggrin.gif
              _sofa_
              QUOTE
              მკუხე პომიდვრის კუჭმაჭი....

              ესეც დავაგემოვნე და მეგემრიელა. yes.gif yes.gif
              ოღონდ შესანახად როცა გინდა, ცხელი უნდა ჩადო თუ ცივი? baby.gif baby.gif
              პ.ს. სახვალიოდ მანჭკვალა სოკო მაქვს გასაკეტებელი - ჩემდა ჭირად ვიყიდე სახლთან, მეტროსთან ჰქონდათ. რჩევებში კი ვიკითხავ, მაგრამ აქაც დაგიტოვებთ ნაკოლს - მასწავლეთ რა ვინმემ, ჯერ როგორ გავრეცხო, biggrin.gif მერე - როგორ გავაკეთო. biggrin.gif

              ეს უდა გასტერილდეს 10-15 წუთი და რა ვიცი მე მაშინნვე ვდებ ვასტერილებ და ვხუფავ.

              Posted by: Melano 10 Oct 2011, 22:36
              გამარჯობათ ,"მონადირის სალათის" რეცეპტი მაინტერესებს ...G-მარტში ვყიდულობ ხოლმე.ყვავილოვანი კომბოსტო ,სტაფილო ,ხახვი და ბულგარულია ინგრედიენტები.ზუსტი რეცეპტი თუ იცის ვინმემ ძალიან დამავალებთ user.gif

              Posted by: faverliki 11 Oct 2011, 20:19
              სტერილირება ბოტულიზმისაგან მაინც არ იცავს მთავარია ბაქტერია არ შეყვეს ბოსტნეულს თორემ სტერილიზაცია ვერ შველის .პირადად მე არაფერს არ ვასტერილებ მშრალ ქილებში ვტენი და ვხუFავ ხშირად ასპირინის გარეშე და არასდროს გაფუჭებულა, თუმცა ყველა დახუფული პროდუქტი მაინც საზიანოა რადგან სახურავები დახუფვის შემდეგ კადმიუმს გამოყოფს.
              * * *
              ერთ რეცეპტს მეც შემოგთავაზებთ
              ერთი კგ გატარებული ნიგოზი
              ერთი კგ გატარებული მწარე წიტელი წიწაკა
              200 გრ ნიორი
              უცხო სუნელი
              ხმელი ქინძი
              ცოცხალი ქინძი და მარილი აურევთ ერთმანეთში და პირდაპირ შეინახავთ ქილებში
              მხილოდ ყველაფერი მშრალი უნდა იყოს

              Posted by: ladywin 12 Oct 2011, 13:30
              ადესა + ადესა-კომშის ასორტის კომპოტი


              http://pix.ge/


              Posted by: drozera 12 Oct 2011, 13:38
              ladywin
              ვაიმეე, როგორ მიყვარს ადესა+კომში, ბებო მიკეთებდა ხოლმე sad.gif( აუ ბებო მომენატრა ეხლა sad.gif

              Posted by: tavadze 12 Oct 2011, 14:03
              ladywin
              QUOTE
              ადესა-კომშის ასორტის კომპოტი

              კარგია? rolleyes.gif დედაჩემი კომშსაც აქტიურად იყენებდა კომპოტებში და - ადესასაც, მაგრამ მასეთი მიქსი არასოდეს გაუკეთებია.
              პ.ს. ადესა ვაშლისა და მსხლის კომპოტებშიც კარგად მიდის. შეგიძლია სამივე აურიო ერთად.

              Posted by: ladywin 12 Oct 2011, 14:05
              tavadze
              QUOTE
              კარგია?

              ძააააალიან არომატულია love.gif
              * * *
              drozera
              QUOTE
              ვაიმეე, როგორ მიყვარს ადესა+კომში, ბებო მიკეთებდა ხოლმე ( აუ ბებო მომენატრა ეხლა

              ბებოც და კომპოტიც ხომ ?????? 2kiss.gif

              Posted by: tavadze 12 Oct 2011, 14:09
              ladywin
              QUOTE
              ძააააალიან არომატულია

              ცალ-ცალკე ორივე მაგარი არომატულია, მაგრამ ასე მგონია, დიამეტრულად განსხვავებული გემო აქვთ. biggrin.gif
              ვცდი ერთი - ამ დღეებში ნამდვილ, არომატულ გურულ ადესას ჩამომიტანენ. baby.gif

              Posted by: ladywin 12 Oct 2011, 15:41
              tavadze
              QUOTE
              ვცდი ერთი - ამ დღეებში ნამდვილ, არომატულ გურულ ადესას ჩამომიტანენ.

              ცადე არ ინანებ wink.gif

              Posted by: drozera 12 Oct 2011, 16:23
              ladywin
              QUOTE
              ბებოც და კომპოტიც ხომ ??????

              ხოო, ისეთ კომპოტს ვეღარავინ გამიკეთებს ვერასდროს, ასე მგონია sad.gif

              Posted by: ladywin 12 Oct 2011, 16:30
              drozera
              QUOTE
              ისეთ კომპოტს ვეღარავინ გამიკეთებს ვერასდროს, ასე მგონია

              cry.gif

              Posted by: tavadze 12 Oct 2011, 19:16
              ladywin
              QUOTE
              ცადე არ ინანებ

              მე რა - დავასაქმებ დეიდაშვილს. biggrin.gif მაგრამ მუშაობს ახლა და იმდენად აღარ სცალია ჩემთვის.

              Posted by: ladywin 12 Oct 2011, 19:49
              tavadze
              QUOTE
              მე რა - დავასაქმებ დეიდაშვილს.მაგრამ მუშაობს ახლა და იმდენად აღარ სცალია ჩემთვის.

              თავს უშველა დეიდაშვილმა??? biggrin.gif

              Posted by: likaberaia 15 Oct 2011, 09:21
              ძაააააააალიან მაგარია ადესისა და კომშის დუეტი.ჩემს შვილს უყვარს ძალიან და ყოველ წელს ვუკეთებ.არომატულიცაა და საოცრად გემრიელი.
              * * *
              QUOTE
              მწვანე ლობიოს მწნილი მაქვს დაგემოვნებული..ბერძენი ქალი გამიმასპინძლდა საუკუნის წინ სოხუმში..ძალიან მაგარი რაღაცა იყო აი ძალიან მაგარი.

              iaiameri
              მე სოხუმელი ვარ და მწვანე ლობიოს მწნილს ჩვენში ბერძნები და სომხები აკეთებდნენ და მას თურშას ეძახოდნენ.ჩემი დედამთილიც აკეთებს და მართლაც უგემრიელესია,ასეთი ცხოვრებაში არაფერი მიჭამია.რომ გავთხოვდი არ მქონდა განასინჯი და დედამთილმა მთხოვა ჩემი ხათრით შეჭამეო,ხატრი ვერ გავუტეხე და გავსინჯე და გავგიჯდი,მართლაც შეუდარებელია.ჩვენტან ბიცჰები რომ ქეიფობდნენ უამისოდ სუფრას არ უჯდებოდნენ.ვკითხავ ჩემ დედამთილს რეცეპტს და დავწერ.
              კარტოფილის მწნილი არ გამიგია,მაგრამ ეაჩემი აკეთებს და მარტლაც გემრიელია მიწის ვაშლის მწნილი,რომელიც შესახედავად მართლაც გავს კარტოფილს.
              * * *
              მეც გავაკეთე უგემრიელესი ლეჩო,წუხელ ჩავასხი.დღეს კი მწვანე პომიდვრის სალათს მოუწევს დაბინავება,დაამთავრა დუღილი,მაგრამ ლამის ნახევარი შემოგვეჭამა სანამ დადუღდა...ახლა კაზახური სალათის ჯერია.ხვალ უნდა გავაკეთო და ძეთსი მოშუშული წიწაკები.
              კაზახური სალათა თუ ვინმეს გაინტერესებთ:
              თითო კგ კომბოსტო,სტაფილო,ხახვი, წ/ტკბილი წიწაკა,პომიდორი,კიტრი.
              მარინადი - 5 ჩ.კ. მარილი, 5 ჩ.კ. შაქარი, 1 ჭიქა ზეთი, 1 ჭიქა ძმარი.შევურიოთ ერთმანეთსდა მოვასხათ დაჭრილ ბოსტნეულს, გავაჩეროთ 1 საათი და შემდეგ ვხარშოთ 10 წუთი დუღილის მომენტიდან.ცხლადვე ჩავასხათ სტერილებულ ქილებში და მოვხუფოთ. გადავაბრუნოთ ქილები და შეფუთულად ვამყოფოთ შეგრილებამდე.მე მთელი ღამით ვტოვებ.აქვს ჩემს ბავშვობაში რომ იყო ბულგარული კონსერვი "გლობუს"ი იმის გემო.ძალიან მაგარია.მე 5 პორციას ერთდროულად ვაკეთებ,

              Posted by: tavadze 15 Oct 2011, 10:20
              ladywin
              QUOTE
              თავს უშველა დეიდაშვილმა???

              ასე გამოდის. biggrin.gif
              likaberaia - საინტერესო რამეებს წერ. yes.gif yes.gif

              Posted by: tasikuna-taso 15 Oct 2011, 11:38
              QUOTE
              თითო კგ კომბოსტო,სტაფილო,ხახვი, წ/ტკბილი წიწაკა,პომიდორი,კიტრი.



              პროპორციები დაწერე, რა. საინტერესო ჩანს.

              Posted by: tavadze 15 Oct 2011, 13:30
              tasikuna-taso
              QUOTE
              პროპორციები დაწერე, რა. საინტერესო ჩანს.

              მე მგონი, ყველაფერი თითო კილოგრამიო, ასე იგულისხმა.

              Posted by: TT-KK 15 Oct 2011, 16:59
              likaberaia

              QUOTE
              ბულგარული კონსერვი "გლობუსი"
              -კაი იყო მაშინ და ახლა რა საშინელია
              up.gif

              Posted by: ladywin 15 Oct 2011, 23:33
              ,და ისევ ადესა ............... smile.gif ამჯერად ბროწეულის თანხლებით.........


              http://pix.ge/

              Posted by: khatia88 19 Oct 2011, 13:32
              miau
              თქვენი პოსტი ვნახე 2007 წლის და ძალიან დამაინტერესა. შეგიძლიათ ზუსტად დამიწეროთ რეცეპტი საცერში გაქნილი ჟოლო როგორ შევინახო. პატარა მყავს სახლში, ვაპირებდი ჟოლოს მურაბა გამეკეთებინა, გაციებისთვის უებარია, მაგრამ როგორც თქვენ დაწერეთ ეგრე უფრო სასარგებლოა.

              Posted by: _sofa_ 19 Oct 2011, 18:04
              http://pix.ge/
              * * *
              http://pix.ge/
              აი კიდევ ამეებით გავამდიდრე ჩემი საკუჭნაო....

              Posted by: RakhmAnna 19 Oct 2011, 22:22
              _sofa_
              QUOTE
              აი კიდევ ამეებით გავამდიდრე ჩემი საკუჭნაო....

              შენ რა ყოჩაღი გოგო ხარ... 2kiss.gif
              მე წელს მხოლოდ ლეღვის მურაბა მოვამზადე....ძალიან მიყვარს..smile.gif

              Posted by: miau 19 Oct 2011, 23:30
              khatia88

              1. ფორუმულ-კულინარიული დამოკიდებულებები თქვენობით საუბარსა და აღმატებით ხარისხს გამორიცხავს! 2kiss.gif

              2. რაც შეეხება ჟოლოს - მურაბას თავისი სასარგებლო თვისებები გააჩნია. როგორც წავიკითხე, თუ ცოცხლად შენახული კენკრის შემთხვევაში თერმული დამუშავების გარეშე შენახული რბილობი უფრო სასარგებლოა, მოხარშულის შემთხვევაში წიპწა მუშავდება და სასარგებლო ნივთიერებებს გამოყოფს. smile.gif

              მომზადება მარტივია - 1 კგ საცერზე გატარებულ ჟოლოს (თუ წიპწები არ შეგაწუხებს, ნუ გაცრი, დაჭყლიტე, ასე ერთის მხრივ სასარგებლოცაა, წიპწას თავისი სიკეთე აქვს.) დააყარე 1,5 -2 კგ შაქარი და 2-3 დღის განმავლობაში ხანდახან ამოურიე, შაქარი უნდა გაიხსნას. შეგიძლია დააბლენდერო და ერთი დღე გააჩერო. შემდეგ პირდაპირ ცივად გადაანაწილე ქილებში, გაუსტერილებლად დაახურე სახურავი და გრილ და მშრალ ადგილას შეინახე. შაქრის რაოდენობას რაც შეეხება - 2 კგ შაქრის დამატება უფრო ზაფხულშია რეკომენდებული. საერთოდ, მეტი შაქარი უკეთ შეინახავს, მაგრამ მცირე რაოდენობის შაქრით უფრო გემრიელია. შემოდგომაზე, როდესაც გრილა, 1,5 კგ შაქარიც საკმარისია. ან უკეთესი - 2 კგ-ს დააკელი ცოტა და ისე დააყარე. smile.gif ზემოხსენებული სამი დღის განმავლობაში ცივად უნდა შეინახო. თუ შემოდგომის ცივი და გრილი დღეებია - გარეთაც შეიძლება, თუ არა - მაცივარში.

              ამაზე მარტივი არაფერი არსებობს.
              ადრე ერთად გავაკეთე ჟოლო, მოცხარი (სმაროდინა) და ხურტკმელი (კრიჟოვნიკი) - ძალიან კარგი იყო. smile.gif

              ამ პრინციპით შეგიძლია შეინახო ხორცსაკეპში გატარებული ფეიხო, ქაცვი დაა.შ> ქაცვი უნდა აუცილებლად გაიხეხოს. თესლებს შეგიძლია ცალკე ზეთი დაასხა, გადაიტანო მინის ცეცხლგამძლე ჭურჭელში და ძალიან დაბალ ცეცხლზე 4-6 საათით შედგა ღუმელში. ამ დროს წიპწები ზეთს გამოყოფს და დამწვრობისთვის და სხვა დაავადებებისთვის ძალიან სასარგებლოა.

              Posted by: tavadze 20 Oct 2011, 02:20
              _sofa_
              QUOTE
              აი კიდევ ამეებით გავამდიდრე ჩემი საკუჭნაო....

              ქილებში კომში და კიდევ რა არის?
              ამ მეორეს ტრადიციული რეცეპტით აკეთებ თუ რამე განსხვავებულია, როგორც ის მწარე წიწაკა იყო? baby.gif baby.gif

              Posted by: _sofa_ 20 Oct 2011, 03:42
              მეორე მსხლის კომპოტია, ჩვეულებრივად ოღონდ ცოტა მიზეზიანიზ მსხალი და შედარებით დიდ ხანს ვადუღებ....

              Posted by: tavadze 20 Oct 2011, 03:49
              _sofa_
              QUOTE
              ამ მეორეს ტრადიციული რეცეპტით აკეთებ

              მკუხე პომიდორი ვიგულისხმე მეორეში და არა კომპოტები. biggrin.gif ანუ მეორე ფოტო.
              გავხსენი ახლა და დავაკვირდი, მსხალი მკუხე პომიდორში როგორ ამერია-მეთქი. biggrin.gif

              Posted by: _sofa_ 23 Oct 2011, 02:50
              ააააააააა, კარგად ვიცინე..... ეს მწვანილებით გამოტენილი პომიდორია, დაჭრით ნიახურს, ოხრახუშს, ცერეცოს, წითელ წიწაკას, ნიორს, აურევ მარილს და გამოტენი შუაზე მაგრამ არა ბოლობმდე ჩაჭრილ პომიდორებს. ჩააჭყობ ბანკაში დააფარებ პლასმასს და ეს თვითონ გამოიღებს თავის საკმარის წვენს. ცოტას გარეთ თუ მოიტოვებ დაიწევს კიდევაც და შეგიძლია დაამატო რომ ნაკლულა ბანკები არ შEინახო...აი ასე.........

              Posted by: guruliqali 23 Oct 2011, 08:06
              QUOTE
              khatia88

              miau
              კარგი იდეაა, ეხლა გაკეთება და შაქრის დაკლება, ჯერ კიდევ ყვირის ხოლმე ის ქალი "მალინა მალინააა"-ს smile.gif
              ქაცვის შესახებ ჩემი ტექნოლოგი მეგობრები ამბობენ, რომ წიპწა თუ თესლი თუ არ გატყდა, ისე სასარგებლო თვისებებს ნაკლებად გამოყოფსო.
              QUOTE
              ამ დროს წიპწები ზეთს გამოყოფს და დამწვრობისთვის და სხვა დაავადებებისთვის ძალიან სასარგებლოა.

              yes.gif ყველანაირი წყლულოვანი დაავადებისთვის კარგია
              * * *
              _sofa_
              თავაძეს აღარ აჩვენო ქილები, გადამალეთ! თორემ ჯერ იმდენი აჯიკა აკეთა ... (სირცხვილით როგორ ვთქვა მხოლოდ ერთი ულუფა აჯიკა გავაკეთე), ეხლა პომიდვრის მწნილს დაადგა თვალი და დავიღუპეთ, (გავსკდი გულზე )...
              როგორც "ბიზნეს ლანჩს"გადაერქვა სახელი თავის დროზე, ვატყობ, ამ თემასაც მალე "კონსერვები, მარინადები, მწნილები თავაძესთან ერთად" დაერქმევა tongue.gif

              Posted by: tavadze 23 Oct 2011, 13:22
              guruliqali
              QUOTE
              ვატყობ, ამ თემასაც მალე "კონსერვები, მარინადები, მწნილები თავაძესთან ერთად" დაერქმევა

              სულ ტყუილად ეჭვობ. მჟავეული ძალიან მიყვარს, მაგრამ გაკეთებაზე მაინც არ ვარ ჩაციკლული. მხოლოდ 2 ქილა წიწაკა ჩავდე და მწვანე პომიდორს ჩავდებ უახლოეს ხანებში. იმასაც აუაუს-რეცეპტით, არაფერი რომ არ უნდა. biggrin.gif წინა წლებშიც მხოლოდ მაგას ვინახავდი, 1-2 ქილას და იმასაც ნახევარს ვყრიდი. ალბათ, ლობიოს რომ იშვიათად ვაკეთებ, იმიტომაც არ მეხარჯება ბევრი მჟავე.
              თუმცა _sofa_ს მწვანე წიწაკის ის განსხვავებული ვარიანტი ზეთსი მართლაც კარგი გემოსი იყო, სცადე. yes.gif yes.gif

              Posted by: khatia88 23 Oct 2011, 13:31
              miau
              ძალიან დიდი მადლობა smile.gif

              Posted by: chiburashka111 24 Oct 2011, 09:00
              _sofa_
              მარილს რამდენს უკეთებ? მე წყლის დამატება ყოველთვის მჭირდება და სულ მარილი მაკლდება sad.gif ანუ წყალში რამდენი მარილი უნდა? მწვანე პომიდორზე გეკითხები smile.gif

              Posted by: _sofa_ 24 Oct 2011, 18:57
              ასე არ განმისაზღვრავს სიმართლე რომ გითხრა, მწვანილებშივე ვურევ, იცი რა, რომ იფიქრებ ეხლა კარგად აქვსო კიდევ დაამატე, ცოტა ზედმეტი უნდა მისცე იმიტომ რომ სასწაულად ისრუტავს მარილს. კეთების პროცესში შეწითლებული რომელიც არის სულ ვჭამთ ხოლმე სინჯვა-სინჯვაში ძალიან გემრიელია და გასინჯე, ასე უფრო მიხვდები აკლია თუ არა მარილი.

              Posted by: chiburashka111 24 Oct 2011, 20:28
              _sofa_
              დაქალებშიც გავიკითხე და ასე მითხრეს 1 ლიტრ წყალზე 1 სუფრის კოვზი მარილი უნდაო, მოვსინჯავ ხვალ wink.gif

              Posted by: mia_nano 24 Oct 2011, 21:10
              _sofa_
              მწვანე პომოდვრის მწნილს ალუმინის ჭურჭელში ინახავ თუ გადაგაქვს მერე? მე როგორც ვიცი მაგდაგვარ ჭურჭელში მწნილის ჩადება არ შეიძლება და ვეძებ ახლა ემალის დიდ ქვაბს, ავითვისე მკვახე პომიდვრით რაც სახლში მქონდა ემალის ჭურჭელი და წითელი კომბოსტოსთვის აღარ დამრჩა არაფერი

              Posted by: miau 24 Oct 2011, 21:33
              guruliqali
              QUOTE
              ჩემი ტექნოლოგი მეგობრები ამბობენ, რომ წიპწა თუ თესლი თუ არ გატყდა, ისე სასარგებლო თვისებებს ნაკლებად გამოყოფსო.


              ჰოო, ეგ დამავიწყდა სულ, კარგია რომ დაწერე. smile.gif

              Posted by: _sofa_ 24 Oct 2011, 22:13
              QUOTE (mia_nano @ 24 Oct 2011, 21:10 )
              _sofa_
              მწვანე პომოდვრის მწნილს ალუმინის ჭურჭელში ინახავ თუ გადაგაქვს მერე? მე როგორც ვიცი მაგდაგვარ ჭურჭელში მწნილის ჩადება არ შეიძლება და ვეძებ ახლა ემალის დიდ ქვაბს, ავითვისე მკვახე პომიდვრით რაც სახლში მქონდა ემალის ჭურჭელი და წითელი კომბოსტოსთვის აღარ დამრჩა არაფერი

              გადამაქვს კი რა თქმა უნდა. ისე მჟავეები პლასმასის ბალონები რომ არის მრგვალ წითელ თავიანები იმაშიდაც კარგად ინახება....
              * * *
              QUOTE (chiburashka111 @ 24 Oct 2011, 20:28 )
              _sofa_
              დაქალებშიც გავიკითხე და ასე მითხრეს 1 ლიტრ წყალზე 1 სუფრის კოვზი მარილი უნდაო, მოვსინჯავ ხვალ wink.gif

              მაგ კი 1 ლიტრიან ბანკას უნდა 1 კოვზი მარილი, მაგრამ მკუხე პომიდორს რომ ჩაალაგებ ამას მერე წყალს ხომ არ ასხავ და ისე მშრალად ხომ ვერ ჩააყრი მარილს, ამიტომ გეუბნევი რომ ამას თვალით ვუკეთებ. მაგალითად მე ეხლა 4 კილო პომიდორი მქონდა და 2 სამ ლიტრიანი ბანკა გამოვიდა. ესეიგი დაახლოებით დაჭრილ მწვანილებში,წესით უნდა აურიო 5 ს.კ მარილი, მაგრამ მაინც თვალით ნახე ბევრი არ მოუვიდეს.

              Posted by: chiburashka111 25 Oct 2011, 15:50
              _sofa_
              როცა ჩავალაგებ ქილებში პამიდორს მერე რაც აკლდება ვასხავ მარილიან წყალს, ხოდა მაგ წყალზე გეკიტხებოდი wink.gif და მაგაზე მითხრეს 1 ლიტრაზე 1 სუფრის კოვზი. ვნახავ რა გამოვა მერე smile.gif

              Posted by: _sofa_ 26 Oct 2011, 16:57
              არ დააკლდება არაფრით, ის თვითონ გამოიღებს თავის სამყოფ წყალს, ცოტა პამიდორი მოიტოვე ზემოთ ჩასალაგებელი და ბანკებში რომ დაიწევს 2-3 დღEში ჩაამატე და ისევ შეავსე. არცერთხელ არ დამჭირვებია წყლის დამატება.

              Posted by: fsevdokacobrioba 27 Oct 2011, 16:46
              კაკლის მურაბა რომ არ დარბილდეს რა უნდა გავაკეთო არ იცით?

              Posted by: catherina_10 28 Oct 2011, 17:38
              http://www.radikal.ru
              url=http://www.radikal.ru]user posted image[/url]
              ესეც ჩემი ყვავილოვანი კომბოსტოს მარინადი

              Posted by: S_H_I_N_Y 1 Nov 2011, 12:31
              დამეხმარეთ რაა... კომში მაქვს ბევრი, ძალიან არომატული და როგორ გავაკეთო ჯემი? და შეიძლება რომ არ გავთალო და ისე გავაკეთო, მარტო გულები რომ ამოვაცალო? ძალიან არომატულია და არც უხეში კანი არ აქვს თითქოს smile.gif

              Posted by: drozera 1 Nov 2011, 17:52
              გუშინ გავაკეთე ყვავილოვანი კომბოსტოს მწნილი ქილებში და პლასტმასის სახურავები გავუკეთე, იმედია არაფერი დაემართება, ხოდა შაქარი არ დამიმატებია, მარტო ძმარი დავამატე და ხომ არ გავაფუჭებ?
              ხო კიდევ, ბოლოკები ჩავამატე ერთ ქილაში, მაინტერესებს ბოლოკის მწნილი, მითხრეს საუცხოოაო და ჯერ კომბოსტოსთან ერთად ვცდი smile.gif
              სურათებს დავდებს საღამოს, თუ არ დამავიწყდა smile.gif

              ვინმეს თუ უჭამია ბოლოკის მჟავე?

              Posted by: guruliqali 1 Nov 2011, 18:03
              S_H_I_N_Y
              QUOTE
              კომში მაქვს ბევრი, ძალიან არომატული და როგორ გავაკეთო ჯემი

              მე გამიკეთებია ვაშლი და კომშის ჯემი ერთად, დაახლოებით 5 კგ კომში და 2 კგ ვაშლი, ვაშლი ცოტა ამსუბუქებს კომშის მძაფრ არომატს (რამდენად სწორად აგიხსენი, არ ვიცი, მაგრამ მარტო კომშს სჯობდა აშკარად), და კიდევ ერთი - შაქარს ცოტა მეტს ვამატებდი, ვიდრე ზოგადად ჯემებს, თუ გინდა დაგიზუსტებ და მოგწერ სახლიდან გვიან.
              ჰო, ყოველთვის ვთლიდი, კანიანად არ გამიკეთებია.
              drozera
              QUOTE
              ვინმეს თუ უჭამია ბოლოკის მჟავე?

              no.gif no.gif ძალიან საინტერესოა, მოგვიყევი მერე, როგორი გამოვა. და ფოტოებსაც ველოდები smile.gif

              Posted by: drozera 1 Nov 2011, 18:22
              guruliqali
              QUOTE
              ძალიან საინტერესოა, მოგვიყევი მერე, როგორი გამოვა. და ფოტოებსაც ველოდები

              აუცილებლად დავდებ, ჯერ მხოლოდ როგორც დანამატი ისე გავაკეთე და ზუსტად რომ გამიგებენ რეცეპტს, გავაკეთებ აუცილებლად.

              და იქნებ ამ კითხვაზეც მიპასუხოთ?
              QUOTE
              შაქარი არ დამიმატებია, მარტო ძმარი დავამატე და ხომ არ გავაფუჭებ?


              Posted by: ninoma 1 Nov 2011, 19:21
              drozera
              QUOTE
              შაქარი არ დამიმატებია, მარტო ძმარი დავამატე და ხომ არ გავაფუჭებ?

              მთავარია მარილი ჰქონდეს კარგად.
              უშაქრობა არაფერს ავნებს.
              მწნილებს, რომელსაც არ ვხუფავ,არც შაქარს ვუკეთებ და არც ძმარს.

              Posted by: S_H_I_N_Y 1 Nov 2011, 20:34
              guruliqali
              დიდი მადლობა პასუხისთვის. მეც გამიგია რომ ვაშლი უხდება კომშის ჯემს, მაგრამ ახლა მოულოდნელად მოგვიტანეს კომში, ვაშლი არ გვქონდა და ისე გავაკეთეთ. ახლა დუღს კანიანად biggrin.gif. იმედია კარგი გამოვა თუ არა და მერე დავამატებ ვაშლის პიურეს smile.gif. შაქარს რამდენს უმატებ მაინტერესებს და თუ არ შეგაწუხებ მომწერე რა smile.gif

              Posted by: guruliqali 1 Nov 2011, 21:03
              S_H_I_N_Y
              მარტო კომშის ჯემიც ძალიან კარგი გამოდის - ოქროსფერი და არომატული, შაქრის რაოდენობას რაც შეეხება, ჩემს ჩანაწერებს არ ვენდე და დედასაც გადავურეკე, მოოკლედ - 10 კგ კომშზე 8 კგ შაქარს ვამატებთო (საშუალო 1 კგ კომშზე 3 ჩ. ჭ. შაქარს ვანგარიშობდიო), თუ ვაშლს ამატებ, შაქრის რაოდენობა შეიძლება შეამციროო. 8 კგ-ს ფეხი არ მოუცვალა (smile.gif) , კომშს ბევრი უნდა შაქარიო.
              დედა კანიან-გულიანად ხარშავდა წყალთან ერთად (გულს წებოვნების გამო ხარშავდა), მერე კი თურშფალანგზე ხეხავდა, შაქარს ამატებდა და ისევ ხარშავდა.
              მე ცოტა უფრო მარტივ ვარიანტს ვაკეთებდი -კანგაცლილ და გულგამოცლილ დაჭრილ კომშს ვხარშავდი, რომ დარბილდებოდა, ვაშლს ჩავამატებდი, ისევ ვხარშავდი, მერე შაქარი.

              Posted by: S_H_I_N_Y 1 Nov 2011, 23:32
              guruliqali

              უუჰ გამეხარდა კანიანადაც რომ აკეთებდა დედა smile.gif. ჩვენ მგონი ასე ბევრი შაქარი არ ჩავამატეთ ნეტა გაფუჭდება? თან მე ვაქტიურობდი მურაბა ხომ არაა არ უნდა ბევრი შაქარიო biggrin.gif. იქნებ ხვალ გადავადუღო და დავამატო შაქარი smile.gif

              Posted by: mzi 2 Nov 2011, 11:43
              QUOTE
              უუჰ გამეხარდა კანიანადაც რომ აკეთებდა დედა . ჩვენ მგონი ასე ბევრი შაქარი არ ჩავამატეთ ნეტა გაფუჭდება? თან მე ვაქტიურობდი მურაბა ხომ არაა არ უნდა ბევრი შაქარიო . იქნებ ხვალ გადავადუღო და დავამატო შაქარი


              დაახლოებით რამდენ ხანს ადუღეთ? მურაბას უფრო ბევრი დუღილი უნდა თუ ჯემს

              Posted by: rockataka 2 Nov 2011, 13:11
              QUOTE (catherina_10 @ 28 Oct 2011, 17:38 )
              http://www.radikal.ru
              url=http://www.radikal.ru]user posted image[/url]
              ესეც ჩემი ყვავილოვანი კომბოსტოს მარინადი

              აუუუუ!!!!!!!!!!! ვაფრენ ყვავილოვანი კომბოსტოს მწნილზე! baby.gif

              Posted by: ladywin 2 Nov 2011, 18:59
              მწვანე პომიდვრის მწნილი
              http://www.radikal.ru

              Posted by: S_H_I_N_Y 2 Nov 2011, 20:11
              mzi
              QUOTE
              დაახლოებით რამდენ ხანს ადუღეთ? მურაბას უფრო ბევრი დუღილი უნდა თუ ჯემს


              ასე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დედამ ასე თქვა რომ ჯერ კარგად ჩავხარშეო და მერე დავაყარე შაქარიო. შაქარს რომ დააყრი მერე ძალიან ხშირად უნდა ურიო რომ არ მიიწვას ძირზე. მგონი მურაბაზე დიდი ხანი უნდა ხარშვა smile.gif

              Posted by: guruliqali 3 Nov 2011, 09:45
              S_H_I_N_Y
              როგორი გამოვიდა?
              QUOTE
              მურაბაზე დიდი ხანი უნდა ხარშვა

              yes.gif yes.gif

              Posted by: S_H_I_N_Y 3 Nov 2011, 09:58
              guruliqali
              QUOTE
              როგორი გამოვიდა?


              კარგი გამოვიდა, ცოტა შაქარი აქვს ნაკლები ვიდრე მითხარი და იმედია კარგად შეინახება 2kiss.gif

              Posted by: guruliqali 3 Nov 2011, 10:38
              S_H_I_N_Y
              კარგად რომ შეინახოს, ჩვენ ქილაში ჩასხმულ ჯემს თავზე ვადებთ სპირტში ან მაგარ არაყში დასველებულ შესაბამის ზომაზე გამოჭრილ ქაღალდს, მერე - პლასტმასის ხუფი. ასე უფრო დაზღვეული ხარ. მეც მომინდა კომშის ჯემი, ამ შაბათს გავაკეთებ, ოღონდ ვაშლით.

              Posted by: rockataka 3 Nov 2011, 11:49
              ladywin
              QUOTE
              მწვანე პომიდვრის მწნილი

              up.gif up.gif

              Posted by: drozera 3 Nov 2011, 20:37
              http://pix.ge/

              ეს ჩემი ყვავილოვანის მწნილი... მმმ, როგორ ველოდებიიი smile.gif

              Posted by: nana korinteli 3 Nov 2011, 20:45
              მაგრად მევასება ჟოლოს მურაბა ადვილი გასაკეთებელია?

              Posted by: giorgi gegidze 3 Nov 2011, 20:47
              კი ადვილია ოღონდ გააცნია უნდა მოადუღო თუ საქარს და კონსერვანტებს დააყრი და ისე შეინახავ

              Posted by: neliko kirtadze 3 Nov 2011, 20:48
              მე კიდევ შორს ვარ რამის დაკონსერვებისაგან

              Posted by: kuskusa19 3 Nov 2011, 21:20
              კომბოსტოს რამდენი დღე ჭირდება დასამჟავებლად?

              Posted by: dato_abo 3 Nov 2011, 21:56
              QUOTE
              მაგრად მევასება ჟოლოს მურაბა ადვილი გასაკეთებელია?

              მეც მაგარი მევასება

              Posted by: chiburashka111 4 Nov 2011, 11:26
              _sofa_
              QUOTE
              არ დააკლდება არაფრით, ის თვითონ გამოიღებს თავის სამყოფ წყალს, ცოტა პამიდორი მოიტოვე ზემოთ ჩასალაგებელი და ბანკებში რომ დაიწევს 2-3 დღEში ჩაამატე და ისევ შეავსე. არცერთხელ არ დამჭირვებია წყლის დამატება.

              შენ ალბათ დაჭრილზე ამბობ, აი ladywin-ის სურათზე რომაა ისეთზე ვამბობ მე, პრინციპში უკვე თითქმის მჟავეა ჩემი wink.gif ოღონდ მგონი მარილი აკლია და უნდა დავამატო, მეშინია არ დარბილდეს smile.gif

              * * *
              kuskusa19
              QUOTE
              კომბოსტოს რამდენი დღე ჭირდება დასამჟავებლად?

              სითბოში თუ დგას უფრო მალე მჟავდება, მარტო კომბოსტო კი არა ყველა wink.gif

              Posted by: ninoma 4 Nov 2011, 17:11
              chiburashka111
              QUOTE
              ოღონდ მგონი მარილი აკლია და უნდა დავამატო,

              საუკეთესო პროპორცია არის 1ლიტრ წყალზე, 2ს.კ.მარილი
              kuskusa19
              QUOTE
              კომბოსტოს რამდენი დღე ჭირდება დასამჟავებლად?

              ოთახის ტემპერატურაზე შემჟავებას იწყებს 3 დღეში, მერე უკვე სიგრილეა საჭირო, რომ არ გადამჟავდეს

              Posted by: drozera 4 Nov 2011, 17:14
              ninoma
              QUOTE
              საუკეთესო პროპორცია არის 1ლიტრ წყალზე, 2ს.კ.მარილი

              მე თავმობმული 1 კოვზი ვუყავი 1 ლიტრზე sad.gif
              მე დუღილს რომ დაიწყებს, წყლის გადმოსხმას, ადუღებას და ცხელის ჩასხმას ვაპირებ და დუღილისას რომ დავუმატო მარილი, ხომ შეიძლება? არ მინდა გამიფუჭდეს, 4 ქილა ჩავდე sad.gif

              Posted by: ninoma 4 Nov 2011, 19:07
              drozera
              ალბათ მოხუფვას აპირებ და ამიტომ უნდა დაასხა ადუღებული წყალი?

              QUOTE
              დუღილისას რომ დავუმატო მარილი, ხომ შეიძლება?

              yes.gif
              ეხლა უკვე გემოვნებით დაამატე, რადგან კომბოსტოს რაღაც დოზით უკვე მიღებული ექნება მარილი.
              წყალი იყოს ზომიერად მარილიანი, რომ არ დაგიმლაშდეს მწნილი.

              Posted by: mia_nano 4 Nov 2011, 23:03
              drozera
              საინტერესოდ გამოიყურება ყვავილოვანის მწნილი, ბოლოკიც გემრიელია? დაწერე რა რეცეპტი smile.gif

              ვაშლის და კომშის ხილფაფა გავაკეთე და ძალიან კარგი გამოვიდა, ჯემი შავი ქლიავით მოვადუღე
              guruliqali
              მეც მასე ვაფარებ თავზე არყიან ქაღალდს და ძალიან კმაყოფილი ვარ 2kiss.gif

              Posted by: TaTa_TaTuLi 5 Nov 2011, 18:37
              mia_nano
              guruliqali
              QUOTE
              ვაშლის და კომშის ხილფაფა


              წყალი რამდენი უნდა?

              Posted by: kactus 5 Nov 2011, 19:25
              drozera
              მასწავლე რა, ყვავილოვანი კომბოსტოს მჟავე! ზამთრისთვის არ მინდა, ისე,სახელდახელოდ რომ დავამჟავო.

              Posted by: guruliqali 6 Nov 2011, 09:51
              TaTa_TaTuLi
              QUOTE
              წყალი რამდენი უნდა?

              1 კგ გარჩეულ კომშზე - 2 ჩ. ჭ. წყალი.
              მეც დილიდან ვარჩევ კომშს, გავთალე, გამოვაცალე გულები (მერე ცალკე მოვხარშავ ამათ), ავწონე, გავრეცხე, დავასხი წყალი და ვხარშავ. მოხარშულს დავაყრი ვაშლს, ამ მასას ან ქვაბში ჩავსრისავ , ან ხორცსაკეპ მანქანაში გავატარებ , მერე შაქარი, ხარშვა და მზად იქნება.


              Posted by: anatoreli 6 Nov 2011, 16:47
              წითელი პამიდვრის ახალგაკეთებულ მწნილში ნიორმა რაცხა ფერი იცვალა რისი ბრალი შეიძლება იყოს?!გაფუჭდა თუ იჭმევა ნეტა კიდე....

              Posted by: TaTa_TaTuLi 6 Nov 2011, 19:00
              guruliqali
              გზადაგზა მახსენდება კითხვები biggrin.gif
              QUOTE
              გამოვაცალე გულები (მერე ცალკე მოვხარშავ ამათ)

              და ჯემს დაუმატებ ხომ? დეტალები მითხარი, გთხოვ... პროპორციები, დაახლოებით რამდენი ხანი უნდა ხარშვა კანს და რამდენი კანგაცლილებს ... smile.gif

              კიდევ სახურავის ქვეშ დასადები არყიანი ქაღალდის დაზუსტება მინდა

              პერგამენტის ქაღალდი უნდა დავასველო თუ თაბახისაც გამოდგება?
              ქაღალდს ორივე მხრიდან უნდა დასველება?
              ხრახნიანი სახურავიც გამოდგება ქაღალდის ზემოთ?

              QUOTE
              დილიდან ვარჩევ კომშს

              მორჩი ალბათ უკვე და წარმომიდგენია, რა არომატულს მოამზადებდი 2kiss.gif

              Posted by: likaberaia 6 Nov 2011, 19:36
              QUOTE
              დამეხმარეთ რაა... კომში მაქვს ბევრი, ძალიან არომატული და როგორ გავაკეთო ჯემი? და შეიძლება რომ არ გავთალო და ისე გავაკეთო, მარტო გულები რომ ამოვაცალო? ძალიან არომატულია და არც უხეში კანი არ აქვს თითქოს

              მოგესალმებით დიასახლისებო.ძალიან ბევრ საინტერესო რამეს ვგებულობ თქვენგან და ძალიან მიხარია აქ შემოსვლა.
              რაც შეეხება კომშს...ჯემისთვის არასდროს გამითლია კომში,კანიანს უფრო კარგი მოწითალო ფერი აქვს და არც უხეშია,ცოტა უფრო ფაფუკი რომ გამოვიდეს 10 კგ კომშის ფაფას ვასხამ 1 ლ წყალს და ნელ ცეცხლზე ვხარშავ.ბებიაჩემმა მასწავლა,ჯერ ცამოადუღე ჩქარ ცეცხლზე,გააცივე სრულად და მერე შემოდგი ნელ ცეცხლზე და ისე ადუღეო.შაქარს ვუშვები ბოლოსკენ,დაახლოებით ნახევარი სთ-ით ადრე დუღილის დასრულებამდე.
              როდესაც კომშის მურაბას ვაკეთებ,მაშინ ვთლი კომშს და კანებს და გულებს ცალკე ვხარშავ,სანამ კისელივით არ გახდება,ხველების უუუუუუუუუებარი წამალია.მურაბას კი ორი მეთოდით ვხარშავ

              Posted by: gvancunci 6 Nov 2011, 20:26
              ძალიან გთხოვთ იქნებ ვინმემ დამიწეროთ როგორ კეთდება ბულგარული კი არა მეორე გრძელი მწვანე წიწაკები რომ არის (ოღონდ არა მწარე) ზეთში და მწვანილში,ძალიან მიყვარს და მინდა გაკეთება ვისწავლო.მადლობა წინასწარ

              Posted by: tasikuna-taso 6 Nov 2011, 20:56
              QUOTE
              წითელი პამიდვრის ახალგაკეთებულ მწნილში ნიორმა რაცხა ფერი იცვალა რისი ბრალი შეიძლება იყოს?!გაფუჭდა თუ იჭმევა ნეტა კიდე....



              ჩინური ნიორი ყოფილა. ნუ გეშინია.

