აი ეს არის ამათი ხელშეკრულება და სხვათა შორის კიდევ არის რამდენიმე საბროკერო კომპანია საქართველოში რომელიც იგივეს გთავაზობენ !!
MFX Capital Agreement
პროგრამა MFXCAPITAL-ის ხელშეკრულება
MFX BROKER-ისგან
MFX Capital Agreement
წინამდებარე ხელშეკრულება ,, “MFX Capital” პროგრამის ფარგლებში (შემდგომში ,,ხელშეკრულება“ ძალაში
შედის ________________ (თარიღი) ბელიზში რეგისტრირებულ კომპანიასMaster Services Inc (რეგისტრაციის
ნომერი # 138,716, ,,კომპანია“) და ____________________________ (,,ინვესტორი“) შორის.
წინამდებარე ,,ხელშეკრულების“ განხორციელების მიზნებისათვის, შემდეგი ტერმინები იქნება გამოყენებული:
„ინვესტორი“ - ნებისნიერი ინდივიდუალური ან კორპორატიული წარმომადგენელი, რომელსაც სურს თანხის
ივესტირება კომპანია Master Services Inc - ში მოგების მიღების მიზნით და აქვს მსგავსი ინვესტირების
განხორციელების იურიდიული უფლება.
„ინვესტორის კაპიტალი“ - ინვესტორის მხრიდან რეალიზებული დეპოზიტი ინვესტორის ანგარიშზე, რომელიც
შიდა ოპერაციის საშუალებით ირიცხება კომპანიაში.
„MF საფულე“ - პირადი საფულე, რომელიც ენიჭება კლიენტს რეგისტრაციის შემდეგ. მას აქვს კლიენტის
უნიკალური ნომერი და გამოიყენება თანხის ჩარიცხვისა და გამოტანისთვის.
“MF პირადი კაბინეტი“ - კლიენტის პირადი სივრცე სადაც თავმოყრილია ყველა ინფორმაცია ოპერაციების,
საქმიანობების და მოსალოდნელი საქმიანობების შესახებ.
„გადახდის გრაფიკი“ - ინვესტორისთვის მოგების დარიცხვის კონკრეტული გრაფიკი.
პრეამბულა
იმის გათვალისწინებით, რომ Master Services Inc არის შეზღუდული პასუხისმგებლობის ფინანსური ინტიტუტი,
რომელიც დაფუძნებულია ფინანსურ ბაზარზე ოპერირებისათვის, მათ შორის, უცხოური ვალუტის გაცვლის,
ინვესტიციების, განათლებისა და სხვა სფეროებში მოღვაწეობისათვის,
იმის გათვალისწინებით, რომ Master Services Inc მოიზიდავს ინვესტიციებს, რათა გაზარდოს კაპიტალი და
დააფინანსოს MFX Capitalპროგრამა (კა პიტა ლპროგრა მა ),
იმის გათვალისწინებით, რომ ინვესტიციის მინიმალურ ოდენობად ითვლება 500 აშშ დოლარი, ხოლო
ინვესტიციის მაქსიმალური ზღვარი განუსაზღვრელია,
იმის გათვალისწინებით, რომ ,,ინვესტორი“ Master Services Inc-ში ინვესტირების მიზნით მზადა გააკეთოს სააქციო
კაპიტალის ექვივალენტური ინვესტიცია Master Services Inc-ში და ეს ინვესტიცია დაეფუძნება ამ
,,ხელშეკრულებაში“ გაწერილი პირობებს,
მხარეები, თანხმდებიან შემდეგზე:
1. ზოგადი დებულლებები
1.1. ,,ინვესტორი“ თანახმაა ძირი თანხის ინვესტიცია გააკეთოს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით
წინამდებარე ხელშეკრულების ,,დანართ 1-ში“ მითითებული პირობების შესაბამისად. საპროცენტო
განაკვეთი ითვლება 30-დღიან პერიოდზე და მისი გადახდა ხდება ყოველთვიურად, პირველი
დეპოზიტის შეტანიდან შემდეგი კალენდარული თვის ბოლო დღეს.
