თუ დავაკვირდებით ისტორიას, ადამიანთა შორის ომები მუდმივ ხასიათს ატარებს.
ომს ყოველთვის აქვს რაიმე მიზეზი: ყველაზე დიდი მიზეზი ეს არის განსხვავებულობა და რაიმე ტერიტორიის თუ სიმდიდრის ხელში ჩაგდების გეგმა.
ესეიგი ის არის მუსულმანი, მე ქრისტიანი, ესეიგი სხვანაირია. მე ვარ მართალი და ის მტყუანი(ამ დროს შენ რომ დაბადებულიყავი ირანში, შენი წინაპრების რელიგიაზე იქნებოდი, ესეიგი მუსულმანი და ის საქართველოში რომ გაჩენილიყო იქნებოდა ქრისტიანი, ანუ ფაქტიურად შემთხვევითობამ განაპირობა შენი რელიგია)
ჩემი აზრით ეს ომები თუ დაპირისპირებები(ახალი ზელანდიის ამბავი) გაგრძელდება მუდმივად სანამ ადამიანი არ მიხვდება რომ რელიგია არის ბოროტება, ესეიგი ადამმიანთა განცალკევების უპირველესი მიზეზი.
დედამიწა შეიქმნა ერთიანი, შემდეგ ადამიანმა დაყო ის ტერიტორიებად. ჩემი აზრით ძლიერი ადამიანი ერთიან დედამიწაზე უნდა ცხოვრობდეს და ერთი ოჯახივით იყოს. ტრილიონები იხარჯება ერთმანეთის ხოცვაში, როცა ამ ფულის დაბანდება შეიძLება განათლებაში, მეცნიერებაში და წინსვლაში.
რაზე ვეომებით ერთმანეთს? რომ დავფიქრდეთ მივხვდებით რომ აფსურდია ეს ყველაფერი.
იმ ფულით რასაც ადამიანი ხარჯავს ომში, მთვარეზე გადავიდოდით, რაც შეუძლებელია დღეს, ხვალ შესაძლებელი ხდება. ეს არაერთხელ ვნახეთ, მაგრამ ადამიანი სამწუხაროდ არ არის გონიერი, ის ერთსა და იმავე ადგილს ტკეპნის.....
ორგანიზებული რელიგიები ჩემი აზრით არის დაპირისპირების უმთავრესი მიზეზი. ნამდვილი რელიგია გაააერთიანებს ადმაიანებს და არ განაცალკევებს მათ.
მესმის რომ ჩემი ნაწერი ბევრისთვის უცხო პლანეტელის ნაწერივითაა, მაგრამ ერთმა კაცმაც რომ გაიგოს ჩემი დაწერილი ამითაც კმაყოფილი ვიქნები.