              Posted by: guruliqali 6 Nov 2011, 22:59
              TaTa_TaTuLi
              კომში-ვაშლის ხილფაფის ჩემს დღევანდელ ვარიანტს დავწერ:
              5 კგ კომში (ბაზარში ვიყიდე ქართული კომში) გავთალე (ჩემები მიკროსკოპით ათვალიერებენ ჯემებს და კანიანს ამიტომ არ ვაკეთებ, დამიწუნებენ), გამოვაცალე გულები, ავწონე და გამოვიდა 3 კგ.
              გავრეცხე, ჩავყარე ქვაბში, დავასხი ცივი 250 მლ-იანი 6 ჭიქა წყალი და დავდგი საშუალო ცეცხლზე და გამანაწილებელზე.
              ვხარშე დაახლოებით 40-50 წუთი, პერიოდულად ვურევდი ხის კოვზით.
              ამ შუალედში გავთალე ვაშლი, ავწონე 1 კგ და 200 გრამი.
              კომშის ნაჭრები ხის სამზარეულო ნიჩბით რომ ჩავჩეხე და შევატყვე, რომ დარბილდა, დავაყარე ვაშლი და კიდევ 40-45 წუთი ვხარშე. შემდეგ ავსრისე კარგად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

              მერე დავამატე შაქარი, 2 კგ 800 გრამი. კიდევ ვხარშე 30-40 წუთი, ამ დროს უფრო ხშირად ვურევდი.

              გადავიტანე ხრახნიან ქილებში ცხელ-ცხელი, ქილებში ჩასხმას რომ მოვრჩი, პატარა ფიალაზე დავასხი არაყი, ქილის პირის ზომაზე დავჭერი თაბახის ფურცლები შესაბამისი რაოდენობით, მთლიანად დავასველებდი ქაღალდს არაყში და ვაფენდი ოდნავ შეგრილებულ ხილფაფას ზედაპირზე, მაშინვე ვახურავდი ხრახნიან თავსახურს. გამოვიდა 9 ქილა, აქედან 6 საშუალო (არ ვიცი რამდენგრამიანებია, ალბათ სადღაც 700 გრამამდე იქნება) და 3 პატარა ("ნუთელას"ქილის ზომის).

              გაცივებისას აღმოვაჩინე, რომ ოდნავ სქელია და ცოტა წყალს კიდევ დაიმატებდა 2 ჭიქას მაინც. თუმცა ეს სისქე პეროგებისთვის უფრო მისაღებია.

              რაც შეეხება, გულების ცალკე მოხარშვას, ამას ხილფაფასთან ამ შემთხვევაში კავშირი არ აქვს, ყელის ტკივილისთვის მოვხარშე, ბლანტი ნახარში დღევანდელ კექსშიც ჩავურიე, ძალიან გააგემრიელა.
              likaberaia
              თქვენ ყოველთვის საინტერესო რეცეპტებს წერთ up.gif
              QUOTE
              ცოტა უფრო ფაფუკი რომ გამოვიდეს 10 კგ კომშის ფაფას ვასხამ 1 ლ წყალს და ნელ ცეცხლზე ვხარშავ

              მაინტერესებს კომშის ფაფას როგორ აკეთებთ? კომშს გაატარებთ და მერე ასხამთ წყალს?

              მურაბაც საინტერესოა, დაწერეთ რა რეცეპტი

              Posted by: TaTa_TaTuLi 7 Nov 2011, 00:07
              guruliqali

              რა გულისხმიერი ხარ! დიდი მადლობა 2kiss.gif

              ვაშლიც მირჩიე, გთხოვ (სკლეროზ biggrin.gif ) ალბათ ნაკლებად მჟავე ხომ?

              და კიდევ, ქართული კომში როგორ გამოვარჩიო, უფრო მომცროებია?

              Posted by: anatoreli 7 Nov 2011, 00:19
              tasikuna-taso
              QUOTE
              ჩინური ნიორი ყოფილა. ნუ გეშინია.

              და უნდა გალურჯდეს?!დიდი მადლობა.... biggrin.gif 2kiss.gif

              Posted by: guruliqali 7 Nov 2011, 07:27
              TaTa_TaTuLi
              არაფრის, ჩემო კარგო, ვაშლი მე შერეული გამოვიყენე, თუმცა რა თქმა უნდა, ნაკლებად მჟავე აჯობებს.
              ქართული კომში ცოტა მომცროა და ბუსუსიანი, ნაკლებადპრიალა, ძირითადად ბაზარში ეგ აქვთ, გამყიდველებიც აპიარებენ - ქართული კომშიაო. დეზერტირების ფასები 1.2-დან 2 ლარამდე სიდიდის მიხედვით. არ მოგერიდოს, მკითხე კიდევ თუ რამე გაინტერესებს .

              Posted by: ninoma 7 Nov 2011, 09:55
              kactus
              სანამ drozera გიპასუხებთ, მე დაგიწერთ, ოღონ არამკითხე მოამბეობაში არ ჩამითვალოთ.
              ყვავილოვანი კომბოსტოს მწნილი.
              ყვავილოვანი კომბოსტო დავანაწევროთ,
              ჩავაწყოთ ჭურჭელში ფენა-ფენა
              კომბოსტო,
              დაჭრილი ჭარხალი და სტაფილო,
              ნიახური, კამა, ნიორი, დაფნის ფოთოლი გემოვნებით
              დავასხათ მარილწყალი, რომელიც ცოტა მლაშეა.
              დავადოთ სიმძიმე, რომ ბოსტნეული ზემოთ არ ამოვიდეს.
              თუ წითელი არ გინდათ, მაშინ ჭარხალი არ ჩადოთ.
              ოთახის ტემპერატურაზე სამ დღეში შემჟავდება, შEმდეგ უკვე სიგრილეა საჭირო

              Posted by: kactus 7 Nov 2011, 12:28
              ninoma
              QUOTE
              სანამ drozera გიპასუხებთ, მე დაგიწერთ, ოღონ არამკითხე მოამბეობაში არ ჩამითვალოთ.

              როგორ გეკადრება. 2kiss.gif

              QUOTE
              ყვავილოვანი კომბოსტოს მწნილი.
              ყვავილოვანი კომბოსტო დავანაწევროთ,
              ჩავაწყოთ ჭურჭელში ფენა-ფენა
              კომბოსტო,
              დაჭრილი ჭარხალი და სტაფილო,
              ნიახური, კამა, ნიორი, დაფნის ფოთოლი გემოვნებით
              დავასხათ მარილწყალი, რომელიც ცოტა მლაშეა.
              დავადოთ სიმძიმე, რომ ბოსტნეული ზემოთ არ ამოვიდეს.
              თუ წითელი არ გინდათ, მაშინ ჭარხალი არ ჩადოთ.
              ოთახის ტემპერატურაზე სამ დღეში შემჟავდება, შEმდეგ უკვე სიგრილეა საჭირო


              დიდი მადლობა.

              Posted by: gvancunci 7 Nov 2011, 14:34
              ვინმე ღვთისნიერმა დამიწერეთ რა როგორ კეთდება ეს ე.წ ზეთში მოთუშული თუ მოშუშული წიწაკა,დავიჯერო არავინ იცით? sad.gif

              Posted by: Maykuna 7 Nov 2011, 14:56
              gvancunci

              http://forum.ge/?f=82&showtopic=33697964&st=390

              Posted by: tasikuna-taso 7 Nov 2011, 21:03
              QUOTE
              და უნდა გალურჯდეს?!


              ხო, რა. სამწუხაროდ ლურჯდება. რაც ეს დავაფიქსირე, ჩინურ ნიორს აღარ ვეკარები.

              * * *
              QUOTE
              ვინმე ღვთისნიერმა დამიწერეთ რა როგორ კეთდება ეს ე.წ ზეთში მოთუშული თუ მოშუშული წიწაკა,დავიჯერო არავინ იცით?


              http://forum.ge/?showtopic=33697964&view=findpost&p=15499392

              აი, სარჩევში ვიპოვე.

              Posted by: chiburashka111 7 Nov 2011, 21:18
              ninoma
              QUOTE
              საუკეთესო პროპორცია არის 1ლიტრ წყალზე, 2ს.კ.მარილი

              მადლობაააა 2kiss.gif ათასნაირად მასწავლეს და ეს ბოლო იყო 1 ლიტრზე 1 სუფრის კოვზი და ისე გამოვიდა ერთი სუფრის კოვზი დავამატე კიდევ, როგორც ჩანს მართლა საუკეთესო პროპორციაა

              Posted by: TaTa_TaTuLi 7 Nov 2011, 23:15
              guruliqali

              მადლობთ 2kiss.gif


              Posted by: drozera 8 Nov 2011, 12:20
              mia_nano
              kactus
              მაპატიეთ დაგვიანებისთვის, ვერ შემოვიხედე ამ დღეებში, თუმცა ძალიან გამიხარდაninoma-მ რომ დაწერა smile.gif
              მეც მასე გავაკეთე, ოღონდ სტაფილოს გარეშე.
              5 დღის შემდეგ წვენი გადმოვასხი, ავადუღე, ცოტა მარილი დავუმატე და მდუღარე ჩავასხი ქილებში, ოღონდ არ მომიხუფავს. ჩვეულებრივ პლასტმასის ხუფები დავაფარე. ეხლა მართლა უგემრიელესია.
              ბოლოკიანი არ გამისინჯავს ჯერ და შემდეგ აუცილებლად დავდებ შედეგს smile.gif

              Posted by: gio gio gio 10 Nov 2011, 15:56
              ოჯახში გაკეთებულ მჟავე კიტრს არ ჯობია არაფერი........

              Posted by: keckhoveli 12 Nov 2011, 13:56
              საერთოდ ყველფერი კარკია რაც ოჯახის არის...

              Posted by: madona111 14 Nov 2011, 12:09
              ვგიჟდები მარინადებზე, სადაც არ უნდა იყოს გაკეთებული... განსაკუთრებით წითელი მჟავე კომბოსტო მიყვარს biggrin.gif

              Posted by: panza 14 Nov 2011, 12:55
              მოგესალმებით .. მანჭკვალა სოკოს მარინადების რეცეპტი მითხრით ვინმემმ ვერსად ვპოულობ.. სასწრაფოდ მჭირდება

              Posted by: drozera 14 Nov 2011, 13:42
              გოგოებო, მანდარინის მურაბის გაკეთება მინდა, სარჩევში ვერ ვნახე რეცეპტი, არადა თითქოს მახსოვს რომ იყო და იქნებ დამეხმაროთ?

              ვნახე ვინოჯის საიტზე, მაგრამ იქ კანიანია და ვინმეს კანგაცლილი არ გაგიკეთებიათ?
              არ მომწონს კანიანი smile.gif

              Posted by: pluralisti 15 Nov 2011, 17:23
              კაკლის მურაბა მეფეა მურაბების......

              Posted by: saly 16 Nov 2011, 02:59
              კი მართლა მაგარია კაკლის მურაბა .

              Posted by: taleiran-perigori 16 Nov 2011, 14:28
              საზამთროს და თეტრი ბლის მურაბაც ხომ კარგია??smile.gif

              Posted by: popinjay 22 Nov 2011, 00:28
              ძალიან მიყვარს ყველანაირი კომპოტი, რასაც ქვია ვგიჟდები და სულ მაქ ,დღე არაა რო არ დავლიო

              Posted by: mekvle 23 Nov 2011, 00:21
              QUOTE (rtuli @ 15 Sep 2011, 21:56 )
              Bivrili
              QUOTE
              შინდის მარინადი როგორ კეთდება ?
              ვერ გავიგე შინდი უნდა მოიხარშოს თუ ცოცხლად უნდა დაესხას წვენი

              მე მოვამზადე იგივე პრინციპით როგორც პამიდვრის მწნილს ვამზადებ smile.gif
              4 პოსტის ზევით მიწერია.

              ძალიან მინდა კვრინჩხის მწნილის ან მარინადის გაკეთება. დავკრიფე, მოვიტანე, მაგრამ ცოლი აგდებულად უყურებს ამ კვრინჩხს – მე მაგას არ გავაკეთებო sad.gif

              არადა, მჯერა, შინდზე უკეთესი იქნება.

              http://mecnieraa.ucoz.com/news/k'vrinchkhi/2010-04-01-134

              აი, აქ წერია, რომ ფრანგები მას აკეთებენ ზეთისხილის მწნილის მსგავსად.

              სხვა ცნობები და მითუმეტეს, რეცეპტი ვერ ვიპოვე.

              თქვენი შინდის მწნილი ისე გამოიყურება, რომ სავარაუდოდ, სწორედ ასეთი რეცეპტით უნდა გაკეთდეს კვრინჩხის მწნილიც. თუმცა, ძალიან არ მინდა სალიცინის და მსგავსი ნივთიერებების გამოყენება.

              რას მირჩევთ? smile.gif

              Posted by: UFolk 30 Nov 2011, 04:47
              http://www.picz.ge/img/s3/1111/30/2/208e916221b4.png

              Posted by: volli35 30 Nov 2011, 21:41
              http://www.radikal.ru

              Posted by: frontushka 30 Nov 2011, 22:50
              volli35
              რა კარგი იდეაა biggrin.gif
              აკვარიუმი მიდევ უსაქმურად და იქნებ მეც დავასაქმო ასე? boli.gif

              Posted by: guruliqali 30 Nov 2011, 22:54
              volli35
              რას არ მოიფიქრებ! არაჩვეულებრივია smile.gif

              Posted by: rtuli 30 Nov 2011, 22:59
              mekvle
              QUOTE
              ძალიან მინდა კვრინჩხის მწნილის ან მარინადის გაკეთება. დავკრიფე, მოვიტანე, მაგრამ ცოლი აგდებულად უყურებს ამ კვრინჩხს – მე მაგას არ გავაკეთებო

              არადა, მჯერა, შინდზე უკეთესი იქნება.

              http://mecnieraa.ucoz.com/news/k'vrinc.../2010-04-01-134

              აი, აქ წერია, რომ ფრანგები მას აკეთებენ ზეთისხილის მწნილის მსგავსად.

              სხვა ცნობები და მითუმეტეს, რეცეპტი ვერ ვიპოვე.

              თქვენი შინდის მწნილი ისე გამოიყურება, რომ სავარაუდოდ, სწორედ ასეთი რეცეპტით უნდა გაკეთდეს კვრინჩხის მწნილიც. თუმცა, ძალიან არ მინდა სალიცინის და მსგავსი ნივთიერებების გამოყენება.

              რას მირჩევთ? 

              გვიან შემოვიხედე sad.gif
              კიტრის მწნილის მსგავსად ჩავდე:
              1ს.კ. მარილი+40მლ.ძმარი ერთ ლიტრიან ქილაზე.
              სალიცილს ვხმარობ თავის დასაზღვევად,ანუ როცა სტერილიზაციას არ ვუკეთებ.
              სტერილიზაციით მომზადებულს არუნდა სალიცილი.

              volli35
              თევზები შეწვი biggrin.gif

              Posted by: volli35 30 Nov 2011, 23:12
              frontushka
              QUOTE
              რა კარგი იდეაა
              აკვარიუმი მიდევ უსაქმურად და იქნებ მეც დავასაქმო ასე?

              ეს პატარა აქვარიუმია 12 ლიტრიანია ... ყვავილების ლარნაკის ფუნქცია აქვს ცხოვრებაში ..... ვიყიდე აქვარიუმად და გამომადგა სამწნილედ tongue.gif
              guruliqali
              QUOTE
              რას არ მოიფიქრებ! არაჩვეულებრივია

              აი ესე იცის უსაქმურობამ ეკა .... tongue.gif ... იმედია დატესტავ ჩემთან ერთად ჩემს მწნილს smile.gif

              rtuli
              QUOTE
              თევზები შეწვი

              ხვალ უნდა შევწვა .... შენთვის ოქროსები გადავინახე biggrin.gif

              პ.ს. მწნილი სულ ახალი ჩადებულია ამიტომაა კერ კომბოსტო თეთრი .... ცნობისთვის

              Posted by: frontushka 30 Nov 2011, 23:17
              volli35
              QUOTE
              ეს პატარა აქვარიუმია 12 ლიტრიანია ... ყვავილების ლარნაკის ფუნქცია აქვს ცხოვრებაში ..... ვიყიდე აქვარიუმად და გამომადგა სამწნილედ

              ჩემი 18 ლიტრიანია biggrin.gif
              ნაყიდი მაქვს კომბოსტო, ხვალ ვაპირებდი ჩადებას, წავალ ჩავდებ, მეუღლე რომ მოვა, გულიანად იცინებს lol.gif
              მე რთულის რეცეპტით ვაკეთებ ხოლმე, შენ რამე განსხვავებული რეცეპტი ხომ არ გაქვს შენებურად?

              Posted by: volli35 30 Nov 2011, 23:51
              frontushka
              QUOTE
              მე რთულის რეცეპტით ვაკეთებ ხოლმე, შენ რამე განსხვავებული რეცეპტი ხომ არ გაქვს შენებურად?

              ვერ ვიცი რთულის რეცეპტი ..... მიმანიშნეთ ერთი რომელია

              მე მოვწალე ცოტა კომბოსტო .... წინასწარ დაჭრილი .... იმავე წყალში ჩავადგე 1 წუთიღ ნიახური .... ცალკე დავჭერი ჭარხალი ....მოვამზადე ნიორი .... კომბოსტოს წყალში გავაკეთე მარინადი .... ანუ მარილი ჩავყარე და გავაციე კარგად

              შემდეგ ჩავალაგე ფენაფენა კომბოსტო-ნიახური-ნიორი-ჭარხალი .... დავასხი მარინადი დავადე თეფში და შემდეგ სიმძიმე (ქვის სახით) ... ჰოდა ეხლა ველოდები
              * * *
              frontushka
              QUOTE
              ეს პატარა აქვარიუმია 12 ლიტრიანია

              ვაიმე ეხლა გამახსენდა .... შემომეტყუესავით .... 12 ლიტრიანი კი არა 6 ლიტრიანია ჩემი ბუთქი აქვარიუმი smile.gif
              QUOTE
              ჩემი 18 ლიტრიანია

              შენი ისაა ხო პლასტმასის დასადები რომ აქვს ...... დიდი მრგვალი აქვარიუმი ანუ

              Posted by: frontushka 1 Dec 2011, 00:11
              volli35
              არა, სწორი ძირი აქვს

              ახლა ავრწყე ხელახლა, 14 ლიტრია, ისევ ჩემს 4 ლიტრიან ქილაში ჩავდებ smile.gif
              მე მოუწალავი კომბოსტოთი ვაკეთებ ხოლმე, ამ პარტიას შენი რეცეპტით ვცდი
              1 ლიტრ წყალზე რამდენი მარილი უნდა დაახლოებით?

              Posted by: volli35 1 Dec 2011, 00:17
              frontushka

              QUOTE
              1 ლიტრ წყალზე რამდენი მარილი უნდა დაახლოებით?

              25 გრამიო .... ანუ 5 ჩაის კოვზი გამოდის (1 ჩაის კოვზი არის 5 გრამი და 1 სუფრის კოვზი არის 15 გრამი ... მარილის შემთხვევაში) ... მაგრამ მე გემოც გავუსინჯე და სულ ოდნავ დავამატე მარილი .... უფრო მომლაშე რომ ყოფილიყო წყალი

              და ზემოთ დამავიწყდა დამეწერა წიწაკები ჩავაყარე წითელ-შავ-თეთრის მიქსი ....
              QUOTE
              არა, სწორი ძირი აქვს

              ანუ ის არაა რომელიც მეგონა .... და რომელიც დედის ადრე შემოატყდა .... და რომელიც ჩემს მეზობელს აქვს და უკვე წლებია იყენებს მწნილეულისთვის

              Posted by: frontushka 1 Dec 2011, 00:37
              volli35
              QUOTE
              ანუ ის არაა რომელიც მეგონა .... და რომელიც დედის ადრე შემოატყდა .... და რომელიც ჩემს მეზობელს აქვს და უკვე წლებია იყენებს მწნილეულისთვის


              ეგეთიც მაქვს აგარაკზე, მაგაშიც შეიძლება ჩადება?

              Posted by: volli35 1 Dec 2011, 00:43
              frontushka
              QUOTE
              ეგეთიც მაქვს აგარაკზე, მაგაშიც შეიძლება ჩადება?

              რა თქმა უნდა ... რატომაც არააა???? მთავარია რომ მწნილის ჭურჭელი უნდა იყოს მინის და არანაიარად პლასტმასის (თუნდაც პლასტმასი იყოს "პიშჩევოი" (მომიტევეთ ქართულად დამავიწყდა როგორაა ეს სიტყვა)) ... ჰოდა აქვარიუმის ფორმა ექნება თუ ჩვეულებრივი ქილის რა მნიშვნელობა აქვს??? .... და კიდე მთავარია ჭურჭელს თავი ჰქონდეს ფართე .... ვოტ!!!

              პ.ს. მე პატარა ზომის ჭურჭელში მირჩევნია კომბოსტოს დამწნილება ... რატომღაც tongue.gif

              Posted by: frontushka 1 Dec 2011, 00:48
              volli35
              მე მაქვს ფართეპირიანი 4 ლიტრიანი მინის ქილა, ყოველთვის იმაში ვაკეთებ ხოლმე
              კიდევ მინდოდა ეგეთი ქილის ყიდვა, მაგრამ ვერსად ვიშოვე sad.gif

              Posted by: volli35 1 Dec 2011, 00:52
              frontushka
              QUOTE
              მე მაქვს ფართეპირიანი 4 ლიტრიანი მინის ქილა, ყოველთვის იმაში ვაკეთებ ხოლმე
              კიდევ მინდოდა ეგეთი ქილის ყიდვა, მაგრამ ვერსად ვიშოვე

              მეც უნდა ვიშოვო ქილა ... თუმცა ჩემმა ჭურჭელმა მახალისა tongue.gif

              ისე ცოტას ჩადება და პერიოდულად განახლება ჯობია მგონი .... ვიდრე ბევრის და დაუმთავრებელის smile.gif

              Posted by: frontushka 1 Dec 2011, 00:59
              volli35
              QUOTE
              ისე ცოტას ჩადება და პერიოდულად განახლება ჯობია მგონი .... ვიდრე ბევრის და დაუმთავრებელის

              კი, ეს ზომა მომწონს ძალიან, მერე სულ ვაახლებ ხოლმე
              უფ, მომინდა ახლა, არა რა ორსულმა აქ არ უნდა შემოიხედოს, ნაყიდს არ ვჭამ, ეს როდის დამწნილდება baby.gif

              Posted by: volli35 1 Dec 2011, 01:07
              frontushka
              QUOTE
              ეს როდის დამწნილდება

              წესით 10 დღეში მზადაა .... მაგრამ ნუუუუ თუ ძალიან ვერ უძლებ ადამაინი ცდუნებას 5 დღეშიც შეიძლება შეეხო tongue.gif

              QUOTE
              უფ, მომინდა ახლა, არა რა ორსულმა აქ არ უნდა შემოიხედოს,

              ეჰ ... ჩემთვისაც არ შეიძლება აქ შემოსვლა ... მაგრამ მაქვს რო ჭკუა??? biggrin.gif

              Posted by: frontushka 1 Dec 2011, 01:16
              volli35
              QUOTE
              ეჰ ... ჩემთვისაც არ შეიძლება აქ შემოსვლა ... მაგრამ მაქვს რო ჭკუა???


              ეს განყოფილება ისეთია, გიზიდავს და ვერ შორდები, როგორც არ უნდა ეცადო smile.gif

              Posted by: volli35 1 Dec 2011, 01:22
              frontushka
              QUOTE
              ეს განყოფილება ისეთია, გიზიდავს და ვერ შორდები, როგორც არ უნდა ეცადო

              ჰოდა ჩემთვის გემრიელად დამღუპველია ეს ყველაფერი smile.gif

              Posted by: guruliqali 1 Dec 2011, 13:17
              volli35
              შენი არადანიშნულებისამებრ გამოყენებული აკვარიუმი ჩემი სიზმრების შთაგონება რომ გახდა, ხომ გითხარი უკვე... ფაქტიურად უკვე ბრენდია smile.gif
              QUOTE
              იმედია დატესტავ ჩემთან ერთად ჩემს მწნილს

              ლობიოსაც გააკეთებ? wink.gif

              Posted by: ვასასი 1 Dec 2011, 13:30
              ქონდორომანია მჭირს ამ ბოლო დროს, აკეპილი კომბოსტოს წნილი გავაკეთე სტაფილოთი და რაღაც ჭირად (რამ მომაფიქრა)ქონდრიც ჩავაყოლე, საშინელი გემო მისცა, მითუმეტეს ისედაც გართულებე მაქვს ამ ბოლო დროს გემოებზე და სუნებზეsad.gif სამ ლიტრიან წნილს გადაყრა ემუქრება.

              Posted by: volli35 1 Dec 2011, 15:24
              guruliqali
              QUOTE
              შენი არადანიშნულებისამებრ გამოყენებული აკვარიუმი ჩემი სიზმრების შთაგონება რომ გახდა, ხომ გითხარი უკვე... ფაქტიურად უკვე ბრენდია

              ვიხალისე შენს სიზმარზე ... და აქვე კიდე ერთხელ გაფრთხილებ რაღაც გელის ან შენ და ან მე და ხო იცი არ უნდა გამომაპარო tongue.gif
              QUOTE
              ლობიოსაც გააკეთებ?

              მე მაკადრე ეს ეხლა შენ??? sad.gif ... ისე გავაკეთებინებ პირადად შენთვის .... იმ პირობით რომ რაც დარჩება ჩანთით გაიყოლიებ

              Posted by: mia_nano 1 Dec 2011, 19:41
              volli35
              რა კარგი გოგო ხარ შენ, იდეინი და რაც მთავარია ხორცისტკა, მაგ მწნილი, ღუმელში შეპიწკინებული კარტოფილი თავის ღორის ნეკნებიანად და მჭადი, ხო, ღვინო მოუხდება კიდევ წითელი...მოკლედ მივდივარ ბაზარში smile.gif

              Posted by: volli35 1 Dec 2011, 21:08
              mia_nano
              QUOTE
              რა კარგი გოგო ხარ შენ, იდეინი და რაც მთავარია ხორცისტკა,

              ესაა ყველაზე გემრიელი კომპლიმენტი ჩემს ცხოვრებაში .... და ისიც ასეთი გემრიელი ადამიანისგან .... ანუ ტოჟე ხორცისტკასგან http://smiles.33bru.com/smile.164349.html
              QUOTE
              მაგ მწნილი, ღუმელში შეპიწკინებული კარტოფილი თავის ღორის ნეკნებიანად და მჭადი, ხო, ღვინო მოუხდება კიდევ წითელი

              შენ ეხლა ზუსტად დამიხატე ჩემი სადილი 10 დღის შემდეგ http://smiles.33bru.com/smile.166027.html
              QUOTE
              მოკლედ მივდივარ ბაზარში

              მე აქვე ჩავცუნცულდები გულადისთან .... ისეთი ხორცებო აქვს .... უმად ჩასაყლაპი tongue.gif

              Posted by: mia_nano 1 Dec 2011, 23:53
              volli35
              2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif
              QUOTE
              მე აქვე ჩავცუნცულდები გულადისთან .... ისეთი ხორცებო აქვს .... უმად ჩასაყლაპი

              ეგ ძალიან კარგია, როცა გინდა მაშინ მოარბენინებ


              Posted by: chiburashka111 8 Dec 2011, 17:16
              volli35
              ძმარი უნდა კომბოსტოს მჟავეს? ოდნავ მოვწალო ხოო? აი ხრაშუნა მინდა რომ გამოვიდეს love.gif კიდევ რომ გიწერია 10 დღეში მზადა იქნებაო, სითბოში დავდო თუ არ უნდა?

              Posted by: volli35 8 Dec 2011, 17:28
              chiburashka111
              QUOTE
              ძმარი უნდა კომბოსტოს მჟავეს? ოდნავ მოვწალო ხოო? აი ხრაშუნა მინდა რომ გამოვიდესკიდევ რომ გიწერია 10 დღეში მზადა იქნებაო, სითბოში დავდო თუ არ უნდა?

              თუ გინდა ხრაშუნა არ უნდა მოწალო
              ძმარი იმ შემთხვევაში დაამატე თუ გინდა რომ დააჩქარო დამჟავების პროცესი
              კი 10 დღე სითბოში ... (ჩემს შემთხვევაში).... სამზარეულოში დადგი

              Posted by: chiburashka111 8 Dec 2011, 18:34
              volli35
              უფფ sad.gif მოვწალე უკვე, ოღონდ სულ ცოტათი, მაინც მაგრები იყო და ერთი დამირბილდასავით. ძმარსაც დავამატებ. მადლობაააააა 2kiss.gif

              Posted by: volli35 8 Dec 2011, 18:58
              chiburashka111
              QUOTE
              უფფ მოვწალე უკვე, ოღონდ სულ ცოტათი, მაინც მაგრები იყო და ერთი დამირბილდასავით. ძმარსაც დავამატებ. მადლობაააააა

              არაფერია ... მოწალვა არ აფუჭებს საქმეს ... მეც ამჯერად მოწალული ჩავდე .... და აი ხვალ-ზეგ ველი საუკეთესო რეზულტატს .... smile.gif ... შენც ასევე გემრიელობა biggrin.gif გამოგივიდოდა ვიცი ზუსტად smile.gif

              Posted by: chiburashka111 8 Dec 2011, 18:59
              volli35
              იმედი მაქვს biggrin.gif თუ არადა ბევრი არ არის და მერე კიდევ ჩავდებ

              Posted by: volli35 8 Dec 2011, 19:01
              chiburashka111
              QUOTE
              იმედი მაქვს smile.gif თუ არადა ბევრი არ არის და მერე კიდევ ჩავდებ

              აი მეც ესევე ცოტა ჩავდე ... განახლება ჯობია გასაღებას tongue.gif

              Posted by: chiburashka111 8 Dec 2011, 21:55
              volli35
              QUOTE
              აი მეც ესევე ცოტა ჩავდე ... განახლება ჯობია გასაღებას

              აი ზუსტად, jump.gif კიდევ ერთი კითხვა მაქვს და მეტს აღარ შეგაწუხებთ, ოღონდ ამ თემაზე, ისე ვერ შეგპირდებით gigi.gif ჭარხალიც რომ დავუმატო, მოხარშული უნდა თუ უმი? სურათი ვნახე კარგი წითელი ფერი ქონდა თქვენს კომბოსტოს smile.gif

              Posted by: volli35 8 Dec 2011, 22:16
              chiburashka111
              QUOTE
              კიდევ ერთი კითხვა მაქვს და მეტს აღარ შეგაწუხებთ, ოღონდ ამ თემაზე, ისე ვერ შეგპირდებით

              აი რა მაკადრე ეხლა???? რას ქვია არ შემაწუხებ??? .... მე გადავწყვიტე რომ როგორც "ბებერს" უფლებას გაძლევ სენობით მელაპარაკო tongue.gif
              QUOTE
              ჭარხალიც რომ დავუმატო, მოხარშული უნდა თუ უმი? სურათი ვნახე კარგი წითელი ფერი ქონდა თქვენს კომბოსტოს

              ჭარხალი უნდა იყოს უმი .... და საბოლოოოდ ასეთი გამოვა
              http://www.radikal.ru
              აი შეადარე 8 დღის წინანდელი და დღევანდელი ფოტოები .... ეს გააკეთა უმმა ჭარხალმა smile.gif

              Posted by: chiburashka111 8 Dec 2011, 22:22
              volli35
              2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif
              აუუ რა მაგარი გამოსულაააა, ხვალ ჩავამატებ მეც ჭარხალს love.gif ოღონდ ცოტაში, მამამ მე თეთრი მინდაო sad.gif

              Posted by: volli35 8 Dec 2011, 22:27
              chiburashka111
              QUOTE
              აუუ რა მაგარი გამოსულაააა, ხვალ ჩავამატებ მეც ჭარხალს

              ქაფს რომ მოიგდებს ცოტას ის მოხსენი ხოლმე ... აი ეხლა ჩანს ჩემს ფოტოზე .... დამეზარა ჩალიჩი sad.gif

              QUOTE
              ოღონდ ცოტაში, მამამ მე თეთრი მინდაო

              თეთრი როგორც ვიცი წვრილად დაჭრილი კეთდება სტაფილოსთან ერთად smile.gif

              Posted by: chiburashka111 8 Dec 2011, 23:47
              volli35
              QUOTE
              თეთრი როგორც ვიცი წვრილად დაჭრილი კეთდება სტაფილოსთან ერთად

              ეგეც მაქვს smile.gif შენნაირი უნდა თეთრი ოღონდ, ჭარხლის გარეშე wink.gif ხოდა 2 ჭურჭელში მაქვს გადანაწილებული და ერთს დავამატებ ჭარხალს ხვალ smile.gif

              Posted by: მაკ-კი 14 Dec 2011, 20:06
              tavadze
              QUOTE
              სვანური მარილი

              © დედაჩემი (რამეთი ყველას თავისი ვარიანტი აქვს)

              1 ჭიქა დაფქვილი უცხოსუნელი
              1/2 ან 1 ჭიქამდე დაფქვილი ქინძი
              1/2 ჭიქა დაფქვილი კამა
              1/2 ჭიქა ყვითელი ყვავილი
              250 გრამი გატარებული ნიორი
              1/2 ჭიქა დაფქვილი წიწაკა
              1 კგ მარილი

              ეს ყველაფერი ძალიან კარგად არეული ერთმანეთში, ორჯერ უნდა გატარდეს წვრილ ბადიან საკეპ მანქანაში (დედაჩემი ასე აკეთებს, და მის ნახელავზე უკეთესი მე არსად მინახავს )

              დაფქვილი კამა იყიდება?
              და კიდევ ერთი კითხვა მაქვს, მარილთან ერთად უნდა გაატარო?

              Posted by: volli35 14 Dec 2011, 20:54
              ესეიგი მაგარი რომ ვიყავი იცით biggrin.gif .... და რაც ჩემი მწნილი გავსინჯე მივხვდი რომ საოცრება ვარ tongue.gif

              Posted by: frontushka 14 Dec 2011, 21:16
              volli35
              QUOTE
              ესეიგი მაგარი რომ ვიყავი იცით.... და რაც ჩემი მწნილი გავსინჯე მივხვდი რომ საოცრება ვარ

              მაგის დასაწერად შემოვედი ახლა, რა გემრიელი გამოვიდა chups.gif
              რომ იტყვიან გემრიელი ქალი ხარ რა biggrin.gif
              რისი რეცეპტიც არ უნდა დადო, ყველაფერი გემრიელია chups.gif

              Posted by: volli35 14 Dec 2011, 21:19
              frontushka
              QUOTE
              რომ იტყვიან გემრიელი ქალი ხარ რა

              у всех свой недостатки biggrin.gif (შუტკაა ეს რა თქმა უნდა tongue.gif )

              პ.ს. არადა კომბოსტო მართლა გემრიელია .... smile.gif chups.gif

              Posted by: frontushka 14 Dec 2011, 21:25
              volli35
              QUOTE
              у всех свой недостатки

              biggrin.gif

              მართლა გემრიელია,
              დღეს დაჭრილი მინდა გავაკეთო, ბავშვს რომ დავაძინებ smile.gif

              Posted by: volli35 14 Dec 2011, 21:26
              frontushka
              QUOTE
              დღეს დაჭრილი მინდა გავაკეთო, ბავშვს რომ დავაძინებ

              დაჭრილი და ამ დროს ჭარხლიანი წითელი??? smile.gif

              Posted by: frontushka 14 Dec 2011, 21:32
              volli35
              QUOTE
              დაჭრილი და ამ დროს ჭარხლიანი წითელი???

              ეგ 4 დღის წინ ჩავდე, დღეს სტაფილოიანს ვაპირებ smile.gif

              Posted by: ninoma 14 Dec 2011, 21:34
              მაკ-კი
              QUOTE
              ერთი კითხვა მაქვს, მარილთან ერთად უნდა გაატარო?

              გატარებული ნიორი, სუნელები და მარილი აურიე ერთმანეთში და ისე გაატარე.

              Posted by: annak 15 Dec 2011, 00:42
              volli35
              QUOTE
              და რაც ჩემი მწნილი გავსინჯე მივხვდი რომ საოცრება ვარ

              lol.gif biggrin.gif
              აქვარიუმის იდეა მომეწონა biggrin.gif
              რაც არ უნდა გაგიკვირდეთ კომბოსტოს წითელ მწნილში ყველაზე ძალიან მიყვარს ჭარხალი.
              ჭარხალზე როგორც ასეთზე არ ვგიჟდები, მაგრამ ეგ ჭარხალი უზომოდ მიყვარს.


              Posted by: volli35 15 Dec 2011, 00:46
              annak
              QUOTE
              აქვარიუმის იდეა მომეწონა

              კიკი ეს იდეა ამართლებს უკვე დიდი ხანია ჩემს სამეზობლოში biggrin.gif ... ჰოდა დავტესტე მეც tongue.gif
              QUOTE
              რაც არ უნდა გაგიკვირდეთ კომბოსტოს წითელ მწნილში ყველაზე ძალიან მიყვარს ჭარხალი.
              ჭარხალზე როგორც ასეთზე არ ვგიჟდები, მაგრამ ეგ ჭარხალი უზომოდ მიყვარს.

              არადა მე ჭარხალი მიყვარს ... და ამაში არ გადავირიე ... გემრიელია მაგრამ ისე სხვა ბრუნვაში უფრო მომწონს

              Posted by: tavadze 15 Dec 2011, 02:01
              მაკ-კი
              QUOTE
              დაფქვილი კამა იყიდება?

              მე მგონი, დასაფქვავი ვიყიდე - არ მახსოვს ზუსტად, სკლეროზ, sad.gif და მერე ბლენდერის საფქვავში დავაფქვიე.
              QUOTE
              და კიდევ ერთი კითხვა მაქვს, მარილთან ერთად უნდა გაატარო?

              კი, მარილთან ერთად. ოღონდ მეორედ გატარებისას, რაც ჩაყრილი მქონდა მანქანაში, ნივრის სისველემ გაამკვრივა ის მასა. ამიტომ დარჩენილი მეორედ აღარ გამიტარებია და დარჩა მარილივით ფხვიერი. მოკლედ, მეორედ გატარება, მგონი, არცაა საჭირო, მაგრამ თუ გინდა, მიჰყევი რეცეპტს.
              ეგ ვარიანტიც კარგია, მაგრამ მე პირადად მეორე უფრო მომეწონა. და არა მარტო მე - ლამის წამართვეს ჩემებმა. biggrin.gif
              პ.ს. ტოს-კას აჯიკაც მოძებნე - ისიც იოლია და ხორცეულში ფანტასტიურია. "აჯიკა ხორცეულისთვის" ასე ჰქვია რეცეპტს.
              ninoma - გაუმარჯოს. რაღაც აღარ აქტიურობ კულინარიაში, ხომ ხართ კარგად?

              Posted by: ninoma 15 Dec 2011, 21:25
              tavadze
              QUOTE
              გაუმარჯოს

              სალამი.
              QUOTE
              რაღაც აღარ აქტიურობ კულინარიაში, ხომ ხართ კარგად?

              დიდი მადლობა მოკითხვისათვის.
              კარგად ვართ.
              გოგოები ისეთ სურათებს დებენ იქით თემაში, რომ მირჩევნია ჩუმად ვადევნო თვალი და დავტკბე საოცრებებით.
              კომენტერებსაც კი აღარ ვწერ, ვინ როგორ შევაქო აღარ ვიცი.
              შენს კომენტარებს კი დიდი ხალისით ვკითხულობ.

              Posted by: მაკ-კი 15 Dec 2011, 22:15
              tavadze
              ისიც არ ვიცი რა სახით იყიდება კამა გარდა ნედლისა, კამის თესლი უნდა თუ გამხმარი ფოთLები? კითხე აბა დედას, როცა მოახერხებ.
              QUOTE
              მეორედ გატარება, მგონი, არცაა საჭირო, მაგრამ თუ გინდა, მიჰყევი რეცეპტს.

              კი, რეცეპტის მიხედვით გავაკეთებ.
              QUOTE
              "აჯიკა ხორცეულისთვის"

              ამას ვერ მივაგენი

              http://imageshack.us/photo/my-images/403/img1265x.jpg/
              ესეც ჩემი მომზადებული გემრიელი, ხრაშუნა მწნილი
              http://imageshack.us/photo/my-images/64/img1269qm.jpg/

              Posted by: tavadze 16 Dec 2011, 02:07
              ninoma
              QUOTE
              დიდი მადლობა მოკითხვისათვის.
              კარგად ვართ.
              გოგოები ისეთ სურათებს დებენ იქით თემაში, რომ მირჩევნია ჩუმად ვადევნო თვალი და დავტკბე საოცრებებით.

              ნუ, ახლა ხარისხზე თუ ვილაპარაკებთ, მაშინ მე საერთოდ არ უნდა შემოვდიოდე ამ განყოფილებაში, ხან დანით დასაჭრელი სუპი გამომდის, აბა, ყვავილოვანს ხომ ნუღარ იკითხავ და რავიცი, რამდენი კურიოზი გადამხდენია სამზარეულოში. biggrin.gif
              მაკ-კი
              QUOTE
              tavadze
              ისიც არ ვიცი რა სახით იყიდება კამა გარდა ნედლისა, კამის თესლი უნდა თუ გამხმარი ფოთLები?

              კამის თესლი იყიდება. ხმელ სუნელებთან ექნებათ ეგეც.
              QUOTE
              ამას ვერ მივაგენი

              აქაა რეცეპტი, ოღონდ მაგას აწერია "სანელებელი კუჭმაჭისთვის", რადგან კუჭმაჭის მსურველებს დაუწერა. იგივე რეცეპტია, ოღონდ ქონდარი არ უქნა - სწორედ ქონდარიანი საკუჭმაჭე (თვითონაც აქვს ეგ განმარტებული ავტორს, მაგრამ მაინც დავაზუსტე). wink.gif
              http://forum.ge/?f=82&showtopic=34013875&st=195

              Posted by: kotelnikovi 16 Dec 2011, 02:45
              ერთი კითხვა მაქვს, კაი ნაღდი სვანური მარილი სად იყიდება არ იცით? კაი აჯიკაც

              Posted by: ninoma 16 Dec 2011, 07:29
              tavadze
              QUOTE
              ახლა ხარისხზე თუ ვილაპარაკებთ, მაშინ მე საერთოდ არ უნდა შემოვდიოდე ამ განყოფილებაში,

              რას ამბობ ირაკლი.
              QUOTE
              ხან დანით დასაჭრელი სუპი გამომდის, აბა, ყვავილოვანს ხომ ნუღარ იკითხავ და რავიცი, რამდენი კურიოზი გადამხდენია სამზარეულოში.

              შენ ამ განყოფილების კოლორიტი ხარ.
              თან რა გემრიელად იცი ამბების მოყოლა.



              kotelnikovi
              QUOTE
              კაი ნაღდი სვანური მარილი სად იყიდება არ იცით? კაი აჯიკაც

              სახლში გაკეთებული ყველაზე კარგია, თან ადვილი გასაკეთებელია.