1.2. ,,კომპანია“ ,,ინვესტორის კაპიტალში“ პროცენტს ითვლის ინვესტიციის ძალაში შესვლის პირველი
დღიდან ამ ,,ხელშეკრულების“ ამოწურვამდე (ვადის გასვლამდე).
1.3. დეპონირებული ვალუტა, მინიმალური სადეპოზიტო თანხები, საინვესტიციო პერიოდის საპროცენტო
განაკვეთები განისაზღვრება და იცვლება ,,კომპანიის“ მიერ.
MFX Capital Agreement
1.4. ,,ხელშეკრულებაში” შესასვლელად, ,,ინვესტორს“ უნდა ჰქონდესMF სა ფულე, რომელიცრეგისტრირებულია ვებ-
გვერდზეwww.mfxbroker.com .
1.5. ,,ხელშეკრულება“ ძალაში შედის იმ დღიდან, როცა ,,ინვესტორის კაპიტალის“ დეპონირება მოხდება
,,ხელშეკრულებაში“ განსაზღვრულ ანგარიშზე.
1.6. ინვესტირება ხორციელდება ,,პირადი კაბინეტის“ შესაბამის ნაწილში ინვესტიციის შესახებ განაცხადის
შეტანის გზით. განაცხადის გაგზავნის შემდეგ, ინვესტორის მიერ ინვესტიციის მითითებულ ოდენობა
იქვითება მისი პირადი MF საფულედან.
2. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები
2.1. ინვესტიციის ძირი თანხის გადახდის ვადა საინვესტიციო პერიოდში განისაზღვრება ,,ინვესტორის
პირადი კაბინეტიდან“ თანხის პირველი გაცემის თარიღიდან.
2.2. საინვესტიციო პერიოდის ბოლოს, ,,კომპანია“ ვალდებულია პირველადი კაპიტალის თანხა დააბრუნოს
,,ინვესტორის MF პირად კაბინეტში“.
2.3. ,,ინვესტორი“ უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გააკეთოს დამატებითი ინვესტიცია. რაიმე ეჭვის
თავიდან ასაცილებლად, ,,დამატებითი ინვესტიციის“ მოგება ჩაითვლება ცალკე ინვესტიციად და
საპროცენტო განაკვეთი დაითვლება ცალკე.
2.4. ავტომატური გაგრძელება
2.4.1. ,,კომპანიას“ უფლება აქვს ,,ინვესტორს“ შესთავაზოს დეპონირების ავტომატური გაგრძელება
,,ხელშეკრულების“ მოქმედების პერიოდში იმ დეპოზიტებთან მიმართებაში, რომლებზეც უკვე
დამტკიცებულია საპროცენტო განაკვეთები.
2.4.2. ავტომატური გაგრძელების შემთხვევაში, ,,ხელშეკრულება“ გაგრძელდება საინვესტიციო კაპიტალის
დეპოზიტის ვადის ამოწურვამდე იგივე პერიოდით, რაც ამ ,,ხელშეკრულებით“ არის
განსაზღვრული გაგრძელების მომენტში.
2.4.3. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები არ გამოთქვამენ წინამდებარე ,,ხელშეკრულების“ შეწყვეტის
სურვილს, მისი ვადის ამოწურვამდე 30 დღით ადრე, ,,ხელშეკრულება ჩაითვლება გაგრძელებულად
იგივე პერიოდით.
2.4.4. იმ შემთხვევაში, თუ ,,ინვესტორი“ ფიზიკური პირია, იგი პირადად ავსებს რეგისტრაციის ფორმას;
ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში, რეგისტრაციის ფორმას ავსებს იურიდიული პირის
მიერამგვარ ქმედებაზე უფლებამოსილი პირი.
