შესაძლოა არასწორიც იყოს. უბრალოდ ჰობი მაქვს ფორუმზე იშვიათად, უფრო ცხოვრებაში ნაცნობებში თუ სამსახურში. "შერლოკ მოუდის" ჩართვის და იმის მიხვედრის ადამიანებზე რაც გარედან არ ჩანს.
ხანდახან კი ასეც მომდის მეტისმეტი მსჯელობისგან
https://www.youtube.com/watch?v=Y3OXD08N-l8ზუსტად ასე იყო ერთი შემთხვევა. ღამის 5 საათია მოვდივართ ქუჩაში მე როგორც ყოველთვის მარტო. სხვებზე დაკვირვების ჩემს სტიქიაში გართული. სხვები ჯგუფ-ჯგუფად ერთმანეთში საუბრით. პირველ რიგში ვარჩევ ყველაზე ლამაზ გოგოებს ჯგუფში და ვიწყებ მათზე დაკვირვებას და ფიქრს და ასეთი იყო 2 ჩემ წინ მოშორებით მიმავალი. უფრო ლამაზით დავიწყე და მისი სიარულის და საუბრის მანერაზე მივხვდი რომ ეს გოგო ვიღაცაზე სერიოზულად შეყვარებულია და მისი სიყვარულის ობიექტი ჩვენ შორის იმყოფება. კმაყოფილი ამ აღმოჩენით გადავერთე სხვებზე.
უცებ ეს ორი გოგო მოდის ჩემთან ჩერდებიან და რაღაცა ტექსტს მიმღერიან. ყველა გაშტერებული გვიყურებს ჩვენ სამს რა ხდებაო. მოკლედ ტანო ტატანო 2 გაიჩითა შებრუნებით და მეც როგორც ის მოაზროვნე ფილმში ნელნელა ვხვდები რომ ეს გოგო ჩემზე ყოფილა შეყვარებული. არადა ყველაზე მეტად ისე უბრალოდ ეგ მომწონდა.
ეს იყო ჩემი "შერლოკ მოუდის" ყველაზე დიდი კრახი და სირცხვილი. თურმე ის ესეა ჩემზე და მე ეს მხოლოდ ეხლა აღმოვაჩინე და როგორც მკვდარ ადამიანს თვალწინ გაურბენს მთელი ცხოვრება მეც უცებ გამახსენდა და თვალწინ გაიარა ყველა იმ მომენტმა რითაც უნდა მიმხვდარიყავი ამას. სულ რომ გემრიელობა საჭმელები მოჰქონდა სახლიდან და პირველი ჩემთან მოჰქონდა და სხვა.
იმათაც ამასობაში დაასრულეს სიმღერა და მე გაკვირვებული და საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობებით იმედგაცრუებული გარკვეული დროის მერე გაუყევი ჩემს გზას სახლისკე.
ეს და ის ფილმი რომ მახსენდება სულ მეცინება ჩემ თავზე და ჭკუის სასწავლებლად მაქვს რომ ხან მგონია რამე ვიცი და სინამდვილეში არაფერი.)
შევეცადე მეც ცოტა გამეშალა თემა სკამიდან ).