              Posted by: tavadze 16 Dec 2011, 11:27
              kotelnikovi
              QUOTE
              ერთი კითხვა მაქვს, კაი ნაღდი სვანური მარილი სად იყიდება არ იცით? კაი აჯიკაც

              მხოლოდ საკუთარ სამზარეულოში. biggrin.gif მართალი გითხრა ninoma-მ. yes.gif
              თან არც ძნელი გასაკეთებელია. განსაკუთრებით - სვანური მარილი.
              ninoma
              QUOTE
              შენ ამ განყოფილების კოლორიტი ხარ.

              კოლორიტობა - იცოცხლე. კიდევ არ ვწერ აქ ყველაფერს, ზოგჯერ საკუთარი თავის დანდობაც საჭიროა. biggrin.gif

              Posted by: kotelnikovi 16 Dec 2011, 18:28
              tavadze
              ninoma
              დამიწერეთ აბა როგორ აკეთებთ, ვსინჯავ მეც smile.gif

              Posted by: tavadze 16 Dec 2011, 19:39
              kotelnikovi
              QUOTE
              tavadze
              ninoma
              დამიწერეთ აბა როგორ აკეთებთ, ვსინჯავ მეც

              ხორცეულის აჯიკის რეცეპტი აქ ნახე, ტოს-კას უწერია,
              QUOTE
              აქაა რეცეპტი, ოღონდ მაგას აწერია "სანელებელი კუჭმაჭისთვის", რადგან კუჭმაჭის მსურველებს დაუწერა. იგივე რეცეპტია, ოღონდ ქონდარი არ უქნა - სწორედ ქონდარიანი საკუჭმაჭე (თვითონაც აქვს ეგ განმარტებული ავტორს, მაგრამ მაინც დავაზუსტე). 
              მეგრული სამზარეულო

              აფხაზური აჯიკა: 1 კგ. წითელი წიწაკა გაატარე, დაამატე ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, ქონდარი, მარილი, ძმარი - ყველაფერი გემოვნებით, თუ გინდა, ცოტა გატარებული ნიგოზიც, და აურიე ეს ყველაფერი. აუაუ-ს რეცეპტია, ძალიან კარგია.
              ოღონდ წიწაკას თავიდან 2-3 დღით თუ გააჩერებ, ცოტას მოჭკნება და გატარებისას ბევრი სითხე არ ექნება, მაგრამ თუ გეჩქარება, ისეც გაატარე, ოღონდ მერე ქონდარი და ხმელი ქინძი დაგჭირდება ცოტა მეტი, სისველე რომ შეიწოვოს.
              სცადე, იოლია - მეც კი მოვახლაფორთე. biggrin.gif
              სვანური მარილის რეცეპტსაც მიგითითებ, ოღონდ ვინმე ქართულ შრიფტზე თუ გადაიყვანს, კარგი იქნება.

              forever`s_NEVER

              1. dedaCemi (rameTu yvelas Tavisi varianti aqvs)

              1 Wiqa dafqvili ucxosuneli
              1/2 an 1 Wiqamde dafqvili qinZi
              1/2 Wiqa dafqvili kama
              1/2 Wiqa yviTeli yvavili
              250 grami gatarebuli niori
              1/2 Wiqa dafqvili wiwaka
              1 kg marili

              es yvelaferi Zalian kargad areuli erTmaneTSi, orjer unda gatardes wvril badian sakep manqanaSi (dedaCemi ase akeTebs, da mis naxelavze ukeTesi me arsad minaxavs )

              2. meore varianti

              1kg marili
              300gr garCeuli niori
              1Rvinis Wiqa ucxo suneli dasafqvavi
              1-2 C.k. xmeli qinZis marcvlebi
              6-7yviTeli yvavili
              6-7 mware wiTeli wiwaka xmeli

              xorcsakepSi gaatareT ucxo suneli, Semdeg niori, qinZi, wiwaka da yviTeli yvavili, daayareT marili kargad aurieT xeliT da mTeli es masa xelmeored gaatareT xorcsakepSi.SeinaxeT minis qilebSi mWidrod Tavdaxuruli.


              Posted by: მაკ-კი 17 Dec 2011, 01:13
              tavadze
              QUOTE
              კამის თესლი იყიდება. ხმელ სუნელებთან ექნებათ ეგეც.

              გაიხარე, არ მქონია ურთIერთობა გამხმარ კამასთან არასდროს.
              QUOTE
              აქაა რეცეპტი, ოღონდ მაგას აწერია "სანელებელი კუჭმაჭისთვის", რადგან კუჭმაჭის მსურველებს დაუწერა. იგივე რეცეპტია, ოღონდ ქონდარი არ უქნა - სწორედ ქონდარიანი საკუჭმაჭე (თვითონაც აქვს ეგ განმარტებული ავტორს, მაგრამ მაინც დავაზუსტე).

              მეგრელი ვარ, და კუჭმაჭის მეტი რა მიჭამია, ქონდარიანი ყველა smile.gif))
              ისე მართალი ხარ, სუნელების მოხმარება ვიცი მარტო, მე არ ვამზადებ, არც აჯიკას, სულ დედაჩემის იმედად ვარ ამ საკითხშI ჯერ-ჯერობით, ის ამზადებს ხორცის სუნელებს და კუჭმაჭIსაც.
              * * *
              tavadze
              QUOTE
              1. dedaCemi (rameTu yvelas Tavisi varianti aqvs)

              QUOTE
              2. meore varianti

              ორივე რეცეპტი კარგი ჩანს, წარმოვიდგინე უკვე როგორიც გამოვა. მადლობა.

              Posted by: tavadze 17 Dec 2011, 20:12
              მაკ-კი
              QUOTE
              გაიხარე, არ მქონია ურთIერთობა გამხმარ კამასთან არასდროს

              არც მე, ვიდრე ამისთვის არ დამჭირდა. biggrin.gif
              QUOTE
              ორივე რეცეპტი კარგი ჩანს,

              ორივე მართლაც კარგია, მაგრამ პირველი გამოდის ფხვიერი მასა (ნუ, ჩემნაირი კურიოზი თუ არ დაგემართა და არ გაასქელე biggrin.gif ), მეორე კი უფრო სქელია, მშრალი აჯიკის კონსტიტენციის. მე ეს უფრო მომეწონა და სხვებსაც, ვინც გასინჯა. აჯიკის მაგივრადაც შეგიძლია გამოიყენო.

              Posted by: მაკ-კი 18 Dec 2011, 00:35
              tavadze
              QUOTE
              არც მე, ვიდრე ამისთვის არ დამჭირდა.

              smile.gif
              QUOTE
              მაგრამ პირველი გამოდის ფხვიერი მასა (ნუ, ჩემნაირი კურიოზი თუ არ დაგემართა და არ გაასქელე)

              რა კურიოზი დაგემართა?
              QUOTE
              მეორე კი უფრო სქელია, მშრალი აჯიკის კონსტიტენციის

              იცი მე სვანურ მარილზე სულ სხვა წარმოდგენის ვიყავი, ნიორსაც თU შეიცავდა არ ვიცოდი. გაფერადებული მარილივით წარმომედგინა შესახედაობით.
              მოვიცლი მაგისთვის და მერე უნდა გკითხო რაში გამოვიყენო, თორემ ეგეც არ ვიცი smile.gif)) ნუ ერთI ვიცი რომ კუბდარშI იყენებენ

              Posted by: tavadze 18 Dec 2011, 00:53
              მაკ-კი
              QUOTE
              რა კურიოზი დაგემართა?

              ნიორის გატარებისტანავე ცავუშვი ისევ ”მაშინკაში” და ნივრის სისველემ შეკრა ესეც. დანარჩენი არ გავატარე ხელმეორედ და დარჩა ისევ ისე ფხვიერი.
              QUOTE
              იცი მე სვანურ მარილზე სულ სხვა წარმოდგენის ვიყავი, ნიორსაც თU შეიცავდა არ ვიცოდი. გაფერადებული მარილივით წარმომედგინა შესახედაობით.

              მართლაც გაფერადებულია, ოღონდ მეორე ფხვიერი არაა. მე აჯიკასავიტაც ვიყენებ ამ მეორეს და ხირცეულის კერძებშიც ვუშვები - ეგეც და ის ტოს-კას აჯიკაც მაგარ გემოს აძლევენ ძაან. ფხვიერი სვანური მარუილი ყველაფერში შეგიძლია გამოიყენო, რასაც კი მარილი სჭირდება.

              Posted by: მაკ-კი 18 Dec 2011, 00:58
              tavadze
              გატარებულ ნიორს გაშრობა უნდა?
              მგონი ძალიან პრიმიტიულ კითხვებს ვსვამ sad.gif

              Posted by: tavadze 18 Dec 2011, 01:46
              მაკ-კი
              QUOTE
              გატარებულ ნიორს გაშრობა უნდა?
              მგონი ძალიან პრიმიტიულ კითხვებს ვსვამ

              ნიორს კი არ უნდა გაშრობა, მანქანა ხომ დასველდა მისი წვენით და როცა ეს ერთმანეთსი არეული ფხვიერი მასა გავატარე, ისიც დასველდა და შეიკრა, გამაგრდა. ამიტომ დანარჩენი აღარ გავატარე.

              Posted by: მაკ-კი 18 Dec 2011, 01:54
              tavadze
              მოკლედ პირადად თუ არ მაჩვენე როგორ კეთდება, ვერაფერი გავიგე.. smile.gif

              Posted by: tavadze 18 Dec 2011, 10:22
              მაკ-კი
              QUOTE
              tavadze
              მოკლედ პირადად თუ არ მაჩვენე როგორ კეთდება, ვერაფერი გავიგე..

              biggrin.gif biggrin.gif ჯერ გაატარე ყველა ინგრედიენტი ნიორის გარეშე, მისი უდიდებულესობა ნიორი სულ ბოლოს დაურთე და აურიე ერთმანეთში - სულ ესაა.

              Posted by: მაკ-კი 18 Dec 2011, 10:35
              tavadze
              კარგი, გასაგებია smile.gif)

              Posted by: ninoma 18 Dec 2011, 21:18
              tavadze
              შეიძლება მეც ჩაგერთოთ ბაასში?
              QUOTE
              პირველი გამოდის ფხვიერი მასა

              QUOTE
              მეორე კი უფრო სქელია, მშრალი აჯიკის კონსტიტენციის

              ეს იმიტომ რომ მეორე რეცეპტში ნიორი უფრო მეტია და ის იწვევს მასის გამკვრივებას.
              სვანური მარილი უნდა იყოს ფხვიერი, ანუ მარილივით.
              ორჯერ გატარება კი იმისთვის არის საჭირო, რომ ნიორი, მარილი და სუნელები კარგად აერიეოს ერთმანეთში და ნიორი ცალკე არ იგრძნობოდეს.
              ეს რეცეპტი სვანმა მასწავლა და მომწონს.
              1კგ მარილი
              1ჩ.ჭ ხმელი დაფქვილი ქინძი
              1ჩჭ უცხო სუნელი
              1/2ჩ.ჭ ყვითელი ყვავილი
              1/2არყის ჭიქა ძირა
              1/2არყის ჭიქა დაფქვილი ხმელი კამის თესლი.
              1/2ჩ.ჭ წითელი მწარე წიწაკა(დაფქვილი)
              250გრ. ნიორი
              ეს ყველაფერი გატარდეს ორჯერ.
              ორიგინალ რეცეპტში ხმელი კამა არ იყო.
              როცა ვამზადებდი მიაუს და ჩემი რეცეპტები ამერია ერთმანეთში და ძირა და კამა ორივე დავამატე.
              მომეწონა და იმის შემდეგ ორივეს ვამატებ.

              Posted by: tavadze 19 Dec 2011, 00:21
              ninoma
              QUOTE
              ეს იმიტომ რომ მეორე რეცეპტში ნიორი უფრო მეტია და ის იწვევს მასის გამკვრივებას.

              არა, აბსოლუტურად ერთი და იგივეა. უბრალოდ, პირველად სუნელები რომ გავატარე, მერე გავატარე ნიორი და ისე დავუმატე უკვე არეულ მასას. ამის მერე ხელმეორედაც უნდა გამეტარებინა რეცეპტით და იქ მოხდა ეგ ამბავი.
              QUOTE
              როცა ვამზადებდი მიაუს და ჩემი რეცეპტები ამერია ერთმანეთში და ძირა და კამა ორივე დავამატე.

              აი, მასე ამერია შენი და კიდევ ვიღაცის რეცეპტი, როცა ნიგვზიან აჯიკას ტომატი დავუმატე და მშვენიერი აჯიკა მივიღე. biggrin.gif
              პ.ს. მაგ რეცეპტში მხოლოდ ძირაა დამატებული, თორემ იგივე ინგრედიენტებია, რასაც ვუყურებ, თუ რამე არ გამომრჩა.

              Posted by: yalin 19 Mar 2012, 16:05
              სტაფილოს კონსერვი არავინ იცით? გუგლში არ აგდებს არსად არადა მინდაააააააააა cry.gif

              Posted by: upwave 19 Mar 2012, 18:03
              yalin
              ზეთიანს თუ გულისხმობ, აი ეს რეცეპტი ვნახე პომპადურის smile.gif
              http://forum.ge/?showtopic=33697964&view=findpost&p=11269050

              მეც მაქვს სახლში ძალიან კარგი რეცეპტი თუ ასეთი ტიპისას ეძებ და მოგიძებნი.

              ჯერ ეს ნახე smile.gif

              Posted by: yalin 19 Mar 2012, 19:06
              QUOTE
              ძალიან კარგი რეცეპტი

              მირჩევნია biggrin.gif
              თუ ძალიან არ შეგაწუხებ რა თქმა უნდა smile.gif გმადლობ წინასწარ
              ეს რეცეპტი მეც ვნახე, მაგრამ რაღაც არ მომეწონა, უკიდურეს შემთხვევაში გამოვიყენებ თუ სხვა ვერაფერი ვნახე

              Posted by: buka79 22 Mar 2012, 14:07
              თეთრი ბლის მურაბა ძალიან მიყვარს ნიგვზის შიგთავსით.:-):-):-):-)

              Posted by: mzi 28 May 2012, 17:35
              [quote]gabarzgalebaQUOTE
              ჩვეულებრივი თეთრი ბლის მურაბის გაკეთება გეცოდინება, კილო-კილოზე შაქარი და დუღილი-გაციება, დუღილი გაციება და ბოლოს დადუღება (ამას დეტალურად ქალები გეტყვიან). ჩემს მიერ ნახსენები რეცეპტის სირთულე კი იმაში მდგომარეობს, რო თითოეულ გამოკურკულ ბალში ნიგვზის ნაჭერი იდება, ან ლიმნის ცედრა. ხოდა წამოიდგინე ეხა რა სასტაული გამოვა[/quot


              თეთრი ბლის მურაბის რეცეპს ვეძებდი, ლიმნის ცედრა პირველად გავიგონე, გემრიელი იქნება, ხომ არ გაგიკეთებიათ? ლიმონის კანია ნაგულისხმები ხოოო, ანათალი ალბათ

              Posted by: amadeus 29 May 2012, 11:40
              კვრინჩხის მწნილი გაგისინჯავთ ვინმეს?

              Posted by: avgusta 12 Jun 2012, 22:11
              სმაროძინის მურაბა ან ჯემი როგორ კეთდება ხოარ იცით გოგჩოებოოო : )

              Posted by: ინფინიტი 12 Jun 2012, 23:27
              QUOTE
              მოკლედ პირადად თუ არ მაჩვენე როგორ კეთდება, ვერაფერი გავიგე.. 

              ვეჟო lol.giflol.giflol.gif

              გარკვევით უთხრა ქალმა , პირადად მაჩვენეო და

              ჯერ ეგენი გაატარე მაშინკაში და მერე ნიორიო


              sad.gif

              Posted by: La hojarasca 13 Jun 2012, 12:06
              თუ შეიძლება იქნებ მითხრათ თეთრი ბლის მურაბა როგორ გავაკეთო თხილით. თეთრი ბლის მურაბა ვიცი როგოც კეთდება, მაგრამ თხილით არ გამიკეთებია.
              თხილი ნედლი უნდა იყოს თუ უნდა მოვხალო?
              დიდი მადლობა წინასწარ

              Posted by: guruliqali 14 Jun 2012, 09:36
              La hojarasca
              თხილი მოხალე და კანები გააცალე, წკაპა-წკუპით მოცილდება.

              Posted by: La hojarasca 14 Jun 2012, 15:56
              guruliqali
              მადლობა! იმედი მაქვს გამომივა და არ დამცინებს ოჯახი.

              Posted by: guruliqali 14 Jun 2012, 20:17
              La hojarasca
              გამოგივა, დარწმუნებული ვარ, კმაყოფილები დაგრჩებიან, ძალიან გემრიელია. ლიმონით აკეთებ ხოლმე?

              Posted by: fifqi29 14 Jun 2012, 21:25
              გოგოებო როგორ გავაკეთო ალუბლის წვენი?მიმიხვდით ალბათ,მინდა მოვხარშო და მხოლოდ წვენი ჩვასხა ბოთლებში
              როგორ მივცე შაქარი და წყალი?

              ერთი ვედრო მაქვს ალუბალი
              თუ იცით დამიწერეთ რა გთხოვთ დამზადება

              Posted by: guruliqali 14 Jun 2012, 21:59
              ალუბლის წვენს ჩვენ ასე ვაკეთებთ ("ბავშვების ღვინოს" ვეძახდით) და ძალიან გემრიელი გამოდის:
              3 კგ ალუბალი
              1.5 კგ შაქარი
              10 ლ წყალი.

              3 კგ ალუბალს დავასხათ 10 ლ ცივი წყალი, ჩავყაროთ 200 ცალი ალუბლის ფოთოლი, კარგად ვადუღოთ ალუბლის თითქმის ჩაქნამდე, გადავწუროთ ქვაბში ან სათლში თურშფალანგზე დოლბანდის საშუალებით, დავამატოთ შაქარი, ისევ წამოვადუღოთ.
              ცხელ-ცხელი ჩავასხათ გამზადებულ, მდუღარეწყალგამოვლებულ ქილებში , მოვხუფოთ.

              ამავე წესით შეიძლება გაკეთდეს მოცხარის წვენი მისივე ფოთლებით.

              Posted by: fifqi29 14 Jun 2012, 22:44
              guruliqali
              გაიხარე დიდი მადლობა 2kiss.gif 2kiss.gif

              Posted by: tavadze 15 Jun 2012, 12:51
              fifqi29 - მე ცოტა უფრო მარტივს გასწავლი. ალუბალი ჩაყარე ქვაბში, დაასხი იმდენი წყალი, რომ კარგად დაიფაროს, წამოადუღე, მერე გადაწურე და ის წვენი ისევ ააადუღე. თან დააყარე შაქარი გემოვნებით, შეგიძლია, ლიმონიც დააწურო+ვანილი - ეგეც გემოვნებითაა, თუ გინდა, სხვა ხილის წვენიც შეურიე. მოკლედ, აადუღე და ჩაასხი გინდ ბოთლებში, გინდ - ქილებში. მე რეზბიან ბოთლებში ვინახავ...
              მაგ წესით ყველა ხილი შეგიძლია გააკეთო. თან არომატისტვის ხილების შერევაც შეიძლება. დარჩენილი მასაც შეგიძლია გამოიყენო - კურკოვანი - მურაბად, უკურკო -ჯემად. მაგ შემტხვევაშიც შაქარი გემოვნების მიხედვით უქენი, პროპორცია 1+1 აუცილებელი არაა.

              Posted by: guruliqali 16 Jun 2012, 18:01
              წელს პირველად გავაკეთე გარგარის+ალუბლის (ერთად) მურაბა. მითხრეს და დამაინტერესა:
              გარგარს გამოვაცალე კურკა ისე, რომ არ გავხლიჩე, შემდეგ შიგნით შევაცურე კურკაგამოცლილი ალუბალი და ისე მოვხარშე. ჯერ გემო არ გამისინჯავს, ცხელია, ეხლახანს ჩავასხი. ფერი კარგია - ოქროსფერს დაკრავს ოდნავ ალისფერი.

              Posted by: tasikuna-taso 16 Jun 2012, 20:07
              QUOTE
              ალუბლის წვენს ჩვენ ასე ვაკეთებთ ("ბავშვების ღვინოს" ვეძახდით) და ძალიან გემრიელი გამოდის: 3 კგ ალუბალი 1.5 კგ შაქარი 10 ლ წყალი.



              ამ შემთხვევაში 1.5 კგ შაქარი საკმარისია?

              Posted by: guruliqali 16 Jun 2012, 20:31
              tasikuna-taso
              კი, 3 კგ ხილზე 1.5 კგ შაქარი. სულ ასე აკეთებდა დედა.

              Posted by: ninoma 25 Jun 2012, 07:33
              იმდენი ასხია ამ პატარა ალუბლის ხეებს, ტოტები დამტვრევაზე აქვს.
              გუშინ გავაკეთე ალუბლის წვენი.
              ეს ეხლა ვნახე.
              guruliqali
              QUOTE
              ალუბლის ფოთოლი,

              რა დატვირთვა აქვს ფოთოლს ალუბლის წვენში?

              Posted by: guruliqali 25 Jun 2012, 12:10
              ninoma
              QUOTE
              რა დატვირთვა აქვს ფოთოლს ალუბლის წვენში?

              სამი ვერსია ვიცი, მაგრამ რომელია სწორი, არ ვიცი.
              ერთი ვერსიით, ფოთოლი განსაკუთრებულ არომატს სძენს წვენს და ამიტომ ამატებენ, მეორე - ფოთლებსაც ამატებენ და ყუნწებსაც, და ჰემოგლობინისთვის არის კარგიო, მესამე - ოდნავ შუშხუნა ეფექტს სძენს წვენს.

              Posted by: fifqi29 11 Jul 2012, 19:36
              tavadze
              მადლობა გაიხარეეეე 2kiss.gif 2kiss.gif
              * * *
              გოგოებო რა უნდა გკითხოთ,აი ჟოლოს გაკეთება მინდა, დამზადილი რომ იყიდება ისეთი მინდა რომ გამოვიდეს ძალიან (მასე ვერასდროს ვერ გავაკეთე) მირჩიეთ რა ისეთი რომ გამოვიდეს,არც ძალიან თხელი და არც ძალიან ჟელესავით,როგორ გავაკეთო დამიწერეთ რა

              Posted by: rtuli 11 Jul 2012, 19:59
              fifqi29
              QUOTE
              გოგოებო რა უნდა გკითხოთ,აი ჟოლოს გაკეთება მინდა, დამზადილი რომ იყიდება ისეთი მინდა რომ გამოვიდეს ძალიან (მასე ვერასდროს ვერ გავაკეთე) მირჩიეთ რა ისეთი რომ გამოვიდეს,არც ძალიან თხელი და არც ძალიან ჟელესავით,როგორ გავაკეთო დამიწერეთ რა

              ჟოლოს პეკტინების რაოდენობა ფაკტიურად მინიმალური აქვს ამიტომ,მე ასე ვამზადებ:
              1:1-ზე ჟოლო და შაქარი+2-3 შეკვრა ჟელინკა ან კვიტინი დააყარე.
              ჯერ ჟოლოს აყრი ჟელინკას ამოურევ და მიიყვან ადუღებამდე,აყრი შაქარს და მიიყვან ადურებამდე,ადუღებ 5 წუთს...ამ დროს ქილები მოიმარაგე და ცაასხი ცხელი,მოხუფე და გადააპირქვავე...ასეთ მდგომარეობაში გააცივე კონფიტიური...სულ ესარის smile.gif

              Posted by: fifqi29 11 Jul 2012, 23:01
              rtuli
              მადლობაააა შენ გაიხარე ,2kiss.gif 2kiss.gif ისიც მითხარი ეს ჟელინკა ორ კილო ჟოლოზე რამდენი დაჭირდება
              და კიდევ ეს ჟოლო მთლიანები იქნება ,ანუ გადღვება არ უნდა
              ცოტა დაწვრილებით დაწერე გთხოვ

              Posted by: rtuli 12 Jul 2012, 12:32
              fifqi29
              QUOTE
              ისიც მითხარი ეს ჟელინკა ორ კილო ჟოლოზე რამდენი დაჭირდება
              და კიდევ ეს ჟოლო მთლიანები იქნება ,ანუ გადღვება არ უნდა
              ცოტა დაწვრილებით დაწერე გთხოვ

              2 კგ .ჟოლოს 5 შეკვრა დააყარე,ფრთხილად ამოურიე და მიიყვანე ადუღებამდე...მერე დააყარე 2 კგ.შაქარი და ისევ მიიყვანე ადუღებამდე(ფრთხილად ამოურიე რომ შაქარი დადნეს)ადუღების შემდეგ დანიშნე დრო 5-7 წუთი,როგორც კი გავა ჩაასხი ქილებში.
              ზოგი დაისლება ზოგი მთელი დარჩება.ჟოლო ზალიან ფაქიზი კენკრაა და მისი ფორმის შენარცუნება რთულია.

              Posted by: fifqi29 12 Jul 2012, 17:08
              rtuli
              ძალიან დიდი მადლობაააა 2kiss.gif 2kiss.gif ეხლა გავაკეთებ jump.gif jump.gif

              Posted by: fifqi29 14 Jul 2012, 20:13
              rtuli
              ცხელს რომ დავაყარე ეს კვიტინი ადრე ცოტა კურკუსშალები გაიკეთა,რა უნდა გავაკეთო რომ ისევ არ დაკურკუშალდეს?

              Posted by: rtuli 14 Jul 2012, 21:16
              fifqi29


              QUOTE
              რა უნდა გავაკეთო რომ ისევ არ დაკურკუშალდეს?


              QUOTE
              2 კგ .ჟოლოს 5 შეკვრა დააყარე,ფრთხილად ამოურიე და მიიყვანე ადუღებამდე.


              ეს ნიშნავდა რომ,ჯერ აყრი და მერე ადუღებამდე მიგყავს yes.gif

              Posted by: fifqi29 15 Jul 2012, 12:17
              rtuli
              QUOTE


              ეს ნიშნავდა რომ,ჯერ აყრი და მერე ადუღებამდე მიგყავს 

              კარგი გასაგებია,დიდი მადლობაააააა 2kiss.gif 2kiss.gif

              Posted by: miau 15 Jul 2012, 14:19
              fifqi29

              გელირებული შაქარი იყიდება პოპულში, არის ძალიან ,მაგარი რამე smile.gif მე ჭერამი გავაკეთე - გავატარე, დავაყარე ეს შაქარი და 5 წუთი დუღილის შემდეგ ჩავასხი ქილებში და დავახურე სახურავები. ცოტა ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ პრინციპში, ჯელეფიქსიც დაახლოებით იგივე ჯდება - ოდნავ ნაკლები. ეს შაქარია 4 ლარია კილო და 1 კგ ხილზე 800-900 გ უნდა. ხილის წვენზე - 1:1. ისე, პექტინის შემცველ ხილს შეიძლება ნახევარი კილოც გაუკეთოს კაცმა. ასე, ცოტა რო ადუღო და მერე დააყარო შაქარი... უნდა ვცადო smile.gif

              Posted by: mia_nano 19 Jul 2012, 21:40
              miau
              ანუ ატამს შეიძლება დავაყარო ეგ შაქარი, ცოტა ხანს ვადუღო და ქილებში შევინახო? მურაბასავით, არ გაფუჭდება? მინდა არომატი შეინარჩუნოს და არ ჩაიხარშოს და თუ ეს შაქარი მაგის საშუალებას მომცემს ძალიან კარგი გამოსავალი იქნება yes.gif

              Posted by: miau 20 Jul 2012, 11:19
              mia_nano
              ატამი მსუბუქდ დაჭყლიტე და ისე დააყარე. მთელ-მთელი არ ვიცი, შეიძლება ვერ გაქაჩოს. ისე, არომატს ინარჩუნებს და უგემრიელესია.

              Posted by: mia_nano 20 Jul 2012, 16:36
              miau
              მადლობა 2kiss.gif დავჭრი და დავჩხვლიტავ კარგად, ვცდი ცოტას ასეც იქნება გადარჩეს. შავ ქლიავს კი მასე გავაკეთებ მეც smile.gif

              ახლა უნდა გაგახარო smile.gif ყვარელიდან ჩამოსულმა სტუმარმა მირჩია ''გემრიელი''-დან ისეთი შოკოლადის ტორტი გამოვაცხე ''ბელასთან'' რატომ ყიდულობ ტორტებსო, რომ ვუთხარი ჩვენი გოგოებისია ეგ ჟურნალი თქო მეცა, აბა იქ რაღას დარბიხარო givi.gif

              Posted by: miau 23 Jul 2012, 16:42
              mia_nano
              QUOTE
              ახლა უნდა გაგახაროყვარელიდან ჩამოსულმა სტუმარმა მირჩია ''გემრიელი''-დან ისეთი შოკოლადის ტორტი გამოვაცხე ''ბელასთან'' რატომ ყიდულობ ტორტებსო, რომ ვუთხარი ჩვენი გოგოებისია ეგ ჟურნალი თქო მეცა, აბა იქ რაღას დარბიხარო

              biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ძალიან კარგი. მერე, გვეწვიე ჟურნალში სტუმრად შენი ნახელავით და კიდევ უფრო გაოცდება შენი ყვარლელი ახლობელი wink.gif

              ვაა, ნეტა რა გამოაცხო... smile.gif

              მურაბას რომ გააკეთებ, შთაბეჭდილება გაგვიზიარე .

              Posted by: Иван Васильевич 5 Aug 2012, 18:41
              ძალიან ბევრი ტყემალი ჩამოიტანეს სოფლიდან , ხო და მაინტერესებს რამდენი კილოსგან დაახლოებით რამდენი ლიტრი ტყემალი გამოდის? ნუ ძალიან დაახლოებით მაინც, სულ რომ არ გავაკეთო და ბოთლებიც გავთვალო baby.gif

              Posted by: brolia 6 Aug 2012, 17:28
              ერთი ვედროსაგან საახლოებით 14-15 ნახ. ლიტრიანი ბოთლი გამოდის.

              Posted by: yalin 10 Aug 2012, 21:44
              სალამი , ხომ ვერ მეტყვით კონსერვების სეზონი უკვე არის? თუ არა, როდიდან შეიძლება გაკეთება?

              Posted by: chupa82 21 Aug 2012, 11:48
              rtuli
              მე მაპატიეთ და ისევ ჟოლოს მურაბაზე უნდა გკითხოთ. აქამდე 1 კილოზე 2 შაქარს ვაყრიდი და ასე ვინახავდი ცოცხალს. ახლა დრო არ მაქვს რომ გავაჩერო მაგდენ ხანს. ხოდა რა ვერ გავიგე
              QUOTE
              2 კგ .ჟოლოს 5 შეკვრა დააყარე,ფრთხილად ამოურიე და მიიყვანე ადუღებამდე

              ეს ხო მშრალი მასაა და როგორ მივიყვანო ადუღებამდე. თუ ცოტა წყალი უნდა?
              და ,, რეზბიან" ქილებში ვერ გაძლებს?
              * * *
              მირჩიეთ რაა, კეთილო ხალხო გამიფუჭდება ჟოლო. ამ საღამოს უსიკვდილოდ უნდა გავაკეთო
              * * *
              მირჩიეთ რაა, კეთილო ხალხო გამიფუჭდება ჟოლო. ამ საღამოს უსიკვდილოდ უნდა გავაკეთო

              Posted by: Felisa 5 Sep 2012, 17:39
              ზამთრისთვის შესანახად მინდა პამიდვრის ტომატი გავაკეთო, აი ისეთი ქარხნული წესით გამზადებული რომ იყიდება. ვინმეს ხომ არ გაქვს დატესტილი რეცეპტი? ან იქნებ ვინმეს აქვს კონსერვირებული პამიდვრის რეცეპტი, რომელსაც სადილებში ვიყენებთ. მადლობა წინასწარ

              Posted by: n_j 5 Sep 2012, 18:58
              Felisa
              დედაჩემი აკეთებს ხოლმე ასე: დაჭრის პამიდორს და ჩათუთქავს, გაცივების შემდეგ აცლის ზედმეტ წვენს, ისე რომ მხოლოდ პამიდვრის ნაჭრები დაზრჩეს. გახეხავს თუშფალანგზე ორჯერ, რომ თესლების მოცილდეს, რჩება პამიდვრის სქელი მასა. თუ თხელია ე.ი. კარგად არ მოხადე წვენი. მერე ამას წამოადუღებს და შიგნით აგდებს ოხრახუშის კონას, ნივრის კბილებს, მგონი ქონდარსაც, ცოტა წიწაკას. ამ ყველაფერს მერე უკან იღებს. მე მაგალითად დამეზარებოდა ამ მწვანილეულის დამატება, საჭმლის კეთების დროს ხომ მაინც ვამატებbiggrin.gif მე ზარმაცი ვარ. მაგრამ უგემრიელესი ტომატი გამოდის. სულ ვეუბნები, მარტო წამოადუღე, მარილი დაამატე და მოხუფე, როგორც ნაყიდია, რას წვალობს ვერ გამიგია biggrin.gif

              Posted by: Felisa 6 Sep 2012, 02:06
              n_j
              QUOTE
              დედაჩემი აკეთებს ხოლმე ასე: დაჭრის პამიდორს და ჩათუთქავს, გაცივების შემდეგ აცლის ზედმეტ წვენს, ისე რომ მხოლოდ პამიდვრის ნაჭრები დაზრჩეს. გახეხავს თუშფალანგზე ორჯერ, რომ თესლების მოცილდეს, რჩება პამიდვრის სქელი მასა. თუ თხელია ე.ი. კარგად არ მოხადე წვენი. მერე ამას წამოადუღებს და შიგნით აგდებს ოხრახუშის კონას, ნივრის კბილებს, მგონი ქონდარსაც, ცოტა წიწაკას. ამ ყველაფერს მერე უკან იღებს. მე მაგალითად დამეზარებოდა ამ მწვანილეულის დამატება, საჭმლის კეთების დროს ხომ მაინც ვამატებ მე ზარმაცი ვარ. მაგრამ უგემრიელესი ტომატი გამოდის. სულ ვეუბნები, მარტო წამოადუღე, მარილი დაამატე და მოხუფე, როგორც ნაყიდია, რას წვალობს ვერ გამიგია

              ნინო, მოკლედ დიდი მადლობა დედაშენს smile.gif მაგრამ 1) თუშფალანგი არ მაქვს. 2) ვაპირებ საქმე გავიოლო და ბლენდერი გამოვიყენო. ხოდა თუ არ შეწუხდები კითხე დედაშენს აბა როგორ იქნება ჩემი საქმე, რომ დაიწურება ზედმეტი წვენისგან, შეიძლება დავაბლენდერო და წამოდუღების მერე ის მწვანილეულობაც მივაბლენდერო ? smile.gif ეჭვიც არ მეპარება, რომ გემრიელი ტომატი გამოვა და შენ ამბობ ზარმაცი ვარო??? ღმერთი, რჯული.... იშვიათად მინახავს შენნაირი "ზარმაცები". მართლა!

              Posted by: tavadze 6 Sep 2012, 02:56
              Felisa
              QUOTE
              შეიძლება დავაბლენდერო და წამოდუღების მერე ის მწვანილეულობაც მივაბლენდერო ?

              ნჯ და პროფები თავის აზრს გეტყვიან, მაგრამ ჩემი აზრით, ბლენდერი ძაან ათქვიფავს და ვერ იქნება ისეთი კარგი...
              n_j
              QUOTE
              შიგნით აგდებს ოხრახუშის კონას, ნივრის კბილებს, მგონი ქონდარსაც, ცოტა წიწაკას. ამ ყველაფერს მერე უკან იღებს.

              ერთი კვირით ადრე მაინც დაგეწერა. biggrin.gif
              თუმცა ქონდარი მეეჭვება და გადაამოწმე აბა ერთი, შენს გახარებას! biggrin.gif

              Posted by: n_j 6 Sep 2012, 10:14
              Felisa
              თეა, თუშფალანგი აცლის კანს და თესლებს, ბლენდერი ვერ იზამს მგონი ამას ... მაკარონს რომ წურავენ, ეგეთიც არ გაქვს?

              tavadze
              ქონდარს გადავამოწმებ smile.gif

              Posted by: Felisa 6 Sep 2012, 11:52
              tavadze
              QUOTE
              ნჯ და პროფები თავის აზრს გეტყვიან, მაგრამ ჩემი აზრით, ბლენდერი ძაან ათქვიფავს და ვერ იქნება ისეთი კარგი...

              ირაკლიი შენც ხომ არ გაქვს ტომატის, საწებელის ან კეტჩუპის კარგი რეცეპტი? პ.ს. მადლობა რჩევისთვის smile.gif
              n_j
              QUOTE
              თეა, თუშფალანგი აცლის კანს და თესლებს, ბლენდერი ვერ იზამს მგონი ამას ... მაკარონს რომ წურავენ, ეგეთიც არ გაქვს?

              ნი, მაქვს რაღაც ბადესავით, პრინციპში დედაჩემისგან წამოვიღებ ან ვიყიდი ბოლოს და ბოლოს, მარა ბლენდერი იცი რატომ ვთქვი? დაბლებდერებული მერე დიდხანს რომ ვადუღო წესით ხო უნდა დაშრეს, განახევრდეს და გასქელდეს??? მაინ წყალწყალა იქნება ნეტა? მოკლედ შEნ ქონდარზე დააზუსტე და მეც რამეს მოვიფიქრებ მანამდე smile.gif პ.ს. კეტჩუპს არ აკეთებ ხოლმე შესანახად?

              Posted by: upwave 6 Sep 2012, 12:41
              tavadze
              n_j
              მეც მინდა რა პომიდვრის საწებელი, ოღონდ ისეთი სტერილიზაცია რომ არ სჭირდებოდეს.
              არ მიყვარს სტერილიზებული პროდუქტები, არ ვინახავ ეგეთს.

              ჩემი ახლობლის რეცეფტით ვაკეთებდით ყოველთვის, ძალიან კარგი რეცეპტია, მაგრამ ძალიან დიდხანს უნდა ხარშვა, ჯერ უნდა მოიხარშოს, მერე უნდა გაიხეხოს და მერე ისევ იხარშოს მინ. 6-8 საათი.

              დილიდან დაწყებული შუაღამისას ვამთავრებთ მაგის ხარშვას.

              უგემრიელესია, მაგრამ რამე უფრო მარტივი მინდა. აბა თქვენი იმედი მაქვს, იქნებ ამ შაბათ –კვირას გავაკეთო biggrin.gif

              Posted by: tavadze 6 Sep 2012, 12:48
              n_j
              QUOTE
              ირაკლიი შენც ხომ არ გაქვს ტომატის, საწებელის ან კეტჩუპის კარგი რეცეპტი?

              რა დრო დადგა, რეცეპტებს მეკითხებიან! facepalm.gif facepalm.gif biggrin.gif
              გუშინ ჩავასხი აჯიკა, ოღონდ ნაწილი - ბოთლები არ მეყო.
              ესე იგი, 5 კილო პომიდორი (სასურველია ე.წ. "სლივკა"), 2 კგ ბულგარული, 1 კგ მწარე წითელი წიწაკა, 0,5 კგ ნიორი გაატარე, აურიე ერთმანეთში, დაამატე ნახევარი ლიტრა ძმარი (თუმცა ნიორი და ძმარი, თუ ცხარე არ გიყვარს, შეგიძლია მოუკლო), მარილი გემოვნებით, ასპირინი - ეს აურიე, ჩაასხი ემალის ქვაბში და დილა-საღამოს ხის კოვზით ურიე. 2-3 დღეში დადუღდება და ჩაასხი ქილებში.
              პამიდვრის ტომატს კლასიკური რეცეპტით ვაკეთებ ანუ მოხარშულ პომიდორს ვხეხავ თუშფალანგზე, ზედმეტ წყალს ვაცლი და ვადუღებ. ვამატებ ნიორს, ხმელ წიწაკას, ხმელ ქინძს, უცხო სუნელს, ყვ ითელ ყვავილს და ასპირინს. კეტჩუპი ჩემმა დეიდაშვილმა გააკეთა ერთხელ და ზუსტად ნაყიდის გემო ჰქონდა. მახსოვს, ანტონოვკა ვასლი დაუმატა, ოღონდ იმას რაღაც სპეციალური სახეხი უნდა და მე არ გამომივიდა. იმის მერე არც მიცდია, მაგრამ რეცეპტის გაგება შემიძლია.
              აჯიკებს ისევ აქედან აღებული რეცეპტებით ვაკეთებ, მერე ზოგი ამერია და ასე მივიღე ძალიან კარგი აჯიკა - ნიგვზიანი. biggrin.gif ბარემ დავდებ რეცეპტებს და სხვების ვალიც მოცილებული მექნება. biggrin.gif
              macaco-fast65-ის რეცეპტია ზეთიანი აჯიკა, გემრიელია (ავენისელებო, ეს მქონდა იქ წამოღებული): 4 კგ წითელი ბულგარული, 1,5 კგ წითელი მწარე, 300 გრ ნიორი, 500 გრ მწვანე ქინძი, 4 ჭიქა ზეთი, 3-4 ჭიქა ძმარი. უცხო სუნელი, ხმელი ქინძი (ყვიტელი ყვავილიც წავა ამაზე, თუმცა აქამდე არ მიცდია), მარილი - გგემოვნებით. ამას ავურევთ, ვადუღებთ ნახევარი საათი და ჩაასხამ ქილებში. მე ხრახნიანებში ვინახავ და არის კაჟივით.
              შეცდომით მიღებული ის გენიალური აჯიკა vomanli-სა და ninoma-ს რეცეპტების აღრევით მივიღე. მაშ ასე: 5 კგ ბულგარული და 2 კგ მწარე წიწაკა (ორივე - წითელი), 1 ლიტრა ზეთი, 800 გრამი ტომატი, 0,5 კგ ნიორი, 300-300 გრ. მწვანე ქინძი და ოხრახუში, 150 გრ. ნიახური, 100-100 გრ ყვიტელი ყვავილი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, 300 გრ. გატარებული ნიგოზი, ძმარი და მარილი გემოვნებით.
              ტომატი და ძმარი წამოვადუღოთ და გავაცივოთ. დანარჩენი მასალა გავატაროთ და ავურიოთ ეს გაცივებული მასა, მოვათავსოთ ემალის ჭურჭელში და 3 დრე ვურიოთ. ოღონდ ჩემთან რატომღაც სამი დღე არ ჰყოფნის დადუღებას და შეგიძლია ცოტა მეტადაც გააჩერო, ოღონდ გადამალე, თორემ სუნიც და გემოც იმდენად არომატული აქვს, შენახვამდე შემოგეჭმევა. biggrin.gif მე ლამის რომ გავანახევრებ, სასწრაფოდ ვინახავ მერე. biggrin.gif ნიგოზი რომ აქვს, შენახვაზე ნუ შეგაშინებს - მე მეორე წლისა მქონდა შენახული და როგორი იყო, მანგლისელებმა თქვან. yes.gif კარაქივით შეგიძლია, პურზე გადაუსვა. შეგიძლია, თავზე ცოტა ზეთიც მოასხა - უკეთ შეინახავს.
              აფხაზური აჯიკაც კარგია, მაგრამ მაგის ბმულს დაგიდებ.
              http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=125&Itemid=55
              upwave
              QUOTE
              tavadze
              n_j
              მეც მინდა რა პომიდვრის საწებელი, ოღონდ ისეთი სტერილიზაცია რომ არ სჭირდებოდეს.
              არ მიყვარს სტერილიზებული პროდუქტები, არ ვინახავ ეგეთს.