3. ანგარიშებისა და მფლობელობის ფორმები
3.1. ინდივიდუალური ანგარიშები
3.1.1. ,,კლიენტის“ მიერ ,,პირადი კაბინეტის“ ან ინდივიდუალური ანგარიშის გახსნის შემთხვევაში, იგი
ითვლება ანგარიშის ერთადერთ მფლობელად;
3.1.2. ,,პირადი ანგარიშის“ საშუალებით ინდივიდუალური ანგარიშის გასახსნელად, ,,კლიენტმა“
აუცილებელია პირადობის მომწმობის და/ან პასპორტის ასლის, მობილური ტელეფონის ნომრის და
გადახდის დეტალების ავტორიზება მოახდინოს;
3.1.3. ნებისმისერი სახის ავტორიზება ხორციელდება ,,პირადი კაბინეტის“ სექციაში ,,ავტორიზაცია“ ვებ-
გვერდზე www.mfxbroker.com.
3.2. იურიდიული ანგარიშები
3.2.1. იურიდიული პირის შემთხვევაში, ანგარიშის გახსნა იგივე პროცედურაა, რაც ფიზიკური პირის
შემთხვევაში. ანგარიშის დარეგისტრირება ხდება კომპანიის ხელმძღვანელის ან სხვა, მის მიერ
უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელზე. საქმეში, ,,კომპანია“ მოითხოვს მინდობილობის
ელექტრონულ ასლს.
MFX Capital Agreement
3.2.2. იურიდიული ანგარიშის მფლობელი თანხმდება, რომ ,,კომპანია“ დაუყოვნებლივ შეატყობინებს
უფლებამოსილების კუთხით რაიმე ცვლილებას ამ ,,ხელშეკრულების“ პუნქტში 9.1 აღნიშნული
საკომუნიკაციო საშუალებით.
3.2.3. ნებისმიერი სახის ავტორიზება ხორციელდება ,,პირადი კაბინეტის“ სექციაში ,,ავტორიზაცია“, ვებ-
გვერდზე www.mfxbroker.com.
4. გადახდები და ანგარიშგება
4.1. ,,კომპანია“ გადახდებს ახორციელებს ,,ინვესტორის პროგრამის“ პირობებში გაწერილი ,,გადახდის
გრაფიკის შესაბამისად. გრაფიკი არ იცვლება მხარეებს შორის წინასწარ შეთანხმების გარეშე.
4.2. ,,კომპანია“ გადახდის მხრივ საკუთარ ვალდებულებებს ახორციელებს ინვესტორის MF საფულეში.
გადახდები, რომლებიც სრულად ან ნაწილ-ნაწილ არის განხორციელებული შეიძლება გატანილ იქნას
ნებისმიერ დროს თუ ამაზე სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს.
4.3. წინა თვის საპროცენტო განაკვეთი ინვესტორის MF საფულეში ირიცხება ყოველი თვის მეათე დღეს.
4.4. პროცენტში არ შედის რაიმე სახისგადასახადიდა/ანსხვამოსაკრებელი, რომელიც ,,ინვესტორის”
რეზიდენტობის ქვეყნის კანონმდებლობითაა დაშვებული.
4.5. ინვესტორის ანგარიშიდან თანხის გატანა შესაძლებელია მხოლოდ MF საფულედან, სადაც თანხა
ჩაირიცხა; თანხა არ ექვემდებარება მესამე მხარის ანგარიშზე გადარიცხვას თუ აღნიშნულზე არ არის
სხვაგვარი შეთანხმება.
4.6. გაურკვევლობისა და ეჭვების თავიდან ასაცილებლად, აღსანიშნავია, რომ ,,ინვესტორი“ არ არის
უფლებამოსილი მოითხოვოს რაიმე სახის წილი, ფასიანი ქაღალდი ან სხვა ფინანსური ინტერესი ან
ნებისმიერი ოდენობის თანხა კომპანიიდან თუ ამაზე არ არის სხვაგვარი შეთანხმება მიმდინარე
,,ხელშეკრულებაში“.
