#54804955 · 13 Jun 2019, 23:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მართალია ამ სფეროს სპეციალისტი არ ვარ, თუმცა ჩემს დაკვირვებას ჩამოვწერ და ეგება დამიდასტუროთ ან ურაყოთ აღნიშნული ფაქტი.
სხვადასხვა საიტებზე რეგისტრაციისას, ან მაგალითად Appstore-ის თამაშის/აპლიკაციის გამოყენებისას ითხოვენ ქვეყნის მითითებას... სადაც ისეა ქვეყნების ჩამონათვალი, რომ არ არის საქართველო.
აშკარაა, რომ ამ სიას საიდანღაც ერთი წყაროდან იღებენ, შეუძლებელია ქვეყნების ჩამონათვალში იყოს კაბო-ვერდე (კი არის ეგეთი ქვეყანა), და არ იყოს საქართველო.
ანუ თითქოს საიტს ან პროგრამას აკეთებენ და ნუ ხო საიდანღაც უნდა აიღო ქვეყნების ჩამონათვალი, ხოდა ერთი წყაროდან იღებენ რომელსაც გამორჩენილი აქვს საქართველო აშკარად...
ხოდა ეგება ვინმემ იცით რა წყაროა (ეგება რაიმე world country list.txt დევს სადმე) ან რამე ამდაგვარი, ეს ოხერი ეგება მივაგნოთ და ჩავამატოთ ჩვენი ქვეყანა...
ეხლა ipad-ზე გადმოვწერე mario, რომელშიც სწორად ქვეყნების არჩევისას Armenia არის, კაბო-ვერდეც არის (რას ვერჩი მარა) და აი Georgia არ არის.... არამგონია nintendo-ს ჩვენი ჟინი ჭირდეს, საიდანღაც აიღო სია და ჩააგდო რა...
Any ideas?
This post has been edited by Tenno on 13 Jun 2019, 23:21
|