              ჩემი ახლობლის რეცეფტით ვაკეთებდით ყოველთვის, ძალიან კარგი რეცეპტია, მაგრამ ძალიან დიდხანს უნდა ხარშვა, ჯერ უნდა მოიხარშოს, მერე უნდა გაიხეხოს და მერე ისევ იხარშოს მინ. 6-8 საათი.

              მე მეტი არაფერი ვიცი იმის გარდა, რაც დავწერე. no.gif

              Posted by: upwave 6 Sep 2012, 13:13
              iren765-ის ვიპოვე

              http://forum.ge/?showtopic=33697964&view=findpost&p=21591239

              + პროპორციები


              http://forum.ge/?showtopic=33697964&view=findpost&p=21601863

              tavadze
              QUOTE
              რა დრო დადგა, რეცეპტებს მეკითხებიან!     

              givi.gif

              მახსოვდა შენ გეწერა სადღაც biggrin.gif

              Posted by: pleita 6 Sep 2012, 16:34
              ბავშვებო , ლეღვის მურაბას ერთხელ რომ გამოვრთავ და გავაციებ, მერე კიდევ რამდენი ხანი უნდა ვხარშო ?? rolleyes.gif მადლობა

              Posted by: n_j 6 Sep 2012, 23:47
              დავაზუსტე ტომატზე, ქონდარსაც ამატებს დედაჩემი,მერე უკან იღებს smile.gif ტომატის სისქე დამოკიდებულია იმაზე რამდენ წვენს ამოაცლი წინასწარ

              Posted by: tavadze 7 Sep 2012, 00:18
              n_j
              QUOTE
              დავაზუსტე ტომატზე, ქონდარსაც ამატებს დედაჩემი

              baby.gif baby.gif baby.gif საინტერესოა!

              Posted by: n_j 7 Sep 2012, 09:54
              tavadze
              თუ არ მოგწონს მისი გემო, გამოაკელი smile.gif

              Posted by: upwave 7 Sep 2012, 11:42
              iren765
              QUOTE
              პომიდვრის სოუსის მოსამზადებლად საჭიროა---პომიდორი -5 კგ, ზეთი-200გრამი,ხახვი-2კგ, ნიორი-1 თავი, ხმელი ქინძი 3 ჩ/კ, უცხო სუნელი-5 ს/კ, ყვითელი ყვავილი 1ჩ/კ, წითელი წიწაკა15 ჩ/კ,შავი პილპილი-0,5 ჩ/კ,მარილი.

              QUOTE
              ა/ ზეთში მოვთუშე წვრილად დაჭრილი ხახვი/გამჭვირვალე უნდა გახდეს/,ჩავამატე დაბლენდერებული,კანგაცლილი პომიდორი.ადუღების შემდეგ ვამატებ ხმელ ქინძს,ხმელ სუნელს,შავ პილპილს,მწარე პლპილს,ყვითელ ყვავილს,ნიორს და მარილს გემოვნებით.გარეცხილ,მშრალ ქილას ვასტერილიზირებ,ვასხამ სოუსს და მჭიდროდ ვახურავ გამოხარშულ თავსახურს.ასე ვინახავ მრავალი წელია. ბ/ თუ დაამატებთ გახეხილ სტაფილოს,დაჭრილ ბულგარულს და ჩათუშავთ ხახვთან ერთად,მიიღებთ ძალიან გემრიელ ლეჩოს.


              შენი პომიდვრის გაკეთებას ვაპირებ და:
              1) აქ 15 ჩ/კ წითელი წიწაკა უნდა ეწეროს ნამდვილად?
              არა, მწარე კი მიყვარს, მაგრამ 15 ძალიან გაამწარებს მგონი. თუ 1,5 უნდა იყოს?

              2) ნიორს და სუნელებს რომ ჩავყრი, კიდევ რამდენ ხანს უნდა ვადუღო?

              Posted by: perry-wuna 8 Sep 2012, 18:44

              მოკლედ მე ასე გავაკეტე ტომატი და ძალიან გემრიელი გამოვიდა: პომიდორი დავჭრათ და დავდგად ცეცხლზე ,ნელნელა თავზე მოადგება წყალი,ამოვიგოთ და დავტოვოთსქელი მასა,ადუღების მერე დავამატოთ ბულგარული წიწაკა,ხახვი, მწარე წიწაკა, ოხრახუში,ნიორი,კარგად ვადუღოთ,ბოლოს დავაბლენდეროთ,კიდევ ვადუღოთ და ცხელ-ცხელი ჩავასხათ ქილებში და მოვხუფოთ,მარილი არ დაგავიწყდეთ.


              Posted by: ninicool 8 Sep 2012, 23:03
              n_j
              QUOTE
              დავაზუსტე ტომატზე, ქონდარსაც ამატებს დედაჩემი,მერე უკან იღებსტომატის სისქე დამოკიდებულია იმაზე რამდენ წვენს ამოაცლი წინასწარ

              ორეგანო და ბაზილიკიც დავამატე ხმელი და უგემრიელესი გამოვიდა

              Posted by: upwave 9 Sep 2012, 01:28
              perry-wuna
              რამდენი ხანი გამოგივიდა ხარშვა?
              ჩემი რეცეპტით დაჭრილ პამიდორს მინ. 8 საათი გამოსდიოდა ხარშვა, ნერვი აღარ მქონდა მაგისი biggrin.gif

              და დღეს ირენის რეცეპტით გავაკეთე-მშვენიერი გამოვიდა- 1 საათზე ცოტა მეტი ვადუღე სულ, თავში და ბოლოში smile.gif

              Posted by: ბაბულა 9 Sep 2012, 03:53
              მეხი დავაყარე პოლიტიკის განყოფილებაში წესების შემომღებებს. რა ვქნა ეხლა მე, კულინარიაში ვპოსტო? mad.gif

              Posted by: Felisa 9 Sep 2012, 08:15
              tavadze
              QUOTE
              n_j

              QUOTE
              რა დრო დადგა, რეცეპტებს მეკითხებიან!     
              გუშინ ჩავასხი აჯიკა, ოღონდ ნაწილი - ბოთლები არ მეყო.
              ესე იგი, 5 კილო პომიდორი (სასურველია ე.წ. "სლივკა"), 2 კგ ბულგარული, 1 კგ მწარე წითელი წიწაკა, 0,5 კგ ნიორი გაატარე, აურიე ერთმანეთში, დაამატე ნახევარი ლიტრა ძმარი (თუმცა ნიორი და ძმარი, თუ ცხარე არ გიყვარს, შეგიძლია მოუკლო), მარილი გემოვნებით, ასპირინი - ეს აურიე, ჩაასხი ემალის ქვაბში და დილა-საღამოს ხის კოვზით ურიე. 2-3 დღეში დადუღდება და ჩაასხი ქილებში.
              პამიდვრის ტომატს კლასიკური რეცეპტით ვაკეთებ ანუ მოხარშულ პომიდორს ვხეხავ თუშფალანგზე, ზედმეტ წყალს ვაცლი და ვადუღებ. ვამატებ ნიორს, ხმელ წიწაკას, ხმელ ქინძს, უცხო სუნელს, ყვ ითელ ყვავილს და ასპირინს. კეტჩუპი ჩემმა დეიდაშვილმა გააკეთა ერთხელ და ზუსტად ნაყიდის გემო ჰქონდა. მახსოვს, ანტონოვკა ვასლი დაუმატა, ოღონდ იმას რაღაც სპეციალური სახეხი უნდა და მე არ გამომივიდა. იმის მერე არც მიცდია, მაგრამ რეცეპტის გაგება შემიძლია.

              ეს რეცეპტი მგონი ჩემთვისაა, ხო? smile.gif მადლობა
              pleita
              QUOTE
              ბავშვებო , ლეღვის მურაბას ერთხელ რომ გამოვრთავ და გავაციებ, მერე კიდევ რამდენი ხანი უნდა ვხარშო ??  მადლობა

              ადუღებიდან ძალიან ცოტა ხანი, ასე 10 წუთი. თუ ისევ მოუხარშავი იქნება, გააციე და ხელეორედ 10 წთ smile.gif
              n_j
              QUOTE
              დავაზუსტე ტომატზე, ქონდარსაც ამატებს დედაჩემი,მერე უკან იღებს  ტომატის სისქე დამოკიდებულია იმაზე რამდენ წვენს ამოაცლი წინასწარ

              მადლობა ნინო. ხვალ-ზეგ გავაკეთე ტომატს დედაშენის რეცეპტით smile.gif

              Posted by: tavadze 9 Sep 2012, 18:59
              Felisa
              QUOTE
              ეს რეცეპტი მგონი ჩემთვისაა, ხო?

              შენი კიტხვის პასუხად დავწერე, მაგრამ ყველასთვისაა, ვინც გამოიყენებს. wink.gif
              ბაბულა
              QUOTE
              რა ვქნა ეხლა მე, კულინარიაში ვპოსტო? 

              ასე არატემატურად არც აქ დაგაპოსტინებენ - ჩეტაობას ეგრევე აღკვეთავენ. wink.gif

              Posted by: perry-wuna 9 Sep 2012, 20:01
              upwave
              გააჩნია რა რაოდენობას აკეთებ,მე ალბათ 30 ლიტრზე მეტი გავაკეტე და ადუღებიდან ყველაფერს 5 სთ მაინც დასჭირდა
              smile.gif

              Posted by: Felisa 9 Sep 2012, 21:21
              tavadze
              QUOTE
              შენი კიტხვის პასუხად დავწერე, მაგრამ ყველასთვისაა, ვინც გამოიყენებს. 

              n.j. გქონდა მონიშნული და ამიტომ გითხარი smile.gif დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.

              Posted by: upwave 10 Sep 2012, 00:12
              perry-wuna
              ნუ 5 საათი, ჯანდაბას კიდევ smile.gif

              Posted by: ninicool 10 Sep 2012, 15:42
              მე გავაკეთე 1 დიდი ყუთი პომიდორი და გამომივიდა 9 ლიტრიანი და 12 შვიდასგრამიანი.

              საღამოს დავიწყე და მეორე დღის შუადღეზე ჩასხმულ-დახუფული მქონდა უკ

              გავრეცხე პომიდორი, დავასხი ადუღებული წყალი და გავთალე. ვადუღე 3-4 საათი მწვანილებთან, ბულგარულ წიწაკასთან და ნიორთან ერთად. ღამე გამოვრთე და გავატარე ხორცსაკეპ მანქანაში. ისევ ცეცხლზე დავაბრუნე. ცალკე ხახვი მოვშუშე მანამ, სანამ გამჭვირვალე ფერი არ მიიღო, დავამატე გატარებულ პომიდორს და ვადუღე იმდენ ხანს, სანამ ნარინჯისფერი ქაფი არ გაიკეთა. მარილიც დავამატე მანამდე და ბაზილიკ-ორეგანოც, გამხმარ მდგომარეობაში. ცხელივე ჩავასხი მშრალ ქილებში და დავხუფე.

              ვისაც პომ იდვრის გარჩევა ეზარება, შეუძლია მოხარშოს, გახეხოს და გატარებული მწვანილი დაამატოს.

              ხახვის გარეშეც შეიძლება, მაგრამ ხახვიანი უგემრიელესი გამოდის.

              Posted by: guruliqali 10 Sep 2012, 20:56
              აჯიკა (წითელი ბულგარულით, ტომატით, ზეთში):
              5 კგ წითელი ბულგარული წიწაკა,
              300 გ ნიორი,
              400 გ წითელი მწარე წიწაკა,
              ნახევარი ლიტრი ზეთი,
              ტომატ პასტა 750 გ,
              მარილი გემოვნებით.
              გავარჩიოთ წიწაკა (ბულგარულიც და მწარეც, ჩემი რჩევაა, მწარე წიწაკას მთლიანად ნუ შეურევთ, ჯობია გემოვნების მიხედვით დაამატოთ თანდათან), ასევე ნიორი, გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, წამოვადუღოთ, დავამატოთ ზეთი და ტომატი, ისევ ვადუღოთ. მე ორი ულუფა გავაკეთე, 1 სთ ვადუღე დაბალ ცეცხლზე ზეთამდე და 1 სთ - შემდეგ. დავამატოთ მარილი გემოვნებით (ნახევარი ჩაის ჭიქა ყოფნის ან თქვენი გემოვნებით დაამატეთ).
              ჩავასხათ ქილებში (გამოდის 4 ცალი ლიტრიანი ქილა), გავუკეთებთ სტერილიზაციას 15 წთ.

              Posted by: iren765 11 Sep 2012, 04:43

              ზეთით,წითელი ბულგარული და მწარე წიწაკით,ნიორით,ჭარხალით,ტომატით,სუნელებით,მარილით შარშან მოვამზადე აჯიკა.რომელზეც გადამერია უცხოელი და თანამემამულე ახლობლები.მოამზადეთ მთლად ტრადიციული არა,მაგრამ ვიტამინების საბადო და გემოს ზეიმია.

              Posted by: BEKERA 12 Sep 2012, 08:36
              iren765

              QUOTE
              ზეთით,წითელი ბულგარული და მწარე წიწაკით,ნიორით,ჭარხალით,ტომატით,სუნელებით,მარილით


              ყველა ინგრედიენტი გასაგებია მაგრამ ჭარხალი? საინტერესოა რეცეპტს თუ დადებთ smile.gif

              Posted by: tamo-001 19 Sep 2012, 13:53
              გამარჯობათ, ფორუმელებო!
              თქვენი დახმარება მჭირდება: მინდა მოვამზადო შინდის წვენი ზამთრისათვის შესანახად და იქნებ ვისაც გაგიკეთებიათ მასწავლოთ, თუ არ შეწუხდებით.
              დაახლოებით ვიცი როგორც კეთდება, მაგრამ წყალი და შაქარი რამდენი უნდა არ ვიცი. rolleyes.gif

              Posted by: Glow-Worm 21 Sep 2012, 10:48
              გამარჯობათ , ფორუმელებო...smile.gif
              იქნება დამეხმაროთ......მინდა ზამთრისთვის გავაკეთო აპლეპიხის წვენი ....თუ ვინმეს შეგიძლიათ იქნებ რეცეპტი დამიწეროთ და როგორ გავაკეთო მასწავლოთ....smile.gif

              Posted by: guruliqali 21 Sep 2012, 11:45
              Glow-Worm
              QUOTE
              აპლეპიხის წვენი

              ქაცვის წვენის მომზადების რეცეპტი აქ წერია
              http://forum.ge/?f=57&showtopic=34185116&st=0
              მე ცოცხლად ვინახავ შაქრის დამატებით, მერე ხან ნამცხვრებში (მშვენიერი სამარხვო ხრაშუნები გამოდის) ვიყენებ, ხან - წყალს ვასხამ და ისე ვსვამთ.

              Posted by: Glow-Worm 21 Sep 2012, 12:02
              ცოტა გაუგებრად წერია და იქნება თქვენ მითხრათ...მანქანაში ატარებთ თუ საცერში ხეხავთ?....და შაქარ კილოგრამზე რამდენს აყრით?...smile.gif

              Posted by: guruliqali 21 Sep 2012, 12:13
              Glow-Worm
              აი, აქ გადახედე, შარშანდელი განხილვები და პრაქტიკული რჩევებია ქაცვის მომზადებასთან დაკავშირებით, ბევრი სასარგებლო ინფორმაციაა არამარტო ჩემი, სხვა იუზერებისაც.
              http://forum.ge/?f=82&showtopic=33782179&st=3495

              მე საცერში გავხეხე.

              Posted by: mata4 24 Sep 2012, 18:21
              გამარჯობათ, ერთი კიტხვა მაქვს თუ შეიდძლება მიპასუხეთ, მოდუღებული პამიდორი შეინახება რეზბიან ბანკებში? და თუ როგორ?

              Posted by: COPACABANA 24 Sep 2012, 19:37
              QUOTE (mata4 @ 24 Sep 2012, 18:21 )
              მოდუღებული პამიდორი შეინახება რეზბიან ბანკებში? და თუ როგორ?

              კი.
              დედაჩემმა გააკეთა ხრახნიან ქილებში. მნიშვნელოვანია რომ ჩასხმისას პამიდორი იყოს ქაფქაფა ცხელი და ქილა ბოლომდე აავსე, ოდნავ გადმოვიდეს კიდეც და მაშინვე მოუჭირე თავსახური. ანუ შეეცადე ჰაერი რომ არ შეეპაროს.

              Posted by: mata4 25 Sep 2012, 08:59
              COPACABANA
              გმადლობთ ვცდი

              Posted by: COPACABANA 20 Oct 2012, 22:24
              დედაჩემის გაკეტებული ბროწეულის წვენი, ყოველგვარი ადუღებისა და სტერილიზაციის გარეშე:
              http://imageshack.us/photo/my-images/210/img0453rs.jpg/
              http://imageshack.us/photo/my-images/826/img0491ce.jpg/
              http://imageshack.us/photo/my-images/543/img0492k.jpg/
              ბროწეულის ნატურალური წვენი ზამთრისთვის:
              ბროწეულს დამარცვლავთ, აწონით და რამდენი კილოც იქნება იმაზე ცოტა მეტ შაქარს დააყრით. დაახლოებით 1 კგ მარცვალს ჭირდება 1,2 კგ შაქარი. ემალის ქვაბში ხის კოვზით მოურევთ დილა-საღამოს. დაახლოებით 1 კვირაში გამოუშვებს წვენს, კურკები დარჩება ცალკე. გადაწურულ წვენს ჩაასხავთ ბოთლებში. ინახება ცივ ადგილას.
              7-8 კგ ბროწეულის გარჩევისას გამოვიდა 4 კგ მარცვალი. არ ჭირდება ადუღება და სტერილიზაცია. სიროფივითაა, გააზავეთ წყალში და ისე მიირთვით.

              Posted by: dali19 24 Oct 2012, 10:25
              COPACABANA
              დედათქვენმა გაიხაროს, ერთი კვირაა ვის არ ვკითხე როგორ უნდა შემენახა და ვერავინ მასწავლა. დიდი მადლობა.

              Posted by: COPACABANA 24 Oct 2012, 12:20
              dali19
              ძალიან კარგი თუ დაგეხმარეთ რამეში smile.gif
              წელს პირველად ცადა ცოტა ნაკლები შაქრით, ანუ კილო კილოზე. ჯერ-ჯერობით არ გაფუჭებულა. თქვენ მაინც რეცეპტით გააკეთეთ, თავი რომ დაიზღვიოთ.

              Posted by: Tinker Bell 28 Oct 2012, 15:01
              ასეთი ბანკები მინდა და სად იყიდება თU იცით და რა ფასები აქვს დაახლოებით?

              http://www.radikal.ru

              Posted by: tasikuna-taso 28 Oct 2012, 21:00
              QUOTE
              ასეთი ბანკები მინდა და სად იყიდება თU იცით და რა ფასები აქვს დაახლოებით?


              სუპერში ვნახე ამასწინათ.

              Posted by: drozera 29 Oct 2012, 15:17
              გუშინ ჩავდე ყვავილოვანი კომბოსტოს მწნილი პლასტმასის კონტეინერში, მაღალი, ვედროს ფორმა აქვს, ცოტა მეშინია, რამდენად კარგად დამწნილდება.
              ვინც პლასტმასში დებთ მწნილებს, იქნებ გამიზიაროთ გამოცდილება, ან თქვენი შენიშვნები?

              Posted by: ninia84 3 Nov 2012, 16:06
              Tinker Bell
              მემგონი დანიურშიც არის ეგეთი ქილები

              Posted by: guruliqali 3 Nov 2012, 18:09
              Tinker Bell
              დღეს ვნახე "თურსაში" 4.2 ლარი ღირდა დაახლოებით ეს ზომა.
              drozera
              QUOTE
              ვინც პლასტმასში დებთ მწნილებს

              სამწუხაროდ, ვერაფერს გირჩევ, არასოდეს გამიკეთებია პლასტმასში, ალბათ უფრო გამოცდილებიც შემოგეხმიანებიან.... ან, თუ არავინ აღმოჩნდა ასეთი, შენს რჩევებს მოვისმენთ მოგვიანებით smile.gif

              Posted by: iren765 3 Nov 2012, 18:18
              BEKERA
              QUOTE
              iren765

              QUOTE
              ზეთით,წითელი ბულგარული და მწარე წიწაკით,ნიორით,ჭარხალით,ტომატით,სუნელებით,მარილით


              ყველა ინგრედიენტი გასაგებია მაგრამ ჭარხალი? საინტერესოა რეცეპტს თუ დადებთ

              1.მასალა
              2 კგ.წითელი მწარე პილპილი.
              2 კგ. ბულგარული პილპილი.
              1 კგ.სტაფილო.
              1 კგ. ჭარხალი.
              200 გრამი ნიორი.
              1 ლიტრი ზეთი.
              800 გრამი ტომატი.
              მარილი,ხმელი ქინძი,მშრალი წითელი წიწაკის ფხვნილი გემოვნებით.
              1.გაატარეთ მწარე და ბულგარული პილპილი,სტაფილო,ჭარხალი,მოათავსეთ დრუშლაგზე,წვენი გადაასხით.
              2.დაწურული მასა მოათავსეთ ცხელ 1 ლიტრა ზეთიან ქვაბში,დუღილს რომ დაიწყებს ჩაამატეთ ნიორი,ტომატი,მარილი,სუნელები.დააგემოვნეთ,თუ სიმწარე არ გყოფნით,დაამატეთ მწარე წიწაკის ფხვნილი.მიიყვანეთ სასურველ გემომდე.გააგრძელეთ დადუღება,ხშირად მოხადეთ ქაფი.
              გამზადებული აჯიკა ჩამოასხით პირთამდე სტერილიზებულ ხრახნიან ქილებში,დაახურეთ სტერილიზებული სახურავი./შეამოწმეთ სახურავები ახალი და დაუზიანებელი უნდა იყოს.
              3.გაამოთ! თუ მოზარდები გყავთ,მოეწონებათ.


              Posted by: tavadze 4 Nov 2012, 02:15
              ვინმეს გამოცდილება ხომ არ გაქვთ, კივი და კომში რამდენად კარგად მეგობრობენ ერთმანეთთან? rolleyes.gif rolleyes.gif

              Posted by: iaiameri 4 Nov 2012, 08:21
              tavadze
              ფეიხოა და კომში ძალიან მეგობრობენ

              კივზე არ მსმენია

              Posted by: tavadze 4 Nov 2012, 13:43
              iaiameri
              QUOTE
              tavadze
              ფეიხოა და კომში ძალიან მეგობრობენ

              ვოტ, ვოტ, ვოტ - ინწერესნა! up.gif
              გაიხარე, დიდი მადლობა.

              Posted by: guruliqali 5 Nov 2012, 11:47
              კომშის მომზადების და შენახვის საინტერესო ვარიანტი მასწავლეს და თქვენც გაგიზიარებთ.

              კანიანად თხლად დაჭრილი კომში მოვათავსოთ ოდნავ ღრმა (მაგ. ტორტის ფორმა) ჭურჭელში, ჭურჭელი შევდოთ ღუმელში და საშუალო სიმხურვალეზე მოვშუშოთ თავისივე ორთქლში (კარგად უნდა ჩაიშუშოს), შემდეგ მოშუშული კომში ჩავჭყლიტოთ, მოვაყაროთ შაქარი და შევაბრუნოთ ღუმელში, როგორც კი შაქარი შეწითლდება, გამოვიღოთ, ავურიოთ, (შეიძლება ცოტა ვანილიც დავამატოთ) და მოვათავსოთ ქილებში, შევინახოთ გრილ ადგილას.

              როგორც მირჩიეს, ასე შენახული კომში სრულად ინარჩუნებს ყველა დადებით თვისებას, აქვს შემწვარი კომშის არომატი, საუცხოოა ნამცხვრებში.

              Posted by: iren765 5 Nov 2012, 19:42
              tavadze

              QUOTE

              QUOTE
              tavadze
              ფეიხოა და კომში ძალიან მეგობრობენ

              ვოტ, ვოტ, ვოტ - ინწერესნა! 
              გაიხარე, დიდი მადლობა.

              ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ფეიხოიასა და კომშის მურაბა
              .მომზადება-
              2კგ.კომში დავჭერი,
              1კგ; ფეიხოიას ბუსუსებიანი თავი წავაჭერი,ჩანგლით დავჩხვლიტე.
              შემდეგ ადუღებულ წყალში ცალ-ცალკე 5- 10 წუთიანი ბლანშირება გავუკეთე.
              ამოვიღე თასზე.
              ცალკე თასზე ავადუღე 4 ჭიქა ბლანშირების შემდეგ დარჩენილი წვენი
              .ჩავაყარე შაქარი 3,5 კილოგრამი.
              წამოვადუღე,
              ჩავუშვი ჯერ კომში,15 წუთის შემდეგ ფეიხოა
              ,ვადუღე,დავამატე 1 პაკეტი კვიტინი,
              10 წუთი დუღილის შემდეგ ჩამოვასხი ქილებში./კვიტინით სწრაფად კეთდება,3-ჯერ წამოდუღება-გაციებისათვის არ მეცლება/.
              გემო აქვს ბარხატისებრი.ტკბილი კომშის არომატით,მაგრამ ბოლოს გიტოვებს ციტრუსის სასიამოვნო გემოს.სუნი აქვს ძალიან არომატული.სცადეთ,თქვენ უკეთესი გამოგივათ.
              ფერი აქვს გამჭვირვალე ქარვისფერი.

              Posted by: iaiameri 5 Nov 2012, 23:00
              QUOTE (tavadze @ 4 Nov 2012, 13:43 )
              iaiameri
              QUOTE
              tavadze
              ფეიხოა და კომში ძალიან მეგობრობენ

              ვოტ, ვოტ, ვოტ - ინწერესნა! up.gif
              გაიხარე, დიდი მადლობა.

              კომპოტთა შორის უკომპოტესი


              დედოფალია რა yes.gif yes.gif yes.gif

              Posted by: tavadze 6 Nov 2012, 00:46
              iren765
              iaiameri
              გაიხარეთ! აი, ამიტომაა ჭკვიან ხალხთან ურთიერთობა კარგი. yes.gif up.gif
              მაგრამ კივი ან კომშთან, ან ფეიხოასთან როგორ მიდის, არავინ იცით? yes.gif

              Posted by: mia_nano 6 Nov 2012, 17:18
              guruliqali
              გამარჯობა ეკა 2kiss.gif კომში და შაქარი რა რაოდენობით ავიღოთ, თუ მაცივარში ინახება და არ გაფუჭდება?
              iren765
              აუცილებლად გავაკეთებ მოვიხიბლე რეცეპტით smile.gif

              მკვახე პომიდორი დაამწნილეთ უკვე? შარშან ადრე მომივიდა ყიდვა და მეორეთაც გამიხდა ჩასადები

              Posted by: guruliqali 6 Nov 2012, 19:53
              mia_nano
              გამარჯობა, სად დაგვეკარგე?

              როგორც მითხრეს, მაცივარი არ უნდა, გრილ სარდაფშიც მშვენივრად ინახება. პროპორციებს ხვალისთვის დამიზუსტებენ და მოგწერ.
              2kiss.gif

              Posted by: ninoma 6 Nov 2012, 20:11
              guruliqali
              QUOTE
              მოვშუშოთ თავისივე ორთქლში

              ეს როგორ?
              ჭურჭელს ფოლგა გადავაფარო?
              ცოტა კომში მაქვს და მინდა ვცადო.

              Posted by: guruliqali 6 Nov 2012, 20:18
              ninoma
              არა, ღუმელში რომ ვდგამთ, სიმხურვალით თავისივე ორთქლში იშუშება, ფოლგა არ უთქვამს, მეც ვცდი ამ დღეებში.

              Posted by: forumeli007 7 Nov 2012, 10:59
              გოგოებო ძალიან დამავალებთ თუ ფეიხოასა და კომჭის კამპოტის რეცეპტს დამიწერთ, ძალიან მინდა გავაკეთო, ძალიან ძალიან, მომწერეთ გთხოვთ კარგი???

              Posted by: guruliqali 7 Nov 2012, 17:04
              mia_nano
              QUOTE
              კომში და შაქარი რა რაოდენობით ავიღოთ, თუ მაცივარში ინახება და არ გაფუჭდება?

              დავაზუსტე რეცეპტი და დავწერ, კომშის შენახვა შაქრით:
              კომში დავჭრათ თხელ ლებნებად, ამოვუღოთ გული, კანი დავტოვოთ, გავრეცხოთ, გამზადებულ 5 კგ კომშს ვასხამთ 1 ჭიქა წყალს, ვათავსებთ ქვაბში, დავაფაროთ მჭიდროდ თავსახური და შევდგათ ღუმელში დაახლოებით 1 სთ.
              ამ დროის შემდეგ გამოვიღოთ, დავსრისოთ, მასამ შეიძლება მოითხოვოს ნახევარი ჭიქა წყლის დამატება, გადავხადოთ თავზე და ისევ მოვათავსოთ ღუმელში, როცა კომში კარგად დარბილდება დავამატოთ შაქარი. 1 კგ კომშზე დაახლოებით 700-800 გრამი შაქარი (კომშზეა დამოკიდებული) და ისევ შევდგათ ღუმელში.
              როცა შაქარი შეწითლდება, გამოვიღოთ, მოვაყაროთ ვანილი (არ არის აუცილებელი), მოვათავსოთ ქილებში, შევფუთოთ მეორე დღემდე.
              ხვალ მომიტანენ ტკბილ კომშს, გავაკეთებ და დაწვრილებით რჩევებს +"ხეზე ასვლებსაც" შემოგთავაზებთ smile.gif.

              Posted by: ninoma 7 Nov 2012, 19:57
              forumeli007
              QUOTE
              გოგოებო ძალიან დამავალებთ თუ ფეიხოასა და კომჭის კამპოტის რეცეპტს დამიწერთ, ძალიან მინდა გავაკეთო, ძალიან ძალიან, მომწერეთ გთხოვთ კარგი???

              http://forum.ge/?f=82&showtopic=33697964&st=795
              მაგ გვერდს თუ ჩაყვებით იქ კიდევ არის რჩევები.
              შეიძლება შემდეგ გვერდზეც გრძელდება.
              გადაათვალიერეთ.

              Posted by: forumeli007 8 Nov 2012, 11:25
              ninoma
              დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის!!!! 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif რა კარგია რომ არ იზარებთ და მწერთ ხოლმე smile.gif

              Posted by: dogville 8 Nov 2012, 13:39
              სალამი მეგობრებო, დავიწყე კომშის მურაბის კეთება მაგრამ ვატყობ რომ ვერ მიდის რაღაც კარგად საქმე, არ ვენდე რეცეპტს და წყალი დავამატე ჩემი ჭკუით შესაბამისად ძალიან ბევრი სითხე შეიყენა sad.gif((

              http://pix.ge/

              Posted by: ninicool 8 Nov 2012, 15:57
              dogville
              არაუშავს, რომ დაასრულებ, ჟელედ გადაიქცევა მურაბის წვენი და ცალკე შეინახე. ან თუ შაქარი არ მიგიმატებია, მოაკელი ცოტა. ცოტა მეტი შაქარიც დაგჭირდეს შეიძლება.

              Posted by: dogville 8 Nov 2012, 18:22
              ninicool
              ვაიმე მართლა sad.gif(((((( დავიღუპე მაგ კომშები თუ ჟელედ გადაიქცა, ქმარმა შეკვეთა მომცა მაგრები უნდა იყოსო sad.gif(((((( რა ვქნა sad.gif

              Posted by: ninicool 8 Nov 2012, 18:29
              dogville
              QUOTE
              დავიღუპე მაგ კომშები თუ ჟელედ გადაიქცა, ქმარმა შეკვეთა მომცა მაგრები უნდა იყოსო

              კომშები არა, წვენისგან მიიღება ჟელესებური მასა გაციების შემდეგ. თუ არადა კომშის მურაბაზე ნერვიულობაც არ გამიგია.

              Posted by: dogville 8 Nov 2012, 18:43
              ninicool
              ნუ ნერვიულობის რა გითხრა, უბრალოდ სასტიკად არ მინდა რომ წყალში ჩაყრილი გამომივიდეს შრომა და ჩემი ქმრის ყბიდან რა ამოვა კიდე smile.gif)))))

              Posted by: MITIATO 8 Nov 2012, 21:46
              შეიძლება წერია სადმე უკვე, მაგრამ არ მიძაბნია თემაში.
              შეგიძლიათ მირჩიოთ ხილი როგორ შევინახო ცოცხლად მშრალი ყინვის საყინულეში?
              უბრალოდ კოლოფში ჩავყარო და საყინულეში შევდო თუ რამე სხვაც ჭირდება გალღვობის მერე რომ არ მოიმჩვაროს და ლამაზად გამოიყურებოდეს?
              მადლობა წინასწარ. smile.gif

              Posted by: mia_nano 8 Nov 2012, 22:10
              guruliqali
              მადლობა ეკა 2kiss.gif რაც შეეხება ხეზე ასვლას გავრჩი ალუბალზე წელს tongue.gif ძლივს ჩამომიღეს იქიდან gigi.gif

              Posted by: Tinker Bell 9 Nov 2012, 13:57
              კარალიოკის მურაბა თუ გაგიკეთებიათ ვინმეს და როგორია???
              * * *
              ხოდა კიდე რა მაინტერესებს, ადესისგან რა შეიძლება გავაკეთო??? მირჩიეთ რაა
              * * *
              ninia84
              guruliqali
              დანიურში მეც ვნახე ეგ ქილები. მაგრამ ძალიან ძვირია. ვიფიქრე სხვაგან იქნებ იაფად იყოსთქო სადმე.

              Posted by: guruliqali 9 Nov 2012, 14:31
              Tinker Bell
              QUOTE
              ადესისგან

              კომპოტი კომშთან და სხვა ხილთან ერთად, საწებელი ბროწეულთან ერთად და მარტო ადესითაც, ტკბილი წვენი.

              Posted by: ninavia 9 Nov 2012, 15:11
              Tinker Bell მე გამიკეთებია და კარგია, განსხვავებული გემო აქვს... ადესისგან შეგიძლია კომპოტი ან წვენი გამოხადო.

              Posted by: guruliqali 9 Nov 2012, 15:27
              MITIATO
              QUOTE
              შეგიძლიათ მირჩიოთ ხილი როგორ შევინახო ცოცხლად მშრალი ყინვის საყინულეში?

              აქ ყველაზე კარგად არის ახსნილი:
              http://ratatui.me/2012/05/04/rogor-gavkinot-xili-da-bostneuli/

              Posted by: MITIATO 9 Nov 2012, 16:48
              guruliqali

              დიდი მადლობა 2kiss.gif

              Posted by: mia_nano 11 Nov 2012, 15:47
              Tinker Bell
              თუ ბევრი გაქვს ბადაგი გააკეთე, არაჩვეულებრივი ფელამუშის მომზადება შეგიძლია პერიოდულად, სახალისოდ ცოტა ჩურჩხელის, გაზავებულს წვენათაც გამოიყენებ, ვაშლი და კომში სულ არის და სახელდახელო კომპოტის მოდუღებაც შეიძლება

              Posted by: Tinker Bell 12 Nov 2012, 16:58
              mia_nano

              ფელამუშისთვის ბადაგს ვაკეთებთ ხოლმე, რამე განსხვავებული მაინტერესებდა რა კეთდება. smile.gif მადლობა :*
              * * *
              guruliqali

              ბროწეულთან ერთად არ ვიცოდი საწებელი მადლობა :* ტყემალთან ერთად გავაკეთეთ და ძალიან გემრიელი გამოვიდა.

              Posted by: drozera 13 Nov 2012, 16:51
              guruliqali
              QUOTE
              drozera
              QUOTE
              ვინც პლასტმასში დებთ მწნილებს

              სამწუხაროდ, ვერაფერს გირჩევ, არასოდეს გამიკეთებია პლასტმასში, ალბათ უფრო გამოცდილებიც შემოგეხმიანებიან.... ან, თუ არავინ აღმოჩნდა ასეთი, შენს რჩევებს მოვისმენთ მოგვიანებით smile.gif

              აი ჩემი პლასტმასში ჩადებული ყვავილოვანი კომბოსტო, მწნილინის ასორტში biggrin.gif რა თქმა უნდა, ლობიოსთან ერთად.
              დიდი მადლობა ყურადღებისთვის, თქვენ უპასუხოდ არასდროს მტოვებთ ხოლმე smile.gif

              http://pix.ge/

              Posted by: mia_nano 14 Nov 2012, 14:20
              drozera
              ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება

              ბოსტნეულის ხიზილალის რეცეპტს შემოგთავაზებთ, იოლია და გემრიელი, ვიტამინების საბადო
              1კილო წითელი ბულგარული წიწაკა
              1კილო სტაფილო
              1კილო ჭარხალი
              2 ან 3 თავი ნიორი
              2 სადილის კოვზი უცხო სუნელი
              2 სადილის კოვზი ხმელი ქინძი
              500 მლ ზეთი, მარილი და მწარე წიწაკა გემოვნებით
              700 გრ ტომატის პასტა
              ავადუღებთ ზეთს და ჩავუშვებთ ტომატის პასტას, ვადუღებთ 5 წთს, ჩავურევთ გატარებულ ბოსტნეულს და სუნელების ნახევარს, + მარილს, ვადუღებთ 40-50 წთ ძალიან დაბალ ცეცხლზე, გადმოდგმამდე 5 წუთით ადრე ჩავურევთ დარჩენილ სუნელებს და ცხელს ჩავასხავთ ხრახნიან ქილებში

              Posted by: mia_nano 16 Nov 2012, 16:23
              iren765
              მოკლედ დიიდი მადლობა მინდა გითხრა 2kiss.gif ეს რა არომატული მურაბის რეცეპტი გვასწავლე, ერთი პორცია გამინახევრეს უკვე და ახლა მორის მოხარშვას ვაპირებ, ყველას გირჩევთ მოამზადოთ ირენის კომშის და ფეიხოას მურაბა მართლა უცხო და გემრიელია chups.gif

              Posted by: mzi 26 Feb 2013, 16:37
              გუდვილში ვიყიდე სამურაბე შაქარი, კივის მურაბა მინდა გავაკეტო, ხომ არ მირჩევთ რამეს????

              Posted by: ninavia 27 Feb 2013, 13:02
              mzi მე გავაკეთე კივის მურაბა, საზამთროს მურაბის რეცეპტით და კარგი გამოვიდა, თავისებური არომატით.

              Posted by: გვ@ნც@ 6 Apr 2013, 16:33
              ხომ ვერ მეტყვით, ვინმეს გაგიკეთებიათ ვარდის მურაბა? სად შოულობთ , სად იყიდება ხოლმე?

              Posted by: ninicool 6 Apr 2013, 23:12
              გვ@ნც@
              QUOTE
              ხომ ვერ მეტყვით, ვინმეს გაგიკეთებიათ ვარდის მურაბა? სად შოულობთ , სად იყიდება ხოლმე?

              ბავშვობაში, მახსოვს, ბაღში გვქონდა სამურაბე ვარდი. ახლა სოფელში ვყიდულობთ ხოლმე.

              Posted by: nia4u 11 Apr 2013, 17:50
              გოგოებო, ჯონჯოლის მწნილის რეცეპტი მინდა
              და დამეხმარეთ რა.
              გუგლმა რაც ამომიგდო, ყველა თამარ ლომიძის მიხედვით არის
              და ეგ ვარიანტი არ მომწონს, წვენი აკლდება და შავდება.
              და სხვა ვარიანტი ხომ არ იცით ვინმემ?

              გვ@ნც@
              ბაზარში არის ხოლმე, სოფლელი ბებოები ყიდიან-ხოლმე.
              მე ლომიძის მიხედვით გამიკეთებია და კარგი გამოდის.
              თუ არ გაქვს ლომიძის წიგნი, დაგიწერ რეცეპტს.
              * * *
              ვიპოვე auau-ს არაჩვეულებრივად დაწერილი რეცეპტი და დავაკოპირებ, სეზონია ჯონჯოლის და ვინმეს, ჩემნაირს გამოადგება smile.gif
              დიდი მადლობა auau 2kiss.gif

              QUOTE
              საერთოდ ხის კასრში დებენ, მაგრამ ემალის ან უჟანგავი  ლითონის(ნერჟავეიკა) ქვაბშიც შეგიძლია.
              I ვარიანტი - ფენა -ფენა ჩააწყე ჯონჯოლის მტევნები და თან მარილი აყარე. დაადე სიმძიმე, დაახურე და დადგი, დანარჩენს თვითონ იზამს.
              II სწრაფი ვარიანტი - ჯონჯოლი ჩატენე მაგრად ქვაბში. გააკეთე ხსნარი - 1ლ წყალი + 2 ს/კ მარილი + 1ს/კ ძმარი ან 1ჩ/კ ძმრის ესენცია. დაასხი, დაადე სიმძიმე და 3-4 დღეში იქნება. თუ ძმარს არ დაასხავ, უკეთესია, თვითონ ჩამჟავდება, მაგრამ ცოტა მეტი დრო უნდა. ალბათ ამ ვარიანტს გირჩევდი. წყალი და მარილი წამოადუღე და გააციე. იოდიანი მარილი არ იხმარო. მინის ქილებში თუ ჩადებ, გარედან შავი ცელოფანი შემოაკარი, რომ ჯონჯოლი არ გამუქდეს. იგივე შეგიძლია აკაციის გაუშლელი კვირტებიანი მტევნებით გააკეთო, თუ მანდ არ არის ჯონჯოლი


              Posted by: გვ@ნც@ 11 Jun 2013, 16:41
              nia4u ვერ ვიშოვე ვარდის ფურცლები წელს sad.gif ბებოს რეცეპტი მაქვს და მინდოდა გამომეცადა ....

              კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს, დასპირტულ ალუბალს როგორ ინახავთ? ძალიან მომწონს, არომატულია, დოზები ხომ არ შეგიძლიათ რომ დამიწეროთ ვინმემ smile.gif

              Posted by: pleita 14 Jun 2013, 22:00
              ბავშვებო ახლა რა ხდება, ვიყიდე 15 კგ ალუბალი, ჰოდა გარჩევა რომ დავიწყე თურმე ბალი მიყიდია lol.gif

              ჰოდა რა ვუყო ახლა ამ 15 კგ წითელ ბალს?? user.gif

              ან მურაბა ან კომპოტი გამოვა??? ცოტა მალე მიპასუხეთ მიდგას აქ საცოდავად წინ biggrin.gif

              Posted by: guruliqali 14 Jun 2013, 22:26
              pleita
              მაგ. 2-3 კგ გაყინე (ზამთარში გამოიყენებ ნამცხვრებში), 1 კგ - კექსი გააკეთე "კექსი ბლით" კარგი რეცეპტია
              http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=776
              მურაბაც შეიძლება (კურკა ადვილად ცილდება?) და კომპოტიც, ცოტა შემოგეჭმება და ასე... ჰო, ატამთან ერთად შეგიძლია წვენიც გააკეთო თავაძის რეცეპტით, გემრიელი გამოვა.

              Posted by: pleita 14 Jun 2013, 22:39
              guruliqali
              კექსის კეთების თავი არ მაქვს ახლა, თან ცხელა mo.gif
              კომპოტი? და მატლები რომ გამოუვიდეს? sad.gif კურკის გაცლა ჯერ არ მიცდია... მივაგდე გაბრაზებულმა user.gif

              Posted by: nia4u 14 Jun 2013, 22:44
              გვ@ნც@
              კიდევ შეიძლება ვარდის შოვნა, უფრო გვიანაც გამიკეთებია smile.gif

              ალუბალს რაც შეეხება, "ვიშნოვკა"-ს რასაც ეზახიან არ გამიკეთებია,
              მაგრამ "საშობაო", სადაც ალუბალიც შედის სხვა ხილთან ერთად,
              ასე კეთდება:
              1კგ.ხილი+ნახევარი კილო შაქარი+ნახევარი ლიტრი ხორბლის სპირტი.
              დიდ ჭურჭელში იწყებ და ყველა სეზონურ ხილს ამატებ თავის წილ შაქართან და სპირტთან ერთად.
              ძალიან გემრიელია smile.gif

              Posted by: tavadze 14 Jun 2013, 22:52
              guruliqali
              QUOTE
              თავაძის რეცეპტით,

              ლოოოოოოოოოოოოლ - ესღა მაკლდა! biggrin.gif biggrin.gif აჯიკებით, ტორტებით და ყვავილოვანი კომბოსტოთი ომ გავიტქვი სახელი, ახლა ახალ ასპარეზს ვითვისებ. biggrin.gif
              თუმცა ატამთან ერთად რა გამოვა, არ ვიცი, მაგრამ ცალკე თუ გააკეთებს, კარგი იქნება, ბლისგან მასისგან კი მურაბის გაკეტებაც შეიძლება - გამოუკურკავად. rolleyes.gif rolleyes.gif
              (პ.ს.მურაბათუგაფუჭდესმეარდამაბრალოთარასოდეს გამომიცდია).

              Posted by: ninicool 14 Jun 2013, 23:15
              pleita
              QUOTE
              კექსის კეთების თავი არ მაქვს ახლა, თან ცხელა კომპოტი? და მატლები რომ გამოუვიდეს?  კურკის გაცლა ჯერ არ მიცდია... მივაგდე გაბრაზებულმა

              ჩაყარე წყალში ცოტა ხანს და თუ მატლები ჰყავს, მართლა გამოუვა და მერე გააკეთე კომპოტი.

              არ უნდა კურკების გამოცლა. ან მოხარშე და წვენი შეინახე ზამთრისთვის.

              Posted by: Tinker Bell 17 Jun 2013, 23:30
              ვარდის ფურცლები მეც მინდა მურაბისთიის. ვინმეს არ შეგხვედრიათ არსად? ბავშობის მერე მაგ მურაბაზე ვოცნებობ და ვერსად ვნახე ეგ ვარდი.

              Posted by: jadvari 21 Jun 2013, 13:08
              Tinker Bell
              QUOTE
              ვარდის ფურცლები მეც მინდა მურაბისთიის. ვინმეს არ შეგხვედრიათ არსად? ბავშობის მერე მაგ მურაბაზე ვოცნებობ და ვერსად ვნახე ეგ ვარდი.


              ყოველ წელიწადს ვაკეთებდით ვარდის მურაბას, მაგრამ ყველაზე გემრიელი და არომატული გამოდის ასკილით. დავდიოდით სოფელში და ვაგროვებდით. წინა კვირას ჩარგალში ვიყავი და ჟინვალიდან მოყოლებული სავსე იყო. კინაღამ ული გამისკდა, რომ ვერ მოვკრიფე. რამოდენიმე წელია ვეღარ გავაკეთეთ და მეც ძალიან მენატრებოდა.
              ხოდა მარკეტებში მივაგენი "კულა"-ს ფირმის მურაბებს და მათ შორის ვარდის მურაბასაც. ხოდა მინდა გითხრა საკმაოდ გემრიელია და სურვილი დავიკმაყოფილე.

              Posted by: სერაფიტი 1 Jul 2013, 16:30
              ბლის და გარგარის მურაბის გაკეთებას ვაპირებ.
              მაინტერესებს, საზოგადოდ რომელი წესით ჯობია გაკეთება: შაქარს რომ დააყრი, გააჩერებ და მერე ნელ ცეცხლზე რამდენჯერმე ადუღებ
              თუ სიროფს რომ ცალკე აკეთებ და იმაში ყრი მერე ნაყოფს...

              ორივენაირი რეცეპტები დევს და რა სხვაობაა არსებითი მაინტერესებსsmile.gif

              Posted by: jadvari 6 Jul 2013, 15:30
              მე პირადად ყოველთვის შაქარდაყრილს ვაკეთებ ხოლმე და ძალიან მომწონს.



              ხოდა რა მაინტერესებს. ვაშლატამასგან თუ გაგიკეთებიათ ვინმეს ან თუ შეიძლება საერთოდ გაკეთება კომპოტის ან რამის

              Posted by: astridi 9 Jul 2013, 19:59
              rtuli
              rtuli
              სალამი რთული smile.gif თქვენი კონფიტიურის რეცეპტში კვიტინის გარეშე გაფუჭდება 10 წუთიანი ჟოლოს მურაბა?

              Posted by: massima 19 Jul 2013, 11:14
              ხალხო, ეს 85 გვერდი აღარ წამაკითხოთ რა. წინასწარ ბოდიშს ვიხდი, ეგებ წერია კიდეც და ხელახლა ვსვამ ამ შეკითხვას...

              ატმის ჯემის გაკეთება მინდა კვიტინით და როგორ ვქნა? ასეთი იდეა მაქვს და გამომივა?

              გავხეხავ 1 კგ ატამს
              დავუმატებ 1კგ.მდე შაქარს
              5 წუთი ვადუღებ, მერე კვიტინს დავამატებ (1 პაკეტს)
              კიდევ 5 წუთი ვადუღებ და ეგაა

              ჰა???? smile.gif

              Posted by: guruliqali 19 Jul 2013, 12:07
              massima
              http://forum.ge/?showtopic=33697964&view=findpost&p=15170094

              მე გამიკეთებია ამ რეცეპტით და ძალიან კარგი გამოდის,
              სარჩევს გადახედე ხოლმე და მოძებნი სასურველ რეცეპტს.
              ვაიმე, იმავე გვერდზე, ძველ რეცეპტში რა საინტერესო რაღაცებია... აუცილებლად უნდა გავაკეთო.

              Posted by: fermina 19 Jul 2013, 12:11
              საზამთროს მურაბა sad.gif

              იქნებ კულას ჰქონდეს.... rolleyes.gif

              არადა ერთხელ გავაკეთე დიდი ხნის წინ და ძალიან კარგი გამოვიდა. მეზარება და თან ისეთი კანიც აღარ აქვთ ამ საზამთროებს, სამურაბედ რომ გამოდგეს smile.gif

              Posted by: massima 19 Jul 2013, 12:14
              guruliqali
              გაიხარე, მადლობა დიდი smile.gif

              Posted by: ucha95 7 Aug 2013, 23:49
              Marketing campaign

              http://www.marketing4campaign.com

              Posted by: catherina_10 8 Aug 2013, 13:07
              ვაშლის ხილფაფა როგორ გავაკეთო? აქ არის სადმე რეცეპტი?

              Posted by: saba444 9 Aug 2013, 22:07
              დათალეთ, დაჭერით და 1;1-ზე ფენა-ფენა მოაყარეთ შაქარი, გააჩერეთ დილამდე.
              შემდეგ დაამატეთ ძმარი(10 კგ-ზე 1 ჭიქა)
              შემოდგით ცეცხლზე მზადყოფნამდე.

              Posted by: ninicool 9 Aug 2013, 23:06
              სერაფიტი
              QUOTE
              ბლის და გარგარის მურაბის გაკეთებას ვაპირებ.მაინტერესებს, საზოგადოდ რომელი წესით ჯობია გაკეთება: შაქარს რომ დააყრი, გააჩერებ და მერე ნელ ცეცხლზე რამდენჯერმე ადუღებთუ სიროფს რომ ცალკე აკეთებ და იმაში ყრი მერე ნაყოფს...

              სეროფი იმითაა უკეთესი, რომ შაქარს გააკონტროლებ და ნაკლები სჭირდება ხოლმე, როგორც წესი. შაქარდაყრილი იოლია უფრო, მაგრამ ხან მავიწყდება ხოლმე რამდენი ჩავაყარე და ძალიან ტკბილი გამოდის.

              გარდა ამისა, ზოგი შაქარი მეტად ატკბობს, ზოგი - ნაკლებად, ამიტომ სეროფი უკეთესია ჩემი აზრით, თუმცა ცოტა საწვალებელია.

              Posted by: tikusha 9 Aug 2013, 23:14
              გოგოებო ატმის კომპოტის მომზადება მინდა თუა სადმე დაწერილი დამილინქეთ გთხოოოვთ

              Posted by: gloneli 10 Aug 2013, 01:27
              ninicool
              QUOTE
              სეროფი იმითაა უკეთესი, რომ შაქარს გააკონტროლებ და ნაკლები სჭირდება ხოლმე

              რას ქვია ნაკლები შაქარი სჭირდება?!
              tikusha
              QUOTE
              გოგოებო ატმის კომპოტის მომზადება მინდა თუა სადმე დაწერილი დამილინქეთ გთხოოოვთ

              ქილებით გინდა ზამთრისთვის შესანახად თუ სახელდახელოD?

              Posted by: ninicool 10 Aug 2013, 19:57
              gloneli
              QUOTE
              რას ქვია ნაკლები შაქარი სჭირდება?!

              კი, ტკბილი გამომდის ხოლმე ნამეტანი, როცა პირდაპირ ვაყრი და სეროფს თუ ვაკეთებ, ვსინჯავ გემოს და არც სათვალავი მერევა რამდენი დავაყარე.

              Posted by: TT-KK 11 Aug 2013, 17:36
              ninicool
              სეროფი ყველა მურაბას არ ჭირდება, მაგ. კენკრა, ბალი, შინდი,ალუბალი, ყურძენი,მარწყვი,ჟოლო,მაყვალი,ტყემალი,ქლიავი,ატამი,გარგარი და სხვა იმდენ წვენს უშვებს რომ ჯობია შაქარი დააყარო და უწყლოდ მოხარშო, ნორმალური კონსისტენცია ექნება.პროპორცია ძირითადად 1:1
              კაკლის და საზამთროს მურაბას აუცილებლად სეროფი ჭირდება.
              ლეღვის და კომშის მურაბასაც სეროფი უნდა, ოღონდ ძალიან ცოტა წყალი ჭირდება.

              Posted by: rtuli 11 Aug 2013, 21:58
              TT-KK
              QUOTE
              სეროფი ყველა მურაბას არ ჭირდება, მაგ. კენკრა, ბალი, შინდი,ალუბალი, ყურძენი,მარწყვი,ჟოლო,მაყვალი,ტყემალი,ქლიავი,ატამი,გარგარი და სხვა იმდენ წვენს უშვებს რომ ჯობია შაქარი დააყარო და უწყლოდ მოხარშო, ნორმალური კონსისტენცია ექნება.პროპორცია ძირითადად 1:1
              კაკლის და საზამთროს მურაბას აუცილებლად სეროფი ჭირდება.
              ლეღვის და კომშის მურაბასაც სეროფი უნდა, ოღონდ ძალიან ცოტა წყალი ჭირდება.

              +1

              Posted by: ninicool 11 Aug 2013, 22:21
              TT-KK
              QUOTE
              სეროფი ყველა მურაბას არ ჭირდება, მაგ. კენკრა, ბალი, შინდი,ალუბალი, ყურძენი,მარწყვი,ჟოლო,მაყვალი,ტყემალი,ქლიავი,ატამი,გარგარი და სხვა  იმდენ წვენს უშვებს რომ ჯობია შაქარი დააყარო და უწყლოდ მოხარშო, ნორმალური კონსისტენცია ექნება.პროპორცია ძირითადად 1:1    კაკლის და საზამთროს მურაბას აუცილებლად სეროფი ჭირდება.    ლეღვის და კომშის მურაბასაც სეროფი უნდა, ოღონდ ძალიან ცოტა წყალი ჭირდება.

              მე მურაბა არ მიგულისხმია, კომპოტზე ვსაუბრობდი. მურაბებს არც ვჭამ და აღარც ვაკეთებ.

              აუჰ, იქ მურაბა წერია, ახლა ვნახე, ნეტა კომპოტი საიდან მომელანდა biggrin.gif

              Posted by: butka85 13 Aug 2013, 23:01
              გამარჯობა დედამ მთხოვა მომეძებნა ინტერნეტში შუშა კიტრის წნილის მომზადების რეცეპტი, ეგეთი რამე საერთოდ არაა ნახსენები არსად რო შუშა კიტრისგან ვინმე მწნილს აკეთებდეს... და გადავწვიტე აქ მეკითხა... ვისაც კითხა ყველამ შუშა კიტრისგან ვინ აკეთებსოზამთრისთვის ანუ არ ხუფავენო...

              არადა უგემრიელესია ზამთარში 5-7 ლარი ღირს კილო ბაზარში და ამიტომ გადაწყვიტა სახლში გაეკეთებინა

              იმედია ვინმემ იცით ამის შესახებ რამე და დაწერთ

              Posted by: tikusha 13 Aug 2013, 23:41
              QUOTE (gloneli @ 10 Aug 2013, 01:27 )
              tikusha
              QUOTE
              გოგოებო ატმის კომპოტის მომზადება მინდა თუა სადმე დაწერილი დამილინქეთ გთხოოოვთ

              ქილებით გინდა ზამთრისთვის შესანახად თუ სახელდახელოD?

              ზამთრისთვის შესანახად მინდა smile.gif არასოდეს გამიკეთებია არანაირი კომპოტი

              Posted by: rtuli 14 Aug 2013, 00:30
              butka85
              QUOTE
              გამარჯობა დედამ მთხოვა მომეძებნა ინტერნეტში შუშა კიტრის წნილის მომზადების რეცეპტი, ეგეთი რამე საერთოდ არაა ნახსენები არსად რო შუშა კიტრისგან ვინმე მწნილს აკეთებდეს... და გადავწვიტე აქ მეკითხა... ვისაც კითხა ყველამ შუშა კიტრისგან ვინ აკეთებსოზამთრისთვის ანუ არ ხუფავენო...

              არადა უგემრიელესია ზამთარში 5-7 ლარი ღირს კილო ბაზარში და ამიტომ გადაწყვიტა სახლში გაეკეთებინა

              იმედია ვინმემ იცით ამის შესახებ რამე და დაწერთ

              გამარჯობა smile.gif
              სიმართლე გითხრა არასოდეს გამიკეთებია და არც მინახია მწნილად ჩადებული(ზამთრისთვის)....თუმცა საინტერესოა რატომაც არა,ეგ ხომ კიტრია smile.gif

              რაც შეეხება ბაზარში ნაყიდსს მაგ მწნილს სხვანაირად ამწნილებენ,კასრებში,ცოტა სხვა მეთოდით yes.gif

              Posted by: gloneli 14 Aug 2013, 00:52
              tikusha
              QUOTE
              ზამთრისთვის შესანახად მინდა   არასოდეს გამიკეთებია არანაირი კომპოტი

              აიღე დავუშვათ 3 ლიტრიანი ქილა,ჩაყარე გარეცხილ-გასუფთავებული ხილი,დააყარე 3 ჭიქა შაქარი,(ადრე თლილ ჭიქებს ეძახდნენ,200 გრამიანი იყო)დაასხი წყალი,ტავზე დააფარე გარეცხილი ხუფი,ჩადგი წყლიან ქვაბში,რომელშიც ჩაფენილი გექნება რაიმე,რომ სტერილიზაციის დროს ქილა არ გატყდეს ქვაბთან შეხებისასქვაბსაც დააფარე თავსახური,როცა ქვაბში ჩასხმული წყალი ადუღდება,იმ წამიდან ნახევარი საათის შემდეგ ამოიღე ფაქიზად და მოხუფე.
              შაქარი ემატება ქილას იმდენი ჭიქა,რამდენი ტევადობისაცაა თავად ქილა,მაგალითად,თუ 2 ლიტრიანია 2 ჭიქა შაქარი,1 ლირტრიანს 1 ჭიქა და ა,შ
              არც მე მომიმზადებია არასდროს,მაგრამ ასე ამზადებენ

              Posted by: tikusha 14 Aug 2013, 10:20
              gloneli
              დიდი მადლობა smile.gif
              * * *

              Posted by: butka85 14 Aug 2013, 17:57
              rtuli

              QUOTE
              ,ცოტა სხვა მეთოდით


              ხომარიცი ეგ მეთოდიც? smile.gif

              ძალიან გემრიელია და ეტყობა არ მწნილდებაა როგორც ჩვეულებრივი კიტრიი?

              Posted by: thug 24 Aug 2013, 08:37
              მოხარშული კვერცხის მწინლი ვის გაგისინჯავთ? smile.gif

              არც ისე ძნელი ყოფილა გაკეთება

              ვინმე თუ ცდით დაწერეთ მე მეზარება გაკეთება biggrin.gif

              http://www.food.com/recipe/pickled-eggs-29150

              Posted by: eleven 24 Aug 2013, 21:58
              კიტრი უნდა დავამჟავო ზამთრისთვის, 6 კილო ჩამომიტანა მეუღლემ კახეთიდან, ხოდა პიკულები არაა, ჩვეულებრივია, რეცეპტი მჭირდება პირველად ვაკეეთებ და შთაბეჭდილება უნდა მოვახდინო :დ ველოდები რეცეპტებს, მადლობა წინასწარ.

              Posted by: ninoma 27 Aug 2013, 22:39
              eleven
              http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=1226&Itemid=55
              კომენტარებში მოსახუფი კიტრის მწნილის რეცეპტიც არის
              * * *
              eleven
              http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=1226&Itemid=55
              კომენტარებში მოსახუფი კიტრის მწნილის რეცეპტიც არის
              * * *
              eleven
              http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=1226&Itemid=55
              კომენტარებში მოსახუფი კიტრის მწნილის რეცეპტიც არის

              Posted by: დოლორეს 10 Sep 2013, 17:18
              QUOTE (gloneli @ 14 Aug 2013, 00:52 )
              tikusha
              QUOTE
              ზამთრისთვის შესანახად მინდა   არასოდეს გამიკეთებია არანაირი კომპოტი

              აიღე დავუშვათ 3 ლიტრიანი ქილა,ჩაყარე გარეცხილ-გასუფთავებული ხილი,დააყარე 3 ჭიქა შაქარი,(ადრე თლილ ჭიქებს ეძახდნენ,200 გრამიანი იყო)დაასხი წყალი,ტავზე დააფარე გარეცხილი ხუფი,ჩადგი წყლიან ქვაბში,რომელშიც ჩაფენილი გექნება რაიმე,რომ სტერილიზაციის დროს ქილა არ გატყდეს ქვაბთან შეხებისასქვაბსაც დააფარე თავსახური,როცა ქვაბში ჩასხმული წყალი ადუღდება,იმ წამიდან ნახევარი საათის შემდეგ ამოიღე ფაქიზად და მოხუფე.
              შაქარი ემატება ქილას იმდენი ჭიქა,რამდენი ტევადობისაცაა თავად ქილა,მაგალითად,თუ 2 ლიტრიანია 2 ჭიქა შაქარი,1 ლირტრიანს 1 ჭიქა და ა,შ
              არც მე მომიმზადებია არასდროს,მაგრამ ასე ამზადებენ

              ეს მეთოდი ე.წ. ხრახნიან ქილებზეც გამოდგება?

              აი დაკონსერვებული პროდუქტი რომ იყიდება,იმ ქილებს ვგულისხმობ,იმდენი დავაგროვე,იმედია ტყუილად არა. biggrin.gif

              Posted by: ninoma 10 Sep 2013, 17:34
              დოლორეს
              QUOTE
              ეს მეთოდი ე.წ. ხრახნიან ქილებზეც გამოდგება?

              yes.gif
              შარშან ატმის კომპოტი გავაკეთე.

              Posted by: დოლორეს 10 Sep 2013, 17:45
              ვერსად ვერ ვიპოვე ვერც ფორუმზე და ვერც ნეტში,ჭანჭურის მურაბის რეცეპტი.
              ჩVენთან რომ ჭანჭურია,იმაზე დიდია ნაყოფი.
              კომპოტს კაი გავაკეტებბ ასე როგორც ზემოთ,მაგრამ დავიბენი ზედა კომენტარზე:
              QUOTE
              ,ქლიავი,ატამი,გარგარი და სხვა  იმდენ წვენს უშვებს რომ ჯობია შაქარი დააყარო და უწყლოდ მოხარშო, ნ

              ანუ წყალი საერთოდ არ უნდა?
              არ ჩასქელდება?
              არ მინდა რომ ჩამიშაქრდეს,პირველად ვაკეთებ და არ ვიცი როგორ სჯობს.
              როგორი ცეცხლი უნდა დაბალი თუ საშუალო?

              დამეხმარეთ რა.


              ninoma
              დიდი მადლობა,ჭანჭურზეც ხომ არ იცით?

              Posted by: jadvari 10 Sep 2013, 18:26
              დოლორეს
              QUOTE
              ეს მეთოდი ე.წ. ხრახნიან ქილებზეც გამოდგება?

              კიი ორი წელია ვაკეთებთ. ოღონდა სტერილიზაციის დროს ხუფები თავზე უნდა ეფაროს. დუღილიდან 20 წუთის შემდეგ ფრთხილად ამოიღებ, რომ ჰაერი არ შეეპაროს და ხუფს მოუჭერ . გადასარევია და ადვილი მოსახუფი

              Posted by: ninoma 10 Sep 2013, 18:32
              დოლორეს
              QUOTE
              ჭანჭურზეც ხომ არ იცით?

              no.gif
              აბა ამ რეცეპტებს გადახედეთ, იქნებ გამოგადგეთ.
              http://cook.boom.ge/index.php?m=516&cat_id=69&pid=2164
              http://cook.boom.ge/index.php?m=516&cat_id=69&pid=2163

              Posted by: maknatuna 13 Sep 2013, 23:40
              გამარჯობა
              შინდის ჯემი მინდა გავაკეთო, მაგრამ რეცეპტი ვერსად ვნახე.

              იმედია დამეხმარება ვინმე smile.gif

              Posted by: tikusha 14 Sep 2013, 10:10
              აი ამ ხრახნიან ქილებს ვერ დავუმუღამე რაააა, როგორ ხსნით მერე?? ძალიან მიჭირს ხოლმე გახსნა მთელი ოჯახი ჩართული ვართ ხოლმე რომ მოვხსნათ თავსახური ქილას biggrin.gif

              Posted by: 200000 14 Sep 2013, 10:16
              tikusha
              აიღე დანა და დანის წვერი შეყავი ქილასა და თავსახურს შორის რომ ადგილია , ოდავ გაწიე თავსახურის კიდე და მერე ადვილად იხსნება.

              იმედია გასაგებად ავხსენი , თუმცა მეეჭვება biggrin.gif

              Posted by: tikusha 14 Sep 2013, 10:34
              200000
              მეც ეგრე ვქიცევი, მაგრამ ყოველთვის არ გამომდის და ვჭრი ქილის თავსახურებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

              Posted by: rtuli 14 Sep 2013, 11:45
              maknatuna
              QUOTE
              გამარჯობა
              შინდის ჯემი მინდა გავაკეთო, მაგრამ რეცეპტი ვერსად ვნახე.

              იმედია დამეხმარება ვინმე

              მოადუგე სეროფი :
              1 ჭიქა წყალი+1 კილო შაქარი,დაბალ ცეცხლზე
              მერე ჩაყარე შინდი 1 კილო,სიროფი თბილი უნდა იყოს....
              წამოადუღე 15 წუთი და გააცივე,ისევ წამოადუღე 15 წუთი და გააცივე,და კიდევ ერტხელ იგივე,თან უნდა მოხადო ქაფი....მერე ჩაასხი ქილებში და შეინახე....

              Posted by: ninicool 14 Sep 2013, 12:07
              ატმის ჯემს როცა აკეთებთ გათლა სჭირდება თუ კანიანად აკეთებთ?


              Posted by: unicode 14 Sep 2013, 18:14
              ხალხო,წითელი ტყემლის მოხარშვის მერე დარჩენილი ნახარში ისეთი კარგია,რომ მენანება გადასაქცევად,არც მწარე არაა.თან ცოტა ზედმეტად მომეხარშა მგონი ტყემალი და ანუ კარგი წვენი დაყენდა.ამ წვენს მგონი დაადუღებენ ხოლმე და ინახავენ,მერე ფელამუშს აკეთებენ მგონი.აბა თქვენც გამიზიარეთ რა შეიძლება ვქნა

              Posted by: disagree 14 Sep 2013, 18:19
              unicode
              კვაწარახი გააკეთე, დაადუღე კარგად შესქელებამდე, მიყვარს ლობიოში, ჩაიში ყელის ტკივილის დროს და ისეც კარგია.

              Posted by: LUTA 14 Sep 2013, 20:18
              ninicool
              გათალე და ისე გააკეთე .

              Posted by: ninicool 14 Sep 2013, 21:44
              LUTA
              QUOTE
              გათალე და ისე გააკეთე .

              კი, მე გათლილი გავაკეთე და მეგონა, ხომ არ შემეშალა მეთქი, თითქოს კარგია და თან რაღაც არ მომწონს.

              მაყვალი ძალიან კარგი გამომივიდა.

              Posted by: 15steps 15 Sep 2013, 15:49
              15 კილო პამიდორი მაქვს და მინდა გავაკეთო საწებელი ხომ ვერ დამიწერდით მომზადების წესს?

              Posted by: maknatuna 16 Sep 2013, 02:31
              rtuli
              მადლობა :*
              ................................


              Posted by: rtuli 16 Sep 2013, 12:17
              15steps
              QUOTE
              15 კილო პამიდორი მაქვს და მინდა გავაკეთო საწებელი ხომ ვერ დამიწერდით მომზადების წესს?

              რომელი გინდოდა საწებელი მეგრული თუ ბულგარული წიწაკით?

              Posted by: jadvari 24 Sep 2013, 10:49
              ადესას რა ხილი შეიძლება შევურიო , რომ კომპოტი უფრო არომატული და გემრიელი გამოვიდეს. მატრო ადესის კომპოტს ჩემს სახლში არავინ სვამს, არც ხილათ ჭამენ არადა ერთი ვედრო მომიტენეს

              Posted by: tavadze 24 Sep 2013, 11:04
              jadvari
              QUOTE
              ადესას რა ხილი შეიძლება შევურიო , რომ კომპოტი უფრო არომატული და გემრიელი გამოვიდეს.

              კომში, მსხალი - ე.წ ფრანგულა (კიფერი), ვაშლი - სინაფი და ახლა აღმოვაჩინე, რომ თურმე შავ ქლიავთანაც კარგად მიდის. biggrin.gif
              ისე, ეს ყველაფერი შეგიძლია, ერთმანეთშიც აურიო.

              Posted by: jadvari 24 Sep 2013, 11:15
              დიდი მადლობა. დღეს აუცილებლად გავაკეთებ.

              Posted by: jadvari 26 Sep 2013, 14:21
              მსხალი და ვაშლი მე თვითონ არ მიყვარს კომპოტებში. ადესას შევურიე კომში და შავი ქლიავი და მოვხუფე. გუშინ ჩემმა მსუნაგებმა ერთი ქილა გახსნეს, მაგრამ ისევ ადესის გემო ჰქონდა და არ მოეწონათ.

              Posted by: qetidolche 1 Oct 2013, 11:54
              გამარჯობა. გთხოვთ დამეხმაროთ. მალე გამომეხმაურეთ რა. მაქვს პიკულები, ნიახური, კამ , ნიორი, წითელი წიწაკა. მინდა დავამწნილო კიტრი და როგორ გავაკეთო? ხრაშუნა რომ იყოს და ტკბილი არ გამოვიდეს. მირჩიეთ. ახლა წყალში მაქ ჩადებული კიტრი. ასე უპრო ხრაშუნა იქნებაო წავიკითხე სადღაც.

              Posted by: ninavia 1 Oct 2013, 15:57
              qetidolche ლიმონმჟავა უნდა დაუმატო, ხრაშუნა და მაგარი იქნება.

              Posted by: anon 2 Oct 2013, 00:47
              გთხოვთ მასწავლოთ როგორ გავაკეთო კომშის მურაბა.

              Posted by: qetidolche 2 Oct 2013, 19:44
              ninavia
              მადლობა და როგორ უნდა გავაკეთო ეს ყველაფერი. მარილი რამდენი უნდა ლიტრიან ქილებში რომ მოვათავსო? და კიდევ ძმარი არ უნდა ხომ თუ ლიმონმჟავას გავუკეთებ?და წყალი ადუღებული?

              Posted by: ninoma 2 Oct 2013, 20:16
              qetidolche
              მე ხრახნიან ქილებში ვხუფავ და ასე ვაკეთებ.
              ქილის ძირში ჩააწყეთ პატარა ზომის 1 ცალი დაფნის ფოთოლი, 1-2კბილი(გემოვნებით)ნიორი, მწარე წიწაკა,თითო ღერი ახალი კამა(თუ ახალი არ გაქვთ, ძველი გამოიყენეთ), ნიახური და ოხრახუში,2-3 ალუბლის ფოთოლი,(თუ არ გაქვთ, არაუშავს) შემდეგ ვაწყობ გარეცხილ პიკულ კიტრებს(პატარა ზომის კიტრებს) ვასხავ მდუღარე წყალს(მდუღარე წყალს ვრწყავ და ვიცი რამდენი ლიტრი დავასხი) და ვაჩერებ 10 წუთი.

              ამასობაში ვიღებ იგივე რაოდენობის წყალს(ცოტა მეტს), ვადუღებ, რომ ადუღდება ვყრი 1ლიტრ წყალზე 2ს.კ.მარილს(თან გემოს ვუსინჯავ, უნდა იყოს ზომაზე ცოტა მეტად მლაშე). 10-წუთის მერე ქილებიდან ვწურავ წყალს და ვაყრი ლიმონმჟავას, ან ვასხავ ძმრის ესენციას(სულ ერთია რომელს გამოიყენებთ). 1 ლიტრიან ქილაზე 1/3 ჩაის კოვზი და ვასხავ მდუღარე მარილწყალს. მაშინვე ვუკეთებ ხრახნიან თავსახურს და ერთი დღით ვფუთავ. 2-3 კვირაში უკვე მზადაა და შეგიძლიათ გახსნათ როცა მოგესურვებათ.

              Posted by: anon 3 Oct 2013, 21:36
              ბიის მურაბას არავინ აკეთებთ რომ მითხრათ როგორ კეთდება.

              Posted by: tavadze 3 Oct 2013, 21:52
              anon
              QUOTE
              ბიის მურაბას არავინ აკეთებთ რომ მითხრათ როგორ კეთდება.

              დასერჩე აქ, იქნება რეცეპტები.

              Posted by: sofi-18 4 Oct 2013, 20:44
              მწნილებისთვის რომელ მარილს იყენებთ?

              ვერსად მივაგენი არაიოდიზირებულს. ქვის მარილი მირჩიეს (ჩვეულებრივი შეფუთვით), მასაც აწერია იოდიზირებული, მაგრამ როგორც ამიხსნეს– ძალაინ ცოტა აქვს იოდი, გამომადგება?

              Posted by: Naniko1 6 Oct 2013, 17:23
              ძალიან გთხოვთ რეცეპტი მომაწოდეთ ქაცვი როგორ შევინახო? უშაქროდ თაფლში. და უკვე იყიდება ბაზარში?

              Posted by: tikusha 27 Nov 2013, 14:05
              გოგოებო მანდარინის ჯემი როგორ მოვამზადო?? 1 კგ მანდარინზე რამდენი შაქარი უნდა??

              Posted by: guruliqali 5 Dec 2013, 12:55
              სტაფილოს ჯემი

              ძალიან საინტერესო ჯემია, ვერც მიხვდებით თუ სტაფილოა, შეგიძლიათ ახლობლებს გამოაცნობინოთ კიდეც თავდაპირველად და არ უთხრათ, რისი ჯემია... და მოისმენთ საინტერესო ვერსიებს: "გოგრის ჯემი", "ფორთოხლის" და ა. შ.. მეც ასე გამასინჯა თავიდან ჩემმა მეგობარმა და ვერც წარმოვიდგინე რომ სტაფილო იყო.

              სტაფილოს ჯემი
              1 კგ სტაფილო გათალეთ, გარეცხეთ, მსხვილად გახეხეთ სახეხზე ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში (მე ორივენაირად გავაკეთე და გახეხილი უფრო მომეწონა, წვენს ნაკლებს ”უშვებს” და საბოლოოდ ჟელატინისებური მასა გამოდის, თუმცა ცოტა მშრალი გამოდის, გატარებული უფრო "წვნიანია", ქვემოთ ფოტოზე გატარებული ვარიანტია),
              დოლბანდის პატარა ნაჭერზე მოათავსეთ 8 ცალი მიხაკის მარცვალი და 2 ცალი დარიჩინის ჯოხი (შეგიძლიათ დარიჩინი არ დაამატოთ თუ არ გიყვართ). გამოკარით დოლბანდი პატარა ტომარასავით, ჩააგდეთ სტაფილოს მასაში.
              დაამატეთ 800 გრამი შაქარი.
              მოურიეთ და თავდახურული შედგით მაცივარში მთელი ღამით (8-9 სთ).
              მაცივრის ეტაპის შემდეგ დაუმატეთ 2 მომცრო ზომის ლიმონის წვენი და 2 საშუალო ზომის ფორთოხლის ცედრა.
              დადგით მაღალ ცეცხლზე ადუღებამდე, შემდეგ მოაცილეთ დოლბანდის ”ტომარა” და გააგრძელეთ შუშვა დაბალ ცეცხლზე 45-50 წთ.
              ჯემი მზადაა, შეგიძლიათ მოათავსოთ მშრალ ქილებში ხრახნიანი თავსახურით.
              http://pix.ge/

              Posted by: აჯღაბუჯღა 23 Dec 2013, 01:52
              ჩვენ უმ ალუჩას მდუღარეს ვასხამთ და ვხუფავთ, უშაქროდ. საოცარი კომპოტი გამოდის, თუ უშაქრო არ გიყვართ, მერე შაქარს დაამატებთ. მე მჟავე მიყვარს. ცოტას ვატკბობ ძალიან/.... ბებიაჩემს დიაბეტი ჰქონდა, ამიტომ ის ამზადებდა ხოლმე თავისთვის და მართლა მაგარი რამეა, განსაკუთრებით ზამთარში.
              წელს შემეშინდა ბოტულიზმის და მაინც ავადუღე, რომ გავხსენი.

              Posted by: nia4u 27 May 2014, 01:37
              მარინადში შაქრის ფხვნილს რა ფუნქცია აქვს?
              უშაქროდ რომ გავაკეთო გაფუჭდება?
              მაგალითად კიტრისთვის?

              Posted by: tasikuna-taso 1 Sep 2014, 23:16
              QUOTE

              ლეღვის ჩირი

              ლეღვი-3კგ

              შაქარი-0.5კგ

              გარეცხილ ლეღვს მოვაჭრათ ყუნწები,ჩავალაგოთ ალუმინის ქვაბში , ფენებს შორის მოვაყაროთ

              შაქარი. წყალი არ უნდა . შევდგათ ჰაერღუმელში ყველაზე დაბალ ტემპერატურაზე.

              მანამდე სანამ ბოლომდე ამოშრება.


              ვალაგებთ ჩალის მოწნულ სინზე და ვაშრობთ მზეზე ან ჰაერღუმელში. პერიოდულად ვატრიალებთ,

              რომ ორივე მხრიდან გაშრეს.

              მე მზეზე გავაშრე აივანზე, ოღონდ ღამე შემომქონდა.



              ლეღვს როცა მოვათავსებთ ქვაბში თავსახურიც უნდა დავახუროთ და ასე მოვათავსოთ ღუმელში თუ თავსახურის გარეშე.


              Posted by: his_girl 6 Sep 2014, 15:07
              გამარჯობათ, გამიგია რომ ზოგი დუხოვკაში აკეთEბს სტერილიზაციას, ვინმეს თუ გაქვთ ამისი გამოცდილება?

              Posted by: _sofa_ 10 Sep 2014, 00:27
              his_girl
              მე გავაკეთე შარშან, ოღონდ შეშის ფეჩის და არცერთი ქილა არ გაფუჭებულა, თან აჯაფსანდალი იყო...ისე მაგრად ათუხთუხდა ნუ იტყვი....აქ სვანის მეზობელი ქალი მყავს და იმან მითხრა ჩვენ სულ ასე ვასტერილებთ ხოლმეო და მეც ვცადე.....

              Posted by: italiashka 11 Sep 2014, 22:53
              გამარჯობა,
              ხალხო, კეტჩუპის რეცეპტი მჭირდება, კარგად რომ ინახებოდეს მოხუფვის გარეშე.
              საწებელი არა, კეტჩუპი, სახამებლით და ასე შემდეგ. ნაყიდ კეტჩუპს რომ წააგავს გემოზე, აი ისეთი.
              დამეხმარეთ რაა sad.gif

              Posted by: KOMBAT 2 Oct 2014, 20:59
              ქაცვი უნდა შევინახო და დამეხმარეთ რა user.gif

              ჟოლოსავითაა ?

              გავატარო ხორცსაკეპში და შაქარი 1:2 ? და 2-3 დრე გავაჩერო სადმე და ამოვურიო ხოლმე ?

              მომწერეთ რა :3

              Posted by: positive 7 Oct 2014, 16:40
              ბოსტნეულის მწნილი რომ კეთდება, სტაფილო, ბულგარული და რაღაცა ამდაგვარები რომ არის ერთად..
              მაგის რეცეპტი გაქვთ ვინმეს?

              Posted by: ninoma 8 Oct 2014, 01:29
              positive
              QUOTE
              ბოსტნეულის მწნილი რომ კეთდება, სტაფილო, ბულგარული და რაღაცა ამდაგვარები რომ არის ერთად..

              http://www.perfectcook.org/index.php/component/yoorecipe/recipe/544-e18393e18390e183ade183a0e18398e1839ae18398-e1839ee1839de1839be18398e18393e18395e183a0e18398e183a1-e1839be183ace1839ce18398e1839ae18398

              Posted by: positive 8 Oct 2014, 09:57
              ninoma
              მადლობა..
              ამას ვეძებდი )) <3

              Posted by: nia4u 2 Nov 2014, 17:13
              KOMBAT
              QUOTE
              ქაცვი უნდა შევინახო და დამეხმარეთ რა

              აუ, ახლა ვნახე ეს.
              გააკეთე უკვე ალბათ...

              guruliqali
              წიწაკის კონსერვი ზეთით
              (ეს რეცეპტი დედაჩემისგან დამრჩა, ისევე როგორც სხვა ყველაფერი კარგი, სასიამოვნო, თბილი და გემრიელი...
              ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მას მოგონებების გემო უფრო აქვს...
              მაგრამ სხვებსაც მოსწონთ... smile.gif )
              ინგრედიენტები:
              სამწნილე წიწაკა-6 კგ.
              ბულგარული წითელი წიწაკა-1-2 კგ.
              ნიორი-6 საშუალო ზომის თავი;
              ნიახური და ოხრახუში-თითო მოზრდილი კონა;
              ზეთი-4 ჩ.ჭ. (უმჯობესია კახური ზეთი)
              ძმარი-5 ჩ.ჭ.
              შაქრის ფხვნილი-1 ჩ.ჭ.
              მარილი-1 ჩ.ჭ.
              10-15 ცალი დაფნის ფოთოლი;
              მომზადება:
              წიწაკები გადავარჩიოთ და გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და დავდგათ შესაშრობად.
              (გასუფთვებაში ვიგულისხმე, რომ ყუნწებთან ზედმეტ რაღაცეებს ვაცლი
              და თუ არ დამეზარა, შეიძლება, გვერდიდან ჩავჭრა ნაწილობრივ და თესლები ამოვაცალო, რომ სიმწარე მთლად დაკარგოს.)
              ბულგარულებიც დავჭრათ, თესლები გამოვაცალოთ, გავრეცხოთ, გრძლად დავჭრათ და შევაშროთ.
              მე ბულგარულს სუფთა ესთეტიკური თვალსაზრისით ვუმატებ, ლამაზია smile.gif
              თუმცა არანაკლებ გემრიელი! smile.gif
              ასევე დავარჩიოთ მწვანილი და ნიორი. დავჭრათ ყველაფერი.
              ნიორი შეიძლება გაატაროთ კიდეც, მაგრამ მე დაჭრილი უფრო მომწონს.
              მოზრდილ ქვაბში ჩავასხათ ზეთი, ძმარი, დავამატოთ დაფნა, შაქარი და მარილი და ავადუღოთ მორევით.
              ამ სითხეში ნაწილ-ნაწილ (კარგად რომ გაითუთქოს) ჩავყაროთ წიწაკა,
              გავთუთქოთ ფერის შეცვლა-გაყვითლებამდე, პერიოდულად მოვურიოთ-ხოლმე,
              ასე 10-15 წუთში ამოვიღოთ ქაფქირით ჯამზე,
              ასევე ბულგარული, ასევე მწვანილი და ნიორი გავთუთქოთ და ამოვიღოთ ცალ-ცალკე.
              ეს ყველაფერი ერთადაც შეიძლება რომ ჩაყაროთ გასათუთქად,
              მაგრამ დიდი მასაა და ძნელი მოსარევია, ამიტომ მე ნაწილ-ნაწილ უფრო მომწონს.
              ეს ყველაფერი გადავანაწილოთ ქილებში თანაბრად, წვენიც დავასხათ,
              დავახუროთ სახურავები, გავუკეთოთ სტერილიზაცია 15-20 წუთი და მოვხუფოთ.
              რჩევები:
              1. ხელთათმანებით იმუშავეთ წიწაკასთან;
              (მახსოვს, პირველად რომ გავაკეთე, ამან რა უნდა მიქნას-მეთქი
              და ისეთ დღეში ჩავვარდი, მთელი ღამე წყლიან ჯამში მეწყო ხელები facepalm.gif )
              2. ქილები ძალიან არ გაავსოთ, თორემ სტერილიზაციის დროს გადმოდის და ეს ზეთიანი მასა ძალიან სვრის წყალს და ქილებს.