4.7. ,,კომპანია“ არ არის პასუხისმგებელი რაიმე სახის ზარალზე, ვალდებულებაზე ან დაზიანებაზე, რაც
გამოწვეულია მესამე მხარის მიერ (მაგ. ბანკი, ელექტრონული გადახდის მიმწოდებელი, ა.შ.).
5. საინვესტიციო კაპიტალის დაცვა
5.1. ,,კომპანია“ გარანტიას იძლევა, რომ ,,საინვესტიციო კაპიტალს“ ,,პარტნიორს“ დაუბრუნებს სრულად თუ
ადგილი არ ექნება ,,ინვესტორის“ მხრიდან ,,ხელშეკრულების“ ან მისი რომელიმე პირობის დარღვევას.
5.2. ,,კომპანია“ გარანტიას იძლევა მისი საწყისი კაპიტალით, რომ ,,კომპანიის“ მიერ განცდილი რაიმე
უარყოფითი ქმედება ან/და ზარალი არ აისახება ,,ინვესტორის კაპიტალში“ თანხების სრულად
დაბრუნებაზე.
5.3. ,,კომპანია“ ვალდებულია უზრუნველჰყოს უსაფრთხო კაპიტალის სტრუქტურა შემოსავლების
დაკავებით, რათა გარანტირებულად დაიცვას ,,ინვესტორის კაპიტალი“.
5.4. ,,ინვესტორის კაპიტალი“ უნდა იყოს ყოველთვის უსაფრთხო და დაცული. ,,კომპანიას“ არ აქვს უფლება
რაიმე სახით დააზიანოს ,,ინვესტორის კაპიტალი“ არაგონიერი, დისკრიმინაციული მართვის, შენახვის,
გამოყენების ან განკარგვის გზით.
6. ,,ხელშეკრულების ვადის ამოწურვა და ნაადრევი შეწყვეტა
6.1. ,,ინვესტიცია“ ძალაში შედის, მას შემდეგ, რაც კაპიტალის თანხები გადაირიცხება ან დეპონირდება
,,ინვესტორის MF საფულეში“ და ინვესტიციაზე განაცხადი გაკეთდება ,,პირადი კაბინეტის“ შესაბამის
გრაფაში.
6.2. ინვესტიცია ხორციელდება პერიოდით, რომელსაც ,,ინვესტორი“ განსაზღვრავს მის ,,MF პირად
კაბინეტში“ განაცხადის გაკეთების პროცესში.
MFX Capital Agreement
6.3. წინამდებარე ,,ხელშეკრულება“ არ ექვემდებარება შეწყვეტას და გაგრძელდება შემდეგ საინვესტიციო
პერიოდზე, თუ მხარეები სულ მცირე 5 სამუშაო დღით ადრე არ გააკეთებენ შეტყობინებას მის
შეჩერებასთან დაკავშირებით.
6.4. ,,კომპანია“ საპროცენტო განაკვეთს არ იხდის ,,ხელშეკრულების“ ნაადრევად შეწყვეტის შემთხვევაში.
6.5. ,,კომპანიას“ უფლება აქვს მოითხოვოს, რომ ,,ინვესტორმა“ აუნაზღაუროს ,,ხელშეკრულების“ ვადაზე
ადრე შეჩერებასთან დაკავშირებული ხარჯები. მიმდინარე ,,ხელშეკრულების“ ნაადრევად შეჩერების
ხარჯები ,,კომპანიისათვის“ დამატებითი ხარჯებია, რომელიც წარმოიშვება პერიოდის
რეფინანსირებიდან ნაადრევ შეწყვეტასა და თავდაპირველად შეთანხმებულ ვადას შორის და რომელსაც
,,კომპანია“ გადაიხდიდა საინვესტიციო პერიოდის დარჩენილი ნაწილში დეპოზიტი ნაადრევად რომ არ
შეჩერებულიყო.