              დაბოლოს, გემრიელად მიირთვით ზამთრის გრძელ და მოწყენილ საღამოებში! smile.gif

              Posted by: MasterJC 16 Nov 2014, 21:12
              QUOTE (iren765 @ 5 Nov 2012, 19:42 )
              tavadze

              QUOTE

              QUOTE
              tavadze
              ფეიხოა და კომში ძალიან მეგობრობენ

              ვოტ, ვოტ, ვოტ - ინწერესნა! 
              გაიხარე, დიდი მადლობა.

              ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ფეიხოიასა და კომშის მურაბა
              .მომზადება-
              2კგ.კომში დავჭერი,
              1კგ; ფეიხოიას ბუსუსებიანი თავი წავაჭერი,ჩანგლით დავჩხვლიტე.
              შემდეგ ადუღებულ წყალში ცალ-ცალკე 5- 10 წუთიანი ბლანშირება გავუკეთე.
              ამოვიღე თასზე.
              ცალკე თასზე ავადუღე 4 ჭიქა ბლანშირების შემდეგ დარჩენილი წვენი
              .ჩავაყარე შაქარი 3,5 კილოგრამი.
              წამოვადუღე,
              ჩავუშვი ჯერ კომში,15 წუთის შემდეგ ფეიხოა
              ,ვადუღე,დავამატე 1 პაკეტი კვიტინი,
              10 წუთი დუღილის შემდეგ ჩამოვასხი ქილებში./კვიტინით სწრაფად კეთდება,3-ჯერ წამოდუღება-გაციებისათვის არ მეცლება/.
              გემო აქვს ბარხატისებრი.ტკბილი კომშის არომატით,მაგრამ ბოლოს გიტოვებს ციტრუსის სასიამოვნო გემოს.სუნი აქვს ძალიან არომატული.სცადეთ,თქვენ უკეთესი გამოგივათ.
              ფერი აქვს გამჭვირვალე ქარვისფერი.

              ფიქსირ

              რა შთამბეჭდავად ჟღერს

              ეგება რძალი ავიყოლიოდ ა გავაკეთოთ

              ინთერესნო ოჩენ ოჩენ

              Posted by: CortinaDAmpezzo 17 Nov 2014, 14:06
              QUOTE
              კონსერვები, მარინადები, მწნილები, კომპოტები და მურ


              მწნილები
              -წითელი კომბოსტოს
              -ნივრის
              -ჯონჯოლის

              მურაბა
              -თეთრი ბლის
              -საზამთროს
              -კაკლის
              -ბადრიჯნის
              -პამიდვრის
              -კომშის (მურაბების უგვირგვინო მეფე)

              Posted by: elchi 18 Nov 2014, 17:23
              CortinaDAmpezzo

              ამ შაბათს ვიყავი ფერმერების მარკეტზე.

              ფორუმზე ვნახე კომშის მურაბის მომზადების წესი და მეთქი ვცდი.

              თითო კომში 3$ დამიბრეხვეს, მოზრდილებმა 5-ს გადააჭარბა.

              პ.ს. მაინც გავაკეთებ.

              უმაგრესი მურაბაა.

              Posted by: CortinaDAmpezzo 18 Nov 2014, 18:38
              elchi
              უუფ ნამეტანი ძვირია
              აქ კილო 2 ლარია
              არადა კაი მურაბას რა გემო აქვს, რა ფერი, რა ბუკეტი?! მმმმმმმ
              ადამიანო შენ რა ყველაფერს აკეთებ?!
              აი საღოლ რა
              რესფექთ
              up.gif

              Posted by: elchi 18 Nov 2014, 20:25
              QUOTE (CortinaDAmpezzo @ 18 Nov 2014, 18:38 )
              elchi
              უუფ ნამეტანი ძვირია
              აქ კილო 2 ლარია
              არადა კაი მურაბას რა გემო აქვს, რა ფერი, რა ბუკეტი?! მმმმმმმ
              ადამიანო შენ რა ყველაფერს აკეთებ?!
              აი საღოლ რა
              რესფექთ
              up.gif

              გაიხარე. 2kiss.gif

              ყველაფერს ვერა, მაგრამ ვცდილობ რაააა. lol.gif

              აი, მოვიშორო რაღაც პრობლემები და მერე თონეზე უნდა ვიჩალიჩო.

              ყველაფერზე ხელი მიმიწვდება, მაგრამ თონის პურზე ფიქრი მკლაამს.

              14 წელია ჯონჯოლი და თონის პური მელანდება. lol.gif

              Posted by: CortinaDAmpezzo 18 Nov 2014, 21:03
              elchi
              რავი შენ აქ ფოტოები დადე, ღვინის ქარხანას შეშურდება
              უუფ კაია, კაი ჯონჯოლი, დედას პური, საფერავი, გუდის ყველი alk.gif
              [მოგადინე ეგოისტურად ნერწყვები?!] wink.gif
              14 წელია რაც არ ყოფილხარ აქ?!

              Posted by: elchi 18 Nov 2014, 21:51
              ბოლოს 2005-ის ფერისცვალებას ვიყავი 55 დღით, მასე მერე ვეღარ.

              ბოლოდან დავიწყებ.
              გუდის ყველი მუდმივად მაქვს, თანაც ალვანური.
              საფერავი ვერა მაგრამ, ჩემს დირბულას გეახლები, თავად ვწურავ და მერე ღვინოდ ვაქცევ.

              ჯონჯოლი ვეძებე აქ და ვერსად ვიპოვე, მეთქი დავრგავ და გავახარებ, მაგრამ არ არის.

              თონის პურებზე მოგახსენე.
              მაინც ჩავდგავ ეზოში თონეს.

              ახლა კიდევ ერთ სურათს დავდებ.

              ლეღვის ხე ეზოზე მაქვს, შარშან გამიყინა 3 მეტრის სიმაღლის ხე და წელს მაინც ამოიტანა, ნაყოფიც მოგვცა.
              კაი მურაბა გამოვიდა.
              მეორე ქილაში შინდის მურაბაა, სამეზობლოში ერთს ურგია ეზოზე და გარტყმაში არ არის რა უნდა უქნას.

              მესამეში კიდევ ტყემალია.
              5 სხვადასხვა სახეობის ტყემალი ვნახე აქ./რასაც მე დავყეტიალობ ტყე-ღრეში./
              ყოველ წელს ვავსებთ მარაგს.

              რაც შეეხება მწნილებს, კომბოსტოს და წიწაკას ფერმერებთან ვყიდულობ, თავის ნიახურ-ნიორ-ჭარხალიანად.
              პომიდორი კიდევ ჩემი ბოსტანიდან არის.
              სხვათაშორის ჭოპორტისაა.
              ერთხელ თესლი ჩამომიტანეს და მას მერე ვამრავლებ.

              დამეზარა მარანში გასვლა.
              მაქვს თეთრი ბლის მურაბა და შავი ბლის კომპოტები, ასევე კაკლის მურაბაც.

              შუშა კიტრის მწნილი ვერ ვიპოვე, ეტყობა გამოილია.

              http://www.radikal.ru

              Posted by: tavadze 19 Nov 2014, 03:17
              ხვავი და ბარაქა შენს ეზო-კარსა და ბეღელ-მარანს, ელჩო! up.gif

              Posted by: CortinaDAmpezzo 19 Nov 2014, 13:09
              elchi

              არ თქვა ეხლა გუდის ყველიც მე ამომყავსო?! ვაჰ მაგიჟებ რა!
              დირბულას რა სჯობია, კარგ დაყენებულს.
              ჯონჯოლის თესლის გამოგზავნა ხო შეიძლება?!
              თონეს დადგავ კი არა, არ გამიკვირდება შენ შტატის სახელი რო შეაცვლევინო და ლითლ ჯორჯია დაარქვა
              კაცო, შენ დიდ ტბებთან არ ცხოვრობ?! ლეღვი მანდ როგორ მოდის?
              უუფ რა ჯობია შინდს, შინდის კერკას არ აკეთებ?!
              ეხლა ჭოპორტის პამიდორიო!!!
              აბა რა გითხრა - იხარე, გამრავლდი, დალოცვილი იყავი
              up.gif up.gif up.gif

              Posted by: jadvari 19 Nov 2014, 16:43
              მანდარინის მურაბა როგორ გავაკეთო თუ იცით ვინმემ?

              Posted by: nia4u 19 Nov 2014, 17:13
              jadvari
              QUOTE
              მანდარინის მურაბა როგორ გავაკეთო თუ იცით ვინმემ?

              http://vinoge.com/samzareulo/tkbileulinamcxvari/mandarinis-muraba
              http://vinoge.com/samzareulo/tkbileulinamcxvari/mandarinis-muraba-2
              http://www.gemrielia.ge/ge/index.php?option=com_recipes&view=item&id=2022&catid=70&Itemid=181
              და ბოლოს, ქერქის გარეშე smile.gif
              http://www.perfectcook.org/index.php/component/yoorecipe/recipe/1776-e1839be18390e1839ce18393e18390e183a0e18398e1839ce18398e183a1-e183afe18394e1839be18398

              Posted by: jadvari 19 Nov 2014, 17:22
              nia4u
              ძალიან დიდი მადლობა. ქერქიანი მიყვარს მაგას ვეძებდი. გაიხარე.

              Posted by: elchi 21 Nov 2014, 00:03
              tavadze

              გაიხარე ირაკლი.

              მადლობა ძამა.

              CortinaDAmpezzo

              შენც დიდი მადლობა.


              ყველი ყოველ წელს საქართველოდან ჩამოაქვთ ჩემს "დედიკოს და მამიკოს", ანუ სიდედრ-სიმამრს. lol.gif

              მაგის გაკეთებაც არ არის პრობლემა.

              მაჭიკი, პეპსინი, ნატურალური რძე, რომელიც აქ დიდძალად იშოვება და ჩემი სიმამრის გამოცდილება.

              15 წელი რძის პროდუქტების მთავარი ტექნოლოგი იყო რძის კომბინატში.


              ყველაფერი შესაძლებელია, დროა მთავარი.

              რაც შეეხება ჩემს ადგილსამყოფელს, "უშუშუს" ჩრდილო-დასავლეთში ვართ, წყნარი ოკეანის სანაპიროსთან, კერძოდ ორეგონის შტატში.

              Posted by: 88888 21 Nov 2014, 16:10
              tasikuna-taso
              მე გეტყვი ჩემებურად როგორ კეთდება ლეღვის ჩირი.
              100 ცალ ლეღვს უნდა ერთი კგ შაქარი. ჩაალაგებ ქვაბში და ფენა-ფენა აყრი შაქარს. ბოლო დაასხვამ წყალს. იმდენი უნდა, რომ ლეღვი ოდნავ დაიფაროს. ხარშე საშუალო ცეცხლზე, სანამ წყალი არ დაშრება. ბოლოსკენ რჩება მუქი ბლანტი სიროფი, მაქს. 1 ჭიქა. ანუ სულ უნდა დაუშრეს რაა, რაც კი სითხე აქვს. მერე გადმოაპირქვავე თუშფალანგზე(მგონი ასე ჰქვია:დ) რომ ჩამოიწრიტება და გაცივდება, სათითაოდ დადე ხის დაფებზე, გვერდიგვერდ. შრება მზეზე, პერიოდულად უნდა გადააბრუნო. საღამოს შეიტანე, რომ არ დანესტიანდეს. დაახლოებით 20-25 დღე უნდა გამოშრობას. ვიზუალზეც შეატყობ როდის შეიძლება შენახვა. ძალიან გემრიელი, სასიამოვნოდ მბზინავი გამოდის.

              პ.ს. მთავარია, ხარშვა არ დააკლო.

              Posted by: CortinaDAmpezzo 21 Nov 2014, 16:20
              ვაჰმეე
              ჯო, ეს რეებს ყვებიან ლეღვის ჩირზე?!
              რა ქვაბები, რა შაქრები?!
              უნდა აიცვას სპეციალურ ხარიხებზე.
              ჩაიკიდოს თონეში დაბალ ცეცხლზე
              ამოღების მერე დალაგდეს მზეზე
              მერე ისევ თონეში
              მერე უნდა გაბრტყელდეს

              აი ესაა ლეღვის ჩირი


              ხინკლის და ამოზელილი ლობიოსი არ იყოს გამასხრდა ყველაფერი
              sa.gif

              Posted by: 88888 21 Nov 2014, 16:41
              CortinaDAmpezzo
              რა არ მოგეწონათ, პატივცემულო?))
              თქვენებური ლერვის ჩირი გამოვა გაფშიკინებული და უგემური.
              ჩემი კიდე რბილი, ზომიერად ტკბილი და ლამაზია:დ
              ბჯოს! რა გამილანძღა რეცეპტი?!:დდდ

              Posted by: CortinaDAmpezzo 21 Nov 2014, 19:00
              88888
              რა და ქართული ეროვნული ბრენდის - "ლეღვის ჩირის" უპატივცემულობა.
              ლეღვის ჩირი მზადდება ისე როგორც აღვწერე, თანაც ითვლება მარტო კახური. თონე სხვაგან არსად არ იცოდნენ.
              აბა ცადოს ვინმემ და შამპანის ან კონიაკის იქით თავის ნაწარმს დაარქვას ეს სახელები?!

              თქვენ რეცეპტს ქვია - "გემრიელად დამუშავებული რბილი, ტკბილი ლეღვის ნაყოფი, რომელიც გამიუყურება ლამაზად"
              და არა "ლეღვის ჩირი"
              ვაბშე არ ვხუმრობ.

              Posted by: 88888 21 Nov 2014, 19:02
              CortinaDAmpezzo


              ოკ.



              ...............................

              Posted by: CortinaDAmpezzo 21 Nov 2014, 19:04
              88888
              წამოდი ინტელექტ, ცოდნა, ლოგიკაში
              აცდენ 2 დღეა

              Posted by: jadvari 22 Nov 2014, 17:00
              nia4u
              QUOTE
              http://vinoge.com/samzareulo/tkbileulinamc...ndarinis-muraba
              ესეიგი ამ პირველი რეცეპტით მოვხარშე მაგრამ რაღაც არ გამოვიდა ან უღილ მოუვიდა ბევრი ან წყალი იყო ცოტა, მურწბის წვრნი ისე გასქელდა ცხელიც დასაღეჭი გახდა და ციცი ცომ საერტოდ საწუწნი კამფეტივით იყო. ეხლა მეორე რეცეპრი უნდა ვსინჯო იმიტომ რომ კანიანი მოყვარს. მესამე და მეოთხე გაფცქვნილია

              Posted by: nia4u 22 Nov 2014, 18:16
              jadvari
              sad.gif
              მოკლედ, ვერავის ვეღარ ენდობი, რა!...
              მეც ქერქიანი მიყვარს და მინდა გაკეთება...
              ამ დღეებში ვაპირებდი...
              ლიმონი დაუმატე და მაინც ეგრე გასქელდა? sad.gif
              * * *
              jadvari
              ახლა გადავხედე მაგ ორ რეცეპტს კიდევ ერთხელ.
              და მგონია, რომ ორივეში წყალია ცოტა და შაქარი ბევრი.
              მეორე რეცეპტში უფრო ცოტა წყალია მითითებული.

              მერე ეს გადავიკითხე
              http://www.gemrielia.ge/ge/index.php?option=com_recipes&view=item&id=2022&catid=70&Itemid=181
              ამ ლინკზე ქვემოთ კომენტარებში ვიღაც ქეთი ჩიქოვანს უწერია კანიანის რეცეპტი და ნახე, აბა,
              სხვა პროპორციებია და მგონი, უკეთესია.

              Posted by: აჯღაბუჯღა 13 Dec 2014, 18:21
              ბროკოლის მწნილი გაგიკეთებიათ ვინმეს? ან თუ გაგიგიათ მაინც? დღეს მომივიდა ეს გენიალური იდეა და იმედია არ მოვიწამლები smile.gif)))

              Posted by: forumeli007 16 Dec 2014, 10:06
              კომბოსტოს მწნილი დამიმწარდა!
              არანაირი წიწაკა არ მიქნია, არც ნიორი, არ უყვართ ოჯახობას, აღსანიშნავი ის არის, რომ 4 ქილიდან 2 ქილა არ ყოფილა მწარე, 2 კი საშინელებაა... ვერ ვხვდები რატომ გამწარდა, თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა გტხოვთ გამომეხმაურეთ, უბრალოდ ვერ ვხვდები ერთი და იგივე კომბოსტოდან გაკეთებული 2 ქილა რატომ იყო კარგი და 2 საშინლად მწარე....

              Posted by: nia4u 1 Apr 2015, 22:01
              _sofa_
              სოფო, ჯონჯოლის გაკეთება მინდა წელს, ოღონდ მოხუფულის და თუ აკეთებ შენ,
              როცა მოიცლი, იქნებ შენი ვარიანტი დამიწერო...
              თუ მოხუფულს არ აკეთებ, როგორც აკეთებ ის რეცეპტი დამიწერე, რა 2kiss.gif


              პ.ს ჯონჯოლი რომ ანჯელინა ჯოლის ძმა იყო, იცოდით თქვენ? biggrin.gif

              Posted by: _sofa_ 2 Apr 2015, 11:13
              nia4u
              ჯერ დუღარე წყალში ჩაყრი გადარჩეულ ჯონჯოლს, ბებია ამბობდა ეს აუცილებელიაო, რაღაც შხამუკები ქონია და უნდა გამოიდევნოს........როცა წყალი შეგრილდება საწურზე დაწრიტავ, მერე ჩატენი კარგად ქილაში, ჩააყოლებ დაფნის ფოთოლს და ხმელ წიწაკას...დაასხავ მარილ-წყალს, წყალი ჩვეულებრივი ცივი და მარილი 1 ლიტრაზე 1 ს. კ......მერე აღარ ვასტერილებ ხოლმე, იმიტომ რომ რბილდება ჯონჯოლი, უბრალოდ პლასმასის თავსახურავი დაახურე და შეინახე.......აი ასეა გენაცვალე..... smile.gif

              Posted by: nia4u 2 Apr 2015, 13:45
              _sofa_
              2kiss.gif
              შარშან გავაკეთე და
              ჯერ წყალი დააკლდა ქილაში.
              ჩავამატე და მერე - გადმოვიდა...
              მერე თავი გაუშავდა და გადავყარე რაც გაშავებული იყო, რა თქმა უნდა...
              მოკლედ, დავიტანჯე, რა!
              ჰოდა, ვიფიქრე, მოვხუფავ-მეთქი, ბაზარში რომ ყიდიან სამლიტრიანებით, მასე...
              მაგრამ ვერ ვნახე წესი, როგორ გავაკეთო...

              მე არ დამიმდუღრია, არც დაფნა და წიწაკა ჩამიყოლებია, მარტო ჯონჯოლი და მარილწყალი...
              წელს შენს რეცეპტს ვცდი smile.gif

              Posted by: _sofa_ 2 Apr 2015, 18:00
              ლომიძის წიგნში წერია... გარეცხეთ ცივი წყლით, მერე გავწუროთ და ქილაში ან კასრში ჩაყარე+მარილი და ესე ფენა-ფენაო....კარგად უნდა ჩატენო, ანუ დაპრესო....ავავსოთ ბოლომდე და თავზე დავაფაროთ ალუბლის ფოთლებიო, მოვუკრათ თავი და დავდგათ გრილ ადგილზე, ერთი კვირის მერე ვნახოტ და თუ აკლია ქილას დავამატოტ ჯონჯოლი, მოვაყაროთ მარილი, მოვუკრათ ისევ თავი და შევინახოთო......
              ჯონჯოლი არ იყიდო გაშლილი თუ არა ყველა ვარიანტში მოგირბილდება, გაუშლელი კოკრები უნდა იყოს.....მე ამ წიგნიდან რაც არ უნდა გავაკეთო ყველაფერი გემრიელი და უპრეტენზიო გამოდის, ასე რომ შეიძლება ცოტა ესეც ცადო.....მე მინდა ერტ ქილას ამასაც გავაკეთებ და თუ არ ცდი გაგიზიარებთ მერე შედეგს........

              Posted by: nia4u 2 Apr 2015, 18:16
              _sofa_
              QUOTE
              ლომიძის წიგნში წერია...

              ნახევარი ზუსტად მაგ წიგნიდან გავაკეთე...
              მეორე ნახევარი - აქ ვნახე აუაუ-ს რეცეპტი და იმით...
              QUOTE
              ჯონჯოლი არ იყიდო გაშლილი

              ეზოში მიდგას აგარაკზე და კოკრებს ვერ ჩავუსწარი,
              შეიძლება მაგის ბრალი იყო...

              Posted by: tavadze 3 Apr 2015, 13:12
              _sofa_
              QUOTE
              nia4u
              ჯერ დუღარე წყალში ჩაყრი გადარჩეულ ჯონჯოლს, ბებია ამბობდა ეს აუცილებელიაო, რაღაც შხამუკები ქონია და უნდა გამოიდევნოს........როცა წყალი შეგრილდება საწურზე დაწრიტავ,

              სოფა, ჩვენები ამას ეგრევე იღებენ, ანუ ჩადებენ თუ არა, მაშინვე ამოიღებენ - ასე მწნილი უფრო ქათქათა და ქარვისფერი გამოვა, თორემ თუ გააჩერე, მერე გაშავდებაო.
              თან, მე არ გამიკეთებია, მაგრამ ჩვენებიც მასე ტენიან ანუ პრესავენ ჯონჯოლს. ფენა-ფენად აწყობენ, ერთ ფენას აყრიან მარილს, მერე - მეორეს, ისევ დაპრესსავენ და ასე შემდეგ, სანამ ქილა არ აივსება. მარილწყალს უშვებიან ბოლოს, რომ მოივსოს ქილა. დაფნა მეც არ მახსოვს.
              nia4u
              QUOTE
              შარშან გავაკეთე და
              ჯერ წყალი დააკლდა ქილაში.
              ჩავამატე და მერე - გადმოვიდა...
              მერე თავი გაუშავდა და გადავყარე რაც გაშავებული იყო, რა თქმა უნდა...
              მოკლედ, დავიტანჯე, რა!

              თავი უშავდება მაშინ, როცა წყალი ჩაუშრება. მამიდაჩემი პერიოდულად ამატებს ხოლმე, მაგრამ ვხუფავ და დასვენებული ვარ.
              ალუბლის ფოთლები მართლა უხდება - ამაგრებს მწნილს.
              ახლაა დასაკრეფი ჩემი ჯონჯოლი და მეზობლებს ვეხვეწები აქედან, ჯერ ვერ მივდივარ. აღდგომას წავლა და, იმედია, მაშინაც იქნება მოსაკრეფი.

              Posted by: nia4u 3 Apr 2015, 14:14
              tavadze
              QUOTE
              მაგრამ ვხუფავ და დასვენებული ვარ.

              მოყევი, აბა smile.gif
              როგორ აკეთებ და როგორ ხუფავ smile.gif
              QUOTE
              ალუბლის ფოთლები მართლა უხდება - ამაგრებს მწნილს.

              ჩემთან ჯონჯოლი რომ დასაკრეფია, ალუბალს ფოთლები ჯერ არ აქვს-ხოლმე...
              კიტრის და ყაბაყის მწნილს კი ვაყოლებ smile.gif

              Posted by: jadvari 3 Apr 2015, 16:00
              თბილისში სადმე შეიძლება ნედლი ჯონჯოლის ყიდვა რომ სახლში მე თვითონ დავამწნილო?

              Posted by: tavadze 3 Apr 2015, 23:33
              jadvari
              QUOTE
              თბილისში სადმე შეიძლება ნედლი ჯონჯოლის ყიდვა რომ სახლში მე თვითონ დავამწნილო?

              არსად მინახავს...
              nia4u
              QUOTE
              მოყევი, აბა 
              როგორ აკეთებ და როგორ ხუფავ

              დამწნილება ისევ ისე, როგორც დავწერეთ - მეც და სოფამაც. რამდენიმე დღის მერე დავახუფინე ანუ ეგრევე არ მომიხუფია.
              ხრახნიანი 3-ლიტრიანი ქილებიც კარგია მაგისთვის.

              Posted by: გიო777 8 Apr 2015, 22:22
              არასდროს მყიდულობდნე, არადა თვალები მრჩებოდა

              Posted by: ninicool 8 Apr 2015, 23:39
              გიო777
              QUOTE
              არასდროს მყიდულობდნე, არადა თვალები მრჩებოდა

              QUOTE
              არასდროს მყიდულობდნე, არადა თვალები მრჩებოდა

              ვაშლის პიურე love.gif
              მეიდ ინ გორი love.gif

              Posted by: nia4u 10 Apr 2015, 13:50
              გიო777
              QUOTE
              არასდროს მყიდულობდნე, არადა თვალები მრჩებოდა

              აუ, არც მე მყიდულობდნენ sad.gif

              სად იპოვე ეს სურათი? smile.gif

              Posted by: გიო777 14 Apr 2015, 13:45
              ტარხუნის ლიმონათი? (ამოგაგდეთ თემიდან) smile.gif

              Posted by: nia4u 14 Apr 2015, 15:21
              QUOTE
              ტარხუნის ლიმონათი?

              ამის გარდა არაფერს ვსვამდი, ჯერ მარტო ფერის გამო love.gif

              Posted by: kosheen 20 Apr 2015, 12:31
              კივის ჯემი მინდა გავაკეთო, მაგრამ ყველა რეცეპტი არის 1 კილო კივზე 1 კილო შაქარი, რაც არ მაწყობს, ძაან შაქრიანი და ტკბილი არ მინდა, თავისი სიმჟავე მინდა შერჩეს. ამიტომ რა შეიძლება გავუკეთო ძაან რო არ დავატკბილო?

              ჟელატინი რომ შევუტიო და ვთქვათ 1 კილო კივს 0,5 კილო შაქარი რომ გავუკეთო და ჯემი მაცივარში შევინახო რამდენ ხანში გაფუჭდება?

              ჰერმეტულად რომ მოვხუფო და რამე წამალი შევურიო რომ არ გაფუჭდეს, მოსულა? თუ რა ვქნა?

              Posted by: nia4u 21 Apr 2015, 13:48
              kosheen
              http://povar.ru/recipes/varene_iz_kivi_bez_sahara-20987.html
              http://nnm.me/blogs/Ritamargot/izumrudnoe_varene_iz_kivi/
              აბა, ნახე ეს ლინკები.
              პირველი უშაქროა და მეორე - ცოტა შაქრით smile.gif

              Posted by: kosheen 26 Apr 2015, 18:58
              nia4u
              მადლობა smile.gif)

              Posted by: erer 8 May 2015, 21:55
              ძალიან გთხოვთ მასწავლეთ, ახალი მწვანე ტყემლის საწებელი შესაძლებელია რომ ზამთრისთვის შეინახო? თუ კი, როგორ? ვისაც ვკითხე, მარტო მწიფე ტყემლისგან მოხარშული ინახებაო, მწვანეს ვერ შეინახავო და მართლა ასეა? აბა, მარკეტებში რომ იყიდება მწვანეც?
              დიდი მადლობა წინასწარ!

              Posted by: nia4u 11 May 2015, 13:05
              erer
              QUOTE
              მწვანეს ვერ შეინახავო და მართლა ასეა? აბა, მარკეტებში რომ იყიდება მწვანეც?

              მწვანე ფერი გაინტერესებს თუ ახალი ტყემლის გემო?
              ახალი მწვანე ტყემალი ცოტა შეიძლება შეინახო მაცივარში,
              ამბობენ, რომ დიდხანს არ ინახებაო...
              ფერს რაც შეეხება, მწვანე თუ გინდა,
              ტყემალი კურკას რომ გაიმაგრებს, დამსხვილდება და მწიფობისკენ წავა, ოღონდ, ჯერ ისევ მწვანეა, მაშინ უნდა გააკეთო.

              Posted by: erer 12 May 2015, 15:00
              nia4u

              QUOTE
              ფერს რაც შეეხება, მწვანე თუ გინდა,
              ტყემალი კურკას რომ გაიმაგრებს, დამსხვილდება და მწიფობისკენ წავა, ოღონდ, ჯერ ისევ მწვანეა, მაშინ უნდა გააკეთო.

              ეს მაინტერესებდა. მადლობთ გამოხმაურებისთვის!

              Posted by: lebidor 13 May 2015, 22:28
              გამარჯობათ, ინტერნეტში ვერ მოვიძიე ინფო, განსაკუთრებით ქართულად და ხომ ვერ მეტყვით ზეთისხილი როგორ მჟავდება? მწვანე ვარიანტიც მაინტერესებს და შავიც. მადლობა წინასწარ

              Posted by: murzayani 2 Jun 2015, 17:32
              მარწყვი კომპოტო და მარწყვის მურაბა როგორ კეთდება?

              Posted by: PC_AMD 20 Sep 2015, 13:32
              წიწაკის მწნილის რეცეპტი გაქვთ ვინმეს? ადრე ბებიაჩემს ასწავლეს უნდა მოთუქთო წიწაკაო და რო მოთუთქეს დარბილდა ძააან დამპალივით გახდა და მოთუთქვა უნდა თუ იცით?
              * * *
              frontushka
              QUOTE
              გავაკეთე შინდის ცოცხალი ჯემი, უგემრიელესია 

              ადრე წინაზე გამიკეთა ახლობელმა, სოფელშ ტყიდან დავკრიფე შინდი, აი ტყისას განსაკუთრებული არომატი აქვს, ბაზარში რომ იყიდება ისინი ვერაა მაასეთი კარგები...
              დარა მაინტერესებს იცით, შარშან რო გავაკეთეთ ცოცხლად შაქრით ცოტა ტკბილი მეჩვენა, არადა დილით კარაქზე გადასმული უგემრიელესია, და წინა წელზე ახლობელმა მომცა ჯემის ვარიანტში მინდა იყოს, ცოტა სქელი და ეგეთი ვარიანტი როგორ კეთდება? დედაჩემი მიმტკიცებს შაქარი რომ დააკლო არ შეილებაო შაქარი ინახავსო

              Posted by: tavadze 21 Sep 2015, 10:37
              PC_AMD
              QUOTE
              წიწაკის მწნილის რეცეპტი გაქვთ ვინმეს? ადრე ბებიაჩემს ასწავლეს უნდა მოთუქთო წიწაკაო და რო მოთუთქეს დარბილდა ძააან დამპალივით გახდა და მოთუთქვა უნდა თუ იცით?

              აქ უამრავი რეცეპტია წიწაკის მწნილებისა და კარგებიც - დასერჩე. თუ ვერ იპოვი,მერე ჩაგიგდებ ამოწერილებს, მაგრამ შრიფტი ვერ გადამყავს და ამიტომ ვერიდები მოთუთქვა ნამდვილად უნდა (თუმცა იქნებ ვინმე ისეც აკეთებს, არ ვიცი), ოღონდ არ უნდა ჩაგეხარშოს.
              QUOTE
              დედაჩემი მიმტკიცებს შაქარი რომ დააკლო არ შეილებაო შაქარი ინახავსო

              შაქარი მართლაც ინახავს, მაგრამ სუუუულ ცოტას დაკლებაც შეიძლება.
              * * *
              აჰა, ნინომას რეცეპტი ახლავე გიპოვე:
              https://forum.ge/?showtopic=33697964&f=&st=495&#entry15994332
              წინა გვერდზე თუ გადახვალ, მაცაცოს უწერია კიდევ რეცეპტი, ანატორელს წერს. მიმდებარე გვერდებს გადახედე და ბევრი რეცეპტია მანდ...

              Posted by: Gadareulli_uzomod 2 Oct 2015, 17:30
              ----------------------------------------------------------------------------------------

              Posted by: tatariani 3 Oct 2015, 14:34
              მოკლედ მეგობრებო პატარა არვიცი შეცდომაა ჩვენი თუ რისია ვერ გავიგე, მოკლედ ვიყიდეთ ყვითელი წიწაკა ბაზარში სამწნილე, და რომ მოვიტანეთ დილით გავშალეთ სახლში დაახლოებით 2-3 დღე, დედაჩემმა თქვა უნდა გაშლაო. მერე უცებ სოფელში მოგვიწია წასვლა დაა ჩამოვედით მეორე დღეს, წიწაკები რამდენიმე ცალი დალპობისკენ წავიდა, დანარჩენები საღად იყო შენახული და დედაჩემმა მეტად აღარ გავაჩერებ და ჩავდებ დღესვეო გარეცხა მარილწყალი გააკეთა, ძირები შეუჭრა ჩავაწყვეთ ფენა-ფენა. ჩავდეთ ყველაფერი დიდ ქვაბში, მწვანილებიანად სიმინდის ფუჩეჩით ისე ასე ყველაფრიანად, დავადეთ თავზე ქვებიც.ერთი 6 დღის წინ გავაკეთეთ.დღეს შევხდეთ დილას, და ზედა ნაწილს გაუჩნდა, პატარა თეთრი მატლები, და ზედა ნაწილი წიწაკებისა დამჩვარული და ეხლა ვცილოდბთ ზედა ნაწილი მოვაშოროთ, რისი ბრალია ვერ გავიგეთ? ვინმეს ხომ არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა...

              Posted by: nia4u 18 Oct 2015, 14:20
              WP-Rex
              QUOTE
              აქ რა რეცეპტებიც დადებულა, ყველას მიხედვით მაქვს გაკეთებული და ეს იმდენად გემრიელია, რომ მე მაგალითად ამ აჯიკამ თავაძის ასევე ძალიან მაგარ აჯიკაზე წელს უარი მათქმევინა.

              ინგრედიენტები:
              ბულგარული წითელი - 3 კგ. მწარე წითელი წიწაკა - 300 გრ. ნიორი - 300 გრ. ხახვი - 1 კგ. ჭარხალი - 1 კგ. სტაფილო - 1 კგ. ნიახური - 1 დიდი კონა. ბოთლის წითელი ტყემალი - 0,5 ლ. ტომატი - 800 გრ. ზეთი - 1 ლ. ხმელი ქინძი - 1 ღვინის ჭიქა. უცხო სუნელი - 1 ღვინის ჭიქა.

              მომზადების წესი:
              ზეთში მოვშუშოთ გატარებული ხახვი, გადავიტანოთ ქვაბში და დავამატოთ ყველა დანარჩენი ინგრედიენტი გატარებული. ვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, შემდეგ ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 40-50 წუთი და გადავიტანოთ ქილებში.

              სასწაულად გემრიელია! მართლა არ ინანებთ თუ გააკეთებთ.

              QUOTE
              დაწერე აუცილებლად


              აი, ამ აჯიკის თუ სალათის თუ საწებლის ჩემი ვარიანტი, რომელიც გაცილებით უფრო მარტივი გასაკეთებელია smile.gif
              ვგულისხმობ იმას, რომ არც ცეცხლზე მომზადება უნდა და არც დიდი დრო.

              ინგრედიენტები:
              ტყემლის საწებელი - 1 ლიტრი;
              ტომატის პასტა - 1 ლიტრი;
              სტაფილო - 1 კგ.
              წითელი მწარე წიწაკა - 1 კგ. (უფრო უმჯობესია გემოვნებით smile.gif )
              წითელი ბულგარული წიწაკა - 1 კგ.
              ნიორი - 400 გრ.
              უცხო სუნელი - 1 ჩ.ჭ.
              ქინძი (მწვანე) - 0,5 კგ.
              ძმარი - 1 ლიტრი;
              მარილი - გემოვნებით;
              მომზადება:
              ყველაფერი გავრეცხოთ და გავარჩიოთ,
              წიწაკებს თესლები გამოვაცალოთ და ყველაფერი მანქანაში გავატაროთ.
              დავამატოთ დანარჩენი ინგრედიენტები, კარგად ავურიოთ,
              მშრალ ქილებში გადავიტანოთ.
              არც მოდუღება უნდა, არც სტერილიზაცია, არც მოხუფვა და არც ასპირინი,
              ინახება გრილ ადგილას.

              გემრიელად მიირთვით 2kiss.gif

              Posted by: ninoma 21 Oct 2015, 11:34
              nia4u
              ტყემლის საწებელი შეზავებულია საჭირო?
              უცხო სუნელი 1 ჩ ჭ დაახლოებით რამდენი გრამია?

              Posted by: nia4u 24 Oct 2015, 21:45
              ninoma
              QUOTE
              ტყემლის საწებელი შეზავებულია საჭირო?
              უცხო სუნელი 1 ჩ ჭ დაახლოებით რამდენი გრამია?

              კი ანუ გამზადებული, რასაც ინახავ, გინდა სახლში მომზადებული, გინდა ნაყიდი...
              უცხო სუნელი 1 ჩ.ჭ. ალბათ 200-250 გრამი იქნება, შეიზლებ ნაკლები, მსუბუქია შაქართან შედარებით...
              არ ვიცი ზუსტად... smile.gif

              Posted by: Sophuka 17 Nov 2015, 13:15
              მაქვს მწვანე ბულგარული წიწაკა , ამდენის ჭამას ვერ მოვერევით და შესანახად როგორ გავაკეთო ?

              Posted by: ninoma 18 Nov 2015, 01:03
              nia4u
              მადლობა.
              Sophuka
              QUOTE
              მაქვს მწვანე ბულგარული წიწაკა , ამდენის ჭამას ვერ მოვერევით და შესანახად როგორ გავაკეთო ?

              ლეჩო გააკეთე
              http://www.perfectcook.org/index.php/recipe/482-e1839ae18394e183a9e1839d-hungarian-lecho

              Posted by: PC_AMD 30 Dec 2015, 17:38
              samomee
              QUOTE
              დედაჩემიც ესე აკეთებს ოღონდ ორჯერ არ ყოფნის 3 ჯერ აკეთებს
              ანუ ასხავს მდუღარეს და აცივებს მერე ისვე იგივეს ადურებს და ასხავს ბოლოს უმატებს ძმრის ესენციას
              მარილი თავიდანვე აქ წყალში.კიტრის ჩალაგების მერე წყალს ცივს ასხაავს რომ ნახავს რამდენი ლირია მერე 2 ლ-ზე 2 სუფრის კოვზი მარილი და მერე ადუღებს
              საბოლოოდ ოდნავ ფერს ცვლის კიტრი და ბოლო დასხმაზე ეგრევე ხუფავს..
              კიტრი არი ხრამუნა ნებისმიერ დროს თუნდაც 3 წლის მერე

              წელს მეც გავაკეთებინე დედაჩემს პირველას სულ ეშინოდა მოხუფული საზამთროდ შენახული კიტრისა, ბოტულიზმზე მეც მსმენია ცუდი რაღაცეები და დღეს გავხსენით პირველად, თავი არც ამობურცულია და არც არაფერი უბრალოდ კიტრი არაა ხრამუნა ცოტა დარბილებულია და არ წავა? საშიშია რამე?

              Posted by: avgusta 30 Dec 2015, 18:16
              წელს ჩვენთან ყველა "გადაირია"
              კეჩუპზე

              პომოდორი და ვაშლით რომ მზადდება...

              Posted by: დოლორეს 30 Dec 2015, 19:43
              avgusta
              შენი რეცეპტი როგორია? დედამ გააკეთა წლების წინ ვაშლით და მაშინაც გადაირია ხალხი. biggrin.gif
              რატო დაგვეკარგე განყოფილებიდან, ლაბარნა მ ხომ არ შეგაშინა? gigi.gif

              Posted by: avgusta 31 Dec 2015, 00:06
              დოლორეს
              ვაშლი ,პამიდორი ,სუნელები,ნიორი დაბლენდერებული ..კრახმალის გარეშე შაქრით ...


              კიარ შემაშინა ფბ დამიმატა ....

              ოღონდ ჯერ არ მქონია დისკუსიები ...wink.gif

              Posted by: დოლორეს 31 Dec 2015, 00:26
              avgusta
              QUOTE
              კრახმალის გარეშე შაქრით ...

              ეს რას ნიშნავს?
              QUOTE
              კიარ შემაშინა ფბ დამიმატა ....

              ოღონდ ჯერ არ მქონია დისკუსიები ...

              მაგ მიზეზით ნუ მიგვატოვებ,იქაც საინტერესო პოსტებს წერდი.

              Posted by: avgusta 31 Dec 2015, 00:56
              დოლორეს
              მეგონა იცოდი" პეტჩუპის მასალებზე "და იმიტომ დავწერე კრახმალის გარეშე თქო

              ზოგი ურევს ჩვენ არა და მაინც კაი სისქის გამოვიდა..
              შაქარი ისედაც უნდა ..
              თუმცა უმისოდ უფრო სასარგებლოა ალბათ ..

              ტყემალშიც ზოგი იმდენს ყრის "პავიდლოსავითაა"


              რააზრი აქვს იქ შესვლას თანამოაზრეები არიან უმეტესობა და ......

              Posted by: დოლორეს 31 Dec 2015, 01:05
              avgusta
              დედამ მოამზადა და არა მე.კრახმალი,იგივე სახამებელი ცალკე პროდუქტია,შაქართან ვერ დავაკავშირე.და სახამებელი ზუსტად ვიცი არ დაუმატებია დედაჩემს.შაქარი კი დაამატა.ტყემალს არ ვუკეთებ მე შაქარს,მით უმეტეს სახამებელს.ქარხნულად დამზადებულს თითქმის ყველაფერს სახამებელი აქვს და ვთვლი,რომ არაა საჭირო.

              Posted by: avgusta 31 Dec 2015, 10:05
              დოლორეს

              ძალიან ძალიან გემრიელია კარტოფილსაც უხდება და ქათამსაც ..

              ქარხნული არც მჟავე კიტრი მომწონს მოტკბო გემო რომაქვს ...

              ტყემლით ჯემსაც კი აკეთებდა ბებია ...

              ნატურალური წვენიც " სახლის "მირჩევნა ქაცვი და მალინა,სმაროდინა .....♡♡♡



              Posted by: nia4u 13 Apr 2016, 19:56
              ახლა ჯონჯოლის სეზონია, ყვავის და და შეგიძლიათ დაამწნილოთ smile.gif
              დიდი ხანი ვეძებდი ჯონჯოლის დამწნილების კარგ რეცეპტს და რამდენიმე წელი ვიწვალე,
              მაგრამ საბოლოოდ ვისწავლე და ამ ხერხს თქვენც გაგიზიარებთ smile.gif
              შეიძლება ვინმეს გამოადგეს...

              დავკრიფოთ ახლადაყვავებული, ნახევრად გაუშლელი ჯონჯოლი.
              უფრო გაყვავებულიც შეიძლება, უბრალოდ, ყვავილები სცვივა-ხოლმე smile.gif
              გავშალოთ ერთი-ორი დღე მაგიდაზე (ან რამე მსგავსზე),
              გადავარჩიოთ, მოვაცილოთ ფოთლები და ზედმეტი ღეროები.
              მესამე დღეს გავრეცხოთ ცივ წყალში.
              ბევრი რეცხვა არ უნდა, უბრალოდ ერთი-ორჯერ ამოვავლოთ
              და დავყაროთ თუშფალანგზე, ვიდრე მარილწყალს მოვამზადებთ:

              ჩვეულებრივ ონკანის ცივ წყალში შევურიოთ მარილი და ძმარი.
              1 ლიტრ წყალზე ერთი სუფრის კოვზი მარილი(ძალიან სავსე არ უნდა) და ერთი სუფრის კოვზი ძმარი.
              კარგად მოვურიოთ, რომ მარილი ბოლომდე გაიხსნას. გემოთი ძალიან მლაშე არ უნდა იყოს.
              ექვს ლიტრიან ქილაზე დაახლოებით 5 ლიტრი მარილწყალი დამჭირდა.

              სუფთა ქილებში გადავანაწილოთ ჯონჯოლი, არც ძალიან ჩატენოთ და არც ძალიან გაავსოთ,
              დაახლოებით ნახევრამდე, რადგან სტერილიზაციის დროს ზემოთ ამოდის და ქილიდან გადმოვა.
              დავასხათ მარილწყალი, ოღონდ ძალიან არ გაავსოთ, იგივე მიზეზით.
              დავახუროთ სახურავები (მე ხრახნიან ლიტრიან ქილებში ვაკეთებ)
              და გავუკეთოთ სტერილიზაცია ადუღებიდან 15-20 წუთი,ისე რომ ჯონჯოლმა ფერი უნდა შეიცვალოს.
              შემდეგ მოვხუფოთ და დავდგათ თავდაყირა გაციებამდე.

              ინახება მთელი წელი კარგ ფერზე და კარგ გემოზე.
              არანაირი ასპირინი და სხვა საშუალებები არ სჭირდება.
              თუ რამე დაგაინტერესებთ კიდევ, მზად ვარ გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება smile.gif

              Posted by: avgusta 14 Apr 2016, 00:20
              nia4u
              იმდენი "წვალება" უნდა მხოლოდ ჭამა თუ დაგვაინტერესებს ; ) smile.gif


              Posted by: Hobart 14 Apr 2016, 09:51
              avgusta
              არადა საერთოდ არუნდა წვალება


              nia4u
              შაქარი არუნდა? ცეცხლზე დადგმაც არუნდა?

              Posted by: avgusta 14 Apr 2016, 11:08
              Hobart


              აბა როგორ გავარჩიოთ ჯოჯოლის და აკაციის მწნილიიი ..???

              Posted by: Hobart 14 Apr 2016, 11:45
              avgusta
              აკაცია ხეა , ჯონჯოლი ბუჩქი user.gif



              Posted by: avgusta 14 Apr 2016, 11:57
              Hobart ყოოოჩააღ )))))


              უკვე დამჟავებული როდესაცაა ..??

              Posted by: nia4u 14 Apr 2016, 12:35
              Hobart
              QUOTE
              შაქარი არუნდა? ცეცხლზე დადგმაც არუნდა?

              შაქარი არ უნდა,
              მაგრამ სტერილიზაცია ცეცხლზე დადგმის გარეშე არ გამოვა ... wink.gif
              avgusta
              QUOTE
              იმდენი "წვალება" უნდა

              დამიჯერე, ძალიან ზარმაცი და საქმისგაადვილებისმოყვარული ადამიანი ვარ biggrin.gif
              სხვა დიასახლისურ საქმეებთან შედარებით ძალიან ადვილია smile.gif
              QUOTE
              როგორ გავარჩიოთ ჯოჯოლის და აკაციის მწნილიიი ..???

              ჯერ ჯონჯოლის ყვავილისა და აკაციის ყვავილის და მათი სურნელის გარჩევა უნდა ვისწავლოთ yes.gif

              Posted by: avgusta 14 Apr 2016, 15:25
              nia4u

              ზარმაცობის არგეტყობა ...: ))


              დამჟავებულის გარჩევა რთულია ..

              Posted by: nia4u 14 Apr 2016, 15:43
              avgusta
              QUOTE
              დამჟავებულის გარჩევა რთულია ..

              ცოცხალ ჯონჯოლს და დამჟავებულს აქვს ერთნაირი არომატი,
              ასე რომ, თუ ცოცხალი ჯონჯოლის სუნი იცი, დამჟავებულზეც მიხვდები smile.gif

              QUOTE
              ზარმაცობის არგეტყობა ...: ))

              მადლობა, მაგრამ შორიდან მასე ჩანს biggrin.gif

              Posted by: avgusta 14 Apr 2016, 15:59
              nia4u ჯონჯოლს ყველაზე ლამაზი ყვავილი ქონია თურმე ..


              მოკრეფა ზოგ ადგილას ძნელია ზოგან ყვავილივით დარგულია და კრიფავენ იოლად ..

              რაც მთავარია ძალიან სასარგებლოა,
              უფრო კაი იქნებოდა აკაცია არმოეფიქრათ გასაყიდად ჯონჯოლის მაგივრად ..

              Posted by: nia4u 14 Apr 2016, 19:49
              avgusta
              QUOTE
              ჯონჯოლს ყველაზე ლამაზი ყვავილი ქონია თურმე ..

              სამწუხაროდ, უკვე დავაკონსერვე, თორემ სურათს გადავუღებდი...
              თეთრი, ვარდისფრად შეფერილი ყვავილების მტევნებია... <3
              QUOTE
              მოკრეფა ზოგ ადგილას ძნელია ზოგან ყვავილივით დარგულია და კრიფავენ იოლად ..

              მე მაქვს ეზოში, ორი, დაახლოებით ჩემი სიმაღლის ბუჩქი,
              ადვილად ვკრეფ,
              ტყეში ძნელია...
              QUOTE
              უფრო კაი იქნებოდა აკაცია არმოეფიქრათ გასაყიდად ჯონჯოლის მაგივრად ..

              ეჰ, ქართველები რას არ მოიფიქრებენ... sad.gif
              ისე, ჯონჯოლად რომ ასაღებენ, თორემ აკაციის ყვავილიც არ იქნება მთლად უსარგებლო... smile.gif

              Posted by: elchi 29 Apr 2016, 04:09
              nia4u

              ზუსტად მასე აკეთებს დედაჩემი.

              ორი რამ მენატრებოდა, ერთი იყო და არის თონის პური და მეორე ჯონჯოლის მწნილი.

              დედამ გამომიგზავნა სამ ლიტრიანი ქილით და ერთი კვირა ჯონჯოლის მწნილს გეახლებოდით დღეში სამჯერ.

              ზეითუნის ზეთი, წითელი ხახვი და ცხელი პური.


              გადავაქოთე აქაურობა და ვიპოვე ჯონჯოლის მრავალსახეობები, ესენი დეკორატიულ მცენარებად იყენებენ ბაღებში.

              დავუშვი მაგ რეცეპტით და "ემოვისუნთქე პაწა".

              მაგარი რამე გამოვიდა.

              თონის გაკეთება მინდა, ერთმა ფორუმელმა ძალიან მაგარი რეკომენდაციები მომცა, არ მინდა შემეშალოს მისი ნიკი, ლევანი ჰქვია, ზუსტად ჩამომიყალიბა თუ როგორ უნდა გაკეთდეს თონე.

              არ ვიცი როდის, მაგრამ მაინც გავაკეთებ როცა იქნება.



              Posted by: nia4u 29 Apr 2016, 09:21
              elchi

              QUOTE
              ზუსტად მასე აკეთებს დედაჩემი.

              იმდენი ვიწვალე სანამ ამ რეცეპტს ვიპოვიდი და ვისწავლიდი, სულ მიშავდებოდა და მიფუჭდებოდა sad.gif

              აკაცია არ ხარობს მანდ? wink.gif
              აქ ბაზრებში უმეტესად აკაციის ყვავილს ყიდიანო ჯონჯოლის ნაცვლად...
              მეც ძალიან მიყვარს <3

              სამი დღის წინ კიდევ ჩამოვიტანე იმერეთიდან 4 კილო, ჭერათხევზე გვიან გაყვავდა...
              და ახლა დავადგი სასტერილიზაციოდ ბოლო პარტია...
              წუხელ მთელი ღამე ჯონ ჯოლი მესიზმრებოდა, ანჯელინას ძმა wink.gif lol.gif

              Posted by: elchi 29 Apr 2016, 10:39
              არის აკაციაც, მაგრამ მისი ყვავილები მოტკბოა და ვამჯობინებ ნაღდი ჯონჯოლისგან გავაკეთო მწნილი.

              ასევე ვაკეთებ მწვანე პომიდორის და წითელი კომბოსტოს მწნილებსაც.

              ვისაც გავასინჯე ამოზელილ ლობიოსთან ერთად, პირღია დავტოვე.

              ლობიოს ჩემებურად ვაკეთებ, ნიგოზით და ლორით, მხეცი რამე გამომდის.


              ჰო, ჯონჯოლი ლათინურად არის STAPHILEA BOLANDERI, ასევე SIERRA BLADDERNUT-საც უძახიან.

              მეც მაქვს ერთი ბუჩქი და სამეზობლოში თითქმის ყველა მეორეს ურგია ეზოზე.

              დაკრეფვის ექსკლუზივი მოპოვებული მაქვს, მაგრა ვევასები მეზობლებს, სამაგიეროდ თევზი გამოულევად აქვთ ჩემგან.

              არ ვიცოდი თავიდან თუ ჯონჯოლის სახეობა იყო და გაყურსული ვნატრობდი. lol.gif lol.gif

              Posted by: nia4u 29 Apr 2016, 10:52
              elchi
              QUOTE
              სამეზობლოში თითქმის ყველა მეორეს ურგია ეზოზე.
              დაკრეფვის ექსკლუზივი მოპოვებული მაქვს

              მწნილი არ გაასინჯო, თორემ შენ აღარ გარგუნებენ biggrin.gif

              Posted by: elchi 29 Apr 2016, 12:11
              nia4u

              არ ვიცი, შეიძლება არ უნდა ვამბობდე.

              ჩვენი ქართლისა არ იყვეს, გადაძეძგილია აქაურობა ხილით და ბოსტნეულით.

              სოკოს ვერა ვცნობ ვერაფრით და მაგაზე ვიშლები ბოლომდე.

              ენციკლოპედიის 33-ივე ტომი დამაზეპირებინა ბიცოლაჩემმა და სოკოს ცნობა ვერ ვისწავლე.

              არის რომ რაღაცაში აუცილებლად უნდა გაჭედო ადამიანმა.

              მაქვს "გაჩერებები" და ვაღიარებ.

              თუ რაიმეს გავურიკინე და მესმის ის საგანი, მერე ვერაფერი გამაჩერებს.

              მეზობელს ხეჭეჭურის მსხალი უდგია ეზოზე, უშველებელია ეს ხე.
              იმდენს ისხავს ყოველწლიურად, ვერ აწონი.
              მეორეა და გულაბი მსხალი აქვს აშოტილი ტყეში, წარმოიდგინე და ღოღნაშოს ნერგებით სადღაც ერთი ჰექტარი ტყე აქვს.
              გარტყმაში არაა რა აქვს.
              ფუტკარი და კრაზანა გაგლეჯილი მთვრალები დაფრინავენ ამ ხილების სიტკბოს შემდეგ.
              თხილს და კაკალს, ვაშლს და ბალ-ალუბალს დაკავებული აქვთ ვარგისიანი ტერიტორიები.
              საზამთრო-ნესვი-პომიდორი-შუშა კიტრი ბადრიჯანი და ა.შ.

              ხუთი სახეობის ტყემალი მაქვს მოპოვებული დღემდე და ორი სახეობის ალუჩა.

              გუშინ მოვუტანე უმცროსს ალუჩა და კისერზე მეკიდა ნახევარი დღე.

              გენეტიკა თავისას შვება.

              4 წლის იყო როცა ჩამოვიყვანე, შევუწვი კარტოფილი და არ აკარებს პირს.
              ტყემალი სად არისო?

              "მოვიხოდე" მაშინვე და გადავწყვიტე ამხელა "დანაშაულის" შემდეგ, პატარა საქართველო აქაც მქონოდა.

              ხმამაღლა მაღრიალა, მე პატარა ქართველი ვარ და რატომ უნდა ვიცხოვრო აქო?

              გადამიყვანა ჭკუიდან და შეუძლებელი გამაკეთებინა.

              Posted by: nia4u 26 May 2016, 23:10
              88888
              QUOTE
              მოკლედ, მომინდა მარწყვის მურაბა.
              ჰოდა არ ვიცი როგორ გავაკეთო.
              ვინმე მადლიანი თუ მასწავლის, გამახარებს ძალიან)))


              მარწყვის მურაბა
              ინგრედიენტები:
              1 კგ. მარწყვი;
              1 კგ. შაქრის ფხვნილი;
              2 ს.კ. კონიაკი (აუცილებელი არ არის)
              მომზადება:
              გადარჩეული და გარეცხილი მარწყვი და შაქარი ფენა-ფენა ჩავყაროთ სამურაბე ჭურჭელში,
              (მომინანქრებულ ანუ ემალის ჯამში ან ქვაბში)
              ზემოდან, სურვილისამებრ, მოვასხუროთ კონიაკი.
              დავდგათ რამდენიმე საათი, ვიდრე წვენს არ გამოუშვებს.
              შეგვიძლია ღამით დავდგათ და დილით დავიწყოთ ხარშვა.
              მოკლედ, წვენს რომ გამოუშვებს კარგად, დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვადუღოთ.
              პერიოდულად მოვურიოთ ფრთხილად, რომ მარწყვები არ დაზიანდეს
              და ქაფი მოვხადოთ. ვხარშოთ მომზადებამდე.

              მურაბის მზაობა შემდეგნაირად შეგიძლიათ გავიგოთ:
              უნდა შეიცვალოს ფერი, უნდა შესქელდეს წვენი.
              თეფშზე დავასხათ ერთი სუფრის კოვზი მურაბის წვენი, დაველოდოთ გაციებას და შუაში კოვზით ხაზი გავაკეთოთ.
              თუ მურაბის წვენი არ დაიწყებს შეერთებას, ესე იგი მზად არის.

              მომზადებული მურაბა ცხელცხელი ჩავასხათ სუფთა მშრალ ქილებში,
              დავახუროთ სახურავი და შევინახოთ გრილ ადგილას.

              smile.gif

              Posted by: tavadze 27 May 2016, 02:35
              avgusta
              QUOTE
              ნატურალური წვენიც " სახლის "მირჩევნა ქაცვი და მალინა,სმაროდინა ...

              მე ყველანაირი ხილიდან ვაკეთებდი ნატურალურ წვენს.
              მოკლედ, ნებისმიერი ხილი დაჭერით (შეგიძლია, სხვადასხვა სახეობები აურიოთ ერთმანეთში), ჩაყარეთ ქვაბში და დაასხით იმდენი წყალი, რომ ამ მასას თავზე მოადგეს, დადგით ცეცხლზე და ადუღეთ. კარგად რომ წადუღდება, გადმოწურეთ წვენი ცალკე, ან უმჯობესია, საწურზე გადმოიღოთ მთელი ეს მასა და აცალეთ, რომ კარგად ჩაიწუროს ქვაბში. მერე ამ გამოწურულ სითხეს დააყარეთ შაქარი და ისევ აადუღეთ თავიდან. მე ყოველთვის ვამატებდი ვანილსაც, თუმცა გემოვნების ამბავია და შეგიძიათ, დარიჩინი, მუსკატი ან რამე სხვაც დაუმატოთ. ცხელსვე ვასხამდი ლიტრიან ბოთლებში, ან 2-3-ლიტრიან ქილებში მოხუფვაც შეიძლება... მე არყის ხრახნიან, ლიტრიან ბოთლებში ვინახავდი , კარგად ინახებოდა.
              ხილის მასა რაც დარჩება, ისიც შეგიძლიათ, გაცხრილოთ და ჯემად წამოადუღოთ. თან იმას წვენი უკვე გამოცლილი აქვს და დიდხანს დუღილი არ უნდა.
              nia4u, რამდენიმე კითხვა მაქვს: ანუ თავიდან არ წალავ ცხელ წყალში, მხოლოდ სტერილიზაციისას ხვდება ცხელი წყალი?
              თავიდანვე ხრახნიან ქილებში ინახავ? დუღილისას არ გადმოდის სითხე შიგნიდან? ისე, მე უკვე დადუღებული მწნილი - ჯონჯოლიც და ნივრისაც ხრახნიანებში რომ გადავიტანე, აღარ იშრობს სითხეს ანუ ერთ დონეზეა და მუდმივი ყურადღება არ სჭირდება.
              პ.ს. ჯონჯოლის მწნილი ნიგვზით გამოდის საუკეთესო ფხალი.

              avgusta
              QUOTE
              აბა როგორ გავარჩიოთ ჯოჯოლის და აკაციის მწნილიიი ..???

              ყვავილები კი ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ მაინც იოლად გასარჩევია.
              Hobart
              QUOTE
              ჯონჯოლი ბუჩქი

              ეგ - აღმოსავლეთში, მაგრამ აბა, გურიაში ნახე, რამხელა ხეებს იზრდება! biggrin.gif
              ერთხელ ფლორა/ფაუნაში ჩემი ეზოს ჯონოლის ხის ფოტო დავდე - ლამაზად გაყვავილებული ტოტი იყო და გაუკვირდათ, რამხელა ხეაო.
              avgusta
              QUOTE
              მოკრეფა ზოგ ადგილას ძნელია

              კი. ჩვენსკენ რაც ყველაზე მიუვალი, ხევი და კლდოვანი ადგილია, იქ იზრდება. ჯერ ხომ საშინელი ეკალნარია სულ და მახსოვს, ერთხელ ჩემი ძმა გაგვირჩა კლდეზე biggrin.gif - მოსაკრეფად კი გავიდა იქით, მაგრამ უკან ვეღარ ბრუნდებოდა. biggrin.gif ეშინოდა გამოსვლა, ისეთი ხრამის ტავზე უნდა გადმოსულიყო.
              პ.ს. ყვავილი მართლა ძალიან ლამაზი აქვს და სუნი ხომ საერთოდ!
              nia4u
              QUOTE
              იმდენი ვიწვალე სანამ ამ რეცეპტს ვიპოვიდი და ვისწავლიდი, სულ მიშავდებოდა და მიფუჭდებოდა

              თავიდან ცხელ წყალში თუ მოწალავდი, მაინც შავდებოდა? baby.gif baby.gif
              QUOTE
              მურაბის მზაობა შემდეგნაირად შეგიძლიათ გავიგოთ:
              უნდა შეიცვალოს ფერი, უნდა შესქელდეს წვენი.
              თეფშზე დავასხათ ერთი სუფრის კოვზი მურაბის წვენი, დაველოდოთ გაციებას და შუაში კოვზით ხაზი გავაკეთოთ.
              თუ მურაბის წვენი არ დაიწყებს შეერთებას, ესე იგი მზად არის.

              მე ერთ წესსაც დავამატებდი, რომელიც დეიდაშვილმა მასწავლა: მურაბის წვენი 1-2 წვეთი ჩაასხით წყლით სავსე ჭიქაში. თუ წვეთი მოწყვეტით ჩავარდა ფსკერზე, უკვე მზადაა, ხოლო თუ ზედაპირზე ან შუაში გაჩერდა, მაშინ ჯრ კიდევ აკლია დუღილი.
              დეიდაშვილი მოუხარსავადაც ინახავდა მარწყვს, მაგრამ ბევრი შაქარი სჭირდება: ხრახნიან ქილას ჯერ მარწყვით შეავსებ (სასურველია, პატარა ქილა იყოს - ნახევარლიტრიანი ან რამე მაგგვარი), მერე - შაქარით. დაახურავთ თავს და შეინახავთ მაცივარში. დროტა განმავლობაში ის თავის წვენს გაიგდებს. ასე შენახული ზამტარში კარგია ტორტებში და ნამცხვრებშიო, ახალივითააო, ამბობდა თვითონ.

              Posted by: nia4u 27 May 2016, 11:43
              tavadze
              QUOTE
              რამდენიმე კითხვა მაქვს: ანუ თავიდან არ წალავ ცხელ წყალში, მხოლოდ სტერილიზაციისას ხვდება ცხელი წყალი?
              თავიდანვე ხრახნიან ქილებში ინახავ? დუღილისას არ გადმოდის სითხე შიგნიდან? ისე, მე უკვე დადუღებული მწნილი - ჯონჯოლიც და ნივრისაც ხრახნიანებში რომ გადავიტანე, აღარ იშრობს სითხეს ანუ ერთ დონეზეა და მუდმივი ყურადღება არ სჭირდება.
              პ.ს. ჯონჯოლის მწნილი ნიგვზით გამოდის საუკეთესო ფხალი.

              ჯონჯოლს არ ვწალავ წინასწარ, მხოლოდ ცივ წყალში ვრეცხავ - ამოვავლებ რამდენჯერმე.
              სტერილიზაციას ვუკეთებ ხრახნიან ქილებში - სახურავს დავადებ
              და როცა სტერილიზაცია მორჩება, უბრალოდ მოვატრიალებ და მოვუჭერ.
              მერე ვამოწმებ, წყალი ხომ არ გადმოდის, ანუ კარგად თუა სახურავი მოჭერილი და თავდაყირა ვაციებ.
              ქილას არ ვავსებ ძალიან, საკმაო ადგილს ვუტოვებ და აღარ გადმოდის სტერილიზაციის დროს.
              ეს მეთოდი იმიტომ მომწონს კიდევ, რომ ძალიან არ მჟავდება, ახალივით რჩება ბოლომდე.
              ასევე, მარილის გადამეტების საშიშროება, ფაქტობრივად არ არსებობს - თავიდანვე აზავებ წყალს სასურველ გემოზე.
              QUOTE
              თავიდან ცხელ წყალში თუ მოწალავდი, მაინც შავდებოდა?   

              რა ვიცი, რა რეცეპტიც ვნახე, ყველა ვცადე, მშრალად მარილით ჩატენვა, მოწალვა, მარილწყალის დასხმა...
              ან თავი უშავდებოდა, ან ძალიან მჟავდებოდა, ან წყალი უშრებოდა ან სულ მიხედვა უნდოდა...
              შეიძლება იმიტომ, რომ მე ასპირინს არასდროს არაფერს არ ვუმატებ...
              ამას ერთხელ გააკეთებ და დგას თავისთვის, არაფერი აღარ უნდა ჭამის მეტი biggrin.gif
              ჩემთან ნიგვზიანი დიდად არ მოსწონთ რატომღაც,
              ხახვი, ზეთი და ახალი ქინძი ცოტა - ასე მომზადებული + მჭადი და სხვა საჭმელს აღარ იკითხავს არავინ... smile.gif

              ისე, შენი რეცეპტი დაწერე დაწვრილებით, როცა მოიცლი, მაგასაც ვცდი მომავალ წელს smile.gif

              QUOTE
              მოუხარსავადაც ინახავდა მარწყვს, მაგრამ ბევრი შაქარი სჭირდება

              მე ქაცვს და ფეიხოას ვინახავ მასე ცოცხლად, მაცივარი არ სჭირდება. კილო ხილზე ორი კილო შაქარი.
              ალუბალს, გარგარს, მარწყვს, ჟოლოს ცოცხლად მაინც მაცივარი უნდა, მჟავდება მერე.

              მურაბის მოხარშვის წესიც რამდენიმენაირია, წყალსაც უმატებენ, "კვიტინითაც" ხარშავენ, სხვა ხილსაც ურევენ,
              რამდენჯერმე აციებენ და ისევ ადუღებენ, 5 წუთიანი, რომელსაც ასევე მაცივარი უნდა და ა.შ.
              მაგრამ მოხარშული მურაბა რასაც ქვია, მე ეს ვარიანტი მომწონს და მეადვილება ყველაზე მეტად... smile.gif

              Posted by: avgusta 27 May 2016, 12:00
              tavadze
              love.gif jump.gif 2kiss.gif არც თემაში არც ისე შემხვედრიხარ რამდენი ხანიააა (hug)

              Posted by: tavadze 27 May 2016, 15:58
              nia4u
              QUOTE
              ან თავი უშავდებოდა,

              ეგ იმიტომ, რომ წყალი გადმოდის დროტა განმავლობაში და დამატება უნდა. აი, მაგ ხარხნიან ქილებში თუ არ გადმოდის, მაშინ არც ფერს შეიცვლის.
              QUOTE
              ისე, შენი რეცეპტი დაწერე დაწვრილებით, როცა მოიცლი, მაგასაც ვცდი მომავალ წელს

              დღეს გავაკეთეში დავწერე ამას წინათ, მაგრამ არაფერი საიდუმლო: ჯონჯოლის მწნილს ჩვეულებრივად ჩაალბობ ცოტა ხნით წყალში, ზედმეტი მარილი რომ გამოუვიდეს, მერე დააჭრი ხახვს, მწვანე ქინძს, წიწაკას,შეურევ და კაკალს. თუ გინდა - ცოტა ნიორიც უყავი, მაგრამ უმაგისოდაც კარგია.
              ფაქტობრივად, ეს ზეთში შესუნელებული ვარიანტის "გაგრძელებაა", რადგან იმ სანელებლების უმეტესობა მაგასაც აქვს, კაკალი, ძმარი და წიწაკა ემატება. შეგიძლია, ზეთი არ უქნა საერთოდ, თუმცა ცოტა თუ ექნება, ნამდვილად არ უფუჭებს არაფერს.
              QUOTE
              მე ქაცვს და ფეიხოას ვინახავ მასე ცოცხლად, მაცივარი არ სჭირდება. კილო ხილზე ორი კილო შაქარი.

              ქაცვი არ ვიცი და ფეიხოას კი ვატარებდი იმ ბედნიერ დროს, როცა ტკბილეული მეჭმებოდა, biggrin.gif მაგრამ კილოზე კილო შაქარს ვუშვებოდი და მშვენივრად ინახებოდა.
              ახლა ხილის შაქრებით მინდა ვცადო - ეგენიც და ის წვენებიც, წუხელ რომ დავწერე.
              avgusta
              QUOTE
              არც თემაში არც ისე შემხვედრიხარ რამდენი ხანიააა (hug)

              ჰო, რაღაც იშვიათად ვპოსტავ ბოლო პერიოდში. საქმეებიც მემატება, მაგრამ ინტერესიც მიქრება ნელ-ნელა. biggrin.gif biggrin.gif

              Posted by: nia4u 27 May 2016, 17:03
              tavadze
              ჯონჯოლის დამწნილების რეცეპტი ვიგულისხმე... smile.gif
              ეგ ვნახე, რომ დაწერე მაშინ smile.gif

              Posted by: tavadze 28 May 2016, 01:22
              nia4u
              QUOTE
              tavadze
              ჯონჯოლის დამწნილების რეცეპტი ვიგულისხმე...

              აააა, გასაგებია...
              მე პირადად არასოდეს ჩამიდია (ჯონჯოლი, თორემ სხვები - კი), ჩემი და მიკეთებს, მაგრამ როგორც ვიცი, ჯერ მოწალავენ ცხელ წყალში, მაგრამ ჩადებ თუ არა (საწურით ჯობია), მალევე უნდა ამოიღო, რომ არ გაშავდეს... მერე ჩვეულებრივი პროცედურაა...

              Posted by: nia4u 31 May 2016, 17:25
              kactus
              QUOTE
              მწნილის დიდოსტატებო,ერთი სათხოვარი მაქვს.
              ნივრის მწნილის რამე სუპერ-ბუპერ რეცეპტს ვერ გამიზიარებთ?!
              მე მწნილის არც არაფერი გამეგება და არც მიყვარს.
              დედაჩემმა მთხოვა,რეცეპტს ვეღარ ვპოულობ,დიდი ხანია არ გამიკეთებია და იქნებ რამე
              კარგი რეცეპტი მიპოვოო!
              ფიეე,ნივრის მწნილი როგორ უნდა ჭამო?!
              ალბათ,სანამ ჩადებს,სახლიდან უნდა გადავიკარგო!   


              აბაააა, მოვიდა სუპერ-პუპერ რეცეპტი smile.gif

              ნივრის მწნილი
              მაისის ბოლოს-ივნისის დასაწყისში ვიყიდოთ კარგი ახალი ქართული ნიორი.
              ქართული იმიტომ, რომ ნაკლებად მწარეა, თორემ ნებისმიერი შეიძლება.
              გავაცალოთ ფოჩები და გარეთა მოვარდისფრო კანი, რომ დარჩეს თეთრი თავი.
              გასუფთავების დროს თუ ჭიანი შეგვხვდა ან თავი დაგვეშალა,
              შეგვიძლია, საღი კბილები ჩავაყოლოთ ქილაში ან ცალკე ქილაში ჩავამწნილოთ.
              გადარჩეულ ნიორს დავასხათ მდუღარე წყალი ერთი-ორი წუთით და მაშინვე გადავწუროთ.
              ეს დამდუღრული ნიორი რომ გაცივდება, ჩავალაგოთ ქილაში,
              დავასხათ ონკანის ცივი წყალი და დავაყაროთ მსხვილი მარილი, რამდენ ლიტრიანი ქილაც არის იმდენი სუფრის კოვზი.
              დავახუროთ სახურავი და დავდგათ გრილ ადგილას.
              მესამე დღეს ეს მარილწყალი გადავუღვაროთ, ნივრები, ქილაშივე, ონკანქვეშ კარგად გავრეცხოთ,
              და იგივენაირად, დავასხათ ახალი წყალი და დავაყაროთ მარილი.
              ასე გავაკეთოთ ყოველ მესამე დღეს სამი კვირის მანძილზე.

              ეს პროცესი რომ დამთავრდება, სამი კვირის შემდეგ,
              მოვამზადოთ მარინადიsad.gifეს რაოდენობა არის სამლიტრიანი ქილისთვის, დაამზადეთ რამდენიც გჭირდებათ, ამ პროპორციით)
              3 ლიტრ წყალს დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი შაქარი, 3 სუფრის კოვზი მარილი,
              ერთი ღვინის ჭიქა ძმარი(დაახლოებით 100-150 გრამი, გააჩნია როგორი ძმარია).
              სურვილისამებრ, ერთი-ორი დაფნის ფოთოლი და ცოტა მიხაკ-დარიჩინიც, უხდება ძალიან.
              ეს ნარევი წამოვადუღოთ, ყველაფერი რომ გადნება, გამოვრთოთ, გავაციოთ კარგად
              და დავასხათ გამოყვანილ ნიორს.
              დავახუროთ სახურავი და შევინახოთ სიგრილეში.

              ეს ჩემი ოჯახის ძველი რეცეპტია,
              ცოტა საწვალებელია, მაგრამ ბოლოს,
              კაათ შენელებულ ლობიოს, მჭადს და კარგ ღვინოს რომ მოუდგამთ გვერდით და გასინჯავთ,
              მიხვდებით, რომ ღირდა წვალებად!!! yes.gif

              2kiss.gif

              Posted by: kactus 1 Jun 2016, 07:53
              nia4u
              bis.gif

              გმადლობ,საყვარელო! 2kiss.gif

              Posted by: nia4u 1 Jun 2016, 11:24
              kactus
              2kiss.gif

              QUOTE
              მოვამზადოთ მარინადიsad.gifეს რაოდენობა

              აქ ორწერტილი და ფრჩხილი დავწერე და მოწყენილი სმაილი გამოვიდა smile.gif

              Posted by: pvm 18 Jun 2016, 10:04
              ხრახნიანი თავსახური ქილებისთვის სად იყიდება ხომ არ იცით?

              Posted by: tavadze 28 Jun 2016, 01:11
              pvm
              QUOTE
              ხრახნიანი თავსახური ქილებისთვის სად იყიდება ხომ არ იცით?

              ნებისმიერ ბაზრობაზე, სადაც ქილები იყიდება, იქვე ჰყიდიან მაგასაც.

              Posted by: aninia 28 Jun 2016, 17:02
              nia4u
              QUOTE
              გადარჩეული და გარეცხილი მარწყვი და შაქარი ფენა-ფენა ჩავყაროთ სამურაბე ჭურჭელში,
              (მომინანქრებულ ანუ ემალის ჯამში ან ქვაბში)


              ნია, მე როგორც ვიცი, სპილენძის, ან უკიდურეს შემთხვევაში, ალუმინის ჭურჭელში იხარშება მურაბა. მომინანქრებული იწვავს და რაღაცანირად, არსასიამოვნო გემოს აძლევს, როცა შაქრის ფხვნილის შემცველ მასალას ვხარშავ...
              არც ნამცხვრის მოხარშულ კრემს ვაკეთებ მაგის გამო ემალირებულში...

              შენთან არ იკრავს ძირზე მურაბას მინანქრიანი ჭუჭელი? rolleyes.gif
              * * *

              ხო, კიდევ, რაც შეეხება აკაციის და ჯონჯოლის ყვავილის მწნილის გარჩევას, მე ვიცი, როგორც უნდა, იქნებ გამოგადგეთ.
              ღეროს დააკვირდით და მასზე ყვავილების განლაგებას.

              აკაციის ყვავილს აქვს ერთი მთლიანი, წვრილი და ცოტა უხეში ღერო, რომელზეც ყვავილები აქეთ-იქიდან ერთმანეთის მოპირდაპირედ არიან განლაგებული, დამწნილებული კი ღეროს ქვემოდან ეკიდებიან მთელ სიგრძეზე ერთმანეთის გასწვრივ, ყვავილები ერთმანეთს ყუნწებით არ უკავშირდებიან, მხოლოდ ღეროს. უფრო ადვილად რომ წარმოიდგინოთ, აკაციის ფოთლების განლაგება გაიხსენეთ. ზუსტად ასევეა მისი ყვავილებიც. თავად ღეროს ბოლო ოოდნავ გამსხვილებულია, ხეზე მიმაგრების ადგილის გამო.

              ჯონჯოლის ყვავილები კი ღეროს ბოლოში ბუჩქად არიან ჩამოკიდებული, ერმანეთთან ახლოს. ყუნწებით ერთიანდებიან და ღეროს ისე ქმნიან. ამავე ღეროზე შესაძლოა, რამდენიმე განშტოება იყოს და იმასაც თავის მხრივ, ბოლოსკენ ბუჩქად ჰკიდია ყვავილები.

              Posted by: nia4u 28 Jun 2016, 18:14
              aninia
              QUOTE
              ნია, მე როგორც ვიცი, სპილენძის, ან უკიდურეს შემთხვევაში, ალუმინის ჭურჭელში იხარშება მურაბა. მომინანქრებული იწვავს და რაღაცანირად, არსასიამოვნო გემოს აძლევს, როცა შაქრის ფხვნილის შემცველ მასალას ვხარშავ...
              არც ნამცხვრის მოხარშულ კრემს ვაკეთებ მაგის გამო ემალირებულში...

              შენთან არ იკრავს ძირზე მურაბას მინანქრიანი ჭუჭელი? 

              კი, სპილენძის ჭურჭელი ითვლებოდა ოდითგან სამურაბე ჭურჭლად,
              მაგრამ ჩვენ არ გვქონდა, ყოველ შემთხვევაში, ჩემს მახსოვრობაში...
              დედაჩემი ყოველთვის ემალის ჯამში ხარშავდა, დაბალ ცეცხლზე, ხშირი მორევით...
              (მე კი მიმეწვა ერთი-ორჯერ, მაგრამ ჩემი უყურადღებობის გამო, ემალს ვერ დავაბრალებ biggrin.gif facepalm.gif )
              ალუმინში არასდროს ხარშავდა და მეც არ მომწონს და აი, რატომ:
              ზოგიერთ მურაბას დიდი ხნით უწევს მზადება, უნდა გააციო, მერე ისევ ადუღო და ა.შ.
              და ალუმინის ჭურჭელში დიდი ხნით საკვების გაჩერება არ არის რეკომენდებული...

              QUOTE
              რაც შეეხება აკაციის და ჯონჯოლის ყვავილის მწნილის გარჩევას, მე ვიცი, როგორც უნდა, იქნებ გამოგადგეთ.

              კარგი რჩევაა, არ დავკვირვებივარ...
              მადლობა
              2kiss.gif

              Posted by: aninia 29 Jun 2016, 10:44
              nia4u

              2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

              Posted by: eldiablo 3 Jul 2016, 13:50
              გამარჯობათ smile.gif ბუშმალასგან რისი გაკეთება შეიძლება ხომ ვერ მეტყვით? კამპოტი, მურაბა ან რამე მსგავსი smile.gif

              Posted by: kactus 6 Jul 2016, 09:44
              უზერებო,თქვენს იქით გზა არ მაქვს,იქნებ დამეხმაროთ!:D
              ისეთი ყოჩაღები ხართ,წითელი და შავი მოცხარის მურაბის კარგი რეცეპტი გეცოდინებათ!
              მომიტანეს თითო-თითო კილო,რა ვუყო,არავინ არაა მაგის მჭამელი.ვიფიქრე,მურაბა ხომ
              არ გავაკეთო-თქო,მაგრამ არასდროს გამიკეთებია. user.gif არადა,ცოდოა,ვიცი,გაფუჭდება
              და უნდა გადავყარო!


              Posted by: nia4u 6 Jul 2016, 21:56
              kactus
              QUOTE
              წითელი და შავი მოცხარის მურაბის კარგი რეცეპტი გეცოდინებათ!

              ეგ სამურაბედ ცოდოა ან გაყინე ან შაქარში შეინახე ცოცხლად...
              ნივრის მწნილის საქმე როგორ არის?

              Posted by: kactus 7 Jul 2016, 09:46
              nia4u
              QUOTE
              ეგ სამურაბედ ცოდოა ან გაყინე ან შაქარში შეინახე ცოცხლად...

              უი, გაყინვა კარგი აზრია! 2kiss.gif
              ისე,სამურაბედ რატომ არის ცოდო,ვიტამინების განადგურების გამო თუ არც ისე კარგი მურაბა გამოდის?!

              QUOTE
              ნივრის მწნილის საქმე როგორ არის?

              biggrin.gif კარგად.
              ეგ დედაჩემს და მამაჩემს გადავულოცე,მამაჩემს უყვარს ლობიოსთან.
              მე ნიორთან მიმკარებელი არა ვარ. biggrin.gif

              Posted by: taktakuna 7 Jul 2016, 10:23
              სმაროდინა ცოცხლად როგორ შევინახო?

              Posted by: nia4u 7 Jul 2016, 14:47
              kactus
              QUOTE
              ვიტამინების განადგურების გამო

              ხო, ამიტომ, თორემ ისე მურაბაც მშვენიერია...
              taktakuna
              QUOTE
              სმაროდინა ცოცხლად როგორ შევინახო?

              როგორც სხვა რამეები - შაქარი 1/2-ზე
              ან 1/1-ზე და მაცივარში.
              შეგიძლია დასრისო, დააბლენდერო ან მთლიანებს ფენა-ფენა მოაყარო.
              ერთი-ორი დღე დადგი და ურიე, რომ შაქარი დადნეს და მერე გადაიტანე მშრალ ქილებში.

              Posted by: taktakuna 8 Jul 2016, 22:22
              nia4u
              anu sul macivarshi unda iyos xo? isev gavyino jobia mgoni

              Posted by: ^Nos_ka 13 Jul 2016, 13:51
              nia4u
              QUOTE
              სმაროდინა ცოცხლად როგორ შევინახო?

              QUOTE
              როგორც სხვა რამეები - შაქარი 1/2-ზე

              ამას სჯობს უბრალოდ გარეცხო, კარგად გააშრო, სპეციალურ პარკებში ჩაყარო და გაყინო.
              რად უნდა შაქარი sad.gif
              გამოიღებ 30-40 წუთით ადრე და გალღვება...

              Posted by: nanuka15n 19 Jul 2016, 20:00
              გამარჯობა, მოკლედ, დავშაქრე ჟოლო, გგავიდა ერთი დღე , ქაფი მოიკიდა და დუღს უკვე, როდის შეიძლება შევინახო? შაქარიც ჩამდნარია თითქმის

              Posted by: კუსლარხევი 30 Jul 2016, 13:19
              ხის სოკო მარინადში , პირდაპირ იჭმევა მომზადების გარეშე?

              Posted by: Internet_Contraband 13 Aug 2016, 02:09
              ვინმეს როდესმე "ბიკენტიას ქაბაბის" საწებლის მსგავსი რამის შექმნა ხო არ გიცდიათ? givi.gif

              Posted by: ჰეისან 13 Aug 2016, 04:57
              QUOTE
              ვინმეს როდესმე "ბიკენტიას ქაბაბის" საწებლის მსგავსი რამის შექმნა ხო არ გიცდიათ?

              სუპერ საწებელია... სამი პორცია ქაბაბი შევჭამე (თითო პორციაში სამი მოზრდილი ქაბაბი რომ შედის, ისეთი) biggrin.gif ანუ, სულ 9 ქაბაბი

              Posted by: qetusiaa_qetuu 13 Aug 2016, 12:59
              Kechupi vashlit da pomidvrit rogor ketdeba damiweret ru icit ..