6.6. ,,კომპანიას“ უფლება აქვს დააკავოს ხელშეკრულების ნაადრევად შეჩერების ხარჯები ,,ინვესტორის“
კაპიტალიდან. ,,კომპანიამ“,,ინვესტორს“უნდა წარუდგინოს ხარჯების კალკულაცია იმ შემთხვევაში, თუ
იგი მოითხოვს დეტალურ ინფორმაციას.
7. წარმომადგენლობა და გარანტიები
7.1. კომპანია არის ჯეროვნად ფორმირებული, კანონიერად მოწყობილი და სათანადო იურისდიქციის მქონე
კორპორაცია. ,,კომპანიის“ ყველა დოკუმენტაცია და ნებისმიერი დანართი, ცვლილება თუ დანამატი
(კოლექტიურად, ,,კომპანიის სამართლებრივი დოკუმენტები“) ძალაშია და სრულად მოქმედია ამ
,,ხელშეკრულების“ თარიღისათვის.
7.2. ,,კომპანიას“ გააჩნია სამართლებრივი უფლებამოსილება განახორციელოს ბიზნეს საქმიანობა, ისე,
როგორც იგი ამას ამჟამად ახორციელებს და გამონაკლისის სახით, კვალიფიკაციის არქონის შემთხვევაში,
,,კომპანია“ ფლობს ,,უცხოური კორპორაციის“ იურიდიულ სტატუსს ყველა იმ იურისდიქციაში, სადაც
ბიზნესის სპეციფიკა ან მის საკუთრებაში არსებული თუ იჯარით აღებული ქონებისა თუ აქტივების
ლოკაცია არ მოითხოვს ამგვარ კვალიფიკაციას,
7.3. ,,კომპანიას“ გააჩნია სრული ძალაუფლება და უფლებამოსილება, რათა ძალაში შეიყვანოს ეს
,,ხელშეკრულება“ და ნებისმიერი სხვა საინვესტიციო დოკუმენტი და მათან დაკავშირებული
ვალდებულებები და განახორციელოს ამ ,,ხელშეკრულების“ დებულებები და ნებისმიერი სხვა
საინვესტიციო დოკუმენტი. ,,კომპანიამ“ განახორციელა ყველა საჭირო ღონისძიება ამ ,,ხელშეკრულების“
და ნებისმიერი სხვა საინვესტიციო დოკუმენტის აღსრულების, მიწოდებისა და ეფექტურად
განხორციელებისათვისამ ხელშეკრულებაში განსაზღვრული ყველა ვალდებულების ჯეროვნად
შესრულების გზით, რისი დასტურიცაა კორპორატიული რეზოლუცია.
7.4. ამ ,,ხელშეკრულების“ მხარეების მიერ განხორციელებისა და მიწოდების შემდეგ, ეს ,,ხელშეკრულება“ და
ნებისმიერი სხვა საინვესტიციო დოკუმენტაცია ,,კომპანიის“ წინააღმდეგ აღსრულდება შესაბამისი
პირობებით.
7.5. ,,კომპანია“ არ ითვლება მხარედ, ,,კომპანიისათვის“ ნაცნობსასამართლო დავებში, ქმედებებში,
საჩივრებში, გამოძიებაშ, რომელსაც სახელმწიფო უწყებები ახორციელებენ ან იურიდიულ,
ადმინისტრაციულ, საარბიტრაჟო ან მედიაციის საქმეებში. ,,კომპანიამ“ არ იცის ამგვარი სასამართლო
საქმეების, გამოძიების საფუძველი.
8. საბოლოო დებულებები
8.1. იურისდიქცია და მმართველი კანონმდებლობა. ეს ,,ხელშეკრულება და ,,კლიენტსა“ და ,,კომპანიას“
შორის ურთიერთობები რეგულირდება ბელიზის კანონმდებლობით; ხოლო, მხარეებს შორის რაიმე
სახის დავის გადაჭრა ბელიზის სასამართლოს პრეროგატივაა.