              Posted by: casalinga 15 Aug 2016, 19:23
              QUOTE
              Kechupi vashlit da pomidvrit rogor ketdeba damiweret ru icit ..


              ინგრედიენტები:
              პამიდორი 5 კგ
              ტკბილი წიწაკა, წითელი 2 კგ
              ვაშლი 500 გ
              ხახვი 600 გ
              შაქარი 100 გ
              მარილი გემოვნებით
              დარიჩინი 1 ჩ.კ
              მიხაკი 1/2 ჩ.კ
              მუსკატის კაკალი (ჯავზი) 1/2 ჩ.კ
              ძმარი 50 მლ ან გემოვნებით
              წიწაკა ჩილი, დაფქული გემოვნებით
              ტაბულა
              კეტჩუპის მომზადების მრავალი რეცეპტი არსებობს, მეტ-ნაკლები განსხვავებებით. ზოგიერთი მათგანი ვაშლის გარეშეა, ზოგში წიწაკაა ამოღებული. ამ რეცეპტში შაქრის მინიმალური დოზაა მოცემული, სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია მისი რაოდენობა გავზარდოთ.

              კეტჩუპისთვის მწიფე, კარგი წითელი ფერის პამიდორი შევარჩიოთ. სასურველი ძალიან წვნიანი ჯიშის არ იყოს.

              ვაშლს და წიწაკას ამოვაცალოთ თესლი, შემდეგ ხახვთან და პომიდორთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ. პიურე მოვათავსოთ ქვაბში, დავაყაროთ შაქარი, მარილი და წამოვადუღოთ. როდესაც ადუღდება, ცეცხლს დავუწიოთ. დრო და დრო ამოვურიოთ. დაახლოებით 2 საათის შემდეგ კეტჩუპი მზად იქნება, დავაყაროთ სანელებლები და გადმოვდგათ ცეცხლიდან. შეგრილებული მასა გავატაროთ საცერში, დავამატოთ ძმარი და მოვათავსოთ გასტერილებულ ქილებში ან ბოთლებში. შევინახოთ გრილ და მშრალ ადგილას.

              ზოგიერთი რეცეპტით, კეტჩუპს ნიორსაც ამატებენ. თუ ასეთი კეტჩუპი მოგვწონს, შეგვიძლია ნივრის გარჩეული კბილები დაუფქველ სუნელებთან ერთად მარლაში გამოვკრათ და ისე ვხარშოთ, შემდეგ კი გადავაგდოთ. სანელებლების რაოდენობა გემოვნების მიხედვით განვსაზღვროთ.

              თუ კეტჩუპი საკმარისად არ გასქელდა და მაინც თხელია სახამებელი დავამატოთ. დაახლოებით 4 ს.კ. სახამებელი გავხსნათ ცოტაოდენ გაგრილებულ კეტჩუპში, ჩავამატოთ მთლიან მასას და წამოვადუღოთ.

              Posted by: qetusiaa_qetuu 15 Aug 2016, 21:43
              casalinga
              Didi madloba.. dzalian martivad da gasagebad giweria.. madlobaa

              Posted by: Naniko1 19 Aug 2016, 12:42
              შავი ქლიავის ჩირი მინდა გავაკეთო. დავხლიჩავ და და დავალაგებ ფიცარზე. მერე მზეზე დავდებ, მაგრამ ბუზი რომ არ მიეკაროს რა დავაფარო? და დაშრობის მერე როგორ და სად შევინახო?
              თქვენი რჩევა მჭირდება smile.gif
              კიდევ ჩირის აპარატები რომაა ეგენი თუ გიცდიათ და როგორია?

              Posted by: lukanini 22 Aug 2016, 14:08
              Naniko1
              QUOTE
              ბუზი რომ არ მიეკაროს რა დავაფარო?

              მარლა დააფარე
              * * *
              casalinga
              QUOTE
              ინგრედიენტები:
              პამიდორი 5 კგ
              ტკბილი წიწაკა, წითელი 2 კგ
              ვაშლი 500 გ
              ხახვი 600 გ

              ეს ინგრედიენტები უკვე გარჩეულის წონაა? თუ მთლიანის
              და ვაშლი გაფრცქვნილი თუ კანიანი?

              Posted by: aninia 22 Aug 2016, 15:34
              Naniko1
              QUOTE
              ა დაშრობის მერე როგორ და სად შევინახო?


              მე ჩირებს, განსაკუტრებით, ლეღვს, შაქრის პუდრში ვავლებ და 3 კილოიან ქილაში ვტენი, მერე თავზე პოლიეთილენის ხუფს ვაფარებ.
              ჩირი აუცილებად ძალიან კარგად უნდა იყოს გამოშრალი რომ არ დაობდეს.
              თუ ეჭვი გეპარება ტენის არსებობაში - შეკერე პატარა ტომსიკა ტილოს, ჩითის ან მიტკლის ნაჭრისგან და
              მასში შეინახე კარგად თავმოკრული. ქსოვილი ჰაერს ატარებს და ჩირიც არ დაგიობდება, თან, რბილად ინახება.

              Posted by: Ezekia 22 Aug 2016, 17:30
              კულინარებო, შეკითხვა მაქვს-ზეთიანი წიწაკა პლასტმასის ჭურჭელში შეინახება???

              Posted by: tavadze 23 Aug 2016, 01:11
              Ezekia
              QUOTE
              კულინარებო, შეკითხვა მაქვს-ზეთიანი წიწაკა პლასტმასის ჭურჭელში შეინახება???

              კულინარი რამდენად ვარ, არ ვიცი, მაგრამ მე პლასმასში არ შევინახავდი. ან კი რა საჭიროა - შუშის ქილების შოვნა ჭირს თუ რატომ გინდა მაინცდამაინც პლასმასი?

              Posted by: Ezekia 23 Aug 2016, 11:28
              tavadze
              QUOTE
              . ან კი რა საჭიროა - შუშის ქილების შოვნა ჭირს თუ რატომ გინდა მაინცდამაინც პლასმასი?


              ხო, ხვალამდე შუშის ქილის შოვნა მიჭირს, მოხუცთან ვარ მარტო და ვერ ვტოვებ. წიწაკა მოგვიტანეს და ვიფიქრე, დღეს გავაკეთებდი... ოკ, ხვალისთვის გადავდებ. დიდი მადლობა )

              Posted by: Naniko1 23 Aug 2016, 13:29
              lukanini
              aninia
              დიდი მადლობა
              ნაჭერში შევინახავ

              Posted by: summertime777 10 Sep 2016, 10:14
              გუშინ ქუჩაში ისეთი კარგი სუნი მეცა. ბულგარულს ადუღებდა ვიღაც: მგონი პამიდვრით და ნივრით ან უბრალოდ ბულგარულს და ცხარე წიწაკას. კინაღამ სახლში მივადექი- რას ხარშავთ მეთქი. ძალიან გთხოვთ, იქნებ ვინმემ იცის მსგავსი რეცეპტი? პამიდვრის საწაბელას ვაკეთებთ, მაგრამ ბულგარულით არაფერი მომიდუღებია. დიდი მადლობელი დაგრჩებით რჩევისთვის.

              Posted by: The DoctoR 11 Sep 2016, 11:16
              მწვანე პომიდორის რეცეპტი მინდა smile.gif
              მშრალად რომ კეთდება, სუნელებში. შემწვარ კარტოფილს უხდება ძაან smile.gif

              Posted by: nia4u 2 Apr 2017, 13:04
              http://www.redmediatv.ru/kuhnya/zakroma/order-num1/1.html
              კარგი გადაცემების ციკლი - 30 გადაცემა
              ხილ-ბოსტნეულის კონსერვირების 100-მდე რეცეპტი...
              კარგი რჩევები და მარტივი ვიდეო-რეცეპტები...
              * * *
              вопрос - насколько полезны или вредны маринованные и консервированные овощи? Вот, собственно, статья по теме.
              Статья была напечатана в журнале "женское здоровье" 2009 годую
              Можно ли использовать в консервировании аспирин? Как консервировать, чтобы сделать пищу наиболее полезной?


              Консервирование с Аспирином.
              Аспирин (или Ацетилсалициловая кислота) - это не пищевой консервант, а лекарство. Консервирующее действие аспирина связано с тем, что в растворе создается кислая среда, в которой гибнут бактерии. При растворении и длительном нахождении аспирина в рассоле образуется фенольное соединение. Оно убивает микробы, но ядовито для организма человека.
              Комитет экспертов Всемирной организации здравоохранения вынес заключение, согласно которому салициловую кислоту и ее производные запрещено добавлять в пищевые продукты.
              Употребление продуктов, для консервировании которых использован аспирин, может привести к тяжелым для здоровья последствиям. В первую очередь, это угроза для почек, особенно в детском возрасте. Частое использование таких консервов может вызвать пиелонефрит. Страдают также желудок и кишечник. При постоянном использовании нарушается работа печени и поджелудочной железы. Использование аспирина в качестве пищевой добавки, приводит к повышению чувствительности организма к препаратам, содержащим ацетилсалициловую кислоту. При попытке снизить этим лекарством температуру будет происходить аллергическая реакция.
              При большом обилии натуральных безопасных консервантов, использование для засолки огурцов аспирина и других лекарств, которые могут негативно сказаться на здоровье, лишено всякого смысла и недопустимо.
              Безопасное консервирование

              Для того, чтобы консервированные овощи не испортились, в рассол чаще всего добавляют уксусную эссенцию и столовый уксус. Однако это совсем не полезно для организма. Даже несколько капель уксусной кислоты в блюде сильно возбуждает секрецию слюны, желудка и поджелудочной железы, раздражает печень и почки. Особенно опасен уксус пожилым и нервным людям.

              Блюда с большим содержанием уксуса противопоказаны при любых заболеваниях желудочно-кишечного тракта, особенно при гастритах с повышенной кислотностью и язве, а также при ожирении, гипертонии, диабете, болезнях печени и почек, особенно в стадии обострения. Кстати, даже здоровым людям обогащать свой стол маринованными продуктами следует в ограниченном количестве.

              Для консервирования столовый уксус нужно брать в небольшом количестве. Достаточно добавить 1 столовую ложку 9% уксуса в 1 литр жидкости.

              Гораздо полезнее использовать в качестве консерванта натуральный яблочный уксус. Будьте внимательны! В магазинах часто можно встретить ароматизированный яблочный уксус. В натуральном яблочном уксусе много калия, необходимого для сердца и улучшения состояния нервной системы. Консервировать овощи и фрукты с ним очень полезно. Тогда как ароматизированный уксус - обычный столовый, напоминающий яблочный лишь по вкусу и запаху. Если есть такая возможность, лучше всего не покупать готовый уксус, а сделать его самим. Процесс не слишком трудоемкий, а полученный продукт пригодится не только для приготовления огурцов.

              Полезным заменителем уксуса может стать сок красной или белой смородины, клюквы, брусники. Обычно на 1 л воды используют 200 г сока. Таким образом можно консервировать огурцы, кабачки и патиссоны.

              Подкислять овощи можно также лимонным соком или лимонной кислотой, добавляя ее в консервы вместо уксуса. Лимонная кислота продается в виде порошка и содержит почти 100% лимонной кислоты. Консервированные с лимонной кислотой овощи мягче на вкус и меньше раздражают слизистую желудка, чем те, что приготовлены с уксусом. Обычно при консервировании к 1 л заливки добавляют половину чайной ложки лимонной кислоты.

              При консервировании овощей выбирайте самый безопасный способ. Но в любом случае, помните, что маринованные продукты не являются диетическими и употреблять их нужно в ограниченном количестве.
              http://forum-wec.com/?showtopic=142120

              Posted by: rati nwt 25 Jul 2017, 01:27

              პირადი კითხვა, რაც ამასწინათ უეცრად დამებადა. - გაზიანი სასმელები მავნებელია, ლიმონათები ცუდია, პეპსი-კოკაკოლა და "ქიმიები" ცუდია.

              როგორც ვიცი ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ერიდებიან ამ ტიპის სასმელების დალევას არის შაქარი. სპორტსმენები და ა.შ შაქარი არის ის, რასაც ერიდებიან. გრამებს ითვლიან რომ ნაკლები შაქარი მიიღონ. ახალი გამოკვლევებით შაქარი ითვლება ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ ყველაზე საზიანო ნივთიერებად.



              კომპოტში ჩაყრილი 3 ჩაის ჭიქა არ არის მავნებელი? ის შაქარი ხომ არ იკარგება. მუდმივად კამპანია მიდის რომ ნატურალური კომპოტი უკეთესია, ჩავანაცვლოთ. მაგრამ დამზადების პროცესს რომ ვუყურებ ერთ ქილაში ამდენი შაქარი ძალიან ბევრია.

              არ ვიცი რატომ არავინ არ ლაპარაკობს კომპოტის მავნებლობაზე? ყველას სტანდარტად აქვს 1 ლიტრაზე, ერთი ჩაის ჭიქა შაქარი რა ამბავია.


              Posted by: emill 8 Aug 2017, 15:56
              თუ ვინმემ იცით ქლიავის ჩირი როგორ მზადდება? პრიალა რომ იყოსო მგონი ცხელი თუ ცივი წყლის გადავლება უნდაო და უფრო კონკრეტულად ხომ არ იცით ვინმემ რა და როგორ უნდა

              Posted by: GURAM 26 Aug 2017, 01:25
              სალამი მეგობრებო
              მაინტერესებს, რამდენ ხანს შეიძლება, რომ გაძლოს ნივრის მჟავემ,
              ხრახნიან ქილაში?
              სტერილიზაციების და ყველაფრის გარეშე.
              გავაკეთე მჟავე, ჩავასხი ქილებში, დავახურე თავი.
              ანუ მოხუფვას არ ვგულისხმობ...

              და კიდევ ერთი:
              ხრახნიანი ქილის თავსახური
              იგივე ფუნქციას შეასრულებს, რასაც ჰერმეტულად დახუფული "კრიშკა"?

              Posted by: avgusta 26 Aug 2017, 03:23
              rati nwt
              ბოლო წლების მსოფლიო ტენდენციაა, მურაბის,ჯემის,კომპოტების ამოღება კვებიდან
              და სეზონური ხილის ცოცხლად მიღება,დღში 1 კგ.
              *
              სამ ლიტრიან ქილაში,თუ მომჟაო ხილია შეიძლება ნაკლები შაქრით დახუფული მალე გაფუჭდეს..
              ძალიან ტკბილს წყალით აზავებენ ..
              *
              GURAM

              გრილ ადგილას შეიძლება არ გაფუჭდეს.მაგრამ,დარბილდეს ნიორი.

              იგივეს ვერ შეასრულებს, რადგან ჟანგბადი შევა მაინც ..
              *
              იმედია შენარჩუნდებიან ზამთრამდე და გემრიელად მიირთმეევთ ..

              Posted by: holden kolpildi 26 Aug 2017, 08:05
              rati nwt
              მარტო შაქარში არა პრობლემა
              წაიკითხე შემადგენლობა
              მთელ მენდელეევის სისტემას შეიცავს biggrin.gif

              კომპოტი იმასთან შედარებით ბევრად ჯანსაღად გამოიყურება

              თუმცა შაქრის ნორმა რასაც კომპოტს ამატებენ ჩემთვის ძალიან ტკბილია
              წყლით ვაზავებ ყოველთვის

              Posted by: north 26 Aug 2017, 22:31
              ვისაც გამოცდილება გაქვთ, ბოტულიზმის საფრთხეს როგორ გამორიცხავთ? რაღაცეების გაკეთება მინდა და თან გული მეთანაღრება

              Posted by: GURAM 27 Aug 2017, 01:18
              avgusta
              ანუ ქარხნულად დახურულ ქილაში შედის ჟანგბადი?
              მაგალითად, კულას ან მარნეულის მჟავეები რომაა, ეგენი ხომ ხრახნითაა დახურული და
              შენახვის ვადა აწერია 24 თვე.
              ალბათ კონსერვანტის ხარჯზე?

              Posted by: avgusta 27 Aug 2017, 11:07
              north
              რას აპირებთ დახუფოთ..

              GURAM არშედის ჟანგბადი,
              ქარხნაში ბაქტერიებისგან დაცულად მზადდება..
              სახლშიც შეიძლება არ ვუარყოფ,გააჩნია რა კონსერვია..

              ბადრიჯანი საშიშია,ჯემები და მურაბები არა..

              Posted by: north 27 Aug 2017, 14:51
              avgusta
              ბულგარული წიწაკა ზეთში და სუნელებში, , სხვადასხვა მწნილები, ტყემალი. ჯემები და მურაბები მეც გამიგია, შაქრიანი პროდუქტი არაა საშიში მაგ მხრივ.

              Posted by: avgusta 28 Aug 2017, 12:52
              north
              ჰმმმ ბულგარული წიწაკა ზეთში, უგემრიელეესი..

              რაც ჩამოთვალე,სრულიად უვნებელია ,რათმქაუნდა სწორად უნდა გაკეთდეს..

              ჩემ ისრგვლივ წლებია ამზადებენ სახლში ტყემალ.საწებლებს,მჯავეებს და არავის შეხვედრია მსგავსი..

              ყიდვისას ვიზულურადაც უნდა მოსაწონი იყოს და დუღილიც ზომიერად ჭირდება..

              Posted by: GURAM 28 Aug 2017, 23:53
              avgusta
              QUOTE
              სახლშიც შეიძლება არ ვუარყოფ,გააჩნია რა კონსერვია..

              დავუშვათ, ნივრის მწნილზეა საუბარი...
              მადლობა პასუხისთვის.

              Posted by: avgusta 30 Aug 2017, 00:59
              GURAM
              რატოუნდა გაფუჭდეს თუ სწორად დამზადდებაა...
              *
              საცდელად ჯერ მცირე რაოდენობით გააკეთეთ..

              *
              ქილას მდუღარე წყალში ჩადებული თავსახური დააფარეთ. უფრო მოეჭირება და არ შეეპარება ჰაერი.. ასე თვლიან დიდი ხნის დიასახლისებიი.. მთელი ზამთარიც ძლებს ნიორიც ჯონჯოლიც და მკუხე პამიდორიც ..

              Posted by: nia4u 14 Sep 2017, 02:23
              https://www.shin.ge/index.php?option=com_content&view=article&id=1488:satseblis-retsepti-romelits-48-saatshi-8000-ze-metma-adamianma-gaaziara&catid=29:diasaxlisebistvis&Itemid=133

              პამიდვრის საწებელი
              (რაღაც ძაან ადვილი ჩანს biggrin.gif )
              10 კილო პომიდორს ამოაჭერით ყუნწები, გადაჭერით შუაზე და ჩაყარეთ ქვაბში + 1 კილო გასუფთავებული სტაფილო, 2 კილო გათლილი, დაჭრილი ვაშლი, 2 კილო ბულგარული წიწაკა, 500 გრამი მწარე წითელი წიწაკა, 1 კილო გაფცქვნილი ხახვი, 3 თავი ნიორი, ყველაფერი ერთად უნდა მოიხარშოს. რომ გაგრილდება დავაბლენდერებთ, დაუმატებთ მარილს გემოვნებით და 10 გრ (20 აბი) ასპირინს, ჩავასხამთ დამდუღრულ ქილებში ან ბოთლებში და ვინახავთ გრილ ადგილზე (გამოდის 20-22 ნახევარლიტრიანი)
              მოკლედ, ეს საწებელი გემრიელია ხორცთან, კარტოფილთან და წიწიბურასთანაც კი. ასევე აგემრიელებს წვნიანებს და ბოლო-ბოლო პურთან ერთადაც შეგიძლიათ მიირთვათ, განსაკუთრებით მარხვაში. ახლა გეტყვით, რა დამიჯდა ეს "სიამოვნება": 10 კილო პომიდორი - 5 ლარი, 1 კგ. სტაფილო - 1
              Advertisement

              ლარი, 2 კგ. წითელი ბულგარული წიწაკა - 4 ლარი, მწარე წიწაკა - 2 ლ. ხახვი - 1 ლარი, ნიორი - 1 ლარი, მარილი - 30 თეთრი, ასპირინი - 50 თეთრი. სულ - 14 ლარი და 80 თეთრი. ერთი ნახევარლიტრიანის ფასი გამოგვივიდა დაახლოებით 67 თეთრი! ხომ ღირს თქვენი შრომა?!
              ვაშლის ფასი გამომრჩენია + კიდევ 1 ლარი!!!”



              Posted by: MARIMARI123 14 Sep 2017, 19:46
              საზამთროს მწნილი
              love.gif





              ..............

              Posted by: kvatunia24 20 Sep 2017, 16:14
              ხალხო ჭანჭურის ჯემი როგორ გავასქელო? დილის მერე დუღს და იდევ ისეთი თხელია გავგიჟდი rolleyes.gif

              Posted by: max-14 20 Sep 2017, 17:56
              QUOTE
              საზამთროს მწნილი

              კარგია? თუ იყიდება სადმე?

              Posted by: avgusta 21 Sep 2017, 20:45
              kvatunia24

              ჭანჭურის ჯემი მუდამ თხელია ..

              თუ გულზე გხვდებათ, ჟელატინი შურიე და ეგაა...

              Posted by: MARIMARI123 21 Sep 2017, 21:02
              max-14
              კარგია ,გემრიელიsmile.gif
              დედაჩემი ამწნილებდა ხოლმე პაწაწუნა საზამთროებს...
              მომენატრა...

              Posted by: Mopirmkrtalo 21 Sep 2017, 21:33
              makamariami
              QUOTE
              დედაჩემი ამწნილებდა ხოლმე პაწაწუნა საზამთროებს...

              fingal.giffingal.gifპირველად მესმის და ძალიან საინტერესოა

              Posted by: სერაფიტი 24 Sep 2017, 22:40
              საზამთროს მურაბა სადმე არ იყიდება?
              იქნებ მიმასწავლოთ.

              Posted by: italiashka 11 Jun 2018, 12:10
              ზაფხული აქტიურ ფაზაში შედის ( biggrin.gif ) და მგონი დროა ეს თემაც წამოიწიოს წინ.
              მე მინდა წინასწარ დავგეგმო რას გავაკეთებ და ამიტომ, მჭირდება თქვენი რჩევაsmile.gif)
              ზოგადად, ძალიან მეშინია კონსერვების, ბოტულიზმი, შმოტულიზმი smile.gif))
              მაგრამ აგრეთვე ძალიან მიყვარს ისეთი კონსერვები, როგორიცაა მაგალითად ლეჩო.
              მინდა გავაკეთო და მაინტერესებს, ვინ როგორ ინახავთ, მოხუფვით თუ ხრახნიანი თავსახურით, ასევე როგორ "იზღვევთ" თავს ბოტულიზმის ნაირი საშინელებებისგან smile.gif
              უშუალოდ ჭამის წინ რომ წამოვადუღოთ ლეჩოს კონსერვი, წესით აღარაა საშიში ხომ?

              Posted by: tavadze 11 Jun 2018, 23:45
              italiashka
              QUOTE
              მაინტერესებს, ვინ როგორ ინახავთ, მოხუფვით თუ ხრახნიანი თავსახურით

              მე უკვე ყველაფერში აქტიურად ვიყენებ ხრახნიან ბოთლებს/ქილებს, აღარ ვწვალობ მოხუფვაზე.
              ბოტულიზმს რაც შეეხება, ყველაფერს სისუფთავე უნდა. ასპირინსაც ვიყენებ.
              პ.ს. როდინდელი თემა ამოსწიე! up.gif

              Posted by: italiashka 12 Jun 2018, 11:08
              tavadze
              ჩუმჩუმად ვკითხულობ ხოლმე smile.gif)))))))))
              იმდენი საინტერესო რეცეპტია.

              ხრახნიანი ქილებით გადავწყვიტე მე და ზამთარში ჭამამდე კარგად წამოდუღება.

              ნუ სისუფთავე, რა თქმა უნდა smile.gif)

              Posted by: tavadze 12 Jun 2018, 20:58
              italiashka - მე არც ვაცხელებ. biggrin.gif მართალია, ჩემები კი მეჩხუბებიან, მაგრამ ჯერ ცოცხალი ვარ.

              Posted by: elchi 13 Jun 2018, 02:56
              დავწერ ახლა და ზოგიერთი გაიფიქრებს, ეს ნორმალური არ არისო.
              თუ ბევრს გამიხურებენ, მერე სურათებს დავაყრი და დავამუნჯებ სათითაოდ.

              მაქვს პრასის, მწვანე პომიდვრის, წითელი კომბოსტოს, ჯონჯოლის, წიწაკის და პიკულა კიტრების მწნილები.
              ყველა ჩემი გაკეთებულია.

              ტყემალზე არაფერი მკითხოთ, 5 სხვადასხვა სახეობა მაქვს ნაპოვნი და ორნაირი ალუჩა ტყეებში ბოდიალისას.

              აჯიკას ადრე მე თვითონ ვაკეთებდი, მერე რაღაც ჩინური "ჯანდაბა" გავსინჯე და ისეთი გამოდგა, ჩვენი მეგრელები აჯიკის გაკეთებას გადაიფიქრებენ ის რომ გასინჯონ.

              Posted by: avgusta 13 Jun 2018, 08:54
              elchi
              დაუჯერებელი რატოა.
              ფოტო კი საინტერესოა ; )


              ის აჯიკა რომელიც ჩინურია ცოტა მუქი ფერისაა ხო?
              სასწაული მწარეა.
              და ასეთი რამდენად სასარგებლოა ესეც საკითხავია..

              Posted by: nia4u 13 Jun 2018, 22:46
              italiashka
              QUOTE
              მაინტერესებს, ვინ როგორ ინახავთ, მოხუფვით თუ ხრახნიანი თავსახურით, ასევე როგორ "იზღვევთ" თავს ბოტულიზმის ნაირი საშინელებებისგან

              სისუფთავის დაცვა არის თავდაცვის უპირველესი საშუალება, თუმცა 100 პროცენტიანი მაინც არ არის.
              ბოტულიზმის ტოქსინი იშლება მაღალ ტემპერატურაზე, ამიტომ ჭამამდე 20 წუთი დუღილი არის ერთ-ერთი გამოსავალი.
              კომპოტებით მოწამვლის შემთხვევებიც არის დაფიქსირებული, ასე რომ შაქრიანი არ არის საშიშიო - ეს მითია!
              ასპირინი კი იცავს ამჟავება - ადურებისგან, მაგრამ არა ბოტულიზმისგან, სამწუხაროდ...

              Posted by: avgusta 13 Jun 2018, 22:54
              წინაზე მგონი ვიმსჯელეთ
              კონსერვში ასპირინი.

              ვერსიაც არსებობს თითქოს მავნეა.
              არადა რაც მახსოვს კონსერვი ისევეა ასპირინი მასში.


              Posted by: Solveig 14 Jun 2018, 00:14
              nia4u
              QUOTE
              კომპოტებით მოწამვლის შემთხვევებიც არის დაფიქსირებული, ასე რომ შაქრიანი არ არის საშიშიო - ეს მითია!

              შაქრიანს გააჩნია. კომპოტში ლიტრზე 1 ჭიქა შაქარია და არაა ეგ საკმარისი, ამიტომ არის საშიში. მურაბები არაა საშიში, მაგალითად, იმიტომ, რომ შაქარი 1:1-ზეა.

              მწნილებს რაც შეეხება-ბოსტეული უნდა მოწალო და ისე უნდა დაამჟავო პატარა ზომის დერგში. კიტრის მწნილიც ასევე. გასტერილებას, მაგალითად, მე ვერ გავრისკავდი ვერასოდეს.

              მიქლიო სოკო გამისტერილებია, მაგრამ, ვხარშავდი წინასწარ და ასე ვდებდი, თავზე მდუღარეს ვასხამდი და კიდევ, ძმარს. პატარა ულუფებად ვასტერილებდი, რომ გაკეთებისთანავე შეჭმულიყო. გავხსნიდი, მოვშუშავდი კარგად და მორჩა..
              * * *
              QUOTE
              კონსერვში ასპირინი.

              არასოდეს არ გამომიყენებია.
              ასპირინის თვითნებური მიღება არაა კარგი.

              Posted by: avgusta 14 Jun 2018, 00:20
              Solveig


              სოკოს კონსერვი უკვე მიირთვით?? ; )


              nia4u

              შარშან ბევრმა შაქრის უხარისხობას დააბრალა.მურაბას ბევრი წვენი გამოუვიდაო.
              და
              ცოცხლად შენახული ჟოლო, მოცხარი,შინდი გათხელდა.

              Posted by: italiashka 14 Jun 2018, 10:04
              nia4u
              კი, კი მაგას ვამბობ ზუსტად.
              ანუ მაღალ ტემპერატურაზე აღარაა საშიში, ეგ მაინტერესებდა.
              ისე არც ვაპირებ ჭამას biggrin.gif

              Posted by: avgusta 14 Jun 2018, 14:20

              შეიძლება ყველანაირი წესების დაცვით სუფთად გამზადებაც.
              ყველაზე აუტანელი და მიუღებელი.
              როგორი ბოსტნეული და ხილი იყიდება.
              საიკითხავი აი ესაა..


              Posted by: Solveig 14 Jun 2018, 15:09
              avgusta
              QUOTE
              სოკოს კონსერვი უკვე მიირთვით?? ; )

              წლების განმავლობაში ვამზადებდი და ვიკვებებოდით მისით, აბა რა biggrin.gif ფასონად კი არ იდგა ქილები biggrin.gif . ბოლო წლებში აღარ გამიკეთებია, ოღონდ, არა ბოტულიზმის საფრთხის გამო.

              QUOTE
              ცოცხლად შენახული ჟოლო, მოცხარი,შინდი

              მაგათი შენახვა მეც ცოცხლად მირჩევნია.
              შინდი შეიძლება, გაყინო.
              არის შაქრით შენახვაც: ჟოლოსა და მოცხარს (როგორც წითელს, ისე-შავს) ვწურავთ, შინდს-ვხეხავთ და მერე 1:1 მოცულობით წილს ვურევთ შაქარს, ვასხამთ ქილებში, ვახურავთ თავს (ხრახნიანს ან პოლიეთილენისას და ვინახავთ მაცივარში.
              თვეობით ინახება გაფუჭების გარეშე.

              Posted by: avgusta 15 Jun 2018, 20:31
              Solveig

              გასაკვირია 1 /1 შაქარი ისე ყოფნის რომ სქელი მასაა და არ მჟავდება კიმარა..რამის 2 კგ აყრიან ზოგი ჩემს ირგვლივ..


              Posted by: nia4u 16 Jun 2018, 17:06
              Solveig
              avgusta
              აქ საუბარია გასტერილებულ და მოხუფულ კონსერვზე, რადგან, გეცოდინებათ, რომ ბოტულიზმი მხოლოდ უჰაერო სივრცეში, ვაკუუმში ჩნდება...
              ასპირინი ჩემს ოჯახში არასდროს გამოუყენებიათ ოთხი თაობის ქალებს და არც აპირებენ smile.gif

              Posted by: Solveig 16 Jun 2018, 18:55
              nia4u
              QUOTE
              აქ საუბარია გასტერილებულ და მოხუფულ კონსერვზე,

              მერე, გასტერილებულ-მოხუფულზე ვამბობ მეც. მურაბა არაა საშიში, რადგან დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს. სხვისი არ ვიცი და, მე მურაბას 1 კგ ხილზე 1 კგ შაქრით ვხარშავდი ხოლმე.

              QUOTE
              ბოტულიზმი მხოლოდ უჰაერო სივრცეში, ვაკუუმში ჩნდება...

              ბოტულიზმის ჩხირი ვაკუუმში კი არა, უჟანგბადო სივრცეში აქტიურდება და გამოყოფს მძიმე მოწამვლის გამომწვევ ტოქსინს. ძლიერ შაქრიან არეში ჩხირი ვერ აქტიურდება.

              avgusta
              აბა რა გითხრა, ჯერ დედაჩემი და მერე-მე, ეგრე 1:1-ზე ვურევთ შაქარში და თუ სუფთადაა გაკეთებული და მაცივარი კარგია, არაფერიც არ ემართება. დედდება მშვენივრად (პექტინების გამო) და მერე ძალიან კარგია პურზე გადასმულიც და ნამცხვრებშიც.

              Posted by: avgusta 16 Jun 2018, 22:04
              Solveig მასე აკეთებდა ტყემლის ჟელესაც კი ბებიაჩემი.
              აი შარშან არ გამოვიდა ისეთი როგორც მანამდე წლებია..
              წელსაც 1 პარტია ,წამოადუღეს უკვე და ისე შეინახეს.
              ტარტალეტკაში ვიყენებთ ჯემებს და ფაქტიურად ბევრნაირს ვაკეთებთ ხოლმე.

              nia4u

              ვცილოდბთ ნაცნობობით ვიყიდოთ შესანახი ხილი.იმის მერე რაც სოფლიდან ვერ გვიგზავნიან .ნაყიდი ამრთლაც სარისკოა ხოლმე ხილიც და ბოსტნეულიც.
              რა კარგია ტრადიციას რომაგრძელებთ <3

              Posted by: Solveig 17 Jun 2018, 00:34
              avgusta
              QUOTE
              ტარტალეტკაში ვ

              love.gif

              გახეხილი შინდი უხდება ძალიან.



              Posted by: avgusta 17 Jun 2018, 00:45
              Solveig

              ჰმმ აი ზუსტად.
              ტკბილმჟავე როა იმიტომ..
              თან სოფლის ეზოს შინდს გვაძევს ნათესავი და ძალიან არომატულია.
              ხან მწიფეებს ისედაც მივირთმევ.

              Posted by: Kokoschka 25 Jun 2018, 11:28
              გამარჯობა, მაინც მურაბების თემაა და წესიერი კაკლის მურაბის ყიდვა შეიძლება სადმე?
              კულასი და ეგეთი მაძუნგალობები არ მინდა, საშინელი გემო აქვს sad.gif
              ოჯახში გაკეთებული სანდო და გემრიელი რომ იყოს ეგეთი.
              მურაბების კეთება არ ვიცი და რეცეპტს ვერ დავწერ, ბოდიში.
              user.gif

              Posted by: Universe 25 Jun 2018, 21:44
              ტყემლის საწებელი ქილაში რომ გავასტერილო და მოვხუფო, ბოთლში ჩასხმის ნაცვლად, გაფუჭდება?

              Posted by: avgusta 25 Jun 2018, 22:16
              Kokoschka

              მხოლოდ ქართული ნაწარმის მაღაზია როა.იქ შეიძლება იყოს სხვა ფირმისაც ან საოჯახო ბიზნესის ფარგლებში დამზადებული..
              ჩემთან სადაც ხილ-ბოსტანია იქ აქვთ ძმარი,მჭადის ფქვილი ჯემები და მურაბები და არარსებობს თქვენთანაც იქნება.


              Universe

              არანაირად..

              Posted by: Universe 25 Jun 2018, 23:07
              avgusta
              ზოგმა აფეთქდებაო :დ

              რამდენი ხანი ასტერილებ?

              Posted by: avgusta 25 Jun 2018, 23:48
              Universe

              ტყემალი როდესაც შეიკმაზება-ადუღდება -ისხმევა ქილაში -იხუფება.

              ახალს ტყემალს, კურკიანად ხუფავენ ტარხუნით (ხაშლამისთვის) და არავის უთქვამს გაფჭდაო.

              შეილება ყველა წესი დაიცვას და აფეთქდეს კომპოწით კი.გარეთ ხან 70 გრადუსია სიცხე.






              Posted by: Universe 26 Jun 2018, 00:13
              avgusta
              QUOTE
              ტყემალი როდესაც შეიკმაზება-ადუღდება -ისხმევა ქილაში -იხუფება.

              მეგონა დამატებით კიდევ ადუღებდნენ სავსე ქილებს წყალში.
              მადლობა smile.gif

              Posted by: avgusta 26 Jun 2018, 00:45
              Universe

              პომინდორს,მჟავეს ან კომპოტს კი

              მურაბის გაკეთება უფრო მიზიდავს,სმაროძინის და ჟოლოსი.
              ჩემ ნათლულს ყავდა უკრაინელი ბებია და იმან მასწავლა.
              კენკროვანი მურაბა 1-2 კგ უნდა წამოადუღო უფრო სხვა გემო აქვსო

              ჩვენთან რო იციან 5-7-10 კგ ერთად.

              ჰმმ ეხლა ის გამახსენდა
              ბევრნაირ მსხლის და ვაშლის პავედლოს რომ აკეთებდა ბებია.ძალიან დიდიდიდი ქვაბი იყო..
              სასწაული სურნელი ტრიალებდა.

              მწიფე კარალიოკის პავიდლოსაც აკეთებდა და ტყემლისასაც..

              Posted by: italiashka 26 Jun 2018, 10:40
              მეგობრებო, მურაბებს ყველას 1/2 ზე უნდა შაქარი? თუ სხვადასხვა პროპორციით კეთდება სხვაასხვა ხილი?
              მაგალითად, ჟოლო რომ გავაკეთო, 1/2 ზე დასჭირდება?

              Posted by: avgusta 26 Jun 2018, 10:49
              italiashka

              მემგონი ყველას თავისი მეთოდი აქვს დოზებზე..
              წესით ხო 1/1 სჭირდება.
              ცოცხლად როდესაც ინახავენ 1კჰ მეტი კი ჭირდება და
              მურაბისთვის ჟოლოს 2 კგ 1 ზე ძალიან ბევრი იქნება.

              Posted by: Universe 27 Jun 2018, 01:39
              avgusta
              QUOTE
              მურაბის გაკეთება უფრო მიზიდავს,სმაროძინის და ჟოლოსი.

              up.gif შვილიშვილებს გაახარებ ხოლმე შენც :დ

              თვითონ ხე მიყვარს ტყემლის, ამიტომ მის ნაყოფსაც სიამოვნებით ვამზადებ, ხალისით. რომ არ მოვკრიფო ეწყინება... ჩიტები ამას არ ჭამენ და ჭიანჭველის მეტი არაფერი ეკარება, ჩემს გარდა biggrin.gif მიტოვებული ხომ მოიწყენისგან გახმება
              თან დაშაქრულ შაქარლამებზე სასარგებლოცაა biggrin.gif

              Posted by: sophka 27 Jun 2018, 08:47
              Universe
              ახლა შესანახად გამზადება ადრეა, სანამ არ დამწიფდება კარგად ტყემალი.

              არ უნდა გასტერილება, როცა შეკმაზავ, 5 წუთი ადუღე და ცხელივე ჩაასხი მშრალ ქილებში.

              კომპოტი მოიხარშე, არომატულია. ბიცოლა მურაბასაც კი ხარშავდა მისგანbiggrin.gif

              Posted by: Universe 27 Jun 2018, 18:40
              sophka
              საღამოსვე გავაკეთე. ნამყენია ეს და ადრე შემოდის. დარჩენილი წვენიც მაცივარში ლიმონათად ქცევას ელოდება biggrin.gif
              მადლობა smile.gif

              Posted by: Geotrg025001 7 Jul 2018, 11:09
              კიტრის მწნილი არის მწნილების მეფე smile.gif

              Posted by: avgusta 7 Jul 2018, 22:09


              მასე მეგონა სანამ თელავიდან გამოგზავნილ "ნივრის მჟავეს" გავხსნიდი.
              ისეკი
              აბსოლიტურად ყველა სათავისოდ კაია

              ყაბაყის მჟავეც გემრიელესია და ხრაშუნაა
              ბებია აკეთებდა ხოლმე..

              Posted by: la reine 7 Jul 2018, 22:13
              ძალიან მიყვარს ჭერამის მურაბა.

              ჰოდა მინდა მოვხარშო, მაგრამ ვერ გადავწყვიტე კილოზე კილო შაქარი ვუქნა თუ ნახევარი კილო.
              ბევრგან ვნახე 500-700 გ. ყოფნისო და აღარ ვიცი რომელს დავუჯერო.

              Posted by: avgusta 7 Jul 2018, 22:25
              la reine


              500 ცოტა იქნება ნამდვილად 700 კი შეიძლება, პატარა ზომის ხილია..
              დაჩხვლიტეთ და გააჩერეთ შაქარშიო??

              Posted by: la reine 7 Jul 2018, 22:29
              avgusta

              შარშან გავაკეთე ასე:
              გავხლიჩე შუაზე, კურკა ამოვაცალე და ფენა-ფენა დავშაქრე.
              წვენი რომ გამოუშვა, ხუთ-ხუთი წუთით ვადუღე დილა-საღამოს. ძალიან ქარვისფერი, არომატული და ლამაზი გამოვიდაsmile.gif'მაგრამ ჩემთვის ზედმეტად ტკბილი იყო და ამიტომ გადავხედე იუთუბზე.
              მაშინ ვუზამ 700გ. იმედია, ეყოფა

              Posted by: avgusta 7 Jul 2018, 22:32
              la reine

              შარშან შაქარი რამდენი დაჭირდა...

              Posted by: la reine 7 Jul 2018, 22:40
              avgusta

              როგორც არის ხოლმე მურაბებში..

              კილოზე კილო...

              ჩემები სულ ასე ხარშავდნენsmile.gif

              Posted by: avgusta 7 Jul 2018, 22:42
              la reine

              სანამ გაამზადებ რამდენიმე ცალი გასინჯე შარშანდელთან შედარებით უფრო მჟავე ან ტკბილია..
              გცოდნია სწორად გაკეთება..მურაბას არაფლით არუნდა 10-15 წუთზე მეტი დუღილი..
              ზოგს 5 ყოფნის

              Posted by: beqa321 7 Jul 2018, 22:46
              MAGAღIAAAAAA წოოწოწო დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ

              Posted by: narmonana 22 Jan 2019, 20:09


              ეს ცადეთ,ძააააააააააააააააააან მაგარია...........................

              +დაფნის ერთი ფოთოლი

              Posted by: ბუდა 18 Feb 2019, 12:20
              თავსახურებს ვერ ვიყიდი თუ იცით ვერსად?
              მოსახუფები არა, რომ უნდა მოატრიალო ეგენი


              la reine
              ცუნდერე დეიდა, ხომ არ იცი? :დ

              Posted by: italiashka 18 Feb 2019, 12:26
              ბუდა
              ბაზრობებზე არის.
              გლდანის ბაზარში მაგალითად ნამდვილად არის.
              ვაგზალზეც იქნება წესით და ისანშიც.
              კიდე ე.წ. 1000 წვრილმანის მაღაზიები რომაა ხოლმე იქაც.

              Posted by: ბუდა 18 Feb 2019, 12:42
              italiashka
              მადლობა bis.gif

              Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
              © Invision Power Services (http://www.invisionpower.com)