MFX Capital Agreement
8.2. ფორს მაჟორი. მხარეს არ ჩაეთვლება ,,ხელშეკრულების“ დარღვევად ვალდებულებების
შეუსრულებლობა ან დარღვევის დაგვიანებით გამოსწორება, თუ აღნიშნული გამოწვეულია ფორს
მაჟორული ვითარებით, ხანძრით, ბუნებრივი კატასტროფით, ავარიით, აჯანყებით, სამთავრობო
ცვლილებებით ან სხვა, მხარისაგან დამოიკიდებელი რაიმე მიზეზით. ამგვარი ვითარების წარმოშობის
შემთხვევაში, მხარე, ვისი საქმიანობაც დააზარალა ამგვარმა ვითარებამ, მეორე მხარეს წერილობით
შეტყობინებას უგზავნის ვითარების შექმნიდან სამ სამუშაო დღეში.
8.3. ურთიერთობა. ამ ,,ხელშეკრულებით“ დაფუძნებული ურთიერთობა,,კომპანიასა“ და ,,კლიენტს“ შორის
არის ურთიერთობა ორ დამოუკიდებელ კონტრაქტორს შორის და არცერთი მხარე არ ითვლება
თანამშრომლად, მმართველ პარტნიორად ან მეორეს ერთობლივ საწარმოდ.
8.4. რომელიმე დებულების ან კონკრტული დებულების რომელიმე პუნქტის გაუქმება გავლენას არ ახდენს
სხვა დებულების ვალიდურობაზე.
8.5. ეს ,,ხელშეკრულება“ ითვლება მისი მხარეების მემკვიდრეების, აღმასრულებლების,
ადმინისტრატორების, მონაცვლეების ხელშემკვრელად.
9. საკომუნიკაციო საშუალებები
9.1. ,,პარტნიორთან“ კომუნიკაციის მიზნით, ,,კომპანია“ იყენებს კომუნიკაციის შემდეგ საშუალებებს:
− სავაჭრო პლატფორმის შიდა საფოსტო მომსახურება;
− ელ. ფოსტა
− ტელეფონი, მათ შორის VoIP
− ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებები (მესინჯერები)
9.2. პარტნიორი იყენებს ამ ,,ხელშეკრულების“ პუნქტში 9.1 ჩამოთვლილ საკომუნიკაციო საშუალებებს
,,კომპანიასთან“ კომუნიკაციის მიზნებისათვის.
9.3. ტექსტური შეტყობინებები, დოკუმენტები, რეკლამები, შეტყობინებები, დადასტურებები და ანგარიშები,
ა.შ. მეორე მხარის მიერ მიღებულად ჩაითვლება შემდეგ შემთხვევებში:
− ელ. ფოსტის გაგზავნიდან ერთ საათში
− სავაჭრო პლატფორმის შიდა ფოსტით გაგზავნიდან ერთ საათში
სატელეფონო ზარის დასრულებისთანავე.
− ელექტრონული კომუნიკაციის ,,ჩათის“ სესიის დასრულებისთანავე.
MFX Capital Agreement
Company / Компания/კომპანია
Name/ Имя/სახელი: Master Services Inc., რეგისტრაციის ნომერი 138,716
ბენეფიციარის ანგარიშის ნომერი/Beneficiary'sAccountNumber(IBAN) / НомерсчетаКомпании:
LV18 CBBR 1123 1232 0001 0
Beneficiary'sAddress / АдресКомпании/ბენეფიციარის მისამართი:
Suite5,GardenPlaza,MountainviewBoulevard,CityofBelmopan,
Belize
BankName / ИмяБанка/ბანკის სახელი:BaltikumsBankAS
BankSWIFTCode:CBBRLV22
BankAddress / АдресБанка/ბანკის მისამართი:
Smilsuiela6,LV-1050,RIGA,LATVIA
MFX Capital Agreement
This post has been edited by lasha_LASHA on 7 Mar 2015, 10:39
მიმაგრებული ფაილი ( Number of downloads: 520 )
MFX_Capital_Investment_Agreement___GEO1.pdf